შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი სასჯელი ხარ (10 თავი)


15-01-2020, 10:19
ავტორი ნეაკო
ნანახია 4 183

ანა ოდნავ შეიშმუშნა და თვალები გაახილა, რამდენიმე წამს ვერ გააცნობიერა რა ხდებოდა და ვეკოს მიაჩერდა კითხვა ჩამდგარი თვალებით, ვეკო დაიძაბა რადგან ანას თვალებში შიში ამოიკითხა
-მაპატიე-ამოთქვა დაბნეულმა და ანას დახედა-მე უბრალოდ
-ხელი გამიშვი-ცივად მიახალა ანამ, ვეკოც ისე იყო დაბნეული რომ ვერაფერი მოახერხა -გამიშვი-ანას ხმაში მუდარა გაისმა, ვეკოს ძალიან დაწყდა გული ასე რომ შეაშინა და ძირს დასვა, ანა მაშინვე საძინებლისაკენ გაიქცა დამფრთხალი, ოთახში შევარდა და კარი დაკეტა, ისე უცბათ მოხდა ეს რომ ვეკო სულ აიბნა
-ანა გთხოვ კარი გააღე-მივიდა და კარზე მიუკაკუნა-უბრალოდ მინდოდა რომ შენს საწოლში დაგეძინა
-წადი აქედან-ანას ხმა ჩაუწყდა, ვეკო მიხვდა რომ ტიროდა
-მარიანას თავს გეფიცები შენი შეშინება არ მინდოდა
-გთხოვ თავი დამანებე
-ანა ძალიან გთხოვ კარი გააღე-ვეკო უკვე აღელდა, შეეშინდა მაშინდელივით რამე არ აეტეხა ანას თავისთვის -მე შენ არაფერს დაგიშავებ-ამოიბლუდუნა დაბნეულმა
-შემეშვი გთხოვ-ანა იატაკზე იჯდა და ტიროდა, ზურგით კარს მიყრდნობილი, იცოდა ვეკო არაფერს რომარ დაუშავებდა მაგრამ მაინც ეშინოდა, ალექსანდრეს უხეშობამ დააშინა, მისმა ძალადობამ და ძალდატანებამ ისე იმოქმედა რომ ყველა კაცში მოძალადეს ხედავდა ინსტიქტურად, უნებურად მეჯებზე წაივლო ხელი გაახსენდა როგორ ძლიერად უჭერდა ალექსანდრე ხელებს, რომ ტკივილი ეგრძნო, როგორ ცდილობდა თავის ძალა ეჩვენებინა, ფიზიკური თუ მორალური...
-ანა გამიღე თორემ შემოვამტვრევ-ვეკო დაიძაბა, უკვე ის მომენტი უტრიალებდა თავში რასაც მაშინ შეესწრო -ანა გთხოვ ხმა გამეცი-ახლა ხვეწნაზე გადავიდა, მაგრამ ანა ისევ ისე იჯდა -იცოდე კარს შემოვამტვრევ-დაიყვირა მწყობრიდან გამოსულმა, ანა ადგა და კარი გააღო რადგან იცოდა ვეკოს ნამდვილად შესწევდა იმის ძალა რომ კარი შეემტვრია -ვეკო ისე აიბნა რომ თვალი ვერ გაუსწორა გოგონას
როცა მან კარი გააღი, არც ანას შეუხედია მისთვის თვალებში, ახლა ძალა არ ქონდა მის მზერას გამკლავებოდა, უხერხული სიჩუმე ჩამოწვა
-ანა გთხოვ მაპატიე, შენი შეშინება არ მინდოდა-ამოიღო ბოლოსდაბოლოს ხმა ვეკომ -მე შენ არასდროს არაფერს დაგიშავებ- თავი აწია ვეკომ და მოცახცახე გოგონას მიაჩერდა -მე მისნაირი არ ვარ-ვეკომ არ იცოდა ზუსტად რა მოხდა მაშინ ანას და ალექსანდრეს შორის მაგრამ ინსტიქტურად გრძნობდა რომ ის ძალით შეეხო ანას და სწორედ ამიტომ დაშინდა ის ასე, ანამ ახედა ვეკოს და თვალებში ჩააცქერდა, თითქოს ცდილობდა მის თვალებში ამოეკითხა სიმართლე, ვეკოს მის მზერასთთან გამკლავება გაუჭირდა, მაგრამ მაინც არ აარიდა თვალი აცრემლიანებულ გოგონას, ანა დიდხანს უყურებდა თვალებში და ბოლოს მოწოლილ ემოციებს ვერ გაუძლო და ატირდა, ვეკოს ძალიან ეტკინა გული, რომ გააცნობიერა ანა როგორ იტანჯებოდა, ამიტომ ინსტიქტურად გულში ჩაიკრა და ძლიერად მოხვია ხელები, თითქოს ცდილობდა ყველა ტკივილისგან მის დაცვას.
ალექსანდრე გაცოფებული დაეძებდა ანას ყველგან, ცალკე ვეკოს მაგრამ მათ კვალს ვერ მიაგნო და რომ წარმოიდგენდა რომ შეიძლება ერთად სადმე გაქცეულიყვნენ ტვინში სისხლი ექცეოდა
-ალექს ცოტა აზრზე მოდი-ლაშას მობეზრდა უკვე მისი გამოხტომების ატანა
-ანა უნდა ვიპოვო ის ჩემი უნდა გახდეს, ის სირ. თუ შეეხება ავკუწავ-ალექსანდრემ ვისკის ბოთლი მოიყუდა და ნახევრამდე ჩაცალა ლამის, მერე ბითლი მაგიდაზე ისე დაახეთქა ლაშა შეხტა მოულოდნელობისგან
-ალექს ხოიცი პოლიცია ჩვენ კვალზე გამოსვლას ცდილობს, იმ კახპა ჟურნალისტმა ჩვენი სახელებიც ახსენა საწყობის საქმეზე
-იმას ჩემი ხელით მოვკლავ, შენი გაკეთებული საქმის დედაც-დაუყვირა ლაშას გააფთრებულმა ალექსანდრემ
-ხოდა მოკალი, ყველა დახოცე-გაავდა ლაშა-ოდესმე პოლიცია რამე საქმეზე გამოგიჭერს და სულს ამოგხდიან ციხეში
-დაახვიე-მიახალა ალექსანდრემ
-ერათადერთი ვინც სულ გვერდში გიდგას მე ვარ, ყველაფერს ისე ვაკეთებ როგორ საჭიროთ მიგაჩნია, შენი ძმა გამყიდველი ნაბიჭ. მაგრამ მე მაინც კაპიკის ფასი არ მაქვს, უეჭველი გაგყიდიდა რუსეთში რომარ გაქცეულიყო, მეკი არასოდეს გამიყიდიხარ, არც მიმიტოვებიხარ, იმიტომ რომ ჩემთვის ძმაზე მეტი ხარ, მაგრამ შენთვის მაწანწალა ბავშვად დავრჩი რომელიც შეიფარე და უნდა გემსახუროს მადლიერების სანაცვლოდ... -ლაშას ხმა გაებზარა და ალექსანდრეს მიანათა შავი ცეცხლოვანი თვალები-ჩვენი მეგობრობა თუ ჩემი შენდამი მორჩილება აქ მთავრდება!-ლამის იყვირა უკვე მწყობრიდან გამოსულმა
-მიდი გაიქეცი შენც რუსეთში, ვახტანგის ჩემი ძმის და ყველა იმ ნაბიჭვ. ვინც წყეული საწყობის საქმმეში ხართ გარეული, არ მჭირდებით არავინ-იყვირა ალექსანდრემ და ისევ ბოთლს წაეტანა,მაგრამ იცოდე რომ შენ ჩემთვის არასოდეს ყოფილხარ მაწანწალა ბავშვი-ლაშას მიაჩერდა რომელიც ფეხზე წამოდგა და წასვლას აპირებდა-ჩემთვის მუდამ ძმა და მეგობარი იყავი, ჩემი ნამდვილი ძმა... ის უბრალოდ გაიძვერა სირ. და მეტი არაფერი, საკუთარი თავის გარდა არავინ აინტერესებდა, ამას ვხედავდი და ყოველთვის შენ მიმაჩნდი ძმად, კარგად იცი რომ მე შენგან არაფერი მომითხოვია შეფარების სანაცვლოდ, ამ ბინძურ საქმეშიც შენი ნებით ჩაერთე, თუ წასვლა გსურს წადი, თუ შეძლებ რომ სუფთად ამოხვიდე ამ სიბინძურიდან ამოდი, მე ისე ღრმად ვარ ჩაფლული რომ ეს შეუძლებელია, ამიტომ წადი დაახვიე ჩემი სახლიდან და ცხოვრებიდან-უთხრა ალექსანდრემ და ბოთლი მოიყუდა, ლაშა დიდხანს უყურებდა მეგობარს და თვალები მოისრისა ცალი ხელით
-ვერ ვხვდები რატო მინდა დაგეხმარო, მაშინ როცა ყოველთვის ცალი ხელით სიკვდილისკენ მიმათრევ
-იმიტომ რომ ჩვენ ძმები ვართ-ალექსანდრემ ბოთლი მაგიდაზე დადო და დივანზე მიითიშა.
თორნიკე სახლში კარგ ხასითზე დაბრუნდა, და პირდაპირ მატას ოთახში შევარდა
-აბა გამოიცანი რა მოხდა?-საწოლზე ჩამოჯდა და დაბნეულ გოგონას მიაჩერდა
-რაა?-ნატალი დაინტრიგდა
-საწყობის მენეჯერი დავაკავეთ სამხრეთ ოსეთში გადაპარვას რომ ცდილობდა
-ყველა იქ გაიქცა ჩემი სიუჟეტის მერე-დანანებით თქვა ნატამ
-ხო დაფრთხნენ, საჯაროდ რომ გამოააშკარავე
-შენ მართალი იყავი საშიში ხალხია და ეს არუნდა მექნა
-არაუშავს, მაინც გაიქცეოდნენ, შენ არიცი რამხელა კავშირები და შესაძლებლობები აქვთ
-მინისტრი მაინც ურყევადაა თავის პოსტზე
-ნუ ღელავ მალე დაენძ. მაპატიე თავი ვემ მოვთოკე-თორნიკემ მზერა აარიდა მომღიმარ გოგონას
-დედიკო მოხვედი?-ლალი შემოფრიალდა ნატალის ოთახში-არუნდა გამაგებინო ? პირდაპირ რომ შემოეჭერი ამ გოგოს ოთახში იქნებდა რა მდგომარეობაშია
-ადგება და გამიცვლის ტანსაცმელს თუ შხაპის მიიღების დროს შემოვუსწრებდი
-დედიკო ნუ იცი ყველაფერზე ეგეთი ხუმრობა, გოგოს ორივე ფეხი აქ მოტეხილი და შენ ხუმრობ
-ნატალი მიხვდა რაზეც ვსაუბრობ
-დედიკო ნუ მაბრაზებ მეტი სიდინჯე-ლალი გავიდა
-ძალიან საყვარელი დედა გყავს-ნატალის ღიმილი არ სორდებოდა სახიდან
-საინტერესოა დედაშენზე თუ ვიტყვი ეგრე- თორნიკე ნატალის მიაჩერდა ესრიოზული სახით
-დედაჩემი რა შუაშია? -ვერაფერს მიხვდა ნატალი
-ანუ შენ სადედამთილო მოგწონს და მე სასიდედროთქო ეგ ვიგულისხმე-თორნიკეს ნატალის გაბრაზებულ სახეზე გაეცინა
-ნუ ნერვიულობ შენ ნამდვილად არ წარსდგები სასიძოს ამპულაში დედაჩემის წინაშე ,უთხრა გაბუტულმა ნატალიმ
-ვითომ რატომ-შეიცხადა თორნიკემ და სიცილი აუტყდა
-იმიტომ რომ ასეთი აურმტანელი ხარ-ნატალიმ ისევ ნაცადი მეთოდით, ბალიშის სროლით გააგდო ოთხიდან ეს ზედმეტად სიმპათიური გამომძიებელი.
ანა ისე იყო დაძაბული მთელი ეს დრო რომ საძინებელში ვეღარ იძინებდა, მარტოობის ეშინოდა და ბუხრის წინ მდგარ დივანზე იძინებდა, ანთებულ შუქზე, ვეკოც შესაბამისად არ ტოვებდა და კუთხის დივნის მეორე მხარეს იძინებდა ხოლმე, მათი ურთიერთობა მთელი კვირა ისე მიდიოდა რომ არც კი ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს თუ ზედმეტად მნიშვნელოვანი არ იყო საკითხი, ვეკო ყველანაირად ცდილობდა რომ ანა არ შეეშინებინა, არ დაეძაბა, ძალიან უნდოდა რომ მასთან ახლოს ყოფილიყო და მისი ტკივილი გაეზიარებინა, მაგრამ თავს იკავებდ რომ ანა არ დამფრთხალიყო, მისი სურვილის შესაბამისად შორს ეჭირა თავი ანასგან.
თორნიკეს სტუმრობამ გაახარა ორივე
-აბა როგორ ხართ?-ცელოფნის პარკებით დატვირთული შევიდა სახლში
-აქედან როდის გაგვიშვებ?-ანა წამოდგა და წინ დაუდგა
-როცა გინდა წადი-თორნიკეს არ მოეწონას ანას უკმაყოფილბა -მაგრამ იცოდე რომ მე ვეღარ დაგიცავთ იმ ველურისგან
-რატომ გვეხმარები? -ანას უამრავი კითხვა დაუგროვდა რაზეც პასუხი წინაზე არ აღირსა თორნიკემ
-ანა-თორნიკემ დივანზე მიუთითა, ანა და ვეკო დასხდნენ-ოფიციალური საბუთებით ალექსანდრეს არავითარი კავშირი არ აქვს იმ საწყობთან, მაგრამ ვიცით დანამდვილებით რომ სინამსვილეში ყველაფრის თავში ის დგას, იცის არაბული და ბერძნული ენები და ვიცით რომ ეგ აწარმოებს მოლაპარაკებებს მათთან ვისაც იარაღს აწვდიან, ასევე გადაზიდვას აკეთებენ, მაგალითად ევროპიდან შემოდის და ამ საწყობში მალავენ, მერე მიაქვთ აზიაში.ან საქართველოშივე ყიდულობს და გადააქ აზიაში, მოკლეთ ასე ხდება, აქ დიდი ფული ტრიალებს, ფული კი ძალაუფლებას ნიშნავს, წაემოიდგინე საქართველომ სხვა ქვეყნებიც ჩართო საგამოძიებო პროცსებში რადგან ეს საქმე უმართავი ხდება, და ჩემისთნა ადამიანები ვერ შელებენ ასეთ დიდ საქმეებ მოერიონ მცირე ძალებით, ამიტომ ეს საქმე გადაეცა შენაგან საქმეთა სამინისტროს, მეკი გიგის ძებნა დამევალა, მის კვალზე გასვლა, უფრო სწორად მისი მკვლელის... ანა ალექსანდრე იმაზე საშიში პიროვნებაა ვიდრე გგონიათ და წარმოგიდგენით, შენი ძმა არაა პირველი ვინც უკვალოდ გაქრა მაგ საწყობიდან, წარმოიდგინე თანამშრომლები ერთმანეთს არ იცნობენ, არიციან ვინ ვინაა, ყველაფერი გასაიდუმლოებულია, შენმა ძმამ აშკარად რაღაც ნახა რის გამოც გამოიქცა და მოკლეს, ისეთი რამ რაც არუნდა დაენახა, ახლა ჯერი შენზე და ვეკოზე მოდგა, ზედმეტად ბევრი იცით მასზე, ამიტომ იჯდებით აქ და აღარ მეაცევით ზედმეტ თავის ტკივილად, აღარ მომიწევს თქვენი ძებნა, ან თქვენი გვამების- თორნიკე ბოლოს გაცხარდა და სიმართლე მიახალა დამრუშკულ გოგონას.
ალექსანდრე ანას ძებნაში იყო რომ მეგობარმა პოლიციელმა დაურეკა და ეჭვით უთხრა
-ხიმშიაშვილი ძაან ხშირად დაძრწის ანას დედასთან ქეთისთან, თან ძაან ჩართულია გიგის საქმეში და შეიძლება ანას ადგილსამყოფელის შესახებ რამე იცოდეს
-თუ გაარტყავ იცოდე კარგად დასაჩუქრდები-მიახარა ალექსმა და გაუთიშა, მაშინვე ბიჭები იხმო და თორნიკესთვალთვალი დაავალა, შეეძლო ანას დედაც დაეკითხა მაგრამ ფრთხილობდა, არაფერი დავმართო იმ ავადმყოფ ქალს და მერე პოლიცია და ხიმშიაშვილი აღარ დაასვენებდნენ, რადგან ხიმშიაშვილმა აგრძნობინა წინა დაკითხვის დროს რომ ვიცი ანასა და შემშორის მომხდარიო...
თორნიკე იმის მიუხედავად რომ ახალგაზრდა იყო მაინც მიასწრო გამოწრთობა პოლიციაში და მალევე მიხვდა რომ უთვალთვალებდნენ ამიტომ ახლოს არ გაეკარა იმ სახლს სადაც გადამალული ყავდა ანა და ვეკო, თუმცა მალე აირია ყველაფერი, ანას დედას გულმა უმტყუნა და მძიმე მდგომარეობაში მყოფი ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თორნიკემ ვერ დაუმალა ანას რაც მოხსა და თავადვე წაიყვანა საავადმყოფოში განადგურებული გოგონა, ექიმებმა ანას მინიმალური შანსი მისცეს, ფაქტიურად გამორიცხეს მისი გადარჩენა, ანა განადგურებული იყო, ნანობდა დედა რომ მიატოვა და წავიდა, თავს იდანაშაულებდა და მთელ დღეებს ტირილში ატარებდა, ვეკო გვერდიდან არ მოშორებია არცერთი წამით ანას და ყველანაირად გვერდში ეგდა, ალექსანდრეს რათქმაუნდა დეტალურად აწვდიდნენ ინფორმატორები ინფორმაციას, იმდენად თავხდი და უტიფარი იყო რომ საავადმყოფოში მივიდა, ვეღარ გაძლო ანას ნახვის გარეშე, ანამ რომ დაინახა ეგონა მოიეჩვენა და ყურადღება არ მიაქცია, თუმცა ინსტიქტურად ისევ იქით გაიხედა და ტვინში სისხლი ჩაექცა რომ მიხვდა ალექსანდრე მოდიოდა ნამდვილად
-გაეთრიე-დაიკივლა ანამ და ვეკოს გვერდით დადგა დამფრთხალი გოგონა
-აქ რას აკეთებ?-დაუღრინა ვეკომ
-შენ რას აკეთებ ჩემ საკუთრებასთან?-ალექსმა ჯერ ვეკოს მიანათა მწვანე ანთებული თვალები მერე კი მზერა ანასკენ გადაიტანა
-შე ნაბიჭ.-იღრიალა მწყობრიდან გამოსულმა ბიჭმა და საყელოში წვდა ელექსანდრეს-თუმცა არცკი შერხეულა, უტიფრად გაეღიმა ალექს და მისმა ბიჭებმა რომ ჩამოაშორეს გაავებული ვეკო, მაშინვე ანასკენ დაიძრა, ვეკო ღრინავდა და თავის დახსანას ცდილობდა მაგრამ ორ ბიჭს ისე ყავდათ წაჭერილი განძრევის საშუალებას არ აძლევდნენ, ანამ უკან დაიხია ალექსმა მისკენ ნაბიჯი რომ წადგა, ანა ვეკოს უყურებდა დამფრთხალი თვალებით და თან უკან უკან იხევდა ინსტიქტურად ალექსის ყველა ნაბიჯის გადადგმაზე და შიშისგან შეკივლა უერად, უხეშად რომ წაავლო ალექსმა მაჯებში ხელი და თავისკენ მოქაჩა შიშისგან ძალა გამოცლილი გოგონა, ანას ცრემლები მოეძლა უსუსურობის განცდისგან
-შემომხედე-დაუღრინა ალექსანდრემ და ისე ძლიერ მოუჭირა ხელები რომ ანამ წამოიკივლა ტკივილისგან
-ხელი გაუშვი შე ნაბიჭ.-დაუღრიალა გამწარებულმა ვეკომ და სცადა თავის დახსნა
-შემომხედე-ანას ისე უჭერდა ხელებ რომ აიძულა თვალებში შეეხედა, ანა მიაჩერდა მწვანე უსიცოცხლო, ჩამქრალ თვალებში სახეალეწილ ბიჭს -იცოდე რომ შენ ჩემი ხარ, ჩემი საკუთრება, ჩემი გოგო, მხოლოდ და მხოლოდ მე მეკუთვნის შენი სულიც და სხეულიც, თუ ვინმე შეგეხება, თუ ვინემ გაბედავს...-ალექსანდრე გაჩუმდა, ბრაზისგან ვეღარ იმორჩილებდა ხმას, სახე დაებრიცა და როცა შეძლო თავის მოთოკვა განაგრაძო მშვიდი საუბარი-რომ შეგეხოს, თუნდაც თითი დაგაკაროს იცოდე რომ ჩემი ხელით ავკუწავ, გესმის? -ანას აწყლიანებულ თვალებში ჩააცქერდა -ჩემი ხარ, მარტო ჩემი, და ჩემი გახდები როცა მე მოვისურვებ ამას
-შენი არასოდე გავხდები-ამოიტირა ანამ
-გახდები თან შენი ნებით-ყურში დაუჩურჩულა ალექსანრემ
-მირჩევნია მოვკვდე
-ჯერ მე დამნებდები და მერე სიკვდილს-მიახალა ალექსანდრემ და ხელები უხეშად ჩამოაწევინა, ზურგი აქცია ატიირებულ გოგონას
-მზულხარ, მეზიზღები მირჩევნია მოვკვდე-ყვიროდა ანა, ალექსანდრე ვეკოს წინ დაუდაგა და მიაჩერდა მწვანე მრისხანე თვალებით
-ანას ახლოს აღარ გაეკარო თორმე მოგკლავ-და ბიჭებს ანიშნა მასთან ერთად წამოეყვანათ, ვეკო მთელი ძალით ცდილობდა წინააღმდწგობია გაწევას რის გამოც ალექსანდრსმ მუცელში დაარტყა მუშტი, ვეკო დზიბრიცა ტკივილისგან
-წამოიყვანეთ-ბიჭებს ანიშნა და წინ წავიდა
-ვეკო-ანა გამოეკიდათ მაგრამ ალექსი გადაუდგა წინ
-თუ არ გინდა მოკვდეა მაშინ-ტუჩებზე თითი მიადო-ჩუუ -გატრიალდა და წავიდა
-ანა-ვეკომ ამოიხრიალა და გაათრიეს დერეფანში, ანა კი მუხლებით დაეცა იატაკზე და მოთქმით ატირდა



№1 სტუმარი მაჯს

ეს ალექსანდრე ზედმეტად სასტიკია.. -_-

 


№2  offline მოდერი ნეაკო

სასტიკიცაა და დაუნდობელიც

 


№3 სტუმარი nia

Shemdegi tavi rodis daideba ❤?

 


№4  offline მოდერი ნეაკო

ძალიან ვწუხვარ რომ ასე დავიგვიანე და გალოდინეთ, ალბათ გაგანაწყენეთ მაგრამ ვირუსის და სხვა პრობლემების გამო ვეღარ შევძელი წერა,

აუცილებლად გავაგრძელებ და 31-ში დავდებ ახალ თავს, მადლობა ყველას

 


№5 სტუმარი mariami

11 tavs rodis dadebt ? Dzalian mainteresebs ra moxdeba

 


№6 სტუმარი სტუმარი nincho

Dzalian momwons es istoria da Tu gaagrdzelebt dzalian gamaxarebt ❤❤❤❤

 


№7 სტუმარი სტუმარი 4love.ge

Gagrdzele gemudarebiiiii gtxov ????❤

 


№8  offline მოდერი ნეაკო

პრობლემა ატვირᲗვაᲨი მაქ და ვერ ვასწორებ სამწუხაროდ, მეც გულიᲗ მინდა დავწერო და გავაგრᲫელო, მაგრამ სულ ხარვეზებია და არ ტვირᲗავენ რომ ვწერ და ვაგზავნი, ამიტომ მომიწია ასე Შეწყვეტა, სამწუხაროდ

 


№9 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან მომეწონა როდის გაგრძელებით სულ სხვანაირი საინტერესო წასაკითხია მადლობა გაგრძელებას ველოდები წარმატებები

 


№10  offline მოდერი ნეაკო

დღეიდან ვაგრძელებ ამ ისტორიას

 


№11 სტუმარი სტუმარი dadu

როდის გააგრძელებთ ამ ისტორიის წერას?

 


№12  offline აქტიური მკითხველი terooo

Როგორ მიშლის ნერვებს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent