შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე რომ მიყვარს (დიტო & ნათაი) /3/


15-01-2020, 11:37
ავტორი artificial
ნანახია 1 162

მალევე მოემზადა, კოლიდორშიც გავიდა და ტელეფონზე საბას შეტყობინებაც მოვიდა რომელიც ნათაის მისი მოსვლის შესახებ ატყობინებდა შემდეგ კი ბავშვებიც ჩააყენა საქმის კურსში
-გამოგყვები - ღიმილით უთხრა დიტომ, წელზე ხელი მოხვია და მასთან ერთად გაუდგა გზას, ნათაის გაკვირვებული სახე კი დააიგნორა
-არ იყო საჭირო - გარეთ გასვლისას ხელი გააშვებინა, შემდეგ კი საბას ხელი დაუქნია რომელიც გაკვირვებული დაიძრა მათკენ
-აქ შენ საიდან? - გადაეხვია დიტოს და ზურგზე ხელი რამდენჯერმე მოგობრულად დაარტყა, შემდეგ კი ნათაის დახედა და ლოყაზე თბილი ღიმილის თანხლებით მოჩმიკა - რას გავხარ შე საცოდაო
-ნუ ხარ დეგენერატი - გაიბუსხა და ხელი გააშვებინა - ერთმანეთს საიდან იცნობთ?
-საერთო მეგობრებით პატარავ - ცხვირზე თითი დაკრა დიტომ, შემდეგ კი ორივეს დაემშვიდობა და გეზი საკუთარი მანქანისკენ აიღო
-პატარავ? - წარბების თამაშით უთხრა გაშტერებულ ნათაის
-შემეშვი - ცხვირი აიბზუა მანქანისკენ დაიძრა და უკან მოხარხარე საბაც მიყვა.
ნათაიმ სწრაფად მოუყვა დაინტერესებულ ხალხს რა გადახდა, შემდეგ კი უკვე ყველა საქმის მოგვარებაზე გადაერთო, პროექტი სულ რაღაც ცხრა დღეში იყო და ყველაფერი უნდა მოესწროთ.
როგორც იქნა მორჩნენ, ერთმანეთს დაემშვიდობნენ და ყველა სახლში დაიძრა, ნათაიმ საბას მიყვანისთვის მადლობა გადაუხადა და მოთენთილმა, ძალგამოცლილმა შეაღო სახლის კარები.
სიცარიელე თვალში ცუდად მოხვდა, ყურებსაც დააკლდათ საყვარელი ადამიანების ხმები, თვალზე ცრემლიც მოადგა, ჩანთა შესასვლელშივე ძირს დააგდო და სამზარეულოსკენ გადაინაცვლა საიდანაც უკვე წითელი ღვინით სავსე ბოთლით გამოვიდა, თავის ოთახამდე ასასვლელ კიბეებს აუყვა და კარში გაუჩინარდა. დარჩა მარტო ცარიელ სახლში, ცარიელ ითახში ცრემლით სავსე თვალებით და ატკიებული გულით.
რამდენიმე კვირამ უცებ განვლო, პროექტის საქმეებიც მოაგვარეს და ისეთი მოდელირება ჩაატარეს არაფორმალური განათლების ისტორიაში დიდი შავი ასოებით ჩაიწერეს თავი. ამ განვლილ კვირებში დიტო ერთხელაც არ უნახავს, ბევრჯერ გაიხსენამეთქი რომ გითხრათ მოგატყუებთ, თითქმის არც ახსოვდა იმდენად იყო მისი გონების თითოეული ნაწილი სხვადასხვა საფიქრალით დაკავებული.
-ნათაი შე ლამაზო - სახლში შეუვარდა საბა და ყვირილით დაახტა გოგოს თავზე
-გამჭყლიტე დეგენერატო - ამოიხავლა საწყლად და მძიმე სხეული გაჭირვებით მოიშორა - ასტონიანი ვირი თავზე რატო მახტები?
-დილიდან შხამის ნთხევის ხასიათზე ხარ... მომწონს შენი შემართება
-შენ რატო ხარ დილიდან ჩემს სახლში?
-კარები ჩაკეტე ხოლმე და აღარ შემოგივარდებიან დაუპატიჟებელი სტუმრები
-როგორც ჩემი გულის ასევე სახლის კარები ხოიცი შენთვის ყოველთვის ღიაა - თვალი ჩაუკრა და მადლიანად გაიზმორა შემდეგ კი პირი გააწკლაპუნა - პროექტი მორჩა და დილეხტოლს თავისი ჰედი კიდევ ჭირდება რამეში?
-ჩემო სულის წიაღში მოკუნტრუშე გოგოვ, შენი დილეხტოლი ხოდავს ბაითს და თავის უდერსკეს ჰედს გასაკვირი არ არის რომ არ ივიწყებს და თან მიყავს
-რა ბაითის მოხოდვა აგიტყდა?
-აუ რავიცი მოვიწყინე და ცოტა გართობა მინდა
-ისედაც ყოველდღე ერთობი საბა - წარბები აუწია და თვალები დააწვრილა
-ნუ მიყურებ ეგრე - თითი დაუქნია - უბრალოდ მინდა ჩემი მეგობრები გაგაცნო
-სამს ხო უკვე ვიცნობ - სახე მოეღრიცა, არიყო გართობის ხასიათზე და მომდევნო რამდენიმე წელიც არ იქნებოდა
-ცნობის დონეზე იცნობ მაგრამ რო შეგხვდნენ დარწმუნებული ვარ გამარჯობასაც არეტყვი არცერთს
-რას იძახი - ისე შეიცხადა თითქოს ცილსწამებდა
-ჩემი ხუთი თლილი თითივით გიცნობ საყვარელო, ცნობის დონეზე ნაცნობ ხალხს არ ესალმები ხოლმე, მაგათ კიარა მე არ მესალმები ხოლმე, პროსტა ჩემთვის რამდენჯერ ჩაგირტყავს ნივუჟუ
-ბევრჯერ - გაეკრიჭა
-ის ბოლო დღემდე არ მომინელებია - დაებღვირა საბა და მკერდთან გადაიჯვარედინა გაბუტული ბავშვივით ხელები
-რომელი?
-აი ჩეარებს რო ვესაუბრებოდი შენსკენ რო დავიძარით უნდა მეტრაბახა ნახეთ რა ჰედი მყავს თქვენ არცერთს არ გყავთ ასეთი მეთქი რო უცებ შეტრიალდი დაადე თავი და უნივერსიტეტში შეხვედი
-მოვალეობები მიხმობდა, ორგები უნდა მენახა და ფიდბექების საქმე იყო მოსაგვარებელი.... თან რო გითხრა ძალით არ მიქნია მეთქი მოგატყუებ - აკისკისდა
-ხო ვიცი რო ძალით არ გიქნია - თავადაც გაეღიმა - აუ რამდენი მალაპარაკე ტო... ენაზე ტყავი გადამძვრა... მოკლედ ჩემო კრასოტკა თერთმეტისთვის მზად იყავი გამოგივლი და ბაითზე ავგაზოთ
-უეჭველი?
-უეჭველზე უეჭველი... - ფეხზე წამოდგა და კარისკენ დაიძრა - წავედი მე გკოცნი და ჩაკეტე ეს კარები ვინმე არ შემოგივარდეს და არ მოგიპაროს ეს დივა გოგო
-ნუ ცანცარებ - გასძახა ნათაიმ და კი გაიგო კარების დახურვის ხმაც
ძალიან ეზარებოდა ბაითზე წასვლა, ათასი ვიღაცის გაცნობა და ხმაური მიუხედავად იმისა, რომ საბას სასტავის შესახებ იციდა, თავადაც გამოცადა მათი გვერდში დგომა, მაინც ეზარებოდა, ცოტნეზე ფიქრები არ ასვენებდა და ნამდვილად არ უნდოდა ისედაც ატკიებული თავი ბოლო ხმაზე ჩართული მუსიკით უფრო აეტკიებინა მაგრამ საბას ვერ გაუტეხავდა.
მთელი დარჩენილი დღე წოლაში გაატარა, დიდი აფეთქების თეორიას უყურებდა და იცინოდა, შენდეგ უკვე იკადრა ადგომა და მოემზადა, სეზონთან შესაფერისი კაბა აარჩია, შავი გრძელი თითქმის კოჭებამდე კაბა რომელიც ორივე ფეხზე ჩახსნილი იყო და სიარულის დროს ლამაზად უშიშვლებდა ფეხებს, ამასობაში კი ძალიან სიფრიფანა და მოსახერხებელი იყო. არც მაკიაჟი გაუკეთებია და ფეხზეც არ მოურგია კოშკები უბრალოდ ხუჭუჭა თმა გაიშალა და ვსიო მზად იყო ტელეფონმა, რომ დარეკა
-გისმენთ - უცხო ნომერს გაკვირვებულმა უპასუხა
-ჩამოდი შენს სახლთან ვარ - გაისმა ბოხი ბარიტონი და თითქოს ეცნო ეს ხმა
-ბატონო? - გაკვირვებულმა იკითხა
-დიტო ვარ, ჩამოდი გელოდები დღეს მე მიმყავხარ - გაუმეორა და პასუხგაუცემლად გათიშა ტელეფონი.
ნათაიმ გაკვირვებულმა დააკვესა თვალები შემდეგ კი ნელი გაწონასწორებული ნაბიჯებით, ლამაზი სხეულის ნარნარით დაიძრა გასასვლელისკენ, კარი გაიხურა ჩაკეტა და ისისიყო ფეხი უნდა ჩაედგა პირველ კიბეზე, რომ თავი აწია და დიტოს თვალებს მზერა გაუსწორა, რომელიც ისეთ ნაპერწკლებს ასხივებდნენ რამდენიმე წამით გოგოს გაყინვა მოახერხეს.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent