შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რელიქვიების მცველი


15-01-2020, 17:55
ავტორი snazina
ნანახია 1 201

თავი 15

გამოქვაბულში წამიერი სუჩემო ჩამოწვა. არმაზის სახე სულ უფრო არაადამიანური ხდებოდა,ხოლო ქალის თვალები იმდენ ბოროტებას იტევდა აღწერა შეუძლებელი იყო. ივანმა არ იცოდა რა გაეკეთებინა, დაბნეული სახით ხან ერთს უყურებდა, ხან მეორეს. არავინ იცის რა მოხდებოდა გამოქვაბულში მზის პირველი სხივი რომ არ ჩარეულიყო საქმეში.
მზის პირველი სხივი გამოქვაბულში შეიჭრა და იასამნისფერ კაბიანი ქალი საშინელი წივილით გამოქვაბულის სიღრმისკენ გაიჭრა. სხივი კი არმაზის წინ მუხლმოდრეკილი, ოქროსფერ თმიანი ქალიშვილის სახით დაეშვა და მოწიწებით დახარა თავი.მარჯვენა მუშტი გულზე დაიდო და თავდახრილმა წარმოსთქვა:
- დიდება მეფეს.
მცველი წაბორძიკდა, კედელს მიეყრდნო ერთი ხელით, თავი უღონოდ ჩაქინდრა და უგონოდ დაეცა სხივის ფეხებთან.
- არმ.- ამოიხავლა ივანმა.
- მეფეო.- ფრთხილად შეანჯღია მცველი ქალიშვილმა.-მეფო.
- დამეხმარე.- მოხედა ივანს.
ივანმა მცველი წამოაყენა, ამ დროს გამოქვაბული თვალისმომჭრელად განათდა და სინათლის სვეტმა აიტაცა ყველა.
ივანმა გონზე მოსვლა ვერც კი მოასწრო, რომ უკვე ოქროთი მოპირკეთებულ დარბაზის შუაგულში იდგა. რამდენიმე ყმაწვილი მასთან მიიჭრა, არმაზი ხელიდან გამოგლიჯეს და სადღაც წაიყვანეს. ივანი დაბნეული ათვალიერებდა დარბაზსს, მის გარშემო უსასრულობაში აზიდული ფირუზის 5 სვეტი იდგა. იატაკი და კედლები ოქროსი იყო. დარბაზსს ჭერის ნაცვლად თეთრი ღრუბელი ფარავდა.
- ივან.-მოესმა უცნობი ხამა. შებრუნდა. მის წინ ათიოდე წლის ოქროსფერთმიანი ბიჭუნა იდგა, რომელის სახეც მზესავით ანათებდა. ივანი მონუსხული შეჰყურებდა მის ბრწყინვალებას.
- რამდენჯერ გითხარი რომ სტუმრებზე ჩვენი ძალის გამოყენება არ შეიძლება.- უსაყვედურა გოგონამ პატარა ბიჭს.- გაიქეცი, ჩვეს სტუმარს მე მივხედავ.
- აპატიეთ ჩემს ძმას, ის ჯერ ძალიან პატარაა. გამომყევით, მეფეს თქვენი ნახვა სურს.
ოქროსფერთმიანმა გოგონამ ივანი პატარა, მყუდრო ოთახში შეიყვანა. მცველი ოქროს ტახტზე იწვა, ივანის დანახვაზე ოდნავ შესამჩნევად გაიღიმა.
- ცოცხალია.- ჩაილაპარაკა ჩუმად და თვალები დახუჩა.
- ძალიანაა დაუძლურებული,როგორც ჩანს ხანგრძლივი ბრძოლის გადატანა მოუწია.- განუმარტა გოგონამ.- მე ლაია ვარ. მზის პირველი სხივი.
- ივან ზროცკი. ლინგვისტი.
- ლინგვისტი? ეგ ალბათ მნიშვნელოვანი თანამდებობაა რადგან მეფე ასე თავგამეტებით გიცავდათ.
- თანამდებობა?- გაიცინა ივანს.- არა მე უბრალოდ არქეოლოგებს ვეხმარები ძველი, ყველასგან დავიწყებული ერების დამწერლობის წაკითხვაში. თუმცა ეს მნიშვნელოვანი სამუშაოა უდავოდ.
გოგონა ყურადღებით უსმენდა. თუმცა ეტყობოდა მისი ნათქვამიდან ვერაფერი გაიგო.
- იქ, გამოქვაბულში რა მოხდა?- შეეკითხა ივანი.
- იისფერი ბურუსი დაგესხათ თავს, მას გონების არევა და რეალობის დამახინჯება შეუძლია. იგი დედოფლის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მებრძოლია. თუმცა მას სინათლის ეშინია. გამოქვაბულიდან ამიტომაც გაიქცა
ივანი არმაზსს უყურებდა, მისი სახე თანდათან ადამიანური ხდებოდა, ბრჭყალები და სხეულზე გამოსული თმა ქრებოდა.
- როგორც ჩანს ის შენთვისაც ძალიან ძვირფასია.- მიანიშნა ლაიამ მცველზე. ივანმა მას გაოცებულმა მოხედა.
- ძვირფასი? - ცოტახანს ჩაფიქრდა. მართლაც ამ რამდენიმე დღეში საოცრად მიეჩვია და მიეჯაჭვა, ვერც კი შეამჩნია ეს როგორ მოხდა.- მართლაც.
- წამოდით გარემოს დაგათვალიერებინებთ,თქვენ კი მომიყევით რა მოხდა, რამ გამოიწვია მეფის შინ დაბრუნება.
ივანი ინტერესით ათვალიერებდა მზის სამეფოს საოცარ სასახლეს, რომელსაც არც დასაწყისი ჰქონდა და არც დასასრული. აივანზე რომ გავიდა და ღრუბლების უსასრულო ხალიჩას გახედა, სულიერი სიმშვიდე იგრძნო. გარშემო ოქროსფრად ყვაოდა უზარმაზარი ხეები. ყველაფერი უზომოდ ლამაზი იყო და ამ ყველაფრის ფონზე ლაიას გასხივოსნებული სახე ისე იზიდავდა, მისთვის თვალის მოშორება აღარ შეეძლო. ივანი გატაცებით, ერთი ამოსუნთქვით უყვებოდა თავის თავგადასავალს და გაჩერება არ შეეძლო. ლაია კი უღიმოდა და ამ ღიმილისთვის ივანი მზად იყო სიცოცხლეც დაუფიქრებლად გაეწირა, ოღონდ ლაიას ეთხოვა და ყველა სურვის აუხდენდა.
- საკმარისია ლაია.- გამოაფხიზლა ივანი მცველის ხმამ.
- მბრძანებელო.- თავი დაუკრა ლაიამ მცველს.
- რა მოხდა?- იკითხა ბურანიდან გამოსულმა ივანმა.
- არაფერი. ჩვენი წასვლის დროა.
- მაგრამ მეფეო... - ლიას სახეზე შეშფოთებამ გადაურბინა.
- წასვლის დროა ლაია. მადლობელი ვარ დახმარებისთვის.
- ეს ჩემი ვალია მეფეო. მოხარული ვარ გემსახუროთ.
მცველი შებრუნდა, რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და წაბორძიკდა, ივანმა მკლავში წაავლო ხელი.
- ცუდად ხარ.
- არაფერია, ვივლი. დრო ცოტა გვაქვს, წავიდეთ.
- მეფეო.- ჩაილაპარაკა უსუსურად ლაიამ და წინ გადაეღობათ.
- ლაია. ეს მეფის სურვილია.
- დიახ მეფეო.- თავი ჩაღუნა ლაიამ და განზე გადგა.
ივანი გაჭირვებით აკავებდა ფეხზე მცველს, მისი სიჯიუტის მიზეზს ვერ ხვდებოდა მაგრამ მორჩილად მისდევდა. მისდევდა სადღაც უსასრულობაში.



№1  offline წევრი triniti

აი ეს მესმის...ასე ვერაფერი გამახარებდა.ჯერ არ წამიკითხავს მაგრამ ერთი სული მაქვს.ჩავუჯდები თავიდან ბოლომდე რომ წავიკითხო.თითქმის 2 წელზე მეტია გელოდები მიხარია რომ დაბრუნდი წარმატებები

 


№2  offline წევრი snazina

triniti
აი ეს მესმის...ასე ვერაფერი გამახარებდა.ჯერ არ წამიკითხავს მაგრამ ერთი სული მაქვს.ჩავუჯდები თავიდან ბოლომდე რომ წავიკითხო.თითქმის 2 წელზე მეტია გელოდები მიხარია რომ დაბრუნდი წარმატებები

ეს თავი მთლიანად თქვენი დამსახურებაა,არც კი ვიცი როგორ გამოვხატო მადლიერება ასეთი ერთგული მკითხველის წინაშე.უღრმესი მადლობა ასეთი ერთგული მოლოდინისთვის.ვეცდები ახალი თავები მალ-მალე გამოვაქვეყნო და მოლოდინი არ გაგიცრუოთ. მიყვარხართ,მეამაყებით და კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა

 


№3  offline წევრი beshqen

რა პაწუკააა,კიდევ მინდა მეტი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent