შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არ დამივიწყო (თავი მესამე)


16-01-2020, 01:22
ავტორი ბიბი
ნანახია 9 901

კართან გაშეშებული რამდენიმე წამს ვიდექი, მერე კარებს მოვშორდი, კედელს მივეყრდენი და კარი ღია დავტოვე იმის ნიშნად რომ სახლში შემოსვლა შეეძლო.
შემოვიდა და პირდაპირ მისაღებისკენ წავიდა ბარბაცით, დაჯდა იქ სადაც რამდენიმე წუთის წინ მე მეძინა და თავი უკან გადაწია, ჭერს უყურებდა.
-როგორ ფიქრობ, შემიძლია კიდევ ერთხელ დავიძინო შენს სახლში, შემიფარებ კიდევ ერთხელ, შენი ფრთის ქვეშ?-დავიბენი, არ ვიცოდი რა მეპასუხა, მაშინ როდესაც არც კი მიყურებდა, ოთახში ბნელოდა, გავიგონე როგორ გაიხადა ფეხსაცმელი და ქილაში დარჩენილი ლუდი დალია.
-იცი? კი შეგიძლია დარჩე მაგრამ არა შემს ოთახში.
-არც კი მიფიქრია-მდივანზე ემბრიონის პოზაში დაწვა და რამდენიმე წუთში ჩაეძინა, ვუყურებდი როგორ ეძინა, რამდენჯერმე მივაყურადე კიდეც სუნთქავდა თუ არა. მთელი ღამე მის ცქერაში გავატარე და ფიქრში, რამ მოიყვანა ჩემამდე, ან რისი თქმა უნდოდა. როგორ შუძლია ასე უბრალოდ ადგეს თავზე დამადგეს და ამირიოს ყველა ფიქრი, მთელი ღამე გამათენებიოს და მერე ისევ ვირივით მოიქცეს.
გამთენიისას აბაზანაში შევედი წყლის გადასავლებლად და გამოსაფხიზლებლად, უბრალოდ ცხელი წყლის ქვეშ ვიდექი და ისევ ანდრიასა და მის უცნაურ ქცევეზე ვფიქრობდი. და აბაზანის კარზე კაკუნი.
-მალე გამოხვალ?-ანდრიას ხრინწიანი ახლად გაღვიძებული ხმა მელაპარაკებოდა, ბანაობისას, ლამის სველ პარკეტზე ფეხი ამისრიალდა და როგორც საშიშ ფილმებშია ხელსაბანზე თავჩამორტყმული სისხლის გუბეში აღმოვჩნდი.
-რა გინდა?-შორიდან დავუყვირე
-შენ რა გინდა ხოლმე დილაობით მანდ
-რა შენი საქმეა რას ვაკეთებ საკუთარ აბაზანაში.
-ძაღლი გყოლია?
-რაა?
-აი ძაღლი, ჰოიცი პატარა სანამაა და ისწავლის სად უნდა ქნას და სად არა იქ შვება სადაც გაუსწორდება.
-რეებს ბოდავ?
-გამოდი, მალე, მოვკვდი კაცი-პირსახოცი მოვიფარე, რომელიც თითქმის არც კი ფარავდა ჩემს უკანალს, მთლიანად სველმა გავაღე აბაზანის კარი.-ამას არ ველოდი-მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი-პასუხიც არ გავეი ისე ჩავუარე გვერდი და საძინებელში ჩავიკეტე.
-მალე გამოხვალ?-ისევ მოვიდა.
-რა ჯანდაბა გინდა? ჰო გამოიძინე კარი იცი სადაცაა ჰოდა გააღე და გადი.
-რაღაც მინდოდა მეკითხა წასვლამდე
-გისმენ-კარი გაბრაზებულმა გავაღე
-შენი აზრით რამდენი ღამ უნდა გაათიოს ბიჭმა გოგოს სახლში რომ პაემანზე დაპატიჟოს.
-სულ რომ აქ გადმოხვიდე საცხოვრებლად არსადაც არ წამოგყვები, ახლა წადი-კარები ცხვირწინ მივუხურე.
-იცი, შენში ყველაზე მეტად ეგ სიველურე მომწონს. და კიდე იცი რა?-პასუხი არ გავეცი კარები თავად გააღო თავი შემოყო და ისევე როგორც პირველ ჯერზე ჩურჩულით და წარბებშეჭმუხნილმა თქვა-ის რომ ქალიშვილი ხარ.-ბალიში დაუფიქრებლად და სწრაფად ვესროლე მაგრამ კარის დაკეტვა მოასწრო. გავიგონე როგორ გააღო მთავარი კარი და წავიდა.
ვიღაც ციდან ჩამოფრენილმა ანგელოზმა ისე ამირია ცხოვრება რამდენიმე დღე არ ვყოფილოვარ საკუთარ კაფეში, ნიასთანაც არ მილაპარაკია უკვე ორი დღეა, ტელეფონიც კი არ ამიღია მთელი ღამე ხელში და როცა დავხედე 14 გამოტოვებული ზარი და უთვალავი მესიჯი დამხვდა. უმრავლესობა რათქმაუნდა ნიას ეკუთნოდა. და სანამ ამ ყველაფერს ვკითხულობდი უკვე ჩემს სახლში იყო.
-ჰა მომიყევი, რაო იმ ღამეს იქ რო დარჩი, მის მერე აღარც დაგირეკავს, გაგელანძღე მაინც მარტო რომ დაგტოვე, უმწეო გოგონა.
-ისე კი ხარ გასალანძღი მაგის გამო მაგრამ შენ რას გერჩი ისე მეძინა ალბათ ვერაფერი გამაღვიძებდა.
-ლუკასთან?
-ვინ ლუკასთან გოგო?
-ჰო ასე მითხრა ჩემს ოთახში ძინავსო.
-ჰო მაგრამ მარტო მეძინა.
-და ის ბიჭი ვინ იყო?
-ვინ ბიჭი?
-აი ის, „ალბათ თქვენი ლოგინიდან“
-რაებს ბოდავ-ისეთი მთვრალი იყო შესაძლებელია არც კი ახსოვდა და ვიღაცამ მოუყვა, მე მაინც ვცადე.
-ჰა, დაფქვი ყველაფერი, არ გამოგივა ეგ უცოდველი კრავის გამომეტყველება.
-რა უნდა დავფქვა, არაფერია სათქმელი.
-გოგო შენ რაღაცას მგონი თავი თხლიშე. ვიღაც ბიჭი შენ ლოგინში კოტრიალებდა და ჯერ ერთი რომ მე არ ვიცი ეგ უვკე დანაშაულია და კიდე მეორე ასეთი ანგელოზი თუ გყავდა ლოგინში სადღა გაუშვი ?
-ნია სისულელეებს ნუ ლაპარაკობ.
-ჰოდა თუ არ გინდა შემი დასკვნებით ჩავარდე შოკში, მიდი შენ დამშოკე. ყველაფერი და თან დაწვრილებით მოყევი.
ნიას მესამე ჭიქა ყავა და ჩემი და ანდრიას ისტორია ერთად დასრულდა, ცოტახანს ყბა ჩამოგდებული მიყურებდა, და მერე უბრალოდ რაღაცებს თავისთვის ლუღლუღებდა.
-მოიცა, მოიცა, და ახლა ეს ბიჭი შენ პაემანზე გეპატიჟებდა და შენ არ მიყვები?
-ნუ დაახლოებით
-რატო დებილი ხარ?
-კარგი რა ნია, წარმოგიდგენია მაინც ჩემზე რას ფიქრობს?
-კი, ალბათ ახლა ზის და ფიქრობს ის უპატიოსნესი გოგო, რომელმაც სიმთვრალეშიც კი არ დაკარგა თავისი თავი როგორ მოვხიბლოო.
-სისულელეა.
-არაფერიც არ არის სისულელე, წამოდი ახლა ჩაიცვი და შენთან კაფეში ყავა დავლიოთ.
-არ გეშინია რომ მოკვდები ნია?
-რატო?
-უკვე სამი ჭიქა დალიე.
-მერე რა, გამძლე ვარ.
კაფეში პატარა ადმინისტრაციული საქმეებიც მქონდა, მენეჯერს გავესაუბრე და ყავაც მივირთვი ნიასთან ერთად, ბექაც შემოგვიერთდა, რათქმაუნდა ანდრიაზე სიტყვასაც არ ვძრავდი მასთან. მაგრამ თავად დაიწყო.
-გავიგე შენ და ანდრია ერთად წამოსულხართ იმ დღეს ლუკასგან.
-ვინ ანდრია?
-აი ის რა ამერიკიდან რომ ჩამოვიდა ახლახანს.
-ჰო რა ისიც მოდიოდა და წამომიყვანა
-ჰო, კარგი ბიჭია ისე არა?-ნია ხან მე მიყურებდა გაფართოებული თვალებით ხან ბექას.
-რა ვიცი მე.-გამეცინა
-მე გეტყვი მაშინ რომ კარგი ბიჭია.
-რისი თქმა გინდა ბექა?-თვალებ მოჭუტული გავხედე.
-არაფრის უბრალოდ როდემდე უნდა იარო ასე მარტო, იქნებ მოგეწონათქო რა.
-არა მადლობა, ასეთი ხეპრე ბიჭები ჩემგან შორს.
ეს საუბარიც აქ დასრულდა და სახლებში დავიშალეთ, წინა ღამის უძინარს მალევე ჩამეძინა თან ენერგია მეორე დღისთვის მჭირდებოდა, პარასკევი ყოველთვის ღამის კლუბთან ასოცირდებოდა, და ყველაზე მეტი ენერგიასაც მანდ ვხარჯავდი.
დილა ჩვეულად ცხელი შხაპით, ყავით და მუსიკით დავიწყე და თიტქოს აღარ მახსოვდა ის გიჟური რამდენიმე დღე რომელიც სამუდამოდ უკან მოვიტოვე, რადგან ანდრია აღარსად გამოჩენილა და მეც მშვიდად ვემზადებოდი საღამოსთვის, მთელი დღე ტანსაცმლის არჩევაში გავატარე ბოლო ტყავის ტოპი და მაღალწელიანი კაბა ჩავიცვი, შავი ტყავის ბატინკები და უვკე მზად ვიყავი, მთელი ღამე დაუღალავად მეცეკვა. თითქმის გამთენიისხანს, უკვე კარგად ნასვამი და ცოტა დაღლილიც კი გარეთ გავედი და კიბეზე ჩამოვჯექი, როცა ნაცნობი სილუეტი მომიახლოვდა მაგრამ თან ვერ ვცნობდი.
-დღეს ვის წაყვანას აპირებ სახლში
-ჯანდაბა, ისევ შენ.
-და იქნებ არ მოგყვები-გაეცინა.
-არა არც გეპატიჟბი.
-რატო?
-მეშინია, მესამედ რომ ვეღარ გავუძლო...



№1 სტუმარი სტუმარი სალი

ძალიან კარგია ველოდები შემდეგ თავს

 


№2 სტუმარი ავ ჯ

მალე დადე ხოლმე რაა

 


№3  offline წევრი sofo_sofia 13

ძალიან კარგია და მალ მალე დადე ხოლმე <3

 


№4 სტუმარი სტუმარი ლიკა

მომწონს ეს ისტორია, ძალიან საინტერესოს ვითარდება მოვლენები. ველოდები შემდეგ თავს, იმედია არ გვალოდინებ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent