შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე რომ მიყვარს (დიტო & ნათაი) /4/


23-01-2020, 17:58
ავტორი artificial
ნანახია 1 396

ნარნარით დაიძრა გასასვლელისკენ, კარი გაიხურა ჩაკეტა და ისისიყო ფეხი უნდა ჩაედგა პირველ კიბეზე, რომ თავი აწია და დიტოს თვალებს მზერა გაუსწორა, რომელიც ისეთ ნაპერწკლებს ასხივებდნენ რამდენიმე წამით გოგოს გაყინვა მოახერხეს. მაგრამ ნათაი რისი ნათაი იყო უცებ რომ არ გამორკვეულიყო, თავ აწეული, ამაყი ნაბიჯებით დაიძრა დიტოსკენ
-გამარჯობა - ღიმილით მიესალმა, დიტომ კი წელზე ხელი მოხვია თავისკენ მიიზიდა და ლოყაზე აკოცა, შემდეგ კარი გაუღო და მანქანაში მოათავსა, თავად კი მალევე დაიკავა მძღოლის ადგილი შემდეგ კი მალევე დაძრა მანქანა სასიამოვნო მუსიკის ფონზე - მე მეგონა საბა მომაკითხავდა
-საბა ბაითზეა ამიტომაც მე გამოგიარე
-არ იყო საჭირო შეწუხება ჩემითაც მოვახერხებდი წამოსვლას
-კიდევ ერთხელ გიმეორებ, რომ არ ვწუხდები - გადახედა თავისი დამატყვევებელი ღიმილით - რომ არ მსიამოვნებდეს მერწმუნე თავს არ შევიწუხებდი - და თვალი ჩაუკრა.
მთელი გზა ხმა არცერთს არ ამოუღია, ნათაი ჩუმად იჯდა და დიტოს გარდა ყველაფერს აკვირდებოდა, მთელი სალონი მოათვარიელა თან ისე რომ ახალგაღვიძებულზე დიტოს მანქანის აღწერა რომ გეთხოვათ უპრობლემოდ მოგიყვებიდათ ყველაფერს. სახლში მალევე მივიდნენ, შორიდანვე ისმოდა მუსიკების ხმა, მთელი ეზო კი მანქანებით და ბაიკებით იყო გადაჭედილი. დიტომ მალევე გააჩერა მანქანა გადმოსულ ნათაის წელზე ხელი მოკიდა და სახლისკენ დაიძრა
-ეს წელზე ხელის მოხვევა აუცილებელია?
-აუცილებელი მარტო ჭამა სუნთქვა და სხვა ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაა
-მაშინ ყოველთვის რატომ აკეთებ?
-მისწორდება და იმიტომ - ცხვირზე ღიმილით დაკრა თითი და მოცეკვავე ბრბოსკენ დაიძრა.
ნათაი მალევე შეამჩნია საბამ ხელი ჩაავლო და აქეთ-იქით პრონწიალი დაუწყო, ხან ერთს აცნობდა ხან მეორეს უკვე იმდენები იყვნენ თავგზა აებნა, სახელების დამახსოვრება ისედაც უჭირდა ამიტომაც თავს ტყუილად არ იღლიდა მაგ საკითხში. მოლოდინმა საბას მეგიბრების შესახებ მართლაც გაამართლა, ისეთი მხიარულები და საყვარლები იყვნენ, ამასთანავე კი ძალიან გიჟები. საბას მეგობრების გარდა სხვა მრავალი ადამიანი იყო რომლის სახელიც თავად სახლის მეპატრონემაც არ იცოდა, სხვადასხვა ტიპის ადამიანებს მოეყარათ ერთად თავი და ერთობოდნენ, ზოგი ცეკვავდა ზოგი სვავდა, ზოგი ეწეოდა ზოგიც კი არცთუ ისე მოსახერხებელ ადგილებში შეძლებისდაგვარად იკმაყოფილებდა ჰორმონებს. რამდენიმე საათი ღიმილით გაუძლო სიტუაციას, ერთიორჯერ დიტოც შენიშნა სხვადასხვა გოგოების ან ალკოჰოლის თანხლებით, ბოლოს უკვე აუტანლად, რომ ატკივდა თავი საბა მოძებნა რომელით სტასიასთან ერთად იდგა და რაღაცაზე გულიანად იცინოდა
-საბუ - მილასლასდა და მხარზე თავი დაადო სტასიას კი გაუღიმა
-დაიღალე? - შუბლზე აკოცა და ხელი მოხვია
-აუ კი და წავალ რა მე - ამოიკნავლა და კნუტის თვალებით შეხედა
-არა სად უნდა წახვიდე - უცებ ჩაერთო სტასია - შენ რო არ დარჩე გავაფრენ - ატიტინდა - მესამეზე დაწექი დაისვენე დაიძინე თან იქ ხმაური არ ამოდის, დღეს ეს უცხო ხალხი აიხვეტება და ხვალ მარტო სასტავი დავრჩებით და შენც უეჭველი უნდა იყო
-მე რა საჭირო ვარ მერე - გაკვირვებულმა თქვა
-საჭირო ხარ ჩემო საყვარელი - სტასიამ ხელმკლავი გამოსდი და კიბეებისკენ დაიძრა ნათაის თანხლებით - ძალიან კარგი ინტუიცია მაქვს ადამიანებში და ვხვდები რომ ძაან მაგარი გოგო ხარ, თან საბუნას მეგობარი ხარ და არ უნდა დაგვიახლოვდე?... ცხადია კი ამიტომაც - ამასობაში ოთახშიც აიყვანა - აქ დაისვენე შენ და ხვალ ერთი დღე ჩვენთან ერთად გაატარე - შუბლზე მზრუნველი დედასავით აკოცა საწოლში დააწვინა და თავად ოთახი დატოვა.
ნათაის სტასიას საქციელმა ღიმილი მოფინა სახეზე, მართლაია კარგად არ იცნობდა მაგრამ ეს გოგო ისეთ სითბოს და ენერგიას ასხივებდა მალევე შეაყვარა თავი, ხმაურისგან დაღლილა კი ბალიშზე თავის დადებისთანავე გაეთიშა გონება და მორფეოსის სამყაროს მშვიდად ესტუმრა.
დიდი ხანი ალბათ არც გაიღვიძებდა ოთახში ნაბიჯების ხმა რომ არ გაეგო
-დედასშ****** ეს კარადა აქ როდის დადგეს - ამოგმინა დიტომ და ბარბაცით გააგრძელა საწოლისკენ გზა, ბინდგადაკრული თვალებით სილუეტებს მძლივს არჩევდა ამიტომაც არ იყო გასაკვირი საწოლში მწოლიარე გოგო, რომ ვერ შენიშნა, ბურტყნებდა და თან ტანსაცმელს იხდიდა, შემდეგ კი შეძლებისდაგვარად სწრაფად მიაგნო საწოლს და შიგნით შეწვა. ნათაიმ უცხო სხეული, რომ აღიქვა ზურგსუკან ხმაურის გამო ისედაც გამოდიოდა ძილიდან მაგრამ ახლა სწრაფად დააჭყიტა თვალები და წამოხტა
-აქ რა გინდა? - გაოცებულმა თქვა და არანაკლებ გაოცებულ დიტოს ისე მიაშტერდა თითქოს მის სახეს დაინახავდა
-შენ რა გინდა? - კითხვა შეუტრიალა დიტომ
-სტასიამ ამომიყვანა - ამოიბურტყუნა
-ხოდა მეც დსაძინებლად ამოვედი - უდარდელად ამოილაპარაკა და წამომჯდარ გოგოს ხელი მოხვია შემდეგ კი ზურგზე აიკრა
-რას აკეთებ?
-ვიძინებ
-სხვაგან ვერდაიძინებ?
-მორჩი წუწუნს - მკლავები უფრო მოუჭირა - ეს ოთახი არაოფიციალურად ჩემია ასე, რომ არა სხვაგან არ დავიძინებ - უთხრა თუ არა მის კისერში ჩარგო თავი, ცხირი რამდენჯერმე გაუხახუნა და მისი სურნელი ღრმად შეისრუტა.
ნათაი ვერ ისვენებდა, როგორია სამჯერ ნანახი უსექსუალურესი ბიჭის გვერდით რო წევხარ, და ამასობაში ამ ბიჭს შენთვის ხელი აქვს მოხვეული და ცხელ სუნთქვას მთელს სხეულზე გაფრქვევს... მერწმუნეთ რომ რთულაი
-ნათაი არ გამაბრაზო და მოისვენე ნუ ხვანცალებ - დატუქსა დიტომ
-არ შემიძლია, ასე ვერ დავიძინებ - ამოიკნავლა საწყლად
-რატო პატარავ ჰორმობეს გითუხთუხებ? - თავისკენ გადმოაბრუნა, მაღლიდან მოექცა და სახეზე დახედა
-მაწუხებ და მაგიტო - ამოიფრუტუნა აწითლებულმა და უმთვარო ღამე დალოცა სიბნელის გამო
-შენც არ შეწუხდე და ეგ არის რა... ხოიცი არაფერს დაგიშავებ, რამის დაშავებაც რომ მინდოდეს მერწმუნე ახლა არაფრის ტ*აკი არ მაქვს ისეთი გაბრუებული ვარ, უბრალოდ სითბოს მოკლებული ბიჭი ვარ ჩაგეხუტები და დავიძინოთ - გაუღიმა და ხმაურიანად აკოცა ლოყაზე შემდეგ კი ისევ ზურგით აიკრო გოგო - კარგი სურნელი გაქვს - უკვე ძილბურანში მყოფნა ამოიბუტბუტა ნათაის კისერში და რიტმული სუნთქვა დაიწყო რომელიც იმის მანიშნებელი იყო, რომ უკვე ეძინა. მიუხედავად სიმორცხვისა უნდა აღიაროს რომ თავს საოცრად კომფორტულად და დაცულად გრძნობდა დიტოს უზარმაზარ მკლავებში და ეს მდგომარეობა ცოტათი აბედნიერებდა კიდეც, ამიტომაც მანაც მალევე დაივიწყა ყველაფერი, სასიამოვნო შეგრძნებებზე გაამახვილა ყურადღება და მალევე სიზმრების სამყაროში მოხვდა.
თითქმის შუა დღემდე ეძინათ სულ შემთხვევით ერთმანეთზე გადაფსკვნილებს და ალბათ დიდი ხანი არ გაიღვიძებდნენ გოგოს წივილის ხმა რომ არ გაეგოთ
-შე დამპალო მე სახლში ვარ და შენ აქ სხვა და სხვა გოგოებთან ერთად გძინავს - ქერა მაღალი გოგო კიოდა და ბალიშს ურტყავდა დიტოს რომელიც რამდენჯერმე შემთხვევით ნათაისაც მოხვდა
-გოგო შენ გიჟი ხო არ ხარ? - გაოცებულმა დაიღრიალა და ბალიში გამოართვა გოგოს რომელმაც უკვე ხელების რტყმა დაუწყო - დამშვიდდი - ხელებიც დაუჭირა და ერთ ადგილას გაუკავა
-გამიშვი - ფართხალებდა და კიოდა ნათაი კი გაოცებული უყურებდა სანახაობას
-დამშვიდდი მეთქი - კბილებში გამოცრა და ხელები გამწარებულმა უფრო მოუჭირა - შემომხედე... შიშველი ვარ?
-არა
-აბა?
-ტანსაცმელი გაცვია
-მერე ტანსაცმლით რა ჩემი ფეხები უნდა გამეკეთებინა ან მე ან ამ გოგოს? რა პენიკებს მიწევ?
-ამ გოგოს აქ რა უნდა მაშინ - მაინც თავისას აწვებოდა
-არაფერი ჩემო საყვარელო - ნათაიმ გაუღიმა - უბრალოდ გვეძინა ორივეს და ნერვებს ტყუილად იზიანებ, შენს შეყვარებულთან ერთად არაფერი მიქნია - ნაგლურად გაუღიმა დიტოს - მე ჯობია დაგტოვოთ და გვრიტებმა ერთმანეთში გაარკვიეთ - წამოდგა საწოლიდან და კარებისკენ დაიძრა - ღმერთო ჩემო - ირონიულად ჩაილაპარაკა და ოთახი დატოვა, შენდეგ სკი სწრაფად დაეშვა კიბეებზე, ქვევით ჩასულმა კი იატაკზე სიცილით გაწოლილი ხალხი დაინახა
-ეს რა იყოო - ხაოდა სტასია და მუცელზე ხელებს იჭერდა - ვაიმეე ნათაიი... გაგპუტა გოგო კესომ? - აჩეჩილ თმაზე მიანიშნა
-აპირებდა მაგრამ ვერ მოასწრო, მაგრამ ბალიშით შემოვეცემე - გაიცინა და მერე ამოიხვნეშა - ეს რა იყო?!
-ეს რა კესარია იყო დიტოს გოგო
-კონკურენტად აღგიქვა ძეტკა და მაგიტო გაჭედა - ხელი გადახვია საბამ და თვალი ჩაუკრა
-არმინდა მაგის დიტო იყოს თავისთვის დაიტოვოს - გაიცინა და დივანზე ხალხთან ერთად დაჯდა.



№1  offline წევრი Imagination88

აუ ძაან კაი იყო ახალს როდის დებ??❣️❣️

 


№2  offline წევრი pawukela

Rato agar agdzeleb istorias?

 


№3  offline წევრი დემეტრა

Bruh mogvenatre xalxs

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent