მარტო'სული {სრულად}
28.10.2019 დამღლელი სამუშაო დღის დასასრულს სახლში დაბრუნების გარდა არაფერი უნდოდა. საცობში გაჭედილი აიგნორებდა სიგნალის, გინებისა და ყვირილის ხმებს.წარმოიდგენდა როგორ აღებდა ბინის კარს, გაიხდიდა ფეხსაცმელს, მოსაცმელს იქვე დააგდებდა და რამდენიმე წუთიანი შხაპის შემდეგ მონატრებულ საწოლზე აღმოჩნდებოდა.კოლეგის ჩანაცვლების გამო ღამენათევს მთელი დღის მორიგეობა დაემატა ... ორმოცი წუთის შემდეგ აღმოჩნდა სადარბაზოში , ლიფტის კარიც გაიღო და ბოლო სართულამდეც მიაღწია . ჩვეულებისამებრ სიმშვიდე იყო მთელს სართულზე . სიბნელის გამო ვერაფერს ხედავდა ტელეფონის შუქით იპოვნა გასაღები და კარის საკეტს მოარგო. ის იყო ბინაში შეაბიჯა რკინის კარი ხელით დაიჭირეს , ზურგიდან ვიღაც აეკრო და პირზე ხელი ააფარა. ასე აღმოჩნდა ბინაში, დახურულ კარს მიღმა უცნობთან ერთად _ჩშშ არაფერს დაგიშავებ ... უბრალოდ შენი დახმარება მჭირდება _ ხრინწიანი, დასუსტებული ხმა ესმოდა . მის უკან მდგომი სუსტად სუნთქავდა და აშკარად რთული იყო უცნობის მდგომარეობა . რატომღაც არ ეშინოდა, არც არასდროს ყოფილა მშიშარა , მაგრამ პროფესიამ კიდევ უფრო მეტი გამბედაობა შესძინა. პოტენციურ პაციენტს მკლავზე ჩაავლო თითები და ტუჩები გაითავისუფლა. უცნაური გრძნობა ჰქონდა ,მაგრამ პროფესიამ სძლია ამ დროს კი მხოლოდ პრობლემას ამჩნევდა და სხვას ვერაფერს _იქნებ მომშორდეთ და ისე მთხოვოთ დახმარება ... შემიძლია მოძრაობა თუ ტყვე ვარ _შეგიძლია ... ოღონდ გაითვალისწინე რომ კოტეს მეგობარი ვარ_ უკან დაიხია და სანამ შეხედავდა გადაფითრებულს მანამ გაიგო მეგობრის სახელი . ყოფილი კურსელის რომელიც ბოლოს წლების წინ კონფერენციაზე ნახა . შუქი აანთო და მაჯაზე მორგებული სამაგრით შეიკრა თმა _რა გაწუხებს ? ლომკა ? სახლში არაფერი მაქვს ... შემიძლია სასწრაფო დახმარებას გამოვუძახო და კლინიკაში გადაგიყვანენ_ წინ მიდიოდა ისე რომ კაცის სახე არც დაუნახავს, რატომღაც ელოდა რომ ისიც უკან გაჰყვებოდა . ის კი კედელს იყო მიყრდნობილი და ნელ-ნელა იკეცებოდა _ კოტე მეგობარო შორიდანაც პრობლემებს მიქმნი ... _ რამდენიმე წამს მშვიდად დაჰყურებდა თითქმის გათიშულს შემდეგ მის თავთან ჩაიმუხლა და ზემოდან დახედა _ თუ არ მეტყვი რა ხდება მე დრო დამჭირდება სანამ მიგათრევ დივანთან, დაგაწვენ, გაგაშიშვლებ და შევისწავლი გარეგან ნიშნებს _ თვალის უპეები ჩამოუწია, აკვირდებოდა და თან ელაპარაკებოდა. ყინულივით იყო, კანიც დაცვარული ჰქონდს და სულ უფრო ლურჯდებოდა . მხოლოდ ხელის გამოძრავება შეძლო შავი ქურთუკი გაიხსნა და გამოჩნდა კიდეც პრობლემის მიზეზი _ამის დედაც ... შარში ვართ მეგობარო _უნდა დამეხმარო _ თითები მოხვია მაჯაზე და რამდენიმე სიტყვა ძლივს თქვა-ჯერ ვერ მოვკვდები-ჭრილობა ჰქონდა , მინიმუმ ერთი კვირის იქნებოდა ცუდად დამუშავებული ჩანდა, დაინფიცირებული და საკმაოდ რთული მდგომარეობა იყო. წესით პოლიცია უნდა გამოეძახებინა, სასწრაფო დახმარება და კიდევ ათასი პროცედურა გაევლო, მაგრამ ამ ყველაფერზე არც უფიქრია. არ იყო ჩვეულებრივი ექიმი და ზუსტად იცოდა რაც უნდა გაეკეთებინა. ის ღამეც გაათენა, საკუთარ სახლშიც კი მუშაობა მოუხდა და ეს ყველაფერი აგიჟებდა. ისევ სისხლი, ნემსები, წვეთოვანი, წამლები და სუნი რომელიც მისი ბინის სურნელს შთანთქავდა. გათენდა, ფანჯრის რაფაზე შემომჯდარი სიგარეტს ეწეოდა ყავის ფინჯანიც იქვე იყო და ზამთრის სუსხი რომელსაც თბილი სახლიდან ადევნებდა თვალს.უცნობი რომელიც გაურკვეველ გრძNობას უჩენდა, არ დაკვირვებია დიდხანს , მაგრამ შინაგანი ფორიაქი სულ უფრო უმძაფრდებოდა. მზერა იგრძნო , იცოდა პაციენტმა გაიღვიძა , მაგრამ მისკენ არ გაუხედავს ისიც დიდხანს არაფერს ამბობდა უბრალოდ უყურებდა გამოუძინებელ, მოუწესრიგებელ, გადაღლილ ქალს რომელიც იმდენად ლამაზი იყო ყველაფერს დაგავიწყებდა, უბრალოდ ლამაზი კი არა უცნაური იყო, სხვანაირი და თან ნაცნობი . მისი თვალები ახსოვდა თითქოს, რაღაც ჰქონდა რაც ახლო იყო და თან შორეული _გადავრჩი თუ _ჯოჯოხეთში ხარ ჩემთან ერთად პატარავ _ თვალი ჩაუკრა და კვამლი მაღლა გაუშვა .შემდეგ იატაკზე ჩამოხტა, სიგარეტის ნარჩენი მოიშორა, ყავა მოსვა და მისკენ დაიძრა _ როგორ ხარ ? _არ ვიცი ... ბევრს ვერაფერს ვგრძნობ _ ტუჩები უშრებოდა,.ქალს ადევნებდა თვალს და ცდილობდა მობილიზება მოეხდინა. წარმოდგენა არ ჰქონდა ვინ იყო ეს ქალი, მხოლოდ მისამართი ჰქონდა და შეგრძნება , რომელსაც ვერ ხსნიდა. ნორმალურად ხედვაც უჭირდა, ძალა გამოცლილი ჰქონდა და მხოლოდ ქალის სილუეტს აღიქვამდა _ვინ გყავს აქ რომ მოგხედოს?- წვეთოვანს რაღაც წამალი დაუმატა და ცარიელი შპრიცი პარკში ჩააგდო და მის წინ მაგიდაზე ჩამოჯდა _ როდის შევძლებ წასვლას? _წასვლას ვერ შეძლებ , უნდა წაგიყვანონ და იზრუნონ შენს ჭრილობაზე _ეს რომ დამთავრდება წავალ _მეგობარო გასაგებად ვერ ვსაუბრობ? გეუბნები რომ უნდა მოვიდნენ , წაგიყვანონ. ავუხსნა რა გჭირდება, როგორ,როდის , რა დოზით , რა ვადით ... მე ძალიან არ მაინტერესებს ვინ ხარ, ვინ გესროლა ვინ დაგჭრა და საერთოდ აქ ვინ მოგაკითხავს . პაციენტების დაკარგვას ვერ ვიტან მხოლოდ ... ისე ბრმა ვარ , ყრუც და სკლეროზიც მაქვს გასაგებია თუ ჯერ შენმა ტვინმა ვერ გაიღვიძა _შენ ... ვინ ხარ - უცნაური გრძნობდა ჰქონდა, ახლა როცა ასე ახლოს უყურებდა და ტკივილიც არ უბინდავდა გონებას მისი სახე სულ უფრო და უფრო ნაცნობი ხდებოდა _შენ ვერ ხარ ? _სერიოზულად ! _შუაღამეს დამადექი და ასე ვარაუდად, ინტუიციით იპოვნე ექიმი? ამ კორპუსს შეხედე იფიქრე აქ უთუოდ იქნება ვინმე ვინც დამეხმარეობაო და მოხვედი ? _ბევრს ლაპარაკობ ! _შენ კი ყველაფერს არასაჭიროს ... დრო არ მაქვს . ტელეფონს მოგცემ ვინმეს დაურეკე და წაგიყვანონ რამდენიმე საათში _კოტეს საიდან იცნობ _ვინ მეე? _ სიცილი აუტყდა ქალს და სულ გააგიჟა კაცი. _ შენ მგონი მაგრად მომატყუე და ისე უბრალოდ გამოიყენე მისი სახელი _უბრალოდ მითხრა რომ აქ მხოლოდ შენ შეგეძლი დახმარება, შენ იყავი სანდო _ასეც არის ... შენ ვინ ხარ ეს რომ გითხრა ვერ ვხვდები _კიტა მენაბდე _ ხელი გაუწოდა და მზერაც გაუსწორა _ჯანდაბა ... შენ კიტა ხარ ?! _ ნერწყვი ძლივს გადააგორა და ბიჭის გამოწვდილ ხელს დახედა _ მე ანო... _ანო _ გაიცინა და თავი უკან გადასწია _ ანო შენ ...- დაბინდული მზერა მოავლო ქალის სახეს და სუნთქვა შეეკრა. ყველაზე ცუდ სიზმარშიც კი ვერ წარმოიდგენდა რომ თევდორაძეს ვერ იცნობდა, ისევ შეხვდებოდა და ვერ იგრძNობდა . წლები , წყეული წლები რომლებიც შეუჩერებლად მიდიან და აქრობენ ყველაფერს რაც კი რამ სუსტი დახვდებათ, ალბათ საკმარისად დიდი არ იყო ანოს ადგილი ან ზედმეტად დიდი დრო იყო გასული _დაურეკე ვინმეს ვინც შეძლებს ჭრილობის მოვლას და წადი _ ფეხზე წამოდგა . თითქოს თავისუფლება შეუზღუდეს აღარ იყო ისეთი უდარდელი. კაცს ზურგი აქცია და სამზარეულოსკენ დაიძრა. ფანჯარა გამოაღო, დილის სუსხმა წამსვე შეაღწია და მთელს ოთახში გავრცელდა . აკანკალებულ თითებში მოიქცია სიგარეტის წვრილი ღერი და რამდენიმე ღრმა ჩასუნთქვის შემდეგ ხელისგული დაარტყა ხის ზედაპირს. ბრაზი ახრჩობდა ,თითქოს საკუთარ თავს უღალატა რომ ვერ იცნო . დაავიწყდა? როგორ შეიძლებოდა დავიწყებოდა კაცი რომელსაც ამდენი წელი იცნობდა და რომელმაც ყველაზე დიდი ტკივილი მიაყენა _მე არ მომიკლავს _იქ იყო , მასთან ახლოს იდგა ნახევრად შიშველი, ჭრილობით და გაფითრებული სახით _მე მხოლოდ ის ვიცი , რომ მამაჩემი მოგკლავს რომ გაიგებს ციხიდან გამოგიშვეს _არ უყურებდა სიგარეტის ღერი ისევ ტუჩებსშორის მოიქცია და შემდეგ კვამლს შეურია სიტყვები _შეცვლილხარ ... სხვანაირი მახსოვდა თინეიჯერობისას ნანახი მკვლელი რომელმაც მიშო წამართვა _ყელში ბურთი გაეჩხირა, ისე უნდოდა შებრუნებულიყო და მისთვის ყელი გამოეჭრა , მაგრამ არ შეეძლო ექიმი იყო და ვერ მოკლავდა . ვალდებული იყო მეორედაც გადაერჩინა, მესამედაც თუ საჭირო გახდებოდა კიდევ ბევრჯერ დახმარებოდა , მაგრამ იქ , მის სახლში ყოფნის უფლება არ უნდა მიეცა. _ციხე ცვლის ... წასვლას არ ვაპირებ ! სიმართლის დადგენას იმედია მოვახერხებ სანამ გიორგი მომკლავს . შენც სხვანაირი ხარ , ანო _ წამით შეეხო ცხვირის წვერით მხრებზე ჩამოშლილ თმას , სურნელი დაუკითხავად მოიპარა და უკან მოუხედავად დატოვა ექიმის ბინა. დიდხანს იდგა ფანჯარასთან, შორიდან ხედავდა კაცის სილუეტს . მის სახეს ვერ არჩევდა , მაგრამ ხედავდა როგორ უჭირდა მოძრაობა . მოსაცმელი მჭიდროდ შემოიხვია სხეულზე და ფეხით გაუყვა პარალელურ ქუჩას . იმდენად მარტო იყო , ისეთი ცარიელი როგორც ხიდან ჩამოვარდნილი ფოთოლი ,თითქოს ბევრი იყო ირგვლივ მისნაირი არც პირველი იყო და არც უკანასკნელი , მაგრამ მაინც მარტო მიჰყავდა ცხოვრებას გზაზე ..... ცხოვრება განაგრძო, ფიქრისთვის დრო არც ჰქონდა მხოლოდ რამდენჯერმე გაახსენდა კიტა და ისიც იმიტომ რომ მასზე სხვები საუბრობდნენ. ერთი თვის შემდეგ მთელმა ქალაქმა იცოდა კიტა მენაბდეს გათავისუფლების შესახებ ზოგი ბობოქრობდა, ზოგს მისი მოკვლაც უნდოდა. იმათ ვინც მიშოს ძმაკაცობას იბრალებდა , თევდორაძის მთელი გვარი იმუქრებოდა, მაგრამ არავინ იყო ისეთი კიტასთან დაპირისპირებას რომ გაბედავდა. ჭორიკანა ქალები , ტრაბახა კაცები და ბაქია ბიჭები ქმნიდნენ საზოგადოებას რომელიც ანოს ირგვლივ იყო. ეზიზღებოდა ეს ხალხი, ეზიზღებოდა ყველა და გაურბოდა მათ, მაგრამ რთული იყო თავის დაღწევა. _როგორაა შვილო ლამარა რაც გაიგო იმ არგასახარებლის გამოსვლის ამბავი. იმას გაუხმეს ხელები ვინაც ეგ გაათავისუფლა _ამბობდა ქუჩაში შემხვედრი მეზობელი ციალა და არარსებულ ცრემლებს იმშრალებდა, თითქოს ძალიან უყვარდა მიშო რომელსაც სულ ემუქრებოდა დავაჭერინებ შენს თავს ქუჩაში დგომას თუ არ შეეშვებიო. _ამ ქუჩაზე ვერ გაივლის ეგ ხომ იცი ბიძიკო ... _არც მოხუცი არსენი ჩუმდებოდა. მუქარები უხვად იყო , მაგრამ ყველაფერი ისევ მათზე მოქმედებდა ვისაც ყველაზე მეტად ტკიოდა მიშოს არ ყოფნა. გზა საგრძნობლად გაგრძელდა არასასურველი ნაცნობების გამოჩენის გამო და უკვე სული ეხუთებოდა , წამებს ითვლიდა როდის შევიდოდა მშბლიურ სახლში . დედამ სთხოვა მისვლა თორემ დაღლილს დასვენების გარდა არაფერი უნდოდა. კარი გააღო თუ არა წამსვე შიმშილის გრძნობამ შეახსენა თავი ,როგორც ყოველთვის საჭმლის სუნი ტრიალებდა, ხმაური ისმოდა მისაღებიდან ... სტუმრები ჰყავდა გიორგის. ღრმად ჩაისუნთქა ოთახში შესვლამდე და სტუმრებმაც წამსვე მისკენ მიმართეს მზერა _აიი ანოც მოვიდა ... _სადახარ ამდენ ხანს , სად დაიკარგე _როგორ ბრძანდებით? კარგია თევდორაძეებში ქეიფი ხომ? _გაიცინა და მამას ლოყაზე აკოცა _ჩვენ როგორ უნდა ვიყოთ ... შენ როგორ ხარ. რა ხდება კლინიკაში _კლინიკაში ყველაფერი ძველებურად...ერი ისევ ავადმყოფობს _თავისუფალ სკამზე დაჯდა და ოთახში შესულ დედას გაუღიმა _დედა _ანიკო , დეე _ ნინო ყველაზე ნაზი და სათნო ქალი იყო ვინც კი ოდესმე უნახავს , მაგრამ თავად მისი ხასიათის არცერთი ნაწილი გამოჰყვა , სამაგიეროდ გარეგნულად ჰგავდა ძალიან. ბევრი რამ მოისმინა, იძულებული იყო და თავი ვერ დააღწია . მიშოს ძმაკაცები რომლებიც უკვე ორმოცს გადაცილებულები იყვნენ შეუმდგარი, ოჯახზე დამოკიდებული, ღიპიანი კაცები ისევ დედაზე რომ იგინებონენ, ქუჩაში დომინოს თამაშობდნენ და ყოველ დღე მთვრალები პატარა ბიჭებივით დაერეოდნენ ხოლმე ერთმანეთს. ასეთი იყო ყველა ვინც მათ სამეზობლოს შემორჩა, ზოგმა საერთოდ დატოვა ის უბანი , მაგრამ მაინც ხვდებოდნენ გიორგის. ანოც ყველას იცნობდა, მაგრამ მათი ნახვა არაასდროს სიამოვნებდა . გიორგი უკვე სამოცის იყო, მაგრამ მათზე ბევრად უკეთ გამოიყურებოდა. თმა სულ გაუთეთრდა , მაგრამ უკან არ იხევდა ისევ ებრძოდა უსამართლო ცხოვრებას იმ წესებით მუდამ რომ ჰქონდა და არასდროს ღალატობდა.. ასეთი იყო სახლში რომლის დატოვებაც გაუძნელდა, დიდი ბრძოლა დასჭირდა პიროვნული თავისუფლების მოსაპოვებლად . გიორგი დიდხანს არ ელაპარაკებოდა სიგარეტზე რომ გაიგო, ბინაში გადასვლის შემდეგ საერთოს უკრძალავდა სახლში მისვლას , მერე ისევ თავად გატყდა და პირველი ესტუმრა ქალიშვილის ბინას. ძველი ყაიდის კაცი იყო გიორგი და მისიც ესმოდა ანოს, უყვარდა სიგიჟემდე უყვარდა მიუხედავად ყველაფრისა დიდ პატივსაც სცემდა და აფასებდა როგორც ღირსეულ კაცს . _ლამარა სახეს იხოკავს დედი ... ძლივს დავამშვიდეთ. როგორ გაიგო არ ვიცი , ვიღაცას უთქვამს შენი ბიჭის მკვლელს გარეთ რა უნდაო და მას მერე სასწრაფო სასწრაფოზეა . აღარ ვიცი რა ვქნა , გული გაუსკდება ქალს ნერვიულობისგან _და ციხეში რომ იყო მიშოს რა? არ მესმის რატომ არის ცუდად ყველა დანაშაულისთვის პასუხი აგო დედა , საზოგადოებამ გარიყა და სხვა რა უნდა გავაკეთოთ . რა იცვლება ლამარასთვის მითხარი _როგორ იცი ხოლმე ანო ... სადმე რომ შეხვდეს საწყალ ქალს მერე ? _არ ვიცი დედა, მე მხოლოდ ის ვიცი რომ ეს ხალხი ყველაფერს ამძაფრებს . დარწმუნებული ვარ ბევრი შეხვდება, კიდეც მიესალმება და შიშისგანაც ჩ.ისვრის მისი დანახვისას . თქვენ კი გაგიჟებენ ... ილანძღებიან და იმუქრებიან თითქოს ერთი ადგილის ქექვის გარდა რამე შეეძლოთ _რა სიტყვებია დედიკო... როგორ შეიძლება ქალის ასე საუბარი . შენ მე გამაგიჟებ შვილი ერთ დღეს _შენ ნუ ნერვიულობ დე რა ... შენ უბრალოდ მშვიდად იყავი და ილოცე მიშოს სულისთვის. ამას შენ გარდა არავინ აკეთებს, მხოლოდ ცოდვით იმძიმებენ სულს _ ქალს მოეხვია და დიდხაანს იყო მის მკლავებში პატარა ბავშვივით მომწყვდეული. დილით წავიდა ბინაში , ფეხით მიუყვებოდა ქუჩას და იხსენებდა 13_14 წლის ასაკში როგორ სეირნობდა მიშოსთან ერთად. უფროსი ძმის ფუნქციას ირგებდა თითქმის ათი წლით დიდი ბიჭი და ბევრჯერ კამათობდნენ კიდეც. ანოს არ უყვარდა თავისუფლებას რომ უზღუდავდნენ, ვერ იტანდა ჩარჩოებში მოქცევას მიშო კი სულ რაღაცის აკრძალვას ცდილობდა. სხვანაირად უყვარდა, ყველას იშორებდა ჩხხუბის შემდეგ მიშო კი გულში ჰყავდა, თითქოს ნამვილი ძმა იყო დედისერთობას რომ უნელებდა და მიუხედავად ფემინისტური გამოსვლებისა მის გვერდით დაცულად გრძნობდა თავს . ისეთი თბილი ღიმილი ჰქონდა არასდროს დაივიწყებდა , ყველაფერი შეიძლება წაეშალა დროს , მაგრამ მიშოს ღიმილი არა . კიტა ? კიტას ჰქონდა ადგილი ანოს წარსულში , შეუცვლელი ადგილი რომელსაც თავადაც ვერ ეხებოდა უბრალოდ გონებისა და გულის მიმალულ კუთხეში მოათავსა და მუდმივად ებრძოდა . ახლა თითქოს თავიდან იწყებოდა ყველაფერი, ტკივილი რომელთან ბრძოლაც ჯერ კიდევ არ ჰქონდა დასრულებული მიმართულებას იცვლიდა და ახალი ძალებით უტევდა. წამით ისე შეეკუმშა გული რომ სუნთქვაც გაუჭირდა. გაყინულ სახეზე ცხელმა წვეთებმა იწყეს დენა. ნელა მიუყვებოდნენ კანს და ისინიც ცივდებოდნენ. იშვიათად ტიროდა , ზოგჯერ საერთოდ ავიწყდებოდა საკუთარი პროფესიიდან გამომდინარე სიკვდილსაც კი შეეჩვია , მაგრამ ქვის გული ნამდვილად არ ჰქონდა. ადეკვატურად აღიქვამდა ყველა რთულ სიტუაციას და ყველაფერი იმაზე უკეთ გამოსდიოდა ვიდრე ნებისმიერ სხვას. დაბნელდა, მხოლოდ ლამპიონები ანათებდა და ქუჩაშიც აღარ იყო იმხენი ხალხი. მანქანები მოძრაობდნენ , ყველას სადღაც მიეჩქარებოდა . წვიმის პირველი წვეთი რომ დაეცა კანზე გაეღიმა, ცრემლებს შეერია წვეთები და მათი კვალი გააქრო . წვიმაში სიარულის მოყვარული არ იყო , მაგრამ გაქცევაზე არც უფიქრია . წვიმის სურნელი დატრიალდა, ქალაქის მტვერს ებრძოდა და ნელ_ნელა ერეოდა კიდეც. წვიმა ძლიერდებოდა, წვეთები მსხვილდებოდა და უფრო სწრაფი ხდებოდა მათი მოძრაობა. გრძნობდა როგორ დამძიმდა მოსაცმელი და შარვალიც დასველდა , ფეხსაცმელი გუბეებში გავლისას ხმას გამოსცემდა რაზეც ეღიმებოდა. ისე გრძნობდა თავს თითქოს მარტო იყო ამ უზარმაზარ ქალაქში. სახეზე ეცემოდნენ წვეთები და ისიც უცნაურად იღიმოდა , ასეც შეიძლება -სული ტიროდეს და იღიმოდე . არცერთი გამვლელისთვის მიუქცევია ყურადღება მხოლოდ მას შემდეგ გაჩერდა თავზე ქოლგა რომ დააფარეს და წვიმის სურნელს კიდევ შეერია მისთვის ნაცნობი, მაგრამ დავიწყებული სუნი. ახლოს იყო, მხართან იდგა და თითქმის ეხებოდა . -„ზოგი წვიმას გრძნობს , ვიღაცები კი უბრალოდ სველდებიან“ ... შენ ანო ? - ქვემოდან ახედა და წამით გაშეშდა . იმ წამით, სულ ერთი წამით ისიც ჩვეულებრივი კაცი იყო , ნაცნობი რომელთან საუბარიც შეეძლო_ სახლამდე ჯერ კიდევ შორია ექიმო- თითქოს მიხვდა დიალოგი რომ ვერ შედგებოდა და პასუხის მიღებამდე უთხრა _შორია ... შენიდან ჩემამდე კიდევ უფრო შორია კიტა ! _ მისი მზერაც კი ცეცხლოვანი იყო იმ წამს. ნაბიჯი ისე გადადგა რომ ქოლგას მოშორდა . ისევ აწვიმდა და კაცს მზერას არ აშორებდა _ანოო , გთხოვ სხვებივით ნუ მოიქცევი _მე სხვებივით ვერ მოვიქცევი , იმიტომ რომ ჩემთვის მიშო სხვა იყო . ჩემი მიშო არავის ჰგავდა , ჩემთვის რომ იყო ისეთი არავისთვის ყოფილა და არავინ ყოფილა. შენ კი ჩემს მოთმინებას ეთამაშები ,რომელიც შეიძლება ამომეწუროს და იმაზე მეტად მტკივნეული იყოს შენი სიცოცხლესთან გამომშვიდობება ვიდრე მიშოსთვის იყო ! _თმებიც დაუსველდა, ქუდი მოშორდა და წვიმის წვეთებიც არ ინდობდნენ. _აღარ გადამეყარო თორემ კიდევ ერთ შანსს არ მოგცემ _ეს წაიღე ... შეხვედრაზე სხვა დროს ვისაუბროთ _ მიუახლოვდა თითებზე შეეხო ქოლგა მიაჩეჩა და თავად აქცია ზურგი. თხელი შავი სპირტული მოსაცმელი ეცვა , თავზე აწვიმდა და კიდევ უფრო გამხდარი ჩანდა. ჯიბეებში ხელებჩაწყობილი მიაბიჯებდა მანამ სანამ მანქამამდე არ მიაღწია. აშკარა იყო შემთხვევოთ დაინახა ქუჩაში მიმავალი ქალი და წამებში დაედევნა , დაუგეგმავად , მოულოდნელად , გულის ხმას მიყოლილი.... ორივე სხვადასხვა მხარეს წაავიდა , სხვადასხვა გზით და საერთო მოგონებებით წარსულზე. ......... კლინიკიდან მეგობარ ბიჭთან ერთად გავიდა . მის სახლში დარჩა იმ ღამით , ორივე დაღლილი იყო და ერთად გაურბოდნენ უარყოფით ამბებს ,მაგრამ მაინც ანო ჩვეულებრივზე მეტად სერიოზული და მშვიდი იყო ასე კი იშვიათად ხდებოდა _ მომიყევი რა დაგემართა _ თმები გადაუწია და ყელში აკოცა _ რაღაც გჭირს , ვიცი _როგორ გიყვარს ხოლმე ცხვირის ჩაყოფა ყველა საქმეში _შენ კი არასდროს არაფერს ამბობ _ვერ ვიტან ყველას რომ ვახვევ თავს ჩემს პრობლემებს და შენ ეს მშვენივრად იცი_ ღვინით სავსე ჭიქა აიღო და თითქმის ბოლომდე დალია . ბიჭმა თავისკენ მიიზიდა და ტუჩები დაუკოცნა _ანიკო როდის მიხვდები რომ საუბარი შველის ... თუ დავიჯერო რომ არ მენდობი _ძალიან გთხოვ ახლა არ გინდა ჩემს ჩაკეტილობაზე საუბარი... _საწოლიდან წამოდგა, მაისური გადაიცვა და სიგარეტის ღერი მოიქცია ტუჩებსშორის. _ერთხელ გამაგიჟებ... როგორ ხარ ასეთი -უყურებდა სუნთქვაშეკრული და არ ჰყოფნიდა. ეს ქალი მის მკლავებში რომ იყო წამის წინ არ ჰყოფნიდა, გიჟდებოდა მასზე. იმდენად რომ ზოგჯერ საკუთარ თავთან ბრძოლა უწევდა შესაჩერებლად _როგორი ასეთი _ისეთი ხასიათი გაქვს მე მგონია თავი სუსტი და შეგრძნება მრჩება რომ მჟ.მავ _შეგრძნება ? _გაიცინა და კვამლი მისკენ გაუშვა _ აქამდე არ იცოდი პატარავ? _ანაა _ წარბები შეკრა კაცმა და გაბრაზდა კიდეც _ჭედავ და თან უაზროდ . განტვირთვის საშუალებას არ მაძლევ !_ზურგი აქცია,ფანჯრის წინ სავარძელში ჩაეშვა და ტერფები კედელს მიაბჯინა _ვიცი რაც გჭირს... მეც გავიგე მიშოს მკვლელი შეიწყალეს . ვწუხვარ_ რამდენიმე წუთიანი დუმილის შემდეგ უთხრა და საწოლზე ჩამოჯდა _ ალბათ შენები ცუდად არიან _და შენ კონკრეტულად რის გამო წუხარ _გაიცინა და სიგარეტის ნარჩენი საფერფლეში ჩაასრისა_ შენ არ იცი მე რას ვგრძნობ , არც ვინმე სხვამ და ვერავის მწუხარება იქნება რაიმეს მომცემი . ამიტომ კარგი იქნება თუ არავინ დამწუხრდებით _ნამდვილად არ მესმის ... წარმოდგენა არ მაქვს როგორი გრძნობაა. მადლობა ღმერთს არ დამიკარგავს საყვარელი ადამიანი . მითუმეტეს ამ გზით , მაგრამ ვხვდები როგორი რთული იქნება შენი ოჯახისთვის -მე ერთი კი არა ორი დავკარგე ... იმ დღეს მიშოსთან ერთად კიდევ მოკვდა ერთი ,რომელსაც თან გაჰყვა გრძნობა ,რომელიც აღარასდროს დაბრუნდება იმ ძალით - თითქოს საკუთარ თავს ესაუბრებოდა და ბიჭის არსებობა საერთოდ დაივიწყდა. -გიორგი ალბათ გაგიჟებულია და მოსაკლავად დაეძებს _შენ ისევ მაგრად გეშინია მამაჩემის ხო ? _ ფეხები კედელს მოაშორა და სავარძელზე მოკეცა _საერთოდ არ არის სასაცილო... მამაშენი საკმაოდ საშიში კაცია . ალბათ შესანიშნავად იცის როგორ მოიშოროს გვამი _ღმერთო როგორი მშიშარა ხარ _მშიშარა არ ვარ ანო და შენ ჩემი გამბედაობის შესახებაც იცი ... ჩემს გეგმებზეც და -ალბათ ისევ შეეხებოდა მათ გაურკვეველ ურთიერთობას , მაგრამ ანომ გააჩერა _შესანიშნავი ქირურგი ხარ , მაგრამ საოპერაციოს გარეთ ჩვეულებრივი მოკვდავი ხდები _ ხმამაღლა გაიცინა და ბიჭი ისევ გააბრაზა . ხალისობდა მისი რეაქციებით . ზედმეტად მშვიდი, უწყინარო კაცი იყო ნამდვილი ლიბერალი და მასში ბევრი თვისება უყვარდა ანოს. მხიარულიც იყო, მშვიდიც, პასუხისმგებლობით სავსეც და ნამდვიმი პროფესიონალიც. არ იყო ამპარტავანი , არც თავკერძა იდიოტი და მასთან ურთიერთობაც ამიტომ გაუგრძელდა. ურთიერთობა რომელსაც სახელი არ ჰქონნდა ისიც იმიტომ რომ ანოს არ უნდოდა თორემ გიგა ალბათ დიდი ხნის წინათ შეირთავდა ცოლად. ანომ იცოდა მისი გრძნობების შესახებ , ყველაფერი იცოდა , მაგრამ ისე იქცეოდა თითქოს არც ადარდებდა. ანოსთვის მთავარი კომფორტი და სიმშვიდის შეგრძნება იყო სხვა ყველაფერი კონტროლს ექვემდებარებოდა . მშვიდად მუშაობდა მასთან ერთად, შეეძლო ღიმილით ენახა როგორ ეფლირტავებოდა ვიღაც სხვა ქალი და გიგას თავდაჭერილობაზე დიდხანს ესაუბრა . არც მალულად ხვდებოდნენ და არც აშკარად აცხადებდა ერთად ვართო. _გიორგი ნამდვილად მოკლავს ... ქალაქიდან თუ არ გადაიკარგება ის ბიჭი მამაშენი მკვლელი გახდება და ესაა მთავარი პრობლემა _არ მოკლავს . ან ის არ მოაკვლევინებს თავს _მამაშენს რომ დაუშაოს რაიმე ? _გიგა რა ფიქრები გაქვს ... რატომ გგონია რომ კიტა ვიღაც ავადმყოფი მკვლელია რომელსაც ლომკა აქვს და ვიღაცის მოკვლის სურვილი ჭამს . ისიც ჩვეულებრივი ადამიანია მენტალური გადახრების გარეშე რომელმაც მიშოს სიცოცხლე მოუსწრაფა და 15 წელი ციხეში გაატარა ... 15 წელი გიგა . ამ დროში ადამიანი გატყდება და მეეჭვება უკან დაბრუნება უნდოდეს. შეიძლება სიკვდილიც უნდა , მაგრამ მე არ დავუშვებ მამაჩემმა გაისვაროს მის სისხლში ხელები_სავარძლიდან წამოდგა. შარვალი ჩაიცვა , თმა შეიკრა და გიგას ზემოდან დახედა_ ამ თემაზე აღარ ვისაუბრებთ და შენც ნუ იფიქრებ , თავი აგტკივდება და ცუდად იმოქმედებს იმათზე გათიშულები რომ წვანან შენი ხელების იმედზე _ გაუღიმა , ტუჩებზე მოწყვეტით აკოცა და ქურთუკიც აიღო _მიდიხარ? ჯერ სულ ადრეა ... ანო . ვისაუზმოთ მაინც სად გეჩქარება კარგი რა _ მეჩქარება... შენი საუზმეები მასუქებს გიგა _იღიმოდა და ისე უყურებდა ბიჭს _ სხვა დროს ვისაუზმოთ ახლა არ შემიძლია . საქმეები არ იცდიან ხომ იცი არა? თანაც დედაშენი ხომ უნდა ნახო , დეიდაშენის დაბადებისდღე არ არის ? _ანო ... ოხ ანიკო შენ მიზეზს სულ პოულობ დატოვა თუ არა ღიმილიც მოშორდა. ჩანთა მხარზე გადაიკიდა და პირველივე ტაქსი გააჩერა. მარტო დარჩენილმა თითქოს შვება ჰპოვა. ორი ანო არსებობდა ერთი ხალხთან მყოფი , უკომპლექსო, თავისუფალი, შემტევი და მებრძოლი ანო რომელიც არავის აძევს უფლებას რომ მარწუხებში მოიქციოს და მეორე ანო , მარტო დარჩენილი ქალი რომელთანაც მხოლოდ სიცარიელე იყო , გაუგებარი, ამოუხსნელი სიცარიელე ,რომელიც ხმაურიან მარტოობას გამოხატავდა. მანქანა გაჩერდა და საფლავის ქვებით სავსე სივრცეც გამოჩნდა. ყოველ წელს სულ უფრო და უფრო მეტი იყო , მიწა ვეღარ იტევდა ამდენ უსულო სხეულს იმ ადგილას ყოველთვის რთული იყო გადაადგილება , ყოველი ნაბიჯის გადადგმას მძიმე ტვირთი ახლდა თან. ძლიერი წვიმის შემდეგ მიწა სრიალებდა და სიარული უჭირდა . შორს იყო მიშოს საფლავი , ან გზა ეჩვენებოდა ყოველთვის გრძლად. თითქმის ყოველთვის ამ დროს მიდიოდა,დილით როდესაც იქ არავინ იყო. უეცრად ,როდესაც მოენატრებოდა ამ დროს ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს მიშო მარტო დატოვა , მას კი არ უყვარდა მარტოობა ყინავდა , დილის სუსხი ძვლებამდე აღწევდა , მაგრამ მიშოს საფლავთან მჯდომი ნაცნობი სილუეტის დანახვისას გაშეშდა, თვალებს ვერ უჯერებდა . წარმოუდგენელი რამ დაემართა ისეთი ჯერ რომ არ განუცდია , სულში ომი დაიყო . ხედავდა მკვლელს მოკლულის საფლავზე და სურვილი ჰქონდა მისი იქვე დამარხვის. ხედავდა კაცს რომელიც იმდენად სუსტი ჩანდა შორიდანაც იგრძნობოდა მისი ტკივილი. მოკეცილი იყო , მაგრამ არა სიცივისგან , არც ფიზიკური ტკივილისგან თითქოს რცხვენოდა და თვალს ვერ უსწორებდა მის ღიმილიან სახეს ცივი ქვიდან რომ უმზერდა . არაფერს ამბობდა, იჯდა წელში მოხრილი, გრძელ თითებში მოქცეული სიგარეტის ღერით და მისი ტკივილი მეფობდა ირგვლივ _მშვიდ ძილს გირღვევს მისი მოჩვენება და აქ მოხვედი ? გგონია სთხოვ და აღარ მოგეჩვენება? გამიგია მკვლელები მოკლულის თვალებს ხედავენო და შენ 15 წელი როგორ გაუძელი მისი ჭრელი თვალების ცქერას _თავადაც ვერ ხვდებოდა რას ამბობდა ან როგორ ბედავდა ასე მასთან საუბარს. _ანო _ გაოცებული უყურებდა, დანაშაულზე წასწრებულს ჰგავდა. აშკარად არ სურდა იქ ვინმეს შეემჩნია . თითქოს სიზმარს ხედავდა. ფეხზე წამოდგა და ქალის წინ დადგა _აქედან წადი ... აღარასდროს გაბედო და მიეკარო ამ ადგილს. გაფრთხილებ!_ჯიქურ უცქერდა და მისი მოკვლის სურვილიც უმძაფრდებოდა . _შენ არაფერი იცი... არავინ იცის სიმართლე. იმათ უშვებთ მიშოს საფლავთან ვინაც აქამდე მოიყვანა . მე კი ...ჯანდაბა მე არ ვარ მიშოს მკვლელი. ჩემს სინდისზე არ არის მიშოს სიკვდილი... მე ის ყველაზე მეტად მიყვარდა და მისი სიკვდილია ჩემთვის ციხეში გატარებულ წლებზე უარესი_ არ ჰქონდა მკვლელის თვალები, ცოტა დამნაშავე ჰყავდა ანოს ნანახო , მაგრამ მაინც იმ წამს ვერ ხედავდა მკვლის მზერას მხოლოდ გონებაში ჩაბეჭდილი ფაქტი ებრძოდა და დაჯერების უფლებას არ აძლევდა _შენ ვერ დაამტკიცე საკუთარი უდანაშაულობა . შენი ადვოკატი ძალიან ცდილობდა, მაგრამ არაფერი გამოგივიდათ . მე სასამართლოს გადაწყვეტილების კი არა მტკიცებულებების მჯერა _რომელი მტკიცებულების ... დავიჯერო არ გახსოვს რომ მე მიზეზი არ მქონდა? მე არასდროს მიკამათია მასთან _ჯერ მთელი ემოციით საუბრობდა შემდეგ თითქოს ჩაქრა,.სახეზე ჩამოისვა გალეული გრძელი თითები და ყინულივით ცივი ჰაერი ჩაუშვა ფილტვებში_ოდესმე დაუდანაშაულებიხართ? მართალი იყავი მაგრამ არცერთ შენს სიტყვას ჰქონია ძალა ? ვიცი იქნებოდა ერთი შემთხვევა მაინც როდესაც ბრაზიც და ტკივილიც ერთდროულად გახრჩობდა , აღარ გინდოდა არცერთი სიტყვის თქმა , მაგრამ ... ჩემი სიმართლე მხოლოდ მე ვიცი, ღმერთმა და მიშომ . კიდევ მან ვინც მიშო წაგვართვა ყველას ... მე არსად წავალ , 15 წელი ყველაფრისგან შორს ჯოჯოხეთში გავატარე და ახლა არ ვაპირებ გაქცევას. სიკვდილამდე რომ დამჭირდეს ბრძოლა მაინც დავამტკიცებ ჩემს სიმართლეს , განა ყველასთვის ... შენთვის ან შენი ნათესავებისთვის , ან ჩემი ოჯახისთვის მხოლოდ ჩემი და მიშოს მეგობრობის გამო . მისი სული ვერ მოისვენებს საბან სამართლიანობა არ აღდგება _მშვიდად საუბრობდა, მაგრამ მაინც ღელავდა. ხელები უკანკალებდა და მისი აჩქარებული გულისცემის ტონებიც კი ესმოდა ანოს. მისი თვალებიც სხვანაირი გახდნენ თითქოს ცრემლებმა დაფარეს და მალე იტირებდა. გაჩუმდა , უსმენდა, რატომ აკეთებდა ამას ვერ ხვდებოდა , მაგრამ საშინელი სურვილი უჩნდებოდა მისი მოსმენის_ეს ფოტო ... მე გადავუღე _ ნაბიჯი გადადგა და შემდეგ შეჩერდა , ისევ შეხედა ქვაზე გამოსახულ სახეს_ ახალი ფოტოაპარატი ჰქონდა და ყველაფერს გადაუღო საკუთარი თავის გარდა . მე კი დავცინოდი და მერე ისე დავდევდი როგორც თვითონ არ მასვენებდა. ჩემი უკანასკნელი ფოტოც რომელსაც ნახავენ ცივ ქვაზე მისი გადაღებული იქნება ... რომ იცინოდა მთელი სამყაროში იფანტებოდა შავი ფერი _ ჩუმად თქვა , იმდენად ჩუმად თითქოს საკუთარ თავს ესაუბრებოდა . ანოს გვერდით გაიარა და წავიდა ... მარტო დარჩა , სულ წამით შეხედა მიმავალს და შემდეგ მიშოს ფოტოს მიაპყრო მზერა. უყურებდა ღიმილს, მის დაწვრილებულ თვალებს და გულწრფელ ღიმილს , რომელიც მხატვარმა კარგად დახატა , მაგრამ მაინც არ იყო ის რასაც სინამდვილეში ხედავდა . ფოტოები ინახავენ მოვლენებს , წარმოადგენენ ცზოვრების ვიზუალურ ჩანაწერებს , მაგრამ ადამიანის სულს ვერ გამოხატავენ .მათ არ აქვთ ძალა გააცოცხლონ წამი ,გრძნობებით სავსე. ............... სამსახური _ ანო ვერ იტანდა ამ სიტყვას. მსახურება არ იყო მისთვის მისი საქმე . ის არ ჰგავდა არცერთ სხვა ექიმს ,შესაძლოა მასზე ბევრად დიდი გამოცდილება ჰქონდა სხვას , მაგრამ ანო სულით ექიმი იყო. არ შეეძლო ურეაქციოდ ეყურებინა ადამიანისთვის ,რომელსაც დახმარება სჭირდებოდა არ ჰქონდაა მნიშვნელობა სქესს, რასას და სოციალურ მდგომარეობას არც იმას კლინიკაში პაციენტის სტატუსით ხვდებოდა თუ ქუჩაში დაინახავდა. აკეთებდა ყველაფერს რაც შეეძლო და არასდროს, არცერთხელ უთქვამს უარი კონსულტაციაზე. ზოგჯერ ისე მოქმედებდა საავადმყოფოს წესებსაც კი არღვევდა , ხელფასის ნაწილს საერთოდ იმათ წამლებში ხარჯავდა ვისაც მათი შეძენის საშუალება არ ჰქონდა. ასე უბრალოდ მიდიოდა , წამალს ყიდულობდა და თავად მკურნალობდა . ექიმთა საზოგადოებაში რომელთა დიდი ნაწილი ივიწყებდა პროფესიას და მხოლოდ ბიუჯეტის გაზრდაზე ფიქრობდა ანო ნამდვილი მზე იყო, არ არსებობდა უკმაყოფილო პაციენტი მის პრაქტიკაში. ბევრი დაკარგა , ვერ შეძლო სიკვდილის წინააღმდეგ წასვლა , მაგრამ ისინი ვინც ღმერთს არ მიჰყავდა ანოს დახმარებით სიცოცხლეს მრავალი წლით იხანგრძლივებდა. კლინიკაში იყო დილიდან , ზედმეტად მძიმე დღე ჰქონდა. გადაუდებელში სასწრაფო დახმარების ექიმმებს შეუჩერებლად მიჰყავდა პაციენტები . ზოგჯერ ისეთი ქაოსი იქმნებოდა, რომ ყველა ერთმანეთში ირეოდა, პაციენტების , ექთნები და ექიმები ისე მოძრაობდნენ თუ ყურადღებით არ იქნებოდი შეიძლება გადაეთელე კიდეც. ამჯერად ავარიის შედეგად დაშავებულები იყვნენ ძირითადად ყურადღების ეპიცენტრში . ყველა ექიმი მათ ირგვლივ ტრიალებდა , მაგრამ კიდევ იყო რამდენიმე პაციენტი. ორს უკვე ჰქონდა დიაგნოზი , ცალკე იდგა მათი საწოლები და მალე გადაიყვანდნენ თერაპიულ განყოფებაში . რამდენიმე წუთში მოახდინეს პაციენტებისთვის დახმარების გაწევა და გადაყვანა სხვადასხვა განყოფილებებში. ქაოსის კვალი დარჩა, ალაგ-ალაგ იატაკზე სისხლის კვალი იყო იქაურობა ტორნადოს შემდეგ განადგურებულ ტერიტორიას ჰგავდა. პაციენტები კი ისვე მოდიოდნენ , მაგრამ იქ იყო ერთი ქალი . საათების წინ მიყვანილი ნაცნობი ქალი , რომელიც დიდხნიანი დაკვირვების შემდეგ ამოიცნო . აკვირდებოდა და ხვდებოდა ,რომ ცუდად იყო წამით უკან დახევაზე იფიქრა , მაგრამ მეორე ექიმი დაკავებული იყო ამიტომ სულ ერთი წუთით გაგრძელდა უმოქმედობა. -გამარჯობა ქალბატონო ნანა ... როგორ გრძნობთ თავს?- ცდილობდა არ შეეხედა, ფიქრობდა ქალიც იცნობდა, მაგრამ მალევე მიხვდა რომ ეს შეუძლებელი იყო . ესაუბრებოდა, აკვირდბეოდა, თავიდან კრებდა ანამნეზს , კადიოგრამა გადაუღო , მაქსიმალურად ეცადა არ აეღელვებინა და კარდეოლოგიურ განყოფილებაში გადაიყვანა ექთანის დახმარებით. გვერდით მიჰყვებოდა ქალის თითები მაჯაზე რომ შემოეხვია და იმ წამს ჩახედა თვალებში -შვილო დღესვე უნდა წავიდე სახლში... ჩემი ცუდად ყოფნა არ შეიძლება. ასე ხშირად მემარტება , წნევა ამიწევს და წამლები მშველის. უთხარით იმ ექიმს არ დამტოვოს აქ _დეიდა კარგად იქნებით...ანო ექიმი ანგელოზად მოგევლინათ და ახლა მე გიმკურნალებთ . არ ინერვიულოთ - კარდეოლოგიც ჩაერთო საუბარში, თან ფურცლებს უყურებდა - დროულად ამოგიყვანეს დეიდა, საფრთხე ჩავლილია, მაგრმა ვერ გაგიშვებთ . დღეს დაგაკვირდებით , ნუ გეშინიათ აქ შესანიშნავად მოგივლიან ისეთი კარგი ექთნები გვყავს ... დავურეკოთ თქვენს ქმარ-შვილს , ნათესავებს შემოვუშვებ ერთ-ერს _ქალბატონო ნანა თქვენ ხომ მითხარით შვილი მყავსო ... ის ქალაქშია თუ სადმე სხვაგან იმყოფება _ექთანმა უთხრა და თან წამალი შეუშვა წვეთოვანში _ქალაქშია ... როგორც იქნა ჩემთანაა , მაგრამ არ მინდა გაიგოს აქ რომ ვარ . შვილო ისედაც განადგურებულია ახლა კიდევ ჩემზე რომ იდარდოს რა მეშველება . ჰგონია რომ სკოლაში ვარ ... საღამოს დავბრუნდები ხომ ? თქვენ მითხარით წამლები რა დავლიო და მე მივხედავ ყველაფერს _მეუღლეს რომ დავურეკოთ? ან მეგობარს... მე აქ ვიქნები , მაგრამ არ ვიცით როდის წახვალთ ხომ ასეა ნოდარ _ ექიმს გახედა რომელიც ჯერ კიდევ ანალიზების პასუხებს აკვირდებოდა და ექთანს ესაუბრებოდა _დღეს ვერ გაგიშვებთ ნანა დეიდა, რა ვქნათ ჩვენი სტუმარი უნდა იყოთ . აუცილებლად ... ხვალ ვნახავთ რა შეიცვლება და მერე ვისაუბრებთ დანიშნულებაზე _არა შვილო აქ ვერ დავრჩები... ვერ დავრჩები . უამრავი საქმე მაქვს _დეიდა მითხარით თქვენი ვაჟის ნომერი დავურეკავ, არ შევაშინებ გეფიცები . ნახე რა კარგი ბიჭი ვარ , დაველაპარაკები ისე რო არ ინერვიულოს და შენთან იქნება. ნივთებს მოგიტანს... ვეტყვი კარგად რომ ხარ და მერე გავუშვათ სახლში _სახლში არ წავა ... მამამისის დაკრძალვასაც ვერ დაესწრო და ისე ეშინია ჩემ გამო არ მომშორდება_თვალები აემღვრა და დანაოჭებული ხელი ჩამოისვა სახეზე . თმა სულ თეთრი ჰქონდა, კეფაზე კოსად შეეკრა და შავი თავსაბურავი ეფარა . არათითს ისევ უმშვენებდა ქორწინების ბეჭედი , ოქროს რგოლსაც კი ემჩნეოდა დროის კვალი. _ანო შენ აქ იქნები ?- ქალს მდუმარედ აკვრიდბეოდა , ისევ მისი ხელი ჰქონდა თითებში მოქცეული და გონს ვერც მოვიდოდა რომ არა ბიჭის ხმა _ ქვემოთ ჩადი შენ , მე მივხედავ _ ბიჭს ანიშნა და მდგომარეოვა რომ დასტაბილურდა ისევ განაგრძო საუბარი . არ უფიქრია, ინსტიქტურად გააკეთა ყველაფერი ქალს ისეთი მუხტი ჰქონდა მისი მარტო დატოვება არ შეეძლო. _აღარც მეგობრები მყავს ... ხალხი ბრბოა შვილო ყველაფერს იჯერებს ერთ სიტყვს თუ ჩაუგდებ გააბევრებენ და ისე გაამრავლებენ_თვლები აემღვრა ისევ . ჩუმად ლაპარაკობდა, წამალი მოქმედებდა და მშვიდად იყო_არ დაიჯერეს ჩვენი სიმართლე. მე და ჩემმა ქმარმა ვერ დავამტკიცეთ... ვერაფერს გავხდით . მე უფრო ძლიერი აღმოვჩნდი მან კი ვეღარ გაუძლო , წესიერი კაცი იყო ვერ შეძლო ამ წყეულ ხალხთან ცხოვრება . მეც რომ რამე დამემართოს ჩემი ბიჭი ვერ გადაიტანს...ის არ გავს სხვებს . ვიცი ახლა გგონია ყველა დედას უყვარს თავის შვილიო, მაგრამ როცა დამნაშავე იყო სულ ვტუქსავდი. არასდროს დამიხუჭავს თვალი -უსმენდა და გულის არეში ტკივილს გრძნობდა, ტკივილს რომელიც სულს უხუთავდა. იქ არ უნდა ყოფილიყო ეს არ იყო სწორი, მაგრამ მაინც ქალს დაძინებამდე გვერდიდა არ მოშორებია შემდეგ კი ისევ დაუბრუნდა საკუთარ პოსტს. სხვა პაციენტებზე გადაერთო, ფიქრებიც გაეფანტა და საათებიც გაფრინდნენ. უკვე საღამო იყო ქალის მოსანახულებლად რომ ავიდა . ზურგით მდგომი ბიჭი დაინახა, წამსვე მივხდა ვინც იყო. ქალს ბალიშს უსწორებდა, მერე თავზე აკოცა და სახეზე მოეფერა _შენ რატომ დარდობ დედი არ მესმის ... ხომ ხედავ სახლში ვარ . ყველაფერი კარგად იქნება-წასვლა უნდოდა, მაგრამ ვერ მოახერხა _აი ჩემი ანგელოზიც მოვიდა ... შენს მოსვლამდე ჩემთან იყო. ისეთი კარგი ექიმია დე _აუცილებლად გავიცნობ და მადლობას .... _ანოსკენ რომ შებრუნდა მზერა შეეცვალა _ქალბატონო ნანა მიხარია უკეთ რომ გრძნობთ თავს...ნოდარიც გეტყოდათ რომ საშიშროებამ ჩაიარა . მკურნალობას განაგრძობს და გამოჯანმრთელდება -ბიჭს მზერა მოარიდა, ნანას მსუბუქად გაუღიმა _მადლობა შვილო ... შენ რომ არა არ ვიცი რა იქნებოდა _მთავარია კარგად ხართ... მაპატიეთ უნდა დაგტოვოთ . პაციენტები მელოდებიან _ სწრაფად დატოვა ოთახი და დერეფანს თითქმის სირბილით გაუყვა. იქ დარჩენა არ შეეძო, მეტისმეტი იყო დამნაშავის დედის მოვლის შემდეგ მასთან ერთად ერთ პალატაში ყოფნა. ეს მზრუნველობა სიგიჟე იყო და სცდებოდა ყველა ზღვარს. არ უნდა გაეკეთებინა , არ უნდა გამოეჩინა ამდენი ყურადღება , განა ექიმები დაილია? მაგრამ მაინც მიზიდულობას გრძNობდა, სული არ აძლევდა მოსვენებას . სულ რომ არაფერი მიშოს უყვარდა ნანა, თავად არ იცნობდა მაგრამ ბიძაშვილისგან ბევრჯერ გაუგია საყვარელი დეიდა ნანას სახელი რომელსაც დედისგან არ არჩევდა. მიშო არ აპატიებდა, ხო აი ამიტომ იყო ქალის გვერდით რომ მიშოს უყვარდა თავისი მკვლელის დედა. დამნაშავეებსაც ჰყავთ ახლობლები, მეგობრები, ნათესავები ადამიანები ვისაც სტკივათ ციხის ნესტიან კედლებში მათი ცოცხლად დამარხვა. შენობაში სადაც მზის სხივები მხოლოდ დროებით აღწევენ , სადაც დრო ჩერდება . იქ არასდროსაა სახლის სურნელი , სითბო რომელიც თავისუფლების დაკარგვამდე შეიგრძნობოდა. ისინი ფიქრობენ მოკლულის ოჯახზე და ნადგურდებიან დამნაშავეებთან ერთად . საზოგადოებისგან გარიყულები მუდამ რჩებიან ბრბოს სამიზნედ . ფიქრობენ გარდაცვლილზეც და ცოცხლად დარჩენილ დამნაშავეზეც, რომელიც მხოლოდ არსებობას განაგრძობს. ცდილობენ დაამტკიცონ დამნაშავის უდანაშაულობა და იბრძვიან შელახული ღირსების შესანარჩუნებლად. რთულია როდესაც ტოვებ საკუთარ კანს, ხედავ სხვის განცდებს, მდგომარეობას რომელიც წლები გრძელდება და თანდათან რთულდება. ს რამდენიმე წუთია საჭირო, სულ რამდენიმე წუთი მათ ადგილას რომ აღმოჩნდე . სწორედ მაშინ გავიწყდება საკუთარი ტკივილი . ეგოიზმიც ქრება და გებრალება, დამნაშავეც გებრალება. თუ შენს სულს ჯერ კიდევ არ მორევია ბრაზი , ბოროტება და შურისძიების დაუოკებელი სურვილი ხედავ,აღიქვამ დამნაშავის უდანაშაულობას შემდეგ კი გტკივა ... გტკივა მარტო სული ............ ღამით სიმშვიდე იყო და გადაღლილობის გასაფანტად შეძლო პირველი სართულის უჰაერო სივრცე დაეტოვებინა. კიბეს ნელა მიუყვებოდა ბოლო სართულისკენ. საფეხურების ავლის შემდეგ სუნთქვა დაირეგულირა , მოსაცმელი შეიკრა და სახურავზე გასვლამდე ქუდიც არ დაივიწყა . სიცივის მიუხედავად მაინც მშვიდი ამინდი იყო . მთელს სხეულში გავრცელდა სიცივე , მაგრამ თვალწინ გადაშლილმა ხედმა დაამშვიდა. რამდენიმე წუთს დადგებოდა, უყურებდა ღამის ქალაქს , გრძნობდა მის სიმშვიდეს და პოულობდა ენერგიას დროის გასაგრძელებლად. 24 საათი უნდა გაეტარებინა კლინიკაში და წამით არ დაუშვებდა მოდუნებას . ყველა პაციენტისთვის თანაბრად უნდა გაენაწილებინა ყურადღება და ენერგია. ამჯერად ზედმეტად დამძიმებული იყო , ნელა მიაბიჯებდა სანამ სავარძელში მჯდომ გიგას არ შეხედა _გიგა ექიმო იპოვნეთ დასვენებისთვის დრო? _ ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი და მის გვერდით დაჯდა. თვალები გაუბრწყინდა კაცს. წამსვე მოხვია მხარზე ხელი და ჩაეხუტა _აქ გაიყინები ანიკო ... ხომ დამპირდი გაზაფხულამდე არ ავალ მაღლაო_ ტუჩები ლოყაზე მიაწება და მისი სურნელი ჩაისუნთქა _ ძალიან დაიღალე ? _რთული დღე იყო , მაგრამ ახლა უკვე სიმშვიდეა . სულ ორი პაციენტია მსუბუქი ინტოქსიკაციით და სამ საათში წავლენ _ თავი მხარზე დაადო კაცს და თვალები დახუჭა _ შენ გაუკეთე ოპერაცია ნაავარიებ გოგოს? მგონი ჯანელიძე _კარგად იქნება ... მე და ბუბამ გავაკეთეთ . ელენთა აღარ აქვს , მაგრამ კარგად იქნება _ თმაზე ეფერებოდა და პარალელურად კოცნიდა _როგორი თბილი ხარ სულ ... _ცხვირის წვერი ყელზე გაუსვა და იქვე აკოცა _შენ კი გაყინული ხარ ... მომენატრე ანიკო _ ზემოდან უყურებდა ანოს კი ისევ არ შეუხედავს_დიდი ხანია ჩემთან არ ყოფილხარ. თითქმის თვე გავიდა ანო ... არ მელაპარაკები _ნუ ნერვიულობ გთხოვ... შეწყვიტე ჩემზე ნერვიულობა _ვერ ვწყვეტ ანი რატომ არ გესმის. ვერ ვწყვეტ ... არ შემიძლია შენს გარეშე _გეყოფა გთხოვ ... ახლა არ გინდა. ნახევარი საათი მაქვს სიმშვიდისთვის. ან აქ იყავი ან მარტო ვიქნები არ წასულა , ალბათ იმდენად ეშინოდა ანოს დაკარგვა წინააღმდეგობასაც ვერ უწევდა. ეზიზღებოდა ასე რომ იქცეოდა, მაგრამ სხვაგვარად არ შეეძლო . ანოსთან ვერ იქცეოდა ისე როგორც სხვებთან. დიდხანს ვერ დარჩა გამოიძახეს და ანოს დატოვება მაინც მოუხდა . სიგარეტს მოუკიდა და კვამლი შეურია ცივ ქარს. უყურებდა ათასფრად ანთებულ ქალაქს და სიმარტოვე სულს უხუთავდა . მარტო ყოფნა უყვარდა, შეეჩვია სიმშვიდეს და სიჩუმეს ქაოსური დღის შემდეგ სახლში სრულიად სხვა განწყობა სჭირდებოდა. ახლა კი ვეღარ უძლებდა , გონებაში აწყობდა მეორე დღის გეგმებს ხედავდა მისაღებში შეკრებილ დაქალებს ყავის ფინჯნებით ხელში, ესმოდა როგორ ყვებოდნენ საკუთარი დღის შესახებ, როგორ წუწუნებდნენ და უკვე ეღიმებოდა. მზის ამოსვლას შეეგება და შემდეგ დაუბრუნდა კლინიკის ცოცხალ ნაწილს . დერეფანში მიაბიჯებდა. გაყინული სხეული ნელ_ნელა უთბებოდა და იმუხტებოდა ენერგიით . პაციენტებით ივსებოდა კლინიკა, ღამის სიმშვიდეც მალე გაქრა და დაიწყო კიდევ ერთი ახალი დღე ახალი გამოცდილებით. იქ, იმ კედლებში არ არსებობდა ორი ერთნაირი დღე . არ არსებობდა გეგმები, ყოველ წამს იცვლებოდა, ტრანსფორმირდებოდა და იღებდა იმ სახეს რომელიც პაციენტის გადასარჩენად იყო საჭირო. -ორი სიცოცხლით ვარ შენთან ვალში_მოულოდნელად გამოჩნდა . წინ გადაეღობა და გზის გაგრძელების საშუალება არ მისცა _უბრალოდ გაუფრთხილდი მას ... ძალიან კარგი ადამიანია და არ იმსახურებს ამდენ ტკივილს. _და ვინ იმსახურებს ... _კიტა _მისი მზერა ისევ ურევდა გონებას. სულ იმაზე ფიქრობდა რომ მკვლელი ასე თავაწეული, ამდენად მშვიდი და ასეთი მზერის მქონე ვერ იქნებოდა. იქნებ არასწორად წარმოედგინა , მუქ ფერებში ხატავდა მის სახეს ისე როგორც რაღაც ზღაპრულ ცხოველს. მითიურ არსებას რომელიც დანახვისთანავე შესძულდებოდა _ ღმერთო შენ ... შენ ნამდვილად გგონია რომ შეძლებ უდანაშაულობა დაამტკიცო 15 წლის შემდეგ? დედაშენია ერთადერთი ვისაც ამის სჯერა . ძალიან გთხოვ ჩემს მოთმინებას ნუ სცდი , წადი და ნანას სიმშვიდეზე იზრუნე. მიშო მკვდარია , შენ კი 15 წელი ციხეში გაატარე . იცხოვრე თუ სინდისი არ გქენჯნის. იცხოვრე კიტა ... იცხოვრე თუ მიშოს სახეს არ ხედავ და დავიჯერებ რომ არ მოგიკლავს მთელი დღე ანოს ხმა ესმოდა. რაღაც შეცვალა მისმა სიტყვებმა თითქოს სწორედ ის იყო რაც სჭირდებოდა , გზა რომელსაც უნდა დასდგომოდა . მიდიოდა ნანასთან ერთად, თავისზე დაბალ ჭაღარა შემოსილ ქალთან რომელსაც მხოლოდ 20 წელი აჩუქა , 20 წელი გაატარა მის გვერდით , სრულიად სხვა ადამიანი დატოვა ჯერ კიდევ ბედნიერი ქალი საყვარელი მეუღლის გვერდით ახლა კი ის სხვა ადამიანი იყო. მთელი ცხოვრება გავიდა , კიტას გარეშე გრძელდებოდა ის კი უბრალოდ არსებობდა ციხის კედლებში სრულიად უცხო ადამიანების გარემოცვაში, იქ სადაც ბრძოლა უწევდა გადარჩენისთვის . _სახლში წავიდეთ ... დირექტორს დაურეკავ და გაეთავისუფლები. მე და შენ დავისვენებთ. გავიხსენებ როგორ უნდა გემრიელი საჭმელების მომზადება _დედი არაა საჭირო სულ ჩემთან იყო. სადაც გინდა იქ წადი, გაერთე არ ვიცი იმდენი რამე შეიცვალა დე _ყველაფერს მოვასწრებ შენ ნუ ღელავ ... მამას საყვარელ თევზს მოვამზადებ რამდენიმე დღე სახლში გაატარა ნანას გვერდით და ეს იყო ყველაზე დიდი ძალა რაც კი შეეძლო მიეღო. ზუსტად იცოდა რატომ უნდა გაეგრძელებინა ბრძოლა სიცოცხლისთვის და არა არსებობისთვის. დრო აღარ იყო, დიახ დასაკარგი დრო აღარ ჰქონდა უნდა გათავისუფლებულიყო იმ ბორკილებისგან რომელიც დამნაშავის სტატუსთან ერთად მიიღო და რომელიც ჯერ კიდევ ძლიერად უჭერდა ყელზე. ............ თიკა ახალაია , გოგონა რომელიც მთელი გულით უყვარდა მიშო თევდორაძეს. სიყვარულმა იმდენად დააბრმავა რომ ვერაფერზე ფიქრობდა მის გარდა. ბევრმა არ იცოდა მათი სიყვარულის შესახებ. მხოლოდ კიტამ , გუგამ და ლადომ იცოდნენ მიშოს ყველა საიდუმლო და მათ შორის თიკასთან პაემნების ამბავიც. თიკას ბოლო წამამდე აღმერთებდა , თევდორაძისთვის ეს გრძNობა იყო ყველაფერზე მეტი , თავისი რომანტიკოსი ხასიათი უბინდავდა გონებას. ახალაია იყო გოგო რომელიც ბევრს მოსწონდა , ლამაზი იყო , კარგად სწავლობდა, მდიდარი მშობლების შვილს არ ეხებოდა არავითარი პრობლემა და მისთვის ცხოვრებაც ვარდისფერი იყო . თიკუნა არ იყო გოგონა რომელიც მთელი არსებით გადაეშვებოდა სიყვარულის მორევში მიშოსთან ერთად, მას არ შეეძლო ისეთი სიყვარული როგორიც თევდორაძემ იცოდა. 15 წლის შემდეგ თიკუნა ახალაია სრულიად სხვა ადამიანი იყო . დიდი დრო დაგჭირდებოდათ ქალის დანახვისას იმ მხიარული, უდარდელი გოგოს აღმოსაჩენად. სამი შვილის დედას აღარც შესაშური ფორმები ჰქონდა, არც მოდის უკანასკნელი ტენდეციით ეცვა და მისი თვალებიც აღარ ანათებდნენ ისე როგორც ძველად. ხელჩანთა რამდენიმე სავსე პარკთან ერთად ეჭირა და სწრაფად მიაბიჯებდა ქუჩაში . აშკარად ეჩქარებოდა , ისე როგორც ტიპიურ მრავალშვილიან დედას ალბათ უამრავი გეგმა ჰქონდა , საქმეები რომლებიც დღის განმავლობაში უნდაა მოესწრო _თიკა ახალაია ... ასეთი იყო მომავალი რომელზეც მაშინ მიყვებოდი? _ არ მისალმებია , არც მოუკითხავს არ ახარებდა მისი ნახვა უბრალოდ გვერდით მიჰყვებოდა სანამ ქალი არ გაჩერდა _კიტა _ გაფითრდა,წონასწორობაც კი დაკარგა. ტროტუარზე იდგა ირგვლივ არავინ იყო მხოლოდ კიტა მენაბდე, კაცი შორეული წარსულიდან რომელიც არასდროს სტოვებდა _შენ როგორ _გეშინია თიკა ? _ თვალებში უყურებდა. იმდენად მშვიდი იყო, უემოციო და საშიშიც ქალს სხეული უთრთოდა _ ვინ წარმოიდგენდა არა ? _რა გინდა ჩემგან ამდენი წელი გავიდა ... _მაინტერესებდა როგორ გრძნობდი თავს გურამის გვერდით ... გაამართლა შენმა არჩევანმა? ღირდა მიშოს ღალატი ამად ? _კბილებსშორის გამოსცრა და შემდეგ ჩაიცინა _კიტა შენ უფლება არ გაქვს ჩემ ღალატზე ისაუბრო... მიშო შენ მოკალი და ჩემს ღალატზე როგორ საუბრობ ... _ სიტყვის თქმაც კი უჭირდა , მაგრამ მაინც უტევდა. სახეზე წამოწითლდა , ცივი ოფლით დაეცვარა სახე და ქერად შეღებილ თმაზეც ნერვიულად გადაისვა დამსხვილებული თითები _შენს ადგილას არც კი გამოვჩნდებოდი ქუჩაში ... მე და მიშოს არაფერი გვქონდა მე გურამის ცოლი ვარ და არავისთვის მიღალატია _ასე იმშვიდებ თაავს? იშორებ სინდისის ქენჯნას და შენც დაიჯერე რომ მკვლელი მე ვარ ... საკუთარ თავს ხშირად უმეორებ რომ მკვლელის გვერდით არ გძინავს, რომ მისგან არ გააჩინე ბავშვები და მკვლელი ციხეში ლპება ხომ? _რას ბოდავ ... გურამს გინდა გადააბრალო შენი ჩადენილი დანაშაული? რა გინდა სასჯელი ხომ მოუხადე ხომ გამოგიშვეს ხოდა შეგვეშვი ყველას _ისტერიკა ჰქონდა უკვე კიტა კი ისევ ისეთი ცარიელი მზერით უცქერდა -მე დავბრუნდი და ყველას გადავუხდი ჩადენილი ცოდვებისთვის ... მიშოს გვერდით ასეთი არ იქნებოდი . ალბათ ის მიიღე ვისაც იმსახურებდი ... კარგად მოუარე ქმარს სანამ დრო გაქვს , ციხეში ხშირად ვერ მოინახულებ_ზურგი აქცია და წავიდა. ქალი კი დიდხანს იდგა გაყინული , აკანკალებული სხეულით შემდეგ მობილურის ხმა გაიგო და ძლივს უპასუხა -სად დედის ტყვნ... წახვედი ქალო ამდენ ხანს . დავიხოცეთ შიმშილით. არ გითხარი დაღლილი მოვალ და დამახვედრე რამე_თქო? ესმოდა კაცის ღრიალი და გულის რევის შეგრძნება იმდენად მძაფრი ხდებოდა ძალას ართმევდა. ეზიზღებოდა საკუთარი ცხოვრება, სძულდა ყოველი დღე რომელიც გურამის გვერდით გაატარა. მოტყუვდა, შეცდა , უღალატა და საკუთარ თავსაც გამოუტანა განაჩენი...ჯერ მხოლოდ 36 წლის იყო და უკვე სიცოხლე სძულდა, სარკეში ჩახედვა ეზიზღებოდა გაურბოდა საკუთარ ანარეკლს იმ ქალს რომელიც უცქერდა , სახეს რომელიც მოხუცს ამსგავსებდა , სხეულს რომელიც ჭარბი წონისგან ფორმადაკარგული ათას კომპლექსს უქმნიდა და ცხოვრებას, რომელიც მის მზერაში ჩანდა. სახლში დაბრუნდა , ყველაფერი მაგიდაზე დაყარა და საჩხუბრად მომზადებულ ქმარს ყურადღებაც არ მიაქცია. ბავშვების ხმაც ესმოდა ისინიც საჭმელს ითხოვდნენ, პატარა ტიროდა და სრული ქაოსი იყო მას კი ისევ კიტას ხმა ესმოდა, მის თვალებს ხედავდა და ნელ_ნელა გიჟდებოდა _გეყოფაათ _ დაიყვირა. ფეხზე წამოდგა და ისე შეხედა ყველას რომ წამსვე გაჩუმდნენ _ოთახიდან გადით ! თქვენს ოთახში შეიკეტეთ და თქვენი ხმა არ გავიგო როცა გავაკეთებ მაშინ შეჭამთ ... ჩემი სისხლი დალიეთ და გული გამომგლიჯეთ უკვე ყველამ _წამოდი ... წამოდი სანამ ყველას გვცემს სჯობს გავიდეთ_უფროსმა თქვა და პატარებიც წაიყვანა _სად იყავი ამდენ ხანს ... მანამდე რას მიკეთებდი სახლში ზიხარ 24 საათი და რა გახდა სადილის მომზადება _კიტა შემხვდა იცი? ციხიდან გამოსული კიტა რომელიც აღარაა ის საყვარელი წესიერი ბიჭი... შუა ქუჩაში გვერდით დამიდგა გესმის შენ ? -რას ბოდავ საერთოდ ... შენს ნახვას როგორ გაბედავდა წავა აქედან- ენა დაება, კიტას გაგონებისას ხმაც დაკარგა და სრულიად მოენგრა გამომეტყველება_რაო რა გითხრა _არ მიდის... აქ რჩება . შენ რომ იძახდი თუ გამოვა კრისასავით გაიქცევა ქვეყნიდან აქ რა დარჩენიაო ... იძახდი გიორგის და თევდორაძეების შიშით ერთ დღესაც არ გაივლის ქალაქშიო ის კი მშვიდად დააბიჯებს რამდენიმე თვეა და არსად წასვლას არ აპირებს _რა გითხრა _მეთქი ქალო ... რა გითხრა _ მხრებში წვდა და შეანჯღრია _შენთან რა უნდოდა -შემახსენა როგორ მივქარე შენ რომ აგირჩიე...მიყურებდა ასეთ განადგურებულს და ვეცოდებოდი _ხელი გაითავისუფლა და გაიცინა მითხრა შენ ქმარს ციხეში ხშორად ვერ ნახავო. რატომ მითხრა ეს...რატომ არის ასე დარწმუნებული და მშვიდი თუ მართლა თვითონ მოკლა მიშო _მაგის დედას შ.ვეცი დადის და რამდენ სისულელეს ამბობს. რატომ ჩემთან არ მოვიდა მივუნგრევდი სახეს... _ მელოტ თავზე კოტიტა თითებს ისვამდა და აღელვებისგან დაცვარულ კანზე კაპილარები სულ უფრო და უფრო მეტად ემჩნეოდა. _ კისერს მოვუგრეხ.! არ ეყო ხომ 15 წელი ციხის ხეხვა მაგ ნ.ბ.ზარს -შენ მოკალი ხომ? შენ მოკალი ... ვერ იტანდი ბოღმისგან და შურისგან სკდებოდი და მოკალი- არ ესმოდა ქმრის სიტყვები ისევ გათიშული იყო და ხმამაღლა ყვიროდა. მასთან მივიდა და ხელები დასცხო უზარმაზარ მკერდზე _ შენ მოკალი და მერე კიტას შეხოცე ხელები . დამპალი ბიძაშენი დაგეხმარა , დაგეხმარა და კიტა ჩასვეს... მეზიზღები . ვერ გიტან ცხოვრება დამინგრიე.. გამანადგურე ... როგორ ვერ გიტან . მეზიზღები წყეულიც იყოს ის დღე შენთან ყოფნაზე რომ ვიფიქრე _მანამ კიოდა სანამ ლოყის წვა არ იგრძნო. ოთახში გავრცელდა ხმა და ქალიც გაჩუმდა, წონასწორობა დაკაგული დაეცა ხალიჩაზე , გახეთქილი ტუჩიდან სისხლი სდიოდა, მაგრამ ვერაფერს გრძნობდა. არც პირველი იყო და ალბათ არც უკანასკნელი. ცრემლები სდიოდა სახეზე და ქვემოდან უყურებდა შეშლილ კაცს თმაში რომ წვდა და მაღლა წამოსწია _ მოკეტე ... მოკეტე თორემ ენას ამოგაცლი. ისტერიკას მიმართავ და გინდა ბავშვებმა გაიგონ ხომ? გინდა ბავშვები ამიმხედრო რა იყო კიდე ხო არ გინდა განქორწინება ... გინდა ხომ? გინდა წახვიდე და შენს ნებაზე იპარპაშო ახალი საყვარელი ხომ არ იპოვნე ... ყელს გამოგჭრი , მოგკლავ გესმის? კიდე რომ ახსენო ამ სახლში მიშო ... როდის უნდა მიხვდე რომ მორჩა აღარაა შენი მიშო... გაბოზდი, გაყიდე და მერე დაიბრიდა _ ერთ ხელს თმაზე უჭერდა მეორეს ყბაზე და მუხლებზე დაცემულს ზემოდან დაჰყურებდა _გესმის თუ არა ? კიდე გინდა ხო რო გაგიერთიანო ეგ მახინჯი სახე ... რა ახალგაზრდობა გენატრება წავიდა შენი სილამაზე და მე მაბრალებ? რა გინდა ჩემი ბრალია რომ გასივდი ... ძროხას დაემსგავსე და ვეღარ სუნთქავ? ჩემი ბრალია არაფერს რომ არ აკეთებ სახლში ზიხარ და მთელი დღე ჭორაობაში ატარებ ნამცხვრებით, ყავით და ათასი უბედურებით სკდები ? -მეზიზღები ... ღმერთმა დაგწყევლოს -ტიროდა, თავის დახსნას ცდილობდა , მაგრამ ძალა აღარ ჰქონდა. სახეში შეაფურთხა და წამით იგრძნო თავისუფლება შემდეგ იყო აუტანელი ტკივილი. გინება, ყვირილი და სიბნელე . სადღაც შორიდან მოდიოდა ბავშვების ხმა ოთახში რომ ვეღარ გაჩერდნენ და დედის დასახმარებლად გარბოდნენ. ასეთი იყო 15 წლიანი თანაცხოვრება , ახალაიას და მირცხულავას ბედნიერი ოჯახი რომელიც ღალატით დაიწყო . უდანაშაულოს სისხლით გასვრილი ხელი ჩაკიდა გუგა მირცხულავამ თიკა ახალაიას და მიუხედავად თავისუფლებისა ცხოვრება სიმშვიდეს არ სჩუქნიდა. ციხის გარეთ იყო , მუშოაბდა, შემსავალიც ჰქონდა , შვილებიც ჰყავდა და ქალიც რომელიც მეგობარს წაართვა , მაგრამ მაინც ცოცხლად ლპებოდა სულიც და სხეულიც... ოთახის ერთ ბოლოში გაბღენძილი, ბოროტებით სავსე კაცი იდგა . ბრაზისგან აკანკალებულ ხელში არყის ბოთლი მოექცია და ზიზღით დაჰყურებდა იატაკზე გართხმულ დასისხლიანებულ ქალს . ბავშვები შეშინებულები უყურებდნენ ნახევრად გონდაკარგულ ქაალს , ეშინოდათ სისხლიან სახეზე ხელის შეხება და ტირილით სთხოვდნენ გამოფხიზლებას. კაცი კი ისევ ისე იდგა , სინდისის ქენჯნის გარეშე უყურებდა საკუთარი შემოქმედების შედეგს და შიშის ჩასაქრობად სასმელს შეუსვენებლივ სვამდა, მაგრამ გრძნობდა როგორ უახლივდებოდა სამართალი . არ იცოდა ვისი უფრო ეშინოდა კიტასი თუ ციხის. ისიც არ იცოდა რას აპირებდა მენაბდე , როგორ იძიებდა შურს...მაშინ ვერ წარმოედგინა კიტას მსგავს კაცს ჭკუაში თუ აჯობებდა და საქმეს ბოლომდე მიიყვანდა , გაუმართლა ბოროტებამ იზეიმა, მაგრამ ახლა მენაბდეს ის ბრაზი და შურისძიების სურვილი ჰქონდა რაც მაშინ აკლდა. ახლა მენაბდე მომზადებული იყო , მაშინ კი ყველაფერი ერთად დაატყდა თავს წარმოუდგენელ მდგომარეობაში მოხვდა და ვერაფერი შეძლო . მიდიოდა , მიტორტმანებდა გათიშული ტვინით და უამრავი შიშით. მიდიოდა და თან მიჰყვებოდა მიშოს აჩრდილი , რომელიც არასდროს ტოვებდა . მისი მოჩვენება იმ წამიდან აედევნა გულში რომ ჩაარტყა დანა და მისი სუნთქვაც შეაჩერა. მიდიოდა ბარბაცით მიშო კი ღიღინებდა _მოშორდი ... მომწყდი თავიდან_ხელს იქნევდა , მაგრამ მიშოს ხმა ისევ ესმოდა . დამნაშავის სული სიმშვიდეს ვერასდროს ჰპოვებს. მკვლელს მუდამ თან დაჰყვება მოკლულის მოჩვენება და ესაა კანონზე აღმატებული სასჯელი რომელიც არასდროს დასრულდება , სამუდამო განსაცდელი , შეუცვლელი ანგარიშსწორება .............. ანო გიგასთან საუბარსაც ვეღარ ახერხებდა , არც კი ფიქრობდა იმაზე რომ ნელ-ნელა შორდებოდა ბიჭს . იმდენად იყო ჩაკეტილი საკუთარ ფიქრებთან კლინიკიდან დაბრუნების შემდეგ ფაქტობრივად უმოქმედო იყო. მორიგეობის დღეებიც დაემატა , ორმაგად დატვირთული იყო და სახლში მხოლოდ გამოძინებისთვის მიდიოდა. უბრალოდ ითიშებოდა, ფიქრსაც წყვეტდდა და შემდეგ ისევ კლინიკას უბრუნდებოდა . გიგა ცდილობდა, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა. ანოს უყურადღებობა ყველა ზღვარს გასცდა მხოლოდ მაშინ მოვიდა გონს ბიჭის დაბადებისდღეც რომ დაავიწყდა. დერეფანში მიაბიჯებდა პაციენტის ანალიზების პასუხებს კითხულობდა გიგა რომ დაინახა -ანო ... ანო ერთი წუთით შეგიძლია დამელაპარაკო? -გიგა ახლა არ მცალია... სხვა დროს იყოს - უბრალოდ წამით შეხედა და შემდეგ გზა განაგრძო. ვერც ბიჭის მზერა შეამჩნია, ვერც გამომეტყველება . რამდენიმე საათი იყო გასული ექთნების საუბარი რომ გაიგო -ძალიან კარგი ბიჭია და შესაბამისადაც მიულოცეს ექთნებმა..მთელი სტაფი მღეროა. ვიდეოები ნახე ინსტაზე? ისე გაუხარდა , არ ელოდა აშკარად -ქირურგიაში რომ ვმუშაობდი ვგიჟდებოდი ისეთი უშუალო და კარგი ბიჭია... ამდენი წლის სტაჟი მაქვს და მასეთი ექიმი მე ჯერ არ მინახავს... სხვებივით ქედმაღალი კი არ არის , მართლა მთელი გულით ვუსურვებ ყველაფერს საუკეთესოს -რა ხდება გოგონებო? ვისი დაბადებისდღეა? ტორტის ერთი ნაჭერი ჩემთვისაც იქნება?- სავარძელი შეაბრუნა და გაიღიმა -ანა ექიმო არ იცოდით გიგას დაბადებისდღეა ... -ჯანდაბა ...-იმ წამს მიხვდა როგორ მოიქცა და საშინლად იგრძნო თავი. წამსვე წამოდგა და ქირურგიის განყოფილებისკენ გაემართა , მაგრამ გიგა იქ აღარ იყო. გასახდელშიც კი შეიხედა, მაგრამ არ იყო . ზარის გარდა სხვა საშუალება აღარ ჰქონდა ამიტომ დაურეკა , ცოტა ხნის შემდეგ უპასუხა -გისმენ- მუსიკის ხმა ისმოდა რასაც თან გოგონების ხმებიც ერეოდა. მანქანაში იყო და სადღაც მიდიოდა -გილოცავ -გმადლობთ , ანა ექიმო -გიგა ... მაპატიე რა , გეფიცები -უნდა წავიდე ექიმო ... ხმა აღარ მესმის და თან მეგობრები მელოდებიან. დაგპატიჟებდით, მაგრამ მორიგე ხართ და რომც არ იყოთ არ გიყვართ კოლეგებთან ერთად განტვირთვა- გაუთიშა . საუბარი დაასრულა , მაგრამ ანო კარგად ხვდებოდა რამდენად გულნატკენი იყო. თითქოს არაფერი, მაგრამ გიგასთვის სულ უბრალო ყურადღებაც კი ბედნიერება იყო. არ იმსახურებდა ეს ბიჭი ასეთ მოპყრობას, იცოდა თევდორაძემ , მაგრამ თავსაც ვერ აიძულებდა. ერთი კვირის შემდეგ მოახერხა დროის გადანაწილება, ძალების აღდგენა და გიგასთან ერთად დასასვენებლად წასვლა დაგეგმა. იცოდა ბიჭს თავისუფალი დღეები ჰქონდა და სიურპრიზის გაკეთება გადაწყვიტა, ასე ადრეც მოქცეულა მისგან არ იყო გასაკვირი მსგავსი უეცარი გადაწყვეტილებები . ჩანთა აიღო , ტანსაცმელი ჩააწყო და დილაადრიან წავიდა . ტაქსის მძღოლს თანხას აწვდიდა სახლიდან გამოსულმა გოგონამ მძღოლს დალოდება სთხოვა. მაღალ ქუსლებზე მდგომი ლამაზი ქალი არეული თმითა და ბედნიერი სახით მოთავსდდა მანქანის უკანა სავარძელზე და კარიც თავად მიხურა. მანქანა მალევე დაიძრა ანო კი ისევ ქალზე ფიქრობდა წამის წინ გიგას სახლიდან თითქმის სირბილით რომ გავიდა და მისი ადგილი დაიკავა მანქანაში . ინსტიქტურად განაგრძო გზა , სახლში შევიდა და დაინახა კიდეც ბატონი ექიმი _საათი დაგრჩა კეკე ... გირეკავდი _ მობილური ეჭირა და თან საათს დაჰყურებდა . შარვალი ეცვა მხოლოდ , ასე უყვარდა უცბად ამოიცვამდა და ღილის შეკვრაც კი ეზარებოდა. ანო კედელს მიეყრდნო და თვალს არ აშორებდა , მის მზერასაც წააწყდა ხედავდა როგორ იცვლებოდა მისი გამომეტყველება , მაგრამ არ ადარდებდა. გაოგნებული იყო, კიდვე ვერ მოდიოდა გონს , მაგრამ არც ისტერიკის მოწყობის სურვილი ჰქონდა _ უკვე წავიდა ... ჩემი ტაქსი დაიჭირა და წავიდა. მგონი ეჩქარებოდა, ბედნიერმა დაიწყო დილა _ანო ... _ღმერთო რა უცნაურია ... იმ კაცებს შორის ვისთანაც კი ურთიერთობა მქონია შენ ყველაზე მეტად გიყვარვარ და შენ მიღალატე . როგორი გაურკვეველი გრძნობაა ეს სიყვარული არა ? - საუბრობდა და თან იაზრებდა მომხდარს. გაიცინა, ხმამაღლა იცინოდა და ბიჭს უყურებდა- ჯანდაბა ,შენ მე მიღალატე _არაფერს ნიშნავს ხომ იცი -უცნაური მზერა ჰქონდა _ვიცი , ვიცი და რა ვქნა ახლა გეგმა განვახორციელო შენთან ერთად ქალაქგარეთ სასტუმროში წავიდე? ავანაზღაურო ის დრო რასაც ვერ გითმობდი იმიტომ რომ ცუდად ვარ...მე ცუდად ვიყავი , შენ კი ვერ გადაიტანე ჩემი უყურადღებობა ხომ? ხედავ არც ისე ძლიერ გყვარებივარ ძირფასო _შეიძლება შევიშალო შენ როგორ შეგიძლია ასე მშვიდად იდგე და რეაქცია არ გქონდეს . მგონი მართლა ქვად იქეცი ... აღარაფერი მოქმედებს? სულ არაფერი? არადა როგორ მეგონა ახლა ისტერიკას მოაწყობდი , მეჩხუბებოდი... გეტკინებოდა. დავინახავდი რომ გიყვარვარ , რომ გაინტერესებ _ ვერაფერს ვგრძნობ გაკვირვების გარდა... არ ველოდი , ვერ წარმოვიდგენდი . გამაოცე _ისევ იღიმოდა , ხელები გაშალა და მერე უღონოდ ჩამოუშვა _ ხომ ხედავ , მარტო გრძნობა არააა საკმარისი _მორჩა ? დასრულდა , გიღალატე და დასრულდა ? მიზეზი ნაპოვნია არა? _ანო მშვიდად უყურებდა , გაურკვევლობაში იყო ისევ თითქოს ვერც იაზრებდა მომხდარს. გიგა კი ემოციებს გამოხატავდა , აგიჟებდა ანოს რეაქცია და ყველაფერი ერთად თავგზას ურევდა _ანო ... ანო რა უნდა გამეკეთებინა სულ ოდნავ მაინც რომ ამეღელვებინე -საინტერესოდ დავასრულეთ არა? -კი ნამდვილად დავასრულეთ... მორჩა . აზრი აღარ აქვს ჩემს მცდელობებს -რომელ მცდელობებს, მიღალატე გიგა -არ მიღალატია, მაგრამ ვხედავ როგორი რეაქციაც გექნებოდა ღალატის შემთხვევაში. გკიდივარ, ესაა და ეს აქამდეც ხომ ვიცოდი, მაგრამ ახლა დავრწმუნდი რომ შენთვის სულერთი ვარ -როგორ? -რა როგორ ... აი ასე , არ მიღალატია . კეკეს სხვა ოთახში ეძინა და საერთოდ არაფერი გვქონია , მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს . სიყვარული ნამდვილად არ არის საკმარისი , განსაკუთრებით მაშინ თუ ეს გრძნობა ცალმხრივია -გიგა - თვალებში უყურებდა ბიჭს და სუნთქვა ეკვროდა . არ ტყუოდა , არ მოატყუებდა და ეს ანომ კარგად იცოდა -იმდენად არ გჯერა სიყვარულის რომ არც კი დაგიშვია სხვა რამე ... წამსვე იფიქრე რომ მომბეზრდა ლოდინი და განტვირთვა გადავწყვიტე -დასრულდა? გიგა - მიუახლოვდა , თვალებში უყურებდა მერე ვეღარ გაუძლო და მოეხვია. ბიჭის მკლავების შეხება ვერ იგრძნო , მხოლოდ მისი გულისცემა ესმოდა ...- შენ ზედმეტად კარგი ხარ - ჩუმად უთხრა და ტუჩები ყბაზე შეახო -მაგრამ შენთვის არ ვარ ... არც შენ ხარ ჩემთვის , ალბათ ორივეს გყვყავს სადღაც ჩვენი ადამიანი რომელიც ამ წყეულ სიცარიელეს შეავსებს - თითები თმაში შეუცურა და სულ ერთი წამით შეეხო მის ტუჩებს. ანო წავიდა ... აღარ ჰქონდა ძალა, მშვიდად ყოფნის ძალა აღარ ჰქონდა. მიდიოდა და ყველაფერი ერთად უმძიმებდა სულს... მარტივია ყვირილი, კივილი, ომის დაწყება და ყველა ემოციის სიტყვებით გამოხატვა . თავისუფლდები, მშვიდდები, ჯავრს იყრი დამნაშავეზე და ყველაფერი სრულდება . სიჩუმე გამძიმებს, მოთმენა , იგნორი ყველაფერი იმდენად რთულია რომ ერთ წამში შესაძლოა ყველა დაფარული ჭრილობა გაიხსნას და ტკივილისგან მოგკლას. ჩუმდები , ცივილურად იქცევი, თავდაჭერილი ხარ , ამაყი და ეს სიძლიერე ბოლოს განადგურებს . დასრულდა ,ცხოვრების ეს ნაწილიც მივიდა ფინიშთან . ხომ იცოდა რომ მოვიდოდა დრო , იცოდა ეს ურთიერთობა განწირული იყო და იმიტომ არ ართულებდა ყველაფერს, მაგრამ მაინც არ ელოდა ასეთ განვითარებას. გიგას ღალატი წარმოუდგენელი იყო ? ხო ალბათ იყო , მაგრამ ანომ ცხოვრებისგან ისწავლა რომ გამორიცხული არაფერია და საკუთარი თავისგანაც კი ელოდა იმედგაცრუებას. ახლა კი ხედავდა რომ თავად იყო მოღალატე , თავად უღალატა საკუთარი უნდობლობით და დაასრულა კიდეც . იქნებ სჯობდა ეყვირა, ეჩხუბა ისევ გააგრძელებდა ურთიერთობას , ამ სტანდარტული ქალური ქცევით შეინარჩუნებდა გიგას, მაგრამ შემდეგ რა იქნებოდა? ნუთუ სხვა გაგრძელება ელოდათ ანოს რომ ეჭვიანობის სცენა მოეწყო და ჩხუბის შემდეგ შერიგებულიყვნენ? არა, არა ეს არ იყო ანოსთვის განკუთვნილი ცხოვრება, მას არ შეეძლო სიყვარული , არ შეეძლო ჩვეულებრივი ქალივით ცხოვრება , მისი დარდის ობიექტი სასიყვარულო ურთიერთობა ვერ იქნებოდა . .......... -გამოდის გიღალატა?- თვალებგაფართოებული უყურებდა სალო და სულ ცოტა აკლდა გიგას გალანძღვამდე -არა ... არ მიღალატა -აბა ის ქალი ვინ იყო ... გჯერა რომ არ გიღალატა? კარგი რა აბა რატომ დაგშორდა - ლინდაც ჩაერთო და ცეცხლის ფრქვევა დაიწყო -ვერ მიხვდებით ... თქვენს წარმოდგენაში სხვაა ურთიერთობები , ჩვენთვის სხვა -და მაინც , მორჩა? -ღმერთო ისე ამბობთ ვითომ დავიხოცეთ... ჩვეულებრივი ურთიერთობა გვექნება. კოლეგები ვართ, ერთ კლინიკაში ვმუშაობთ რა დაგემართათ? -მოგვწონდა გიგა -მეც მომწონდა და მომწონს კიდეც, მაგრამ მორჩა ... -ისევ ვეძებთ ჩვენს პრინცს მაშინ როცა ქალბატონი ლინდა უკვე მეორე პრინცს უჩენს თავის გლეხის ბიჭს - სალომემ თვალები აატრიალა და გამობერილ მუცელზე მოეფერა ლინდას- ვაიმეე ჩემი გოჭიოო მალე დაიბადებაოო და რეებს ვასმენინებთოო ... დეიდა რომ დაიბადები იცი რა საგიჟეთ გხვდება? - უცებ შეიცვალა ხმის ტემბრი და პატარა ბავშივით დაიწყო საუბარი. სალომე და ლინდა , ორი მეგობარი სრულიად სხვა სამყაროდან. რომ არა საერთო ბავშვობა, თინეიჯერობა და მრავალწლიანი ნაცნობობა ვერასდროს დაუმეგობრდებოდნენ ერთმანეთს ექიმი რეანიმატოლოგი, ეკონომისტი და დაწყებითი კლასების პედაგოგი. ახლა კი ვინ იცის მერამდენე წელს ითვლიდა მათი მეგობრობა. ანოს ზოგჯერ შურდა მათი , სწავლის დროს ისინი რომ ერთობოდნენ, დადიოდნენ მეგობრებთან ერთად , ცხოვრებით ტკბებოდნენ თავად კი ან კითხულობდა ან მუშაობდა. იყო დრო როდესაც ყველაფერს ერთად ახერხებდა, შემდეგ გადაიწვა, ძალა აღარ ეყო , გამოიფიტა და მიხვდა რომ მხოლოდ ის უნდა ეკეთებინა რაც ყველაზე მეტად უყვარდა , რაც სამყაროსგან შორს ამყოფებდა . ცხოვრებასთან კავშირს გოგონების საშუალებით ინარჩუნებდა მათ რომ ხედავდა ხვდებოდა როგორი იყო ჩვეულებრივი ადამიანის ცხოვრება, რა პრობლემები ჰქონდათ სხვებს, რაზე ფიქრობდნენ, დარდობდნენ, ღელავდნენ და წამსვე მშვიდდებოდა. უყვარდა ორივე, მათი ცხოვრება, ლინდას ქმარიც უყვარდა ძმასავით რომ მიიღო , მისი შვილიც და ჯერ არდაბადებული ბავშვიც . ბედნიერება იყო მათთან , წარმოუდგენელი სიხარული რომელსაც ყველგან ვერ განიცდიდა. არ უმალავდა არცერთ ამბავს, მაგრამ მაინც არავინ იცოდა მისი განცდების შესახებ განა ატყუებდა , უბრალოდ თავადაც არ იცოდა , ვერ ხვდებოდა და ვერ გადმოსცემდა იმას რაც მის სულში ხდებოდა- მარტოსულობა მდგომარეობაა რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლება გაჩნდეს. მოვიდეს, მოგიცვას და აღარ დაგტოვოს.ცხოვრება შენთან ერთად განაგრძოს ისე თითქოს შენი არსების ბუნებრივი ნაწილია , მაგრამ არა, მისი მოშორება შეიძლება სულის ცარიელ ნაწილს რომ შეივსებ მარტოობაც გაქრება მანამდე კი ხმაურიან სიმარტოვეს განიცდი . ასობით ადამიანის გარემოცვაში იკარგები, შენ კაფსულაში იკეტები და მხოლოდ გარეგნულად აგრძელებ მათთან ურთიერთობას . ასე გადის დღეები, თვეები და წლებიც , მაგრამ ყველაფერს აქვს როგორც დასაწყისი ასევე დასასრული. უნდა დაელოდო დროს , როდესაც დასასრული მოვა ... ......... ოცი წლის იყო ციხეში რომ აღმოჩნდა, სასამართლომ საბოლოო განაჩენი თითქმის ორი წლის შემდეგ გამოიტანა და დაიწყო ჯოჯოხეთი რომელიც წლების განმავლობაში გრძელდებოდა. ეს იყო ერთი სამყაროდან მეორეში გადანაცვლება ბრალდებით რომელიც ჭკუიდან შლიდა. მიშო აღარ ჰყავდა, იქ გარეთ არ ელოდა , თევდორაძე მოკლეს და მის მკვლელობას აბრალებდნენ. უსუსური იყო, სასამართლოს შენობაში სამართლიანობის განცდა საერთოდ დაკარგა. ეს არ იყო სამართალი,ცხოვრება სადაც მიშოს მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს უკვე არსებობაც აღარ იყო. ციხის რკინის კარი ხმაურით დაიხურა და ერთბაშად დაატყდა თავს ყველა გრძნობა მიშოს დაკარგვა, დანაშაული რომელიც აჰკიდეს, მშობლები რომლებიც იქ იმ დარბაზში დატოვა , გატეხილი სახელი, შელახული თავმოყვარეობა და ცხოვრება რომელიც გარეთ მის გარეშე გრძელდებოდა... როგორი იყო კიტა მენაბდე? ჩვეულებრივი ბიჭი იყო სწავლობდა, ერთობოდა, ცხოვრობდა ისე როგორც უნდოდა . საშუალო ფენის ოჯახიდან იყო, არც სიღარიბეს უჩიოდა და არც ფუფუნებით ტრაბახობდა. მხიარულიც იყო, მაგრამ ძირითადად სერიოზული , პრინციპული და მიზანდასახულიც. არ არსებობდა პირობა დაედო და დაევიწყებინა ... მისი ცხოვრების პირველი ნაწილი , ცხოვრება ციხემდე ფერადი იყო არ უწევდა ბრძოლა ჰქონდა თავისი ადგილი და ეგონა რომ არაფერი შეიცვლებოდა . ციხის შემდეგ კი კიტა მოკვდა. იქ , სასამართლოს შენობაში დამარხეს ახალგაზრდა ბიჭი ფერადი ცხოვრებით და შექმნეს ვიღაც სხვა , კიტას სხეულში მცხოვრები სრულიად განსხვავებული ადამიანი. დიდი დრო გაატარა მარტომ, ყველასთან კონტაქტს ერიდებოდა იქაურობასთან შეჩვევა რთულად მოახერხა . ბოლოს ძალა იპოვნა, ტვინმა ადაპტაცია მოახერხა, გადალახა ბარიერები და ტრანსფირმირდა. დიდი დრო ჰქონდა, ზედმეტადაც კი იმისთვის რომ ბევრი ნაცნობი გაეჩინა. ისეთ ადამიანებს ხვდებოდა იქ როგორებსაც მანამდე იშვიათად ეკონტაქტებოდა, სხვა სამყარო დაინახა -ცოდვილთა სამყარო . იქ მკვლელებიც იყვნენ, ქურდებიც, მოძალადეებიც იყვნენ ისეთებიც სინანულის გრძნობა რომ არ ჰქონდათ და ისეთებიც სინდისი მოსვენებას რომ არ აძლევდათ. ვიღაც ციხის შემდეგ ცხოვრებას გეგმავდა, დღეებს ითვლიდა ზოგიც გასვლის შემდეგაც დაბრუნებას აპირებდა . ვიღაცისთვის ციხე სახლივით იყო , ზოგისთვის ჯოჯოხეთს ჰგავდა და მაინც ცხოვრება იქაც გრძელდებოდა . წლები გადიოდა და ეჩვეოდა, ზოგი მიდიოდა, ზოგიც რჩებოდა , ახლები მოდიოდნენ ის კი იქ იყო ჩუმად, მშვიდად აკვირდებოდა ყველას. ბევრი გაიგო, ბევრი ისწავლა , დაინახა და გააკეთა კიდეც. პირადი პრინციპებისთვის არასდროს უღალატია, მაგრამ იქ გაიზარდა ხო 25 წლის ასაკში უკვე ისე გრძნობდა თავს როგორც 85 წლის მრავლისმნახველი კაცი არადა ვერაფერი მოასწრო. ციხის გარეთ სამყარო ვითარდებოდა , მის გარეშე ხდებოდა ყველაფერი ის კი იქ იყო მარტოსული ასობით ადამიანის გარემოცვაში , მაგრამ მაინც მარტო. მშობლების ნახვა ანადგურებდა, ვერასდროს შეეჩვია მათთან შეხვედრას იქ ,იმ კედლებში მოხვედრილი დედის დანახვა შეხვედრით გამოწვეულ მთელ სიხარულს უქრობდა. მონატრებულს გულში რომ ჩაიკრავდა და მის სურნელს შეიგრძნობდა სუნთქვა უჭირდა იმდენად ეზიზღებოდა საკუთარი ცხოვრება , სძულდა ყოველი წამი ნანას იქ რომ გაატარებინა. ჯერ ორნი მიდიოდნენ, ერთმანეთის იმედზე უშვებდა იქედან ორივეს ერთ დღეს კი მხოლოდ ნანა მივიდა , შავებით შემოსილი იმდენად უმწეო ეჩვენა მარტო მყოფი დედა თითქოს მხოლოდ მის ნახევარს ხედავდა. ძლივს მივიდა სკამამდე , თითქოს ფეხებზე სიმძიმეები ჰქონდა და ისინი უშლიდნენ ხელს გადაადგილებაში . უყურებდა დასუსტებულ, გალეულ ქალს და გული უსკდებოდა , არ უნდოდა ეკითხა, არ უნდოდა გაეგო რომ მამა აღარ იყო , მაგრამ დრო ისევ ვერ შეაჩერა , ვერსად დაემალა სიმართლეს. აღარ იყო კაცი რომელსაც აღმერთებდა, აღარ იყო , ვეღარ გაუძლო მისმა გულმა და დატოვა ქალი რომელსაც ხელს წამითაც კი არ უშვებდა. აღარ იყო , ისე წავიდა რომ კიტამ მასთან დამშვიდობებაც ვერ შეძლო, ბოლოჯერ ვერ შეეხო, ვერ აკოცა, ვერ ჩაკიდა ხელი და ვერ უთხრა რომ დედას დაიცავდა... ის ისევ იქ იყო და არ შეეძლო მარტო დარჩენილი ქალისთვის ტკივილის შემსუბუქება. დიდხანს იდგა , უსიტყვოდ ჰყავდა მკლავებში მოქცეული აქვითინებული ქალი და შევერცხლილ თმაზე ეფერებოდა . როგორ უნდოდა შესძლებოდა მისი ტკივილის გაქრობა, მაგრამ არაფერი შეეძლო , ისევ უძლური იყო , ისევ არ ჰქონდა ძალა ცხოვრებასთან დაპირისპირების რომელმაც ბოლომდე გაანადგურა და მაინც ნანას გამო ვალდებული იყო გაეძლო, მოეთმინა, არ წაქცეულიყო , იქაურობას მოშორებოდა და დაემტკიცებინა თავისი სიმართლე. იმ დღეს დაჰპირდა ქალს აქაურობას რომ დავტოვებ სიმართლეს დავამტკიცებ და ახალ ცხოვრებას დავიწყებთო , პირობა დადო და აასრულებდა კიდეც. მოთმენა ისწავლა , ციხიდან გამოსვლის შემდეგ მისი ფეთქებადი ხასიათი საერთოდ გაქრა და ემოციებიც აღარ ჰქონდა . ციხის კარიც იღება, ერთ დღეს გესმის ნანატრი სიტყვები და თავისუფლდები. კვლავ სუნთქავ სუფთა ჰაერს, მზის სხივებს შეიგრძნობ და რაც შეიძლება შორს მიდიხარ ადგილიდან რომელმაც ცხოვრების საუკეთესო წლები წაგართვა. ისევ მარტო იყო , არავინ ჰყავდა , არავის იმედი ჰქონდა საკუთარი თავის გარდა , მაგრამ იყვნენ ადამიანები რომლების მასთან ვალში იყვნენ ზოგიერთი მათგანი სიცოცხლითაც კი იყო დავალებული . რამდენიმე მათგანი ნანასაც იცნობდა და ისე ზრუნავდა მასზე როგორც საკუთარ მშობელზე . ყველა მდგომარეობა რაღაც ახალს გვაძლევს . ყოველთვის ყველაზე რთულ მომენტშიც კი შეიძლება იპოვნო რაღაც მნიშნელოვანი , მთავარია შეძლო მისი შემჩნევა და მიღება. ............. მანქანა კლუბის შესასვლელთან გააჩერა და მშვიდად გადავიდა. როგორ უყვარდა თინეიჯერობისას ბიჭებთან ერთად გართობა, დალევა, ცეკვა და ახალი გოგონების გაცნობა. რამდენს უვლია ბანცალით მიშოსთან ერთად, ერთხელ სიმღერაც კი დაიწყეს შუა ქუჩაში . მიშოს სიცილის ხმა ჩაესმოდა ყურებში, მთვრალი სულ სხვანაირი იყო უფრო მეტს იღიმოდა, მეტ სითბოს გამოხატავდა და მის გვერდით ყოფნა მხიარულების დასაწყისი იყო. ახლა მნიშნელობა აღარ ჰქონდა, არც ისეთი ეიფორია ჰქონდა და არც დიდი მოლოდინები. ცივად მოათვალიერა სივრცე და როგორც კი ბიჭი დაინახა მაშინვე მისკენ დაიძრა. -უფრო მშვიდი ადგილი ვერ იპოვნე?- სავარძელში მიწოლილს თავზე დაადგა და შემდეგ მის გვერდით დაჯდა -სიმშვიდე ციხეშიც მეყო -მთელი წელია გარეთ ხარ რით ვერ აინაზღაურე - გაიცინა და ჭიქაში დაისხა სასმელი -მე ძმაო მშვიდი ცხოვრება არ შემიძლია... საქმე ისედაც მთელ ენერგიას მაცლის და ხო უნდა განვიტვირთო როგორმე? განტვირთვის ქალზე უკეთესი საშუალება მე არ ვიცი ... კი ვიცი , მაგრამ იმათ უკუეფექტები აქვთ ბლომად - სვამდა და თან ვიღაცას უყურებდა -რამდენი საათია გირეკავ და შენ აქ ხარ?- უეცრად გამოჩნდა ქალბატონი კესო შეკრული წარბებით, მკაცრი გამომეტყველებით -კოკო ერთხელაც შემომაკვდები -როგორ უცებ ჩნდები გოგო რა იყო , რა არის ნამდვილი ეშმაკი ხარ რა ...გული გამიხეთქე -როგორ ხარ კესო?- ფეხზე წამოდგა და გოგოს მიესალმა -კიტაა , შენ როგორ ხარ? ისე გამაგიჟა ვეღარც მოგესალმე- ბიჭს მოეხვია და ლოყაზე აკოცა- შენც აგიყოლია? -ცდილობს, მაგრამ ჯერ არ გამოსდის და ბრაზობს -ვაიმე დაიწყებენ ახლა ჩემს ლანძღვას, ორი ერთნაირი ... ბოროტი და არ მყოფნიდა ახლა ძმაც დავიმატე - ბურდღუნებდა და თან იცინოდა-რატომ მირეკავდი? -საქმე მქონდა , რომელიც უშენოდ მოვაგვარე . კარგია აქ რომ ხარ ... ახალ საქმეს ვიწყებთ და სანდო ადამიანი მჭირდება , მგონი შენთვის შესაფერისი საქმე ვიპოვნე , უარს არ მეტყვი იმედია -არ გეტყვის... ამდენი უსაქმურობა გააგიჟებს . დროა საქმე დაიწყო და ახლა არ თქვა რომ ამ შემოთავაზებას ვერ მიიღებ, ძმურად ნუ გამაბრაზებ -ხომ იცი რომ ჯერ გეგმები მაქვს ... მათ რომ შევასრულებ შემდეგ ვიმუშავებ -ნუ ატრაკებ რა გთხოვ, არქიტექტორი არ ხარ ტო? ხოდა ვაშენებთ ...რას ვაშენებთ კესარია? -ღმერთო რა სალახანა ხარ - თვალები აატრიალა ქალმა და ჭიქა ბოლომდე დაცალა- შენი ყურება ფხიზელი გონებით აღრა შემიძლია- ფეხი ფეხზე გადაიდო და სასმელით დანამული ტუჩები გაილოკა -საცხოვრებელ სახლს ვაშენებთ ... დაკვეთა გვაქვს და იმდენი საქმეა ფიზიკურად ვეღარ ვუმკლავდები. კადრების დეფიციტი მაქვს -ყველა გაუშვი და დეფიციტი როგორ არ გექნება -ყველა უსაქმურ იყო და ხელფასს უსაქმურებს ვერ გადავუხდი, ვერც უპასუხისმგებლო ადამიანს რომელიც კომპანიის იმიჯს არცხვენს თავისი ჩასვრილი საქმეებით ძმაო ჩემო - ჭრელი თვალები აპრეხილი წამწამების ქვეშ ისე საოცრად ჩანდა მზერას ვერ მოაშორებდი . საოცრად ეშხიანი ქალი იყო კესარია , მაგრამ რტული ხასიათი ჰქონდა თანაც კაცებს დიდად არ ენდობოდა -იმიჯს უფრთხილდები და მკვლელობისთვის სასჯელმოხდილ კაცს აძლევ მართვის სადავეებს? აშკარად მიკერძოებაა კესო , რაც თავისთავად უსამართლობაა სხვა თანამშრომლების მიმართ- კიტამ ღიმილით უთხრა და მასაც თვალები უფრო აენთო -კომპლექსი გაქვს კიტა იცი? შენ რა სახეზე გაწერია რომ ციხეში იჯექი? -არა , მაგრამ ჯერ კიდევ მიჭირს ხალხთან ურთიერთობა და აქაურობასთან შეჩვევა . უამრავი საქმე მაქვს თანაც მე მხოლოდ დიპლომის აღება შევძელი ... გამოცდილება არ მაქვს -კიტა... შემიძლია დაგეხმარო სიმართლის დამტკიცებაში ? ხომ იცი არცერთ რესურსს არ დავიშურებ - სერიოზული იყო , თვალებში უყურებდა და პასუხს ელოდა -გმადლობ კესო , თავად მოვაგვარებ ... მხოლოდ ცოტა დრო მჭირდება . ჩემი მოწინააღმდეგე ზედმეტად სუსტია -რა გეგმებით მოძრაობ ტო ... შარში არ გაეხვე იცოდე იმ ს.რს არაფერი დაუშავო მართლა მკვლელი არ გაგხადოს ტო -დამშვიდდი ყველაფერს ვაკონტროლებ და ყველაზე მეტად საკუთარ თავს ამ თემაზე საუბარი აღარ გაუგრძელებიათ . კოკო სადღაც გაქრა, სავარაუდოდ გოგოსთან ერთად იყო . კესო ნელ-ნელა აგემოვნებდა სასმელს და მალე იგრძნო კიდეც ალკოჰოლის მოქმედება. საუბრობდნენ უცნობი რომ მივიდა და კესოს გვერდით ჩამოჯდა -კესოო აქ არ გელოდი ... მიხარია -მე კი არ მიხარია და საერთოდ როგორც მახსოვს გაგაფრთხილე ჩემს სიახლოვეს რომ აღმოჩნდები მანძილი დაიცავი-თქო - ისე უცებ უპასუხა და იმდენად უხეში იყო რომ ბიჭს გამომეტყველება შეეცვალა - კიტა , ძვირფასო ყველა კაცი შეუგნებელია თუ მხოლოდ ეს უკანასკნელი? -ვფიქრობ მხოლოდ ეს უკანასკნელი - ბიჭს შეხედა და თავი გვერდით გადახარა- მაგრამ ვისაუბრებთ , როგორმე ვიპოვნი გზას მისი გონების გახსნისთვის -არა , არ არის საჭირო ... გასაგებია - კიტა რომ წამოიწია ბიჭი წამსვე წამოდგა და უკან გადადგა რამდენიმე ნაბიჯი- უბრალოდ მოგესალმე, მორჩა -ღმერთო სად მპოულობენ ასეთები- თვალი გააყოლა ბიჭს და შემდეგ ისევ მოსვა სასმელი- გმადლობ , კარგად გამოგივიდა -ადრე გაიქცა ... გამიტყდა -რომ არ გაქცეულიყო რას გააკეთებდი , ცემდი? -ენერგიის დახარჯვად ღირდა ვითომ? დაველაპარაკებოდი -ნამდვილად არ გავხარ ჩემს ძმას - გაიცინა და ბიჭს დააკვირდა- სხვანაირი ხარ , კიტა მენაბდე იქ ყოფნის სურვილი არ ჰქონდა, მაგრამ კესოს დატოვება არ უნდოდა. ქალი კი ისევ ნება-ნება აგემოვნებდა ვისკის , მელოდიას აყოლებდა სხეულს და ზოგჯერ მოცეკვავე წყვილებსაც უყურებდა. წასვლა რომ გადაწყვიტა უკვე ზღვარზე მეტი დოზა ჰქონდა მიღებული . ტყავის მოსაცმელი მოიხურა და ხელჩანთა აიღო -წავედით ...- კიტამ ჩანთა გამოართვა, ხელი მხარზე მოხვია და საყრდენად ექცა ქალს. ბრბოს გვერდი აუარეს და გარეთ რომ გავიდნენ ღამის სიგრილეს შეეჩეხნენ. ქალმა თავი მხარზე დაადო და ცხვირის წვერით შეეხო ყელზე . კანკალებდა, მთელი სხეულით თრთოდა და კიტას ეკვროდა- ჩემი მანქანით წავიდეთ , ხო? -ფეხით წავიდეთ რა , გთხოვ ... წავიდეთ და თან მელაპარაკე იმ გოგოზე -ვინ გოგოზე -ვინც გიყვარს -არავინ მიყვარს -კოკომ მითხრა რომ გიყვარს - მოგატყუა კოსტანტინემ -არ გიყვარს ?- ჭრელი თვალები მიანათა და გაჩერდა -კესო , სჯობს სხვა დროს ვისეირნოთ ახლა სახლში წაგიყვან . გამოიძინე თორემ ხვალ თავი გეტკინება კესარია ჭკვიანი ქალი იყო, მთვრალმაც კი იცოდა როდის უნდა გაჩუმებულიყო და ამით შეწყვიტა დიალოგი. მანქანაშიც ჩუმად იჯდა , შემდეგ დაემშვიდობა და სახლშიც ასე უსიტყვოდ შევიდა. თავადაც არ იცოდა რა მოსწონდა ასე ძალიან ამ კაცში, მაგრამ თავს ძლივს ერეოდა . კიტას ვინ უყვარდა? როდის მოასწრო შეყვარება , ოცი წლის ასაკში შეეძლო ისე შეჰყვარებოდა რომ ამდენ ხანს გაეძლო ამ გრძნობას? ჰქონდა კი საერთოდ სიყვარულის ძალა? თავადაც არ ჰქონდა პასუხი, არც უნდოდა ამაზე ფიქრი აკონტროლებდა , საზღვრებს უწესებდა გრძნობას და სხვა უამრავ პრობლემას შორის სიყვარული გზას ვერ პოულობდა . ერთ დღეს ალბათ პირველ ადგილს დაიკავებდა და შემდეგ მთელი არსებით შეიგრძნობდა მენაბდე ამ გრძნობის ყველა დადებით და უარყოფით მხარეს. ............ როდესაც მსხვერპლი თავდასხმას ელის სწორედ მაშინ უშვებს შეცდომას რომელიც ნადირის ლუკმად აქცევს . სწორედ მსხვერპლის როლში იყო გუგა მირცხულავა რომელიც ყოველ წამს ელოდა კიტას გამოჩენას. ქუჩაშიც კი ვერ მოძრაობდა თავისუფლად, რამდენიმე დღე სახლში გამოიკეტა , სვამდა და იმაზე მეტად აგრესიული იყო ვიდრე ოდესმე, ხშირად ხედავდა მიშოს, ბავშვებთანაც კი ახსენა რამდენჯერმე . კონტროლი დაკარგა, ისე დაფრთხა რომ საერთოდ დაკარგა აზროვნების უნარი, მშიშარა ვირთხა იყო რომელიც გასაქცევ გზას ეძებდა, მაგრამ ვერაფერს იფიქრებდა . 15 წლის წინ ჩადენილი დანაშაული იმაზე მძიმე ტვირთი იყო ვიდრე აღქმა შეეძლო, ცოდვა რომელიც მოსვენებას არ აძლევდა უკვე ახლოს იყო , სამართალი სულ მალე აღსრულდებოდა და გრძნობდა ამას . თიკას სახეზე არსებული იარები მაკიაჟით ჰქონდა დაფარული , ბავშვები სკოლაში წაიყვანა და უკან დაბრუნებული სამზარეულოსკენ დაიძრა. იქ იყო მისი თავშესაფარი, მაგრამ იმ დღეს იქაც ვერ დაემალა გურამს . წინა ღამის ღრეობის შემდეგ თავი უსკდებოდა ბატონს და დილიდან საშინელ ხასიათზე იყო -ბორჯომი რატომ არ დამიტოვე ოთახში ... არ იცოდი თავი რომ მეტკინებოდა? - მაცივრის კარი გააღო და მინერალურს რომ ვერ შეხედა სულ გაგიჟდა- არ გვაქვს? კი მაგრამ გუშინ რომ მოვიტანე სად გაქრა -ბავშვია მოწამლული, აღებინებდა სხვათაშორის მთელი ღამე , მაგრამ შენ არაფერი გაგიგია ჯერ რესტორანში ქეიფობდი შემდეგ მოხვედი და გათიშული დაეგდე საწოლზე. რა მექნა? დავალევინე - არ უყურებდა, ზურგით იდგა და კარადაში ალაგებდა მშრალ თეფშებს -და გარეთ არ იყავი რომ გეყიდა თუ ფულს არ გაძლევ ... მაგრამ ფეხებზე გკიდია, არ გადარდებს როგორ ვიქნები. ნატრობ რომ მოვკვდე, მაგრამ არ გეღირსება -რა გინდა გურამ? წვნიანი ქვაბშია , დაგისხამ ... ლუდიც არის . ბორჯომსაც მოგიტან თუ გგნებავს -შენი მათხოვარი ვარ თუ რა არის როგორ მელაპარაკები . შემომხედე რომ მელაპარაკები რამდენჯერ უნდა გითხრა- ისე უცებ იღრიალა ქალი შეხტა და ინსტიქტურად დაუვარდა თეფში. მერე იყო მსხვრევის ხმა რასაც გინება მოჰყვა და ყვირილი რომელიც დიდხანს არ შეწყვეტილა. -ხელი გამიშვი თორემ მოგკლავ იცოდე ... - მაჯაზე ჩავლებული ხელის მოშორება სცადა , მაგრამ ზედმეტად დიდი და ღონიერი იყო გურამი. -დედას შევ.ცი ამ სახლში ხომ ვერ დაისვენებ ადამიანი. დილიდან შენ მოჟამულ სახეს რომ შეხედავ კაცი ფუ შენი დედა მოვტყ.ან - ხელი გაუშვა და ისევ საძინებლისკენ წავიდა- ვიძინებ და ხმა არ გავიგო თორე ყელს გამოგჭრი დაწვა , მაგრამ დაძინება ვერ მოახერხა. მშვიდი ძილი არ გამოუვიდა მალევე ნახა სიზმარში კიტა და მიშო ერთად. გარბოდა ,მაგრამ ვერ მოახერხა მერე ყელში რაღაც მოუჭირეს და ახრჩობდნენ, გამოღვიძებულმა თიკა რომ დაინახა აღარაფერი უთქვამს . -რას მიყურებ -ვინ გკლავდა... ისეთი შეშინებული იყავი მგონი ჩაისვ.რე კიდეც - დამცინავად ჩაილაპარაკა და ტანსაცმლის კარადაში დაუთოებული პერანგები დაკიდა -ენა ჩაიგდე თორემ ამოგაცლი ... აქ რა გინდა საერთოდ არ გამაღვიძო-თქო ხომ გითხარი -უნდა წავიდე , მოსაცმელი მჭირდებოდა. შეგიძლია მშვიდად დაიძინო რამდენადაც სიზმრები მოგცემენ საშუალებას- მარტო დატოვა და წავიდა. არ იცოდა სად მიდიოდა, მაგრამ სახლში გაჩერებაც არ შეეძლო, სკოლის დასრულებამდე ჯერ კიდევ ჰქონდა დარჩენილი დრო . კაფეში დაჯდომა გადაწყვიტა, მაგრამ გადაიფიქრა და სიარული განაგრძო. რა იყო მისი ცხოვრება, როგორ გავიდა 15 წელი რა გააკეთა ამ ხნის განმავლობაში . ცხოვრებაში რაც გააჩნდა მხოლოდ ბავშვები იყვნენ და ზოგჯერ მათი დანახვაც არ უნდოდა. მათი გაჩენაც კი არ დაუგეგმავს თავად, ბატონი გურამი და დედამთილი გეგმავდნენ ყველაფერს ის მხოლოდ ინკუბატორის როლს ასრულებდა. შემდეგ ბავშვებს მარტო ზრდიდა, მთელი ენერგია მათ გაზრდას ხმარდებოდა . ეზიზღებოდა ყოველი დღე, ყველა ერთმანეთს ჰგავდა არაფერი იყო საინტერესო. გურამი ყოველთვის ჩხუბობდა, მუდამ უკმაყოფილო იყო, არასდროს ენდობოდა , სულ ახსენებდა მიშოს , ყოველთვის უაზროდ ეჭვიანობა ფეხმძმობის დროსაც კი ეჩხუბა ერთხელ. პირველად სამი წლის თანაცხოვრების შემდეგ დაარტყა, რაც უფრო დიდი დრო გადიოდა უფრო ხშირად ჩხუბობდნენ, მეტად აგრესიული ხდებოდა ბატონი და უფრო მშვიდად იწყებდა ქალის ცემას. ყველაზე საშინელი ალბათ ის იყო რომ შეეგუა, ნორმად მიიღო ეს ყველაფერი . ჯერ ერთი ჰყავდა , შემდეგ მეორე , უკვე სამი ბავშვი უყურებდა მშობლებს რომლებსაც ოდნავადაც არ უყვარდათ ერთმანეთი. სულ ჰქონდა კითხვა და ვერ ხვდებოდა რატომ შეირთო გურამმა ცოლად, თავიდან ფიქრობდა რომ უყვარდა, რომ სიყვარულის გამო მეგობარსაც კი უღალატა შემდეგ კი მიხვდა რომ მირცხულავას გრძნობები არ გააჩნდა . ის ერთი საცოდავი , შურიანი კაცი იყო რომელმაც გადაწყვიტა რომ მიშოს გოგოს წაართმევდა და იმდენად შევიდა აზარტში რომ თავსაც დააჯერა სიყვარული. ხშირად ფიქრობდა რა მოხდებოდა მიშოსთან რომ ყოფილიყო, როგორი იქნებოდა მისი ცხოვრება მისთვის რომ არ ეღალატა და იმ წყეულ დღეს გურამთან ერთად არ გაპარულიყო. დილით მიშომ გააცილა უნივერსიტეტში , ჩვეულებისამებრ გვირილები აჩუქა და საღამოს გურამს გაჰყვა, მისი გახდა . შემდეგ მიშოს მკვლელობის ამბავი გაიგო და ყველაფერი აირია. კიტა? კიტა მკვლელი იყო ? ამის დაჯერება არ შეეძლო, მაგრამ გურამმა დაარწმუნა. სჯეროდა, დიდხანს სჯეროდა მისი ახლა კი არაფერი იცოდა ზუსტად. ქუჩა გადაკვეთა და სახლის წინ გაჩერდა, მენაბდის სახლი ისევ ისეთი იყო როგორც წლების წინ . არ იცოდა იქ რას აკეთებდა, არც ის იცოდა გაბედავდა თუ არა კართან მისვლას. უკან გაბრუნებას გეგმავდა კიტა რომ გამოჩნდა. ეზოდან შემთხვევით გამოვიდა თუ სახლიდან შენიშნა არ იცოდა ,მაგრამ მისკენ დაიძრა და უკან წასვლა აღარ შეეძლო -თიკა -შენთან საუბარი მინდა - გაუბედავი იყო , მაგრამ კითხვები ნამდვილად ჰქონდა -ეზოში დავსხდეთ - ისე შეხვდა ამ ამბავს თითქოს ელოდა კიდეც. -შეგიძლია წყალი მომიტანო?- გრძელ სკამზე დაჯდა და ქვის მაგიდას იდაყვებით დაეყრდნო. კიტამ ჭიქით წყალი მიუტანა და მის წინ ჩამოჯდა - მადლობა -ნუ ნერვიულობ შენ მე არაფერს დაგიშავებ...იმსახურებ, მაგრამ დარწმუნებული ვარ ეს 15 წელი გურამის გვერდით სასჯელი იყო - ჯიქურ უყურებდა და თვალს არ აშორებდა -მე არ ვიცოდი მიშოს თუ ასე ძალიან ვუყვარდი... სულელი ვიყავი , ვერ მივხვდი ვინ იყო ნამდვილი და ვინ ყალბი -მე შენ იმ საღამოსვე გითხარი არ დარჩე-თქო , მაგრამ უარი მითხარი . შენ მიშო არ გიყვარდა და წარმოდგენაც არ გაქვს სიყვარულზე -შენ ის მოკალი ... არ მესმის რატომ არ აღიარებ 15 წელი იჯექი და ახლა რა აზრი აქვს. ყველამ იცის რომ მკვლელი ხარ. ყველა მტკიცებულება შენს წინააღმდეგ იყო . შენ კი გამოხვედი და მშვიდად გვადანაშაულებ -მებრალები , გეფიცები რამდენადაც შემიძლია და იმსახურებ იმდენად მებრალები იმ კაცთან რომ ხარ, რომ ვერ ხვდები ვინც არის და ამას იტან - მის სახეზეც ხედავდა ცემის კვალს, მაგრამ მაჯაზე მოკიდა ხელი და მაღლა აუწია ზედის მკლავი - შენ გგონია რომ ის ვერ მოკლავდა ადამიანს? მას მშვიდი აქვს სინდისი და არაფერი დაუშავებია? -როგორ დაამტკიცებ ამას - ეშინოდა, მაგრამ მაინც გაბედა - როგორ დაამტკიცებ ამდენი წლის შემდეგ მის დანაშაულს -გგონია გეტყვი რას ვაპირებ ? შენ იმდენად სუსტი ქალი ხარ რომ მოძალადე ქმარს დაიცავ იმიტომ რომ მის გარდა წასასვლელი არ გაქვს, მის მონად იქეცი . მონები კი ბატონებს არ ღალატობენ , ცოლები საყვარელ ქმრებს ტოვებენ მონები კი არა .. არასდროს ტოვებენ მბრძანებელს - თვალებში უყურებდა და მოქმედებდა. მასზე გავლენას ახდენდა , მშვიდი ტემბრი, შეუცვლელი მზერა -მე მონა არ ვარ ! -დარწმუნებული ხარ ?- ჩაიცინა და კოლოფიდან სიგარეტის ღერი ამოიღო. ეწეოდა და უყურებდა როგორ სვამდა ქალი წყალს, პირი უშრებოდა, თითებს იმტვრევდა და თავადაც ვერ ხვდებოდა იქ რა უნდოდა. -როგორ უნდა დაგიჯერო ... რაღაც გეგმა გაქვს , ალბათ გურამის მოშორებაც გინდა და გამომიყენებ -სერიოზულად? მე რა სერიული მკვლელი ვარ?- ხმამაღლა გაიცინა და ისევ მოწევა განაგრძო-არ მესმის აქ რატომ მოხვედი თუ თვალდახუჭულს გჯერა შენი ქმრის , მაგრამ არა ... არ გჯერა. ეჭვი გღრღნის, დიდი ხანია ხვდები რომ ის ნორმალურად არ იქცევა. ის გიჟია, არანორმალური, მას მიშო მოსვენებას არ აძლევს ხომ ასეა? ალბათ ხშირად ხედავს კოშმარებს, ბევრს სვამს რომ როგორმე სინდისის ხმა ჩაახშოს ... კიდევ რას აკეთებს, ცოდვები რომ ახრჩობს შენზე იყრის ჯავრს? -გეყოფა... გეყოფა -შენ თუ არ დატოვებ ის არასდროს გაგიშვებს. ციხეშიც რომ წავა მაინც არ გაგიშვებს, გაიძულებს იქ მიხვიდე , ბავშვები მიუყვანო და განაგრძო მასზე ზრუნვა . გეტყვის რომ შენს გამო მოკლა, დაგადანაშაულებს და დაგაჯერებს რომ შენი სიყვარულის გამო მოკლა სრულიად უდანაშაულო ბიჭი , რომელიც თვალდახუჭული ენდობოდა. შენს თავს ანდობდა - ბოლომდე აწვებოდა და თიკას გამკლავება არ შეეძლო. უცებ წამოვარდა , ტიროდა , ცრემლებს იმშრალებდა და ჭიშკრისკენ მიდიოდა-ძალა უნდა მოიკრიბო, ისევ არაა გვიანი ... თავიდან უნდა დაიწყო და მიატოვო . უნდა უჩივლო ძალადობისთვის და მოიშორო ქალი წავიდა ის კი მშვიდად იჯდა სკამზე, ეწეოდა და იღიმოდა. შურისძიება ახლა უფრო ტკბილი იყო, ერთი დარტყმით რომ გაენადგურებინა ვერაფერს იგრძნობდა. ის კი ელოდა, ითმენდა და თვალს ადევნებდა სამართლიანობის ბორბალს რომელიც სულ მალე დაეწეოდა გურამს , გადაუვლიდა და ისე გათელავდა კიტას ჩარევაც არ გახდებოდა საჭირო. ......... შუაღამე იყო , მშვიდად ეძინა კარზე კაკუნის ხმამ რომ გააღვიძა. იმდენად ინტენსიური და ძლიერი იყო დარტყმები რომ აშკარად სასწრაფოდ სჭირდებოდათ მისი დახმარება. სანამ კართან მივიდა უკვე მზად იყო , ჩვევაში ჰქონდა გადაზრდილი მძინარეც კი იცვამდა და მიდიოდა. მართალიც იყო, კართან სრულიად უცხო მამაკაცი იდგა და შეშლილი მზერით უყურებდა -ანო ხომ? -ვინ ხართ და პაციენტი როდის მიიყვანეთ კლინიკაში -კლინიკაში არ არის ... უნდა გამომყვეთ - აშკარად ეჩქარებოდა და თან ძალის გამოყენებას ვერ ბედავდა - ნუ მაიძულებ რამე დაგიშაო რა , უბრალოდ გამომყევით , დამეხმარეთ და მერე თავისუფალი იქნებით -ნუ მაცინებთ რა , ძალიან გთხოვთ მე ყაჩაღების პირადი ექიმი არ ვარ. საავადმყოფოში გადაიყვანეთ და მივხედავ ნებისმიერს ... გკითხეთ ვინ ხართ-თქო და საერთოდ როგორ მპოულობთ მაინტერესებს -მამათქვენს ვიცნობთ ... ვერ გეტყვით ვინ არის პაციენტი სანამ არ მიგიყვანთ . დრო არ იცდის , ბოზ.ს შვილი ვიყო მაგრად ვიწვებით - ცდილობდა თავი ეკონტროლებინა ,მაგრამ არ გამოსდიოდა და ძალიან სასაცილო იყო. ვერ იტანდა ფრაზას „ მამათქვენს ვიცნობთ“ მთელი გვარი საგიჟეთის პაციენტები იყვნენ ანოსთვის , მაგრამ ვერაფერს ახერხებდა. სხვა გზა არ ჰქონდა , არ შეეძლო , სინდისი ვერ მოასვენებდა კარი რომ მიეხურა და სასიკვდილოდ გაემეტებინა . მკვლელი უნდა გადაერჩინა, ყაჩაღი, მოძალადე , ვიღაც ვინც შესაძლოა მართლა იმსახურებდა სიკვდილს , სხვები ასე განსჯდიდნენ ანოსთვის კი სიკვდილს არავინ იმსახურებდა და არც ვინმეს ჰქონდა ამის განსაზღვრის უფლება . მანქანაში თავად ჩაჯდა და მაშინვე უთხრა ყველაფერი რაც შეიძლება დასჭირვებოდა. ისიც დააყოლა სად იშოვნი ჩემი საქმე არ არისო და გზას დააკვირდა. თვალები არ ავუხვიოთო რომ გაიგო სიცილი დაიწყო და სულ გააგიჟა უცნობი სტუმრები. სამ უცნობ კაცთან ერთად იჯდა მანქანაში, სამივე უკონტროლო იყო, ჩხუბის კვალი მათაც ეტყობოდათ , მაგრამ ადრენალინის მოჭარბების გამო ვერაფერს გრძნობდნენ. მიდიოდნენ სადღაც გაუგებარ ადგილას იმდენად დიდი სიჩქარით რომ თავის შემაგრება უხდებოდა . მერე გამოჩნდა აგარაკი , უზარმაზარი სახლი ეზო სავსე ბიჭებით რომლებიც ექიმის გამოჩენისთანავე მისკენ შებრუნდნენ. ის კი ისევ უდარდელად მიაბიჯებდა შესასვლელი კარი გაუღეს და პირველი შევიდა. მისაღებიდან ვიღაცის გინების ხმა ისმოდა, ბოხი, ხრინწიანი ხმა რომელიც თანდათან სუსტდდებოდა ,მაგრამ თავს მაინც აიძულებდა საუბარს -სად წავიდნენ... მომიტანონ ის დედამოტყნ.. დანა და ამოვიღებ. ისინი რას შეკრებილან ეზოში დაურეკონ შაკოს და მოძებნონ ის ნაბოზ.რი -მოვედით ბატონო ლაზარე -გხედავ იცი?- ირონიულად ჩაიცინა უცნობმა და ოთახში შესულებს მოავლო მზერა. ექიმი როგორც კი დაინახა მაშინვე მასზე გადაიტანა მთელი ყურადღება და თვალი აღარ მოუშორებია- რაც საჭიროა მოიტანეთ და გადით -ზედმეტი კითხვები და საუბარი არ გვინდა ხომ? თუ არ დამაცდი გატკენ - ხელთათმანები როგორც კი მოირგო მაშინვე მიუახლოვდა. არც უყურებდა ისე აკეთებდა ყველაფერს , სამაგიეროდ მის მზერას გრძნობდა. ყურთან ახლოს ესმოდა კაცის გახშირებული სუნთქვა და მისგან წამოსული სურნელიც მძაფრად აღიქმებოდა რეცეპტორების მიერ- ამ მარტივი ჭრილობის გამო ჩემი შეწუხება არ ღირდა...შენი ბიჭები ძალიან ღელავენ -მეღადავები ანო? -მიცნობთ კიდეც?- ხელთათმანები მოიშორა და ფურცელი იპოვნა - ამიტომ გამაღვიძეს ნაკაწრის დასამუშავებლად თითქოს შენი კარის ექიმი ვიყო და მომიშხამეს ხასიათი? -შენ მართლა არ ხარ ნორმალური - კბილებს ერთმანეთზე აჭერდა, ტკივილისგან ცივი ოფლი ასხავდა . უფრო ცემისგან იყო დაზიანებული ვიდრე იმ კონკრეტული ჭრილობის გამო -წარმოდგენა არ გაქვს ვინ ვარ ხომ? - გადაფითრებული იყო, ტუჩები გაუშრა და სიტყვის თქმასაც ძლივს ახერხებდა -არ დატვირთოთ მხარი, გადაიხვიეთ, მოუარეთ და ყველაფერი კარგად იქნება... მგონი თქვენს მტერს უყვარხართ ისეთ კარგ ადგილას გესროლათ ტყვია -ნემსი გაამზადა და ისე გაუკეთა არც გაუფრთხილებია - იმედია უკან დროულად დამაბრუნებენ- ისევ წერა განაგრძო და ბოლოს ბიჭს გახედა- ახლა დაიძინებ , რომ გაიღვიძებ უკეთ იქნები - თვალი ჩაუკრა და უკან გადადგა ნაბიჯი. -შენ ... ანო -მე , მე ანო... ვალში ხარ ხო? ვიცი, ვიცი ეგ საუბრები და ყელშია უკვე - ხელი აიქნია და ბიჭმა თვალები როგორც კი დახუჭა მაშინვე გავიდა ოთახიდან. -აბაა რომელი დამაბრუნებთ სახლში?- ჭირისუფლებივით იდგნენ სიგარეტით ხელში და უმსიამართოდ დააბიჯებდნენ- რა ? თქვენი ბატონი კარგადაა, ჭრილობას მიხედავს და მორჩა -ვნახავ და წაგიყვანთ -სძინავს ... რამდენიმე საათში თავად გაიღვიძებს . იქ დავწერე რაც დასჭირდება და წაიკითხეთ დაღლილი იყო და აღარ შეეძლო ათასჯერ ნათქვამის განმეორება, ყოველ ჯერზე ერთი და იგივე ხდებოდა. რომ დაეთვალა რამდენი მადლიერი პაციენტი ჰყავდა ალბათ სათვალავიც აერეოდა. ექიმი ალბათ ერთადერთია ყველას თანაბრად რომ სჭირდება და ყველა უძლური რომ არის მის წინაშე. შეგიძლია დაემუქრო, აიძულო, დააშინო , მაგრამ მაინც მასზე ხარ დამოკიდებული . არ აინტერესებდა მათი ვინაობა, არ უნდოდა გაეგო ვინ იყო, იქნებ მერე სინანული გასჩენოდა, ეშინოდა შეგრძნების რომელიც შესაძლოა დამნაშავის გადარჩენისას გასჩენოდა ამიტომ ცდილობდა კითხვების გარეშე დაბრუნებულიყო უკან. სახლში მიიყვანეს, მოწიწებით მიაცილეს სადარბაზომდე და უამრავი მადლობის შემდეგ წავიდნენ. მეორე დღეს სამსახურში ყვავილების რამდენიმე თაიგული მიართვეს, კაბინეტი გაივსო და ადგილი აღარ იყო. ბარათი ვერ იპოვნა, არც უცდია და დიდად არც დაინტერესებულა. ყვავილები ექთნებს გაუნაწილა, ჰყავდა სტუდენტი გოგონები რომლებსაც ძალიან მოსწონდათ ვარდები და ისინიც გაახარა. რამდენიმე ცალი ჩააწყო პატარა ლარნაკში და მაგიდაზე დატოვა. კაბინეტში შესვლა ვერც მოახერხა, იმდენად დატვირთული დღე ჰქონდა. მთელი კვირის განმავლობაში მიჰქონდათ თაიგულები და სულ სხვადასხვა ყვავილებით. ბოლოს ყველამ იცოდა ყვავილების ამბავი და საჭორაო თემაც გაუჩნდათ. წესით უნდა გაბრაზებულიყო , ან შეეფერებინა და გახარებოდა, მაგრამ იმდენად არ ადარდებდა ეს ამბავი რეაქციაც არ ჰქონია. -მეგონა არ გიყვარდა თაიგულები - უნდოდა ერთ-ერთი ხანშიშესული პაციენტისთვის ეჩუქებინა ყვავილები გიგა რომ გამოჩნდა -არ მიყვარს, მაგრამ შენსავით ყველა არ ფლობს ამ ინფორმაციას -გასაგებია ... მორიგი მადლიერი პაციენტი ? -მიყვარს მიხვედრილი რომ ხარ- გაუღიმა და ინსტიქტურად აკოცა ლოყაზე. შეჩვეული იყო და პრობლემადაც არ მიუღია- წარმატებულ დღეს გისურვებ გიგა ექიმო .......... ბიჭებთან ერთად ატარებდა საღამოს. ისინი იყვნენ ერთადერთი დამაკავშირებელი რგოლი მის ორ ცხოვრებას შორის. მათ ესმოდათ როგორი იყო გარემოსთან შეჩვევა, იმ გარემოსთან რომელიც სულ სხვაგვარი დატოვეს . მობილურებიც კი სხვანაირი ჰქონდათ, ინტერნეტ სივრცე მეფობდა უკვე , ხალხიც შეიცვალა თითქოს. ყველაფერი სხვანაირი იყო, ყველა სფეროში , ყველა ნაბიჯზე სხვა სამყარო ხვდებოდათ . არ იყო მარტივი პატარა ბავშვივით სამყაროს თავიდან შეცნობა. კოკო იყო ყველაზე ცოტა ხნით იქ და მას ისედაც საოცრად შეეძლო ადაპტაცია . ახლაც არხეინად იყო გაწოლილი დივანზე , ვიღაცას წერდა , იცინოდა , ეწეოდა და სასმელსაც მიირთმევდა -ადრე გოგოს საყვარელი ყვავილი რო გამეგო მთელ მის სადაქალოს ვკერავდი ტო და ახლა ინსტაგრამის გადაქექვაც საკმარისია ... გამარტივდა ცხოვრება ძმაო - კოკოს დასცინოდა ნიკუშა - აი კოკოც ამიტო აბრიყვებს გოგოებს ასე მარტივად თორე წლების წინ ამას ვინ შემოხედავდა -დავაი რაა ... განვითარდა სამყარო ძმაოო . გამარტივდა დიახ -შეეშვი შე ჩემა ამ მობილურს ან ხმა მაინც გაუთიშე ტვინი მომეტყნ. ან ვინ გწერს ამდენს წკაპ-წკუპ რო ისმის შეუჩერებლად -რა დღეში გაქვთ ნერვები ...- წამოჯდა და მობილურიც გადადო-კიტაა შეგიძლია გვითხრა ასე მდუმარედ რას ელოდები? -აჰ ახალგაზრდავ გვეკონტაქტები უკვე? მე კიდე უკვე ვფიქრობდი ინსტაგრამი გამეკეთებინა და მომეწერა -შეენც კიტა? არ ველოდი ძმაო -მაღიარეთ მსოფლიოში საუკეთესო ადვოკატად - კარი გაიღო და გამოჩნდა კლასიკურ ფორმაში გამოწყობილი ყურებამდე გაღიმებული ახალგაზრდა ბიჭი -თქვი რომ მახო გამოდის -მე თუ მოვინდომებ ციხეს ცარიელს დავტოვებ...ერთ კვირაში ჩვენთან იქნება. ჯერ არ მინახავს და არც ვაპირბ ... ზუსტად გამოსვლის დროს მივალ და დავხვდებით - ჭიქა გაავსო და მაღლა ასწია -მოსეს, მსოფლიოში საუკეთესო ადვოკატს გაუმარჯოს. უდანაშაულო დამნაშავეებისა და გამოსწორებული დამნაშავეების მაშველ რგოლს რამდენიმე წუთს მახოზე საუბრობდნენ. მოსე საუბრობდა საქმესთან დაკავშირებით და თან რამდენიმე ჭიქაც დალიეს. უკვე შეზარხოშებულები იყვნენ კესარია რომ შეუერთდდათ. მოსეს გვერდით დაჯდა -რას აღნიშნავთ ბიჭებო? -კესოო მახო ძია გამოგვყავს ... -მოსეე - მაშინვე ბიჭისკენ შებრუნდა და მხარზე ხელი მოხვია- ყოჩაღ , გაღიარებ კიდევ ერთხელ -გმადლობ მშვენიერო ... -მეც დავლევ ხო? ხვალიდან შვებულებაში გავდივარ და ქვეყნიდანაც მივდივარ. ოღონდ სად ჩემს ნაცარქექია ძმას არ ვეუბნები . ხომ გამაცილებთ აეროპორტში? -რაა? შენ ხო არ გაგიჟდი გოგო სად მიდიხარ... ვის უტოვებ საქმეებს? მე მიკეთებ ამას? -ისტერია ...ოჰ ეს მშვენიერი ისტერია - გაიცინა და გაგიჟებულ ბიჭს თვალი ჩაუკრა-დედიკო კესარიას დასვენების დროა . ხომ ვიმსახურებ ბიჭებო?- წამით თითქოს დასევდიანდა,მოსეს მხარზე თავი ჩამოსდო და კიტას მზერა გაუსწორა - ყველა ვიმსახურებთ დასვენებას , სულიერს თუ არა ფიზიკურს მაინც -დაისვენე ... მე მივხედავ შენს ონავარ ძმას- თავზე აკოცა მოსემ და მხარზე მოხვია ხელი- გაგაცილებთ კიდეც და რომ ჩამოფრინდები დაგხვდებით კიდეც -ხო აიი დიდი ბუთებით, ვარდებით და მუსიკოსებით დაგხვდებით -კოკო ისევ ვერ ისვენებდა -დამისხით რა გვიანამდე მათთან ერთად იყო , შემდეგ სახლში დაბრუნდა და დილით ნანა წაიყვანა სოფლის სახლში. შემდეგ დაბრუნდა და მოსეს მოულოდნელად ესტუმრა . კაბინეტში იჯდა ბიჭი და ფურცლებში თავჩარგული საერთოდ სხვაგან იყო ფიქრებით. -მოსევ ბატონო დაუბუნდით დედამიწას...გიძახებთ კიტა მენაბდე, აუცილებელი, გადაუდებელი საჭიროებისთვის - მაგიდაზე დააკაკუნა და გაიცინა -ვაა კიტა? აბა სოფელში მივდივარო? -ნანა დავტოვე და დავბრუნდი -ხოო? რა ხდება ?- როგორც კი დააკვირდა მაშინვე სერიოზული გახდა- კიტა მშვიდობაა? -დრო მოვიდა მოსე ...ზუსტად ვიცი მალე ყველაფერი დასრულდება ჩემო ძმაო -დასრულდება ... რა თქმა უნდა დასრულდება , მაგრამ როგორია ეგ დასასრული კიტა -არ ვიცი , მხოლოდ ის ვიცი რომ შენ მზად უნდა იყო -რისთვის , შენი ადვოკატი უნდა გავხდე ისევ? -ნანას უნდა მიმიხედო მოსე , შენს გარდა მას ვერავინ დაამშვიდებს ... მე თუ მოთმინება ამომეწურება მივალ იმ ნაბიჭვართან და ყელს გამოვჭრი- თავი დახარა და ხელებს დახედა- ამ ხელებს წლებია სისხლში ამოსვრას აბრალებენ ... არაფერი შეიცვლება -ასე ნუ ლაპარაკობ კიტა ... შენ ჭკვიანი კაცი ხარ . ხომ იცი არა? ხომ იცი არ ღირს , ცოტაც უნდა გაუძლო -გავუძლებ ... კიდევ ცოტას და შემდეგ დასასრულიც მოვა ჩემო მოსე -მიდიხარ? -დაიმახსოვრე რაც გიითხარი და მზად იყავი უყურებდა მიმავალ მენაბდეს და სიტყვებიც არ ჰქონდა. ყველაზე განსხვავებული კაცი იყო კიტა მენაბდე , არ ჰგავდა არცერთ დამნაშავეს ვინც კი ოდესმე უნახავს, არც რომელიმე უდანაშაულოს ჰგავდა . სხვანაირი იყო , ვერ ახდენდა მასზე გავლენას უბრალოდ მის გვერდით იდგა და მას შემდეგ რაც გაიცნო ზურგი არასდროს უქცევია. ახლაც დაელოდებოდა მოვლენების განვითარებას იმ იმედით რომ ყველაფერი მათ სასარგებლოდ დასრულდებოდა. ........ დილით ადრე გავიდა საავადმყოფოდან, ტაქსის მოლოდინში მობილურის ეკრანს დაჰყურებდა და უღიმღამოდ სქროლავდა სიახლე არ იყო, გოგონებსაც არ ეცალათ და ისე უბრალოდ ჭორაობდნენ ჩათში. საღამოსთვის ჰქონდათ გეგმები და მანამდე გამოძინებასაც მოახერხებდა. მანქანა რომ გაჩერდა მის წინ ინსტიქტურად დაიძრა , კარიც გააღო და მძღოლი რომ დაინახა წარბები შეკრა -უკაცრავად ... - დაბნეული უყურებდა მომღიმარ კაცს ,რომელიც მანქანიდან გადავიდა და მალევე აღმოჩნდა მის გვერდით - თქვენ -დილამშვიდობისა ანო -როგორც სჩანს მალე გამოჯანმრთელდით -თქვენი დამსახურებით... სახლში მიდიხართ ალბათ ხომ? -გამაკვირვეთ და ნუ შემომთავაზებთ წაყვანას , გთხოვ - ჩაიცინა და ბიჭის თაფლისფერებს გაუსწორა მზერა- შეძლებთ? -მინდა ვისაუბროთ , ახლა ალბათ დაღლილი ხარ და იქნებ მითხრა როდის დამითმობ დროს -არასდროს - ძალიან მშვიდად განუცხადა და იმ წამს გაჩერებული ტაქსისკენ დაიძრა- ხო მართლა, ყვავილებზე ალერგია მაქვს -მატყუებ ! -მიხვდი და შეწყვიტე ეს ბანალური ქცევა ... ტეხავს, გეფიცები - მანქანის კარი გააღო და ჩაჯდომამდე ერთხელ კიდევ გაუღიმა . მძღოლს მისამართი უკარნახა და მანქანასთან აყუდებული კაცისკენ აღარც გაუხედავს. საერთოდ დაივიწყებდა რომ არა უცნობის აქტიურობა . სახლში მივიდა, გამოიძინა, საღამომდე მოწესრიგდა , დაღლილობა გააქრო და მეგობრებთან ერთად წავიდა კლუბში. ტრადიციისამებრ ორ-სამ თვეში ერთხელ მაინც იკრიბებოდნენ და სასმელთან ერთად აყოლებდნენ ქარს ბოლო დროს მომხდარ ამბებს -მე წვენს დავლევ - როგორც კი დაჯდა მაშინვე თქვა და გამობერილ მუცელზე დაიწყო ხელები- რა კარგია რომ აღარ ეწევიან თორემ ხომ ვერ მოვიდოდი ახლა აქ? -მე ვიწყებ- სალომემ ჭიქა გაავსო და მაღლა ასწია- ჩემი ბოსი ტირანია ... სწერვა , სექსუალურად დაუკმაყოფილებელი ქალი რომელმაც საყვარელი ვე რიპოვნა, ორგაზმი დაავიწყდა რა არის და ჩვენზე იყრის ჯავრს - დაცალა და ისევ დაისხა- სამსახურიდან გამოვიქცევი ...არაა , მოვკლავ და ციხეში წავალ , ან დავასახიჩრებ, ენას ამოვაცლი -კიდევ ერთიც დალიე თორემ აგრესიის ზღვარს გადააჭარბე- ანომ გაიცინა და თავისი ჭიქაც აავსო არყით- ჯერ კიტა გამოუშვეს და ტკივილი განმიახლდა, სხვანაირად დავმძიმდი . ბევრი რომ ვიფიქრო შევიშლები და შესაძლოა მეც მკვლელი გავხდე , მაგრამ არ ვიცი კიტას მოვკლავ თუ ვინმე სხვას -ერთი ჭიქა დაცალა და სახედამანჭულმა დაისხა მეორე- მეცოდება და მერე ჩემი თავი მძულს რომ მეცოდება -მეც მეცოდება ... იმიტომ რომ მგონია მიშო არ მოუკლავს -აბა ვინ მოკლა ... სხვამ მოკლა ვიღაც ნაცნობმა რომელსაც ვხვდები, ვესალმები, ვისთან ერთადაც მივდივარ მიშოს საფლავზე ?- ისევ დალია და ტუჩები მოკუმა- ამას მირჩევნია რომ ის იყოს მკვლელი და მოვკლა! არ მინდა დავუშვა რომ ამდენი წელი მკვლელი თავისუფალი იყო, ჩვენ ყველამ უდანაშაულო დავადანაშაულეთ ... არ მინდა კიტა ისეთი აღმოჩნდეს როგორსაც მაშინ ვხედავდი . არ მინდა მოღალატე ვიყო - პირველად წარმოთქვა ხმამაღლა საკუთარი დამალული ფიქრები და იმ წამს გაიაზრა კიდეც -მეშინია , დანაშაულის შეგრძნების და იმ მოსალოდნელი სიძულვილის რომელიც ნამდვილი მკვლელის მიმართ მექნება ... მეშინია - თავი დახარა, ისევ დალია და მერე სახეზე ჩამოისვა აკანკალებული თითები. გოგონები ჩუმად უყურებდნენ და ვერაფერს ამბობდნენ -კიტას უნდა დაველაპარაკოთ ... დაელაპარაკო - ჭიქა მიაწოდა სალომემ და მზერა გაუსწორა- ხომ იცი , ვერ გაექცევი ამ გზას . სჯობს დროულად დაადგე გზას და მოიკრიბო ძალა ყველა დეტალის გონებაში დასაწყობად -უნდა მოემზადო კიტას სიმართლისთვის ... იფიქრო იმაზე თუ რას გააკეთებ მისი უდანაშაულობის შემთხვევაში -ამაზე ფიქრი არ შემიძლია, უაზროა ... მაინც ისე მოხდება როგორც იმ წამს მიკარნახებს სული - შეჭერდა და სავარძელს მიეყრდნო- გააგრძელე - ლინდას შეხედა წვენის ჭიქაში საწრუპ ჯოხს რომ ათამაშებდა -რაღა გავაგრძელო , გავსუქდი, გავგიჟდი და ათას საშინელებაზე ვფიქრობ . არასდროს რომ არ მიფიქრია ისეთებზე ვფიქრობ და ზოგჯერ საკუთარ ქმარსაც კი ვერ ვიტან . კიდევ მეშინია რომ დამტოვებს, მეშინია რომ მიღალატებს, რომ მშობიარობის შემდეგ ვერ გავუმკლავდები ყველაფერს და გადავუყვარდები ... ზოგჯერ მგონია რომ ცუდი დედა ვიქნები და ვიჩქარეთ -ახლა იტირებს და მეც ავყვები გეფიცები -არ ვიტირებ...ბოლო დროს აღარ ვტირი მგონი საერთოდ უგრძნობი გავხდი- იმდენად სერიოზული გამომეტყველება ჰქონდა სალომემ და ანომ ერთ ხმაში დაიწყეს სიცილი . დაიწყეს და ვეღარ გაჩერდნენ , სულს ძლივს ითქვამდნენ თევდორაძემ მაღალ სკამზე მჯდომი უცნობი- ნაცნობი დაინახა -კიდევ ერთი ჭიქა მჭირდება ... აი იმათთვის მადლიერების სინდრომი რომ აქვთ -ვინ გადაარჩინე ამჯერად ? -არ ვიცი და არც მაინტერესებს, მაგრამ ვატყობ სწერვობის პიკზე ასვლა მომიხდება -როგორი ხარ...ზოგი ექიმი იმასაც არ მკურნალობს ვინც კლინიკაში მიდის ან ბოლომდე ყვლეფს და შენ ნებისმიერს მიჰყვები, ნებისმიერ ადგილას და თან შეიძლება კანონის წინაშე შეგიქმნას პრობლემები ამ შენმა კეთილმა საქმეებმა -კიდევ ბევრი რამ შეიძლება მოხდეს, მაგრამ მირჩევნია გადავარჩინო ვიდრე მოვკლა. რისი გაკეთებაც შეგიძლია უნდა გააკეთო კიდევ ბევრი დალიეს, შემდეგ სალომე ცეკვავდა ანო ლინდასთან იჯდა , მის მხარზე ედო თავი და იქვე მაგიდასთან მოცეკვავე გოგოს უყურებდა. იღიმოდა, უმისამართოდ, უმიზეზოდ და ბოლოს უსიტყვოდ სვამდა ,მარტო’სულობის ერთ ჭიქას. ლინდას ქმარს გადააბარა გოგონები და თავად გაყოლაზე უარი განუცხადა. ჩვეულებისამებრ მარტო გაუყვა ცარიელ ქუჩას. ციოდა,გრძელი მოსაცმელის ქამარი უფრო მჭიდროდ შემოიხვია წვრილ წელზე და ქარისგან არეულ თმაში შეიცურა თითები . მიდიოდა და იცოდა უკან მიჰყვებოდა უცნობი -ნაცნობი თავისი დამქაშებითურთ. თავიდან აიგნორებდა , შემდეგ შებრუნდა და მზერა გაუსწორა -გგონია რომ საფრთხე მემუქრება და ელოდები როდის გააბათილებ ვალს, რომელიც რეალურად არ გაქვს? -გაკვირდები და ვერ ვხვდები როგორი ხარ , ანო -საიდან მიცნობ უცნობო? -გიორგის ვიცნობ , მამაც იცნობს -ანუ მამიკოს ძმაკაცის შვილი ხარ არა? - ჩაიცინა და ისევ მოიშორა სახეზე ჩამოყრილი თმა - დავიჯერო გიცნობდი და დამავიწყდი? -არ მიცნობდი ... -და ვინ ხარ ? -ლაზარე გასვიანი -გასვიანიი... თენგოს ძე - წამით დაფიქრდა და შემდეგ გაახსენდა- და აქ რა გინდა ლაზარე? მე გეტყვი რომ არაფერი , სულ არაფერი და შენ როგორც ჭკვიანი კაცი ნაცნობად დარჩები, თავს არ მომაბეზრებ მოიქცევი ისე როგორც ნამდვილ კაცს შეეფერება -მადლიერების გრძნობა რომ მაქვს ასეთი არაბუნებრივია? -გქონდეს, შენთან დარჩეს, ნუ დაივიწყებ მიხარია რომ გაქვს ... ყვავილებიც მოგვეწონა გოგონებს , მაგრამ მე მამაჩემის მეგობრების შვილებთან არ ვმეგობრობ , არც ს.ქსი მაქვს და არც ფლირტი - გაჩერდა , ქვემოდან ახედა და შემდეგ მანტოს საყელზე ჩამოუსვა თითები- გასაგებია ხომ? შენს ესკორტს მადლობა გადაეცი დაცულად რომ გავისეირნე ღამის თბილისში -მომავალ შეხვედრამდე , ანო- მონუსხული უყურებდა და იღიმოდა, შემდეგ ხელზე აკოცა და წავიდა . ანო ცოტა ხნით ჩამოჯდა შემდეგ ტაქსი გააჩერა და წავიდა იქ სადაც მეორე მარტოსული იყო. მასთან ვისაც ყველაზე მეტად უჭირდა სიმარტოვე . ბოლო დროს ხშირად სტუმრობდა , ადრე ასე არ იქცეოდა ახლა კი ისევ უჩვეულო დროს მიდიოდა, სრულიად შეუსაბამო ფორმით, შეუფერებელ მდგომარეობაში , მაგრამ მაინც იქ დაჯდა მიშოსთან მივიდა და რამდენიმე წუთიანი მდუმარე მზერის შემდეგ დარეკა -გისმენთ- ზარი სრულდებოდა კაცის ბოხი , ნამძინარევი ხმა რომ გაიგო და თვალები დახუჭა -მიშოსთან ვარ , გელოდები - უთხრა და საუბარიც დაასრულა. სახე ცივ ქარს შეუშვირა და ასე რამდენიმე წუთს გაჩერდა. დროის აღქმა უჭირდა, სავსე მთვარე დაჰყურებდა თავზე, უშვეულოდ მშვიდი ამინდი იყო მარტის შუა რიცხვებს რომ არ შეეფერებოდა ისეთი. გაზაფხულის სურნელი იქ არ ტრიალებდა, იქ მხოლოდ მარტოობა მეფობდა, სიცივე და სევდა სხვა ვერაფერს აღიქვამდი , არაფერი იყო ნათელი და ფერადი. მიშოს ღიმილიც კი უჩვეულოდ ცივი ჩანდა ... ნაბიჯების ხმა ესმოდა, ვიღაც მირბოდა , სწრაფად, იმდენად ჩქარა რომ მისი აჩქარებული გულისცემა და სუნთქვაც შორიდანვე შეიმჩნეოდა. ანო ხედავდა, უკან არ მიუხედავს , მაგრამ მისი თითოეული ამოსუნთქვა დაინახა. გაჩერებულმა ღრმად რომ ჩაისუნთქა და გადაპარსულ თავზე ხელი გადაისვა ესეც დაინახა, ადრეც ასე აკეთებდა როდესაც დამშვიდებას ცდილობდა. ერთი ნაბიჯი , ორი , სამი და უკვე მის გვერდით იყო . სახეზე გრძNობდა მის მზერას და თვალებიც გაახილა -ახლა , ამ წამს და აქ იარაღი რომ დაგიმიზნო რას გააკეთებ , კიტა? - მის არეულ მზერას თავისი მშვიდი მწვანეები გაუსწორა -ჯერ ვერ მოვკვდები , მიშოს გამო შური უნდა ვიძიო ... ჩემი მკვლელობის გამოც 15 წლის წინ სასამართლოში რომ მოხდა , ჩემი მშობლების გამო და შემდეგ სიამოვნებით მოვკვდები თუ შენ დაგინახავ ბოლოს - სუნთქვა ისევ აჩქარებული ჰქონდა, მაგრამ თვალი წამითაც არ მოუშორებია . სახე დაუმშვიდდა, წამით გაეღიმა კიდეც -რამდენი თვე გავიდა რაც თავისუფალი ხარ, რას ელოდები ...რატომ არ სჯი დამნაშავეს . შენ ხომ 15 წელი წაგართვეს, მეგობარი მოგიკლეს, ცხოვრება გაგინადგურეს, რატომ ენდობი სასამართლოს რომელმაც შენ ციხეში ამოგაყუდა, რატომ თავად არ აღასრულებ სამართალს -მკვლელობა ყველაზე სულელური შურისძიებაა, ცოცხლად დატოვებაა ნამდვილი სასჯელი. მკვლელი გავხდები და მიშოს მკვლელს სიმშვიდეს მივანიჭებ . ის აქ იტანჯება, მისი სული ცოცხალ სხეულში ლპება რომ მოვკლავ მერე არ ვიცი რა იქნება, იქნებ ჯოჯოხეთი არც არსებობს . აქ უნდა ვუყურო მის ტანჯვას- კბილები ერთმანეთს დააჭირა, თავს იკავებდა, ცდილობდა , მაგრამ ანოს ვერ უმალავდა გრძნობებს. მის წინ იდგა სრულიად შიშველი ემოციებით და ეს იმდენად ნათელი იყო ქალი მთელი სხეულით თრთოდა -ვინ არის - თავი დახარა, საკუთარ თითებს დაჰყურებდა და თავს აიძლებდა არ ეფიქრა - ვინ არის - მეთქი , მითხარი ვინ არის - უცებ წამოდგა , მის წინ აღმოჩნდა, წონასწორობა დაკარგა. სასმელის ჭარბი დოზა, ემოციები და სიმართლე რომელიც ერთდროულად აწვებოდა მის დასუსტებულ სულსა და სხეულს - ვინ არის - ისევ გაიმეორა . კაცის მკლავები წელზე შემოხვეოდნენ, სქელი მატერიის ქვეშაც ატანდა მათი სიმხურვალე . იმდენად ახლოს იყო , მის თვალებში სულის დანახვაც კი შეეძლო ანოს . ინსტიქტურად შეახო თითები ლოყაზე და იგრძნო როგორ დაენამა სახე მლაშე სითხით- რა გაგიკეთეთ , კიტა ? -ანო , გთხოვ არ გინდა- გაყინული ჰქონდა თითები , ცრემლები შეუმშრალა და თავადაც აემღვრა თვალები- შენ არაფერი გაგიკეთებია, შენ არაფერი ... გეფიცები - მისი სახე ხელებში მოიქცია , თმაზეც შეეხო , მაგრამ ანოს არ ესმოდა. არაფერი ესმოდა და ვერაფერს გრძნობდა სულის ტკივილის გარდა. სინდისის ქენჯნა, დანაშაულის შეგრძნება და ტკივილი რომელიც ერთდროულად გაყენებს უამრავ ჭრილობას, სულს გიმახინჯებს -ცხოვრება წაგართვით ... მიშოს ვუღალატე , ვერაფერი გავაკეთე . დავიჯერე რომ შენ იყავი და შეგიძულე , დაგივიწყე კიტა მე ორივეს გიღალატეთ ... მოვტყუვდი, ვერ დაგინახე , ვერ ვიგრძენი, ვერ მივხვდი - არ მოძრაობდა, ჩურჩულით ამბობდა სიტყვებს ისე თითქოს საკუთარ თავთან საუბრობდა . სივრცეში დაიკარგა, წამი დასჭირდა სამყაროს ერთ წერტილში მოქცევას ყველაფერი შავმა ფერმა მოიცვა . გონდაკარგული მიესვენა კიტას მკლავებში . თავი მის მკერდზე ჰქონდა მიყრდნობილი ,ისეთი ლამაზი იყო , ისეთი სუსტი და დაუცველი ეგოისტურად დიდხანს მოგინდებოდათ მისი ამ მდგომარეობაში ხილვა. მდგომარეობაში რომელიც არასდროს განუცდია, ანო თევდორაძისთვის წარმოუდგენელი იყო . იქ სიცოცხლე და სიკვდილი ერთმანეთს ებრძოდნენ. იმ სამყაროში სიყვარული და სიძულვილი მუდმივ ჭიდილში იყვნენ . ბოროტება და სიკეთე ყველა ადამიანში ცოცხლობდა, ხან ერთი იმარჯვებდა ხანაც მეორე. კიტა მენაბდეს ხელში ჰყავდა აყვანილი უგონოდ მყოფი ანო თევდორაძე და შორდებოდა მდუმარე სასაფლაოს. უყურებდა ქალის სახეს და სიცივეს, ბოროტებას, სიძულვილს ყველაფერს უკან იტოვებდა . თუ შენი გული ისევ გაორმაგებულად ძგერს მისი დანახვისას, თუ ისევ შეგიძლია გიყვარდეს , გიყვარდეს გამეტებით მაშინ წარსულსაც აქცევ ზურგს , დახურავ სიბნელის კარს და შექმნი ფერებს მომავლისთვის, მისთვის და შენთვის... ................. ზამთრის ცივი, პირქუში დღე იყო დილით უცნაურმა სიცივემ რომ გააღვიძა , სხეულში დავლილმა უსიამოვნო შეგრძნებამ გამოაფხიზლა და ვეღარ დაიძინა, საბანში გახვეული უმოძრაოდ უყურებდა ფანჯრიდან დანახულ ხედს. ნაცრისფერი იყო ქალაქი, თოვლის გარეშე , გაშიშვლებული ხეებით და ღრუბლიანი , ბნელი დღეებით . სიჩუმე იყო სახლში , დილისთვის დამახასიათებელი მყუდროება ნინოს კივილმა რომ დაარღვია. 16 წლისაც არ იყო მაშინ ანო თევდორაძე . სულ ბავშვი იყო თავისებური ფერადი ცხოვრებით და გეგმებით , ოცნებებიც ჰქონდა სულის ნაწილიც ჰყავდა რომელიც იმ დღეს დაკარგა. გულაჩქარებული მირბოდა,სხეულში დავლილ ჟრუანტელს ებრძოდა მანამ სანამ ტკივილისგან შეშლილ მშობლებს გადაეყარა. იმ მრავალი სიტყვიდან, რომელიც ნინომ ქვითინისას თქვა ესმოდა მხოლოდ სამი „ კიტამ მიშო მოკლა“ ანოს მიშო ანოს კიტამ მოკლა ეს იყო რეალობა რომელმაც წამიერად შვა მარტო’სულობა გაშეშდა, სულიერად გაქვავდა, მისი ემოციები ყინულად იქცნენ. იმ დღეს გაიზარდა, არსებული ძალები მთლიანად მშობლებისკენ მიმართა, შვილმკვდარი ქალისკენ და საკუთარი თავი დაივიწყა. სხვა არავინ ჰყავდათ და სამი ადამიანზე ზრუნვა თავად უწევდა, ამ ყველაფერზე არ ფიქრობდა უბრალოდ საკუთარი დათმო . დრო გადიოდა, სულ უფრო მეტს თმობდა საკუთარ ემოციებს ტოვებდა ძალას იღებდა და თანდათან უფრო მეტად ცარიელდებოდა. ვერ ფიქრობდა, მხოლოდ ტკიოდა , იბრძოდა, ზრუნავდა და ხალხის ხმას ისმენდა. იმ ხმებს რომელიც ჩაესმოდა ყველა მხრიდან, დაუჯერა გამომძიებელს, ადვოკატებს, მოსამართლეს, ყველას დაუჯერა კიტას გარდა. მხოლოდ მისი არ ესმოდა, მას არ ხედავდა, მას აღარ გრძნობდა . კიტა მოკლა, პირველმა მოკლა მენაბდე ! როდესაც სასამართლოში აყვირებულს, ძარღვებდაბერილს, სრულიად შეშლილს ზედაც არ შეხედა, როდესაც მისი სიტყვები არ გაიგო მენაბდე მოკლა . გააქრო ყველა და ყველაფერი რაც მენაბდეს გაახსენებდა, მოგონებებს რომელიც მასთან აკავშირებდა ისე მცირე , მაგრამ ასე ემოციურს . ყოველ ჯერზე , ყველა პროცესზე ბრძოლა იყო მარტოდ დარჩენილ ნანა და ირაკლი მენაბდეები თევდორაძეების წინააღმდეგ . იქ იჯდა, მათ მხარეს იყო და მათ მსგავსად არ ხედავდა განადგურებულ ოჯახს. ბრბოს მიერ მართული უსულო მარიონეტი იყო , რომელიც მხოლოდ საკუთარ ტკივილს გრძნობდა, მის მხარეს მსხდომების ყალბ და ნამდვილ ტკივილს. იქ იმდენი ადამიანი იყო, იმდენი კეთილმოსურნე გამოჩნდა, იმდენი ჩაება ბრძოლაში, იმდენმა გადაუარა მენაბდეების ოჯახს , მაგრამ რამდენს ჰქონდა რეალური ტკივილი არავინ იცის. იქ მათ შორის იყო მკვლელი? იქნებ იქ იდგა და ტკბებოდა საკუთარი შემოქმედებით, სიამოვნებას იღებდა ორი განადგურებული ოჯახის ცქერით. არ იცოდა , ანოს პასუხი არ ჰქონდა . ანომ უღალატა , საკუთარ თავს და განუყრელ მეგობრებს. მიშოს და კიტას უღალატა, მათ მეგობრობას რომელსაც შორიდან ადევნებდა თვალს , მთელი ბავშვობა ხედავდა იმ ორს ერთად ,ყოველთვის ყველაზე მეტს ხედავდა მათში და შემდეგ ისე უღალატა როგორც სხვებმა. არადა ორივე ენდობოდა, ორივეს მისი იმედი ჰქონდა და მან უღალატა , ვერ დაიცვა, ბრბოს დაემსგავსა, განაცრისფრდა... მარტო სული დარჩა , სიგარეტით ხელში გაცოცხლებული მოგონებებით და ფიქრებით, ფიქრებით წარსულზე, აწმყოზე და მომავალზე. ქარიშხალი რომელიც გონებაში ტრიალებდა მთელს არსებას მოიცავდა , სულს უხუთავდა. მოჩვენებასავით დადიოდა ჩაბნელებულ სახლში , ყველაფერი თავდაყირა დააყენა სანამ არ იპოვნა წლების წინ გადამალული ყუთი რომელშიც გამოკეტა ფოტოებზე ასახული მოგონებები. ათრთოლებული თითები შეახო სურათზე გამოსახულ სახეებს და დაბინდული თვალებიდან ცრემლების ახალმა ნაკადმა იწყეს დენა. უყურებდა და ვერ ხვდებოდა როგორ შეძლო დაევიწყებინა ... ტვინმა ერთ პატარა სეგმენტში გამოკეტა ყველა მოგონება რომელიც 16 წლამდე ჰქონდა, მიშოც კი დაივიწყა , მიშო როდესაც კიტას გვერდით იყო . შეძლო , ეს შეძლო , მაგრამ ღირდა? ის რაც ძალად მიაჩნდა ახლა გაქცევად აღიქვამდა. რომ არ დაევიწყებინა, რომ არ გაექრო იქნებ სიმართლე დაენახა და მოღალატედ არ ქცეულიყო. ახლა ვინ იყო? ანო თევდორაძე რომელსაც მარტოსულობამ თავი დააკარგვინა. სად იყო ანო თევდორაძე რომელმაც 15 წლის მიშოსთან და კიტასთან ერთად შეაჩერა ცხოვრება... პირველად ვერ გაუძლო მარტოობას, სული თავის დაკარგულ ნაწილს ეძებდა და მიჰყავდა სხეული იქ სადაც ელოდა მეორე მარტო’სული. ......... სახლის წინ იდგა სრულიად არეული გრძNობებით, გაცოცხლებული წარსულით და დაუფიქრებლად მიიწევდა წინ. ცარიელი იყო მისი მზერა, უმეტყველო ჰქონდა გამომეტყველება უბრალოდ მიაბიჯებდა სახლში რომელშიც მხოლოდ ერთხელ იყო და ინსტიქტს მინდობილი მხოლოდ კიტას ნახვას ელოდა. თვალები დახუჭა , სახელურს შეეხო და ფრთხილად ჩამოსწია . ნანა რომ დახვედროდა იქ წარმოდგენა არ ჰქონდა რას გააკეთებდა , მაგრამ გაუმართლა და პირდაპირ კიტას ოთახში მოხვდა. ნაბიჯი გადადგა თუ არა მაშინვე შეეკრა სუნთქვა. წამით გონება დაებინდა, თვალები რომ გაახილა კარს იყო აკრული და ყელზე ძლიერად უჭერდნენ ბიჭის თითები. მისი თვალების დანახვისას ყველა ემოციამ იფეთქა, თითები მაჯებზე მოხვია და დაელოდა როდის გაიაზრებდა კიტა მომხდარს. შეშლილი მზერა ჰქონდა, ისე უყურებდა თითქოს მოჩვენებას ხედავდა, სხეულზე ეკვროდა ქალს და მიუხედავად იმისა რომ ყელზე აღარ უჭერდა მაინც ზედმეტად ახლოს იყო . სუნთქვა გაუხშირდა, ზემოდან დაჰყურებდა და სიტყვასაც არ ამბობდ -კიტა- ბიჭს არ ესმოდა მისი ხმა. თითები ფრთხილად შეახო შეწითლებულ ყელზე და თავი დახარა -შეიშალე ანო? - იმდენად ჩუმად თქვა ახლოს რომ არ ყოფილიყო ვერ გაიგებდა. მისი შეხებისგან გამოწვეულმა უცნაურმა ჟრუანტელმა სრულიად მოადუნა და დაძაბულობაც გაუქრა რასაც ბიჭზე ვერ ვიტყოდით-აქ რა ჯანდაბას აკეთებ- მუშტი ისე მიარტყა ხის კარს რომ ანო ინსტიქტურად შეხტა- ნაბიჯების ხმა რომ გავიგე მეგონა ... ჯანდაბა , ამის დედაც კინაღამ დაგახრჩე - ხელისგული კარზე მიაბჯინა და ხმას აუწია - აქ რა გინდა , რა გინდა ანო -პატიება ...მე პატიება მინდა -პატიება ? შენი აზრით 15 წლით ცხოვრების შეწყვეტა შეიძლება აპატიო? შენ ის დაიჯერე რაც ყველამ -არ უნდა დამეჯერებინა...რომ არ დამეჯერებინა მიშოს მკვლელი ახლა თავისუფალი არ იქნებოდა - ისევ ისე ახლოს იყო, ისევ ისე თვალებში უყურებდა და აჩქარებულ გულისცემას ვერ იმშვიდებდა- კიტა , მე -შენ აქ არ უნდა იყო! - უეცრად მოშორდა და მთელი სხეული გაეყინა ანოს. უცნაურმა სიცივემ მოიცვა მთელი მისი სხეული და უსიამოვნო შეგრძნება დაუტოვა -ჩვენ არ დაგვისრულებია -დავასრულეთ ! - ზურგით იდგა. ღრმად სუნთქავდა , თავზე ხელი მიიბჯინა და ფანჯრიდან შემოსული ცივი ჰაერი ჩაისუნთქა -უნდა ვილაპარაკოთ, უნდა მითხრა -არაფერს გეტყვი, არ ვაპირებ საუბარს და საერთოდ აქ ყოფნის უფლება არ გაქვს- უეცრად გააფთრდა. შებრუნდა და მისკენ დაიძრა- აქედან წადი ! -გგონია იყვირებ და შემაშინებ? -ყვირილზე მეტიც შემიძლია გავაკეთო და თუ არ გაქრები -ტყუილია , შენ არ შეგიძლია მე დამიშავო -ვინ ხარ შენ რომ დაგინდო ... -კიტა - ტკივილი იგრძნო , მისმა სიტყვებმა შეაშინა. ხო შეეშინდა რომ ვერ დაინახავდა მის თვალებში საკუთარ თავს -ხუთ წუთს გაძლევ აქედან გასაქრობად და საერთოდ , გიკრძალავ ჩემს სიახლოვეს გამოჩენას. დრო რომ მოვა ყველა კითხვას გაეცემა პასუხი და დასრულდება ... მე ხომ ისედაც დავსრულდი შენთვის -იმ ღამით -რომელი ღამე ექიმო? იმდენი წელი გავიდა ერთმანეთსაც ვეღარ ვცნობთ, უცხოები ვართ , სრულიად სხვა ადამიანები გავხდით -რაღაც ხდება ... რაღაცას ელი- აკვირდებოდა აღელვებულს და შემდეგ დასკვნაც გამოიტანა. -ექიმო , მიწვევთ - უარყო , მაგრამ ანოსთვის ყველაფერი ნათელი იყო . -იმაზე მალე შევხვდებით ვიდრე წარმოგიდგენია-სახლი დატოვა, მაგრამ იქვე მოშორებით დარჩა. გული უგრძნობდა რომ რაღაც მნიშნელოვანი მოხდებოდა. იქნებ უბრალოდ წასვლა არ უნდოდა , იქ იყო და ტროტუარზე ჩამომჯდარი შორიდან უყურებდა მენაბდეს ეზოს. არ იცოდა რა დრო გავიდა ზუსტად , ისევ ფიქრებმა გაიტაცეს მაგრამ კარგად აღიქვამდა ქუჩაში გამეფებულ სიმშვიდეს როგორ მიარღვევდა მთვრალი კაცის ხმაურიანი ბუტბუტი. ადვილი ამოსაცნობი იყო ანოსთვის მისი მდგომარეობა. წონასწორობა დარღვეული, ბანცალით მიუყვებოდა ცარიელ გზას, სახლებს აკვირდბეოდა და თავისთვის საუბრობდა. შემდეგ კიტას სახლის შენ გაჩერდა და როგორც კი ამოიცნო საჭირო ლოკაცია მაშინვე ეზოსკენ დაიძრა. ანოც ინსტიქტურად წამოდგა, დიდხანს არც ამჯერად უფიქრია რამდენიმე წუთის დაგვიანებით მიუახლოვდა სახლს საიდანაც უკვე აღწევდა მთვრალის გამოწვეული ხმაური. სახლში შესვლას არ გეგმავდა, მაგრამ მოსმენილმა აზროვნების უნარი წაართვა , ერთ ადგილს მიაჯაჭვა , ფიქრის უნარი წაერთვა მხოლოდ ისმენდა -კიტაა მენაბდეე...კიტა , რომელიც მიშოსთან ერთად უნდა მომეკლა-დამნაშავე თავად ეწვია კაცს რომელსაც ყოველ წამს ელოდა. სასჯელთან საკუთარი ფეხით მივიდა, მაგრამ ამას თავადაც ვერ იაზრებდა -ხომ ვიცოდი არ მომასვენებდი...სულ უფრო გაქნილი გაიძვერა იყავი ვიდრე თევდორაძე . იმ ს.რს შენ რო არ ჰყოლოდი თავს დაიბრიდავდა და ჩემი გასაკეთებელი არაფერი იქნებოდა. ისეთი საცოდავი იყო შენს გარეშე, თავიც ვერ დაიცვა იცი? წინააღმდეგობა ვერ გამიწია იმიტომ რომ უტრაკო იყო, არაფერს წარმოადგენდა, არავინ იყო და თავი მაგარ ბიჭად მოჰქონდა . არიფებს ატყუებდა, აბოლებდა არადა წუთში ჩავაძაღლე...თუმცა შენ საიდან გეცოდინება . წლების შემდეგ მოწვი რომ მე გავაკეთე -შენნაირი ნაბიჭვრის ხელით არ უნდა მომკვდარიყო, მაგრამ ხომ ხედავ ის მკვდარიც გჯობს. შენ აქ ლპები შე ნაბოზ.რო . რას დაემსგავსე ... ხშირად მოდის ხომ? სულ შენთანაა , გელაპარაკება ... მე მხოლოდ რამდენჯერმე ვნახე და ყოველ ჯერზე მეუბნებოდა აქ არ დარჩეო , თავი დააღწიე ციხის კედლებსო - მენაბდეს ძარღვები დასკდომამდე ჰქონდა, შეშლილი მზერით უყურებდა კაცს რომელიც ჭიაყელას ჰგავდა იმ წამს. ერთ დროს საკუთარი ბოროტებით რომ დაამარცხა ახლა ისე გასრესდდა , ისე მარტივად გადაუვლიდა -სისხლი გიდუღს ხომ? გინდა მომკლა ? მაწამო და შური იძიო ... სულ ს.რზე გკიდია მიშო , პროსტა ციხის კედლების ხეხვა რომ გიწევდა ამდენი წელი ეგ გაგიჟებს. აქ რას გააკეთებდი ? ჩვეულებრივი ქუჩის ბიჭი იქნებოდი, იქ ალბათ ბევრი გაიცანი ... მომიყევი როგორ იყო გხმარობდნენ თუ ატრ.კებდი - იწვევდა და ეს იმდენად აშკარა იყო კიტას ჯერ კიდევ უნარჩუნებდა მოთმინებას -შენ გგონია რომ ხელს გავისვრი? თითსაც არ დაგაკარებ იმდენად დიდი ნ.ხვი ხარ ... ყველაფერი თავისთავად მოხდება , ნელ-ნელა დალპები და ბოლოს თავად ინატრებ სიკვდილს - თვალებში უყურებდა და ჭკუიდან გადაჰყავდა -ყოველთვის მართალს ბაზრობდი , არ შეცვლილხარ- ხმამაღლა გადაიხარხარა და მერე ისევ წაბანცალდა- მაგრამ მაინც ხომ ჩაგსვი, გაგაბით მე და მურთიმ . იმდენად თესლი იყო ბიძაჩემი რო გაგიჩალიჩა... აზრზეც ვერ მოხვედით ისე გააქრო ყველაფერი . დანისთვის ხელი არ უნდა გეხლო , მაგრამ გაგაბი და შენც ჩიტივით გაები - ხარხარებდა , იმდენად საზიზღარი ხმა ჰქონდა ანოს გულისრევის შეგრძნება დაეუფლა. ვერ ხვდებოდა ვინ იყო, ან ისე ჰქონდა გონება გათიშული რომ უბრალოდ არ შეეძო მისი ამოცნობა. მოკეცილი იჯდა ცივ ბეტონზე, მოხრილ ფეხებზე ხელები შემოეხვია და ისე უსმენდა კაცის აღიარებას -გახსოვს როგორ ძაღლურად მოკვდა შენი საყვარელი ბიძა? ისე იწამა როგორც იმსახურებდა- კიტამაც გაიცინა, ერთობოდა თითქოს არადა შიგნიდან იწვოდა- რა? გაგიკვირდა? გგონია იქ ვერაფერს ვიგებდი? რამდენი წელი ვერ მოძრაობდა, ვერ ლაპარაკობდა და უყურებდა მისი ახალგაზრდა ცოლი როგორ ჟ.მაობდა მის გამოზრდილ ძაღლთან. კიდევ ვინ იცის რა ნახა იმ წლების განმავლობაში, რამდენხანს ხედავდა თავის ჩადენილ ცოდვებს და ღმერთს სთხოვდა რომ დროზე დაესრულებინა მისი დამპალი ცხოვრება ... კარგად გაიხსენე და დარწმუნებული იყავი მასზე უარესი გელის -საღოოლ - ტაში დაუკრა და შეძახილებიც მიაყოლა- მართლა არ მეგონა თუ მიხვდებოდი ოდესმე ... არადა ისეთი გულწრფელი ვიყავი რომ მოვდიოდი შენს მოსანახულებლად. რა სასაცილო იყავი იქ, სასოწარკვეთილი, საცოდავი , სუსტი მე რომ მთხოვდი დახმარებას და გჯეროდა რომ შენებს მხარს გავუმაგრებდი, მიშოსთვის შურს ვიძიებდი .... -არიფი ვიყავი და მაჯობე...დამპალი მსახიობი იყავი ყოველთვის . როგორი არარაობაც დაიბადე ისეთად დარჩი ბოლომდე - ცდილობდა გამოეწვია, ისევ რაღაც ჰქონდა ჩაფიქრებული , მაგრამ კიტამ წამით ზურგი აქცია და შემდეგ სიგარეტის ღერი მოიქცია ტუჩებსშორის - გამოდის ასეთი მაგარი ხარ რომ არაფერს დამიშავებ? ცოტა ძაან ს.რობა ხო არაა , უტრ.კო ჩმორივით უნდა მიყურო და ღმერთს ელოდო როდის გადამიხდის ... ციხეში ასე გასწავლეს? მიდი , ნუ აჯანჯლებ... რამდენი ხანია ვფიქრობ შენთან შეხვედრისას რას გავაკეთებ. ისიც კი წარმოვიდგინე როგორ დამარტყავდი პირველად , ხან მე გერეოდი ხან კიდევ შენ -დიდი ხანია თიკას გარდა არავინ დაგილურჯებია ხო? რისთვის გინდოდა , მონად რომ გექცია და როცა მოგინდებოდა ფეხქვეშ გაგეფინა? ამისთვის ? ამის გამო მოკალი მიშო? -რა სულელი ხარ... გგონია იმ იდიოტკა ქალის გამო მოვკალი? ისედაც მოხსნილი არ მყავდა? იმდენად დებილი იყო სულ ცოტა ძალდატანება და დამნებდა... მიშო რას იზამდა წაიყვანდა? შანსი არ იყო . შენ რომ მოხვედი უკვე შესრულებული მქონდა და პროსტა ქეიფს ვიწყებდით... თიკას დიდხანს ეჩალიჩე მახსოვს. მაინც როგორი გულკეთილი იყავი ჰა?- ისევ გაიცინა -რა გინდოდა მიშოსგან... რა დაგიშავა ასეთი ან მე რატომ ამირჩიეთ . სხვას ვერავის შეტენეთ საქმე? დავიჯერო ნაბოზარ ბიძაშენს გაუჭირდებოდა სხვანაირად ამ საქმის მოგვარება? ჩემი ძმა მოკალით და მე შემტენეთ -იმიტომ რომ შენც ვერ გიტანდი... ორივემ გამიმწარეთ ცხოვრება. ბავშვობიდან არ მაძლევდით მოსვენებას... იმ ს.რს მამა ომში დაუბრიდეს , მამაჩემი მასზე მეტს ზრუნავდა ვიდრე ჩემზე. ის დაჰყავდა ყველგან სადაც მე ვიყავი, მაუძლებდა მასთან მეგობრობას. ყველაფერს ასწავლიდა, ვერ გაიგო რომ მამამისი არ იყო... სულ აქებდა, სულ ყველაფერს უსრულებდა მე კი მეზობლის ბავშვივით დამათრევდა . ყველა მის ირგვლივ ტრიალებდა...ყველა , მე კი ს.რზე ვეკიდე . თავი დიდი ვინმე ეგონა, ყველა გოგოს ეგ ევასებოდა და მაგას თიკუნა შეუყვარდა, ერთი სულელი , იდიოტი გოგო რომელსაც ნებისმიერი დაკერავდა. მამაჩემი ისე გლოვობდა , გახსოვს როგორ გემუქრებოდა სასამართლოზე ? მეგონა ვინმეს შემოგიგზავნიდნენ და მოგკლავდნენ , მაგრამ გადარჩი . -ჩემგან რა გინდოდა-თქო ... რატომ მე და არა სხვა ვინმე . - შენ ... შენ მამენტ არაფერი დაგიშავებია, მაგრამ მე ორივე არარაობად მთვლიდით და კიდეც მიიღეთ თქვენ თქვენი წილი -არარაობა ხარ, უმარტივესი საცოდაობა რომელმაც ცხოვრებაში ვერაფერი გააკეთა შურის, ბოღმის და ზიზღის გარდა არაფერი გაგაჩნია მაგ დამპალ სულში ნათელი წერტილი არ გაქვს. სულ მთლად გაიხრწენი და მიშო კიდევ ასჯერ რომ მოკლა, მეც ასჯერ ჩამსვან ან იქ გამიშვან მაინც ასეთი დარჩები . მკვდარი ბევრად მეტად უყვართ ვიდრე შენ, მკვდარი მეტად ძვირფასია ვიდრე ცოცხალი შენ -ისე უჭირდა თავის შეკავება, მუშტებშეკრული იდგა და ძლიეად აწვებოდა ტერფებს რომ უცებ არ მივარდნოდა . იქვე მოკლავდა, სულ ერთი ნაბიჯი რომ გადაედგა მერე ვეღარ შეჩერდებოდა, ვერ გაუძლებდა, თავს ვეღარ გააკონტროლებდა , მაგრამ უფლება არ ჰქონდა. ასე სულელურად ვერ მოიქცეოდა, ვერ დაემსგავსებოდა ცხოველს ის კიტა იყო, კიტა მენაბდე თავისი პრინციპებით და ცხოვრებით რომელსაც მეორედ არ დაანგრევინებდა მირცხულავას. ახლა რომ მოეკლა ისევ ის მოიგებდა, სისხლში ხელებს გაისვრიდა , გურამი კი დაისვენებდა, დაასრულებდა თავის დამპალ ცხოვრებას. სწორედ ეს უნდოდა იქ იმისთვის იყო კიტა გამოეწვია უნდოდა. მეორედ ვერ გაებმებოდა მის მახეში, საქმე ბოლომდე უნდა მიეყვანა -სანამ მე თიკუნას ვარწმუნებდი მანამ წახვედი მიშოსთან... მთვრალი იყავი , გალეშილი და შენი გასწორებული გქონდა. გინდოდა მისულიყავი , გეთქვა რომ მისი ქალი შენი გახდა . გინდოდა გაგეგიჟებინა ხომ ასეა...ამიტომ წახვედი -ხო , აბა რა. თიკუნა სულ ს.რზე არ მეკიდა? მთავარი სიამოვნება ის იყო იმ სულელის სანატრელ ქალს რომ ვჟ.მავდი ... თითს არ აკარებდა, ისე ექცეოდა როგორც ფაიფურის თოჯინას რა შტერი იყო თიკუნას ექცეოდა როგორც ქალღმერთს , ყველაზე სულელ და საცოდავ ქალს -ამიტომ ექცევი ასე ღორულად ? მკვდარ მიშოს ისევ ებრძვი როცა შენს ცოლს სცემ საკუთარი ბავშვების თვალწინ? მაინც რა ჯიშის ცხოველი ხარ ასეთი...ასეთი ავადმყოფი როგორ ხარ - სუნთქვა ეკვროდა, თვალები ჩაუწითლდა და ძარღვები მალე დაუსკდებოდა . ამდენი წლის შემდეგ იდგა კაცის წინ რომელმაც ცხოვრება დაუნგრია, უსმენდა მის საუბარს, უყურებდა მშვიდად და არაფერს უშავებდა. არადა როგორ უნდოდა ნაწილებად დაეჭრა, წამებით ამოეხადა მისთვის სული . უნდოდა ფიზიკურად ენახა ის ტკივილი რასაც მისი სული განიცდიდა .. რამდენიმე წუთი გავიდა , მაგრამ საუკუნეს გავდა -იმასაც მალე გავუყოლებ თავისი მიშოს გზას , სულ გაუბერა შენი გამოსვლის მერე. ჰგონია გავუშვებ და კი არ იცის რომ ყელს გამოვჭრი ... მიშიკო აზრზე არ იყო მე რომ მივედი , მეგონა ეტყოდი შენ კი ისეთი საყვარელი იყავი ბიჭს გული არ ატკინე და პირველი გამოვვარდი. ფიქრობდი თიკუნას დავაბრუნებ და მერე ვეტყვიო? აი მანდაც მიქარე იცი? ზედმეტად კარგი ბიჭი იყავი და ხო იცი ზედმეტი არაფერი ვარგაა - ოთახში დადიოდა და აქეთ-იქით იყურებოდა- კარი რომ გამიღო პირდაპირ შევედი და ვახარე მომილოცე თიკუნა ცოლად შევირთე-თქო ... ნეტავ გენახა როგორ დაყლ.ვდა იმენა გამოშტერდა. კაიფში იყო , სიცილი აუტყდა ...გამოდიოდა უკვე , მაგრამ მაინც ვერ გაიგო ნორმალურად. მერე ჩხუბი დავიწყეთ, ვეუბნებოდი როგორი სასიამოვნო იყო თიკუნასთან და ისიცი გიჟდებოდა. მერე აღარ მახსოვს მე დავარტყი თუ მან დამარტყა... რომ დავარდა ზევიდან დავაჯექი, ჯერ ყელში ვუჭერდი თითქმის გაითიშა მერე ის დედამოტყ.ული დანა დავინახე ...ისე მიყურებდა , ხელი თავისით გაიქცა . სუნთქვა უჭირდა, მაგრამ მიყურებდა ...მიყურებდა იმ თავისი ჭრელი თვალებით დანა რომ ჩავარტყი და დავატრიალე . მომეშვა, ჯანდაბა როგორ მომეშვა იცი? თუმცა საიდან უნდა იცოდე შენ ხომ არავინ გეზიზღება, არავინ მოგიკლავს და ვერ გაიგებ როგორ ასწორებს როცა აქრობ შენი ცხოვრებიდან იმას ვინც შენზე მეტად უყვართ- გონს აღარ იყო ერთ წერტილს უყურებდა და იქ ხედავდა წლების წინ მომხდარს. მერე მიშო გამოჩნდა -დაგენძრა გურამიკოო...შენი დრო მოვიდააა- ხედავდა მომღიმარი თევდორაძის სახეს , ათასჯერ ნანახს და კიდევ უფრო ებინდებოდა გონება -წადი შენი ... - ხელი აიქნია და მერე სახეზე ჩამოისვა თითები - ლამარას რომ ვნახულობ და საფლავზე გავდივართ ზოგჯერ ვნანობ. მეცოდება ის ქალი , მაგრამ სულ ცოტა ხნით ... ისე კარგი მსახიობი ვყოფილვარ... თევდორაძეების მთელი კლანი გავასულელე . გიორგის ჰგონია რომ მე ვიყავი მიშიკოს ყველაზე მაგარი ძმაკაცი და მე მტკივა ყველაზე მეტად ... უი მართლა შენი ანო ? რამდენჯერ დამიმშვიდებია აქვითინებული სხდომების დროს რომ მცოდნოდა ასეთი სექსუალური გახდებოდა თიკუნას არც გავხედავდი - ისევ ხარხარებდა, კიტას უკვე მზერაც დაებინდა და საერთოდ აღარ შეეძლო აზროვნება. ყელში ბურთი აწვებოდა, ბრაზი ახრჩობდა, სიძულვილი, შრისძიების წყურვილი და წამი დასჭირდა გურამთან მისასვლელად. გაშლილი ხელი მოუქნია და ისეთი ძალით ჩაარტყა რომ ცხვირიდან წამსკდარმა სისხლმა კედელიც შეღება. ღრიალებდა, წლების დაგროვილ ტკივილს ანთხევდა , იატაკზე დავარდნილს გამეტებით ურტყამდა მუშტებს . კონტროლ დაკარგული იქვე მოკლავდა ანო რომ არ დაენახა,მისი ხმა რომ არ გაეგო -კიტა გთხოვ არ მოკლა...შენ მკვლელი არ ხარ კიტა - გაყინული იყო, ტვინი მართავდა მხოლოდ ემოციები სულ მთლად გაუქრა . მხოლოდ მენაბდე ადარდებდა იმ წამს და სხვა არავინ და არაფერი. სისხლიან ხელებზე შეეხო და თითები ძლიერად შემოხვია მკლავზე- მორჩა ... ყველაფერი დასრულდა კიტა . შემომხედე კიტა , გთხოვ -დასრულდაა ...დასრულდა- იატაკზე გართხმული სისხლს აფურთხებდა და ხელით ცდილობდა მოეშორებინა წითელი სითხე. ფეხზე ძლივს წამოდგა და კიტას ჩაწითლებული თვალები ისევ აალდნენ , მონსტრს ჰგავდა იმ წამს რომელსაც ანოს წვრილი მკლავები იჭერდნენ- დასრულდაოოო არა პრინცესა? შენც ამათთნაირი ხარ ... მიშოს სისხლი გაქვს- იცინოდა და ხელებს უმისამართოდ იქნევდა- შენნაირია მიშიკოოო ... დაგემსგავსაა -უნდა მოვკლა...უნდა მოვკლა ასე ვერ გავუშვებ. არ იმსახურებს , არ შეიძლება სამართალს ველოდო .სისულელეა ლოდინი , ის უნდა მოკვდეს - კაცს უყურებდა და ჩამწყდარი ხმით ამბობდა სიტყვებს რომლებიც მხოლოდ ანოს ესმოდა , ანოსთვის იყო -შენ უნდა წახვიდე, აქ თითქოს არ ყოფილხარ . ყველაფერი დასრულდება - თვალებში უყურებდა და მის მზერაში გრძნობების ქარიშხალი ჩანდა - ყველაფერი იქ დაბრუნდება საიდანაც დაიწყო... იქ დავბრუნდები აქაურობა მაინც სულს მიხუთავს -მისთვის დასრულდა , მხოლოდ მისთვის შენთვის არა - ამღვრეული თვალებით უყურებდა და ხელს არ უშვებდა, კიდევ უფრო მეტად მიეკრო სხეულზე და თითები სახეზე შეახო-კიტა გთხოვ ,გონს მოდი გურამი ბარბაცით დადიოდა, სისხლიან ხელებს ამოძრავებდა და რაღაც უხილავს უყურებდა. პერანგზე სისხლის ლაქები ჰქონდა, საშინლად გამოიყურებოდა თავის უშნო სხეულში გამომწყვდეული მახინჯი სულით. გონს არ იყო და ეს მხოლოდ სასმელის დამსახურება არ გახლდათ. გაითიშა, დაავიწყდა სად იყო, ვისთან ერთად, რა ხდებოდა მის ირგვლივ ხედავდა მხოლოდ მიშოს სახეს რომელიც თავს დასტრიალებდა. ქრებოდა და ჩნდებოდა , როცა არ ჩანდა მისი ხმა მაინც ესმოდა -მორჩა გურამ ... დასრულდი . მიდი , მიდი გააკეთე რამე რომ წავიდე ... გურააამ მოიფიქრე რას იზამ რომ წავიდე . გურაამ , გურააააამ , გუგააა -მოკვდი ... ხომ ხედავდი ყველაფერს რასაც ვაკეთებდი. ხომ გაგიჟდი მანდაც შე ... მორჩები ბოლოს და ბოლოს . დაინახე შენს თიკოს როგორ ვკარი ხელი? მიდიოდა , წასვლა უნდოდა და მგონი შენთან გამოვუშვიი - ხარხარებდა და კედელს ელაპარაკებოდა . მის სიტყვებს ვერ გაარჩევდით არც ესმოდათ . -ხედავ? კარგად დააკვირდი კიტა , ის განადგურდა ... ახლოს მისვლაც არაა საჭირო , საკუთარ თავს თავად გამოუტანა განაჩენი -განაჩენი ... როგორი მრავალფეროვანია ეგ განაჩენი , როგორი მძიმე და გადაულახავი . ერთხელ რომ გამოიტანენ მერე შეუძლებელია მოიშორო- სისხლიან ხელებს დაჰყურებდა, ანოს წვრილ თითებს მაჯაზე რომ ეხვეოდნენ ისევ - მალე ვინანებ რომ არ მოვკალი - ანოს მოშორდა, გაუჭირდა ,მაგრამ მაინც დაიხსნა თავი მისი მკლავებიდან. გურამისკენ დაიძრა პოლიციელები რომ შევიდნენ. ისევ ამ ფერებმა, სირენის ხმამ და ფორმიანებმა დაასრულეს , თითქოს ვიღაც მაღლიდან დასცინოდა. კიდევ ერთი ეტაპი დასრულდა კიტას ცხოვრებაში მაშინაც მოულოდნელად გამოჩნდნენ , მაგრამ ახლა იცოდა ვისთანაც იყვნენ . მაშინ კი ვერაფერს ხვდებოდა, გაციებული მიშოს სხეულს დაჰყურებდა, მისკენ მიიწევდა ,პოლიციელები მიათრევდნენ , იჭერდნენ და არ აძლევდნენ თევდორაძესთან მიახლოების უფლებას. ეს ფერები, ხმა და ფორმიანები რომლებმაც მენაბდის ცხოვრება ერთხელ დაასრულეს ახლა კი 15 წლის შემდეგ ნამდვილ დამნაშავეს აპატიმრებდნენ. მენაბდე მოწმე იყო , ოქროს მოწმე და თავისუფალი მიაბიჯებდა სრულიად მარტო . მხოლოდ ნანაზე ფიქრობდა იმ წამს , უნდოდა იქ ჰყოლოდა, თავისთან ახლოს რომ დაენახა შვება მის თვალებში. თავად ვერაფერს გრძნობდა, არაფერი შეცვლილა მიშო ისევ ცივ საფლავში განისვენებდა , 15 წლიანი პატიმრობა და დაკარგული ცხოვრებაც არ გამქრალა, მარტო იყო სადღაც შორიახლოს იდგა ანო თევდორაძე თავისი მშვიდი, ცივი გამომეტყველებით ,ანო რომელმაც საბოლოო ნაბიჯი გადადგა და მიიყვანა თამაში დასასრულამდე. დასასრული დასაწყისის პირველი ნაბიჯია ყოველთვის ,როდესაც ამქვეყნად ხარ და მაშინაც როდესაც მიემგზავრები იმ ქვეყნად, სრულიად უცნობ და გაუგებარ სამყაროში. განყოფილებაში იყო ჩანაწერებით და მტკიცებულებებით რომლებსაც წესით კმაყოფილება მაინც უნდა აღეძრა მაგრამ ის ემოციებისგან გამოფიტული, ცარიელი იჯდა და ვერ აღიქვამდა გამარჯვებას . როდესაც ამდენად დიდია მსხვერპლი გამარჯვებასაც არარ აქვს ფასი. ანოს უყურებდა , ქალს რომელიც საერთოდ არ ჰგავდა იმ გოგონას წინა ცხოვრებაში რომ დატოვა. პოლიციის განყოფილებაში მალევე გამოჩნდნენ გიორგი და ნინო თევდორაძეები. ლამარაც იქ იყო , შავებში შემოსილი მოხუცი ქალი გალეული ხელებით რომ ეყრდნობოდა გიორგის და ვერ გაერკვია რა ხდებოდა. ისმენდნენ და ვერ იჯერებდნენ, უცნაური სანახავი იყო კიტასთვის ყველა და ყველაფერი. დროში მონაცვლეობდა ,მათ რომ ხედავდა წამსვე ახსენდებოდა წლების წინ მომხდარი ამბავი . სხვანაირი იყო , მხოლოდ იმ დროს გაჩენილი მარტოსულობა არ ტოვებდა -მოსე გამოვიდა - კოკოს ხმა გაიგო და მზერა მოაშორა თევდორაძეებს- კიტა გინდა რამე ... -ადვოკატო , უკვე შენი დროა - ფეხზე წამოდგა, ახალგაზრდა კაცს მხარზე ხელი დაარტყა და მერე კოკოს გახედა- ჩვენ წავიდეთ ... ხომ აღარ გჭირდები მოსე? -ყველაფერი გააკეთე უკვე, მაგრამ ... კარგი თუ წასვლა გინდა შეგიძლია წახვიდე. დანარჩენს მე მივხედავ აღარ იფიქრო ამ ყველაფერზე . მირცხულავა უკვე ციხეშია არაფერი უთქვამს , მადლიერი მზერა მიაპყრო მეგობარს და ისე დატოვა იქაურობა რომ არავისთან უსაუბრია. კოკოსთან ერთად გავიდა შენობიდან, სიგარეტის ღერს მოუკიდა და ღრმად ჩაისუნთქა ნიკოტინით გაჟღენთილი ჰაერი. შინაგანი თრთოლვა ჰქონდა, გარეგნულად კი ქანდაკებას ჰგავდა. კოკო ჩუმად იყო , არაფერს ამბობდა და გვერდით მიჰყვებოდა. კესარია რომ დაინახა მანქანასთან წამსვე გახედა ბიჭს -არაფერი მითქვამს -ასე უცებ გავრცელდა ხმა? -კესოს თავისი ინფორმატორები ჰყავს...ყველგან და ყოველთვის- ჩაიცინა და მანქანაში პირველი მოთავსდდა -კიტა ... როგორ ხარ? - სიტყვებს ეძებდა აშკარად და არეული მზერით უყურებდა -ნანასთან წახვალ და ყველაფერს ეტყვი? გააკეთებ ამას ჩემთვის ქალბატონო კესარია?-ისევ ეწეოდა და კვამლს სიტყვებს აყოლებდა . თვალები დააწვრილა და ისე შეხედა ქალს - ან ვინმე გაგზავნე რო ჩამოიყვანონ -მე წავალ და დაველაპარაკები ... მოვუყვე? -ყველაფერი რაც იცი -ყველაფერი ? -ხო და ისიც რომ ჩემთვის დასრულდა ეს ამბავი ,იმდენად დასრულდა რომ საუბარიც აღარ მინდა - სიგარეტი გადააგდო შემდეგ კესოს ლოყაზე აკოცა - საოცარი ქალი ხარ და გიკრძალავ ჩემ გამო დარდს- ისე უთხრა რომ არ მოშორებია შემდეგ დატოვა და საჭესთან დაიკავა ადგილი. მანამ არ წასულა სანამ კესოს მანქანა არ დაიძრა ,ჯერ უკან მიჰყვებოდა შემდეგ კი სხვა გზას გაუყვა, სახლისკენ მიმავალ გზას . ეზოში დატოვა ანო , ერთხელაც არ გაუხედავს მისკენ . გრძNობდა მის მზერას, მაგრამ არ უყურებდა . წლების შემდეგ ადგილები გაცვალეს , მაგრამ კიტას შეეძლო ანოს გონებიდან წაშლა? ამდენი წლის შემდეგ ჰქონდა კი ამის ძალა? იცოდა რომ მიშოს გარდა ყველა თევდორაძე უნდა გაექრო ცხოვრებიდან. ........ ახალაია მძიმედ იყო. მაშინ როცა გურამს აპატიმრებდნენ სიცოცხლისთვის იბრძოდა . ჰქონდა კი მიზეზი ? რა იყო მისი ცხოვრება, რაში ჭირდებოდა დაბრუნება ამ წყეულ სამყაროში სადაც ყველაფერი ამდენად უშნო იყო . გონებადაკარგულს, სისხლის გუბეში მყოფს თავს ეხვივნენ შეშინებული ბავშვები , მათ ყვირილზე შეკრებილი მეზობლები და შემდეგ ექიმები . სასწრაფო დახმარების მანქანაში ისე შეცვივდნენ ბავშვები რომ მათი დატოვება ვერ შეძლეს, ან ვინ ჰყავდათ დედის გარდა . უკან მიჰყვებოდნენ, ხელზე პატარა თითებს უჭერდნენ და სიმწრის ცრემლები ცვიოდათ კამკამა თვალებიდან. ბავშვები იყვნენ, ორი ცოდვილის უცოდველი შვილები , ჯერ კიდევ სუფთა და ხელშეუხებელი იყო მათი სული , მაგრამ დამძიმებული მრავალი ტკივილით დასახიჩრებული. რა იყო მათ მეხსიერებაში სტრესის, დაძაბულობის, ყვირილისა და კამათის გარდა. ვინ იყო მამა ან დედა , ადამიანები რომელთაც უნდა დაეცვათ მათი სული მარტოობისგან . დედა იყო , დედა რომელიც იქ , კედლის მიღმა ექიმების დახმარებით იბრძოდა სიცოცხლისთვის , მათთვის იბრძოდა , ახალი ცხოვრებისთვის . გურამ მირცხულავა საკანში იყო. გარეული ცხოველივით ოთხ კედელში გამოკეტილი ისევ ხედავდა მიშოს სახეს, მისი სიცილის ხმა ესმოდა და ცივ, ნესტიან კუთხეში ჩაკეცილი თავში მუშტებს იშენდა . ახალაიამ ბრძოლა მოუგო სიკვდილს და იქ, იმ კლინიკაში თავიდან დაიბადა . ბავშვების დანახვის შემდეგ დაიწყო ახალი ცხოვრება . ზოგჯერ მსხვერპლსაც შეუძლია თავის გადარჩენა, დგება გარემოება რომლის გამოყენებაც თავისუფლებას განიჭებს შემდეგ მთავარია სწორ გზას დაადგე . თიკუნამ ეს გზა იპოვნა, დაივიწყა ყველა და ყველაფერი , ხმამაღლა თქვა სიმართლე რომელსაც წლების განმავლობაში მალავდა , მოყვა ყველაფერი რასაც გურამი უშავებდა . მირცხულავას აღარავინ ჰყავდა, არაფერი გააჩნდა გარდა ორი მძიმე ბრალდებისა რომელიც ციხის მრავალწლიან ბინადრობას უწინასწარმეტყველებდა. ............. ახალი ამბავი ქალაქში იმდენად სწრაფად გავრცელდა ,რომ რამდენიმე საათი გახდა საჭირო დამნაშავის უდანაშაულოდ ქცევისთვის. სამყაროს ამოტრიალება სწორედ ბრბოს შეუძლია, ხალხს რომელიც წამებში იცვლის შეხედულებას, ივიწყებს საკუთარ ცოდვებს , ქცევას, ნაბიჯებს რომლებსაც ზედ აბიჯებდნენ უდანაშაულო დამნაშავეს . ადამიანებს საკუთარი ცოდვების დავიწყება ყველაზე მარტივად შეუძლიათ ალბათ, ხო აი ასე ავიწყდებათ სიტყვები რომლებიც უთქვამთ, ბრაზიანი , უგულო მზერა რომელიც არ დაიშურეს ცოდვილებმა ცოდვილისთვის. სასამართლომ განაჩენი გამოიტანა, სხვებისთვის სამართლიანობამ იზეიმა კიტა კი ვერაფერს გრძნობდა . ჩუმად დატოვა დარბაზი, არავისთან საუბარი სურდა ზუსტად იცოდა სადაც უნდა წასულიყო სწორედ იმ დღეს და იმ დროს. სასაფლაოს ეზოების ხშირი სტუმარი იყო , უმეტყველო ცივ ქვებს უფრო დიდხანს უმზერდა ვიდრე ცოცხალ ადამიანებს , ალბათ იმქვეყნად მეტი ადამიანი ჰყავდა ვიდრე ამქვეყნად. პირველად მივიდა იქ , იმ ადგილას სადაც მისთვის ყველაზე ძვირფასი კაცი განისვენებდა. მიდიოდა და გული უჩერდებოდა, არ იცოდა ზუსტად სად უნდა მისულიყო. დადიოდა და დაეძებდა ნაცნობ სახეს , ასე ძალიან რომ ჰგავდა . მკერდში ტკივილი იგრძნო მამის გამოსახულება რომ დაინახა , პატარა ბავშვივით უნდოდა ტირილი, მასთან ჩახუტება და თუნდაც საყვედურის მიღება. რამდენი რამ დააკლდა, რამდენი რამ ვერ მისცა კაცს რომელიც ერთადერთ შვილზე ამყარებდა მთელს იმედებს -ხომ დაგპირდი ... გვიან შევასრულე სიტყვა . დააგვიანა ამ წყეულმა სამართალმა , ვერ მოგისწარი . ვერ მოგეცი თავაწეული სიარულის საშუალება, თორმეტი წელი გაატარე თავდახრილმა ამ უსულგულო ფიტულების გარემოცვაში . რომ იცოდე როგორ ვამაყობ შენით, რამხელა ძალას მაძლევდა შენი მზერა წამით რომ არ შეიტანე ჩემში ეჭვი ... ვიცოდი , ვიცოდი რომ გჯეროდა და ამით ვცოცხლობდი . ვერაფერი გავაკეთე შენთვის, ვერც მშვიდი სიბერე მოგეცი, ნანასთან ყოფნის საშუალებაც წაგართვი ... ნეტავ რამეს ცვლის იმ ს იქ ჩაყუდება? შევიშალე , მაგრამ შენთან ლაპარაკი მინდა . იშვიათად ვსაუბრობდით დიდხანს , მაგრამ მიყვარდა ხომ იცი . მიყვარდა შენს თვალებში დანახული ჩემი ანარეკლი და ყველა სიხარული რაც კი განგაცდევინე იმ 20 წლის განმავლობში ... აქედან მიშოსთან უნდა წავიდე . სასაფლაოების ხშირი სტუმარი გავხდი მა - სიმწრის ღიმილმა გაუპო ბაგე , წამით შეეხო ქვზე გამოსახულ კაცის სახეს შემდეგ ზურგი აქცია და გაუყვა გზას შინისაკენ, ერთადერთი ადგილისკენ სადაც ელოდნენ ... ................... თევდორაძეების ოჯახში მსგავსი ქაოსი ბოლოს წლების წინ იყო . ისევ თავზარდაცემულები იყვნენ, ჭრილობა თავიდან გაეხსნათ და არც კი იცოდნენ რა უნდა გაეკეთებინათ. ლამარა მოთქვამდა, ნინო კიტას დარდობდა და თან რძალს ამშვიდებდა . გიორგი კი სიგარეტით ხელში მდუმარედ იდგა და ფანჯრიდან იყურებოდა. ყველაფერი ისე მოხდა გონს მოსვლა ვერ მოახერხეს, სასამართლოზე ისევ თუ მოუხდებდოათ მისვლა ვერ წარმოიდგენდნენ. ამდენად დამცირებულად თავი არასდროს უგრძვნია, გურამმა მისი მოტყუებაც შეძლო, წლების მანძილზე დასცინოდა, თვალებში ნაცარს აყრიდა და ვერაფერს მიხვდა. ბრაზი ახრჩობდა , ისე იყო გაგიჟებული სიტყვებსაც ვერ პოულობდა -მაინც არ მესმის შენ იქ , იმ დროს რა გინდოდა შვილო...რამე რომ დაეშავებინა მერე? -რაც დაგვიშავა იმაზე მეტს რას ჩაიდენდა დედა... -მენაბდესთან რა გინდოდა - გიორგი მიუბრუნდა უცებ და მზერა გაუსწორა -სიმართლე მინდოდა მამა ...სიმართლე რომელიც წლების წინ არ მოვისმინე . პატიება მინდოდა მისგან და თქვენც ეს უნდა გინდოდეთ. -რას ამბობ -სიმართლეს...მიშო ალბათ ორმაგად დარდობდა იქ როდესაც ხედავდა მის საუკეთესო მეგობარს როგორ ვექცეოდით ყველანი -ღმერთო რომ ვფიქრობ , რომ ვფიქრობ ბიჭი ამდენი წელი ტყუილად გამოვკეტეთ ციხეში ტვინში სისხლი მექცევა -ეს რა ვქენით...ეს რა გვიქნა იმ არაკაცმა. ჩემი ბიჭისგან რა უნდოდა... ჩემს თვალწინ გაიზარდა როგორ ვერ შევხედე, როგორ ვერ მივხვდი რამხელა ღვარძლი იყო მის გულში -ლამარა გეხვერწები დამშვიდდი...გემუდარები შეწყვიტე ტრილი თორემ ცუდად გახდები -როგორ , როგორ გავჩერდე ნინო სული მეწვის დიდხანს გრძელდებოდა ეს ყველაფერი. უკვე სასამართლოც დასრულდა, განაჩენიც გამოიტანეს და მაინც გონს მოსვლა უჭირდათ. ყველა ამ ამბავზე საუბრობდა, ყველა ვინც იცნობდა თევდორაძეებს, მენაბდეს და მირცხულავებს მოსვენება დაკარგეს. გაოგნებულები იყვნენ, ამ ამბით შეძრულები და სასაუბრო თემაც კიდევ დიდხანს არ გამოელეოდათ. მთელი სიბრალული უკვე კიტასკენ იყო მიმართული, ყველა ცდილობდა მის ადგილას თავის დაყენებას, მაგრამ არავის შეეძლო წარმოედგინა სიცოცხლის დაკარგული 15 წელი ... ანომ ძლივს დააღწია თავი მშობლების სახლს, იქ შეკრებილ ხალხს და ხალხმრავლობისგან შორს , კითხვებისგან გამოქცეული მარტო მიუყვებოდა ქალაქის ცარიელ ქუჩებს. იმ დღეს შეამჩნია რომ გაზაფხული იყო , რამდენიმე წუთს გაჩერდა, თვალები დახუჭა და სურნელი შეიგრძნო. შორს, ხეებიდან მომავალი სურნელი ...გაზაფხული დადგა და ნელ-ნელა აცოცხლებდა გარემოს . რამდენ ხანს გაგრძელდებოდა სითბო და სიფერადე მასაც კი ჰქონდა ზღვარი როგორც ყველაფერს სამყაროში. ............. სანამ მანქანა ეზოში შეიყვანა მანამ გაიგო ხმები, მაქსიმალურად ეცადა თავის გაკონტროლებას და მშიდი სახის შენარჩუნებას. ეზოში რამდენიმე მეზობელი ქალის დანახვისას გაეღიმა კიდეც, იმდენად სასაცილო იყო მათი სულმდაბლობა -დედი მოხვედი? რომ დაიგვიანე ვინერვიულე -რაღაც საქმე მქონდა და შემაგვიანდა -ხელი მოხვია და შუბლზე აკოცა -დედა შვილო რას ვიფიქრებდით ის ბიჭი თუ ასეთი დამპალი სულის იყო . ამდენი წელი , ამდენი წელი როგორ თამაშობდა არადა ოჯახის კაცის შთაბეჭდილებას ტოვებდა...სამი ანგელოზვით შვილი ჰყავს, ცოლიც მშვენიერი ქალია -აბაა ისე ვარ კიდე ვერ გაოვედი მდგომარეობიდან...რას აღარ უნდა ელოდო ადამიანისგან- ქალებმა დაიწყეს ჩვეული საუბრები. უკვე ახალი სამიზნე ჰყავდათ და თან ყალბ მწუხარებასაც ამჟღავნებდნენ -იმან არ გაიხაროს...რაღა გაახარებს შენი ცოდვით. როგორ დაგინგრია ამ პატიოსან ბიჭს ცხოვრება. მთელი ოჯახი მოგსპოთ ის მოისპოს მალე და ის არ გამოვიდა იქედან ცოცხალი...არც გამოვა ვინ გამოუშვებს იმას -არ გინდათ წყევლა-კრულვა ჩემს სახლში , თუ შეიძლება - ნანა მიუბრუნდა და გააჩუმა- გმადლობთ რომ მოხვედით , გამიხსენეთ ...გაგახსენდათ რომ გყავთ მეზობელი ჩემი სახით -რას ამბობ ნანა , ჩვენ სულ გვახსოვდი და გვეცოდებოდი -შესაცოდებელი არაფერი მჭირს, თქვენი შესაცოდებელი მითუმეტეს ... ჩემი ბიჭი ციხეში მჯდომიც სჯობდა თქვენს უქნარა შვილებს და საერთოდაც დავიღალე , ძალიან დავიღალე ამ ფარისევლობით. თქვენთვის სულერთია ვინ იქნება დამნაშავე , თქვენ მხოლოდ უმაქნისობის საათების როგორმე დაკავება გინდათ, რომ დაგავიწყდეთ საკუთარი პრობლემები- ჯერ კიდევ კიტას ხელი ჰქონდა თბილ თითებში მოქცეული და ისე ესაუბრებოდა გაოცებულ ქალებს ,სიმართლე რომ ეწყინათ და იუკადრისეს -როგორ გველაპარაკები ნანა ამ ხნის ქალი ხარ , თუ არ გრცხვენია -არაფრისაც არ მრცხვენია, სამარცხვინო არც ჩაგვიდენია არც ჩავიდენთ ... თქვენ გრცხვენოდეთ სხვისი უბედურებით რომ ერთობით და საერთოდ სხვისი ცხოვრებით ცხოვრება როგორ არ გბეზრდებათ -დედა დამშვიდდი , ცუდად არ გახდე -ცუდად ესენი მხდიდნენ ცინიკური მზერით, დამცინავი გამომეტყველებით , ცრუ გულისტკივილით და იმ ყველა სიტყვით რაც უთქვამთ აქამდე . დამღალა ყველამ და ყველაფერმა ...უნდა შეწყვიტოთ -სულ კარგად ბრძანდებოდეთ თუ არ გგნებავს ...ჩვენ ვიფიქრეთ დაველაპარაკებით-თქო და არ გინდა, ნუ გინდა ერთად წამოიშალნენ და ეზო დატოვეს. ალბათ კიდევ გააგრძელებდნენ ჭორაობას სადმე, რომელიმეს ეზოში ყავის ფინჯნებით ხელში. ნანა კი კიტას ჩაეხუტა და მშვიდად დაიწყო სუნთქვა , წლები მოაკლდა , სიცოცხლე გაუხანგრძლივდა ისეთი ბედნიერი იყო . -დე , გინდა აქედან წავიდეთ?- ვახშმის დროს უთხრა და ჭაღარა თმაზე გადაუსვა თითები- სადმე სხვაგან გადავიდეთ სადაც ეს ხალხი არ იქნება , არ გაგახსენდება აქ გატარებული დღეები -რომელი დღეები , მე სულ ვიცოდი რომ შენ უდანაშაულო იყავი. ამ სახლში იმდენი კარგი დღე გვაქვს გატარებული, აქ დაიწერა ჩემი და მამაშენის ცხოვრების წიგნი და აქედან უნდა გამასვენო მეც . შენ ალბათ არ გინდა შვილო აქ ყოფნა, მესმის შენი ... მესმის გეფიცები და თუ გინდა მარტოც გადადი , ჩემზე არ იფიქრო. მთავარია შენ იყო კარგად და სადაც გინდა იქ შეგიძლია წასვლა, მე არ მეწყინება ... ალბათ მარტო გინდა იცხოვრო. ვინღა ცხოვრობს მოხუც დედასთან - ხელები დაუკოცნა და ისევ ჩაეხუტა -არსად წასვლას არ ვაპირებ უშენოდ. მეც იქ ვიქნები სადაც შენ ... შენს გარდა მე არავინ მყავს დე, შენ ხარ ჩემი მთელი ცხოვრება . კარგად იყავი ხო? აწი , დღეიდან სულ კარგად უნდა იყო - დანაოჭებულ სახეს უკოცნიდა და მის სურნელს ღრმად ისუნთქვადა. ზოგჯერ ისე ემსგავსებოდა პატარა დაუცველ ბავშვს , რომელსაც მხოლოდ დედა ჰყავდა დამცველად. მისი შეხება იყო ფარი, მისი სიახლოვე სიმშვიდის მომტანი . წლები გადის, იზრდები, ძლიერდები, მაგრამ მისი მკლავების სითბო მაინც შეუცვლელი რჩება. უკვე თავად იკრავდა გულში , მაგრამ მაინც სულის სიმშიდეს გრძნობდა. არასდროს ეფერებოდა ამდენს, უხეშიც არ ყოფილა , მაგრამ არც ამდენი სითბოს გამოხატვა სდომებია ოდესმე ახლა კი მონატრებულს წამით არ უნდოდა მოშორებოდა ქალს. მისი დაკარგვის შიში ჰქონდა,რომელსაც ვერაფერს უხერხებდა -რას ვიფიქრებდი წლების წინ ,რომ ასე შეიძლებოდა შენი უდანაშაულობის დამტკიცება ... რატომ მამაშენს არ უთხარი ვინ იყო მკვლელი -აღარ გვინდა ამაზე... დავივიწყოთ -შენ დავიწყებას შეძლებ შვილო? -უნდა შევძლოთ იმიტომ რომ ცხოვრება გრძელდება- ერთი იყო რასაც ამბობდა და მეორე რასაც გრძნობდა, მაგრამ ნანას ვერ აჩვენებდა სულის სიმარტოვეს. ძლიერი უნდა ყოფილიყო, უდარდელი და ისე გაეგრძელებინა ცხოვრება როგორც ნორმალურ პირობებში შეძლებდა ................. კესარიამ გადაწყვეტილება არ შეცვალა , ბილეთებიც შეიძინა და აეროპორტში წასვლამდე გაცილებაც მოუწყვეს ბიჭებმა. კლუბში იყვნენ ყველანი ვისი ნახვაც კესოს სურდა , ხმაურიანი წვეულება გამოუვიდა ქალბატონს და კარგადაც გაერთო. ეს იყო ერთადერთი საღამო როდესაც კოკო იყო მოწყენილი , დის გაცილებას და მუშაობის დაწყებას გლოვობდა. იმდენი დალია ფეხზე ძლივს იდგა , ბიჭები დასცინოდნენ,მაგრამ ვერაფერი მოახერხეს , განწყობა ვერ აუმაღლეს . -ვიცეკვოთ- კესოს ხელი მოხვია და პასუხის მიღებამდე დაიძრა მოცეკვავე წყვილებისკენ. ქალს თვალები უბრჭყვიალებდა, სასმელისგან მომატებულ ტემპერატურას კიტაც გრძნობდა და ღიმილზე ღიმილით პასუხობდა. ყელზე შემოეხვივნენ ქალის წვრილი მკლავები -კოკოს ისე გაუჩალიჩე რო ვერასდროს გადახარშავს -არ მაქვს დასვენების უფლება ? - წარბები მაღლა ასწია და ქვედა ტუჩს კბილები მოსდო -იქნებ ყველაფერი აურიოს -შენ არ იცი ეგ რა არანორმალურია... ყველაფერს ჩემზე უკეთ მიხედავს -მაინც სად მიდიხარ -გგონია გეტყვი?- გაიცინა და დატრიალდა . მელოდია რომ შეიცვალა ყველაფერი ჩაბნელდა, სხვადასხვა ფერის განათება ერთმანეთს ცვლიდა კესარია კი სხეულს მოხდენილად არხევდა -მხოლოდ მე - ცეკვავდა, თან ხელი მის წელზე ჰქონდა მოხვეული და თვალებში უყურებდა ქალს -საშინელი კაცი ხარ - ზურგით აეკრო და თავი მხარზე მიაბჯინა . ცეკვას აგრძელებდა , ხელები მაღლა ჰქონდა აწეული და კიტას თითები აღარ ეხებოდნენ -კესარია , მითხარი სად მიდიხარ თორემ არ გაგიშვებ - ქალის ყურთან საუბრობდა, ისე ახლოს იყო ტუჩებით ეხებოდა და სულ მთლად ურევდა გონებას -გეტყვი , თუ კოკოსთან იმუშავებ - თავი მისკენ შეაბრუნა და ტუჩები ყბაზე მიაწება -ნამდვილი ეშმაკი ხარ ... გინდა ორი კურდღელი ერთად დაიჭირო- გაიცინა და მუცელზე შემოხვია ხელები -ვნახოთ , ვიფიქრებ -საკუთარ თავს კურდღელს ადარებ ? -კესარია მოსემაც არ იცის? -არ იცის, მაგრამ მიპოვნის თუ საჭირო გავხდები - უეცრად მოშორდა და ცეკვა შეწყვიტა - წამომყვები? -სად - ვერ მიხვდა რას გულისხმობდა . თვალს არ აშორებდა და ცდილობდა გამოფხიზლებულიყო -სადმე ... ფრენამდე დიდი დროა - მკლავზე მოხვია ხელი და ამჯერად თავად წაიყვანა . სიცივე რომ იგრძნო სიცილი აუტყდა, თავი კიტას მხარზე დადო და იცინოდა. მენაბდესაც გაეღიმა , დადებითად მოქმედებდა მასთან ყოფნა , მაგრამ ეს არ იყო ის სიყვარული , სხვა იყო -პატარა ბავშვივით ხარ და რამდენს ეშინია შენი ქალბატონო კესარია -შენ ხომ არ გეშინია -ზოგჯერ მეც მაშინებ-თავზე აკოცა და მხარზე მოხვია ხელი- გაიყინები და მეც არ ამიღია ქურთუკი -დაიკიდე ...სადაც მივდივარ იქ ცხელა -კუნძულზე მიდიხარ ? -გეყოს ! -აი ისევ მაშინებ -კიტააა- გადაიკისკისა და ამ დროს ძალიან ლამაზი იყო. ჯერ უკანსვლით მიაბიჯებდა, ხელები გაშლილი ჰქონდა და ქარი თმას ურევდა . მაღლა ცისკენ იყურებოდა უცებ ღიმილი რომ შეწყვიტა და სერიოზული გამომეტყველება მიიღო-კიტაა -გისმენთ ქალბატონო კესარია -ისიც დასერიოზულდა ,მაგრამ მაინც ეღიმებოდა -მომიყვები იმ ღამეზე ? -რომელ ღამეზე -ღამეზე რომელმაც შენი ცხოვრება შეცვალა ... იმ დაწყევლილ ღამეზე -კესარია როგორი ქალი ხარ, ყველაფრის გარკვევა გინდა -მომიყევი და გეტყვი მოსეს რატომ არ გავყევი ცოლად -რაა? - ისეთი მოულოდნელი იყო სიარული შეწყვიტა და თითქმის ყვირილით თქვა -მოსემ ცოლობა გთხოვა? -ათი წლის წინ , ბავშვები ვიყავით მაშინ -მერე? -მომიყევი და გეტყვი -ჩემი ამბავი სევდიანია და განწყობას გაგვიფუჭებს -ჩემიც სევდიანია, საყვარელ კაცს ცოლობაზე უარი ვუთხარი და ვაიძულე მეგობრად დარჩენილიყო- ნაყინს ვიყიდი ... აი იქ უგემრიელესი ნაყინი აქვთ- უცებ გაიქცა , კიტას არც დაელოდა . მალევე დაბრუნდა ხელში ნაყინის უზარმაზარი ჭიქებით და კოვზებით -არანორმალური ხარ -ვიცი, შენც ... ყველაზე ცუდი ამბები ყველაზე სულელურ ვითარებაში, ყველაზე ტკბილის თანხლებით უნდა მოყვე რომ დაივიწყო -გამოცდილება გაქვს? -დიახ ! -და შენი ამბავი რომელიც უნდა მომიყვე ყველაზე მძიმეა ? -ყველაზე რთული იყო ქუჩაში უმისამართოდ მიაბიჯებდნენ, წარმოდგენა არ ჰქონდათ სად მიდიოდნენ ან სად იყვნენ. უბრალოდ მიაბიჯებდნენ, ორი მთვრალი, ორი არანორმალური , სრულიად სხვადასხვა ფერი ჰქონდათ და მათი ურთიერთობაც სხვანაირი იყო -ერთ საოცარ გოგოს ვიცნობდი , რომელიც უსაზღვროდ მიყვარდა და იმ ღამით გადავწყვიტე აღიარება. სითამამისთვის რამდენიმე ჭიქა დავლიე და ნასვამმა საბოლოოდ გადავწყვიტე რომ იმ ღამით ვეტყოდი . ყოველგვარი რომანტიკის გარეშე მის სახლთან მივედი და ჩამოსვლა ვთხოვე . მალევე გამოჩნდა, წარმოდგენა არ ჰქონდა რის თქმას ვაპირებდი, მარტოს საერთოდ არ მელოდა . ათასი სისულელე ვთქვი, მაგრამ მთავარი არ მითქვამს , ვერ მოვასწარი. დამირეკეს და მითხრეს თიკა გუგასთან ერთად გაიპარაო. გოგო დავტოვე , შუა ქუჩაში , სრულ გაუგებრობაში დავტოვე და გავიქეცი. მეგონა ახალაიას დავარწმუნებდი, მიშოსთვის არაფერი მითქვამს . გუგას არც კი დაველაპარაკე ... წარმოდგენაც არ მქონდა როგორი გარეწარი იყო . თავს შეყვარებულ ბიჭად მაჩვენებდა, თიკაც არ დამთანხმდა გაყოლაზე. აჟიტირებული იყო , მიშო არ ადარდებდა თავის ოცნებებში იყო . გუგა მხოლოდ მისვლისას ვნახე იქედან ისე წამოვედი აღარ დამინახავს . გზაში ავარიას გადავეყარე... მძიმედ იყვნენ და ვერ დავტოვე სანამ სასწრაფო არ მოვიდა . ქალაქში რომ დავბრუნდი თენდებოდა , მიშოსთან მისვლამდე სიტყვებს ვარჩევდი , ვფიქრობდი როგორ მეთქვა რომ მისი შეყვარებული ცოლად გაჰყვა ჩვენი ბავშვობის მეგობარს - ნაყინში კოვზს ამოძრავებდა და ამ საქმით ისე იყო გართული ტვინი კონცენტრირებას ვერ ახერხებდა. ყველაფერს მშვიდად ყვებოდა და გზას აგრძელებდა -მიშო უკვე ცოცხალი აღარ იყო ხომ? -მიშო აღარ იყო... დავიგვიანე . გზაში დამირეკეს, მითხრეს მიშოს ყველაფერი გაუგია და გიჟივითააო ამიტომ ბინაშიც სწრაფად შევედი. მერე ... მერე ვნახე სისხლის გუბეში იწვა . არ ვიცი დანას ხელი რატომ მოვკიდე , პოლიციელები რომ შემოვარდნენ სისხლიანი ვიყავი ხელში დანით და შეურაცხადი სახით... აი ასეთი იყო ის ღამე რომელიც სიყვარულით დავიწყე და უსიყვარულოდ დავასრულე -იმ ქალს არ ეტყვი რომ გიყვარს? -ვინ თქვა რომ ისევ მიყვარს -გიყვარს ... გამომეტყველება გეცვლება , გული სხვანაირად ფეთქავს როცა გიყვარს -შენ არ გიყვარდა და იმიტომ უთხარი უარი ღმერთკაც მოსეს? -ზედმეტად მიყვარდა, იმაზე მეტად ვიდრე წარმოდგენა შეიძლებოდა . მას არ ვუყვარდი , თავადაც არ იცის ცოლობა რატომ მთხოვა. გიჟი იყო, თავქარიანი ბიჭი რომელსაც იმ დროს ცხოვრებას ვერ დავუკავშირებდი. ვერ გავუძლებდით და მოვკვდებოდი სკანდალური განქორწინებით რომ დასრულებულიყო ჩვენი ამბავი -17 წლის იყავი ... უბრალოდ ქორწილი გადაგედოთ და ურთიერთობა გაგეგრძელებინათ -არა, უნდა დასრულებულიყო . ზედმეტად დიდი ცეცხლი გვქონდა ორივეს და რომ არ დაგვესრულებინა მერე ფეხმძიმეს მომიხდებოდა დაქორწინება - ნაყინი დაასრულა და კიტას გამოართვა - შენ არ გყვარებია ნაყინი , უგემოვნო ხარ -ისევ გიყვარს? -ხან როგორ ხან როგორ -ეგ როგორ- გაეღიმა -ზოგჯერ მგონია რომ იმაზე მეტად მიყვარს ვიდრე მაშინ და ახლა უბრალოდ ვნება კი არ მაქვს, მართლა გაგიჟებით მიყვარს . ზოგჯერ კი უბრალოდ მისი მოკვლა მინდა - ეგ იმას ნიშნავს რომ გიყვარს -უკვე ოთხი საათია რაც იმას ნიშნავს რომ აეროპორტში წასვლის დროა ... იმედი მაქვს ორივემ ვიცით რომ ამ დიალოგისას ნათქვამი თითოეული სიტყვა სამუდამო საიდუმლოდ დარჩება -უკვე გამოფხიზლდი? -გამოცდილი ლოთი ვარ ... მე შენ ძალიან მომწონხარ იცი? -მე ყოველთვის მოვწონდი ქალებს , მაგრამ მათ სხვა კაცები უყვარდათ... თავიანთი კაცები ! -დიალოგი დიდხანს გაგვიგრძელდა აშკარად - წარბები შეკრა და ტელეფონი ყურთან ახლოს მიიტანა-ჩემო პაწაწო აეროპორტში მოდით, ბარგი შენს მანქანაშია და სხვას არ გამოყვე... წავედით- ტაქსი გააჩერა და კიტასთან ერთად ჩაჯდა. აეროპორტის შესასვლელთან იდგნენ, ქალბატონს ბარგი გადასცეს, დაემშვიდობნენ და შემდეგ უყურებდნენ შენობისკენ მიმავალს. -სად იყავით -გავისეირნეთ -ასე ს.რებივით ვიდგეთ? არ გავყვეთ და არ გავიგოთ სად მიდის? -კოკო ნუ ატრ.კებ. წამოდი - მოსემ ხელით უბიძგა და მანქანისკენ შეაბრუნა- დაისვენებს და აგაგდებს სკამიდან -არაფერიც . მე თუ დავჯდები , დავრჩები კიდეც. რომ დაბრუნდება გავათხოვებ და რაზეც გაუხარდება იმაზე დაჯდეს -ერთხელაც იქნება მაგ ენას ამოგთხი და უკან გაგთხრი ... ტუტუცო ლაწირაკო !- მოსემ შეუღრინა და მანქანის წინა კარი გამოაღო -მე თავი მისკდება და თქვენ ასე უცებ როგორ გამოფხიზლდით ჩხუბსაც რო ასწრებთ ტო- ნიკუშამ ჩაილაპარაკა და უკანა სავარძელზე მოთავსდდა -მოსე დაინდე ბავშვი არ იცის რას ბოდავს... წაგვიყვანე ახლა სახლებში თორემ ნელ-ნელა მოდის ბახუსი-კიტაც ჩაერთო საუბარში და შემდეგ მთელი გზა ჩუმად იყო ისედაც არ უყვარდა დიდად დალევა , შემდეგ მთელი 15 წელი ტაიმაუტი ჰქონდა და სასმელი ცუდად მოქმედებდა . ბიჭები სახლებში დაარიგა კოკომ და ბოლოს უკანა სავარძელზე მჯდომ კიტას გახედა -სახლში წაგიყვანო ? -შენც წამოდი ... ნანა წვნიანს მოგვიმზადებს , წავუძინოთ და მერე ვიფიქროთ შენ სავარძელზე -რა დამაძინებს თორემ ნანას ნახვა კი მინდა -როგორ უცებ დასერიოზულდი -შენ კი გამხიარულდი - თვალები აატრიალა და მომღიმარ ძმაკაცს შეუბღვირა. ნანა ალბათ ერთადერთი ქალი იყო ვინც დილაადრიან სახლში დაბრუნებულ მთვრალ შვილს ასე ხალისიანად ხვდებოდა. მის მეგობარსაც გულში იკრავდა და მათ გამოძინებამდე წვნიანსაც ამზადებდა. უხაროდა კიტას მეგობრებთან ერთად რომ ხედავდა, ბედნიერდებოდა როდესაც ისიც ჩვეულებრივად იქცეოდა , იცინოდა, საუბრობდა, სადღაც დადიოდა , სვამდა და სახლში გამოკეტის ნაცვლად ადაპტაციას ცდილობდა. კიტა ისე იქცეოდა, თითქოს პრობლემა არც ჰქონდა , ნანა ბოლომდე არ ტყუვდებოდა , მაგრამ ისიც საკმარისი იყო რასაც აკეთებდა. დრო გავიდოდა და ყველაფერი თავის კალაპოტს დაუბრუნდებოდა , არ იცოდა თავად შეძლებდა ამ ყველაფრის ნახვას თუ ვერა, მაგრამ დარწმუნებული იყო რომ კიტა სულის სიმშვიდეს იპოვნიდა. ............. კოსტანტინეს რამდენიმე დღიანი მუშაობა იმდენად მძიმე აღმოჩნდა მთელი სამეგობროსთვის , რომ კიტამ მსხვერპლი გაიღო მეგობრის გვერდით დადგა ამ მძიმე განსაცდელის ჟამს. თავიდან არაფორმალური სახე ჰქონდა ყველაფერს, ისე უბრალოდ დადიოდნენ , მარტოს არ ტოვებდნენ ბატონს და ყველაფერთან შეჩვევაში ეხმარებოდნენ შემდეგ კი ფორმალურ თანამშრომლობაზეც დათანხმდა. ასე დაიწყო მუშაობა, რომელიც სწავლასაც არ გამორიცხავდა . არ იყო მარტივი საქმის შესწავლა , უამრავ ადამიანთან კონტაქტი რომელთაგან ნაწილს ეშინოდა კიდეც ყოფილი პატიმრის რომელიც არც ისეთი მხიარული ჩანდა . მაქსიმალურად ცდილობდა საქმიანი გარემო შეენარჩუნებინა და ზღვარი დაეცვა დესპოტსა და ჰუმანურ უფროსს შორის , მაგრამ დიდად არ გამოსდიოდა. კოკო საერთოდ სხვა ადამიანი იყო საქმეს როდესაც ეხებოდა სერიოზულობის მწვერვალზე ადიოდა , მაგრამ სხვა შემთხვევაში თანამშრომლებთან ძალზედ მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა -ზაფხულიც მოდის და მე ვერ დავისვენებ ... -შეხვედრები სადმე ისეთ ადგილას დაგეგმე რომ თან დაისვენო -გენიოსი ხარ -ვიცი, გმადლობთ - ფურცლები მაგიდაზე დაუწყო და გასწორდა- ამათ ხელი მოაწერე. მე წავედი, ჩემი სამუშაო დრო დასრულებულია ... -ჯიგარი ხარ ... პრემიას იმსახურებ ჩემგან. შაბათს კლუბში გეპატიჟები -საიდან გაქვს ამდენი ენერგია თუ ვიცოდე - გაიცინა და სახეზე ხელები ჩამოისვა- წუხელ გადამათენებინე, დღესაც არ მიშვებ . მკლავ ტოო? -წადი , მიდი ხო რას წუწუნებ...გენაცვალე ცხოვრება რთულიაა -მე მივდივარ და შენ ? -მე ... მე საქმე მაქვს - მინის კარიდან გაიხედა და მოშორებით მაგიდასთან მჯდომ გოგოს შეხედა -ვისთანაც აქამდე არ ყოფილხარ ახლა უნდა დაკერო? -ვინ თქვა რომ არ ვყოფილვარ? -უკვე მეშინია ქალთან მიახლოება ყველა შენი ყოფილი საყვარელი მგონია -სახე დამანჭა და ზურგი აქცია -დაგირეკავ საღამოს -არც კი გაბედო ! დაღლილი იყო , ამდენწლიანი დასვენების შემდეგ ასეთი დატვირთული გრაფიკი და თან გონების გადაღლა ნამდვილად ართმევდა ენერგიას. სახლში დაბრუნებამდე სუპერმარკეტში შეიარა, რაღაცები იყიდა და საკმაოდ დიდი დროც გავიდა. დაღლილი იყო, მაგრამ ნანასთვის მოინდომა... სახლში შესულს დედა შეეგება , უცნაური გამომეტყველება ჰქონდა , დაბნეული და ცოტაც შეშინებული -დედი -მოვედი დე, სავახშმოდ სადმე წავიდეთ ... რა ხდება დე? - იქვე დააწყო ყველაფერი და ნანას ამღვრეულ თვალებს მზერა გაუსწორა -სტუმრები გვყავს შვილო ... არ გაბრაზდე , გთხოვ - შენ არ ინერვიულო, წამოდი ...ვნახავ ვინ გვესტუმრა ასეთი- შუბლზე აკოცა და მშვიდად შევიდა მისაღებში. ღიმილი ვერ შეიკავა თევდორაძეები რომ დაინახა ლამარა, ნინო და გიორგი დასჯილი ბავშვებივით ისხდნენ . ვინ წარმოიდგენდა ამდენი წლის შემდეგ იქ თუ მივიდოდნენ და თანაც ასეთ მდგომარეობაში . ცხოვრება ყველაფერს ცვლის, წამში ატრიალებს სამყაროს შენს ირგვლივ და არავინ იცის წინ რა გელის-როგორი სტუმრები გვყოლია დე -დალაპარაკება გვინდა , დიდ დროს არ წაგართმევთ -არ იყო საჭირო მომხდარს ვერ შევცვლით ... უნდობლობას ვერ გავაქრობთ და ვერც თქვენს მიერ ნათქვამსა და ჩადენილს ეშველება რაიმე ბატონო გიორგი -ღმერთო ჩემი მიშო ალბათ საფლავში ტრიალებდა ... ამდენი წელი , ამდენი წელი შენ გადანაშაულებდი და თურმე იქ , ის არაკაცი მიმყავდა მის საფლავზე . ღმერთო ამას რას მოვესწარი ასეთი ცხოვრება თუ ღირს საერთოდ აღარ ვიცი და არც მივყავარ ჩემ შვილს თავისთან - ლამარამ დანაოჭებული ხელები სახეზე აიფარა და ცრემლები გადმოსცვივდა. -ლამარა დეიდა შენთვის პირადად თქვენთვის არცერთი სიტყვა მითქვამს, არასდროს მიპასუხია შეურაცყოფისთვის რომელსაც გვაყენებდით ... არც არავინ მოსულა შენთან ხომ ასეა ? ყველა გავაფრთხილე რომ შენ მიშო დაკარგე და ვერ გამოიტანდი სწორ დასკვნებს . ახლაც იმ აზრზე ვარ , შენ აქ არ უნდა იყო - ქალს უყურებდა და გული ტკიოდა- მიშოს ნაცვლად მე უნდა მეზრუნა თქვენზე, მაგრამ ვერ მოვახერხე დროულად თავის დაღწევა -ნეტავ ახსნა შემეძლოს როგორ ვარ ...სული ორმაგად მეწვის შვილო. რა დაგვემართა, ან რატომ დაგვემართა როგორ ვერ შევნიშნეთ იმ არაკაცში ჩაბუდებული ურჩხული, როგორ ვერ დავინახეთ მისი დამპალი სული . ასე როგორ გვატყუებდა ყველას -მატყუარები არ იარსებებდნენ რომ არ ვტყუვდებოდეთ. არც დანაშაული იქებოდა ყველას რომ შეეძლოს თავდაცვა ... არავინ იცის ღმერთი რას გვიმზადებს - ფეხზე იდგა ისევ , არ შეეძლო მათ გვერდით დიდი დროის გატარება. გიორგის ვერ აპატიებდა იმ წლების განმავლობაში ჩადენილს . -რატომ არასდროს თქვი ვინ იყო მკვლელი ... იქნებ ეჭვი მაინც შემეტანა და ასე არიფივით არ გავეცურებინე - თავი დახრილი ჰქონდა და მანამ სანამ ლამარა ლაპარაკობდა ხელებს დაჰყურებდა მდუმარედ -არ ვიცოდი ვინ მოკლა, მხოლოდ ის ვიცოდი რომ მე არ მომიკლავს და იქედან დიდხანს ვერაფერს ვარკვევდი -როგორ არ იცოდი? -არ მინდა ამაზე საუბარი ... ყველაფერი გაირკვა , მორჩა ხომ ასეა არა? მე ხომ მაქვს უფლება ახლა მაინც ვიცხოვრო მშვიდად -წავალთ, მაგრამ არ ვიცი სიტყვებით კი არა ვერავითარი ქმედებით ვერ გამოვისყიდით დანაშაულს შენი და მიშოს წინაშე. ამ სიბერეში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ყველა ჩადენილი ბოროტება ოდესმე უკან დაგიბრუნდება -არც ასეთი სამართლიანია ღმერთი აქვე რომ მიუზღოს ყველას - ზურგი აქცია ოთახში მყოფებს და სახლიდანაც გავიდა. არ შეეძლო დაევიწყებინა მათ მიერ ჩადენილი , განა საკუთარ თავზე დარდობდა . ახსენდებოდა როგორ ექცეოდნენ ირაკლის და ნანას , რამდენი საშინელება გააკეთა გიორგიმ მათ დასამცირებლად და საზოგადოებისგან გასარიყად. შანსს არ უშვებდა, ყველაფერს აკეთებდა წნეხში რომ მოექცია ისედაც განადგურებული ცოლ-ქმარი ვინ იცის კიდევ რამდენი ვერ გაიგო, რამდენს უმალავდნენ . უკანა ეზოში იდგა , ეწეოდა და დამშვიდებას ცდილობდა . ნაბიჯების ხმა რომ გაიგო მიხვდა ვინც უახლოვდებოდა. გიორგი იყო , უცნაურად გამოიყურებოდა აღარ ჰგავდა იმ ძლიერ კაცს ყოველთვის ამაყად რომ იდგა ფეხზე -ხომ იცი რომ ჩემს ადგილას შენც იგივეს გააკეთებდი...მიშო სიცოცხლეზე მეტად მიყვარდა და რომ გავიგე სისხლი გამეყინა -მე ციხეში ჩავსვი კაცი რომელმაც მიშო მომიკლა და ცხოვრება წამართვა! გგონია თქვენს მსგავსად მოვიქცეოდი ? არა ... მეეჭვება , მე მის მშობლებთან არ მივსულვარ და არ შემიფურთხებია სახეში შვილის გაზრდისთვის. რატომ? იმიტომ რომ ასეთი საცოდავიც არ ვარ სხვას რომ ავკიდო იმ ახვარის დანაშაული - ძარღვებდაბერილი, ანთებული თვალებით უყურებდა გიორგის და თავს ძლივს აკონტროლებდა -ვიცი , შევცდი ... მომატყუა იმ ნაბიჭვარმა. ყველა ს.რებივით გამოგვიყვანა და ამდენი წელი ბაირამობდა . ვერ წარმოიდგენ როგორ ვარ ახლა აქ დასჯილი ბავშვივით რომ ვდგავარ და -და რა პატიებას ელით ? -ჩაიცინა და სიგარეტის კვამლი მაღლა ცისკენ გაუშვა- მე არავისთვის არასდროს მიპატიებია ჩემთვის საყვარელი ადამიანების დამცირება შენ კი ბოლო მოუღე ირაკლის...სამსახურიდან გამოაშვებინე, მეგობრებთან დაამცირე, ყველაფერს აკეთებდი და მე ყველაფერი ვიცი . პატიება გინდა? წადი და მამაჩემის საფლავზე დაჩოქილმა ითხოვე პატიება ჩემთვის ყველაფერი დასრულებულია ბატონო გიორგი . არ მინდა რომ ოდესმე გადაიკვეთოს ჩვენი გზები -ვიცოდი , ვიცოდი რომ მიშოს ეჩხუბე მკვლელობის წინა დღეს... სასამართლოზე არ მითქვამს იმიტომ რომ ჩემ გარდა არავინ იცოდა და არ მინდოდა ამ ამბავზე საჯაროდ საუბარი ... ანოს გამო არ მინდოდა- არ უყურებდა კიტას, ჯიბეებში ხელებჩაწყობილი იდგა და ქუჩაში მიმავალ მანქანებს ადევნებდა თვალს. არ დაუნახავს მენაბდეს როგორ შეეცვალა გამომეტყველება, გულში ჩხვლეტა იგრძნო და სხეული დაეჭიმა- დარწმუნებული ხარ რომ არ გადაიკვეთება შენი და თევდორაძეების გზები? -მაინც რა იცით , გიორგი - ეცადა ღიმილით ეპასუხა ,ირონიით შენიღბულიყო , მაგრამ ხვდებოდა რომ არ გამოუვიდოდა -მიშოს უთხარი რომ ანოს მიმართ გრძნობები გქონდა და გეჩხუბა ... პატარააო , ტვინს აურევო გეუბნებოდა . მესმოდა, მაგრამ არაფერი გამიკეთებია მიშოსგან განსხვავებით ვიცოდი ,რომ სწორად მოიქცეოდი ...წავედი და მერე წლების განმავლობაში ვნანობდი , ვფიქრობდი ანოს გამო იჩხუბეთ და მოკალი. ათას რამეს ვფიქრობდი, ვგიჟდებოდი საკუთარ თავზეც და იმ უკან გადადგმულ ნაბიჯსაც ვნანობდი ... ირაკლის უკვე მოვუხადე ბოდიში , დიდხანს ვიყავი მის საფლავზე , პასუხს ალბათ მაღლა რომ შევხვდებით მერე მეტყვის - წასვლამდე მზერა გაუსწორა და შემდეგ ზურგი აქცია. მენაბდე დიდხანს იდგა ერთ ადგილას, შემდეგ ნანა გაახსენდა და სწრაფად დაუბრუნდა ეზოს წინა მხარეს. ქალი სახლის წინ იჯდა და ტიროდა -დედა -სახეზე აფარებული ხელები მოაშორა და ცრემლები შეუმშრალა- კარგი რა დედა ... როდის მორჩბიან, როდის დაასრულებენ -ხომ ამდენი დაგვიშავეს... ვინ იცის რამდენჯერ დამამცირეს. რამდენი უბედურება დაგვმართეს და მაინც როგორ მეცოდება ლამარა. სულ მეცოდებოდა , სულ გული მეწვოდა მიშოს მეც ხომ ვგლოვობდი , ორივეს გამო ვკვდებოდი დედი , მაგრამ მე ცოცხალი მყავდი. მოვდიოდი, გხედავდი, გეფერებოდი , ვიცოდი რომ იქ იყავი და ადრე თუ გვიან გამოხვიდოდი ის კი ... მას რა ეშველება დედი? არაფერი აღარ ეშველება შვილმკვდარ დედას პასუხი აღარაფერზე მოეთხოვება შვილო -ვიცი დედა, ვიცი და არაფერს ვამბობ . მითხარი რა შემიძლია , კიდევ შეიძლება რამე და არ ვაკეთებ? ამ წყეულ სამყაროში ადამიანები ყველაზე სუსტები და საცოდავები ვართ, რამდენი უნარიც მოგვცა იმდენი უბედურებაც გვიბოძა . რამდენჯერაც გაგვაცინებს იმდენჯერ აგვატირებს ... მე ჯერ ვერ გავიგე რა არის ამ სამყაროში არსებობის აზრი რისთვის ვცოცხლობთ საერთოდ როცა ერთ დღეს მაინც ვკარგავთ ყველას და ყველაფერს -წუთისთვის ღირს , ერთი წუთისთვის როცა ბედნიერებას გრძნობ ... ბრძოლა ბრძოლისთვის ღირს . სიცოცხლეს ყოველთვის აქვს ალბათ აზრი , სულ რჩება რაღაც რისი გაკეთებაც შეგიძლია . შენ ჯერ კიდევ წინ გაქვს მთელი ცხოვრება, ახალგაზრდა ხარ და უამრავი რამ უნდა გამოცადო , იგრძნო და გააკეთო არაფერი უთქვამს , დუმილი არჩია საკუთარი ფიქრების გამოხატვას. გაჩუმდა და არ უთხრა რომ მისთვის ცხოვრებას ფერები აღარ ჰქონდა, არ უთხრა რომ ერთი დიდი ტყუილი იყო ყოველი დღე რომელსაც იწყებდა , რომ უბრალოდ დაიღალა ცხოვრებაში არსებობით . ისევ მოხვია მკლავები, ისევ დაამშვიდა და მზერა გაუსწორა სივრცეს რომელშიც ვერაფერს ხედავდა, სრული სიცარიელე იყო ......... ანო რას გრძნობდა ამ დროს ... ანო როგორ იყო იმ ღამის შემდეგ იცით? ისევ დროში გაიყინა, ისევ მიჰყვებოდა ნაბიჯ-ნაბიჯ და ცდილობდა გაეძლო თავს დამტყდარი ემოციებისთვის. სიმართლე იცოდა, სამართალიც აღდგა, ალბათ მიშოს სულმაც მოისვენა და ნელ-ნელა საზოგადოებაში დატრიალებული ვნებათაღელვაც ჩაცხრა. სულ უფრო მშვიდად შეეძლო ქუჩაში გავლა, უფრო ნაკლები ვინმე აჩერებდა და ესაუბრებოდა მომხდარზე. ყველამ მიიღო ინფორმაცია და დამშვიდდა. მალე მოვიდოდა დრო როდესაც აღარავინ გაიხსენებდა წარსულში ჩადენილ ცოდვას, დანაშაულს რომელმაც კიტა მენაბდე შეიწირა. ანო გათავისუფლდა , მაგრამ ისევ მარტოსული იყო . თავისუფალი ემოციებით, დაბრუნებული წარსულის მოგონებებით, გაცოცხლებული ცხოვრებით , მაგრამ მაინც მარტო. თავს უფლება მისცა ისევ ეფიქრა კიტა მენაბდეზე,ერთბაშად დაუბრუნდა ყველა გრძნობა რომელიც მასთან აკავშირებდა უფრო მძაფრად , უფრო ძლიერი მუხტით დაატყდა თავს . ამჯერად არ შეეძლო მასთან მიახლოება, არ ჰქონდა გზა რომელიც კიტას დაუბრუნებდა. ის იმაზე შორს იყო ვიდრე ოდესმე და ანოს ისევ უმისობა აწუხებდა. არავინ იყო ანოს ფიქრების ობიექტი კიტა მენაბდის გარდა , თავადაც არ იცოდა რა სურდა სინამდვილეში,ან რა ხდებოდა მის თავს , მაგრამ ვერ აკონტროლებდა , არც სურდა ამ ყველაფრის შეჩერება. ეს იყო ყველაზე სასიამოვნო დარდი , მათ შორის რომელსაც ოდესმე შეუწუხებია ანო თევდორაძე ... .......... ცარიელ ოთახში იჯდა , ოთახში რომელიც მისთვის კარგად იყო ნაცნობი . 15 წლის განმავლობაში უთვალავჯერ ეწვია ამ ადგილს , ადრე ბადრაგს მიჰყავდა და იქ მშობლები ელოდნენ . იყო დრო თავად ბატონი მირცხულავაც ესტუმრა , ახლა კი მშვიდად იჯდა სკამზე და ელოდა. რკინის მაგიდაზე იდაყვებით იყო დაყრდნობილი და კარს უყურებდა, ნაბიჯების ხმა ესმოდა , საოცარი გრძNობა ჰქონდა . იმ წამს გრძნობდა კმაყოფილებას, სწორედ იმ მომენტში იგრძნო გამარჯვება ხელბორკილებით რომ შეიყვანეს მირცხულავა და მასთან მარტო დატოვეს. უყურებდა განადგურებულს, შეშლილს და მიწასთან გასწორებულს , უყურებდა და იღიმოდა -ვინ თუ არა შენ ... - ჩუმად თქვა და კარს მოშორდა- რისთვის მოხვედი , გინდა დატკბე სანახაობით? -არ მიყვარს ვალში ყოფნა, შენც ხომ მომინახულე ხოდა გადავწყვიე მოვსულიყავი და გამეგო შენი მდგომარეობის შესახებ . როგორ ხარ გურამ? როგორ დაგხვდნენ ბიჭები, როგორ შეეჩვიე ახალ სახლს - უყურებდა და იღიმოდა . ჭკუიდან გადაჰყავდა პატიმარი -ბევრი მეგობარი გყოლია , მაგრამ ფეხებსაც ვერ მომჭამენ ... მოიცა შენ რა გინდა ამათ დამბრიდონ და შენ სუფთად დარჩე? -რა ფიქრებში ხარ ... ისედაც არ დაგეძინება და კიდევ ჩემს შურისძიებაზე ფიქრობ ? ცოდო ხარ, ცოდო -წადი შენი...იქ დამაყენე მალაპარაკე , თურმე გაბ.ზდი ციხიდან იმიტო გამოგიშვეს რომ პოლიციელებთან იყავი შეკრული ? დამაფრქვევინე ყველაფერი, ჩაიწერე და სასამართლოზე გამომიჭენა შენმა ადვოკატმა. დიდხანს გეგმავდი ამ ყველაფერს? -როდესაც შენნაირი ჭია გყავს დასაჭერი , ყველაფერი მარტივია . თავად მოხოხდი ჩემთან ... მადლობა მინდა გითხრა , დროულად რომ არ მოსულიყავი მე მოვიდოდი და ჩემი გეგმა ბე მეტი სისხლით იყო -ის სულელი ქალიც შენ ამიმხედრე... შენ ელაპარაკე და ახლა იყენებ ჩემს წინააღმდეგ . როგორ ვერ მოვწვი, როგორ წამოვეგე შენს ანკესზე -თიკუნა უკვე კარგადაა... სახლში დაბრუნდნენ . მშვიდად ცხოვრობს უშენოდ. მალე ბავშვებსაც დაავიწყდები , ისედაც ვერ გიტანენ შენს სანახავადაც კი არ მოვა ვინმე . აქ დალპები , ჩაძაღლდები და მერე ჩაგაგდებენ სადმე , ზემოდან დააფურთხებენ შენს კუბოს . მააშენსაც კი რცხვენია შენი , შესაძლოა ისიც კი არ მოვიდეს, უარი თქვას ... პირობას გაძლევ პირადად მოვალ , მოვალ და ჩემი ხელით დაგაყრი მიწას შენი ძვლები ძაღლებმა და ღორებმა რომ არ ათრიონ . მანამდე აქ ცოცხლად დამარხული იქნები, სულ მალე ყველა დაგივიწყებს თითქოს არც არსებობ -მოკეტე ... მოკეტე გესმის? ჩემ ბიჭებს არ დავავიწყდები ...იციან როგორ მიყვარს და მოვლენ . წაკლა დედამისი არ უშვებს , მაგრამ მალე გაიზრდებიან და მომხედავენ. რისთვის გავაჩენინე, რა გგონია თავს ვევლებოდი და იზრუნებენ ჩემზე. შენ , შენ ყბედობ ტყუილად ციხის გარეთ ხარ მაგრამ სული გძვრება მარტოს... ნანაც მალე წავა მამაშენთან და მერე ? მერე რა გეშველება-კონტრლი დაკარგა, ხმას აუწია და ყვირილი დაიწყო -ცოტა მოგვიანებით უნდა მოვსულიყავი... ჯერ კიდევ ვერ გაგიაზრებია სად ხარ და რა ნეხვში ზიხარ. აშკარად ვიჩქარე , არადა მეგონა ეს თვეები საკმარისი იქნებოდა - ყურადღებას არ აქცევდა მის სიტყვებს. უყურებდა როგორ დაეცვარა შუბლი და სწრაფად მოისვა ხელისგული. ცუდად იყო , ჩაწითლებული თვალები,ჩაშავებული უპეები და ჩაცვენილი ყვრიმალები. არ ჭამდა, არ ეძინა, ფსიქოლოგიურად განადგურებული მალე ჭკუიდან გადავიდოდა , სულ ცოტაც იყო საჭირო , სულ ერთი ნაბიჯი აკლდა - კიდევ გინახულებ, არ იდარდო...- ფეხზე წამოდგა როგორც კი ბადრაგი გამოჩნდა და სახეარეულს ხელი დაუქნია- ხო მართლა, მიშო მომიკითხე -ოხ მე შენი დედა ვატირე...უნდა მომეკალი. უნდა მომეკალი შე ... უკან უნდა გამეყოლებინე იმ შენს მიშიკოსთან მიმეწვინე შენც და ის შენი ექიმიც - ბადრაგს მიჰყავდა ის კი გაგიჟებული ყვიროდა, ოთახიდან რომ გაიყვანეს მერეც ღრიალებდა კიტა კი მშვიდად იჯდა და კიდევ ერთ პატიმარს ელოდა. რამდენიმე წუთში მიიყვანეს , ბორკილები როგორც კი მოხსნეს მაშინვე გადაეხვია და მხარზე ძლიერად დაარტყა ხელისგული -კიტაა ჯერ არ გელოდი ... ხო არ მოგენატრა აქაურობა- თავზე გადაუსვა კაცმა ხელი და მამობრივი მზრუნველობით შეხედა -მოვედი , დღეს ყველას ვერ ვნახავ...არაო უფროსმა , მაგრამ ბიჭებს უთხარი არ დაგივიწყებთ-თქო -დავსხდეთ მოდი ...მომიყევი როგორ ხართ -გეცოდინება -იმ კრისას დაჭერის ამბავი ვიცი...სხვა როგორ ხარ -კარგად ... ვეჩვევი იქაურ ცხოვრებას -მახო ნახეთ? -გამოსვლის დროს , დავხვდით და მერე წავიდა .ცოლ-შვილთან წავიდა და ალბათ დიდხანს აღარ გამოჩნდება. თქვენ რას შვებით -კოსმოსში გაფრენას ვაპირებთ მალე ... რა უნდა ვქნათ ,ტო - ხმამაღლა გაიცინა და მერე თავზე გადაისვა ხელი- მართალი იყავი , ის ნაბოზ.რი მალე გააფრენს . ყველას გვესიზმრება მოკლულები , კი იცი შენც , ბევრჯერ მითქვამს , მაგრამ ეს ვაფშე გასულია . ჩვენც ვუწყობთ ხელს , როგორც შეგვიძლია . ნეტავ იცოდე როგორ ეშინია , ხმას არ იღებს, ვირთხასავითაა გასუსული და ყველაფერზე წავა ლიჟბი არაფერი დაუშაონ. მაინც არ მესმის რატომ არ გინდა რომ დავბრიდოთ...ხომ იცი ჩემთვის მაინც სულერთია - მისკენ გადაიხარა და შედარებით ჩუმად უთხრა- აზრი ხო არ შეგიცვლია -არა , მოკვლა რომ მდომოდა იცი მეც შევძლებდი - სერიოზული იყო, შეუვალი მზერა ჰქონდა - საკუთარ ხორცს უნდა იგლეჯდეს ისე უნდა იყოს ... მარტო გაგიჟება არ უშველის , სიკვდილზე ოცნება დააწყებინეთ და მერე , რომ მიხვდებით ზღვარზეა ისევ უნდა ვნახო -შენი საქმისა შენ იცი ძმაო, მაგრამ მე შენს ადგილას მოვიშორებდი და მშვიდად ვიცხოვრებდი. ახლა ისევ ვერ ისვენებ, ისევ ელოდები , მისი ყოველი ნახვა არ გაგიჟებს? -რომ ვხედავ და არ ვკლავ , ვძლიერდები . ყოველ ჯერზე როცა ვუყურებ და არაფერს ვაკეთებ ძალა მემატება -არა ჩემო ძმაო, მე ეგ ძალა არ მაქვს. ეგ რომ მქონოდა იმ ნაბოზვრებს არ გავტრუპავდი და ჩიტივით თავისუფალი ვიქნებოდი -ხომ იცი მოსეს შეუძლია შინაპატიმრობაზე იჩალიჩოს -კარგი რაა...ცარიელ სახლში გამოვიკეტო მარტო? და რა ვაკეთო ... აქ ბიჭებს მივხედავ, ახლებს მივიღებ, ძველებს გავუშვებ მერე მოვა ჩემი დროც -ეგ დრო ყველასთან მოვა ...- ჩუმად თქვა და მაჯაზე მორგებულ საათს დახედა- დრო ამოიწურა... ბიჭები მომიკითხე -ის გადარეული მომიკითხე , უთხარი შემოგვიაროს -გადავცემ - გაუღიმა , დამშვიდობებისას ისევ გადაეხვია და კიდევ ერთხელ დატოვა შენობა რომელიც ასე ეზიზღებოდა. აშინებდა და სულს უხუთავდა ახლა კი ისე ტოვებდა როგორც ჩვეულებრივ, რიგით დაწესებულებას .......... აივანზე საუზმობდა , ყავის ფინჯანი მინის მაგიდაზე დააბრუნა და სიგარეტის ღერი აიღო. დრო ისე სწრაფად გავიდა , იმდენი რამ მოხდა ივლისის სიცხე წვავდა ქალაქს ანოც გრძნობდა ზაფხულის მწველ მზეს. წლების შემდეგ ისევ ათბობდა ზაფხული, ამ დროს ყოველთვის ამაღლებული განწყობა ჰქონდა და მზის სხივებთან ერთად ღიმილით იწყებდა დილას. კარზე ზარის ხმა გაიგო და სწრაფად გაიქცა გასაღებად. გოგონებს ელოდა და ღიმილით დახვდა სადარბაზოში მდგომ ლინდას ნაყინს რომ აგემოვნებდა და საერთოდ არ ადარდებდა არავინ დედამიწის ზურგზე -მალე მეც შემჭამს- სალომე პირველი შევიდა და ლოყაზე ხმაურით აკოცა -როგორ მიყვარხარ რომ იცოდე- მუცელზე მოეფერა გოგოს და ლოყაზეც აკოცა -მეც მიყვარხარ ... რა კარგი ამინდია არა? -საოცარი... -ყურადღებას ნუ მიაქცევ, როგორც ყოველთვის ცხოვრება სტკივა- სალომეს დასცინა და სავარძელში მოკალათდდა- სიგარეტს ნუ დამანახებ გაფრთხილებ -არ ვეწეოდი, ისე ავიღე...რა გეგმები გაქვთ ? -არავითარი... ვისვენებ უბრალოდ -სალომე რა გჭირს? პირდაპირ დაიწყე -კიტა -რა? -კიტა მჭირს -ვერ მივხვდი -ამ კაცის ინტერესი მკლავს... თავიდანვე ხომ მკლავდა , მაგრამ ახლა განსაკუთრებით მაინტერესებს. მე ხომ თქვენგან დამოუკიდებლად შევისწვალე , ვხედავდი როგორ არიდებდნენ მეზობლები თვალს, როგორ აუკრძალეს ბავშვს მასთან მიალოება. ხო დავინახე როგორ მივიდა წაქცეულ ბავშვთან , ატირებული დაამშვიდა, უღიმოდა, ეფერებოდა და გიჟივით გამოვარდნილმა ბებიამ ხელიდან აართვა. მერე იყო ის საოცარი ამოტრიალება , კიტა გამართლდა და მკვლელი ციხეშია, თანაც ისე რომ სრულიად უნიკალურმა მენაბდემ ასევე საოცრად იძია შური, დაელოდა- აივანზე დადიოდა და საუბრობდა - ისევ მასზე საუბრობენ, ისევ მიჰყვებიან მის ცხოვრებას, უკვე მუშაობს , წარმატებულადაც როგორც ამბობენ, დედაზე ისე ზრუნავს რომ ვუყურებდი დილით როგორ გააწყო აივანზე საუზმე და ნანას გაღვიძებამდე გაამზადა ყველაფერი შემრცხვა დედაჩემთან . ისეთი მშვიდია , ისეთი გაწონასწორებული ... ღმერთოო საოცარი ვინმეა და უკიდეგანოდ გგავს - შეჩერდა , მზერა გაუსწორა ფიქრებში წასულ ექიმს და შემდეგ დაჯდა- იცი რატომ გგავს? -არ ვიცი... არამგონია -საერთო ტკივილი გაქვთ, საერთო სულის ტკივილი რომელმაც საერთო დაავადება დაგმართათ , ექიმო თქვენ საერთო პათოლოგია გაქვთ -სალომე რა მოიგონე -მარტო’სულობა გჭირთ -გეყოფა , გთხოვ - სიგარეტის ღერი აიღო , ლინდას თვალებს რომ შეხედა ფეხზე წამოდგა, მოაჯირს მიუახლოვდა და სწრაფად მოუკიდა. ზურგით იდგა, ხედს უყურებდა და ათრთოლებული სხეულის დამორჩულებას ცდილობდა -იცი , სალომეს ვეთანხმები ... კიდევ დავამატებ იმას ,რომ საკმარისი იყო უკანდახევა, ლოდინი და უმოქმედობა -თქვენ რა პირი შეკარით, იფიქრეთ ერთად დამადექით და არგუმენტებს მაწვდით? მაინც რა უნდა გავაკეთო ... რა შემიძლია -გრძნობების გაცოცხლება , ფრთების შესხმა და გაფრენა -სალომე -უნდა დაელაპარაკო... უნდა შეხვდე, უნდა იკონტაქტოთ და დარწმუნებული ვარ დამშვიდდებით -ასეთი მარტივი არ არის -შენთვის რთული არაფერია -თქვენ მე არ მიცნობდით კიტას დაკარგვამდე...მენაბდე ჩემთვის ყოველთვის რთული იყო. რომ ვხედავდი აზროვნებას ვწყვეტდდი -ახლა სხვა ხარ, აღარ ხარ ის ანო ... იმ ანოზე მეტი ხარ , მეტს გრძნობ და ძალა გაქვს -დანაშაულიც მაქვს -კარგი სალომე , შევეშვათ გთხოვ.. ცუდად ხდება ხომ ხედავ -მე გავჩუმდები, მაგრამ ვერ ვისვენებ . ასეთს რომ ვუყურებ და ძლივს წამალი ვიპოვნე , როგორ გავჩერდე-იმდენად გულწრფელები იყვნენ გული გაუთბა. უყურებდა და ეღიმებოდა -რა კარგია რომ მყავხართ ... ზაფხულია, მზე, სითბო - გოგონებს შორის ჩაჯდა , ორივეს მოეხვია და თბილი ჰაერი ჩაისუნთქა -და ზღვა -ლინდამ ღიმილით თქვა და მუცელზე მოისვა თითები- მომავალ ზაფხულს ჩემი გოგოც წავა ზღვაზე -კიტასაც უყვარდა ზაფხული , მზე და ზღვა -აიღე შვებულება და წავიდეთ ერთი კვირით მაინც -არ შემიძლია ჯერ-ჯერობით მაინც ... თანაც ლინდას ხომ არ დვატოვებთ. მალე ბავშვს გააჩენს, საერთოდაც როდის მივდივართ პატარა ბატონისთვის ნივთების შესაძენად? წამოდით ვიშოპინგოთ -სერიოზულად? -უკიდურესი ზომა , ყველა ქალის საყვარელი განტვირთვის სახე უნდა გამოვიყენოთ. თანაც საუკუნეა გარდერობი არ განმიახლებია მთელი დღე გოგონებთან ერთად გაატარა, მათთან არ იწყენდა, არც ფიქრობდა ბევრს და მშვიდადაც იყო . სახლის კარს როგორც კი ხურავდა მაშინვე მოდიოდნენ ფიქრები , რომელთაც თან სულის სიმძიმე მოჰყვებოდა. ზაფხულის მიწურულს დაიბადა ბატონი ვაჩე რომელმაც ახალი მუხტი შესძინა ყველას ცხოვრებას. საოცარი შეგრძნება ჰქონდა , სულ მასთან უნდოდა ყოფნა, სახლში რამდენიმე წუთით მიდიოდა და ძირითადად ლინდასთან გადაცხოვრდა. სალომესაც რომ მოეძალა სენტიმენტები უკვე მიხვდნენ რომ ეს ბიჭი ყოვლისშემძლე იყო. ........... საოცარი სისწრაფით მიქროდნენ დღეები . კიტა შეეჩვია ახალ ცხოვრებას, სამსახურს, ნაცნობებს და გარემოს. ერთი შეხედვით მშვიდი, თავისუფალი, რუტინულად დამღლელი დღეები ჰქონდა . სამსახური, სახლი, მეგობრები ხშირად ერთობოდა კიდეც ისე როგორც ყველა სხვა მის ირგვლივ . ხალხმაც დაივიწყა ყველაფერი , ახალი სამიზნე გაუჩნდათ , ვიღაც სხვა იყო მათი ჭორაობის ეპიცენტრში . კიტა პოპულარობას სულაც არ კარგავდა, კიდევ უფრო მეტ ადამიანს ეცნობოდა და მასთან ურთიერთობის შემდეგ ყველა დადებითან განწყობილი რჩებოდა. ბიჭებთან ყოფნა მაინც ყველაფერს ერჩია და ამჯერად მოსეს დაადგნენ . ჩვეულებისამებრ სასმელით ხელში კარის წინ ჩამწკრივდნენ და ელოდნენ როდის გაუღებდა ბატონი კარს. საეჭვოდ იგვიანებდა , კიტამ უკან მდგომებს გადახედა და წარბები შეკრა -გავაღო? -იქნებ სახლში არაა ტო -ფანჯარა ნახე ... -დავურეკე და სახლში ვარო, რას ჩალიჩობს? -დაკეტილია ყველაფერი- კოკომ სახლი დაათვალიერა და ეზოში დადგმულ სკამზე ჩამოჯდა- წასვლა მაგრად მეზარება, ცოტა კი გრილა ,მაგრამ ჩამოჯექით -რაღაც ხდება - კიტამ ფანჯრაში შეიხედა და მერე ისიც ჩამოჯდა -ნუ ატრ.კებ , არაფერი ხდება..არ იცი რა ტიპია? როდის იყო ამბობდა სად დადიოდა -მარტო მე ვატყობ რო კესოს წასვლის მერე აურია? -აუ ნიკუშა ნუ რომანწიკოსობ ძმურად რაა... მორჩა მაგათი ამბავი , არ იცი ჩემი და რანაირია? ისეთი ჯიუტია სულ რო გაგიჟდეს სიყვარულისგან აღარ შეურიგდება -მოსემ არ მოინდომა თორემ -რა გინდა თქვა , რომ კესარიას აჯობებს? -როგორ გეტყობა რო სიყვარულის აზრზე არ ხარ- კიტამ გაიცინა და სიგარეტის ღერი აიღო- ყველა ბრძოლა ორ შეყვარებულს შორის პირობითია, რაღაც წაქეზების მაგვარია , მეტი მუღამისთვის რაა -რა გინდათ მითხრათ რომ მოსე რომიოდ გადაიქცა და კესოს მონატრებამ დაასევდიანა? -მოსე კი არა მეც მაგრად მენატრება ტო ... სად წავიდა ამდენ ხანს - ნიკუშამ თქვა და ერთ-ერთი ბოთლი გახსნა -მალე დაბრუნდება - კიტამ ზუსტად იცოდა ქალბატონის ჩანაფიქრის შესახებ და ეღიმებოდა ბიჭების ემოციებზე -შენ რაღაც გითხრა იმ ღამით და არ გვეუბნები ... ხომ არ იცი სად წავიდა -არ ვიცი , ვერ დავაცდენინე... აი მოსეც მოდის - მანქანა რომ გამოჩნდა ყველამ შემოსასვლელისკენ გაიხედა. ბატონი უცნაურად გამოიყურებოდა, თითქოს სადღაც სხვაგან დაფრინავდა. ისე მივიდა კართან არც კი შეუნიშნავს ეზოში მსხდომები -ნახეს უცხო მოყმე ვინმე ... რაო მოსეჯან , რად დაღონებულხარ?- ნიკუშა უცებ მივიდა, ხელი მოხვია და შეაშნა კიდეც -შენ შ.გ ხო არ გაქ შე ჩემა საიდან გაჩნდი -შეგეშინდა გვრიტო? სად დადიხარ ტო, რა სახით მოძრაობ მშვიდობაა? -ვაა თქვენც აქ ხართ? შემოდით რამდენიმე წუთი ელოდნენ ბატონი როდის მოეწყობოდა , ჩამოჯდებოდა და საუბარს დაიწყებდა, მაგრამ არაფერს ამბობდა. უბრალოდ სვამდა და ეწეოდა, ადროვეს, ელოდნენ მოთმინებას იცენდნენ სანამ დათვრა, შემდეგ კი თავად დაიწყო საუბარი -იმან რაო როდის ვბრუნდებიო - კოკოს გახედა და თავი უკან გადასწია. ჭერს უყურებდა და ეწეოდა- დასვენებაცაა და დასვენებაც გავიდა მთელი წელი -არ დაურეკავს რა ხანია... ბოლოს რომ ველაპარაკე ვიღაც ბიჭს უნდა შევხვდეო მითხრა და ქორწილში თუ დაგვპატიჟებს გავიგებთ სად წავიდა-კოკომაც არ დააკლო და სულ გააგიჟა -ხო არა? ქართველები აღარ მოსწონს და სადღაც წავიდა კაცის საპოვნელად? საკმარისი სიყვარული იცის ალბათ იმან ...ისეთი ჩვენ, უბრალო მოკვდავებს რომ არ შეგვიძლია - ხმამაღლა გაიცინა და ისევ გაავსო ჭიქა - რომ დაგირეკავს უთხარი მოსეს ექსკლუზიურად გაუგზავნე მოსაწვევ-თქო -შენ ხო არ გაუბერე ბიჭო რა მოსაწვევი... არ იცი კესო როგორია? ვიღაცას ეფლირტავება ალბათ ეს კიდე აჭარბებს. უნდა გაათხოვოს და ვერ ისვენებს- ნიკუშამ გულწრფელად დაამშვიდა,მაგრამ არ გამოუვიდა -იფლირტაოს , იგულაოს , იცხოვროს , დატკბეს რა ენაღვლება სულ ფეხებზე არ ჰკიდია ყველა და ყველაფერი? საქმეები შენ დაგიტოვა, შენ კიტას ჩაგაბარა და წაბრძანდა -შენ კი მშვიდად ელოდები როდის მოიხედავს შენკენ ... - კიტამ სულ რამდენიმე სიტყვა უთხრა თავისი მშვიდი ტონით და გააცოფა ბატონი -შენ საერთოდ გაჩუმდი რა ... სიყვარულის დაკარგვაზე ვინ ვინ და შენ არ უნდა მელაპარაკებოდე. რამდენი თვე გავიდა რაც გამოხვედი , იქედან რაც სიმართლე გაირკვა ? დადიხარ ამ გაყინული სახით და ერთხელ არ ნახე ის გოგო ... რა? რას მიყურებ გგონია არ ვიცი? მოხარშულს გიცნობ, ყველა მის ნაბიჯს აკონტროლებ და ახლოს არ მიდიხარ. ერთხელაც არ დაენახე . შენ და შენი მტკივნეული , დამპალი შურისძიება -გეყოს ! -მწარეა სიმართლე ძმაო? -მწარე ვიცი რაც იქნება თუ არ გაჩუმდები და მოგიწევს მერე გრიმის გამოყენება სილურჯის დასაფარად - ჭიქა დაახეთქა და ფეხზე წამოდგა- კარგად ბრძანდებოდე, რომ გამოფხიზლდები მერე დაგელაპარაკები . გლოვას თუ მორჩები და ტვინს გაანძრევ კიდე დამავალებ, ყველას დაგვავალებ ! წავიდა და არც უცდია ვინმეს მისი შეჩერება, იცოდნენ აზრი არ ჰქონდა. არ გაბრაზებულა, მაგრამ აღარ უნდოდა დარჩენა, თითქოს სინამდვილეს შეეჩეხა. მანქანაში ჩაჯდა და მთელი ქალაქი შემოიარა ,ცდილობდა სხვა გზა ეპოვნა , მაგრამ არ გამოუვიდა. იქ წავიდა სადაც ანო იქნებოდა. დამნაშავესავით უთვალთვალებდა, მანიაკივით ადევნებდა თვალს და ნათლად ხედავდა მის მდგომარეობას, მარტო სულს სხვას ვერაფერს ... გრძნობდა , მაგრამ არ უახლოვდებოდა. ყოველი წინ გადადგმული ნაბიჯის შემდეგ უკან იხევდა და სულ უფრო შორს მიდიოდა ............. რთული მორიგეობა ჰქონდა, შემოდგომამ წვიმებმა და მალულად მოპარულმა სიცივემ ჯანმრთელობაზეც იმოქმედა . ექიმებიც ავად იყვნენ და რამდენიმე დღე კლინიკა არ დაუტოვებია. სახლში დაბრუნებს შემდეგ რამდენიმე საათი ეძინა , კარზე კაკუნის ხმამ გააღვიძა. გასაღების გადატრიალებამდე ლოცულობდა რომ პაციენტი არ ყოფილიყო , ისე იყო გამოფიტული სახლიდან გასვლის ძალა აღარ ჰქონდა. კარი გამოაღო და ზღურბლზე მდგომი გიორგის დანახვისას გაეღიმა -მააა აქ რას აკეთებ?- მოეხვია და შემდგე უკან დაიხია რომ შეეტარებინა- დიდი ხანია აკაკუნებ? -მეგონა ძილში გაიპარე შვილო ...ცოტაც და სამაშველოს გამოვიძახებდი -ხომ იცი დაღლილი ვარ- მკლავზე მოეხვია და ლოყაზე აკოცა. მონატრება იგრძNო უეცრად,დიდი ხნის უნახავი ჰყავდა და მობილურით საუბარი აშკარად არ იყო საკმარისი- რა მომიტანეე ?- პარკებში ჩაიჭყიტა და ყველაფერი ამოალაგა- რა საჭირო იყო ახლა ამათი ამოზიდვა როგორი კაცი ხარ -იმდენი ხანია დაკარგული ხარ ვიფიქრე საჭმელიც არ გექნებოდა...დედაშენი ნერვიულობს, ინახულე თორემ გამიგიჟდება ცოლი -აუუ მაა , ვიცი ცუდი გოგო ვარ. მომდევნო კვირაში სამი დღე ვისვენებ და დავრჩები კიდეც - მის გვერდით გადაჯდა და ისე ჩაეხუტა როგორც ბავშვობაში. უცნაურად გრძNობდა თავს, მაგრამ ბოლომდე ვერც იაზრებდა -ჩემო პატარა - თვალები დახუჭა როგორც კი თმაზე შეეხო კაცი და გაინაბა. გიორგი იყო კაცი რომელსაც უპირობოდ უყვარდა , რომელიც უმიზეზოდ უყვარდა და ეს გრძნობაა სწორედ ის სამუდამოდ რომ გრძელდება დრო რომ ვერ ახუნებს , ღალატი რომ არ ემუქრება - დასვენება გჭირდება , აუცილებლად -ასე ცუდად გამოვიყურები ? -შენ სულ საოცრად გამოიყურები მა - შუბლზე აკოცა და ოდნავ გაუღიმა - ვერ გეტყვი აღარ უმუშაო-თქო, მაგ საქმის გარეშე მოკვდები ვიცი , მაგრამ ხომ შეიძლება დასვენებაც არა? -შეიძლება ... როგორ არ შეიძლება, აუცილებლად დავისვენებ . აი ზამთარს შვებულებას ავიღებ -ვნახოთ , იქნებ ამ წელს მაინც დატოვო შენი ურიცხვი პაციენტები -მაა ... გინდა ვახშამს მოვამზადებ . შენი საყვარელი თევზი მაქვს , უცებ მოვხარშავ და -არ მინდა , უბრალოდ ჩემთან იყავი არსად წახვიდე- მკლავები მოხვია და თვალები დახუჭა -რამე მოხდა?- უცებ გასწორდა და ღიმილიც წაეშალა სახიდან- მამა , არ დამიმალო იცოდე -არაფერი , დამშვიდდი -მშვიდად ვარ მამა, უბრალოდ მითხარი რა გაწუხებს ხომ იცი ჩემი იმედი სულ უნდა გქონდეს -ვიცი და მაქვს კიდეც ... ყველაზე ძლიერი და ჭკვიანი ქალი ხარ სამყაროში. ვამაყობ მე შენით და ამ გრძნობას ვერაფერი შეცვლის -ღმერთო ჩემო, გიორგი თევდორაძის მსგავსი თბილი დიალოგი მეორედ მოსვლის მაუწყებელია- კაცის გახალისება სცადა, ისევ ჩაეხუტა და ლოყაზე აკოცა- უზომოდ მიყვარხარ - ჩუმად უთხრა და მერე დიდხანს უსმენდა დუმილში გაჟღერებულ გულისცემის ხმას. გრძNობდა რომ გიორგის რაღაც თემაზე საუბარი სურდა, იცოდა იქ მხოლოდ მონატრების გამო არ მივიდოდა და ელოდა როდის დაიწყებდა საუბარს -მენაბდესთან ვიყავით ... გითხრა ნინომ? -არ უთქვამს -შეცვლილია , სხვა ადამიანია . ცარიელია -გაგიკვირდა?-ხმა ჩაუწყდა, არ უყურებდა . ცდილობდა დაემალა ემოციები რომელიც კიტას ხსენებამ გამოიწვია -არა , უბრალოდ ვერ ავიტანე ასეთი ... გული მეტკინა. საკუთარი თავი შემძულდა -ჩვენ არ ჩაგვისვამს ციხეში ხომ იცი...განაჩენი მოსამართლემ გამოიტანა . მტკიცებულებები გურამმა და მურთაზმა გააყალბეს -მოსამართლეს გადავუხადე რომ 20 წელი მიესაჯათ ... მის შეწყალებასაც ხელს ვუშლიდი. პატიმარი ვიპოვნე რომელსაც მისი სიკვდილამდე ცემა დავავალე. ყველაფერს ვაკეთებდი რომ ვერ ესუნთქა, ვერ ეარსება . ახლა როცა ვიცი რომ ნამდვილ მკვლელს ამ დროს დიდი სიყვარულით ვხვდებოდი, ხელს ვართმევდი, მასთან ერთად ვქეიფობდი, ვეხმარებოდი...მიშოს დანატოვარივით ვუყურებდი , მის საფლავზე მისვლის უფლებას ვაძლევდი და ბიჭი რომელიც ჩემ თვალწინ იზრდებოდა სასიკვდილოდ გავიმეტე -მამა რას ამბობ - ინსტიქტურად მოშორდა , ყელში ბურთი გაეჩხირა. ვეღარ სუნთქავდა, მკერდში ისეთი ტკივილი იგრძნო ეგონა მალე ძვლებიც ჩაემსხვრეოდა- ამას არ გააკეთებდი -გავაკეთე ... კიდევ ბევრი წვრილმანი , მაგრამ საშინელი რამე გავაკეთე მენაბდეების გასანადგურებლად -ამას ახლა რატომ მეუბნები... კიტასთან მიხვედი პატიება სთხოვე და რა გითხრა -მითხრა რომ არ ადარდებს რაც მას დავუშავე, მაგრამ არ მაპატიებს იმას რაც მის ოჯახს გავუკეთე . თავი არარაობად მაგრძნობინა , ისეთია ... სულიერად ამაღლებული და მაინც ცარიელი -როგორ მიხვედი მასთან ... როგორ მიხვედი ყველაფრის შემდეგ-ცოტაც და ტირილს დაიწყებდა, ძალა აღარ ჰქონდა. ღმერთო როგორი სუსტი იყო ახლა როცა ორ საყვარელ ადამიანს შორის იყო. -არ ვიცი ...არ უნდა მივსულიყავი? -ხომ იცოდი რომ აზრი არ ჰქონდა... -აზრი ყველაფერს აქვს ...თუ არ ცდი , ვერასდროს გაიგებ გამოგივა თუ არა -მამა ... რატომ მომიყევი -უნდა იცოდე რამხელა დანაშაული გვაქვს თევდორაძეებს მის წინაშე ... უნდა იცოდე რომ მერე არ დაგვიცვა -არ დაგიცვა ... იქნება ოდესმე ისეთი მდგომარეობა რომ მე შენ არ დაგიცავ ? -შენ ხომ სამართლიანი ადამიანი ხარ -სამართალი ... სამართალი არ არსებობს , სასამართლოშიც მხოლოდ კანონია და მარიონეტები რომლებიც ამ კანონის მიხედვითაც ვერ მოქმედებენ . პირობითია სამართალიც და ყველაფერი რაც დანაშაულს ეხება მამა -გახსოვდეს შენ დამნაშავე არ ხარ, შენ დაზარალებული ხარ - კიდევ ერთხელ აკოცა და წასასვლელად მოემზადა- და კიდევ , თუ საჭირო გახდება ყველა და ყველაფერი უნდა დაივიწყო საკუთარი თავის გარდა , შენი სიმართლის უნდა გჯეროდეს და იბრძოლო სულის თავისუფლებისთვის . მე სულ შენთან ვიქნები , არასდროს ...არასდროს გაქცევ ზურგს . ხომ ხარ ამაში დარწმუნებული მდუმარედ უყურებდა, ესეც საკმარისი იყო . გიორგი წავიდა და დატოვა ფიქრებ არეული ანო. გაუნძრევლად იჯდა და თავიდან იაზრებდა მოსმენილს. გიორგი ტყუილად არასდროს არაფერს ამბობდა, არ უყვარდა ზედმეტი ლაპარაკი და მის თითოეულ სიტყვას რაღაც დანიშნულება ჰქონდა. დამნაშავე იყო , მაგრამ მაინც აპატია , იპოვნა მიზეზი მისი გამართლებისთვის , მიზეზი რომელიც კიტას ბრალდებისას არ გამოჩნდა. განა ასეთი მარტივი იყო პატიება? და თუ იყო მაშინ კიტას რით ვერ აპატია, ამდენი წლის შემდეგ მაინც როგორ ვერ აპატია . როგორ ვერ გაამართლა განაჩენის გამოტანამდე ... ......... ვერ უძლებდა ციხეს, ადამიანებს რომლებიც ფსიქოლოგიურ ტერორში ამყოფებდნენ და ეს ისე კარგად გამოსდიოდათ ნებისმიერ ფსიქოლოგს უკან ჩამოიტოვებდნენ. ამცირებდნენ, ავიწროებდნენ, სუნთქვის საშუალებას არ აძლევდნენ , როდესაც შეეშვებოდნენ შემდეგ მიშო ჩნდებოდა . იმაზე ხშირად ჩნდებოდა ვიდრე ოდესმე , ნებისმიერ დროს როდესაც მარტო დარჩებოდა, როდესაც სიმშვიდეს იგრძNობდა მისი ხმა ესმოდა. თვალს ვერ ხუჭავდა, წამსვე მის სახეს ხედავდა . არ ეძინა, არ ჭამდა, მთვარეულივით დააბიჯებდა ან ერთ ადგილას გაშეშებული იჯდა სრულიად მარტო , საკუთარი ცოდვებით დამძიმებული სულით . თვეები გადიოდნენ , მაგრამ იქ ვერ გრძნობდა ციხეში დრო არ გადიოდა, დრო გაჩერდა, წინ არ მიდიოდა . ყოველი დღე ერთმანეთს ჰგავდა, გარეთ უნდოდა გასვლა, ვეღარ იტანდა იმ კედლებს, იმ ხალხს და იქაურ ცხოვრებას. კიტას სიტყვებზე ფიქრობდა, მის სანახავად არავინ მიდიოდა საკუთარმა მამამაც კი არ მოინახულა, შვილებიც დაივიწყებდნენ, ახალაია ხომ საერთოდ თავისუფლებით დატკბებოდა და მხოლოდ წყევლას თუ გაუგზავნიდა . წლები უნდა გაეტარებინა იქ , იმ ადგილას სადაც არსებობა შეუძლებელი იყო . სამყაროში სადაც მარტო დარჩა, ყველა ნიღაბი ერთროულად წაართვა მენაბდემ, სახიდან ჩამოგლიჯა თან ისე რომ თითიც არ დაუკარებია. თავს ვერ იხსნიდა ამ მდგომარეობიდა, ვერ პოულობდა გზას და დამხმარეც აღარავინ ჰყავდა. თამაში , ერთადერთი გზა საკუთარი მდგომარეობის გამოყენება იყო და მრავალკვირიანი ფიქრის შემდეგ მოქმედებაზეც გადავიდა. გამთენიისას პატიმრებს ძილი დაურღვია მირცხულავას განწირულმა ყვირილმა . საკანში მყოფები მალევე გამოფხიზლდნენ, ოთახში მოსიარულე კაცს შეხედეს და გაკვრივებულები ადევნებდნენ თვალს საბანში გახვეული ,შეშლილი სახით როგორ დააბიჯებდა და გაუგებარ სიტყვებს ყვიროდა. ვიღაც არარსებულს ხმამაღლა ესაუბრებოდა, წასვლას სთხოვდა და შემდეგ სახეს იხოკავდა. არავინ მიეკარებოდა ბადრაგი რომ არ გამოჩენილიყო. ქაოსი გამოიწვია მისმა შეტევამ, დაუმორჩილებელი იყო, არ მიჰყვებოდა ბიჭებს, წინააღმდეგობას უწევდა და თან შველას სთხოვდა. გონს არ მოდიოდა, გათიშული იყო და სრულიად ალოგიკურად საუბრობდა . რამდენიმე ექიმმა შეამოწმა, კლინიკაშიც გადაიყვანეს, გამოკვლევები ჩაუტარეს და დროებით მარტო ჩასვეს საკანში. მისი ერთი , ფხიზელი ნაწილი გეგმას მიჰყვებოდა , მაგრამ მეორე შეშლილი ნახევარი მოსვენებას არ აძლევდა. მარტო დარჩა, ეს უნდოდა , რომ არავინ შეხებოდა,არავის დალაპარაკებოდა , მაგრამ მშვიდად ძილის საშუალებას მიშო არ აძლევდა. იწვა , ჭერს უყურებდა და წამიერად გამოჩენილ სახეს თვალს არ აშორებდა -ისევ თამაში დაიწყე ? შე უნიჭო მსახიობო გგონია გამოგივა? ... მე აქ ვარ შენთან - გამოსახულება უახლოვდებოდა , ბოლოს ისე ახლოს იყო რომ ვეღარ გაუძლო და ხელი უშედეგოდ აუქნია - მარტო არ ხარ... მე შენთან ვარ გუგააა - ხმა ესმოდა და ხელებს უშედეგოდ იფარებდა -წადი შენი ... მოშორდი , მოშორდი გესმის? საერთოდ არ არსებობს, მოგკალი და გაგაქრობ . არ არსებობ , სულებიც არ არსებობენ არც მოჩვენებები -როგორ არა , მე შენთან ვარ... ჩემი სისხლი შენს კანშია ჩამჯდარი . შენს ტვინში ვარ და ვერ მომიშორებ- ესმოდა და ჭკუიდან შლიდა. გასაქცევიც აღარ ჰქონდა. პატარა ოთახში დატყვევებული , დაჭრილი ცხოველივით დააბიჯებდა და საკუთარ თავს ელაპარაკებოდა. ბოლოს სრულიად დაკარგა კონტროლი კედლები რომ მიუახლოვდნენ, სივრცე რომ დაპატარავდა და სუნთქვა გაუჭირდა კედელს თავით დაეჯახა. მუშტებს და თავს ურტყავდა , ღრიალებდა და გახეთქილი კანიდან სისხლი სდიოდა. მიშოს ხმას კი თავიდან ვერ იშორებდა -არ ხარ...არ ხარ და მოგერევი. ისევ მოგერევი კარი გაიღო, მარტო აღარ იყო . დაცვა მის შეჩერებას ძლივს ახერხებდა. ხელები შეუკრეს, მაგრამ მაინც ვერ დაამშვიდეს. საკუთარი სისხლით იყო მოთხვრილი მისი ტანსაცმელი. წამლის საშუალებით დაამშვიდეს , მეორე დღეს ფსიქიატრიულში გადაიყვანეს. ყოველი გასაუბრებისას ყველა ექიმის ერთი და იგივე დასკვნა გამოჰქონდა , მირცხულავა შეურაცხადად ცნეს . .......... -არ მჯერა . მართალი იყავი ... ფსიქიატრიულში ჰყავთ უკვე - მოსე შეშფოთებული უყურებდა სავარძელში მოკალათებულ მენაბდეს და ეშინოდა, მისი სიცივის , მისი ურეაქციობის -კარგი მსახიობი იყო ყოველთვის, ვერ დავუკარგავთ ნიჭს -იგონებს ? იცი რამდენი ექიმი გავუგზავნეთ? -ჯერ-ჯერობით იგონებს ... -კიტა -რატომ მიყურებ ასეთი შეშინებული სახით- გაიცინა და წინ წამოიწია -რას აპირებ ... ვიცი რომ რაღაცას გეგმავ და არ მეუბნები ! -იურისტი აღარ იქნება საჭირო ... შეგიძლია განხილული საქმე დაივიწყო და გადადო მოგებულ საქმეთა შორის -და მე მხოლოდ შენი ადვოკატი ვარ კიტა? -ეჭვიანი ქალის ტონალობა გაგერია ხმაში... ხო არ შეგიყვარდი შე ჩემა . ციხეში კი კაცებთან ვიჯექი , მაგრამ -გეყოფა რა ... ამ შენი ხუმრობებით ვერ შენიღბავ მთავარს -მეყოფა , ნამდვილად... უკვე თავხედობაა ამხელა იურისტ კაცს დროს გართმევ. გარეთ რიგი დგას . დრო ფულია, შენი დრო კი განსაკუთრებით ძვირია - სავარძლიდან წამოდგა და ღიმილიანი სახით დატოვა მოსეს კაბინეტი. მთელი კვირა ელოდა , სულ უფრო მეტად უმძაფრდებოდა სურვილი . მიდიოდა ფსიქიატრიული კლინიკის ნესტიან დერეფანში და ოთახების ნომრებს აკვირდებოდა. თეთრი ხალათი ეცვა, ისეთი მშვიდი სახით მიაბიჯებდა თითქოს იქაურობა მისი სახლი იყო და ყველა კუთხეს იცნობდა. ბოლოს დანიშნულების ადგილიც იპოვნა, კართან შედგა ,დერეფანში მიმოიხედა და სახელური ჩამოსწია. ჭრიალით გაიღო ხის ძველი კარი ,ოთახის სითეთრემ წამით თვალი მოსჭრა, გახუნებული ფარდებიდან მთვარის შუქი ძლივს აღწევდა. ჭერზე დამაგრებული ჭაღიდან წამოსული სინათლე საწოლის ბოლოს ეცემოდა და თეთრ ხალათში გახვეული მირცხულავაც მშვენივრად ჩანდა. წამლის ზემოქმედების ქვეშ მყოფს უგონოდ ეძინა, არც უფიქრია მისი გაღვიძება , ფანჯარასთან დადგა და სიგარეტს მოუკიდა. იცოდა იქ არავინ შევიდოდა, დილამდე ჰქონდა დრო ბატონი გურამის შესასწავლად. რა იყო დარჩენილი გურამ მირცხულავასგან ... „უშნო სხეულში გამომწყვდეული მახინჯი სული „, ჩაცვენილი ყვრიმალები, ჩაშავებული თვალები, მელოტ თავზე ურიცხვი ჭრილობები, ბოლო რამდენიმე თვეში დაკლებული ჭარბი კილოგრამები და შფოთვა , რომელიც მის სახეს ძილშიც არ ტოვებდა. ალბათ ერთ საათს ელოდა მხოლოდ , შეიძლება კიდევ უფრო ნაკლები დროც გავიდა მირცხულავამ უცებ რომ გაახილა თვალები. მზერა მოპირდაპირე კედელს მიაპყრო და ჩასისხლიანებული თვალებით ერთ წერტილს მიაშტერდა . კიტას ვერ აღიქვამდა მისი არეული გონება და არც მენაბდე ახსენებდა თავს . უშედეგოდ ცდილობდა შეკრული ხელების ამოძრავებას, ისე ეგდო საწოლზე , ერთ პოზაში გაშეშებული, გადაბრუნებაც ძლივს მოახერხა. სახე დაეცვარა, ღრმად სუნთქავდა და ჩუმად იგინებოდა ფანჯარასთან მდგომ მენაბდეს რომ შეხედა და გაშეშდა -ამის დედაც ... -როგორ გიხდება ეს ხალათი გურამ ... აქამდე როგორ ვერ მოიფიქრე აქ დასვენება- სიგარეტის კვამლი მისი მიმართულებით გაუშვა და თვალები დააწვრილა. კედელს მიეყრდნო ზურგით და ფეხი ფეხზე გადაიდო - მეც ხომ მიხდება? ექიმობაზე უნდა ვიფიქრო... ცხოვრება წინ მაქვს- გაიცინა და მერე მისკენ დაიხარა- რა ? ვერ მიცანი ? -მეჩვენები ხომ? აქ არ შემოგიშვებდენ. შენი დედაც მოვყან ახლა ესეც მეჩვენება? - ბუტბუტებდა და კიდევ უფრო მეტად ეცვარებოდა სხეული. გრძNობდა ცივი ოფლის წვეთები როგორ მიუყვებოდნენ კანს , წამლის მოქმედებას თავს ვერ აღწევდა, გაბრუებული იყო და თავს უცნაურად გრNძობდა. მზერაც ერეოდა, სინათლე კიდევ უფრო აღიზიანებდა -მიშოც აქ არის? -შენ ვერ ხედავ? გიყურებს ... მაქვეა -დარწმუნებულმა თქვა და მერე უცებ გადაიხარხარა- შენ დაბერდი ეს კიდევ ისევ ისეთია ეს არ იცვლება... სიკვდილის კიდვე ერთი პლიუსი -სიკვდილს ბევრი პლიუსი აქვს ჩემო გურამ ... ყველაფრისგან ისვენებ , წყვეტ უაზრო არსებობას, დამპალ ცხოვრებას აჩერებ და უჩერებ გზებს , მეტად ვეღარ გაწამებს . კვდები და კოვზს ნაცარში უგდებ - თვალებში უყურებდა და ისე ესაუბრებოდა თითქოს რჩევას აძლევდა- შენ რა დაგრჩენია აქ ... ასე ხელ-ფეხ შეკრული გინდა იწვე ? საკუთარ ნ.ხვში ამოსვრილს ჩაგესმოდეს მიშოს ხმა -მოკეტე ... - თვალები დახუჭა, თავი სტკიოდა, გაორებულად ხედავდა და მისი ხმაც წყვეტილად ესმოდა. მერე იცინოდა , ხმამაღლა იცინოდა და თვალებს არ ახელდა-წადი შენი დედაც გინდა თავი დავიბრიდო? შენი გასაკეთებელი გავაკეთო? შე ს.რო გგონია მართლა გავგიჟდი? აქედან გამოვალ, გამოვალ და დედა მოგიტყ.ავ .. გგონია შეგარჩენ? უნდა დამებრიდე , მაგრამ მურთოს ევასებოდი და ციხეში გაგიშვა. ხომ ვიცოდი არ შემარჩენდი მიშოს სიკვდილს... ვიცოდი, ვიცოდიიი შე - ხმას ვეღარ აკონტროლებდა, მაგრამ მაინც არ ყვიროდა. კბილებს ერთმანეთს აჭერდა, ძარღვები დაბერილი ჰქონდა, ხელებს უშედეგოდ ამოძრავებდა , თვალები გაფართოებული და ჩაწითლებული ჰქონდა. ნორმალურად ვერ ხედავდა, ყველაფერი ტკიოდა, მაგრამ მაინც არ ჩერდებოდა - იგულავე სანამ დრო გაქვს...შენამდე მოვალ და იმ შენს ექიმსაც მივწვდები . ხო ... ხო პირველს მას ვესტუმრები- იცინოდა და კიტას თვალს არ აშორებდა. მენაბდეს მთელი სხეული აუდუღდა , შიგნიდან იწვოდა და სულ ცოტა სჭირდებოდა აფეთქებისთვის. სიგარეტის ღერმა თითები დაუწვა, ვერც კი იგრძნო ისე მოიქცია ხელისგულში და ფერფლი იატაკზე დააგდო . ყბები დაეჭიმა, სული შეუხუთა მისმა სიცილმა. წამით დახუჭა თვალები და გონს რომ მოვიდა უკვე მის საწოლთან იდგა, ერთი ხელით ბალიშს აწვებოდა რომელიც მირცხულავას პირს ფარავდა. მხოლოდ მის თვალებს უყურებდა უჰაერობისგან და შიშისგან შეშლილ მზერას . იცინოდა, ამჯერად თავად იცინოდა და წამით დაკარგული კონტროლით მიღებული სიამოვნებაც მთელს სხეულში ვრცელდებოდა. მეორე ხელში მისი თითი მოიქცია და ისე დაქაჩა რომ დამსხვრეული ძვლებიც შეიგრძNო. უყურებდა როგორ ტკიოდა, როგორ უჭირდა სუნთქვა და უჰაერობისგან იგუდებოდა, მის სიკვდილს ხედავდა , მაგრამ არ უნდოდა არ მოსწონდა. ბალიში მოაშორა აღრიალებულს სუნთქვის საშუალება მისცა. ხრიალი ისმოდა , ახველებდა და ცდილობდა ტკივილის გაქრობას -მოხვალ ? იჩქარე ... აქედან თავი დააღწიე . იპოვნე გზა - ყბაში წვდა და ისევ დაუხშო პირი - ცდილობდი თავი დაგეხსნა და თითები დაიმტვრიე , მაგრამ არ გამოგივიდა . ექიმებს შეებრალები, გიმკურნალებენ - ხედავდა როგორ ფართხალებდა, როგორ ცდილობდა თავის დახსნას, ყვირილს, ტკივილის გაყუჩებას , მაგრამ არაფერი გამოსდიოდა. საცოდავი იყო, უძლური , მარტივი არსება , რომელსაც მხოლოდ მუქარა შეეძლო . ის არ იყო კაცი რომელიც უნდა მოგეკლა რომ დაგემარცხებინა, ის უკვე აღარ არსებობდა. თვალებში უყურებდა და ხვდებოდა , რომ მირცხულავა დასრულდა. ბალიში გაუსწორა, გაიცინა და უკან დაიხია- ეცადე შემდეგ შეხვედრამდე მოემზადო ... მოულოდნელად გესტუმრები და გაგახარებ. მიშოს დაგიტოვებ , დაგიამებს ტკივილს კარი დახურა , გარედან გადაკეტა და დერეფანს გაუყვა . ესმოდა ღრიალის ხმა , სხვა ოთახებშიც ხმაურობდნენ პაციენტები , მაგრამ არავინ ჩანდა შეშლილთა ტკივილი არავის ადარდებდა. ალბათ იმიტომ რომ მათი არავის ესმოდა. ისინი სხვა სამყაროში არიან , ტოვებენ რეალობას და ინაცვლებენ ირეალურ სამყაროში იქ ზოგჯერ მათი ოცნებები ხდება, ზოგჯერ კოშმარები ცოცხლდება . ჩვენ არ შეგვიძლია დავინახოთ მათი თვალებით სამყარო რომელიც მხოლოდ მათ გონებაშია ... .......... სისხლის სუნს გრძნობდა , საკუთარი სისხლის სუნს რომელიც ნელ-ნელა ერეოდა ჰაერს და მალე მთელს ოთახს მოიცავდა. ტკივილს ვერ აღიქვამდა, გამოსახულება ნელ-ნელა ბუნდოვანი ხდებოდა . მიშოს ხმაც აღარ ისმოდა ისე ხმამაღლა , მისი სახეც უფერულდებოდა ... გააქრო. ფანჯრიდან ჩანდა უცნაური ხედი , ისეთი მანამდე რომ არ უნახავს იქნებ ეჩვენებოდა კიდეც სისხლის სუნი უფრო მძაფრად იგრძნობოდა, წითელი სითხე თეთრ ზეწარზე იღვრებოდა და მოძრაობას აგრძელებდა. ხელებს ვეღარ ამოძრავებდა, ძალა აღარ ჰქონდა და არც სურვილი. დაასრულა, მიშოს მოჩვენებამ ღიმილიანი სახით დატოვა და თავადაც დასრულდა. შემოწმებაზე შესულ ექთანს ვენებგადაჭრილი დახვდა , სუსტი პულსით რომლის შენარჩუნებაც ვერ მოახერხეს. გვიანი იყო , ბრძოლა სიცოცხლისთვის არ უცდია , მხოლოდ ექიმები ცდილობდნენ , მხოლოდ ისინი და არავინ სხვა. სიკვდილმა მოიგო , სიცოცხლე დამარცხდა და გურამ მირცხულავას 40 წლიანი ცხოვრება წარსულად იქცა. დასრულდა მისი სულის ამქვეყნიური ტანჯვა, ცოდვებით დამძიმებულმა სხეული დატოვა და გაეშურა იქ, საიდანაც არ ბრუნდებიან. იქ , სადღაც შორს მოკვდავთათვის მიუწვდომელ სამყაროში . გარეთ კოკისპირულად წვიმდა , ცივი ქარი ქროდა და ყველაფერს ყინავდა. მირცხულავა რომ დაიბადა მაშინაც ასე ყინავდა , მაგრამ ბიჭის დაბადებით გამოწვეულმა სიხარულმა გაათბო ყველა. უხაროდათ , მაშინ მოლოდინები ჰქონდათ, იმედები რომლებსაც ვაჟიშვილზე ამყარებდნენ. მის ფერად მომავალს ხედავდნენ, ვერავინ იფიქრებდა იმ დღეს რომ მეორმოცე ზამთარს თვითმკვლელობით დაასრულებდა . განა შესაძლებელია ახალშობილის დანახვისას მიხვდე როგორი ბნელი ცხოვრება ელის ? ნუთუ შესაძლებელია იმ პატარა , უსუსურ არსებას ბოროტება მართავდეს. არა , მე მჯერა რომ სულის სიმახინჯეს ცხოვრება ქმნის , არავინ იბადება მკვლელად , არავინ იბადება იმისთვის რომ საკუთარ თავს განაჩენი გამოუტანოს. გურამ მირცხულავამ ორი ადამიანი მოკლა, მიშო თევდორაძე და თავად გურამ მირცხულავა. ერთ , ზამთრის წვიმიან ღამეს დაასრულა ცხოვრების წიგნი ........ უცნაური იყო , მაგრამ იმ ღამით დაძინება ვერ მოახერხა. ვერ ისვენებდა, რაღაც ამბავს ელოდა, მაგრამ ვერ ხვდებოდა კარგი იქნებოდა თუ ცუდი. გამთენიისას ჩაეძინა , მაგრამ მალევე გამოაფხიზლა საძინებელში დაუკითხავად შეჭრილმა ბიჭმა -რა ხდება ? - კოკოს გაფითრებულ სახეს უყურებდა და გული უცნაურად სწრაფად უცემდა -აქ ხარ ...კიდევ კარგი -რა ჯანდაბაა...რა გესიზმრა -თავი მოიკლა ,ტო ... თავი მოიკლა იმ ნ.ბოზარმა . მოსე წავიდა , მორგში ჰყავთ უკვე -ემოციებს ვერ ფარავდა და კიტას თვალს არ აშორებდა . ელოდა, მაგრამ ვერაფერს ხედავდა თითქოს გაქვავდა მენაბდე . იქ იყო, მაგრამ აღარ იყო სიტყვა არ უთქვამს ისე ჩაიცვა და წავიდა-სად მიდიხარ , მორგშია და იქნებ არც გენახა . კიტა დარწმუნებული ხარ ? -მარტო მინდა ვიყო - უკან ადევნებულ ბიჭს უთხრა და მანქანაში ჩაჯდა. ეზო ისე სწრაფად დატოვა კოკო გაყოლას ვერ მოახერხებდა იქ დასრულდა ? ხომ ნამდვილად დასრულდა , მიიღო ის რაც სურდა და სრული სიზუსტით შეასრულა გეგმა , ხედავდა მის ამქვეყნიურ ტანჯვას, თავს მოერია მის სისხლში ხელები არ გაისვარა, მაგრამ მაინც ამხელა წვლილი ჰქონდა ადამიანის მკვლელობაში. წამით განცდილმა ბედნიერების შეგრძნებამ საკუთარი თავი შეაძულა, არ მოსწონდა სხვისი უბედურებით განცდილი სიამოვნება. ეს არ იყო ნორმალური, ეს არაადამიანური შეგრძნება იყო რომელიც კიტა მენაბდეს სამყაროში ყველაზე მეტად სძულდა . განა საკმარისია ერთი ადამიანის სიკვდილი მეორეს დანგრეული ცხოვრების აღსადგენად? არა. არა რა თქმა უნდა ადამიანს შეუძლია სხვის ცხოვრებაზე იმოქმედოს, შეუძლია ისე მოაწყოს საკუთარი ბოროტებით რომ ვიღაც გააუბედუროს, ყველაფერი უკუღმა წარმართოს , მაგრამ მისი გაქრობით დამსხვრეულის გამრთელება შეუძლებელია. თავად უნდა გქონდეს ძალა , შესაძლებლობა რათა ფერფლისგან აღსდგე . შურისძიება მხოლოდ ადამიანური სისუსტის გამოხატულებაა, თავის მოტყუება რომელიც გაგრძნობინებს ყალბ ბედნიერებას. ამ დროს ემსგავსები იმ ცივსისხლიან ქმნილებას ,რომელიც ერთ დროს შენი უბედურებით ერთობოდა. მირცხულავამ თავი მოიკლა, ვეღარ გაუძლო მიშო თევდორაძის მოჩვენებას, კიტას თავისუფლებით მოახლოებულ სასჯელის შიშს და ამქვეყნიურ ჯოჯოხეთს ბოლო მოუღო. მისი უსულო სხეული მიწას მიაბარეს , არ ჰგავდა ჩვეულებრივ გამოსამშვიდობებელ რიტუალს. არავინ ტიროდა, არავინ დარდობდა, ისე დაკრძალეს როგორც უპატრონო გვამი. ახალაიას არც კი უნახავს, ბავშვებიც არ მიუშვია ახლოს. ნათესავები და ნაცნობები სულ რამდენიმე წუთით გამოჩნდნენ , არაფერი ჰქონდათ სათქმელი . მოხუცი კაცი მიაცილებდა შვილს უკანასკნელ გზაზე, უხმოდ , ამღვრეული თვალებით და ათრთოლებული სხეულით. დასუსტებული გული დარტყმებს ტოვებდა, ტკიოდა უზომოდ , ვერ უძლებდა , ძალა ეცლებოდა . იქ იყო ჯოჯოხეთი რომელიც მირცხულავამ შექმნა -თავი არ დაიდანაშაულოთ მახო ძია ... - უეცრად გამოჩენილმა მენაბდემ მკლავზე მოუჭირა თითები და საყრდენად ექცა. დიდხანს უყურებდა შორიდან რიტუალს, მაგრამ ვერ გაუძლო კაცის მდგომარეობას -მე მივიყვანე აქამდე...მე ვერ გავზარდე სწორად, ვერ შევამჩნიე როგორ ივსებოდა მისი გული ღვარძლით, ბრმა ვიყავი და ასე დამსაჯა . საკუთარი შვილის სიკვდილი მანახა კიტა იქ იდგა. მწვანე ბალახზე , მხრებში გამართული და ზემოდან დაჰყურებდა ღრმა ორმოში ჩაშვებულ ხის კუბოს. მირცხულავა იქ იყო, უჰაერობაში, სიშავეში, სიბნელეში , მიწის ქვეშ. ესმოდა ხმა , მიწის ხეზე დაცემის ხმა. ქარი ძლიერად უბერავდა , იმდენად ძლიერად რომ სიცოცხლეს გაგრძნობინებდა. შემდეგ წვიმის სურნელიც მოიტანა, ციდან წამოსული წვრილი წვეთების სუნი -მე მხოლოდ ის ვიცი, რომ თქვენ გიყვარდათ მიშო . ღირებულ ფასეულობებს უნერგავდით გურამს, მაგრამ ის თქვენ არ გგავდათ . მისი დანაშაული მხოლოდ მას ეკუთვნის და არავის სხვას ... სამწუხაროდ შვილების დანაშაულზე პასუხს მშობლებიც აგებენ , ტკივილით რომელიც არასდროს ქრება რატომ ამბობდა ამ სიტყვებს ? ალბათ იმიტომ რომ ერთ დროს ირაკლის გვერდით იდგა ეს კაცი ახლა სიცოცხლის ნაწილს რომ ემშვიდობებოდა , ალბათ იმიტომ რომ სწორედ ამ სიტყვებს ეუბნებოდა დამნაშავედ შერაცხული ბიჭის მამას და ახლა ვალს უბრუნებდა. ან იქნებ იმიტომ რომ მენაბდეში დიდი დოზით იყო ადამიანობა როგორც ყველაზე ჰუმანური გრძნობდა . თვისება ,რომელიც ყველას არ გააჩნდა , მხოლოდ ერთეულებს ჰქონდათ მისი ფლობის უნარი... .......... მარტო იჯდა კუთხის მაგიდასთან . იხსენებდა განვლილ წლებს და მოგონებები ერთმანეთში ერეოდა .ჰაერში ტრიალებდნენ, ერთად გროვდებოდნენ და შემდეგ ერთ პატარა უჯრაში ექცეოდნენ, რომელიც ტვინის ერთ-ერთ სექტორში დაიდებდა ბინას სახელწოდებით „წარსული“ . მშვიდი იყო, მძიმედ დამვშიდებული და ისევ ცარიელი. ვისკით სავსე ჭიქას ნელ-ნელა ცლიდა და თვალს ადევნებდა მოცეკვავე სხეულებს. საინტერესო არაფერი ჩანდა, მუსიკის რიტმს აყოლილი ახალგაზრდები, ვნებააშლილები, გონებაარეულები , გაბრუებულები ცეკვავდნენ შეუჩერებლად და ასე შორდებოდნენ ცხოვრების დამღლელ რიტმს. მოდუნდა , ალკოჰოლმა იმოქმედა და მსუბუქად გრძნობდა თავს. არ იცოდა მერამდენე ჭიქა იყო , არ ითვლიდა , მაგრამ აშკარად მოქმედებდა. ის გამოჩნდა, ხედავდა მოცეკვავეებს შორის მის სახეს , ის არ ცეკვავდა უბრალოდ კიტას უახლოვდებოდა და მზერას არ აშორებდა. თვალები დახუჭა, ძლიერად დააჭირა ქუთუთოები , მაგრამ გამოსახულება არ გაქრა, უფრო ახლოს იყო და სულ მალე გვერდითაც მიუჯდა. თავისი ჭიქა სასმელით აავსო და პაუზის შემდეგ დააგემოვნა. გულს ვეღარ გრძნობდა, თვალებდახუჭული იჯდა , არ განძრეულა, არც შეუხედავს უბრალოდ სუნთქავდა მის სურნელს და შეიგრძნობდა მისგან წამოსულ სითბოს -როგორ გგონია სიცოცხლეში დასასრული არსებობს თუ ყოველი დასასრული ახლის დასაწყისია -ვიღაცები სრულდებიან, ცოცხლობენ , მაგრამ სრულდებიან -და თუ გავაცოცხლებთ? -არ შეგიძლია! -იქნებ შემიძლია...მინდა რომ შევძლო , ძალიან მინდა- უყურებდა , მის პროფილს. დაჭიმულ ყბებს და დაძაბულ სხეულს. მის შეწყვეტილ სუნთქვასაც კი გრძნობდა , ის კი არ უყურებდა. თვალის მოუშორებლად უცქერდა მოცეკვავე წყვილებს -კიტა -15 წლით დასრულებულს გააცოცხლებ? გააცოცხლებ და გგონია ისევ ისეთი იქნება? ასე არ ხდება ექიმო . ცხოვრება დიდი ჯაჭვია , ნებისმიერი რგოლის დაკარგვა მთლიანობას არღვევს . ჩვენს შორის კი ყველა რგოლი გამქრალია - სავსე ჭიქა აიღო და სულმოუთქმელად დაცალა -უბრალოდ შემომხედე , სულ რამდენიმე წუთით და გეფიცები წავალ - ისევ უძლური იყო მის გვერდით. სხვა ნებისმიერთან იბრძოლებდა, დანაშაულის გამოსყიდვისთვის და უბრალოდ სურვილის შესასრულებლად, მაგრამ კიტასთან არ შეეძლო. -ჩემი თვალები გეტყვიან სათქმელს - ჩაიცინა და მოულოდნელად მოუჭირა თითები ყბაზე. იმდენად ახლოს იყო მის ყოველ ამოსუნთქვას კანით გრძნობდა. თვალებში უყურებდა , მზერას მთელს მის სახეზე დაატარებდა და თითებს არ უშვებდა - რამეს თუ ხედავ მეც მითხარი, სარკეში ჩახედვისას სრული სიცარიელე მხვდება - ისე უნდოდა მოფერებოდა, მის ათრთოლებულ ტუჩებს შეხებოდა. ემოციებისგან გაყინული მისი სხეული მკლავებში მოექცია და დიდხანს , ძალიან დიდხანს ჰყოლოდა ახლოს. -და თუ იარსებებს ერთი გრძნობა მაინც, სიცარიელე გაქრება ის დაიკავებს მთელს სივრცეს . გაიზრდება , გაბევრდება და შთანთქავს სიცივეს - თითები ჯერ მაჯაზე შეახო, შემდეგ მტევანზე და ხელისგულზე მიაწება ტუჩები . სულ წამით შეეხო, წლების წინ ნათქვამი სიტყვები გაახსენა მენაბდეს და ისე გაუჩინარდა როგორც მოჩვენება. იქნებ მოჩვენება იყო? თრობით გამოწვეული ლამაზი მოჩვენება , რომელიც სულ რამდენიმე წამით ესტუმრა, სული აუფორიაქა და გაქრა. წავიდა, მაგრამ არა სამუდამოდ ... ისევ ხედავდა კიტას თვალებში მეტს ... აღმატებულს , რაღაც განუმეორებელს ისეთს სხვაგან რომ ვერ წააწყდებოდა. ხომ ნამდვილად ხედავდა და ეს არ იყო ილუზია. სწრაფად მიაბიჯებდა, ქარის საწინააღმდეგო მიმართულებით მიდიოდა და გრძნობებსაც ებრძოდა, სურვილებს რომლებიც უკან დაბრუნებას სთხოვდნენ. მენაბდის გვერდით, მასთან ახლოს ყოფნას. წამით შეჩერდა კიდეც და წარმოიდგინა როგორ მირბოდა მისკენ, მოეხვია კიდეც. წლების წინ დაკარგული შეგრძნება დაიბრუნა , სულ ერთი წამით რომ განიცდიდა და სამყაროს აჩერებდა. ცარიელ ქუჩაში მხოლოდ ორნი მიაბიჯებდნენ . ერთი გრძნობებს გაურბოდა მეორე კი მოჩვენებად ქცეულ ქალის ფიგურას მიჰყვებოდა . მათ შორის მანძილი იზრდებოდა და მცირდებოდა , თუმცა არ ქრებოდა . ნუთუ არ შეეძლო მენაბდეს უფრო სწრაფად წასვლა , ან თევდორაძეს შეჩერება... . ორი მარტო’სული უშედეგოდ ცდილობდა გაერთიანებას მათ შორის მანძილი კვლავ უცვლელად დარჩა . არაფერი გამოუვიდათ, სხეულები ზედმეტად შორს იყვნენ ერთმანეთისგან , მათი გონება წინააღმდეგობას უწევდა სულის სისავსეს. ........... კიტა მენაბდემ ოცდათექვსმეტი წელი იცხოვრა სამყაროში რომელმაც ბევრჯერ დააჩოქა , დაამცირა, ატკინა , წაართვა მაგრამ მაინც მყარად იდგა ფეხზე, თავს არ ხრიდა , არ ნებდებოდა და მიიღო კიდეც ნანატრი თავისუფლება. ოცდამეთექვსმეტე დაბადების დღეზე დაიწყო ახალი ცხოვრების წიგნის წერა. გადაწყვეტილი ჰქონდა გამანადგურებელი არსებობის შეწყვეტა და კვლავ აქტიური ცხოვრების დაწყება . კარგად იცოდა რომ თავიდან ვერ დაიბადებოდა, ვერც წარსულს დააბრუნებდა ან გააქრობდა მხოლოდ გაგრძელების შანსი ჰქონდა და სწორედ მომავლისთვის უნდა დაეწყო ახალი ბრძოლა. ბრძოლა ომში რომელსაც გამარჯვებულიც და დამარცხებულიც ერთი ჰყავდა , ადამიანი . ცხოვრებით ტკბობა უნდა დაეწყო ყოველი ნათელი ფერის დანახვითა და შეგრძნებით, მათგან ბედნიერების შექმნასაც შესძლებდა თუ მოინდომებდა . მოინდდომებდა კიი? ამდენად ძლიერ სურდა საკუთარი სულიდან სიბნელის განდევნა თუ უბრალოდ ჩაერთვებოდა ჩვეულებრივი მოკვდავის ყოველდღიურ ყოფაში და დაემსგავსებოდა რიგით ნაცრისფერ ადამიანს. ნებისმიერი გეგმა შეეძლო დაესახა და შეესრულებინა. იქ, ციხეში გამოკეტილიც კი უქმად არ იჯდა და ახლა მთელი სამყარო იყო მის წინ . ჰქონდა ისევ მიზანი ? რას ფიქრობდა ვინ იცის ან კი რა სჭირდებოდა გარდა იმისა რომ ყოველი დღით მიეღო სიამოვნება . რაღაც ახალი გაეგო, გაეკეთებინა და შეეგრძნო დანაკლისის ასანაზღაურებლად. რა სჭირდებოდა სხვა, რა აკლდა ცხოვრებაში , ჰყავდა მეგობრები და დედა. ნაცნობები , თანამშრომლები ადამიანები რომლებიც პატივს სცემდნენ . ჰქონდა სამუშაო , საქმე რომელიც მოსწონდა სწავლობდა ახალს და აკეთებდა იმას რაც შესანიშნავად გამოსდიოდა. ყოველ დღეს ენერგიულად იწყებდა, ჰქონდა გეგმებიც და გაუთვალისწინებელი, სპონტანური მოქმედებებიც. ბიჭებთან ერთად არ იწყენდა, ყოველ დღე რაღაც ახალს აკეთებდნენ არ ჩერდებოდა , საკუთარ თავს ფიქრის საშუალებას ართმევდა , იჯერებდა რომ ყველაფერი ჰქონდა რისი მოპოვებაც შეიძლებოდა . ყველაფერი დაკარგული წლებისა და სიყვარულის გარდა... დიახ, სიყვარული იყო ის რისი მიღებაც ისევ შეეძლო . გრძნობა რომელსაც ვერ ერეოდა, დაუმარცხებელი გახდა და ყოველი არგუმენტი, განცდილი ტკივილი, ბრაზი, დავიწყების სურვილი უძლური იყო მის წინაშე. თავისუფლება დაიბრუნა, შური იძია, საზოგადოების ნაწილი გახდა, სიმშვიდეც მოიპოვა და შემდეგ გადაინაცვლა პირველ ადგილზე არულმა გრძნობებმა . ემოციებმა და განცდებმა რომელთაც ერთი სახელი ჰქონდათ „ანო“ , არ გააჩნდა ჩარჩოები, საზრვრები და იყო სრულიად უკონტროლო . ვერ ხვდებოდა რა იქნებოდა მომავალში , არც უნდოდა ამაზე ფიქრი. საკუთარი დაბადებისდღე დედას მიულოცა პირველად. თავად ძველი ეიფორია აღარ ჰქონდა , სამსახურშიც წავიდა და მთელი დღე იღებდა მილოცვებს თანამშრომლებისგან . საღამომდე რამდენიმე საქმე ჰქონდა და მათ მოსაგვარებლად იყო გვიან კი ბიჭებმა დაურეკეს და ასე აღმოჩნდა რესტორანში , წვეულებაზე სადაც საკმაოდ ბევრი სტუმარი იყო. ტაშითა და ოვაციებით შეხვდნენ გვიან მისულს არც კი ახსოვდა ბოლოს ასე როდის აღნიშნეს მისი დაბადებისდღე . კოკოსთან მიღწევაც ვერ შეძლო დიდხანს, მაგრამ ბოლოს მაინც ჩაიგდო ხელში უკვე შემთვრალი და ყურებამდე გაღიმებული ბიჭი _დაგვიბერდი მამიკოო... აწ უკვე 36 წლის ხარ _რატომ არ მითხარი წვეულების შესახებ _პირველ დაბადებისდღეს ხვდები თავისუფლებაში და გგონია ისე გავატარებდი? თანაც ყველას ევასები, ქალებს განსაკუთრებით... არავინაა ისეთი ვისაც არ უხარია შენი დაბადებისდღე. მომდევნო წლებში გავაუმჯობესებ გართობის ხარისხს ... კესარია დაბრუნდეს იქნებ და მოვიშორო ეს პიჯაკი , დავიმხობ მერე თავზე ყველაფერს _დაგვითვრა ბავშვი ... დაავიწყდება მალე აქ მისი პარტნიორებიც რომ არიან და აცანცარდება _აუუ მოსეე შენ ვაფშე ჩუ რა ... ამ დღეს როგორ არ სვამ . მე კიტას ადგილას გავბრაზდებოდი, მაგრამ ოქროს გული აქვს მამიკოს _მამიკოს როდემდე უნდა მეძახდეს _წლების მატებასთან ერთად ... მალე ბაბუსაც დაგიძახებ _თვალი ჩაუკრა და მერე წავიდა. სტუმრები ერთობოდნენ, აშკარად მოსწონდათ შექმნილი სიტუაცია . კიტა მხოლოდ სასმელის დაგემოვნებას სჯერდებოდა, ცეკვაზე არც კი უფიქრია სამაგიეროდ ნიკუშა და კოკო ავლენდნენ მონაცემებს _შენ რა გჭირს _ ხალხს უყურებდა და თან მოსეს მიმართა _არ უარყო იცოდე _გამთენიისას მივფრინავ ... მეყო ლოდინი, მისი სურვილების ასრულება და ყველაფერზე დათანხმება. ან ცოლად გამომყვება ან სამუდამოდ დამკარგავს... მოკლედ იქედან ან ერთად დავბრუნდებით ან რომელიმეს მკვდარს ჩამოგვიყვანენ _როგორც იქნა ... ჩემი დაბადებისდღეც სიმბოლური თარიღი გახდა . დაბრუნებას ნუ იჩქარებთ ბარემ თაფლობის თვეც მიაყოლეთ , ნათლული არ მყავს და ბავშვებზე ვგიჟდები _ამხელა კაცი როგორ აცერცეტდდები ხოლმე _ გაეცინა , მაგრამ თვალებიც გაუბრწყინდა _ გავხდები ბანალური კაცი და შევწყვეტ მის უთავბოლო პარპაშს ... ბავშვს რაც შეეხება ჩემი ნება რომ ყოფილიყო თინეიჯერი შვილი მეყოლებოდა ახლა და მის პრობლემებზე მომიწევდა დარდი , შეყვარებულზე და შეცვლილ ხასიათზე _ეჭვი მაქვს ბევრს თუ ილაპარაკებ გაბრაზდები და წასვლას გადაიფიქრებ ... ამ ბრაზმა და ჯიუტობამ დაგაკარგვინათ ამდენი წელი. ამაზე იფიქრე და ყველა დაშვებულ შეცდომას რომ გაიხსენებ მერე მეც მეყოლება ნათლული _კოკოს შენ ეტყვი _გგონია წინააღმდეგი იქნება? _არა , უბრალოდ მეც ვიპარები და ყველას თუ ვეტყვი რაღა გამოვა _და მე რატომ მეუბნები _ღიმილს ვერ იშორებდა _იმ გიჟმა იქ რომ მომკლას ხომ უნდა მიპოვნოს ვინმემ _ორივეს ერთ ხმაში ეცინებოდა. ბიჭები ისევ ცეკვავდნენ , დროც გადიოდა და ახალი დღეც იწყებოდა. მოსე რესტორნიდან აეროპორტში წავიდა, სტუმრებიც დაიშალნენ. ყველა ბედნიერი , ღიმილიანი სახით ემშვიდობებოდა . კოკო და ნიკუშა საერთოდ გაქრნენ თვალთახედვიდან , ისევ მარტო დარჩა . მანქანასთან იდგა მობილურის ვიბრაცია რომ იგრძნო და ეკრანის დანახვამდე შეეკრა სუნთქვა. ელოდა ? ხო ალბათ ყოველ წამს ელოდა , წინა ღამის შემდეგ წარმოიდგენდა რაიმე ფორმით მის გამოჩენას . ეკრანს დაჰყურებდა , ნაცნობი ნომერი ორის ოცდახუთ წუთზე გამოჩნდა . არ პასუხობდა, უნდოდა , საშინლად უნდოდა მისი სევდაშეპარული, ნაზი ხმის მოსმენა , მაგრამ მობილური უკან დააბრუნა , მანქანაში ჩაჯდა და სახლში წავიდა. ზარი აღარ განმეორებულა, კიტას კი წამში გაუქრა მთელი დღის ემოციები. ყველა ფერი რაც კი დილიდან დაინახა და იგრძნო , ყველაფერი უფერული იყო ანოს ერთ უპასუხო ზართან შედარებით. მისი ხმა რომ გაეგო , რომ მოესმინა მისი სუნთქვა და წარმოედგინა მისი სახე საუბრის დროს იგრძნობდა ტკივილშერეულ ბედნიერებას . ყველაზე უცხოს, სხვა'ფერ ბედნიერებას. ხელიდან გაუშვა შანსი , უარი თქვა ერთადერთ სურვილზე რომელიიც იმ დღეს ჰქონდა. ეზოში მიაბიჯებდა, სიგარეტის ღერი ტუჩებსშორის მოიქცია და სანთებელას ეძებდა. ყველა საჩუქარი მანქანაში დატოვა, არც კი გახსენებია მათი არსებობა მხოლოდ სახლში შესვლა და ნანას მშვიდი ძილის ნახვა უშველიდა , სხვა არაფერი. _ოცის რომ გახდი მეც ვიყავი შენს მეგობრებთან ერთად . იმდენი ვინმე იყო , იმდენი გოგო ირეოდა შენს ირგვლივ მოსვლაც ვერ მოვახერხე. ვბრაზობდი, არ მინდოდა მათ ნაკოცნ ლოყაზე შეხება. საერთოდ ვერ ვიტანდი როცა ვინმესთან ერთად გხედაავდი შენ კი მარტო მხოლოდ მაშინ იყავი ჩვენთან, სახლში რომ მოჰყვებოდი მიშოს... იმ ღამით რამდენჯერმე შემომხედე, სულ მიღიმოდი და გული მიჩერდებოდა , ისე მინდოდა მეც ღიმილით მეპასუხა, მაგრამ ყინულივით ვქვავდებოდი , თვალს ვერ გაშორებდი . სულელი ვიყავი , ზოგჯერ მეგონა რომ ასე მოვკვდებოდი ... გამიღიმებდი და ვერ გავუძლებდი შენ ბრჭყვიალა თვალებს _ მისი ხმა ესმოდა, ისე შორეული ჩანდა , იმდენად სუსტი რომ ძლივს ერეოდა ღამის სიცივეს. კიტას ისევ სიგარეტის ღერი ეჭირა ხელში რომელიც ნელ_ნელა იწვოდა. ანო კი ჩუმად აგრძელებდა საუბარს. სადღაც უკან ,ახლოს იდგა , მაგრამ არც ისე ახლოს მისი სინთქვა რომ ეგრძნო _უკვე გვიანი იყო, ჩემთვის გვიანი და სახლში წასვლას ვაპირებდი უცებ რომ მოხვედი . ჩემ წინ დადექი , სახეზე ჩამოშლილი თმა გადამიწიე და ლოყაზე ხანგრძლივად მაკოცე. მეგონა დავიწვებოდი , შენი ხმა არეულად მესმოდა არ მახსოვს რა გითხარი მერე მიშო მოვიდა ხელი მომხვია და წამიყვანა _ანია , მადლობა რომ მოხვედი _ მენაბდის წინ იდგა თევდორაძე. კიტა წლების წინ ნათქვამს იმეორებდა და სულ სხვა , სევდიანი, ტკივილით სავსე მზერით უყურებდა ანოს. ის პატარა , მორცხვი გოგო უკვე ქალი იყო , მაგრამ ისევ ისეთი სუსტი და არეული ჩანდა. ამღვრეული თვალებით უმზერდა და მთელი სხეული უთრთოდა _კიტა გილოცავ დასაწყისს _ ჩუმად უთხრა, იმდენად ხმადაბლა რომ ტუჩების მოძრაობით გაიგო ბოლო სიტყვა მენაბდემ. შემდეგ ლოყაზე შეეხო მისი გაყინული თითები , ყელზე გადაინაცვლეს და ბოლოს ტუჩთან ახლოს შეეხო მისი ათრთოლებული , ყინულივით ცივი ბაგეები _ მაპატიე ... ყველა უკან გადადგმული ნაბიჯი ... ყველა მზერა რომელიც მოგარიდე . ყველაზე წმინდას გაფიცებ კიტა _ მენაბდის ყურთან ჩურჩულებდა და მთელი გრძნობით ეხვეოდა ადგილზე გაშეშებულ კაცს _გაპატიებ , დავივიწყებ ყველა ტკივილს და იცოდე წამსვე დასრულდები . იქნებ უკვე დასრულდი კიდეც _ ყველა გრძნობას მოერია, ის სითბოც დათმო სხეულში რომ ვრცელდებოდა, სიამოვნებაც რომელსაც განიცდიდა ... ანო დათმო , თავისი ანია მოიშორა და სრულიად მარტო დატოვა _კიტა ... გთხოვ ასე არ _ნუ მთხოვ... უფლება არ გაქვს ! _გრძნობებს უფლება არ სჭირდებათ , კიტა ... _გრძნობებს _ მიდიოდა , ისევ შეჩერდა წამით გაუსწორა მზერა და გაიცინა _ შენ არაფერი იცი გრძნობებზე ... შენ უბრალოდ სინდისი გაწუხებს და თუ ეს გჭირდება დამშვიდდი . არ ვაპირებ თქვენზე შურისძიებას --ღამე როდესაც ჩემთან მოხვედი , გახსოვს კიტა? -რა ხდება წარსულს იხსენებ? არ დაგავიწყდი , ანო ?- ჩაიცინა და ეცადა თავისი ირონიით დაეფარა მოზღვავებული ემოციები- არ მახსოვს-თქო რომ გითხრა -არ დაგიჯერებ ... -დავუშვათ ,რომ მახსოვს . მერე ? -რა უნდა გეთქვა იმ ღამით კიტა -სერიოზულად? აქ, ამ დროს ამისთვის მოხვედი? ნუ იხსენებ წარსულს, იმ მოგონებებს რომლებსაც დიდი ხნის წინ გადაუსვი ხაზი, ჩაკეტე სკივრში და დაასრულე -სამუდამოდ ვერაფერს გამოკეტავ...ვერ გააქრობ , ერთ დღეს ყველაფერი ნაპირზე გამოვა ხომ იცი -მე მხოლოდ ის ვიცი, რომ შენთან საუბრის სურვილი არ მაქვს. არასწორ მისამართზე მოხვედი- შებრუნდა და წავიდოდა კიდეც ანოს რომ არ განეგრძო საუბარი -ჩემი პასუხი იქნებოდა „ მეც“ - ანოს ხმა იმდენად სასიამოვნოდ ესმოდა იმ წამს,რომ მოძრაობის უნარიც წაერთვა. უცნაური სიამოვნება იგრძნო, ისეთი ჯერ რომ არ განუცდია და ყველა უჯრედს რომ ეხებოდა . სულ წამი დასჭირდა, შეჩერდა და მანაც შემთხვევით ისარგებლა ზედმეტად ახლოს იყო ქვემოდან უყურებდა და იღიმოდა -შეიშალე ! -ნეტავ ადრე მომრეოდა ეს სიგიჟე ... - გაყინული თითები ლოყაზე შეახო და ყბაზე ფრთხილად აკოცა . ისე ახლოს იყო მისი გულისცემაც კი ესმოდა, როგორ უნდოდა მკლავები მოხვეოდა , ელოდა მის შეხებას , მაგრამ მენაბდე არ შეტოკებულა -ცდები ანო, რაღაც არასწორად წარმოიდგინე და ახლაც არასწორად ფიქრობ- თავს აკონტროლებდა, მაგრამ გამტყდარმა ხმამ გაყიდა. თვალები ისე აემღვრა და ჩაუწითლდა სიბნელეშიც კი კარგად არჩევდა ანო გამოკვეთილ კაპილარებს -კიტა წამომყვები ? - არ უსმენდა, არ სჭირდებოდა მისი სიტყვები იმიტომ რომ გრძNობდა. ისე როგორც ადრე და კიდევ უფრო მძაფრად -სად, ანო - თვალს ვერ აშორებდა, იმდენად ახლოს იყო მისი სურნელი თავბრუსახვევდა, სულის სისავსეს გრძნობდა . წამები გადიოდა და უსწრაფესად ქრებოდა მარტოსულობა-ღმერთო- ინსტიქტურად დაიხარა და სახე მის თმაში ჩამალა. ანოს თითები ჯერ მაჯაზე შეეხო შემდეგ ხელისგულისკენ ჩაცოცდნენ და ბოლოს თითებში აიხლართნენ . ისე დაიძრა ადგილიდან არაფერზე დაფიქრებულა. მომღიმარ ქალს უყურებდა და უკან მიჰყვებოდა -გემუდარები , ჩემთან დარჩი ... არ მისცე უფლება შენს გონებას რომ გვაჯობოს , კიტა -სულ რამდენიმე საათი , ან წუთი დაგჭირდება და გითმობ -არ მეყოფა , მე ყველა წუთი მინდა ... სულ ყველა მინდა კიტა -ანო - ღრმად ჩაისუნთქა უნდოდა რაღაც ეთქვა , მაგრამ ანომ არ ადროვა. მის აბრჭყვიალებულ თვალებს უყურებდა. გზისკენ არც კი გაუხედავს , მხოლოდ თევდორაძეს ხედავდა , მის პროფილს, მის ღიმილს და აციმციმებულ თვალებს. როგორი სხვანაირი იყო და მაინც როგორი ნაცნობი . ისევ ისეთივე იყო ? არა ის ანო ამას არასდროს ჩაიდენდა, ვერ გაბედავდა, ვერ შეძლებდა .ქუჩაში მიაბიჯებდნენ, ანო ხელს არ უშვებდა , გაყინული თითებით ეფერებოდა მაჯაზე და ხელისზურგზე -გავიყინე ... შემდეგ მენატრებოდი, მოგერიე და გადაგმალე ,რომ არ დამევიწყებინე შეგიძულებდი ... მოვკვდებოდი . ამიტომ დაგივიწყე , შენც , შენთან ერთად მიშოს ნაწილიც და საკუთარი თავიც -აზრი აღარ აქვს ანო...ზედმეტად დიდი დრო გავიდა, დავაგვიანეთ . -ნუთუ არ შეგვიძლია ზუსტად იმ წამს დავუბრუნდეთ , გამოვტოვოთ ზარი რომელმაც ჩემგან წასვლა გაიძულა და ყველაფერი რაც შემდეგ მოხდა. დავრჩეთ მხოლოდ მე და შენ -არ შეგვიძლია , ვერ დავივიწყებთ იმას რამაც ჩვენი ცხოვრება შექმნა-საკუთარი თავი ებრძოდა, ფხიზლდებოდა, ერეოდა ანოს -ცხოვრება რომელიც დასრულდა... ახალი უნდა დავიწყოთ -მე და შენ?- ჩაიცინა , ხელი დაიხსნა მისი თითებიდან და წამიერად ჩამქვრალ მის სფეროებს მზერა მოაშორა -ჩვენ -ვინ ჩვენ, იმპულსური ქალი რომელმაც ერთ წამში დამივიწყა და კაცი , კაცი სრულიად გაურკვეველი აწმყოთი და მომავლით? -არა ... ქალი რომელსაც აქვს ძალა იბრძოლოს მიზნისთვის და გაუძლოს ყველაფერს ... კაცი რომელიც არასდროს ნებდება . ჩვენ - მე და შენ -არც კი მესმის ახლა აქ რატომ ვარ ... შენ მე არ მისმენდი , მე კი ისევ მორჩილად მოგყვები. ალბათ უკანასკნელად გისმენ . გამოიყენე შანსი ანო - ხელები ჯიბეებში ჩაიწყო და ნაბიჯი გადადგა -მომიყევი რამე იმ წლებიდან- არ ნებდებოდა. ვერ ფიქრობდა, ვერ აწყობდა გეგმებს სრულიად ინსტიქტურად მოქმედებდა . ბედნიერიც იყო, ტკივილსაც გრძNობდა კიტას ქცევის გამო -ციხის ჩანაწერები ? -როგორ სძლიე ბოროტებას და დაიცავი სული -გგონია მოვერიე და ისევ ისეთი კეთილი და საყვარელი ვარ? -საყვარელი არასდროს იყავი, უჟმური იყავი და მაშინებდი ზოგჯერ -ტყუილია , შენ არასდროს გეშინოდა ჩემი -მეშინოდა , მაგრამ ახლა არ ვიცი ზუსტად რა მაშინებდა ... იქნებ მომავალში შენი დაკარგვის შიში მქონდა. წინასწარ ვგრძნობდი , მაგრამ ვერ მივხვდი -არა რა , მგონია რომ რაღაც თამაშს თამაშობ ან სიზმარია და გამეღვიძება - სახეზე ხელები აიფარა და თავი უკან გადასწია- რომ დავითვალო არ გაქრები? დაბადების დღის საჩუქარი ასეთი მძიმე არ უნდა იყოს -გეყოფა , გთხოვ! -ძალიან სტრანნი გამხდარხარ ანია - გასწორდა , წარბები მაღლა აზიდა და ანომაც შეუბღვირა - შენი ცხოვრების წესი არ ჰგავს იმ გოგოს მომავალს მე რომ დავტოვე. შენ შიში გქონდა მაშინ ახლა კი ვის მკურნალობ არც კი იცი... - საშიში ვარ ბევრისთვის და ჩემი პაციენტების სახით შესაძლებლობებიც უხვად მაქვს -გიფრთხილდე? -მიფრთხილდი და მომიფრთხილდი -ორი ხარ ... ის პატარა 16 წლის ანო და დიდი , ექიმი ანო -შენც ორი ხარ ... ორივემ იქ შევწყვიტეთ -არ გინდა, ჩემთან პარალელს ნუ ავლებ ... -ხო , მე არ დავუპატიმრებივარ, არ დაუბრალებიათ საუკეთესო მეგობრის მკვლელობა, არ ჩავუსვივარ უდანაშაულოდ, არ გამოვუკეტივარ დამნაშავეებთან ციხის კედლებში , არ დამიკარგავს ოჯახი , მაგრამ მეც მსვერპლი ვარ იმ დამპალი ცხოვრების და ბედის რომელმაც დაგვცინა. არ ვიცი რა არის, რა ქვია ან რატომ მოხდა ასე, რატომ არ მოგისმინე, რატომ ვერ მოვერიე თავს და ვერ გამოვფხიზლდი, არ ვიცი რატომ გავინადგურე საკუთარი თავიც შენთან ერთად, მაგრამ ხო ... მეც გავნადგურდი, საკუთარ თავთან ბრძოლამ შემიწირა, გამაქრო, დამაცარიელა. ვცხოვრობდი, დავდიოდი, ვსწვალობდი, ვუყურებდი სამყაროს განვითარებას, თვალს ვადევნებდი ყველაფერს , შემეძო ყველაფერი გამეკეთებინა, ვაკეთებდი კიდეც , ყველაფერს რაც შეიძლება სდომოდა ჩემს ადგილას სხვას, მაგრამ არაფერი განმიცდია. არავინ და არაფერი მიგრძვნია შენს მერე , საათებს, დღეებს, თვეებს ვატარებდი სხვებთან შენთან კი სულ რამდენიმე წუთს , მაგრამ მაინც ვერაფრით ჩაგანაცვლე. ყველაზე საშინელი ის იყო რომ ვერ ვხვდებოდი, ვერ ვიაზრებდი რატომ ვიყავი ცუდად -და ახლა კარგად ხარ? გგონია ყველაფერი კარგადაა, მორჩა განათდდა შენი ცხოვრება ? ნათელია მომავალი ჩემთან ერთად? -რატომ მტანჯავ კიტა ... -შენ არ იცი მე ვინ ვარ, არ იცი ვინ გავხდი , არ იცი რა მინდა და რას ვფიქრობ ან რა შემიძლია გავაკეთო , გაგიკეთო -გინდა რომ შემაშინო? -უნდა გეშინოდეს , ნებისმიერ წამს შეიძლება მომინდეს შურისძიება ... შურისძიება ყველა წუთისთვის რომელიც სხვასთან გაატარე , როდესაც დაიჯერე რომ ჩამანაცვლებდი , როცა ვერ დამინახე, ვერ მიგრძენი, ვერ გაჯობა ჩემმა ნაწილმა და როცა მიღალატე ! - იმ წამს მოერია ყველა ნათელ გრძნობას ბრაზი, სიბნელე და სიჯიუტე. ტკივილმა აჯობა ანოს კიტას, არ მისცა გაცოცხლების უფლება მოხვია მარწუხები და უკან უფსკრულში დააბრუნა. ანოს ბრძოლა უშედეგოდა დაასრულა, დაიწყო ცხოვრების ოცდამეთექვსმეტე წელი მარტო’სულმა. დიდხანს უყურებდა კიტას , ისე მიაბიჯებდა თითქოს სრულიად უგრძNობი , უგულო არსება იყო. სულ უფრო და უფრო შორდებოდა ანოს , მიდიოდა მხრებში გამართული, თავაწეული თევდორაძე კი უკან მიჰყვებოდა, შენელებული ნაბიჯებით, ძალაგამოცლილი, მხრებში მოხრილი და მზერა არეული. უბრალოდ გრძნობდა კიტას ტკივილს, უნდოდა რომ ერთხელ მაინც მოეხედა ბიჭს მისკენ, უნდოდა მაგრამ მენაბდე თავს ერეოდა. ზედმეად დიდი იყო მასში გამეფებული ბრაზი და ტკივილი. ანო უძლური იყო , ანო თავისი სიყვარულით ვერაფერს ახერხებდა კიტას ძალის წინააღბდეგ. .......... სალომესთან მივიდა, გვიანი იყო , მაგრამ მაინც მის კართან იდგა და ელოდა როდის გამოჩნდებოდა არეული თმებითა და შეწუხებული სახით . ძილი გაუტეხა, ხასიათი გაუფუჭა , მაგრამ ანოს სახე რომ დაინახა წამსვე დაავიწყდა შეწყვეტილი სიზმარი ხელი ჩაკიდა და საძინებლისკენ წაიყვანა. პატარა ბავშვივით იწვა საწოლში და სალომეს უყვებოდა განცდილს _დავაგვიანე... მე , მე ყველაფერი დავასრულე და უნდა შევეშვა . ვიცი, უფლება მართლა არ მაქვს , მაგრამ ვერ ვფიქრობ ისე მივდივარ.ყველა გრძნობა ერთად მახსენებს თავს , ვერ ვერევი... ასე მგონია რომ იმ წლებში დაგროვილი მონატრება ახლა მოვიდა. ხო, მე ის ვერ დავივიწყე , ვერ ჩავანაცვლე, ვერ გავაქრე და ყველა ემოცია ახლა ერთად მამძიმებს. საკუთარი ცოდვები მახსენებენ თავს _შენ იტანჯებოდი...აქამდეც სულარეული ცხოვრობდი და ახლა მისი დაბრუნებით ყველაფერი სააშკარაოზე გამოვიდა. ადრე ვერ ვხვდებოდი რატომ არავის უღებდი გულის კარს... ხო , ისინი გიჟდებოდნენ შენც მათთან თითქოს კარგად იყავი, მაგრამ სულ ვერაფერს გრძნობდი . ახლა ვხვდები რატომ ასრულებდი ყველაფერს, თავს ისჯიდი, ებრძოდი და ტკენდი . არავის ენდობოდი , არც საკუთარ თავზე ფიქრობდი_თმაზე ეფერებოდა და თვალები ემღვრეოდა მისი მდგომარეობის დანახვისას _მინდა ყველაფერი გაქრეს... მინდა დავსრულდე. ვერ ვუძლებ , ვეღარ ვუძლებ სალომე . სამსახურიდან წამოვედი , შვებულება ვითხოვე , გუშინ ისე გავითიშე სულ ცოტაც და პაციენტს დავკარგავდი. არაფერი მინდა, სულ არაფერი _ასე ნუ ამბობ გთხოვ ... ვიცი , მე ვიცი რომ ის ყველაფერს გრძნობს. ვეღარ გაუძლებს შენს ტკივილს და გაპატიებს . მერე თავიდან დაიწყებთ, იმ წერტილიდან გააგრძელებთ ... ერთმანეთს გაიცნობთ ისეთს როგორიც ახლა ხართ, მერე ... მერე ერთად იქნებით შენ და ის _ერთად ვიქნებით ? შეიძლება მაპატიოს ... ხო , მაპატიებს , მაგრამ ჩვენ აღარ ვიქნებით . ეს ანო არ შეუყვარდება ... მას სულ სხვა ანო უყვარდა და მე ? მე ხომ არ ვიცი როგორ შეცვალა ჩემი კიტა ამ წლებმა _არ იცი, მაგრამ ხომ ისევ გრძნობ როდესაც ახლოსაა _პირველად რომ შევხვდი ისე მივხედე მის ჭრილობას როგორც ვიღაც უცხოს... ვერ ვიცანი , მხოლოდ უცნაურად ვგრძნობდი თავს გაღვიძების შემდეგ რომ მიყურებდა თითქოს წლების შემდეგ სული ამიფორიაქდა ... ვერ მივხვდი ვინ იყო...მანაცვერ მიცნო . ალბათ იმ დღესვე ყველაფერი ნათელი იყო _წამოჯდა, სახეზე ხელები ჩამოისვა და შემდეგ წამოდგა _ მე უნდა წავიდე და გთხოვ არაფერი მითხრა . მარტო მინდა ვიყო ... მიყვარხარ. ამ დღეებში თუ არ დაგირეკავთ არ მოხვიდეთ , ლინდასაც უთხარი დრო რომ მოვა თვითონ გესტუმრებით _ანო გთხოვ ... არ გინდა რა . დარჩი, მე ხმას არ ამოვიღებ აქ იყავი რა. მიშოს გაფიცებ ანო _დაიძინე , სალო ... მე აქ არ ვყოფილვარ აღარ უსმენდა, მისი სული მოსვენებას ვერ პოულიბდა. იქაც არ იყო სიმშვიდე, არსად იყო ის რაც სჭირდებოდა. თავზე დაათენდა, კიდევ ერთხელ დაამარცხა სიბნელე სინათლემ , მაგრამ ანოსთან ისევ ვერ აღწევდნენ მზის სხივები. ............. რამდენიმე დღე სახლში მარტომ გაატარა . აივანზე იჯდა ხოლმე პლედში გახვეული , ყავის ფინჯნით ხელში რომლის დალევაც ავიწყდებოდა. არაფერი ჰქონდა ფიქრების გარდა, სამსახურსაც შეეშვა და ეს უკვე დანებებას ჰგავდა. კიტას გარდა არაფერი აინტერესებდა, უამრავი წინააღმდეგობის, დანაშაულის, ბარიერის მიუხედავად მაინც არ უნდოდა დანებება. ამჯერად არ შეეძლო მისი მარტივად დაკარგვა, სულ ბოლო ნაბიჯი ჰქო და დარჩენილი ეს უკანასკნელი იყო საკუთარი მდგომარეობის გამოხატვისთვის . უყურებდა ყუთს რომელშიც ფოტოები ეწყო , სურათები საწოლზე დააწყო , კიდევ ერთხელ დააკვირდა ნაცნობ სახეებს და თვალები დახუჭა _არ შეიძლება რომ ვცდებოდე... ახლა ნამდვილად ყველაფერს ვხედავ და ვგრძნობ. გავუძლებ , გეფიცები ოღონდ შენც ეცადე გამიგო _ კიტას ფოტოს ესაუბრებოდა. შემდეგ ყუთი აიღო და სახლი დატოვა. .................. ემოციურად გადაღლილი იყო , სამუშაო დღეებიც საკმაოდ გრძელდებოდა რთული საქმე ჰქონდათ და დროში ვერ ეტეოდნენ. კოკოს რომ უთხრა წყვილის შესახებ ბიჭი სულ აირია და მისი საქმეების ნაწილიც კიტას მოსაგვარებელი იყო. ყველაფერს უმკლავდებოდა , საქმის დამსახურებით ფიქრებსაც ერეოდა . სახლში გვიან დაბრუნდა, ნანას უკვე ეძინა . წიგნის კითხვის დროს ჩასძინებოდა. ფრთხილად მოაშორა სათვალე, წიგნიც აიღო და საბანი გაუსწორა. შევერცხლილ თმაზე თითები შეახო და მის გვერდით ცარიელ ადგილს სევდიანი მზერა შეავლო. ოთახში რომ შევიდა გონებაში მეორე დღის გეგმებს აწყობდა, თან საშინლად ეძინებოდა , მაგრამ იმ ღამით ძილი არ ეწერა . საწოლზე ყუთი დახვდა. ძველი ქაღალდის ყუთი რომელიც კიტას არ ეკუთვნოდა . ინტერესმა სძლია და მალევე გახსნა . გახუნებული ფურცლების დანახვისას გულმა არეულად განაგრძო მუშაობა. ფრთხილად შეეხო წერილებს და მაშინვე იგრძნო სიძველის სურნელი . ფურცლებს ფორმაც კი შეცვლილი ჰქონდათ . არ იცოდა იქ რა დახვდებოდა, წარმოდგენა არ ჰქონდა თუ ვის ეკუთვნოდა ისინი უბრალოდ სავარძელს მიეყრდნო და პირველი წერილის კითხვა დაიწყო „მომენატრე კიტა ექვს თვეზე მეტი გავიდაო ამბობენ მე კი ისევ ვერ მოვდივარ გონს. მგონია რომ შენ და მიშო სადღაც შორს გადაიკარგეთ. ყველა დატოვეთ და დასასვენებლად წახვედით. ზღვაზე ისვენებთ, ისე როგორც გჩვევიათ ხოლმე და ... არა , არა მიშო შენთან არ არის ! შენ ... შენ მიშო მოკალი მეც მომკალი კიტა შენი ანოც არ დაინდე კიტა არა , არ მინდა რომ ასე ვიცხოვრო . არ მინდა ცხოვრება სადაც შენ მიშოს კლავ , მიშოსთან ერთად მეგობრობას , ნდობას, მე და შენ გვკლავ კიტა მენატრები იცი როგორ მენატრები? მინდა მოხვიდეთ, უცებ შემოაღოთ სახლის კარი გიორგის მანქანა სთხოვოთ და მერე ისევ გაიქცეთ . წასვლამდე გაჩერდე, წამით შემომხედო, გამიღიმო და მერე მიშოს გაჰყვე მინდა , მინდა სიზმარი იყოს ...ცუდი სიზმარი სადაც ყველაფერი ისევ ძველებურადაა მე , შენ და მიშო შენ , მიშო და მეგობრობა მე, შენ და ჩემი ოცნებები ეს ყველაფერი ზღაპარია...ოცნებაა და მეტი არაფერი შენ მიშო მოკალი მიშო მოკალი მიშო მოკალი და მეზიზღები კიტა მენაბდე „ გახუნებულ ფურცლებზე ჩანდა ცრემლების კვალი . წლების წინ დაღვრილი წმინდა ცრემლების კვალი ახლა კი მენაბდეს ემღვრეოდა მზერა . ხედავდა , ცხადად ხედავდა თავის მაგიდასთან მჯდომ ანოს ცრემლიანი , დაბინდული თვალებით რომ წერდა სიტყვებს და მისი გულისცემაც ესმოდა. გული ტკიოდა, ანო ტკიოდა და შემდეგ ის სიტყვები რასაც თევდორაძე წერდა. „მეზიზღები-თქო გითხარი , მაგრამ არ შემიძლია არ შემიძლია კიტა ისევ არ მინდა რეალობის დანახვა ისევ მინდა გავიქცე, მაგრამ ძალა არ მაქვს. ვერ ვეწინააღმდეგები განაჩენს. მე მიშოს საფლავზე დავდივარ ყოველდღე და მის უსულო სხეულს ვერ ვივიწყებ , უმიშოობას ვერ ვაქრობ გესმის? არა შენ არ გესმის შენ არაფერი გესმის შენ მოხვედი , ფიქრები ამირიე , სულ ერთი ღამით დამიტოვე ოცნება და შემდეგ მიშო მოკალი შენ ამ წერილებსაც ვერასდროს ნახავ შენ მე შეგიძულებ და მერე დამავიწყდები ხო , დაგივიწყებ და მერე ... მერე რა იქნება რომ დამავიწყდები ? ვინ იქნება ანო შენ გარეშე , შენზე ოცნებების გარეშე და თუ შენ შეგეძლო მიშოს გულში დანის ჩარტყმა ეს იმას ნიშნავს რომ არ არსებობს ამ წყეულ სამყაროში არაფერი წმინდა . არც მეგობრობა, არც სიყვარული , არც ნდობა არაფერია კიტა ...ყველაფერი ერთი დიდი ფარსია . წყეული ილუზიაა რომელიც უკვე გაქრა ისე როგორც ყველა ოცნება და ოცნებაში მე და შენ შეგიძულებ ! არა , არ შემიძლია დაგივიწყებ ... ხო დაგივიწყებ თუნდაც ანოც გაქრეს შენთან და მიშოსთან ერთად „ „არ ვიცი ისევ რატომ ვწერ დაგივიწყე , თითქმის დღეს ზამთრის პირველი დღეა და მე ვერ ვისვენებ. საშინელი შეგრძნება მაქვს თითქოს გულში დანა ჩამარტყეს და მალე მეც მოვკვდები. ჩვეულებრივი დღე იყო ,ისევ ვიყავით მე და დედა მიშოს საფლავზე. ლამარა ისევ ცუდად გახდა, ისევ დიდი და მძიმეა შენი დანაშაული . ცუდად ვარ ალბათ იმიტომ რომ სიზმარში გნახე სისხლისგან იცლებოდი და მეტკინა არ მინდოდა , მაგრამ ძალიან მეტკინა . ისე ძლიერ რომ არ ჩერდება ,სულ უფრო იმატებს ტკივილი მიშო მენატრება ... ისიც და საკუთარი თავიც ესეც გაივლის ვიცი მე შევძლებ ახალი ანოს ცხოვრებით ცხოვრებას შევიყვარებ ახალ ანოს და წარსულში დაგტოვებ ამ წერილებს კი დავწვავ , მაგრამ დღეს არა იქნებ ხვალ ან იქნებ წლების შემდეგ მე ვერ გიმეტებ, შენ კი გაგვიმეტე „ თვალები დაებინდა, ფურცელს ხელი გაუშვა და თითები სახეზე აიფარა. როგორ შეიძლებოდა ამდენი წლის შემდეგ ეგრძნო ის რაც არასდროს ჰქონია. ანო მისი არასდროს ყოფილა , მხოლოდ გრძნობა იყო რომლის განვითარებას საშუალება არ ჰქონდა. ის დრო რომელიც მასთან უნდა გაეტარებინა ციხის კედლებშ დაიკარგა. ახლა რატომ იყო ეს წერილები მასთან, რატომ ახლა და არა იქ , ციხეში . მაშინ ხომ ისევ მოინდომებდა ანოსთვის სიმართლის დამტკიცებას, ხომ ყველა გზას გამოიყენებდა . თევდორაძემ დაივიწყა, ბოლოს შეძლო და საკუთარ თავსაც კი მოერია . კიტაც ხომ არ ფიქრობდა მასზე , მაგრამ არა მას ანო არასდროს დაუვიწყებია. ამით განსხვავდებოდნენ მენაბდე და თევდორაძე , ერთი დავიწყებით ებრძოდა ტკივილს მეორე კი ყველაფერს იმახსოვრებდა . -რატომ არ დაწვი -ხმა იმდენად ჰქონდა გამტყდარი დამალვას არც ცდილობდა. მობილური ყურთან ახლოს მიიტანა და მისი სუნთქვა იგრძნო -პირველი რომ ჩავაგდე ცეცხლში წამსვე ვინანე, ვეცადე , მაგრამ ვერ გადავარჩინე დანარჩენები გადავმალე -ზედმეტად გვიან გაიხსენე საკუთარი თავისთვის დამალული ყუთი ,რომელიც შენს უკანასკნელ ემოციებს ინახავდა -უკანასკნელი არ ყოფილა-ხედავდა , იმ წამს ანოს სევდიან მზერას ხედავდა. მის შეჩერებულ გულისცემასაც გრძნობდა . ტკიოდა ანოს , მაგრამ მაინც არ ინდობდა -შენ აღარ ხარ ის ანო მე რომ ბოლოს ქუჩაში, ღამით ვესაუბრე ... მე შენ არ გიცნობ და დავიწყებულ მოგონებებში ქექვას შეეშვი ! -მე ...-ანო საუბრის გაგრძელებას აპირებდა, მაგრამ კიტამ დაასრულა. მობილური ჯიბეში ჩაიდო, ყუთი მაგიდაზე დატოვა და სიგარეტის ღერით ხელში აივანს მიაშურა. დიდხანს იდგა და ეწეოდა, ვერც სიცივეს გრძნობდა არც ნაბიჯების ხმა ესმოდა მანამ სანამ ნანამ პლედი არ მოახურა -ვერ იძინებ დედი? -ის ყუთი შენ დადე ოთახში დედა? -ეზოში დამხვდა და ვიფიქრე შენთვის იყო -მატყუებ დე - ზემოდან დახედა და გაეღიმა- რატომ მატყუებ -სკოლიდან რომ დავბრუნდი მანქანაში დავინახე. სახლს უყურებდა , ისეთი სევდიანი იყო გული მომიკვდა. ბოლოს წლების წინ ვნახე შვილო , კლინიკაში ვერც კი ვიცანი ხომ გახსოვს. ის სულ ანგელოზივით იყო ... ახლა რომ დავინახე იმ პატარა გოგოს ჰგავდა მიშოს სიკვდილის შემდეგ რომ მოვიდა ჩემთან -შენთან ? როდის მოვიდა დედა... მე რატომ არ ვიცი -დამაფიცა არავის უთხრაო ... მთელი წელი იყო გასული შენი დაპატიმრებიდან რომ მოვიდა. მოჩვენებასავით იყო , მითხრა ჩაგეხუტებით და წავალო . ხო ზუსტად ასე მითხრა და მომეხვია, ისე მეხვეოდა თითქოს რაღაც ნაცნობს ეძებდა . არაფერი მითხრათო , აქ არ ვყოფილვარო წასვლამდე თქვა და ისე გაქრა როგორც მოვიდა -რატომ გახსოვს ეს ამბავი დედა... -იმიტომ რომ მაშინ დავინახე როგორი არეული იყო მისი გონება ... მარტო იყო , სულ მარტო და შენ გეძებდა. ხო , ხო ნუ იცინი შენ გეძებდა თორემ ჩემი ჩახუტება რაში სჭირდებოდა, შორიდან ვიცნობდი ანო კი ისევ სიბნელეში იჯდა, სახლში რომელიც სულს უხუთავდა. მარტო იყო, იმდენად მძიმე სიჩუმე სუფევდა ირგვლივ ჭკუიდან გადაჰყავდა ქალი. სახე ელებში ჩამალა და ცრემლებს გასაქანი მისცა. ვინ იცის მერამდენედ ტიროდა , ისევ იმ ბავშვს დაემსგავსა ადრე რომ იყო , მაშინ მიშო რომ დაკარგა -ასე ნუ მიყურებ. არაფერი მინდა გავიგო თევდორაძეებზე . მე შენ არ ვარ დედა, არ შემიძლია დავიწყება და მიტევება . მათზე შური მხოლოდ იმიტომ არ ვიძიე რომ არ მინდა მიახლოებაც კი ...არაფერი მინდა მათგან დედა და გთხოვ გაითვალისწინე -მშობლების გამო შვილებმა პასუხი არ უნდა აგონ ... -ყველა თავისი ცოდვების გამო აგებს პასუხს -16 წლის იყო მაშინ -შემდეგ იყო ოცის, ოცდახუთის, ოცდაათისაც იყო დედა ახლა საერთოდ 32 წლის ქალია , მაგრამ სანამ სანამ თავისი ყურით არ გაიგო სიმართლე და იმ წყეულ სასამართლოში განაჩენი არ გამოიტანეს ეჭვიც არ შეუტანია - თითქოს თავიდან განიცადა ყველაფერი. ბრაზით აივსო, სიგარეტის დარჩენილი ნაწილი მოიშორა და რკინის მოაჯირს თითებით ჩააფრინდა-დამივიწყა, გამაქრო , უჩემოდ მშვიდად განაგრძო ცხოვრებით ტკბობა და ახლა ვერ ვხვდები რა უნდა . არც შენი მესმის დედა რატომ არ ცდილობ რომ ჩემგან შორს იყოს -ერთადერთი ქალი რომელიც ასე გაღელვებს? ამდენად გიფორიაქებს გაყინულ სულს? სულ რომ მაწამებდეს მაინც არ მენდომება შენგან შორს რომ იყოს -ერთადერთი იმიტომაა რომ 15 წელი ციხეში გავატარე ასობით, ათასობით კაცთან ერთად ... ჯერ კიდევ არ ვარ მოხუცი დაველოდები ნამდვილ სიყვარულს . ქალები არ დალეულან სამყაროში !- ბრაზით ჩაილაპარაკა და ნანასაც ზურგი აქცია -როცა ხორცით არ გიყვარს, როცა სული მიიწევს მისკენ წინ ვერავინ და ვერაფერი გადაეღობება გრძნობებს . ვერ ჩაანაცვლებ, ვერც შეცვლი და ვერც დაივიწყებ მას ვინც სულმა აირჩია - კართან მისული შეაჩერა. ერთხანს იატაკს ჰაყურებდა , დედის სიტყვები ისევ ტრიალებდნენ გონებაში -მხოლოდ სულის სიმშვიდე ვერ მოგცემს მშვიდი ცხოვრების გარანტს. ცხოვრებაში სულის გადარჩენაზე უნდა იფიქრო მხოლოდ , მისი შევსება და ფერებით ავსება ისეთი ადამიანების ხვედრია ღმერთმა უდარდელი ცხოვრება რომ მიანიჭათ . ჩემნაირებისთვის არაა დედა, მე და ჩემი სული ახლა მხოლოდ გადარჩენისთვის ვიბრძვით - არ შეუხედავს, იცოდა მის ამღვრეულ თვალებს ვერ გაუძლებდა. გულის ტკივილი არ უყუჩდებოდა, სულის სიმძიმეს ფიზიკური ტკივილიც ერთვოდა თან და მენაბდეს მდგომარეობას ურთულებდა. ის ღამე თეთრად გაათენა, დადიოდა სიგარეტის ღერით ხელში და ისევ ციხეში გამოკეტილივით გრძNობდა თავს, ამჯერად გრძNობების ტყვე გახდა. გამოსავალს ვერ პოულობდა, ფიქრობდა ყველაფერზე , უამრავ გზას ხედავდა თევდორაძისგან შორს ყოფნისთვის ყველა მიზეზი ჰქონდა, მასთან მისასვლელად მხოლოდ ერთი და ის ერთი მიზეზი ამოძრავებდა მთელს მის არსებას. ყუთი რომ დახურა და უკან დაუბრუნა ტკივილი გაუორმაგდა, შორიდან ხედავდა ანოს . წარბშეუხრელად უყურებდა კედელთან ჩაკეცილს , გაყინულ ხელებში რომ მოექცია ყუთი და ცრემლებსაც ხედავდა , შორს იყო სრულიად სხვა კორპუსის სახურავზე მდგომი ხედავდა ფანჯრიდან დანახულ ტკივილს , საკუთარ თავსაც იწამებდა თევდორაძესთან ერთად თავადაც ნაწილებად იშლებოდა. ანომ წერილებს შორის კიტას ხელნაწერიც რომ ნახა შემდეგ ყველაფერი ამოტრიალდა, საბოლოოდ დაიმსხვრა ანო თევდორაძის უგრძნობი, გაყინული არსება „შენ არ გესმოდა ! შენ მომკალი! შენ მოკალი ანო და კიტა ! შენ , მხოლოდ შენ და არავინ სხვამ! შენ არ დამინახე. არ იგრძენი ჩემი ტკივილი, შენ მე იქ დამტოვე ... მომკალი და დამივიწყე. გილოცავ , შეძელი და გამაქრე შენ მე დამივიწყე , კიტა მენაბდე მოკალი ... შენი კიტა მკვდარია ქალბატონო ანო ალბათ იმ პირველ წერილთან ერთად ჩაიფერფლა . ან იქნებ მაშინ ჩემს ანოს რომ ებრძოდი და დაამარცხე მე და შენ დაწყებამდე დავსრულდით ქალბატონო ანო ! იმ ღამით, ზამთრის პირველ დღეს სიკვდილს სასწაულებრივად გადავურჩი მამაშენის მოგზავნილმა მკვლელმა დავალება ბოლომდე ვერ შეასრულა . „ გრძნობდა როგორ გაეყინა სხეული თევდორაძეს, მის შეჩერებულ სუნთქვას და შენელებულ გულისცემას უსმენდა. შორს იყო, გამოსახულებაც კი ბუნდოვანი გახდა, მაგრამ მაინც ანოს ტკივილს გრძნობდა და კიდევ ერთხელ იგრძნო საკუთარი თავის მიმართ გაჩენილი ზიზღი. ანო კიოდა, წლების შემდეგ ისევ ისე უშვებდა ემოციებს. ტკივილმა მუხლებზე დასცა, ძალა აღარ ჰქონდა ვერ ერეოდა საკუთარ თავს , ფურცელზე ამოკითხული სიტყვები უკვე ყურში ჩაესმოდა და ყელზე მარწუხივით ეხვეოდა. დიდხანს ყვიროდა სიტყვებს რომლებსაც კიტა ვერ იგებდა, შემდეგ ძალა გამოეცალა და ხალიჩაზე დაწვა. ფურცლები იქვე იყო მიმოფანტული , ტკივილს დანებებული ცრემლიანი თვალებით უყურებდა სივრცეს . მენაბდემ დატოვა, მანქანაში ჩაჯდა და დიდი სიჩქარით გაეცალა იქაურობას. თითქოს შორს წასვლა უშველიდა, გარბოდა , მაგრამ აზრი არ ჰქონდა. საჭეს თითებს უჭერდა და შემდეგ მუშტები დაუშინა. ისევ ხედავდა განადგურებულ თევდორაძეს და ყველაფერი კარგავდა აზრს. იქნებ არც ჰქონდა აზრი მის ცხოვრებას ანოს გარეშე, მაგრამ არა ანო მისი არ იყო ვერ გახადა თავისი ... მანამ დაკარგა სანამ ხელს ჩაჰკიდებდა. სრულიად არეული დადიოდა ქალაქის ქუჩებში მობილურის ხმა რომ გაიგო. რამდენიმე გამოტოვებული ზარი იყო კოკოსგან და მალევე უპასუხა -ცოცხალი ხარ? რამდენი ხანია გირეკავ შენ ხო არ გარეკე ბიჭო ... რამდენჯერ უნდა გითხრა ტელეფონი ახლოს გქონდეს მაქსიმუმ მესამე ზარზე მიპასუხეთქო -შვილო , კოკო რა გინდა? -სად ხარ ? -სიცარიელეში -ჩემთან მოდი რა ... მოდი , დავლიოთ და ვილაპარაკოთ. ან მოვწიოთ და ისე ვილაპარაკოთ- ხმა შეეცვალა ბიჭსაც. ხვდებოდა კიტა რომ ცუდად იყო და განსაკუთრებულად ღელავდა ბოლო დროს -მეგონდა მე ჩამაბარეს შენი თავი და ახლა რა როლებს ვცვლით პატარავ? -ძმობას გაფიცებ ჩემთან წამოდი ან მითხარი სად ხარ და მე მოვალ -მოვალ ... - მიმართულება შეიცვალა და კოკოსთან გადაინაცვლა. ჩუმად შევიდა , დივანზე დაჯდა და თვალები დახუჭა. კოკომ უკვე კარგად იცოდა ამ დროს ჩუმად რომ უნდა ყოფილიყო და საკუთარ ხასიათსაც კი ივიწყებდა კიტას გამო. ჭიქა გაავსო მხოლოდ , სიგარეტს მოუკიდა და მის პირდაპირ სავარძელში დაჯდა . დიდხანს იყო ჩუმად, ჭიქა დაცალა და ისევ დახუჭა თვალები -როდის ჩამოვლენ იცი? -ხვალ...ასე რომ დახვდე კესარიას მოგკლავს -მერე შენც არ უთხრა რომ დ.ნძრეული მაქვს და მე ნიღაბს მოვირგებ . თუმცა არ მჭირდება რომ ჩამოვლენ ისედაც გავბედნიერდები -მაგრამ სხვისი ბედნიერებით მიღებული სიხარული საკმარისი არ არის , როგორც არ უნდა გიყვარდეს მაინც -მომესწრო ბიჭი- ჩაიცინა და წამით შეხედა- საქმიანი კაცი გახდი და გეშველა ხომ ხედავ ... ან ჩემმა მუდმივმა სევდამ იმდენად დაგძაბა რომ ასეთი გახდი -ბოდავ -ეგ ვიცი ... გული რომ მერევა იმ არსებაზე რადაც ვიქეცი ეგ თუ იცი კოკო? - წამოიწია, მუხლებს იდაყვებით დაეყრდნო და თითებში მოქცეულ ჭიქას დააკვირდა- ამ წყეულ სასმელსაც ვერ ვიტანდი , ამის გარეშეც ვერთობოდი ...ისეც თავისუფალი ვიყავი და დარდიც არ მქონდა გასაქრობად. ახლა ისეთი საცოდავი გავხდი ,რომ ვითიშები ფიქრების დასაპაუზებლად - ჭიქაში მოძრავ სითხეს შეხედა და მერე უცებ ისროლა კედლის მიმართულებით - მე მძულს სასმელში ჩამხრჩვალი ფიქრები -კარგი , მაშინ მე დავლევ და შენ თვითგვემა განაგრძე იმ ცოდვების გამო რომელიც არ ჩაგიდენია... გაუკეთებელი დანაშაულების გამო, შეუძლებელი საქმეების გამო რომელიც ვერ გააკეთე იმიტომ რომ ადამიანის ძალებს აღემატებოდა...კიდევ რის გამო იდანაშაულებ თავს შემახსენე და მე დავლევ, მაგრად მიყვარს ეს წყეული ვისკი -მთელი არსება მთხოვს ანოსთან მისვლას და ყველაფრის დავიწყებას, უსიტყვოდ...უთქმელად მის პატიებას . ახლა ისე მინდა მივიდე , ჩემ გამო დაღვრილი თითო წვეთი ცრემლის გამო ვთხოვო პატიება და მერე ... -რა ჩაიდინე პატიების თხოვნა რომ გჭირდებოდეს ... კიტა რა გააკეთე -დავადანაშაულე ... -ანო? ანოს რა დანაშაული აქვს -არაფერი... შენ ვერ გაიგებ. ვერავინ გაიგებს , მხოლოდ მე და მან ვიცით . იმ ტკივილისთვის გავიმეტე, რომელსაც ჩემს გარდა ვერავინ გაუქრობს - კოკოს ჭიქა აიღო და გაავსო- მე გამიმარჯოს, საცოდავ , მშიშარა კაცს ვისაც ეშინია ერთადერთი ნათელი გრძNობის რომელიც გააჩნია თავის ბნელ ცხოვრებაში -ასეთს ვერ გცნობ ... ვერც გიტან ასეთს და საერთოდ არც გეთანხმები. შენ სუსტი არ ხარ და არც მშიშარა . დღემდე არ ვიცი , ვერ ხვდები თქვენს შორის მაშინ რა ხდებოდა ალბათ ვერც გავიგებ არ შემიძლია ეს სიყვარული რა გავაკეთო ჩემთვის ქალი ვნებაა , სიამოვნებაა და ბედნიერება -ჩემთვის კი „ანია“- ჩუმად თქვა და ისევ დახუჭა თვალები -შენ რომ შეიყვარებ , გეფიცები ერთი შეცდომის დაშვების უფლებასაც არ მოგცემ ... -და შენ ? შენ და ანო? -მე და ანო ... მე და ანო - იღიმოდა და სიგარეტის ღერს თითებსშორის ათამაშებდა -მე და ანო დავსრულდით -რომ დასრულებულიყო ახლა ასე არ იქნებოდი... დრო გქონდა მთელი 15 წელი ამ დასასრულის გასააზრებლად და გადასახარშად , მაგრამ ისევ გრძნობ. ვერ შორდები, ვერც პატიობ და ვერც ივიწყებ . გონს მოდი კოკოს ხმა ესმოდა , მაგრამ ისევ ანოს ხედავდა. ხალიჩაზე მოკეცილ მის სხეულს, სუსტს, უძლურს და სულიერად გატეხილს . ვეღარ უძლებდა , ძალა აღარ ჰქონდა მის ტკივილს ვერ აიტანდა ,მაგრამ მასთან ყოფნის გზასაც ვერ ხედავდა. -მივდივარ - ფეხზე წამოდგა და კოკოს სულ აურია თავგზა- ნანას მიმიხედე ... არ ინერვიულოს. დაგიკავშირდება როგორც კი შეძლებს-თქო უთხარი -სად მიდიხარ ... კიტა ნუ გამაგიჟებ . არ გინდა რა , ამდენი წელი რა აღარ გადაიტანე ... სიყვარულს ვერ უძლებ? -სად მივდივარ ... სადღაც შორს , იქ სადაც მარტო დავრჩებით მე და ჩემი ფიქრები ანო ისევ ისე იწვა, მზერას არ აშორებდა ფურცელს და ვერაფერს გრძნობდა სულის ტკივილის გარდა. კიტა კი მიდიოდა , გარბოდა ყველასგან და ყველაფრისგან. პირველად გარბოდა , მარტო ყოფნისთვის , სიმშვიდისთვის. უბრალოდ თავი უნდა დაეღწია ამ მოსაწყენი ყოველდღიურობისგან, აღარ შეეძლო რობოტივით მუშაობა, არც ახალი ნაცნობების გარემოცვაში ყოფნა სურდა მშვიდი , ბედნიერი , უპრობლემო ადამიანის ნიღბით. ვერ იტანდა კიტა ნიღბებს, ეზიზღებოდა ტყუილი და უკვე საკუთარ თავს ატყუებდა . უნდა წასულიყო, საკუთარი თავის დასაბრუნებლად, სულის სარკე სჭირდებოდა და ყველაფრის სწორად შეფასებისთვის მხოლოდ გულისთვის უნდა ესმინა. ამდენი წლის შემდეგ გულის ხმა უნდა გაეგო, ხმა რომელიც დაივიწყა, რომელსაც ვერ იგებდა , სმენა დაკარგა თითქოს ახლა კი ისევ დრო იყო , დრო გახსენების . არ გეგმავდა, არასდროს უფიქრია ანოზე შურისძიება , მაგრამ გაუცნობიერებლად გამოუვიდა. მიიღო ის რაც არ უნდოდა, ის რამაც ყველაზე მეტად ატკინა . ანო არასდროს არავის ჰგავდა, ბავშვი იყო როდესაც პირველად დაინახა და ალბათ იქ დაიწყო ყველაფერი. სიყვარულს დიდხანს ვერ უწოდებდა ამ გრძნობას, დამოკიდებულებას რომელიც ჰქონდათ აღემატებოდა ყველაფერ მიწიერს. განვითარებაც ისეთივე ჰქონდა როგორც დასაწყისი, უცნაური , ცივი , მძიმე და უგრძნობად მგრძნობიარე. მხოლოდ ერთი კითხვა ჰქონდა , მთავარი და გადამწყვეტი - იყო ეს გრძნობა საკმარისად ძლიერი ბრძოლის მოსაგებად ? მთავარი გამარჯვება იყო , გამარჯვება და სულის სიმშვიდე, ჯილდო რომელსაც გამარჯვებული მიიღებდა . გზა საკმაოდ დიდი და რთული იყო, ეშინოდა მენაბდეს ... ეშინოდა იმედგაცრუების. საკუთარი თავისაც ეშინოდა, არ იცოდა გაუძლებდა თუ ვერ. იქნებ არც ღირდა მისი გრძნობები ამად, იქნებ დაევიწყებინა, ახლა მაინც შესძლებოდა ანოს გარეშე ცხოვრებით ტკბობა. არა ... არა ამაზე ფიქრიც კი ცუდად ხდიდა, იმაზე მეტად აგიჟებდა ვიდრე ყველა ის დაბრკოლება რაც წინ ჰქონდა. მარტო იყო , ფიზიკურადაც და სულიერადაც მარტო . არ მოსწონდა, აღარ მოსწონდა ეს სიმარტოვე მისი დასრულების სურვილი ნელ-ნელა ძლიერდებოდა ახლა კი მაქსიმუმს აღწევდა. ზღვარზე იყო მისი გამოფხიზლების, გამოცოცხლების ყველა კრიტერიუმი. ყველა საჭირო სურვილი და გრძნობა იზრდებოდა , იმატებდა და აფეთქებისთვის ამზადებდა. . . ............ სარკის წინ შეჩერდა, სულ წამით დაინახა საკუთარი გამოსახულება და შეეშინდა , შეეშინდა საკუთარი მდგომარეობის , იმ ქალის სარკიდან რომ უცქერდა . თვალები დახუჭა, ვერ გაუძლო საკუთარ მზერას, ჩამქრალ თვალებს რომლებმაც წლების წინ დაკარგეს ელვარება. ვინ იცის რამდენჯერ ჰქონია მსგავსი მდგომარეობა, სულიერი შეტევა რომლის გამკლავებას ძლივს ახერხებდა ხოლმე. არ უკვირდა საკუთარი მდგომარეობა , არ იყო პირველი , მაგრამ ამდენად მძიმედ არასდროს ყოფილა. ფერდაკარგული ქალი, ტკივილით დაღარული სახითა და ცრემლებში ჩაძირული სფეროებით. უყურებდა საკუთარ გამოსახულებას და ცრემლებიც ლახავდნენ ჯებირებს. სახეზე თითები ჩამოისვა, ცრემლები უხეშად მოიშორა , პირზე აიფარა ხელისგული და მთელი ტკივილი ჩაატია ბგერებში. ყვირილმა და შეკრულმა სუნთქვამ კიდევ უფრო გააბრუა, გონება აურია , ძალა გამოაცალა...წყალი ნელა მოდიოდა და ხელისგულებზე გუბეს ქმნიდა, სახეზე სწრაფად შეისხა და ისევ სარკისკენ გაიხედა. ამჯერად გაიღიმა , ხელები არეულ თმაზე გადაისვა და კიდევ უფრო ფართოდ გაუღიმა საკუთარ თავს -გეყოფა ანოო...დასრულდაო? ხოდა დასრულდეს შენ შეგიძლია , შენ გადაიტანე მიშოს სიკვდილი. დაიჯერე კიტას დანაშაული, დაიჯერე რომ კიტამ მიშო მოკლა ... გაუძელი არა? ხომ განაგრძე ნეტარი ცხოვრება ... ცხოვრება ? სასაცილოა ეს წყეული ცხოვრება - ხმამაღლა იცინოდა და საკუთარ თავთან საუბარს განაგრძობდა- ანოო , ანო თევდაორაძის წყეული ცხოვრება. საცოდავი, საბრალო ქალის წყეული ცხოვრება . მიდი ანო , შენ შეგიძლია კიდევ ერთხელ მოირგო ნიღაბი , დაკარგო სული, ჩაკეტო საკუთარი თავი და იცხოვრო ჩვეულებრივი მოკვდავივით. შეგიძლია ანო, შეგიძლია ...შენ ყველაფერი შეგიძლია ! შენ დავიწყება შეძელი, საკუთარი თავის მოტყუება შეძელი ახლა კი ისევ , ისევ მოირგებ ახალ ნიღაბს კიდევ უფრო ბედნიერ , უდარდელ სახეს მიიღებ და დაუბრუნდები სამყაროს , გარეთ რომ გელოდება იმ ქაოსურ , დამღლელ, ფერად ცხოვრებას სად წავიდოდა თუ არა კლინიკაში. პირველი ნაბიჯი სწორედ იქ დადგა, მსუბუქი მაკიაჟი ფარავდა ჩაშავებულ თვალის უპეებს . საღეზე აკრული ღიმილი , კოლეგებთან საუბარი , თეთრი ხალათი და ზურგს უკან მიხურული კარი ,რომელიც საავადმყოფოს ქაოსში ტოვებდა. ექიმი ანო გააცოცხლა, მთელი დღე და ღამე პაციენტებთან გაატარა. არ შეჩერებულა და ენერგიაც ბოლომდე დახარჯა. დილით საავადმყოფოც დატოვა და ისევ დაუბრუნდა სახლს, შხაპის მიღებისას გაიაზრა რომ თავს ვერ მოერეოდა, მარტო თუ დარჩებოდა უფსკრულში ჩაითრევდნენ ფიქრები. მეგობრებთან წავიდა, ლინდასთან შევიდა სათამაშოთი ხელში და ბავშვისკენ დაიძრა . ხელში რომ აიყვანა წამსვე გაუთბა გული, დიდხანს არ აქცევდა გოგონებს ყურადღებას , პატარა ბატონს ეფერებოდა და მისი სურნელით გაბრუებული სახიდან ღიმილს არ იშორებდა -შემოგვხედავ თუ წაგიყვანოთ კლინიკაში -კლინიკიდან მოვდივარ ... ეს არსება გყავს საოცრება . გამატანე არ შეიძლება? დაგტოვებთ მარტოს ცოლ-ქმარს, მართალია შენი ბიჭი სამსახურშია საღამომდე ,მაგრამ -ანო !-ორივემ ერთად შეხედა და სერიოზული გამომეტყველებაც არ დავიწყნიათ -რა ხდება რატომ მიყვირით ? -მართლა გგონია რომ ისევ მოგვატყუებ?ამ ყალბი სიმშვიდით და მოჩვენებითი ბედნიერებით აგვიხვევ თვალებს . დაგვაჯერებ რომ კარგად ხარ? ჯანდაბა ანო ... მოგვიყევი რა ხდება შენს თავს რა დაგმართა იმ კაცმა -არაფერიც არ დამმართა, მშენივრად ვარ ... შედარებით დიდხანს გაგრძელდა ჩემი დეპრესიის შემოტევა . უკვე გადამიარა , მორჩა - ისევ ბავშვს შეხედა და მუხლებზე დაისვა - ხვალ თავისუფალი ვარ და გავისეირნოთ სადმე, მგონი კარგი ამინდია -ანო ... გემუდარები ნუ გამაგიჟებ. მოვკვდები იცოდე, ვგრძნობ როგორ ხართ. მენაბდე საერთოდ გაიქცა, მშიშარა ეგ ! როგორ გამიცრუა იმედები, არადა სხვანაირი მეგონა... ყველა კაცი ლაჩარია. არ ეყო გამბედაობა , ვერ გარისკა, ვერ გაბედა თავისი გრძნობების წინ დაყენება და გაიქცა. ნანა მეგობრებს დაუტოვა და სადღაც გადაიკარგა . მითხარი რა მოხდა , რა გითხრა ასეთი -წავიდა ? გაიქცა ... ვის გაექცა ან რას . ის უბრალოდ ცხოვრებით ტკბებაბ, ალბათ რაღაც საქმე აქვს , ან ერთობა სადმე, ისვენებს ვერ ვხვდები რატომ არ ეშვები დაკვირვებებს სალომე?- გაეღიმა , მაგრამ შიგნიდან იწვოდა. სული ეხუთებოდა უკვე -შენ გაგექცა, უფრო სწორად საკუთარ გრძნობებს. შენს სიახლოვეს ვერ გაუძლო, მიხვდა დანებდებოდა და გადაიკარგა სადღაც -გრძნობებზე ნუ საუბრობთ, ყველაფერი ილუზია იყო. პატარა გოგოს შექმნილი ზღაპარი, რომელიც გავაცოცხლე , მაგრამ უკვე გამოვფხიზლდი. დავუბრუნდი რეალობას და საკუთარ ცხოვრებას -რომელ ცხოვრებას ... ვერაფერს რომ ვერ გრძნობდი და არაფერი რომ არ გახარებდა? ყველაფერს რომ იძულებით აკეთებდი , სხვებისთვის ... მშობლებისთვის, ნათესავებისთვის, ხალხისთვის, პაციენტებისთვის, ჩვენთვის ...უბრალოდ მიუსაფარ ძაღლსაც მეტ ყურადღებას რომ უთმობდი ვიდრე საკუთარ თავს იმ ცხოვრებას დაუბრუნდი? - ლინდამ შეუტია ამჯერად და ამღვრეული თვალები მიაპყრო - ტყუილს დაუბრუნდი ? -რა გინდათ მითხრათ რომ ახლა მე არ მინდა თქვენთან ყოფნა, არც მიყვარხართ, არც ეს ბავშვი მაგიჟებს და მხოლოდ მენაბდეა ჩემი სამყარო? - ხმამაღლა გაიცინა და ბავშვი ხალიჩაზე, სათამაშოებთან დასვა- მაშინ წავალ, როგორც სჩანს რაღაცები შეიცვალა სანამ ცუდად ვგრძნობდი თავს -არსადაც არ წახვალ ! მანდ დაჯექი , ყავას დალევ და მოიფიქრებ რამეს -რას მოვიფიქრებ...რა ჯანდაბა უნდა მოვიფიქრო მითხარით? ხო , დავუშვი წყეული შეცდომა, დავიჯერე რომ კიტამ მიშო მოკლა. დავიჯერე იმიტომ რომ სულელი ბავშვი ვიყავი, ისე ჯიუტად დავიჯერე რომ ამდენი წელი ამ ამბით ვცხოვრობდი და ერთხელაც არ დავფიქრდი . მერე ის დაბრუნდა, დაბრუნდა და ყველაფერი ისე გააკეთა როგორც უნდოდა. მოვიდა თავისი ცივი გონებით, შურისძიების უსისხლო ფორმით და ყველანი თავით შეგვაჯახა სიმართლეს. მერე რა გავაკეთე? დავინახე , ვიგრძენი, დავაბრუნე, გავაცოცხლე , გავიხსენე ყველაფერი ... ყველა გრძნობა ისევ შევიგრძენი და დავიწყე ბრძოლა არარსებულისთვის . რა გამოვიდა ბოლოს? არაფერი , უშედეგო , უაზრო პატიების თხოვნის, მუდარის, ვედრების, გრძნობების გამჟღავნების და დამცირების. კიდევ იცით რა მივიღე? სიმართლე . მისთვის მე მოვკვდი, მე მოვკალი და დავსრულდით .ჯერ კიდევ მაშინ დავსრულდით, რომ დაურეკეს და წავიდა აი იმ წამს დავსრულდით - მკერდზე ხელი მიიდო, სუნთქვა უჭირდა უკვე... ისევ ტიროდა და ათრთოლებულ სხეულს ვერ იმორჩილებდა- ჯანდაბა , წარმოუდგენლად მეზიზღება საკუთარი თავი და ცხოვრება , რომელის შეწყვეტის ძალაც არ მაქვს -ღმერთო ჩემო , ნუთუ არ გებრალება ღმერთო ეს ორი... ნუთუ სულ არაფერი შეგიძლია რომ გააკეთო . დაივიწყონ ყველაფერი , ხალხიც, წინა ცხოვრებაც და ახალი დაიწყონ - სალომე უკვე ქვითინებდა და სიტყვებს არეულად ამბობდა. ლინდა ეხვეოდა და თმაზე ეფერებოდა -მე მჯერა , მჯერა რომ დრო გაივლის და ყველაფერს თან წაიღებს. როცა გვტკივა ყოველთვის გვგონია ,რომ ვერ გავუძლებთ , მაგრამ ყოველთვის არსებობს რაღაც რაც გვაძლებინებს. ადამიანები ასეთები ვართ, ვუძლებთ ყველაფერს, ბოლოს ვაუფერულებთ, ვერევით, ვამარცხებთ. სიკვდილით მიღებულ ტკივილსაც კი როგორღაც ვამსუბუქებთ , ვეჩვევით . თქვენ კიდევ ერთ საფეხურზე ახვალთ , ახალ დაბრკოლებასაც გადალახავთ და ერთმანეთთან რომ მიხვალთ სულ სხვა კიბე გამოჩნდება ... შემდეგ დაიწყება მთავარი ბრძოლა -ლინდაა... შენ გჯერა საკუთარი სიტყვების? -რა თქმა უნდა მჯერა...სიყვარული ასეთია . შეიძლება თავი დაგავიწყოს, დაიმალოს , მაგრამ არ ქრება ... რომ გამოჩნდება და გაგვაგიჟებს შემდეგ ვიწყებთ ადამიანურ სამყაროსთან ბრძოლას. ნებისმიერ წყვილს უჭირს ერთად ყოფნა და თქვენ ასე მარტივად როგორ მოახერხებდით -საქმეც იმაშია , რომ ჩვენ წყვილი არ ვართ. მე სხვა არაფერი შემიძლია, უნდა გავაგრძელო ის ცხოვრება ,რომელიც მქონდა მენაბდე კი თევდორაძეების გარეშე ბედნიერი იქნება -ანო ...ანო როგორი ჯიუტი ხარ და ნეტავ ასე იქცეოდე კიტსასთანაც . ებრძოდე და უმტკიცებდე -სიყვარულს დამტკიცება არ უნდა სჭირდებოდეს...მას უნდა გრძნობდე. წლების წინ ვგრძნობდი , ახლა აღარ ვიცი ჩემმა დანაშაულმა უფრო მეტი ძალა მიიღო ვიდრე სიყვარულმა -და შენ ? შენ სიყვარულზე რას იტყვი...შენ ხომ ამდენი წლის განმავლობაში მართავდი, მალავდი . იქნებ სწორედ ამას გაურბის მენაბდე , იქნებ შენი ძალის ეშინია . შენ რომ დაუმტკიცებ საკუთარი გრძნობების სიმყარეს შემდეგ დაიწყებთ -არ შემიძლია ... არ ვიცი , ვერ ვხვდები , ძალა არ მაქვს რომ ვიბრძოლო . გეყოფათ რა , გთხოვთ უბრალოდ მადროვეთ დავუბრუნდე ცხოვრებას არ მინდა მარტო ყოფნა და ნუ მაიძულებთ სახლში გამოვიკეტო - ცრემლები შეიმშრალა და ხალიჩაზე დაჯდა . ბავშვს უყურებდა რომელსაც არაფერი ადარდებდა, არ აწუხებდა სულის სიმძიმე. ის ისეთი მშვიდი იყო, იმდენად თავისუფალი და ლაღი მისი ცქერაც კი გულს უთბობდა. ისევ მიიკრა მკერდზე და მასთან ერთად განაგრძო თამაში. თითებს უკოცნიდა, ეფერებოდა, ელაპარაკებოდა და ნელ-ნელა ეფინებოდა სახეზე ბედნიერების ღიმილი. შიგნიდან იწვოდა, ტკიოდა და ნაწილებად იშლებოდა , მაგრამ მაინც მთელი გულით უღიმოდა პატარა ბიჭუნას . ღამით ისევ მარტო დარჩა, კართან დატოვა მეგობრის თბილი ოჯახი და ქუჩას ფეხით გაუყვა. ჯერ კიდევ ბევრი ხალხი იყო ირგვლივ, მანქანები და ქაოსი. უამრავი რამ ხდებოდა წამში , სულ ერთ წამში დედამიწაზე ათასობით ადამიანი იბადებოდა და კვდებოდა. ვიღაც ბედნიერებისგან ბრწყინავდა, იქვე რამდენიმე მეტრში კი ტკივილისგან იტანჯებოდა. სულ ახლოს იყვნენ ერთმანეთთან ბედნიეირი და უბედური ადამიანები, ერთმანეთს გვერდს უვლიდნენ იქნებ ესალმებოდნენ კიდეც, ურთიერთობდნენ , საუბრობდნენ , მაგრამ საკუთარ მდგომარეობას ვერავის უზიარებდნენ , ატარებდნენ არსებაში გამომწყვდეულს რადგან არ არსებობს მდგომარეობა რომელსაც სხვა ისე იგრძნობს როგორც თავად შენ განიცდი. საუბარსაც არ აქვს აზრი, სულ ყველა დეტალი რომ აღწერო რაც კი განგიცდია ვერავინ იგრძნობს ზუსტად ისე როგორც შენ გამოიწვევ სიბრალულს, სიხარულს ან კიდევ ინტერესს , მაგრამ მაინც მარტო ხარ საკუთარ თავთან. ბრძოლაშიც მარტო ხარ უბრალოდ გარემო შენი იარაღია, ადამიანები რომლებთანაც ურთიერთობ , მათი დამოკიდებულება და განწყობა , საუბრები, კავშირები იარაღია რომელიც სწორად უნდა მიმართო სვლის განსახორციელებლად. ანოს რამდენიმე დღე დასჭირდა ყოველდღიურ ქაოსში ჩართვისთვის. მუშაობდა, ვარჯიშბდა, ენერგიას ბოლომდე ხარჯავდა. საუბრობდა კოლეგებთან, პაციენტებთან. რამდენიმე მნიშნელოვანი სტუმარიც ჰყავდა სახლში , ღამით მუშაობაც მოუხდა და ასე ამოძრავდა მის სხეულში გაყინული სისხლი. ნათელი გონებით აზროვნებდა, გულიცა და ტვინიც ერთ ენაზე საუბრობდა , მაგრამ სიმშვიდისკენ მიმავალ გზას მაინც ვერ ხედავდა. გრძნობდა და ამ გრძნობის სიშორით ტკბებოდა. ალბათ საჭიროა გრძნობას მისცე თავისუფლება, ბოლომდე შეიგრძნო საკუთარ თავში არსებული სიყვარული რომ შემდეგ სრულად დატკბე საყვარელ ადამიანთან ყოფნით. წლების შემდეგ ზუსტად იცოდა რაც სჭირდებოდა, რას განიცდიდა და როგორი იყო სიყვარულის თავისუფლებით გამოწვეული შვება , სულის სიმსუბუქე ... გვიანი იყო სახლში მისვლა რომ გადაწყვიტა. საშინლად მოენატრა იქ ყოფნა, უნდოდა იმ ღამით ძველ საძინებელში დაეძინა და მოულოდნელად ეწვია მშობლიურ სახლს. ეზოში მჯდომი გიორგი რომ დაინახა გულში ჩხვლეტა იგრძნო. ეწეოდა და თავდახრილი იჯდა, იმ წამს შეამჩნია როგორ დასტყობოდა წლების მატება კაცს ,რომელიც მუდამ მხნედ გამოიყურებოდა. რამდენიმე თვეში შეიცვალა მისი ხასიათი, აღარ იყო ისეთი ჯიუტი და შემტევი თითქოს ცხოვრებას დანებდა ისე აშკარად ჩანდა მისი სულის ტკივილი , იმდენად ნათლად რომ ანომაც იგრძნო , მთელი არსებით განიცადა. -აღარ დადგა დრო მე და შენ რომ გადავაგდოთ სიგარეტი ? - ზურგიდან მოეხვია და ლოყაზე აკოცა - მალე დაგვაბერებს მა ... სჯობს ერთ ჭიქა შავ ღვინოზე გადავიდეთ -აქ საიდან გაჩნდი ქალბატონო ... დედაშენი უკვე დაწვა . არ გელოდა - ხელზე აკოცა და გაუღიმა- მშვიდობაა ? -ჩემი ოთახი მომენატრა ... საშინლად მომინდა იქ დაძინება -ოთახი თუ მოგენატრება თორემ ჩემ გამო ხომ არ მოხვიდოდი -მაა , ნინოს ნუ დაემსგავსები გთხოვ ... ასე ადრე რატომ დაწვა ? კარგადაა? -გამებუტა , არ მელაპარაკება და საძინებელი პირველმა დაისაკუთრა -არ თქვა რომ გამოგაგდო- შეიცხადა და გაიცინა, მაგრამ გიორგის განწყობა ვერ შეუცვალა . ისევ ეწეოდა , ფიქრებს ვერ აღწევდა თავს -ვერ მპატიობს ... ყოვლისშემძლეს ნიღაბი დავკარგე მის თვალში და არ მპატიობს დაშვებულ შეცდომას. დედაშენია ამ სამყაროში ერთადერთი ვისაც ჩემში ეჭვი არ ეპარებოდა, უშეცდომო და ყველაზე მართალ კაცად მივაჩნდი 35 წლის განმავლობაში . ახლა მიხვდა რომ მეც ჩვეულებრივი მოკვდავი ვარ, შეცდომებით, ცოდვებით და გაფუჭებული საქმეებით, ხელმოცარული კაცი ვარ -მამა დედა შენზე გიჟდება და შენ არ ხარ ხელმოცარული...არასდროს ყოფილხარ -დამშვიდება არ მჭირდება! შენ ის მითხარი თუ შეგიძლია დედაშენის მსგავსად მიიჩნო ერთი კაცი ყოვლისშემძლედ, მის სიახლოვეს პატარა ბეღურას დაემსგავსო , მიიღო მთელი სითბო და სიყვარული რაც კი ამ კაცს ექნება . შეგიძლია იყო სუსტი ? -მამა -მიპასუხე ანო ... შეგიძლია დაივიწყო ძლიერი ქალი რომელიც ერთად შევქმენით და გახდე სუსტი, დაუცველი, სითბოს მოლოდინში მყოფი ქალი? ისეთი საყვარელი კაცი რომ სჭირდება სრულყოფილებისთვის, სჭირდება და შეუძლია მივიდეს მასთან , მივიდეს და აიძულოს მჭიდროდ მოხვიოს ხელები -არ შემიძლია ! მე არ შემიძლია მამა ... შენ მე კარგად მიცნობ. მე შენ გგავარ , ცივი ვარ ... ყინულივით ცივი, ჯიუტი და ამაყი -მე და შენ ვართ ამაყები, ჯიუტები, შემდეგ ბრმა, ყრუ და შეუგნებელი ... ბოლოს რა იქნება ? -გიორგი რა გინდა ? რა დარჩა კიდევ ჩემგან რაც ვერ გავაკეთე ... არის კიდევ რამე რაც საჭიროა ? -მე შენს გარდა აღარავინ მყავს... სულ რამდენიმე ადამიანი მიყვარდა უღმერთოდ . დედა , რომელიც წლების წინ დავკარგე. ვიბრძოდი რომ ღრმა სიბერემდე ტკბილად ეცხოვრა, მაგრამ ახალგაზრდობაში დაკარგული სიყვარული ენატრებოდა , შვილი და ქმარი ელოდა და მისმა გულმა ვეღარ გაუძლო. მშობლები ადრე თუ გვიან ტოვებენ შვილებს ... უკეთესია რაც უფრო გვიან იქნება, მაგრამ ამისთვის ქვეცნობიერად მზად უნდა ვიყოთ. ჩემი პატარა ძმა სამყაროს მერჩია, მაგრამ დავღუპე... უკან გამომყვა. იმ წყეულ ომში გამოიპარა და ჩემთან მოსვლამდე მომიკლეს. მიშო მანამდეც მიყვარდა , მაგრამ დაბრუნების შემდეგ მასში ვხედავდი ყველას ... შენთან ერთად ვზრდიდი და ორნი მყავდით . მიშოს გაგლეჯილი გული რომ ვნახე იმ წყეულ მორგში იქვე, იმ წამსვე დავკარგე აზროვნების უნარი. მეორედ მომიკვდა ძმა, შვილი და ძმისშვილიც . მე უნდა გამენადგურებინა ის ვინც ეს ჩაიდინა...ახლა შენ მყავხარ მხოლოდ , ცოცხალი , ჯანმრთელი, მებრძოლი ქალი ერთადეთი ვისთანაც გიორგი თევდორაძე სუსტი ხდება. შემიძლია სრულიად დავნებდე , ყველაფერი გავაკეთო ისე როგორც შენ იტყვი იმიტომ რომ მე შენი მჯერა , მაგრამ ბედნიერი არ ხარ . წლებია უკვე , ჩემი ანო ტკივილს ებრძვის და ახლა როცა შენი სიყვარული აკრძალული არ არის ერთადერთია რისთვისაც უნდა იბრძოლო-ამღვრეული მზერა გაუსწორა და მერე გაუღიმა. ანო კი ყურებს ვერ უჯერებდა, თითქოს სიზმარს ხედავდა სადაც გიორგის ტყავში ვიღაც უცნობის სული ჩასახლდა- გიკვირს ხომ ? მე მანამ ვიცოდი თქვენ სიყვარულზე სანამ შენ მიხვდებოდი . მერეც , მთელი ეს დრო ვხვდებოდი რატომ ვერ პოულობდი სიმშვიდეს , მაგრამ არ ვუშვებდი რომ შეგეძლო მიშოს მკვლელი ისევ გყვარებოდა. შენც არ უშვებდი, თავს არ პატიობდი მენაბდეს სიყვარულს ახლა შეგიძლია , ჯანდაბა ანო იყავი ერთხელ სუსტი და ამით გახდი ძლიერი -სიზმარია ხომ? მამა თუ ხვდები რას მეუბნები . ნუთუ შენ წარმოგიდგენია ჩვენი ერთად ... ღმერთო ჩემო შენ საერთოდ საიდან იცი . მამა -ცოლი მელოდება, უნდა მიმიღოს ცოდვილი . შეგიძლია დაუბრუნდე საძინებელს , იქნებ იმ ოთახმა მაინც გადაგისროლოს წარსულში, რომ მთელი ძალით იგრძნო ემოციები - თავზე აკოცა და წავიდა. თავადაც არ სჯეროდა იმის რაც თქვა, მაგრამ ეს იყო სიმართლე , გზა რომელიც ანოს სჭირდებოდა . დანაშაულის გამოსყიდვას ვერ შელძებდა, მაგრამ შორიდან მაინც დატკბებოდა შვილის ბედნიერებით. საძინებელში შევიდა, ოთახში რომელშიც 33 წელი იცხოვრა ნინოსთან ერთად. საწოლის კუთხეში იწვა ქალი, გვერდით მიუწვა და მისი პატარა სხეული მკლავებში მოიქცია -ანო კიდევ უფრო დაგვშორდება . დავრჩით მხოლოდ მე და შენ , ჩემო ნინო - მის თმაში ჰქონდა სახე ჩამალული და ჩუმად ამბობდა სიტყვებს - სიყვარული რომ არ იყოს რა იქნებოდა ჩემო -წყვდიადში ჩაკარგული მილიარდობით სული და გამეფებული მარტო’სულობა - კაცის თითებს საკუთარი შეახო და ძლიერად მოუჭირა . პატიება ალბათ ასეთი უნდა იყოს - გრძნობით, შეხებით , უსიტყვოდ ! ........... ღრუბლიანი ამინდი იყო, ციოდა და ნაცრისფერი ერეოდა ზღვის ცისფერ ტალღებს. ნისლი სიცივეს კიდევ უფრო აძლიერებდა , არავინ იყო სანაპიროზე მხოლოდ ერთი კაცი მიაბიჯებდა , ისე მშვიდად დადიოდა თითქოს შესაფერისი ამინდი იყო. შეჩერდა და ჰორიზონტს გაუსწორა მზერა. მაინც როგორ პატარა იყო, პატარა და უმწეო ამ უზარმაზარი, უსასურულო სივრცის წინაშე. სულ რამდენიმე ნაბიჯი იყო საჭირო, გზა ზღვისკენ რომელიც ფსკერამდე მიიყვანდა. იქ იპოვნიდა ბინას, სამუდამო საცხოვრებელს , ადგილს სადაც შეწყდებოდა ყველა ბრძოლა, თამაში და ტკივილიც გაქრებოდა. ძლიერი იყო, იბრძოდა და მთავარი მტერიც გაანადგურა, მაგრამ სულ მარტივად დაამარცხებდა ზღვა , ეს მშვიდი ტალღები ცივად რომ მიიწევდნენ ნაპირისკენ . თვალები დახუჭა , ვეღარ გაუძლო უსასრულობას . უსმენდა ტალღების ხმას, ზღვას საკუთარი ენა ჰქონდა სულ ეგონა რომ ის რაღაცას ამბობდა , ვიღაცას აფრთხილებდა, იცავდა , ემუქრებოდა ის იყო სილამაზე , შეუდარებელი ქმნილება რომელსაც ნებისმიერის განადგურება შეეძლო. წამები დასჭირდებოდა აზვირთებულ ტალღებს იქაურობის გასანადგურებლად . ზღვას ჰგავდა მშვიდი იყო , ზედმეტად მშვიდიც კი , მსხვერპლს იტყუებდა და შემდეგ შთანთქავდა. როცა ფეთქდებოდა , ყველაფერს წამებში ანადგურებდა და ბოლოს ისევ უბრუნდებოდა საკუთარ საზღვრებს, რომლებიც არსებობდა , მაგრამ მისი დანახვა ასეთი მარტივი არ იყო. კიდევ ერთხელ ჩაისუნთქა სუფთა, გრილი სურნელი და ტალღებისგან შორს , მაგრამ მაინც ახლოს მდგომ სკამზე ჩამოჯდა. მუხლებზე ფურცლები ედო და ხატავდა, წლების შემდეგ აკეთებდა იმას რაზეც ბავშვობაში ოცნებობდა. სიცივეში, მარტო დატოვებულ ზღვასთან იყო და ხატავდა . ის არ იყო მხატვარი, სრულ აფსურდს ქმნიდნენ მისი თითები , მაგრამ მათში იყო გრძნობები , ემოციები და შავ -თეთრი ფერები ... თითები ეყინებოდა, მაგრამ ხატვაში გართულს არ ადარდებდა სხეულს მორეული სიცივე. უბრალო თეთრი ფურცელი მთლიანად გრძNობებით დაფარა და ისევ გაუსწორა მზერა სივრცეს. წვიმის წვეთებიც ცვიოდნენ ციდან. წვრილი, სუსტი წვეთები ნელ-ნელა მოდიოდნენ ციდან მიწისაკენ. ირგვლივ არავინ იყო, სიმშვიდეს და აუტანელ სიჩუმეს მარტოდ დარჩენილი ზღვის ხმა არღვევდა , თითქოს ისიც სწუხდა მარტოსულობით ენატრებოდა ზაფხულის ხმაური და ხალხმრავლობა. ტალღებით მიიწვედა ნაპირისკენ და სანაპიროზეც გადავიდოდა მალე. დაჟინებულ მზერას გრძნობდა, მაგრამ ვერავის ხედავდა ეგონა ეჩვენებოდა და სახლისკენ მიმავალ გზას დაადგა. წვიმის წვეთები ძლიერდებოდნენ ის კი მტევანში მოქცეულ ფურცლებს უშედეგოდ უჭერდა თითებს. ნახატები იშლებოდნენ , სველდებოდნენ და ქრებოდნენ კაცი კი ისევ გრძნობდა მზერას. მიდიოდა და ისიც უკან მიჰყვებოდა, უცნაურ სიმშვიდეს გრძნობდა უნდოდა შებრუნება , მისი სახის დანახვა , მაგრამ ვერ ბედავდა არ უნდოდა იქ სხვა ვინმე დაენახა. გაჩერდა და ღრუბლებით დაფარულ ნაცრისფერ ცას დაწვრილებული თვალებით ახედა... ელოდა , მის მიახლოებას და გრძნობას რომელიც საოცრად მონატრებოდა. ნაბიჯების ხმა , მოახლოებული ქალის სხეული და სიმშვიდე რომელიც წვიმის წვეთებთან ერთად ფარავდა მთელს სხეულს -წლების წინ სიზმარში გნახე, სანაპიროზე ხატავდი ... მზე იყო , სითბო და მე მხატავდი - ჩუმი, სუსტი ხმა გაიგო და სულში ჩაეღვარა სითბო . წამით თვალები დახუჭა და შემდეგ ღიმილიანი სახით შეხედა ქალის სახეს -მე ვარ კაცი თქვენი სიზმრიდან ? - გაეღიმა , თვალებში უყურებდა და ფართოდ იღიმოდა ისე როგორც ადრე , წლების წინ -ყოველთვის შენ იყავი ... ვცდილობდი , მთელი ჩემი არსებით გებრძოდი , მაგრამ ვერაფერმა წაგშალა . ვიცი, უშენოდ არაფერი იქნება ... არ მინდა უშენოდ , აღარ მინდა კიტა -არ მეგონა კიდევ ერთხელ თუ მოხვიდოდი, სიჯიუტე არ დაგიკარგავთ ქალბატონო ექიმო - ანოს აფრთხობდა, არაფერს ანიშნებდა თითქოს ისევ ხელს კრავდა და ამით საოცრად ხალისობდა. ეს ძლიერი ქალი ისევ ის დაბნეული გოგონა იყო , არეული მზერით და მოლოდინით , კიტას ერთ ნაბიჯს ელოდა , ერთადერთი სჭირდებოდა ყოველთვის -მეც არ მეგონა , კიტა - გაფითრებულ სახეზე წვეთები შეუჩერებლად ეცემოდნენ, გაყინულ თითებს ერთმანეთში ხლართავდა და თვალები სითხით ევსებოდა- კიტა -ანოო ... ანია -ისე წარმოთქვა მისი სახელი თითქოს ეფერებოდა. სუნთქვა შეუკრა ქალს, სულ მთლად აერია გონება -ვეღარ გერევი - ხელი წელზე შემოხვია და თავისკენ მიიზიდა. მკერდზე აკრულს მკლავებს ძლიერად ხვევდა, ყველა უჯრედს ერეოდა ქალის სურნელი, სითბო და სიყვარული. ანო კი მონატრებულ სხეულს ეკვროდა და სულის სისავსეს გრძნობდა. მარტო’სული სულ ერთ წამში ხდები , როდესაც ტკივილისგან სული ორ ნაწილად იხლიჩება . წლები გრძელდება გაუსაძლისი მარტო’სულობა , სული დაკარგულ ნაწილს ეძებს , მის შემცვლელს ვერ პოულობს და შემდეგ ისევ წამია საკმარისი , სულ ერთი წამი დასასრულებლად. ორი მარტოსულის სულის სიმშვიდე , უსიტყვოდ გადადგმული პირველი ნაბიჯი ახალ გზაზე ,საერთო ცხოვრების წიგნის პირველ გვერდზე ... ................. -მერე რა მოხდა ... მერე აღარ წაგვიკითხავ?- ინტერესიანი მზერით შესცქეროდა ჭაღარა კაცს საწოლში მყოფი ბიჭი ,რომელსაც ხელი ჰქონდა მოტეხილი და მოხუცს ინტერესით უსმენდა -ხო რა ...კიდე წაგვიკითხე . ასეთი წიგნები არ გვაქვს სახლში - იქვე მჯდომი გოგონაც დაეთანხმა და კაცის მუხლებზე გადაინაცვლა. სათვალე მოარგო და ლოყაზე აკოცა- გთხოვ რა , კიდევ წაგვიკითხე -მეც მინდა მანდ ამიკანე - თამაშს შეეშვა პატარა წაბლისფერთმიანი გოგონა და ქვემოდან ახედა მოხუცს-კიტა ბაბუუ -ჩემო ანგელოზებო , დავიღალე ... სხვა დროს გავაგრძელოთ კარგი? შენც უნდა დაიძინო ბატონო თორემ მიშო რომ მოვა გაგიბრაზდება , ხომ იცი მამაშენის ამბავი ისედაც იმდენი გვანერვიულე -დანარჩენს მე მოგიყვებით ... ცოტა კიდევ რომ გაიზრდებით შემდეგ - ქალი ერთხანს ზღურბლზე იდგა , შორიდან უყურებდა მეუღლესა და შვილიშვილებს შემდეგ კი მათკენ დაიძრა -და მაინც , იმ კაცმა იმ ქალს აპატია ? -ხო ბებო შენ მაინც გვითხარი აპატია ? -არ აპატია , მაგრამ მაინც ვერ გაუძლო სიშორით გამოწვეულ მარტოსულობას - ქალმა უპასუხა და მზერა ბავშვების ფერებაში გართულ კაცს გაუსწორა -მე კი მგონია ,რომ კაცმა აპატია საკუთარ თავს კი ვერ პატიობს -მთავარია ,რომ მარტო’სულობა დაამარცხეს - გოგომ ისევ აკოცა წვერიან ლოყაზე კაცს და შემდეგ ძმის გვერდით გადაინაცვლა დივანზე -მარტო’სულობა დაამარცხეს , არა ანია? - ქალის დანაოჭებული ხელი მტევანში მოიქცია და ტუჩები ფრთხილად შეახო -სულის დაკარგული ნაწილი დაიბრუნეს , უღმერთოდ უყვარდათ და მარტოსულობაც უძლური გახდა წარსულს ვერასდროს დაივიწყებ, ყოველთვის გამოჩნდება ვიღაც ვინც გაგახსენებს , მოხდება რაღაც რაც უკან დაგაბრუნებს შენ ისევ გეტკინება , ისევ შეგიკრავს სუნთქვას განცდილი ტანჯვა , მაგრამ წარსულში ვეღარ დაბრუნდები . დრო მიდის , მიდის და უკან ტოვებს ყველაფერს კარგსაც და ცუდსაც . დროს უნდა გაჰყვე , ნაბიჯი აუწყო, მიენდო სურვილს მთავარია სწორად აირჩიო მეგზური მომავლის გზაზე სულის ნაწილი საერთო ტკივილითა და ბედნიერებით... დასასრული არ ვიცი რა უნდა ვთქვა ეს ის შემთხვევაა როდესაც უბრალოდ ვერ გავიმეტე ისტორია სხვა დასასრულისთვის შესაძლოა ისევ არ მოგეწონოთ ვიცი ისევ არ მოგეწონებათ ეს დასასრული , მაგრამ მაინც გადავწყვიტე ბედნიერი დასასრულის მოყვარულთათვის დამედო სრულად მოკლედ ამ ამბავს ორი დასასრული აქვს მომენატრეთ და ვიმედოვნებ 2020 არ იქნება ჩემი მუზის გარდაცვალების თარიღი ვინაიდან და რადგანაც ჯერ კიდევ რეანიმაციაშია და სიკვდილს ებრძვის |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.