ერთად ყოფნა შეუძლებელია 4 თავი
4 რამდენიმე დღეში თამთა მაჩაბელი მომჯობინდა,ჭრილობამ პირი შეკრა და საავადმყოფოდან გაწერის დრო დადგა.მართალია ფიზიკურად კარგად იყო,მაგრამ სულიერად საშინლად გრძნობდა თავს.ჯერ იყო და ბიძაშვილის თვითმკვლელობამ გაანადგურა,მერე იმის გაგებამ რომ მისი ძმა მკვლელი იყო და მერე იმან რომ ადამიანს,რომელსაც ენდო და რომლის სიტყვებიც დაიჯერა,ტყუილი აღმოჩნდა.ვერაფრით ხსნიდა გაბრიელ ფიცხელაურის ასე მოქცევის მიზეზს, მასში ერთდროულად ორი თამთა ებრძოდა ერთმანეთს.ერთს ბიჭი ძალიან მოსწონდა ასე მოკლე დროის ნაცნობობის მიუხედავად, მეორეს კი სძულდა და მისი ოჯახის მტრად თვლიდა. ფეხზე სიარული როგორც კი დაიწყო და საავადმყოფოდან გამოვიდა, მამიდაშვილები იხმო თავისთან. საძინებელში ესტუმრნენ ტყუპები გოგოს.აქეთ-იქიდან მიუსხდნენ საწოლზე და ინტერესით მიაჩერდნენ. -ასე რატომ მიყურებთ? -რატომ დაგვიბარე?-ორი სიტყვით ჰკითხა ალუდამ. -იცით სად არის ჩემი ძმა?-მკაცრად ჰკითხა გოგომ. -არა,არ ვიცით,-გასცა პასუხი ჯარჯიმ. -რატომ არ იცით?რატომ არ ეძებთ?თუ მაინცდამაინც ფიცხელაურებმა უნდა დაგვასწრონ მისი პოვნა?ისიც უნდა ვიგლოვოთ? - ადამიანი მოკლა. -ვიცი ჯარჯი,მაგრამ არავის მივცემ უფლებას მას რამე დაუშავოს.ის დაისჯება, ოღონდ კანონის ძალით და არა ფიცხელაურების ტყვიით. ხალხი შეკრიბეთ,წაიყვანეთ და სასწრაფოდ მოძებნეთ ყველგან.შენ კი.-მიუბრუბდა ალუდას.-დღესვე დამაწყებინებ ვარჯიშს. -რაში? -იარაღის სროლაში.თავის დაცვა უნდა ვისწავლო,საგვარეულოს და ოჯახს მე ჩავუდგები სათავეში. -სისულელეა,მამაშენი ამას არ დათანხმდება.თანაც ამისთვის უხუცესების ხმები დაგჭირდება. -მოუწევთ,მას უბრალოდ სხვა გზა არ ექნება,მანამდე კი ყველაფერს მასწავლი რაც იცი.იმან რომ გოგო ვარ არ მინდა ხელი შემიშალოს რამეში. -კარგი,როდის ვიწყებთ? -ხომ ვთქვი დღესვე. -დღეს არ გამოვა.ეკლესიაში მარიამის სულის მოსახსენებელ წირვას უნდა დაესწროთ. -კარგი,იყოს ხვალიდან.თავისუფლები ხართ.მაგრამ გაფრთხილებთ ამ ოთახში ნალაპარაკები აქ უნდა დარჩეს. ორივემ ერთდროულად დაუქნია თავი, მერე დაემშვიდობენ ბიძაშვილს და მარტო დატოვეს.თამთაც ადგა, შხაპი მიიღო.მოწესრიგდა,ჭრილობა თითქმის აღარ აწუხებდა და არც მოძრაობაში უშლიდა ხელს. შავი კაბა ჩაიცვა,თმა უბრალოდ აიწია ზემოთ და კოსად შეიკრა. დაბალძირიანი ფეხსაცმელიც მზად ჰქონდა რომ კომფორტულად ემოძრავა… ქვემოთ დახვდა ყველა.ალიაქოთი იყო სახლში.ყველა რაღაცას აკეთებდა და რაღაცას ეძებდა. როგორც იქნა მოწესრიგდნენ, მანქანებში გადანაწილდნენ და სახლიდან გავიდნენ.თამთა დედასთან და მამიდასთან ერთად იჯდა.წინ და უკან კი დაცვის ორი მანქანა მოჰყვებოდა.დუმდნენ მაჩაბელის ქალები.ვერ აბავდნენ სათქმელს თავს.ოდესღაც რომ ვერ ჩერდებოდნენ და მუდამ სამხიარულო ამბებს ყვებოდნენ, ამჯერად არც სალაპარაკო თემა ჰქონდათ და არც ამის სურვილი.. წინასწარ მომზადებული საკურთხი მანქანიდან გადაიტანეს და ეკლესიაში შევიდნენ.ეგონათ მარტო იქნებოდნენ,მაგრამ მოულოდნელობისგან ადგილზე გაშეშდნენ.მათ წინ ფიცხაურის ოჯახის ქალები იდგნენ.ისინიც იმავე მიზეზით მოსულიყვნენ,რის გამოც თვითონ იყვნენ აქ.მტრულად გადახედეს ერთმანეთს და მხოლოდ იმიტომ შეიკავეს თავი რომ ღვთის სახლში იყვნენ… მამაომ წირვა აღასრულა მიცვალებულების სახელზე. შესაწირი აკურთხა და ღატაკებს დაურიგეთო უთხრა მათ. ეკლესიიდან რომ გამოვიდნენ,ვეღარ მოთოკეს ნერვები და ეზოში პირდაპირი შეხლა-შემოხლა მოუვიდათ.ფიცხაურების ქალიშვილი ვერაფრით დააკავეს. -მკვლელებოო.-იყვირა გოგომ და მათკენ გაიწია,თამთამ დედას და მამიდას ხელი მოჰკიდა,უკან ამოიყენა და ისე გადაეფარა კრუხმა რომ იცის ხოლმე წიწილებზე გადაფარება. -სახლში წადი.-უპასუხა მშვიდად. -ჩემი ძმა მიწაში დევს,მისი გვამი გაცივდა,თქვენ კი მშვიდად დაიარებით დედამიწაზე. -ჩვენც არ გვაქვს სამხიარულოდ საქმე. ხომ ხედავ?ჩვენც ვგლოვობთ. -არამზადები ხართ.შენ მკვლელის და ხარ.როგორ სუნთქავ საერთოდ,როცა უდანაშაულო ადამიანის სისხლი გაწევთ კისერზე?-მისკენ გაიწია ემამ, და რომ არა ნელი აუცილებლად თმაში სწვდებოდა გოგოს -ამას სუნთქვა არ ჰქვია.ამას უბრალოდ არსებობა ჰქვია.იმიტომ კი არა რომ ჩემმა ძმამ შენი ძმა მოკლა? იმიტომ რომ ჩვენს ოჯახს უფრო მძიმე ცოდვა დააწვა როცა ჩემმა ბიძაშვილმა თავი მოიკლა.სახლში წადი.იგლოვე შენი ძმა და დაგვაცადე ჩვენც გლოვა და მისი სულისთვის ლოცვა.-უპასუხა თამთამ,მანქანაში ჩასვა ქალები და მტრულად გადახედა ემას.-როცა გლოვას მოვრჩები ილოცე, რომ ცოცხალი დაგტოვო.. -ჩემ შვილს ხელს ვერ ახლებ.ვერც შენ და ვერც შენი ოჯახის რომელიმე წევრი.-ახლა ნელი აენთო მუქარაზე.- როგორ ბედავ?გეკითხები როგორ ბედავ და როგორ ხარ დიდგულზე? -ჩვეულებრივად…-უდარდელად უპასუხა გოგომ. -ჩემს ვაჟს უმადლოდე რომ ახლა ცოცხალი ხარ.დამუქრებასაც რომ ბედავს,შეგირცხვათ ნამუსი.-ფეხებთან დაუფურთხა ნელიმ და ზიზღით შეხედა. -საბედნიეროდ გაბრიელი არ გგავთ. ის სხვანაირია. -მას არ მიეკარო იცოდე…-მაშინვე იგრძნო დედამ რომ მის შვილს სხვანაირი საფრთხე ელოდა. -თვითონ დამანებოს თავი. -თამთა გეყოფა,ჩაჯექი მანქანაში.- მოთმინება დაელია ნინოს.- ნუ იწვევ და ნუ იქცევი გამაღიზიანებლად. -ჩემს შვილს თუ მიეკარები,არ დაგინდობ.შენ როგორ უნდა შემოხვიდე ჩემს ოჯახში უნამუსო გოგო.მკვლელებს რა უნდათ ჩვენთან? -ღმერთმა დამიფაროს ამისგან. მაგრამ იცოდეთ დრო მოვა და თქვენი გაბრიელიც ისეთივე მკვლელი გახდება,როგორც ჩემი ძმა. დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები.-ისევ მშვიდად უპასუხა თამთამ,მობრუნდა და მანქანაში ჩაჯდა. -ყველაფერს გავაკეთებ რომ ეს არ მოხდეს,-აკივლდა ნელი და ძლივს ჩასვეს ისიც მანქანაში… ანდრეამ მალევე მოახსენა გაბრიელს მომხდარის შესახებ. განრისხდა ბიჭი და პირდაპირ სახლში წავიდა.არადა მიშა გამყრელიძეს უთვალთვალებდა.მაინცდამაინც ახლა მოუნდათ ყველას ჩხუბიო გაბრაზდა და გაცეცხლებულმა შეაღო სახლის კარი.განერვიულებული იჯდა ნელი და მული წნევას უსინჯავდა.ემა არ ცხრებოდა და ილანძღებოდა. -ყოჩაღ...ყოჩაღ.-ტაში შემოჰკრა რამდენჯერმე ბიჭმა.-მამაჩემი არ მეყო,ახლა თქვენ დაიწყეთ. -ვერ გავჩერდებოდი ძმაო.იქ სადაც ჩვენი ძმის მკვლელები დადიან და სუნთქავენ,ვერ გავჩერდებოდი მშვიდად. -ეს დედამიწა,ეს ქალაქი,ეს ჰაერი,ეს მზე და საერთოდ ქვეყნიერება ყველასია-მკვლელისაც,ნარკომანისაც,დამნაშავისაც და უდანაშაულოსიც. არავის,არავის არ აქვს უფლება ვინმემ ვინმეს სუნთქვა და არსებობა დაუშალოს.-უპასუხა დას მკაცრად. -მათ ჩვენი ძმა მოკლეს,რატომ არ გესმის ეს?-ცრემლი მოერია ემას. -მესმის,მესმის და ყველაფერი მტკივა, შიგნიდან თითქოს ვიღაც მსერავს,რომ ვერ დავიცავი.მაგრამ შურისძიება გამოსავალი არაა.რატომ არ იგებთ ამას?რატომ ვერ ხვდებით რომ ამით ვერც ჩემი ძმის სული დამშვიდდება და ვერც თქვენ იგრძნობთ შვებას. -აბა რა ვქნათ?ასე ვიჯდეთ და იმას შერჩეს ყველაფერი? -დედა არ ვამბობ რომ შერჩება. დაისჯება,ოღონდ კანონით და არა რომელიმე ჩვენგანის იარაღით.ახლა რომ წავიდე,იმედა მაჩაბელი ვიპოვო და ტყვია შუბლში დავახალო,შენც ისეთივე მკვლელის დას დაგიძახებენ, როგორც შენ დღეს თამთა მაჩაბელს ეძახდი. -შენ ყველაფერი იცი? -მე სულ ყველაფერი ვიცი.თქვენი თითოეული ნაბიჯი,რას ჭამთ.რას სვავთ,რას აკეთებთ და დამიჯერეთ სულაც არ მინდა ჩემი ოჯახის წევრები ისე ქაჯურად იქცეოდნენ როგორც დღეს,თან სად?ეკლესიის ეზოში. გცხვენოდეთ.მერე წახვალთ და იტყვით რომ უფლის გწამთ. -იმ გოგოს რატომ იცავ ასე დაჟინებით? -არ ვიცავ.უბრალოდ ისიც მეცოდება. ისიც ამ მტრობის მსხვერპლია. -გაბრიელ გაფრთხილებ არ გაბედო და იმ გოგოს სხვა თვალით არ შეხედო. გესმის?თორემ თავს მოვიკლავ. -დაემუქრა დედა. -ამ ბოლო დროს თავის მოკვლის მცდელობა ჩვენი ოჯახის ჰობი გახდა. -გაეცინა ირონიულად ბიჭს.-გეყოთ შანტაჟი და მსგავსი რაღაცეები. უბრალოდ დაისვენეთ.ილოცეთ ზურას სულისთვის,თქვენი საქმე გააკეთეთ. პრობლემებს და სანერვიულოს ნუ დამიმატებთ.-გააფრთხილა მკაცრად. მერე ტელეფონი ამოიღო.სახლიდან აივანზე გამოვიდა და შეტყობინება გააგზავნა.. ******* გაცეცხლებული იყო თამთა მაჩაბელი. ვერ მშვიდებოდა მანქანაში. თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა. სანამ ნინომ არ უყვირა გაჩუმდიო ვერ დამშვიდდა. -შენ ქალი ხარ და ამდენი არ უნდა ილაპარაკო.ქალი მოკრძალებული, თავმდაბალი და მშვიდი უნდა იყოს. -მე რომ ასეთი არ ვარ ხომ იცი?როდის ყოფილა ვინმესთვის რამე დამეთმოს. -არც არასოდეს,მაგრამ ჭკუაც გაქვს სხვათაშორის რომ იმის გაანალიზება შეძლო,იმ ხალხს რამხელა ტკივილი მიაყენა შენმა ძმამ. -ეს უფლებას არ აძლევთ მათ რომ ასე მოგვექცნენ.. -მათ ადგილზე ჩვენ რომ ვყოფილიყავით, შეიძლება უარესი გაგვეკეთებინა.ამიტომ ახლა სახლში წავალთ და შენ მშვიდად იჯდები. -დედაააა.. -ხმა არ გავიგო შენი..-დაუბრიალა თვალები ნინომ.-სახლში მოდიხარ… -ასე თუ მომექცევით წავალ იცოდე. -გეყოფა-მეთქი შენს ნებაზე სიარული. აქამდე ხმას არ ვიღებდი.რასაც გინდოდა იმას აკეთებდი.წლებია წასული ხარ,გადაკარგული.აქამდე მეგონა რომ იქ უსაფრთხოდ იყავი. მაგრამ ახლა უკვე ძნელი სათქმელია სად იქნები უსაფრთხოდ.აჯობებს სახლში იყო,ჩვენს გვერდით და ზედმეტად არ გაეჩხირო ფიცხელაურებს თვალში. -და ეს როდემდე გაგრძელდება? -იქამდე სანამ რამით არ დარეგულირდება სიტუაცია. -ან ვინმე არ მოკვდება.ამის თქმა გინდოდა. -გაჩუმდი- მეთქი.-პირველად აუწია ხმას ნინომ შვილთან.ეწყინა თამთას და როგორც კი სახლში დაბრუნდნენ, პირდაპირ საძინებელში შევიდა. გაბრაზებულმა მიაჯახუნა კარი… ტელეფონმა რომ დაიწკაპუნა, გაუკვირდა და შეტყობინება გახსნა. უცხო ნომერი იყო. -მისამართს მოგწერ და როგორც კი მოახერხებ მოდი.აუცილებლად. მნიშვნელოვანი საქმეა.გაბრიელი. -ამას თავი ვინ ჰგონია?-სანამ კარგად გაბრაზდა მეორე შეტყობინებაც მოვიდა,სადაც მისამართი ეწერა და მერე მას მესამე მიჰყვა. „-მთელი დღეც რომ დაგჭირდეს მოსასვლელად,დაგელოდები მაინც.“ ნახევარი დღე ებრძოდა საკუთარ თავს წასულიყო თუ არა.ბოლოს მაინც წასვლა ამჯობინა,მოემზადა და სახლიდან გაიპარა.ფეხით გაიარა პატარა მანძილი.მერე ტაქსი გააჩერა და მისამართი უკარნახა…. იმედი გადაეწურა გაბრიელს. მერამდენე ღერ სიგარეტს ეწეოდა და ფიქრობდა.თან გზას გაჰყურებდა. ბინდი რომ შეეპარა დღეს,მაშინ გაანათა მანქანის ფარებმა და მიხვდა გოგო მოვიდა.მისკენ მიმავალი მაჩაბელი საოცრად ლამაზი ეჩვენა. იმდენად არანორმალურად ლამაზი რომ ჭკუიდან გადავიდა და ძლივს აიყვანა თავი ხელში რომ სისულელე არ ჩაედინა. -როგორ ბედავ და როგორ მინიშნავ შეხვედრას?-მაშინვე ჰკითხა გაბრაზებულმა. -გაბრაზდი? -ძალიან..საერთოდაც ჩემი ნომერი საიდან გაიგე?ან რატომ დამიბარე აქ? -არ გეტყობა რომ გაბრაზებული ხარ. აღიარე რომ შენც გინდოდა ჩემი ნახვა. -ნარცისიზმის უმაღლესი დონე. -ხელები გაშალა გოგომ და ირონიულად გაეცინა.-იმიტომ დამიბარე რომ ისევ შეურაწყოფა მომაყენო და სისულელეები დამაბრალო თუ დღევანდელისთვის უნდა მომთხოვო პასუხი? -პირველზე პასუხს არ გაგცემ,სანამ რაღაცეებს არ გავარკვევ და არ დავრწმუნები რაც მითხრეს სიმართლეა თუ არა.რაც შეეხება დღევანდელს მეორედ ჩემებს აღარ გადაეყარო სადმე და ეცადე თავი აარიდო მათთან კამათს. -რატომ?გგონია რამეს დავუშავებ მათ? -არა,შენ მათ ვერაფერს დაუშავებ. უბრალოდ არ მინდა შენ დაგიშავდეს რამე.მითუმეტეს რომ ეს საფრთხე ყველაზე მეტად ჩემი ოჯახისგან გელოდება. არ ელოდა თამთა ასეთ პასუხს,დაიბნა და ვერაფერი ვეღარ მოახერხა. გაშეშებული იდგა ერთ ადგილზე. -ცხოვრებაში ასე ყოფილა.ადამიანები, რომლებიც გაცნობის მომენტში საოცარ ემოციას გჩუქნიან,მომავალში ყველაზე დიდ ტკივილს გაყენებენ.- უპასუხა მერე და მობრუნდა,ზურგი შეაქცია,წამოსასვლელად მოემზადა. -მოიცადე,-ორ ნაბიჯში დაეწია, მკლავში წაავლო ხელი და თავისკენ მიატრიალა გაბრიელმა. -გისმენ?-ჯიქურ გაუშტერა თვალი გოგომ. -კარგი,არაფერი.-უკან დაიხია ბიჭმა და გაჩუმდა.ისევ მიშა გამყრელიძის ნათქვამი გაახსენდა. -არაფრისთვის დამიბარე აქ?სადღაც მიყრუებულ ტყეში? -არ შეგეშინდა? -განა არის რამე კიდევ რისიც შეიძლება მეშინოდეს?სიმართლე გითხრა სიკვდილი ახლა შვება იქნებოდა ჩემთვის. -სახლში წაგიყვან.-უთხრა მხოლოდ ეს და წინ წავიდა ბიჭი.უხმოდ აედევნა გოგო და უხმოდ ჩაჯდა მანქანაში. ორივე დუმდა მაჩაბელის სახლამდე. ორივე თავის საფიქრალს მისცემოდა. გაბრიელს თავი შეეზიზღა იმის გამო რომ მისი ძმის საყვარელი ქალი მოეწონა,თამთა კი იმის გამო იწყევლიდა გონებაში თავს რომ მტერი მოეწონა და მის მიმართ გრძნობები გაუჩნდა…. ***** დილა ერთად გაატარეს მაჩაბელებმა. მერე კი ყველა საქმეებზე გავიდა. სახლში მხოლოდ რძალ-მული დარჩა.თამთამ დრო იხელთა და მამიდაშვილს აეკიდა. დანაპირების შესრულება სთხოვა. ალუდამ მათ აგარაკზე წაიყვანა ხევსურეთში,ჯარჯი საგვარეულოს სხვა ბიჭებთან ერთად ეძებდა იმედა მაჩაბელს.მიწას ჩაეყლაპა ბიჭი.მისი ასავალ-დასავალი არავინ იცოდა.. -არ ველოდი ასე სწრაფად თუ აითვისებდი,-შეაქო საღამოს თამთა მამიდაშვილმა. -ყოველთვის კარგი მოსწავლე ვიყავი.-გაეღიმა გოგოს.-ხვალაც გავაგრძელებთ ხო? -შენთვის უარის თქმა არ გამოვა.ვიცი მაინც დამითანხმებ,ასე რომ ახლა წადი და კარგად გამოიძინე.ხვალ იარაღის ნაირსახეოებების შესახებ გვექნება გაკვეთილი.არავითარი სროლა,თორემ გადავლენ ჭკუიდან ისედაც ერთეულად დარჩენილი მეზობლები . -მთავარია ყველაფერი ვისწავლო და ვიცოდე.დროს მნიშვნელობა არ აქვს დავიცდი.-წამოდგა თამთა და დასაძინებლად შიგნით შევიდა. უკვე ძილში იყო წასული ტელეფონმა რომ დაურეკა.მამა იყო. -სად ხარ შვილო?-შეშფოთებული იყო კაცი. -ალუდასთან ერთად ხევსურეთში ვართ.მარტო ყოფნა მინდოდა და აქ წამოვედით. -კარგი შვილო,რადგან მასთან ერთად ხართ არ ვინერვიულებ.დაისვენე და დამშვიდდი.ტკბილი ძილი ჩემო გოგო. მამის სიტყვები და მისი ნათქვამი „ჩემო გოგო“ ყველაზე მეტად უყვარდა. ყველაზე მეტად მამით ამაყობდა. თვლიდა რომ ვახო მაჩაბელი უბრალოდ გვარის წინამძღოლი არ იყო.ის ბევრად მეტი იყო.არასდროს მიუღია არასწორი გადაწყვეტილება. მაშინაც კი როცა ბაბუამისი ფიცხელაურის ქალის ოჯახში რძლად შემოსვლის წინააღმდეგ წავიდა. მაშინ პირველად აიმაღლა ვახომ სიტყვა და მამის წინააღმდეგ გაილაშქრა.ძმის მხარე დაიჭირა,ამბობდა ახალგაზრდებს ერთმანეთი უყვართ და დავაქრწინოთო.ვერას გახდა. ორივენი დააქორწინეს სასწრაფოდ,ოღონდ უცნობებზე, რომლებსაც არ იცნობდნენ,მაგრამ ამან მაინც ვერ შეაჩერა უკვე წარმოშობილი მტრობა. მაინც დაუპირისპირდნენ ერთმანეთს ორივე გვარის მშობლები და პირველი ტყვიაც მაშინ გავარდა.უფროსმა მაჩაბელმა უფროსი ფიცხელაური დაჭრა.ძლივს გადაარჩინეს და გამოსტაცეს სიკვდილს ხელიდან.მას მერე მუდმივად ასე არიან.ერთმანეთს ებრძვიან და რისთვის აღარ იცოდნენ. იქამდე სანამ იმედა მაჩაბელმა არ გაისროლა.არც მას გაემტყუნებოდა ასე სიძულვილში იყვნენ გაზრდილები. ორივე მხარის მემკვიდრეებმა იცოდნენ რომ უნდა შესძულებოდათ და შეიძულეს,გარდა გაბრიელისა, რომელმაც უბრალოდ დაადო თავი და ამერიკაში გადაიხვეწა მამასთან მორიგი კამათის შემდეგ..მას უკან მიჰყვა თამთაც,რომელმაც ვერ გაუძლო ამ ზიზღით ცხოვრებას და აი ორი ერთმანეთის მსგავსი ადამიანი. ორი ერთმანეთის მსგავსი სული სრულიად შემთხვევით გადაეყარა ერთმანეთს ნიუ-იორკში.მაინც შედგა მათი შეხვედრა და გაცნობა. მაინც აძგერდა მათი გულები ერთმანეთისთვის,ისევე როგორც მარიამ მაჩაბელის და ზურა ფიცხელაურის,ისევე როგორც ოდესღაც ძგერდა ერთმანეთისთვის მათი უფროსი თაობის გულები… '****** მშობლებთან და ოჯახის დანარჩენ წევრებთან გაატარა ის დილა.სხვა გზა არ იყო.მათთან ახლოს უნდა ყოფილიყო იქნებ ვინმესგან რამე გაეგო.იქნებ მამამისსაც წამოსცდენოდა რამე თავისი გეგმების შესახებ. -დღეს რას აპირებ დედი? -თუ მამა წინააღმდეგი არ იქნება ქარხნებში წავალ,გავიგებ ამდენი წელი რას ვსაქმიანობთ და რა ბიზნესი გვაქვს.-გამომწვევად გადახედა მამას. -კარგს იზავ.ბოლოსდაბოლოს მემკვიდრე ხარ და ადრე თუ გვიან მოგიწევს ყველაფრის სათავეში ჩადგომა.-უპასუხა ალექსანდრემ და მშვიდად განაგრძო საუზმობა. -აუცილებლად ჩავიბარებ,მანამდე კი ვისწავლი ამ ყველაფრის მართვას.. კანონიერად…-დაამატა ბოლოს. -მე უკანონოს არაფერს ვაკეთებ.-ხმა გაიმკაცრა კაცმა. -ახლა ისევ არ დაიწყოთ.-ჩაერთო ნელი. -მე არაფერს ვაკეთებ და არაფერს ვამბობ დედა.ეს შენი ქმარი… -გაბრიელ,არ გინდა შვილო,- ხელი დაადო ხელზე მამიდამ და მუდარით შეხედა.ისეთი სითბო და სიყვარული იგრძნო მის ხმაში მაშინვე დანებდა.. -მე წავალ.მოვრჩი საუზმობას.- წამოდგა ბიჭი. -ვახშამზე დაბრუნდები? -არ ვიცი დედა.სხვა საქმეებიც მაქვს. არ დამელოდოთ. გარეთ გამოვიდა და ანდრეას დაუძახა.როგორც კი მიუახლოვდა ბიჭი,მაშინვე გადაუგდო მანქანის გასაღები და მეორე მხრიდან მოუარა მანქანას. -საჭესთან დაჯექი და მამაჩემის ქარხნებში წამიყვანე.თან მომიყევი რა გაარკვიე. ანდრეამ მანქანა დაქოქა და სახლიდან გავიდნენ. -ზურას და იმედას მანამდეც მოსვლიათ შეკამათება.ამბობენ რომ ვიღაც ქალი ახსენეს ჩხუბის დროს.. -თამთა მაჩაბელი? -არა,თამთა არა,მაგრამ იმედასთვის მნიშვნელოვანი პიროვნება იყო. -შესაძლოა ერთი ქალი ჰყვარებოდათ? -არ ვიცი.მაგის თქმა მხოლოდ ერთ ადამიანს შეუძლია და უნდა ვიპოვოთ ის ადამიანი. -რომ გითხრა ვიცი სადაც იმალება თქო? -რაა?-გაოცებულმა შეხედა ბიჭმა. -ხო ვიცი.მაგრამ ახლა ეს არაა მთავარი.მიშა გამყრელიძეზე გაარკვიე რამე? -ჯერ ამ ამბავს ვარკვევდი.ხო კიდევ ერთი იმედა მაჩაბელს თავისი ოჯახის წევრებიც გამწარებულები ეძებენ. შემთხვევით გადავაწყდი მის მამიდაშვილს.კიდევ კარგი არ იციან ვინ ვარ. -მისი და? -გაუჩინარდა..რამდენიმე დღეა სახლში არ იმყოფება.ვფიქრობ ტყუპისცალმა წაიყვანა სადღაც. -ეგ ტყუპები რას საქმიანობენ? როგორი ადამიანები არიან? -პირადად არ ვიცნობ,მაგრამ გამიგია რომ ვაჟკაცები არიან.მამაცები და ჭკვიანები.ბიძამისის მარჯვენა და მარცხენა ხელია ორივე. -აბა მაშინ შვილი.. -იმედას ოჯახის საქმეებში არ ახედებდა.ალბათ იმიტომ რომ არ ჰქონდა მისი იმედი.ალბათ ხვდებოდა რომ დიდ შეცდომას დაუშვებდა. -მართალი ყოფილა ხალხი რომ ამბობენ ვახო მაჩაბელი დიდებული პიროვნებააო.რასაც მამაჩემზე ვერ ვიტყვი.ყოველთვის თავის სიფიცხეს და გაბრაზებას აყენებდა წინ და მერე გონებას. -ის მაინც მამათქვენია..-უთხრა ანდრეამ. -სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ აღარ ვიცი უკვე..სად მოვედით?-ჰკითხა როცა უზარმაზარი შენობის წინ გააჩერა ბიჭმა. -ეს მარცვლეულის გადამამუშავებელი ქარხანაა.აქ ხდება მისი დამუშავება და მერე ბაზარზე გატანა. მანქანიდან გადავიდნენ და შიგნით შევიდნენ.ყველაფერს აჩვენებდა ანდრეა და უხსნიდა რა და როგორ იყო.რაღაცეებში დაეჭვდა ბიჭი,მაგრამ ხმამაღლა არ უკითხავს.თავისთვის დაიტოვა გულში. რაც ყველაზე მეტად არ ესიამოვნა ეს მომსახურე პერსონალის ქცევა იყო. მის დანახვაზე იბნეოდნენ და უხერხულად იქცეოდნენ… ნახევარი დღე აქ გაატარეს,მეორე ნახევარი სამშენებლო მასალების ქარხანაში.იქ მამამისს გადააწყდა. ერთი გადახედა ზემოდან ალექსანდრემ მდუმარედ,მერე კი საკუთარ კაბინეტში გაუჩინარდა. გაბრიელის მახვილ თვალს არც აქ არსებული უხერხულობა გამოეპარა. უკანა გზაზე ვერ მოითმინა და ანდრეას ჰკითხა:-მომეჩვენა თუ უცნაურად იქცეოდნენ? -არ მოგეჩვენა,ასე იყო.მეც შევამჩნიე, მაგრამ ხმამაღლა ვერ ვთქვი. -რაღაც ხდება.. -რას ვაპირებთ?ხვალ რა გეგმები გვაქვს? -ხვალ შენ გაქვს გეგმები.რადაც არ უნდა დაგიჯდეს იმ ღამის ჩანაწერი უნდა მომიტანო. -კარგი. -აქ გააჩერე და მანქანიდან გადადი. სახლში წადი.დაისვენე. -მამათქვენი…. -შენ ჩემთან მუშაობ უკვე,ასე რომ განთავისუფლებ.დაისვენე.. -დიდი მადლობა.წავალ დედას მივხედავ,ავადმყოფობს და ბოლო პერიოდია ყურადღებას ნაკლებად ვაქცევ.-მადლიერმა შეხედა ბიჭმა, გაუღიმა და მანქანიდან გადავიდა. გაბრიელი საჭესთან დაჯდა და ბარში წავიდა.ახლა ცოტა უნდა დაელია,უნდა დაფიქრებულიყო და გეგმები დაელაგებინა,თორემ ყველაფერს სპონტანურად აკეთებდა და ეს არც ისე კარგ შედეგს მოიტანდა. იქიდან წამოსულს ორი უცხო მანქანა აეკიდა,ისე რომ ვერ გაიგო. საჭესთან ნასვამი იყო.მხოლოდ მაშინ მოეგო გონს როცა ერთმა მანქანამ გზა ჩაუკეტა და წინ გადაუდგა.გზა ცარიელი იყო.უკან დაიხია,მაგრამ იქ მეორე მანქანა იდგა. გვერდით გაიხედა,ჯერ მარჯვნივ,მერე მარცხნივ და სიტუაცია უცებ გააანალიზა. მარჯვნივ პატარა ქუჩა შედიოდა.იქ რომ შეეხვია გაქცევას შეძლებდა, მაგრამ ფეხით მოუწევდა, რადგან დიდხანს ვერ წავიდოდა წინ მანქანით. ასეც მოიქცა.გაზს მიაჭირა და სწრაფად მოტრიალდა.ტყვიების არმია მიჰყვა.უკანა მინა ჩაუმტვრია და თავი რომ არ დაეხარა ნამდვილად არ ასცდებოდა რომელიმე მიზანს მიაღწევდა…. ცოტა გაიარა მანქანით.უკვე საბოლოოდ რომ ამოიწურა გზა, გაჩერდა და გადავიდა.იარაღი ამოიღო,ნაგვის ყუთს ამოეფარა და ცეცხლი მანაც გახსნა.უმისამართოდ ისროდა.არავის მოკვლა არ უნდოდა. მოულოდნელად თავდამსხმელებიდან ერთ-ერთმა დაუძახა. -თამთა და ვახო მაჩაბელებმა მოკითხვა შემოგითვალეს.-გაეცინა და ტყვიები ისევ წვიმასავით წამოვიდა მისკენ..თავზე ხელები წაიფარა და რკინის ყუთს კიდევ უფრო მეტად ამოეფარა. ისხლიტავდა ტყვიებს ნაგვის ურნა და გაბრიელ ფიცხელაურს სიცოცხლეს უნარჩუნებდა.იმედი რომ გადაეწურა, მობრუნდნენ,მანქანებში ჩასხდნენ და წავიდნენ.თავი გამოყო ბიჭმა სამალავიდან,სიტუაცია შეაფასა.რომ მიხვდა არავინ იყო,გამოვიდა. -ამის დედაც...გაჩერდება ოდესმე რომელიმე?-შეიკურთა გაბრაზებულმა და საჭეს მიუჯდა…. ***** ერთკვირიანი გადახვეწის შემდეგ, თამთა მამიდაშვილთან ერთად უკან ბრუნდებოდა.უკვე გვიანი იყო,გზა თითქმის ცარიელი.მოულოდნელად ორმა მანქანამ გადაუჭრა გზა და ჯარჯის დროულად რომ არ დაემუხრუჭებინა,აუცილებლად შეასკდებოდნენ. -ვინ არიან?რა უნდათ? -არ ვიცი თამთა.რაღაც ხდება. მოულოდნელად ჩაიწია ფანჯრის მინები და იარაღის ლულები გამოჩნდა მათკენ მიმართული. -ამის დედაც…-შეიგინა ბიჭმა. -დაიხარე. გაზის პედალს ფეხი მიაჭირა და უკან დახია მანქანა. მიდიოდა და თან მიჰყვებოდათ ტყვიების წვიმა.საქარე მინა ჩაიმსხვრა და ნამსხვრევები დაეყარათ ორივეს.თამთას ლოყა და მკლავი გაუსერა უმნიშვნელოდ, მაგრამ სისხლი მაინც წამოუვიდა. -საჭეს მოკიდე ხელი.-დაუყვირა ჯარჯიმ,თვითონ კი იარაღი ამოიღო რომ ესროლა. -მომეცი.-გამოსტაცა ხელიდან თამთამ. ფანჯარა ჩასწია და გაისროლა. ისროდა მიზანმიმართულად, ცდილობდა არ აეცილა.კარგად აითვისა გაკვეთილები და ჯერ საბურავს მოარტყა,მერე წინა საქარე მინაც მიაყოლა.ამან თითქოს შეაჩერა თავდამსხმელები. ორივე მხარე გაჩერდა.რამდენიმე მეტრი იყო მათ შორის მანძილი. ერთ-ერთმა ნიღბიანმა თავი გადმოჰყო ფანჯრიდან და დაუძახა. -გაბრიელ ფიცხელაურმა შემოგითვალათ მტრობა არ დასრულდებაო.-მანქანებში ჩასხდნენ და წავიდნენ.თამთამ და ჯარჯიმ ამოიხედეს და თავისუფლად დაათვალიერეს გარემო.მერე რომ მიხვდნენ ყველაფერი კარგად იყო და საფრთხემ ჩაიარა,ბიჭმა იქუხა. -ვერ გაიგე რა გითხარი? -გავიგე,მაგრამ ასე სჯობდა.გამოვცადე ჩემი შესაძლებლობები.-მშვიდად უპასუხა თამთამ. -რამე რომ მოგსვლოდა?ტყვია რომ მოგხვედროდა?გამომივიდა ესეც ტერმინატორი. -ტერმინატორი კაცი იყო.. -თამთააა.-იღრიალა ბიჭმა. -რაა?რა თამთა?ვიცი რომ თამთა მქვია.ნუ ყვირიხარ.ახლა გაცილებით მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს მოსაგვარებელელი,ვიდრე იმაზე ფიქრია,რომ თავნება გოგოსავით მივიქეცი.სახლში წავიდეთ,მამამ უნდა გაიგოს რაც მოხდა. -ნიჭიერი მოსწავლე ხარ,მაგრამ გთხოვ არ გინდა კარგი?შენ მაინც ნუ აიღებ იარაღს ხელში.-უთხრა ბიჭმა და მანქანა დაძრა.სანამ პატრული მოვიდოდა აქაურობას უნდა გასცლოდნენ. ****** სახლში დაბრუნებულმა მანქანა ეზოში გააჩერა და პირდაპირ საძინებელში წავიდა.ახლა კითხვების და ახსნის თავი ნამდვილად არ ჰქონდა.ტელეფონმა რომ დაურეკა და ეკრანს დახედა,გაუკვირდა და გაბრაზდა.ვერ დამალა ეს ბრაზი და ხმამაღლა უპასუხა. -რა გინდა? -უკაცრავად…-დაიბნა გოგო,მაგრამ თავდასხმა რომ გაახსენდა,ისევ იფეთქა და გამწარებულმა უპასუხა. -მე რა მინდა? -ხო,რა გინდა?რატომ მირეკავ? გინდოდა გაგეგო ცოცხალი ვარ თუ არა?გიპასუხებ,რომ გადავრჩი, არაფერი დამშავებია. -შენ ვის უბედავ ხმის აწევას?-არ დაუთმო თამთამ.-ეს მე მაქვს საქმე მოსალოცად,რომ თქვენ გამოგზავნილ ბოროტმოქმედებს გადავურჩით. მოემზადე გაბრიელ ფიცხელაურო ომი იწყება,დიდი და დაუსრულებელი ომი. დანაკარგი კიდევ იქნება,-დაასრულა გოგომ და ტელეფონი გაუთიშა -ეტყობა თავი რამეს მიარტყა .-გაბრაზებულმა მოისროლა ტელეფონი და გვერდი იცვალა.ახლა ყველაზე მეტად ძილი სჭირდებოდა.. დილას სასაუზმოდ ჩასულს მთელი ოჯახი მისაღებში დახვდა შეკრებილი. პირქუში სახით უყურებდა მამა. -მანქანას რა დაემართა? -არაფერი ისეთი.-უპასუხა უგულოდ. -როგორ თუ არაფერი?მთელი მინები ჩამსხვრეულია და ტყვიებითაა დაცხრილული. -ვვარჯიშობდი.-გაეცინა ბიჭს.-მშია, წამოდით ვისაუზმოთ. -ისინი იყვნენ ხო? -არა მამა,არ ვიცი ვინ იყო.გეყოფა დაკითხვა,ერთხელ მაინც გავატაროთ დილა მშვიდად.მერე უნდა წავიდე, საქმეები მაქვს. -ასეთი რა საქმეები გაქვს შვილო?ჯერ მხოლოდ ორი კვირაა დაბრუნდი და სახლში თითქმის ვერ გხედავთ.-სევდა შეამჩნია დედის ხმაში. -საქმეები,რომლის მოგვარების შემდეგ ყველა მშვიდად ვიცხოვრებთ. -თუ მაჩაბელებთან შერიგებას გულისხმობ, ეგ არ მოხდება. არასდროს არ მოხდება.-თქვა ალექსანდრემ და სავარძლიდან წამოდგა.-წამოდით, ვისაუზმოთ. გაბრიელს ხმა არ ამოუღია,უხმოდ გაჰყვა უკან.ლაპარაკი ვერაფერს შევცლიდა,მთავარი საქმე იყო… მდუმარებაში დაასრულეს საუზმე. პირველი უფროსი ფიცხელაური ადგა მაგიდიდან და დაუმშვიდობებლად წავიდა. -დღეს რას აპირებთ? -სახლში ვიქნებით ძამიკო.-გასცა პასუხი ემამ. -რატომ? -რა რატომ? -რატომ იქნებით სახლში? -ხომ არ გავიწყდება რომ ძმა ახლახანს დავკარგეთ.. -მერე რაა.ეს იმას არ ნიშნავს რომ სახლში გამოიკეტოთ.ყველამ თქვენი საქმე განაგრძეთ.გარეთ გასვლა იმას არ ნიშნავს,რომ მისი დაკარგვით გამოწვეულ ტკივილს თავს დააღწევთ. ამ ტკივილით მოგვიწევს ყველას ცხოვრება,მაგრამ ფეხზე მაინც დავდგებით და ცხოვრებას გავაგრძელებთ.სამსახურებს დაუბრუნდით.-წამოდგა გაბრიელი.-ხო კიდევ მაჩაბელებს ერიდეთ.არ გამოიწვიოთ იმდღევანდელივით. -მაგას ვერ შეგპირდები ძამიკო. მაგრამ გპირდები სამსახურს დავუბრუნდებით.ხომ ასეა? -ასეა.-დაეთანხმნენ ქალები. -ძალიან კარგი.-კმაყოფილმა ჩაიღიმა გაბრიელმა,მაგრამ გულში მაინც ეშინოდა.მასზე თავდასხმა იმას ნიშნავდა,რომ მაჩაბელები ღია ომს იწყებდნენ… სახლიდან რომ გადიოდა გაზეთებს მოჰკრა თვალი,სადაც მისი ფოტო იყო დაბეჭდილი.აიღო და თვალი გადაავლო. „-ფიცხელაურების მემკვიდრე დაბრუნდა.რა იქნება ამის შემდეგ და დაასრულებს თუ გააგრძელებს ომს მაჩაბელებთან?“-ეწერა სათაურში. -მეტი საქმე არ აქვთ.-გაზეთი უხალისოდ მოისროლა და გარეთ გავიდა.ანდრეა უკვე მოსულიყო და მას ელოდა.ამჯერად შავი რენჯ-როვერი გამოეყვანა ფარეხიდან. -გასაღები მომეცი,მარტო წავალ,შენ კი ჩემი მანქანა წაიყვანე ხელოსანთან.დაადგინე რომელი იარაღიდან მესროდნენ და ვისზეა გაფორმებული მასრები. -რა მოხდა გუშინ?-შეშფოთებულმა ჰკითხა ბიჭმა. -ნიღბიანები იყვნენ,ვერავინ ვიცანი, მითხრეს მაჩაბელებმა მოგიკითხესო, მაგრამ არ ვიცი დასაჯერებელია თუ არა ეს. -რატომ არ უნდა დაიჯერო? -იმ კაცმა პირობა მომცა.მის თვალებში დავინახე რომ ეშინოდა,ალბათ ახლობლების დაკარგვის.მე კი დავუჯერე.თვალები არასდროს ცდებიან. -იქნებ არ უნდა დაგეჯერებინა? -ყველაფერი ისეთი ჩახლართულია აღარ ვიცი ვის რა დავუჯერო.ან მართლა მე შევცდი და გულუბრყვილოდ დავიჯერე იმ კაცის, ან არადა სხვა ჩაერია ამ საქმეში. -იქნებ იმედა მაჩაბელი? -შესაძლოა.ამის გასარკვევად მივდივარ ახლა.შენ მანქანას მიხედე და მერე იმ საქმეს,რაც დაგავალე. -კარგი.-ორივე საჭეს მიუჯდა და მიყოლებით გავიდნენ სახლიდან,მერე კი საპირისპირო მიმართულებით წავიდნენ… წყნეთისკენ აიღო გეზი.იმედა მაჩაბელი უნდა ენახა.დრო იყო უკვე პირისპირ შეხვედროდა მას. მანქანა შორიახლოს გააჩერა რომ არავის შეემჩნია მისი მისვლა. ფრთხილად მიუახლოვდა აგურით ნაშენებ ღობეს.მასზე აძვრა.გარემო დაზვერა,მერე კი ეზოში ჩახტა.ნელა მიიწევდა სახლისკენ და უზარმაზარ ხეებს ეფარებოდა.საეჭვო სიჩუმე იყო და რაღაც აზრმა გაუელვა თავში. რომ გაანალიზა ეს სიმართლე იყო გაბრაზებისგან პირველივე ნივთს ხელი დასტაცა და კედელს შემოანარცხა.ეს ნივთი კი ტკბილეულის პატარა თასი იყო. სახლის ყველა კუთხე-კუნჭული მოიარა.არავინ იყო და არც ვინმეს ყოფნის კვალი ეტყობოდა აქაურობას. გაცეცხლებულმა და წყობიდან გამოსულმა დატოვა აგარაკი და მანქანაში ჩაჯდა.გზიდან ანდრეას დაურეკა. -ახლა მოვრჩი მანქანის შეკეთებას და რესტორანში მივდივარო,-მოახსენა ბიჭმა. -კარგი,შენგან კარგ ამბავს დაველოდები.საღამოს სახლში გნახავ .-ტელეფონი გვერდით სავარძელში მიაგდო და პედალს კიდევ უფრო მიაჭირა ფეხი. ******** |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.