შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლეგენდა შალიკიანზე (სრულად)


28-01-2020, 23:21
ავტორი tasusuna
ნანახია 27 174

გამოცდების ციებცხელება იყო იმ ზაფხულს.
ენერგია საერთოდ აღარ მქონდა.
გადარბენაზე ვიყავი.
ვერავის ვერ ვნახულობდი ერთ საათზე მეტს.
ერთმანეთისთვის ვერ ვიცლიდით და ამიტომ გამოგვეპარა ყველას ჯაბა შალიკიანის განთავისუფლება.
ყველაში,ჩვენ,ჩემი სამეგობრო იგულისხმება,თორემ,
იმ დღეს მთელმა ქუჩამ აღნიშნა მისი თავისუფლება.
მე ისეთი გადაღლილი მოვედი უნარების გამოცდიდან,დიდად არ მიმიქცევია თავყრილობისთვის ყურადღება,ისე მეჩქარებოდა დასვენება და გამოძინება.
შალიკიანის დაკავებაზე ლეგენდები მთელი ჩემი ბავშვობა მესმოდა და ინტერესი მკლავდა,ვინ იყო.
ძალიან ღრმად დალექილ მოგონებებში თუ გამოჩნდებოდა მისი გაცრეცილი კონტურები,მეტი არაფერი.
ის რომ დააკავეს,მე 10 წლის ვიყავი.
ჩემზე ზუსტად იმდენი წლით იყო უფროსი,რამდენიც საბყრობილეში გაატარა.
ამ ამბიდან,ერთ კვირაში მოვრჩით გამოცდებს და როგორც იქნა,
შევიკრიბეთ.
მათთან ადამიანურად დაჯდომა და დალაპარაკება კატასტროფულად მენატრებოდა.
სალომესთან ვიყავით,როგორც ყოველთვის.
მე,დათა,ლევანი და თათა.
ისეთები ვიყავით,როგორიც ყველა.
ჩვენშიც იყო ერთი ყველაზე ჭკვიანი-თათა.
ერთი ყველაზე თავქარიანი-სალომე.
ერთი მანქანიანი-დათა
და,
ერთი მექალთანე-ლევანი.
მე მათშორის ალბათ,ყველაზე ნეიტრალური ადამიანი ვიყავი.
შვეიცარია-როგორც თათა მეძახდა.
იდა-სალოსთვის.
მანგო-დათასთვის.
მდივანი-ლეოსთვის.
საერთო ჯამში,
იდა ვიყავი მდივანი.
ჩემი სახელიც და გვარიც მთელი ჩემი ცხოვრება განხილვის საგანი იყო.
ვერც ვერავის ვაჯერებდი არაბი რომ არავინ მყავდა გვარში.
ბოლოს ახსნასაც მოვეშვი და დიდი ხნის სიძულვილის შემდეგ,
როგორც იქნა, საკუთარი თავიც,სახელიც და გვარიც შევიყვარე.
ლევანი მის იმჟამინდელ სიყვარულს სწეერდა და ყურადღება არც მიუქცევია,ჭორბიურომ ჯაბას ამბავი რომ განვიხილეთ.
თათამ დიდხანს ეძება სოც-ქსელში,მაგრამ,
ვერ ნახა და მერე შევეშვით.
მოკლედ გაიხსენა დათამ,სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით რომ ჩასვეს ხუთი წლით და სამიც იმ მიზეზით დაუმატეს,ჩვენ რომ ვერ გავიგეთ.
ბევრი ვიმსჯელეთ,
ბევრი გავიხსენეთ,
ბევრიც დავლიეთ,
ყველაფერს მოვედეთ,
მონატრება გავიქრეთ და დავიშალეთ.
დათაამ როგორც ყოველთვის დაგვარიგა სახლებში.
ბევრი ვეცადე იმ ღამეს დაძინება,მაგრამ,შალიკიანზე ფიქრებში ისე შემომათენდა,ვერც გავიგე.
___
ჩემი მთელი შეგნებული ცხოვრების მანძილზე ორი ტიპის ბიჭებს ვერ ვიტანდი.
მიუხედავად იმისა,რომ საპირისპირო სქესთან დიდი გამოცდილებით არ დავიკვეხნიდი,
მაინც,ძირფესვიანად მეზიზღებოდა ლაჩრები და უბნის კარ-მიდამოს გამმაგრებლები.
ჩემი კლასელი ზურა-მაგალითად მხოლოდ მაგიტომ ავითვალწუნე,არადა პირველი კლასიდან ვუყვარდი.
იმ გადათენებული ღამის შემდეგ,ორ დღეში,სალომემ ჩემს ბინასთან,ბიჭებთან მდგარი შალიკიანი რომ დამანახა,გული ისე ჩამწყდა,ვერ გადმოვცემ.
რატომღაც,კრიმინალურ სიუჟეტებში,ან დეტექტიურ რომანებში დახატულ პერსონაჟებთან ვაიგივებდი ჩემს გონებაში და თითქოს იმედი გამიცრუვდა.
შორიდან კარგად ვერ შევათვალიერე,ისევ მის კონტურებს ვხედავდი ბუნდოვნად.
საღამომდე სრული შემადგენლობით შევიკრიბეთ ჩემთან და დედას დამცხვარ ბლინებს მივირთმევდით დათას მოტანილი მანგოთი.
ათისკენ ზურა მანჯავიძებ მთელი კლასი ერთ ჯგუფში ჩაყარა და დაგვპატიჟა დაბადების დღეზე.
მე,ცალკე,დიდი ტექსტებით რომ მომიპატიჟა,ცოტა გავღიზიანდი.
არასდროს არ მიყვარდა გადამეტებული ყურადღება,ის კი გამუდმებით ცდილობდა თავზე მომხვეოდა და როგორმე შემხებოდა.
ზედმეტ სიახლოვესაც ვერ ვიტანდი!
ზურას დაბადებას ორდღეში ვზეიმობდით.
დათას ცე კლასის კუპეში ჩავიპრესეთ და მისი მშობლების აგარაკისკენ ავიღეთ გეზი.
მორთულ-მოკაზმულ სახლში ორმოცამდე კაცს მოეყარა თავი,გართობა ახალი დაწყებული იყო და ჩვენც მალევე ჩავებით ფერხულში.
თათა მხოლოდ ჩვენს გარემოცვაში სვამდა,შესაბამისად,ფხიზელი თვალით გვიყურებდა.
სალომე ჩვენს კლასელებს ისე შეერია,ვეღარც გამოვტყავეთ.
ნამდვილი წვეულების დედოფალი იყო,ნებისმიერ სიტუაციას სათავისოდ შემოატრიალებდა და ბოლომდე გაერთობოდა.
დათა გოგოებს არ გვშორდებოდა გვერდიდან,
ლეო,რა თქმა უნდა,შემოსვლის წამიდან აორთქლდა.
მე გაზავებულით ხელში,დივანზე ფეხმორთხმით ვზივარ და დათას და ზურას რაღაცაზე გაცხარებით ვესაუბრები,სალომეს თვალების ბრიალმა რომ მიიიქცია ყურადღება.
ყველანაირი ჟესტიკულაციით სცდილობდა შემოსასვლელი კარებისკენ გამეხედა.
სანამ მე რამეს მივხვდებოდი,მანჯავიძე წამოფრინდა ისე,სასმელი ზედ გადამექცა.
გავბრაზდი,მის ნაბიჯებს მზერით ავედევნე და ხელში ძალიან მაღალი,იმ ჩემი გაცრეცილი კონტურების პიროვნება მომყვა.
ჯაბა შალიკიანი მთელი მისი დიდებულებით პირქუშად ულოცავდა ზურას დაბადების დღეს და პარალელურად თვალს არ მაცილებდა.
ხელში მოქცეული პატარა ყუთი,სავარაუდოდ,მისი საჩუქარი,თხელი ქურთუკის ჯიბეში ჩააბრუნა დავჩემი გათვლებით,სასმელების სექციისკენ წავიდა.
წუთიც არ იყო გასული,თავზე რომ წამომადგა სასმლით ხელში.
გაშეშებული ვიჯექი ლოტოსის ფორმაში და თვალები სად წამეღო,არ ვიცოდი.
ჯიქურ მიყურებდა და მზერა ვერც მე მოვარიდე,
ინსტიქტურად გამოვართვი ჭიქა და თავი დავუკარი.
-ბოდიში ზურას გამო,ჩემი ბრალი იყო.-მითხრა და,ისე გავიდა სახლიდან,მანჯავიძისთვის აღარც შეუხედავს.
დიდხანს ვიჯექი დაჰიპნოზებული..
მისი თვალები საერთოდ არ ამომდიოდა გონებიდან...
რა გააკეთა??
დამამუნჯა.
გავგიჟდი ლამის,სახეც კიარ მახსოვდა,მხოლოდ მის თვალებს აღიქვამდა გონება.
თათამ მუჯლუგუნი რომ მითავაზა,მხოლოდ მაშინ მოვედი გონს.
ისე ვიყავი,საერთოდ აღარ მინდოდა იქ გაჩერება.
მანჯავიძის წამდაუწუმ ბოდიშები კატასტროფულად მაღიზიანებდა.
დათა ხვდებოდა ჩემს მოუსვენრობას და,ინციდენტიდან ერთ საათში,მოგვიყარა ყველას თავი და როგორც მოვედით,ისე წამოვედით.
თათა კმაყოფილი იყო,მის კონსერვატულ ხასსიათს არასდროს ერწყმოდა აყალმაყალი და ხმაური.
თორნიკეს დიდაც არც მანამდე უნდოდა წამოსვლა,მხოლოდ ახალი საკბილოს ხათრით გამოგვყვა.
ბავშვობის წყენა გულში კიდევ ჰქონდა ზურას მიმართ.
უკმაყოფილო მხოლოდ სალო გვყავდა,წარბებშეხრილი გვიყურებდა ყველას და იბუსხებოდა.
არარსებობდა მეორე ქალაქში,ვინც მასზე მეტად კომუნიკაბელური,აქტიური იქნებოდა.
როგორც ყოველთვის,დათამ დაგვარიგა.
მე ინსტიქტურად ვმოძრაობდი,ჯერ კიდევ ტრანსში ვიყავი.
ჩემი ბუნების ცვლილება მეთვითონ მიშლიდა ნერვებს.
სახლში ასულმა,დიდხანს დაძინება ვეღარც მოვახერხე.
პირველად ჩემს ცხოვრებაში კატასტროფულად მინდოდა მოწევა,თან ისე,აღარც გავჩერდი და ღამის სამ საათზე ქუჩაში გავედი.
გრილი საღამოიყო.
ჩუმი და,ბნელი..
ლამპიონები უმსუბუქესად ანათებდა გარემოს,
სიმყუდროვეს ჩამიჩუმიც კი არ არღვევდა.
ჩემი ბინიდან ათი წუთის სავალზე იყო მარკეტი.
წვრილ პარლამენტს ვყიდულობ და უკან გამობრუნებულზე ვუკიდებ.
ალბათ,მესამე ღერია რაც მოწეული მაქვს.
ნაპასს უხეიროდ ვურტყამ,თუმცა,ნიკოტინი მაინც მსიამოვნებს.
არეულ გონებასა და ფიქრებს მიწყნარებს და სულ ოდნავ საკუთარ თავს ვუბრუნდები.
ბინისკენ მივდივარ,თუმცა,ვგრძნობ,იქ ასვლა დიდად არ მინდა.
მოშორებით ძელსკამზე ვჯდები და მეორეს ვუკიდებ.
ვხვდები,უკვე ძლიერად რომ მომაქვს ნიკოტინი და თავბრუ მეხვევა.
მოდუნებული ფეხებს ვიკეცავ და თავს რკინას ვაყრდნობ.
სიო სულ ოდნავ,თითქმის შეუმჩნევლად ირხევა და გაშლილ თმებს მის ნებაზე ათამაშებს.
ათი წუთი გადის.
სახლში ასვლას ვაპირებდი,მანქანის ხმა რომ მესმის.
შავი მერსედესის ჯიპიდან შალიკიანს იმწამსვე ვარჩევ.
გვერდით წითელ თმიანი,სუსტი აღნაგობის გოგო უზის.
სალონის მბჟუტავ განათებაში კარგად ვხედავ,როგორ იხრება გოგო მისკენ და გამალებით კოცნის.
მოულოდნელობისგან ვშეშდები,
მინდა ძელსკამს შევეზარდო და აქ,ამ სანახაობას არ ვუყურებდე.
გული საშინლად მიცემს,
თავი მტკივდება.
ვხვდები,რომ ჩემი აქედან ადგომა დიდი სისულელეა და კუთხეში ვიყუჟები.
იმედია,ვერ შემამჩნევს.
იმედია,არ გამოიხედავს აქეთ და გულგახეთქილ,ჩიტივით აბუზულ გოგოს არ დამინახავს.
სწორადაც გავთვალე.
ისე გადადის მანქანიდან,ირგვლივ არც კი იხედება.
ქალს კარებს უღებს და გამოწვდილ ხელს აგებებს,წვრილ წელზე ეხვევა და სიბნელეში უჩინარდებიან.
გაშეშებულივარ.
გული ყელში მიცემს.
ისევ იმედგაცრუებულივარ და ვერც იმას ვხვდები,ეს განცდა რატომ
მეუფლება.
სახლში ფეხის წვერებზე შევდივარ,
ოთახში უჩუმრად ვიპარები და მოსაცმლის ჯიბეებს ვქექავ..
ჯანდაბა!
ისე ამრია შალიკიანმა, სიგარეტი სკამზე დამრჩა..
ისე შემოდის აისი,წუთითაც არ მომიხუჭავს თვალი.
მასზე ფიქრებში გადათენებული ღამეები უკვე ზედმეტი იყო.
ეს არაა ნორმალური.
საშინლად ვირევი,გათენებისთანავე ვდგები და სალოსთან მივდუვარ.
იქნებ მისმა მუხტმა გამომიყვანოს.
___
-როდის დაიდება შედეგები,გავწამდი.-არეულ თმას ველურივით ივარცხნის ქალბატონი.
ათის წუთებია.
ახალი გაღვიძებული იყო,რომ დავაკაკუნე.
ფეხდაფეხ მომყვა ნატო დეიდა,სამსახურში გავრბივარ,საჭმელი გაზქურაზეა,დროდადრო შემეხმიანეთო.
მე გუშინდელი ფორიაქისგან ძალიან გაფანტული ვარ.
ცხელ ყავას ვსვამ და აივნიდან ვიყურები.
-მომაქცევ ყურადღებას?!-ქალბატონი წარბებს მიკრავს და ჩემი ფინჯნიდან სვამს.-აუ,როდის გადაეჩვევი უშაქროს?!
-თათის დაურეკე რა,გამოვიდეს.-ისევ არ ვაქცევ ყურადღებას და ამჯერად სამზარეულოში გავდივარ.ნატუკას მაწვნის ცივი წვნიანიაქ მომზადებული დაისე გამოიყურება,კუჭი მიწრიალდება.
-იდ,რაღაცას გეტყვი ახლა და შენებურად არ გაუბერო.-სალო ისეთი სახით შემოდის,ვხვდები,რაღაც სერიოზულია.
თავს თანხმობის ნიშნად ვუქნევ.შემზადებას ვერ ვასწრებ.
-ჩემი დასკვნებია,თუმცა, ხო იცი,რასაც ვამბობ ხოლმე,ას პროვენტიანივარ.
მოკლედ.-დროს ისე წელავს,ვითომ
პენტაგონის საიდუმლოებას ამხელს.ვიძაბები.-მგონი თათას ლეო მოსწონს,ან ,სულ უარესი,უყვარს.
ამის გააზრება და , ისეთი ხარხარიმიტყდება, სალომე ცივ წყალს მაწვდის და გვერდებში გვარიანად მიბათქუნებს.
რაც კარგია,კარგია-შალიკიანის თემებიდან ერთიანად მომწყვიტა და ისეთ კარგ განწყობაზე გადამიყვანა,დიდ ხანს ვეღარ გავჩერდი.
-კაი,რას იძახი ახლა.-ცრემლებს ვიწმენდ და სუნთქვას ვირეგულირბ.
სალო წარბშეხრილი მიყურებს,აშკარად სერიოზული სახეაქვს და,ის,რაც მითხრა,სულაც არაა სასაცილო.
ვსერიოზულდები.
სარგადაყლაპულივით ვიჯგიმები სკამზე და ვცდილობ გავიაზრო უკეთ.
-კაიიი?!-მაინც უნდობლად ვუყურებ,წამებს ვითვლი,როდის მეტყვის,მაგრად გაჭამეო.
არ ამბობს.
გაოცებისგან,იმდენ ხანს არ ვიღებ ხმას,რომ სალო შფოთდება და სახესთან ხელებს მიტრიალებს.
-ასე თუ გაძეგლდებოდი,სულ არ გეტყოდი.-ხმაში სუსტად გაუკრთა სინანული.
-არარსებულია,სალო,თათიაა,ხო ხვდები,ჩვენი თათია,და თორნიკე?!ორი სხვადასხვა პლანეტა,თორნიკეს რომ შეყვარებოდა კიდევ ჰო,აი,იქნებოდა ცოტა ბალანსი,მაგრამ,თათუს-თორნიკე?!-ვერ დავიჯერეს სალ.-არეული რას ვლაპარაკობ,მეც არ ვიცი.
-დასკვნის დადება მეც გამიჭირდა, კი..-ჩაფიქრებული მიყურებს.-მანჯავიძესთან რომ ვიყავით,მაშინ გამყარდა ჩემი ვარაუდები,შენ რომ ტრანსში იყავი,მაშინ დავიჭირე ქალბატონის ამღვრეული თვალები,ლევანი რო ვიღაც გოგოსთან ერთად დაინახა.-ფაქტებზე გადავიდა.
მთელი საათი,სანამ თათო ნახევარ ქალაქს გადმოივლიდა ჩვენთან მოსასვლელად,მის აზრებს დაუზარებლად აფრქვევდა სალო.
სულ დამავიწყდა შიმშილი და, ნატუკას მაწვნის სუფი.
თათულიმ მთელი დღე გვითმინა ჩვენი გაფართოებული თვალები და,ბოლოს,რომ ვეღარაფერი მოვიფიქრე,მისი კითხვებისგან თავი როგორ დამეძვრინა,ცეცხლზე ნავთი დავასხი და,ამჯერად,სალოს ორი სადარდებელი მივეცი.
-მესამე დღეა შალიკიანზე ფიქრებში მათენდება.
ინდოეთს შეშურდებოდა,ისეთი სცენა დაიდგა.
თათუ ისე მიყურებდა,მთელ სულს მიშიფრავდა,
სალო უფრო ზედაპირულად-სიცხის გაზომვით შემოიფარგლა.
-37 ნორმაა თუ,ვიფიქრო რამე ფსიქიურ დააავადებაზე?!-ასტრალში გაიჭრა ქალბატონი.-იქნებ,თანდაყოლილი არის და ყველაზე უდროო დროს გამოვლინდა?!-ტუჩებს ნერვულად იკვნიტავს და ბოლთას სცემს.
თათის სულ ოდნავ ეღიმება,მთელი ათწუთიანი რენდგენის შემდეგ.
მე ცოდვაში მხელილივით,თავ ჩახრილი მზივარ და საერთოდ ვეღარაფერზე ვფიქრობ.
-ეგზისტენციალური კრიზისი მეწყება თქვენ ორის ხელში,ვატყობ.
წავალ,წვნიანში ჩავკლავ დარდებს.
თუ მოხვალთ საჩვენოს,სამზარეულოში ვარ.-ბოლოს სიტყვას გვიტოვებს სალო.
თათუ გაკვირვებული მიყურებს,ისევ კითხვებიაქ მზერაში,
სუსტად ვუღიმი,მის თვალებში არეკლილი რეალობის შიში,მთელ სხეულზე მეხვევა და ვითენთები.
ღამის თენებები ერთიანად მწყვიტავს და,მის მუხლებზე თავდადებულს,როდის მეძინება ვერ ვიაზრებ.
____
-მიესალმეთ მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესო,ახლადგამომცხვარ ჟურნალისტს!-მეჯგიმება სალო წინ და თვალებიდან ცისკრის ვარსკვლავებს ყრის.
იურისტი თათუ დინჯი ნაბიჯებით გვიახლოვდება და,სტუდენტობას გვილოცავს.
სიხარულისგან სალოს არაფრით ჩამოვრჩები,
ისე ვარ,პირი ვერ მოვხურე მთელი დღეა,
უკვე იმის ფიქრში ვარ, მეორე კურსზე მაინორად გერმანული ავირჩიო თუ ფრანგული.
ბიჭები გზაში არიან,დათის ლევანი ჩამოყავს დაჩიდან და გზა უგრძელდებათ.
თათუ ისე მოუსვენრადაა,სალოს უკბილო ხუმრობებსაც კი არ აქცევს ყურადღებას.
ტელეფონშია წამდაუწუმ და ,ყავაც უცივდება.
ცივს არასდროს სვამს,არ უყვარს.
-სისხლის სამართალი,აქ ვართ!-ბრაზდება ჟურნალისტი და პულტს თვალებთან უტრიალებს.
-ორმაგი მკვლელობისთვის რამდენი წლით ჩამსვავენ კლეტკებში?!-წარბაწეული ეკითხება.
-ათიდან ოც წლამდე,გააჩნია გარემოებას და მოტივს.-ზერელედ პასუხობს თათუ და იმწამს ანთებულ ტელეფონს მომენტალურად პასუხობს.
თოკოა,ჩამოვედით რამე ხომარგინდათო,
სალო ისე ატრიალებს თვალებს,მეშინია ისე არ დარჩეს.
თათუ იბადრება.
ტელეფონს სულ რამოდენიმეწამით ღიმილით დაჰყურებს და უკვე,მეც სერიოზულ ეჭვებში მაგდებს.
ბიჭები ნახევარ საათში მოდიან და სტუდენტობას ჩვენებურად აღვნიშნავთ.
გვიან ღამით უკვე ისე ვარ, ძალიან უნდა მოვინდომო, რომ ფეხზე მყარად დავდგე.
ალკოჰოლი ისაა,რაც ჩემთვის არასდროსაა ზედმეტი და არასასურველი.
თათუც კი გრაფუსშია,თოკის საერთოდ არ სცილდება და ისე უყურებს,გული სასწაულად მითბება.
არ ვიცი აქამდე რატომ არასდროს მიმიქცევია მისი მზერისთვის ყურადღება,
ალბათ, სალოს რომ არ ეთქვა, ვერც ვერასდროს ვიფიქრებდი,
ორ სხვადასხვა,რადიკალურ ციურ მოვლენებს ერთმანეთთან კავშირი თუ შეეძლოთ.
პირველი ხდებოდა,რომ მივხვდი,ჩემს მაქსიმუმს მივაღწიე და წამოვდექი.
დათი ცოტა ადრე წავიდა,თათუც წრიალებდა და,თოკო მის გაცილებას გეგმავდა.
სალომ ლამის თვალები დამიწყო თეფშზე,მეც მათთან ერთად წასვლა რომ შემომთავაზა.
ისე ვიუარე,არც არავის გაუპროტესტებია.
გუდა-ნაბადი ავიკარი და ფეხით დავუყევი დაღმართს.
ჩემს მაღაზიას გვერდს რომ ვუვლიდი,
ისე "დავამუხრუჭე" კვალი დავტოვე..
პარკინგთან ნაცნობი მანქანა რომ
ეყენა,ეს გონებამ სალაროსთან აღიქვა,შალიკიანი რომ
დაინახა.
უდიდეს სივრცეში ლამის გული შემეხუთა,
გრადუსში მყოფს,ისედაც კარგა ხნის წინ ასცდა გულის ცემა საზღვრებს.
ისევ მომინდა გავმქრალიყავი,
სტენდებში ჩავკარგულიყავი და მას არ დავენახე.
საკუთარ თავში ჯერ კიდევ არეული,იმასაც ვერ ვიაზრებდი,რატომ გავურბოდი და თან ვერ.
მალრბოლოსთან ერთად, წვრილი პარლამენტი რომ იყიდა,გულში რაღაცამ მწარედ გამკრა.
ჯერ კიდევ გასასვლელთან ვიდექი და ვერც მაშინ დავიძარი,რომ მომიახლოვდა და ისევ ისე გამიღიმა, როგორც მაშინ..
-იქ დარჩენილი მოგიწიე,ბოდიში.-კოლოფს მაწვდის და გასვლამდე ისევ მიბრუნდება.-არ შეეჩვიო რა,იდა..
წავიდა.
ან მოსვლარაღა იყო?!
ან ეს თხოვნები?!
ვიგრძენი,ორგანიზმიდან მთლიანად განიდევნა ალკოჰოლი,მისი ადგილი ადრენალინმა ჩაანაცვლა..
მან დამინახა,
თან როგორ?!
სულ ავირიე,
სახლამდე მისვლაში ორი ღერი ისე მოვწიე,
მის თითოეულ ნაპასს
ვგებულობდი.
აღელვებისგან ყელი ისე მქონდა გამშრალი თამბაქომ სულმთლად ჩამიხეხა.
გული კისერში მიცემდა და ვერ ვგრძნობდი თავს კარგად.
ქაოსში ისე სწრაფად გადავეშვი,
ის ღამე და,
მომდევნო ორი,ვეღარც ამოვყვინთე.
საერთოდ აღარ გავსულვარ გარეთ,
საკუთარ თავში დაჭერილმა ორმა საწინააღმდეგო გრძნობებმა ძალიან დიდ გაუგებრიბაში გამხვია..
___
-ძალიან მინდა,სამყარო იქცეოდეს რომმიზეზი მოძებნო..-დილით სალო მაღვიძებს,ისეთი სახეაქ,კარგი არ მელის.-არ გრცხვენია მაინც?ისე მიყურებ,თითქოს შენ არ იყავი სამი დღე რომ დამივიწყე..-იბუსხება და საწოლის ბოლოში ჯდება,პარალელურად გარდერობის სარკეში ფოტოებს იღებს.
-სალო,ცუდად ვიყავი.-თვალს ვარიდებ და თხელ ხალათს ვიცმევ,დილის ათი საათია,სახლში მარტო ვართ.სამზარეულოში გათიშული გავდივარ და ყავას ვიმზადებ.
ჟურნალისტს სამი კოვზით.
მეშინია,დიაბეტი არ დაემართოდ..
-თათიაც მოდის,გაუმზადე.
-გრილი არუყვარს.-მომენტალურად ვპასუხობ.
სალო ვერასდროს ამჩნევდა ასეთ დამახასიათებელ ჩვევებს.
ამის ექსპერტი მხოლოდ მე ვიყავი..
დათი მაგალითად ყოველთვის ერთი ხელით მართავდა ავტომობილს.
თოკო როცა ბრაზდება,ხელებს ყოველთვის ჯიბეებში იწყობს.
სალო საერთოდ მოსიარულე ჩვევებია..
-აბა ,რა მოხდა? რომელი ვირუსი შეგეყარა,შალიკიანინი?-ისე მოულოდნელად ატრიალებს თემას, ცხელი ყავა მცდება და ხველა მიტყდება.
-დახჩობა მდივანი უტვინობისთვის..-გვერდებში გაშლილ ხელს მირტყამს,ჩემს ამოსუნთქვას სცდილობს თუ გალახვას, ვერ გეტყვით.
-ჩამელეწა ნეკნი სალომე,მეყო.-წარბებს ვკრავ და სულ ვაქცევ ყავას,
აივანზე გავდვარ.
კოლოფში ორი ღერია დარჩენილი,არ მინდა გათავდეს,
სალო თამბაწოთი რომ მხედავს, თვალები უფართოვდება.
-ასე რომ დათიმ დაგინახოს,ხო იცი როგორ ეწყინება..-ცოტა იმედგაცრუებული ტონი ერევა ხმაში.
მე ვუკიდებ.
მეორე ნაპასზე უკვე თავბრუ მსუბუქად მეხვევა და ვდუნდები.
სიმძიმე მეხსნება მხრებიდან და ოდნავ ვთავისუფლდები.
თუმცა, რამოდენიმე წამით.
ბინიდამ შალიკიანი გამოდის და,რაღაც ღვთიური ძალებით,ზუსტად ჩემი აივნისკენ იხედება.
მსუბუქად ეღიმება და თვალს მიკრავს.
მე ვკვდები..
სანამ ის ავტომობილში ჯდება,ძრავს და მიდის, ფერი საერთოდ აღარ მაქვს.
-მასე არ დარჩე მდივანი.-წარბაწევით მიყურებს სალო და ოთახიდან გადის,
კარზე ზარია,თათუ მოვიდა.
___
-აგვისტოს თემა მოსახოდია..-თოკა მოვიდა იდეებით.
დილა ისე გადავლახეთ,საერთოდ არ გვისაუბრია ჩვენს თემებზე,
არცერთი არ ვიყავით ამის ხასიათზე.
-ზაფხული ისე გავიდა,ვერსად ვიყავით.სანამ სწავლა დაწყებულა,ერთი ჩვენებური ტური არ დავგეგმოთ?!-დივანზე თათუს გვერდით ჯდება.
დათი დღეს ვერ მოდის,საქმეებზე ვარო.
იურისტი ისე გაინაბა,ლამის გაქრა.
სალო ალმაცერად მიკრავს თვალს და ეღიმება.
თოკო თათის ხელს იღებს და მისაში იქცევს.
ჩვენი გაფაქტულობები რომარა,ალბათ,არც არასდროს მივაქცევდი ამას ყურადღებას,
ზოგადად,ჩვენს შორის თოკო ყველაზე თბილი იყო.
მაგრამ,ახლა,სასიამოვნოდ მეღიმება და თათუს თვალებიდან დიდ სითბოს ვუგზავნი.
-სულ ხუთი დღე გვაქვს,ბოლო ორი წელი დე ვიტამინის ნაკლებობას განვიცდი და,
ზღვაზე ხომარ წავსულიყავით?!-სალო მეხუთე ფინჯან ყავას იკეთებსდა პარალელურად ვახშამს გვიმზადებს.
ჩემიდან,მასთან გადავედით შუადღის მერე.
დღეს მარტო რჩებოდა.
მარტივად ვეთანხმებით.
ვიგეგმებით და გვიან მოსულ დათოსაც ვაფრთხილებთ.
შუაღამემდე ვიშლებით.
სალოსთან მხოლოდ მე ვრჩები და იმ ბოლო ღერსაც მის აივანზე ვეწევი.
ძილს აზრი აღარ აქვს, გამთენიისას სახლში უნდა წავიდე, ბარგი ჩავალაგო და, თავისუფლების ბოლო ხუთი დღე დავაგვირგვინო.
____
შვიდი იკიდებდა ფეხს,სადარბაზოდან რომ გამოვედი.
ოდნავ გრილოდა,ფეხს მოვუჩქარე და სახლამდე დაღმართს დავუყევი.
ბინამდე ნაბიჯებს ვითვლიდი,მოსახვევში ავტომობილი მაღალი სიჩქარით რომ შემოიჭრა და მომენტალურად დაამუხრუჭა.
მოულოდნელობისგან გავხევდი.
მანქანიდან შალიკიანი გადმოვიდა,
ძალიან ცუდად გამოიყურებოდა,მთლიანად დასვრილი იყო და ხელი არაბუნებრივად ჰქონდა.
ამან უფრო დამაშინა.
სულ წამით შემომხედა,არეული მზერის მიღმა ძალიან ბევრი რამე დავიჭირე,
თუმცა,
გააზრება ვეღარ მოვასწარი.
რეალობას რომ დავუბრუნდი,იქ აღარ იყო.
მანქანა დაუდევრად ჰქონდა გაჩერებული და ძრავაც ჩართული იყო.
გავიჭედე.
ვერ ვხვდები რა ვქნა,
როგორ მოვიქცე.
გულისა და გონების ორი რადიკალური გადაწტყვეტილებიდან უარესი ამოვირჩიე და ისე,რომ შედეგებზე სულარ მიფიქრია,
გასაღებით ხელში,
ხუთ წუთში,
ჯაბა შალიკიანის კართან ვიდექი.
შეღებულმა კარმა კიდევერთხელ დამარწმუნა, რომ რაღაც ცუდი მოხდა.
აღარ მიყოყმანია.
ღია კარებიდან ფართო მისაღებში გავედი და დივანზე ფერწასულ შალიკიანს წავაწყდი.
დასვრილი მაისური გაეძრო და ცალი ხელით მეორის დაფიქსირებას სცდილობდა.
არშევმცდარვარ,ხელი მართლად ნატკენნი ჰქონდა და არც თუ მარტივად.
არ ვიცი რატომ,მაგრამ,წამითაც არ გაკვირვებია ჩემი იქ გამოჩენა.
მხოლოდინტერესიანი თვალებით მაკვირდებოდა და ჩემს ემოციებს სახეზე კითხულობდა.
-იდა!-შორიდან მომესმა მისიხმა,
გასაღები ჯერ კიდევ ხელშიმეკავა და ისევ ოთახის შუაში ვიდექი.
მის მზერას როგორღაც გავექეცი და ორგანიზმმაც მოძრაობა გაანაახლა.
გასაღები საჟურნალე მაგიდაზე დავდე და მივუახლოვდი.
საერთოდ არ ვიცოდი რა უნდამეთქვა,
ან,საერთოდ,რა იყო სათქმელი?!
ფიქსატორი ჩამოვართვი და მის მორგებაში დავეხმარე.
მასთან ასე ახლოს პირველად აღმოვჩნდი.
უზადონაკვთებში ჩამალული უფსკერო სფეროები ძალიან ბევრ რამეს ყვებოდა,თუმცა,მისი მოსმენა არ შემეძლო.
რომარა ფორსმაჟორული სიტუაცია,ალბათ,მისი მამაკაცური ნაკვთები და მოხდენილი,ნავარჯიშები ტანი გონებას აუცილებლად ამირევდა,
მაგრამ,
ახლა,
მისი ჯანმრთელობა მექცა რატომღაც პრიორიტეტად და რაც კი რამ ვიცოდი,რისი საშუალებაც მომეცა,
ისე დავუმუშავე სახეზე,ხელთან ერთად,მცირე ჩაქცევები.
სრულიად არაფერი თქმულა იმ წუთებში ჩვენშორის.
მხოლოდშემომსვლისას მისი "იდა" და გასვლისას თვალებით ნათქვამი "მადლობა".
ისე ჩავლაგდი და ისე წავედით ზღვაზე,
გონებიდან წამითაც ვერ მოვიშორე ის ნახევარი საათი.
____
-ძაან ხშირად დაფრინავ ამ ბოლო დროს და, არ მონდა, უპილოტო თვითმფრინავში იჯდე, იდა.-მეორე დღეს ვითვლიდით ბათუმში ყოფნისას,თოკიმ აივანზე, წვრილი პარლამენტით ხელში რომ გამომიჭირა..
ნახევრამდე დაყვანილი ღერი ამართვა და ძლიერად მოქაჩა.
მე და თოკომ რომ დავიწყეთ,მაშინ,არც სალო არიყო ჯერ და არც თათუ.
ჩვენი ურთიერთობა იმაზე მეტს ითვლიდა ვიდრე დანარჩენის და, ღმერთი მაპატიებს,ალბათ,ის რომ მიყვარდა?!-ისე,არ ვიცი..
თათუს ხო ყველანაირად ესმოდა ჩემი,მაგრამ,
თოკო?!
თოკო სულ სხვა იყო..
მეღიმება,ასე შესამჩნევად თუ დამეტყო,არ ვიცოდი.
დამთავრებამდე,ბოლო ნაპასს მიტოვებს და მზერას არ მაცილებს.
-ვინ არის?!-მოკლედ და კონკრეტულად,პირდაპირ მისვამს კითხვას და თვალები ინტერესით ევსება.
-შალიკიანი,თოკო,ჯაბა შალიკიანი.-რაც კი ემოციები მქონდა დაგროვილი,ერთიანად ამოვაყოლე მის სახელს და გვარს.
ინტერესი სიბრაზემ და გაუგებრობამ დაფარა.
ნერვიულობა დაეტყო და ხელები ჯიბეებში ჩაიწყო.
წუთები თავჩახრილი იდგა და ვგრძნობდი,იმმომენტში, ჩემი დანახვაც კიარ უნდოდა..
ვერ გეტყვით რატომიყო ასეთი მომთხოვნი..
როცა საქმე მე მეხებოდა,მაქსიმალისტი ხდებოდა..
ალბათ,ჯაბას სახელი არ აძლევდა იმის საშუალებას, რომ ეს ყველაფერი შედარებით მსუბუქად მიეღო.
-რამე მითხარი,თორნიკე.-ნერვები დამაწყდა.
-სანერვიულო არაფერია,მითუმეტეს საფიქრალი, ყველაფერი მხოლოდ ჩემ თავში ხდება და არა,კონკრეტულად.
წესიერადაც არ ვიცნობ.
ეგ კიარა,საერთოდ არ ვიცნობ.-უკონტროლო თავის მართლება დავიწყე,სანამ რამეს მეტყოდა, მეორე ღერიც ჩავამთავრე.
-დროის საკითხია იდა.
თუ რამე დაიწყება,ვეღარაფერი შეაჩერებს..
ძალიან ბევრი რამე მოხდება,ერთბაშად და წამლეკავად.
ყველაფერი ამოყირავდება.
-ისე ამომხედა,მერჩივნოდა,სულარ მეთქვა მისთვის რამე.
-სანერვიულო არაფერია თოკო.-სუსტად ვუპასუხე.
არ ვოყავი საკუთარ თავში ბოლომდე დარწმუნებული და, ამას,მას მითუმეტეს ვერ გამოვაპარებდი.
იმ დღეს, საერთოდ არ მეგონა,თორნიკეს ნათქვამი წინ თუ დამხვდებოდა...
საერთოდ,
მას შემდეგ,ძალიან ბევრჯერ მოგვიწია მხოლოდ ჩვენ ღამეების გათენება,რომ როგორმე,ჯებირებში ჩავმჯდარიყავი..
____
ერთი კვირა იყო დარჩენილი სასწავლო წლის დაწყებამდე.
იმ დღის ჩამოსულები ვიყავით ბათუმიდან,
საღამო ხანი იყო.
ერთი საათის დაშლილები ვიყავით და,
ენერგია გამოცლილი,უაზროდ ვუყურებდი ტელევიზორს.
ბარგი ამოულაგებელი ჯერკიდევ შემოსასვლელში მეგდო და იმის თავიც არ მქონდა,საძინებელში გამეტანა.
რაღაცნაირად,უსაშველოდ დაღლილი ვიყავი და,
კარზე კაკუნსაც უხასიათოდ შევხვდი.
ზღურბლთან ლურჯებში ჩაცმული კურიერი რომ დამხვდა,გამიკვირდა.
რაც გადმომცა,იმან კი, სრულიად შეცვალა ჩემი ხასიათი.
სანამ გონება კითხვებს ამომიტივტივებდა,
მთელ ოთახში გიჟივით დავრბოდი და ბოლო ხმაზე ვკიოდი.
პატარა,ცუცქნა,ოქროსფერი სიღუნღულე ისე მიყურებდა,ალბათ,
დალაგებული სულ არ ვეგონე.
სირბილმა რომ დამღალა,სიყვარულის ბურთს ვეტაკე და იქამდე ვეხუტე,სანამ შეწუხებულმა წკმუტუნი არ დაიწყო.
-შენ საიდან გაჩნდი ჩემთან ა?!-მუხლებზე დავისვი და ლამაზ სახეზე აბურძგნული ბეწვი გადავუსწორე.
-ლაქი რომ დაგარქვა ხომარ გეწყინება?!-ჭკვიანი თვალები ისე უბრწყინავდა,ვეღარ მოვითმინე და,ისევ ჩავიხუტე.
სულ ცუცქნა იყო, გაშლილ ხელის გულზე მეტეოდა.
-ხომ არავინ წამართმევს შენს თავს ლაქი?!
ხომ ჩემთან იქნები სულ?!-ოქროსფერ ღუნღულებზე ვეფერებოდი და ისე მომდიოდა ცრემლები ვერ აგიღწერთ.
საერთოდ,რა მატირებდა,არ ვიცი..
ვიღაცამ,სადღაც,ზუსტად იცოდა ჩემი ოცნება და ეს ისე მოულოდნელად ამიხდინა,საერთოდ წარმოდგენაც კიარ მქონდა.
-საიდან გაჩნდი აქ, ლაქი?!
____
-მანჯავიძე ზურას მაგის ტვინი სადააქ,ეგ რომ მოეფიქრებინა?!-იდეებისა და დასკვნების დედოფალი ფორმაშია დილიდან,ყავიან შაქარს სვამს და თათუსთან ერთად განიხილავს,თუ საიდან გაჩნდა ჩემს ბინაში ლაქი.
მე ისე მყავს ოქროსფერი გორგალი ჩახუტებული,მასაც და მეც სუნთქვა მიჭირს და,ოდნავ ვუშვებ მკლავებს.
კისერში მადებს ცუცქნა თავს და მალევე ეძინება.
-მდივანი,თავი მომჭერი,ეგ თუ ჯაბა არიყოს,შალიკიანი.-იმხელაზე იყვირა წუთის შემდეგ სალომემ,ლაქი ლამის გამივარდა შიშისგან.
-ცოტა ხმადაბლა ვერიყვირებ?!გაეღვიძა.-მის აზრს გონებაში ეგრევე ვბლოკავ,ყველაზე მეტად და,ნაკლებათ,ალბათ,მისგან რომ იყოს ლაქი,ის მინდა.
გვიანობამდე გაგვეწელა მარჩიელობები.
სალომ მის მკითხავსაც კი დაურეკა,თუმცა,პასუხში,რატომღაც ყველა დარწმულებულები ვიყავით.
მოლოდინები მაშინ გამართლდა,გვიან ღამით,გოგოების გასაცილებლად ლაქიც რომ გავიყოლე მეგზურად.
მაღაზიიდან გამოვდიოდი,ზუსტად იმ ძელსკამთან ჩამომჯდარი,ჯაბა რომ დავინახე.
ამჯერად მარტო და,ხელში ნახევრად ჩამწვარი თამბაქოთი.
მარჯვენა ისევ დაფიქსირებული ჰქონდა.
გვერდის ავლაც არ გამოდიოდა,
გასაქრობად არც გარემოება მიწყობდა ხელს და არც შესაძლებლობები.
ხელებში მოქცეული
ლაქიც ისეთი ძალით იწევდა მისკენ,ძირს როგორც კი დავსვი,მომენტალურად მისკენ გაიქცა და ფეხებთან ჩამოუჯდა.
ისეთი სითბოთი აიყვანა,მომენტალურად მივხვდი,ვის ეკუთვნოდა საჩუქარი.
ნელი ნაბიჯებით მივუახლოვდი.
თავის დაკვრით,უხმოდ მომესალმა და ლაქისთან თამაში განაგრძო.
-ჩემი მთელი ცხოვრების ოცნება იყო..-ისე ბუნებრივად წამოვიწყე,ვეცრ გავიაზრე.-მადლობა!-თავი დავუკარი და,აჩქარებული გულისა და არეული ფიქრების დასაწყობად,უფრო კი,დამუხტული გარემსგან თავდასაღწევად,თამბაქოს გავუკიდე.
წამით გამომხედა,როგორც ყოველთვის,მის დაშიფრულ სფეროებს ვერ გავუგე..
-რა დაარქვი?-ისეთი ხმა ჰქონდა,მომენტალურად დამაყარა ელვამ ტანზე..
ინსტიქტურად ვუპასუხე,ჯერ კიდევ მის ხმაზე და,რეაქციაზე ვფიქრობდი,აშკარად რომ შემეტყო.
გადაშლილი წიგნი ვიყავი,თათუ ამას ხშირად მეუბნებოდა და ზუსტად ვიცი,
ჯაბა ასოასო კითხულობდა სახეზე რეაქციებს..
ხელში თითქმის ჩამწვარი ღერი ფრთხილად გამომართვა და ურნაში ისროლა.
-ძალიან ლამაზი გოგო ხარ იდა და ეს,ყველაზე ნაკლებად გიხდება.
-ისეთი მშვიდი ტონიაქ,ვერც ვეწინააღმდეგები..
სულ მალევე წამოვედით,სადარბაზომდე მას ჰყავდა ლაქი,ფრთხილად გადმომისვა მკლავებში და ოდნავ შესამჩნევად გამიღიმა.
-გვიან ლაქის იმედად სეირნობა საშიშია იდა,იმაზე ცუდი სიტუაციაა ახლა,ვიდრე მე დავტოვე.
ფრთხილად იყავი,კარგი?!
და,იმდღისთვის მადლობა..
რაც შენ გააკეთე,იმას საფასური არ აქვს..
-სანამ შევიდოდი,მომიბრუნდა,თვალი ჩამიკრა,ავტომობილში ჩაჯდა და,იმ ღამეს,აღარ დაბრუნებულა.
გათენებამდე ვიჯექი სარკმელთან,
დიდხანს ვაკვირდებოდი ცარიელ ქუჩას,
თურმე,რა საინტერესო ყოფილა ღამით ფიქრები.
როცა ირგვლის არავინ გდარაჯობს და იცი,რომ გათენებისთანავე,მზის სხივები წაიღებს გონებაში გავლებულ პატარპატარა ოცნებებს..
____
ისეთი მუხტით დაიწყო სასწავლო წელი,ამოსუნთქვის საშუალებაც კი აღარ მქონდა.
პირველივე დღიდან გვიანობამდე ლექციები და სახლში გადაღლილი მისვლა.
ერთი კვირაც კიარ იყო გასული 15 სექტემბრიდან,იურისტი,ჟურნალისტით და, ორი ეკონომისტით რომ დამადგა თავზე,შაბათ დილას.
ლაქი მეწვა გვერდით და ისეთი ჭ....ტვა შეიქმნა, უკმაყოფილომ აგვიკლო ყეფით და,ყველამ ერთად მაიძულა დილას 10 ავმდგარიყავი.
დედა,როგორც ყოველთვის,მაცივარზე წერილით მემშვიდობებოდა...
სამზარეულოში ვისხედით,ბარის სკამებზე.
ყავას თოკო გვიმზადებდა,
სალოს მთელი ქალაქის ახალი ამბები ტელეფონის ნოუთში ჰქონდა ჩაწერილი,რომარ დავიწყებოდა და,ნომრების მიხედვით გვიყვებოდა ყველაფერს.
დათი ნახევრად უსმენდა.
საერთოდ,ისიც ჩემს დღეში იყო-ნახევრად ეძინა.
თათუს დიდად არუყვარდა ინფორმაციების გაცვლა-გამოცვლა,უფრო მნიშვნელოვანი საქმით იყო დაკავებული-ექსპონატის შეფასებით.
ნატურა ვინიყო,ხვდებით ალბათ-გაზქურასთან მდგარი თოკი.
თითქმის აღარც ვუსმენდი სალოს,ნაცნობი სახელი და გვარი რომ აღიქვა გონება და აქ, მთლიანად გამოვფხიზლი.
-შალიკიანი ერთი კვირის წინ დაუკავებიათ და ჯერ კიდევ არუშვებენ,არადა,ვერც ვერაფერს უმტკიცებენ,მანჯავიძე ზურაა რაღაცაში გარეული,სასტავებში დარბის და ჯაბას გათავისუფლებას თხოვს ყველას-პროკურორიდან დაწყებული-ზევით რომ ხალხია,მათი დამთავრებული.კულუარებში დიდი სჯაბაასია,ყველა ვისაც რამე გაეგება,ზურასკენ იშვერს ხელს თვითონ ჯაბას გამოკლებით.
მოკლედ,ვისი ვისაშია,უკაცრავად თქვენთან,მაგრამ,მე მაგალითად ვერ გავიგე.
მონოლოგს ასრულებს კმაყოფილი და გვიან ახსენდება,ეს ამბავი ასე რომარ უნდა ეთქვა.
სახეზე ფერი თუ მადევს,არ ვიცი..
თორნიკე ნერვიულად იწყობს ჯიბეებში ხელებს და ჯიქურ მიყურებს.
საერთოდ,იმ წამს,ოთხი წყვილი თვალი დამფრთხალი აკვირდება ჩემს რეაქციებს.
ვგრძნობ,როგორ ვიცვლი მიმიკებს.
მანჯავიძე ზურა აღარ მინდა არსებობდეს,
ბოღმა კისერში მიჭერს და გაჭირვებით ვყლაპავ სიმწრის ცრემლებს.
ერთმანეთში გაცვლილი მადლობებიდან,მთელი კვირა,კორპუს-კორპუს ვაკვირდებოდი და,რომ ვეღარ ვამჩნევდი,გული ისე მეწურებოდა,ახსნას ვერ ვუძებნიდი..
სულ ხომ არაფერი არიყო ჩვენს შორის,
რამოდენიმე შეხვედრისა და,ორი სიტყვის გაცვლის გარდა,მაგამ,ისე დამაკლდა,ვეცრ აღვიქვი რაციონალურად.
უბრალოდ,ვიცოდი,რომ მაკლდა.
მორჩა და გათავდა.
მიზეზები აღარ მიძებნია,მხოლოდ მის სილუეტს დავეძებდი ნაცნობს ადგილებში..
-გამოუშვენებ,როდემდე ეყოლებათ უსაფუძვლოდ დაკავებული.-თითქოს,მხოლოდ ჩემს გასამხნევებლად ამბობს თათუ,არადა ხო ვიცი,თუ რამე უნდათ,ბოლომდე მიჰყავთ..
დათიმ იმ დღეს გაიგო,რომ ვეწეოდი და,ალბათ,რომარა ჩემი არაადამიანუტი სახე,ძალიან ვიჩხუბებდით.
საერთოდ,ძალიან გულგრილად უყურებდა ჩემს ღამის თენებებს და გაფანტულობებს აქამდე,
ახლა,ისიც,ნერვიულობას აეტანა და,როგორ გავემხნევებინე,აღარ იცოდა..
ყველამ გადავათენეთ ის ღამე..
ლაქი ალბათ გრძნობდა და,აღარ მცილდებოდა.
თათუ ძალიან ღრმად ფიქრობდა და,მეც კი ვერ ჩავწვდი მის მზერებს.
სალო ჯერკიდევ მის თავს ადანაშაულებდა.
დათი მას აწყნარებდა..
თორნიკე?!
ალბათ ხვდებით-თვალმოუცილებლად მიყურებდა,ჯიბეებში ხელჩაწყობილი,გამკიცხავი,იმედგაცრუებული,მაგრამ,ყველაფერთან ერთად,იმედისმომცემი მზერით.
____
მთელი კვირა გავიდა,იმ ღამიდან.
ბიჭებიდან რაღაცებს ვგებულობდით,მაგრამ,არ მყოფნიდა..
საქმე ისე წავიდა,სალოცკი ვეღარაფერს არკვევდა,რატომღაც,ყველა ერთიანად ჩაჩუმდა და,მანჯავიძეც საერთოდ აღარ ჩანდა.
უნივერსიტეტიდან მოვდიოდი,ისე შემაგვიანდა,მეშინოდა და ლამის მივრბოდი.
გაჩერებას სანამ
მივუახლოვდებოდი,პარკინგზე ნაცნობი მანქანა დავინახე..
საგრძნობლად შემაქანა.
დაფარული მინებიდან საერთოდ ვერადერს ვხედავდი,თუმცა,მაინც ვგრძნობდი,ფარები,რომელიც რიტმულად,წამში ერთხელ ციმციმებდნენ,მე მიხმობდნენ.
რამ შემმატა ძალა,ვერ გეტყვით,ისე ჩავჯექი ავტომობილში,ბოლომდე მჯეროდა,შალიკიანი იქნებოდა.
თუმცა,მის მაგივრად,ორმოც წლამდე,შევერცხლილ ახოვან მამაკაცს დაეკავებინა მძღოლის სავარძელი და უემოციო,არაფრისმთქმელი თვალებით მელოდებოდა,როდის მოვიდოდი აზრზე.
უხმო მისალმებაზე,თავისდაკვრით ვუპასუხე.
ისეთი დაძაბული ჰაერი იყო,სუნთქვა მომენტალურად გამიჭირდა.
უცნობმა,მისი დაკვირვების საშუალება აღარ მომცა,
მანქანის გასაღები და პატარა ბარათი გადმომცა.
მანქანიდან გადავიდა და,მოსახვევში გაუჩინარდა.
დიდხანს დავყურებდი ხელებში მოქცეულ ამანათს.
მთელ სხეულში უამრავ ემოციას დაეკავებინა ადგილი და,ვის,სად,როგორ მივყავდი,ვერ ავხსნი.
საშინელ გაუგებრობაში ვიყავი,თუმცა,არა შეშინებული..
"არაფერი პურადული..
ღამით რომაღარ შეგეშინდეს და,მეც რომ მშვიდად ვიყო,მხოლოდ ამისთვის.."
ალბათ,საათის ნახევარიც გავიდა,ბარათის გახსნა რომ გადავწყვიტე...
წაკითხულმა დიდხანს გამთიშა..
მერე,მარტო ის მომაფიქრდა,თოკოსთვის რომ დამერეკა და,
კიდევ ნახევარ საათში,სახლში,ჩემსოთახში ვიჯექი,ცხელი ჩაით და,
თოკოს ვუყურებდი,
რომელიც,მოსვლიდან,თვალს არ აცილებდა ჯაბას წერილს.
-იწყება იდა..
მხოლოდ ეს მითხრა..
ორად ორი დიდაზროვანი სიტყვა..
რას გულისხმობდა,მაშინ საერთოდ არ მქონდა ამის განსაზღვრის თავი.
მერე მივხვდი,
ყველაფერი ისერომ ხდებოდა,როგორც მაფრთხილებდა..
____
-ნუში გაგიჟდება,ამხელა ჯიპს ჯიბეში ვერ ჩაისვამ..-მთელი შემადგენლობა დამადგა ისევ თავზე,ამჯერად,დათის კუპეში ჩავსხედით და სალოსთან ავედით,დედა სახლში იყო და,თავისუფლად ვერ ვილაპარაკებდით,ჯერჯერობით.
-ნუშიზე დიდი პრობლემაა აქ სალომე.
ამ პრობლემას სიარულიც შეუძლია,სუნთქვაც და,მისი ცხოვრების თავდაყირა დაყენებაც.-დათის ყელში ამოდის მისი "აპრავდენიები" და ცოტა უხეშად გამოსდის.
ჟურნალისტი გვებუტება და იმ დღეს,ამ თემაზე საერთოდ აღარ გვერთვება.
სამაგიეროდ,თათუ ყველას სანერვიულოს ნერვიულობს.
არ იმჩნევს,არ გამოხატავს,თუმცა,მაინც ვხედავ მის თვალებში სევდას.
გულწრფელად ვიღლები უკვე ამდენი უსაფუძვლო ტრაგიზმით და,საშველად თოკოს ვეძებ თვალებით.
-დრამას წინასწარ ნუ ვდგამთ,ვნახოთ,რა მოხდება..-ლაკონურად უჭრის ჩემი მაშველი ყველას და,იმ დღეს ამით ვასრულებთ.
დათი სალოს დიდი ტორტით ირიგებს,
მე,თოკო და თათუ ფეხით მივდივართ სახლამდე და,
ჩემს კორპუსთან ვემშვიდობებით.
შესახვევამდე ვუყურებდი ხელიხელჩაკიდებულ წყვილს.
მათგან იმდენად დიდი სიმშვიდე მოდიოდა,მეც გადმომედო და,
ოდნაც მოვეშვი.
სულ მოკლედ რომ მოვჭრა,
სალოს საყვარელ ფრაზას გამოვიყენებ,
ჩათრევას,ჩაყოლა ვარჩიე..
იმ დღის მერე,მთელი თვე,სანამ,ისევ რამე შეიცვლებოდა,
ჯაბა შალიკიანის ავტომობილს იდა მდივანი ვმართავდი..
რატომღაც,ეს თვე დედას ისე გამოეპარა,არ მჯეროდა.
სალოს ნაწინასწარმეტყველები ნუშის გაგიჟებები იგვიანებდა...
____
ისევ გამოცდები და,ისევ,უკიდეგანო გადარბენები დამეწყო.
ისევ ვერ ვნახულობდი ვერავის ერთ საათზე მეტს და,ახლა,ეს,უწინდელზე მეტად მიჭირდა.
უნივერსიტეტიდან გამოვდიოდი,დათიმ რომ დამირეკა,
ჩემთან ამოდიან და,გელოდებიო.
კონსპექტები უკანა სავარძელზე გადავდე და გზაში სალოს გავუარე.
თათუ თოკოსთან ერთად,უკვეიქ იყო.
რაზე არ მელაპარაკა მისვლამდე,მაგრამ,რაღაცას რომ
მალავდა,მაინც მივუხვდი.
საღამოს ეს ახალი ამბავი,ზურა მანჯავიძისგან რომ გავიგე,
თითქოს ის ხიბლი დაეკარგა,რაც უნდა ჰქონოდა.
საერთოდ რა უნდოდა,იმ დღეს დათისთან არ ვიცი,
რა ქარმა ისროლა ქალაქის ბოლოდან ჩვენთან,ვინიცის.
მე რომ საერთოდ არ ვიმჩნევდი მის იქ ყოფნას,ალბათ მაგან ათქმევინა ის სიტყვები აივანზე,თუარა,არიყო ეგეთი ნასვამიც.
-შენკენ რა არის იდა ახალი,გარდა იმისა,შალიკიანის მანქანას რომ აზიხარ?!-აივანზე მოსაწევად გავედი,უკან რომ ამეკიდა.
მისმა უხეშმა ტონმა და არასწორად შერჩეულმა სიტყვამ გონებაში განგაშის ზარები შემოჰკრა,თუმცა ,თავის შეკავება მოვახერხე.
მის დაიგნორებას ვაპირებდი ბოლომდე,საერთოდ არ ვიყავი კონფლიქტების მოყვარული ადამიანი,მითუმეტეს,მთვრალთან და,მითუმეტეს,მანჯავიძესთან რა მქონდა გასაყოფი.
-კიდევ რას დააჯექი,ასეთი პატივი რომ გერგო?!-ირონიისგან სახეისე მოექცა,გულის რევის შეგრძნება დამეუფლა.
ვუსმენდი,მთელი გონებით მინდოდა კიდევ დაეშვა შეცდომები,რომ შემდეგში ჩემს გვერდით შემთხვევით გავლაც კი ვერ შეძლებოდა.
-რა მოგცა შალიკიანმა ერთ თვეში ისეთი,მე 12 წელი რომ ვერ მოგეცი?!-სახე უკვე ადამიანს აღარ უგავდა,თვალები საზიზღრად უელავდა.
გულში დაბუდებულ შიშს,თვალებში ჩამდგარ ცემლებს,ყელში გაჩხერილ სალანძღავ სიტყვებს უფლებას არ ვაძლევდი,ჯებირები გადმოელახათ.
მის აკანკალებულ სხეულს ზიზღით ვუყურებდი დავგრძნობდი,ეს უფრო ახელებდა.
-სხვათუარაფერი,შალიკიანს,შენზე მეტი ღირსებააქ ზურა.-რომვეღარ დაიკმაყოფილა ეგო,შევაჩერე.
წამითაც არ ამიწევია ხმისთვის,ტონიც კი ისეთი მქონდა,როგორც თავად.
ირონიული,სარკასტული.
-შემთხვევით,სირბილმა ხომარ დაგღალა და,მაგიტომ ხომარ ხარ ძალაგამოცლილი?!
რომიცოდე,ხმები უცებ ვრცელდება და,ვერც შენი წინდაუკან ხვეწნები დაიმალა.
ვერც ის დამალე კარგად,შენს გამო რომ არის აყვანილი და,დიდად,არც იმდენი პატივისცემაგაქ საკუთარი თავის,მადლობა შენიკაცობით გადაიხადო.
შალიკიანი რომ კაპიკების ქურდი არარის,ამაზე გამვლელიც კი დადებს თავს და შენ რო ცხოვრების არევას გაგარიდა,მადლობის ნაცვლად,ბოღმით არუნდა ივსებოდე.
ჩემგან არუნდა გესწავლებოდეს კაცური და ადამიანური ზურა,ნურც იმ ადამიანს ჩაუყრი წვალებას წყალში და,ნუღარც მე გადამეყრები გზაზე მეორედ.
-მონოლოგს გაფითრებული ისმენდა მთავარი გმირი.
აივანზე დავტოვე,სიმართლით შერცხვენილი და სუფრას აღარ დავბუნებივარ.
პირდაპირ სახლში ავედი და იმ ღამეს,ალბათ,ყველაზე უშფოთველად მეძინა..
კარებში გასვლამდე მომაძახა მოტეხილმა ზურამ,შალიკიანი ნახევარი საათისწინ გამოუშვესო.
თათუმ გვიან მომწერა,თოკოს მისი ტონი არესიამოვნა და,აქ ამბავი დატრიალდა,ბანკეტის ღამე მონაგონი იყოო.
ძალიან ცუდად გამომდიოდა,მაგრამ,გულში,ჩემიწილი სიამოვნება მაინც გამიღვივდა..
ზუსტად,ვერც იმას ვაანალიზებდი,რატომ ვიცავდი კბილებით თითქმის უცხო ადამიანს..
ალბათ,ისიც მართალია,თითქმისუცხო ადამიანები ერთმანეთთან ჩვენებურიი ისტორიებით რომარ არიან დაკავშირებულები.
სადღაც,გულის სიღრმეში ვიცოდი,ამ ყველაფერში ბედი რომიყო..
საერთოდ,ყველაფერი წინასწარ დაწერილი რომარ ყოფილიყო,რატომ უნდა გადაკვეთილიყო ჩვენი გზები ასე და,ამგვარი სისწრაფოთ?!
აქ თუ გული,სული და ჯადოქრობა არიყო,რას ნიშნავდა მისი ავტომობილის გასაღები,კონვერტი,ლაქი და,
ჩემი ერთიანად ამოტრიალებული ხასიათი?!
ბედი,აშკარაა,რაღაცას მიმზადებდა.
ეს რაღაც,მუცელში პეპლებად დაფრინავდა და გულის პულსს მიჩქარებდა.
ამ რაღაცამ,ძალიან ბევრ რამეზე შემიცვალა დამოკიდებულება და,დასაწყისიდან,დასასრულამდე,ჩემი პიროვნების სრული დეორგანიზირება გამოიწვია.
წინაზეც გითხარით და,გახსოვთ ალბათ.
სალოს საყვარელი ფრაზა და,იმწამის კიდევ ერთი მთავარი გადაწყვეტილება..
ისევ ვიღებდი ძალიან დიდ გამოწვევას..
ეს გამოწვევა,სად მიმიყვანდა,არ ვიცი,თუმცა,სასურველია..
მიზიდავს და,ანდამანტივით მახვევს მის მკლავებში..
____
გვიან გამეღვიძა..
დედა უკვე წასული დამხვდა,გამზადებული ყავა უკვე ცივი იყო..
ერთი დღე მქონდა თავისუფალი და ყველაზე მეტად,განტვირთვა მჭირდებოდა..
ისე დავადექი გზას,სახლის ფორმაში,თმა გაწეწილი,დიდად არ მიფიქრია..
ამ დროს,საერთოდ არ ვფიქრობ ხოლმე.
ადრე,ერთი ადგილი მქონდა ამოჩემებული,იქამდე სულ ფეხით მივდიოდი და,სანამ არ აცივდებოდა,ვიჯექი.
ჩემი ეს სახე სასწაულად მომენატრა..
მაგრამ,იქ აღარ მინდოდა..
სადღაც,უმისამართოდ,თუნდაც გზაზე,თუნდაც მხოლოდ ერთი საათით მინდოდა გასვლა.
ქალაქის გასასვლელთან გადავაყენე ავტომობილი და სავარძელი უკან გადავწიე.
სალონში უკვე გაცრეცილიყო მისი არომატი,ჩემსას მთლიანად დაეფარა..
ეს ადვილად შევამჩნიე ორი კვირის წინ,როცა ავტომობილში ჩაჯდომისას ავტომატურად ვერ გავიღიმე..
თამბაქოს მონატრებულად მოვუკიდე და თვალები დავხუჭე.
ჭრელი,ბრჭყვიალა სფეროები რიტმულად ცეკვავდნენ გაუგებარ მუსიკაზე და საოცარ ჰარმონიას ქმნიდნენ არეულ
გონებაში.
ფიქრები სადღაც გაქრა,გაურკვევლობაში ჩაიკარგა და გონება მთლიანად მოიცვა სიმშვიდემ.
ალბათ,საათის მერე,ბუნებრივად რომ გამეღიმა,მერე აღვიქვი მომხდარი ცვლილება,თუმცა,იქ და იმ წამს,თვალების გახელა არ ღირდა..
ჰაერში დატრიალებული დომინანტი არომატი ფილტვებს ჟანგბადით მივსებდა და,სიმშვიდის განცდასს მიტოვებდა.
მერე,ვეღარ მოვითმინე და,ფრთხილად გავახილე თვალები..
თვალდახუჭული,თბილი სახით,დაღლილი ნაკვთებით იმდენად მიმზიდველი ჩანდა,გული ვეღარ დავიმორჩილე და,ალბათ მასაც ეამოდა აჩქარებული რიტმი.
ის რომის წინ სიმშვიდეს ინაწილებდა,სულში სასიამოვნოდ მომედო და გამაღიმა.
-საოცარი ღიმილი გაქვს.-ისე მითხრა,თვალები არც კი გაუხილავს..
ოდნავ დაბნეულობას განვიცდიდი,თუმცა,შექმნილი სიტუაცია კომფორტის ზონას არ სცდებოდა.
-დაღლილი მეჩვენები..-მინდოდა სახელით მიმემართა,მაგრამ,ყელიდან ვერამოვუშვი.
იოგებში ჩაიკარგა..
ხმაში ნაღველი ისე გამრეოდა,ამას ვერც კი დავაკვირდი.
-ძალიან დამღლელია როცა ერთიდაიგივეს გავლა გიწევს ძალიან ბევრჯერ..
ამაზე დამღლელი იმის ცოდნაა,როცა იცი,არასდროს დასრულდება ეს გზა..
როცა ყოველთვის,მცირე შემთხვევაზეც კი,პირველი ეჭვმიტანილი შენიქნები და,ხართუარა გასვრილი,მაინც ისვრები და ყელამდე ხარ.-ხმაში სიმშვიდე არ დაკარგვია,თუმცა,მის სახეზე იმხელა გულწრფელობა იკითხებოდა,გამაჟრჟოლა.
სიგარეტს მოუკიდა,ისე გადმომაწოდა,არ შემოუხედავს,მთლიანად ივსებოდა მისი ნაწილი.
-დღეის შემდეგ გადავაგდოთ,გინდა?!-მრავლობითში რომ მომიხსენია,რა დამემართა ვერ ავხსნი..
თემიდან გადახვევა ბუნებრივად გამოუვიდა..
ის,რაც ტკიოდა,ამოთქვა დაიქვე დატოვა..
თუმცა,გულში რაღაც,მძიმედ რომ მაწვა,ის კითხვა მაინც დავუსვი..
-მანჯავიძესთან რა მოხდა?
გამომხედა.
მუქი მწვამე,ხავსისფერი თვალები ჰქონდა.
ორი შავი წერტილით მარჯვენა სფეროზე.
იმდენად მომნუსხა,ვერ მოვაცილე მზერა..თუმცა,მაინც ვერაფერი წავიკითხე მასში..
-ამას შენთან ვერ განვიხილავ,ბოდიში.-მოკლედ,სუსხიანად მომიჭრა და საქარე მინას გახედა.
ვეღარ დავარღვიეთ სიჩუმე.
ის ალბათ,მომხდარზე და,მის ცხოვრებაზე ფიქრობდა..
მე მის პროფილს ვუყურებდი და მისი თვალები არ ამომდიოდა გონებოდან..
ისე დავძარი და წამოვედი,აღარაფერი თქმულა.
გზაში როლები გავცვალეთ..
ის ჩემს პროფილს უყურებდა..
მე დაუგეგმავ,განუჭვრეტელ მომავალზე ვფიქრობდი..
___
ავეწყვეთ.
რაღაცნაირად..
იმ დღის შემდეგ,ისე ბუნებრივად დავიწყეთ ლაქის წინდაუკან სეირნობა,ვეღარც მივხვდი როდის რას გეგმავდა.
ან ძალიან გვიან,ან ძალიან ადრე მიწევდა მისი ნახვა..
შუალედი ვერაფერში გამოგვდიოდა.
თათუ ისევ ნეიტრალურს ინარჩუნებდა,შვეიცარიობა წამართვა.
სალოს დამოკიდებულება მართობდა,ხშირად გვხვდებოდა იქ,სადაც მივდიოდით და,ბუნებრივად,მისებურად დაუახლოვდა მას.
დათიზე ვერაფერს ვიტყვი,არიდებდა მასაც და,ამ თემასაც თავს..
თოკოზე არ ვიცი..
ჯაბასაც ვატყობდი,მას,სხვაზე მეტად უწევდა ანგარიშს..
მის თვისებებს ყველაზე დიდ პატივს ვცემდი.
იყო ძალიან პასუხისმგებლიანი და მშვიდი.
იყო დროდადრო კუშტიც და,იყო ზღვარმოცემული ლაღიც.
იყო ყურადღებიანი და მეწვრილმანე.
დაჰქონდა გულით უდიდესი სიყვარული ცხოვრების მიმართ.
იყო მომენტები,არასასურველიც.
როცა დღეები ვერ ჩანდა და,ალბათ,მე ძალიან მტკიოდა უმისობა,თორემ,რა ამატირებდა..
ამ დროს,სხვას ვერ ვიკარებდი,თორნიკეს გარდა..
ისიც მოდიოდა,ერთად ვმშვიდდებოდით..
ხომ მეუბნებოდა,თუ დაიწყება,ვეღარ შეჩერდებაო..
მაგრამ,არასდროს,არასდროს უთქვამს ეს მაშინ,როცა მე მტკიოდა..
მამხნევებდა როგორც შეეძლო და გვერდს მიმაგრებდა.
ვამჩნევდი სხვა,უფრო მნიშვნელოვან რამეებსაც.
თავიდან ვფიქრობდი,პარანოია მეწყებათქო,
მაგრამ,
ამ დროს,როცა ახლოს არიყო,მას ყოველთვის ვგრძნობდი..
სადღაც ყოველთვისიყო ვიღაც,ვინც,საჭიროების შემთხვევაში,დახმარების ხელს გამომიწვდიდა.
არ ვიცი,სხვა თვალში როგორ ჩანს..
ჩემთვის მზრუნველობა იყო..
სხვისთვის,ალბათ ზედმეტი ყურადღება..
ამ ყველაფერში,ნეიტრალურ შეხებაში,
სეირნობაში და,სითბოში,ისე შემომელია მეოთხე თვე,რაც ფანჯრიდან,სალომ,შალიკიანი ჯაბა დამანახა,ვერც გავიგე..
დეკემბერი იწურებოდა..
ლაქი უკვე იმხელა იყო,დიდხანს ვეღარ ვიჭერდი ხელში და,მხოლოდ კალთაში ვისვამდი.
ბოლო დროს,ხშირად ვამჩნევდი დედას უცხო მზერას და,რატომღაც,გავურბოდი..
ვერ გეტყვით რისი მეშინოდა..
გარეთ უკვე ისედაც ყველა საკმარისს ლაპარაკობდა,ნუშამდეც რომ მისულიყო ამბავი..
მე უსაშველოდ მერიდებოდა..
ატომღაც არც ის მაძალებდა,მხოლოდ,ერთხელ მერე მითხრა,ნუ მომატყუებო და,მას შემდეგ,ყოველთვის იცის,ვისთან ვარ..
ახსნა არ დამიწყია და,არც მოუთხოვია.
მისგან ეს სიმშვიდეები ძალიან მაფიქრებდა,თუმცა,ყურადღება არ გავამახვილე.
დედა საკმარისად მენდობოდა,ჩემთვის მთავარი ეს იყო.
სამაგიეროდ,ნუშის საქმეს სალო ითავსებდა კვირაში ერთხელ.
გვკრიბავდა ყველას მის სამზარეულოში და დაწვრილებით იბარებდა განვლილი მასალის მსგავსად.
წერტილ-მძიმით.
ზუსტად დეკემბრის ბოლოკვირის,ხუთშაბათი დღე იყო.
უხასიათობაისე მქონდა სხეულში,სალოს კითხვები უსაშველოდ მაღიზიანებდა და,ყველა ატყობდა,მის გარდა.
მეოთხე დღე იყო,რაც წავიდა და,
ისე ველოდი მის გამოჩენას,უკვე ნერვოზი მეწყებოდა..
რომვეღარ გავუძელი მის ინტერესს,ოთახში გამოვედი.
მეორე თვე იწურებოდა,რაც აღარ ვეწეოდი.
თითქმის იმ დღეს დავასრულე.
ფეხდაფეხ მომყვა თოკოც.
სალოს ლოგინზე ფეხმორთხმით ვიჯექი თავი ხელებში მქონდა ჩარგული.
უღმერთოდ მტკიოდა თავი.
რომ ავიხედე,ზუსტად ჩემს პირისპირ,ხალიჩაზე იჯდა და რაღაცნაირად მიყურებდა.
თვალებში ძალიან ბევრი ემოცია ჰქონდა და ძალიან ბევრი მოსაყოლი.
ვინ მასწავლიდა მის თავს?!ზუსტად ის ხდებოდა,სალომ დიდი ხნის წინ რომ განჭვრიტა..
-როდის დაიწყეთ თო?-პირდაპირ ვკითხე,მიკიბულმოკიბული შორს იყო ჩვენგან.
-გუშინ.-თბილი ხმა ჰქონდა და,მზერაც დაუთბა.
-იცი,როგორ გამახარე?!-ალბათ,ვიტირებდიკიდეც,მარტო რომ ვყოფილიყავით..
საწოლიდან ჩამოვედი და გვერდით მივუჯექი.
-ხომ იცი,თათუ როგორ მიყვარს და,შენ ალბათ ვერავის გაგიტოლებ..
თქვენი ერთად ყოფნა ყველაზე ქაოტური და,ყველაზე იდეალურია,ხო ხვდები?!
რომვერ ატკენ ვიცი,შენ თუ გიყვარს,იქ ამთავრებ ყველაფერს და,მასთან სხვანაირად მითუმეტეს ვერიქნება..
თუ რამე გადატრიალება მოხდა,ღმერთს და მის თავს გაფიცებ თო,ისე გააკეთე,რომ არ ეტკინოს..
ხომ იცი,ვერ დაგკარგავ..
ვერც თათუს გავიმეტებ.
მეც გავიჭედები და,სალოც და დათიც.
იცი თათუს როგორ უყვარხარ?!
იცი მის თვალებში რა ხდება როცა გიყურებს?!
ზუსტად იმავეს მინდა ვხედავდე შენშიც,თუარადა,არ ღირს რა თო.
თუ მზად არ ხარ,ფიქრობ,რომ ვერ გაუძლებ,სანამ ჯერკიდევ მთლიანად არ დაწყებულა,დაასრულე,კარგი?!
-ყველაფერს დავთმობ,ოღონდ მას ვერა..-ისეთი გულწრფელია,ვთბები.
ოთახიდან რომ გამოვდივარ,თათუს თვალს ვუკრავ.
ეს სალოს არ რჩება და იმხელა ხმაზე კივის,დათის ყავა პერანგზე ესხმება შიშისგან.
-ეს რა დღე დამიღამდა.-თვალები გადმოცვენასააქ და,როგოც კი ხვევნა კოცნას მორჩა,ნატო დეიდას მწკრივად ჩაწყობილ სასმელებს აბრწყინებული თვალებით მიადგა-
ვინც არ სვამს,არეღირსოს არასდროს თქვენნაირი სიყვარული.-ხმამაღლა გვიცხადებს და,ვიწყებთ.
____
31 ისე დაგვათენდა,მგონი,მხოლოდ მე მივაქციე ამ ფაქტს ყურადღება.
ისეთი მთვრალები ეწყვნენ დივანზე,სიცილს ვერ ვიკავებდი.
ჩემი წამდაუწუმ ტელეფონზე დახედვები ყველას თვალში ხვდებოდა,თუმცა,ყურადღებას არ მიმახვილებდნენ.
დილის ოთხი საათი იყო,ბოლოს დროს რომ დავხედე.
დროზე მეტად,იმან უფროგამაკვირვა,თოკოს ტელეფონი რომ ამღერდა და ისე უცებ შეიფხიზლა თავი,არასდროს რომარუქნია აქამდე.
დიალოგი წუთითაც არ გაგრძელდა.
დასრულებისთანავე გადმომხედა,გამიღიმადა თვალი ჩამიკრა.
-ქვევით გელოდება იდ.
გიჟივით წამოვვარდი.
სულ არ მომიცვამს არაფერი,
სალოს უთხელესი მაისურით ვიყავი მას შემდეგ,რაც დათიმ სავსე ჭიქა შემომასხა შემთხვევით.
გულიკისერში მიცემდა..
ასეთი მონატრება პურველად განვიცადე და,
ასეთი სიხარულიც პირველობა იყო იმ წამს.
არვიცი,რამ გამამათამა ასე,
არ ვიცი,რატომ გავიქეცი ასეთი სისწრაფით მისი მიმართულებით.
ზუსტად ვერც იმას აგიხსნით,როგორ მოვეხვიე.
და,ვერც იმას აღგიწერთ,მის თვალებში რამდენი ვარსკვლავი კიაფობდა.
ისეთი სიძლიერით ვეხუტებოდი,მის გულისცემას ვგრძნობდი.
დავიფიცებ ყველაზე წმინდას,ზუსტად ისეთი რიტმული იყო მისი,როგორიც ჩემი იმ წამს.
ასწ ერთიანად,
ასე აღელვებით,
ასე დაუფარავად
არასდროს,
არასდროს არ გამომივლენია მისდამი გრძნობები და,
ისე მოვეშვი,ვერ გადმოვცემ.
საოცრება იყო იმ წამს მისი მჭიდროდ მოხვეული მკლავები და კისერში ჩარგული თავი.
მისი გრილი სუნამოს არომატი და სითბო,რომელსაც მხრებზე მაფენდა.
-როგორი მონატრება გცოდნია..-ჩუმი ხმა ჰქონდა,სითბოთი გაჟღენთილი.
ქარისგან არეული თმები ფრთხილად შემისწორა და ხელის გულები სახეზე შეაჩერა..
ისეთი თბილი იყო,რომ ვერ წარმოვიდგენდი..
გული ალბათ აღარც მიცემდა რომ დაიხარა და ძალიან ფრთხილად,ალბათ,რომარ დავეფრთხე,ტუჩებზე მეამბორა..
უპირველესი ჩვენი სიახლოვე იყო..
ჩვენი პირველი გრძნობების გამოვლინება და დადასტუება.
აქ ხომ უკვე სიტყვად თქმული ზედმეტი იყო.
ის,რასაც გამოხატავდა,იმაზე მეტი იყო,ვიდრე თქმული.
მთლიანად,
მთელმა სხეულმა,
ერთიანად იგრძნო ბედნიერება..
-ასე თხლად აღარ გამოიქცე ხოლმე რა,გაცივდები..
_____
-ალელუია,დასვენება გვეღირსაა!-დილით,ვინ თუარა,ჟურნალისტი მადგება.
მთელი თვეა თითქმის გასული მე და ჯაბას იმ წინასაახალწლო მომენტიდან.
ადრეც აღვნიშნე,რომ ყურადღებიანი იყო და,მეწვრილმანეც.
მთელი იანვარი,ისეთი დატვირთული იყო მისი კიდევ უფრო ახლოს შეცნობით,რომ დრო გამომეპარა.
მისი უნაზესი საახალწლო პირველი საჩუქარი მოუხსნელად მეკეთა ყელზე და,ვამჩნევდი,რომ სიამოვნებდა.
ცოტა არასტანდარტული წყვილი ვიყავით.
თვითონ ის იყო განსხვავებული და,სხვანაირად არც გამოდიოდა.
ძალიან იშვიათად ავლენდა გარშემომყოფების თანდასწრებით სითბოს და მეც ვეთანხმებოდი.
არც რომანტიული პაემნები ყოფილა სტანდარტული წყვილების მსგავსად.
არ იყო ის ტიპაჟი,პიჯაკსა და პერანგში გამოწყობილიყო.
მუდამ თავისუფლად ეცვა და,თითქმის არასდროს იყო მოდუნებული.
მუდამ რეჟიმში იყო და უფრთხილდებოდა აფსოლუტურად ყველაფერს.
დავდიოდით ყველგან და,თან,არსად.
ყოველთვის ერიდებოდა ყურადღების ცენტრში ყოფნას,ამიტომ,ისევ,ან ძალიან ადრე ვნახულობდი მას,ან ძალიან გვიან.
შუალედი ისევ ვერ დავიჭირეთ.
ლაქიც ზუსტად ამ დროებში შეეჩვია გასეირნებებს.
შუალედებში-რიგრიგობით გაგვყავდა ყველას.
არც არასდროს მომითხოვია მისთვის ამაზე მეტი..
მესმოდა და,ზუსტად ისე მიდიოდა ყველაფერი,როგორც ჩვენთვის იქნებოდა ხელსაყრელი.
თუმცა,მისდამი ზურგსუკან,ძალიან ხშირად,როცა ორ დღეზე მეტს გადააცილებდა მისი უხილვობა,მთლიანად ვტყდებოდი..
ვიშლებოდი ათას ნაწილად და,
როგორცკი დავინახავდი,ვიბრუნებდი საკუთარ სახეს.
ჩემს ამ მიჯაჭვულობებს არიმჩნევდა,თუმცა,ზუსტად ხვდებოდა,როგორ მიჭირდა ხოლმე უმისობა..
ამ დროს დიდხანს ვყავდი ჩაკრული გულში და უსასრულოდ ეფერებოდა ნაკვთებს.
თუმცა,ჯაბა,რომელიც ჩემთან იყო,რადიკალუტად განსხვავდებოდა იმბადამიანისგან,ვინც მისი ხალხის გარემოცვაშიიყო.
ეს რადიკალური ცვლილება იმდენად თვალშისაცემი იყო,დროდადრო,ფიქრი მიპყრობდა..
ყოველთვის ცდილობდა,მის გარემოცვას მოვერიდებინე და,ამაში ნამდვილად ვუგებდი..
ხშირად დამინახავს მის გვერდით ისეთი პიროვნებები,რომელთა ხილვა,ყოველდღიურობაში,ნამდვილად დამაფრთხობდა..
ამიტომ,არასდროს ვერეოდი მის პირადში..
ისრაც ეხებოდა მას,იყო მისი..
-მდივანი,დავბერდი.-ფიქრებიდან ისე უცებ გამოვყავარ სალომეს,წამით აზრზე ვერ მოვდივარ.
-რას ფიქრობდი ასეთს,სული რომ ვერ ჩაგითქვი.-წარბაწევით მიყურებს ეჭვებისბდედა და პარალელურად,მის საყვარელ საქმეს აგრძელებს-გარდერობის სარკეში ფოტოებს იღებს.
-ეგ შენი სატრფო თუ იცი ბაკურიანში გამოგყვება?!-ცხვირაბზეკილმა გადმომხედა და ბავშვივით დამეჭყანა.
ვერაფრით ვერ დაითანხმა სალომემ ჯაბა ვერასდროს,ჩვენ გარემოცვაში სადმე წამოსულიყო.
-ბაკურიანი როდის დაიგეგმა?!-გაკვირვებული ვდგები,რბილ,ფუმფულა ხალთში ვეხვევი და სამზარეულოში გავდივართ.
-ჯერ არც,ახლა ვწერ ბავშვებს.-თვალებში ეშმაკები უჯდება და ნახევარ საათში,სრულ შემადგენლობას გვამცნობს ახალ ამბავს.
-მამაჩემი ხო გახსოვთ,დათიკო,ანგელოზივით დედაჩემს რომ გაშორდა და ვიღაცა ოქსანა შეირთო მოსკოვებში?!-თვალი სათითაოდ გადმოგვავლო ყველას და რა დარმუნდა,რომ გვახსოვდა,განაგრძო.-ჰოდა,დათიკომ გადაწყვიტა,რომ მისი ერთადერთი შვილი ვიმსახურებდი დასვენებას და ბაკურიანში მიქირავა კოტეჯი.დედაჩემის ამბავი ხომიცით,გადარბენები აქვს და პრინციპულობები აწვება,ამიტომ,დამრჩით თქვენ.
პრინციპში,დედას ისე შევთავაზე,მაინც.
ეგრევე დავაწყვე გეგმები,როგორ ვიგუნდავებდით და გაყვინავებდით თოვლში.
ალბათ ხვდებით,უარს აზრი რომ არ აქვს,გადადეთ ყველაფერი,ჩალაგდით და ზეგ,ბაკურიანში წავიდეთ.-ისეთი აღფრთოვანებულია,თვალებოდან ვარსკვლავებს ყრის.
იდეა ყველას მოგვწონს.
განსაკუთრებით თათუა გახარებული.
მისი სტიქიაა ზამთარი და თოვლი.
მე ისუფრო მახარებს,მათთან რომ გავატარებ მთლიან დღეებს და,
ამ ყველაფრით აღტაცებული,მთელი დღისგანწყობა მექმნება.
მხოლოდ საღამოს ვახერხებ ჯაბას ნახვას..
როგორც ყოველთვის,სერიოზულია და ფრთხილი.
კალთაში ლაქი მიზის და ისე საოცრად სძინავს,გაყინული ვზივარ,რომარ გაეღვიძოს.
საღამოს თერთმეტი საათია და უკვე ქუჩები დაცარიებულია..
მკრთალად განათებულ სკვერთან აჩერებს და გადავდივართ.
მსუბუქად მეხება ცხელი ტუჩები ღაწვებზე.
ჩაფიქრებული მეჩვენება.
თვალები ჩამქრალიაქ და მზერა გაყინული..
-ხვალ დილით მიდიხართ იდ?-მიბრუნდება.
საინდან გაიგო,ვერ გეტყვით,სწორედ ახლა ვაპირებდი ამის თქმას.
-დღეს ღამე მჭირდებადა,ხვალ დილით კორპუსთან დაგიტოვებ მანქანას.
ვერ გაგაცილებ,ბოდიში,კარგი?!-სახე ჩაქუფრულიაქ..გული მიჩქარდება.
-არ მჭირდება მანქანა ჯაბა,დათის მამამისის მოჰყავს..-არ მამთავრებინებს..
-ვერავის ვერ ვენდობი,როცა საქმე შენს უსაფრთხოებას ეხება.
ბიჭებს შევუთანხმდი უკვე.საჭესთან თორნიკე დასვი,თუ გაგიჭირდეს.-მოკლედ მიჭრის და მიღიმის.
ვიჭერ მასში რაღაცას,რაც ღელვის საბაბს მაძლევს..
ზემდეტად დაძაბულია და ხშირად იყურება ირგვლივ..
-ჯაბა,მშვიდობაა?!-ვეღარ ვითმენ,ჩემგან განცალკევებით დიდი ხნით ესაუბნებოდა ვიღაცას და,რომ მობრუნდა,იმაზე მეტი ბრაზი სჩანდა მის თვალებში ,ვიდრე აქამდე.
-სხვანაირად აბა როგორ,იდ?!-მიღიმის,თუმცა,ის გულწრფელობა აკლია,მე რომ მიყვარს..
მალევე ვბრუნდებით სახლში.
გადასვლამდე მაჩერებს და კოცნას მიტოვებს.
ვინაბები.
მისი შეხება მთელორგანიზმს ლავად ედება და მაფეთქებს.
-თავს გაუფრთხილდი,შენ რომ იცი,მაიკებით სირბილი,ეგ იქ არ გამაგონო-ჩემი საყვარელი სიცილით მიყურებს და თვალები საოცრად უელავს.
არარსებობს რამე მის თვალებზე ძვირფასი..
წეღანდელ ღელვებსაც კი მავიწყებს..
-როგორც კი მოვიცლი,დაგირეკავ.
მომენატრები,არ დაივიწყო.
მალე დამიბრუბდი,კარგი?!-სახე სულ წამით უსევდიანდება და მის თვალებში სიყვარულის სხივებს ვამჩნევ.
სულ ერთ წამიან კოცნას ვუტოვებ და,ლაქისთან ერთად სახლში ავდივარ.
ღამით მაინც ჩამყვა ჯავრი გულში..
ბვორგავდი და ვერ მოვისვენე..
დილითაც მეტყობოდა უხასიათობაზე..
კორპუსთან მისი ავტომობილი რომ დამხვდა,ხასიათი უფრო დამიმძიმდა.
თითქოს,ახლა ჩამწყდა გული,რომ ვერიყო აქ და ჩვენთან არ მოდიოდა.
გავბრაზდი მასზე და ჩემს თავზეც,არარეალურ რამეზე რომ ვიფუჭებდი ხასიათს.
სალომ შემჭამა,რა გჭირს აგვიხსენიო.
თოკო ეჭვისთვალით მიყურებდა და ტელეფონში ვიღაცას სწერდა დროდადრო.
შუა გზიდან საჭესთან შევუცვალე მერე ადგილი და სავარძელზე კომფორტულად მოვეწყვე.
გარემომ შედარებით გამომაკეთა.
როგორც კი ჩავედით,თითქოს უკვე თავისუფლად ვსუნთქავდით.
"იდ,ჩახვედით?"
მანქანიდან იმ წამის ჩამოსული ვიყავი,შეტყობინება რომ მომივიდა ჯაბასგან.
შვებით ამოვისუნთქე.
ბედნიერმა გავიღიმე.
მისი ერთი სიტყვაც კი სრულ სიკაშკაშეს მძენდა.
"კი,ამწამს"-მოკლედ ვუპასუხე.
ზოგადად,თუ ვერ ვნახულობდი,სულ ვლაპარაკობდით,ესე,შეტყობინენებს,ძალიან იშვიათად ვცვლიდით.უფრო ზუსტად,მეორედ მომწერა.
-"გვიან დაგირეკავ,არ დაიძინო,შენი ხმა გამაგონე"
-მდივანი,დაეშვი და შეგვიმჩნიე თუ შეიძლება.-ეგოისტობის დედოფალამ ცხვირაბზეკილი ამიარა გვერდი და ბარგის რახარუხით,სრიალითდა კისრის ტეხით შეაბიჯა კოტეჯში.
____
-როგორ მოეწყვეთ?-პირველი იყო,რომ დამირეკა.
-ძალიან კომფორტულად და კი,თბილად მაცვია და არ მცივა.-ვიტრუნები და ღუნღულა პლედში ვეხვევი.
მისი ჩუმი სიცილი ჟრუანტელად მივლის მთელ სხეულში.
რომ წარმოვიდგენ თვალები ამ დროს როგორ უნათებს,გული მითბება.
მენატრება.
-ჯაბა,შენი აზრით,ბედი არსებობს?- უცებ მიჩნდება ეს კითხვა,თუმცა,მისი პასუხი ძალიან მაინტერესებს.
-ბედიც ,იღბალიცდა ღმერთიც.
აბა ჩემნაირს რომ შენნაირი შეხვდა,შეუყვარდა,ენატრება და,მთელ სამყაროდ უღირს,ბედი და იღბალი თუარა,აბა რა არი?!
გავშეშდი.
სიტყვაც ვერ დავძარი..
ვიგრძენი,სახეზე ცხელი სითხე რომ ჩამომეღვარა..
ვერ გეტყვით,იმ წამს,რა მატირებდა..
მისი სიტყვები იმდენად გულწრფელი იყო,იმდენად ახლო,
იმდენად გულიდან წამოსული და,
იმდენად მოულოდნელი,რომ დიდხანს,ძალიან დიდხანს მხოლოდ მის სუნთქვას ვისმენდი.
____
სრული სიგიჟის განმარტება იყო ხუთი დღე ბაკურიანში.
არცერთი უქმად გატარებული წამი და კიდევ ერთხელ დამტკიცება იმის,რომ
მათ გარეშე,არაფერი არ ღირს საერთოდ არსად.
ჩასვლიდან მეორე დღეს რომ სალომ მაჯაიღრძო ეგ არავის არ გაგიკვირდებათ,ვიცი.
იმ წამიდან,როგორც კი სახლში შევედით,ჩვეულებრივად მის მონებად გვაქციაყველა.
არადა ფიქსატორიც კიარ ედო,მაგრამ ეს რისი სალომეა,თუ ბოლომდე არისარგებლა შემთხვევით.
თათუ და თოკო ერთ სივრცეში,ერთად ისეთი სანახაობაიყო,მთლიანად მათბობდა.
არ ვიცი,მათზე გულწრფელი გრძნობა თუ არის სადმე..
დათი მის სტიქიებშია,რომეოდ მოგვევლინა სრულიად შემთხვევით,თოვლში აყირავებულ გოგოს რომ გადააკვდა თავზე,ხომ კარგად ხარო.
ახლა ზუსტად მაგ გოგოს წერდა და უკვე ყველას ნერვებს გვიშლიდა,არადა,არიყო ჩვენი დასაწუნი გოგო.
ქანცგაწყვეტილები ვაწექით ერთმანეთს დივანზე.
სალომ სანამ მართლა არ გვაბანავა თოვლში,მანამდე არ მოგვეშვა.
ჯერკიდევ მოყინული გვქონდა კიდურებიყველას და ცხელი ჩაის ადუღებაც კი არ შეგვეძლო.
ისევ ჩემ თავზე ვაპირებდი დიასახლისობის აღებას,მოულოდნელად,კარები რომ გაიღო და ოთახში ჩემი კონტურების ბიჭი შემოვიდა.
ახდენილ ოცნებას გავდა იმ წამს მისი გამოჩენა.
ყველაზე ტკბილ სიზმარს და დაუჯერებელ ზღაპარს.
ისე მოვეხმიე,სული გამილღვა.
მისი წელზე მოხვეული ხელებიც რომ ვიგრძენი,გამაჟრჟოლა..
-უხერხულია,იდ.-რომ ვეღარ მოვწყდი,რბილად მომიცილა და შუბლზე მაკოცა.
-ვერ ვიჯერებ,რომ აქ ხარ..-გული ამოვარდნას მქონდა.
უკან სალომე ლამის დაიხჩო ჩახველებით,რომ აღარ მივუშვი.
-რა ქარმა გისროლა შალიკიანი?!-თან მიესალმა და თან სამზარეულოსკენ აიღო გეზი.-ახლა არ მითხრა სრიალი და სუფთა ჰაერი მომენატრაო რა.-საჟურნალე მაგიდაზე სასმელი დადო და ყველას გადმოგვხედა.-აბა,ვანახოთ ჯაბას ჩვენი ძალა თუ,იჯდებით ასე ყბადაღებულები?!
-ეგრევე ერგება გარემოს და ისეთ განეყობას გვიქმნის,აფსოლუტურად ყველა ვდუნდებით.
ასეთია სალომე..
უცნაურ,დაუგეგმავ სიტუაციებსაც კი შინაურულს გახდიდა.
____
სამი დღის დაბრუნებულები ვიყავით ბაკურიანიდან,ჯაბას ქალაქიდან გასვლა რომ მოუხდა.
რამდენი ხნით დავემშვიდობე,ვერ გეტყვით,წინასწარ არასდროს ვიცოდი.
არ ვიცი,მისი წასვლა რატომ ემთხვეოდა ყოველთვის მანჯავიძის გამოჩენას..
უნივერსიტეტიდან მოვდიოდი,სახლში დაუპატიჟებელი სტუმარი ფეხდაფეხ რომ მომყვა.
საერთოდ მის გვერდის ავლას ვაპირებდი,სადღაც დედაც რომ გამოჩნდა და, ჩემი ყოფილი კლასელი ბლინებზე დაპატიჟა.
ყველანაირი ჟესტიკულაციით ვანიშნე დედას,რომ ცუდი იდეა იყო,თუმცა,ალბათ,კარგადაც ვერ დამინახა.
სამზარეულოში ვისხედით.
დანა პირს არ მიხსნიდა.
დედას ყოველთვის კარგი ურთიერთობა ჰქონდა ჩემსკლასთან და,არც ჯაბაიყო გამონაკლისი.
მთელი სხეულით ვკანკალებდი.
საერთოდ ვერ ვიკავებდი ემოციებს.
დედამ რამდენჯერმე მკითხა კიდეც,რა მჭირდა.
მანჯავიძეს სახეზე ისეთი გამომეტყველება ჰქონდა,ვგრძნობდი,კარგი ზრახვები არ ჰქონდა და ძალიან მეშინოდა..
ფიქრები მაშინ ასრულდა,სულ ხუთი წუთით რომ დავტოვე ზურა მარტო დედაჩემთან. სალომემ ამიკლო ზარებით და იძულებული გავხდი,მეპასუხა.
არადა,ზუსტად ვიცოდი,იქ მისი დატოვება ომის ტოლფასიიყო.
არც შევმცდარვარ.
შევედი თუარა,სარკასტული ღიმილი სახეზე ისე აესახა,საზარელი დასანახი იყო.
დედა მშვიდად გამოიყურებოდა.
-რას გულისხმობ ზურა?-თითქოს გაიკვირვა,ხმა წყნარი ჰქონდა.
-არაა ჯაბა შალიკიანი ის ბიჭი,იდას რომ გაუტოლდეს.-უკან არც კი დაუხევია,მიუხედავად იმისა,რომ თვალებიდან ცეცხლებს ვყრიდი.
-თქვენც ხომ ხედავთ,უკვე ყველა მათზე საუბრობს.-არც ჩემს რეპლიკას შეეპუა.
სიკვდილი მერჩივნა მისიქ ყოფნას,წარმოუდგენელ საზიზღრობებს საუბრობდა და ძალაც კი აღარ მქონდა,შემეჩერებინა.
დედას აუღელვებელი სახე და ამაყი მზერა უფრო დიდ გაურკვევლობაში მაგდებდა.
-იდა უკეთესს იმსახურებს.-მონოლოგს ასრულებს და გულუბრყვილო,შეყვარებული ბიჭის მახინჯ ნიღაბს ირგებს.
მინდა ეს ფარსი სახიდან ჩამოვაგლიჯო,მაგრამ,გახევებულივარ..
-უკეთესს მაგალითად,ვის ?! ბოღმით სავსე ბავშვს,არასრულფასოვნების კომპლექსით?!ბოდიში ზურა,მაგრამ,ჩემი შვილის ბედი მის ხელშია.
მისი გადასაწყვეტია ვისთან იქნება.
შენ შეგიძლია მეტი აღარ ინერვიულო და სხვის საუბარს აღარ უსმინო.
ძალიანკარგად ვიცი ვინცაა ჯაბა შალიკიანი.-საუბარს ღიმილით ასრულებს დედა და გასასვლელისკენ უთითებს.-ახლა კი,ბოდიში,მე და იდა გასასვლელები ვართ.სხვა დროს შეგვიძლია განვაგრძოთ მსჯელობა,მისთვის რა უფროუკეთესია.
უკანმოუხედავად გადის.
სრული შოკი მჭირს.
კარგა ხანს ვერ მოვდივარ გონს.
დედა სამზარეულოს ალაგებს და დროს მაძლევს,ყველაფერი გადავხარშო.
წეღანდელისგან განსხვავებით,სახე და თვალები ნაღვლიანიაქ.
მზერაში სიმკაცრეც უკრთება და ვხედავ,როგორ ემზადება რაღაც ძალიან მნიშვნელოვნის სათქმელად.
-ის,რაც მას ვუთხარი,შენზე არ ვრცელდება იდა.-ხმა გამტყდარიაქვს.მაკანკალებს..მის ტონზე ვხვდები,ამ საუბარს რაც მოჰყვება..-18 წლის ხარ.. არცისე დიდი იმისთვის,რომ ყველაფერი განსაზღვრო და არც ისე პატარა,რომ რამე დაგიშალო.
თვეების წინ,ჯაბა რომ ჩემთან მოვიდა,ერთი სიკვდილი გავათავე..
შენ ვერ წარმოიდგენ რართულია დედისთვის,წინ შენი შვილის გულის ნაწილი გედგეს.
როცა იცი,არარის ის ისეთი,მთელი ცხოვრება ოცნებებში რომ გეხატებოდა.
ამის მიუხედავად,უკან დავიხიე..
იყო მის თვალებში ის,რამაც უარი მათქმევინა დედობრივ ოცნების კოშკებზე.
იყო მის სიტყვებში იმ ზომის გულწრფელობა,რომ გადამიწონა ძალიან ბევრი პრიორიტეტები.
მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს,ეჭვის თვალი დავხუჭო.
მაშინ მხოლოდ ერთი რამ მოვითხოვე მისგან,სრულიად სამართლიანად და,მისი სიტყვაც ზუსტად ეს იყო.
შენი უსაფრთხოება და სიმშვიდე.
ახლა კი,მეშინია.
არ ვარ დარწმუნებული,რომ უსაფრთხოდ ხარ.
შეიძლება შენ საფრთხედ ვერ აღიქვამდე ზურას.
შეიძლება ჯაბასთვის ის წვრილფეხობა იყოს და ზუსტად აქ დაუშვას შეცდომა..
არიცი შენ,რა შეუძლია გაბოროტებულ ადამიანს..
ვერც კი წარმოიდგენ რას აკეთებინებს ადამიანს ბოღმა და გამბედაობა.
ის საფრთხეა იდა.
ამ საფრთხის ქვეშ არ მინდა მოყვე და,გთხოვ,
გაერიდე.
გააკეთე ისე,რომ შენი მიზეზით არავინ დაშავდეს..
თორემ დამიჯერე,ეს ამბავი ასე ადილად არ ჩაივლის.
____
გადავათენე..
საერთოდ ავირიე დაყველაფერი თავდაყირა დადგა ირგვლივ..
ისე გავიდა მთელი კვირა,არეულობას ოდნავადაც კი ვერ დავაღწიე თავი.
გამუდმებით დედას სიტყვებსა და შიშზე ვფიქრობდი,გულში რომ მიღვივდებოდა.
ამას ჯაბას არყოფნა და გაიშვიათებული ზარებიც ემატებოდა.
მენატრებოდა.
ისე უსაშველოდ,თავს ვეღარ ვიკავებდი.
ჩავიკეტე.
ვეღარაფერს ვეღარ დავუდე გული.
ფიქრებში ავიხლართე და სრული ქაოსი ჩამოვაყალიბე.
ვერ გავუძლებდი უმისობას.
არარსებობდა იმაზე მტკივნეული ფიქრები,სადაც მის გარეშე ვიყავი.
არავინიცის,როგორ ვგრძნობდიიმ წამს თავს..
გაუგებრობისგან უკვე საკუთარ თავსაც ვეღარ ვცნობდი..
დავიკარგე,
სადღაც ძალიან შორს,უსასრულობაში ჩავიკარგე...
____
-ეგ რომ შალიკიანმა გაიგოს,გაგიჟდება.გააქრობს მანჯავიძეს.-სალო სტრესებშია.წინდაუკან დადის და მიორმაგებს ტკივილს.
თოკო ხმას არ იღებს,ვიცი,დამიმარტოხელებს და ამ თემას მერე მივუბრუნდებით..
-იმასაც რა ჩაციკვლა დაემართა,რას გადაგეკიდა.ან მაინცდამაინც შალიკიანს უნდა გადაუდგეს?აი უშანსოდ რომარის როგორ ვუთხრა?სად გაგონილა ცხვირმოუხოცავმა ღლაპმა ჯაბას გაქანების ტიპს რამეში მოუგოს.
თავმოყვარეობის საკითხია მეთუ მკითხავ,შალიკიანი მაგ თემაში არ ჩაიჭრება და ბოლოში მანჯავიძე დარჩეფა აი ამჟავებული აჯაფსანდალივით.-ცხვირს იბზუებს ზიზღით,დათოს რეპლიკებს საერთოდ აიგნორებს.
ისეთ ტალღაზეა,იმ დღეს მარტო ჩვენზე ლაპარაკობდა და პოლემიკაში არავინ ჩართო.
ბოლომდე მონოლოგს გვიკითხავდა.
სრულ სიმართლეს რომ ლაპარაკობდა,მე ეგ მტკიოდა.
არიყო ჯაბა ის ტიპი,მანჯავიძისთვის რამე გაეკეთებინა.
არც ზურა იყო ის ადამიანი,რომ შეგვშვებოდა.
ხო სულ არაფერი არ ხდებოდა ახლა,მაგრამ,გული ძალიან ცუდს მიგრძნობდა.
იმდენად ცუდს,რომ მთლიან ძალას მართმევდა.
მთელი დასვენების დღეები ასე,ფიქრში და სჯა-ბაასში გავატარეთ ყველამ.
ბევრი ვარიანტი განვიხილეთ,
იმის გარდა,რაც რეალურად მოხდა..
ამაზე ვერავინ ვიფიქრეთ..
იმ დღის შემდეგ,ძალიან დიდხანს ვიყავით ყველა აგონიაში.
არავინ არ ელოდებოდა მანჯავიძის ამ დონეზე დაცემას და ჯაბას იმ სიტყვებს..
ვერავინ ვერ დავივიწყეთ ის დღე.
ვერასდროს.
ყველას,გონებაში,ძალიან ღრმად ჩაგვრჩა მისი გასროლა და,სისხლის დიდი გუბე..
____
-შენი ბედი,დღეს რომ ჩამოდი,თორემ,ხვალ უკვე აზრი არ ჰქონდა.-მანქანიდან გადმოსვლაც ვერ ვაცადე,ისე ვიყავი მის არომატს მონატრებული.
თორმეტი ახალი დაწყებული იყო,ფანჯარასთან,მის მოსვლას ველოდებოდი.
როგორც კი ფარებმა შემოანათეს,კისრისტეხით დავეშვი კიბეებზე და ისე მოვეხვიე,კარებზე გავაკარი ორმეტრიანი სხეული.
-მერე გიკვირს,ვინ რას ლაპარაკობს,სად გვხედავენო.-სიცილით მიკოცნის სახეს და მეხუტება.-მგონი ბოლოჯერ წავედი დიდი ხნით,მეტს ვეღარ გავუძლებ.-მისი ესეთი აიტყვები ისეთი სათუთი იყო,გონებაში სულ ღრმად ვიბეჭდავდი,არასდროს რომ დამვიწყებოდა.
-ჩემთან ავიდეთ რა,რვა საათი საჭესთან ვიჯექი,სიარულის თავიც არ მაქვს.-მოღლილი ხმით მეუბნება და კიბეებს მივუყვებით.
დედა მორიგეა,ჩემს სართულზე ვჩერდებით,კარებს ვკეტავ და სულ ბოლოზე,მის ბინაში შევდივართ.
რაცარუნდა უცნაური იყოს,იმ დღის შემდეგ,მასთან,მეორედ აღმოვჩნდი.
რატომღაც არადროს უთქვამს და არც მე შემითავაზებია.
-ყავა გაგიკეთო?-ისტუიციით მივაგენი სამზარეულოს და იდეალურად მიწყობილ ჭურჭელზე გამეღიმა.
ზედმეტად პერფექციონისტი იყო,ყველაფერთან ერთად.
-არ შეწუხდე,მე მოვამზადებ.უბრალოდ მანამდე გადავივლებ,დამელოდე.-თვალს მიკრავს და ოთახიდან გადის.
ბინა იმდენად მყუდროა,ვთბები.
მიუხედავად მისი სურვილისა,ყავის მომზადებას ვიწყებ და პარალელურად ინტერიერს ვათვალიერებ.
რაღაცების შეცვლა ისე მინდება,ხელები მექავება.
აქ ახლა სალომე რომ ყოფილიყო,გულიანად გახაიხარხარებდა და მთელი ცხოვრება დამცინებდა,სტენკის დადგმა-გადაადგილებაზე.
ხის მოზრდილი,ხელით ნაკეთი ულამაზესი ყუთი იბყრობს ჩემს ყურადღებას.
რომ მივუახლოვდი,ისეთი გრძნობა დამეუფლა,თითქოს რაღაც ძალიან ახლობლურს ვხედავდი..
ისეთი სათუთი ნამუშევარი იყო,ალოსუტურად ყველა დეტალიც კი იდეალური ჰქონდა.
-ციხეში ყოფნის მესამე თვეს დავიწყე ხეზე მუშაობის სწავლაა..-მოულოდნელად მადგება აბაზანიდან იმწამს გამოსული ჯაბა.
სახეზე ემოციები ეშლება,თუმცა,მომენტალურად ნიღბავს მათ.
-შვება იყო იმ დროს.ისეთ გაუგებრობაში აღმოვჩნდი,ვინ მტერი იყო,ვინ მეგობარი,ვერ ვარჩევდი.
არარის ადვილი,თუნდაც ცნობიერად,მოხვდე 18 წლის ბიჭი იმ გარემოში.
რაცარუნდა მყარი ფსიქიკა გქონდეს,ერთ დღეში გენგრევა ყველაფერი.
მე იქ მინახავს ბაწარზე ჩამოკიდებული უსულო სხეულები.
ახალგაზრდა,სიცოცხლით სავსე ბიჭები იყვნენ,მაგრამ,ვერ გაუძლეს ზეწოლას.
იყვნენ უკიდეგანო ნაბიჭვრებიც,იმ სუსტებს რომ ჯაბნიდნენ და თვითმკვლელობამდე მიყავდათ.
აფუჭებდნენ ყველაფერს რასაც ედებოდნენ..
დიდხანს მიყურებდნენ მეც ,ახალი ხილი ვიყავი მათთვის.
მაშინ სხვა შეხედულებები მქონდა და,დიდო რომარა,ახლა სულ სხვა პირივნება ვიქნებოდი..
ჩემი იქ შესვლას დაემთხვა ზუსტად მისი ჩვენთან გადმოყვანაც.
ძალით დამაჭერინა ხელში ხელსაწყოები და "სწავლა" მასწავლა.
ხელშეუხებელი იყო დიდო,არარსებობდა ციხეში ვინმე,მას რომპატივს არ სცემდა.
გაჭირვების ტალკვესი იყო ყველასთვის და უფრო,ახალგაზრდა,უწვერო ბიჭების.
ქურდი კაცი იყო,მაგრამ,არასდროს უქურდია.
წოდება და დიდი,ძლიერი ზურგი ჰქონდა და ამ ზურგში შემიფარა მეც,დაუღვინებელი სისხლი.
დღეს თუ რამე ვიცი და გამეგება,მარტო მაგ კაცის დამსახურებაა.
ჩემი გათავისუფლება რომ ახლოვდებოდა,იმ დღეებში ზედმეტად ახმაურდა ციხე.
ზედიზედ სამი კაცი ვნახეთ დილას ჩამოკიდებული.
დიდო გაცოფებული იყო.
არ ხდებოდა ეს ამბავი ასე ხელაღებით მას შემდეგ,რაც გვერდით ამომიყენა და იმ კასტას დავეჯახეთ.
გააფთრებული დავეძებდით ყველა ჭუჭრუტანაში მიზეზს და,
ზუსტად,ერთი დღით ადრე,დილით,საკანში რომ მივაკითხე დიდოს,იქ,ყელგამოჭრილი, გაფითრებული,50 წლის ჭაღარა,უსიცოცხლო სხეული დამხვდა.
არ მახლოვს იმ დღიდან დიდად არაფერი.
მე რომ ცნობიერება დამიბრუნდა,უფანჯრო ოთხ კედელში ვიყავი გამოკეტილი და მხრებზე კიდევ სამი წელი მედო.
სადღაც,საავადმყოფოში კი ისოფიცერი იწვა მოტეხილობებით,მის სხეულს წიხლი რომ ჰკრა და მისი სული შეურაცხყო.-დანისლული თვალები სივრცისთვის ჰქონდა მიპყრობილი და იქიდან ძალიან ღრმა,ხავსებით მოდებული ჭაობი ხედავდა კადრებად განვლილს..
პირველად ვხედავდი მის თვალებში უკიდეგანო ტკივილს და სინანულს.
პირველად ვხედავდი მის სულს გაშიშვლებულს და თვალებს ფარდაახდილს.
ხავსისფერ სფეროებს გულახდილობა აშლოდა და მთელ სხეულს მიყინავდა.
გადმომხედა.
ნაღვლიანად გამიღიმა.
სახეზე სულ ოდნაც გადაჰკრა სითბომ.
-ეს ბოლო ნამუშევარია,რაც მასთან ერთად შევასრულე.მისგან სამახსოვროდ ჩემი სახელი,ჩემი ზურგი,ჩემი კაცობა და ეს ხის ზარდახშა დამრჩა.
გაყინული ვისმენდი მის სიტყვებს.
არასდროს არ საუბრობდა მის წარსულზე..
არასდროს არ ყოფილან
მისი თვალები ამაზე მეტად მეტყველი.
-ჯაბა.-წამოზრდილ წვერზე ფრთხილად შევეხე..
მისი უზადო ნაკვთები სამყაროს ყველა ძვირფასს მერჩივნა.
მწვანე,ხალიან თვალებში ჩემ თავს ვხედავდი,
თითქოს ძალიან გაზრდილ,ძალიან გაანალიზებულ არსებობას.
მის თვალებში ჩემი ანარეკლი საოცრად გამოიყუებოდა.
მისით დანახული ჩემი თვალები წყლიანი,სევდიანი,ყველაფერთან ერთად თბილი და უდიდესი სიყვარულით სავსეიყო.
რას უნდა დავეხიე უკან?
იქ,სადაც მისი უზომო სიყვარული მედგა გვერდით.
იქ,სადაც მისმა გვერდში ყოფნამ სრულიად სხვა არსებად მაქცია-მე,მზად ვიყავი,აფსოლუტურად ბოლომდე,გააზრებულად მებრძოლა მისთვის უკანასკნელ ამოსუნთქვამდე.
და ეს მხოლოდ ფიქრები არიყო,
ეს ჩემი სულის გამოძახილი იყო.
-სამყაროში ყველაზე მეტად მიყვარხარ.-გულიდან ამოვისროლე და მის სასურველ,ტკბილ,რბილ,მონატრებულ ტუჩებს მოწყურებულივით დავეწაფე.
ის წაამი და,ღამე,ყველაზე ინტიმური,სასიამოვნო,ვნებიანი,სიყვარულით,მისი არომატით და ,უთბილესი ხელებით იყო გაჯერებული.
მხოლოდ მაშინ,როცა საბოლოოდ მოვწყდი მის სანატრელ სხეულს,
მანამ,სანამ,ძილი დაიბყრობდა ჩემს გონებას,
ძლიერმა მკლავებმა გულში ჩამიკრეს.
-დაბადების დღეს გილოცავ იდა.-სუსტად მეამბორა და სიზმრების სამყაროში ყველაზე ბედნიერი ღიმილით გამიშვა.
_____
-ლაქი კედლებზე გადის,სახლი ყირაზე დგას,მადლობა ღმერთს გასაღები მქონდა,თორემ კიდევ რამდენი საათი უნდა მეკაკუნებინა,ვინიცის.ჩამობრძანდი თუ შეიძლება,შენთან ვართ მე და თათული,ყავა უკვე გამზადებულია და მაგ ვაჟბატონს უთხარი,თუ ისე გიქნა,რომ სიარულის თავიც აღარ გაქვს,ხელში აყვანილი ჩამოგიყვანოს.-კატეგორიულად მაფრთხილებს სალომე და ხმასაც არ მაღებინებს,ისე მითიშავს ტელეფონს.
ჯაბასაც მის კივილზე ეღვიძება და ისე გულღიად იცინის,ვშტერდები.
-ჩადი,მეც საქმეები მაქვს,საღამომდე ვერ მოვიცალო შეიძლება,რვისთვის სტრადაში ადით ყველა,მაგიდა დაჯავშნილია,თუ შემაგვიანდეს,არ დამელოდო.ისე არ ვიზამ,რომ ძალიან გადამიცდეს.-ჩამომიყალიბა დღის გეგმა და საწოლიდან წამოდგა.
მზის სხივების ფონზე მისი ტანი უსაშველოდ მიმზიდველად გამოიყურებოდა.
-იდ-სანამ გავიდოდი,შემომაბრუნა.
როგორც ყოველთვის,ისე ეცვა ახლაც.
თავისუფლად და მოხერხებულად.
ტყავის ქურთუკი იდეალუტად ადგა მის გამოკვეთილ მხრებს.-მიყვარხარ!-ცბიერი ღიმილით დაფარა ჩვენ შორის მანძილი და ტუჩებზე მოწყვეტით მეამბორა.-ვულკანი ხარ!-კიდევ ერთხელ ამათვალიერა და,სანამ ისევ დავკარგავდი გონებას მისი თვალიერებით,კიბეებზე დავეშვი და გულამოვარდნილი პირდაპირ თავით შევვარდი სასამართლო დარბაზში.
მოსამართლე რა თქმა უნდა-სალომე იყო.
დიდხანს მიკაკუნა ჩაქუჩი თავში,თუმცა,მაინც ვერ დამაცდენინა თუნდაც წვრილმანი გუშინდელი დღიდან.
ის ღამე აფსოლუტურად ჩვენ გვეკუთვნოდა..
ამას მხოლოდ თათუ ხვდებოდა..
____
სრული აურზაური.
ასეთი დაბადების დღე იშვიათია და ზუსტად ესეთი იყო ახლა.
აი,საოცნებოს რომ ეგაძიან,ეგეთი.
ვინ,სად,როგორ ზის,ცალი ნასვამი თვალით ვუყურებ და ისიც დაბინდულია.
თოკო ისეა თათოს წელს შემოხვეული,მეშინია ეს სიფრიფანა გოგო არ იმსხვერპლოს.
დათის ის გოგო ახლავს,ბაკურიანში რომ იხსნა,დეა.
კი ცდილობს,ჩვენს სიტუაციაში გარევას,მაგრამ,იმდენად ხელოვნურია,ვერ ვიღებთ.
ცოტა რომ მოეშვას და მოდუნდეს,უკეთესია,ამიტომ,დეას ეგრევე ორბჭიქას ვასმევს და,მეხუთე-მეექვსეზე,უკვე ისე ვართ ერთმანეთში,ყველა მხრიდან მწვანეაქ ანთებული დათის.
სალოს,რა თქმა უნდა,ვერ ვსვამთ.
გვახლავს კიდევ ჩვენი ორი კლასელი-თემო და დადუც,არ ვიყავი მათთან ისე ახლოს,როგორც ჩემებთან,მაგრამ,საერთო ჯამში,ყველა კარგად ვეწყობოდით.
მიუხედავად აურზაურისა,თვალები მაინც სულ შემოსასვლელისკენ მქონდა..
ყოველი კარების გაღებაზე მომლოდინედ ვაკვირდებოდი შემოსულს,ისე მინდოდა მასში ჯაბა ამომეცნო.
თუმცა,საკმაოდ შეაგვიანდა.
-"ათი წუთით გამო,პარკინგთან გელოდები"-რომ აღარ ველოდი,მაშინ მომივიდა მისგან შეტყობინება.
გასვლამდე თოკო გავაფრთხილე დაისეთი სიჩქარით გავვარდი,ნებისმიერ მორბენალს შეშურდებოდა.
საოცრად სიმპათიურად გამოიყურებოდა.
მასზე თეთრი პერანგი ჯერ ნანახი არ მქონდა და,უნდა ვაღიარო,ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.
-ულამაზესი ხარ,როგორც ყოველთვის.-როგორც კი მივუახლოვდი,კომპლიმენტით გამომიწოდა ხელი.
ფრთხილად მიმიკრო გულზე და ლოყაზე თბილად მაკოცა.
გამაჟრჟოლა..
ცხლად დამიარა მისმა ამბორმა მთელ სხეულში.
სურვილი რომ დამემალა,უფრო მივეკარი და მის არომატულ ყელში ჩავმალე აფორაჯებული სახე.
დღეს რაღაც განსხვავებული სურნელი ჰქონდა..
ვერ ამოვიცანი..
თუმცა,მის ელეგანტურ გარეგნობას დღეს ეს უფრო უხდებოდა.
-შენი ტუჩები მომენატრა.-ყურთან ახლოს,დაბალი ხმით ჩამესმა მისი ხმა..
სქელი,სასურველი ტუჩები მისკენ მიზიდავდა და,დიდხანს აღარ ვალოდინე.
საოცრად ღიავდებოდა მისი თვალები როდესაც მასში სურვილი იბუდებდა.
ეს მხოლოდ გუშინ გავაცნობიერე.
რბილი ამბორი მომთხოვნ,ვნებიან კოცნაში ისე ოსტატურად გადაზარდა,სუნთქვაც კი დამავიწყა.
მისი ხელები წელზე მთელი ძალით მიზიდავდა,თითქოს,ჩემი შთანთქვა სურდა.
როგორც კი ვიგრძენი,თავს ვეღარ ვერეოდი,მოვწყდი მის ტუჩებს და აჩქარებულ გულზე ხელის გული მთელი ძალით მივიჭირე.
-ერთი დღე იქნება შემიწირავ შალიკიანი.-სიცილით ავხედე მის მშვიდ თვალებს.
-მგონი,მე უფრო დავსაჩუქრდი,ვიდრე შენ-თვალებში ვარსკვლავები უკიაფდება და ეშმაკურად მიყურებს.
ვერ ვხდები ასე რამ გაამხუარულა.
-თორნიკე გავაფრთხილე,15 წუთით გაგიტაცებ,ტესტ დრაივზე გავიდეთ,ოღონდ,საჭესთან მე ვარ.-მხოლოდ ახლა ვამჩნევ,სულ სხვა ავტომობილთან რომ დგას და,სანამ გავიაზრებ,თუ რას გულისხმობდა,სრული შოკი მემართება.
-არარსებობს ჯაბა.-თვალებს არ ვუჯერებ.ვცდილობ ალკოჰოლისგან დაბინდული გონება გავწმინდო,რომ ჩემი ოცნებოს ავტომობილი კარგად დავინახო.
მერე რაც ხდება,აღუწერელია.
მთელი წუთები გიჟივით ვკივი და კრუგს ვუვლი ახალთახალ ნისან ჯუკს.
ცრემლები ისე მომდის,ვერც ვაკავებ.
-როცა სრულად გამოფხიზლდები,მერე დაგსვამ.-ჩემი ენერგეტიკა მთლიანად გადაედო ჯაბასაც და ისეთი ბედნიერია მისი ჭაობისფერი თვალები,წამით ისიც მავიწყდება,წარმოუდგენელი საჩუქარი რომ გამიკეთა.
-ალბათ შესაბამის მადლობას ვერასდროს გადაგიხდი.-ცრემლებს მონდომებით ვიწმენდ და მის მკერდს ვეკვრი ისევ.-ყველაზე იდეალური ადამიანი ხარ,ყველაზე ახლო და განსაკუთრებული.-გული საოცრად მიჩუყდება და ყელში დიდი ბურთი მეჩხირება.
მის თბილ,ძლიერ მკლავებს სიმშვიდემდე მივყავარ და მზოლოდ მერე ვსხდებით ავტომობილში.
ახლო მონაკვეთზე გავდივართ და უიდეალუესი გარემოთი ვტკბებით.
საუკეთესო დაბადების დღეა ჩემთვის..
არა იმიტომ,რომ საოცნებო ატომობილი მისახსოვრა,
პირიქით,აფსოლუტურად ყველაფერი კარგავდა ფასს,ტოცა მას ვუყურებდი.
როცა მის სახეზე სიმშვიდესა და იდილეას ვკითხულობდო.
წარმოუდგენელია ამაზე დიდი ბედნიერება,როცა მისგანაც,იმ მუხტს იღებ,რასაც შენ გასცემ.
ზუსტად მის ამ ძალას ვიღებდი,ჯაბას სახეზე დაძაბულობა რომშევამჩნიე.
სარკეში თვალმოუცილებლად იყურებოდა და ჩემს უკანასკნელ კითხვებს აიგნორებდა.
დავიძაბე.
თითქოს,შევფხიზლდი კიდეც.
თოკოს შწტყობინებას მოკლედ ვუპასუხე და უკან ადევნებულ მანქანას შეშინებულმა გავხედე.
მდევარი ფარებს გვინთებდა და ჩვენთან საეჭვოდ ცდილობდა მოახლოებას.
-მანქანას ვერ ვცნობ,იქნებ გასწრება სურს? -აღელვებული უკვე მეათედ ვეკითხებოდი ჯაბას.
მისი მოღუშული ნაკვთები ისე გახევებულიყო,შიშს უფრო მიმძაფრებდა.
მოულოდნელად,სავალი გზიდან სწრაფად გადავუხვიეთ და ადგილზე გავხევდით.
ჯაბას სახეხე მსგავსი სიძულვილი არასდროს მინახავს.
თვალებიდან ცეცხლებს ყრიდა.
-თუ ოდნავ მაინც გიღირს ჩემი არსებობა,მანქანიდან არ გადმოხვიდე.-ყინულივით ცივმა ხმამ ადგილზე გამყინა.
ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა,
გული გამალებით მიცემდა.
ხმასაც კი ვერ ვიღებდი,ხელებში ტელეფონი შეუწყვეტლივ რეკავდა.
მდევარი მანქანიდან ზურა მანჯავიძე გადმოვიდა.
სუნთქვა შევწყვიტე.
-თო,აქ რაღაც ცუდი ხდება.-ამაზე მეტი ვეღარ ვთქვი.
საქარე მინიდან თითქოს საშინელებათა ფილმს ვუყურებდი.
სიუჟეტი კადრებადიშლებოდა და წინ საზარელი სანახაობა მედგა.
მთელი სხეული განგაშის ზარს სცემდა,ყურში ჯაბას დამრიგებლური ტონი და ზურას ბოღმით სავსე,ანგარიშმიუცემი ხმები მესმოდა.
ფეხებში ძალა სრულიად წართმეული მქონდა..
ვერც მისმა სიტყვემა და,ვერც შიშმა ვერ გამაჩერა.
ჯაბასიმედგაცრუებული მზერა თვალებიდან არ ამომდიოდა,როცა მანქანიდან გადმოსული დამინახა.
მხოლოდ მაშინ შევნიშნე ზურას ხელში აბრწყინებული მაყუჩიანი იარაღი.
-არ ღირს ზურა,ცხოვრებას დაინგრევ.
არავინ არ შეგარჩენს ამას,მე რომ ყველაფერი დავივიწყო.-ჯაბას მშვიდი ტონი ზურას ცეცხლზე ნავთს ასხამდა,ვხვდებოდი.
-ვის რაში ადარდებს შენი რჩევები.
გგონია,მაშინ საქმე გამიკეთე?!-ხმაში ზიზღი ისე გარეოდა,გულის რევა ყელში მაწვებოდა.-ჩალის ფასად აღარ მაგდებს უკვე არავინ.
ქუჩაში ვეღარ გავდივარ,ყველა შალიკიანის ჩვარს მეძახის.
და იცი რატომ?!გმირობა რომ მოგინდა იმ დღეს.-სიტყვებს ჰაერში ისროდა და მისი მიმართულებით ნაბიჯებს დგამდა.
ჯაბას სახეზე კვლავ არ იცვლებოდა მიმიკები,ალბათ,სჯეროდა,ვერ შეძლება ამდენს.
სჯეროდა,რომ მისი გადარჩენა შეეძლო.
-გაგაფუჭებენ ზურა,*ლეზე ჩემი თავი,მომკალი თუ სინდისს დაგიმშვიდებს,მაგრამ,დამიჯერე,ომ გამოვლილი ადამიანი ვარ,იქ დღესაც ვერ გაატან. სულ რომ ღმერთი გკრიშავდეს,ჰაერსაც არ დაგაღირსებენ ისე გაგაქრობენ.
არ ვარ ჩვეულებრივი ადამიანი ეს დედა მოტ*ნული,ჩემ სისხლს სანამ ბოლომდე არ გამოგწოვენ,არ მოგეშვებიან.
ნუ გაიფუჭებ თავს,ყველაფერი წინ გაქვს.
სანამ დრო გაქ,შეჩერდი. კაცური ამბავია,როგორც კაცი კაცს ისე გეუბნები. -მისი წყნარი ტონი ჰაერრში იფანტებოდა,თუმცა,ლოდივით გაძეგლებულ ზურას თვალებში მხოლოდ უსაზღვრო სიძულვილი ელავდა.
მისი ყურადღების მიქცევას ვცდილობდი,თუმცა ამაოდ.
კედლად ამომიდგა ჯაბას სხეული და მთელი ტანით დამფარა.
ხელს მთელი სიძლიერით მიჭერდა,თუმცა,ტკივილს ვერ ვგრძნობდი.
-იდა!--ირონია ჰაერში გაიყინა..
სიძულვილმა
მომიცვა,როგორც კი მისგან წარმოთქმული ჩემი სახელი აღიქვა სმენამ.
მთელი სხეულით ვიგრძენი,როგორ დაეჭიმა მთელი ტორსი ჯაბას.
სუნთქვა გაუხშირა და გული მთელი სიძლიერით აუძგერდა.
-არც კი გაიფიქრო მისი ამ საქმეში გარევა ზურა,თუ სიცოცხლე გინდა.-მუქარით სავსე მისი ხმა ზურას სარკასტულმა სიცილმა დაფარა.
-ასეთი ავტორიტეტის კაცს სუსტი წერტილი რომ გაქვს,თან ქალი და,თან,მთელი ჩემი ცხოვრების სიყვარული,ცოტა ბედის ირონიახომ არ გგონია ჯაბა?!-თვალებში ბოროტებამ გაუელვა და იარაღიანი ხელიც მომენტალურად შემართა ჩვენი მიმართულებით.
მანამ,სანამ,მთლიანად გათიშული გონება გასროლას აღიქვამდა,ვიგრძენი,როგორ მომიცილა ჯაბამ სხეულიდან და გვერდძე მთელი სიძლიერით მიბიძგა.
ხმა იმდენად ინტენსიური იყო,რამოდენიმე წამი მხოლოდ მისი ზუილი ისმოდა.
ჰაერში გაფანტულმა დენთმა მთლიანად შთანთქა შიშის სუნი.
სხეულში გაბატონებულმა უძლურებამ გულიც ჩაიყოლა..
სმენა ქალის განწირულ კივილს ისმენდა,თუმცა,ვერ ვხვდებოდი,ეს მე თუ ვიყავი.
ყელიდან თავისუფლად ამოდიოდა გაუსაძლისი ტკივილი და გარემოს ნისლად ედებოდა.
სასოწარკვეთილმა გოდებამ გონება ოდნავ შემიფხიზლა და ზუსტამ ამ წამს გაისმა ავტომობილის ხმაც.
მანქანიდან ერთიანადგადმოცვივდნენ სახეშეშლილი დათო და თორნიკე.
წამიც არ დასჭირვებია თოკოს მომხდარის გააზრება,ისე ეცა იქვე გაშეშებულ ზურას და ასფალტზე გააკრა მისი უსისხლხორცო სხეული.
მათმა გამოჩენამ წარმოუთქმელი ძალა შემმატა.
სიცოცხლესთან მებრძოლ ჯაბას მთელი სისწრაფით მივვარდი და მისი გაფითრებული სახე ხელებში მოვიქციე.
ჯერკიდევ გონზეიყო,წამითაცარ დასცდენია მის ბაგებს ტკივილის გვემა.
არ მჯეროდა,მის სახეზე ოდნავად არიყო სიძულვილი.
მის თვალებში ისევ სიმშვიდესუფევდა.
ისევ ღიად კიაფობდა მწვანე სფეროები.
-არ გაბედო ამ ბინძურ რეალობაში მარტო დამტოვო.
არ გაბედო იმ ნაგავს ეს შერჩეს.
სუნთქვა არ შეწყვიტო,შალიკიანი.
თორემ გეფიცები,სადაც არუნდა წახვიდე,მარტო იმიტომ აგედევნები,რომ ჩემი მიტოვებისთვის მოგთხოვო.
გესმის ჯაბა?!-სასოწარკვეთილებისგან რას ვამბობდი,არც კი მესმოდა. იმ წამს გულში რაც კი მქონდა,ყველაფერი გადმომქონდა.
მისი თვალები ნელნელა კარგავდა სიძლიერეს და სახეც მიტკლისფერი უხდებოდა.
მთელი სიძლიერით ვაწვებოდი ჭრილობას,თუმცა,მისი თეთრი პერანგი მაინც შეიღება უსწრაფესად მეწამულისფრად.
ხელებში ბლანტი სითხე ამერია და გული უფრო შემინელდა.
სისხლდენა ვერ ჩერდებოდა.
-გევედრები ჯაბა.-მოპოვებული სიძლიერეისე გამელია,ხმაც კი წამერთვა.
მისმა თვალებმა უკვე ვეღარ გაუძლეს სიფხიზლეს და,
ისე ჩაქრნენ,მთელი ჩემი არსებობაც გაიყოლეს.
-ღმერთო,გევედრები..-უღონოდ დავეშვი მის გულზე და სუსტად მფეთქავ ორგანოს გაბმულად ვევედრებოდი,ფეთქვა არ შეეწყვიტა,სანამ,ფორმაში გამოწყობილმა ექიმებმა მისი სხეული ხელებიდან არ გამომგლიჯეს.
არ მეთმობოდა..
ვერავის ვანდობდი მის სიცოცხლეს..
წლობით დაბმულ,გაავებულ ცხოველს ვგავდი.
მხოლოდ თორნიკეს სიტყვებმა დამათმობინეს მისი თავი.
ძლიერად მიმიკრა გულზე და დამშვიდებას მევედრებოდა.
-სუსტად ფეთქავდა თო გული,ძალიან სუსტად..
მაგრამ,შენც ხო იცი,არაა ჯაბა ის ადამიანი,ისე წავიდეს,მე აქ,უმისოდ დამტოვოს..
_____
-გაცივდები,იდა..-იდეალურ სიჩუმეში თათუ ფრთხილი,ჩუმი ნაბიჯებით მოაბიჯებს..მხრებზე თხელ მოსაცმელს მახვევს და,ისევ მიდის.
ოთხ საათზე მეტია საავადმყოფოს მცირე სამლოცველოში ვზივარ და მხოლოს იმას ვახერხებ,თვალმოუცილებლად ვუყურო მაცხოვრის ხატს.
ყელიდან ვერაფერი ამომდის.
გულში მხოლოდ გოდებაა და მას ვერ ამოვიტან..
უფალი თუ მართლა არსებობს,ჩემ ტკივილს უთქმელადაც მიხვდება.
თუ მართლა აქ,ამ პატარა კუთხეში დგას,ცალსახად დაინახავს ჩემს თვალებში შიშს და გადამირჩენს.
მიუხედავად მთელ სხეულში გამეფებული უდიდესი შიშისა,სადღაც,გულის ძალიან მგრძნობიარე ნაწილში,მთელი არსებით მჯეროდა,რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა..
ალბათ,უფლის თანადგომა სწორედ ესიყო-იმედი,რომელიც უკვეისე ღვივდებოდა გულში,რომ დათრგუნული ბეჭებიდან სიმძიმეს დროდადრო მხსნიდა..
-გახსოვს,სულ პირველი, არაფერი რომ არიყო დაწყებული,ჩვენი საუბარი?-გვერდით ჩემი სულის ნაწილი მიჯდება..
ხელები ისევ ჯიბეებშიაქ ჩაწყობილი და ფეხებს ნერვულად არხევს.
მიუხედავად მისი ცალსახა ნერვიულობისა,შინაგანად ისეთი სიმშვიდით ვივსები მისი აურით,სულ წამით თავისუფლად ვსუნთქავ.
უხმოდ ვუქნევ თავს და სუსტად ვუღიმი.
-მას შემდეგ არცისე ცოტა დროა გასული და,დღეს,ახლა,ამწანს,საავადმყოფოს ამ სამლოცველოში,მხოლოდ იმაზე ვფიქრობ,რომ რაღაცები არუნდა დამეშვა..
არუნდა დამეხუჭა თვალი მაშინ,ყველა რომ მაფრთხილებდა ირგვლივ,შალიკიანთან ვხედავთ და,საქმის კურსში თუ ხარო.
არუნდა დავყოლოდი მის ნებას,როცა ჩემგან აიღო ნებართვა,ყველაფერი ისე მომხარიყო შენთან,როგორც იყო.
რაღაცებში შევცდი..
რაღაცები კარგად ვერგანვსაზღვრე და,ამაში საკუთარ თავს ვადანაშაულებ.
ჩემი ბრალია ნუშიმდე რომარ ვუშვებდი ალესილ ენებს,იდა მდივანი ჯაბა შალიკიანის ავტომობილს მართავსო.
იქაც დავაშავე,ჩემი ხელით რომ ავარჩიეთ შენთვის მანქანა და ეს,სამწუხაროდ,საკუთარივით მიხაროდა..
იმაზე არაფერს ვამბობ,მანჯავიძე რომ ვერ დავაკავე მთელი ჩემი ცხოვრება.
ძალიან სუსტი ვარ.
მე ყველგან შემეძლო შენი შეჩერება და ამის მაგიერ,შენს ზურგს ვამაგრებდი,როცა ტიროდი.
შენს გულს ვამაგრებდი,როცა გენატრებოდა.
აქაც დავაშავე,დღესაც და ახლაც ვაშავებ ძალიან ბევრს,ამ ყელაფერს რომ გეუბნები..
თუმცა,არის ერთი რაღაც,იდა,რამაც აფსოლუტურად ყველაფერზე უარი მათქმევინა.
რამაც მაიძულა,ფარად ავკროდი თქვენს ურთიერთობას.
მიზეზი ერთადერთია და ზუსტად ის სახელი ქვია,შენ რომ სამყაროს გირჩევნია..
ჯაბა შალიკიანია ყველა დაშვებული შეცდომის პასუხიც და გამართლებაც.
ვნანობ ჩემს სისუსტეს,თუმცა,არა იმდენად,რომ წინ გადავეღობო.
შენ ჯერ კიდევ არიცი,
ჯერკიდევ ვერ ხედავ და ვერ საზღვრავ ვინ გყავს რეალურად გვერდით.
შენ ჯაბას მხოლოდ ისეთს ხედავ,როგორიც მას უნდა რომ დაინახო.
არაა ეს თამაში იდა,ეს ზუსტად ის სიყვარულია,რომელშიც არასდროს შემპარვია ეჭვი.
ის კედელია.
შენი კედელი.
ყველაზე ძლიერი,ყველაზე ამტანი,ყველაზე შეუპოვარი.
მხოლოდ მას შეუძლია შენი ბედნიერების მწვერვალი გაგრძნობინოს.
მხოლოდ მას შეუძლია შენი გული დაუზიანებლად ატაროს.
მხოლოდ მისი პრიროგატივაა,შენი გაღმერთება და,
ზუსტად ასეც გააკეთა.
ქალღმერთად გაქცია სხვის თვალში,მიუხედავად იმისა,რომ ამას შენ ვერც ამჩნევ და,ვერც ხედავ.
მარტო ამისთვის ვპატიობ ჩემ თავს ჩემს სისუსტეს.
მხოლოდ ამისთვის მიღირს,რომ ახლა,აქ,სამლოცველოში იჯდე დაუფალს მის თავს სთხოვდე.
-ისე ჩაამთავრა,ამოსუნთქვას,მთელი გული ამოაყოლა.
გაოგნებისგან ისიც კი დამავიწყდა,აქ რისთვის ვიყავით..
მისი აღსარება მთელ გულს ცეცხლად მოედო და,პარალელურად,მალამოდ.
ის თორნიკე იყო.
მხოლოდ მას შეეძლო,ამ მძიმე სიტუაციაში აღსარებით გავემხნევებინე.
მხოლოდ მას შეეძლო,ერთი ხელის მოსმით შემოეძარცვა ჩემთვის სასოწარკვეთა და იმედის დიდ,ღუნღულა პლედში გავეხვიე.
ვეღარაფერი ვუპასუხე.
სათქმელიც თითქმის არაფერი იყო..
კიდევ დიდხანს ვიჯექით ჩუმად.
დიდხანს ვუყურებდით მაცხოვრის ხატს და,ალბათ,ორივე ერთსადაიმავეს ვთხოვდით უფალს.
მალე ირგვლის ძალიან ბევრი ხალხი შეიკრიბა და,
ისე გავძლიერდი,გული საგულეში აღარ მეტეოდა.
ყველა მხრიდან ჩუმი ლოცვა,ჩუმი ვედრება ისმოდა..
იქ იყო ყველა..
ჩვენ და,კიდევ,ის ხალხი,მე რომ ჯაბასთან ერთად ვხედავდი ხშირად და,რატომღაც,მაშინ,მეშინოდა მათი.
ახლა,როცა ყველას ერთი ტკივილიგვაერთიანებდა,მათთან ისეთი კავშირი ვიგრძენი,საკუთარი თავის გამიკვირდა.
არ მაშორებდა არავინ თვალს.
ყველა მზად იყო იმ მომენტში ის გაეჩინათ,რასაც ვისურვებდი.
აფსოლუტურად ყველა სრულ
მზადყოფნაში იყო შალიკიანი ჩაენაცვლებინათ.
თვითონ ჯაბა იყო ასეთი,ყველაფერს გასცემდა სხვისი ბედნიერებისთვის.
ამიტომ დადიოდა ზუსტად მასზე ძალიან ბევრი ლეგენდები.
ამიტომ ლაპარაკობდა ყველგან,ყველა გამორჩეული გარეგნობის ბიჭზე.
ზუსტად ამიტომ სცემდა მას პატივს ყველა,ვისაც მის სულთან ჰქონია შეხება.
-ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა.პაციენტი რეამინაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი.მის ნახვას ჯერ ვერ შეძლებთ,თუმცა,დარწმუნებით შემიძლია გითხრათ,რომ ყველაზე ცუდმა უკვე ჩაიარა.
როგორც ჩანს,ღმერთს ის ძალიან ყვარებია.-მოულოდნელად ყველას ყურადღებას კარებში მდგარი ექთანი იქცევს.
ფიქრები ისე გამეფანტა,რეალობას წამით ვერ დავუბრუნდი..
ირგვლივ რომ მიმოვიხედე,ყველას შიშისგან განთავისუფლებული მზერა ჩემკენ იყო მომართული.
არ ვიცი,იმწამს ზუსტადრა დამემართა.
ეს ალბათ ბედნიერების ცრემლები იყო.
ბუნდვნად მახსოვს,ვერავინ რომ ვერ მამშვიდებდა და,მერე,ალბათ,გამთიშეს,თორემ,ვგრძნობდი,ერთიანად,ნიაღვარად მოწოლილ ემოციებს ვეღარ ვუძლებდი..
ის გადარჩა.
ძალიან ბევრ ლეგენდას კიდევ ერთი შეემატა.
ლეგენდა სიკვდილზე გამარჯვებულ ბიჭზე..
____
საავადმყოფოში გადავცხოვრდი.
ამას სხვას ვერაფერს ვუწოდებდი..
პოსტ-ოპერაციული პერიოდს + რეაბილიტაციის ძალიან ბევრი დღე და,ჯამში,35 გათენებული ღამე.
რაღაცები ბუმერანგივით ბრუნავს ცხოვრებაში და,დასაწყისი ყოველთვის გვიბრუნდება.
გახსოვთ,პირველი შალიკიანის მიზეზით გათენებული ღამე?!
მას შემდეგ,ვინ მოთვლის,რამდენჯერ დავარღვიე ძილის სამყარო..
მთელი ეს პერიოდი გვერდით მედგა ძალიან ბევრი ადამიანი და ეს უდიდეს ძალას მძენდა.
გვერდით მედგა ნუშიც..
აქ იყო თათუც,დათიც,სალოც და თორნიკეც.
ყველა ერთად ისე გავძლიერდით,აქამდე რომ ასეარ ვყოფილვართ.
ერთი მიზნისკენ მიმართულმა უდიდესმა ძალამ ძალიან მალე წამოაყენა ჯაბა ფეხზე.
იყო მის ხასიათში ცვლილებები,თუმცა,ეს ბუნებრივია..
მთავარი მხოლოდ ერთია,ის აქ იყო..
ჩემთან.
სხვა,ირგვლივ,არაფერი აღარ მაინტერესებდა.
მისით ვსუნთქავდი,რამდენად ბანალურადაც არუნდა ჟღერდეს.
იყო მხოლოდ ერთი ბარიერი,რომლის გადალახვის საშუალებაც აქამდე არ მომეცა.
ვგრძნობდი,ეს ჯაბას ინტერესებშიც შედიოდა და,
მთელიგაფაციცებით ველოდი,რას მოიმოქმედებდა.
მოლოდინი დიდხანს არ გაგრძელებულა,
როგორც კი ჯაბამ სრულად ჩაამთავრა კურსი,როგორც კი თავისუფალი სიარული შეძლო,რამოდენიმე დღით თვალიცკი ვერ მოვავლე.
მხოლოდ შუაღამით გამოჩნდებოდა,
ხუთი წუთით მნახავვდა და,ისევ მოლოდინის რეჟიმში ვინაცვლებდი.
მხოლოდ შვიდი დღის შემდეგ გავიგე,ისიც,იმ ცნობილი ლეგენდებიდან,ამ საქციელის მერე,გაორმაგებულად რომ დაირხა მასზე.
ზურა მანჯავიძის გაყიდული სული ხელებიდან გამოუტაცია უზარმაზარი არმიისთვის და ეს,ძალიან,ძალიან ძვირად დაუჯდა.
ეჭქვეშდადგა მისი პიროვნება და ავტორიტეტი,თუმცა,ის მაინც ჯაბა შალიკიანი იყო.
ვერვუგებდი მის ამ საქციელს და,ვერც ძალიან ბევრი დიდი ხნის მერე გავუგე.
ვიყავი იმ მომენტში სულით ეგოისტი,თუმცა,მისმა ბოლო სიტყვებმა,სრული ნათელი მოფინა ჩემს თვალში მის პიროვნებას..
-სამყაროში ყველაზე დიდი შეცდომები მაშინ ხდება,ადამიანს გულში სიძულვილი რომ უღვივდება.
მიეცი უცოდინარს ხელში იარაღი და მას სამყაროზე ბატონობა მოუნდება..
მარტივი ჭეშმარიტებაა იდა,ზურას ჰქონდა სიძულვილი და ჰქონდა იარაღი-სიყვარული.
მაგრამ,ვერ გამოიყენა ისე,ადამიანურ საზღვრებში რომ ჯდება.
მე რომ ზურასთვის სულ
პირველად ხელი არ შემეშალა,დღეს იმაზე დიდი საფრთხე იქნებოდა მისგან მოსალოდნელი,ვიდრე ახლაა.
მე რომ იმ დღეს მისი ტყვიის საპასუხოდ,ტყვია გამესროლა,ყველაზე დიდი უსამართლობა იქნებოდა,იმიტომ,რომ იმის შემდეგ,მანჯავიძეს არანაირი შანსი აღარ ექნებოდა გზაზე დაბრუნების.
ის ოთხი კედელი ჩემთვის სახლია,მაგრამ,ვერასდროს ვერიქნებოდა ბუდე ზურასთვის.
თუნცად მაშინ,მე რომ არ ჩავრეულიყავი,დღეს მისგან მხოლოდ სახელი იქნებოდა და,
ამაში მარტო მე და ისკიარა,აფსოლუტურად ყველა გარეული იქნებოდა ვისაც კი იმ ოთხ კედელში ჰაერი შეუსუნთქავს.
ხვდები?!-ერთი ტყვიით იწამლებოდა ასობით ადამიანი,როცა,მისმა გასროლამ მხოლოდ მე დამაზიანა.
უსამართლობა იქნებოდა ერთი კაცისთვის ყველა გასვრილიყო.
მე ამას არასდროს დავუშვებდი..
მას უნდა ჰქონდეს შანსი გამოსვლის და ცხოვრების შეცვლის..
თუ ამ ყველაფრის შემდეგ,მასში ისევ სარეველა წამოიზრდება,მაშინ,არც იმ გადარჩენას ჰქონია აზრი.
მაგრამ,მაინც მჯერა..
მე თუ დიდომ კედელი და სწორი სახელი მომცა,
მე მას ცხოვრების შანსს ვაძლევ..
ხვდები?!მე არ ვარ მკვლელი,იქაც იმმიზეზით მოვხვდი,რა მიზეზითაც კიდევ სამი დამიმატეს-უსამართლობას ვებრძოდი.
უსამართლობა იყო მისი უშანსოდ გაფუჭებაც და,ზუატად ამას შევეწინააღმდეგე.
ღმერთი არ ვარ მე იდა,ერთი ჩვეულებრივი მოკვდავი კაცი ვარ.
ცოტა მეტი პრივილეგიით და სახელით,ისიც,სხვებმა
მომანიჭეს და მე ვალდებული ვარ,უკანასკნელ დღემდე სამართალს პური ვაჭამო.
ზუსტად,ამ სიტყვების მერე,ერთი ათად ვიწამე მისი.
ზუსტად ასეთი იყო ჩემი ჯაბა შალიკიანი..
ზუსტად ამის გამო დავდიოდი თავაწეული,როცა ირგვლივ ისევ დადიოდა უამრავი ხმები შალიკიანის გოგოზე.
არასდროს არ დამთავრდებოდა ეს,
ისევ ივლიდნენ ნუშისთან უბნის ქალები,ლოყებზე ხელების რტყმევით,გოგო გეღუპებაო.
მათ რა იცოდნენ,მათი შეთხზული ლეგენდების იქით რა იყო ჯაბა შალიკიანი.
მათ რა ესმოდათ მისი სულის და მუდამ ძლიერად მფეთქავი გულის.
მათ ხომ ვერასდროს ექნებოდათ საშუალება,ხავსისფერ სფეროებში ჩაეხედათ და იქ ჯაბას თვალებით დანახული იდა შეეცნოთ.
მათთვის ისევ ისეთი იყო ჯაბა შალიკიანი,როგორც ჩემთვისიყო მთელი წლის წინ,სანამ,ზაფხულის ერთ ცხელ ღამეს,ახალგათავისუფლებულს,ბიჭებთან მდგომს არ დავინახავდი-წელში გაშლილს,მუდამ ტყავის ქურთუკითა და იდუმალი მზერით..
____
ფინალური გამოცდების ციებცხელება იდგა ამ ზაფხულს..
ისეთი გადარბენები გვქონდა,ძალიან უნდა მოგვენდომებინა,თითო საათით რომაინც გვენახა ერთმანეთი.
თათუს საერთოდ ვეღარც ვიჭერდით,პრაქტიკებს გადიოდა სასამართლოში დაისეთი გადაქანცული
მოდიოდა ხოლმე,მისი ყოფნა არ ყოფნა იყო ზუსტად საკითხავი.
თოკი ისე შეიცვალა დროსთან ერთად,ასჯერ უფრო დავაფასე მისი გვერდით ყოფნა.
მისი მუდამ თბილი თვალები იმედის ძალიან დიდ ტალღას მივლიდა და ცხოვრების სიყვარულს მიორმაგებდა.
დათის და იმ ბაკურიანის გოგოს ამბები უკანასკნელი ფიფქივით გადნა მზის გამოჩენისთანავე და,ისევ ეულად დადიოდა მისი ცე კლასის კუპეთი.
სალო?!
ზუსტად მაგასთან ვიყავი ახლა,
ნატო დეიდას მაწვნის ზუსტად ის წვნიანიაქ
მომზადებული,მე რომ უაზროდ მიყვარს.
სალო ისევ რაღაცნაირად მიყურებს და ამ მზერას უკვე ისე ვარ მიჩვეული,ვიცი,რაღაც ისეთი უნდა მითხრას,სულ პირველზე ნაკლები არუნდა დამემართოს.
რომ ვეღარ ამოთქვადა მეც დავიღალელოდინით,იმხელაზე შევუყვირე,დაღერღეთქო,ყავიანი შაქარი ზედ მაისურზე შეეწება.
-მოკლედ იდა,ორი ამბავი მაქ შენთვის და,შენრო იცი ისეთ გაძეგლებებს არ ვართ რა.-ხმაში ეჭვებიაქ და თვალებში ისეთი ჭინკები უხტის,ლამისაა გადმოსცვივდეს.-მოკლედ,პირველი ის,რომ შეყვარებული ვარ და არც კი გაბედო მკითხო ვინ არის ის უბედური.ჩემი გაჭირვებაც მყოფნის და,მეორე,მგონი შალიკიანი მამა ხდება და შენ ორსულად ხარ,იმიტომ,რომ მაგ მაწვნის წვნიანში მარილის მაგივრად სოდა უქნა ნატომ შეცდომით დილით და შენ ისეთი ნეტარებით ჭამ,მგონი მე ახლა აფთიაქში უნდა გავრბოდე და შენ საპირფარეშოში და,ჰო,სანამ მოსულიერდები და განძრევის უნარი დაგიბრუნდება,იმაზეც იფიქრე,რომ ახლა,ზუტად ამ წანს,თათუ და თორნიკე სადღაც იპარებიან უჩვენოდ და,თან მარჯვენა ხელის არათითზე ნიშნობის ბეჭდით....
_____
დასასეული
___
უსაშველო მონატრებაზე ხო გსმენიათ?!
ზუსტად ესე დამაკლდით მთელი ეს დრო.
რედაქტირებაზე ვეღარ მივუბრუნდი,ვერ წარმოიდგენთ,რამდენი ხანი იწერებოდა სიტყვა-სიტყვით სულ მცირე მოცლილობის ჟამს.
როგორი შთაბეჭდილება დაგიტოვათ ჯაბა შალიკიანმა?!
რას შეცვლიდით მის პიროვნებაში და რატომ?!
ვიმსჯელოთ-და,აუცილებლად,შეფასებები და,კრიტიკები არ დაიშუროთ.
იდა?
გყავთ თორნიკე თქვენს გვერდით??!
აი,ხომ წარმოგიდგენიათ როგორ მიყვარხართ..
თქვენი:ანასტასია



№1  offline წევრი აბლაბუდა

მიყვარს შენი ისტორიები და ესეც მორიგი საყვარლობა ისტორია იყო

 


№2 ახალბედა მწერალი tasusuna

აბლაბუდა
მიყვარს შენი ისტორიები და ესეც მორიგი საყვარლობა ისტორია იყო

მორიგი მადლობა შენ ❤️❤️❤️

 


№3 სტუმარი ank

აუ იმდენად კარგი იყო არ მინდოდა რო დამთავრებულიყო❤️ კიდევ დადე რა ესეთები

 


№4 ახალბედა მწერალი tasusuna

ank
აუ იმდენად კარგი იყო არ მინდოდა რო დამთავრებულიყო❤️ კიდევ დადე რა ესეთები

დიდი მადლობა ❤️❤️ აუცილებლად

 


№5  offline წევრი Maia G.

გამეხარდა შენი ნიკის დანახვა,მიყვარს შენი იტორიები,ტკბილი,თბილი და გემრიელი❤
პ.ს. "ყავიანი შაქარი" ძალიან მაგარი იყო:D:D

 


№6 ახალბედა მწერალი tasusuna

Mai dire mai
გამეხარდა შენი ნიკის დანახვა,მიყვარს შენი იტორიები,ტკბილი,თბილი და გემრიელი❤
პ.ს. "ყავიანი შაქარი" ძალიან მაგარი იყო:D:D

ჩემი სტიქიაა უზომოდ შაქრიანი ყავა და ზუსტად მასე მთავაზობს უახლოესი მეგიბარი,ყავიან შაქარს :დდ
მადლობა ❤️❤️❤️❤️

 


№7 სტუმარი სტუმარი მარუსიკა

აი მიყვარს შენი ისტორიები❤️

 


№8 ახალბედა მწერალი tasusuna

სტუმარი მარუსიკა
აი მიყვარს შენი ისტორიები❤️

მიხარია ძალიან❤️❤️

 


№9  offline წევრი Tskrialashvili Mariami

საიდან უნდა დავიწყო?!
იქიდან, როგორი შთაბეჭდილება დამიტოვა ჯაბა შალიკიანმა?
როგორ მომენატრე?
როგორი ოსტორია იყო?
რამდენად გამიხარდი?
რამხელა სიხარული შემოიტანა შენმა ნიკის დანახვამ?
არვიცი ვერ ვიწყებ
მაგრამ საიდანღაც ხო უნდა დავწყო?!
მოკლედ,
შესავალი ძალიან, რომ არ გამიგრძელდეს
დავიწყებ იქიდან,
რომ საერთოდ არაფერს არ შევცვლიდი შალიკიანში.
ადამიანი, რომელიც იდეალური იყო!
"ხვდები?!-ერთი ტყვიით იწამლებოდა ასობით ადამიანი,როცა,მისმა გასროლამ მხოლოდ მე დამაზიანა.
უსამართლობა იქნებოდა ერთი კაცისთვის ყველა გასვრილიყო."
????????
კითხვა, რომ დავიწყე მოვწყდი სამყაროს, დამავიწყდა გარშემო ყველაფერი.
დამავიწყდა პრობლემები
დამავიწყდა გულის ტკივილი
დამავიწყდა, თუ როგორ ვარ! :(((
უბრალოდ ვკითხულობდი, ვკითხულობდი თითქოს ჩემ თვალწინ ხდებოდა ყველაფერი, პერსონაჟების თითოეული დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ.
და კიდევ ერთხელ გულში სითბო ჩამეღვარა ამდენად კარგი ურთიერთობის მატარებლები, რომ იყვნენ ერთმანეთისთვის ^_^ ♡♡
როგორც ყოველთვის ემოციებით სავსე ისტოროა გამოგივიდა <3

"ლეგენდა სიკვდილზე გამარჯვებულ ბიჭზე" - ამ სიტყვებზე ამეტირა :'( ♡♡


ბოლოსთვის რა თქმა უნდა შენ შემოგინახე მონატრებულოვ ^_^ ♡♡♡
საერთოდ ყველაფერს, ყველაფერს აქვს საზღვარი,
მაგრამ შენ ნიჭს არა.
დავიწყებ კითხვას შენი ისტორიების და
"დავიკარგე,
სადღაც ძალიან შორს,უსასრულობაში ჩავიკარგე" - აი სრული ამ სიტყვების მნიშვნელობებით მასე ვხდები,
ბოლოს მოვრჩები კითხვას და მაინც ვერ ვუბრუნდები რეალობას.
ისევ ისტორიაში ვარ,
ისევ განვიხილავ ჩემს მეორე მესთან ,
თითოეულ სიტყვას და ემოციებით სავსეს ცრემლები მადგება.
ისეთი ემოციებით გადმოსცემ თითოეულ სიტყვას ♡♡♡♡
ძალიან, ძალიან გამიხარდი <3
ძალიან ძალიან მომნატრებიხარ ანასტასია :* :*
უფრო, უფრო მალე დაგვიბრუნდი ხოლმე რა ^_^ ❤

 


№10 სტუმარი სტუმარი nancho

ძალიან კარგი ისტორია იყი,არ მინდოდა დამთავრებულიყო,მიყვარს დასტოინი ადამიანები,მომეწონა ყველა გმირი,ნუ მანჯავიძის გარდა..მოკლედ კარგი იყო.

 


№11 ახალბედა მწერალი tasusuna

Tskrialashvili Mariami
საიდან უნდა დავიწყო?!
იქიდან, როგორი შთაბეჭდილება დამიტოვა ჯაბა შალიკიანმა?
როგორ მომენატრე?
როგორი ოსტორია იყო?
რამდენად გამიხარდი?
რამხელა სიხარული შემოიტანა შენმა ნიკის დანახვამ?
არვიცი ვერ ვიწყებ
მაგრამ საიდანღაც ხო უნდა დავწყო?!
მოკლედ,
შესავალი ძალიან, რომ არ გამიგრძელდეს
დავიწყებ იქიდან,
რომ საერთოდ არაფერს არ შევცვლიდი შალიკიანში.
ადამიანი, რომელიც იდეალური იყო!
"ხვდები?!-ერთი ტყვიით იწამლებოდა ასობით ადამიანი,როცა,მისმა გასროლამ მხოლოდ მე დამაზიანა.
უსამართლობა იქნებოდა ერთი კაცისთვის ყველა გასვრილიყო."
????????
კითხვა, რომ დავიწყე მოვწყდი სამყაროს, დამავიწყდა გარშემო ყველაფერი.
დამავიწყდა პრობლემები
დამავიწყდა გულის ტკივილი
დამავიწყდა, თუ როგორ ვარ! :(((
უბრალოდ ვკითხულობდი, ვკითხულობდი თითქოს ჩემ თვალწინ ხდებოდა ყველაფერი, პერსონაჟების თითოეული დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ.
და კიდევ ერთხელ გულში სითბო ჩამეღვარა ამდენად კარგი ურთიერთობის მატარებლები, რომ იყვნენ ერთმანეთისთვის ^_^ ♡♡
როგორც ყოველთვის ემოციებით სავსე ისტოროა გამოგივიდა <3

"ლეგენდა სიკვდილზე გამარჯვებულ ბიჭზე" - ამ სიტყვებზე ამეტირა :'( ♡♡


ბოლოსთვის რა თქმა უნდა შენ შემოგინახე მონატრებულოვ ^_^ ♡♡♡
საერთოდ ყველაფერს, ყველაფერს აქვს საზღვარი,
მაგრამ შენ ნიჭს არა.
დავიწყებ კითხვას შენი ისტორიების და
"დავიკარგე,
სადღაც ძალიან შორს,უსასრულობაში ჩავიკარგე" - აი სრული ამ სიტყვების მნიშვნელობებით მასე ვხდები,
ბოლოს მოვრჩები კითხვას და მაინც ვერ ვუბრუნდები რეალობას.
ისევ ისტორიაში ვარ,
ისევ განვიხილავ ჩემს მეორე მესთან ,
თითოეულ სიტყვას და ემოციებით სავსეს ცრემლები მადგება.
ისეთი ემოციებით გადმოსცემ თითოეულ სიტყვას ♡♡♡♡
ძალიან, ძალიან გამიხარდი <3
ძალიან ძალიან მომნატრებიხარ ანასტასია :* :*
უფრო, უფრო მალე დაგვიბრუნდი ხოლმე რა ^_^ ❤

ისე ვარ მაგ სიტყვებს ჩაციკლული,მგონი სხვა ისტორუებშიც მაქვს გამოყენებული..
ხშირად ვიკარგები ხოლმე უსასრულობაში და,მაშინ ვიწყებ წერას..
იცი ყველაზე მეტად შენში რას ვაფასებ?!
ადსოლუტურად ყველა დეტალი და სიტყვა გულთან რომ მიგაქვს-ისე განიცდი,როგორც ვწერ და არა ხელოვნურად..
უაზროდ ველოდები ხოლმე შენს შეფასებას.. იმიტომ,რომ ვიცი,ყველაზე გულწრფელიიქნრბა..
მარიამ,ძალიან ბევრ რაღაცას მიხალისებ სულში,შენი უბრალო არსებობით...
დავბრუნდები ისევ იმისთვის,აქ რომ ისევ გიხილო..
მადლობა,როომ არსებობ ❤️❤️❤️

სტუმარი nancho
ძალიან კარგი ისტორია იყი,არ მინდოდა დამთავრებულიყო,მიყვარს დასტოინი ადამიანები,მომეწონა ყველა გმირი,ნუ მანჯავიძის გარდა..მოკლედ კარგი იყო.

მაფლობა შეფასებიდთვის ❤️❤️
მანჯავიძე მართლაც ძალიან ცუდი ადამიანია ...

 


№12  offline წევრი ნანა73

უუუუფ, ვულკანი ხარ! ყველაზე მოქმედი, ყველაზეღვარღვარა!!! ეს რა იყო? წამლეკა... იშვიათი, მაგრამ ყველთვის ასეთი როგორ ხარ? უფრო ხშირად ამოქმედდი რაა... ❤️❤️❤️

 


№13 ახალბედა მწერალი tasusuna

ნანა73
უუუუფ, ვულკანი ხარ! ყველაზე მოქმედი, ყველაზეღვარღვარა!!! ეს რა იყო? წამლეკა... იშვიათი, მაგრამ ყველთვის ასეთი როგორ ხარ? უფრო ხშირად ამოქმედდი რაა... ❤️❤️❤️

უაზროდ მიხარია,თუ თქვენამდე მოდის ის,რასაც წრრისას მასში ვდებ ❤️❤️
შევეცდები,მოლოდინები არასდროს გაგიცრუოთ..
მადლობა !!!

 


№14  offline წევრი ენნე

უსაყვარლესი ისტორია იყო, დაოცრად ვისიამოვნე❤️
ერთი “აფსოლუტური” მხვდებოდა ყურში ძალიან. უმაგრესი გოგო ხარ, გაბადრულმა ჩავიკითხე ბოლომდე ❤️

 


№15 ახალბედა მწერალი tasusuna

ენნე
უსაყვარლესი ისტორია იყო, დაოცრად ვისიამოვნე❤️
ერთი “აფსოლუტური” მხვდებოდა ყურში ძალიან. უმაგრესი გოგო ხარ, გაბადრულმა ჩავიკითხე ბოლომდე ❤️

ენ,მადლობა ❤️❤️
კი მაგ სიტყვაზე ჩაციკლული ვარ მგონი და კიდე რამდენიმეზე :დდდ

 


№16  offline წევრი Barbare ❤

დილა გამიბედნიერა ამ ისტორიამ ❤ დიდი სიყვარულის,სითბოს და კიდევ უამრავი გრძნობის ასე კარგად სიტყვებით გადმოცემა თუ შეიძლებოდა არ ვიცოდი.. ❤ მშვენიალური იყო ❤ წარმატებები..
პს. გადარეული სალოს ისტორია მინდააა... ვიცი ასე შეკვეთით არ მოდის მუზა მაგრამ მაინტერესებს როგორი იქნება შეყვარებული სალო :დ ❤

 


№17 ახალბედა მწერალი tasusuna

Barbare ❤
დილა გამიბედნიერა ამ ისტორიამ ❤ დიდი სიყვარულის,სითბოს და კიდევ უამრავი გრძნობის ასე კარგად სიტყვებით გადმოცემა თუ შეიძლებოდა არ ვიცოდი.. ❤ მშვენიალური იყო ❤ წარმატებები..
პს. გადარეული სალოს ისტორია მინდააა... ვიცი ასე შეკვეთით არ მოდის მუზა მაგრამ მაინტერესებს როგორი იქნება შეყვარებული სალო :დ ❤

ისე,დაფიქრებად ღირს :დდ ეგ ისეთია,დალაგებულ,სტანდარტულ ურთიერთობას ვერ დააბრალებ და,თუ მუზები მოვიდა,რამე ხლაფორთების დაგეგმვა შეიხლება :დ
მადლობა ბარბარე ❤️❤️

 


№18 სტუმარი სტუმარი ლელა

ვფიქრობ შალიკიანის რეაქციას მამობასთან დაკავშირებით ვიმსახუფებდით მკითხველი. ❤️

 


№19 ახალბედა მწერალი tasusuna

სტუმარი ლელა
ვფიქრობ შალიკიანის რეაქციას მამობასთან დაკავშირებით ვიმსახუფებდით მკითხველი. ❤️

რატომ არ დავამატე,მეცგამიკვირდა..
თუმცა,მარტივი გამოსაცნიბია როგორი სიხარული იქნებოდამისთვის..

 


№20  offline წევრი duchi_duchi

ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე.მომეწონა კარგი იყო...შეიძლება მეორე ნაწილიც რომ დაწერო...მაინტერესებს შალიკიანის რეაქცია და სალომეს ვინ უყვარს საფიქრალი გამიჩნდა ჰოდა ბევრი რომ არ ვიფიქრო იქნებ გააგრძელო?

 


№21 ახალბედა მწერალი tasusuna

duchi_duchi
ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე.მომეწონა კარგი იყო...შეიძლება მეორე ნაწილიც რომ დაწერო...მაინტერესებს შალიკიანის რეაქცია და სალომეს ვინ უყვარს საფიქრალი გამიჩნდა ჰოდა ბევრი რომ არ ვიფიქრო იქნებ გააგრძელო?

ბევრს ომ ვიფიქრებ,იქნებ გავარგრძელ :დდ
მადლობა შეფასებისთვის ❤️❤️❤️

 


№22 სტუმარი თიკა

გამარჯობა ტასუსუნა.
აქამდე მგონი არასდროს არ დამიწერია კომენტარებში ჩემი შთაბეჭდილება შენი ისტორიისადმი.
სულ თავიდან ,,მავნე ჩვევები" და ,,ნაზია ღამე" წავიკითხე და იმდენად მომეწონა რომ შენი დადებული ყველა ისტორია ერთმანეთის მიყოლებით წავიკითხე. უბრალოდ უმაგრესი გოგო ხარ და არ შემიძლია შენი ისტორიებიდან რომელიმე გამოვარჩიო. ყოველ ახალ ისტორიაზე რასაც წავიკითხავდი შენს გვერდძე ვამბობდი -ეს უმაგრესია , მაგრამ შემდეგი ისტორიის დასასრულს ვხდებოდი რომ ყველა ერთმენეთზე უკეთესია.
წერე, წერე და გაგვანებივრე შენი ისტორიებით.
მადლობა შენ <3

 


№23 ახალბედა მწერალი tasusuna

თიკა
გამარჯობა ტასუსუნა.
აქამდე მგონი არასდროს არ დამიწერია კომენტარებში ჩემი შთაბეჭდილება შენი ისტორიისადმი.
სულ თავიდან ,,მავნე ჩვევები" და ,,ნაზია ღამე" წავიკითხე და იმდენად მომეწონა რომ შენი დადებული ყველა ისტორია ერთმანეთის მიყოლებით წავიკითხე. უბრალოდ უმაგრესი გოგო ხარ და არ შემიძლია შენი ისტორიებიდან რომელიმე გამოვარჩიო. ყოველ ახალ ისტორიაზე რასაც წავიკითხავდი შენს გვერდძე ვამბობდი -ეს უმაგრესია , მაგრამ შემდეგი ისტორიის დასასრულს ვხდებოდი რომ ყველა ერთმენეთზე უკეთესია.
წერე, წერე და გაგვანებივრე შენი ისტორიებით.
მადლობა შენ <3

თიკა,გამარჯობა ❤️❤️❤️❤️
ყველაზე მეტად ერთგული მკითხველებიდ კომენტარები მახარებს რატომღაც,თქვენ ყოვრლთვის ობირქტურად აფასებთ ხოლმე თითოეულ ახალ ისტორიას...
მიხარია,თუ ფინამიურობას ვინარჩუნებ და კვლავინდებურად მიგწონთ ❤️❤️❤️
ნაზია ღამე ჩემთვისაც გამორჩეულია ❤️❤️❤️

 


№24  offline წევრი Tskrialashvili Mariami

ანასტასია მომენატრე :( ♡
მომენატრა ის ემოციები,
მომენატრა ის შეგრძნებები,
ყველაფერს რომ ვეთიშები,
გარშემო აღქმის უნარს რომ ვკარგავ და ვიკარგები შენ ისტორიებში.
ვრჩებით მხოლოდ და მხოლოდ,
მე, პერსონაჟები და ისტორია :( ♡♡♡♡

არანორმალურობის ზღვარზე ვარ, ხო და ისე ძალიან მინდა გამოვეთიშო რეალობას, ჩემით არ/ვერ გამომდის ^_^
მალე დაგვიბრუნდი რა :( :( ♡♡♡

 


№25 ახალბედა მწერალი tasusuna

Tskrialashvili Mariami
ანასტასია მომენატრე :( ♡
მომენატრა ის ემოციები,
მომენატრა ის შეგრძნებები,
ყველაფერს რომ ვეთიშები,
გარშემო აღქმის უნარს რომ ვკარგავ და ვიკარგები შენ ისტორიებში.
ვრჩებით მხოლოდ და მხოლოდ,
მე, პერსონაჟები და ისტორია :( ♡♡♡♡

არანორმალურობის ზღვარზე ვარ, ხო და ისე ძალიან მინდა გამოვეთიშო რეალობას, ჩემით არ/ვერ გამომდის ^_^
მალე დაგვიბრუნდი რა :( :( ♡♡♡

ისეთ კრიზისულ პერიოდში ვარ,ვერც კი წარმოიდგენ..
ფიქრები ვაკუუმში მაქვს და ერთი სიტყვაც ვერ გამომაქვს..
ისე მინდა ამოხეთქოს და რაღაც, სულ მცირე მაიმც დავწერო და ვერ ვშვები..
არადა დრო მაქვს,არადა ყველაფერი გონებაშია და ,
ერთი სიტყვაც კი ვერ გადმოვიტანე..
ახლა, ისე გამახარა შენმა სიტყვებმა,ვერ გადმოვცემ..
უქნებ გამომივიდეს მარ,შენთვის იქნებ რაღაც შევძლო...

 


№26  offline წევრი Tskrialashvili Mariami

tasusuna
Tskrialashvili Mariami
ანასტასია მომენატრე :( ♡
მომენატრა ის ემოციები,
მომენატრა ის შეგრძნებები,
ყველაფერს რომ ვეთიშები,
გარშემო აღქმის უნარს რომ ვკარგავ და ვიკარგები შენ ისტორიებში.
ვრჩებით მხოლოდ და მხოლოდ,
მე, პერსონაჟები და ისტორია :( ♡♡♡♡

არანორმალურობის ზღვარზე ვარ, ხო და ისე ძალიან მინდა გამოვეთიშო რეალობას, ჩემით არ/ვერ გამომდის ^_^
მალე დაგვიბრუნდი რა :( :( ♡♡♡

ისეთ კრიზისულ პერიოდში ვარ,ვერც კი წარმოიდგენ..
ფიქრები ვაკუუმში მაქვს და ერთი სიტყვაც ვერ გამომაქვს..
ისე მინდა ამოხეთქოს და რაღაც, სულ მცირე მაიმც დავწერო და ვერ ვშვები..
არადა დრო მაქვს,არადა ყველაფერი გონებაშია და ,
ერთი სიტყვაც კი ვერ გადმოვიტანე..
ახლა, ისე გამახარა შენმა სიტყვებმა,ვერ გადმოვცემ..
უქნებ გამომივიდეს მარ,შენთვის იქნებ რაღაც შევძლო...


შეძლებ ^_^ :*
სხვანაირად არ შეიძლება ♡♡♡♡♡♡

 


№27 სტუმარი სტუმარი თამო

ძალიან მომეწონა.ისეთი შეგრძნება დამიტოვა ამ.ისტორიამ სათუთი სითბოსი აი რომ არ უნდა შემოგეფხშვნას ხელში.ისეთი იყო შალიკიანი.ისე მომეწონა მათი ამბავუ საოცრად თბილი ამაღელვებელი.ძალიან კარგი იყო.რაღაც ისე უფრთხილდებოდნენ ამ გრძნობებს ისე უსიტყვოდ ესმოდათ ერთამნეთის.ეხლა კიდე ვერ გადმოვცემ კარგად რისი თქმა მინდა მგონი ისე ემოციურად იმოქმედა ჩემზე ისე მომეწონა ის სითბო ის მეგობრობა სიყბარული.ყბელაფერი კარგად გქონდა გადმოცემული.მიხარია რომ გიპოვე შენი ისტორიებით

 


№28 ახალბედა მწერალი tasusuna

სტუმარი თამო
ძალიან მომეწონა.ისეთი შეგრძნება დამიტოვა ამ.ისტორიამ სათუთი სითბოსი აი რომ არ უნდა შემოგეფხშვნას ხელში.ისეთი იყო შალიკიანი.ისე მომეწონა მათი ამბავუ საოცრად თბილი ამაღელვებელი.ძალიან კარგი იყო.რაღაც ისე უფრთხილდებოდნენ ამ გრძნობებს ისე უსიტყვოდ ესმოდათ ერთამნეთის.ეხლა კიდე ვერ გადმოვცემ კარგად რისი თქმა მინდა მგონი ისე ემოციურად იმოქმედა ჩემზე ისე მომეწონა ის სითბო ის მეგობრობა სიყბარული.ყბელაფერი კარგად გქონდა გადმოცემული.მიხარია რომ გიპოვე შენი ისტორიებით

ყოველთვის განსაკუთრებულად მიხარია ახალი მიითხველის გამიჩენა ❤️❤️❤️
თქვენმა კომენტარმა გული საოცრად გამივსო დადებითი ემოციებით ❤️❤️❤️ მიხარია,როცა მკითხველი ზუსტად გებულობს მას,რისი გადმოცემაც მინდოდა ❤️❤️❤️გამიხარდება თუ სხვებსაც გადაავლებთ თვალს ❤️❤️❤️

 


№29 სტუმარი სტუმარი თამო

tasusuna
სტუმარი თამო
ძალიან მომეწონა.ისეთი შეგრძნება დამიტოვა ამ.ისტორიამ სათუთი სითბოსი აი რომ არ უნდა შემოგეფხშვნას ხელში.ისეთი იყო შალიკიანი.ისე მომეწონა მათი ამბავუ საოცრად თბილი ამაღელვებელი.ძალიან კარგი იყო.რაღაც ისე უფრთხილდებოდნენ ამ გრძნობებს ისე უსიტყვოდ ესმოდათ ერთამნეთის.ეხლა კიდე ვერ გადმოვცემ კარგად რისი თქმა მინდა მგონი ისე ემოციურად იმოქმედა ჩემზე ისე მომეწონა ის სითბო ის მეგობრობა სიყბარული.ყბელაფერი კარგად გქონდა გადმოცემული.მიხარია რომ გიპოვე შენი ისტორიებით

ყოველთვის განსაკუთრებულად მიხარია ახალი მიითხველის გამიჩენა ❤️❤️❤️
თქვენმა კომენტარმა გული საოცრად გამივსო დადებითი ემოციებით ❤️❤️❤️ მიხარია,როცა მკითხველი ზუსტად გებულობს მას,რისი გადმოცემაც მინდოდა ❤️❤️❤️გამიხარდება თუ სხვებსაც გადაავლებთ თვალს ❤️❤️❤️

აუცილებლად ეხლა ვკითხულობ ჩემთვის გაჩენილი დავიწყე და იქაც დაგიწერ ჩემს აზრს როცა მოვრჩები.საოცრად კარგად წერ

 


№30  offline წევრი TamoTi

აუუ ისეთი საყვარლობა იყოო❤️❤️ძალიან მომეწინა❤️წარმატებები❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent