უსაზღვრო {სრულად}
რამდენიმე დღის გამოფხიზლებული საავადმყოფოს დიდი ფანჯრის წინ ეტლში მჯდომი განაცრისფრებულ ქალაქს გაჰყურებდა. ხეებს არცერთი ფოთოლი არ შემორჩენოდა. ცაზე ნაცრისფერი ღრუბელი წვიმის მომასწავლებლად მოღრუბლულიყო, თან მათ შორის გაელვებული ლურჯი სხივები რამდენიმე წამში გრუხუნით იკლებდა იქაურობას. მალე წვიმაც წამოვიდა. მთელი ძალით ენარცხებოდა ფანჯრებს. დიდი ხანი იყო ასეთი ძლიერი წვიმა არ ენახა. თითქოს მალე ცა ჩამოიქცეოდა და ყველაფერს წალეკავდა. -სულ დავსველდი. - უკნიდან მოესმა გოგოს წკრიალა ხმა, მაგრამ წამითაც არ შერხეულა. - ღმერთო, მართლა გაწუწულ ქათამს ვგავარ… არადა სულ ორი წუთი დამჭირდა აქ შემოსასვლელად. - წინ გადაეღობა ყიფიანს და აიძულა მისთვის ყურადღება მიექცია. ფეხებიდან ააყოლა თვალი დას, ბოლოს მის სახეზე გაუშტერდა თვალი, რამდენიმე წამით უყურებდა, შემდეგ გაიცინა, თან თავი გააქნია. -რას გავხარ პატარა, წადი გამოიცვალე. -მე გარეთ გამსვევლი აღარ ვარ. -მარტო მოხვედი? -იკამ მომიყვანა, მანქანაში დარჩა და მელოდება. -უნივერსიტეტში რა ხდება? - დაიანახა როგორ გაუბრწყინდა თვალები მაშოს, მაგრამ მზერა ისევ ფანჯრებზე გადაიტანა და თემაც შეცვალა. -მე მეგონა სკოლაზე ადვილი იქნებოდა და წამება აღარ მომიწევდა, მაგრამ უარეს ადგილში გავყავი თავი… რა გაცინებს… მერის გამოჭერილი ვყავარ, როგორც კი გავაცდენ ეგრევე ჩხუბს იწყებს… ნუ არ ყვირის, უბრალოდ თავის უფროს შვილებს მადარებს, აი ელენემ გრანტი აიღო, ისა ესა… აღარ შემიძლია. ავდგები და გადავალ სახლიდან. -ჩემთან გადმოდი. - გაყინულ მტევანზე მოკიდა ხელი და თითები დაუკოცნა. -შენ გგონია შენს სახლში მარტო ცხოვრების უფლებას მოგცემს? -დიდი ხანია მერის ბრძანებებს აღარ ვემორჩილები. -ხო, მაგრამ დემეს ოთახს შენთვის ამზადებს. -უთხარი რომ სახლში არ მივალ. - ხელი გაუშვა დას, ეტლი შეატრიალა და დაელოდა როდის წაიყვანდა მაშო თავისი პალატისკენ. -ტიტე. -სახლში არ წამოვალ მაშო, ბევრი ლაპრაკი აღარ მინდა ამ თემაზე და მერისაც უთხარი რომ არაფერი თქვას. -კი, მაგრამ… -და კიდევ, თუ შეძლებ დამხმარე მომიძებნე… პრინციპში შენ რას გეუბნები. -ერთ გოგოს ვიცნობ, სამსახური სჭირდება, თან არავინ ჰყავს, ქირით ცხოვრობს და… -ჩემი სახლი თავშესაფარი არ არის, არც ახალგაზრდა გოგო მჭირდება ჩემი დანახვისას საცვალი რომ დაუსველდეს. -ნუ ხარ დეგენერატი! - მხარზე დაარტყა ხელი ტიტეს, თან პალატაში შეიყვანა. -დაი.კიდე, ეკას დავურეკავ და ის მომიგვარებს მაგას. -ტიტე, რათ გინდა დამხმარე როცა შეგიძლია… -არ გააგრძელო! - თვალები მაგრად დააჭირა ერთმანეთ და ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა. -მოსული იყო… -წადი. -ტიტე. -წადი მეთქი! - ხელი გაიშვირა კარებისკენ, მაშო კი ისევ ერთ ადგილზე იდგა. -არსადაც არ წავალ! -მაშო! -ადექი და გამაგდე. - მხრები აიჩეჩა უდარდელად, იქვე სავარძელში ჩაჯდა და თვალებ ანთებულ ძმას დააკვირდა გამჭოლი მზერით. ცოტახანი უყურებდნენ ერთმანეთს ერთნაირ მწვანეებში, ბოლოს თავი ჩახარა ყიფიანმა. თავი სიცილით გააქნია და ქვედა ტუჩზე ძლიერად დააჭირა კბილები. -კუდიანო… გაცივდები. - ბოლოს მაინც მოლბა ყოფიანი და ყურებამდე გაიღიმა. -გადაიღოს და წავალ. - ფეხზე წამომდგარი მიუახლოვდა ტიტეს, ხელები სახეზე მოკიდა და შუბლზე აკოცა. - დაწვები? -ჰო, მომეხმარე. - საწოლთან მისული ხელებით დაეყრდნო ზედაპირს და მაშოს დახმარებით ზევიდან დაწვა. უგრძნობ ფეხებს ზიზღით დახედა, შემდეგ კი მწვანე თვალები მინაბა. იგრძნო ერთ ადგილზე გაშეშებულ დას როგორ სცვიოდა ცრემლები და უარესად მოეშალა ნერვები. - ახლა ხვდები? -ტიტე… -ხვდები რატომ არ მინდა სახლში ყოფნა? ამის დედაც! ხვდები რატომ არ ვუშვებ ჩემს საყვარელ ქალს ჩემთან? - დაჭრილი მგელივით აღრიალდა, თვალები სულ ჩაუწითლდა და ასლუკუნებულ დას მიაშტერდა. - შენ გგონია მინდა მისგან შორს ყოფნა? ჩემი ბედის დედას შევ.ცი! იმ მცხოვრების სადაც სიარული არ შემიძლია! არ შემიძლია ჩემი გოგო ხელში აყვანილმა ვატარო, ვანახო ის რაც ჯერ არ მინახებია მისთვის გესმის? იმდენად მიყვარს ჩემთვის ვერ ვიმეტებ! ვერ და არ დავისვამ 20 წლის გოგოს სახლში ჩემს მოსავლელად! არ შემიძლია მის გვერდზე წოლა როცა წელს ქვემოთ ვერაფერს ვგრძნობ. ვერ ვიქნები მის გვერდით როცა ვიცი რომ ვერ შევეხები, ჩემებურად ვერ მოვეფერები და ვერ შევიგრძნობ მის სიყვარულს! რა მივცე მითხარი? რა შევთავაზო ინვალიდმა? ძიძობა?! ამის დედაც შეწყვიტე ტირილი! -მაპატიე რა. - ნელა მოუახლოვდა ტიტეს და გააფთრებულს ხელები კისერზე მოხვია. ესმოდა როგორ სწრაფად უცემდა გული, მაგრამ ხელებს მაინც არ აშორებდა, მკერდზე ეკვროდა და ცრემლების შეკავებას ამაოდ ცდილობდა. -წადი სახლში და ჭკვიანად მოიქეცი. ფეხებს არა, მაგრამ ხელებს ვგრძნობ და შენს შეყვარებულს გავუსიებ თავს რამეს თუ მიქარავს. -რით ვერ შეეგუე, რამდენი ხანი გავიდა? -მნიშვნელობა არ აქვს. - შედარებით დაწნარებულმა ჩაილაპრაკა და მაშოს შუბლზე აკოცა. -ხვალ გნახავ. - კარებისკენ წასულმა საწოლზე მწოლს ბოლოჯერ შეხედა, თბილად გაუღიმა და კარებიც გაიხურა. ისევ მარტო დარჩა თავის ფიქრებთან. თვალები დახუჭა და მოგონებებში გადაეშვა. *** 2 წლის წინ. სამზარეულოში მაგიდასთან მდგომი წვრილი თითებით ცომის ერთგვაროვან მასად მიღებას ცდილობდა, ფქვლით სავსე ჯამში დებდა გაშლილ ხელის გულს, შემდეგ კი ისევ ცომის ზილვას განაგრძობდა. შემოსასვლელი კარის გაღების ხმა შემოესმა, მას კი ბიჭების ხმამაღალი საუბარი და სიცილი მოჰყვა. წინასწარ გაეღიმა მოსალოდნელ შექებებზე, დაელოდა როდის შეყოფდნენ თავს სამზარეულოში და მელე სამი ბიჭი სათითაოდ შემოლაგდა. -რას აკეთებ გოგონი? - ყურებამდე იღიმოდა ნიკუშა გეგეჭკორი, თან პატარა ცომის ამოცლას ცდილობდა ჯამიდან. -პეჩენიებს ვაცხობ თქვენთვის. -მართლა? - თვალები გაუბრწყინდა ჟაჭვლიანს და ფქვილში ამოსვრილი და მთლიანად შეათვალიერა. ასეთიც კი ლამაზი იყო, თეთრი თმა კოსად დაემაგრებინა თავზე, ვარდისფერი ტუჩებიდან თეთრი კბილები გამოეჩინა და თეთრი წამწამების ქვეშ მოთავსებული ღია ცისფერი თვალებით ათვალიერებდა ბიჭებს. - რამდენ ხანში იქნება? -მაქსიმუმ ოც წუთში, ცივ ყავასაც გაგიკეთებთ. -შენ სასწავლი არ გაქვს? რა დროს ნამცხვრების კეთებაა? - ლოყაზე აკოცა დადიანმა მამიდაშვილს, შემდეგ მუცელზე მოხვია ხელი და ცხვირი მის ყელში ჩარგო. -მეღუტუნება უტა! - მაშინვე აკისკისდა, შეეცადა თავი დაეხსნა ბიძაშვილის მკლავებიდან, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. - მაქვს, მაგრამ დღეს დედა არ მოვა და ხომ უნდა მოგხედოთ? -მორიგეა? - მაცივრიდან გამოღებული ლუდი მოსვა ანდრომ, ბიჭებსაც მიაწოდა და მაგიდასთან დის წინ მოთავსდა. -ჰო. -მამა? -მუშაობს და საღამოს მოვა… დღეს თავისუფალი ვარ, ამას რომ გამოვაცხობ მერე ვისწავლი. - ფორმებიან ტაფაზე ზეთი ოდნავ წაუსვა და რბილი ცომი ფორმებში ჩადო. -დღეს ფეხბურთია, ბიჭები უნდა მოვიდნენ… -ბოლო ხმაზე თუ არ იღრიალებთ, არ ამოვა ხმა ჩემს ოთახში… და კიდევ, ხვალ სკოლაში უნდა წავიდე, ჩემმა დამრიგებელმა დაურეკა დედას, აცდენსო. -რა გაატრაკა მაგ ქალმა ტო, ხომ იცის რომ არ გცალია? -მე რა ვიცი ანდრო? -გინდა მივიდე დაველაპარაკო? - სერიოზული ტონით თქვა ნიკუშამ და ქალბატონის გაცინებაც შეძლო. - რამდენი წლისაა მითხარი და მე მოგიგვარებ უცებ. -56 წლის არის ნიკუშ, ქმარი გარდაეცვალა, შენი ტოლი შვილები ჰყავს და დიდი ალბათობით კლიმაქსიც დაეწყო. მადლობა ცდისთვის. - ღუმელში შედგა ტაფა, შემდეგ იქაურობის ალაგებას შეუდგა. -ამ ბოლო დროს ნიკუშა დიდი დეიდებისკენ იხრება კეკე, მაგიტომ გკითხა. - სიცილით გახედა ძმაკაცს უტამ და მისგან თავში წამორტყმაც მიიღო. -არ მოუსმინო ამათ პატარა… ხომ იცი მე შენი დაქალოჭკა მევასება… სად არის ისე, რამდენი ხანია არ გამოჩენილა. -სწავლობს, თან სესას სხვა მოსწონს. -კაი რას იძახი? მერე მე? -ხანდახან მგონია რომ მართლა მოგწონს და მაგ ხუმრობით გრძნობებს ნიღბავ. - თვალები მოჭუტა ჯაჭვლიანმა, ნიკუშას კი გულიანად გაეცინა. -არ მომწონს არა… შენ თავს გეფიცები, ხომ იცი ეგეთ გოგოებს სერიოზულად ვერ ვუყურებ. -როგორებს? -გიჟებს, შენი დაქალი გიჟია და რომ მიახლოვდება ენერგიას მაცლის, არ შემიძლია მსგავსი ხალხის ყოლა გვერდზე. თან როგორც გოგოს ისე ვერ ვუყურებ. -შენ არავინ მოგწონს პატარა? - სიგარეტი გააბოლა უტამ, ფანჯარა გამოაღო, თან რაფაზე შემოჯდა. -დრო არ მაქვს რომ მოვიწონო თორემ მომეწონებოდა. -სააგენტოში როგორ მიდის საქმეები? -აღარ მინდა, უნდა შევეშვა სამოდელოს. -გაგიჟდი? - მაშინვე თვალები ჭყიტა გეგეჭკორმა. - მთელი ქვეყანა გიცნობს ტო და ახლა ანებებ თავს? -ჰო. - უდარდელად ჩაილაპარაკა და მაცივრიდან გამოღებული მარწყვის ჭამას შეუდგა. -რატომ? - ჩაფიქრებული აკვირდებოდა დას, რომელიც მარწყვს თვალს არ აშორებდა და ნელ-ნელა აგემოვნებდა. ხვდებოდა ყველაფერს, ზეპირად იცოდა ეკატერინეს ფიქრები ამ თემასთან დაკავშირებით, მაგრამ ყოველთვის ცდილობდა მტკივნეული თუ არასასიამოვნო აზრები მისგან შორს გაეფანტა. -ხშირად დებენ ჩემს სურათს სოციალურ ქსელებში, არ ვნახულობ კომენტარებს, მაგრამ სხვები მისქრინავენ და მანახებენ. არ მინდა პოპულალურობა, არ მინდა ყველა მიცნობდეს, ისედაც ყველას ყურადღებას ვიქცევ ქუჩაში სიარულის დროს. როგორც მინდა ისე ვერ ვიქცევი ვერსად, რადგან ვიცი ბევრი კამერა მიღებს. დავიღალე, არ არის ეს ჩემი ცხოვრება, არ მომწონს და ისედაც მოკლე ცხოვრების ასე გატარებას არ ვაპირებ. -ეკა! -ნუ მეძახი ეკას და არ გინდა, ყველამ ვიცით ორმოც წლამდე ან მივაღწევ ჯამრთელი ან ვერა… ხალხი ბრბოა, ბრბოს კი ვერ შეაჩერებ. უამრავი ქაჯი ხტება ფეისბუქზე და ჩემს მომავალს მიჩვენებს. -პატარა კარგი რა… მაგათ ვაბშე რატომ უსმენ, შურთ შენი და დაბოღმილები მაგიტომ წერენ მსგავს უაზრობებს. -რისი შურთ ნუ მაცინებ. - ხელი აიქნია ირონიულად მომღიმარმა, შემდეგ ღუმელიდან გამომცხვარი ფხვიერი ორცხობილები გამოიღო და თეფშზე დაალაგა. ხმა აღარ ამოუღიათ ბიჭებს, ყველამ კარგად იცოდა ოჯახში რამდენ წელსაც აძლევდნენ ალბინოსებს. ეკატერინე ჯაჭვლიანიც ალბინოსი გახლდათ. უტა დადიანს მშობლები პატარაობაში გარდაეცვალა, თამარმა კი ერთადერთი ძმის, ერთადერთი შვილი საკუთარი შვილივით გაზარდა. არაფერს აკლებდა და არასდროს განასხვავებდა შვილებისგან. ლევან ჯაჭვლიანს კი ცოლის მიმართ იმხელა სიყვარული გააჩნდა, უტა თვითონაც საკუთარ შვილად აკურთხა. ასე ცხოვრობდნენ ჯაჭვლიანების სახლში ოთხის ნაცვლად ხუთნი და ოჯახის ყველაზე პატარა წევრს თვალის ჩინივით უფრთხილდებოდნენ. ყველაფერი ჰქონდა ეკატერინეს, ისე რომ თვითონ სურვილს არც კი გამოსთქვამდა. ჰქონდა უზრუნველყოფილი ცხოვრება, უამრავი ხალხის სიყვარული რომელიც აძლიერებდა და ცუდზე ფიქრის საშვალებას არ აძლევდა. ერთადერთი საუკეთესო მეგობარი ჰყავდა, სესილია წიკლაური. სესა რადიკალურად განსხვავდებოდა ჯაჭვლიანისგან, არანორმალური და ცოტა ქაჯიც იყო. პირველ კლასში ყველა არიდებდა თავს თეთრ გოგოს, მხოლოდ სესილიამ გამოიჩინა ინიციატივა. მას შემდეგ კი ყველას სცემდა ვინც კი ეკატერინეზე ცუდს იტყოდა. თვრამეტი წლის იყო ჯაჭვლიანი პირველად რომ შეუყვარდა. შეიყვარდა მთელი სიგიჟით და მთელი არსებით. მისი ნაჩუქარი თეთრი ვარდი, რომელიც გაურკვევლად ხვდებოდა ყოველ დილით საძინებელში, მთელ დღეს ულამაზებდა და ეს უკვე იყო სიგიჟე, ცალკე სიგიჟე რომელსაც ტიტე ყიფიანი ერქვა. *** -აუ ძმურად კესო გამოიყვანე სკოლიდან და ცოტახანი გყავდეს რა, ვერ ვახერხებ ვერანაირად მისვლას. -რას მიხსნი, რომელ სკოლაში სწავლობს? -მაშო სადაც სწავლობს იქ. -მერე რანაირად გავიგო სად აქვს კლასი შე ჩემა? -გარეთ იქნება კარებთან, დაინახავ რა. -ახლა წავიდე უკვე? -ხო მიდი თორემ ხომ იცი რამხელა ენა აქვს, მთელი ცხოვრება შეგახსენებს ერთ დაგვიანებას. -მივდივარ. - სიცილით გათიშა ტელეფონი ყიფიანმა, სწრაფად გავიდა სახლიდან და მანქანაში მოთავსებული იქაურობას წამებში გაეცალა. ისე ჩქარა მიაქროლებდა მანქანას პატარა ქალბატონს გამოსვლამდე მიასწრო. საუბარი კესარია რატიანზე იყო. გიგი რატიანის პატარა დაზე, რომელსაც მთელი საძმაკაცო ხელის გულზე დაატარებდა და პატარა გატუტუცებულ ქალბატონს ყველა სურვილს უსრულებდა. სკოლის წინ სკამზე იჯდა, გარეთ რამდენიმე მოსწავლეს მოეყარა თავი და რაღაცაზე გულიანად იცინოდნენ. უკვე მაისი მთავრდებოდა, ბავშვებიც აღარ რჩებოდნენ კლასშლი და ნელ-ნელა გარეთ გამოდიოდნენ. გრძნობდა რამდენიმე გოგოს მზერას, ინსტიქტურად ეღიმებოდა ამ პატარა ბავშვებზე სიმპატიურ მაღალ ბიჭზე5 გაუჩერებლად რომ საუბრობდნენ. -დღეს რატომ არ მოვიდა? არადა დავინახე თავისი შვილი სკოლაში. - ზურგს უკან, ოდნავ მოშორებით გოგოს ხმადაბალი წუწუნი მოესმა და მაშინვე მიხვდა ვისზეც იყო საუბარი. გაეღიმა, არ ეგონა მოსწავლე თაყვანისმცემლები თუ ჰყავდა რატიანს. ალბათ მოგვიანებით დასცინებდა კიდეც, აწვალებდა და არაფრის დიდებით არ ეტყოდა გოგოს ვინაობას. -სესაა… არ იქნება შვილი, ალბათ და არის. - გოგოს წკრიალა ხმაზე ინსტიქტურად გაიმართა წელში, უცნაური შეგრძნება დაეუფლა და თავი ძლივს შეიკავა უკან არ მიეხედა. -შვილზეც თანახმა ვარ… ისედაც საყვარელი ბავშვია. -ღმერთო ჩემო… პირდაპირ რომ მიხვიდე და კითხო კესოს არა? - გოგოების საუბრით გამხიარულებულმა პირზე ჩამოისვა ხელი ხარხარი რომ არ მოერთო. ვერც მათ საუბარს აიგნორებდა და თავსაც არაკომფორტულად გრძნობდა სხვის ლაპარაკს ჩუმად რომ ისმენდა. -შენ კითხე რა… თან ხომ იცი როგორ უყვარხარ. -ჰო ერთადერთი ბავშვია ვისაც ჩემი არ ეშინია. -ახლა არ დაიწყო თორემ მაგ ლამაზ სახეს დაგიმახინჯებ. -გამოვა და ვკითხოთ… -მართლა კითხავ? -ისევ და ისევ ჩემთვის გავიგებ ვინ არის რომ შენს წუწუნს აღარ მოვუსმინო. -მიყვარხარ! - კოცნის ხმა გაიგო ყიფიანმა და თავი ძლივს შეიკავა არ ახარხარებულიყო. ახლა უფრო მეტად აინტერესებდა ორივეს სახე, თავი ოდნავ გაატრიალა გვერდზე და თვალში წითელი თმები მოხვდა. - ეს მელოტი ვინღაა? ჩემმა კაცმა ხომ არ გამოუშვა ნეტა. -შეგიძლია შეეშვა ცოტახანი იმ კაცზე საუბარს? საერთოდ შეეშვი, მამაშენის ტოლია მგონი. -ნუ არც ეგაა გამორიცხული… მაგრამ არ შემიძლია. -წავიდეთ რა, ისედაც რამდენი ხანია უაზროდ ვდგავართ სკოლაში მაგ კაცის გამო. დავამთავრებთ სკოლად და მერე რას იზამ? -თუ ვერ შემამჩნია მანამდე ბოლო დღეს პირდაპირ მივალ… ან ზეგ ბოლო ზარზე ხომ მოვა? ჩემს გარდა წითელი თმა არავის აქვს ამ სკოლაში, ყველა ამჩნევს და იმ დეგენერატს ცოლი ყავს თუ სად აქვს თვალები? -ემალები რანაირად შეგამჩნევს. -ალბათ შეყვარებული ჰყავს, ნუ პრინციპში როგორ არ ეყოლება ვინმე. -კეკე! - ბიჭის ხმა შემოესმა ყიფიანს და ინსტიქტურად იქით გაიხედა. კეკე, პირველად მაშინ გაიგო ჯაჭვლიანის სახელიც და ხმაც. -რა იყო? -გვაკადრებ შენთან სურათს პატარა? -ნუ მეძახი ამ პატარას. - ბოლო სიტყვები ძლივს გაიგო ყიფიანმა და შეკრული წარბები ოდნავ დააშორა ერთმანეთს. დაინახა ტანის ნაზი რხევით როგორ დაიძრა თეთრთმიანი გოგო მომღიმარი ბიჭისკენ, სახე ვერა, მაგრამ მისი თეთრი თმები კარგად დაინახა. იფიქრა რომ შეღებილი ჰქონდა და მაგის მერე აღარც შეუხედავს. ისევ ისმოდა სიცილი, ათას თემაზე ხმამაღლა საუბარი. შემდეგ კესოც გამოჩნდა თავისი ვარდისფერი ჩანთით. -ტიტეე! - გახარებული გაექანა ყიფიანისკე და ტიტემაც სწრაფად აიტაცა ჰაერში. -ჩემი პრინცესა… რა ლამაზი ხარ. - ლოყები დაუკოცნა ბავშვს, შემდეგ მიწაზე დაბრუნებულს ჩანთა გამოართვა, მეორე ხელი კესოს ჩაკიდა და მანქანისკენ წავიდა. -გიგი სად არის? -არ სცალია პატარა, მაგრამ მე ვარ აქ და წავიდეთ ნაყინები ვჭამოთ. - მანქანის კარი გაუღო, დაჯდომაში მიეხმარა, შემდეგ კი საჭესთან დაიკავა თავისი ადგილი. -აუუ როგორ მიყვარხარ… მარწყვის მინდა ხო? -რომელიც გინდა, თუ გინდა ყველანაირი ჭამე. -არა მარწყვი მინდა. - თავი გააქნია გახარებულმა, სავარძელზე დამაგრებულ თავის მისადებს ხელები მოხვია და სახე ტოტეს თავთან ახლოს მოსწია. -რა ხდება სკოლაში? ხომ არავინ გაბრაზებს? - მარჯვენა ხელით მიეფერა ლოყაზე მომღიმარ ბავშვს. -არა. -თუ ვინმე გაგაბრაზებს მითხარი, ყურებს დავაჭრი ეგრევე. -თუ ვინმე რამეს მეტყვის რატის ვეტყვი. -რატი ვინ არის? -ჩემი შეყვარებული. -რაოო? - გაუცებულმა გახედა სარკიდან ბავშვს, თან სიცილს ძლივს იკავებდა. -ხო, მე ხო რატიანი ვარ, ხოდა რატი რო რატია, ჩემია. -მოდი რატიკოზე არ ვუთხრათ გიგის კარგი? -რატომ? -გეჩხუბება. -კარგი. - მხრები ისე აიჩეჩა თითქოს მნიშნველობა არ ჰქონდა გაიგებდა თუ არა გიგი. გიგის დედა, ლიზა, კესარიას მშობიარობას გადაჰყვა, ხანში შესულმა არაფრის დიდებით არ მოიშორა ერთადერთი ბიჭის შემდეგ ჩასახული ქალიშვილი და სიცოცხლე პატარა კესარიას შესწირა. უფროსი რატიანი მას შემდეგ შეიცვალა, დიდი ხანი ვერ ეკარებოდა ბავშვს, ამიტომ გიგი იყო კესარიასთვის მამაც, დედაც და ძმაც. უფროსი რატიანი საერთოდ საზღვარ გარეთ წავიდა და შვილებს მხოლოდ ინტერნეტის დახმარებით ესაუბრებოდა. მალე მივიდნენ სანაყინეში, ნაყინებიც შეუკვეთეს და იქვე მაგიდასთან დასხდნენ. კესოს საუბარს უსმენდა, თან იცინოდა, შემდეგ კი ნაცნობი ხმა მოესმა, ინსტიქტურად გაიხედა კარისკენ და დაინახა კიდეც თეთრი ქალი. თეთრ გრძელ წამწამებში ძლივს უჩანდა სიცილისგან მოჭუტული ცისფერი თვალები, ჟღალს რაღაცაზე ესაუბრებოდა, შემდეგ უკან მიყოლილ ბიჭს შეუტრიალდა და ლოყაზე აკოცა. აღარ ესმოდა კესოს საუბარი, ვეღარაფერს ხედავდა კეკეს გარდა და მის ღიმილზე შესამჩნევად შტერდებოდა. -ნუ უყურებ ეგრე! - ხელი აუფრიალა ცხვირწინ წარბშეკრულმა კესარიამ და ყიფიანიც წამსვე მოეგო გონს. -რატომ? -არ უყვარს რომ აშტერდებიან, განსხვავებულია და ბევრს არ უყვარს ჩემს კლასში. -შენ საიდან იცნობ? -სპორტის გაკვეთილზე წავიქეცი, ფეხი ვიტკინე და ეკატერინემ მიმიყვანა ექიმის კაბინეტში. - ყურადღებით უსმენდა პატარა რატიანს, მაგრამ თვალი მაინც ჯაჭვლიანისკენ გაურბოდა. - ლამაზია ხო? -ძალიან. - თვალი არ მოუშორებია კეკესთვის ისე თქვა, ბავშვის ჩუმმა კისკისმა კი აიძულა მისთვის შეეხედა. - გაჩუმდი და ჭამე. - წარბშეკრულმა გაუსწორა თვალი პატარა ქალბატონს. -კარგი. - მხრები აიჩეჩა უდარდელად. -ის ბიჭი ვინ არის? -კეკეს კლასელი და მეგობარი. - მარწყვის ნაყინით მოსვრილი ტუჩები გაილოკა, თან ფეხებს იქნევდა მაგიდის ქვეშ. - გინდა გაგაცნო? -არა. -მართლა არ იცი ვინ არის? - დაეჭვებულმა შეათვალიერა ყიფიანი, რომელიც ისევ ეკატერინეს უყურებდა. -არა და წამოხტი, გეყოფა ჭამა. - უცებ წამოდგა ფეხზე, კესარიას ჯინსის ქურთუკი მხარზე გადაიკიდა, ხელი ჩაკიდა ბავშვს და გასასვლელისკენ დაიძრა. -კეკე! - ხელი დაუქნია გასვლისას კესარიამ და ჯაჭვლიანმაც წამსვე გამოხედა. -გამარჯობა პატარა! - ღიმილით მიესალმა, წამით შეხედა ყიფიანს და თვალი მის მწვანეებზე გაუშეშდა. ტუჩის კუთხე ჩატეხა ტიტემ, თვალი მოაშორა გოგოს ინტერესით სავსე ცისფერებს, შემდეგ კი კესარიასთან ერთად შენობიდან გავიდა. შუშის ფანჯრიდან გრძნობდა გოგოს მზერას იქამდე სანამ მანქანაში არ მოთავსდა. კმაყოფილების ღიმილი არ შორდებოდა სახიდან და წამით გარემოც კი სულ სხვანაირი მოეჩვენა. -ეს ის მელოტი არაა? - სესილიას ხმამ მოიყვანა აზრზე ჯერ ისევ გაქვავებული ჯაჭვლიანი. -ჰო, მგონი ეგ არის. - ჩაახველა და გვერდზე მჯომ ირაკლის გადახედა. -ეგ მელოტი ტიტე ყიფიანია. - სიცილით ჩახარა თავი ბიჭმა. -შენ რა იცი? - დაეჭვებულმა შეხედა სესამ. -ჩემი მაშოს ძმაა. - ქვევიდან ახედა გაოცებულ გოგოებს. -არა მაშო ლამაზია, მაგრამ თავის ძმა თუ აჯობებდა რას ვიფიქრებდი. - ხელის გულებში ჩარგო სახე, იკას შეკრულ წარბებზე კი გულიანად გადაიხარხარა. - ისე ეგენი ბევრნი არიან ხო? -შვიდნი. - ქვედა ტუჩზე იკბინა ერისთავმა. -რაა? - გაოცებისგან თვალები ჭყიტა სესილიამ. - რა ამბავია. -რა გინდა, ბევრი დედმამიშვილი კარგია. - მხრები აიჩეჩა ჯაჭვლიანმა, გონებაში კი ისევ მწვანე თვალები ამოუტივტივდა. ტიტე ყიფიანის ირონიული ჩაღიმებაც დაუდგა თვალწინ და მიუხედავად იმისა რომ მისმა საშუალო ზომის მომღიმარმა ტუჩებმა კვალი დატოვეს ეკატერინეს გონებაში, მაინც ნერვებზე გაჰკრა მისმა მსგავსმა ქცევამ. შეუწყვეტლივ საუბრობდნენ ყიფიანების ოჯახზე, კეკე კი ფიქრებით სხვაგან დაფრინავდა. გრძნობდა როგორ უღებდა ვიღაც სურათს, მაგრამ როგორც ყოველთვის ახლაც ცდილობდა არ შეემჩნია. -წავიდეთ? - უცებ გააწყვეტინა საუბარი ერთმანეთში მოსაუბრე წყვილს და ფეხზე წამოდგა. -რა გეტაკა. - ბურტყუნით ჩაილაპარაკა წიკლაურმა, თან ისიც დაქალს გაჰყვა. -სახლში უნდა მივიდე, მერე სააგენტოში წავიდე და მანჩოს ახალი ამბავი ვახარო. -კარგად დაფიქრდი. -თუ მომინდება ისევ მიმიღებს. - მხრები აიჩეჩა უდარდელად, შუშის კარი გამოაღო და გარეთ გავიდა. *** ბოლო ზარზე თეთრ პერანჯებში გამოწყობილი ბავშვებით გადატენილიყო ეზო, სამი კლასი ამთავრებდა და შესაბამისად ბავშვებიც უფრო მეტნი ირეოდნენ ერთმანეთში. მართლაც მხოლოდ სესილია იყო წითელი თმით თეთრ პერანგში გამოწყობილი. უფრო შესამჩნევი ამდენ ბავშვებში. მის გვერდზე ჯაჭვლიანი იდგა, სიხარულს ასხივებდა და როგორც ყოველთვის ახლაც უამრავი ხალხი ეხვია გარს. ყველა აწერდა, ყველა ულოცავდა და სურათებს იღებდნენ ეკატერინე ჯაჭვლიანთან. მოშორებით მდგომი ყიფიანი კი გაღიმებული შესცქეროდა ამ ყველაფერს. ძმაკაცის გვერდზე იდგა და პატარა ქალბატონის გამოსვლას ელოდებოდა. -ბიჭო. - ხელის ზურგი მიარტყა მკლავზე ყიფიანს, თან თვალს არ აშორებდა ჟღალს, რომელიც ყველას ესაუბრებოდა, უღიმოდა, პარალელურად თეთრ გოგოს გადახედავდა, რაღაცას ჩასჩურჩულებდა და ისევ სხვებთან აბავდა დიალოგს. - ის წითური რა მოძრავია, რაც მოვედი ვუყურებ და არ გაჩერებულა, დამღალა ტო. - ტიტეს გასაგონად ჩაილაპარაკა, ყიფიანს კი მაშინვე ჩაეცინა და წარბშეკრულ გიგის ქვევიდან ახედა. - რა? -დაგევასა? -წავა რა. - მხრები აიჩეჩა, ტიტემ კი ტუჩზე იკბინა სიცილის შესაკავებლად. - გაგიტეხავ თავს! -აბა რას მენაზები შე ჩემა… აი ნახე აქეთ მოდის. - ისევ იქით იყურებოდა, გიგი კი ყიფიანს მიშტერებოდა. -მართლა? - დაბნეულმა სწრაფად იცვალა პოზა. -ჰო, ცოტა მხრებში გაიმართე. - ჩუმად თქვა, გიგიც რომ დაემორჩილა ჯერ ჩაიცინა, მერე კი ბოლო ხმაზე ახარხარდა. -წადი შენი. - მხარზე მიარტყა მუშტი. ნერვებს უშლიდა ბოლო დროს, სულ კარგ ხასიათზე იყო, სულ რაღაცას მაიმუნობდა პატარა ბიჭივით, მიზეზს კი ჯერ ვერ იგებდა. - ის მაშო არ არის? - შავ თმიან ბიჭზე მიკრულ გოგოზე ანიშნა და ყიფიანსაც წამსვე მოშორდა ღიმილი სახიდან. - მოიცადე სად მიდიხარ. - მკლავში წაავლო ხელი წინ წასულ ძმაკას და უკან დააბრუნა. - დაურეკე და უთხარი გამოვიდეს აქეთ. -შეყვარებული ჰყავს გოგოს და მალავს? - ტელეფონი ამოიღო ჯიბიდან და წამსვე გადაურეკა დას. -კაი შე ჩემა, შეიძლება მეგობარია. -გაჩუმდი რა, ეგეთი მეგობრობა არ ვიცი მე და ნუ ამართლებ ყოველთვის… მარჯვნივ გამოიხედე… მოდი აქ აბა. - ტელეფონი გაუთიშა, თან დამფრთხალი დის სახეს აკვირდებოდა ნელა რომ მიიწევდა მისკენ, თვალს კი უკან მდგომი ბიჭისკენ აპარებდა. -ბიჭებოო, აქ რა გინდათ? - გიგის მოეხვია, შემდეგ ტიტეც გადაკოცნა დაძაბულმა. -კესოს ველოდებით. -რა ხვევნა კოცნა გამიმართე აქ? - წარბშეკრულმა ჩაილაპარაკა დის გასაგონად, მაშო კი უარესად დააბნია. -ტიტეე… -სახლში ვილაპარაკებთ, მანამდე კიდე წესიერად მოიქეცი და ნუ ეკრობი ვიღაც ტიპს მთელი სკოლის წინაშე, გაიგე? -თავი დამანებე რა. - თვალებ ამღვრეულმა ძლივს თქვა სამი სიტყვა, თან თავი ჩახარა. -გამარჯობათ! - მომღიმარი ამოუდგა გვერდზე მაშოს, მკლავი მოხვია კისერზე გოგოს და ტიტეს ხელი გაუწოდა. ჯერ წარბები ასწია ყოფიანმა, თავის დაზე შემოხვეულ მკლავს დახედა, ძარღვები შესამჩნევად დაეჭიმა და ფრთხილად მოაშორებინა ხელი მაშოს მხრებიდან. - კარგი… - ხელები ასწია მაღლა ირაკლიმ, საერთოდ არ ეტყობოდა ნერვიულობა, ტიტეს კი ნერვები უარესად ეშლებოდა. - გავიდეთ? -არ გინდათ რა... -ჩვენ მერე ვილაპარაკებთ. - თითი დაუქნია დას, ბიჭს ხელი დაარტყა მხარზე, წინ გაიჭრა, თან სიგარეტის კოლოფი ამოიღო ჯიბიდან. დაინახა როგორ წამოიშალნენ რამდენიე ბიჭი და წამსვე ერისთავს გადახედა წარბაწეულმა. ხელით ანიშნა ბიჭებს იქ დარჩენილიყვნენ, მერე კი სკოლიდან მოშორებით მდგომ ყოფიანს მიუახლოვდა, მანქანაზე ნახევრად ჩამომჯდარი სიგარეტს რომ ეწეოდა და თვალებ მოჭუტული აკვირდებოდა. - ეწევი? - ჯიბეებში ხელებ ჩაწყობილს გაუწოდა კოლოფი. -ჩემიც მაქვს, მაგრამ არ მინდა. - თავი გააქნია უარყოფის ნიშნად. ის პატარა ბიჭი აღარ იყო მაშოსთან ერთად რომ იღიმოდა, სახე დაესერიოზულებინა და ზევიდან დაჰყურებდა ყიფიანს. -მოკლედ გეტყვი, არ მინდა ჩემს დასთან იყო, პატარაა ჯერ, არც შენ ხარ დიდი და სერიოზული… -მაშო მიყვარს. - საუბარი გააწყვეტინა ყიფიანს და მწვანე თვალებში ჩააშტერდა. -შეიძლება ახლა გიყვარს, მაგრამ უნივერსიტეტში რომ წახვალ გადაგიყვარდება. -ეგრე არ ხდება. - ჩაიცინა ერისთავმა, ტიტემ კი წარბები შეკრა. -ჩემ დასთან ვერ იქნები, მე კიდე ვერ ავიტან მაშოს ცრემლების ყურებას როცა გაიგებს რომ თავის შეყვარებული ვიღაც გოგოსთან იყო. -შეყვარებული არ არის, საერთოდ არ მითქვამს რომ მიყვარს… -და მაგით იმშვიდებ თავს? -კაროჩე… მაშო მიყვარს. გპირდები ჩემს გამო არ იტირებს… პირიქით, ჩემთან ყოველთვის მხიარულია. ერთადერთი რის გამოც შეიძლება იტიროს ჩემგან შორს ყოფნა იქნეა. არ დაუშალო ჩემთან ყოფნა, მეც არაფერს გავაკეთებ ისეთს რაც არ მოგეწონება. -მე არც ეს ყველაფერი მომწონს. ჩემი დის გაყოფა მიწევს შენთვის და რისკზე მივდივარ, რის გამო? -ისევ შენი დის ბედნიერების გამო. - ხელები გაშალა მომღიმარმა. -ზედმეტად დარწმუნებული ხარ საკუთარ თავში. - თვალებ მოჭუტული აკვირდებოდა, მაგრამ ის ბობოქარი ტალღები ჩაწყნარებულიყო მასში და დამშვიდებული უსმენდა ბიჭს. -შენ გეტყობა არავინ გყვარებია. -ბოდიშით ბიჭებო… - მოულოდნელად გაჩნდა იქვე ჯაჭვლიანი და ტიტეც დააბნია. - გამარჯობა. - მომღიმარმა ჩახედა მწვანე თვალებში. - ჩემი ძმაკაცის გადასარჩენად მოვედი და იმედია არ გაბრაზდებით. - თავისი წკრიალა ხმით საუბრობდა და ტიტესაც საუბრის უნარს ართმევდა. -შედი შიგნით. - შუბლზე აკოცა ირაკლიმ, მერე კი ყიფიანს დახედა, სუნთქვაშეკრული უყურებდა გოგოს და ირგვლივ ვეღარაფერს ამჩნევდა. -არ გამაცნობ შენს მეგობარს? - თვალებ ანთებულმა შეხედა ერისთავს და ირაკლიც წამსვე ყველაფერს მიხვდა. -ეკატერინე. - ხელი გაუწოდა ყიფიანს. -სასიამოვნოა ქალბატონო. - მტევანზე ეამბორა, თან ქვევიდან ახედა დაბნეულ ჯაჭვლიანს. -ჩემთვისაც... მმ… დამაწერ? - ჩვეულებრივი კალამი გაუწოდა გათამამებულმა, იკა კი გაოცებული შეჰყურებდა მეგობარს. მისი ასეთი სითამამე ჯერ არასდროს ენახა. -რათქმაუნდა. - ფეხზე წამოდგა, სიგარეტის ღერი მარცხენა ხელის თითებში მოიქცია და კალამი თითებიდან აართვა. მთლიანად შეუთვალიერა გადაჭრელებული პერანგი, ბოლოს ცარიელი ადგილი მკერდზე იპოვნა. - დამიჭირე. - ანთებული ღერი გაუწოდა ჯაჭვლიანს. მაშინვე გამოართვა სიგარეტი, თან მწვანეებში ჩახედა. ტიტემ თითებით დაიჭირა პერანგი, მოხრილი თითი ოდნავ შეახო კანზე და მისი სინაზის შეგრძნებისას სხეულში სასიამოვნოდ გასცრა. ცოტა ხანს თვალებ მოჭუტული ფიქრობდა რა დაეწერა, ბოლოს უბრალოდ “გილოცავ” დააწერა და იქვე პატარა ვარდი მიახატა. -ლამაზია… - მომღიმარმა დახედა თავის მკერდს. არაფერი უთქვამს ტიტეს, მანქანის უკანა კარი გამოაღო, თეთრი ვარდების თაიგულს ერთი ამოაცალა და გაოცებულ ჯაჭვლიანს გაუწოდა. -გილოცავ პატარა. - თვალი ჩაუკრა, ლოყაზე ოდნავ შეახო ტუჩები, სიგარეტი დაიბრუნა და კმაყოფილი ისევ მანქანას მიეყრდნო. -მადლობა. - ლოყებ შეფარკლულმა დახედა ვარდს, გრძნობდა მთლიანი სახე უხურდა და ის ადგილი ეწვოდა სადაც ყოფიანი რამდენიმე წამის წინ შეეხო. - ნახვამდის. - ვარდს დასუნა, მერე კი ღია ცისფერები შეანათა კაცს. -შეხვედრამდე. - თბილად გაუღიმა, თან თვალი გააყოლა სკოლისკენ დაძრულ გოგოს. ახლოდან უფრო ლამაზი იყო, გრძელი თეთრი წამწამები ჰქონდა და კამკამა ცისფერი თვალები, რომელბმაც მაშინვე დაატყვევეს ყიფიანი. -ეს რა იყო? -შენ ისევ აქ ხარ? - მობეზრებულმა აატრიალა თვალები. - დავაი მიდი… არ დაგავიწყდეს რომ მაშო ჯერ ჩვიდმეტი წლისაა და მეთერთმეტე კლასს ახლა ამთავრებს… ანუ შეგიძლია ჩემს დასთან იყო, შენი დაპირების გათვალისწინებით… და კიდევ ასეთ ხალხმრავლობაში კოცნებს, ჩახუტებებს და მსგავს რამეებს მოეშვით. დაგინახავთ ისე როგორც წეღან და მერე სხვანაირად ვილაპარაკებთ. -მადლობა. - ხელი ჩამოართვა ტიტეს, შემდეგ კი წასასვლელად შებრუნდა, მაგრამ წამით შეყოვნებულმა ყიფიანს შეხედა. - ფრთხილად იყავი, კეკეს შენზე გიჟი ძმები ჰყავს. -წადი, თორემ ჩემი კარგ ხასიათზე ყოფნა ვეღარ გიშველის. - წარბი ასწია ყოფიანმა, იკამ კი გზა გააგრძელა. დაინახა როგორ მივიდა ანერვიულებულ მაშოსთან, ხელი მოხვია და შუბლზე აკოცა. - ამის დედაც. - თმები აიჩეჩა, საერთოდ არ სიამოვნებდა შექმნილი სიტუაცია, მაგრამ არც პატარა დის განაწყენება სურდა. -რა ამბავში ხარ? - გაკვირვებული მიუახლოვდა კესოსთან ერთად გიგი, ბავშვს კარი გაუღო თან ყიფიანს აკვირდებოდა, ისევ თეთრ თმიანი გოგოსთვის რომ მიეპყრო მზერა. -საყვარელია. - მხრები აიჩეჩა, მძღოლის გვერდზე ადგილი დაიკავა და უკან მიტრიალდა. - როგორ ხარ ქალბატონო? -კარგად. ეს ვარდები ვისთვისაა? -შენთვის. -მართლაა? - გახარებულმა წამოიძახა, თან თაიგულს ხელი მოხვია. -ჰო. - სიცილით მიტრიალდა, თავი სავარძლის საზურგეს მიადო თვალებ დახუჭულმა. წამსვე კეკეს კამკამა თვალები დაუდგა თვალწინ და გაუაზრებლად ტუჩზე იკბინა. *** ყიფიანების სახლში მთელი ოჯახი შეკრებილიყო და ერთად აღნიშნავდნე ქალბატონი მერის ორმოცდამეთექვსმეტე დაბადების დღეს. სუფრის თავში როგორც ყოველთვის ახლაც უფროსი ყიფიანი, ბატონი ნიკოლოზი იჯდა, მაგიდის მეორე ბოლოს კი მერი ამშვენებდა. შვიდივე შვილი ჩამწკრივებულიყო მაგიდასთა, ზოგი ცოლებით, ზოგი ქმრებით. მამის გვერდზე მაშო იჯდა, რომელსაც ტელეფონში ჩაერგო თავი და გაუჩერებლად მესიჯობდა, მის შემდეგ ტიტე იყო, მას კი დანარჩენები მიჰყვებოდნენ. -აქ ვართ მარიამ. - წარბაწეულმა შეხედა ნაბოლარა ქალიშვილს, გაეღიმა მის დაბნეულ სახეზე და წარბ შეკრულ ტიტეს შეხედა. -აუ ვმესიჯობ მა… -არსად გაგექცევიან შენი დაქალები, ასე ერთად კიდე ხშირად ვერ ვსხდებით. -კარგი. - საბოლოო შეტყობინებაც გააგზავნა, შემდეგ ტელეფონი მაგიდაზე დადო და და-ძმები მოათვალიერა. -რა გჭირთ თქვენ? - დაეჭვებულმა შეათვალიერა შვილები. მაშო თვალს არიდებდა ტიტეს, ისიც არ იწუხებდა საუბრით თავს. -არაფერი. - ძმისკენ გააპარა თვალი, ისევ არ უყურებდა ტიტე, შემდეგ მის მზერას გააყოლა მწვანეები, ხელში კი სიძე შერჩა. გაგა მეექვსე შვილის, ლილეს ქმარი იყო, რომელიც გულზე არ ეხატებოდა ტიტე ყიფიანს. პირიქით, დასანახად ვერ იტანდა და იმ სუფრაზეც მხოლოდ დედამისის გამო იჯდა. გაგა ცეცხლაძემ კაიფში მყოფმა რატიანს პირდაპირ მუცელში გაუყარა დანა. ოთხი წელი გავიდა მას შემდეგ, მაგრამ მაინც ვერ მოინელა ყიფიანმა. სულ გაგიჟდა გასულ ზაფხულს ლილემ რომ გააცნო და თავი ძლივს შეიკავა დის წინ არ ეცემა. ყურებამდე შეყვარებული ლილე არჩევნის წინაშეც კი დააყენა, მაგრამ გაგაზე არაფრის დიდებით არ თქვა უარი. ქორწილში არ მისულა ტოტე, ცუდად ყოფნა მოიმიზეზა და დასამტკიცებლად საავადმყოფოშიც კი დაწვა. არავინ იცოდა რეალური მიზეზი თვითონ ლილეს და მაშოს გარდა. გათხოვების შემდეგ ყოველთვის შორიდან უყურებდა ტიტეს, მასთან მისვლას ვერ ბედავდა ბოლო საუბრის შემდეგ. იშვიათად თუ გამოელაპარაკებოდა, ისიც მხოლოდ მშობლების დასანახად, მაგრამ ნიკოლოზი მაინც ყველაფერს ხვდებოდა. დის წვრილი თითები იგრძნო მტევანზე, წამსვე ხელს დახედა. ჩაეღიმა მაშოს ქცევაზე და თითები სათითაოდ დაუკოცნა. -შენ ხომ არ გამოიშტერებ თავს მარიამ? - დისკენ გადაიხარა და ტუჩები ლოყაზე მიაწება. -იკა ხომ მოგეწონა? - ჩუმად ჩაილაპარაკა ლოყებ შეფარკლულმა და მომღიმარმა ჩახედა მის მსგავს მწვანეებში. -მე არასდროს არავინ მომეწონება შენთვის პატარავ. - ლოყაზე მიეფერა, ცხვირის წვერზე აკოცა, თან თმებზე გადაუსვა ხელი. - ჩვენ არაფერი ტო, რა უნდა გვჭირდეს… ჩვენ რომ ვართ ნეტა ეგრე იყოს ყველა, არა მაშო? -ჰო. - ქვევიდან ახედა ძმას და ნიკოლოზსაც კმაყოფილს გაეღიმა. -არ ვიცეკვოთ? - ფეხზე წამოხტა სანდრო, იქვე მჯდომი ცამეტი წლის ძმის შვილი ჰაერში ააფრიალა და სასტუმრო ოთახის ცენტრში დააყენა. - რა ჩავრთოთ მითხარი ძი, ნებისმიერ რამეზე თანახმა ვარ. - ტელეფონი დააკავშირა დინამიკთან და მუსიკის მოძებნა სოფის მიანდო. სოფი პირველი შვილიშვილი იყო, ყველაზე უფროსის, დემეტრეს ქალიშვილი, რომელზეც ყველას მზე და მთვარე ამოსდიოდა. თვითონ სანდრო მეოთხე შვილი გახლდათ, ოჯახში ყველაზე მხიარული და პოზიტიური არსება, რომელსაც წლების მატება მის ხასიათს ვერაფერს აკლებდა. მალე მთლიან სახლში ისმოდა სიმღერა, ექვსივე ბავშვი ააცეკვა, მერე კი მაშოც გაიყვანა ‘სცენაზე’. ყველა მომღიმარი უყურებდა სანახაობას, ყველაზე სახალისო კი ის იყო როცა 35 წლის ცოტნე ფეხზე წამოდგა 1 წლის დის შვილთან ერთად, ისიც ბავშვებს შეერია და პატარა ლილიანის მსგავსად მაჯის ტრიალი დაიწყო. რამდენიმე კბილი უჩანდა პირ დაღებულს, კისკისებდა და ყველას აცინებდა. მერე წარბშეკრული ლიზა მოეხვია მამამისს ფეხზე და ეჭვიანი მზერით ახედა ქვევიდან. -რაო მა? ეჭვიანობ? - შვილიც აიტაცა ხელში და ლოყაზე აკოცა. ლიზამ უბრალოდ მამის ყელში ჩარგო სახე და მამიდაშვის დაბღვერილმა გახედა. -სურათი გადავიღოთ. - ფეხზე წამოჭრილმა მერიმ ქმარიც წამოაყენა და დივანზე მასთან ერთად მოთავსდა. -მე გადავიღებ, თან შენთვის საჩუქარი მაქვს და ეს ფოტოები გამომადგება. - ხელში მომარჯვებული ტელეფონით წამოდგა ფეხზე უფროსი რძალი და დედამთილ-მამამთილს ლაღი ღიმილით გაუღიმა. - დემე! მოხვალ თუ შენ ცალკე გადაგიღო? -რა აგრესიული ხარ ამ ბოლო დროს ანა, რამე დავაშავე და არ მახსოვს? - მოწყვეტით აკოცა ცოლს, შემდეგ მამამისს მიუჯდა გვერდზე. ცოტნე მერის გვერდზე მოთავსდა და თავისზე ორი წლით უმცროსი და ცალ მუხლზე დაისვა. სანდრო და ტიტე მშობლების ფეხებთან ხალიჩაზე მოთავსდნენ, მაშო შუაში ჩაისვეს, ტიტემ კი დემეტრეს გვერდზე მჯდომ დას ახედა. -მოდი შენ აქ, გარიყული ბავშვივით ზიხარ მანდ. - ხელი ჩაკიდა და თვალებ გაფართოვებული ლილე თაფის ფეხებს შორის დასვა. რამდენიმე სურათი გადაიღეს, შემდეგ ბავშვებიც შეესივნენ, ბიძებს, მამიდებს და დეიდებს, ბოლოს კი მხოლოდ შვილიშვილები დატოვეს. -ხალხო! ყურადღებას ვითხოვ. - ფეხზე წამომდგარმა ყველას ყურადღება მიიქცია, გაჩუმებული საზოგადოება მოათვალიერა და საუბრის დაწყებამდე ჩაახველა. - კაროჩე დედის კალთას ვცილდები და ცოლი მომყავს! ვინც წინააღმდეგია ახლავე თქვას. - ცოტახანი გაუნძრევლად იდგა, ხმას არავინ იღებდა და ცოტა დაიძაბა კიდეც. -გილოცავ ძმაო. - ბოლოს ტიტე წამოდგა, ხელები მაგრად მოხვია, თან ზურგზე მიარტყა რამდენჯერმე. -მე ვარ წინააღმდეგი. - ხელი ასწია მაშომ და ყველას მზერა მასზე გადავიდა. -რატომ ვითომ? -არ მომეწონა ეგ შენი ნათია. -ეე შენ არ თქვი მომეწონაო? -იცნობ ქალბატონო შენ? - წარბები ასწია ნიკოლოზმა. -ვიცნობ! -მე რატომ არ ვიცი ვინაა ნათია? - განაწყენებულმა ჩაილაპარაკა ლილემ. -შენ ჩემო ლამაზო გათხოვდი, აქეთ-იქით ვეღარ გატარებ და აი ეს შემრჩა ახლა, ხოდა ნერვებს თუ მომიშლის მოვაჭამ ლოყებს. - ლოყაზე აკოცა მაშოს, შემდეგ უკბინა და ისიც აწივლდა. -მართლა ცოლი მოგყავს დედი? -ხო. -ამ ქალბატონს რატომ არ მოსწონს? -მოსწონს, უბრალოდ ეჭვიანობს, არ უნდა რომ ცოლი მოვიყვანო და მიზეზებს იგონებს. - ლოყები გაუწელა დას, თან თავზე აკოცა. -მომშორდი… აუ რაა… რა უაზრობაა ეს პატარაობა, ყველა დიდები ხართ და სულ თქვენთვის ერთობით. მე კიდე პატარა რომ ვარ არსად არ დაგყავართ. ჩემს კლასელებს დემეს ტოლი მამები ჰყავთ, ცოტა ადრე რომ დაქორწინებულიყავით ჩემი ძმის შვილი ჩემი ტოლი იქნებოდა. -უი, მინუსებიც ქონია ნაბოლარობას. - ტუჩები დაბრიცა ცოტნემ, მაშომ კი იქვე დადებული ოხრახუში ესროლა სახეში. იმანაც მაშინვე დაიჭირა და პირში გაიქანა, თან თვალი ჩაუკრა დას. -ეგრე არ არის? სულ სადღაც დადიხართ… -რა გინდა პატარა? ჩემს ძმაკაცებში შენ ვერ გაერთობი თორემ წაგიყვანდი. ელენე იმათთან ერთად გაიზარდა და შენ როგორ წაგიყვანე ტო? -არაფერი… ტიტე მინდა მარტო, თქვენ ბებრები ხართ. -ეგრე რა, მაგაზე ვაბშე არც უნდა ინერვიულო ტო, არც მე და სანდრო დავყავდით არსად ამ სამს, მაგრამ კი არ ვწუწუნებდით. შენ შენს მეგობრებთან ერთად უნდა იგულაო, ამათთან რა გინდა, ვერ ხედავ დანევროზებულები არიან ამდენი ბავშვებით. - ლოყაზე აკოცა მაშოს, თან ელენეს ჩაუკრა თვალი. -კეკე რომ გეყოლება მეც ხომ წამიყვან ხოლმე? - ჩუმად ჩაილაპარაკა და ტიტემაც თვალები ჭყიტა. - დაგინახეთ. -შე პატარა მაიმუნო! -რამე ხდება? - დაინტერესებულმა იკითხა ნიკოლოზმა. -მეუბნება წავიდეთო. - ჩაიცინა, მერე სანდროს მიუბრუნდა. - რას ვშრებით, როდის მივდივართ ხელის სათხოვნელად, თუ ეგრევე მოგყვება? -ბიჭო არ მინდა ეს ქორწილი და რაღაცები რა, ერთი წლის წინ გარდაეცვალა მამა, დედამისი უცხოეთშია და ხო აზრზე ხარ, ცოტა ისეთი პონტია. -როგორი გოგოა? -შესანიშნავი დედა… ვიხუმრე წეღან. უსაყვარლესია და სანდროც ძალიან უყვარს. -ბიჭო, ისეთი რაღაცნაირია ვერ აღვიქვავ ტო. - სიცილით უთხრა გვერდზე მჯდომ ცოტნეს დემეტრემ. -სანდროს ცოლთან ერთად? - ისიც აჰყვა უფროს ძმას, შემდეგ ორივე სანდროს მიაჩერდა სიცილით. -ეე რას ატრაკებთ ბიჭო? ცოლი ბავშვების გასაკეთებლად და სახლის დასალაგებლად კი არ მინდა. პროსტა მიყვარს და მინდა სულ ჩემთან იყოს. -კაი ვხუმრობთ ტო, რა გჭირს. -ბედნიერებას გისურვებთ მაშინ, სხვა რაღა უნდა გითხრა, გადაგიწყვეტია უკვე. -დიდი მადლობა. - თავი დაუქნია ნიკოს, მერე ჯიბიდან ამღერებული ტელეფონი ამოიღო და ნათიას ზარს უცებ უპასუხა, თან ოთახიდან გავიდა. -ამათ რეაქცია აღარ აქვთ იმდენი დააქორწინეს უკვე. - სიცილით უთხრა გვერდზე მჯდომ ძმას მაშომ. -შენზე ექნება ყველას ერთად, ამიტომ ჭკვიანად იყავი. - თვალი ჩაუკრა დემეტრემ და მაშომაც დაბნეულმა შეხედა. -თავი არ დაიწვა პატარა, არ იცის, მაგრამ გაიგებს თუ არ დახურავ პირს. - შეუმჩნევლად ჩაილაპარაკა ტიტემ, მაშოც წამსვე მოეგო გონს. -ჭკვიანად ვარ მე. -ხოო? მერე ვილაპრაკოთ მაგაზე. - გაუღიმა დას, მის დამფრთხალ სახეს კი თვალი აარიდა. -როგორია? არც კი ვიცნობ წესიერად და ვერაფერს ვუგებ. - ტიტესკენ გადახრილმა ჩუმად ჩაილაპარაკა, თან ძმისთვის არ მოუშორებია თვალი. სულ რაღაც სამი წლის იყო მაშო დემეტრემ ცოლი რომ მოიყვანა და სახლიდან გადავიდა, მალე ელენეც მიჰყვა, ცოტნეც და შერჩა მხოლოდ სანდრო, ტიტე და ლილე, რომლებთან წრთადაც გაიზარდა. უფროსი ძმებიც ძალიან უყვარდა, მაგრამ მათთან საერთო ენას ვერ პოულობდა, ხშირად ვერ ესაუბრებოდა, ვერ კონტაქტობდა, ამიტომ მთლიანად ტიტეთი და სანდროთი ივსებდა ყველანაირ დანაკლისს. -უფროსია. - მხრები აიჩეჩა ტიტემ. *** ახლა. -აბა, მზად ხარ? - ეტლში მჯომდ ძმას უყურებდა დოინჯ შემორტყმული, ტიტე კი ეჭვის თვალით ათვალიერებდა უფროს ძმას, თან არაფრის დიდებით არ ხსნიდა წარბებს. -რისთვის? - ცინიკურად ჩაიცინა და თავი გვერდზე გაატრიალა. -ნუ იბღვირები შენი ჭირიმე. - ხელი აიქნია სანდრომ. - მადლობა თქვი მანდ რომ ზიხარ. -შიგ ხომ არ გაქვს? -მიწაში წოლას არ ჯობია? -შენ წარმოიდგინე, არა! -ატრ.აკებ და გიხარია. - ტიტეს უკან დადგა, ეტლის ზურგზე მოთავსებულ სახელურებს ჩაეჭიდა და ტიტე პალატიდან გაიყვანა. გარეთ გასულმა თავის მანქანასთან მიიყვანა, წინა კარები გამოაღო და სავარძელზე გაჭირვებით მოათავსა. დაკეცილი ეტლი საბარგულში ჩადო, შემდეგ კი თავისი ადგილი დაიკავა საჭესთან. - იცი რა მაგარი ეტლი დაგითრიე? ღილაკებზეა, თან რულის პონტი რაღაც აქვს და შეგიძლია შენ თვოთონ იარო. -მადლობა გადაგიხადო? -ასე უნდა იყო ახლა? - თვალები აატრიალა ძმის ხასიათით დაღლილმა. -ასე როგორ? -ამძ.ნერებული. ვინც შენზე ზრუნვას დაიწყებს უნდა ენაგლო და გული ატკინო? -გულს გტკენ? -ტიტე გცემ ჩენს ძმობას ვფიცავარ! -იცი ძნელია იმის გაანალიზება რომ ხეიბარი ხარ, არაფრის გაკეთება არ შეგიძლია და უაზროდ ზიხარ. ძნელია იმის ყურება როცა შენი ოჯახის წევრები გიყურებენ და მათ თვალებში სიბრალურს ხედავ. უარესაც ვგრძნობ თავს. უფრო გამოუსადეგარად ვიდრე მე ვფიქრობ და ამას ვერ ვიტან გაიგე? ამიტომ მოკეტე და ატარე მანქანა. ვერ გაიგებ როგორ ვარ რადგან არაფირს დანაკლისს არ განიცდი. -ნათია ორსულად არის. - სწრაფად შეცვალა თემა და ტიტემაც გაოცებულმა გახედა. სიგარეტი ამოიღო ჯიბიდან, ერთი ტიტეს მიაწოდა, მეორეს კი თვითონ მოუკიდა. -ღადაობ? მაგარია ტო. - მაშინვე შეეცვალა ხასიათი. თვალები გაუბრწყინდა და ანერვიულებულ სანდროს მიაჩერდა. - რა? რა განერვიულებს? -არ ვიცი… შვილი ცოტა ისეთი თემაა… არ ვიცი ვარ თუარა მზად. -32 წლის ხარ შე ჩემა, რაღა მომზადება გინდა ტო? - მხარზე დაარტყა ხელი. სანდრომ კი წარბაწეულმა გამოხედა. თვალი გაუსწორა ძმას და ტიტეც ყველაფერს მიხვდა. - სანი… რა ჯანდაბაა… შენი შვილია. -თითქმის ყოველ დღე ვყრი ჩემს შვილებს. - ჩაიცინა, თან ისევ გზას შეხედა. -რა უთხარი. -არაფერი. არ იცის რომ ვიცი. შემთხვევით ვნახე ორსულობის ტესტი. -ნუ ნერვიულობ, ყველაფერი კარგად იქნება. პირიქით უნდა გიხაროდეს, მამა ხდები ტო… აბა მე ვაბშე ვერ გავაკეთებ ბავშვს, შენ კიდე იმის მაგივრად რომ გიხაროდეს სახე ჩამოგტირის. -ნუ ბოდავ. იმკურნალებ, ივარჯიშებ და დადგები ისევ ფეხზე. -შენ მაინც ნუ საუბრობ ეგრე ძმურად. შენც იქ იყავი და გაიგე რა თქვა ექიმმა. -გაჩუმდი! - ხელი აიქნია წარბშეკრულმა. მართალი იყო ტიტე. იცოდა სულ რამდენიმე პროცენტი არსებობდა მგრძნობელობის დაბრუნების, მაგრამ ეს ერთეული პროცენტობა დიდ იმედებს ვერ აძლევდა ვერც ერთ მათგანს. - მიხარია, როგორ არ მიხარი… ჩემი შვილია ტო, პროსტა ვერ ვიაზრებ და... -ნათია ხომ გიყვარს? -მიყვარს. -დარწმუნებული ხარ? -კი. - უყოყმანოდ გასცა პასუხი. რათქმაუნდა დარწმუნებული იყო თავის გრძნობებში. მხოლოდ კი არ უყვარდა, გიჟდებოდა თავის ცოლზე, მის გარდა ვერავის ხედავდა და არც არავინ სურდა. უბრალოდ ბავშვზე არასდროს უფიქრია, არასდროს ულაპრაკია ამაზე ნათიასთან და ახლა ისიც რომ არაფერს ამბობდა სულ იბნეოდა. - დღეს დაველაპარაკები. -არ გადადო და არაფერი უთხრა ისეთი რაც გულს ატკენს… სად მიგყავარ? -სახლში. -მოაბრუნე მანქანა! -არა. ყველა გელოდება. მერიმ ნამცხვრები გამოგიცხო, შენი საყვარელი საჭმელები გაგიკეთა და ახლა რომ არ მიხვიდე ეწყინება… ჩათვალე შენი დაბადების დღეა. - სახლის წინ გააჩერა მანქანა, საბარგულიდან ამოღებულ ეტლში ჩასვა და სახლისკენ დაიძრა. როგორც კი სახლში შევიდა მაშინვე დაინახა კედელზე მიკრული “welcome back”. და-ძმებს მოავლო თვალი, ქუდები რომ დაემაგრებინათ და წვრილ საშტვენ მილში ჰაერს უბერავდნენ. მილზე მიმაგრებული ჭრაჭუნა პარკიც იშლებოდა და მისალოც ხმებს გამოსცემდა. ყველას თვალებს დააკვირდა. ვერ შეამჩნია სიბრალურთან მიახლოვებული გრძნობა და სხეულიც მოუდუნდა. მხოდოლ მერის შეატყო ტკივილი, რომელიც შვილის ამ მდგომარებით გამოწვეულიყო და დამალვის მიუხედავად მაინც ემჩნეოდა. -შენთვის საჩუქარი გვაქვს! იმედია შენმა ძმამ არ გითხრა თორემ მოვკლავ. - სახეზე მოკიდა ხელები მაშომ და ლოყები დაუკოცნა. -არაფერი უთქვამს. - მხრები აიჩეჩა და მომღიმარი გაჰყვა დას უკან. -ესეც შეენ! - ხელები გაიშვირა ბანტებით მორთული ეტლისკენ, რომელზეც ბავშვები ამხტარიყვნენ და ღილაკებს გაუჩერებლად აწვებოდნენ. -ბოლო მოდელია. - მხარზე დაარტყა ხელი სანდრომ და ტიტემაც სიცილი ვერ შეიკავა. -რა ლამაზი საჩუქარია. - თავი გააქნია, შემდეგ ეტლს მიუახლოვდა. - დამითმობ ადგილს ძი? - პატარა ნიკოლოზს ლოყაზე მიეფერა და ისიც უცებ ჩამოხტა ძირს. სანდროს და ცოტნეს დახმარებით ახალ ეტლშიც გადაჯდა, თან თავისი სხეული შეათვალიერა. უფრო მაღალი იყო, უფრო კომფორტულიც და მოსახერხებელიც. - კარგია. -გიხდება. - თმებში შეუცურა ელენემ თითები და საფეთქელზე აკოცა. -ჰმ… რა კომპლიმენტებით ხარ. -წავედით აბა. - ტიტეს ფეხებზე მოთავსდა და ძმას ანიშნა თავისით გაეტარებინა. -კიდევ კარგი ვერ ვგრძნობ, თორემ მეტკინებოდა. - ცხვირი შეჭმუხნა. მაშომ რომ აკოცა გაეცინა და გაშლილი მაგიდისკენ დაიძრა. - ადექი. - დის ხელში ბავშვის დანახვამ სახე გაუბრწყინა. სწრაფად ააგდო მაშო და ლილეს მიუახლოვდა. - პატარა… შენ… -ეს ნუცაა ძია. - ცრემლები წამოუვიდა ლილეს და ძმისკენ დაიხარა. -კი მაგრამ… ჯერ ხომ ადრე იყო… -შენ რომ ავარიაში მოყევი ვინერვიულე და ნაადრევად დამეწყო მშობიარობა. -ჯანდაბა… რა პატარაა. - ხელის გულებში მოიქცია ბავშვის პატარა სხეული და თვალებ ამღვრეულმა დახედა უმცროსი დის პირველ შვილს. - გამარჯობა პატარა. - საჩვენებელი თითით ნაზად მიეფერა ლოყაზე, ისიც თვალებს ნახევრად ახელდა და ტუჩებს სასაცილოდ ამოძრავებდა. - რა ძლიერი გოგო ხარ… - თითზე დადებულ მტევანს დახედა და თითები დაუკოცნა. - აპატიე ბიძაშენს კარგი? - თავზე ფრთილად აკოცა, შემდეგ ლილეს ახედა. ხელი ჩაკიდა და მტევანზე აკოცა. - მაპატიე. -არაუშავს… უფრო მალე ვნახე ჩემი გოგო… მთავარია ჯამრთელია. - თითები მოუჭირა ტიტეს. ჩემდეგ ბავში გამოართვა. - უნდა წავიდეთ. ბევრნი ვართ და ჯერ არ შეიძლება ასეთ გარემოში ყოფნა… ცოტა რომ გავიზრდებით მერე ხშირად გნახავთ. - ლოყაზე აკოცა ძმას, შემდეგ გასასვლელისკენ დაიძრა ქმართან ერთად. - ნახვამდის. - ბავშვი მკერდზე მიიხუტა, თბილი პლედი ისე მოახვია მთლიანად დაფარა, შემდეგ კი სახლიც დატოვა. შეძლებისდაგვარად ართობდნენ ტიტეს. უამრავ თემაზე ესაუბრებოდნენ, მის გაცინებასაც ახერხებდნენ, მაგრამ იმ ტკივილს მაინც ვერ უყუჩებდნენ რომელიც ყველა უჯრედში გავრცელებულიყო და მთლიანი ორგანიზმი მოეცვა. იქვე პირველ სართულზე უფროსი ძმის საძინებელში დააწვინეს, მაშოც გვერდზე მიუწვა და მთელი ღამე ძმაზე მიხუტებულმა გაატარა. ერთ ადგილზე გაშეშებული იწვა და განძრევასაც ვერ ახერხებდა. უნდოდა გვერდი ეცვალა, მაგრამ არ გამოსდიოდა. ცრემლი აწვებოდა თვალებში, ყელში გაჩხერილი ბურთის გადაგორებას ამაოდ ცდილობდა. ახრჩობდა, ვერ სუნთქავდა და სუნთქვაშეკრული ცრემლების შეკავებას ცდილობდა. თვალები ეწვოდა, მწვანეების გარშემო თეთრი ადგილები სულ მთლად გასწითლებოდა და ერთადერთი რაც სურდა ეკატერინეს გვერდზე ყოფნა იყო. ისე ენატრებოდა მისი ალერსი სურვილისგან აკანკალებდა. უნდოდა ისევ ეგრძნო ქალის გამაგიჟებელი სურნელი, ისევ დაეგემოვნებინა მისი გემრიელი ტუჩები და ისევ შეეგრძნო მისი უნაკლო სხეული, მაგრამ აღარაფრის გაკეთება არ შეეძლო. ენატრებოდა მისი ბავშვურობა, ჩხუბის შემდეგ ნეკა თითს რომ გამოუწევდა და შერიგებას სთხოვდა. არ გავდნენ ჩვეულებრივ წყვილს და ყველაზე მეტად ეს მოსწონდა. ის განსხვავებულობა და ყველა ის გრძნობა მოსწონდა რაც ეკატერინესთან ყოფნის დროს ატყდებოდა თავს. მოსწონდა ისიც რომ ვნებით გაგიჟებულს კი არა, სიყვარულით გაგიჟებულ ქალს ხედავდა და თვითონაც გიჟდებოდა. გონებიდან არ ამოსდიოდა მისი ცისფერი კამკამა თვალები, ცრემლით გაჟღენთილი მთლად რომ გაღიავებულიყო. სველი თეთი წამწამები და ვარდისფერი სველი ტუჩები, რომლებიც ცრემლისგან დასველებულიყო და ეს სისველეც უფრო მიმზიდველს და სასურველს ხდიდა. *** თვეები იყო გასული ბოლო ზარის შემდეგ, უკვე აგვისტოს შუა რიცხვები მოსულიყო. სანამ ისევ თბილოდა ხევსურეთში წასვლა გადაწყვიტეს, კერძოდ არდოტში, იქ სადაც კომუნიკაციისთვის მოსახმარებილი ტექნიკა გამქრალიყო და დენი მხოლოდ მზის დახმარებით მიეწოდებოდათ. -ლუკას ჯიპით მივდივართ, ნუ ნერვიულობთ რა. -ცუდი გზებიაო იძახიან და ფრთხილად იარეთ. - ლოყებს უკოცნიდა თამარი ქალიშვილს, თან წასვლამდე უამრავ დარიგებას აძლევდა. -გეყოფა გთხოვ… კარგად ვიქნებით, ზეპირად იცის ლუკამ გზები. -ჭკვიანად. - შუბლზე აკოცა ანდრომ, შემდეგ უტასაც გადაეხვია, ბოლოს ლევანს მიეხუტა, ლოყაზე მიაკრო ტუჩები და ჩანთით ხელში სახლიდან გავარდა. -მაპატიე ვეღარ გამოვაღწიე. - ლოყაზე აკოცა მომღიმარ არდოტელს. -არაუშავს ტო, შენი დაქალი მაინც გვალოდინებდა ნახევარი საათი და ახლა ზუსტად მივალთ. - სიმღერას ოდნავ დაუწია, შემდეგ მანქანა დაძრა და მეგობრების ასაყვანად წავიდა. ჯერ ისევ ჩანდა მზის სხივები არდოტში რომ ავიდნენ პროდუქტით დატვირთულები. ლუკას შეჰქონდა ყველაფერი სახლში, დანარჩენები კი გაოცებულები უყურებდნენ გამწვანებულ მთებს. მხოლოდ სამი სახლი იდგა, ისიც მოშორებით. -გამოფხიზლდით და მომეხმარეთ, დათვალიერებას მერეც მოასწრებთ. - ლუკას ხმამ დაურღვია ყველას მყუდროება და აზრზე მოიყვანა სამივე. -ბიჭო, ახლა რომ დაბნელდება შუქები აღარ იქნება? - სახლში შესულ ლუკას აედევნა ჩანთებით ხელში. -დატენილია და სადამდეც გაუძლებს იქნება. გენერატორიც მაქვს და საწვავიც. -აჰა გასაგებია. -ლუკ, აქ ცხოვრობს ვინმე? - იქაურობას მოავლო თვალი ეკატერინემ, ბოლოს მეგობარზე გაუჩერდა მზერა. -ცხოვრებით ამ ადგილზე არავინ ცხოვრობს, უფრო ქვევით ცხოვრობენ, მაგრამ იქ ჩამოსულები არიან ზვიადაურები, ერთ კვირაში ისინიც წავლენ ალბათ. - ხელი გაიშვირა გირაზე მდგომი სახლისკენ, შემდეგ ისევ სახლში შებრუნდა. -რა უცნაურები არიან ეს ხევსურები თავისი გვარებით. - ხელი გადახვია დაქალს სესილიამ და გორაზე მდგომ სახლს ახედა. - მე გამიგია ცოტა ვერ არიანო. -ლუკამ არ გაგიგოს. -გამიგოს, რას მიზამს. საერთოდ მთის ხალხი ცოტა უბერავს. -ვიღაც ენას ატლიკინებსოო. - უკნიდან მოესმა ლუკას ხმა და სესაც გაკრეჭილი შეტრიალდა მისკენ. -არ მითხრა რომ არ მეთანხმები. -გეთანხმები. მაგრამ აქაურებმა არ გაგიგონ, აგჩეხავენ ეგრევე… შემოდით და მიხედეთ პროდუქტს რა, მე ბუხარს დავანთებ. -ხვალ მაშო ჩამოდის და შატილში უნდა ჩავიდეთ. - შეშების დალაგებაში გართულ ძმაკაცს წამოადგა თავზე. -შენი მაშო? - ქვევიდან ახედა ერისთავს, შემდეგ ისევ შეშის დალაგება განაგრძო. -ჰო. -ვის მოჰყავს? -ტიტეს. -უთხარი ვისთან მოდის? - ცოტაოდენი სპირტი მიასხა შეშას და ცეცხლი წაუკიდა, მერე კი ფეხზე წამოდგა. -კი. -ამოიყვანს, არაა პრობლემა. გიოს ძმაკაცია და ხშირად ამოდიან ხოლმე აქ. -ვა მართლა? -ჰო… აუ მაგრად დავიღალე ტო… საჭმელი არაფერი გვაქვს? - იქვე სავარძელში ჩაეშვა, თავი საზურგეს ჩამოადო თვალ დახუჭულმა და ჰაერი ღრმად შეისუნთქა. თერთმეტი საათი ხდებოდა, ოთხკუთხედი მაგიდის გარშემო პუფებში მსხდომები კარტს თამაშობდნენ, უამრავ თემაზე საუბრობდნენ, თან ხმამაღლა იცინოდნენ. ზუსტად მაშინ გაისმა კარზე კაკუნი როცა ლუკა ხევსურეთში მომხდარ საშიშ ამბებს ყვებოდა. გოგოები იმხელაზე აკივლდნენ ირაკლიც კი აღრიალდა. ლუკა სიცილით დაიძრა კარისკენ, სწრაფად გამოაღო და ძმის ძმაკაცს გაღიმებული შეეგება. -მეგონა ხვალ მოდიოდით. - სწრაფად გადაკოცნა ტიტე, მაშოს უბრალოდ გაუღიმა და ორივე შიგნით შეატარა. -მთელი დღე წუწუნებდა და სხვა გზა არ დამიტოვა… გამარჯობა. - დაიბნა იქვე მჯდომი თეთრი ქალის დანახვისას. უკვე დიდი ხანი იყო გასული ბოლო ნახვის შემდეგ და გული ისე სწრაფად აუძგერდა გონებაში საკუთარ თავს დასცინე. გაეღიმა გოგოს გაფართოვებულ თვალებზე, მიხვდა რომ კეკემაც არაფერი იცოდა ამ ვიზიტის შესახებ და ეს დამთხვევა ბედს მიაწერა. -გამარჯობა… - ერთხმად თქვეს გოგოებმა და ტიტესაც ჩაეცინა. -ეს სესილიაა, კეკე გეცოდინება ისედაც. - მხარზე მიარტყა ხელი ლუკამ და ტიტეც სავარძელში ჩაეშვა. -უნდა ვიცოდე? - თვალი გაუსწორა წარბ შეკრულ გოგოს, თავიდან ბოლომდე შეათვალიერა და ქვედა ტუჩს კბილი გამოსდო გაუაზრებლად. -არ თქვა რომ არ იცი ვინ არის ეკატერინე ჯაჭვლიანი. -გაცნობის პატივი მერგო, მაგრამ ასე კონკრეტულად რატომ უნდა ვიცოდე? ეს პატარა ბავშვები რა უცნაურები ხართ ტო. -მოდელია. -სოციალურ ქსელს არ ვიყენებ. - თვალი აარიდა ლუკას და იკაზე მიკრულ დას შეხედა. - შენ! მოშორდი მაგას და ცალკე დაჯექი თუ არ გინდა უკან წაგიყვანო. -აუ ტიტე კარგი რა. - ხელები მოაშორა ერისთავს და ცალკე პუფში გადაჯდა. -მე შენ აქ პირობებით წამოგიყვანე, დაარღვევთ და უკან წახვალ. -ისე შენ თმა არ ამოგდის თუ სულ მოშიშვლებული რატომ გაქვს თავი? - ქვევიდან ახედა სესილიამ და ტიტეს ყურადღებაც დაიმსახურა. -უი, იცი რა გამახსენდა? - ისე შეიცხადა სესილია წამსვე დაიბნა. -რა? -“შენი კაცი” სახლში დამრჩა. - როგორც კი თქვა მაშინვე გაუფართოვდა თვალები წიკლაურს, გრძნობდა როგორ სწრაფად უცემდა გული გოგოს თავის ძმაკაცის გამო და კმაყოფილ ღიმილს ვერ იშორებდა სახიდან. -შენ… ვისზე ამბობ? - თვალი აარიდა ტიტეს, გაოცებულ დაქალს შეხედა რომელიც ყიფიანს მიშტერებოდა სუნთქვაშეკრული და მის ირონიულ ღიმილზე შესამჩნევად გამოშტერებულიყო. -ნუ ნერვიულობ, არაფერი მითქვამს… ისე, მაინც რომ იცოდე, კესო გიგის და არის. - თვალი ჩაუკრა და სესასაც ტუჩები გაეპო. -ჯანდაბა… -წავალ დავწვები, დავიღალე, თან ხვალ ისევ გზაში მიწევს ყოფნა. - მუხლებზე დაირტყა გაშლილი ხელის გულები, შემდეგ წამოდგა და გიორგის საძინებლისკენ დაიძრა. - ღამემშვიდობის. - ოთახში შესვლამდე წამით გაუსწორა თვალი კეკეს, შემდეგ სიბნელეში გაუჩინარდა. საწოლზე მძიმედ დაეშვა, ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი და თვალები დახუჭა. ისევ ეს ცისფერი კამკამა თვალები, რომლებიც ყიფიანის გონებიდან არა და არ ქრებოდა. სუნთქვა ეკვროდა ისე უნდოდა მის თეთრ თმებს შეხებოდა, თეთრი, ნაზი კანი ისევ ეგრძნო და იმ ცისფერებში ისევ ჩაეხედა, რომლებიც თეთრ წამწამებს შორის მოთავსებულიყო. უცნაური შეგრძნება ეუფლებოდა როცა მის სიახლოვეს იყო, თავს უფრო ცოცხლად გრძნობდა. თითქოს აქამდე არც ეცხოვრა, სესას გაცნობამ კი სულ სხვანაირად დაანახა ყველაფერი. * -რანაირი ძმა გყავს. - საძინებელში ცალცალკე საწოლებში იწვნენ და სიბნელეში ერთმანეთის დანახვას ამაოდ ცდილობდნენ. -საერთოდ კარგი ტიპია, ხასიათს გააჩნია ოღონდ. -თქვენ ბევრი და-მა გყავთ ხო? - ისევ განაგრძნობდა კითხვების დასმას წიკლაური, კეკეს კი ხელები ბალიშებისთვის მოეხვია და ჩუმად უსმენდა მათ საუბარს. -ძალიან. ყველაზე პატარა მე ვარ, ჩემს მერე ლილეა, მაგრამ ის ერთი წლის წინ გათხოვდა, მერე ტიტე მოდის, დანარჩენი ოთხი დაოჯახებულია. -ანუ შენი და ტიტეს გარდა ყველა დაოჯახებულია. -ეგრე გამოდის. -ტიტეს არავინ ჰყავს? -ჰყავდა, მაგრამ დიდი ხნის წინ დაშორდა. -გიგი როგორია? - ბოლოს ვეღარ მოითმინა და თავისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნებას მიადგა. - რა გაცინებს. - წარბები შეკრა კეკეს სიცილიზე, შემდეგ ისევ მაშოსკენ გადატრიალდა. -ასე ვერ გაიგებ, ყველასთან სხვადასხვანაირია, თუ გაგება გინდა უნდა გაიცნო და ნახავ შენთან როგორი იქნება. -ეჰ… სათქმელად ადვილია. ერთი წელია მგონი ტიპზე ლამის დორბლებს ვყრი, რომ შემძლებოდა აქამდე ვერ გავიცნობდი? -ტიტეს ძმაკაცია, დიდიხანია ვიცნობ და ჩემი ოჯახის წევრებზე ნაკლებად არ მიყვარს. დედამისი კესოს მშობიარობას გადაჰყვა, ამიტომ გიგი ზრდის და როგორც მე ვყავდი ტიტეს ძმაკაცებს გატუტუცებული ახლა ისე ატუტუცებენ კესოსაც. -გასაგებია. * გვიანობამდე ვერ დაიძინა ფიქრებში გართულმა ყიფიანმა. ოთხი საათი იქნებოდა ფეხზე რომ წამოდგა და წყლის დასალევად სამზარეულოში გავიდა. ლამის ადგილზე შეხტა მაგიდასთან ზურგით მჯდომი თეთრი ქალი რომ დაინახა, სანთელი წინ დაედგა და თავის გაკეთებულ სენდვიჩს გემრიელად მიირთმევდა. -მეც გამიკეთებ? - ნელა მიუახლოვდა, კეკემ კი შეშინებულმა ახედა. - მაპატიე, შენი შეშინება არ მინდოდა. - ხელები ასწია, შემდეგ სკამი გამოსწია და ზედ კომფორტულად მოთავსდა. -მართლა გინდა? ტყუილად არ მაწვალო. -მართლა მინდა. - გაღიმებულმა გააყოლა თვალი მაცივართან მისულს. - ანუ მოდელი? -ყოფილი. - სენდვიჩის მასალები გამოიღო და მომზადებას შეუდგა. - წამოვედი. -რატომ? -პირადი მიზეზების გამო. -აჰ… გასაგებია. - გაიღიმა, თან თავი ჩახარა. -მიირთვი. - მაგიდაზე დაუდო თეფში, თვითონ ისევ თავისი ადგილი დაიკავა და ჭამა განაგრძო. - სესაზე საიდან იცი? - ბოლოს უხერხული სიჩუმე კეკემ დაარღვია და ყიფიანის მწვანე თვალებს თავისები გაუსწორა. -რატომ არ გძინავს? - იმის თქმას რომ ჭორიკანა ქალივით უსმენდა მათ საუბარს, კითხვის შებრუნება არჩია და გოგოს ცისფერებს გაუსწორა თვალი. -ვერ ვიძინებ უცხო სახლში, შეჩვევა მჭირდება. -გემრიელია… - სენდვიჩზე ანიშნა და კეკეც დააბნია. -რანაირი გადასვლები გაქვს. - თვალი აარიდა ყიფიანს, მისი ჩაცინება შემოესმა, მაგრამ აღარ შეუხედავს. ტიტე ხმის ამოუღებლად ადგა მაგიდიდან სენდვიჩით ხელში, ორ წუთში კი უკან დაბრუნდა. -წამოდი. - კეკეს ყურთან ჩუმად დაიჩურჩულა, შემდეგ გასასვლელისკენ დაიძრა და ჯაჭვლიანიც გაუაზრებლად გაჰყვა უკან. -ტიტე… - პირველად წარმოსთქვა კაცის სახელი და ყიფიანსაც შეაჟრჟოლა. უკუნითი სიბნელე იყო, ვერაფერს ხედავდა და თვალებ მოჭუტული ერთ ადგილზე გაუნძრევლად იდგა. -აქ ვარ. - კაცის ხელი შემოეხვია წელზე, მისგან წამოსული სითბო იგრძნო და სხეულში სასიამოვნო ტალღამ დაუარა. -სად მივდივართ? - ჩურჩულით ჰკითხა, თან სიცივისგან ტანზე უფრო მეტად მიეკრა. -მოითმინე, რაღაც უნდა გაჩვენო. - გაღიმებულმა დახედა თეთრ თმაზე. გოგოს აცახცახებულ სხეულს გრძნობდა, მაგრამ ჯერ ვერ ხვდებოდა რისგან იყო გამოწვეული ეს მდგომარეობა. - გეშინია? -აქ მგლები არიან? -ახლა ამ დროს არა. - გულიანად გაეცინა კეკეს დასმულ კითხვაზე, ჯაჭვლიანმა კი გაოცებულმა ახედა. უნდოდა დაენახა მისი სახე, თვალები უკეთესად დაძაბა და ოდნავ მაინც გაარჩია ტიტეს მომღიმარი სახე. გული უცნაურად აუთამაშდა მის ღიმილზე. მალევე გაჩერდა ყიფიანი, მეორე ხელში მითავსებული პლედი ნორჩ ბალახზე დააფინა, კეკეს მიეხმარა დაჯდომაში, შემდეგ მეორე პლედი მხრებზე მოახვია და გვერდზე მიუჯდა. -უკუნითი სიბნელეა. ან მართლა არ ჩანს, ან ჩემი თვალების ბრალია. -შენი თვალებისგან რა გინდა? - ზურგზე დაწვა, ხელები თავქვეშ ამოიდო და ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა. -მხედველობას არ ვუჩივი, მაგრამ მთლად კარგად ვერ ვხედავ, განსაკუთრებით მზეში. -სიბნელეში ვერც მე ვხედავ პატარა… უბრალოდ დაწექი და დაინახავ იმას რის გამოც მოგიყვანე აქ. - თვალ დახუჭულმა ჩაილაპარაკა, კეკე კი ყიფიანს მიშტერებოდა. კარგად ვერ ხედავდა მის სახეს, მაგრამ გრძნობდა როგორ იღიმოდა. ჩუმად მიუწვა გვერდზე, მოწმენდილ ცას ახედა და მისი სილამაზის აღქმისგან სუნთქვაც კი შეეკრა. იმდენად ახლოს იყო ვარსკვლავები ეგონა შეეხებოდა. წვრილ-წვრილი სინათლეებით გადაჭედილიყო ცა, ერთი მეორესთან შედარებით უფრო მეტად კაშკაშებდა, მთლიანობაში კი საოცარ სანახაობას ჰქმნიდა. დამუნჯდა ჯაჭვლიანი, ხმას ვეღარ იღებდა ამ სილამაზის შემყურე. აღარც სიცივე ახსოვდა და აღარც ტიტეს მზერა უშლიდა ხელს, რომელიც საგრძნობლად წვავდა. -ღმერთო… - ძლივს ამოხდა ბოლოს ერთი სიტყვა. თავი წამოსწია და ცის სიბნელისგან გამოყოფილ შავად დაჩრდილულ მთებს შეხედა, დილით გადამწვანებული ღამით საშიშ აჩრდილებს რომ ჰგავდა. - ასეთი არაფერი მინახავს. -ეს იმასთან შედარებით არაფერია რასაც ეს მთები მალავს. -შენ, სვანმა ამდენი საიდან იცი? -სვანი… - ჩაიცინა ყიფიანმა, თან ეკატერინეს გადახედა. - აქაურობაზე უფრი მეტი ვიცი ვიდრე სვანეთზე პატარა. - აპრეხილ ცხვირზე ჩამოჰკრა თითი. - ლუკას ძმა ჩემი ძმაკაცია, ტურებს აწყობს და მეც ხშირად მოვყვები. -ალბათ ამის მერე მეც ვივლი ხშირად… აქამდე ჩემებს ეშინოდათ სადმე მარტო გაშვების. ზოგჯერ ზედმეტად ზრუნავენ ჩემზე და ცოტა მოსაბეზრებელიც არის. -მაშოსავით წუწუნებ. -მიკვირს იცი? -რა? -აქ რომ ჩამოიყვანე… იკასთან. -რატომ, შენ ხომ არ მიცნობ და არ იცი როგორი ვარ. -მაშინ ისე გაიყვანე ცალკე სალაპარაკოდ, ვიფიქრე ახლა სცემსთქო. - ჩაიცინა და ყიფიანის გაცინებაც მოახერხა. -ნწ… ჩემზე ათი წლით პატარა როგორ ვცემო? -ათი? 28 წლის ხარ? -ანგარიში გცოდნია მოდელობის მიუხედავად. - კარგად ხედავდა მის კამკამა ცისფერ თვალებს, თეთრ წამწამებს ხშირად ახამხამებდა და ცდილობდა ტიტეს სახე უკეთ დაენახა. ხმას არ იღებდა, ყიფიანი კი მაგრად აჭერდა კბილებს ერთმანეს რომ არ გასცინებოდა. -ჰო, ვცდილობ. - მუცელზე დაილაგა ხელები, თან ცას ახედა. -ვიხუმრე ხომ იცი? -ვიცი, მაგრამ საერთოდ ვერ ხუმრობ… -აშკარად შენთან არ გამომდის. -იცი, ასაკი არ გეტყობა. -ვცდილობ არ შევიტყო. - მხრები აიჩეჩა, თან თვალები დახუჭა. -ახლა აღარ ვნანობ რომ წამოვედი. - ოფრო თავისთვის ჩაილაპრაკა, პლედის გასასწორებლად ხელები აამოძრავა და ყიფიანის სხეულსაც შეეხო იდაყვით. იმხელა სიმხურვალე იგრძნო მთლიანად გათბა, მაგრამ მის ცახცახს მაინც გრძნობდა. - გცივა? -ისე რა. - ჩაიღიმა, მერე პლედიც იგრძნი მუცელზე და მთლიანი სხეული გაუთბა. უფრო კეკეს საქციელმა და მისმა ‘ზრუნვამ’ გაათბო. -შეგცივდება. - თვითონაც მუცელზე დაილაგა ხელის გულები, მკლავით ეკატერინეს მკლავს ეხებოდა და აქამდე უგრძნობი გრძნობები ეუფლებოდა. -რომ შემცივდება წავალთ… ძალიან ცხელი ხარ. - ტანში სასიამოვნო შეგრძნებამ დაუარა, რაც ტიტეს არ გამოჰპარვია და კმაყოფილს ჩაეღიმა. -პატარა მცივანა ბავშვი ხარ. -სითბო მიყვარს უბრალოდ. - მხრები აიჩეჩა, შემდეგ ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავს დააკვირდა. - აი ის ყველაზე ლამაზია. -მაგას ეკატერინე ჰქვია მგონი. - სერიოზულად ჩაილაპარაკა. ჯაჭვლიანი ჩუმად შესქეროდა ვარსკვლავს, ბოლოს მიხვდა რაც უთხრა ტიტემ და სიცილით ყიფიანს გადახედა, თან ქვედა ტუჩზე იკბინა. -მართლა? საიდან იცი? -მე დავარქვი ახლა. - უდარდელად აიჩეჩა მხრები, ისე მოუნდა იმ პატარა ცხვირზე ეკოცნა სისხლი აუდუღდა. აკოცა კიდეც. მასთან ძალიან ახლოს მიწეულს ცხვირის წვერზე მიაკრო წამიერად ტუჩები და მის დაბნეულ ცისფერებსაც წააწყდა. -არ ხარ ნორმალური. - ლოყებ შეფარკლულმა სახე აარიდა ყიფიანს. ისევ ცას ახედა და აჩქარებული გულისცემა ძლივს დააიგნორა. -თუ გინდა გადავარქვათ, არაა პრობლემა. -არა იყოს. - წამსვე გასცა პასუხი, მერე კი თავის თავზე გაეცინა. ცოტა ხანს ჩუმად იწვნენ თვალ დახუჭულები, ბოლოს ეკატერინეს წრიალზე თვალები ჭყიტა და შეწუხებულს შეხედა. -შემცივდა. - მიხვდა ტიტეს მზერის მიზეზს და ჩუმად ჩაილაპარაკა. -წავიდეთ. - ნელა წამოდგა ფეხზე, ეკატერინეს წვრილი თითები თავისაში მოიქცია, ფრთხილად წამოაყენა, თან პლედი მხრებზე მოახვია. წინ წასულს მალევე ჩაეჭიდა კეკეს თითები მტევანზე და მაშინვე მოედო ღიმილი სახეზე. სასწაულად მოსწონდა მისი ბავშვურობა. არცერთ ქალს არ გამოუწვევია იმხელა ინტერესი რამხელასაც სესა იწვევდა. სახლში ჩუმად შესულები პირდაპირ საძინებლებისკენ დაიძრნენ. ჩუმად გაიარეს მისაღები და საძინებლისკენ დაიძრნენ. -ხვალ მიდიხარ? - პლედი მიაწოდა ტიტეს თავის საძინებლის კართან გაჩერებულმა, თვალებში უყურებდა, მხოლოდ მის მწვანეებს ხედავდა სიბნელეში და ესეც ჰყოფნიდა. -დავრჩები თუ ხვალ სადღაც წამომყვები. -სად? - დაუფიქრებლად ჰკითხა, მაშინვე აეწვა ლოყები და თავი დაბლა ჩახარა. -წამომყვები? -არ ვიცი. -კეკე… - კედელთან მიიმწყვდია ჯაჭვლიანი, თმა ყურს უკან გადაუწია, თან სახე გოგოს სახესთან ძალიან ახლოს მისწია. ახლა უკვე მთლიან სახეს ხედავდა და კაცის სიახლოვისგან გული ისე გამალებით უცემდა ეგონა სადაც იყო გასკდებოდა. - მინდა რომ მენდო. - ლოყაზე მიეფერა ცერით. კეკეს გახშირებული სუნთქვა ესმოდა მის აჩქარებულ გულისცემასთან ერთად და იმ დროს ისე უნდოდა მის ვარდისფერ ტუჩებს შეხებოდა ყველაფერი ეწვოდა. - მინდა წამომყვე, მხოლოდ ორი დღე მაჩუქო და გპირდები ჩემთან ერთად გატარებული ორი დღე არასდროს დაგავიწყდება. -მე… -იმას არ ვგულისხმობ რაც მაგ ლამაზ თავში გიტრიალებს პატარა ქალბატონო. - ჩაიღიმა, კეკემ კი აღარ იცოდა სირცხვილისგან სად დამალულიყო. - ღმერთო, რა პატარა და ნაზი ხარ. - თეთრ თმაში შეუცურა თითები, თავი ააწევინა და ერთმანეთს დაშორებულ ბაგეებს დახედა. სუნთქვა შეკრული უყურებდა ცოტა ხანს, უნდოდა ჰაერის გამოცლამდე დაეკოცნა ეს სავსე ბაგეები, უნდოდა, მაგრამ თავის შეკავება შეძლო და ტუჩები ყბის ძვალზე მიაწება, ისიც იმიტომ რომ მისი დაფრთხობა არ სურდა. - წამომყვები? -ჰო. - მთლიანად გაივსო ფილტვები ჰაერით, შემდეგ თვალები გაახილა და ტიტეს მწვანეებსაც შეეჩეხა. -მიდი დაიძინე, მალე მოგვიწევს ადგომა… ენერგია დაგვჭირდება. -ღამემშვიდობისა. -ტკბილი ძილი. - თბილად გაუღიმა, დაელოდა როდის შევიდოდა საძინებელში, შემდეგ თავის ოთახში შევიდა, საწოლზე წამოწვა და გაღიმებული მიაშტერდა სივრცეს. გული არათანაბრად უცემდა. თვითონაც არ იცოდა რას აკეთებდა, მაგრამ ახლა ყველაზე მეტად მასთან ერთად ყოფნა სურდა. თავისთვის გაეღიმა, გვერდზე გადაბრუნებულმა ბალიშს ხელები მოხვია და გაღიმებულმა თვალები დახუჭა. *** ახლა. ეტლში მჯდომი მის წინ, სავარძელში მოთავსებულ ძმაკაცს თვალს არიდებდა. ფანჯარაში იყურებოდა და ხელში ვისკით ნახევრად სავსე ჭიქას ათამაშებდა. -ნუ მიყურებ ეგრე ძმურად! - ბოლოს რომ ვეღარ აიტანა ძმაკაცის სიბრალურით სავსე მზერა, ხმამაღლა წამოიძახა და გიგის თვალებში ჩააშტერდა. -მაპატიე. - სწრაფად დახარა თვალები, ყელი ჩახველებით ჩაიწმინდა და ისევ ტიტეს ახედა. - ჯანდაბა ვერ ვეგუები და რა გავაკეთო? -კაი ერთი… მე ხომ შევეგუე უკვე რას ამბობ. -აუუ… - თვალები აატრიალა რატიანმა და კეფა სავარძლის საზურგეს ჩამოადო. - იმენა სულ აურიე რაა. -რას ითხოვთ ჩემგან ვაბშე არ მესმის ტო. - თვალებ მოჭუტული დააკვირდა ძმაკაც, გიგიმაც მაგ დროს წამოსწია თავი. - ინვალიდი ვარ, დამხმარე ქალი მაბანავებს, ჩემით ვერაფერს ვაკეთებ, სახლში ვზივარ გამოკეტილი და ქუჩაშიც ვერ გავდივარ. ჩემი ცხოვრება შეიცვალა, აღარაფერი მაქვს რაც მქონდა, ვეღარ ვაკეთებ იმას რასაც ვაკეთებდი და მაინც გინდათ რომ საავადმყოფოდან ერთი კვირის გამოსულმა ამ დედამოტყ.ულ ცხოვრებას ლამაზი ფერებით ვუყურო? შენ! შენ მაინც უნდა გესმოდეს ჩემი, რადგან შენს გარდა ვერავინ ხვდებოდა ჩემს გრძნობებს უთქმელად! ახლა კიდე მალაპარაკებ უაზროდ და მეც უმაქნისი კაცივით ვწუწუნებ! უმაქნისი ვარ აბა რა ჩემი ფეხები ვარ. - ზიზღით გამოსცრა კბილებში, ვისკი სწრაფად გადაჰკრა და თავი გვერდზე გაატრიალა. - შენთვის არ უნდა მჭირდებოდეს ახსნა! -კარგი… ამ ცხოვრების დედაც ვატირე, დაი.კიდე ერთი მაგისიც… წავიდეთ და გავისეირნოთ. -არ მინდა. -მკიდ.ია, მაინც ვერაფერს იზამ. - ფეხზე წამომდგარი უცებ მივარდა ეტლს, ხელები მოკიდა სახელურებს და გასასვლელისკენ დაიძრა. -გიგი გცემ! -ადექი და მცემე. - უდარდელად აიჩეჩა მხრები, ქურთუკი ფეხებზე დაუგდო და სახლი მასთან ერთად დატოვა. -აუუ შენ ვინ ხარ ტო… რა გიყო ჟღალმა. -მაგას ნუ მიხსენებ ვაბშე, ისე გამაბრაზა დღეს ლამის წავედი და თმებით ვითრიე. - მაშინვე შეეცვალა ხმის ტონალობა რატიანს, წარბები შეკრა და ძმაკაცი ლიფტში შეაგორა. -რატო, რა მოხდა? - გიგის ყურებით გამხიარულებული იღიმოდა, თან ქურთუკს გაჭირვებით იცვამდა. -დღეს სადღაც კლუბში ბრძანდებოდა ვიღაც ქართველებთან ერთად. ჯერ არ მითხრა სად იყო, კლუბის საპირფარეშოდან მელაპარაკებოდა და კამერას არ რთავდა. ნერვებზე ამთხარა. მერე ვაბშე ვიღაც ტიპთან ერთად დადო სურათი სთორიში. ისე ხვევდა ხელებს მუცელზე მომინდა იქ ვყოფილიყავი და ძირში წამემყვრია. -ხომ იცი რომ გიჟია, გაეჭვიანებს შე ჩემა რა გჭირს, მე დავუმუღამე და შენ რით ვერ შეეჩვიე მაგის სიგიჟეებს. -ვაბშე არ ვეჭვიანობ და ვერ ხვდება მაგდენს. პროსტა მაგრად არ მისწორდება ვიღაც გამო.სირებული ჩემს ქალს რომ ეხვევა! ჩამოვა ერთ კვირაში და ნახოს მერე როგორ უნდა ეჭვიანობა. -კეკე როგორ არის იცი? - ბოლოს მაინც ჰკითხა, თან გარეთ გასულმა სუფთა ჰაერი ჩაისუნთქა. -გუშინ კაფეში ვნახე, თავის მეგობრებთან ერთად იჯდა, როგორც ყოველთვის ახლაც ყველა კეკეს უყურებდა… რა ვიცი, ცუდად არ გამოიყურებდოდა. იღიმოდა, როგორც იცის ხოლმე ისე. რომ დამინახა დაიბნა, მაგრამ მაინც იღიმოდა. დიდ ტკივილს მალავს მაგ ღიმილის უკან, ორივემ ვიცით. -ჯანდაბა… რომ იცოდე როგორ მომენატრა. - თვალები დააჭირა ერთმანეთს და თვალზე მოწოლილი ცრემლი ძლივს შეაკავა. -ვიცი, როგორ არ ვიცი… არასწორად მოიქეცი ძმაო, ახლაც არასწორად იქცევი. -გიგი. -მე ნუ მიმალავ, ხომ იცი მაინც ვერაფერს დამიმალავ და ახლაც ვგრძნობ ყველა შენს გრძნობდა. ყველ შენი ფიქრი მესმის, მაგრამ ეს ყველაფერი არასწორია. შენც იცი ეგ. -ცოტა დრო მჭირდება. -ვიცი რომ გჭირდება… დარწმუნებული ვარ კეკეც ხვდება ყველაფერს… თუ ვერ ხვდება მიხვალ და მიახვედრებ. - კმაყოფილი გამომეტყველება აეკრა სახეზე რატიანს, ეტლს მიაგორებდა, თან თებერვლის ცივ ჰაერს ფილტვებში უშვებდა. ისევ გიგი თუ დაამშვიდებდა, ისევ ის თუ გაუგებდა და ჩასწვდებიდა ყველა მის აზრს. გიგი იყო ერთადერთი და გამორჩეული მეგობარი, რომელსაც საკუთარ თავზე მეტად ენდობოდა. არ ახსოვს დღე მის გარეშე და ვერც მომავალში შეეგუებოდა მის გარეშე ყოფნას. და მაინც, ყველაფრის მიუხედავდად ეკატერინე ჯაჭვლიანი სჭირდებოდა. გოგო რომელმაც მისი ცხოვრება ამოაბრუნა, ისე რომ თითიც არ გაუნძრევია. უბრალოდ ყიფიანის ცხოვრებაში შეიჭრა და ყველაფერი ლამაზი ფერებით გააფერადა. ცოტა დრო სჭირდებოდა. დრო ახლანდელ მდგომარეობასთან სესაჩვევად. ეტლთან ერთად ცხოვრება უნდა ესწავლა, რაც არც თუ ისე ადვილი იყო 30 წლის ასაკში. *** 2 წლის წინ. -ჩამოხტი, აქედან ფეხით გვიწევს ასვლა. - დაძაბულ კეკეს გადახედა და მანქანიდან გადავიდა. ჯაჭვლიანიც უკან მიჰყვა, პატარა ჩანთა მოიკიდა ზურგზე და ყიფიანს დააკვირდა. სალაშქრო ჩანთა მოეკიდებინა, მკერდზე შესაკრავის დამაგრებას ცდილობდა, ბოლოს შეკრა კიდეც, მანქანის საბარგული დახურა, მანქანა ჩაკეტა და იქვე პატარა “ბუტკა” მაღაზიისკენ დაიძრა. -ხვიჩა! - ზურგით მდგომ 65 წლამდე კაცს დაუყვირა და რომ შეხტა კაცი მაშინვე ხარხარი აუტყდა. -კიდე შენა ხარ?! გულს გამიხეთქ ერთხელაც. - გულზე მიიბჯინა ხელი კაცმა და მის საუბარზე კეკესაც გაეცინა. -მე ვარ მე… აბა შემინახე გასაღები, ხვალ საღამოს დავბრუნდები. - მხარზე მიარტყა ხელი კაცს, თან გასაღები ხელის გულზე დაუდო. -ეს თეთრ ქალაუ ვინაა? -ჩემი გოგოა ხვიჩა, ზევით მიმყავს. -ღმერთმა მშვიდობის მასვლა-წასვლა მაგცასთ, აბა კარგა იყვენით. -გაიხარე ხვიჩა, მადლობა. - ისევ მხარზე მიუტყაპუნა, შემდეგ მომღიმარ ეკატერინეს მიუბრუნდა. - წავედით პატარა? - ხელი გადახვია ჯაჭვლიანს და ისე გაუყვა გზას. -შენი გოგო, საერთოდ ხელი მომაშორე. -ჰმ… კარგი. - მაღლა ასწია ხელები, თან თავისთვის გაიღიმა. -ბევრი გვაქვს გასავლელი? -ძალიან. დღეს შეიძლება ვერც მივიდეთ ტბებამდე, გააჩნია როგორ ივლი. - ლოყაზე უჩქმიტა, შემდეგ გზას გახედა. -გამხდარი ვარ და უფრო ადვილად დავდივარ გორებზე. -ვნახოთ ვნახოთ. -რა სილამაზეს… სურათებს ხომ გადამიღებ? -კამერა მომაქვს. -პოზიორობა კი შემიძლია. - ჩაიცინა, თან სათვალე მოირგო. -სამოდელოს რატომ შეეშვი? -შრომატევადი საქმეა, თუ მოდელობა გინდა და ამ საქმეში ხედავ შენს ცხოვრებას მაშინ ყველაფერი გვერდზე უნდა გადადო და ამ საქმიანობას მიჰყვე… მე იმდენად არ მიზიდავს რომ ყველაფერზე უარი ვთქვა. პატარაობიდან მანჩოსთან დავდივარ, მაგრამ ახლა სამოდელოზე ბევრად მეტი მოთხოვნილებები მაქვს. თან აღარ მომწონს ჩემს ცხოვრებაში რომ იქექებიან, ყველა ნაბიჯს მიკონტროლებენ, რას ვაკეთებ, რა მაცვია, როგორ ვიცინი, როგორ ვსაუბრობ და ეს ყველაფერი დამღლელია. ისედაც სულ ყურადღების ცენტრში ვარ ჩემი თმების გამო. -შენს თმებს შეეშვი, მე ძალიან მომწინს. -დამიჯერე არ მოგეწონებოდა შენ რომ გქონდეს. - სიმწრით ჩაიცინა, თან თმის სამაგრით მაღლა აიწია გრძელი თეთრი თმა. - ექიმებთან სიარული, შემოწმებები, იმის შიში რომ კანის კიბო გაგიჩნდება, ან მხედველობა დაგიქვეითდება… და ყველაზე ცუდი, მალე კვდები. -რა პერსიმიზმით ხარ სავსე პატარა… ეგრე რომ ვიმსჯელოთ შეიძლება ფეხი დამიცდეს, ხევში გადავვარდე და ვსიო, დამთავრდა ყველაფერი. -შენ არ გესმის… -მესმის, გამოკვლევები ყველასთვის საჭიროა. მინიმუმ წელში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტარო. -სამ თვეში ერთხელ ჩატარებაზე რას იტყვი? -უკეთესი. - მხრები აიჩეჩა და მომღიმარს ზევიდან დახედა. - გიხდება. -რა? -ღიმილი. - ცალი თვალი გააპარა ჯაჭვლიანისკენ, მის შეფარკლულ ლოყებზე ინსტიქტურად ჩაიღიმა. -მადლობა. - ტიტეს კომპლიმენტით ნასიამოვნებმა თავი ჩახარა, თავის ფეხებს მიაშტერდა და ისე გაერთო ტიტეზე ფიქრში ქვას ფეხი წამოჰჯრა. რომ არა ყიფიანის სწრაფი მოძრაობა, უთუოდ რამეს იტკენდა დაცემისგან. - ჯანდაბა. -ხელი მომკიდე თორემ ხვალ საღამოს მოტეხილობებით მოგვიწევს უკან დაბრუნება. -თავი დამანებე. - ტიტეს თითებიდან შეეცადა მტევნის განთავისუფლებას მაგრამ არაფერი გამოუვიდა. - ჰმ… კარგი. - რომ ვეღარაფერი მოიფიქრა დანებდა. თვითონაც სიამოვნებდა ასე სიარული, მაგრამ ამას არასდროს აღიარებდა. ტიტეს გახურებული ხელის გულიდან სასიამოვნო მუხტები მოდიოდა და ეკატერინესაც ხელის გაშვების სურვილს უკარგავდა. - ალბათ ჩემი ძმა გაგიჟდებოდა რომ იცოდეს ახლა შენთან ერთად სადღაც გადაკარგულშო მივდივარ, შენ კიდე თვითონ ჩამოიყვანე მაშო. -ჰო, ერთი წლის წინ მეც გავჭედავდი, მაგრამ ახლა ვცდილობ ის შეცდომა არ დავუშვა რაც ჩემს პატარა დასთან დავიშვი. -ლილეზე ამბობ? -შენ რა იცი? -გუშინ მაშომ გვითხრა. - თავის ხელს დახედა, უფრო ძლიერად რომ მოეხვია თითები ტიტეს, თან წინ მიიწევდა, ფაქტიურად მიჰყავდა ჯაჭვლიანი. -ლილეს ყველაზე მეტ ყურადღებას ვაქცევდი, ყველა მისი ნაბიჯის შესახებ ვიცოდი. იცოდა რომ ვნერვიულობდი როცა აგვიანებდა და ყოველთვის მირეკავდა, მაფრთხილებდა სად იყო, თან მამშვიდებდა. ეს თვითონ, მე არაფერს ვაძალებდი. ყველაზე დიდი შეცდომა დავუშვი, გამომეპარა ჩემი პატარა დის სიყვარულით სავსე თვალები და რომ გავიგე ვინც იყო მისი შეყვარებული გავგიჟდი. ვუშლიდი ნახვას და ყველა ნაბიჯში დავყვებოდი. არ მინდოდა ის ადამიანი ჰყვარებოდა ვინც ჩემი ძმაკაცი სასიკვდილოდ დაჭრა და მეც მტრად გადავეკიდე. სულ რამოდენიმე საათით მოვადუნე ყურადღება და ლილეც გალიიდან გამოპარული ჩიტივით გამიფრინდა. გაიპარა და ცოლად გაჰყვა კაცს რომელსაც დღემდე ვერ ვუყურებ ისე როგორც ჩემს სიძეს. ვერ ვიტან როცა ჩემი და ეხვევა იმის მოუხედავად რომ იცის რაც გააკეთა. არ მინდა იგივე შეცდომა დავუშვა მაშოსთან. მირჩევნია ჩემს წინ იყვნენ, ვხედავდე რას აკეთებენ და ბედნიერ მარიამს ვუყურებდე. არაფერს ვუშლი, სანაცვლოდ კი სულ მცირედს ვითხოვ. იმედია ჩემს ნდობას ცუდად არ გამოიყენებენ, თორემ მერე სხვანაირად მივიქცევი. -ანუ მაინც აკონტროლებ. - გაიღიმა, თან ტიტეს თითებისგან წამოსული მუხტი კიდევ ერთხელ დააიგნორა. ვერ ხვდებოდა რა ემართებოდა მასთან ყოფნის დროს, რატომ უხტებოდა გული საგულედან და ასე რატომ სიამოვნებდა მისი უბრალო შეხებაც კი. აღარ უნდოდა როდისმე გაეშვა ხელი. სასიამოვნოდ ედებოდა ყურში მისი ნათქვამი ყოველი სიტყვა რომელსაც სასიამოვნოდ დაბოხებული ხმით წარმოსთქვამდა. -უბრალოდ მისი დაცვა მინდა ტკივილისგან. ჯერ პატარაა და არ მინდა ამ ასაკში გული ეტკინოს. -ძალიან სწრაფად მიდიხარ იცი? - ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი და ადგილზე შემდგარმა ტიტეს ხელს თითები მოუჭირა გასაჩერებლად. -უკვე დაიღალე? - შუბლზე ჩამოყრილი პატარა თმები თავზე ხელის გადასმით უკან გადაუწია, სათვალე თავზე დაუმაგრა, შემდეგ მოჭუტულ ცისფერ თვალებში ჩახედა. გაეღიმა გაშეშებული კეკეს ყურებისას, სუნთქვა საერთოდ რომ შეეკრა და ისე უყურებდა ქვევიდან. - ასე ხშირად თუ გამაჩერე ხვალამდე ვერ ავალთ პატარა. - კისერზე შეუცურა ხელი და შუბლზე აკოცა. -ძალიან ჩქარა მიდიხარ და მეც მიგყავარ. - უკმაყოფილოდ დაბრიცა ტუჩები ხელი რონ გაუშვა ტიტემ, იქვე ქვაზე ჩამოჯდა და ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო. როგორც კი გააბოლა კეკეს შეხედა თვალებ მოჭუტულმა, ბახმაროს ბოთლი რომ მოეყუდებინა და წყალსაც კი სექსუალურად სვამდა. საკუთარ ფიქრებზე გაეცინა, მოწევა სწრაფად დაამთავრა, ფეხზე წამომდგარმა ბოთლი ხელიდან ააცალა და ნახევრამდე ჩაუცალა წყალი თვალებ გაფართოვებულ ჯაჭვლიანს. - სერიოზულად? -შეგვხვდება წყარო და აავსებ. - მხრები აიჩეჩა, შემდეგ ისევ სიარული განაგრძო. ხელი რომ არ ჩაკიდა უკმაყოფილებით სავსე აედევნა უკან. ხმას აღარ იღებდა, მხოლოდ იმაზე ფიქრობდა ჩაეკიდა ხელი თუ არა. ვერ ბედავდა, სცხვენოდა, მაგრამ სურვილი ჰკლავდა. ბოლოს დაინახა უკან რომ გამოსწია ხელი ტიტემ, თითებით ანიშნა რომ ხელი ჩაეკიდა და კეკემაც გახარებულმა მოხვია თითები მტევანზე. მთელი გზა საუბრობდნენ, გაუაზრებლად იგებდნენ ერთმანეთზე უფრო მეტ და მეტ იმფორმაციას, თან ძველ მოგონებებზე იცინოდნენ. ყველგან უღებდა სურათებს ეკატერინეს. მართალი იყო ჯაჭვლიანი, პოზიორობა კარგად გამოსდიოდა. ტიტეც გაოცებას ვერ მალავდა ამ სილამაზის შემყურე, თეთრ თმებს რომ აფრიალებდა და დახუჭულ თვალებზე ჩამწკრივებული თეთრი წამწამები ღია ფერის უპეებზე ლამაზად ელაგა. ზევიდან მომავალი ტურისტი ფოტოგრაფიც შეხვდათ, კამერა ხელში მიაჩეჩა კაცს და ეკატერინეს მიუახლოვდა. უამრავ პოზაში გადაიღეს სურათები, ჰაერში აფრიალებდა და ეკატერინეც ბუნებრივად კისკისებდა. ტიტეს ნათქვამი “one more”-ით უამრავი ფოტო გამოვიდა, მაგრამ აწუწუნებულ ჯაჭვლიანს არაფრის დიდებით არ ანახებდა. ბოლოს როგორც იქნა მიაღწიეს დანიშნულების ადგილას, შემდეგ კეკეს ემოციებს უსმენდა. უყურებდა მის გაოცებულ სახეს და მისი გაცისკროვნებული თვალები უფრო ლამაზი ეჩვენებოდა ვიდე უამრავჯერ ნანახი აბუდელაურის ტბა. -მართლა სამოთხეს ჰგავს აქაურობა. -ჩავიდეთ? -გამიგია რომ ცივია. - ეჭით შეათვალიერა ტბა, ბოლოს ტიტეს ახედა. -ძალიან ცივია, მაგრამ აქ რომ მოხვედი უნდა ჩახვიდე. -სიცივეს ვერ ვიტან ხომ იცი? თან ბნელდება და შემცივდება. -ჰმ… გაიხადე, ან ეგრევე ჩაგაგდებ. - მაისური მოიშორა, შემდეგ შარვლის გახდა დაიწყო. -შიგნით რამე არის? რომ ჩამითრიოს. - როგორც კი თქვა მაშინვე გაოცებულმა გახედა ტიტემ, შემდეგ ბოლო ხმაზე ახარხარდა და დიდი ქვისკენ დაიძრა. -თევზებიც კი არ არიან პატარა, მოდი აქ და ნუ გეშინია. -რეებს მაკეთებინებს. - თავისთვის ჩაიურტყუნა და ტიტესკენ დაიძრა. იმდენად იყო მიჩვეული გადაღებებზე საცვლებით დგომას სულ დაავიწყდა რომ ახლა მოდელი გეი ბიჭების ნაცვლად ტიტეს წინ იდგა შავი ბიუსჰალტერის და საცვლის ამარა. ყელიდან ფეხის თითებამდე შეათვალიერა ქალის სხეული ტიტემ და ნერწყვი გაჭირვებით გადააგორა. ისე უნდოდა შეხებოდა სუნთქვა ეკვროდა. უნდოდა მისი ნაზი კანი ეგრძნო და ერთმანეთს დაშორებული ვარდისფერი ტუჩები სათითაოდ დაეკოცნა. -წავედით? - ბოლოს ძლივს მოეგო გონს, ჩაახველა და კეკეს ხელი გაუწოდა. -ჰო. - ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი როგორც კი ტიტემ დათვლა დაიწყო, ცხვირზე მოიჭირა თითები და ტიტეს სხეულს გაჰყვა. მაშინვე გააკანკალა როგორც კი გაყინული წყალი იგრძნო და სუნთქვა შეკრულმა ჰაერის ჩასასუნთქად სწრაფად ამოყვინთა. - ღმერთო რა ცივია! - უცებ წამოიკივლა და ტიტესაც სიცილი აუტყდა. - აქვე გავიყინები! -მოდი აქ. - წვრილ თითებზე ჩაეჭიდა და თავისკენ მისწია. -ვერ ვძლებ ტიტე! -მე ხომ თბილი ვარ. - სხეულზე აიკრა და თმები უკან გადაუწია. - ჯანდაბა… რა ლამაზი ხარ. - გაუაზრებლად ხმამაღლა იფიქრა და კეკეც გაოცებული მიაშტერდა. ქვედა ტუჩზე იკბინა ყიფიანმა, ლოყაზე მიეფერა ცერით, თან გოგოს სველ ტუჩებს დახედა. წელზე მოხვეული ხელით ისე აიკრა სხეულზე კეკე ოდნავ განძრევასაც ვეღარ ახერხებდა. კეფაზე შეცურებული თითებით თავი გვერდზე გადააწევინა და მაღალ კისერზე ტუჩები მიაწება. იგრძნო როგორ შეაჟრჟოლა გოგოს და უფრო გათამამდა. ყელიდან კოცნით აუყვა ტუჩებამდე, შემდეგ ნახევრად მინაბულ თვალებში ჩახედა, სულ ოდნავ შეეხო ტუჩებზე და კეკესაც მაშინვე თვალები დაეხუჭა. გულ აშქარებულმა ოდნავ მისწია თავი ტიტესკენ, ყიფიანმაც თანხმობად ჩათვალა ეს მოქმედება და ნანატრ ტუჩებზე ნაზად შეეხო. ხერხემალში ჟრუანტელმა დაუარა, სულ გაბრუვდა ისე როგორც კეკე და ის ცივი წყალიც გადაავიწყდა. ჯერ მსგავსი არაფერი უგრძვნია არცერთ ქალთან, რას წარმოიდგენდა უბრალოდ კოცნა თუ გამოიწვევდა ამდენ ემოციას ერთად, მაგრამ კეკე სხვა იყო, აღარაფერი გაუკვირდებოდა მას შემდეგ, როცა პირველად კანზე ოდნავ შეხებითაც კი ამოუხსნელი გრძნობა აგრძნობინა. აინტერესებდა ჯაჭვლიანი, ყველაფერი აინტერესებდა მის შესახებ და ეს უკვე განასხვავებდა სხვა ქალებისგან. იმდენად სხვანაირი იყო ვერც ვერავის ადარებდა და არც შეადარებდა, რადგან წინა ღამესვე იგრძნო განსხვავებული გარემო, რომელსაც ეკატერინე უქმნიდა. ახლა კი ნატვრა აისრულა, ფაერის გამოცლამდე დაუკოცნა ტუჩები. ბოლოს შუბლი მიაბჯინა შუბლზე და თვალები მინაბა. ღრმად ისუნთქავდა ჰაერს, ცივი წყალს ისევ გრძნობდა ტანზე და აკანკალებულ ქალის სხეულს ხელებს მჭიდროდ ხვევდა. ცხვირის წვერი ოდნავ გაუსვა პატარა ცხვირზე, შემდეგ მოწყვეტით აკოცა და ამღვრეულ ცისფერებში ჩახედა. ცალკე სიამოვნება იყო ყოველ ჯერზე იმის აღქმა რომ ცისფერი თვალები თეთრ წამწამებს შორის იყო მოთავსებული. -ავიდეთ. - შუბლზე აკოცა, შემდეგ ნაპირისკენ გაცურა. - მოდი. - ჩანთიდან ამოღებული პირსახოცი გაშალა და მისკენ აწითლებული სახით მიმავალს სახეზე მიაშტერდა. - ჯანდაბა პატარა… ზოგჯერ მავიწყდება რომ პატარა ხარ. - მომღიმარმა მოახვია პირსახოცი, თმები გაუმშრალა, შემდეგ ტანზე მოახვია. - ფეხსაცმელი ჩაიცვი და წავიდეთ. -რა? ასე? - გაოცებულმა დაიხედა ტანზე. -აქვე ერთი ადგილია, ცეცხლს დავანთებთ, კარავს გავშლით და გავშრებით. -ტანსაცმელი სწრაფად წამოკრიფა, ჩანთაში ჩადო და ფეხსაცმლის მორგების შემდეგ იქაურობა დატოვა. -სურათები? -ხვალ გადავიღოთ, ბნელდება და იქამდე უნდა მივასწროთ. - ცხვირზე ჩამოჰკრა თითი. ცოტახანი ჩუმად მიდიოდნენ, შემდეგ ჯაჭვლიანი ახარხარდა და ტიტემაც გაოცებულმა შეხედა. ისე უხდებოდა სიცილი, ყოველ ჯერზე გაუაზრებლად აშტერდებოდა. - რა? - თვითონაც გაეცინა მის ლაღ სიცილზე და დაელოდა როდის გასცემდა პასუხს. -ჩემ თავზე მეცინება… როგორ დავდივარ. - ფეხებზე დაიხედა, შემდეგ ტიტეს ახედა. -პირსახოცი ოდნავ დაბლა ჩამოსწია. - საცვალი გაუსწორა უკანალზე და პირსახოციც დაბლა დაქაჩა. ახლა უკვე ტიტეს ეცინებოდა გოგოს აწითლებულ სახეზე. უნდოდა ეთქვა რომ ზედმეტი მოსდიოდა, მაგრამ ხმას ვერ იღებდა. ვერასდროს წარმოიდგენდა უცხი კაცს ამდენის უფლებას თუ მისცემდა. ბიჭისთვის კოცნის უფლებაც არ მიუცია, ახლა კი ტიტეს ვერაფრით ეწინააღმდეგებოდა. უდიდეს მიზიდულობას გრძნობდა ამ კაცთან. იმაზე ჩაციკლული რომ მოკლე ცხოვრება ჰქონდა თავს სურვილების ასრულების უფლებას აძლევდა და კაცთან, ვისთანაც განსხვავებული გრძნობები აკავშირებდა, ყველა სიგიჟის გაკეთება სურდა. კარავი რომ ააწყეს ცეცხლიც დაანთეს, შემდეგ პლედი გაშალა ბალახზე ყიფიანმა, კეკემ თავის გაკეთებული სენდვიჩები ამოაძვრინა ჩანთიდან და ტიტესაც თვალები გაუბრწყინდა. -ღმერთო რა გემრიელია. - როგორც კი დააგემოვნა თვალები აატრიალა და პლედზე ზურგით გადაწვა. კეკეს სიცილზე ისევ წამოჯდა და ჭამა გააგრძელა. -სურათებს არ დამათვალიერებინებ? -ჯერ ვჭამოთ პატარა… უი, შენთვის იცი რა მაქვს? -რა? -მოვალ ახლავე. - ფეხზე წამომდგარი ჩანთისკენ დაიძრა. თერმუსის ჭიქა ამოიღო და პლედზე მოთავსებულმა კეკეს გაუწოდა. - ჩაია, ცხელი თუ არა წესით თბილი მაინც უნდა იყოს. -მადლობა. - გახარებულმა მოხსნა თავსაფარი და ცოტა მოსვა. - თითქმის ცხელია. -ძალიან კარგი. - ჩაიღიმა, თან ჭამა განაგრძო. - ყველაზე გემრიელი სენდვიძია რაც კი მიჭამია. -აფერისტო! -არა სერიოზულად, გემრიელია. - კიდევ ერთხელ შეუქო სენდვიჩი, შემდეგ ჩუმად განაგრძო ვახშმობა. - მოდი. - როგორც კი ჭამა დაასრულა ხელი დაარტყა მის წინ მიწაზე. თავიდან დაეჭვებულმა შეათვალიერა კეკემ, ბოლოს ყოყმანით მაინც მივიდა ყიფიანთან. მის ფეხებს შორის მოთავსებული ზურგით მკერდზე მიეკრო და როგორც კი მისი შიშველი ნავარჯიშები სხეული იგრძნო ლამის გული გადაუქანდა. ზურგზე პლედი მოიხვია ყიფიანმა, სახით ცეცხლისკნ იყო, მაგრამ წინიდან ისედაც ათბობდა კეკეს შიშველი ზურგი. აპარატი დაიჭირა ხელში, გალერეაში შევიდა და სურათების თვალიერება დაიწყო, თან კეკეს მხარზე ჰქონდა ნიკაპი ჩამოდებული. ბევრი სურათი წააშლევინა ქალბატონმა, ზოგზე გულიანად იცინოდა, ტიტეს მიერ გადაღებულ ვიდეოებს უყურებდა, რომლებიც თავიდან სურათები ეგონა. ბოლოს ერთად გადაღებულ სურათებსაც წააწყდა და რამდენიმე სამახსოვროდ შეინახა. -ეს ყველაზე მეტად მომწონს. - ერთ-ერთ ფოტოზე ანიშნა, სადაც ხელში აეყვანა ტიტეს ჯაჭვლიანი და თეთრი თმებიც ლამაზად უფრიალებდა. - ეტყობა ფოტოგრაფის გადაღებული რომ არის. -რისი თქმა გინდა რომ მე ვერ ვიღებ? -არაა… უბრალოდ ისე აქვს გადაღებული იმ კაცს... ორივე კარგად ვჩანვართ. -გათბი? - ფოტო აპრატი გვერდზე გადადო, ხელები მოხვია მუცელზე და ტუჩები კისერზე მიაკრო. -ჰო. -გინდა საიდუმლო გაგანდო? - დაბოხებული ხმით ჩაილაპარაკა, შემდეგ ყელზე აკოცა. -მინდა. -გიგის შენი დაქალი მოეწონა, მთელი ზაფხულია უთვალთვალებს, იცის სად არის, ვისთან ერთად და მგონი დარხეული აქვს. ეგეთი არასდროს მინახავს. -სერიოზულად? - თვალებ გაფართოვებულმა შეატრიალა თავი ტიტესკენ. -ჰო. -სესა გაგიჟდება რომ გაიგოს. -არ უთხრა, როცა საჭიროდ ჩათვლის მაშინ ეტყვის ყველაფერს გიგი. - მუცელზე ეფერებოდა, თან მის სურნელს ისუნთქავდა. ასეთი ნაზი და სასიამოვნო სურნელი არასდრის უგრძვნია ყიფიანს. -არა, მე რა უფლება მაქვს. - ჩაიღიმა ახალი ამბით გახარებულმა, შემდეგ კეფა ტიტეს მხარს მიაბჯინა და ვარსკვლავებით გადაჭედილ ცას შეხედა. -დაიღალე? -ალბათ ხვალ ვეღარ ვივლი და კუნთების ტკივილით მოვკვდები… ამდენი არასდრის მივლია. -მიდი გაიხადე ესენი, ტანსაცმელი ჩაიცვი და ხვალამდე ესენიც გაშრება. -არ გამოიხედო იცოდე! - დარცხვენილი მოშორდა ყოფიანს. -ნუ ნერვიულობ. - ჩაიცინა და ფეხზე წამომდგარს თვალი გააყოლა. კარავში შესულმა სწრაფად გაიხადა საცვლები, მაისური და შორტი ამოიცვა, შემდეგ კარვის შესაკრავი გახსნა და ფეხზე მდგომ ტიტეს შეხედა, მისგან ზურგით რომ იდგა და ცეცხლს ეფიცხებოდა. -ტიტე. - ხმადაბლა დაუძახა და ისიც წარბებ აწეული შეტრიალდა კეკესკენ. -ჩავაქრობ და მოვალ. - იქვე დადებული წყალი დაასხა ცეცხლს, შემდეგ კარვისკენ დაიძრა. ელვა შესაკრავით კარავი დახურა და საძილე ტომარაზე მწოლ კეკეს დახედა. -ერთია. -ვიცი… მაგრამ ორ კაციანია, სხვა ვერ ვნახე სახლში მაშოს თავს ვფიცავარ. - გვერდზე მიუწვა სახე აწითლებულს, ელვა შესაკრავი შეკრა და კეკესკენ გადაბრუნდა. - კარგად წევხარ? -ჰო. -გრცხვენია? - მომღიმარი მიეფერა ღაწვებზე. -ცხოვრებაში არასდროს გავწითლებულვარ, შენთან კიდე სულ წითელი დავდივარ. - თავი ჩახარა და ტიტეს გაცინება ისევ მოახერხა. -გიხდება. - ქვედა ტუჩზე იკბინა, თან თავი ააწევინა და თვალებში ჩახედა. - გამოვრთო ეს? - ჭერზე მიმაგრებულ სანათზე ანიშნა და კეკემაც თავი დაუქნია. სიბნელეში დარჩენილებს ახლა უფრო მეტად ესმოდათ ერთმანეთის გულის ცემა და გახშირებული სუნთქვა. მის თეთრ თმებს მაინც ხედავდა და გრძელ თითებს მასში დაათარეშებდა. ნელა მისწია თავი კეკეს სახესთან და ტუჩებზე ნაზად აკოცა. აზლა უფრო ძლიერად იგრძნო ჟრუანტელი ვიდრე პირველად. გაიღიმა, თავი იქვე დადო და თვალები დახუჭა. აღარაფერი უთქვამთ ისე გაითიშნენ ენერგია გამოცლილები. დაეფიცება ყიფიანს რომ ასე მშვიდად ცხოვრებაში არასდროს უგრძვნია თავი. ყველაფრისგან დაცლილი იყო და სხეულში სრულ ჰარმონიას გრძნობდა. * დილით ზურგის ტკივილმა შეაწუხარ, თვალები გაახილა და მაშინვე კარავის ლურჯი ჭერი მოხვდა თვალში. მკერდზე სიმძიმის გრძნობამ აიძულა ქვევით დაეხედა და დაინახა კიდეც თეთრი თმები. ბოლოს რომ გამოფხიზლდა მიხვდა სად იყო, რა ხდებოდა ირგვლივ და კეკეს სხეულიც უკეთ შეიგრძნო. მაისურის ქვეშ შეცურებული ხელი ზურგზე აატარა, სასიამოვნოდ გასცრა ტანში მისი ნაზი კანის შეგრძნებისას, შემდეგ წინ ჩამოშლილი თმა ფრთხილად გადუწია უკან და სახეზე დააკვირდა. გაეცინა მის შეკრულ წარბებზე, ლოყაზე მიეფერა, მერე თავის მკერდზე მოთავსებულ მტევანს მოკიდა ხელი და თითებზე ნაზად აკოცა. ისე კარგად ეძინა კეკეს, ადგომას ვერ ბედავდა რომ არ გაეღვიძებინა. ნაზად ეფერებოდა თმაზე, თან მის სურნელს ისუნთქავდა. სიამოვნებით გაიღვიძებდა ყოველ დილით მის გვერდზე მწოლი და დილიდანვე სასიამოვნოდ დაიწყებდა დღეს. მალე გამოეღვიძა ჯაჭვლიანს, ტიტელს მკერდზე მიწებებილი ლოყა ასწია და ცისფერი თვალები ყიფიანის მწვანეებს გაუსწორა. -დილამშვიდობისა. - ყურებამდე გაეღიმა ტიტეს და გაწითლებულ ლოყაზე მიეფერა. -დილამშვიდობისა. - ჩუმად ამოიბურტყუნა და თავი ისევ მკერდზე დაადო ძილბურანში მყოფმა. - ღმერთო, ყველაფერი მტკივა. - ფეხი ოდნავ გაამოძრავა და დაჭიმული კუნთის გამო, კბილები ტუჩს ჩააფრინდა. -ტკივილგამაყუჩებელს მოგცემ და გაგივლის. - ისევ თმაზე ეფერებოდა, კეკე კი ტკივილისგან უცნაურ ხმებს გამოსცემდა. - შეგცივდა? -ნწ… ისეთი ცხელი ხარ როგორ შემცივდებოდა. - შეაჟრჟოლა ტიტეს თითები რომ ამოძრავდა მის ზურგზე, თვითონაც გაამოძრავა წვრილი თითები მის მკერდზე და პრესსაც ჩაუყვა, მაგრამ ტიტემ მაშინვე გააჩერა. -არ გირჩევ, დამიჯერე… სხვა დროს მომეფერე თუ გინდა, ახლა ავდგეთ, ვჭამოთ და წავიდეთ. -სულ რატომ მაწითლებ. - ელვა შესაკრავი გახსნა და წამომჯდარი ზევიდან დააკვირდა ყიფიანს. -შენს გრძნობებს ვხედავ რომ წითლდები… შემცივდა იცი? - სწრაფად დააწვინა ზურგზე, თვითონ კი ზევიდან მოექცა მოულოდნელობისგან თვალებ გაფართოვებულს. - თან უფრო საყვარელი ხდები. - ცხვირის წვერი გაუსვა ყელზე, იქვე აკოცა, შემდეგ კი გოგოს ტუჩებს წაეტანა. - ტკბილო. - ცვირის წვერზე აკოცა, შემდეგ ერთიანად მოშორდა და კარავიდან გავიდა. - ჩაიცვი და გამოდი. - გარეთ გამზიურებული საცვლები კარავში შეუყარა, თვითონ კი საპირფარეშოს მოსაძებნად წავიდა. უფრო მეტად გაიხნსა ტიტესთან ურთიერთობაში, მის ხუმრობებს თვითონაც ჰყვებოდა და შეფარკლულ ლოყებსაც ნელ-ნელა ეჩვეოდა. უკანა გზაზეც იღებდა სურათებს, იქამდე სანამ აპარატი არ დაჯდა თავის ტელეფონთან ერთად. ბოლოს ყიფიანის მობილურით იღებდა სურათებს. ყვავილებით გვირგვინის დაწვნაში გართულ ტიტეს ვიდეოებს უღებდა და მის მოძრაობებზე იცინოდა. -ტიტეე! - მაშინვე წამოყვირა როგორც კი ძირს დაეცა უკანალით, ვიდეო ისევ ჩართული ჰქონდა და ყველაფერს იღებდა. უნდოდა ყველა დეტალი დამახსოვრებოდა, თან ყოველ ჯერზე გალერიაში შესვლის დროს თავისთან ერთად გადაღებული სურათები ენახა. -მერამდენედ დაეცი უკვე კეკე… -მტკივა კუნთები, თან დაღმართია და ფეხი მიცურავს, რა გავაკეთო? - თავისთვის ჩაიბურტყუნა და გვერდზე მჯდომ ტიტეს გადახედა. - რას აკეთებ? -დავისვენოთ ცოტა ხანი… - სიგარეტი ამოიღო ჯიბიდან და სწრაფად მოუკიდა. ბოლო ღერი იყო ისიც და მალე თუ არ ჩავიდოდნენ ცოტახანში გააფრენდა. - გაგიარა ტაკუნებმა? - სიცილით გადახედა კეკეს, მის დაბნეულ სახეზე ხარხარი ძლივს შეიკავა და ყბის ძვალზე აკოცა. - ღმერთოო, როგორ გიწითლდება ლოყები! ალბათ ერთხელაც მოგაჭამ. -ვიდეოს ვიღებ იცი? -ვიცი და მაკოცე ახლა. - სახე ახლოს მისწია კეკეს ტუჩებთან, მაგრამ თავი გვერდზე გაატრიალა ჯაჭვლიანმა. -არა. -პატარაა, გელოდები. - ლოყაზე მიაკრო ტუჩები, მერე კეკემაც შეხედა და მომღიმარმა მოწყვეტით აკოცა. - კიდევ. - გაიღიმა და ქალის ტუჩებიც იგრძნო თავისაზე. - კიდევ. -გეყოფა… ადექი წავიდეთ თორემ… - საუბარი გააწყვეტინა ტიტეს ტუჩებმა, თვითონაც აჰყვა კოცნაში და გაბრუებულს ლამის ტელეფინი გაუვარდა ხელიდან. -წავედით. - ხელიდან აცლილი ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო, შემდეგ ხელი ჩაკიდა ეკატერინეს და ფეხზე წამოაყენა. -ტიტეე, ცუდად ვარ უკვე, დავიღალე და წუწუნის საათი მეწყება. - მხარზე მიაბჯინა თავი და ქვევით დაშვება ისე განაგრძო. -ჩავალთ მალე პატარა, ცოტაც გაუძელი. - შეუბლზე აკოცა, მერე ყურზე მოთავსებული ბოლო ლურჯი ყვავილიც ჩააწნა გვიგვინში და საბოლოოდ შეკრა. - გამომყვები ლაშქრობებში და იქნები ჩემი მეწყვილე? - ეკატერინეს წინ ჩამუხლულმა გვირგვინი გაუწოდა ქალს, თან ქვედა ტუჩზე იჭერდა კბილებს. -კი! გამოგყვები! - პატარა ბავშვივით წამსვე გამხიარულებულმა ტაში შემოჰკა. ტიტემაც თავზე დაადო ლურჯი ყვავილებით გადაჭედილი გვირგვინი, რომელიც მის თეთრ თმებს და ცისფერ თვალებს ძალიან უხდებიდა. შემდეგ რამდენიმე სურათი გადაიღო, ზუსტად მაგ დროს გაითიშა ტიტეს ტელეფონიც და საბოლოოდ გაჩერების გარეშე გაუყვნენ გზას. მანქანასთან მისულებმა გასაღები გამოართვა ხვიჩას, სიგარეტიც იქვე იყიდა და მანქანაში ჩამჯდარმა წამსვე მოუკიდა, თან ტელეფონი დასატენად შეაერთა. - ხვალ უნდა წახვიდე? - უკმაყოფილომ გვერდზე მჯდომს შეხედა. -ჰო. -აუცილებელია? -ჰო. - წამით გადახედა აბუზღუნებულ ჯაჭვლიანს. სახლში მისულებს შინ არავინ დახვდათ. წყლის გადავლების შემდეგ მაცივარში პროდუქტი მოძებნეს და გემრიელად ივახშმეს. იმ ღამეს ისევ გარეთ იწვნენ, ისევ მოწმენდილ ცას შეჰყურებდნენ და ბოლო დღეს ატარებდნენ ერთად ხევსურეთის ლამაზ მთებში. ხმას არცერთი იღებდა. არ იცოდნენ რა იქნებოდა მომავალში, მაგრამ ის კარგად იცოდნენ რომ ეს ორი დღე მართლაც დაუვიწყარი იყო. ახალი გრძნობებით და ახალი თავგადასავლებით გაჟღენთილი ორი დღე, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე დარჩებიდა მათ გონებაში. *** ახლა. -რა გინდა რომ გამოხვიდე ძი? - მუხლებზე დასმულ 6 წლის დის შვილს ლოყაზე ეფერებოდა, თან სიყვარულით სავსე მზერით შესცქეროდა. -ექიმი. -ექიმი? რატომ? -ექიმი რომ ვიქნები ნემსს გაგიკეთებ და მერე გამოკეთდები. -ვაიმე, ჩემი ყველაზე მაგარი გოგო ვინ არის. - გულზე მოხვდა ბავშვის ნათქვამი სიტყვები, მაგრამ ესიამოვნა კიდეც და დის შვილს ლოყები დაუკოცნა. -მეც ექიმი უნდა გამოვიდე და მეც გაგიკეთებ მერე ნემსს ხო? - პატარა ლიზა ააცოცდა ფეხზე და ისიც ყოფიანის კალთაზე მოთავსდა. -აუ შენ რა გინდა? - წარბშეკრულმა შეხედა ბიძაშვილს ნინიმ და ხელი ოდნავ ჰკრა ნერვებ მოშლილმა. -რას აკეთებ ძი, ორივემ გამიკეთეთ რა პრობლემაა, ერთმა ერთ ფეხზე, მეორემ მეორეზე. - ორივეს თავზე აკოცა, შემდეგ ძირს დასვა და სახლში შემოსულ გიგის მადლიერი სახით შეხედა. -მერი დეიდა ტიტე მიმყავს! - სამზარეულოში მყოფ ქალს გასძახა და ისიც სწრაფად გამოვიდა მისაღებში. - ეე პატარა კაცი, რავახარ? - თავზე გადაუსვა ხელი აქეთ-იქით მორბენა ლუკას. -კარგად. -სად მიგყვას? -მმ… - თავი მოიქექა გიგიმ და ეტლში მჯდომს შეხედა. -ქალებში დედა. - ჩაიცინია, მერის ბურტყუნზე კი ბოლო ხმაზე ახარხარდა. -ვერ ხარ შვილი შენ, არაფერი გეშველება. - ხელში მოთავსებული ჩაის ტილო ააფრიალა და ზამზარეულოში შევიდა. -ქალებში რა გინდა ძია? - ყურადღებით აკვირდებოდა ნინი და პასუხს მოუთმენლად ელოდა. -უნდა ვეცეკვო პატარა, შენ ბებოს მიეხმარე, თუ რომელიმემ გააბრაზა დამირეკე და მითხარი კარგი? - თმაზე გადაუსვა ხელი, შემდეგ ლოყაზე აკოცა. -კარგი. -კარგი გოგო ხარ. - თვალი ჩაუკრა და გასასვლელისკენ წავიდა. - მომაწევინე ძმურად. - როგორც კი გარეთ გავიდა, მაშინვე უთხრაგიგის, თან ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა. - ცოტნემ მომიყვანა აქ და დილიდან ამათთან ვზივარ. - დიდი ნაპასი გამოქაჩა, ფილტვები მთლიანად კვამლით გაივსო და თვალები დახუჭა. -ვიზიარებ ძმაო. - მხარზე მიარტყა ხელი სიცილით. -ტვინი ამიდუღდა ჩემიკაი, რა ხმაურიანები არიან ტო, როგორ უძლებს დედაჩემი. -აუ ლილეს შვილი რა საყვარელი რამეა ტო, რომ ვნახე ლამის გამოვშტერდი, ეგეთი პატარა და ლამაზი არცერთს არ ჰყოლია. -სად ნახე? -საავადმყოფოში, რომ იმშობიარა მეორე დღეს. -გაგაც ნახე? -ვნახე… მაგრამ მკი.დია რა, ხომ იცი ლილე როგორ მიყვარს, ვიღაც გამო.ირებულის გამო ურთიერთობა რატომ უნდა გავწყვიტო. მთავარია ბედნიერია და ექვსი წლის წინ რა მოხდა ვაბშე არ მაინტერესებს, უბრალოდ ვერ დავიჭერ ისეთ ურთიერთობას როგორიც ელენეს ქმართან მაქვს. -ერთიც მომეცი. - სიგარეტზე ანიშნა და მეორე ღერსაც მოუკიდა. ამჯერად უფრი მშვიდად ეწეოდა, თან ირგვლივ იყურებოდა. - სად მივდივართ? - მანქანასთან მისული ხელის გულებით დაეყრდნი სავარძელს, გიგის დახმარებით უგრძნობი ფეხებიც შიგნით დაალაგა და ღველი თვითონ შეიკრა. -ქალებში. -სერიოზულად. -ბარში, გიო და ოთო გველოდებიან. -ასე მიგყავარ ბარში? -ნუ ატრ.აკებ რა, მართლა სახლში ხომ არ იჯდები? გაიხედები გამოიხედები, დაინახავ ვინმეს და… -გაჩერდი. - ხელი აიქნია ყიფიანმა, სახეზე ეხატა როგორი ზიზღით იყო სავსე ყველა ქალის მიმართ. - არ მევასება ხომ იცი? ნუ დაიწყებ ვიღაც ქალების შემოტენვას თორემ შენც დაგახვე.ვინებ. -ტიტე. -არ მინდა არავინ! რა გჭირს შე ჩემა, სულ გამო.ლევდი ამ ბოლო დროს ტო. -კარგი, ბოდიში… პროსტა რაც დრო გადის უფრო ნე.ხვი ხასიათი გიხდება. -თავიდან უნდა მახსნევინო ახლა? -უბრალოდ შენზე ვღელავ. -ხოდა ასე ნუ ღელავ! უნდა იცოდე რომ არ ვარ იმ სიტუაციაში, ვიღაც ქალი შემოვისვა ზედ და იმის ხტუნვას ვუყურო! ცხოვრებაში არავისთვის გადამიხდია ფული სექსისთვის და ახლა მითუმეტეს არ გადავიხდი. -ნუ ღრიალებ და მომისმინე… -სახლში წამიყვანე! -სახლში არა, მაგრამ ხვალ ექიმთან მივდივართ! -ნერვები არ მომიშალო ახლა! -მოკეტე, რომ ადგები ფეხზე მერე რაც გინდა მიქენი, მაგრამ სანამ მანდ ზიხარ ისე იქნება როგორც მე ვიტყვი გაიგე?! - გზას არ აშორებდა თვალს, ხმამაღლა საუბრობდა და საჩვენებელ თითს უქნევდა ჩუმად მჯდომ ყიფიანს. -არ მინდა ეს ფუჭი დაიმედება. -აუ ჩემი კარგი მოვ.ყან გცემ! სერიოზულად, მაგრად გცემ თუ არ შეეშვები პატარა ბავშვივით მოქცევას და ლაპარაკს! -მაგრად მევასები შენს ძმობას ვფიცავარ. - კისერზე მოხვია თითები, თავისკენ მისწია და თავზე აკოცა. -გააჯ.ვი რა. -კაი შე ჩემა, რა გჭირს… წავალ მაგის დედაც ვატირე, პროსტა ხვალ არა რა. -დაიფიცე. -ჩემ გოგოს გეფიცები. - ჩაიღიმა და თავი სავარძლის საზურგეს მიადო. სულ პატარა იმედი სჭირდებოდა, მცირე ბიძგი იმის რომ სიარულს ისევ შეძლებდა და რამდენი ხანიც არ უნდა დასჭირვებოდა კეკეს გამო მაინც გაივლიდა. მაშინ როცა ეცოდინებოდა რომ ყველანაირი შანსი გამქრალი იყო ბრძოლას ვერ შეძლებდა. ამიტომ იყო ხელმეორედ ექიმის ნახვა საჭირო. ბარში მისულს შეძახილებით შეეგებნენ მეგობრები და ყიფიანმაც სიცილი ვერ შეიკავა. ორივეს გადაეხვია შეძლებისდაგვარად, შემდეგ იქვე სავარძელში ჩასვეს, თან ფეხი ფეხზე გადაადებინეს. -რას მეკაიფებით ტო. - სიცილით მოკიდა ხელები ფეხს და პირვანდელ პოზაში დააბრუნა. - რას შვრებით თქვენ? -რავი ტო, ძველებურად მიდის ყველაფერი -გატყუებს. - თვალი ჩაუკრა ოთომ, თან თავით გიორგისკენ ანიშნა. -ილაპარაკებ თუ ვიჯდეთ ასე? - მათთან მისულ ოფიციანტს ისე გამოართვა სასმელი ზედაც არ შეუხედავს. გიორგის უყურებდა და მოუთმენლად ელოდა ახალი ამბების გაგებას. გოგოს სხეული ისევ უძრავად იდგა და ყიფიანიც იძულებული გახდა შეეხედა. -გამარჯობა. -გამარჯობა? - წარბები ასწია გოგოს მომღიმარ სახეზე. მთლიანად შეათვალიერა, ბოლოს ისევ მის ყავისფერ თვალებს გაუსწორა თავისები. -ჯანდაბა, ვერ მიცანი ხო? - ქვედა ტუჩზე იკბინა გოგომ და ფეხებ გადაშლილი ყიფიანი თვალებ ანთებულმა შეთვალიერა. -მაპატიე პატარავ, მაგრამ ვერა… მადლობა სასმლისთვის. - ჭიქაზე ანიშნა შემდეგ მომღიმარ ბიჭებს შეხედა. - რა? -ანაა, მაგის გამო დაგშორდა თათა, არ გახსოვს? -თათას მე დავშორდი ბევრი რომ მოინდომა იმის გამო, პროსტა მერე ტრა.კი რომ აეწვა შესარიგებლად მოვიდა, ეს გოგოც დახვდა საწოლში და პანიკები ატეხა. ისე გამოიყვანა ვითომ თვთონ დამშორდა, მაგრამ მკი.დია.. ჰო ანა, გამახსენდა, საყვარელი გოგოა. - ვისკი მოსვა და გიორგის მიაშტერდა. - აბა რა ხდება? -გახსოვა ზაფხულში ბოლო ტურზე რომ გავყევით? კეკეც გყავდა მაშინ. - გიორგის ნაცვლად ოთომ დაიწყო საუბარი და სერიოზული სახით მჯდომ ძმაკაცს დააკვირდა. -კეკე ყველგან დამყავდა… მერე? -ვიღაც მწვანე თვალება გოგო რომ დაევასა გახსოვს? მთელი გზა ერთად დადიოდნენ. -მაგ ტურიდან კეკეს გარდა არაფერი მახსოვს, მე რა ვიცი. - მხრები აიჩეჩა უდარდელად და საზურგეს მიეყრდნო. -აუ ის შე ჩემა, წრეში ბურთის თამაშის დროს კეკეს რომ დაეჯახა შემთხვევით. - რომ ვეღარ მოიფიქრა როგორ აეხსნა ისევ კეკე ჩარია ჩემაში. -ხო გამახსენდა, ლამის ხელი მოტეხა. -ატრ.კებ. - თვალ მოჭუტულმა გაუსწორა მზერა ძმაკაცს. - ორი კვირის წინ შევხვდი, შენ რომ ავარია მოგივიდა იმის შემდეგ, შენთან რომ ვიყავით მოსული მაშინ. ისიც თავის ნათესავთან იყო მისული. ნომერი გამოვართვი და უკვე ხუთჯერ შევხვდი, ხოდა დღეს მაგასთან უნდა ავიდე, სახლში მარტოა და ეშინია. -ჰო ეშინია. - ხმამაღლა გადაიხარხარა ოთომ და სხვებით აიყოლა. -დავაი რა, სხვა რა უნდა ეთქვა? იცით რა საყვარელია? რომ ვუყურებ სულ მინდა რომ მოვეფერო. - თავის სიტყვებზე თვიათონ გაეცინა და ძმაკაცის შემხედვარე სხვებიც ვეღარ იკავებდნენ თავს. -ხვალ სესილია ჩამოდის. - სახეზე ჩამოისვა ხელი, სასმელი მოსვა და ძმაკაცები მოათვალიერა. -აუ ეგ ვაბშე გიჟია ტო. - ხელი აიქნია მათემ. -ცანცარაა და თუ არ მოვა აზრზე მოუწევს მარტო ყოფნა. -საფრანგეთშია ხო? -ჰო. - თმები აიჩეჩა, შემდეგ ბარისკენ გაიხედა და თეთრი თმების დანახვაზე წამსვე ძმაკაცს შეხედა. -რა იყო, სესა დაინახე? - სიცილით ჰკითხა ტიტემ, ხმა რომ არ გასცა გიგიმ მაშინვე მიხვდა ვინც იყო მის ზურგს უკან. გული აუჩქარდა, სუნთქვაც კი შეეკრა და თავი ოდნავ მიატრიალა ქალისკენ. მაშინვე დაინახა ნაცნობი თეთრი თმები და იმხელა მონატრება შემოაწვა წამით ასადგომად წაიწია. სრული სიცარელე რომ იგრძნო და ლამის ძირს დაეცა მაშინვე უკან დაბრუნდა. - ამის დედას შევე.ცი! - თვალებზე მიიჭირა ხელები ცრემლები რომ არ წამოსვლოდა. ეზიზღებიდა ყველაფერი, ვერ იტანდა იმას რომ თავის ქალთან მისვლა არ შეეძლო. არ შეეძლო ბართან მჯოდომს უკნიდან მოხვეოდა, შემდეგ საცეკვავოდ გაეყვანა და ნახევარი საათის მანძილზე სხეულის ნაზი რხევით სცენის შუაში მდგარიყო. ყბები დაეჭიმა, ცხვირი აეწვა და სველი თვალები სწრაფად მოიწმინდა. - ამის დედაც მოვ.ყან! - მაგიდაზე დადებულ ჭიქას გაჰკრა ხელი და იატაკზე დავარდნილი ნამსხვრევებად იქცა. გაბრაზებულზე წამით ისევ გადაავიწყდა ხეიბრობა, ისევ ფეხზე წამოდგომა და იქიდან გაქცევა სცადა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა და უარესაც მოეშალა ნერვები. -ტიტე. -წამიყვანე აქედან! - მისკენ გადახრილ გიგის მხარზე მოუჭირა თითები. იმანაც ოთოს ანიშნა ეტლი მიეტანა, ეტლში გადასვა და იქაურობა წამებში დატოვა. უნდოდა ვინმე ეცემა, ან რამე დაემტვრია. ენერგიისგან დაცლა უნდოდა ეს ტკივილისგან წარმოშობილი სიბრაზე რომ ჩაეხშო, მაგრამ არაფრის გაკეთება არ შეეძლო. ფეხზე წამოდგომა და გავლა არ შეეძლო, ყოველ ჯერზე ამის გააზრება კი უარესად ხდიდა. გამწარებული ბოძს ურტყამდა ხელს ღრიალით, თვალებ ჩაწითლებული უყურებდა ძმაკაცის მდგომარეობას და ტირილამდე მისვლას ცოტაღა აკლდა. ბოლოს მიუახლოვდა, იღლიებში ამოსდო მკლავები, ფეხზე წამოაყენა და მთელი ძალით მოეხვია. უჭირდა ამხელა კაცის მოშვებული სხეულის დაჭერა, მაგრამ იმ დროს არაფერს ჰქონდა მნიშვმელობა. ზუსტად ესმოდა იმ დროს ტიტესი, ყველა მის გრძნობას გრძნობდა და იმავეს განიცდიდა რასაც იმ დროს ტიტე. - ჩემი ცხოვრების დედას შევე.ი. - დაბოხებული და მკაცრი ხმით ჩაილაპარაკა, თვალზე ჩამოგორებული ცრემლი შეიმშრალა და ისევ ეტლში დაბრუნდა. - წავიდეთ. - ხელი მიარტყა რამდენჯერმე გიგის და ცივი ჰაერი ღრმად შაისუნთქა. სახლში ასულები ტელევიზორის წინ მოთავსდნენ, ხმას არცერთი იღებდა, მხოლოდ ჩართულ ტელევიზორს მისჩერებოდნენ. -გინდა დღეს დავრჩე? -არა… წადი სახლში, მოწესრიგდი და ხვალ სესა ნახე. -არ მინდა მაგის ნახვა. - თავი ჩახარა და ყიფიანმაც გაკვირვებულმა გადახედა. -რატომ? -ბავშვია რა, ეს ბავშვის გაზრდები და სი.ობები არ მევასება ხომ იცი? დამღლელია სესასთან ურათიერთობა. მინდა რომ თვითონ მიხვდეს, გაიაზროს და ყველაფერი აწონ-დაწონოს. დაფიქრდეს და გაარკვიოს რა უნდა ჩემგან, უნდა თუ არა ჩემთან ყოფნა. არ მომწონს ამხელა გოგო პატარა ბავშვივით რომ იქცევა და ინტერესს ვკარგავ. -ხომ გიყვარს. -კი. -აბა რა ინტერესს კარგავ? -ორი წელი ერთიდაიგივეს მამეორებინებს და დავიღალე რა. -უთხარი ის რაც მე მითხარი. დაფიქრდება და მიხვდება ყველაფერს. -კარგი ხო, ხვალ ვნახავ და მერე გამოგივლი. -დილით ექიმთან ჩამწერე. -კარგი. - ყურებამდე გაიღიმა და გასასვლელისკენ დაიძრა. - თუ რამე ნებისმიერ დროს დამირეკე. -კარგი დე. - ჩაიცინა, შემდეგ კარების დაკეტვის ხმაც გაიგო, საძინებლისკენ წავიდა და მალე ლოგინშიც ამოჰყო თავი. თითებს იჭერდა ფეხებზე, მაგრამ ვერაფერს გრძნობდა. - ამის დედაც. - მუშტი დაირტყა ფეხზე, ბოლოს ხელების დახმარებით მუცელზეც დაწვა, მუხლის ქვეშ ამოდებული ხელით ფეხი მოკეცა, შემდეგ ბალიშებს მოხვია ხელი, მეორე ხელში ტელეფონი დაიჭირა და სურათებში შევიდა. თითქმის სულ კეკეს სურათებით იყო მეხსიერების ბარათი გადატენილი. ერთ ვიდეოში ამბობს კიდეც, რომ მოგენატრები დაათვალიერებ და მონატრებას შეიმსუბუქებო. თურმე პირიქით ყოფილა. მისი ღიმილის ყურებისას უფრო მეტად ენატრებოდა. - ჯანდაბა პატარა, როგორ მენატრები. - თვალებ მინაბულმა ვამწყდარი ხმით ჩაილაპარაკა, ტელეფონი იქვე მიაგდო და ქვედა ტუჩს მტკივნეულად ჩააფრინდა. უამრავი სურათი და ვიდეო ჰქონდა, მაგრამ მაინც არ ჰყოფნიდა, კიდევ უფრო მეტი სურდა. *** 2 წლის წინ დილით მზის სხივებიგან შეწუხებულმა თვალები გაჭირვებით დააშორა ერთმანეთს. საათს შეხედა ცხრშ რომ აჩვენებდა. უკმაყოფილომ იცვალა გვერდი, თვალები გაახილა და როგორც კი საწოლზე დადებული თეთრი ვარდი დაინახა წამსვე გამოფხიზლდა. საწოლზე წამომჯდარმა სწრაფად აიღო ვარდი, მაშინვე დასუნა მომღიმარმა, შემდეგ იქვე დადებული ფურცელი აიღო “თეთრი ვარდი თეთრ პრინცესას” დიდი ასოებით მიეწერა შუაში მის დაბლა კი “დილამშვიდობისა პატარა” წვრილად დაეწერა. ყურებამდე გაიღიმა, სულ სხვა ემოციებით დაიმუხტა, ფურცელი ამოატრიალა და უკან მიჯღაპნილი ნომერიც დახვდა. სწრაფად აიღო ტელეფონი და აღნიშნულ ნომერზე გადარეკა. -გაიღვიძა ჩემმა გოგომ? -გიჟი ხარ? აქ როგორ ამოძვერი? ვინმეს რომ დაენახე? -შენ გამაგიჟე პატარა… აბა, დღეს რა გეგმები გვაქვს? -ბებიაჩემთან მივდივარ. -რომ დარჩე არ გინდა? -მინდა. - თვალებ გაბრწყინებულს ჯერ კიდევ არ სჯეროდა ამდენი ხნის შემდეგ ისევ რომ ესაუბრებოდა. -შენ ეგ თემა მოაგვარე, დანარჩენს მე მივხედავ. -მადლობა ვარდისთვის. -არაფრის. წავედი ახლა, საქმე მაქვს და საღამოს დაგირეკავ, სახლში დამხვდი იცოდე! -ვეცდები. - სწრაფად გაუთიშა ტელეფონი და საწოლიდან წამოხტა. საღამურების ამარა გავიდა სამზარეულოში და ყველა იქ რომ დახვდა ცოტა გაუკვირდა. -რა ლამაზი ხარ დედი… - ლოყაზე აკოცა გაბრწყინებულ ქალიშვილს თამარმა. -დღეს კარგ ხასიათზე ავდექი. -მიზეზი? - თვალებ მოჭუტული დააკვირდა ანდრია. -კარგი სიზმარი ვნახე. -მაინც? -ბებოსთან არ მივდიოდით. - სიცილით თქვა და თავისი ადგილი დაიკავა. -მისმინე, ირაკლის შეყვარებული ჰყავს? - დაეჭვებული ათვალიერებდა დას, რომელიც სულ სხვანაირი დაბრუნდა ხევსურეთიდან. შეცვლილი იყო, უფრო ხშირად იღიმოდა, ბიჭებს ხუმრობებში ჰყვებოდა და აღარც თავის ალბინოსობაზე წუწუნებდა. -კი, მაშო, ეგეც იყო იქ. -გიოს? -ჰმ… გიოს არ ვიცი, მგონი ამჯერად არავინ მოსწონს. - მხრები აიჩეჩა და პეჩენია გემრიელად ჩაკბიჩა. -კიდევ იყვნენ სხვები თქვენთან ერთად? -კი. -ვინ? -სესა. - ხმამაღლა გაიცინა და ყველა მას მიაშტერდა. თავს ვერ იკავებდა, ფეხს ათამაშებდა და უკვე ერთი სული ჰქონდა როდის მოსაღამოვდებოდა ტიტე რომ ენახა. -რამის თქმა ხომ არ გინდა პატარა? - წარბები ასწია უტამ და კეკემაც მასზე გადაიტანა მზერა. -დღეს ბებოსთან არ მოვდივარ, ბარში მიდიან ჩემები, ვერც ერთ დღეს ვერ გამოვტოვებ, ხომ იცით მოგონებებს ვაგროვებ სანამ დრო მაქვს. - ჩაიში ჩადო ორი წამით ფეჩენია, შემდეგ პირში გაიქანა. -მოდიხარ. - წარბ შეკრულმა თქვა თამარმა, კეკემ კი მაშინვე ლევანს შეხედა. -მამა… -მეც დიდი სიამოვნებით დავეჩებოდი შენთან ერთად სახლში. - ჩუმად ჩასჩურჩულა ქალიშვილს, მის სიცილზე თვითონაც გაეცინა, მაგრამ ცოლის მზერაზე სწრაფად დასერიოზულდა. - შენ როგორც გინდა პრინცესა. - ხმა ჩაიწმინდა და ცოლის მომზადებული საუზმე დააგემოვნა. -ლევან! -რა გინდა? 18 წლის არის, ვერ ვუბრძანებ იქ წასვლას სადაც არ უნდა. -როგორ თუ არ უნდა? ყველა მივდივართ და მარტო ამხელა სახლში როგორ უნდა დარჩეს? -პატარა აღარ არის თამარ! თვრამეტი წლის ჩამოყალიბებული გოგოა, ისიც რა არის სწორი და რა არასწორი, ისიც იცის რა უნდა გააკეთოს და რა არა, დანარჩენი ჩვენი საქმე აღარაა. მაინც და მაინც უნდა გითხრას რომ თავი დაანებო როგორც ანდრიამ გითხრა? -ანდრია ბიჭია! -გეყოფა! - ხელი აიქნია ლევანმა. - მაგას მნიშვნელობა არ აქვს, უნდა გაიაზრო რომ შვილები გაგვეზარდნენ. ზრუნვა ერთია, რამის აკრძალვა მეორე და ახლა შენ შენს 18 წლის ქალიშვილს აკრძალვები რომ დაუწყო იცი რას იზამს? ადგება და წავა! ან საერთოდ აღარ გკითხავს აზრს და გაგიუცხოვდება. ამიტომ შეეშვი ჩემს გოგოს, იცის რაც უნდა. სალხში დარჩენა უნდა? დარჩება. თუ სადმე წასვლა მოუნდება წავა. მორჩა აქ ლაპარაკი, მე დავრჩები და ხვალ ერთად წამოვალთ ჩემი საყვარელი სიდედრის დაბადების სღეზე. -ლევან… -მორჩა ამ თემაზე საუბარი მეთქი… ახლა შენ მითხარი პატარა ბაჭია, რატომ გიბრწყინავს თვალები ასე. - ისევ განაგრძო ჭამა, თან ქალიშვილს შეხედა. -ბედნიერი ვარ რომ მყავხართ. -სულ ეს არის? -ჰო. - ისევ მოკბიჩა პეჩენია, თან უტას შეხედა, მომღიმარი რომ აკვირდებოდა მამიდაშვილს. - რა? -არაფერი თეთრო პრინცესა. - მხრები აიჩეჩა და ჭამა განაგრძო, კეკეს კი ჩაი გადასცდა. - ფრთხილედ ტო. - ჩაიცინა დადიანმა და ყავა მოწრუპა. ოთხი საათი იქნებოდა ტელეფონზე შეტყობინება რომ მიუვიდა უკვე ათასჯერ გადაკითხული ნომრისგან, რომელიც გონებაში ჩაებეჭდა. სწრაფად გახსნა და როგორც კი წაიკითხა მაშინვე ფეხზე წამოხტა, სარკეში შეათვალიერა თავისი თავი, შემდეგ კი საძინებელი დატოვა. -მა, წავედი მე! -ძალიან არ დაიგვიანო! - ტელევიზორის წინ მჯდომმა მიაძახა სახლიდან ნახევრად გასულს, შემდეგ ფანჯარაში გაიხედა და დაინახა როგორ მიუახლოვდა სწრაფი ნაბიჯებით ეკატერინე უცნობ ბიჭს. ისიც ხელებ გაშლილი შეეგება, უცებ მოეხვია და ლოყაზე აკოცა. ესიამოვნა თავისი ფიქრები რომ გამართლდა, მაგრამ უცხო ბიჭის გამოჩენამ საფიქრალი გაუჩინა. პირველი შემთხვევა სქონდა როცა კეკეს ვიღაც მოსწონდა და არ იცოდა რა გაეკეთებინა. * -დაბრძანდით ქალბატონო. - მანქანის კარი გაუღო კეკეს, შემდეგ თავისი ადგილი დაიკავა და მანქანაც იქაურობას მოსწყვიტა. - როგორ ბრწყინავ… -დღეს კარგ ხასიათზე ავდექი. -ნეტავ რატომ. - ჩაიღიმა ყიფიანმა, თან კეკეს გადახედა. -ისე მართლა, როგორ ამოძვერი? -საიდუმლოა… მომენატრა შენი წითელი ლოყები იცი? -კარგი რა ტიტე. - თავი ჩახარა მომღიმარმა. - სად მივდივართ? -ჰოო, ეგ სურპრიზია. ქალაქ გარეთ გასულები მალე ტყიან გზას დაადგნენ, გზა მთლიანადა ხეებით იყო გადაფარული, კეკეს კი ლუქიდან ამოეყო ტანი და დაბერილ ნიავს ხელებ გაშლილი ხვდებოდა. თეთრი თმები უფრიალებდა, თვალებ დახუჭულს სუნთქვა უჭირდა, მაგრამ ცივ ჰაერს მთელი სხეულით შეიგრძნობდა. ბარძაყზე იგრძნო კაცის ტუჩების შეხება, მაშინვე ეკალმა დააყარა, ტანში სასიამოვნოდ შეაჟრჟოლა და მალე ისევ სავარძელზე დაბრუნდა. -აქ პირველად ვარ. -საერთოდ სად ხარ ნამყოფი? -ყველგან სადაც ექსკურსიაზე დადიან. რაჭა, სამეგრელო, იმერეთი. და ასე შემდეგ. -ეგ ყველამ იცის, უფრო ლამაზი სანახავი ის ადგილებია სადაც ხალხი არ დადის. - მალე გააჩერა მანქანა, უკანა სავარძელზე დადებული ზურგჩანთა აიღო და კეკესთან ერთად მანქანიდან გადავიდა. მალე გამოჩნდა პატარა კოტეჯის მსგავსი ქოხი, რომელიც ნახევრად ტბაში იდგა. გაოცებული მიჰყვებოდა უკან ყოფიანს და ხმის ამოღებას ვეღარ ახერხებდა. იქვე მოცურავე იხვების ჭყიპინი ისმოდა, ამას კი ჩიტევის ჭიკჭიკი ერთვოდა თან. -რა ლამაზია! -ჯერ სად ხარ პატარა, კიდევ იმდენი რამ მინდა განახო შენ არ იცი. - ხელი ჩაკიდა და ქოხში შეიყვანა. ისე მყუდროდ იყო მოწყობილი, მაშინვე სასიამოვნო შეგრძნება დაეუფლა ჯაჭვლიანს. კედლები წიგნების თაროებით იყო სავსევსე, იქვე დივანზე გაშლილი პლედი და სანიშნთან ერთად დახურული წიგნი იდო. მთლიანად ერთი ოთახი იყო, კუთხეში სამზარეულოს ორი კარადით და გამოყოფილი პატარა აბაზანით. -ტიტე. - გაბადრულმა შეხედა სამზარეულოს კარადებზე მიყრდნობილ ყიფიანს, მიახლოვება ვერ გაბედა და ისევ ყოფინმა აიღო თავის თავზე კიდევ ერთი ნაბიჯის გადადგმა. მაისური გაიხადა, შარვალიც მის გზას მიაყოლა და თვალებ გაფართოვებულ გოგოს მიუახლოვდა. უნდოდა ეხარხარა მის დაბნეულ დამფრთხალ სახეზე, მაგრამ თავის შეკავებას ახერხებდა. კეკეს ფეხზე აასრიალა ხელი, სარაფნის ბოლოებიც აიყოლა და მალე სულ მთლად მოაშორა. შეეცადა მკერდზე არ შეეხედა, მაგრამ არ გამოუვიდა, ერთი ნაბიჯით უკან დაიხია და თეთრ საცვლებში მდგომი თეთრი ქალი მთლიანად შეათვალიერა. კარადიდან პირსახოცი ამოიღო, შემდეგ ხელი ჩაკიდა დაბნეულ ეკატერინეს და ტბის ნაპირისკენ წაიყვანა. - ტიტე. - ხელზე მიქაჩა როცა წყლალში ჩასვლა დააპირა ყიფიანმა. -თბილი ტბა უფრო სასიამოვნოა დამიჯერე. - ისევ განაგრძო სიარული და მალე მთლიანად წყალში აღმოჩნა. დიდხანს ცურაობდნენ. წყლის შხეფებს ასხამდნენ ერთმანეთს და ტყესაც ეკატერინეს კივილი იკლებდა. სიცილს ვერ იკავებდა ყოფიანი როცა ფეხზე ბალახი შეეხებიდა კეკეს და შეშინებული უკან გარბოდა. ისეთი პატარა, ნაზი და ბავშვური იყო მთლიანად თბებოდა მისი ყურებისას. ბოლოს ტბის პირას ბალახზე გაფენილ პირსახოცზე ისხდნენ და ტბას გაჰყურებდნენ. -ტიტე. -ჰოუ… -არ შეიძლება ჩემი ასე ყოფნა. -როგორ? -მზეში… - თავი ჩახარა აღელვებულმა, შემდეგ ტიტეს ტუჩები იგრძნო მხარზე და მომღიმარს ქვევიდან ახედა. -შევიდეთ. -დამცავი კრემი მაქვს ჩანთაში. -მოვალ ახლავე. - სველი თმა უკან გადაუწია, შუბლზე აკოცა და ‘სახლისკენ’ წავიდა. მალე დაბრუნდა უკან, კეკეს უკნიდან მიუჯდა, თმები ზურგიდან მოაშორა და ხელზე დადებული დამცავი კრემი მხრებზე წაუსვა. იქიდან ზურგზე გადავიდა, შემდეგ ბიუსჰალტერის შესაკრავი გაუხსნა ნელა და მის შეკრთომაზე ჩაეღიმა. წასმა რომ დაამთავრა ისევ შეუკრა, შემდეგ მის წინ გადაინაცვლა. - ნუ გეშინია ჩემი პატარა. - მოწყვეტით აკოცა ლოყებ შეფარკლულს, მერე სახეზეც წაუსვა კრემი, ლავიწებიდან მკერდისკენ დაიძრა და მის გახშირებულ სუნთქვაზე თვითონაც აუჩქარდა გული. ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა და მკერდიდან მუცელზე ჩავიდა. მთლიანად რომ დაფარა დამცავი კრემთ მერე ბალახზე გადააწვინა, თვითონ კი ზევიდა მოექცა. - კანი გიბზინავს. - მფეთქავ არტერიაზე მიაკრო ტუჩები, შემდეგ ლავიწებზე გადავიდა. ბიუსჰალტერიდან ოდნავ ამოწეულ მკერდზეც მიაწება გავარვარებული ტუჩები და მისი სირბილის შეგრძნებისას ჟრუანტელმა დაუარა. - კეკე… - ჩუმად ამოიჩურჩულა, აგიჟებდა ის ფაქტი რომ მის ქვევიდან მოთავსებული გოგო არ აჩერებდა. იმ დროს საერთოდ არ უნდოდა გაჩერება, მაგრამ თავს ზედმეტის გაკეთების უფლებას ჯერ ვერ აძლევდა. - პატარა. - სურვილისგან თვალებ ჩაწითებულმა ჩახედა ნახევრად მინაბულ თვალებში ხელი ფეხზე აატარა და ტუჩებზე ნაზად შეეხო. ბნებიანად უკოცნისა ოდნავ შესიებულ ბაგეებს, თან ხელებს დაატარებდა გოგოს სხეულზე. კეკეს თითებსაც გრძნიბდა ზურგზე. წელზე რომ მოხვიდა და იქიდან მუცელზე გადავიდა ყველანაირმა თავშეკავებულობამ უმტყუვნა. უკანალზე ძლიერად ჩააფრინდა, კეკეს წამოკვნესებაც მისწვდა მის სმენას და კოცნაც უფრო მომთხოვნი გახადა. იმხელა სურვილი იგრძნო რომ არ მოშორებოდა ალბათ გაგიჟდებოდა. ბოლოს ქვედა ტუჩზე უკბინა და მთლიანად მოშორდა. - რას მიკეთებ პატარა, კიდევ ეგ მინდა? -მე არაფერი გამიკეთებია. - ჩაიცინა, სახე მთლიანად უხურდა, მაგრამ ყიფიანს მაინც არ აშორებდა თვალს. -მეკაიფები ხო? - ღრმად ჩაისუნთქა და მის ცისფერებს გაუსწორა თავისები. გამოხედვაც კი სხვანაირი ჰქონდა. გიჟდებიდა მის გრძელ თეთრ წამწამებზე გაბრუებული ნელა რომ ახამხამებდა. ღია ცისფერებში ნაპერწკლებს ხედავდა და ისე მოსწონდა უნდოდა სულ ამ გაბრწყინებულ ლამაზ თვალებში ეყურებინა, მასში ჩაკარგულიყო და კიდევ სხვადასხვა გრძნობებით სავსე ცისფერები ენახა. გრძნობდა როგორ ედებოდა მთლიან ტანში ეს თეთრი ქალი და შესაჩერებლად ვერაფერს აკეთებდა. ბოლოს გვერდზე მიუწვა, ხელი თავქვეშ ამოუდი და მის თითებზე თამაში დაიწყო. მზე რომ ჩავიდა მხოლოდ მერე შევიდნენ სახლში, ჯერ კეკე შეუშვა წყლის გადასავლებლად, შემდეგ თვითონ შევიდა აბაზანაში. -დღეს სახლში უნდა დავბრუნდე. - დივანზე მჯდომმა შეხედა ჭამაში გართულ ყიფიანს. -ვიცი. - თბილად გაუღიმა, მერე კი მის გვერდზე გადაჯდა, ბალიშებს მიეყრდნო და კეკეც გულზე დააწვა. -კიდევ ამომიყვან აქ? -როცა მოგინდება პატარა. - ცხვირის წვერი გადაუსვა ტუჩებზე, შემდეგ აკოცა და ისევ ცისფერებში ჩახედა. - ძალიან ლამაზი ხარ. - თმები ყურს უკან გადაუწია, შემდეგ ლოყაზე მიეფერა. -ასე იმიტომ ფიქრობ რომ თეთრი ვარ, შეხედე ჩემს და შენს კანის ფერს, შენ ზაგარს მაინც იღებ. -შენ რუჯი არ მოგიხდება, ჩვეულებრივ ფერს მიიღებ და რომ წარმოვიდგენ არ მომწონს. -პატარა რომ ვიყავი თმის შეღებვა მინდოდა. ჩემმა ბიძაშვილმა შემომისწრო თორემ შავად შევიღებავდი. -რატომ? -არ მომწონდა სხვებისგან განსხვავებულად ყოფნა, ყველა მე მიყურებდა, ყველა ჩემზე საუბრობდა და მაგის გამო სკოლაში წასვლა მძულდა. მხოლოდ სესა მყავდა, სხვა არავინ. -სამაგიეროდ ახლა მოსწონხარ ყველას. -ჰო, ახლა ყველას მოვწონვარ და ყველა ჩემს კლასელს უნდა ჩემთან ურთიერთობ. ისინი მიკომენტარებენ სურათებზე ვინც ბავშვობიდან ჩემი ცხოვრების ხანგრძლივობას მახსენდბდნენ, ისინი ვინც სხვებთან ლაპარაკობდნენ რომ თურმე თუ მომიახლოვდებოდნენ სითეთრეს გადავდებდი. -დაი.კიდე ეგენი. - თმებზე ჩამოატარა ხელი, შემდეგ თითები ლოყებზე მოუჭირა. - ჯანდაბა, რა პატარა ხარ… რა გიყო მითხარი. - მთლიანი სახე დაუკოცნა, შემდეგ ღუტუნზე გადავიდა და კეკემაც კისკისით აიკლო იქაურობა. *** ახლა. ექიმის კაბინეტში მჯდომი მოუთმენლად ელოდა ბატონი ზურას შემოსვლას და ანალიზების პასუხების გაგებას. მის წინ მჯდომი რატიანი ფეხს ნერვიულად ათამაშებდა, იატაკს მიშტერებოდა და ათას რამეზე ერთად ფიქრობდა. -დარწმუნებული ხარ რომ კარგი ექიმია? -რავი ვისთანაც გავიკითხე ყველამ ეს მირჩია. დაჟე თვითონ შენმა ექიმმა მითხრა ზურასთან მიიყვანეო. - მხრები აიჩეჩა, მერე წინ გადაიხარა და მუხლებს იდაყვებით დაეყრდნო. მალე მისი ტელეფონიც აწკრიალდა და სესილიას ზარს მაშინვე უპასუხა. - საავადმყოფოში, შენ სად ხარ?.. კეკე თუ მანდაა არ უთხრა… - ძმაკაცს შეხედა და ყიფიანმაც წამსვე ცქვიტა ყურები. - ტიტე წამოვიყვანე ექიმთან… არ არის კარგად პატარა, კარგად ყოფნისგან ძალიან შორსაა. -რას ბოდავ. - ჩუმად ჩაილაპარაკა წარბშეკრულმა, გიგიმ კი ტუჩებზე თითის მიდებით ანიშნა რომ გაჩუმებულიყო. -კარგი, სახლში რომ მივიყვან გამოგივლი მერე, სალაპრაკო მაქვს შენთან. - ტელეფონი გაუთიშა და გაურკვევლობაში მყოფ ძმაკაცს შეხედა. - კეკესთა იყო სპიკერზე ჰქონდა ჩართული. -მერე რა საჭირო იყო მაგის თქმა? -აბა მეთქვა კარგად არის დახტის აქეთ-იქითთქო? -დავაი რა. - ხელი აიქნია, შემდეგ კარებში გამოჩენილ ქალს გაუსწორა მზერა. მაშინვე დაიბნა, სირცხვილის გრძნობა იგრძნო და იქიდან აორთქლება მოუნდა. -გამარჯობათ ბიჭებო… ზურას შვილს ავარია მოუვიდა და იქ წავიდა. -კარგად არის? -მოტეხილობები აქვს, მაგრამ გამოჯანმრთელდება. შენ რაც შეგეხება… - ანალიზებს გადაავლო თვალი, შემდეგ დაძაბულ ტიტეს ახედა. - მოეშვი ცოტა, საავადმყოფოს გარეთ ეკატერინეს დედა ვარ, მაგრამ აქ როგორც შენი ექიმი ისე გახლავარ. - სათვალე მოიხსნა, იქვე დადო და ორივეს თვალი მოავლო. -რა ხდება თამარ, შევძლებ გავლას თუ ვერა? -მომისმინე ჩემო ძვირფასო. მესმის შენი, მართლა მესმის ახლა რა მდგომარეობაშიც ხარ. უამრავჯერ მაქვს ნანახი როგორ დაარბენინებდი აქეთ-იქით ჩემს გოგოს, მინახავს როგორ ეცეკვებოდი და როგორ აფრიალებდი ჰაერში, მაგრამ არასწორად იქცევი შენთან ყოფნის საშვალებას რომ არ აძლევ… -ამას რომ მეუბნებით ესეიგი არ გესმით. გირჩევნიათ თქვენი შვილი ინვალიდს დაუჯდეს სახლში მომვლელად, ჩემი მდგომარეობის ყურებით ყოველ წამს ინერვიულოს და ჩემით საპირფარეშოში შესვლას რომ ვერ შევძლებ იმაზე ცრემლები ყაროს? მე ყველაზე კარგად ვიცნობ კეკეს, თქვენზე კარგადაც კი. ვიცი ყველა მისი ხასიათი, რა სწყინს, რაზე ნერვიულობს, რა ახარებს და აბედნიერებს! ისიც ვიცი რომ ახლა ჩემთან ყოფნა უნდა იმის მიუხედავდად რომ აღარაფრის გაკეთება აღარ შემიძლია. გგონიათ არ ვიცი ახლა როგორ არის და როგორ სტკივა? კი, კეკეს დედა ბრძანდებით მაგრამ თქვენზე ნაკლებად არ მიყვარს. თქვენ არ ზიხართ ეტლში, უნარ შეზღუდული არ ხართ, ამიტომ ნუ მასწავლით რა არის სწორი და რა არა! ახლა კი მითხარით რა წერია მაგ ფურცლებზე, შევძლებ სიარულს თუ ვერა?! - სუნთქვა აჩქარებულმა დაამთავრა საუბარი და თვალებ ანთებულმა შეხედა აღელვებულ ქალს. -რომ არც შეგეძლოს იმდენს გავაკეთებდი რომ ფეხზე დამდგარიყავი… მაგრამ შეგიძლია, მონდომენა, მასაჟები და ვარჯიშები გჭირდება. ხვალ მოდი და კონკრეტულად გეტყვი რისი გაკეთება დაგჭირდება. ზურა არ ვიცი მოვა თუ არა, დავურეკავ და ვკითხავ, მართლა ძალიან კარგი ადამიანია, საუკეთესო ექიმი, მაგრამ დამიჯერე აქ ჩემზე მეტად არავის უნდა შენი ფეხზე დადგომა. შეიძლება ფულთან პრობლემა არ გაქვს, მაგრამ ზედმეტის დახარჯვას არ გირჩევ. აქ თუ ახლობელი არ გყავს ბოლომდე გამოგწურავენ. -ანუ საბოლოოდ რა ხდება? - თვალებ გაბრწყინებული შეჰყურებდა საყვარელი ქალის დედას და მის გამოხედვებზე სულ კეკე ახსენდებოდა. -ზუსტად პასუხს მე ვერ გეტყვი, მაგრამ რამდენიმე თვეში აუცილებლად გაივლი. - დაინახა როგორ გაუჩნდა იმედი იმ მწვანეებში. მაშინ მიხვდა რატომ გიჟდებოდა თავისი ქალიშვილი ამ მწვანე თვალება კაცზე. გამომეტყველება არ შესცვლია, მაგრამ თვალებით იღიმოდა. იქვე მჯდომ რატიანს სახე გაბადრულმა გახედა და ძმაკაცის ღიმილზე თვითონაც გაეღიმა. - უნდა გავიდე, პაციენტები მელოდებიან, ზურამ შენი ვინაობა რომ მითხრა მაგიტომ შემოვედი, თორემ უკან მოგიწევდათ წასვლა. -თამარ… - ფეხზე წამომდგარს ქვევიდან ახედა და დადიანიც ყველაფერს მიუხვდა. -მე არაფერს ვეტყვი, მაგრამ გამიხარდება შენ თუ ეტყვი, დაელაპარაკები და ყველაფერს აუხსნი. შენზე ნერვიულობს. -როგორ არის? -კარგად არ არის. თავს გაუფრთხილდი და ხვალ აუცილებლად მოდი. -მადლობა. - კაბინეტიდან გასულმა მკრთალად გაუღიმა ქალს და დამშვიდობების შემდეგ საავადმყოფო დატოვა. -სი.ი ხარ! - მანქანასთან მისულს კარი გაუღი და დაჯდომაში მოეხმარა. -რა გინდა, რატომ შემე.ი? - საჭესთან მჯდომს გადახედა წარბშეკრულმა. -შეგეძლო აქამდე მოსულიყავი! -ჩაი.ვი გაიგე?! ტვინი მომე.ყნა უკვე ამდენი საუბრით! -ტიტე. -მორჩა ვსო! შეეშვი იმის თქმას რომ მოსვლა შემეძლო! არ შემეძლო და გუშინ კეკე რომ არ მენახა ვერც დღეს შევძლებდი! ნუ მეუბნები იმას რომ ყველაფერი კარგად არის და ყველაფერი კარგად იქნება! არაფერი არ არის კარგად, მე არ ვარ კარგად და ყოველ ჯერზე ნუ მამეორებინებ რომ ინვალიდი ვარ! ამის დედაც სავარძელს ვარ მიჯაჭვული და თინას დახმარების გარეშე მოჯ.აც არ შემიძლია! კიდევ თვეები უნდა ვიჯდე ასე გესმის? ისიც კი არ ვიცი ამ თვეებში რა მელოდება. არაფერი არ არის კარგად! ამიტომ ან ვაბშე მოკეტე, ან ჩემთან აღარ მოხვიდე! -დროებით ინვალიდი ხარ. - მაინც არ ჩერდებოდა გიგი და ყიფიანს დარტყმის სურვილს უჩენდა. აღარაფერი უთქვამს, სახეზე ჩამოისვა ხელი გაბრაზებულმა, შემდეგ გადაშლილი ფეხები ხელით შეატყუპა. ზიზღით დახედა სხეულის უგრძნობ ნაწილებს, თვალი აარიდა და ფანჯარაში გაიხედა. უნდოდა საერთოდ გამქრალიყო, არაფრის ხალისი არ ჰქონდა, ყველაფერი აღიზიანებდა და გიგიც ცალკე ნერვებს უშლიდა თავის გამოშტერებით. ყველაზე მეტად ამ სიტყვებს ვერ იტანდა და მაინც ყველა ერთი და იგივეს უმეორებდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებიდა, მალე ფეხზე დადგებოდა და ისევ შესძლებდა ძველი ცხოვრებით ცხივრებას. თვითონ არ იყო იმაში დარწმუნებული შესძლებდა თუ არა. არ იცოდა ამ ყველაფრის შემდეგ ფეხზე ამდგარი გააგრძელებდა ჩვეული ცხოვრებით ცხოვრებას თუ ისევ იარებით სავსე დარჩებოდა. კორპუსთან მისულმა ლიფტამდე მიაყვანინა თავი რატიანს, სანამ კარი დაიკეტებოდა შუა თითი აუწია ძმაკაცს დამშვიდობების ნაცვლადდა გიგიმაც სიცილიც გააქნია თავი. მანქანაში დაბრუნებულმა სწრაფად დაძრა მანქანა. დიდი სიჩქარით გაკვეთა ცარიელი გზები და ჯაჭვლიანების სახლთანაც მალე მივიდა. -გამოდი მოვედი. - უთხრა თუ არა მაშინვე გაწყვიტა ზარი, მანქანიდან გადავიდა, თან სიგარეტს მოუკიდა და მანქანის კარებს მიეყრდნო. მალე გაიღო სახლის კარიც, იქიდან კი სახე გაბრწყინებული სესილია გამოვარდა. სულ გადაავიწყდა ბრაზი მისი დანახვისას, ინსტიქტურად აეკრა ღიმილი სახეზე და ხელებ გაშლილი შეეგება საყვარელ ქალს. -მომენატრეე! - როგორც კი მოეხვია მთლიანი სახე დაუკოცნა რატიანს, შემდეგ მონატრებულ ტუჩებსაც დაეტაკა. -სესა. - ეცინებოდა ქალის ქცევაზე, თან გრძნობდა როგორ უბრწყინავდა თვალები. ახლა უფრო მეტად გრძნობდა მისდამინ მონატრებას და ხელებს მთელი ძალით ჰხვევდა. - ჩემო პატარა. - ხელის გულებში მოიქცია მისი სახე და განათებულ ჭრელ თვალებში ჩახედა. -წავიდეთ. - ეშმაკურად უელავდა თვალები და მისი გამოხედვაც კი ჟრუანტელს ჰგვრიდა რატიანს. -ძალიან გაბრაზებული ვარ პატარავ და დიდი დრო დაგჭირდება ბრაზის გასანეიტრალებლად . - მანქანის კარი გაუღო დაბნეულ სესილიას, შემდეგ თავის ადგილზე მითავსდა და სახლისკენ დაიძრა. -რამე მოხდა? -განვლილ დროზე და შენს ქცევებზე უნდა ვისაუბროთ… კეკე როგორ არის? -გუშინ ბარში დაგინახათ. -რაო მეორე? -შენი საქმე არ არის. შენი ძმაკაცი დეგენერატია, კეკემ ხომ საერთოდ ჭკუიდან გადამიყვანა ტიტეზე საუბრით. -არ ვიცი კეკემ რა გითხრა, მაგრამ ტიტეს შეეშვი და დაფიქრდი სანამ რამეს იტყვი. რამდენჯერ გითხარი უკვე ეგ. -გიგი რა გჭირს? - მთლიანი ტანით შებრუნდა რატიანისკენ და ამღვრეული თვალებით მიაჩერდა. -ძალიან ცუდია რომ ვერ ხვდები პატარა, სახლში მივიდეთ და მერე ვილაპარაკოთ. -გიგი. -მერე ვილაპრაკოთ! - უფრო მკაცრად გაიმეორა და სისწრაფეს უმატა. უხმოდ იმგზავრეს სახლამდე. ბოლოს გაჩერებული მანქანიდან ისე გადავიდა სესასთვის აღარ შეუხედავს, მაშინვე სახლისკენ დაიძრა და კეკეც ცხვირჩამოშვებული აედევნა უკან. -სესაა! - სახლში შესული წიკლაურის დანახვაზე გახარებული წამოფრინდა სავარძლიდან პატარა რატიანი და ჩამუხლულ სესელიას მთელი ძალით მოეხვია. -ჩემო ლამაზო. - ლოყები დაუკოცნა ბავშვს, შემდეგ ფეხზე წამოდგა და იქვე ატუზულ ახალგაზრდა ქალს შეხედა. -სოფ, კესო გაასეირნე. - თავით ანიშნა გოგოს და ისიც თავის ქნევით დასთანხმდა. -აუუ მე სესასთან მინდაა! -სიფის გაყევი! რომ მოხვალ მერე იყავი სესასთან. -კარგი ხო. - თავ ჩახრილმა გაუყარა ხელები ქურთუკში, შემდეგ სოფისთან ერთად დატოვა ბინა. -ეს ქალი ვინ არის? -კესოს ძიძა. - პალტოს ღილები შეიხსნა, საკიდზე დაკიდა და მისაღებისკენ დაიძრა. -ქალი გყავს სახლში და მე ამ დროს არაფერი ვიცი! -იაფფასიან ეჭვიანობის სცენებს ნუ დამიდგამ ახლა! მოდი აქ, დაჯექი. - სავარძელზე ანიშნა, თვითონ კი მაგიდის ზედაპირზე ჩამოჯდა ნახევრად. - კარგად მომისმინე პატარა, რასაც გეტყვი ყველა სიტყვა სათითაოდ შეუშვი გონებაში, გადახარშე, გააანალიზე და მერე გამეცი პასუხი. -დებილი რომ გამოგყავარ ხვდები? -სანამ არ დავამთავრებ ხმა არ ამოიღო! -გიგი. - დაბნეული უყურებდა საყვარელ კაცს, მართლა ვერ ხვდებოდა რაზე სურდა საუბარი და მის მოლოდინში სხეულიც კი დაეჭიმა. ახლა საუბარზე მეტად მისი ჩახუტება, მოფერება და ალერსი სურდა. -დავიწყოთ შენი ქცევებიდან, რომელიც ამ ბოლო თვეების განმავლობაში ჩაიდინე. პირველი! ეჭვიანი არ ვარ, შენც იცი ეგ და მიუხედავად ამისა, საფრანგეთში ვიღაც გამო.სირებულ ტიპებთან ერთად გადაღებულ სურათებს დებდი! მე გაგაფრთხილე გახსოვს? გითხარი რომ წესიერად მოქცეულიყავი, მაგრამ ერთი ყურიდან შეუშვი და მეორედან გამოუშვი. იცი ვერ ვიტან როცა ვიღაც გეხება, გეხვევა ან გეფერება, ეგრევე ტვინში მირტყამს და მიუხედავად ამისა შენ მაინც ვიღაც მ.რეველა ტიპებთან იჩითები, რაც იცი რომ არ მევასება. ლუკა, იკა, ნიკა და სხვა დანარჩენებზე არაფერს ვამბობ, მაგრამ ეს ზედმეტია! ქალი ხარ, 20 წლის ჟღალი რომელიც უნდა იქცეოდეს ისე როგორც ქალს შეეფერაბა. ვერასდროს ვიტანდი ქალებს, რომლებიც კისერზე მეკიდებოდნენ და უსიტვოდ იკერებოდნენ. შენ კი ზუსტად ასე იქცეოდი! იყავი ქართველ ტიპებთან, რომლებსაც შენს შეხებაზე უდ.ებოდათ, მე კიდე სი.ივით ვიჯექი აქ! ზარებე არ მპასუხობდი და აქეთ-იქით დაწანწალებდი! ახლა მითხარი რას გავს შენი საქციელი! ამიხსენი რა გინდოდა იმ ტიპებთან და რატომ იყვნენ ყოველ დღე შენთან! -გიგი. - თვალებ გაფართოვებული შესცქეროდა ბრაზისგან თვალებ ანთებულ კაცს და ამ კითხვებზე თვითონაც არ იცოდა პასუხი. არც დაფიქრებულა ამ ყველაფერზე, უბრალოდ ერთობოდა მშობლებთან დასასვენებლად ჩასული. - მე… არ ვიცი. -რა არ იცი? -უბრალოდ იქ გავიცანი ყველა და დავუახლოვდი, სახლში ხომ არ ვიჯდებოდი მთელი სამი თვე? -კარგი, მაგრამ ამის მერე! - თითი დაუქნია გამაფრთხილებლად წიკლაურს და მის ამღვრეულ ჭრელებს თაფლისფერი თვალები გაუსწორა. - ამის მერე შეწყვეტ ცანცარს! დაფიქრდები სანამ რამეს გააკეთებ და იტყვი გაიგე?! ნუ იქცევი ქაჯივით, ვაბშე არ გიხდება. კარგი, ორი წლის წინ შეიძლება გიხდებოდა კიდეც და ზუსტად შენმა გაუჩერებელმა მოძრაობამ მიიქცია ჩემი ყურადღება, მაგრამ ახლა 18 წლის აღარ ხარ სესა, 20 წლის ქალი ხარ და არ მინდა ჩემი ქალი ვინმემ ცანცარად ან გიჟად მოიხსენიოს! -და რა ვქნა, ავდგე და ხასიათი შევიცვალო? მაპატიე ძვირფასო მაგრამ პირფერობა არ შემიძლია, 20 წელს 30-ში ნუ ურევ, მთელი ცხოვრება სერიოზული სახით ვერ ვივლი! ვერ ვიქნები კეკე, ანდაც სხვა დანარჩენი იმიტომ რომ მე ვარ! -ნუ ყვირიხარ! -თავი დამანებე საერთოდ! -ამის დედაც! რით ვერ გამიცანი პატარა?! -შესანიშნავად გაგიცანი, მაგრამ შენც მიცნობ და იცი რომ ამ შეზღუდვებს ვერ ვიტან! როგორ მოვედით აქამდე? ვიყავით ერთად და თან ცალცალკე. აქამდე არ ჭედავდი არაფერზე და ახლა რა გეტაკა? ვინმე გაიჩინე და მიზეზს ეძებ ჩემთან დასაშორებლად? -რა? - წარბები ასწია სესას კითხვით გაოცებულმა. შემდეგ ხმით გაიცინა და ფეხზე წამომხტარს ნელა მიუახლოვდა. - რა დებილი ხარ გოგო. - თავზე გადაუსვა ხელი, თან ჭრელებში ჩახედა, სისველისგან უფრო რომ გამწვანებულიყო და ჭკუიდან შლიდა. - მე რას გელაპარაკები და შენ რას მეკითხები ტო? - ხელის გულებში მოიქცია სესას სახე და ტუჩებზე ნაზად შეეხო. მალე მკლავების მოხვევაც იგრძნო კისერზე, სხეულზე მთლიანად აეკრა სესილია და წამსვე მოიცვა ვნებამ ორივეს სხეული. სულ აურია გონება მისმა ვნებიანმა ტუჩებმა. გაბრაზებაც გადაავიწყა და წინა პლანზე მისი ბოლო უჯრედამდე შეგრძნების სურვილი გამოუჭიმა. უკანალზე ჩაფრენილი თითებით სწრაფად შემოისვა წელზე და საძინებელში შესულმა საწოლზე უხეშად დააგდო. სწრაფად გაიხადა ტანზე, შემდეგ ლოგინზე ასულმა შარვალი მოაშორა გრძელი ფეხებიდან, მოკეცილი მუხლები ერთმანეთს დააშორებინა და მათ შორის მოთავსებულმა თითები საცვლის ქვეშ ჩაუცურა. -ღმერთო… - ქვედა ტუჩს ჩააფრინდა ტუჩებით, თან თმებში შეუცურა თითები ეშმაკურად მომღიმარ კაცს და სახე ახლოს მიაწევინა. -შევთანხმდით ჩემს პირობებზე? - მაისურის ქვეშ შემძვრალმა მტკივნეულად მოუჭირა ხელი მკერდზე, შემდეგ თბილი სამოსი მთლიანად მოაშორა. -ვერა! - ტკივილისგან წამოიკვნესა კბილები რომ ჩაავლო ძუ.ძუს თავებზე გიგი, შემდეგ სწრაფი მოძრაობით მუცლით ააკრა საწოლს და გაშლილი ხელი უკანალზე მიარტყა. - ჯანდაბა. - სიცილით ჩარგო სახე ბალიშებში და გიგიც სულ მთლად გაახელა. -კარგად დაფიქრდი. - საცვალი მაქსიმალურად ზევით ასწია და ქალის ათრთოლებული სხეულის შეგრძნებისას ტანში სასიამოვნოდ გასცრა. -არ შემიძლი. - სუნთქვა შეკრულმა ჩაილაპარაკა და წამოდგომას შეეცადა, მაგრამ ზურგზე მიბჯენილმა ხელმა ისევ უკან დააბრუნა. -კარგი. - ქალის მდგომარეობით გახალისებულმა სწრაფად შემოახია საცვალი, წითელ თმებში შეცურებული თითებით თავი წამოაწევინა და მონატრებულ სხეულს ძლიერი ბიძგით შეუერთდა. სესა იყო სრული პიკი რატიანისთვის, მისი ენერგიით სავსე სხეული რომელიც არასდროს იღლებოდა საყვარელი კაცის გარყვნილი ფანტაზიების შესრულებით. ბოლოს ზურგზე მწოლი სესას დაცვარულ სხეულზე მის ფეხებს შორის იწვა. თავი მუცელზე დაედო, თითებს კი ქალის სხეულზე დაატარებდა. ენერგია გამოცლილი საყვარელ სურნელს ისუნთქავდა, და გაბრუებული ნელ-ნელა ითიშებოდა. ამას სესას თითებიც ემატებოდა, რომელიც გაუჩერებლად, მომაკვდინებელი სინაზით დასრიალებდნენ მის თმებში და ამ სამყაროს სრულიად სწყვეტდნენ. მოსწყდა კიდეც. სესა კი მომღიმარი დაჰყურებდა მის სხეულზე მოთავსებულ მძინარე რატიანს და გული უფრო მეტი სიყვარულით ევსებოდა. მალე კესარიას ხმაც შემოესმა, ძლივს გაინთავისუფლა თავი კაცის მკლავებიდან, კარადაში მოიძია იქ დატოვებული თავისი ტანსაცმელი, სწრაფად მოწესრიგდა, გიგის ფრთხილად აკოცა ლოყაზე და საძინებლიდან გავიდა. -აბა, როგორ ხარ ჩემო პატარა? - გვერდზე მიუჯდა კესოს და ტუჩები თავზე მიაწება. -კარგად შენ? -მეც. -შენ და გიგიმ იჩხუბეთ? -როდის იყო ვჩხუბობდით? უბრალოდ ისე ვენატრებოდი გაჭედილი ჰქონდა. -აუ მართლა რა, სულ დაბღვერილი დადიოდა, თან სულ ტიტესთან იყო. მე რომ ვნახე ცუდად იყო, არ ლაპარაკობდა, ერხელ გამიღიმა, მერე სხვაგან გაიხედა და მეგონა არ გაუხარდა ჩემი ნახვა. მერე გიგიმ მითხრა რომ ცუდად იყო. ვეღარ დადის და ჩემთან სკოლაშიც ვეღარ მოდის. - მხრების ჩეჩვით დაამთავრა საუბარი, წამებში მოუყვა ყველაფერი და სესამაც ხმა ვეღარ ამოიღო. -კარგად იქნება, მალე გამოკეთდება და სკოლაშიც მოგაკითხავს ხოლმე. - სახეზე მოკიდა ხელები და სახე დაუკოცნა. - ჩემი ლამაზი, მომიყევი რა ხდება სკოლაში. - თმაზე გადაუსვა ხელი, თან თვალი სამზარეულოდან გამოსული გოგოსკენ გააპარა. -ჩაი გავაკეთე. - ჭიქები შუშის მაგიდაზე დაალაგა, შემდეგ ერთი ჭიქა აიღო და სავარძელში ჩაჯდა. -მადლობა. - ეჭვით შეათვალიერა ზედმეტად მოშინაურებული 22 წლამდე გოგო, ჭიქა აიღო და ცხელი ჩაი მოსვა. - ბოდიში წეღან ვერ გაგიცანი. -არაფერია. -აქ ცხოვრობ თუ რომლამდე მუშაობ? - ინტერესით მიაჩერდა მის წინ უდარდელად მჯდომს, არ სიამოვნებდა სხვა ქალის სახლში ყოფნა და ეს ჩაის მომზადებაც თავს უცხოდ აგრძნობინებდა. -11-მდე მიწევს ხოლმე აქ ყოფნა. -შეგიძლია დღეს ადრე წახვიდე. -მადლობა, მაგრამ… -სამი თვის შემდეგ პირველად ვნახე ჩემი კაცი, ჩემს საყვარელ ადამიანებთან ერთად მინდა მარტო ყოფნა და თუ დაფიქრდები მიხვდები რომ ჩემს საყვარელ ადამიანებში არ შედიხარ. -საათები მეწერება. - თვალი აარიდა გათამამებულ სესილიას, რომელიც გარკვევით, ყველანაირი შემოვლის გარეშე ეუბნებოდა რომ იქიდან წასულიყო. -ღმერთო ჩემო. - ღრმად ჩაისუნთქა წიკლაურმა და სოფის თვალი გაუსწორა. - დღეს თავისუფალი ხარ, შეგიძლია ახლავე წახვიდე. - პირდაპირ უთხრა, თან ფეხზე წამოდგა. - წყალს გადავივლებ და მოვალ პატარავ… ღამე მშვიდობის სოფი. - წამით გაუსწორა ჭრელი თვალები, ჟღალ თმებში შეიცურა თითები და აბაზანისკენ დაიძრა. უკან დაბრუნებულს მართლაც წასული დახვდა ქალი. კმაყოფილება იგრძნო დიდი დოზით. დივანზე წამოწოლილ კესოს უკნიდან მიუწვა და მულტფილმის ყურება მასთან ერთად განაგრძო. მაშინ მიხვდა რომ ესეც ენატრებოდა. გიჟდებოდა კესარიაზე, როგორც თავის შვილს, დას და პატარა მეგობარს ისე უყურებდა. ბოლოს რომ შეამჩნია ნელ-ნელა როგორ ეხუჭებოდა ლამაზი თვალები, ფეხზე წამოაგდო და საძინებელში შესვლა ‘უბრძანა’. როგორც სჩვეოდა ძილის წინ მაგრად მოეხვია, შემდეგ კი თავის ოთახში შევიდა. ნელა შელასლასდა პატარა სანათით განათებულ საძინებელში. ახლა უკვე მკაფიოდ გრძნობდა მთელი დღის დაღლილობას და სხეულიც საყვარელი კაცის მკლავებში გახვევას და საწოლის შეგრძნებას სთხოვდა. ნელა მიუწვა წინიდან რატიანს, წვრილი თითები წარბზე ნაზად გადაატარა, შემდეგ ლოყაზე მიეფერა. ცოტა ხანს უყურებდა მძინარე კაცს და ყველა მის ნაკვთს აკვირდებოდა. ვერ აღწერდა რას გრძნობდა ამ კაცის მიმართ, თან მისი სიტყვებიც უტრუალებდა გონებაში. მართალი იყო გიგი, უკვე დრო იყო წლების მატება ეგრძნო და მის გვერდზე იდეალურ ქალად დამდგარიყო. სწრაფად გამორთო სინათლე, გიგისკენ მიიწია, ცხვირი მკერდზე მიაბჯინა და ხელი წელზე მოხვია. მაშინვე შეირხა რატიანი, ტანზე მიკრულ ქალს ხელი თავქვეშ ამოუდო, მთლიანად თავის მკლავებში ჩამალა და ტუჩები ზუბლზე მიაწება. კაცის სითბოში ჩაფლული გაიტრუნა, გაირინდა და მალე მძინარეს ძილში შეუერთდა. *** 2 წლის წინ. ბარში მყოფი სავარძელში ფეხებ გადაშლილი იჯდა, სიგარეტს ეწეოდა თან ძმაკაცის საუბარს უსმენდა და მის მონაყოლ ამბავზე გულიანად იცინოდა. ხანდახან თვალს მოცეკვავე ქალისკენ აპარებდა, რომელიც მთელი მონდომებით არხევდა ტანს და გამოხედვაზე ეტყობოდა რომ იმ დროს ყველაფრისთვის მზად იყო. უკვე დიდი დრო იყო ბოლოს ქალთან ყოფნის შემდეგ გასული, აღარავინ აინტერესებდა და ყურადღებასაც აღარავის აქცევდა ეკატერინეს გარდა, მაგრამ იმ დროს დიდი დოზით მიღებული სასმელი ზედმეტად მოქმედებდა, თავის სამუშაოს ასრულებდა, ტვინს ურევდა მამაკაცის აღგზნებულ სხეულს და დიდი მკერდის მქონდე ქალთან მისვლას აიძულებდა. სასმლის ჭიქა მაგიდის ზედაპირზე გაასრიალა, ფეხზე გაჭირვებით წამოდგა და ბარბაცით მიუახლოვდა მომღიმარ ქალს, რომელიც არაფრით წყვეტდა ცეკვას, ეშმაკურად იღიმოდა და კაცს ცდუნებისკენ უბიძგებდა. უკანალზე ჩავლებული ხელით ტანზე აიკრა ქალის მკვრივი სხეული, თმებში შეცურებული თითებით თავი გვერდზე გადააწევინა და ყელში მტკივნეულად მოუჭირა კბილები. -წამომყევი. - ქალის ყურთან დაიჩურჩულა, შემდეგ მთლიანად მოშორდა და საპირფარეშოსკენ აიღო გეზი. საპირფარეშოში შესულმა კედელს სახით ააკრა, კაბა წელამდე აუწია, შემდეგ ჯიბიდან ამოღებული პრეზერვატივი მოირგო, მენჯებზე ჩავლებული ხელებით ქალს ტანი უკან გამოაწევინა და კედელზე ხელის გულებით მიყრდნობილს მაშინვე დაეუფლა, თან გაშლილი ხელი უკანალზე აარტყა. ორგაზმ მიღწეული სწრაფად მოშორდა ქალის ათრთოლებულ სხეულს, უცებ მოწესრიგდა, ხელები საპნით დაიბანა, პირზეც შეისხა წყალი და იქვე კედელს მიყრდნობილმა სიგარეტს მოუკიდა. -კარგი ხარ. - მომღიმარმა შეისწორა კაბა და ყიფიანს შეხედა. -კაი ერთი. - ცინიკურად ჩაიცინა და შინდისფერ კაბაში გამოწყობილი ქალი თავიდან ბოლომდე შეათვალიერა. -საკუთარ თავში ზედმეტად დარწმუნებულიც ყოფილხარ. -შენი აზრი ცოტა მკი.დია. - თვალი ჩაუკრა ქალს და მოახლოვებულს კვამლი სახეზე შეაფრქვია. -მე ნატა. -კარგი სახელია. - ჩაიცინა, თან თითებიდან ართმეულ სიგარეტს თვალი დანანებით გააყოლა. - ნახვამდის ნატო. - უკანალზე მიარტყა ხელი, შემდეგ კი საპირფარეშოდან გავიდა. - პატარა! - თვალებ გაფართოვებული მიაშტერდა არა ნაკლებ გაკვირვებულ გოგოს, რომელიც ქალების საპირფარეშოში შესვლას აპირებდა. - აქ რა გინდა? - ვეღარ გაბედა შეხება, არადა ძალიან უნდოდა მკლავები მოეხვია და შეწუხებამდე დაეკოცნა ის ლამაზი თეთრი სახე. ეგონა ბინძური ტანსაცმელი ეცვა და რომ შეხებოდა ამ ჭუჭყს კეკესაც გადასდებდა. -მე… - გაკვირვება ღიმილით ჩაენაცვლებინა ჯაჭვლიანს, მაგრამ ის ღიმილიც სახეზე შეახმა საპირფარეშოდან გამოსული ქალი რომ დაინახა. დაბნეულმა შეათვალიერა შოკირებული თეთრთმიანი გოგო, შემდეგ ყიფიანს ახედა და ზედმეტი პრობლემების აცილების მიზნით იქაურობა წამებში დატოვა. - სესასთან და იკასთან ერთად ვარ. - ხმა ჩამწყდარმა ჩაახველა და ყიფიანს თვალი აარიდა. -პატარა… - მკლავზე შეხება დააპირა, მაგრამ დენდარტყმულივით უკან გახტა ჯაჭვლიანი. - კეკე. -არ შემეხო გთხოვ. ამაზრზენია. - კარის სახელურს ჩაეჭიდა და ამღვრეული თვალები წამით გაუსწორა ტიტეს. -მომისმინე. - ისევ გაიწია გოგოსკენ, მაგრამ სწრაფი მოქმედებით შევიდა საპირფარეშოში და კარი გადაკეტა. - კეკე, გამოდი გთხოვ და ყველაფერს აგიხსნი! -წადი! -შემოვამტვრევ იცოდე! -უბრალოდ წადი! - ხმამაღლა დაუყვირა, თან მაქსიმალურად ცდილობდა ხმა არ გაბზაროდა. -დედას შევე.ი! - მუშტი მიარტყა რამდენჯერმე კედელს, იქაურობას გაეცალა და ბარიდან ბარბაცით გავიდა. კარებზე მიყრდნობილი თვალებს მაგრად აჭერდა ერთმანეთს, რა ატირებდა თვითონაც ვერ ხვდებოდა. უბრალოდ არ ესიამოვნა, ეწყინა ტიტეს ქცევა და ძალიან იეჭვიანა. არ იცოდა რას მოითხოვდა ან რა სურდა ტიტესგან. ჯერ მხოლოდ რამდენიმე კვირა იყო გასული მისი გაცნობიდან. შეიძლება ერთი თვეც კი. მასთან ყოფნა მოსწონდა, თვითონ ტიტეზე გიჟდებოდა და მასთან ერთად გატარებული ყოველი წუთი სიამოვნებდა. არ იცოდა ბოლომდე თავის გრძნობების შესახებ, მაგრამ რამდენიმე წამის წინ ნანახმა გული საშინლად ატკინა. ტირილი უნდოდა, უნდოდა ეჩხუბა დღევანდელი საქციელის გამო, საერთოდ მოშორებოდა და აღარასდროს არ შეხვედროდა, მაგრამ იმასაც უფიქრდებოდა რომ ტიტესთან კოცნის და მოფერების მეტი არაფერი ჰქონდა, ისიც სულ რამდენჯერმე. ალბათ ოდნავ ტიტესი და მისი ჰორმონებისიც ესმოდა, მაგრამ იმაში დარწმუნებული იყო რომ ცოტა ხანს მისგან შორს ყოფნა დასჭირდებოდა ამ ყველაფრის დასავიწყებლად, რადგან მის შეხებას ზიზღი არ გამოეწვია. შედარებით დამშვიდებულმა დატოვა საპირფარეშო, სესას და ლუკას შემატებულ სხვა მეგობრებს თვალი მოავლ, ცოტა ხანს მათთან ჩამოჯდა, მერე კი მიზეზი მოიგონა სახლში წასასვლელად, ყველას დაემშვიდობა და ბარიდან გავიდა. ქუჩას გაუყვა თავჩახრილი, რამდენიმე შენობას გასცდა და ერთ-ერთი შენობის კიბეზე ჩამომჯდარ ყიფიანსაც მოჰკრა თვალი. სიგარეტს ეწეოდა, თან თვალს არ აშორებდა გოგოს სხეულს, ნელ-ნელა რომ უახლოვდებოდა. შედარებით გამოფხიზლებული ჩანდა, სახეც დაელაგებინა, მაგრამ მისი ჩაწითლებული მწვანე თვალები ყველაზე მეტად იქცევდნენ ჯაჭვლიანის ყურადღებას. -ღამე მარტო სიარული კარგი არ არის პატარა. - დაბოხებული ხმით ჩაილაპარაკა, კეკეც მის წინ გაჩერდა და ჯინსის ქურთუკის ჯიბეებში ხელებ ჩაწყობილი ჩამოუდგა წინ. - მითუმეტეს როცა თეთრი ქალი ხარ, გულ გატეხილი თეთრი ქალი, რომელსაც თავისმა იდიოტმა კაცმა აწყენინა, გული ატკინა და ახლა ცოტაღა აკლია ტირილამდე. - ქვევიდან უყურებდა ურეაქციოდ მდგომს, გამომეტყველება არ ეცვლებოდა, მაგრამ ის კამკამა ცისფერი თვალები სულ ამღვრეოდა და უფრო მეტად კაშკაშებდა. - გაგაცილებ. - ხმა რომ აღარ ამოიღო კეკემ, ფეხზე წამოდგა ყიფიანი, გვერდზე ამოუდგა ჯაჭვლიანს და გზა ჩუმად განაგრძო. -შეგიძლია დარჩე და ნახო კიდე ვინმე. - ბოლოს ვეღარ მოითმინა და მაინც უთხრა წყენით და ბრაზით სავსე ხმით. -არაა… არ შემიძლია. მერე ვიღაც მომტაცებს ჩემს ლამაზ თეთრ ქალს, ალბათ სადმე გამოამწყვდევენ, სხეულის ნაწილებს მოაჭრიან და გაყიდიან. -რეებს ლაპარაკობ? - არ უნდოდა, მაგრამ მაინც გაეცინა და ხელი მხარზე მიარტყა ტიტეს. -არ იცი? ალბინოსების სხეულის ნაწილები უფრო ძვირი ღირს ვიდრე ჩვეულებრივი ადამიანის, სამკურნალოდ იყენებენ. - მხრები აიჩეჩა, თან თვალი კეკესკენ გააპარა. -მოკეტე, არ გელაპარაკები შენ. -სერიოზულად გეუბნები. მაგას თავი რომ დავანებოთ ისეთი საოცრება ხარ ვიღაც ჩემნაირ პრო.ჭს მოეწონები, დაგავლებს ამ სიფრიფანა გოგოს ხელს და მოგიტაცებს. -ჩემს გასამხიარულებლად რაღაცებს ნუ ბოდავ! -არაფერს არ ვბოდავ, მე რა ვიცი რამდენ გიჟს მოსწონხარ. ვინმე შენს თმას რომ შეეხოს ალბათ ჩვეულებრივ მოვკლავ. - თითქოს თავისთვის საუბრობდა, ჩუმად, აუღელვებლად, მაგრამ სინამდვილეში სრული ქაოსი ჰქონდა გონებაში. ეშინოდა მისი დაკარგვის და ვერც იმას ფიქრობდა როგორ გაემართლებინა თავი. ვერც გაიმართლებდა, იცოდა დამნაშავე იყო, მაგრამ კეკესგან შორს ყოფნაც არ უნდოდა. ხმა არ ამოუღიათ სახლამდე, ნელა მიუყვებოდნენ ქუჩას და ამ სიწყნარეშიც გრძნობდნენ ერთმანეთის აჩქარებულ გულისცემას. სიარულის დროს შემთხვევით ეხებოდნენ მკლავებით ერთმანეთს, ან უბრალოდ უნდოდათ შეხებოდნენ, გონებაში თავის თავსაც კი ატყუებდნენ და ამ უბრალო შეხებას, რომელიც ყოველ ჯერზე სხეულში სასიამოვნო შეგრძნებას უტოვებდა, შემთხვევითობას აწერდნენ. სახლთან მისული ტიტესკენ შეტრიალდა, ქვევიდან ახედა და მწვანეებში ჩააშტერდა. უნდოდა მოხვეოდ, მონატრებული ტუჩები ეგრძნო და მისი სურნელი შეესრუტა, მაგრამ ამის ნაცვლად გაშეშებული იდგა და ქვევიდან უყურებდა ტიტეს. -ტკბილი ძილი. - თბილად გაუღიმა, წინ ჩამოშლილი თმა ყურს უკან გადაუწია და ლოყაზე ნაზად აკოცა. - ჩემი ტუჩები მხოლოდ შენია. - კეკეს ყურთან დაიჩურჩულა შემდეგ საყვარელ თვალებში ჩახედა, რამდენიმე წამი უყურებდა, შემდეგ დაიხარა და ტუჩებზე ფრთხილად შეეხო. შუბლი კეკეს შუბლს მიადო თვალებ დახუჭულმა, ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა და ჩუმად ჩაილაპარაკა. - მაპატიე. - თავზე გადაუსვა ხელი იგივე პოზაში მდგომმა და ისევ აკოცა მოწყვეტით. - მთვრალი გამოვშტერდი, ჩემი ბრალი არ არის, ჰორმონების ბრალია. სანამ გაგიცნობდი ასეთი იყო ჩემი ყოველდღიური ცხოვრება, მერე შენ გამოჩნდი, ჩემოიჭერი ჩემს გონებაში და გამომაშტერე. ვიცი ეს არ მამართლებს, ჩვეულებრივი ნაბი.ჭვარი ვარ, მაგრამ შენ თავს გეფიცები აღარ განმეორდება. უბრალოდ ერთი შანსი მომეცი. მხოლოდ ერთი. - ლოყაზე ეფერებოდა, თან კეკეს ტუჩებზე ბუტბუტებდა. ცოტა ხანს გაუნძრევლად იდგა ჯაჭვლიანი, შემდეგ ერთი ნაბიჯით უკან დაიხია და ჩაწითლებულ თვალებში ჩახედა. - კეკე. - ანერვიულებული უყურებდა გოგოს და მის პასუხს დაძაბული ელოდა. ბოლოს მისმა გამოწეულმა ხელმა მიიქცია მისი ყურადღება, მტევანზე დახედა და გამოშვერილი ნეკა თითის დანახვაზე გული შეუთამაშდა. -გენდობი. - ჩაახველა, ტიტეც აზრზე მოიყვანა და მალევე იგრძნო კაცის მოჭერილი ნეკა თითი თავისაზე. -გინდა შენი სინაზით და სისაყვარლით ბოლო მომიღო ხო? - გაბადრულმა ამოილაპარაკა, კეკეს გაცინებაც მოახერხა და მის სიცილზე როგორც სჩვეოდა ისე გამოშტერდა. - ერთხელაც გული დამარტყამს პატარა. - ნეკა თითით თავისკენ მისწია და ქალის ტუჩებს ისევ შეეხო. -უნდა შევიდე. - ლოყებ შეფარკლულმა თვალი ძლივს გაუსწორა გაბრწყინებულ მწვანეებს, თან ქვედა ტუჩზე იკბინა. -ღამემშვიდობისა. - კარისკენ დაძრულს თვალი გააყოლა, შემდეგ მის ხელის ქნევას თავისიც შეაგება და ბედნიერი გაუყვა გზას. თავის თავს დასცინოდა ასეთ სიტუაციაში რომ გაჰყო თავი. კეკემ სულ გადაავიწყა რამდენიმე საათის წინ საპირფარეშოში მყოფი ქალი, აღარაფერი ახსოვდა იმ წუთებიდან და ქუჩაში მიმავალი მხოლოდ კეკესთან გატარებულ დროზე ფიქრობდა. ფიქრობდა იმაზეც თუ სად წაიყვანდა ხვალ, ზეგ ან მაზეგ. უნდოდა ყველაფერი ეჩვენებინა რაც თვითონ ნანახი ჰქონდა. სხვა უნახავი ადგილები კეკესთან ერთად დაელაშქრა და დარჩენილი დრო მთლიანად მასთან გაეტარებინა. ისე შეშინდა მისი დაკარგვით, ალბათ შეხედვითაც აღარ შეხედავდა არცერთ ქალს. სახლში მოსული საწოლზე დაემხო სახით, რამდენიმე წამით სუნთქვა შეკრული გაშეშებული იწვა, შემდეგ ლოყა დაადო ბალიშს, ხელები მოხვია და დაგეგმილი მომავლით გაბედნიერებულს მალე ჩაეძინა. *** ახლა. “-ტიტეე დამსვი! დაგივარდები და მომატეხავ რამეს! - ყიფიანის მხრებზე შემომჯდარი ხელებს თავზე ხვევდა და მოხარხარე ყიფიანს ბოლო ხმაზე უკიოდა. -დაწყნარდი პატარა. - ფეხზე მოეკიდა ერთი ხელი, მეორეში ტელეფონი ეჭირა და სამახსოვრო კადრებს იღებდა. მაშინ ბაკურიანში იყვნენ ტყეში ასულები, დიდ თოვლში ძლივს დააბიჯებდა, ცივ ჰაერს ღრმად ისუნთქავდა და კეკეს საუბარზე ხალისობდა. - ჯანდაბა, ფეხი გამეჭედა. - მუხლებამდე თოვლში შემთხვევით ჩადგა ფეხი და ამოღებას ვეღარ ახერხებდა. -დამსვი! - ისევ წამოიყვირა და ტიტემაც ხელი გაუშვა ჯაჭვლიანს, ისიც უკან გადახრილი ტიტეს მხრებიდან გადავარდა და კივილით თოვლში რბილად ჩაეფლო. ყიფიანის ხარხარი ისმოდა მთელ ტყეში, თოვლში ჩაფლულს უყურებდა და მის ვუზღუნზე უფრო მეტად უმატებდა სიცილს. - აუ ტიტეე! მიშველე რა! - ხელი გაუწოდა ყიფიანს, ის კი ზევიდან დაეცა ტანზე და კეკეც უფრო დაბლა ჩასწია. -რომ იცოდე რა საყვარელი ხარ. - შარფი ყელამდე ჩამოუწია და თბილი ტუჩები ვნებიანად დაუკოცნა.” სწრაფად დახურა ლეპტოპი, თვალები ერთმანეთს დააჭირა და ქვედა ტუჩზე სიმწრით იკბინა. ახლა რომ არ ენახა გაგიჟდებოდა. უბრალოდ მისი დანახვა სურდა, მისი კამკამა ცისფერი თვალების თეთრ წამწამებთან ერთად უფრი ლამაზი რომ ხდებოდა. -თინა! - საძინებლიდან გასძახა ქალს და ისიც წამებში მასთან გაჩნდა. - დამეხმარე. -ტვალეტში გინდათ? -არა და ნუ მომმართავ თქვენობით, რამდენჯერ გითხარი? ამჟამად ჩემთვის ყველაზე ახლო ადამიანი შენ ხარ. -კარგი, მაშინ რა ხდება? -შარვლის ჩაცმაში მომეხმარე. -ახლა? -ახლა. - საბანი გადაიხადა და თავზე წამომდგარს ქვევიდან ახედა. -კი მაგრამ… -ჩემი შავი ჯინსი მომიტანე და მეტი არაფერი თქვა. - საუბარი შეაწყვეტინა, თინასაც სხვა გზა აღარ ჰქონდა, მალე ჩააცვა შარვალი, ყელიანი შავი სვიტერიც მიაწოდა, შემდეგ ეტლზე დაჯდომაში მოეხმარა, ფეხზე ჩაცმას კი თვითონ შეუდგა. - რა სი… დებილობაა, თითი რომ მომტყდეს ვერაფერს ვიგრძნობ. - ოლ სთარის კედებს თასმები იმხელაზე შეუხსნა ფეხი თავისუფლად ჩადო, ბოლოს კარგად შეკრა, საწოლზე დადებული ტელეფონი აიღო და ოთახიდან გავიდა. - ესენი მომაწოდე. - გასასვლელში მდგომმა ანერვიულებულ ქალს დუტზე, ქუდზე და შარფზე ანიშნა და ისიც ისევ დაემორჩილა. -კი მაგრამ ახლა სად მიდიხარ? მეც წამოვიდე? -არა! გავისეირნებ და მოვალ. - ყველაფერი რომ მოირგო კარიდან მოშორებით დადგა, თან თავით კარზე ანიშნა თინას. -ძალიან გვიანია, რამე რომ მოგივიდეს… -ჩემს გარდა შენ ვერავინ გაგანთავისუფლებს თინა, მე კიდე არ ვაპირებ შენს გაშვებას, ამიტომ გამიღე კარი. - მკაცრად ჩაილაპრაკა, შემდეგ გაღებულ კარში გავიდა და ლიფტისკენ დაიძრა. ყურსასმენები მოერგო, თან გზას მიუყვებოდა. საათი 11-ს აჩვენებდა, ის კი წინ მიიწევდა და რაც უფრო მეტად უახლოვდებოდა ჯაჭვლიანის სახლს გული უფრო მეტად უჩქარდებოდა. არ იცოდა რას ეტყოდა, უბრალოდ მისი ნახვა სურდა ისე როგორც არასდროს. მთელი სხეული ითხოვდა კეკეს და ალბათ ნერვიულობით გული დაარტყამდა ახლა რომ არ ენახა. -გამარჯობათ. - თბილად გაუღიმა ვარდების უკან მჯდომ ქალს. -ტიტე, ეს რა დაგმართნია ჩემო ბიჭო. -არაფერია ბებო, ავდები ცოტა ხანში. -მართლა? რაო ექიმმა? -გაივლი ისევო. - ერთი თეთრი ვარდი ამოაძვრინა და ქალს ათ ლარიანი გაუწოდა. - ხურდა არ მინდა ბებო, არა! ხომ გითხარით უკვე. -უიმე, სირცხვილია ბიჭო. -ამ შუაღამისას აქ დგახართ, რა არის სირცხვილი? ერთი დაცვა უნდა დაგიყენოთ. -რას ამბობ, იმას გავყინავ ახლა აქ? -წავედი მე და თქვენც წადით, გვიანია. ღამემშვიდობისა. -ღმერთი გფარავდეს. -მადლობა ბებო! - ხელის ქნევით დაემშვიდობა ისე რომ უკან არ მიუხედავს. მალე ჯაჭვლიანების სახლთან მივიდა, გულ აჩქარებული უყურებდა განათებულ სახლს და უკვე ყოყმანობდა, წამით უკან დაბრუნებაც კი გადაწყვიტა, ბოლოს კი ეზოში შევიდა და კარებამდე მისასვლელი კიბეების დანახვაზე თვალები აატრიალა. თავი უკან გადააგდო, თან ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა. ირგვლივ მიმოიხედა, რამდენიმე კენჭიც დაინახა და წვალებით როგორღაც რამდენიმე აიღო, შემდეგ კი კარებს დაუშინა. მალე ანდრიას სახეც გამოჩნდა, ყიფიანის დანახვაზე წამსვე წარბები შეკრა, გარეთ გავიდა და კარებიც დაკეტა. -აქ რა გინდა? -შენს სანახავად რომ არ მოვსულვარ მიხვდებოდი. - უხეშად გასცა პასუხი და ჯაჭვლიანსაც ნერვები აუშალა. -კეკეს ვერ ნახავ. -შენ დამიშლი? - ცინიკურად ჩაიცინა თან განათებულ ფანჯარას ახედა. -დაა.ხვიე აქედან! -არსად არ წავალ სანამ კეკეს არ ვნახავ. -გარეთ გადი და დაელოდე როდის გამოვა. - მხრები აიჩეჩა უდარდელად, ტიტემ კი ბრაზისგან ანთებული თვალებით ახედა. -ხომ იცი რომ მიყვარს? -ვიცი, მაგრამ შენს გარეშე უკეთ იქნება. -დარწმუნებული ხარ? -რა გინდა? ხომ გაუშვი? ისე მართლა, მადლობა მისი სიჯიუტის მიუხედავად მაინც რომ გაუშვი და ჩემი და შენს მომვლელად არ დაიყენე. - გულზე ხელ დაკრეფილმა ჩაილაპარაკა. ანთებული სინათლის დახმარებით ტიტეს ჩაწითლებული თვალებიც დაინახა, მწვანეები სადაც ყველანაირი გრძნობა გამქრალიყო ტკივილის გარდა და მერე მიხვდა რომ ზედმეტი ილაპარაკა. არ უნდა ეთქვა ის რაც თქვა და მაშინვე ინანა. - ტიტე… -გარეთ დაველოდები. -მისმინე… -შემეშვი. - ისევ წამოიწყო ააუბარი ანდრიამ, მაგრამ ტიტემ კვლავ გააწყვეტინა, ზურგი აქცია და ეზოც დატოვა. -ამის დედაც. - თმები აიჩეჩა ჯაჭვლიანმა, სახეზე ჩამოისვა ხელი და სახლში შებრუნდა. -ვინ იყო? - სამზარეულოდან გამოსულმა კეკემ მაშინვე ჰკითხა და დაბნეული ძმა ეჭვით შეათვალიერა. -ვიღაცის სახლი მკითხეს. - სწრაფად იცრუა, საფეთქელზე აკოცა დას და ტელევიზორის წინ სავარძელში ჩაჯდა. -წავალ მე დავიძინებ, ხვალ ადრე ვარ ასადგომი. - კიბეებისკენ დაიძრა, მალე ავიდა საძინებელში, გული არათანაბრად უცემდა, თოთქოს გრძნობდა რაღაც ისეთი მოხდებოდა რაც ატკენდა. თითები სულ მთლად გაეყინა, ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა და იქვე დადებულ ტელეფონს სწვდა. - დე, როგორ ხარ?.. არა არაფერი, ისე დაგირეკე… ბევრი პაციენტი გყავთ?.. კარგია… მამას ელაპრაკე?.. ანუ ხვალ ჩამოდის... ხო დაძინებას ვაპირებ… კარგი, გკოცნი. - ტელეფონი საწოლზე მიაგდო, შემდეგ თვითონაც წამოწვა და თაროზე შემოდებულ სურათს შეხედა, სადაც ტიტესთან ერთადიყო ორი თვის წინ ყაზბეგში. ცრემლი გადმოუგორდა თვალიდან. ყოველ დღე უფრო მეტად ენატრებოდა, უნდოდა ენახა, მის გვერდზე ყოფილიყო და ეს ყველაფერი თავის დახმარებით გადაელახა ყიფიანს. აღარც ეს სურათები და ვიდეოები ჰყოფნიდა. ტიტე უნდოდა თავისი ღიმილით, მხოლოდ მისთვის რომ იღიმოდა განსხვავებულად. მის მწვანე თვალებში ჩახედვა ენატრებოდა, ყოველთვის სიყვარულით სავსე რომ შესცქეროდა. ფიქრებში გართულს გარედან გინების ხმა შემოესმა, რომელსაც სიცილიც ერთვოდა თან და კეკეც სწრაფად მიიჭრა ფანჯარასთან. ლამპიონის შუქის ქვეშ დაგდებული სხეული რომ დაინახა სუნთქვა შეეკრა, კარგად ვერ ხედავდა, მაგრამ ზუსტად იცოდა ვინც იქნებოდა. გული გაუჩერდა, გონება საერთოდ გაეთიშა და განძრევასაც ვეღარ ბედავდა. ერთიანად მოაწვა ცრემლები, ცხვირი აეწვა, თვალები ჩაუწითლდა და ცრემლებმაც სწრაფად გადმოკვეთეს ჯებირები. - ტიტე! - შეშლილივით წამოიყვირა და სწრაფად დაეშვა კიბეებზე. - ტიტეა! ღმერთო მიშველე. - ტირილით გავარდა სახლიდან, ანდრია და უტაც აედევნენ უკან, მაგრამ კეკეს აღარაფერი ესმოდა. ერთადერთი რაც სურდა ყიფიანთან მიღწევა იყო. ეზოდან სრაფად გავარდა საღამურების ამარა, არც გაუხედავს გზაზე ისე გადირბინა და წამით პიპინმა და აუტანელმა განათებამ თავი აატკია. ყურში წუილი ესმოდა, თავბრუ ეხვეოდა და მაინც ტიტესკენ მიიწევდა. - ტიტე! - ყიფიანთან მუხლებზე დაცემულმა მისი სახე ხელებში მოიქცია და ლოყაზე ოდნავს შემოუტყაპუნა. - ტიტე… გაახილე თვალები! გავგიჟდები… ტიტეე! - ისევ ამოიტირა ხმამაღლა და სუნთქვა აჩქარებული ლოყაზე მიეფერა. -შედი სახლში! - მკლავში წაავლო ხელი ანდრიამ, გაკაპასებულმა კეკემ კი უხეშად მოისორა ძმის ხელი. -თავი დამანებე! -შემომხედე! - ხელის გულებში მოიქცია დის სახე და თვალებში ჩახედა. - კარგად იქნება გესმის? გაითიშა უბრალოდ. - თავზე გადაუსვა ხელი, თან აკანკალებულს ბოთლიდან წყალი დაალევინა. - დამავიდდი, შედი სახლში, კარები გაგვიღე და შემოვიყვანთ ჩვენ კარგი? -ჰო. -მიდი. - შუბლზე აკოცა ეკატერინეს და სახლისკენ უბიძგა. როგორც კი ეზოში შევიდა ეჭვით მომზირალ უტას შეხედა. - ჩემი ბრალია ხო. - დამნაშავე ბავშვივით ჩაილაპარაკა, ტიტეს მკლავი გადაიხვია მხარზე, უტამაც იგივე გაიმეორა, თან ძირს დავარდნილ ვარდს მოკიდა ხელი და სახლისკენ დაიძრა. - თან ისეთი რამე ვუთხარი მთელი ცხოვრება არ მაპატიებს ალბათ, ხისთავიანი. -სი.ი ხარ. - ჩუმად თქვა და ტიტეს სხეული სახლში ‘შეიტანა’. -აუ რა მძიმეა ეს ჩემისა. - კიბეებზე ამავალმა დაიწუწუნა და უტასაც გაეცინა. -ალბათ მოიმატა უმოძრაობისგან. -კაი ტეხავს ტო, ცოდოა. -გავიღადავე ვითომ. - კეკეს საძინებელში საწოლზე დააწვინეს და გათიშულს ზევიდან დახედეს. - აუ ეს ფხიზელიც ასეთი მძიმე იქნება, ან ვაბშე ეტლი სადააქვს? -იმათმა წაიღეს, გადით, მე მივხედავ. - ბამბებით ხელში შევიდა შიგნით და ყველაფერი ტუმბოზე დაალაგა. -ხომ იცი რომ არ მევასება… -ეს აიღე. - ვარდი გაუწოდა უტამ და კეკემაც აცრემლიანებულმა გამოართვა. -გადით! - უფრო მკაცრად თქვა და ისინიც იძულებულები გახდნენ ოთახი დაეტოვებინათ. ნელა მიუახლოვდა საყვარელ კაცს, ფეხსაცმელი გახადა და ფეხები საწოლზე დაალაგებინა. შემდეგ სვიტერი აუწია და მისი სიწითლეების დანახვისას ცრემლები გადმოსცვივდა. ფრთხილად მოაშორა სვიტერი, ჯერ მალამო წაუსვა, შემდეგ გახეთქილ წარბს მიხედა. გახეთქილ ტუჩზე ოდნავ შეახო ათრთოლებული ტუჩები, სხეულში ისეთმა ტალღამ დაუარა თვალები მიენაბა და დახუჭული ცისფერებიდან გადმოსულმა ცრემლებმა ისევ გაიკვალეს გზა ნიკაპისკენ. ფრთხილად ეფერებოდა სახეზე, შემდეგ წამოზრდილ თმაში შეუცურა თითები, კეფაზე სისველე იგრძნო და როგორც კი საკუთარ ხელს დახედა სისხლი დაინახა. - ღმერთო… - თავი გვერდზე გადააწევინა და თავზე დარტყმისგან მიყენებული ჭეილობაც დაუმუშავა. ბოლოს ყველაფერი აალაგა და მაგ დროს ამღერდა მისი ტელეფონიც. - გისმენ გიგი… აქ არის კი… სძინავს ახლა, ხვალ მოდი… კარგი. - საერთოდ გათიშა ტელეფონი, საბნის ქვეშ შეწვა, ტოტესაც გადააფარა და მხარზე აკოცა. მთელი ღამე არ სძინებია, მონატრებულ სახეს აკვირდებოდა, ეფერებოდა და ერთი სული ჰქონდა როდის გაიღვიძებდა მისი მწვანეები რომ დაენახა. გული ახლაც არეულად უცემდა, მის მკერდზე დაატარებდა თითებს, მის სურნელს ისუნთქავდა და ხვდებოდა რომ ტოტეს გარდა სხვა არავინ სჭირდებოდა. ვეღარ აიტანდა მისგან ისევ შორს ყოფნას. დილით ისევ ისე მიშტერებოდა როგორც ტიტეს, ვერც გაიაზრა თავზე როგორ დაათენდა. დაინახა ნერწყვი როგორ გადაყლაპა ყოფიანმა, მიხვდა რომ უკვე იღვიძებდა და სუნთქვა შეწყვიტა. მუცლის ტკივილმა აზრზე მოიყვანა, თვალები ოდნავ დააშორა და საყვარელ ცისფერებსაც წააწყდა. -სამოთხეში ვარ? -არა. - ჩაიცინა ჯაჭვლიანმა, თან ცრემლი სწრაფად შეიმშრალა. თვალები ისევ მინაბა, თავი სტკიოდა და წინა ღამის მომენტებიც ნელ-ნელა ახსენდებოდა. შემდეგ წვრილი თითების შეცურეაბა იგრძნო თმაში, თვალები ერთმანეთს მაგრად დააჭირა და ჰაერი ღრმად შეისუნთქა. -მაპატიე. - მაჯაზე შემოხვია თითები, ხელის გულზე აკოცა, მერე კი ხელი ლოყაზე მიიდო. -მესმის. - ყიფიანისკენ უფრე ახლოს მიიწია, ზევიდა დახედა, შუბლიდან თმა გადაუწია და წვრილი თითები სახეზე ჩამოატარა. -მომენატრე… ნეტავ იცოდე როგორ მომენატრე და რა ფასად მიჯდება ახლა შენს გვერდით ამ დგომარეობაში წოლა. - თვალ დახუჭულმა ამოილაპარაკა და ძლივს შეიკავა თავი საყვარელი ქალის წინაშე რომ არ ეტირა. მისი შეხება ისე სიამოვნებდა სულ ბრუვდებოდა. -ვიცი. - ჩამწყდარი ხმით თქვა და ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა. ქალის ცრემლი რომ იგრძნო ლოყაზე თვალები ნელა გაახილა, მაშინვე ამღვრეულ ცისფერებს წააწყდა, თითები თეთრ თმაში შეუცურა და მონატრებულ ტუჩებს ნაზად შეეხო. წამსვე ჟრუანტელმა დაუარა სხეულში, უფრო მეტად იგრძნო მისი მონატრება. უნდოდა ყველა ის წუთი გაექრო რომელიც მის გარეშე გაატარა. იმ ღამის ამოშლა უნდოდა როცა ავარიაში მოყვა. გული სწრაფად უცემდა, ვნებიანად უკოცნიდა მონატრებულ ტუჩებს და ტკივილსაც აღარ აქცევდა ყურადღებას. - ტიტე. - როგორც კი მისი ტუჩები მოშორდა წამსვე წარმოსთქვა კაცის სახელი. -ნუ ტირიხარ რა. - ცერა თითებით შეუმშრალა ცრემლები და მოწყვეტით აკოცა. - აქ მოსვლა ცუდი იდეა იყო. -ნუ ამბობ ეგრე… -შენც იცი რომ ასეა. მიცნობ და იცი გამაგიჟებს ეს მდგომარეობა. იცი გავაფრენ როცა ისე ვერ მოგეფერები როგორც მომინდება. მტანჯავს ეს მდგომარეობა და გრძნობა პატარავ… ახლა მინდა ჩვენს ქოხში ჩემს მკერდზე იწვე, ბუხარში ანთებულ ცეცხლის ალს უყურებდე და იქ გამეფებული სიმშვიდით ვტკბებოდე. სუნთქვა მიჭირს როცა წარმოვიდგენ შენს გვერდით ვარ და ჩემებურად ვერ გექცევი. ახლაც ცუდად ვარ პატარა… არ არის საკმარისი ასე წოლა… -ჩემთვის არის! - საუბარი გააწყვეტინა. ტუჩები უთრთოდა და ამღვრეული თვალებით დაჰყურებდა ზევიდან. -ჩემთვის არა. - ლოყაზე მიეფერა მომღიმარი, შემდეგ თავი წამოსწია და იქვე აკოცა. -თავი დამანებე საერთოდ… - სწრაფად მოშორდა და ზურგი აქცია ყიფიანს, ტიტე კი ღიმილს ვერ იშორებდა სახიდან. -პატარაა… გადმობრუნდი რა. - მხარზე მოკიდა ხელი, თავისკენ გადატრიალებას შეეცადა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. - კეკე, ხომ ხედავ შენი გადმობრუნებაც არ შემიძლია… ამდენი ხნის მერე ნუ მაფიქრებინებ რომ ჩემი არ გესმის. - მიხვდა როგორც უნდა გადმოეტრიალებინა და მაშინვე ჩაილაპარაკა ნაწყენი ხმით. ისევ კეკესთან თუ გახდებოდა ისეთი როგორიც იყო, ისევ მასთან ყოფნის დროს თუ იგრძნობდა თავს ძველებურად, მაგრამ უგრძნობი ფეხები ისევ რეალობაში აბრუნებდა. -როგორ არ მესმის?! - უცებ წამოჯდა საწოლზე და ყიფიანსაც ღიმილი აეკრა სახეზე. - ჩემზე კარგად შენი ვის ესმის? მაგრამ ჩემთვის შენგან შორს ყოფნაა ტანჯვა და როგორც მე მესმის შენი მინდა ისე გაიგო ჩემიც. ხომ იცი რომ ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს ივლი თუ არა, ხომ იცი რომ ჩემი დახმარებით უფრო გაგიადვილდება ამ ყველაფრის გადატანა? რატომ იტანჯავ თავს და მეც რატომ მტანჯავ? -მაგაზე ნუ მალაპარაკებ! რა გინდა? როგორც ბებერ, უნარშეზღუდულ კაცს უარო? აბანაო და ტუალეტში ატარო? -ჰო მინდა! რა მნიშნვნელობა აქვს ვინ მოგივლის, ვიღაც ხომ გივლის ისედაც?! -შენ სხვა ხარ! სხვა ხარ ვერ ავიტან გესმის? -მიყვარხარ ტიტე. -ვიცი პატარა, ვიცი და არ მინდა ამ სიყვარულმა დაგტანჯოს. - ხელებით დაეყრდნო საწოლს და წამოჯდომას შეეცადა. მაინც დასჭირდა კეკეს დახმარება და ფეხებზე დადებული ქალის ხელი რომ ვერ იგრძნო ისე როგორც საჭირო იყო თვალები ერთმანეთს დააჭირა. - ჯანდაბა… ხელი გაწიე კეკე. - თვალები რომ გაახილა და კეკეს ხელი თავის თეთრ თმაში ახლართული დაინახა სულ გაგიჟდა. ლამის ინანა კიდეც იქ მისვლა. ხელები სახეზე ჩამოისვა და ტუჩზე მაგრად იკბინა. -ტიტე. - სუნთქვა შეეკრა ყიფიანის ჩაწითლებული მწვანეების დანახვაზე. ისე სტკიოდა როგორც ტიტეს. უნდოდა მოხვეოდა, ეთქვა რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა მაგრამ მისი გაყინული სახის შემყურე ვერაფერს აკეთებდა. -გიგის დაურეკე. - სახე აარიდა ეკატერინეს ცისფერ თვალებს. ყველაზე მეტად მათში გაჩენილი სიბრალურის დანახვა არ უნდოდა. -ტიტე. -უბრალოდ დარეკე! - ცივად გასცა პასუხი, კეკე კი ადგილიდან არ იძროდ. -რატომ მოხვედი. - ხმა ჩამწყდარმა ჰკითხა და ზუსტად მაგ დროს დააკაკუნეს კარზეც, შემდეგ თამარიც გამოჩნდა და სწრაფად შევიდა შიგნით. -შენ სულ გააფრინე ხო? მე შენ რა გითხარი დაგავიწყდა? -თავი დამანებე თამარ. - თავი სხვა მხარეს შეატრიალდა და თაროზე შემოდებულ ჩარჩოში ჩასმულ სურათს მიაჩერდა. -სიამოვნებით, მაგრამ არ შემიძლია! გაგაფრთხილე რომ ფრთხილად ყოფილიყავი, შენ კიდე შუაღამისას მოგინდა აქ მოსვლა? -და ახლა რა? ბავშვივით დატუქსვა უნდა განაგრძოთ? მაპატიეთ ქალბატონო თამარ, მაგრამ არც თქვენი… -ნუ იტყვი იმას რასაც მერე ინანებ. - უკვე იცოდა რის თქმას აპირებდა რატომღაც აგრესიულად განწყობილი ყიფიანი და სწრაფად გააჩუმა. შემდეგ იქვე მჯდომ შვილს გახედა, თვალები ამღვრეოდა და ტიტეს მიშტერებოდა. - როგორ ხარ? -შესანიშნავად. - ჩაიცინა, თან კარების ჩარჩოზე მხრით მიყრდნობილ ანდრიას შეხედა. -დღესვე წადი და გაესინჯე, იქ არის ლევანი. -ახლავე ავდგები და წავალ. -გეყოფა! რა დაგემართა?! - დაეჭვებულმა შეათვალიერა ყიფიანი. ვერაფერს იგებდა, ეგონა პირიქით კარგ ხასიათზე დახვდებოდა როცა მისი აქ ყოფნის შესახებ გაიგო, მაგრამ სრულიად საპირისპირო დახვდა. -მეტი რაღა უნდა დამემართოს? - თვალი გაუსწორა თამარს, ცოტა ხანს ასე შესცქეროდნენ ერთმანეთს, შემდეგ ოთახში შეშინებული სახით შემოვარდნილ გიგის შეხედეს. -შენ ნორმალური ხარ ბიჭო? გუშინ თინამ რომ დამირეკა ლამის გული გამისკა! - თავზე გადაისვა ხელი, შემდეგ სახე შეუთვალიერა. - რა დაგემართა? -არაფერი. -ვიღაც ნაბი.ჭვრებმა სცემეს, გათიშეს და იქვე დააგდეს. -ნეტა რატომ. - წარბ აწეულმა შეხედა იქვე მდგომ ანდრიას. -სახლში არ შემოვუშვი, გარეთ დაელოდეთქო ვუთხარი, მაგრამ მე რა ვიცოდი მართლა გარეთ თუ დაელოდებოდა. -ყოჩაღ შვილო… ეტლი სად არის? -წაიღეს. -ვინ იყვნენ არ გახსოვს? - წარბ შეკრული მიაშტერდა ძმაკაცს გიგი. -როგორ არ მახსოვს. - ტუჩის კუთხე ჩატეხა, თან ეკატერინესკენ გააპარა თვალი. შემდეგ შეხედა და ისევ მის ცისფერებში ჩაიკარგა. ყველაფრით გასხვავებული იყო იმ ოთახში მყოფებისგან. თითქოს რამდენიმე წამით ყველა გაქრა, მხოლოდ კეკე დარჩა საწოლის შუაგულში მჯდომი. სიყვარულით სავსე მზერით უყურებდა და თვალებით სთხოვდა მეორედ არ წასულიყო. ვაი რომ არ შეეძლო... არ შეეძლო მასთან ყოფნა იქამდე სანამ არ ადგებოდა და ამაში კიდევ ერთხელ დარწმუნდა. მიუხედავად ყველაფრისა, მისმა მზერამ და კამკამა თვალებმა უფრო მეტი მოტივირება შესძინა. ყველაზე მეტად ხომ მის თვალებზე გიჟდებოდა. ალბათ დიდი არაფერი იქნებოდა რომ არა თეთრი წამწამები. ზუსტად ის გრძელი თეთრი წამწამები მატებდა სილამაზეს და ყიფიანსაც მათში ჩაძირვის სურვილს უჩენდა. -ბებიაშენის ეტლია მგონი სარდაფში და ამოიტანე. - წყვილზე მიშტერებულმა ანდროს გასაგონად თქვა თამარმა და მათი ყურადღებაც მიიქცია. -წინა წელს გადააგდე ეგ მამიდ. -არ გინდათ, მანქანამდე მიმაყვანინეთ და მერე მე მივხედავ. - გულზე ხელდაკრეფილმა გიგიმ თქვა, თან ტიტეს შიშველ სხეულს აკვირდებოდა. -არ ისაუზმებთ? -არა, წავიყვან თან ცოტას მეც წამოვარტყამ. -მაგ მომენტს დიდი ხანია ველოდები, მაგრამ დაპირებას არ ასრულებ. - მომღიმარმა ახედა ძმაკაცს ქვევიდან, მის დაბღვერილ სახეზე კი ჩაიცინა. -მაგას კიდე დარტყმა უნდა? - დანანებით ჩაილაპარაკა უტამ. - გავიდეთ, ზედმეტი ხალხი ვართ და ცოტახნით მარტო დავტოვოთ წყვილი, ვინ იცის როდის ნახავენ ისევ ერთმანეთს. - მხარზე დაარტყე ხელი მამიდაშვილს, შემდეგ თითები მოუჭირა და ანიშნა უკან გაჰყოლოდა. ტიტეს თვალი ჩაუკრა გასვლამდე, ყიფიანმაც შეუმჩნევლად გაუღიმა და მალე სრულიად ცარიელ ოთახში საყვარელ ქალთან ერთად დარჩა. იატაკიდან თვალი კეკეზე გადაიტანა, ცოტა ხანს უყურა, მერე ხელები გაშალა და ანიშნა მასთან მისულიყო, ჯაჭვლიანი კი ისევ იგივე პოზაში იჯდა და თეთრ, თითქმის შეუმჩნეველ წარბსაც არ ხრიდა. -პატარა… მოდი რა. -რატომ მოხვედი? -იმდღეს ბარში დაგინახე, ვიცი არც შენ გამოგრჩენია ჩემი იქ მოწყობილი სცენა. - ჩაიღიმა კეკეს დაბნეულ სახეზე, ხელები ჩამოსწია და ისე განაგრძო საუბარი. - მაგ დღეს გადავწყვიტე რომ შენთვის, არა, ჩვენთვის უნდა მებრძოლა, რადგან ჩემს ცხოვრებას აზრი არ აქვს შენს გარეშე პატარა, მაგრამ არც ასე ცხოვრება მინდა. ექიმთან წავედი მეორე დღეს, დედაშენმა მითხრა რომ სიარულს შევძლებ, გუშინაც ვიყავი მისული და მკურნალობას ვიწყებ. რამდენიმე თვეში გავივლი, მერე აღვადგინოთ ჩვენი ტურები… გომის მთაზე არ ვყოფილვართ ხო? - ყურებამდე გაეღიმა კეკეს გაბრწყინებულ სახეზე, ისევ გაშალა ხელები და მკერდზე მიკრული ქალის სხეულიც იგრძნო. -არ ვყოფილვართ. - მის სხეულზე მოთავსებულმა, ყელი საყვარელი კაცის ყელში ჩარგო, ნაცნობ სურნელზე ტანში სასიამოვნოდ გასცრა, იქვე დაუტოვა კოცნის კვალი, შემდეგ გაბრწყინეული სველი თვალებით ქვევიდან ახედა და ტუჩები ნიკაპზე მიაწება. -აქ იმიტომ მოვედი რომ ვერ დავივიწყე შენი ცრემლიანი თვალები. ალბათ მაშინ ასე არ უნდა გამეშვი, მაგრამ გონზე არ ვიყავი პატარა. ახლა ცრემლების გარეშე გშორდები დროებით და ვიცი ეს რამდენიმე თვე უფრო უმტკივნეულო იქნება ვიდრე ეს რამდენიმე კვირა იყო. მაპატიე ყველა შენი დაღვრილი ცრემლი. - მარილიანი სითხე ისევ შეუმშრალა და ორივე თვალზე აკოცა. - გამოვისყიდი ყველას სათითაოდ, ოღონდ დრო მომეცი, შეწყვიტე ტირილი, დაუბრუნდი ჩვეულ ცხოვრებას, გაერთე მეგობრებთან ერთად, ბოლოს მეც შემოგიერთდები და მერე თუ გინდა მთელი ღამე ვიცეკვოთ ან ბარში, ან ჩემს სახლში, ჩვენს საწოლზე. - ჩაიღიმა და მიაღწია კიდეც თავის მიზანს. ისევ დაინახა ქალის თეთრ სახეს შერეული სიწითლე, რომელიც ასე უყვარდა. -კარგი. - ლოყაზე მიეფერა და ტუჩებზე ნაზად შეეხო. - ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს შენს მდგომარეობას, მაგრამ კარგი. -მიყვარხარ. - მაისურის ქვეშ შეუცურა ხელი, შიშველ ზურგზე აატარა თითები და კეკეს მინაბულ თვალებზე გაეღიმა. -მეც მიყვარხარ. - სხეულში დავლილ ჟრუანტელს თავი ძლივს დააღწია და კაცის ტუჩებთან ჩაილაპარაკა. -აღარ იტირო კარგი? წარმოიდგინე რომ სხვაგან ვარ წასული. გახსოვს გიოსთან ერთად რომ წავედი მთაში, მაშინ, რომ გამაბრაზე? -ჰო. - გაეცინა ძველ ცოდვებზე და სახე აწითლებულმა თავი ჩახარა. -ჩათვალე ახლაც იქ ვარ და დარეკვა არ შემიძლია. -კარგი. -და კიდევ, მინდა რომ აბაზანაში შეხვიდე და სანამ არ წავალ არ გამოხვიდე. -კი მაგრამ… -არ მინდა ნახო როგორ გამიტანენ. -ტიტე. -გთხოვ. ვერ ვიტან ასეთს რომ მიყურებ, ჩემი თავი მძულდება. - თვალები დახუჭა და ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა. -კარგი. - მოწყვეტით აკოცა, თან თითები ჩალურჯებულ გვერდზე გადაატარა. - არ გტკივა? -შენ ხარ ჩემი წამალი. - ტუჩზე იკბინა, თან საღამურის შორტის ქვეშ ჩაძვრა და თითები უკანალზე მოუჭირა. -იდიოტი ხარ. - სიცილით გააქნია თავი, შემდეგ გაბრწყინებული თვალებით ჩააჩერდა მწვანეებში. დაინახა როგორ გალურჯდნენ ის კამკამა ცისფერები და როგორ ათამაშდნენ შიგნით მოხტუნავე ბიჭები. იგრძნო კიდეც თითქმის გამქრალ პრესზე ჩამოტარებული თითები, რომლებიც საცვლისკენ ჩაცურდნენ. -მანდ გაჩერდი. - სიმწრით ჩაიცინა ყიფიანმა. მაჯაზე მოკიდა ხელი და თითები სათითაოდ დაუკოცნა. - ადექი და დაუძახე იმათ. -კიდევ დარჩი ცოტახანი. -არ შემიძლია, დღეს ექიმთან უნდა წავიდე თორემ თამარი მომკლავს. -დიდხანს ნუ მალოდინებ თორემ ნელ-ნელა დაგივიწყებ და გავიცნობ სხვას. -მაგას ვიმახსოვრებ. - უკანალზე მიარტყა ხელი, კეკეც სიცილით წამოდგა ფეხზე, სვიტერი მიაწოდა და ოთახიდან გავიდა, უკან კი გიგისთან და ბიჭებთან ერთად დაბრუნდა. -წავედით? - ტაში შემოჰკრა გიგიმ და ძმაკაცს მიუახლოვდა. -ჰო. - ხმადაბლა თქვა, თან ეკატერინეს შეხედა. ისიც სწრაფად დაიხარა ტიტესკენ ლოყაზა აკოცა და უაკნმოუხედავად დატოვა იქაურობა. - ბოდიში წეღანდელისთვის. - იქვე მდგომ თამარს ახედა, იმანაც თავი დაუქნია ღიმილით. მალე ააყენეს საწოლიდან გიგიმ და უტამ, ანდრომ კი მოულოდნელად ფეხებზე მოკიდა ხელი, ჰაერში ააწევინა და წინ წავიდა. - რომ შემეძლოს სახეში ამოგარტყამდი ფეხს. -მაგრამ არ შეგიძლია. - ნიშნის მოგებით ჩაილაპარაკა ჯაჭვლიანმა, თან კიბეებზე დაეშვა. -საერთოდ ხმას არ უნდა იღებდე. -კარგი, ბოდიში! ზედმეტი მომივიდა. - თვალები აატრიალა ყიფიანის საუბრით დაღლილმა. -ის თქვი რასაც ფიქრობდი და ნუ მეაფერისტები! -გაგიშვებ იცოდე ხელს. -არც მითქვამს მომკიდეთქო. -აუუ, რა ტვინი მოტ.ანით ტო. - მობეზრებულმა ამოილაპარაკა დადიანმა, გიგიც გააცინა და ის ორიც გააჩუმა. მალე ჩასვეს მანქანაში, თამარმა კი ქურთუკი მიაწოდა ფეხსაცმელთან ერთად. წასვლამდე მაღლა აიხედა, ფანჯარაში რომ ვერავინ დაინახა გაეღიმა და ისევ იქვე მდგომებს შეხედა. -მადლობა. -ბიჭო, მგონი ვიცი ვინებმაც გაგალამაზეს და შეიძლება შენი ეტლიც დავიბრუნოთ, თუ არ გაყიდეს უკვე. - იდაყვებით დაეყრდნო ფანჯრის ჩარჩოს და ტიტეს თვალებ მოჭუტულმა შეხედა. -მე მივხედავ. -არა, ეგრე არ გამოვა. გუშინ ისე მორბოდა კეკე ლამის მანქანამ გაიტანა, სკოლის მერე არავინ მიცემია და ცოტას წავივარჯიშებდი. თან ბირჟა აქვთ, ბევრნი არიან… ნიკუშასაც ვეტყვი და შენებიც წამოიყვანე. -რეებს ლაპარაკობ? - თავში წამოარტყა თამარმა ძმიშვილს და ისიც მომღიმარი შებრუნდა უკან. -აუ მამიდ, შენ ისევ აქ ხარ? - თავზე გადაისვა ხელი, მერე ისევ ტიტეს შეხედა. -არ გინდა, შეეშვი მე მივხედავ. - მომღიმარმა ახედა უტას, დამშვიდობების შემდეგ კი სახლში წავიდნენ. *** 2 წლის წინ უნივერსიტეტიდან გამოსული ჩქარი ნაბიჯებით კვეთდა ქუჩებს. ქარი წითელ თმებს უფრიალებდა და ისიც თავჩახრილი მიიწევდა სახლისკენ. -ბოდიშით. - მაშინვე თქვა როგორც კი ვიღაცას შეეჯახა, თავ აწეულს თვალში მოხვდა ნაცნობი ბავშვი, რომელიც პოლიციელის გვერდზე დაბღვერილი იჯდა, უცნიბი გამვლელი კი სულ გადაავიწყდა. - კესო! - როგორც კი დაუძახა მაშინვე წამოსწია ბავშვმა თავი და ნაცნობი სახის დანახვაზე თვალები გაუბრწყინდა. - აქ რა გინდა პატარა? - სწრაფად მიუახლოვდა და ბავშვმა ხელები რომ მოხვია წელზე მთელი სხეული გაუთბა. -სკოლიდან წამოვედი. -კარგად ხარ? - ბავშვის სახე მოიქცია ხელის გულებში და შუბლზე აკოცა. -ამ კაცმა გამაბრაზა! - ხელი გაიშვირა პოლიციელისკენ, სესამ კი ღიმილი ვერ შეიკავა. -გამარჯობათ! - მელა მიუახლოვდა კაცი ჟღალს და მთლიანად შეათვალიერა. - იცნობთ ამ ბავშვს? -დიახ, ჩემი მეგობრის და არის. - გვერდზე მდგომ კესოს ხელი დაადო მხარზე, ისიც მკლავებს ხვევდა წელზე და მთლიანი ტანით ეკვროდა. -მშობლებზე ვკითხე და მითხრა არ მყავსო. -მართალია, არ ჰყავს. ძმა ყავს რომელიც დარწმუნებული ვარ ახლა გაგიჟებული ეძებს. -გამოვიარე, დავინახე აქ იჯდა და ყოველი შემთხვევისთვის მივუჯექი, მაგრამ ლამის მცემა. -ჩემ ძმას არ ევასებით და არც მე არ მომწონხარ! სულ რაღაცეებს მეკითხებოდი, კინოებში როა სესა ხომ იცი? ვიფიქრე რომ რამეს მაბრალებდა. -არა პატარა, შენს დასაცავად მოვიდა ეს ბიძია. - თავზე გადაუსვა ხელი, თან სიცილს ძლივს იკავებდა. - აპატიეთ. - ყურებამდე გაუღიმა კაცს და იმასაც გაეცინა. -არაუშავს… ესეიგი შეგიძლიათ წაიყვანოთ. -კი, რა თქმა უნდა. -მაშინ ნახვამდის პატარა ქალბატონო, სკოლიდან აღარ გამოიქცე მეორედ და შემირიგდი ახლა, ხომ გაიგე ამ გოგომ რა თქვა? შენს დასაცავად ვიყავი აქ ცუდ ბიძიებს რომ არ წაეყვანე. - ბავშვის წინ ჩაიცუცქა და ხელი გაუწოდა. -ჩემი დაპატიმრება არ გინდოდა? - სესას წელზე მოჭერილი ხელი მოადუნა და კაცისკენ გასწია. -არა… მაპატიებ რომ შეგაშინე? -მე კესო მქვია. - ხელი ჩამოართვა პოლიციელს და იმანაც ქვედა ტუჩს დააჭირა კბილი რომ არ გასცინებოდა. -ნიკა. -ნახვამდის და მადლობა. - მადლიერი ღიმილი შეაგება კაცს. -არაფრის, მაგრამ შეეცადეთ ყურადღება მიაქციოთ, შეიძლებოდა ვინმეს ეჩივლა. -აუცილებლად. - ორივე დაემშვიდობა პოლიციელს, კესოს ხელი ჩაკიდა და გზა ისე გააგრძელა. - შენი ძმა გაგიჟებული იქნება პატარა, როგორ შეიძლება სკოლიდან წამოსვლა. -რატი ხომ იცი? -ხო. - დაბნეულმა გასცა პასუხი. წარმოდგენა არ ჰქონდა ვინ იყო რატი, მაგრამ არას როგორ ეტყოდა. -დღეს ანანოს ეთამაშებოდა სულ, მე არ მაქცევდა ყურადღებას და მეწყინა. მერე რომ მკითხა რა გჭირსო ვუთხარი რაც მჭირდა, იმან დამცინა, ეჭვიანობო, ლოყაზე მაკოცა, მე კიდე გავბრაზდი, ხელი ვკარი და წამოვედი. - თითებს მტევანზე ხვევდა სესას, თან ბურტუნებდა და წიკლაურსაც ღიმილს ჰგვრიდა. -უყურე შენ, არადა კარგი ბიჭი მეგონა ეგ რატი. -აღარ არის! აღარ მიყვარს და იყოს თავის ანანოსთან. -რას ამბობ პატარა, ბიჭს სხვას როგორ უთმობ? -ოო არ მინდა ეგრე ყველასთან რომ იყოს, თუ არ უნდა ჩემთან ნუ უნდა. - წარბშეკრულმა ჩაილაპარაკა, თან თავის ფეხებს აკვირდებოდა. -შენი ძმის ნომერი იცი? -თავიდან კი, ბოლო ორი ციფრი არა. -ჰმ… კარგი მაშინ კეკეს გადავურეკოთ. - სწრაფად ამოაძვრინა ტელეფონი ჯიბიდან, კეკეს ნომერიც მოძებნა და უცებ გადარეკა. - გოგო, შენს საყვარელ ტიტეს გამოართვი გიგის ნომერი და გამომიგზავნე რა… ხო გადამეკეტა და უნდა დავურეკო. - სიცილით გააქნია თავი, შემდეგ გაუთიშა და მალე შეტყობინებაც მიიღო. თან კორპუსში შესული კიბეებზე ადიოდა. გულ აჩქარებულმა ძლივს დაადო თითი დარეკვის ნიშანს და ტელეფონი ყურზე მიიდო. რამდენიმე ზარის შემდეგ გაისმა კიდეც კაცის დაძაბული ხმა, სესას კი ხმა ჩაუვარდა. ბინის კარი გააღო და კესო შიგნით შეუშვა. - ისა მე… გიგი მინდოდა. - შუბლზე მიურტყა ხელი, თან სახლის თვალიერებაში გართულ ბავშვს შეხედა. -ვის ვესაუბრები? -სესა ვარ, სესილია, წითელ თმიანი, ბოლო ზარზე მოშტერებული რომ მიყურებდი. - ქვედატუჩზე იკბინა და გაუაზრებლად წამოსროლილი სიტყვების გამო ლამის კედელს ურტყა თავი. - კესო მე მყავს და… - რომ აღარაფერი თქვა კაცმა ისევ თვითონ განაგრძო საუბარი, მაგრამ ზარი სწრაფად გაწყდა და ტელეფონს გაოცებულმა დახედა. - ტიპი რა იდიოტია. - წარბშეკრულმა იქვე მიაგდო მობილური, კესოსკენ დაიძრა და როგორც კი ბავშვმა გამოხედა მაშინვე ღიმილი აიკრა სახეზე. -უთხარი გიგის? -ვუთხარი. -მოვა? -ალბათ ჰო… წამოდი ჩვენ ცხელი შოკოლადი დავლიოთ გინდა? -კი! - გახარებული აედევნა უკან სამზარეულოსკენ წასულ წიკლაურს. იქიდან კი მისაღებში გადაინაცვლეს. მულტფილმს უყურებდნენ კარებზე ბრახუნი რომ ატყდა და სესაც ლამის სირბილით წავიდა კარის გასაღებად. როგორც კი გამოაღო და გიგის სახეს წააწყდა ლამის გული გაუჩერდა. პირველად ხედავდა ასე ახლოდან და ერთი სული ჰქონდა მისი ხმა ისევ გაეგო. -სად არის? -მისაღებში. - თავით ანიშნა შესულიყო და ისიც ჩქარი ნაბიჯებით გაჰყვა სესას. -შენ ნორმალური ხარ? - იმხელაზე იღრიალა ადგილზე შეხტა სესილია. - როგორ მოიფიქრე და გაბედე სკოლიდან წამოსვლა გეკითხები! -გიგი. - ცრემლები გადმოსცვივდა ბავშვს, პირველად ხედავდა ასეთ ძმას და შეშინებული უყურებდა ქვევიდან. -რატომ წამოხვედი სკოლიდან?! - ისევ გაუმეორა ხმამაღლა და მაგიდაზე გაშლილი ხელი დაარტყა. -იმიტო რო გამაბრაზეს! -ხოდა ახლა მე უფრო გაბრაზებული ვარ და იცი რას ვიზამთ? წახვალ მამაშენთან და მე ვაბშე ხმას აღარ გამცემ გაიგე?! -არ მინდა მე მამასთან! -ხმას ნუ იღებ! იცი რა დამემართა შენმა დამრიგებელმა რომ დამირეკა? მაგის დედას შე.ეცი მე ბავშვებს რომ არ აქცევს ყურადღებას! -ბოდიში რა. - ცრემლიანი თვალებით ახედა გააფთრებულ ძმას. - მე გავიპარე ისე რომ არავის დავენახე. -წახვალ მამაშენთან და იმან იხეთქოს გული იმაზე სად გაიპარები და სად არა გაიგე?! -არა რა გთხოვ… -ნუ მთხოვ! -აუ ბოდიში რა, მართლა აღარ ვიზამ გეფიცები. - ფეხზე წამომხტარმა წელზე მიხვია ხელი და ქვევიდან ახედა. -მაშინ ასე ვიზამთ. იქნები სახლში, არ წახვალ მარის, ნინის და ეკუნას დაბადების დღეზე, ტელევიზორს და ლეპტოპს გამოემშვიდობები! პლანშეტს შეხედვითაც არ შეხედავ! გეყოლება ძიძა! ყოველ დილით შეჭამ ფაფას და წახვალ სკოლაში! ერთი წლის მანძილზე არ გექნება არანაირი ახალი ტანსაცმელი და ივლი ცეკვაზე! კიდევ პიანინოზე! შევთანხმდით? -რაა? - გაოცებულმა პირზე აიფარა ხელი. -თუ არადა მამასთან მიდიხარ. -გიგიი ბოდიში რაა… არ მინდა ძიძა და არც ფაფა, გთხოოვ რა, არც ცეკვა მომწონს და არც პიანინო. -არ მაინტერესებს. ადექი და წამოდი სახლში. -დარჩეს დღეს აქ. - ჩახველებით შეახსენა თავი გიგის და რატიანმაც სწრაფად გამოხედა. -არა! -ჯერ ისევ დღეა და სახლში მარტო ხომ არ იქნება. - გიგის მზერით საზე ამწვარმა ძლივს გადააბა წინადადება. დაეჭვებულმა შეათვალიერა ჟღალი, შემდეგ ატირებულ დას შეხედა, სახეზე ჩამოისვა ხელი, მერე კო შებრუნდა და უთქმელად დატოვა სახლი. გაშტერებული იდგა სესა ერთ ადგილას. ასეთ ქცევას ნამდვილად არ ელოდა. ბავშვის სლუკუნმა მოიყვანა გონს, გვერდზე მიუჯდა და ხელები მაგრად შემოხვია. -დაწყნდარდი პატარა, გაბრაზებულია უბრალოდ, გადაუვლის ცოტახანში და შეგირიგდება. -არ შემირიგდება. ასე არასდროს გაბრაზებულა. - ისევ ამოიტირა და სესას მკერდს მიეხუტა. გვიანი იყო მულტფილმის ყურებაში გართულს ძილმა რომ შემოუტია. სესამ კი თავის საძინებლის გვერდზე მყოფ ოთახში შეიყვანა. ისიც ემოციებით დაღლილი დაწვა და წამსვე გაითიშა. განვლილი დღით ჯერ ისევ შოკირებული ტელევიზორის წინ სავარძელში ჩაჯდა, ტელევიზორის დასადგამის გვერდზე შუშიან კარადაში მოთავსებულ ღვინის ბოთლს მოჰკრა თვალი, სწრაფად წამოდგა ფეხზე, ჭიქაც აიღო და ღვინის ჭიქაში ჩამოსხმული სასმელი გემრიელად მოსვა. თავისთვის, მარტო იჯდა, ერთ ადგილს მიშტერებული განვლილ დღეზე ფიქრობდა. გიგის ყავისფერი თვალები არ ამოსდიოდა გონებიდან და უკვე მესამე ჭიქას სვამდა. კარზე კაკუნმა მოიყვანა გონს. გული აუჩქარა, იცოდა რომ ის იყო, ელოდა კიდეც, გრძნიბდა რომ იმ ღამეს მივიდოდა. ნელა წამოდგა, კარამდე შიშველი ფეხებით მილასლასდა და კარების გამოღების შემდეგ მოპირდაპირე კედელზე ზურგით მიყრდნობილ კაცსაც წააწყდა. ფართედ გაუღო სესილიამ კარი, ისიც მოშორდა კედელს, ნელი ნაბიჯებით დაიძრა შესასვლელისკენ, შემდეგ მისაღებში სავარძელში ჩაჯდა და ნახევრად ჩაცლილ ჭიქას შეხედა. -გინდა? -მინდა. - თავი დაუქნია, თან მკლავები სავარძლის სახელურებზე შემოალაგა. კიდევ ერთი ჭიქა აიღო წიკლაურმა და თავის ადგილს დაუბრუნდა. - მე დავისხამ. - ბოთლი ააცალა ხელიდან სესას, ჭიქაში ჩამოასხა და თითქმის ნახევარი ჩაცალა. - სხვა რამე არ გაქვს? -შამპანიური? -კარგი იყოს ეს. - ჩაიცინა და თავი საზურგეს მიადო. - ცხოვრებაში ასე არასდროს მინერვიულია… თავი ძლივს შევიკავე რომ არ გამერტყა. - სახეზე ჩამოისვა ხელი და ქალს შეხედა. არ იცოდა რატომ საუბრობდა მასთან, მაგრამ უნდოდა ყველაფერი მოეყოლა. -ნორმალურია. - ნერწყვი გადაყლაპა და ჯერ ისევ სახე წაშლილი კაცი ყურადღებით შეათვალიერა. -8 წლის წინ დედაჩემის დაკარგვა ვერც კი გავიაზრე როცა სულ პატარა შემომაჩეჩეს ხელში. მითხრეს 2 და 400-იაო, იმ დროს აღარავინ მახსოვდა, დედაჩემი არც მომიკითხავს, ვიცოდი რომ კარგად იქნებოდა. მამაჩემს რომ შევხედე ტიროდა, არა სიხარულისგან, ტკივილისგან ტიროდა და კაცი რომელიც მთელი ცხოვრება უძლიერესი მეგონა ერთ წამში გაქრა. არაფერი მესმოდა, ვერ ვიგებდი იქ რა ხდებოდა. არავინ არაფერს ამბობდა დედაჩემზე. მხოლოდ მერე მივხვდი მამამ რომ ვეღარ გაუძლო და ბოლო ხმაზე იღრიალა მისი სახელი. ისიც კი ვიფიქრე რა აზრი ჰქონდა კესოს გაჩენას თუ მაინც ჩვენს მიტოვებას აპირებდა. მაშინ ოცის ვიყავი და მეგონა ყველაფერი დავკარგე. მამაჩემი ტკივილისგან ისე შეიცვალა საერთოდ ხმას აღარ იღებდა, ბოლოს უცხოეთში წავიდა და კესარიას დღემდე ვერ ესაუბრება წესიერად. სულ პირველად დავადანაშაულე კიდეც, ვუთხარი შენი ბრალიათქო, ის კი მოშტერებული მიყურებდა, მერე ტუჩები დაბრიცა და ტირილი საიწყო, ვერ აჩუმებდნენ იქამდე სანამ ხელში არ ავიყვანე და იმ დღიდან შეიცვალა ჩემი ვხოვრება. ხანდახან და კი არა, შვილი მგონია… დღეს რომ დამირეკეს ლამის მოვკვდი.. შემეშინდა. ყველაფერი ამომიტივტივდა თავში რაც კი შეიძლებოდა დამართნოდა და შენ რომ დამირეკე… ღმერთო, ეგრე მგონი არაფერი გამხარებია. არ ვიცი ამ ყველაფერს რატომ გიყვები, მაგრამ მადლობა. ვერც კი წარმოიდგენ დღეს რა გააკეთე ჩემთვის. -სამადლობელი არაფერია, სკოლიდან ვიცნობ კესოს, პოლიციელის გვერდზე იჯდა რომ დავინახე, ის კაციც გამოლანძღა, ბოლოს შეურიგდა და მე გამომყვა. -შენ ასე ყველა ბავშვს იცნობ სკოლიდან? - ჩაიცინა, თან დაბნეულ წიკლაურს ჭრელ თვალებში ჩააშტერდა. -რაღა დაგიმალო და გეტყვი რომ შენს გამო ვიცნობ. - ლოყებ შეფარკლულმა ჩაილაპარაკა. გრძნობდა სასმელი როგორ მოქმედებდა, მაგრამ სმას ისევ განაგრძნობდა. -ჩემს გამო? - წარბები ასწია რატიანმა, თან უკვე ხალისობდა გოგოს საუბარზე. -ჰო, ერთი წელი ყოველ დღე გხედავდი და ჩუმად გქრაშავდი. - სიცილით იკბინა ტუჩზე და გიგიც გააცინა. -და ამას ახლა მეუბნები? -ასე გამოდის. -ანუ ჩემი და სატყუარად გამოიყენე. - თვალებ მოჭუტული დააკვირდა, სესილიას კი ფერები გადაუვიდა სახეზე. -რა სისულელეა? არც კი მიფიქრია. -ვხუმრობ ვხუმრობ. - სიცილით გააქნია თავი. - ანუ მოგწონვარ. -ასე ვთქვათ ჩემი ბავშვობის სიყვარული ხარ. - უარესად აუხურდა სახე, ჭიქა მაგიდაზე დადგა და ხელი სახეზე ჩამოისვა. - ღმერთო მგონი დავთვერი. - გიგის სიცილზე თვითონაც გაეცინა. შემდეგ თვალებში ჩააშტერდა. -მარტო ბავშვობის? - თვალები ოდნავ დააწვრილა, თან სესასკენ გადაიხარა. -ჯერ არ ვიცი. - ტუჩზე იკბინა და გიგისაც მათი შეხების სურვილი გაუჩინა. -მკერავ? - სესასკენ გადახრილმა თითები ჩაავლი მაჯაში და წამებში მუხლებზე ისე დაისვა წიკლაურმა გააზრებაც ვერ მოსწრო. -მე… - დაბნეული ჩააჩერდა ვნებისგან ანთებულ თვალებში, თავი უკან გასწია, თან ხელის გულები მკერდზე მიაბჯინა. - მე არ… -შენ არ? - მომღიმარი ჭრელებში უყურებდა, თან ბარძაყებიდან წელისკენ მიაცოცებდა თიებს. ხელი შეუცურა მაისურის ქვეშ, მისი ბოლოებიც აიყოლა და მალე ბიუსჰალტერის ამარა დატოვა აწითლებული ქალი. -ღრმერთო… - მაშინვე აღმოხდა როგორც კი კაცის ტუჩები იგრძნო მკერდზე. გული ისე სწრაფად და ძლიერად უცემდა, ეგონა გულმკერდს ამოუნგრევდა. არც უფიქრია მოვლენების ასე განვითარებაზე, მაგრამ იმდენად სიამოვნებდა მისი შეხება იმ წუთას ყველაფრისთვის მზად იყო. - გიგი არ… - ისევ ჩაუწყდა ხმა ყელზე რომ მიაკრო ტუჩები კაცმა, შემდეგ ზურგზე მოთარეშე თითები ბიუსჰალტერის შესაკრავს მიადგნენ და ისიც შეუხსნეს. ნაზად აატარა თითები მხარზე, ორი თითით მკლავზე ჩამოაცურა ბრეტელი და მკერდიც მოუშიშვლა. შოკში იყო წიკლაური. ხმის ამოღებას ვერ ბედავდა, სიამოვნება ყველაფერი რასაც გიგი აკეთებდა, არ უნდოდა შეჩერებულიყო, მაგრამ შიშის გრძნობაც აწუხებდა. -მოდუნდი. - სესას ყურთან დაიჩურჩულა და იგრძნო კიდეც გარკვეული დოზით სიმშვიდე. მაშინ მიხვდა როგორ მოქმედებდა ქალზე, თავისთვის ეღიმებოდა. არაფრის გაკეთებას არ აპირებდა, მაგრამ თვითონ სესას ‘ტესტავდა’. აკვირდებოდა ყველა რეაქციას, რომლებსაც მისი შეხებისას გამოხატავდა. გრძელი თითები მკერდზე ჩამოატარა, შემდეკ კი დახორკლილ კანზე, მკერზის ძვალზე მიაკრო ტუჩები. აჩქარებული სუნთქვისგან მკერდი სწრაფად უმოძრავებდა ზევით-ქვევით. ქალის თითებს გრძნობდა მაისურის გარედან მკერდზე, მხრებზე და ბოლოს თმაში ცურდებოდა. ყელიდან კოცნით აყოლილმა ნიკაპზე ჩაავლო კბილები, თან სავსე მკერდზე მოუჭირა თითები. კვნესა რომ წასკდა ქალს ჩაეღიმა, სავარძელს ზურგით მიეყრდნო და წითელ თმაში ჩავლებული თითებით სახე თავისკენ მიაწევინა. - ძალიან ლამაზი ხარ. -თან ისეთი პირველივე დანახვაზე რომ გამოგაშტერე. - კიდევ ერთხელ შეახსენა დაშვებული შეცდომა, მის ტუჩებთან მიახლოვებულმა გიგიმ კი თავი უკან გასწია და სიცილით მიაშტერდა ნიშნის მოგებით მომღიმარ გოგოს. -ალქაჯო. - კოსად შეკრული ჟღალი თმები ჩამოუშალა, წინ გადმოუყარა და მკერდი ისე დაუფარა. - როგორი წითელი ხარ… - შეფარკლულ ჭორფლიან ლოყებზე მიეფერა, შემდეგ ისევ ჭრელებში ჩახედა. - მართალი ხარ. ისეთი მოძრავი ჟღალი იყავი თვალს ვერ გაშორებდი. -ჩემი მისამართი საიდან იცი? -იმდენად დამაშტერე შენზე ყველაფერი გავიგე. -სიზმარი მგონია იცი? -რატომ? ბევრჯერ დაგსიზმრებივარ? - ტუჩის კუთხე ჩატეხა რატიანმა, თითები წითელ თმებში ახლართა და მათზე თამაში განაგრძო. -ძალიან ბევრჯერ. -და მაინც რას ხედავ სიზმარში? -ალბათ სურვილებს და ოცნებებს. -რაზე ოცნებობ? -ახდა უკვე ჩემი ოცნება. - ლოყებ შეფარკლულმა თავი ჩახარა. -ვფიქრობ ჯერ არ ამხდარა. - ნიკაპზე მოკიდა თითები და თავ აწეულს ნახევრად მინაბულ ჭრელებში ჩახედა. შემდეგ ერთმანეთისგან დაშორებულ ბაგეებზე გადაიტანა მზერა და ტუჩებზე ოდნავ შეეხო. ცოტათი მისწია სახე გიგისკენ, მალე იგრძნო კიდეს კაცის ტუჩები, მართლა აისრულა ოცნება, თუ სურვილი. ისევ ვნებიანად კოცნიდა სულ გააბრუა სესილია, ალბათ გიგის მუხლებზე რომ არ მჯდარიყო იქვე ჩამოდნებოდა. - აი, ახლა აგიხდინე. - ტუჩები გაილოკა, თან ისევ მის გაწითლებულ ბაგეებს უყურებდა. -საშინელი კაცი ყოფილხარ. - შუბლი მხარზე ჩამოადო, თან მისი საოცნებო სურნელიც შეისუნთქა. -აღარ მოგწონვარ? -მგონი პირიქით. -როგორი პირდაპირი ხარ. - უკანალზე ჩაუსრიალა ხელი, თითები მაგრად მოუჭირა და მის გმინვაზე ისევ გაეღიმა. -ათ წუთში ჩემი მთლიანი სხეული შემოიარე, მე კი ამის უფლება მოგეცი. -ეს რა შუაში იყო არ ვიცი პატარა, მაგრამ მთლიანი ჯერ არ შემომივლია, მაგას სხვა დროს მივხედავ. - მომღიმარმა ააწევინა თავი და ისევ მის ჭრელებში ჩაიკარგა. - ვხედავ რომ შენი სიამოვნებისთვის მაძლევ ამდენის უფლებას… -და შენც გსიამოვნებს. - წინადადება გააწყვეტინა, თან ლოყაზე მიეფერა. - აღიარე, მე სხვა ყველა ქალისგან განვსხვავდები. -შეიძლება ასეც არის. -ასეა. - სწრაფად წამოდგა გიგის ფეხებიდან, იქვე მიგდებული მაისური ისევ გადაიცვა და რატიანს ზევიდან დახედა. - მე ვიძინებ, შენ რაც გინდა ის ქენი, აბაზანას თვითონ იპოვნი. - კმაყოფილმა გაუღიმა და საძინებლისკენ წავიდა. ცოტა ხანს გაშეშებული იჯდა რატიანი, შემდეგ თავის თავზე გაეცინა, ფეხზე წამოდგა და სესას უკან აედევნა. მის საძინებელში შესულმა ტანზე გაიხადა და მის გვერდზე მოთავსდა. არაფერი უთქვამს სესას, კმაყოფილმა ზურგი აქცია და თვალები დახუჭა. ღიმილს ვერ იშორებდა სახიდან, ბედნიერებას გრძნობდა, თან ვერ იჯერებდა რომ ახლა გიგი რატიანი, კაცი რომელიც პირველივე დანახვის შემდეგ მოსწონდა, ახლა მის საწოლში საცვლის ამარა იმყოფებოდა. დიდხანს გრძნობდა მის მზერას, ბოლოს მიხვდა რომ გვერდი იცვალა და სხეულიც შედარებით დაუმშვიდდა. მთელი ღამის მანძილზე გრძნობდა კაცის სურნელს, რომელიც ასე ძალიან მოსწონდა, იზიდავდა და აბრუებდა. * -ნუ დამცინი! ვნერვიულობ უბრალოდ! - მხარზე მოხვეულ ტიტეს ხელს ამაოდ ეჯაჯგურებოდა, სახლს ნელ-ნელა უახლოვდებოდა, ნერვიულობა კი სხეულის უფრო და უფრო მეტ ადგილში ედებოდა. -ვაბშე არაფერია სანერვიულო შენს თავს ვფიცავარ, ჰა ჰა ერთი ორი თუ მომდეს, მეტი კი არა. - ზედმეტად ხალისობდა კეკეს მდგომარეობაზე, თავს ვერაფრით იკავებდა და იმ საყვარლად დაბრეცილ ტუჩებს წამდაუწუმ უკოცნიდა. -ტიტეე! - აბუზღუნებული გაჩერდა სახლის წინ, ყიფიანისკენ შებრუნდა და ქვევიდან ახედა. -მისმინე პატარა, სანერვიულო მართლა არაფერია ტო. თუ ასე ნერვიულობ ვაბშე სხვაგან წავიდეთ და მერე გავიცნობ შენებს, რა პრობლემაა? - კეკეს სახე მოექცია ხელის გულებში და ცისფერ თვალებში უყურებდა. -არა, უბრალოდ, არ ვიცი ანდრია როგორ შეხვდება ამ ამბავს. -ხომ იციან რომ მოვდივარ? -კი. -მაშინ დაი.კიდე ყველაფერი. შენ ხომ დარწმუნებული ხარ შენს გრძნობებში? -ვარ. -მაშინ სანერვიულოც არაფერია… მაკოცე და შევიდეთ. - როგორც კი თქვა მაშინვე მიაკრო ტუჩები საყვარებ ბაგეებს. - ჩემი პატარა. - თმები ყურს უკან გადაუწია და ამჯერად თვითონ შეეხო ქალის ტუჩებს მთელი სინაზით, შემდეგ შუბლზე აკოცა და როგორც სჩვეოდა ისე გაუღიმა. - შევიდეთ. - ხელი მოხვია წელზე და ეზოში შევიდა. ზარი რომ დარეკა კეკემ, სიცილი ძლივს შეიკავა ყოფიანმა, ტუჩები მხარზე ჩამოადო და ხმადაბლა გაიცინა. -მოკეტე. - თვითონაც გაეცინა თავის ქცევაზე, შემდეგ კარი გაიღო და ტიტეც უცებ გასწორდა. -გამარჯობა ბატონო ლევან, როგორ ბრძანდებით? - ხელი გაუწოდა ყიფიანმა, ლევანმაც ძველი ახლობელივით ჩამოართვა. -შესანიშნავად, შემოდით. - კარგი ფართედ გამოაღო, წყვილი შიგნით შეატარა და სასადილო ოთახში შეიპატიჟა. ყველას მიესალმა ყიფიანი, თამარს მტევანზე აკოცა და ისიც თავისი ქცევით კმაყოფილი დატოვა. მაგიდასთან შემომსხდრებმა მაშინვე საუბარი გააბეს, კეკე კი გაოცებული შესცქეროდა სანახაობას. -ერთმანეთს იცნობთ? - თვალებ გაფართოვებულმა დასვა კითხვა და ყველამ მას შეხედა. -შენი აზრით აქეთ-იქით ირბენი რომ არ გვცოდნოდა? - წარბი ასწია ანდრიამ, კეკემ კი ლამის პირი დააღო. -შე მატყუარა! - მხარზე მიარტყა ხელი, ყიფიანს კი გულიანად გაეცინა. -რა მოგატყუე პატარა? უბრალოდ დაგიმალე სიმართლე. -ხედავდი როგორ ვნერვიულობდი და არაფერი მითხარი! -სამაგიერიდ დაგამშვიდე. - თვალი ჩაუკრა და კეკემაც წარბები შეკრა. -მსგავსი საუბრები არ გინდათ აქ. - თვალები აატრიალა ანდრიამ, თან სალათი დააგემოვნა. - ფეხბურთი მოგწონს? -დღეს მანჩესტერი-ლივერპულის თამაშია, პირველზე იწყება. - გაეცინა ანდრიას ჩაფიქრებულ სახეზე. -საღოლ ძმაო, ამასთან ერთი გამოცდა გაიარე. - სიცილით აუწია საჩვენებელი თითი უტამ. -დღეს დარჩი თუ გინდა. - ისევ თვალებ მოჭუტული აკვირდებოდა ტიტეს, ყიფიანი კი ამ ყველაფერზე ხალისობდა. -მადლობა შემოთავაზებისთვის, მაგრამ რაღა დაგიმალო და ჩემს ძმაკცებთან ერთად ყურება მირჩევნია… მიხვდები მაგას. - თვალი ჩაუკრა ჯაჭვლიანს და იმასაც გაეცინა. -ახლა ფეხბურთზე უნდა ილაპარაკოთ? - მაგიდას იდაყვებით დაეყრდნო პატარა ჯაჭვლიანი, თან სახე ხელის გულებში ჩაერგო. -რაზე გინდა საუბარი პატარა? -შენ ნუ მელაპარაკები, გაბრაზებული ვარ! - წამსვე წარბშეკრულმა გადახედა ყიფიანს, მის ქცევაზე კი ყველას ჩაეცინა. გვიანობამდე იყო ტიტე ჯაჭვლიანების ოჯახში, ცოტა დალია კიდეც ლევანთან ერთად, თამარს კერძები შეუქო, საბოლოოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა ოჯახში და ბოლოს იქაურობაც დატოვა. ეზოდან გასულები დახურულ კარს იქით იდგნენ, ისევ ერთმანეთს შეჰყურებდნენ და არაფერს ამბობდნენ. -კარგი, მაპატიე რომ დაგიმალე. - ნეკა თითი აუწია, კეკემ კი ცხვირი აიბზუა. - ეე პატარა, კარგი რა. რომ მეთქვა აღარ ინერვიულებდი? მეც ვნერვიულობდი გეფიცები… შემომხედე. - ნიკაპზე მოკიდა თითები და თავი მიაბრუნებინა. - შემირიგდი რა. -მაინც დეგენერატი ხარ. - თითი ჩემოხვია ტიტეს ნეკას და ყურებამდე გაიღიმა. -ხანდახან შეიძლება. - მხრები აიჩეჩა, შემდეგ თავისკენ მისწია და ტუჩებზე ნაზად აკოცა. -ტიტე. - ყიფიანის თითებში ახლართა ჩავისები, წელზე შემოახვევინა და ტიტემაც თავისკენ მისწია. -გისმენ. - ჩაიღიმა, თან ყბის ძვალზე აკოცა. -ფეხბურთს მართლა უყურებ? -არა. - ჩაიცინა და ეკატერინეც გააცინა. - მაგრამ ხანდახან შეიძლება ყურება, აი მაგალითად მაშინ როცა შენი ძმა სახლში ჩამკეტავს და მაყურებინებს. -ჩემი ძმა ყოველთვის ეცდება სახლიდან გაგაგდოს, ასე რომ მაგაზე ნუ ინერვიულებ. - კაცის ტუჩებთან მიწეულმა ჩუმად ჩაილაპარაკა, შემდეგ ნაზად აკოცა და სხეულში დავლილი ჟრუანტელიც იგრძნო. -როგორ გავთამამდით პატარა, ლოყები აღარ გვიწითლდება? - გაბრწყინებული მწვანეებით უყურებდა, თან ლოყაზე ეფერებოდა. -არა. -ვნახოთ ვნახოთ. - კიდევ ერთხელ აკოცა, შემდეგ უკან დაიხია და დაელოდა როდის შევიდოდა სახლში ეკატერინე, შემდეგ კი თავის სახლის გზას დაადგა. *** ნელა გადიოდა დრო, თითქოს ძალით იწელებოდა და ყოველ საათს, დღეს თუ კვირას, უფრო და უფრო აუტანელს ხდიდა. ნელ-ნელა ტოტებზე ამოსული კოკრები ლამაზად იფურჩქნებოდა, გაზაფხულს ახალი ფერები შემოჰქონდა, ირგვლივ ყველაფერს აფერადებდა და ხალხსაც შედარებით კარგ განწყობაზე აყენებდა. აპრილის შუა რიცხვები იყო დილით გაღვიძებულმა ყიფიანმა სწრაფად რომ გადაურეკა გიგის და მასთან მისვლას სთხოვა. ისიც სესილიას გვერდზე მწოლი შეშინებული წამოხტა საწოლიდან, არაფერი უთქვამს ნახევრად გამოფხიზლებული ქალისთვის ისე გავარდა სახლიდან. გიჟივით მიაქროლებდა მანქანას, ბოლოს ყიფიანის კორპუსის წინ გააჩერა, კიბეები სირბილით აიარა, პატარაზე გაღებული კარის დანახვაზე სულ გადაირია, სწრაფად შევარდა შიგნით და ეტლში მჯდომი ტიტეს დანახვაზე ადგილზე გაშეშდა. -რა… რა ჯანდაბა ხდება? - ირგვლივ მიმოიხედა, თინას გაოცებულ სახესაც წააწყდა, ყავის ფინჯანი რომ ეჭირა და გაშეშებული შესცქეროდა სახე წაშლილ რატიანს. -რა ჩქარი ყოფილხარ. - ყურებამდე გაიღიმა, გიგიმ კი ძლივს შეიკავა თავი სახეში რომ არ დაერტყა. -შენ შიგ ხომ არ გაქვს? - ხმამაღლა დაუყვირა, შემდეგ ადგილზე შემხტარ ქალს გახედა. - ბოდიში თინა. -მე გავალ. - ხმადაბლა ჩაილაპარაკა და თავის ოთახში გაუჩინარდა. -წავედით? -სად წავედით? ამის დედაც… იცი როგორ შემეშინდა? - კარისკენ წასულს უკან აედევნა, თან კეფაზე შემოსცხო გაშლილი თითები. -ხელებს მოგამტვრევ! -ნუ იმუქრები შენი ჭირიმე, რამის ტრა.კი მაინც გქონდეს. - ხელი აიქნია და უკანალზე ჩქმეტა რომ იგრძნი ტკივილისგან ლამის აღრიალდა. -ნუ მეტრიპაჩები, შემოდი და მოკეტე ცოტა ხანს. - ლიფტში შესულმა თვალი გაუსწორა წინ მდგომ რატიანს. -რა გჭირს, რა კარგ ხასიათზე ხარ, რამე მოხდა? -მოხდა. - კმაყოფილმა ჩაილაპარაკა, შემდეგ კი ლიფტიდან გავიდა. -სად მივდივართ? - საჭესთან მოთავსებულ ძმაკაცს გადახედა, თან მანქანა დაძრა. -ზურასთან. -თავიდანვე რომ გეთქვა არ შეგეძლო? - დაბღვერილმა ჩაილაპარაკა, შემდეგ მესამედ შემოსულ სესილიას ზარს უპასუხა. - გისმენ… ვერ მოვახერხე, ტიტესთან ერთად მივდივარ ექიმთან… კარგად არის, უბრალოდ თავის ჭკუით ვითომ გამეღადავა… დღეს სახლში ხარ?.. დამირეკე რომ მორჩები და თუ მეცალა გამოგივლი… დავაი მიდი, მეც. - ტელეფონი გაუთიშა, შემდეგ მომღიმარ ყიფიანს შეხედა წამით. - რა? -რას ვიფიქრებდი ქალბატონ სესილიას ასე დაწყნარებულს თუ ვნახავდი, რა უქენი ასეთი? შეულოცე? -რომ ველაპარაკე იმის შემდეგ ნელ-ნელა დამშვიდდა. -ისე რას ელოდები? ხელს რატომ არ აწერ? ან ქორწილი, ჯვრისწერა… არაფერი არ გინდა? -მეზარება, ისედაც სულ ჩემთან არის... უკანონო ცოლია. - ჩაიცინა, თან წამსვე სესას მწვანე თვალები და წითელი თმები ამოუტივტივდა გონებაში. -კანონიერი გახადე მერე. -ჯერ ისევ ნერვებს მიშლის, მერე განქორწინებაც დამეზარება და ჯობია ცოტა ხანს ასე ვიყო სანამ ბოლომდე არ გაიზრდება. -ვაბშე ვერ აფასებ იმას რაც გაქვს. - დანანებით გააქნია თავი. -ეე, რა გინდა ახლა? -ნათლული. -შენ გააკეთე ბავშვი თუ გინდა, მე უკვე ათი წელია ვზრდი ერთს და მეორეს თავი ჯერ არ მაქვს. -გაკეთების ტრა.კი რომ მქონდეს თქმას დამასწრებდი? - მომღიმარი მიაჩერდა გიგის. -არ დაიწყო ახლა თორემ დაგარტყამ. -გაჩუმდი. - სიცილით მიადო თავი საზურგზეს და მოხვდა კიდეც ფეხზე გიგის მუშტი. ტკივილი იგრძნო ოდნავ, მოულოდნელობისგან ფეხი შეუთამაშდა და გიგიც გაოცებული მიაშტერდა. -ეს რა იყო? - თვალებ დაჭყეტილი უყურებდა ტიტეს ფეხს, გული გამალებით უცემდა და ისიც აღარ ახსოვდა სად იჯდა. -წინ იყურე! - საჭეს მოკიდა ხელი და მანქანა ბოძზე შეჯახებისგან გადაარჩინა. -ახლა არ გამოვ.ლევდე! მომეჩვენა თუ გაამოძრავე? -არ ვიცი. - მხრები აიჩეჩა უდარდელად. -რას მეკაიფები ბიჭო? -გააჩერე მანქანა, გავცდით უკვე. - გიგის სიტყვები დააიგნორა, რატიანიც აზრზე მოიყვანა და მალე მანქანების სადგომზე გააჩერა ავტომობილი, საბარგულიდან ეტლი გადმოიღო და დაეჭვებულმა შეუთვალიერა ფეხები მომლოდინე ყიფიანს. - გამოფხიზლდი და მომეხმარე რა. - ხელი დაუქნია ტიტემ, შემდეგ მისი დახმარებით გადაჯდა ეტლში და გიგიმაც ხმის ამოუღებლად შეიყვანა შენობაში. -ზუსტად მოხვედით. - ხელი ჩამოართვა ორივეს თეთრ ხალათში გამოწყობილმა ზურამ და მათთან ერთად ერთ-ერთ ოთახში შევიდა. - აბა, მზად ხარ? -დღეს უფრო კარგად ვარ. - ტაში შემოჰკრა ყიფიანმა, შემფეგ იქვე მდგომ გოგოსთან მივიდა. -ძალიან კარგი… ლიკა გაგიკეთებს მასაჟებს და მერე დავიწყოთ. მოვალ ათ წუთში. -კარგი. -არ იცის ამან? - თავით ანიშნა ერთ ადგილზე მიყინულ გიგიზე, ტიტემაც უარყოფის ნიშნად თავი გააქნია. - მომეხმარები? - იქვე მდგომი რატიანისკენ შებრუნდა და ისიც წამებში მათთან გაჩნდა. -არ ვიცი აქ რა ხდება, მაგრამ… -რომ გავალთ მაგრად მცემ. - გიგის სიტყვები დააბოლოვა და მის მხრებს დაყრდნობილი სპეციალურ მაგიდაზე დაწვა. -მადლობა თქვი რომ ვერ გიმეტებ. -რა გინდა, მაშინ კეკესგან რომ წამომიყვანე ხომ დამარტყი?! -ღირსი იყავი, მომინდომე რომანტიკოსობა და ღამე სახლში დადგომა, ლამის ერთ ღამეში გამაჭაღარავე და კიდევ პრეტენზია გაქვს? -არ უნდა წამომეყვანა. - დანანებით ჩაილაპრაკა ტიტემ, თან მომღიმარ ლიკას შეხედა. -კარგი, გაიწიე ახლა და დამაცადე ჩემი საქმის გაკეთება. - არ შეუხედავს გიგისთვის ისე ჩაილაპრაკა, მერე კი თავისი საქმე განაგრძო. ჯერ ტანსაცმლის გამოცვლაში მიეხმარა ყიფიანს, შემდეგ კი მასაჟის გაკეთებას შეუდგა. სკამზე მჯდომი აკვირდებოდა ყველა მოძრაობას რასაც ლიკა აკეთებინებდა. უკვე ნერვები ეშლებოდა არავინ არაფერს რომ არ ეუბნებოდა მაგრამ მოთმინებით იტანდა იქ გავრცელებულ სიჩუმეს, რომელსაც იშვიათად ლიკას სირტყვები არღვევდა. ბოლოს ისევ ეტლში მოთავსდა ყიფიანი, ორ მაღალ ძელს მიუახლოვდა და გაურკვევლობისგან წარბ შეკრულ გიგის თავის მოპირდაპირედ დადგომა უბრძანა. -დავიწყოთ? - შიგნით შესულმა ზურამ გაღიმებულმა თქვა, თან ტიტეს მიუახლოვდა. -ჰო. -რომ ვეღარ გაძლებ მითხარი! წინაზე როგორც ქენი ისე არ გააკეთო. -კარგი. - თავი დაუქნია მორჩილად, შემდეგ ზურას დახმარებით ორივე ძელს ჩაეჭიდა და ფეხები რბილ ზედაპირზე დადგა. - როგორ გრძნობ თავს. -ცოტა დრო მჭირდება. - ჰაერი რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქა, თან ძელს ხელები უფრო ძლიერად მოუჭირა. -დაგეხმარო? -არა! - მკაცრად თქვა, ნელა, დიდი ძალისხმევით წასწია ფეხი წინ და როგორც კი ერთი ნაბიჯი გადადგა შეკავებული ჰაერი პირდიან გამოუშვა. შოკირებულ გიგის შეხედა, რომელსაც თვალები გაფართოვებოდა და პირდაღებული უყურებდა ძმაკას. გაეცინა მის სახეზე, კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა და მაშინვე იგრძნო უსაზღვრო სიხარული. გული გამალებით უცემდა, სააკუთარ ფეხებს უყურებდა, თან უფრო და უფრო წინ მიიწევდა. უკვე ხელის კუნთები სტკიოდა, მაგრამ ნაბიჯების გადადგმას არ ეშვებოდა. -ტიტე… -დამაცადე. - კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა და ბოლოს ფეხებ შეტყუპებული ძმაკაცის წინ გაჩერდა. გიგი ტიროდა. ერთ ადგილას გაქვავებული იდგა, ტიტეს შეჰყურებდა და ცრემლები შეუჩერებლად სცვიოდა. ყურებამდე გაიღიმა ტიტებ, თვითონაც აემღვრა თვალები, უკვე ვარდებოდა, მაგრამ ისევ იგრძნო გიგის მოხვეული მკლავები. ახლა უკეთ შეიგრძნობდა მიწას. ბოლომდე ვერ ინარჩუნებდა წინასწორობას, ცდილობდა მყარად დამდგარიყო, მთლიანად არ დაყრდნობოდა რატიანს და გამოსდიოდა კიდეც. -ამის დედაც. - ჩუმად ჩაილაპარაკა გიგიმ, ცრემლები ხელის ზურგით შეიმშრალა, შემდეგ ისევ მაგრად მოხვია ხელი ყიფიანს. -დაჯექი. - კმაყოფილმა ფეხებთან მიტანილ ეტლზე ანიშნა ზურამ, ტიტეც ეტლში ჩაეშვა და ლიკას მიწოდებული სალფეტქით ოფლით დაცვარული შუბლი შეიმშრალა. - სიმართლე რომ გითხრა არ ველოდი… უფრო სწრაფად მიიწევ გამოჯანმრთელებისკენ ვიდრე წარმოვიდგენდი. -სხვა გზა არ მაქვს. - ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი, შემდეგ გიგის ახედა, ენა ჩავარდნილი ისევ ჩაწითლებული თვალებით შეჰყურებდა ყიფიანს და ვერაფრის თქმას ვერ ახერხებდა. - კიდევ მინდა. -ვფიქრობ საკმარისია, დასვენება გჭირდება. -დავისვენებ და ისევ გავივლი. -ნუ ჯიუტობ… -მხოლოდ ერთხელ. -კარგი კარგი. - ხელი აიქნია, წყლით სავსე ბოთლი მიაწოდა, თვითონ კი მაგიდაზე მოთავსებულ, ფურცლებს დახედა და რაღაცების აღნიშვნას შეუდგა. მალე კარგზე კაკუნი გაისმა, შემდეგ ქალბატონი თამარის სახეც გამოჩნდა. -როგორ ხართ? -შენი ბიჭი ძალიან მონდომებულია თამარ, დღეს ბოლომდე გაიარა. -რას ამბობთ? - გახარებულმა შეხედა იქვე მჯდომ ყოფიანს, შემდეგ სახე გაბრწყინებულ გიგის მოავლო მზერა. -სურათი მაქვს. - გვერდზე ამოუდგა ლიკა და ტელეფონი გაუწოდა, სადაც ფეხზე მდგომ რატიანს ეხვეოდა. -ყოჩაღ. - გახარებულმა თბილად გაუღიმა ტიტეს, იმანაც თავი დაუკრა. - უნდა გავიქცე, საქმე მაქვს, გნახავ მერე. - სწრაფად დაემშვიდობა ყველას და როგორც გამოჩნდა ისე გაუჩინარდა კარს იქით. ცოტა ხნის ლაპარაკის შემდეგ დასვენებული სხეული ისევ გამოაცოცხლა. ისევ გაიარა, ამჯერად კი ვიდეოს უღებდა ბედნიერი სახით მომზირალი გიგი. ბოლოს ზურასთან საუბრის შემდეგ იქაურობაც დატოვა და მშობლების სახლში მიყვანა სთხოვა საჭესთან მჯდომს. მთელი გზა ხმას ვერ იღებდა რატიანი, ტიტეს კი მის მდგომარეობაზე ეღიმებოდა. გიგი იყო ადამიანი რომელიც გრძნობებს სულ სხვანაირად გამოხატავდა. ყოველთვის ასე იცოდა, თუ შეატყობდა რომ რამეზე ზედმეტად დარდობდა, მივიდოდა, ხელებს მთელი ძალით მოხვევდა და დუმილით აგრძნობინებდა რომ მის გვერდზე იყო. არც სჭირდებოდათ რამის თქმა, ყოველთვის უთქმელად ესმოდათ ერთმანეთის და ზუსტად გიგის თვლიდა თავის სულის ნაწილად. ბევრჯერ უთქვამს, “ჩემი მეორე ნახევარი შენ ხარ, შენზე მეტად მე ვერავის შევიყვარებ და ბოლოს მაინც შენ მოგიყვან ცოლად, ხომ ვიცი”-ო. რატიანი კი გულიანად ხარხარებდა ხოლმე. ბევრი რამ იყო რაც ერთად გადაუტანიათ, არ ახსოვს მომენტი სადაც რამე უჭირდა და გიგი გვერდზე არ ჰყავდა. ასევე იყო გიგისთვისაც. მაშინ, ქალბატონი ლიზას გარდაცვალების შემდეგ თვეობით გიგისთან ცხოვრობდა, კესარიას გაზრდაში ეხმარებოდა და ამიტომ უყვარდა ეს ბავშვი განსხვავებულად. თავის ძმის/დის შვილებისთვის არ გაუკეთებია იმდენი რამდენიც კესოსთვის აქვს გაკეთებული. ერთადერთი ბავშვი იყო ვისაც საფენებს უცვლიდა, როცა გიგი ცუდად იყო თვითონ აბანავებდა, აჭმევდა და აძინებდა. ღამეებს მორიგეობით უთენებდნენ მტირალა, თავიდანვე ჯიუტ კესარიას, დილით კი ბავშვთან ერთად იძინებდნენ. * ტიტეს სახლიდან პირდაპირ კაფეში წავიდა, სადაც ქალბატონი სესილია უნივერიტეტის შემდეგ მისულიყო გოგოებთან ერთად და გიგის მისვლას ელოდა. კაფეში მისულმა დაინახა კიდეც წითელი თმები, ზურგით მჯდომს მყარი ნაბიჯებით მიუახლოვდა, თითქოს იმანაც იგრძნო გიგის იქ ყოფნა, უკან შებრუნდა და თავზე წამომდგარ რატიანს მომღიმარმა ახედა. -შეიძლება ჩემი გოგო მოგტაცოთ? - მაგიდასთან შემომსხდრებს მოავლო თვალი, წამით ერთ-ერთზე შეაჩერა მზერა. სესას კურსელი იყო, ბელა. ყოველთვის ისე უყურებდა რატიანს თითქოს რამე დაეშავებინა, თან მთლიან სხეულს უთვალიერებდა და გიგიც ყველაფერს ხვდებოდა, მაგრამ დიდად არ აინტერესებდა, არც ყურადღებას აქცევდა და ხშირ შემთხვევაში მისი არსებობაც არ ახსოვდა. -შეიძლება. - თავი დაუქნია ერთ-ერთმა, გიგიმაც უცებ წამოაყენა ფეხზე, ყველას დაემშვიდობა და იქაურობაც დატოვა. -რა მოხდა? - ბედნიერებისგან გაბრწყინებულ კაცს თვალს არ აშორებდა, გიგი კი მომღიმარი მართავდა საჭეს. ბოლოს რომ აღარ შეეშვა სესილია ტელეფონი ამოიღო ჯიბიდან და ტიტეს ვიდეო ჩაურთო. - ვაიმეე! რა მაგარია?! - გახარებულმა წამოიყვირა და ისევ გიგის შეხედა. - სესა გაგიჟდება! -ხმა არ ამოიღო სესასთან. ტიტეს როცა მოუნდება თვითონ ეტყვის, იცოდე ენა რომ ვერ გააჩერო და რამე მინიშნება მაინც უთხრა მაგრად გამიტყდება და ვაბშე აღარაფერს არ გეტყვი. -ხმას არ ვიღებ… შენ კიდე ნუ იცი ხოლმე ასე, როდის რა მითქვამს… რას ვაპირებთ? -მე, შენ და კესო პიკნიკზე მივდივართ. - ტელეფონი ჯიბეში ჩაიბრუნა, შემდეგ სესას თითებში ახლართა თავისები და მტევანზე აკოცა. სახლში მისულებმა სწრაფად მოამზადეს ყველაფერი, ერთ კალათში ჩაალაგეს სენდვიჩები, ნამცხვრები და წვენები, შემდეგ კესოსთან ერთად დატოვეს სახლი. ხეების ქვეშ მხოლოდ სამნი ისხდნენ, წინ დიდი მინდორი გადაშლილიყო და კილომეტრების იქით ქალაქის ხედიც ჩანდა. ჭამაში გართულები კესარიას საუბარს უსმენდნენ და მის მონაყოლ ამბებზე გულიანად იცინოდნენ. ღიმილს ვერ იშორებდა სახიდან გიგი, უყურებდა ორ ყველაზე მნიშნვნელობან და საყვარელ ქალს, რომლებიც ერთმანეთში გაუჩერებლად ლაპარაკობდნენ. მოსწონდა სესილიას დამოკიდებულება კესოს მიმართ, იცოდა როგორც უყვარდა და კიდევ უფრო მეტად აღმერთდებდა ამ ქალს, რომელიც კესოს დედის დანაკლისს უვსებდა. ისე ზრუნავდა მასზე როგორც დედა იზრუნებდა თავის შვილზე. ეფერებოდა, კოცნიდა და მასთან ყოფნის დროს ყოველთვის გამოხატავდა იმ სიყვარულს რაც ბავშვის მიმართ გააჩნდა. მართალი იყო ტიტე, ვერ აფასებდა იმას რაც ჰქონდა. რას ელოდებოდა თვითონაც არ იცოდა. ალბათ აქამდე ცოლად მოყვანილი ეყოლებოდა უკვე თავისთან რომ არ ეცხოვრა. -შვილი მინდა. - სესას ყურთან ჩუმად ჩაილაპარაკა და წიკლაურმაც მომღიმარმა შეხედა. -ხომ გყავს უკვე. -ჩემი და მალე გაიზრდება, მე ჩვენი შვილი მინდა. - ბალახზე ზურგით დაწვა და სესაც ნახევარი ტანით ზევიდან მოექცა. -ღამეების თენება მოგენატრა? - ლოყაზე მიეფერა, თან ყბაზე აკოცა. -მაშინ ოცი წლის ვიყავი, პატარა ბავშვებს ხელში ვერ ვიყვანდი და მერე დღეების ბავშვი შემრჩა ხელში, შენ მაშინ უნდა გენახა მე და ტიტეს რა გვჭირდა. თვალებ დასიებულები, გამოუძინებლები ძლივს დავდიოდით. ღამე ეღვიძა და დილით ეძინა იმ მაიმუნს. ყველაფერი მახსოვს, როდის ამოუვიდა კბილი, როდის გაიარა პირველად და როდის თქვა დედის ნაცვლად გიგი. თან გ-ს წესიერად ვერ ამბობდა. მახსოვს ერთი პერიოდი მამას მეძახდა, მერე ძლივს გადავაჩვიე. - თვალებ დახუჭულმა ჩაილაპარაკა, შემდეგ ზევიდან მოქცეულ ქალს შეხედა, წითელი თმა უკან გადაუწია, ხელი კეფაზე შეუცურა და ტუჩებზე ნაზად აკოცა. -მე წინააღმდეგი არ ვარ. -აუუ, რამე მეთამაშეთ რა… - წყვილს თავზე წამოადგა აბუზღუნებული კესო, შემდეგ ორივე წამოაყენა და წრეში ბურთის სათამაშოდ წაიყვანა. -ჩუმად… - სამზარეულოს მაგიდის ზედაპირზე შემომჯდარი კისკისებდა, კაცის ვნებიან ტუჩებს კოცნაში ჰყვებოდა და ძირს დავარნილ ნივთებს ტანსაცმელიც მიჰყვებოდა. -მაგიჟებ იცი? - სწრაფად მოაშორა შარვალი, საცვალი ზედ შემოახია და კბილები მტკივნეულად მოუჭირა მკერდზე. -ღმერთო… - ჩუმდ წამოიკვნესა, აღზნებული სხეული სურვილისგან უთრთოდა, ერთი სული ჰქონა როდის შეიგრძნობდა კაცის სხეულს და მთლიანად მისით გაბრუვდებიდა. პირველივე ძლიერი ბიძგის დროს ხმამაღლა წამოიკივლა და გიგიმაც ტუჩებზე ააფარა ხელი, თან აალებული თვალებით უყურებდა, სესასაც წვავდა და თვითონაც იწვოდა. - ჯანდაბა! ვერ გიტან. - მხრებზე ჩაავლო თითები, წელზე შემოხვეული ფეხები მოუჭირა მისი მდგომარეობით გახალისებულ რატიანს და დაბოლოოდ სიამოვნებისგან აკანკალებულმა თავი უკან გადააგდო. -მიყვარხარ. - თმებში წავლებული ხელით სახე თავისთან მიაწევინა, ცრემლები შეუმშრალა თვალებ გაბრწყინებულმა და ტუჩები ვნებიანად დაუკოცნა. -ზღვარს გასცდა ჩემი სიყვარული და მეშინია ცოტახანში არ გავგიჟდე. - გიგის ტუჩებზე ამოილაპარაკა, შემდეგ ისევ აკოცა და ათრთოლებული სხეული საყვარელ კაცს მიანდა. *** ერთი წლის წინ. 6 მაისის თბილი დღე იყო. ცაზე ერთი ღრუბელიც კი არ ჩანდა, გზაზე მიმავალი მანქანა სწრაფად კვეთდა ასფალტს. მზეც ნელ-ნელა ქვევით მიიწევდა და ცაზეც წვრილ-წვრილი ვარსკვლავები ჩნდებოდა. -სად მივდივართ? - საჭესთან მჯდომისკენ შებრუნდა მთლიანი ტანით და მის პროფილს მიაშტერდა. -ჩვენს ქოხში. -მართლა? - გახარებულმა მიმოიხედა ირგვლივ. - გზას ვერ ვცნობ. -ნუ ნერვიულობ, არ გატყუებ, დაგავიწყდა ალბათ. -არ ვნერვიულობ, უბრალოდ დავინტერესდი. -მაპატიე ქალბატონო. - მომღიმარმა მოკიდა მტევანზე ხელი და თითებზე აკოცა. ადგილზე მისულმა იქვე გააჩერა მანქანა, სწრაფად გადახტა კეკე და ტბასთან მიირბინა. ირგვლივ ჭრიჭინების ხმები ისმოდა, ყველაფერი სიმწვანეში იყო ჩაფლული და დაწყნარებული ტბაც მთვარის შუქს ირეკლავდა. სუფთა ჰაერი ღრმად შეისუნთქა, შემდეგ ტიტეს გახედა, პროდუქტებით ხელში სახლისკენ რომ მიდიოდა და ისიც უკან აედევნა. შიგნით შესულს ოთახი სანთლებით განათებული დახვდა, ბუხარში ჯერ ისევ ჩანდა წითელი ნაკვერჩხლები და სახლშიც სასიამოვნოდ თბილიდა. -აქ იყავი? -დღეს ამოვედი, მივალაგე და შენს წამოსაყვანად წამოვედი. - ნაკვერჩხალზე შეშა დაალაგა, ცალი ხელი წელზე მოხვია, თავისკენ მიიზიდა და თეთრი თმა უკან გადაუწია. -დღეს აქ ვრჩებით? - კისერზე შემოხვია მკლავები, თან მწვანე თვალებში უყურებდა, უცნაურად რომ უელავდნენ. -დღეს, ხვალ და თუ გინდა ზეგაც დავრჩეთ. -მინდა. - გაიღიმა, თან ტიტეს ტუჩებს მიუახლოვდა. თვალი არ მოუშორებია კეკესთვის ისე გასწია ხელი მის ზურგს უკან, ძველებურ, პატარა მაგნიტოფონის ჩასართავ ღილაკს დააჭირა თითი და ოთახშიც წყნარი მელოდია გაჟღერდა. ნელა ააყოლა ტანი ყიფიანმა, ქალის სხეულიც აიყოლა. მის ყელში ჩარგო სახე, ქალის სურნელი ღრმად შეისუნთქა და ტანის ნელი რხევით დაიწყო მოძრაობა. კეკეს სწრაფი გულისცემა ესმოდა, თავისიც ჯაჭვლიანისას ჰყვებოდა. თითქოს მათი გულებიც მათთან ერთად ცეკვავდნენ. ყელში მიაკრო გახურებული ტუჩები, შემდეგ მაღლა აუყვა, ყბიდან ლოყაზე გადავიდა და ბოლოს მის ტუჩებთანაც მიაღწია. კაბის ქვეშ შემძვრალმა ხელი ფეხზე აატარა, კაბის ბოლოებიც აიყოლა და ფრთხილად მოაშორა სხეულიდან. წვრილი თითები შავი მაისურის ქვეს, პრესზე აატარა, ტიტეს დაჭიმულ სხეულზე თავისთვის გაეღიმა და მალე ისიც შარვლის ამარა დატოვა. -ხომ მენდობი პატარა? - ქალის ყურთან დაიჩურჩულა, თან ბიუსჰალტერი შეუხსნა და მალე მთლიანი მკერდი მოუშიშვლა. -ჰო. - ლოყებ შეფარკლული ტიტეს ყელს მიაშტერდა, ყიფიანმა კი ნიკაპზე მოკიდა თითები, თავი ააწევინა და კამკამა ცისფერებში ჩახედა, ონდავ რომ გალურჯებულიყო. ცას ჰგავდა. მოწმენდილ ცას. აღარაფერი უთქვამს ყიფიანს, შეფარკლულ ლოყაზე მიეფერა, შემდეგ თეთრ თმებში შეუცურა თითები, სახე თავისთან ახლოს მისწია და ტუჩებზე ნაზად შეეხო. ბუხრის წინ გაფენილ ტყავზე დააწვინა, თვითონ კი ზევიდან მოექცა. თითები მოხრილი მუხლისან ბარძაყზე აატარა, ყელი კოცნით გაიარა და მკერდამდე ჩასულმა კბილები ძუ.უს თავებზე მოუჭირა. ტანში სასიამოვნოდ გასცრა კეკეს კვნესის გაგებაზე. ტუჩები მუცელზე მიაკრო, შემდეგ თითებით საცვალი ნაზად მიაშორა, ფეხები გადააწევინა და მათ შორის მოთავსდა. ზევიდან დაჰყურებდა ამ თეთრ სილამაზეს, თეთრ კანზე გაუჩერებლად დაატარებდა თითებს და ეს უბრალო შეხებაც კი უდიდეს სიამოვნებას ანიჭებდა. პირველად რომ შეიგრძნო ქალის სხეული წამსვე ბედნიერებით აივსო. ტკივილისგან ამომავალ ხმებს ყელში უხშობდა, ნაზად ეფერებოდა და სიამოვნების მორევში თავისთან ერთად ითრევდა. მაქსიმალურად ცდილობდა თავის შეკავებას, ყლველაფერს კეკეს სიამოვნებისთვის აკეთებდა და იმის შეგრძნებით თუ როგორ ადნებოდა ქალი მკლავებში, თვთონაც ბრუვდებოდა. ბოლოს მისი ხმამაღალი კვნესაც მისწვდა ყიფიანის სმენას. თვალებ მინაბულ ქალს ზევიდან დაჰყურებდა სუნთქვა აჩქარებული. შემდეგ გვერდზე გადაწვა, მომღიმარმა ეკატერინეს მისუსტებულ სხეულს ხელი მოხვია და მკერდზე აიკრა. იქამდე იყვნენ ჩუმად სანამ ორივეს არ დაუმშვიდდა სუნთქვა, გულები კი ისევ გაორმაგებულად ფეთქავდნენ. -დაბადების დღეს გილოცავ პატარა. - შუბლზე აკოცა კეკეს, ისიც უცებ წამოიწია, ზევიდან დახედა გაოცებულმა, შემდეგ საათს ახედა, უკვე თორმეტს უჩვენებდა. -მადლობა. - ნაზად აკოცა ტუჩებზე, მერე ლოყებ შეფარკლულმა თვალებში ჩახედა. -რა ლამაზი ხარ ნეტავ იცოდე. - თვალებ გაბრწყინებული უყურებდა ქვევიდან, თან ეფერებოდა და ჯერ კიდევ არ სჯეროდა რომ ეს თეთრი ქალის მთლიანად მას ეკუთვნოდა. -ნუ მაწითლებ, ისედაც მთელი სხეული მიხურს. ყველა ადგილი მეწვის სადაც შემეხე და ასე მგონია მალე მთლიანად დავიწვები. - ტიტეს ყელში ჩამალა სახე, მის ფეხებში ახლართა თავისები და საყვარელი სურნელი ღრმად შეისუნთქა. -წავიდეთ. - კეკეს სიტყვებით ყურებამდე გაღიმებული უცებ წამოდგა ფეხზე, კეკე მხარზე გადაიკიდა და აბაზანისკენ დაიძრა. ისეთი პატარა იყო ორი დამიანი ძლივს ეტეოდა, ერთმანეთზე მიკრულები იდგნენ, კეკეს სხეულზე დააცოცებდა თითებს თვალებთან ერთად, ეფერებოდა, თან სხეულს უსუფთავებდა. ოდნავ შეხტა, სუნთქვაც კი შეეკრა როდესაც ტიტეს ხელი ფეხებს შორის იგრძნო. გულიანად გაეცინა ყოფიანს, აწითლებული სახე მთლიანად დაუკოცნა, შემდეგ ტუჩებზე დაეტაკა. - ჩემი ნუ გრცხვენია. -ცოტა დრო მჭირდება და შენს შიშველ სხეულ რომ შევეჩვევი, არც ჩემის გამოჩენა შემრცხვება. - წამოზრდილ თმაში შეცურებული თითებით თავი თავის სახესთან ახლოს მიაწევინა და ტუჩებზე თავის ინიციატივით წაეტანა. აბაზანიდან გასულებმა ისევ ბუხრის წინ გადაინაცვლეს, ცეცხლი დაპატარავებულიყო და უფრო კარგი ტემპერატურა იდგა, ამის გასანეიტრალებლად ფანჯარაც ღია ჰქონდათ. საცვლით მყოფი მაცივარს მიუახლოვა, პატარა ტორტი გამოიღო, სანთებელით ერთი სანთელი აანთო და თვალებ გაბრწყინებული კეკეს წინ დაჯდა. -სურვილი ჩაიფიქრე პატარა. - სანთელზე ანიშნა კეკეს, ეცინებოდა მის გამომეტყველებაზე, ტორტის ნაცვლად ისევ ტიტეს უყურებდა. ქალთმერთს ჰგავდა. თეთრი თმა წინ ჩამოშლოდა, მკერდს უფარავდა, თან ცისფერი თვალებიდან სინათლეს ასხივებდა. ბოლოს სანთელიც ჩააქრო, ტორტზე უარი თქვა, მის ნაცვლად კი ტიტეს ტუჩები დააგემოვნა. -მადლობა. -რისთვის? - ქვევიდან მოქცეულს დაჰყურებდა, სხეულის ყველა დეტალს უთვალიერებდა, თითებს ვერ აჩერებდა და ყველა წერტილში ეხებოდა. -იმისთვის რომ ჩემთან ხარ და ყოველთვის ყველაფერს სხვა ფერებში მაჩვენებ. - მხრებზე გადაატარა წვრილი თითები. მწვანე თვალებში უყურებდა და იმ ჭაობში უფრო და უფრო იძირებოდა. *** სარკის წინ იდგა თეთრ მაისურში და ჯინსის შავ შარვალსში გამოწყობილი, ხელები ჯიბეებში მოეთავსებინა და საკუთარ თავს უყურებდა. თვეების წინ ვერ იტანდა სარკეში ჩახედვას რადგან იქ დანახული უგრძნობი ფეხები თავს არასრულფასოვნად აგრძნობინებდა. ახლა კი წელში გამართული იდგა, მწვანე თვალები უელავდა და იმის გაფიქრებისას რომ მალე საყვარელ ქალს გულში ისე ჩაიკრავდა როგორც სურდა, სისხლი უდუღდებოდა. -წავედით? - ოთახში შეჭრილმა რატიანმა მიიქცია ძმაკაცის ყურადღება, ხელჯოხი გაუწოდა და ყიფიანმაც ხელიდან ააცალ. -მგონი არ მჭირდება. - რამდენიმე ნაბიჯი გადადგა, გიგი კი მომღიმარი შესცქეროდა. -როგორც გინდა. - მხრები აიჩეჩა რატიანმა, გულზე ხელ დაკრეფილი კარის ჩარჩოს მიეყრდნო, აქეთ-იქით მოსიარულე ტიტეს თვალი გააყოლა, ბოლოს ყელში ამოუვიდა, ჰაერში აწეული ჯოხი გამოართვა, მკლავში წაავლო ხელი და ოთახიდან გაიყვანა. - ლამაზი ხარ ნუ გეშინია, მოეწონები კეკეს. -გიგი. -კარგად დადიხარ შენს ძმობას ვფიცავარ. -ვიცი, პროსტა თავს რაღაცნაირად ვგრძნობ. -ყველაფერი კარგად იქნება. - მხარზე მიარტყა ხელი, შემდეგ კარისკენ უბიძგა და წინ წასულს გაჰყვა. ლიფტში შესულები მალე ჩავიდნენ პირველ სართულზე, შემდეგ კი ტიტეს გამო ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდნენ მანქანას. ცდილობდა ნელა, მაგრამ სწორად და გამართულად ევლო. აღარც ფეხის ტკივილი აწუხებდა როგორც თავიდან და ნელ-ნელა სიარულს თავიდან სწავლობდა. ცოტახანში დიდი სახლის წინ გააჩერა მანქანა რატიანმა, წარბ შეკრულ ტიტეს გადახედა და სიცილი ვერ შეიკავა. -შიგნით რა ხდება? -დიდი აუზი, საცურაი კოსტუმები, ბევრი სასმელი, ლუდები, კოქტეილები და პატარა საყვარელი გოგო-ბიჭები. - უდარდელად ჩაილაპარაკა ყიფიანის სახით გამხიარულებულმა. -სესილიას უთხარი რომ კეკე გარეთ გამოიყვანოს. -მოულოდნელად რომ დაადგე არ გინდა? -იმდენ ხალხში? არა. - მანქანიდან გადავიდა, სიგარეტს მოუკიდა და კარებს მიეყრდნო. -კარგი ხო. - ეზოში შესასვლელი კარისკენ დაიძრა, შესვლამდე ერთხელ გამოხედა ყიფიანს, წარმოიდგინა რა რეაქცია ექნებოდა კეკეს ასეთი ტიტეს დანახვისას და თავისთვის გაეღიმა. ეზოში უამრავ ახალგაზრდას მოეყარა თავი, სასმლით სავსე ჭიქებით ისხდნენ, ზოგი უბრალოდ იდგა და წინ მდგომს ესაუბრებოდა. უამრავ ნახევრად შიშველ სხეულში თვალების ცეცებით ჟღალ თმას ეძებდა, მთელი დღის მანძილზე არცერთხელ არ შეხმიანებია და ახლა ისე ენატრებოდა ერთი სული ჰქონდა დაენახა. მალე შეამჩნია კიდეც ვიღაც ბიჭთან მოსაუბრე ჟღალი, თავიდან წარბები შეკრა, მაგრამ სესას ლაღმა ღიმილმა ფიქრები სულ გაუფანტა, ნელა მიუახლოვდა, მუცელზე მოხვია ხელები და კისერში აკოცა. -ღმერთო, იცი როგორ მომენატრე?! - წამსვე მიბრუნდა გიგისკენ, გაბრწყინებული თვალებით ახედა ქვევიდან და მაშინვე საყვარელ ტუჩებს დაეტაკა. -ვხედავ. - შუბლზე აკოცა სესას, შემდეგ იქვე მდგომ ბიჭს შეხედა. -გაიცანი ნიკა, ჩემი მეგობარია, ოღონდ რამე ისეთი არ იფიქრო, გოგოები არ მოსწონს. -აჰ, გასაგებია. - ჩაიცინა და კედელზე მიყრდნობილ ბიჭს თავი დაუქნია. - გიგი. -არ ვიკბინები. - ჩაიცინა ნიკამ, გიგიმ კი წარბები ასწია. -უკაცრავად? -არ ვიკბინებითქო. - ოდნავ წაიწია გიგისკენ და ისევ გაიმეორა. -შენ თვითონ განასხვავებ საკუთარ თავს სხვებისგან, მე მაგრად მკი.დია ქალები მოგწონს, კაცები თუ ორივე ერთად. - მხარზე მიარტყა რამდენჯერმე ხელი, შემდეგ სესას მოხვია მკლავი მხრებზე და შედარებით წყნარ ადგილში გაიყვანა. ერთ-ერთ ოთახში შევიდა სავარძელში ჩაჯდა და სიგარეტს მოუკიდა. - აქ რა ამბები მოგიწყვიათ პატარა. - მომღიმარ სესილიას ქვევიდან ახედა, ისიც ნელა მიუახლოვდა, თითები კისერზე შემოხვია, გიგის კალთაში ჩაჯდა და ყავისფერ თვალებში შააშტერდა. - დალიე? -ცოტა. - ყბის ძვალზე აკოცა, შემდეგ ყელში და მისი სურნელიც შეისრუტა. -გარეთ ტიტეა, კეკეს ელოდება და შენი დავალებაა ეკატერინე გარეთ გაიყვანო, ისე რომ არაფერი იეჭვოს. - თითები ჩამოატარა მკერდის ძვალზე, შემდეგ ორი თითი კაბის ქვეშ შეუცურა და ძუ.ძუს თავზე მოუჭირა. -ახლა არ შემიძლია. - ნერწყვი გადაყლაპრა და თვალები წამსვე მინაბა. გაეღიმა გიგის ქალის მდგომარეობაზე, თმაში შეუცურა თითები და ტუჩები ვნებიანად დაუკოცნა. -ადექი და დახმარებისთვის მერე გადაგიხდი. - ნიკაპზე მიაკრო ტუჩები და სესაც დანებდა. -დავიმახსოვრე. - კიდევ ერთხელ აკოცა, შემდეგ ნელა წამოდგა კაცის მუხლებიდან და ოთახი დატოვა. როგორც კი კეკე დაინახა სწრაფად დაიძრა მისკენ, მკლავში ჩაავლო ხელი და სახლიდან გაიყვანა. -რას აკეთებ? სად მიგყავარ? -დროა ზურპრიზი განახოთ, გარეთ დამელოდე და რომ მოვამზადებ ამ გამოდებილებულებს შემოგიშვებ. - ეზოს კარები გააღო და კეკეც გარეთ გააგდო. -ხომ არ გაგიჟდი! სესა მოგკლავ იცოდე, შემომიშვი! - რკინის კარს ხელი დაარტყა, მაგრამ სესილია იქ აღარ იდგა, სახლისკენ მიიწევდა და ერთი სული ჰქონდა იმ ოთახში შესულიყო სადაც გიგი ელოდებოდა. ბოლოს დანებდა ჯაჭვლიანი, კარებზე მიდებულ ხელს შუბლით დაეყრდნო და ჰაერი ღრმად შეისუნთქა. მოულოდნელად იგრძნო მზერა, რომელმაც სხეული აუწვა, გული აუჩქარდა და გვერდზე ინსტიქტურად გაიხედა. მანქანაზე მიყრდნობილი ტიტეს დანახვისას ყველაფერი გადაავიწყდა, თვალები მომენტალურად გაუბრწყინდა და კარებს მოშერებულმა ინსტიქტურად ერთი ნაბიჯი გადადგა. ერთს მეორეც მიჰყვა, მეორეს კი მესამე. თვალს ვერ აშორებდა მთასავით მდგომ კაცს, მონატრება აწვებოდა, მასთან მიახლოვებულს ცხვირში ნაცნობი სურნელიც ხვდებოდა და თვალები ეწვოდა. გაშეშებული, სუნთქვა შეკრული უყურებდა ყიფიანი, ხმის ამოღებას ვეღარ ახერხებდა ისეთი ლამაზი ეჩვენებოდა მისკენ მიმავალი ქალი. მოკლე, თეთრი ბრეტელებიანი კაბა ეცვა, წვრილ ქუსლებზე შემომდგარიყო და ნელი ნაბიჯებით უახლოვდებოდა. -გილოცავ პატარა. - თითებში მოქცეული თეთრი ვარდი შეათამაშა, შემდეგ კი კეკეს გაუწოდა. არაფერი უთქვამს ჯაჭვლიანს ისე გამოართვა ვარდი, შემდეგ ტიტეს გამოშვერილ ნეკა თითს დახედა. - მაპატიებ თვეებს რომლებიც ჩემს გარეშე გაგატარებინე? - ნერწყვი ძლივს გადააგორა ყელში. თვალები ჩაუწითლდა და სუნთქვაც კი შეწყვიტა თვალებ ამღვრეული კეკეს პასუხის მოლოდინში. - ბოლო იყო გეფიცები. - ბოლოს ღიმილით დაამატა სიტყვები. -მჯერა. - ოდნაავ გაიღიმა, ნეკა ტიტეს თითს შემოხვია და საყვარელ კაცს თვალებში ჩახედა. რამდენიმე წამით უყურებდნენ ერთანეთ, გრძნობდნენ და ერთმანეთის თვალებში ხედავდნენ იმ მონატრებას, თუ სიყვარულს, რომელიც ერთმანეთის მიმართ გააჩნდათ. ორივემ ერთდროულად იფეთქა, ძლიერად მოეხვივნენ ერთმანეთ და მონატრებული სურნელი ხარბად შეისუნთქეს. - ღმერთო როგორ მომენატრე. - ჩამწყდარი ხმით ამოიტირა, თვალები ერთმანეთს მაგრად დააჭირა და მკლავებიც მთელი ძალით მოხვია. -ჩემო პატარა. - ყელში აკოცა, შემდეგ ლოყაზე და ცხვირი ისევ კეკეს ყელში ჩარგო. -ღმერთო არ მჯერა. - ისევ ამოიტირა, შემდეგ თავი წამოსწია და მონატრებულ ბაგეებს თავისი სველი ტუჩები მიაწება. ტანში დავლილმა ჟრუანტელმა ორივე გააბრუა და იქაურობას მოსწყვიტა. -კეკე. - ხელის გულებში მოიქცია ქალის სახე, ცრემლები ცერა თითებით შეუმშრალა და თვალებში ჩახედა. - ნუ ტირიხარ რა… აქ ვარ, შენთან ვარ და დღეიდან ყოველთვის შენთან ვიქნები, მაგრამ ახლა შეწყვიტე ტირილი, გული მტკივა და თავი მძულდება შენს ცრემლებს რომ ვხედავ. - ორივე თვალზე აკოცა, მერე ვნებიანად დაუკოცნა ტუჩები და ისევ მოეხვია. - მიყვარხარ. - კეკეს ყურთან დაიჩურჩულა, იქვე აკოცა, თან ხელი წვრილ წელზე ჩაასრიალა. -მეც. - ხმადაბლა ჩაილაპარაკა, მაშინვე იგრძნო ყიფიანმა როგორ აუწითლდა ლოყები ქალს და მონატრებული ვარდისფერი ლოყების დასანახად წამსვე უკან გასწია თავი. - კარგი რა ტიტე. - თავი ჩახარა, შემდეგ ქვევიდან ახედა კამკამა ცისფერებით და ყოფიანსაც გული გაუჩერა. - მოსვლა დაიგვიანე, უკვე ყველა მთვრალია და ნელ-ნელა მიდიან. -ზუსტად თავის დროზე მოვსულვარ. - ქვედა ტუჩზე იკბინა, თან წელზე მოხვეული ხელით უფრო მჭიდროდ მიიკრა სხეულზე ქალი, თმა ყურს უკან გადაუწია და ლოყაზე ცერით მიეფერა. - შენი შესვლა საჭირო აღარ არის ხო? -არა. - თავი გააქნია მომღიმარმა. იმ დროს პატარა ბავშვს ჰგავდა, ყურებამდე იღიმოდა და მოუთმენლად ელოდა ტიტეს შემდეგ ნაბიჯს. -მაშინ წავიდეთ. - ხელი გადახვია, თან საფეთქელზე აკოცა და კეკეს წელზე მოხვეული ხელიც იგრძნო. -ამ ფეხსაცმლით ვერსად ვერ წამოვალ მე. - თავის ფეხებს დახედა, შემდეგ ტიტესას, ოდნავ კოჭლობდა, მაგრამ ცდილობდა არ შეემჩნია. -ვერც მე ვივლი ჩემი ფეხებით დიდხანს პატარა. - ზევიდან დახედა წარბ შეკრულს, გაეცინა მის სახეზე და ლიყაზე ხმაურით აკოცა. - ნუ მებვღვირები, ჯერ ვერ ვივლი… მაქსიმუმ ერთი თვე და დაპირებულ ტურსაც მოგიწყობ. -არაფერი მინდა, მთავარია შენ იყო ჩემთან და თუ გინდა მთელი ზაფხული შენთან ბინაში გავატაროთ, ან ტბაზე ავიდეთ… -რამდენი დრო დავკარგეთ… თავიდანვე ცოლად უნდა მომეყვანე, ახლა ალბათ პატარა ბიჭი გვეყოლებოდა. - ბარდიულზე მდგომმა ხელი აუქნია მომავალ ტაქსს და იმანაც სწრაფად გააჩერა. -არაა, ალბათ მერეც მეტყოდი, არ მინდა ასეთს მიყურო და სახლიდან გამაგდებდი. - ბურტყუნით გამოაღო მანქანის კარი და შიგნით მოთავსდა. - თან ბავშვთან ერთად. -აბა ორივეს ერთად როგორ მოგვივლიდი? - მძღოლს მისამართი უკარნახა, შემდეგ კეკეს გასცა პასუხი სერიოზული ტონით და ჯაჭვლიანმაც წარბაწეულმა ახედა ქვევიდან. - ვხუმრობ რა გჭირს… ჯანდაბა პატარა, როგორ მომენატრე იციი? - მტევანზე აკოცა, შემდეგ თითებზე გადავიდა. - მადლობა რომ არ გაჭედე და გამომყევი. -წასული იყავი და დაბრუნდი, რაზე უნდა გამეჭედა? - უდარდელად ჩაილაპარაკა, ტიტეს კი თვალები გაუბრწყინდა. მთელი არსებით გრძნობდა როგორ უყვარდა ეს ქალის და არ იცოდა ეს უსაზღვრო სიყვარული როგორ გამოეხატა, რა სიტყვებით აეღწერა და რა გაეკეთებინა. - მე ყველაფერი ვიცი ტიტე, ყველა შენს ფიქრზე ვფლობ ინფორმაციას, ახლაც ვიცი რას ფიქრობ და არ გჭირდება რამის თქმა. ისედაც ვხედავ ყველა შენს გრძნობას. -მგონი მართლა ჯადოქარი ხარ პატარა. - ყბის ძვალზე აკოცა მომღიმარმა. -კი, მოგაჯადოვე. - სიცილით გააქნია თავი, შემდეგ თვალებში ჩახედა. მონატრებული ჰყავდა ასეთი ტიტე, ბოლოს რომ ნახვა ის ადამიანი სრულიად განსხვავდებოდა ყიფიანისგან, შინაგანად დამტვრეული იყო, ახლა კი ისევ თავისი ტიტე ბრუნდებოდა. ისე უნდოდა იმ დროს გაჭ....ტვამდე მოხვეოდა სისხლი უდუღდა. უნდოდა მთლიანი სახე დაეკოცნა, მისი ტანის ყველა წერტილს შეხებოდა და მონატრებული სხეული მთლიანად დაელაშქრა. -ერთი სული მაქვს სახლში როდის მივალთ. - ყურში ჩასჩურჩულა, თან ფეხზე აატარა ხელი, კაბის ქვეშ შეძვრა და კეკეს შეტყუპებულ ფეხებზე გულინად გაიცინა. -ხალხი გაურკვევლობაში მყავს. - ტელეფონი გამოართვა ტიტეს, კამერაში შევიდა და ტელეფონი მაღლა ასწია. - აინტერესებთ დაგშორდი თუ არა. ვერ იგებენ რატომ ვდებ ყოველ დღე მარტო სურათს, სად გაქრა ტიტე ყიფიანი და თუ დავშორდი რატომ არ ვშლი სურათებს… ამიტომ შემომხედე რომ ვაცნობი ხალხს შენი დაბრუნების შესახებ. - ტიტეს შეხედა, ისიც სწრაფად მისწვდა ქალის ტუჩებს და კეკემაც რამდენიმე სურათი გადაიღო. -ტრიპაში გოგო ხარ. -პოპულალურობას არ ვკარგავ. - სწრაფად შევიდა თავის ინსტაგრმზე და ახალი სურათი ატვირთა. -ერთადერთი თეთრი ქალი ხარ პატარა, პოპულალურობას როგორ დაკარგავ. - ტელეფონი ააცალა ხელიდან, მთლიანი ინსტაგრამი გადაუთვალიერა და ბოლოს ჯიბეში დააბრუნა. მალე კორპუსამდეც მივიდნენ, მომღიმარ ტაქსის მძღოლს ფული გადაუხადეს და შენობისკენ დაიძრნენ. როგორც კი სახლში შევიდნენ მაშინვე მოხვია წელზე ხელი კეკეს და ტანზე აკრულს ტუჩებზე დაეტაკა. კედელთან მიმწყვდეულს ყელში აკოცა, თან კაბის ბრეტელი მხრიდან გადაუწია, იქაც მიაკრო ტუჩები, შემდეგ მოშიშვლებულ მკერდზე გადავიდა. სწრაფად მოაშორა კაბა სხეულიდან, წელზე შემოისვა და საძინებლისკენ დაიძრა. მთელი მონატრება ერთ ღამეში ჩააქსოვა. საყვარელი ქალით ტკბებოდა, მთლიანად მისით ივსებოდა და სხვა არაფერი აღარ ადარდებდა. მთავარი კეკეს გვერდზე ყოლა იყო. მთავარი იყო დილით გაღვიძებულს მისი სახე, თეთრი წამწამები და თეთრი თმები დაენახა, სხვა ყველაფერი მეორე ხარისხოვანი ხდებოდა. მისი სურნელი ისევ ტრიალებდა საძინებელში და კეკესაც ყიფიანის სურნელი ასდიოდა. * ყველაფერი თავის ადგილს უბრუნდებოდა, ტიტე ისევ მკურნალობდა იქამდე სანამ მთლიანად არ დაიბრუნა სიარულის უნარი ყველანაირი კოჭლობის გარეშე და მაშინვე ახალ თავგადასავალში მონაწილებოდა გადაწყვიტა. ზაფხულის შუა თვე იყო, ყიფიანების სახლში უამრავი ხალხი ირეოდა, ეზოში მდგომ გრილთან კაცები შეკრებილიყვნენ და სტეიკის შეწვაში გართულები საუბართან ერთად ლუდსაც სვამდნენ. საღამო იყო, უკვე მზე ჩადიოდა, სირბილით დაღლილი ბავშვები ნელ-ნელა ოთახებში შედიოდნენ და უფროსებსაც დასვენების საშუალებას ახლევდნენ. მხოლოდ პატარა ნუცა არ ისვენებდა, ლილეს აწვალებდა და არც მამის მკლავებში ჩერდებოდა. შორიდან უყურებდა ტიტე ბავშვით მყოფ გაგას, რაღაცას ეუბნებოდა, წუთით გააჩუმებდა და მერე ისევ ტირილს იწყებდა. რომ ვეღარ გაუძლო ნელა მიუახლოვდა, თავიდან უბრალოდ ათვალიერებდა, ბოლოს მაინც დაელაპარაკა. -რამე აწუხებს? -მუცელი, შებერილი აქვს და სტკივა ალბათ. - მომღიმარმა ახედა ქვევიდან, შემდეგ ყელში აკოცა ნაზად შვილს, თავზე მიეფერა, ბავშვმაც მხარზე დაადო ლოყა და ცოტა დაწყდნარდა. -ლილე სად არის? - ისევ განაგრძობდა საუბარს, თან ბავშვს არ აშორებდა თავალს. -დაიღალა, დამიტოვა ბავშვი და გაიქცა… ვერ აჩერებს ეგ, დედიკო მარტო აჭმევს, მერე სულ მამასია. - მტევანზე აკოცა, იმანაც ტუჩებზე მიადო ხელის გული და თავი წამოსწია. - რაო მა? მუცულა გტკივა ჩემო პატარა? - ხელის გულზე აკოცა, იმასაც ეღიმებოდა რამდენჯერაც აკოცებდა, ტიტე კი გაოცებული შეჰყურებდა. - შვილზე მაგარი არაფერია დამიჯერე, ამას არავინ და არაფერი მირჩევნია. -ვიცი. - ჩაიღიმა და ნუცას თავზე გადაუსვა ხელი. -არ იცი, სანამ ხელში არ დაიჭერ შენს ნაწილს იქამდე ვერ გაიგებ. -მომიყვანე. - წელზე მოხვია ხელები ბავშვს და უცებ მოიქცია თავის მკლავებში. იქვე მდგომი ჯაჭვლიანი სუნთქვაშეკრული უყურებდა ბავშვით მყოფ ტიტეს, ხედავდა როგორ ეფერებოდა, კოცნიდა და ეთამაშებოდა. ინსტიქტურად ეფერებოდა ცერით თხელ მუცელს, უდიდეს ბედნიერებას გეძნობდა და ერთი სული ჰქონდა ეს ბედნიერება ტიტესთვისაც გაეზიარებინა. -უხდება ბავშვი. - ხელი გადახვია მაშომ და კეკემაც მომღიმარმა გახედა. -მეჩვენება თუ ზედმეტად უხდება? -როდის უნდა უთხრა? -ალბათ დღეს ვეტყვი, არ ვიცი ვნახოთ. -გაგიჟდება. - მომღიმარი უყურებდა ძმას და სიძეს, ასე ერთად არასდროს უნახავს და უნდოდა ლილესაც დაენახა. -შენ, თეთრო რძალო მოდი აბა. - როგორც კი კაცის ხმა გაიგო მაშინვე უკან მიბრუნდა და ხელში სანდრო შერჩა, თავის ცოლთან ერთად იდგა და შემწვარ სტეიკს აჭმევდა. ნელა მიუახლოვდა იქ მდგომ კაცებს, გრძნობდა ყველა მას უყურებდა და ცოტა იბნეოდა კიდეც. -მთლად რძალი არ ვარ, მაგრამ გისმენ. -სუნი ხომ არ გაწუხებს? - თვალი ჩაუკრა და დანის წვერზე წამოცმული პატარა ნაჭერი გაუწოდა. -არა, პირიქით. - ჩაიღიმა და სანდროც ყველაფერს მიუხვდა. - მიყვარს მწვადის სუნი. -არ იცის? - კეკესკენ გადახრილმა ჩუმად იკითხა და ჯაჭვლიანმაც თვალები ჭყიტა. -ძალიან მომწონხარ, მაგრამ ხმას თუ ამოიღებ არ ვიცი რას გიზამ. -არაფერს ვამბობ. - ხელები ასწია, თან თეთრი წამწამების ქვეშ მოთავსებულ ცისფერ თვალებს დააკვირდა. - მოგწონს? -ძალიან. -ჩემმა გოგომ საბოლოოდ ჩამიგდო ხელში და აღარ აინტერესებს თავისი ფორმები, ჭამას მიეძალა და ცოტა მომიპუტკუნდა. - მუცელზე მოხვია ხელები, ყელში აკოცა კეკეს, შემდეგ მხარზე ჩამოადო ნიკაპი. -შენ არ ამბობდი უნდა გაგასუქოო? -ვხუმრობდი მე პატარა. -ნუ აფერისტობ. -შენ როგორ ხარ ნათი? მოძრაობს უკვე ეგ მაიმუნი? -ხან სად მირტყამს ხან სად. - მომღიმარმა შეხედა ტიტეს, თან ისევ დააგემოვნა ხორცი. - ეყოფა ამას, აიღეთ თორემ დაგეწვებათ და მივიდეთ სუფრასთან, მერი გველოდება. - სწრაფად ჩაილაპარაკა და სხვებთან ერთად იქვე გაშლილ მაგიდას მიჯდა. -ასე ერთად ძალიან ბევრნი ხართ. - ქვედა ტუჩზე იკბინა და კისერზე მოხვია ხელები. -დაგღალეს? - ჩაიღიმა, თან ცხვირის წვერზე აკოცა. -არა, პირიქით. -მე დამღალეს… ენერგიას მაცლის ამხელა ხმაური, ყველა მიყვარს, მაგრამ შენთან ერთად მშვიდად წოლა მირჩევნია. - ცხვირის წვერი გაუსვა ტუჩებზე, მერე ნიკაპზე აკოცა. -ცოტახანში წავიდეთ. -კარგი. - ტუჩებზე აკოცა, შემდეგ ხელი მოხვია და მაგიდისკენ დაიძრა. ყველა ერთმანეთში საუბრობდა, იცინოდნენ, მხიარულობდნენ და მთლიან სახლს ახმაურებდნენ. ერთადერთი მაშო იჯდა მარტო მაგიდასთან, მომღიმარი უყურებდა დაძმებს, თავის საყავრელ ადამიანებთან ერთად და თვითონაც ბედნიერებით ივსებოდა. *** -ალბათ დავწერ, ჰო დავწერ და მერე ჩვენს შვილის შვილებს წავუკითხავ ყველაფერს. - ტბის პირას ბალახზე მწოლს მკლავი ამოედო ქალის თავქვეშ, თეთრ თმაზე ეფერებოდა, თან ვარსკვლავებით მოჭედილ ცას შეჰყურებდა. -რას ტიტე? - ქვევიდან ახედა მშვიდად მყოფ კაცს, ყიფიანი კი წარბსაც არ არხევდა. -წიგნს დავწერ ჩვენზე და ჩვენს უსაზღვრო გრძნობებზე. - თავი მიატრიალა ქალისკენ, ტუჩებზე ნაზად აკოცა, თან მისი სურნელი შეისუნთქა. -არ მინდა წიგნი, ვერც დამინახავენ და ვერც გაიგებენ ვერაფერს. -კეკე. -შვილიშვილებზე ნუ მელაპარაკები. - ლოყაზე მიეფერა თვალებ ჩაწითლებულ ყიფიანს, ცხვირის წვერი ტუჩებზე გაუსვა, შემდეგ ნიკაპთან ახლოს აკოცა. -მე შენს გარეშე ვერ ვიცხოვრებ და ეს შენც იცი. -ჩვენი შვილების გამო იცხოვრებ. -რამდენი წელი? დამატებით ოცი, ან ოცდაათი? -როცა გამიცანი უნდა გცოდნოდა რომ ტკბილი და თბილი სიბერე არ გვექნებოდა. - თმებში შეუცურა თითები, თავი ოდნავ გადააწევინა და ყელში აკოცა. -გეყოფა. - თვალები დააჭირა ერთმანეთს. იმის გაფიქრება რომ წლების შემდეგ კეკეს ნაადრევად დაკარგავდა გულის არეში ტკივილს ჰგვრიდა. არ შეეძლო ფიქრი მომავალზე სადაც ეკატერინე არ იქნებოდა. ყელში ბურთი აწვებიდა იმის გაფიქრებაზე რომ კიდევ ერთი ამდენი წლის გატარება მოუწევდა მის გარეშე. განა თვითონ არ იცოდა რომ ეს ყველაფერი გარდაუვალი იყო, უბრალოდ ამაზე საუბარი ჯერ ძალიან ადრე ეგონა. საერთოდ ხმის ამოღებაც კი არ სურდა ამ თემაზე. -მიყვარხარ. - თმაზე ეფერებოდა, თვალებ აბრჭყვიალებული იღიმოდა, ისე ანათებდა როგორც სჩვეოდა. თეთრი ქალი იყო კამკამა ცისფერი თვალებით, თეთრი წამწამებით და თეთრი ნაზი კანით. როგორც ყოველთვის ახლაც სუნთქვას უკრავდა ყიფიანს თავისი მომაჯადოვებელი ღიმილით, ის ვარდისფერი ტუჩები კი კოცნის სურვილს უჩენდა. -შენებს როდის ეტყვი? - ოდნავ ამობერილ მუცელზე გადაატარა ხელი, ტუჩებზე ნაზად აკოცა, შემდეგ ლოყაზე, ლოყიდან ყელზე გადავიდა და ლავიწებს გაუყვა. -ჩემები ისედაც მიხვდნენ რომ მომიტაცე, დამიტოვე შენთან და აღარ გამიშვებ. ალბათ უკვე იმასაც ფიქრობენ რომ თაფლობის თვეს ვიხდით, ბავშვზე რომ ჩავალ მერე ვეტყვი. - შიშველ მხრებზე გადაატარა წვრილი თითები, შემდეგ იდაყვებით დაეყრდნო ბალახს და მუცელთან ჩასულს დახედა. -როდის წავიდეთ. - ტუჩები მიაკრო მუცელზე, თან ქვევიდან ახედა მომღიმარ ჯაჭვლიანს. -ჯერ არა. -ერთი თვეა მაგას იძახი პატარა. -მომწონს აქ ყოფნა. -შენი გიჟი დაქალი არ მოგენატრა? -მომენატრა, მაგრამ მე საშინელი დაქალი ვარ და შენთან ყოფნა მირჩევნია სესას გაუჩერებელი საუბრის მოსმენას. - ჩაიცინა, შიშველი ფეხის გულები მიაბჯინა მკერდზე, თან ტუჩზე იკბინდა. -ეს წესით მეორე უნდა ყოფილიყო თავის დროზე რომ მემოქმედა. -არაუშავს, მეორეზე შემდეგ ზაფხულს ვიფიქროთ. -გიჟო. - ცხვირზე ჩამოჰკრა თითი, შემდეგ ფეხები გადააწევინა, მათ შორის მოთავსებული კეკეს სახესთან ახლოს მიიწია და ტუჩებზე აკოცა. - გაქაჩავ? -ვნახოთ. - კისერზე შემოხვია მკლავები, ფეხები წელზე შემოაწყო, თან ტიტეს ყელში აკოცა. მისი ტუჩების შეხებისგან წამდაუწუმ უვლიდა ჟრუანტელი, ვნებისგნ ამწვარი თვალების გახელას ვეღარ ახერხებდა და უფრო მეტის მოლოდინში მყოფს სხეული უთრთოდა. ყიფიანის სხეულზე დაასრიალებდა თითებს, ზურგზე გადადიოდა და წელს მიუყვებოდა ქვევითკენ. სწრაფად, მარტივი მოძრაობით გადააბრუნა ყიფიანი, ბალახზე ზურგით გაწოლილს ზევიდან მოექცა და ჭინკებ ათამაშებული თვალებით დახედა მომღიმარ კაცს. - გახსოვს პირველად ერთად რომ გვეძინა? -ყველაფერი მახსოვს… მაშინ რა საყვარლად წითლდებოდი ხოლმე, ახლა აღარაფრის გრცხვენია. - მაისურის შიგნიდან შიშველ მკერდზე თითებით მიეფერა, შემდეგ მუცელზე გადავიდა. - ჩემი პატარა.. როდის გაიზრდება. - წამოწეულმა მუცელზე მიაკრო ტუჩები, შემდეგ საყვარელი ბაგეები დაუკოცნა. - შევიდეთ. - ფეხზე წამოდგა წელზე შემოსმულ კეკესთან ერთად და მალე ქოხის ხის კედლებს იქით გაუჩინარდა. აგვისტოს ბოლო დღე იყო, სახურავზე დამაგრებული საკვამლე მილიდან ისევ ამოდიოდა ნაცრისფერი ბოლი, ფანჯარაში ორი სხეულის ჩრდილი ჩანდა, ნელა ანთავისუფლებდნენ სამოსისგან სხეულებს და ერთმანეთს ეალერსებოდნენ. ისევ ჩანდა კაცის ჩრდილი რომელიც ოდნავ ამობერილ მუცელთან ჩურჩულებდა, შემდეგ ბევრს კოცნიდა და ირგვლივ ქალის კისკისის ხმაც ვრცელდებოდა. *** როგორც წლების წინ, ახლაც ტბის პირას იჯდა. უკვე ოცდამეთოთხმეტე ზაფხულს ამთავრებდა ეკატერინეს გარეშე. ყოველ წელს უფრო და უფრო ტეხდა დაბერებულ კაცს საყვარელი ქალის გარეშე ცხოვრება. აღარაფრის ხალისი აღარ ჰქონდა და მოუთმენლად ელოდა დღეს როცა თავის ქალს ისევ ნახავდა. რამდენჯერ ჰქონია მომენტი როცა მონატრება ვერ აუტანია, რამდენჯერ უფიქრია ზე და ყოველ ჯერზე თავი დაუტუქსავს ამის გამო. რაღა ჰქონდა? სურათები და ვიდეოები, რომლებიც მათ მთლიან ცხოვრებას ასახავდა. ყველა დღეს, თვეს და წელს, რომელიც ერთად გაატარეს. პირველი ზაფხულიდან დაწყებული მოგონებები, რომლის ნახვაც ყოველ ჯერზე ცრემლს გვრიდა ყიფიანს. შეუკავებლად, დაუმალავად ეტირებოდა და გვერდზე მყოფ გაჭაღარავებულ სესილიასაც აატირებდა ხოლმე. -ბებოს მერე რატომ არ შეირთე მეორე ცოლი? მარტო ცხოვრება ტეხავს. - პაპის გვერდზე მჯდომი ოცი წლის ბიჭი ბალახს გლეჯდა, თან ტბას გაჰყურებდა. -სიმართლე გითხრა არც მიფიქრია მაგაზე. მთელი ცხოვრებაა ჩემი ქალი მიყვარს, სხვა როგორ უნდა მომეყვანა. -მე არავინ შემიყვარდება. -რატომ ვითომ? - გაეცინა ტიტეს ბიჭის კატეგორიულობაზე. მისი ყურებისას სულ თავის ახალგაზრდობა ახსენდებოდა. ზედმეტადაც კი ჰგავდა, მაგრამ კეკეს მსგავსი ცისფერი თვალები ჰქონდა. არცერთ შვილს გამოჰყოლია მისი თვალები, მაგრამ ნიკოლოზს ჰქონდა. -რავიცი. -კაცები ხომ არ მოგწონს? - ზურგზე დაარტყა ხელი და თავ ჩახრილს დააკვირდა. უცებ ამოხედა წარბშეკრულმა და ტიტესაც გულიანად გაეცინა. -რა კაცები ტო, რას მეკაიფები… პროსტა არავინ არ მომწონს, ყველა მოსაბეზრებელია. -ჯერ პატარა ხარ, ნამდვილი სიყვარული მერე მოდის. -ბებო სად გაიცანი? -სკოლაში, ბოლო ზარი ჰქონდა, პერანგზე დავაწერე, თან ვარდიც მივუხატე… გიჟდებოდა დილით ვარდს რომ ვახვედრებდი საწოლში, ვერაფრით მათქმევინა როგორ შემქონდა შიგნით დაკეტილი კარის მიუხედავად. -და როგორ შეგქონდა? - ინტერესით მიაჩერდა პაპას. -თავის ბიძაშვილს ვაძლევდი, ჩემი ძმაკაცის ძმაკაცი იყო და მეხმარებოდა. - თავი გააქნია სიცილით და ნიკოლოზიც გააცინა. - საზღვარი არ ჰქონდა არაფერს რაც კი კეკეს ეხებოდა. შემეძლო გამეკეთებინა ნებისმიერი რამ ოღონდ მის სახეზე ღიმილი დამენახა. ყველაფერი უსაზღვრო იყო კეკესთან დაკავშირებით და ჩვენც უსაზღვროდ გვიყვარდა. - ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლი შეიმშრალა, შემდეგ ნიკოლოზს ზურგზე მიარტყა ხელი რამდენჯერმე. - უნდოდა ეს ადგილი პირველი შვილიშვილისთვის მეჩუქებინა, მე რომ წავალ, ეს ადგილი შენი იქნება, მაგრამ დამპირდი რომ მხოლოდ იმ ქალს მოიყვან ვინც მთელი არსებით გეყვარება. -უსაზღვროდ? - გუჩის კუთხე ჩატეხა ბიჭმა და დამშვიდებულ ტბას შეხედა. -ჰო, ყველა სიგიჟით, სადაც არანაირი ზღვარი არ იარსებებს. -კარგი… ანუ ბებოს საყვარელი ადგილი აქ იყო? -აქ იყო. ჩვენს ქოხში, ჩემს მკლავებში. - ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი, შემდეგ სიგარეტი გააბოლა და როგორც კი წამოახველა თითებიდან ააცალა ნიკოლოზმა, მიწაზე ჩააქრო, თან შუაზე გადატეხა. გაეცინა შვილიშვილის ქცევაზე ყიფიანს, თავზე აკოცა, მერე კი ახალ ღერს მოუკიდა. და მაინც, რა ცოტა იყო 22 წელი რომელიც ერთად გაატარეს. არ ეყო, რამდენი წელიც არ უნდა გაეტარებინა კეკესთან მაინც არასდროს იქნებოდა საკმარისი. ეკატერინე ჯაჭვლიანი იყო ქალი, ვისთანაც ყველა საზღვარს სცდებოდა და ის იყო მთელი უსაზღვროება. ................ ესეც დამთავრდა და მე უკვე ახლის წერა დავიწყე. მადლობა დიდი ვინც კითხულობდით, მომყვებოდით, მელოდებოდით და თქვენს აზრს მიზიარებდით. საერთოდ მნიშვნელოვანიც კია თქვენი აზრის გაზიარება სულ რომ კრიტიკით იყოს სავსე და მადლობა თქვენ რომ მავსებდით ემოციებით. პ.ს უბრალოდ ასე მინდოდა დამესრულებინა, თავისით დამეწერა, არ ვიცი რას იფიქრებთ თქვენ, მართალია ძალიან მაინტერესებს, მაგრამ ეს მაინც ჩემთვის ისეთი დასასრული იყო როგორიც მინდოდა. მომავალ ისტორიამდე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.