შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თავდავიწყებით შემიყვარდი (თავი 8)


31-01-2020, 23:43
ავტორი Smailiki
ნანახია 1 557

  - ეს რა არის? - კითხულობს ნიკა ხველებებს შურის, ისეთი სახე აქვს ლამის დამახრჩოს. ახველებს და ახველებს, ახველებს და ახველებს, არ ჩერდება. მგონი ჩემი ბლინი მოკლავს ამ საწყალს. წყალს ვაწოდებ, რომ დალიოს. ისიც საწყალი სახით მართმევს ჭიქას და ბოლომდე ცლის. პირველად ვხედავ ნიკას ასეთ " საწყალ" მდგომარეობაში.
   - ვერ ხვდები რა დაგიშავე ასე ძალიან, რომ გინდა ჩემი სიკვდილი. - ამბობს ნიკა დამცინავი ტონით. დამწვარი ბლინი ვაჭამე. რა მოხდა ერთი, ასე რომ გააზვიადა?
   - კარგი რა ნიკა. - ვამბობ და გაბუტული ვუყურებ, ტუჩებს ვპრუწავ და წარმბებს დაბლა ვწევ. ნიკა კი ისევ იცინის. ოღონდ ახლა ბლინებზე კი არა ჩემს საქციელზე.
   - შენ ამბობდი გაჯობებო არა? - ამბობს, იცინის და თავისი მწვანე თვალებით მაშტერდება.
   - გაჯობებდი, უბრალოდ გემრიელი, დაუმწვარი ბლინები შემომეჭამა. - ვამბობ და ვიკრიჭები.
   - ანუ მე დამიტევე დამწვრები არა? - ამბობს მშვიდი ხმით და ცდილობს გაბრაზებული სახე დაკეროს, მაგრამ არ გამოსდის.
   - ასე გამოდის. - ვბობ და მის გაკეთებულ ბლინს ხელს ვკიდებ და ნაზად ვკბეჩ შემდეგ ლუკმას.
   - არც შენი ბლინებია სრულყოფილი. - ვაგრძელებ ჩემს სათქმელს. რა თქმა უნდა მისი ბლინები განსაკუთრებულად გემრიელია, მაგრამ მას ხომ არ შევაქებ, არა?! ნეტა რა ჩაამატა შიგნით ასეთი კარგი, რომ გამოუვიდა?!
   - მართლა?! - ამბობს გაკვირვებული, ჩემს თეფშს ხელს კიდებს და თავისკენ აჩოჩებს.
   - რას აკეთებ?
   - რას ვაკეთებ? შენ არ მოგეწონა და მე შევჭამ. - ამბობ და მიღიმის თავის თავში დარწმუნებული.
   - კარგი, კარგი, ხო. შენი უფრო გემრიელი გამოვიდა. ახლა კი მეც მაჭამე.- ბოლოს მაინც დავთმე ჩემი პოზიცია. ნიკა ბლინს იღებს და ჩემს ტუჩებთან მოაქვს. მეც პირს ვაღებ და ვკბეჩ.
   - კიდე მინდა.
   - ჯერ ჩემი ჯერია, მიდი მაჭამე. - ამბობს ნიკა. მე კი ბლინს ვიღებ და მის ტუჩებთან მიმაქვს, როგორც კი პირს აღებს მაშინვე მთლიანად ვტენი პირში. გამოტენილ პირს ძლივს ამოძრავებს.
   ნიკა ისევ იღებს ბლინს და ჩემსკენ მოაქვს დარწმუნებული ვარ ანალოგიურს გააკეთებს, რაც მე.  მაგრამ არა. ნელა აჩერებს ჩემს ტუჩებთან. პირს ვაღებ და ფრთხილად ვკბეჩ კიდევ ერთ ლუკმას. ჰმმ... ძალიან გემრიელია. ვერ ვხვდები ასეთი განსხვავებულად გემრიელი რატომაა? მეც ვერ გავაკეთე ასეთი. თურმე ტყუილად ვტრაბახობდი. მე კი არა, ნიკა არის საოცარი მზარეული.
    ნიკა დგება და ჩემსკენ იხრება. ვერ ვხვდები რას აკეთებს? რას? უეცრად ვაცნობიერებ, რომ ტუჩზე რაღაც მაქვს, ანუ ჭამისას რაღაც მომეცხო. ოღონდ ის არ ქნას რასაც მე ვფიქრობ! ოღონდ ის არა! ოღონდ ის არა! ნიკას თავისი სახე ჩემთან ძალიან ახლოს მოაქვს. ნამდვილად იმას აკეთებს რასაც ვფიქრობდი.
   - ჩემი წასვლის დროა. - სწრაფად ვდგები, სკამი ლამის ძირს ვარდება ჩემი ასეთი ფეთხუმური საქციელის გამო. ტუჩს ვიწმენდ და მაშინვე კარისკენ გავრბივარ. არ შემიძლია ნიკას "მკვლელი" სიფათის ყურება.
   - გაგაცილებ. - შორიდან მესმის მისი ბოხი ბარიტონი.
   - არა, არ შეწუხდე. - ვყვირი და სწრაფად გამოვდივარ, სირბილით ვაგრძელებ გზას სახლისკენ. არ მინდა, რომ დამეწიოს. ცოტა ხანში უკან ვიხედები. არ არის. კიდევ კარგი ჩამოვიშორე. შეიძლება გაბრაზდეს თუმცა არაუშავს. დღეს შაბათია, იმედია ორშაბათამდე დაავიწყდება და ჩხუბს არ დამიწყებს.

სახლში მივედი თუ არა მაშინვე საღამოსთვის მზადება დავიწყე. გოგონები დაახლოებით ორ საათში უნდა მოვიდნენ.

    ჯერ მარკეტში მივდივარ. ვყიდულობ ჩიფსებს, შოკოლადებს, პეჩენიებს, ბატიბუტებს და მოსახარშავ ფრის.
   სახლში მისვლისთანავე სამზარეულოში შევდივარ და ფრის კეთებას ვიწყებ. ქვამბს გაზზე ვდგამ და შიგნით ზეთს ვასხამ. ცოტა ხანში კი გაყინულ ფრის ვყრი შიგნით.
   - მარი, რას აკეთებ? - ამ ხმის გაგონებამ ისე შემაშინა ლამის მთლიანი ქვაბი ძირს მოვისროლე. ლიზი კი ბედნიერი სახით მოდის ჩემსკენ, თითქოს არც არაფერი მომხდარა.
   - ფრის ვაკეთებ. - ვუპასუხე მოკლედ. მოვიდა და იქვე დადგა, თან ქვაბში "ყურყუტი" დაიწყო.
   - მოდი გავსინჯავ. - ამბობს და ხელი ქვაბისკენ მიაქვს.
   - ვიცი მე შენი გასინჯვა როგორიცაა. ადგები და მთლიან ქვაბს შესანსლავ.
     დიდი წვალების შემდეგ ლიზის სამზარეულოდან ვაგდებ. ცოტა ხანში ისევ შემოდის.
    - ლიზი გადი დროზე. - ვყვირი ბოლო ხმაზე, სიბრაზისგან სახის ყველა კუნთი მეჭიმება.
   - ეს შენი და იყო? - მესმის ლევანის  გაკვირვებული ხმა. ცოტათი მრცხვენია ჩემი საქციელის.
    -ლიზი რატომ არ გამაფრთხილე, რომ ისიც აქ იყო? - ვეჩურჩულები დაიკოს.
   - როდის უნდა გამეფრთხილებინე, ისეთი მიღრიალე ხმა წამივიდა შოკისგან. - ამბობს და სიცილს იწყებს. დამცინი ხო შე საძაგელო ბავშვო?! მე შენ გაჩვენებ სეირს, ცოტა დამაცადე.
    - მარი, ლიზის ცოტა ხნით მოგტაცებ კარგი? - მეკითხება ლევანი, ფრის წვდება და ჭამას იწყებს. ორივე ასეთი მსუნაგი როგორაა? ისე კი შეეფერებიან ერთმანეთს.
   - არა, რა მომტაცებ?! მშობლებმა, რომ გაიგონ მოგვკლავენ. - ლევანი ისევ ჩემს ფრის დაწვდა, მუჭით აიღო და შეჭამა. ასე თუ გააგრძელა მთლიანად შემიჭამს.
   - კარგი ხო. - ვამბობ უცბად და ლევანი სამზარეულოდან გამყავს. ოღონდ ესენი წავიდნენ და ფრის რაღაც ნაწილი მაინც გადაურჩეს ამათ კუჭს მეტი არაფერი არ მინდა.
   - სად მიდიხართ? მალე მოდით კარგი?
   - რა იყო რა დედიკოსავით იქცევი. - მესმის ლიზის სიცილნარევი ხმა. რამ გააგიჟა ეს ბავშვი ამ ერთ დღეში?
   - წავალთ და მალე მოვალთ. - მოკლედ მიჭრის ლევანი.
   - სტუმრები მოგვდიან და შენ გარეთ მიწანწალებ? რა საქციელია? ანი მოვა? - კითხვებს ერთმანეთს ვაყრი, მაგრამ ვინ გისმენს? სწრაფად მიდიან, თუმცა იმხელაზე ვიყვირე, ჩემს ხმას უეჭველი გაიგებდნენ. დამპლები ესენი! პასუხის გაცემასაც აღარ კადრულობენ. ცოტათი განაწყენებული შევდივარ სამზარეულოში.
    მალე გოგონებიც მოვიდნენ: ელე, გვანცა და ანი.
   - ქეთო სად არის მარიამ? - მეკითხება ელე.
   - ნათესავები ესტუმრნენ. თუ მივიცალე საღამოს შემოგივლიო.
   - კარგია, ჩვენ  მეტი საჭმელი დაგვრჩება. - ამბობს ანი და სიცილს იწყებს. ღმერთო რატომ ვარ ასეთი ღორმუცელების სამყაროში?
    - გვანც როგორ ხარ?
    - კარგად შენ? - მპასუხობს ჩვეული ხმით.
   - ტატოსთან დაკავშირებით გეკითხები.
    - ააა, ხო ბევრი არაფერი.
   - რას ქვია ბევრი არაფერი? მიდი დროზე მოყევი. - ყველა კარად მოვკალათდით ჩვენ ჩვენს ადგილზე და დავიწყედ გვანცას მონაყოლის მოსმენა. მან ჯერ იმის მოყოლა დაიწყო რაც მე უკვე ვიცოდი, ანუ ტატოსთან ჩხუბის შესახებ. ანიმ და ელემ არ იცოდნენ და...
  " - შემდეგ ისე მოვიქეცი როგორც მარიმ მირჩია. ტატოს ვაიგნორებდი. უბრალოდ მისგან თავს შორს ვიჭერდი. ერთხელ კლასისკენ მივდიოდი. უეცრად მაჯაში ვიღაცამ ხელი ჩამჭიდა და თავისუფალ კლასში შემათრია. ტატო იყო. მგონი ბიჭებს უკვე ტრადიციად ექცათ გოგოების კლასში შეთრევა, ყველა მაგას, რომ აკეთებს ხოლმე აკვირდებით? ნუ შემდეგ ტატომ ლაპარაკი დაიწყო.
    - გვანცა ასე, რატომ მექცევი? გთხოვ დამიჯერე იმ გოგოსთან არაფერი მაკავშირებს.- ამბობს და ჩახუტებას ცდილობს. მინდოდა იქედან წამოვსულიყავი, თუმცა ვერ შევძელი. ვაპატიე, ვაპატიე გესმით? ჩავეხუტე, მან გულში ჩამიკრა. მაშინ ყველაზე ბედნიერ ადამიანად მიმაჩნდა თავი.
   - კარგი, წამოდი გაკვეთილზე დააგვიანებ. - მითხრა მზრუნველი ტონით, ხელი ძლიერად ჩამკიდა და კლასთან მიმაცილა.
   ვერც კი წარმოიდგენთ ბედი როგორ დამცინის. გაკვეთილების ბოლოს ტატოს სანახავად მისი კლასისკენ წავედი და იმაზე საშინელი რამ დავინახე, ვიდრე წარმოიდგენთ. ისევ იმ გოგოსთან ერთად იყო, ერთმანეთს კოცნიდნენ, გესმით? ერთმანეთს კოცნიდნენ. რაც დავინახე საშინელება იყო. (ამის თქმის შემდეგ გვანცას ცრემლები წამოუვიდა.) მაშინვე მოვშორდი იქაურობას. ვერცერთი მიხვდა, რომ დავინახე. განადგურებული ვიყავი, ცრემლებს ვერ ვიკავებდი. კიდევ კარგი სახლში არავინ იყო, არ მინდოდა დედაჩემს ეს ამბავი გაეგო.
   რამდენიმეჯერ დამირეკა ტატომ. ყოველ ჯერზე გავუთიშე. კიდევ ერთხელ დარეკა, და კიდევ ერთხელ გავუთიშე. მერე კარზე დააკაკუნეს. ვიფიქრე დედა მოვიდათქო, ცრემლები მოვიწმინდე, ცოტა მოვწესრიგდი და კარი გავაღე. ვინანე, რომ გაღებამდე არ გავიხედე. ტატო იყო.
    - არ შემომიშვებ? - ისე კითხულობს ტატო თითქოს არც არაფერი მომხდარა. და თან იღიმის. საშინელი ადამიანია. მარი მართალი იყავი, მისი ნდობა არ შეიძლება.
   - არა. - ვპასუხობ და კარის დაკედტვას ვცდილობ, თუმცა ამის საშუალებას არ მაძლევს.
   - ვერ ვხვდები ასე, რატომ იქცევი?- ამბობს დაძაბული ხმით და შიგნით შემოდის.
   - ტატო რა გინდა? წადი, ამ სახლიდანაც და ჩემი ცხოვრებიდანაც. - ვამბობ ჩვეული ტონით და ვამჩნევ როგორ ეძაბება სახე. ვერ ვხვდები ასეთი კარგი მსახიობობა როგორ გამოსდის? არ იცოდა, რომ გამოვიჭირე და თამაშს აგრძელებდა.
   - რამე დავაშავე?
   - კი, ჩემს ცხოვრებაში შემოხვედი. აი ეს დააშავე. ახლა კი შენი წასვლის დროა. შეიგნე, რომ არ მჭირდები, არ მინდა, რომ საერთოდ გიცნობდე გასაგებია? ვერ გიტან, მეზიზღები. - ვამბობდი და თანდათან ბრაზი იმატებდა. მან სხვასთან მიღალატა და ეს რომ არ შემემჩნია ისევ განაგრძობდა ჩემს მოტყუებას.
    ძალიან გაბრაზდა ჩემს სიტყვებზე და სწრაფად გაშორდა იქაურობას. ალბათ იმიტომ, რომ დავამცირე და თავი არარაობად ვაგრძნობინე. შემდეგ დღესაც ვნახე. სკოლაში სადღაც მივდიოდი, როდესაც წინ გადამეღობა.
   - უნდა ვილაპარაკოთ.
   - მეჩქარება გამიშვი. - ვუთხარი და გვერდით ჩავლა გადავწყვიტე, თუმცა ტატო ისევ წინ გადამიდგა.
   - რატომ ბრაზდები? მართლა ვერ ვხვდები. - მის ნათქვამზე გავბრაზდი, თანაც ძალიან. რას ქვია რატომ ვბრაზდები? მე კი არ ვკოცნიდი ვიღაც იდიოტ გოგოს...
   - აბა გაიხსენე, გუშინ შენს კლასში ვინმეს ხომ არ კოცნიდი? - ვიყვირე გაბრაზებულმა. კიდევ კარგი დიდი ყურადღება არ მიგვიქცევია, რადგან დერეფანში ცოტა ადამიანი იყო.
   - შენ ეს დაინახე და იეჭვიანე? ამიტომ იქცევი ასე?- ჩემსკენ ჩასახუტებლად გადმოიწია გაღიმებული სახით, თუმცა მე უკან დავიხიე. ვერ ვხვდები რა ჯანდაბას აკეთებს?!
   - კარგად. - ვამბობ და სწრაფად ვშორდები. ამჯერად ჩემი დაჭერა ვერ მოახერხა. ეს ამბავი გუშინ მოხდა. ამის მერე აღარ მინახავს."
    - არ არსებობს ტატომ გიღალატა? - ამბობს ანა გაოცებული ხმით, მე კი თვალებს ვუბრიალებ. ასეთი რამის თქმა როგორ გაბედა? გვანცა ისედაც სტრესშია.
    - ბევრს რომ ლაპარაკობ, ახლა შენ მოგვიყევი რა ხდება შენსა და გიორგის შორის? - ვეუბნები ანის.
   - გიორგი ვინაა? - ვითომ ვერ ხვდება.
   - გიორგი, ნიკას, ლუკას, ლეოს და ბექას მეგობარი. აღარ გახსოვს ვითომ ხო?
   - ააა... გიგიზე ამბობ?
   - რა გიგი? - მგონი მეღადავება. სხვანაირად როგორ უნდა ავუხსნა არც ვიცი.
   - ხო გიგი ქვია უბრალოდ არ მოსწონს, როდესაც ასე ეძახიან. მხოლოდ მისთვის ახლო ადამიანები ეძახიან გიგის.
   - შენც გიგის ეძახი ხომ? - ვეკითხები და სიცილს ვიწყებ. ანა ისეთია, რომ მარტივად ვერ აღიარებს თავის გრძნობებს.
   - მარი, ნუ მაიმუნობ. ჩვენს შორის არაფერი ხდება, გარდა იმისა, რომ სულ ვკამათობთ. - ამბობს გაბრაზებული ხმით. ზუსტად ვიცი, კიდევ ამ თემაზე თუ დავიწყებ საუბარს ცოცხალი ვეღარ გადავრჩები.
    - შენზე რას გვეტყვი? შენსა და ნიკას შორის რა ხდება?

    - რა? არაფერი. რა უნდა ხდებოდეს?- ვთქვი და სიცილი დავიწყე. ისე მოქცევა დავიწყე და ისეთი სახე  მივიღე, რომ ჩემი სიტყვები უფრო მეტად დამაჯერებელი გამხდარიყო.
   - მართლა? - მეკითხება ანი.
   - ხო, როგორც შენ და გიგი ჩვენც ასე ვართ. სულ გამუდმებით ვჩხუბობთ და ერთმანეთს ვერ ვიტანთ. - ჩემი სიტყვები დამაჯერებლად ჟღერს. მათ ადგილას მეც დავიჯერებდი. არ ვიცი რატომ ვატყუებ. უბრალოდ არ მინდა, რომ ყველაფერი გაიგონ. არ ვიცი ეს როგორ უნდა მოვუყვე. თავადაც არ ვიცი რა ხდება ჩემსა და ნიკას შორის, ამიტომ მათ მით უმეტეს ვერ ავუხსნი.
   - ელე შენ და ბექა რას შვებით? - ვცდილობ ყურადღება გადავიტანო სხვა თემაზე და ელენესა და ბექაზე ვიწყებ საუბარს.
   - არაფერი განსაკუთრებული. ერთად კარგად ვართ, ბედნიერები ვართ. ჩვეულებრივი წყვილი ვართ.
    ცოტა ხანი კიდევ გავერთეთ. ფილმს ვუყურეთ, ვიცინეთ...
   ბოლოს კი ყველა წავიდა.

   კაკუნის ხმამ მაღვიძებს. უკვე ცხრა საათი ხდება. ნეტა ვინ არის? ლიზი უკვე სახლშიც მოვიდა და მშობლებთან ერთად სოფელშიც წავიდა. სხვა ვინ იქნება?
   საწოლიდან ვდგები, ვამთქნარებ, ჩემს საყვარელ ფუმფულა ჩუსტებს ვიცმევ და ოთახიდან გავდივარ. კარისკენ "მივფაჩუნებ" და ვაღებ.
   - ქეთო შენ ხარ? ისე ძალიან კარგია, რომ მოხვედი. ჩემები სოფელში არიან წასულები. სახლში მარტო ვარ და კარგი იქნება შენც თუ დარჩები. არ გკითხავ გინდა თუ არა. უკვე გადაწყვეტილია. არც იმას გკითხავ როგორ ხარ-თქო. ამას, რომ გკითხავ მეტყვი, კარგადო. მერე შენ მომიკითხავ, მეც იგივეს გეტყვი. ამიტომ ასეთი სისულელეები გამოვტოვოთ. მერე ბოდიშს მომიხდი აქამდე, რომ ვერ მოხვედი. მე გაპატიებ და მორჩა. ვიცი ქეთო ახლა აუტანელი ვარ უბრალოდ, როცა ვიღვიძებ საშინლად ბევრს ვლაპარაკობ ხოლმე, ახლაც ასე მოხდა. - ძლივს ვასრულებ საუბარს და მობეზრებული სახით ვეშვები სავარძელში. ამ ლაპარაკში აქამდე როგორი მოვედი, ისიც კი არ მახსოვს.
    - ვაუ, სათქმელი აღარ დამიტოვე. - ამბობს ქეთო და ისიც ჩემს წინ ჯდება. ოღონდ ცოტა კულტურულად და არა ჩემსავით, ანუ ცხოველივით.
   - აბა რა გავაკეთოთ?- მეკითხება ქეთო.
   - მოდი საშიში ისტორიები მოვყვეთ. კარგი? - ვამბობ და თვალები მიბრწყინდება. ქეთო კი გაოგნებული სახით მიყურებს.
   - მაგრამ...
   - მოდი მე დავიწყებ.- საუბარს არ ვასრულებინებ. ვიცი ახლა ძალიან აუტანელი ვარ, მაგრამ რა ვქნა? ასეთი ვარ.
   უამრავი საშიში ისტორია მოვყევი. ზოგჯერ ქეთო ყურებზე ხელს იფარებდა, ისე ეშინოდა. მოსმენა აღარ უნდოდა. მე კი სიცილით ვკვდებოდი მის რეაქციებზე. თვითონ არც ერთი ისტორია მოუყოლია. ბოლოს ძალიან ვთხოვე რამე შენც მოყევითქო. მანაც ჩემი ვედრება შეისმინა და მოყოლა დაიწყო. როდესაც ისტორიის ფინალურ და ტრაგიკულ ნაწილს მივუახლოვდით კარზე კაკუნის ხმა გაისმა.
   - ვინ უნდა იყოს? ვინმეს ელოდები? - მეჩურჩულება ქეთომ ჩუმი, შეშინებული ხმით. არც მე ვარ მასზე უკეთეს მდგომარეობაში. ცოტაც და შიშისგან მოვკვდები. მე და ქეთო სავარძლებიდან ვდგებით და მაგიდის უკან ვიმალებით. სხვა დროს ჩემს თავს დავცინებდი, მაგრამ ახლა....
ისეთი ფიქრები მიტრიალებს თავში ვერც წარმოიდგენთ.
   - იქნებ ნაჯახიანი, ცალთვალა კაცია მოსული. ან იქნებ დანით მოვიდა. რა უნდა ჩვენი მოკვლა თუ გატყავება, თუ...
   - მოკეტე. - ქეთომ აღარ მაცალა ჩემი ფანტაზიების ამოფრქვევა. ადგა და ნელ-ნელა კარისკენ წავიდა. კაკუნი არ წყდებოდა. მე სამზარეულოში შევდივარ და დანას ვიღებ. ნელი ჩუმი ნაბიჯით მივიწევ შემოსასვლელი ოთახისკენ. ქეთო აქ არ შემომყოლია. ახლა მარტო ვარ, ამიტომმ შიში უფრო მიმძაფრდება. ნეტა იმ "ძია კაცმა" უკვე ხომ არ დაიჭირა, ან იქნებ მოკლა კიდეც. ამ ფიქრებში გართული შემოსასვლელ ოთახში შევედი. ვხედავ, რომ ქეთო კარს აღებს.
   - კარს რატომ აღებ? - ვუღრიალე მთელს ხმაზე, სანამ დავინახავდი ვინ იდგა გარეთ.
   - იმიტომ, რომ გიორგია.- ამბობს მხიარული ხმით და თავის შეყვარებულს ეხუტება.
   - შეგვაშინე ბიჭუნა. -ვაბობ და ჩემს სიტყვებზე მეცინება, გიორგისთან მივდივარ და ველოდები, როდის მორჩება ქეთო ჩახუტებას, რომ მეც მოვეხვიო.
   - ამ შუა ღამით აქ რამ მოგიყვანა. - ვამბობ, ქეთოს უკან ვწევ და გიორგის ვეხუტები.
   - ქეთოსთან საუბარი მინდა, მარტო. - სიტყვას "მარტოს" ბოლოსკენ ამატებს და მე მიყურებს.
    - კარგი, მე სამზარეულოში შევალ. - ვამბობ და სამზარეულოში შევდივარ. ახლა რა ვქნა? არა და როგორ მაინტერესებს! ჭიქას წყლით ვავსებ და ბოლომდე ვსვამ.  ჩუმად, რომ მოვუსმინო? მაინც ორივე მომიყვება რა მოხდა, ასე რომ.... ჩემი ცნობისმოყვარეობა ჭკუასთან ბრძოლას იგებს. ოთახის კართან მივდივარ და ჩუმად ვუყურებ  წყვილს. ნეტა რა უნდა უთხრას გიორგიმ ქეთოს ასეთი სერიოზული. სიყვარული უკვე ახსნილი აქვს.
   გიორგი მოყოლას არ ჩქარობს, სავარძელში ჯდება და ფეხის კანკალს იწყებს. ასე მხოლოდ მაშინ იქცევა, როცა ნერვიულობს ან რაიმე ცუდი ხდება, ან ორივე ერთად.
    - გისმენ. რა უნდა გეთქვა?-ამბობს ქეთო ხალისიანი ხმით. გული ცუდს მიგრძნობს. გიორგი ძალიან ნერვიულობს. ანუ რაღაც ცუდი ხდება. ძალიან მაინტერესებს, თუმცა ის მაინც გაშეშებულია, არაფერს აკეთებს, არაფერს ამბობს. ისე იქცევა თითქოს ძალების მოკრებას ცდილობს.
    - ქეთო. - მხოლოდ ამ სიტყვის თქმას ახერხებს. შემდეგ კი თითების წვალებას იწყებს. ესეც მისი განერვიულებულობის მეორე ნიშანი.
    - გიორგი, მოხდა რამე? ხომ მშვიდობაა? - მგონი ქეთომაც შეამჩნია გიორგის ნერვიულობა და დაბნეულობა.
   - ყველაფერი სკოლის დაწყების წინა დღეს მოხდა. მოკლედ გეტყვი. იმ დღეს ნიძლავი დავდე. ერთი გოგოსთვის თავი უნდა შემეყვარებინა და შემდეგ უნდა მიმეტოვებინა. ეს შენ იყავი ქეთო. მე შენ არ მიყვარხარ და არც არასოდეს მყვარებიხარ. - გოგონას უემოციო, გაშეშებული სახიდან ცრემლები ცვივა. დამწუხრებული და განადგურებული სიტყვის ამოღებასაც ვერ ბედავს. ეს ის გიო არ არის, რომელსაც მე ვიცნობ. ის არ არის ჩემი საუკეთესო მეგობარი. საერთოდ როგორ ამბობს ასეთ სისულელეს. ოთახში გამანადგურებელი სიჩუმე ისადგურებს. ბოლოს გიორგი ფეხზე დგება, კარს აღებს და გამოდის. წასვლაც ვერ მოვასწარი. ქეთოს მსგავდად გავითიშე და გავიყინე ერთ ადგილას. გიორგი ჩემმა იქ ყოფნამ შეაშფოთა და გააოცა. მისი თვალები აწყლიანებული იყო. ცრემლიც კი შევნიშნე. თვალებდი შევაცქერდი. მხოლოდ სევდა ამოვიკითხე, მხოლოდ სევდა... გვერდი ამიარა და სახლიდან გავიდა.
    ასე რატომ ან როგორ იქცევა? რა უფლებით ითამაშა ქეთოს გრძნობებზე? აქ რაღაც იმალება. არ შეიძლება ასეთი რამ გაეკეთებინა, ეს შეუძლებელია, ამას არ იზამდა.
  ქეთოს გავხედე, გაქვავებული დგას ერთ ადგილას. ქანდაკება მეგონებოდა, თვალებიდან ცრემლები, რომ არ სცვიოდეს. მივედი და ძლიერად ჩავეხუტე.
    - ყველაფერი კარგად იქნება. - ჩუმად ჩავჩურჩულე. მან კი მოილოდნელად ხელი მკრა და თავიდან წამის მეასედში მომიშორა. ძალიან დიდი ძალით არა, მაგრამ მაინც.
    - ყველაფერი კარგად იქნება?! კარგად?! გესმის მაინც რას ამბობ? გესმის მაინც რა მოხდა ან რას ვგრძნობ? მტკივა... გული მტკივა! ცუდად ვარ! ისე ვარ თითქოს... თითქოს... თავს გამოყენებულად ვგრძნობ. ჩემს ცხოვრებაში შემოიჭრა, თავი შემაყვარა და შემდეგ უსულგულოდ მიმაგდო. ისე იქცეოდა თითქოს არც არაფერი მომხდარა. საერთოდ აქ მოსვლა როგორ გაბედა? როგორ? - ქეთო აქეთ-იქით ნერვიულად დადის. ცრემლები მოსდის და მოსდის. ნერვიულად საუბრობს, ცრემლნარევი ხმით. გიჟს ჰგავს. ვერც კი ვეკარები. თავის სტიქიებშია, დადის და გაუჩერებლად საუბრობს. ასეთ მდგომარეობაში არასოდეს მინახავს.
    - ასე რატომ მომექცა? რა დავუშავე? ვიცოდი, ვიცოდი, რომ  მისი შეყვარება არ იყო სწორი საქციელი. ვიცოდი, რომ გულს მატკენდა. ჩემით ერთობოდა, მეთამაშებოდა. ისე იქცეოდა თითქოს არაფერი ხდებოდა. იდიოტი! ნაგავი! დამპალი! ისე გამაცურა ვერც მივხვდი. მე კი გულწრფელად შევიყვარე. და რა მივიღე? არაფერი ტკივილის გარდა. ღმერთო ასეთი რამე რატომ გააკეთა? რა დავუშავე? ან შენ რა დაგიშავე? რატომ მტანჯავ? თუ ჩემი გესმის, გთხოვ, გთხოვ წაიღე ეს ტკივილი ჩემიდან, წაიღე, წაიღე... - ქეთო მუხლებზე დგება. ტირის, ცხარე ცრემლებით ტირის. მისკენ მივდივარ ჩასახუტებლად, თუმცა თავიდან მიშორებს და მიკარების საშუალებას არ მაძლევს. ისევ საუბარს განაგრძობს.
   - მტკივა, გული მტკივა. ასე რატომ მოიქცა? რატომ არ ვუყვარვარ? რატომ? - ასეთ საუბარს აგრძელებს. მოკლედ, რომ ვთქვათ ხმამაღლა ფიქრობს. საშინელ მდგომარეობაშია. მხოლოდ ერთი გზა მრჩება მის დასამშვიდებლად.  დასაძინებელ წამალს ვასმევ. 
    მალევე მშვიდდება და ეძინება.

დილით, რომ ვიღვიძებ ქეთო სახლში არ მხვდება. ყველაფერს ვამოწმებ აივანის ჩათვლით. ბოლოს სამზარეულოში შევდივარ, სადაც ლამაზად გაწყობილი სუფრა მხვდება. უეცრად თვალი მაცივარზე მიწებებული ქაღალდისკენ გამირბის.
   " მარტო ყოფნა მინდა. ჩემზე არ იდარდო, სახლში მივდივარ. გემრიელად მიირთვი. - ქეთო."
     იმედია თავს არაფერი აუტეხა. მაშინვე ტელეფონს ვიმარჯვებ და დედამისს ვურეკავ.
   - გისმენთ. - მესმის მეორე ხაზიდან საოცრად მომხიბლავი ხმა.
   - გამარჯობა, მარიამი ვარ. ქეთო უკვე მოვიდა სახლში?
   - კი საყვარელო, უკვე მოვიდა. თავის ბიძაშვილებს ართობს. თუ გინდა დაგალაპარაკებ.
   - არა, იყოს. მეჩქარება. - ვამბობ და მაშინვე ტელეფონს ვთიშავ.
   კარგია, როგორც ჩანს ქეთოს ხასიათი შედარებით გამოუკეთდა. ახლა ოჯახი მიხედავს და ზუსტად ვიცი არაფერი მოუვა.
   ვერ ვხვდები, ასე მოკლე დროში გიორგის რა ეტაკა? ნუთუ მართლა შეიძლება მისი ნათქვამი სიმართლე იყოს? გიორგის ვიცნობ, ასე საშინლად ვერ მოიქცოდა! ვფიქრობ ამის მიღმა რაღაც იმალება. მარტივი არ იქნება გაგება, თუმცა შეუძლებელი ხომ არაფერია.
    დღეს კვირაა, ხვალიდან დეტექტივის როლი უნდა შევითვისო. გიორგის თვალთვალის გარდა სხვა ვერაფერი დამეხმარება. მხოლოდ ასე გავიგებ სიმართლეს.
   საღამოს მაღაზიაში წასვლა მიწევს.
   ტანსახმელს ვიცვამ: შავ მოტკეცილ შარვალს, შავ-თეთრ ტოპს და თეთრ ბოტასებს. მაღაზიაში მივდივარ და ტკბილეულობას ვყიდულობ. უკან დაბრუნებისას გიორგის ვხედავ, მანქანაში ჯდება და სადღაც მიდის.
    ასეთი შანსი ჩამივარდა ხელში, იქნებ დღესვე დავიწყო "დეტექტივობანა"?
   მალევე ვაჩერებ ტაქსს.
  - იმ მანქანას გაჰყევით. - ვბობ და გიორგის მანქანისკენ მივუთითებ. კიდევ კარგი არ ჩამოვრჩით. ოც წუთიანი მგზავრობის შემდეგ გიორგი ერთერთ რესტორანთან აჩერებს მანქანას და შიგნით შედის.
მეც ტაქსს ფულს ვუხდი და შესასვლელთან ვდგები.
    შევიდე? რომ დამინახოს? აქ ხომ არ დაველოდო?  მაგრამ ამ შემთხვევაში ვერაფერს გავიგებ. სხვა დროს, რომ ვცადო? გიორგიმ, რომ გაიგოს უკან დავყვები დარწმუნებული ვარ ჩემი გეგმა ჩაიშლება და ვეღარაფერს გავიგებ. ამ ფიქრებში ვიყავი გართული, როდესაც ფანჯრიდან შიგნით შევიხედე. საშინელი სანახაობა იშლება ჩემს თვალწინ. გიორგი და მისი კლასელი გოგონა ერთად ვახშმობენ.
   გაცეცხლებული შევდივარ რესტორანში და მათი მაგიდისკენ მივდივარ.
   - ჰეი, თქვენც აქ ხართ? ხელს ხომ არ გიშლით? - ვეკითხები სწერვულად. თავს ძლივს ვიკავებ თავები ერთმანეთზე, რომ არ ვარტყმევინო.
   - რა თქმა უნდა გვიშლი. - მპასუხობს ეს ტუტუცი გოგო. მგონი სალომე ჰქვია. მის სიტყვებს ვაიგნორებ.
   - თავმოყვარეობა სულ დაკარგე? ქეთოს გუშინ დაშორდი და დღეს უკვე ახალ გოგოსთან ერთად ერთობი არა? ვერ გცნობ გიორგი, ვერა. თან ეს გოგო. შენ არ ამიკრძალე მასთან მეგობრობა? ახლა რა შეიცვალა? - ჩემს ბოლო ნათქვამზე სალომეს სახე ეძაბება. წესიერი გოგო გაბრაზდებოდა და წავიდოდა, მაგრამ არა ის ისევ აქ ზის. ვერც ერთი ხმას ვერ იღებს, გიორგი ხო მით უმეტეს.
   - ალბად ხელს გიშლით. გემრიელად მიირთვით. - ვამბობ ჩვეული ხმის ტემბრიგ. სალომეს ძალიან უხარია ჩემი იქიდან წასვლის ამბავი. სახე უნათდება ბედნიერებისგან.
   მაგიდაზე გადაფარებულ ნაჭერს ხელს ვკიდებ და ჩემსკენ ვქაჩავ. მესმის ჭიქების და თეფშების მტვრევის ხმა. სათითაოდ ყველაფერი ძირს იყრება. შემდეგ სალომეს სახეს ვაკვირდები, გაცოფებულია. ყველა ჩვენ გვიყურებს, მაგრამ არ მადარდებს. ისე მივდივარ გასასვლელისკენ, თითქოს არც არაფერი მომხდარა.
   გამოვდივარ თუ არა მაშინვე ვხვდები, რომ ვიღაც მომყვება. თურმე ველური სალომე ამკიდებია. ჩემსკენ მორბის და როდესაც მიახლოვდება ინსტიქტურად ფეხს მაღლა ვწევ. პირდაპირ მუცელში ხვდება. დკივილისგან ძირს ეშვება. შემდეგ თმებში ვწვდები და ძლიერად ვქაჩავ, თან ფეხზე ვაყენებ, მისი სახე ჩემ სახესთან ახლოს მომაქვს და ყურში ვეჩურჩულები.
     - ჩემთან თამაშს არ გირჩევ, პატარავ. - ხელს ვუშვებ და იქაურობას ვშორდები. სიმართლე, რომ გითხრათ სალო ჩემზე პატარა არ არის, ეს მისი დაუცველობის გამო ვთქი. ორივე ჩვიდმეტის ვართ, თვეებითაა ჩემზე დიდი და კლასითაც.
    გაცოფებული მივუყვები ქუჩას სახლისკენ. როგორ შეეძლო ქეთო მიეტოვებინა იმ უნამუსო გოგოს გამო? რამდენი ხანია გიცნობ გიორგი, თუმცა ეს დრო საკმარისი არ ყოფილა შენი ქმედებების შესასწავლად. ნუთუ მართლა შევცდი შენში? მაგრამ არა. მე მჯერა ჩემი საუკეთესო მეგობრის. ვიცი ასეთ რამეს არ ჩაიდენდა და ამას დავამტკიცებ.
   ისე რა მაგრად გავუსწორდი სალომეს. ქეთოს მაგივრად მე მოვუღებ ბოლოს. ჯერ სად არის. კიდევ ერთხელ თუ შემომიტია, მერე უარესი მოუვა.
   
   დღეს ორშაბათია. უკვე სკოლაში ვარ. მთელი დღეა გიორგის ვუთვალთვალებ შეძლებისდაგვარად. სალომესთან ერთად ჯერ არ მინახავს.
   დიდ დასვენებაზე საპირფარეშოში მივდივარ. იქ კი ვიღაც გოგო მხვდება. მოწყენილი სახე აქვს.
   - ჰეი, კარგად ხარ? - თავს ვერ ვიკავებ და ვეკითხები. ვერ ვიტან, როდესაც ვინმე ცუდადაა.
   - ამმ... არ ვიცი. - მპასუხობს ის, მგონი ევა ჰქვია. ეკას დაქალია, თითქმის სულ ერთად არიან ხოლმე. მიკვირს მარტო, რომ ვხედავ. ნეტა ეკუნა სად დაკარგა?
   - მომიყევი.
   - მოდი გაჩვენებ. - ამბობს და თავის ტელეფონს მაჩეჩებს. ვიღაცასთან მინაწერს მაკითხებს.
   (ევა) შევრიგდეთ?
   (საბა) შეყვარებული მყავს.
   (ევა) ეგ ვიცი. მეგობრულად.
   ( საბა) ჯერჯერობით მაგაზე არც კი დავფიქრებულვარ.
   (ევა) ხო და ახლა დაფიქრდი.
   (საბა) ამჯერად არა, შეგიძლია აღარ მომწერო.
    - არ ვიცი ახლა რა მივწერო. - ძალიან გავბრაზდი საბას საქციელზე. მორიგი ბიჭია, რომელიც ცდილობს გოგოების გულის ტკენით დაიმკვიდროს ადგილი. ყველა ბიჭი ერთნაირად იდიოტია.
    - ვიცი რაც უნდა მიწერო.- ვამბობ, ტელეფონს ვართმევ და წერას ვიწყებ. შეწინააღმდეგებას არც კი ცდილობს.
   (ევა) მაშინ პკ არასდროს დავმეგობრდებით.
    - ამის შეყვარუბელი იყავი? - არ მესმის ასეთ უნამუსო ადამიანს როგორ ენდო.
    - ხო. - ამბობს ჩვეული ტონით.
    - რომელი დაშორდით პირველი ან რატომ? - ამ ისტორიამ დამაინტერესა.
    - მე დავშორდი. - თქვა და თავი ოდნავ დაბლა დახარა.
    - რატომ?
    - ერთი ბიჭის გამო ახალი გადმოსულია, ტატო ჰქვია. - ამ სიტყვებს ამბობს თუ არა მაშინვე იცვლება ჩემი ფიქრები. ევა ყოფილს ტატოს გამო დაშორდა? მეგონა საბას ბრალი იყო, თურმე არა. ევას ბრალი ყოფილა. ამის მერე საერთოდ როგორ ბედავს მიწერას ვერ ვხვდები. ახლა უკვე საბას პოზიციას ვიჭერს. ევა ორმაგად დამნაშავეა. გვანცა და ტატო მის გამო დაშორდნენ ერთმანეთს.
    - და ახლა ტატოს შეყვარებული ხარ?
    - არა, მას სხვა უყვარს, გვანცა ჰქვია. - ამბობს და ლამისაა ატირდეს. იცით საერთოდ არ მეცოდება. თავის თავს დააბრალოს. საბას გრძნობებზე ითამაშა, თან ტატოს და გვანცასაც წაართვა ბედნიერება. მასზე საშინლად ვარ გაბრაზებული.
   - უნდა წავიდე. - ვამბობ და მაშინვე გამოვდივარ. იქ, რომ დავრჩენილიყავი, ალბათ იმ გოგოს შუაზე გავგლეჯდი.
   მაშინვე გვანცასთან მივდივარ.
   - ტატოს უნდა აპატიო! მართლა ძალიან უყვარხარ. - ყველაფერს ვუყვები, გვანცა ჯერ გაოცებული სახით მიყურებს, შემდეგ კი მიღიმის და გარბის. დარწმუნებული ვარ ტატოსთან.
    როგორ იქნა, გვანცასაც ეღირსება ბედნიერება. ევა მათ დაშორებას ვეღარ შეძლებს. ამის საშუალებას მე არ მივცემ. მისგან რას ველოდი? ბოლოს და ბოლოს ეკას დაქალუშკაა. ორივე საშინელი ადამიანები არიან, იქნებ სწორედ, ამიტომ უგებენ ერთმანეთს.
    ტატო და გვანცა შევარიგე, იმედია ასეთი იღბალი დღის ბოლომდე გამყვება და გიორგის და ქეთოსაც შევარიგებ.
   მალე ზარი ირეკება, გვანცა გაბრწყინებული თვალებით შემოდის კლასში.
   - აბა?
   - მადლობა, რომ შეგვარიგე. - მოდის და მეხუტება. ძალიან ბედნიერი ვარ. ტატო და გვაცა შერიგდნენ და ამაში დიდი წვლილი მიმიძღვის.
   დრო საშინლად გაიწელა. ყოველ დასვენებაზე დავსდევდი გიორგის უკან, მაგრამ შედეგი ნული.
   გაკვეთილების დასრულების შემდეგ გიორგის კლასისკენ მივდივარ. კარი ოდნავად არის მოხურული. კლასში მხოლოდ სალო და გიოა. აი სად გამოგიჭირეთ. ძალიან მაგარი ვარ. ახლა ყველაფერს გავიგებ.
    - მომისმინე აღარ ვაპირებ ამ თამაშის გაგრძელებას. გთხოვ შემეშვი. ხომ ხედავ მარიმ რა გააკეთე? უბრალოდ დავასრულოთ ყველაფერი. - ამბობს გიორგი გაბტაზებული ტონით. ოთახში დაძანულობაა გამეფებული.
    - არაფერიც არ დასრულდება. შეიგნე ჩვენ უკვე ერთად ვართ და ყველაფერს ერთად გავუმკლავდებით. - სალომე გიორგისკენ იწევა და კისერზე ეხვევა. გიოს ადგილზე თავს მოვიკლავდი. საზიზღარი სალომეს გაკარებას მართლა სიკვდილი მირჩევნია. ვერ ვხვდები ამ ველურის გამო ქეთოს გული რატომ ატკინა?!
   - რატომ არ გესმის? არ მიყვარხარ. ქეთო მიყვარს. შეიგნე. - ამბობს  გაღიზიანებული გიორგი და გოგოს ხელებს იშორებს. ქეთო მიყვარსო, რომ თქვა მომეჩვენა? აბა რაღატომ დაშორდა? უტვინოა, სუფთა უტვინო.
   - შენ შეიგნე. თუ მას არ დაივიწყებ მაშინ იცი რასაც ვიზამ, ისიც იცი, რომ ამას გავაკეთებ. - ისეთი გესლიანი სახით ამბობს, რომ დარწმუნებული ვარ არის იმის გამკეთებელი რითაც ემუქრება. რანაირად გადაიკიდა გიორგიმ ეს ფსიქოპატი? სალომე ნამდვილად საგიჟეთშია წასაყვანი.
   აი თურმე რა ხდება. ეს დამპალი გოგო გიორგის რაღაცით აშანტაჟებს. ნეტა რით? მას უნდა, რომ ჩემს ორ საუკეთესო მეგობარს ცხოვრება გაუმწაროს, მაგრამ ამის უფლებას არ მივცემ.
    ეს საქმე როგორ უნდა მოვაგვარო? იქნებ გიოს დაველაპარაკო და ვათქმევინო რითი აშანტაჟებს? ხო, მგონი ასე აჯობებს. ცოტა მოშორებით ვიმალები და მათ გამოსვლას ველი. ჩემს ბედად მხოლოდ სალი გამოდის. მე კი მაშინვე შიგნით შევდივარ.
    გიორგი განადგურებულია. მერხებზე ხელებით არის დაყრდნობილი და ოხრავს. მასთან მივდივარ, ჩემკენ ვატრიალებ და ძლიერად ვეხუტები.
    - ყველაფერი მოვისმინე. - ჩუმად ვეჩურჩულები. ამ სიტყვების გაგონებაზე გიორგი უკან მწევს.
   - რა? - ყვირის ბოლო ხმაზე.
   - გავიგე, რომ რაღაცით გაშანტაჟებს. უბრალოდ მითხარი და დაგეხმარები მის თავიდან მოშორებაში.
   - ასე არაა, სალომე არ მაშანტაჟებს.- ამბობს გაბრაზებული ხმით და მიდის.
     სერიოზულად? მე მას დახმარება შევთავაზე და ის არ მენდო? ასე უბრალოდ მიდის? ჯანდაბა, სერიოზულად? საუკეთესო მეგობარსაც არ უმხელს? მაგრამ რატომ? რა ხდება ასეთი? რითი აშანტაჟებს. რაღაც სერიოზულია, მაგრამ რა?
     გიორგის ვეღარ ვკითხავ, ისევ მსგავსად მომიშორებს თავიდან. არ მენდობა?! აშკარად ასეა, თორემ მეტყოდა. ესღა მაკლდა სრული ბედნიერებისთვის. ბავშვობის მეგობარი არ მენდობა და რაღაცას მიმალავს.
    გაბრუებული და გამოფიტული მივდივარ სახლისკენ. გიორგი მე არ მენდობა? საშინელებაა. რომ ეთქვა ხომ დავეხმარებოდი. მაგრამ არა, ყველაფერი უნდა გაართულოს.
   ჩემით უნდა გავიგო სიმართლე. ქეთოს გამო უნდა გავაკეთო ეს. დარწმუნებული ვარ ახლაც დეპრესიაშია. მასთან წავიდოდი, მაგრამ ახლა სამსახური მაქვს. ნიკას ნახვა საერთოდ არ მინდა. მისი თავი არ მაქვს, არც ხალისი. ახლა მხოლოდ სახლში ყოფნა და ფიქრი მჭირდება. როგორც პუარომ მეც ისე უნდა გამოვიყენო ტვინის ნაცრისფერი უჯრედები, რომლითაც ასე ამაყობს და რომლითაც ყველა საქმეს მარტივად ხსნის. თუ მაქვს რა თქმა უნდა! ჩემს ფიქრებზე მეცინება. ახლაღა ვაცნობიერებ, რომ უკვე თითქმის ხუთი წუთია ოფისის წინ ვარ გაშეშებული. სწრაფად შევდივარ შიგნით და მაშინვე მომღიმარ ანას ვაწყდები. სიხარულს ვგრძნობ ამ მომენტში. მიხარია, რომ მასთან მივდივარ. უკვე ამ გოგოს დანახვაც კი მაბედნიერებს.
   - როგრო ხარ? - ვეკითხები ხალისიანად.
   - კარგად, შენ?
   - რავი ვარ რა. რამე ხომ არ გაქვს მოსაყოლი?
   - იცოდი, რომ საბას ჩემი დაპატიჟება უნდოდა? - თვალები უბრწყინავს. მიხარია ასეთ გახრებულს, რომ ვხედავ. გაიგეთ რა კითხვას მისვამს? ვიცოდი კი არა, ის ადგილიც მე ვუთხარი, სადაც უნდა წაეყვანე. თუმცა ამას მართლა ხომ არ ვეტყოდი.
   - არა, მან სადმე დაგპატიჟა? აუცილებლად უნდა მომიყვე, მაგრამ ახლა არა. შემოგივლი ცოტა ხანში. - ვამბობ და კიბეებისკენ მივიწევ. ჩემდა გასაკვირად ისევ ხალისიანი ვარ. როგორი ცვალებადი ხასიათი მაქვს არა? ფიქრებში გართულს კიბეზე ფეხი მიტრიალდება. იმედია არავინ მიყურებს. მაგრამ მე ხომ ბედი არ მაქვს. ამ დროს შევნიშნე ჩემს გვერდით მდგომი ნიკა. არ იფიქროთ ხელებში "ჩავახტი", წონასწორობა ამ დონეზე არ დამიკარგავს.
- კარგად ხარ? - მეკითხება ნიკა. მის ხმას და თვალებს ეტყობათ, რომ ჩემს გამო ნერვიულობენ. ეს ფაქტი ცოტათი მახარებს.
- კარგად ვარ. - ვამბობ იმ ტკივილის მიუხედავად, რომელსაც ფეხის არეში ვგრძნობ. არ მიყვარს, როდესაც ჩემს ტკივილს და უსუსურობას ვამჟღავნებ.
ასასვლელ კიბეებს ვუყურებ. ნატკენი ფეხით ამდენი კიბე, როგორ უნდა ავიარო? ფეხს ვადებ იატაკს და ტკივილისგან ისევ მაღლა ვწევ. სახე მემანჭება და ნიკას ვუყურებ. იმედია ვერ შემაჩნია-თქო ვფიქრობ. მაგრამ მე ხომ ბედი არ მაქვს. ის მე მიყურებს. წამიერად იხრება, თავისი ხელები ჩემს სხეულთან მოაქვს და ჰაერში მიტაცებს.
ყველა ჩვენ გვიყურებს. რა ნახეს გასაკვირი ჩვენს ქცევებში? უბრალოდ უფროსს ხელში აყვანილი მივყავარ მაღლა. უი, თურმე მართლა გასაკვირი ყოფილა ჩვენი ქცევა.  ნიკამ ხელში აყვანილმა შემიყვანა "ნომერ 404"-ში და ფრთხილად დამსვა სკამზე.

    ფეხის ტკივილი ოდნავ მომეშვა თუ არა ნიკამ რაღაც მრგვალი ფორმის "ბამბანელკა" მომიტანა.
    - ეს მე? ჩემთვის იყიდე? რატომ შეწუხდი? - ამას კი ვამბობ, მაგრამ უკვე წარმოდგენილი მაქვს როგორ ვჭამ. ჰმმ... გემრიელი სამუშაო დღე მელოდება წინ.
   - რა შეწუხებაა. ფეხი თუ არ გტკივა შეგიძლია გახვიდე და შენს კაბინეტში მიირთვა. - ძალიან კარგად გამოდის ყველაფრის ჩაშლა. უკვე ვფიქრობდი: კარგი ადამიანია ტყუილად მოვუწყვე ამდენი ოინი-თქო. თუმცა გადავიფიქრე.
   ფეხზე წამოვდექი და ჩემს კაბინეტში შევედი. კარი მივხურე თუ არა, მაშინვე ნიკას საჩუქარი გავხსენი. ერთი პატარა შოკოლადი ავიღე, პირთან მივიტანე და მისი ჩაკბეჩა ვცადე, თუმცა არ გამომივიდა.  ეს რა არის, ძველია? აშკარად ძალიან გამაგრებულია და ამიტომ ვერ ვკბეჩ. იდიოტი! როგორ წამოვეგე მის მახეზე? მაინც რომ ჩამეკბიჩა და შემეჭამა ეს შოკოლადები , მერე სად მიდიოდა? ასეთი მაგარი არაფერი მინახავს. ნეტავ რამდენი ხანი აძველებდა? ერთი წელი? ორი? არა ეს იმდენას მაგარია, ალბათ ხუთი წლის მაინც იქნება.
    გაცეცხლებული გამოვდივარ ჩემი კაბინეტიდან და ნიკასაში შევდივარ. აქ კი ვიღაც კლიენტი მხვდება, მშვენიერი ქალბატონი. ნიკაზე ძალიან დიდი, რომ არ იყოს ვიეჭვიანებდი. რა? ვიეჭვიანებდი? ეს მე გავიფიქრე? აშკარად ვიღაც ჩამისახლდა სხეულში.
   - რამეს ხომ არ ინებებთ? - ვკითხულობ, როდესაც მათ გაოცებულ სახეებს ვაწყდები. ისე შევედი კაბინეტში, ლამის კარი ჩამოვაგდე, ამიტომ მათი ემოცია არც მიკვირს.
   - ორი ყავა თუ შეიძლება. - ამბობს ნიკა. მე შენ განახებ ორ ყავას. განანებ შენს საქციელს. მაგრამ ეს როგორ გავაკეთო? მიყვარს ჩემი თავი, უკვე მოვიფიქრე როგორც.
     უგემრიელეს ყავას ვაკეთებ და ნიკას ნაჩუქარ ტკბილეულთან ერთად შემაქვს მათთან.
   - გემრიელ ყავას, გემრიელი ტკბილეული უხდება. - ნიკა შოკირებული სახით მიყურებს და მანიშნებს ახლავე გავაქრო ეს შოკოლადი აქედან. ვითომ მეტი საქმე არ მქონდეს. ახლა ინანებ შენს საქციელს, ნიკუშ.
   - ძალიან გემრიელია, ბატონი ნიკას საჩუქარია. ხედავთ, როგორ ზრუნავს თანამშრომლებზე? ერთი უკვე გავსინჯე. მიკვირს სასწრაფო, რომ არ დამჭირდა. - ვამბობ მხიარული ხმით და ნიკას გაცოფებულ მზერას ვაწყდები. ლამისაა ცოფები გადმოყაროს. ცოტა კი შემეშინდა მისი.
   - გემრიელია და ამიტომ, ეს ვიგულისხმე, რა თქმა უნდა. -  ვამბობ სიცილით და გამივდივარ.
   კიდევ კარგი უკვე გვიანია, სამუშაო საათები მთავრდება. არ მინდა ნიკას აქ დავხვდე, იმის მერე რაც ის ქალი შოკოლადს შეჭამს. დარწმუნებული ვარ ძალიან მეჩხუბება. ეს არ მინდა. აჯობებს ახლავე გავქრე აქედან. გაუფრთხილებლად ვერ წავალ, მაიტომ ტელეფონს ვიმარჯვებ და ნიკასთან ვრეკავ.
   - შეიძლება წავიდე? უკვე სამუშაო საათები სრულდება.
   - შეგიძლია წახვიდე, მარიამ. - ამბობს მშვიდი, გაწონასწორებული ხმით. ალბად, ის ქალი ჯერ ისევ შიგნითაა და ჩემთან ჩხუბს ვეღარ იწყებს.
     მაშინვე ვემზადები და ოფისს ვტოვებ.

   დააკომენტარეთ და დაალაიქეთ. მაინტრრესებს რამდენს მოგწონთ. :დდდ.
შემდეგი თავის დადება თქვენზეა დამოკიდებული.
აბა რას ფიქრობთ? რით აშანტაჟებს სალო გიოს?
.კ რ ი ტ ი კ უ ლ ა დ შ ე მ ა ფ ა ს ე თ.
    საკმარისი ინტრიგაა?



№1 სტუმარი mariammmm

არა მგონია ვინმეს ისე უხარიდეს ამ ისტორიის მომდევნო თავი,როგორც მე მიხარია❤

 


№2  offline წევრი Smailiki

mariammmm
არა მგონია ვინმეს ისე უხარიდეს ამ ისტორიის მომდევნო თავი,როგორც მე მიხარია❤


მიხარია თუ ასეაა❤❤❤
აბა რას ფიქრობ რით ემუქრება სალო გიოს? გიოს პერსონაჟზე რას ფიქრობ? ან მარისაზე, სალოზე, ქეთოზე. :დდდ ❤❤❤

 


№3 სტუმარი mariammmm

Smailiki
mariammmm
არა მგონია ვინმეს ისე უხარიდეს ამ ისტორიის მომდევნო თავი,როგორც მე მიხარია❤


მიხარია თუ ასეაა❤❤❤
აბა რას ფიქრობ რით ემუქრება სალო გიოს? გიოს პერსონაჟზე რას ფიქრობ? ან მარისაზე, სალოზე, ქეთოზე. :დდდ ❤❤❤

არ ვიცი რამდენად ახლოს ვარ მაგრამ შანტაჟი ,რომ ახსენე ვიფიქრე სალო სუიციდით ხომ არ ემუქრება მეთქი,შეიძლება საერთოდაც ავცდი მაგრამ არაუშავს.
ცოტა მარიამისა და ნიკას მომენტები დამაკლდა.

 


№4  offline წევრი Smailiki

mariammmm
Smailiki
mariammmm
არა მგონია ვინმეს ისე უხარიდეს ამ ისტორიის მომდევნო თავი,როგორც მე მიხარია❤


მიხარია თუ ასეაა❤❤❤
აბა რას ფიქრობ რით ემუქრება სალო გიოს? გიოს პერსონაჟზე რას ფიქრობ? ან მარისაზე, სალოზე, ქეთოზე. :დდდ ❤❤❤

არ ვიცი რამდენად ახლოს ვარ მაგრამ შანტაჟი ,რომ ახსენე ვიფიქრე სალო სუიციდით ხომ არ ემუქრება მეთქი,შეიძლება საერთოდაც ავცდი მაგრამ არაუშავს.
ცოტა მარიამისა და ნიკას მომენტები დამაკლდა.


მარიამის და ნიკას მომენტები ცოტა ხნით დაგაკლდებათ. ცხოვრებაშიც ხომ ასეა, ზოგჯერ ბიჭზე ხარ გადართული, რომელიც მოგწონს, ზოგჯერ მწგობრებზე. :დდდ ასე, რომ ამ თავებში მარიამი გადაერთვება გიოს და ქეთოს ურთიერთობაზე. :დდდდ ❤❤❤❤❤

 


№5 სტუმარი ანუ

Ძაან ბავᲨვურია...
არ ᲨეიᲫლება ცოტა უფრო მაᲗᲗ ურᲗიერᲗობასაც მიაქციო ყურადᲦება? .. დამᲦლელია ამდენი სულელური ოინები

 


№6  offline წევრი Smailiki

ანუ
Ძაან ბავᲨვურია...
არ ᲨეიᲫლება ცოტა უფრო მაᲗᲗ ურᲗიერᲗობასაც მიაქციო ყურადᲦება? .. დამᲦლელია ამდენი სულელური ოინები


ეგეც მოხდება ნუ ღელავ❤❤❤ :დდდ

 


№7  offline წევრი secretgirl

როდის დადებ ახალ თავს!!!ლამისაა მოვკვდეე!!!ძაან მინდა გავიგო რა მოხდება!!ნიკაზე და მარიამზე იმდენს ვიცინი ხოლმე!!!
ვფიქრობ სალომეს გიორგის რაიმე ვიდეო ან საიდუმლო აქვს და ამით აშანჟატებს!
ძალიან მომწონს ლიზისი და ლევანის წყვილი!:)
რატომღაც მგონია ის უფროსი ქალი ნიკას დედაა...
არ ვიცი...
შეგიძლია მითხრა ახალ თავს როდის დადებ?

 


№8  offline წევრი Smailiki

secretgirl
როდის დადებ ახალ თავს!!!ლამისაა მოვკვდეე!!!ძაან მინდა გავიგო რა მოხდება!!ნიკაზე და მარიამზე იმდენს ვიცინი ხოლმე!!!
ვფიქრობ სალომეს გიორგის რაიმე ვიდეო ან საიდუმლო აქვს და ამით აშანჟატებს!
ძალიან მომწონს ლიზისი და ლევანის წყვილი!:)
რატომღაც მგონია ის უფროსი ქალი ნიკას დედაა...
არ ვიცი...
შეგიძლია მითხრა ახალ თავს როდის დადებ?



ვეცდები დღეს დავდო❤❤❤ მიხარია, რომ დაბრუნდი❤❤❤ მოიცა ნიკას დედა ვინ გეგონა? :დდდ

 


№9 სტუმარი mariammmm

Smailiki
secretgirl
როდის დადებ ახალ თავს!!!ლამისაა მოვკვდეე!!!ძაან მინდა გავიგო რა მოხდება!!ნიკაზე და მარიამზე იმდენს ვიცინი ხოლმე!!!
ვფიქრობ სალომეს გიორგის რაიმე ვიდეო ან საიდუმლო აქვს და ამით აშანჟატებს!
ძალიან მომწონს ლიზისი და ლევანის წყვილი!:)
რატომღაც მგონია ის უფროსი ქალი ნიკას დედაა...
არ ვიცი...
შეგიძლია მითხრა ახალ თავს როდის დადებ?



ვეცდები დღეს დავდო❤❤❤ მიხარია, რომ დაბრუნდი❤❤❤ მოიცა ნიკას დედა ვინ გეგონა? :დდდ

ახლიდან წავიკითხე თავი და ნიკას დედას ვეძებდი :დ
მართლა რომელი ქალი?

 


№10  offline წევრი Smailiki

mariammmm
Smailiki
secretgirl
როდის დადებ ახალ თავს!!!ლამისაა მოვკვდეე!!!ძაან მინდა გავიგო რა მოხდება!!ნიკაზე და მარიამზე იმდენს ვიცინი ხოლმე!!!
ვფიქრობ სალომეს გიორგის რაიმე ვიდეო ან საიდუმლო აქვს და ამით აშანჟატებს!
ძალიან მომწონს ლიზისი და ლევანის წყვილი!:)
რატომღაც მგონია ის უფროსი ქალი ნიკას დედაა...
არ ვიცი...
შეგიძლია მითხრა ახალ თავს როდის დადებ?



ვეცდები დღეს დავდო❤❤❤ მიხარია, რომ დაბრუნდი❤❤❤ მოიცა ნიკას დედა ვინ გეგონა? :დდდ

ახლიდან წავიკითხე თავი და ნიკას დედას ვეძებდი :დ
მართლა რომელი ქალი?


მეც ძაან დამაინტერესა... მოიცა ნიკას დედა ტექსტში გამოჩნდა და მე არვიცოდი?? :დდდდდდდდდ

 


№11 სტუმარი ნიცა

ანუ
Ძაან ბავᲨვურია...
არ ᲨეიᲫლება ცოტა უფრო მაᲗᲗ ურᲗიერᲗობასაც მიაქციო ყურადᲦება? .. დამᲦლელია ამდენი სულელური ოინები

რამდენი წლის ხარ ბავშვურად რო მიიჩნევ? მარა ერთ რამეში გეთანხმები ამდენი ოინები სისულელეა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent