შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე შენ და ცხოვრება (თავი 3)


2-02-2020, 00:31
ავტორი duchi_duchi
ნანახია 2 180

მირა
სადარბაზოში როგორც კი შევედი,გულზე ხელი მოვიჭირე, სირბილით ავედი მეოთხე სართულზე, კარი გავაღე ,აბაზანაში შევიკეტე ,სარკეში ჩემს თავს შევხედე და კითხვა დავუსვი.
- რა გჭირს მირა?
არტელეგომ არ დააყოვნა და ეგრევე მიპასუხა.
-მგონი ბათა გჭირს.
ფიქრების გასაფანტად ხელი ავიქნიე,დუშის ქვეშ დავდექი,გრილი წყალი წამოვიდა და ცოტა გამომაფხიზლა.ხალათი მოვიცვი და საძინებელში გავედი.საწოლზე წამოვწექი,თვალები დავხუჭე და pბათას შავი თვალები,ვიწრო ცხვირი,მისი ოდნავ სავსე ტუჩები და ის საოცარი ღიმილი დავინახე პირველი დანახვისას რომ გამიღიმა. სასწრაფოდ ვჭყიტე თვალები.
-რა ჯანდაბა მჭირს ღმერთო?სულ ერთი საათის უკან გავიცანი ნუთუ მომწონს? 19 წლის განმავლობაში ასეთი არაფერი დამმართნია, იმდენ ბიჭს ვუყვარვარ,საკმაოდ კარგებს, მე კი ერთი პროცენტი ინტერესიც კი არ გამჩენია მათ მიმართ.არა საერთოდ არ მომწონს ეს ყველაფერი, თავი მისგან შორს უნდა დავიჭირო...
-ნუთუ ყიფიანმა შეგაშინა უძლეველო მირა?,,ოხ ისევ ეს ჩემი ბოროტი ალტერეგო,,
მივხვდი რომ ეს ფიქრები გამაჭედინებდნენ, სასწრაფოდ ჩავიცვი და იკოს დავურეკე.
-იკო სად ხართ?
-თაკოსთან ვართ.
-ლუდები დაითრიეთ და ამოდით.
-ოკეი მოვდივართ მბრძანებელო.
-მოკეტე და მალე ამოდით.
ტელეფონი გავთიშე და მამას დანარეკი გამახსენდა,ეგრევე დუდას გადავურეკე.
-დუდიკ რაშვები?
-რავი მირა საქმეზე ვართ მე და გიო.-რახდება?
-დუდიკ დადამ დამირეკა შემეხმიანონო,-არვიცი რა უნდოდა დაურეკეთ.
-არის უფროსო ახლავე გადავურეკავთ.
-დუდიკ რაღაც მინდა გითხრა.
-თქვი ლომო.
-კაი ნუ მეძახი ეგრე.
-რატო ჩვენი ლომი არ ხარ?
-აუ დუდიკ დაგერხევა იცოდე.
-კაი, კაი.-მიდი თქვი.
-ვინმე ბათა ყიფიანი მაინტერესებს.-ერთი კვირაა რაც აქ გადმოვიდა.
-და რატო ინტერესდები?
-პროსტო შენ ძმობას ვფიცავარ.- არაფერი პირადული,უბრალოდ მაინტერესებს რა კაცია.
-კაი ერთ საათში ინფორმაცია გექნება...
დუდუს ტელეფონი გავუთიშე და ბავშვების ამოსვლას დაველოდე...
ბათა მანქანას გიჟივით მიაქროლებდა ავტობანზე,სანამ ტელეფონის ხმამ არ მოიყვანა აზრზე.მანქანა გადააყენა და დაფარულ ნომერს უპასუხა.
-გისმენ.
-როგორ ხარ ჩემო ბიჭო?
ტელეფონში ბოხი ხრინწიანი ხმა გაისმა.
-კარგად შენ როგორ ხარ?.
-მე ისევ ისე.-გადახვედი?
-კი ერთი კვირაა გადავედი,ყველა გავიცანი.
-შეამჩნიე რამე ჯერ?
-საეჭვო არაფერია.- თუ რამე აქ ვარ და ხომ იცი ყველაფერს გავაკეთებ.
-ვიცი რომ გააკეთებ.-გენდობი.
-ვიცი და მეც გენდობი.- მამობა შენ გამიწიე ის 5 წელი. -კაცად რომ ჩამოვყალიბდი შენი დამსახურებაა,ხომ იცი რომ დიდ პატივს გცემ.?
-დაიცავი ის გთხოვ.- ხომ იცი რომ დიდი დრო არ მაქვს?
-სიცოცხლის ფასად დავიცავ..-მეეჭვება ჩემი დაცვა ჭირდებოდეს მაგრამ მაინც.
-ისევ ისეთი გიჟია.
კაცმა თქვა და ბათას ჩაეცინა რომ წარმოიდგინა ტელეფონის იქეთ როგორ იღიმოდა ხმის პატრონი.
-კითხვა მაქვს. -რატომ მირა და არა მიმი?.
-მხოლოდ მე ვეძახდი მიმის.
-გასაგებია.-დღეს ლამის მცემა ეგრე რომ მივმართე.
-გაიცანი უკვე?
-ხო დღეს გავიცანი.
-კარგი ბათა წავედი თუ რამე ხომ იცი სადაც უნდა დამირეკო..
-მაგრად აბა და თავს გაუფრთხილდი..
ბათამ ტელეფონი გათიშა. ერთი ამოიოხრა და სიტყვებიც ამოაყოლა, რომ იცოდე როგორ მიბნევს თავ გზას,ალბათ ყელს გამომჭრიდი ბებერო ლომო.
მანქანა მოატრიალა და სახლისკენ წავიდა.უბანში რომ შევიდა იკო,აკო,დათა,ნია,ნინი და თაკო დაინახა ლუდებით ხელში..
-სად მიდიხართ ასე ერთობით?
-ჩვენ სულ ერთობით დავდივართ ძმაო.
-მგონი მირა გაკლიათ.
-ზუსტად მასთან მივდივართ.
-მეც დაპატიჟებული ვარ ხო?-როგორც მახსოვს მეც დამპატიჟა..
-კი დაგპატიჟა.- შეგიძლია წამოხვიდე.
-როდის დაპატიჟა?
იკითხა დათამ..
-შენ რომ რაზბორკებზე დარბოდი მაშინ..
-დათან არ გევასები თუ რა ხდება?
-მე მევასები შენ თავს ვფიც სიყვარულო.
აკომ უთხრა და მკლავზე ხელი ჩამოატარა.
-მომშორდი შენი.-ეს სულ ასეა?იკითხა ბათამ.
-ხანდახან .გაუცინა დათამ.-მეც ნერვებს მიშლის ხოლმე.
-დათა ბათაში გამცვალე?-არ გრცხვენია ბიჭო?ეს რა გამიკეთე ერთი კვირის გაცნობილში როგორ გამცვალე?
-აკო მორჩები გლოვას და ამოეთრევი თუ ჩამოვიდე და გაგიხეთქო თავი?
მირამ გადმოძახა აივნიდან.
-არა!- თავი როცა გამიტეხე ისიც არ დამვიწყებია ჯერ,ზუსტად მის მერე ვიქცევი ასე,თორემ მანამდე მშვენიერი ბავშვი ვიყავი.
-აუფ ამას არაფერი არ ეშველება.
იკომ ხელი ჩაიქნია..
ბათა გაოცებული უყურებდა, ბოლოს იკომ მოკიდა ხელი.
-ესენი სულ ასე არიან არ მიაქციო ყურადღება.- წავედით თორემ გათბა ლუდი.
როგორც იქნა აახწიეს მეოთხემდე.
-აუ ტო ლიფტი რა პონტში არაა?
-სპორცმენების ბინა იყო ადრე და მაგ პონტში არ დაამონტაჟეს.
მთელი სერიოზულობით უპასუხა დათამ.
-ღადაობ?
-ხოო.
-მკლავს შენი იუმორი პირდაპირ.
-აბა ხუთ სართულიან შენობაში ლიფტს ვინ გაგიკეთებდა თუ ძმა ხარ...
დათამ უთხრა და ყველამ გადაიხარხარა.
ბათამ წარბები შეკრა.
-ნუ ძმებო.-ჯერ ვერ დავამუღამე თქვენი იუმორი მარა მგონი გავქაჩავ.
კარები შეგლიჯეს რასაც ქვია და იკო დივანზე დაჯდა.
-აქ მე ვჯდები დაგასწარით ყველას.
-მე კიდე აქ.
სავარძელზე წამოსკუპტა აკო.
-აუ იკო ჯდები თუ წვები?- დამაჯინე რაა.
წუწუნით მივიდა ნინი.
-ჰა მოდი!- იმენა ჯოჯოხეთშიც არ მომასვენებ შენ მე.
-ხო იცი უშენოდ ვერ გავძლებ.
-ბათა მოდი რატო დგახარ ფეხზე?
მირას ხმამ მოიყვანა აზრზე.
-ა ხო მე კი აი აქ დავჯდები.
პუფს ხელი მოკიდა და მაგიდასთან მიწია.
ყველა დასხდა და ლუდის სმა დაიწყეს..სვავდნენ, იხსენებდნენ თავის გიჟობებს,თან ბათას აცნობდნენ ერთმანეთის ურთიერთობას..
-აუ დათა ის გახსოვს?
ჩხუბი რომ მოგვივიდა სადღაც ტყეში რომ მივედით და 6 მუტრუკი დაგვხვდა, როგორ გვცემეს იმ ჩემისებმა ტო.-მირა რომ არ მოსულიყო ტვინს გაგვასხმევინებდნენ.
-მირა?იკითხა ბათამ.
-ხო უკან გამოგვყოლია მანქანით.- ისე გვცემეს არაფრის არ გვქონდა, ძირს ვართ გაფენილები და გვესმის იარაღის ხმა.- ვახ მეთქი დაგვბრიდესთქო სანამ ამ გიჟის ხმა არ გავიგეთ.უკვე წერილი გქვონდა დაწერილი გამოსამშვიდობებელი,დაჟე ვხედავდით ჩვენს პანაშვიდებს..-გავიხედეთ და მირა დგას იარაღით ხელში,ბოლო ხმაზე ბღაოდა ხელი არ ახლოთ თორე ყველას დაგბრიდავთო.ერთმა წინააღმდეგობა გაუწია, უახლოვდებოდა და კიც დაიჭირა ჩიტი.პირდაპირ მუხლში ესროლა. მეტი რაღა უნდოდათ იმ სი*ებსაც ეგრევე დაიფანტნენ.ამან აგვიღო და წამოგვიღო სახლში.
-კარგით ახლა არც ეგეთი საცოდავები იყავით კარგად ჩხუბობდით.
-მოიცა შენ რა იცი?
-იქ ვიყავი და ვხედავდი.-ნუ ბოლოს რომ მივხვდი თავს ვერ დაიხსნიდით გამოვჩნდი.
-მოიცა რა თქვი?-იქ იყავი და ჩვენს ცემას მშვიდად უყურებდი?
-კიი!-მაშინ გაბრაზებული ვიყავი ნატაშკაში და თათუკაში რომ გამცვალეთ თქვე არასწორებოო.-ხოდა მეც სამაგიერო გადაგიხადეთ.
-მოღალატე გამიზრდიხარ უბეში.
-არაუშავს იკუნ,აწი ძმაკაცს ბოზებში არ გაცვლი..
თვალი ჩაუკრა და ლუდი მოსვა..
-ის თუ გახსოვთ?
დათამ დაიწყო ლაპარაკი.-ქობულეთში გოგო რო ცემა და ძლივს გავაშვებინეთ ხელი.
-მაგას რა დამავიწყებს?-იმენა კაცივით გალახა..
-შე რა ფიცხი ყოფილხარ ტო.
-რაო ყიფიანო ხომ არ შეგვეშინდაო?ქვემოდან ახედა ნაკანმა და ირონიულად გაუღიმა.
-ასე ადვილად არ ვშინდები ნაკანო.-მაგრამ ვგონებ სიფრთხილეც მმართებს
-აუ ის გახსოვთ?დაიწყო აკომ.
-ქობულეთში პატრულმა რომ გაგვაჩერა?ბიჭები მანქანიდან გადმოგვიყვანეს,ამ გიჟისთვის არ უთქვამთ გადმოდიო.პატრულს ვეკაჩავებით რა და ახლავე მანქანა უნდა გავჩხრიკოთო.აუ გადაგვივიდა ფერები,იარაღი გვქონდა მანქანაში.-მაგრად გამიტყდებოდა ის ღამე პოლიციაში რო გამეტარებინა და ის ცეცხლოვანი ღამე გამემაზა, რაც მერე ეკატერინესთან გავატარე..მირა გადმოვიდა და მეცა, აკო რა ჯანდაბა ხდება აქო?იცოდე თუ რამე შარში გაეხვიე დავივიწყებ რომ შენს შვილს ვატარებ მუცლით და გაგეყრებიო და ეგრევე ცრემლები გადმოუშვა.პატრული გაოცდა.იმ ნაბიჭვრებს ჩხრეკა არ გადაუფიქრებიათ,ხოდა იარაღი რომ ვერ იპოვეს გავოცდით,მეთქი რა ხდება?ბოდიში მოგვიხადეს და წავიდნენ.მანქანში დამუნჯებული ჩავჯექით.ეგრევე იკოს ვეცი სადაა იარაღითქო? იკომაც გაოცებულმა მიპასუხა.-მე რა ვიცი ო.ამ გიჟმა კი უკანა სიდენიიდან გადმოყო თავი. მაღიარეთ ბიჭებოო და ბათინკიდან იარაღი ამოაძვრინა.-ხო ზუსტად აგვისტოში.-ტიპი ტყავის ბათინკებით და შარვლებით დადიოდა, სულ ვეჩხუბებოდით ამის გამო,მაგრამ ფაქტია დაგვეხმარა...
-აუ აღარ მოგბეზრდათ ჩემზე საუბარი?გვეყოს დავლიოთ..
სმა გააგრძელეს ,კარგად მთვრალები იყვნენ.მირა ადგა და სამზარეულოს აივანზე გავიდა სიგარეტის მოსაწევად.
-დიდიხანია ეწევი?
ბათას ხმა რომ მოესმა შეკრთა,ქვემოდან ახედა და უპასუხა.
-დიდიხანია დავიწყე.-უბრალოდ იშვიათად ვეწევი.
-ახლა რატომ გადაწყვიტე მოწევა?უთხრა და მიუახლოვდა.სახე ახლოს მიუტანა, მისი სუნთქვა ნაკანს სახეზე ეფრქვეოდა და ტანზე ბუსუსები აყრიდა,არც ყიფიანი იყო ნაკლებ მდგომარეობაში,სურვილი კლავდა რომ მის ტუჩებს შეხებოდა და იმდენხანს ეკოცნა,სანამ ფილტვებში ჰაერის მარაგი არ ამოეწურებოდა..
-გაიწიე.
-რატო პატარავ გაბნევ?
ირონიულად უთხრა და ტუჩის კუთხე ჩატეხა..
-ცეხლს ეთამაშები ყიფიანო და დაიწვები.
-თუ შენთან ერთად ვიქნები მაგ ცეცხლში დაე დავიწვა..
-არ გირჩევ.
-რჩევებისთვის დიდი ბიჭი ვარ უკვე და აღარ მჭირდება.
სახეზე ხელი ჩამოუსვა და ნაკანმაც თვალები მინაბა..კოცნის მოლოდინში.
-ისუნთქე პატარავ.
უთხრა და გაიცინა.
ნაკანმა თვალები ჭყიტა,მის ირონიულ სახეს რომ შეხედა სისხლი მოაწვა.
-შენ ყიფიანო თამაში გინდა?-ხოდა ვითამაშოთ.-ვნახოთ ვინ მოიგებს.
უთხრა და ტუჩებზე ველურივით დაეტაკა,თავისი ნებით დაუთმო პირველი კოცნა ყიფიანს.ცდილობდა კარგად გამოსვლოდა და ყიფიანს არ ეგრძნო რომ პირველი კოცნა იყო მისთვის.მანამ კოცნიდა სანამ უჰაერობამ არ შეაწუხა, ბოლოს მოშორდა და თვალებ მინაბული ყიფიანი რომ დაინახა გაეცინა. ახლოს მიიწია და ყიფიანს ყურში ჩაჩურჩულა,ისუნთქე ბათა,ისუნთქე არ გაიგუდო.-თამაშში ყოველთვის მე ვიგებ, უნდა შეეგუო..
ცერა თითი ტუჩზე გადაატარა და სახლში შევიდა...
ბათა გაოცებული,გახარებული და ამავე დროს გაბრაზებული იდგა აივანზეე...
-ამის დედაც ეს რა იყო?
თავზე ხელები გადაისვა და გულიანად გაიცინა.-გიჟი-ჯანდაბა!ჩემი გიჟი ქალღმერთი...



№1  offline მოდერი ენქეი

მალე დადე შემდეგი❤️

 


№2  offline წევრი S.მეგი

ველოდები შემდეგს
ძალიან კარგია❤❤
❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent