ესპანელი მაფიოზები ●10●
_მატიას!_საკუთარი ხმა ვერ ვიცანი_იარაღი დაუშვი, ახლავე! _თორემ რა პატარა ქალბატონო? _თორემ გესვრი!_შემოტრიალდა და ჩემი დამიზნებული იარაღის დანახვაზე მზერა გაუშეშდა. _იარაღი საიდან გაქვს?_მითხრა რამდენიმე წამიანი სიჩუმის შემდეგ.გამჭოლ მზერას არ მაშორებდა. _ეგ ახლა ყველაზე ნაკლებად უნდა გადარდებდეს მატიას!_ცივად გავეცი პასუხი.ვერასოდეს წარმოვიდგენდი თუ ასე მოქცევა შემეძლო,ვერც კი ვიფიქრებდი რომ ოდესმე შეშინებული გოგონადან წამში ცივ ქალად გადავიქცეოდი რომელიც ვინმეს იარაღას ხელისაუკანკალებლად დაუმიზნებდა მაგრამ ადამიანი ხომ უცნაური არსებაა არა?და ამასთანავე ცხოველიც რომლის ინსტიქტები გადასარჩენად ყველაფერს აკეთებს. _ვერ მესვრი_წარბებს ქვემოდან გამომხედა მატიასმა და მისმა ცინიკურმა ტონმა ყური მომჭრა. _შენს ადგილას ასეთი დარწმუნებული არ ვიქნებოდი _გავუღიმე და იარაღი მტკიცე მოძრაობით გადავტენე .მატიასმა წარბები ოდნავ ასწია_რომელიმე მიზეზი გაფიქრდება იმისა რომ არ გესროლო? _შეიძლება მე დამნაშავე ვარ,ცივსისხლიანი მკვლელი და მაფიოზი მაგრამ შენ, ადამიანს ვერ მოკლავ._მატიასმა გამიღიმა_ამისთვის მეტისმეტად ნაზი და უცოდველი ხარ. _ნუთუ ახლა ჩემში რამე ნაზს და უცოდველს ხედავ მატიას?_მართლაცდა რა იყო ნაზი და უცოდველი თმაგაწეწილ თვალებჩაწითლებული გოგოში რომელიც ქანადკებასავით მყარად იდგა და მიზანში ამოღებულ შუბლს იარაღს არ აშორებდა? _ახლა ცოტათი დაფარულია_ჩაიცინა მან_იარაღი დაუშვი ლიზა!დამიჯერე,უარესად ინანებ. _ვერაფერსაც ვერ ვინანებ თუ მკვდარი იქნები!_ცივი და მშვიდი ტონი უეცრად სადღაც გაქრა და მის ნაცვლად პირიდან ხმამაღალი ყვირილი აღმომხდა_არ ვინანებ თუ იმ ადამიანს ვესვრი რომელმაც მომიტაცა და ოჯახის ამოხოცვით მემუქრება!რომელმაც ლამის ჩემი გაუპატიურ.ბა სცადა!რომელმაც სიცოცხლე გამიმწარა!არანაირად არ ვინანებ!გამიხარდება კიდეც!_დიეგო მთელი ამ ხნის განმავლობაში ხან მე მიყურებდა ,ხან მატიასს,ხან კი იარაღს დახედავდა რომელიც მატიასს მისკენ გაეშვირა. _მიდი ლიზა ,ესროლე_წამაქეზა დიეგომ._ მან ეს დაიმსახურა!ყველასთვის კარგს იზამ თუ ამ ნაგავს მოკლავ! _შენ ხმას ნუ იღებ!_დაიღრიალა მატიასმა.დიეგოს წამიერად შიშმა გადაურბინა სახეზე ,მერე გაიღიმა და ისევ ლაპარაკი დაიწყო. _თორემ რა მატიას?მომკლავ?ჩემი გამარჯვების იმდენად გეშინია რომ მკლავ კიდეც?_დიეგოსკენ წავედი და გვერდით დავუდექი_თუ გაბედავ და ესვრი იცოდე თვალისდაუხამხამებლად მოგკლავ_ვუთხარი მატიასს,დიეგოს სახეზე კი თვითკმაყოფილი ღიმილი დასთამაშებდა._მოთმინებადაკარგულმა მატიასმა ხელი იმდენად სწრაფად გადამიტრიალა და იარაღი წამართვა რომ განძრევაც ვერ მოვასწარი.მატიასი ფანჯარასთან მივიდა და იარაღი მოისროლა.ახლა კი აორთქლდა ჩემი სიცივე და ისევ პანიკურმა შიშმა მომიცვა.თავის ხელში აყვანა ვცადე.მატიასი ისევ ჩვენს წინ დადგა. _გამოცდილება გაკლია ლიზიკო. _ჯანდაბაშიც წასულხარ მატიას!_გამოვცერი კბილებს შორის. _მოთმინება დავკარგე უკვე_თავი გადააქნია დიეგომ_თქვენი კინკლაობის მოსმენა აღარ შემიძლია!მე აქ ჩემი საქმისთვის მოვედი!მატიას, გირჩევნია ბიზნესი დამითმო თორემ პოლიციას არ მივმართავ და ჩემი ხელით აგკუწავ _ რა ბიზნესის დათმობაზე ლაპარაკობ?მეგონა მატიასის ვალი გქონდა და გაურბოდი_დიეგოს გაკვირვებულმა გავხედე.ვერ გამეგო რაზე საუბრობდა.დიეგომ გადაიხარხარა _არასწორად გეგონა ძვირფასო.შენ ერთი პატარა უადგილო ადგილას აღმოჩენილი მსხვერპლი ხარ და დაკავებული რომ არ ვიყო შეიძლება შემცოდებოდი კიდეც_თვალი ისე უდარდელად ჩამიკრა თითქოს მეუბნებოდა გაემზადე პარკში მიმყავხარო .მე კი მისი ნათქვამის გააზრებას ვცდილობდი.დიეგომ მზერა ისევ მატიასისკენ მიმართა_მატიას დამითმე ბიზნესი!ბოლოჯერ გეუბნები _მგონი ახლა " თორემს" უნდა დაველოდო _თორემ ბეკის შეგახვედრებ_დიეგომ თითი ჭერისკენ აიშვირა.მატიასს თვალები ცეცხლით აენთო და კილომეტრიდანაც კი შეამჩნევდით მის დაჭიმულ ყბებს.დიდი სასწაულის წყალობით ყინულის ბაქანში შეყუჟვა ისევ მოახერხა და წინანდელი ტონით თქვა: _მაგის ტ.აკი რომ გქონდეს დიეგო აქამდე გააკეთებდი._დიეგომ ერთი ღიმილით შეათვალიერა მატიასი და მოულოდნელი მოძრაობით მე დამწვდა,ჯიბიდან ამოღებული დანა კისერზე მომაბჯინა.იმდენად ძლიერად ვყავდი გაკავებული რომ მცირე მოძრაობაც არ შემეძლო.ორ ცივსისხლიან მაფიოზს შორის ვიყავი გაჭედილი და ამაოდ ვცდილობდი გამოსავალი მეპოვა,ამაოდ ვცდილობდი საკუთარი თავი დამემშვიდებინა. მატიასის სახეზე რთულად თუ ამოიკითხავდით რამეს.გრძნობები ერთმანეთს წამში ანაცვლებდნენ,თვალები კი შავად უელევავდნენ.არ ვიცოდი რას ფიქრობდა,რას გრძნობდა მაგრამ ბრმაც კი შეამჩნევდა მოკუმულ ტუჩებს, კისერზე ამობერილ ძარღვს და დაჭიმულ ყბას.მატიასს თვალებში ვუყურებდი,მართალია მას სიტყვიერად არაფერს,მაგრამ თვალებით ვეუბნებოდი რიმ დამხმარებოდა.ცრემლები მომდიოდა,მთელ სახეს მისველებდნენ და ბოლოს ნიკაპის ქვეშ იკვრებოდნენ. _რა აკეთებ?გამიშვი!ეს დანა მომაშორე რა ჯანდაბას აკეთებ?_გაფართხალება ვცადე თუმცა სრულიად უშედეგოდ ვერც კი გავინძერი _მშვიდად ლიზა თორემ შეიძლება შემთხვევით ყელი გამოგჭრა და კოზირი დავკარგო.აბა მატიას არც ახლა დაფიქრდები? _რა გაფიქრებინა დიეგო რომ ეგ საცოდავი გოგო აზრს შემაცვლევინებდა?_შევამჩნიე რომ მატიასს დიდი ძალისხმევის შედეგად ჰქონდა მშვიდი ტონი. _არ გინდა მატიას._ჩაიცინა დიეგომ_მეტისმეტად კარგად გიცნობ იმისთვის რომ ამას ვერ მივხვდე _მე მაინც არაფრის გაკეთებას არ ვაპირებ. _მოტივაცია გჭირდება?_დიეგომ მკლავზე დანა მტკინვეულად ჩამომისვა და წითლად შეღება.სისხლმა ჩემს მკლავზე დაიწყო დინება.ვიკივლე. _შენი დედაც დიეგო!_დავუკივლე კაცს_თავი დამანებემეთქი!_დიეგომ ჩაიცინა _ლიზას შეეშვი!არაფერ შუაშია!_მატიასი სასროლად მოზიდულ ისარს დაემსგავსა.ვერ ვხვდებოდი საიდან ჰქონდა ამდენი მოთმინების უნარი კიდევ მშვიდად რომ ლაპარაკობდა.მზერით სიტუაციას შეისწავლიდა.იარაღი დამიზნებული ჰქონდა მაგრამ სროლას ალბათ ვერ ბედავდა რადგან დიეგოს ლამის წინ ვყავდი აფარებული.და მაინც,თვალებს ჩემს დაშავებულ მკლავს არ აშორებდა. _ისევ არ გადაიფიქრე?ცუდია_დიეგომ გაჭრილ მკლავზე ჭრილობის გაღრმავება დაიწყო.ისევ დავიკივლე და უფრო ხმამაღლა, ეს ბევრად მტკინვნეული აღმოჩნდა თითქოს ყველა ნერვს ერთად მოეყარა თავი და იმათ ჭრიდნენო.მატიასმა ნაბიჯი გადმოდგა,დიეგომ დანა წამსვე ყელზე მომაბჯინა _აპ აპ აპ!ერთ ნაბიჯსაც გადმოდგამ და ყელს გამოვჭრი. _არაფერი დაუშავო! _რაო მატიას გავტყდითო? _მე მხოლოდ გაგაფრთხილე. _გადაწყვეტილება ვერ მიგაღებინე ხომ? _ტყუილად ცოდვილობ დიეგო. _კი ბატონო._დიეგო კარისკენ წავიდა ისე რომ ჩემთვის პოზა არ შეუცვლია_დანა მატიასისკენ გაიშვირა_შენ არ გაინძრე.ამ გოგოს კი მე დავიტოვებ თუ შენ ასე გკიდია.ასე უკუსვლით გაიარა დერეფანი,გადაიარა ეზო და გავიდა ჭიშკრიდან. მატიასი მოგვყვებოდა და ვერაფერს აკეთებდა.ერთი ზედმეტი ნაბიჯიც და ყელს გამომჭრიდნენ,ისროდა და მე მომხვდებოდა. _თუ რამე შეგრჩა ადამიანობის მატიას,დამეხმარე!_როგორ არ წარმოვიდგენდი ამ ჭიშკრიდან გასვლას მაგრამ მეორე მაფიოზი თუ დანამიბჯენილი გამათრევდა რას ვიფიქრებდი! _იცოდე არაფერი დაუშავო!ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ. _ბოდიში მატიას._დანა ბარძაყში გამიყარა და ჩემმა კივილმა იქაურობა მთლიანად მოიცვა.საშინელიმა ტკივილმა მთელი ფეხი დამიწვა და მეორე ფეხს დავეყრდენი.ცრემლები ხელახალი სიძლიერით გადმომდინდა და ავქვითინდი _არ შეეხომეთქი!_დაიღრიალა მატიასმა_ისეთ დღეს დაგმართებ დიეგო თავი შენი ხელით მოიკლა!არ გაცოცხლებ შენ გამო.ირებულო!მის ყველა ცრემლს ცხვირში ძმრად ამოგადენ! _გირჩევნია ეგ ყველაფერი მალე გააკეთო თორემ შენი გოგო სისხლისგან დაიცლება და მე არ დავეხმარები_მიაძახა დიეგომ და იმ წამს მოსულ მანქანაში ჩამსვა და თვითონაც ჩაჯდა. _წადი სწრაფად!_მანქანა ადგილს მოწყდა.ტყვიების სროლის ხმა გავიგონე ერთი მანქანას მოხვდა.მატიასმა სავარაუდოდ მთელი მჭიდი დაცალა.თვითკმაყოფილ დიეგოს გავხედე ,მერე ჩემს ფეხს დავხედე და ყელში ბურთი გამეჩხირა.სისხლი სწრაფად მომდიოდა მაგრამ არტერია მგონი არ იყო გაჭრილი.თუ იყო?არა რომ ყოფილიყო უფრო ძლიერად წამოვიდოდა სისხლი და უფრო ბევრი. თან ამდენად ღრმად არ იყო ჭრილობა. მაგრამ სიღრმავე და სისხლის დინება არც ახლა აკლდა იმისთვის რომ ორ-სამ საათში სისხლისგან დავეცალე.ხელს ვაჭერდი მაგრამ ვერ ვაკავებდი,ასე დიდხანს ვერ გავძლებდი. მატიასს უნდა ვეპოვე. თორემ ან დიეგო მომკლავდა ან ჩემით მოვკვდებოდი. ესეც ახალი. რას ფიქრობთ?მითხარით.მე პირადად მგონია რომ დიდი ვერაფერი გამოვიდა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.