ესპანელი მაფიოზები ●11●
მაგრამ სიღრმავე და სისხლის დინება არც ახლა აკლდა იმისთვის რომ ორ-სამ საათში სისხლისგან დავეცალე.ხელს ვაჭერდი მაგრამ ვერ ვაკავებდი,ასე დიდხანს ვერ გავძლებდი. მატიასს უნდა ვეპოვე. თორემ დიეგო მომკლავდა ან ჩემით მოვკვდებოდი. *** დიდი ხანი ვიარეთ.ქალაქს გავცდით, ბნელდებოდა და ნელნელა ვეღარაფერს ვარჩვედი,ერთი მხრივ უსინათლობის და მეორე მხრივ სისხლის ნაკლებობოს გამო.ერთი საათი მაინც ვიარეთ,დამჯდარსაც კი თავბრუ საშინლად მეხვეოდა და არნახული ძალით ვცდილობდი გონება არ დამეკარგა.რამდენჯერაც სისხლდენამ შენელება დაიწყო დიეგომ იმდენჯერ ხელახლა გამიხსნა ჭრილობა რამდენიმე წუთის წინ მასთან წინააღმდეგობის გაწევა ვცადე მაგრამ ამ დროს ხელებიც დამისერა და ახლა მტევნებიც მეწვოდა.ცხვირი ამწითლებოდა ტირილისგან და სახეზე გაფითრებული ვიყავი,ცრემლებს მთელი სახე დაესველებინა და გაუჩერებლივ მოედინებოდნენ.ჰქონდათ კიდეც ამის მიზეზი,მაპატიეთ,მიზეზები.მხოლოდ ღმერთის იმედიღა მქონდა და ეჭვი მეპარებოდა მატიასს ჩემთვის თითი გაენძრია. ამასთანავე ფეხს თითქოს ცხელი დანით მიშანთავდნენ და საშინლად მტკიოდა.ერთადერთი რასაც ვფიქრობდი ის იყო რომ საკუთარ თავს ვეკითხებოდი: ეს რით დავიმსახურე?ასეთი დასასრული ღმერთმა რატომ მარგუნა? ასე უაზროდ. ესპანეთის ორ მაფიოზს შორის გაჭ....ტილი სიცოცხლე. *** გააფთრებული მატიასი სახლში შევარდა და გათიშულ დაცვას წიხლი ჰკრა _გაიღვიძეთ თქვე უმაქნისებო!ქვიშის გამო*ლევებულო ტომრებო!ადექით!მაცადეთ ცოტა ხანი,მოგივლით როგორც უნდა!_სახეში სილას აწნიდა და ფეხით აჯანჯღარებდა.ერთმა თვალი რომ გაახილა მატიასი მაშინვე პერანგის საყელოში წვდა და ფეხზე წამოყენებული კედელს მიანარცხა _რა ჯანდაბას აკეთებდი დიეგო რომ ჩემს სახლში დასეირნობდა და ლიზა წაიყვანა?!_დაიღრიალა მატიასმა.დაცვას ენა ჩაუვარდა _ბატონო...მე... _რა შენ?რა შენ?!ამას მუშაობას ეძახი?!_მატიასი იმდენად ღრიალებდა ავეჯში ჩასმულ მინებს ზრიალი გაჰქონდა_შენი დედაც!ერთი კაცი როგორ მოგერიათ?_სახეში მუშტი სთხლიშა და დაცვა ისევ გათიშული დავარდა ძირს _ამის დედაც!_შეჰყვირა მატიასმა _სულ დადელდნენ!_ტელეფონი ამოიღო და ენდრიუს გადაურეკა ორი ხანგრძლივი ზარის დროს სანამ უპასუხებდა მატიასმა გინების კორიანტელი დააყენა მესამეზე უპასუხა ენდრიუმ _მატიას ,იცი ზუსტად ახლა როზალისთან ერთად ვარ საძინებ... _ახლავე სახლში მოდი!დიეგომ ლიზა გაიტაცა!სწრაფად!დაცვიდან ყველა გათიშულია და დიეგო უნდა მოვძებნო!ხუთ წუთში აქ იყავი თორემ არც კი ვიცი რას ვიზამ!_ჩაჰყვირა მატიასმა და ენდრიუს პასუხს აღარც დაელოდა ისე გაუთიშა. ამასობაში ხმაურზე შეუმჩნევლად გამოსული კომპიუტერთან მომუშავე ბიჭები კედელთან ატუზულიყვნენ და მატიასის მოქმედებას გულისფანცქალით ელოდნენ.მატიასმა თითქოს ახლაღა შენიშნაო არწივის მზერა დაასო _მომისმინეთ უბადრუკებო!_თითი მუქარით დააქნია განგსტერმა_ახლავე მაგ თქვენი ჭკვიანი ტრ*კებით კომპიუტერთან დასხდებით და გაარკვევთ სად არის მანქანა ნომრით "3679 MF" მერსედესის ჯიპი!ნახევარ საათს გაძლევთ! _მაგრამ ბატონო..._გაუბედავად ასწია ერთერთმა ხელი _ერთი წუთითაც რომ დააგვიანოთ ფრჩილებში ბამბუკის ჩხირებს შეგირჭობთ,დაგაძრობთ და მერე გადაგაყლაპებთ_მატიასმა თვალები დაუბრიალა . თავის კაბინეტში შევიდა და გეგმის შედგენა დაიწყო. *** მანქანიდან გადმომათრიეს და მოძრაობისას ტკივილი გამიძლიერდა.ტანჯული კივილი აღმომხდა.აღარ ვფიქრობდი რომ სუსტი ვჩანდი,აღარ ვფიქრობდი რომ უნდა მებრძოლა,აქამდე თუ ღმერთს ვთხოვდი გადავერჩინე ახლა ,მხოლოდ სიკვდილი მინდოდა.დასვენებას ვნატრობდი _ენა ჩაიგდე!_მიყვირა დიეგომ და სახეში ხელი გამარტყა.ლოყა მეტკინა და დარტყმის სიძლიერემ ლამის თვალებიდან ნაპერწკლები გამაყრევინა.სისხლის გემო პირში ვიგრძენი და მივხვდი ტუჩი გამისკდა. შენობას თვალი შევავლე.ჩემი ვარაუდით მიტოვებული ქარხანა უნდა ყოფილიყო,ან საამქრო ან რამე ამდაგვარი.დაკვირვების თავი არ მქონდა. ძალიან დიდი კი ჩანდა. ერთერთ ოთახში შემიყვანა დიეგომ და ძველ სკამზე დამაბა .ხელები ზურგსუკან,სკამზე,ხოლო ფეხები სკამის ფეხებზე მიმიბა თავი ჩავქინდრე და თვალები დავხუჭე მაგრამ დიეგომ რამდენიმე წამში ისევ ამაწევინა _იმედი ვიქონიოთ რომ შენი პრინცი მალე მოვა ლიზა _ის ჩემი პრინცი არაა და არც მოვა.ტყუილუბრალოდ მკლავ დიეგო_დაბნედილი თვალებით შევხედე დიეგოს მან კი ჩაიღიმა _დამიჯერე მოვა,მოვა და ბიზნესსაც დამითმობს _ფანატიკოსი ხარ _შეიძლება ასეც ითქვას_დიეგომ მხრები აიხჩეჩა და კარისკენ გაემართა_არ მოიწყინო ლიზიკო!_ მომაძახა და კარი გაიხურა.თავი დავხარე და ჩემს დასახიჩრებულ ფეხს დავაჩერდი.სისხლი შედარებით ნელა მოედინებოდა .ვერ ვინძრეოდი,თვალები დავხუჭე და ნელნელა სამყაროს გამოვეთიშე. *** მატიასის კაბინეტის კარი აქოშინებულმა ენდრიუმ შემოგლიჯა.მატიასს ტუჩებში სიგარეტი მოექცია,კომპიუტერში წამდაუწუმ რაღაც ამოწმებდა და იარაღებს ტყვიით ტენიდა _რა გეგმა გვაქვს?_მატიასმა ენდრიუს რევოლვერი გადაუგდო.შედარებით დამშვიდებული ჩანდა.ყოველ შემთხვევაში ცდილობდა მაინც ცივი გონებით ეაზროვნა. _ბიჭები არკვევენ სად არიან ლიზა და დიეგო.იმ გამო*ლევებულს უნდა რომ მივიდეთ.ლიზა ამ მიზეზით მოიტაცა და მისი ადგილმდებარეობის გარკვევის ამბავიც მეტისმეტად ადვილად მიდის _ფიქრობ რომ..._დაიწყო დიეგომ _ვფიქრობ რომ ხაფანგი აქვს დაგებული.შეიძლება ახლაც ჩასაფრებულია და ყოველ წამს ელოდება ჩემი სახის დანახვას რომ მაშინვე მესროლოს_გააწყვეტინა მატიასმა _რის გაკეთებას აპირებ?_ჰკითხა ენდიუმ _ადგილმდებარეობა ჯერ არ ვიცი შესაბამისად არც ზუატი გეგმა მაქვს მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის იმედებს ამ ჟილეტზე ვამყარებ_მატიასმა პერანგი აიწია და ტყვიაგაუმტარი ჟილეტი გამოაჩინა_ენდრიუმ წარბები ასწია _ეს საიდან გაქვს? _წინდახედულ განგსტერს ამით უნდა ეძინოს კიდეც _შენ ამით... _არა!_კარზე კაკუნი გაისმა _შემოდი_კარი ჰაკერმა გაუბედავად შემოაღო _დავადგინეთ სერ ადგილმდებარეობა.ქალაქის სამხრეთ დასავლეთით ორმოც კილომეტრში არიან.გამოვიძიეთ და ძველი შუშის ქარხნის შენობაა _ძალიან კარგი_მატიასმა ღრმად ჩაისუნთქა_ თავისუფალი ხარ. *** დროდადრო გონება ხმაურზე იფხიზლებდა და კედლის ყველაზე მაღალ ადგილას გაჭრილი ფაჯრიდან ვარსკვლავებს ავხედავდი ხოლმე,მერე ისევ ვითიშებოდი.ამ ბინდბუნდში საათნახევარი მაინც გავიდა.სისხლი სულ ოდნავ მოჟონავდა ვერ წარმოვიდგენდი თუ ამდენი სისხლი მექნებოდა.ყველაფერს თავის გაუსაძლისი ტკივილი დაემატა და უკან შეკრული ხელებიც დამბუჟებოდა. მთელი ათი წუთი ამ ტანჯვას ვუძლებდი და ველოდებოდი ისევ როდის გავითიშებოდი და იმ წამს როცა ისევ სიბნელეში უნდა ჩამეყვინთა სროლის ხმამ ზედაპირზე ამომიტაცა *** მატიასი,ენდრიუ და ათამდე დაცვის ბიჭი ქარხანაში შეიჭრნენ.მატიასმა დიეგოს სახელი დაიძახა და ტყვია ჰაერში გაისროლა.დიეგო და მისი დაცვის ბიჭები მაშინვე გამოჩდნენ.რაოდენიბაში აშკარად მეტი იყვნენ.მატიასი დიეგოს მიუახლოვდა.საპასუხოდ დიეგოს ხალხმა მატიასს იარაღი დაუმიზნა.მატიასის დაცვამაც იგივე გაიმეორა.ენდრიუ უფროსს გვერდიდან არ შორდებოდა _როგორც იქნა მოხვედი მატიას_დიეგო მატიასს ისე შეეგება თითქოს საზღვარგარეთიდან ჩამოსულ ნათესავს ეგებებაო_უკვე იმედს ვკარგავდი_დიეგომ ყურებამდე გაიღიმა _ეგ ირონია უკან შეიტ*ნე ს*რო!_მატიასი ცხვირში მუშტი სთხლიშა,დიეგო წაბარბაცდა ცხვირზე ხელი აიფარა და შეიგინა.ორმაგი სროლა და გამაყრუებალი ხმაური ატყდა.დიეგომ მატიასს ბრაზიანად გახედა და ხელი უკან იარაღისკენ წაიღო მაგრამ მატიასმა არ აცადა, გაველურებული პიტბულივით ეცა და მაჯა მოსტეხა.ძლიერი ჭახანი გაისმა. დიეგომ ტკივილისგან დაღრიალა.დაჭრილი დათვის ღრიალს გავდა _მე მიპირისპირდებოდი დიეგო?_მატიასმა დიეგო ძირს დაანარცხა და მუშტი ისევ სახეში უთავაზა_მეტად თავდაჯერეებული ტრ*კი ხარ!ლიზა დაჭერი ხომ?ესეც მაგისთვის_მთელი ძალით მოიქნია მატიასმა მუჭი თვალში ჩაარტყა.დიეგომ ხელახა იყვირა და შეწინააღმდეგება სცადა მაგრამ ამ დროს ხმელეთზე მოფართხალე თევზს დაემსგავსა.მატიასმა შურისმაძიებელი დემონივით გადაიხარხარა_რაო დიეგო მიხვდი დედა რომ მოგ***ნა?_ხელი მოტეხილ მაჯაზე მოუჭირა _გაჩერდიი!_ტკივილისგან შეჰყვირა დიეგომ მატიასის სახე კი გაბრაზებულ,შურისმაძიებელ დემონს დამსგავსებოდა.ტუჩები ოდნავ მოეკუმა,კუთხეები აეპრიხა, წარბებსქვემოდან იხედებოდა და თვალებში შურისძიება შავად უელავდა.მოტეხილ მაჯა ზემოთ აუწია და თითები ჩაასო და ტრიალი დაუწყო ხან აქეთ-იქით ააქანავებდა და დიეგოს ღრიალით ისე ტკბებოდა თითქოს საამურ სიმფონიას უსმენდესო. _შენს ადგილას ლიზაზე ვიფიქრებდი_როგორღაც ყვირილის გარეშე თქმა მოახერხა დიეგომ და გაშეშებულ მატიასს კმაყოფილმა ახედა_ვიჩქარებდი მანამდე მიმესწრო სანამ სისხლისგან დაიცლებოდა _მატიასი დიეგოს გველნაკბენივით მოშორდა და მომდევნო განყოფილებაში ერთადერთი გასასვლელისკენ გაიქცა.დიეგოსთან შურისძიებაში სულ გადაავიწყდა ლიზა და მისი მდგომარება.გარშემო გახურებული ბრძოლა ნაცრისფრად ჩანდა და მატიასისთვის მხოლოდ ლიზას პოვნა იყო მნიშვნელოვანი.,გოგონას სახელს ყვიროდა და ოთახებში ქარივით სწრაფად დაქროდა. _აქ ვარ..!_სუსტი ხმა შემოესმა განგსტერს და მაშინვე მისი მიმართულებით გაიჭრა.კარი შეაღო თუ არა მაშინვე სკამზე მიბმული ლიზას სილუეტი გამოარჩია ფანჯრიდან შემოღწეული მთვარის შუქი იქაურობას ცოტათი ანათებდა. _ლიზა!_ფეხებმა გაუაზრებლად მიიყვანა გოგონამდე და მის წინ ჩაიჩოქა ხელი ლოყაზე ნაზად ,ოჯკიდა და ცერა თითი გაუხახუნა _იცი...შენი დანახვა გამიხარდა მატიას..._ამოიბრტყუნა ლიზამ თვალებს ძვლივს ახელდა და თავსაც მატიასის ხელი უკავებდა _მეც გამიხარდა ლიზ..._გაუღიმა მატიასმა შუბლზე ნელა აკოცა,მერე ფეხზე წამოდგა და ლიზას შეკრული ხელების გახსნა ფრთხილად დაიწყო.გოგონას ნატიფი სისხლიანი მტევნების დანახვაზე დიეგოს მოკვლის სურვილი განუახლდა მაგრამ ეცადა თავი ხელში აეყვანა.ლიზას სჭირდებოდა. ხელები რომ გაუხსნა ლიზას ძირს ჩამოეყარა და თავი უკან გადაუვარდა.მატიასი ფეხების გახსნას შეუდგა, მთელი მონდომებით ცდილობდა არ შეემჩნია დასახიჩრებული ფეხი და სისხლისგან გაწითლებული ,ერთ დროს ცისფერი ჯინსი. ფეხების გახსნასაც მორჩა და ჩვარივით მოშვებულ და უძლურ გოგონას ხელები წელსა და ფეხების ქვეშ ფრთხილად ამოსდო,გულზე მიიხუტა და ქარხნის შენობიდან გაიყვანა. ნელა ჩასვა მანქანაში და უკანა სავარძელზე კომფორტულად მოაწყო.თვითონაც იქვე დაჯდა გოგონას ტანი თავის მკერდზე მიაყრდნობინა და მკლავები მოხვია.ზურგზე უსმევდა ხრლებსა და დამამშვიდებლად ეჩურჩულებოდა მიუხედავად იმისა რომ ნახევრად გათიშული ლიზა მის სიტყვებს ალბათ ვერც არჩევდა.დროდადრო შუბლზე კოცნიდა და მერე თმებზე ეფერებოდა.ხუთ წუთზე ნაკლებ ხანს ელოდა ენდრიუსა და დაცვის გამოსვლას მაგრამ რომ არ გამივოდნენ მიტიასმა ლიზას ღვედი შეუკრა და საჭესთან გადაჯდა რადგან დასაკარგი დრო არ იყო.ლიზას სისხლი და ექიმის დახმარება სასწრაფოდ სჭირდებოდა სიურფრაიიზზ სკოლაში არ წავსულვარ და დავწერეე მოუთმენლედ ველოდები თქვენს შთაბეჭდილებებეებსს |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.