მკვლელობა შავ წრეში (1 თავი)
ახლა ჩემთვის ყველაფერი ნათელია, ვიცი ვინაა დამნაშავე და ვინ არა, მაგრამ, მაინც სიკვდილმისჯილივით მივაბიჯებ წვიმაში. ჩემ თავს ვერ ვხედავ მაგრამ ვგრძნობ რომ სახე წაშლილი მაქვს, ისევე როგორც გული. ვგრძნობ რომ ძალა აღარ შემწევს იმისა რომ გზა გავაგრძელო და იქვე სველ სკამზე ვჯდები, მაგრამ, რა მნიშვნელობა აქვს ირგვლივ ხომ ყველაფერი სველია ჩემი ჩათვლით. ტირილს ვიწყებ და თითქოს შვებას ვგრძნობ. იმდენად ხმაურიანად წვიმს რომ მიუხედავად იმისა რომ ჩემი ტირილის ხმა პიკს აღწევს მაინც არ მესმის. 15 დღეა ამ საქმეს ვიძიებ, და იმდენად ჩახლართული საქმე იყო რომ 24 საათი იმისთვის ვიბრძოდი რომ ბოლო მეპოვა. ახლა კი ვიპოვე, ვიპოვე მაგრამ მძულს ეს დღე და ის დღეც როდესაც მე ეს საქმე ჩამაბარეს. ყველაფერი 11 სექტემბერს დაიწყო... ეს დღე ჩემთვის უბედნიერესი იყო რადგან პირველად დამნიშნეს საქმის ხელმძღვანელად. სანამ ყველაფერს გადავიბარებდი განყოფილების უფროსის მისტერ ტომპსონის კაბინეტში შევედი. როდესაც მასთან შევედი, ამხედ-დამხედა და შემდეგ თვალებში გამომცდელი გამომეტყველება მომაგება. როდესაც ნერვიულობა შემატყო მაშინვე გარდაისახა და მიმღების რეგიისტრატორივით თბილი ღიმილით დამაჯილდოვა. -აი ახლა კი გიცანი, პატარა ლიზლი-უცებ დასერიოზულდა-ეს შენი შანსიალიზლი დიდი უკან მოიტოვო და მისი შვილი კი არ იყო არამედ ის იყოს შენი მამა. -ვეცდები მისტერ ტომპსონ-სხარტად დავუბრუნე პასუხი. -კას-სათვალიდან მკაცრად ამომხედა-ხომ გთხოვე-ისევ წერა გააგრძელა. -კარგი ბიძია თომა. -კას გთხოვ დაჯექი-ხელით თავის სამუშაო მაგიდის წინ მდგომ სავარძელზე მანიშნა-მხოლოდ ფორმალობაა დარაჩენილი, ხელი აქ და აქ მომიწერე-გაურკვეველი სტრატეგიით აცურებდა ფურცლებზე ხელს. როდესაც განყოფილებაში ყველა ფორმალურ მხარეს მოვრჩი და დოსიეც ავიღე, ბიძია თომამ მდივანს თხოვა ჩემს დამხმარესთან მივეყვანე, ეს ჩემთვის ყველაზე ამაღელვებელი მომენტი იყო. ფოიეში ყავის აპარატის გვერდით მდგომ ტყავის სკამზე იჯდა ახალგაზრდა მამაკაცი, მჯდომიარესაც კი შეატყობდით როგორ გასაოცარი სიმაღლის პატრონი იყო. ხორბლისფერი კანი ჰქონდა, მუქი ფერის თმა და ღია თაფლისფერი თვალები. გამოცდილება ნახევრად ჩაძინებულ სახეზეც კი ეტყობოდა. აშკარად ზრდასრული ხასიათი ექნებოდა, ვოგის ახალი კოლექციიდან შერჩეული პიჯაკი ეცვა, ფეხსაცმელი და საათიც სპეც შეკვეთით იქნებოდა დამზადებული. თმაზე ნახევარსაათიანი წყალება ეტყობოდა მაგრამ რადგან სკამზე თითქმის ეძინა მარჯვენა მხარეს ოდნავ ჩამოშლია. უბრალოდ იმ დროისთვის როდესაც მას ვაკვირდებოდი ვერც კი წარმოვიდგენდი რომ ის ჩემი დამხმარე უნდა ყოფილიყო და ამაში მხოლოდ მაშინ დავრწმუნდი როდესაც მდივანმა მას უთხრა-ბატონო ნიკოლას ეს კას ლიზლია, ამ საქმის ხელმძღვანელი-ნიკოლასი ისე გამოიყურებოდა და ისეთი გამომეტყველება ჰქონდა რომ თავს მის უფროსად ვერ ვგრძნობდი არამედ პირიქით მის დამხმარედ. გამოშტერებული ვუყურებდი და მხოლოდ მაშინ გამოვფხიზლდი როდესაც ნიკოლასმა მხარზე ხელი დამადო ხომ კარგად ხართო, ალბათ მელაპარაკებოდა მეკი იმდენად გავერთე ფიქრებში რომ ვერაფერი გავიგე. -ნიკოლას პრაიორი-გამომეტყველება შეეცვალა-სასიამოვნოა-ხელი გამომიწოდა. -კასი-ხელი ჩამოვართვი მეორე ხელით კი ჩემს მხარზე გადაკიდებულ ჩანთაზე მოვიკიდე ხელი-შეგვიძლია ჩემს კაბინეტში განვიხილოთ საქმე, მობრძანდით-სწრაფი ნაბიჯით ჩემი კაბინეტისაკენ გავუძეხი. ჩემი კაბინეტი ალბათ შენობის ყველაზე პატარა და ძველი ოთახი იყო, მაგრამ ჩემი აზრით ეს უფრო მეტ ხიბლს მატებდა. მიყვარს ყველაფერი ძველი. კაბინეტს შავი მოდერნისტული კარები აქვს გარშემო კი შუშითაა დაფარული, ეს მე დიდ დისკომფორტს მიქმნიდა ამიტომ სპეც-შეკვეთით ყველაზე დიდი ჟალუზები დავამზადებინე და ამით ვეცადე ცოტათი დამეფარა კაბინეტი. ჩემი კაბინეტი მიუხედავად იმისა რომ ძველია მაინც მოვახერხე გამემხიარულებინა და ირგვლივ ყველგან სურნელოვანი სანთლები დავალაგე, რადგან კედლები მთლიანად ნაცრისფერია ვიფიქრე დანარჩენი ყველაფერი თეთრი რომ ყოფილიყო მოუხდებოდა, ამიტომ პირველივე დღეს გავატანინე ის ძველი ავეჯი რაც მანამდე იდგა (ეს ოთახი ადრე “ნარჩენების ოთახი იყო) და ჩემი მთელი წლის დანაზოგი ავეჯსა და აქსესუარებში დავხარჯე, ასერომ მგონი მთლად ისეთი ძველიც აღარაა როგორც აქამდე. შევედით თუ არა მაშინვე ჩემი სამუშაო მაგიდის წინ მდგომ სავარძელში ჩავსკუპდი. ნიკოლასი აქეთ-იეთ აცეცებდა თვალებს და გაოცება სახეზეც ეტყობოდა, მისი შემხედვარე ჩემი ნამუშევრით ვამაყობდი. როდესაც საქაღალდე გავხსენი შიგნით ორი საქაღალდე იდო, ერთზე კასი ეწერა მეორეზე ნიკოლასი. ნატანისელს თავისი კუთვნილი საქაღალდე გავუწოდე, მან უინტერესოდ დადო იგი უკან მაგიდაზე. საქაღალდე ჯერ გარედან შევათვალიერე რადგან დეტალებს დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ, მოკლედ: კრემისფერი საქაღალდე, 3 განყოფილებით, საკინძი და სტეპლერიც მილიმეტრების სიზუსტით დაუსვამს ბიძია თომას მდივანს, მოკლედ პირველი ეტაპისთვის კმაყოფილივარ. შემდეგ საქაღალდეს ვშლი და გაოცებული ნატანისელს ვუყურებ: -არ აპირებ საქმის გადახედვას?-გამომცდელი სახით ვაკვირდები და მაშინვე ჩემი მაგიდიდან სათვალეს ვიღებ და ვიკეთებ. -ეს საქმე უკვე შესწავლილი მაქვს-ეშმაკურად მიღიმის-მე ხომ დამხმარევარ, ასერომ ყველა დეტალი იმაზე ადრე უნდა ვიცოდე ვიდრე თქვენ ელიზაბეტ. -კარგი-მზერას მაშნვე ვწყვეტ-გასაგებია. დოსიე ძალიან დიდი აღმოჩნდა, ძლივს გავედი ბოლოში, მოკლედ საქმე ასე გამოიყურება: მოკლულია 27 წლის მერი დელივერი, მდიდარი ოჯახიდან, რომელსაც ბრალს ნარკოტიკების რეალიზებაში და ეგრედ წოდებულ "შავ წრესთან" თანამშრომლობაში დებდნენ, მაგრამ მტკიცებულებების არქონის გამო პასუხისმგებლობა ვერ დააკისრეს. დელივერიმ მისი მკვლელობიდან 5 დღით ადრე განაცხადა პოლიციაში, მის სახლში მაშტაბური ქურდობის შესახებ, პოლიცია საქმეში მაშინვე ჩაერთო, დელივერი კი მხოლოდ ერთი ნივთის დაბრუნებას ითხოვდა: 45 კალიბრიანი პისტოლეტი, მიზეზად კი იმას ასახელებდა რომ ის გარდაცვლილმა ბაბუამ უანდერძა. ზუსტად 5 დღეში კი მისმა შეყვარებულმა მისი მკვლელობის შესახებ განაცხადა. ფოტომასალაში ჩანს რომ დელივერი ზის ბაბუამისის სავარძელში და ხელში ის იარაღი უჭირავს რომლითაცაა მოკლული, რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს ეს 45 კალიბრიანი ოქროსფერი პისტოლეტია. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.