სანთლით ხელში
თავიდან მასაც ჩვეულებირივი ცხოვრება ქონდა არაფრით გამორჩეული. ჰყავდა მოსიყვარულე ოჯახი უფროსი ძმა და უამრავი მეგობარი მაგრამ,როდესაც 14-ის ყველაფერი შეიცვალა.მამამის ადამიანს რომელსაც ყველაზე მეტად აფასებდა მეოთხე სტადიის კიბო დაუდგინდა და სწორედ ამ დღიდან იწყება მისი ტანჯვა.პირველად ვერ იაზრებდა მის თავს დატრიალებულ უბედურებას შემდეგ კი ყველაფერი ერთად დაატყდა თავს, იმ ჟამს კი მისთვის ორი უძვირფასესი ადამიანი ებრძვოდასიკვდილს. პირველი ბატონი ზურა ადამიანი რომელმაც შექმნა და გაზარდა და მეორე რეზი ბიჭი რომელიც მისი ცხოვრების სიყვარული იყო ამ ყველაფრით დაუძლურებულ ნინოს კი მხოლოდ ლოცვაღა დარჩენოდა და ისიც ყოველ დღე დილა-საღამოს კილომეტრებს გადიოდა ეკლესიაში ასასვლელად იქ კი ღმერთს მათ კარგად ყოფნას შესთხოვდა დილით ასული მშიერ-მწყურვალი საღამომდე რჩებოდა იქ შემდეგ კი კვლავ სახლში ბრუნდებოდა ასე გრძელდებოდა სამი თვის განმავლობაში სანთლით ხელში იდგა ღვთის წინაშე თუმცა ყველაფერი უარესობისკენ მიდიოდა მამამისის მდგომარეობა დამძიმდა ნელ-ნელა შეწყვიტა სიარული, თვალს დაუბნელდა, და აღარ ესმოდა, პატარა ბქვშვივით იყო და არავის არ იკარებდა ნინოს გარდა ყველაზე და ყველაფერზე ტიროდა,მასთან ერთად იძინებდა და ჭამდა. უყვარდა როდესაც ნინოს კალთაში თავს ჩარგავდა ის კი თავზე ეთამაშებოდა.ერთ დღეს ზუსტად ისე იყო ყველაფერი როგორც ჩვეულებრივ , მაგრამ ერთი უცნაურობით ცა უცნაურად მოქუფრულიყო და ბატონი ზურაც უჩვეულოდ წყნარად იყო როგორც ყოველთვის ნინოს ყელში ედო თავი და წესით უნდა ესუნთქა მაგრამ უეცრად ვეღარ იგრძნო მისი სინთქვა როგორც კი ეს გაიაზრა მაშინვე მოიშორა აწ უკვე გალურჯებული და გაციებული სხეული ტირილი აუვარდა , ისტერიკა დაეწყო და ზუსტად ამ ყვირილზე შემოვარდა მისი უფროსი ძმა დაჩი და ისტერიკაში ჩავარდნილი და უსულო სხეულს მოაშორა ერთი კვირის განმავლობაში ხმას არ იღებდა ყოველი თვალის დახუჭვისას მამამისის გაციებულ ლურჯ სახეს ხედავდა , ერთ დროს სათაყვანებელი კაცი ღამის კოშმარად ექცა. იყო ბევრი უძილო ღამე , შიმშილი და აი ორმოცი დღის შემდეგ ისევდ სანთლით ხელში იდგა და ამჯერად ღმერთს მამამისისყვის სამუდამო სასუფეველის დამკვიდრებას ითხოვდა. როგორც უკვე გითხარით ბატონ ზურას გარდაცვალებამ ნინოს ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალა აღარ ყავდა მამა ,მისი და რეზის ურთიერთობაც საგრძნობლად შეიცვალა რეზი უფრო ცივი და უყურადღებო გახდა ,მისი გამოჯანმრთელებიდან ერთი თვე არ იყო გასული ,რომ განაცხადა დაშორება მინდაო. მისმა ამ სიტყვებმა საბოლოოდ გაანადგურა ნინო. ბავშვი რომელიც აქამდე სიკეთისა და სიყვარულის განსახიერება იყო ახლა მხოლოდ ს ცდილობდა და დარწმუნებული ვარ არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით რომ სცადა კიდეც ან და რა არის ამაში გასაკვირი მან ხომ მისთვის ორი უმნიშვნელოვანესი ადამიანი დაკარგა ერთმანეთის მიყოლებით ,მაგრამ იმედი მაინც არ დაუკარგავს იმედი ღვთისა რომ ერთ დღეს ყველაფერი გამოსწორდებოდა. დაიწყო ფსიქოლოგთან სიარული შეიცვალა სკოლა და მეგობრები ,მთლიანად შეიცვალა თითქოს სულში ეშმაკი ჩაუსახლდაო თუმცა ეკლესიაში კვლავ დადიოდა ,ისევ იდგა უფლის წინაშე სანთლით ხელში და ღმერთს ისევს რეზის კარგად ყოფნას სთხოვდა . გარეგნულად თითქოს შეიცვალაო თუმცა შინაგანად არ შეცვლილა ისევ იგივე სურვილი ჰქონდა იმავე მიზნები და სიყვარული ,რომელიც საბოლოოდ ანადგურებდა.გადიოდა წლები მისი სიყვარული კი დასუსტების ნაცვლად უფრო ძლიერდებოდა
|
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.