თავდავიწყებით შემიყვარდი (თავი 10)
მალევე გამოდის პალატიდან ექიმი. გიორგი მასთან მიდის სწრაფი ნაბიჯით და ცრემლებს იწმენდს. ჩვენც მას მივყვებით. - როგორ არის? - ვერავინ ვბედავთ ხმის ამოღებას დეიდა ნინოს გარდა. მისი ხმა შიშით არის აღსავსე. - პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, მხოლოდ დასვენება სჭირდება. ღამე აქ დავტოვებთ, რომ დავაკვირდეთ. ეცადეთ პაციენტი სტრესს მოარიდოთ. - ექიმის სიტყვები ძალიან მახარებს. წამშივე ქრება შიში და მის ადგილს ბედნიერება იკავებს. - ქეთო კარგადაა. - მაშინვე ნიკას ვეხუტები. ის კი ჩემგან ასეთ ქცევას არ მოელოდა, თუმცა მალევე აცნობიერებს მომხდარს და ხელებს მჭიდროდ მხვევს. - შეიძლება მისი ნახვა? - კითხულობს ქეთოს მამა. - მხოლოდ ხუთი წუთით. - ამბობს ექიმი და იქაურობას შორდება. ჩვენ კი პალატისკენ მივდივართ. ქეთო მშვიდად წევს საწოლზე და გვიღიმის. დედამისი მასთან მიდის და მის გვერდით, საწოლზე ჯდება. მამამისი კი უახლოვდება და ძლიერად იკრავს გულში. - რა მოხდა, საყვარელო? პანიკური შეტევა რატომ დაგეწყო?- კითხულობს ნინო დეიდა და თავისი შვილის ხელს ნაზად კოცნის. ქეთო ყველას რიგრიგობით გვიყურებს, თითქოს ვიღაცას ეძებსო. ბოლოს იმედგაცრუებული თავს დაბლა ხრის. დარწმუმებული ვარ გიოს ეძებდა. - არ მახსოვს. - ამ სიტყვების გაგონებისას ქეთო მე და ჩემ გვერდით მდგომ ნიკას გვიყურებს. აშკარაა, ყველაფერი ახსოვს, მაგრამ არ უნდა გამხელა. მის ადგილზე ვერც მე ვიტყოდი სიმართლეს. - ის ბიჭი სად წავიდა აქ, რომ იყო? ძალიან ნერვიულობდა. - ამბობს ნინო დეიდა. მისი სიტყვების გაგონებაზე თვალს ნიკასკენ ვაპარებ, ისიც ანალოგიურად ჩემსკენ. - ვინ იყო? - დედამისის სიტყვების გაგონებისას ქეთოს თვალები უბრწყინდება. - გიორგი. - პასუხობს დედაჩემი, რადგან მე და ნიკა ქეთოსთან მის ხსენებას ვერ ვბედავთ. - პაციენტს დასვენება სჭირდება. - ამბობს ექიმი და ჩვენც სწრაფად ვტოვებთ პალატას. მაშინვე ტელეფონს ვიმარჯვებ და გიორგისთან ვრეკავ, მაგრამ არ პასუხობს. ნეტავ სად წავიდა? ძალიან ვნერვიულობ თავს რამე არ აუტეხოს. - ვერ ვუკავშირდები. - განრვეულებული ხმით ვეუბნები ნიკას. მისი მწვანე თვალები დამატყვევებელია. წამით სხვა სამყაროში გადავდივარ, თუმცა რეალობაში ნიკას ბოხი ხმა მაბრუნებს. - შენ აქ დარჩი ქეთოსთან, გიორგი მე მომანდე. - ამბობს და მიდის. მას თვალს ვაყოლებ. გასასვლელთან მისული ჩემსკენ ბრუნდება და მიღიმის. ეს ის მომენტია, როდესაც ნიკას ვენდობი და მის მიმართ მადლიერებას განვიცდი. მიხარია, რომ არსებობს. მისი დახმარებით გადავიტანე ეს დღე. - საყვარელო შენ წადი, დაისვენე. მე კი სამსახურში წავალ. - ამბობს დედაჩემი, ნინო დეიდასთან საუბრის დასრულების შემდეგ. - კარგი, დე. - მას ძლიერად ვეხუტები და სახლში მივდივარ. როგორც კი ჩემს ოთახში შევდივარ, მაშინვე საწოლზე ვემხობი. რთული დღე იყო! ტელეფონს ვიღებ და ნიკას ვურეკავ. - იპოვე გიორგი? - ვეკითხები შეშინებული ხმით. შეიძლება მეგობარზე გაბრაზებული ვარ, მაგრამ მასზე მაინც ვნერვიულობ. - ნუ გეშინია ყველაფერს მოვაგვარებ. - ამბობს ჩვეული ტონით და ტელეფონს თიშავს. ასე რატომ იქცევა? იქნებ კიდევ მინდოდა მასთან საუბარი? ყველაზე უცნაური იცით რა არის? მისი მჯერა, უპირობოდ მჯერა. ვიცი, ყველაფერს მოაგვარებს. ის თავის სიტყვას ყოველთვის შეასრულებს და ყველაფერს გამოასწორებს. ემოციებისგან დაღლილს მალევე მეძინება, როდესაც ვიღვიძებ, უკვე სამსახურში წასვლის დროა. სწრაფად ვემზადები და რასაც ქვია მივრბივარ სამსახურში. ოფისში შესვლისას ანას მხიარულ სახეს ვაწყდები, რაც ოდნავ მამშვიდებს და მაბედნიერებს. - როგორ ხარ? - კარგად, შენ? - მოდის და მეხუტება. დღეს მგონი ჩახუტების დღე მაქვს. - მეც კარგად. ნიკა უკვე მოვიდა? - კი, კაბინეტშია. - მისი სიტყვების გაგონებაზე თითქმის ფრენით მივდივარ კაბინეტამდე. სინამდვილეში უბრალოდ დავრბივარ და არა დავფრინავ. კარზე ვაკაკუნებ. მწარედ მახსოვს ამის გამო შენიშვნა, რომ მომცა. - მობრძანდით. - მესმის მისი დაღლილი ხმა და არც მიკვირს. მაშინვე კარს ვაღებ და შიგნით შევდივარ. - შენ ხარ? - მეკითხება, ფეხზე დგება და ჩემსკენ რამოდენიმე ნაბიჯს დგამს, თუმცა ჩვენ შორის მაინც დიდი მანძილია. - მადლობა. - მხოლოდ ამ სიტყვას ვამბობ და მის მწვანე თვალებში ვიძირები, რომელიც ისევ და ისევ მე მიყურებს. ბოლოს ნიკა თავს ოდნავ გვერდით ატრიალებს, მზერას მარიდებს და იღიმის. ისეთი... ისეთი მომხიბვლელი და ქარიზმატულია, რომ მეშინია აქვე არ დავდნე მისი ყურებით. - რაც შენ გეხება ის მეც მეხება და მადლობის გადახდა არაა საჭირო. - ამბობს და ისევ მისწორებს მზერას. მის სიტყვებზე ყურებამდე მეღიმება. ვცდილობ თავი შევიკავო, მაგრამ არ გამომდის. - მაინც დიდი მადლობა. - ვამბობ, მისკენ მივდივარ და ვეხუტები. - მადლობებს ასე არ ვიღებ. - ამბობს და მიცინის. ვერც კი წარმოიდგენთ როგორი საყვარელია. ხელით ლოყაზე მეფერება და ტუჩის კუთხეში ნაზ კოცნას მიტოვებს. - ახლა ხვდები როგორ ვიღებ მადლობებს? - ამბობს მაცდურად. - ხომ თქვი მადლობა არაა საჭიროო?! - ვამბობ გაღიმებული სახით და მისი მარწუხებიდან თავის დაღწევას ვცდილობ, მაგრამ არ გამომდის. ნიკა ჩემსკენ იხრება და ვნებიანად აწყდება ჩემა ბაგეებს. ცეცხლი მეკიდება, ალმური მედება. მთელს სხეულში ჟრუანტელი მივლის და ტაო მაყრის. ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ვიღაცამ მუცელში ზოოპარკი გამიხსნა. ყველა შეგრძნება ერთად მეუფლება და მაშინვე ვყვები კოცნაში. ნიკა წელზე ხელებს მხვევს და თავის სხეულზე კიდევ უფრო მეტად მაკრავს. მე კი ხელებს მის კისერზე ვაწყობ. როგორ მომნატრებია ნიკას ტუჩებით ტკბობა. ეს კოცნა მათრობს და თავბრუს მახვევს. - ქეთოსთან.... არ.. წავიდეთ? - ამბობს კოცნებს შორის, მისი ვნებიანი ხმა მახელებს, ამიტომ მეტად ვეტმასნები მის სხეულს. უეცრად ჩერდება, ტუჩებზე თითს მისვამს და ლავიწზე სველ კოცნას მიტივებს. მალე სახეს ისევ ზემოთ წევს და თვალებში მაცქერდება. რამდენიმე წამით მის ღრმა, მწვანე თვალებს ვაკვირდები, შემდეგ კი მისი ტუჩებისკენ მივიწევ, მაგრამ ნიკა სახეს უკან წევს და იცინის. - ჰეი... ეს უსამართლობაა. შენ ნებისმიერ დროს შეგიძლია მაკოცო, მე კი არა? - ჩემს სიტყვებზე ისევ იცინის და თან თავლებში მიყურებს. ტუტუცი! დამცინის და თან ურცხვად თვალებში ყურებასაც ბედავს?! - მოუთმენელი ხარ. ქეთოსთან უნდა წავიდეთ. - ამბობს, ხელს მკიდებს და კაბინეტიდან გავყავარ. ყველა ჩვენ გვიყურებს, მათი თვალები კი ჩემი და ნიკას ხელებზე ჩერდება. უხერხულობას ვგრძნობ და ამიტომ ნიკას ხელს ვუშვებ. ის კი უკმაყოფილო სახით მიყურებს და წინ მიდის, მე კი უკან მივყვები. უფრო სწორად, რომ ვთქვათ მივსდევ. როგორც ჩანს ძალიან გავაბრაზე. ნიკა მანქანაში ჯდება, ისე გავაბრაზე კარსაც კი არ მიღებს. მის გვერდით ვიკავებ ადგილს და ვუღიმი, ვცდილობ ჩემი საქციელით "მოვთაფლო". - ნიკა. - გისმენ. - ამბობს უხეშად და მანქანას ძრავს. აი რა გამოიწვია ჩემმა ქმედებამ. - ბოდიში. - ვამბობ ჩუმად და თავს დაბლა ვხრი. ბოდიშების მოხდა არ მეხერხება და ამ დროს მრცხვენია ხოლმე. ახლაც ასეა. - რისთვის? - ისევ გაბრაზებული ტონით განაგრძობს საუბარს და რულს ხელებს უფრო და უფრო მჭიდროდ უჭერს. - ხელი, რომ გაგიშვი. - სხვა შემთხვევაში ამის გამო ბოდიშს არ მოვიხდიდი, მაგრამ მე და ნიკა ძლივს "შევრიგდით". არ მინდა ისევ ვბრაზობდეთ ერთმანეთზე და ოინებს ვუწყობდეთ. - არაფერია. - ამბობს შედარებით მშვიდი ტონით. - მაგრამ გაბრაზდი. - არ გავბრაზებულვარ. - ახლა კი მისი ტონი სრულიად დამშვიდებული ჩანს. - გაბრაზდი. - ჩემს სიტყვებზე ნიკა ატორმუზებს, წონასწორობას ვერ ვიცავ და წინ მივიწევ. ლამისაა მინა თავით გავამტვრიო. - რატომ ფიქრობ, რომ მთელი მსოფლიო შენს გარშემო ბრუნავს? რომც მოინდომო მაინც ვერ გამაბრაზებ! - ამბობს კატეგორიული, მშვიდი ხმით და მანქანას ძრავს. ახლა უკვე ვნანობ ჩემს საქციელს. როგორ შიძლება ასეთ ადამიანს აკოცო? მთლად დამიკარგავს ჭკუა! ან საერთოდაც, რა საჩხუბარი თემა ეს იყო?! უბრალოდ შემრცხვა და ხელი გავუშვი. უკვე საკმაოდ ნერვებ მოშლილი ვარ, ერთ უბრალო რამეზეც შეიძლება ჩხუბი დავიწყო. ძალიან ვარ გაბრაზებული. ძალიან მაინტერესებს ნიკამ რა მოაგვარა?! მაგრამ ახლა ამის კითხვას ნამდვილად არ ვაპირებ. შეიძლება კიდევ რეზე ავუშარდეთ ერთმანეთს. ****** - გამარჯობა ნინო დეიდა. - ვამბობ და ქეთოს დედას ლოყაზე მოწყვეტით ვკოცნი. - მოდით ბავშვებო. - დეიდა ნინოს ნათქვამი ცოტა უადგილო გამოდის, რადგან უკვე ქეთოს ოთახის კართან ვდგავარ. - გამარჯობა. - გაისმის ნიკას ხმა შემოსასვლელი ოთახიდან. კარს ვაღებ და ქეთოს ვხედავ, რომელიც საწოლზე გაუნძრევლად წევს. თვალებიც დახუჭული აქვს. წინ ისევ ის სცენა მიდგება, საჭირო ოთახში იატაკზე, რომ დაეცა. - კარგად ხარ? - ნიკა მაჯაში ხელს მკიდებს და ყურადღებიანი გამომეტყველებით მიყურებს. აი ახლა მიმტკიცებს, რომ მთელი სამყარო ჩემს გარშემო ტრიალებს, ნიკაც. ხელს უხეშად ვაშვებინებ და სკამზე ვჯდები. ნიკა კი ჩემს პირდაპირ იკავებს ადგილს. ქეთოს ძინავს. მე და ნიკა კი რამოდენიმე წუთის განმავლობაში ერთმანეთს ვაცქერდებით. ჯერ გაბრაზებული სახით ვუყურებ, შემდეგ კი მისი მწვანე თვალებით მოხიბლულს ღიმილი მიკრთება სახეზე. - ნიკა? მარი? - მესმის ქეთოს უძლურად წარმოთქმული სიტყვები. - ქეთო. - მხიარული ხმით ვყვირი და მისკენ თავქუდმოგლეჯილი გავრბივარ. - როგორ ხარ? - მესმის ნიკას მშვიდი ხმა. გამაბრაზა, თვითონ მალევე დამშვიდდა და მე გაავებული დამტოვა. - კარგად. თქვენ როგორ ხართ? - რავი, ცოტა ცუდ ხასიათზე. - ვპასუხობ გულახდილად. - მოხდა რამე? - მის სიტყვებზე ნიკას ვუყურებ, ურეაქციო სახე აქვს. - არფარი. - ვამბობ და ქეთოს ვეხუტები. - იცი, გიორგიმ საჩუქარი გამომატანა?! - ნიკას სიტყვების გაგონებაზე ქეთო ჯერ გაოცებულ სახეს იღებს და შემდეგ გაბრაზუბულს. ბიჭი დგება და ქეთოსთან მიაქვს პატარა, ლამაზი ყუთი. - მგონი სალომეში ავერიე. - ამბობს ქეთო გაბრაზებული ტონით და საჩუქარს ზედაც არ უყურებს. - ნუ გეშინია ჯერ მაგ დონემდეც არ გაგიჟებულა, რომ გოგოები ერთმანეთში აერიოს. - ამბობს ნიკა ცინიზმით გაჯერებული ხმით. მე კი გაბრაზებული ვუყურებ. ვერ ვხვდები ასე მწარედ რატომ საუბრობს? ისე იქცევა ქეთოს პანიკური შეტევა ახლავე, რომ დაეწყოს არ გამიკვირდება. - კარგი. - ამბობს ქეთო. მისი ეს გადაწყვეტილება ცოტა მიკვირს. არ მეგონა ამ საჩუქარს თუ მიიღებდა. ლამაზად გაფორმებულ ყუთს ხელს კიდებს და გაუხსნელად აგდებს ნაგვის ყუთში. მის ქმედებას გაოცებული ვუყურებ. ნიკა აშკარად გააბრაზა ქეთოს საქციელმა. - ჩვენი წასვლის დროა. - ვამბობ სწრაფად, ნიკას ხელს ვკიდებ და გასასვლელისკენ მივათრევ. მერე უკან ვტრიალდები, ქეთოს ვუღიმი და ხელს ვუქნევ. - რატომ გამომათრიე?- მეკითხება ნიკა, როდესაც სადარბაზოდან გავდივართ. - ასე იყო საჭირო. - ვამბობ და მანქანაში ვჯდები, ნიკაც მალევე იკავებს მძღოლის ადგილს. არცერთი ხმას არ ვიღებთ. ნიკა ჩვეულებრივ მართავს მანქანას, მე კი მას ვაკვირდები. მის სახეს, ნაკვთებს, მწვანე თვალებს. ის სრულყოფილია. მიხარია, რომ მას ვიცნობ. - მიშტერება უზრდელობაა. არ გასწავლეს? - ამბობს და მიყურებს. მის სიტყვებზე მეცინება. - მანქანას, როცა ატარებ წინ უნდა იყურო. არ გასწავლეს? - ჩემს სიტყვებზე ისტერიული სიცილი მივარდება, რომელშიც ნიკაც მყვება. - ხო მართლა, დამავიწყდა შენთვის მეთქვა, ხვალ საღამოს კორპორატიული გვაქვს, პატარა წვეულებასავით იქნება რა... - რა? ამას ახლა მეუბნები. იცი, გოგონებს ასეთ დროს მომზადება სჭირდებათ! აქამდე, რომ გეთქვა არა? - დამავიწყდა და ამას აუცილებლად გამოვასწორებ. - ამბობს და მანქანას უკან აბრუნებს. აშკარად გადაიფიქრა ჩემი სახლში მიყვანა. - სად მივდივართ? - ვეკითხები გაოცებული. - საყიდლებზე. - მაგრამ... - ჩშშ... - ნიკა მაჩუმებს, მეც ხმას აღარ ვიღებ. წვეულებისთვის კაბა არ მაქვს და ზუსტად ვიცი, ნიკა კარგ ტანსაცმელს ამარჩევინებს. მალე მანქანას აჩერებს და ერთ უზარმაზარ მაღაზიაში შედის, მეც მას მივყვები. - არჩევანი შენზეა, თუმცა შემიძლია დაგეხმარო. - ამბობს და კაბებისკენ მიმითითებს. მეც თვალიერებას ვიწყებ. ყველა ფერის, სიგრძის, ზომის, სტილის კაბის შერჩევაა შესაძლებელი. ერთი კაბა მომეწონა ხელში ავიღე და ფასს, რომ დავხედე მაშინვე უკან დავდე. - თუ მოგეწონა აიღე, ფულს მე ვიხდი. - ჩურჩულებს ნიკა ჩემს ყურთან, მოულოდნელობისგან ოდნავ ვხტები. ის კი სიცილს იწყებს. - არ მინდა. - ვამბობ ხმამაღლა. ნუ სინამდვილეში მინდა, მაგრამ მაინც თავს ვიფასებსავით. ხომ არ ვეტყვი მიდი და გადამიხადე-თქო. ამის გაკეთება ნამდვილად სირცხვილია. ნიკა კაბას იღებს, ხელს ძლიერად მჭიდებს და სადღაც მივყავარ. - გამოიცვალე. - ამბობს და გამოსაცვლელისკენ მიმითითებს. სხარტად ვართმევ კაბას და გამოსაცვლელად მივდივარ. "ამას თუ კაბის ყიდვა ასე ძალიან უნდა, მიყიდოს. აღარ შევედავები."- ჩემს ფიქრებზე მეცინება. კაბა ღია ცისფერია, თუ ნაცრისფერი? მოკლედ, რომ ვთქვათ ვერ გაარჩევ გარდამავალ ფერშია. მომდგარი სტილია. ვიცვამ და აღფრთოვანებას ვერ ვმალავ, ძალიან ლამაზია. ტანზე მომდგარი კაბა ჩემს ფორმებს კარგად კვეთს. გარეთ გავიდავრ და ნიკას გაოცებულ, დადებილებულ სახეს ვაწყდები. ამაზე სიცილს ვერ ვიკავებ და მალევე ვამჩნევ, ყველა მე მიყურებს. ნიკასკენ მივდივარ. - როგორია? - ნიკა ხმასაც კი ვეღარ იღებს და მაკვირდება. ხელს წელზე მხვევს და თავისკენ მქაჩავს. - ულამაზესი ხარ, მაგრამ ამას არ ვიყიდით. - ამბობს საოცრად სექსუალური ხმით და თვალს მიკრავს. - რა? რატომ? - ზედმეტად გამომწვევია. ამას ჩემს გარდა სხვა ვერავინ დაინახავს. ახლა კი სხვა კაბას მოგიძებნი. - ამბობს და ჩემთვის გაურკვეველი მიმართულებით მიდის. - ეჭვიანი შეყვარებულივით იქცევი. - ვამბობ და ჩემს სიტყვებზე ვიწყებ სიცილს. ნიკა და ეჭვიანი შეყვარებული?! მართლაც სასაცილო შედარება იყო. ნიკა სიარულს აგრძელებს და ჩემს ნათქვამს აიგნორებს. გასახდელში ვბრუნდები და ნიკას ველოდები. რამოდენიმე წუთში კაბებით დატვირთული მოემართება ჩემსკენ. ყველა კაბა ერთ სტილშია, წელზე მომდგარი და დაბლა გაშვებული. კაბების არჩევას ვიწყებ. - ბევრი ფერია და შენ აარჩიე, რომელიც გინდა. - ამბობს და ყველას მიწვდის, თუმცა მე არ ვართმევ. ამდენი კაბა, რომ გამოვართვა სიმძიმეს ვერ გავუძლებ და დავეცემი. მგონი მთელი მაღაზია მომიტანა! - მწვანე არა, არ მომიხდება. შენი თვალები, რომ მქონდეს მოვისინჯავდი, მაგრამ არ მაქვს. - ჩემს სიტყვებზე ეცინება და ლამის კაბები ძირს უცვივა. ბოლოს ღია ნაცრისფერ კაბას ვისინჯავ. ესეც საოცრად ლამაზია, ზურგი ამოჭრილი აქვს და ლამაზი მაქმანები ამშვენებს. გარეთ გავდივარ და ნიკა ისევ იგივე სიფათით მიყურებს. - კარგია, ეს ვიყიდოთ. აი ესეც გამომართვი, დაგჭირდება. - ამბობს და შავ ქუსლიან ფეხსაცმელებს მაძლევს. - ეს კაბა გამომწვევი არაა? - ვეკითხები ნიშნისმოგებით, რადგან ეს კაბა წინაზე მოკლეა. - ის სხვანაირად გამომწვევია, ეს სხვანაირად გამომწვევი. მიდი ჩაიცვი. - მიმითითებს ფეხსაცმელზე, მეც მას ვემორჩილები. გავდივარ და ნიკას თვალიერებას ვიწყებ. არსადაა! უეცრად უკნიდა ვიღაც ჩემს თმას მაღლა წევს და ლამაზ კულონს მიკეთებს. - საყურეებიც გაიკეთე და სრულყოფილი იქნება. - თანდათან მამკობს აქსესუარებით. სარკეში ვიხედები, მართლაც რომ სრულყოფილება ვარ! მაღაზიიდან გამოსვლისას ერთი ახლაგაზრდა, ლამაზი გოგონა ნიკას უყურებს და თან მის სახელს გაჰყვირის. - როგორ ხარ, ნიკა? - ამბობს გოგონა მაცდურად. რა უნდა? წავიდეს მოშორდეს აქედან, სანამ თმებით ვითრიე. - კარგად შენ? - პასუხს სწრაფად უბრუნებს ნიკა. როდესაც ერთმანეთი გადაკოცნეს, მთლად გავგიჟდი. ასე არა ბატონო ნიკა?! - მეც კარგად. ამ გოგონას არ გამაცნობ? - ამბობს და ჩემზე მიანიშნებს. მეც მათთან ახლოს მივდივარ და ნიკას გვერდით ვდგები. - მარიამ, გაიცანი ჩემი მეგობარი ლიკა, ლიკა, გაიცანი ჩემი ასისტენტი მარიამი. - ეს გოგო ნიკას მეგობარია და მე ასისტენტი ხო? ლამისაა გავგიჟდე. მალე ორივეს ერთმანეთზე ვარტყმევინებ თავს. თანაც ეს ლიკა, ისე შესციცინებს თვალებში, უფრო მეტად ვბრაზდები. - ახლა უკვე ასისტენტებთან ერთად დადიხარ საყიდლებზე? - ამბობს გოგონა თავისი წიკვინა ხმით და იცინის. აი ნიკას ჩამჭრელი კითხვა დაუსვეს. ძალიან მაინტერესებს, ახლა რაღას უპასუხებს. - ისე კარგად მიცნობ, მაგას არ უნდა მეკითხებოდე. - თითქოს ნიკამ ჩემი ფიქრები გაიგო და ჩემს ჯინაზე არ უპასუხა. ამ სიტყვების წარმოთქმისას ერთმანეთს უღიმიან. უკვე აუტანელია ასეთ სიტუაციში ყოფნა. - ნიკა მეჩქარება. - ვამბობ და მივდივარ. ვნახოთ მასთან დარჩება თუ მე გამომყვება. აღმოჩნდა, რომ ბოლოს, მაინც მე მარჩია, ვიდრე ლიკა. ****** ოთხშაბათია. სკოლის ჩვული დღე და ტრადიციულად ვცდილობ სკოლაში გაკვეთილის დაწყებმდე მივიდე და არ დავაგვიანო. სკოლაში ვდგამ თუ არა ფეხს სწორედ მაშინ ირეკება ზარი. სულ ასე როგორ უნდა ხდებოდეს? გაკვეთილები უხალისოდ მიდის. მთელი დღეა მხოლოდ წვეულებაზე მეფიქრება. სკოლის დამთავრების შემდეგ კლასიდან გამოვდივარ და ნაცნობ ქუჩებს მივუყვები. უეცრად ტირილის ხმა მესმის, ქუჩის მეორე მხარეს ევა დგას და გულამოსკვნილი ტირის. ქუჩას ვჭრი და მასთან მივდივარ. - ჰეი, კარგად ხარ? - ვეკითხები და პასუხად ევა ძლიერად მეხუტება. - დამშვიდდი საყვარელო. - ვამბობ და თმაზე ვეფერები. ვერ ვიტან, როდესაც ვინმე იტანჯება. - მე... მე ძალიან ცუდად ვარ. - ამბობს ჩახლეჩილი ხმით და ისევ განუწყვეტლივ ტირის. ცოტა ხანში ევა წყნარდება, ჩვენც იქვე თავისუფალ სკამეიკაზე ვსხდებით. - არ გინდა მომიყვე? წუხილის გაზიარება შველის ხოლმე. - ჩემი სიტყვების გაგონებაზე ევა ცრემლებს იწმენს და მოყოლას იწყებს. - არ ვიცი სად დავიბადე. არ ვიცი ვინ არიან ჩემი მშობლები. მათ მიმატოვეს. არ ვუნდოდი, არაფრად ვჭირდებოდი. დილით ადრე მაღაზიასთან დამტოვეს. როცა მიპოვეს ბავშვთა სახლში მიმიყვანეს. იქაც არავის ვჭირდებოდი. ყველა ცუდად მექცეოდა. დღე და ღამ მახსენებდნენ, რომ ობოლი და უპატრონო ვიყავი. ბავშვები შვილად აყავდათ მე კი ისევ იქ ვრჩებოდი. რატომღაც არავის უნდოდა ჩემი შვილად აყვანა. როცა ათი წლის ვიყავი, ერთმა ოჯახმა გადაწყვიტა ჩემი წაყვანა. ძალიან მიხაროდა. იმ დღეს საჭმელიც არ მიჭამია. ჩანთაში ჩემი პირადი ნივთები გავამზადე და ლამაზ მომავლზე დავიწყე ფიქრი. ძლივს ვიპოვე ჩემი საოცნებო ოჯახი-თქო, ვფიქრობდი. მაგრამ სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა. იმ ოჯახში ტყუპები დაიბადნენ. დედამისი ორივეს ერთად ვერ უვლიდა, მეც სწორედ ამიტომ ამიყვანეს შვილად. მათ ოჯახში ორი წელი მოსამსახურედ ვიყავი. საჭმელს ვამზადებდი, სარეცხს ვრეცხავდი, ბავშვებს ვაჭმევდი, ვაძინებდი, პროდუქტებსაც კი მე ვყიდულობდი. თუ რაიმე შემეშლებოდა სასტიკად მსჯიდნენ. რამოდენიმეჯერ საავატმყოფოშიც მოვხვდი მათ გამო. ბავშვები, რომ წამოიზარდნენ ისევ უკან დამაბრუნეს, ბავშვთა სახლში. ისევ იქ დავიწყე ცხოვრება. თავს მიტოვებულად ვგრძნობდი და ასეც იყო. არ ვიცი რას ველოდი. მე ხომ არავის ვჭირდები. არც ტატოს, არც საბას. მოგატყუე. მე არ დავშორებივარ ყოფილს, თვითონ დამშორდა. არასდროს არავის ვუნდივარ. რატომ ვარ ასეთი ცუდი? მახინჯი ვარ? მახინჯი? - ამ სიტყვებს იმეორებს გამუდმებით და ძლიერად მეხუტება. ორივე ერთად ვტირით, ორივე ერთად ვწუხთ. - არასდროს არავის ვჭირდებოდი, არც ახლა მოხდება მსგავსი. მუდმივად ვცდილობ საზოგადოებაში ადგილის დამკვიდრებას, მაგრამ ყველაფერი ამაოა. არავის ვჭირდები და ეს არ შეიცვლება. ცუდი ვარ, მახინჯი ვარ, არარაობა ვარ. - ამბობს და თან ტირის. მის სიტყვებზე მეც ცუდად ვხვდები. როგორ შეიძლება ასეთ პატარას ამდენი რამ ჰქონდეს გადატანილი? - ასე ნუ ამბობ. ლამაზი ხარ, ჭკვიანი ხარ. თანაც შენს მეგობარს სჭირდები. - ევა გაუჩერებლად ტირის. - მეგობრები არ მყავს. - ძლივს ამბობს და ამ სიტყვების წარმოთქმის შემდეგ უარესად აგრძელებს ტირილს. - როგორ არა, მე გყავარ. - ჩემს სიტყვებზე სახე უნათდება, იღიმის და ძლიერად მეხუტება. ******** სარკეში ვიხედები და ვიღიმი. ეს მართლა მე ვარ? თავად სრულყოფილება. ნიკას ნაყიდი ღია ნაცრისფერი კაბა, შავი ქუსლიანი ფეხსაცმელები, ელეგანტური კულონი და საყურეები. ლამაზ ქალბატობს ვგავარ. ჩემს ქმედებებზე მეცინება, სულელივით ვდგავარ სარკესთან და ჩემი სილამაზიდ ვტკბები. საათს ვამოწმებ, ჩემი წასვლის დროა, არ მინდა დავაგვიანო. ჩემი ოთახიდან გავდივარ და დედაჩემის ძებნას ვიწყებ. - დედა, სად ხარ? მე მეჩქარება უნდა წავიდე. - ვყვირი მთელს ხმაზე და სახლში სირბილს ვიწყებ. ლამისაა ფეხსაცმელს ქუსლი წაძვრეს, ისე ვმოძრაობ. - აქ ვარ. მოდი დამენახე ჩემო ლამაზო გოგო. - მესმის დედას გახარებული ხმა. რამოდენიმე ნაბიჯს ვდგამ და სამზარეულოში მოფუსფუსე დედას შევცქერი. ჩვეულებრივ გამოიყურება, მოხდენილად. ლამაზი სწორი თმა წკაპით აქვს დამაგრებული, მწვანე ჯემპრი და მოტკეცილი ქინსის შარვალი. მისი ტანის ძალიან ბევრს შურს. "ასეთ ასაკში ისევ ახალგაზრდა, ტანწერწეტა ტანი გაქვსო" - ყველა ამას ეუბნება. - დედა შემომხედე სწრაფად. მეჩქარება. - ნაბიჯებს ვდგამ, ხელებს ვშლი და ნელა ვტრიალდები. - ჩემი ლამაზი გოგო, არ შეჭამ წასვლამდე? - არა, დედა. მეჩქარება. - ვამბობ, ლოყაზე ნაზად ვკოცნი და სახლიდან რასაც ქვია გავრბივარ. ***** ულამაზესი შენობისკენ მშვიდად მივაბიჯებ. გარედანვე ეტყობა მდიდრული "ფართი" იქნება. დარბაზში ნელა შევდივარ. დიდი სივრცეა, უკვე ბევრი ხალხია, თუმცა წვეულება ჯერ არ დაწყებულა. ყველა ადამიანს ვაკვირდები, მათგან არავის ვიცნობ. არც ნიკა მოსულა, არც საბა და არც ანა. მრგვალ მაგიდებთან ადამიანების რამოდენიმე ჯგუფია და ერთმანეთში საუბრობენ. გადავწყვიტე ერთერთი ჯგუფისკენ წავსულიყავი. - გამარჯობა. - სამი გოგოსკენ მორცხვად მივდივარ და თან ვესალმები. ისინიც მესალემბიან და მიღიმიან. - მოდი ჩვენთან ახლოს. - ამბობს ერთერთი თაფლისფერთვალება გოგონა და ოდნავ გვერდით იწევა. მეც არ ვაყოვნებ და მის გვერდით ვჯდები. - მოდი გაგეცნობით, მე ლიზა მქვია, ესენი კი ლიკა და დეა არიან. - ამბობს ჩემს გვერდით მდგომი გოგონა. ლიკა, დეა და ლიზა იდეალურად გამოიყურებიან. - გამარჯობა, მე მარიამი ვარ. - ვამბობ და ვიღიმი. კარგი და საყვარელი გოგონები ჩანან. - ლიზი, შენი ქრაშიც აქ იქნება. შენი მოქმედების დრო დადგა. - ამის გაგონებაზე ჩემს გვერდით მდგომი გოგონა შეიშმუშნა. აშკარად, არ უნდოდა მისი საიდუმლოს ასე სწრაფად გაგება. თავი დაქალს თვალებს უბრიალებს გამომეტყველებით " ბარემ ხმამაღლა გეყვირაო". - მგონი მას სხვა მოსწონს, ამიტომ აღარ მაქცევს ყურადღებას. ანუ ვერაფერს ვერ მოვიმოქმედებ. - ამბობს და თან თავს ოდნავ დაბლა ხრის. ისევ ევა მახსენდება. არცერთს გაუმართლა სიყვარულში არც ევას და არც ლიზას. საშინელებაა ცალმხრივი სიყვარული, მგონი მეც ეს დამემართა ნიკასთან მიმართებაში. ფიქრებს მალევე ვფანტავ და ისევ განვაგრძობ გოგონების მოსმენას. - ისე იქცეოდა შენი მოყოლილიდან გამომდინარე, რომ ჩემი აზრით გაქვს შანსი. - ამბობს ლიკა. მის ნათქვამზე ლიზას სახეზე უამრავ ემოციას ვხედავ. გაბრაზება, წყენა, გულისტკივილი, ოდნავი სიხარულიც. - მე არ ვიცი, მომიყევი. სანამ წვეულება დაიწყება გავერთობი. - ვამბობ და ვიღიმი. მერე მახსენდება, რომ ლიზა ჩემი დაქალი არ არის, სულ ახლახანს გავიცანი. რომ შემეძლოს ამ სიტყვებს უკან წავიღებდი, მაგრამ არ შემიძლია. - კარგი. მოგიყვები. - იღიმის და ამბის მოყოლას იწყებს. საოცარი ისტორიაა, ცუდი დასასრულით. ის ბიჭი კომპანიაში გაუცვნია, ერთი თვის წინ. საოცრად სიმპატიური ყოფილა, ლიზას დაახლოვებია, თბილად ექცეოდა, ამ საწყალ გოგოსაც შეუყვარდა. შემდეგ ლიზას თქმით, ვინმე ახალი ნახა და ჩემი ახალი მეგობარი დაივიწყა. ახლა ისიც მაინტერესებს, რომელია ეს უნამუსო ბიჭი. - მოვიდა. მოვიდა. ნახე, კიბეებზე ჩამოდის. - ყვირის დეა და ლიზას ხელებს უპარტყუნებს, მისი ყურადღების მისაქცევად. კიბეებისკენ ინსტიქტურად ვიხედები. პირველ რიგში ნიკას ვამჩნევ. ძალიან სიმპატიურია, როგორც ყოველთვის. მისი სახე და თვალები ბრწყინავს. დარბაზის თითოეულ კუთხეს რიგ-რიგობით უყურებს, ბოლოს კი მზერას ჩემზე აჩერებს. ვგრძნობ, რომ სამყაროს მოვწყდი. მხოლოდ ნიკას ვამჩნევ და თურმე ვიღიმი კიდეც. მთელი სულით და გულით ვიღიმი. ისიც მაცდურად მიღიმის და თვალს არ მაშორებს ისე მოდის ჩემსკენ. - აქეთ იხედება. ვის უყურებს? მარიამს? - ამბობს ლიკა და მე მიყურებს. შემდეგ ლიზას და დეასაც ჩემზე გადმოაქვს ყურადღება. - მარიამ. - მესმის საბას ბოხი ხმა და მისკენ ვიხედები. უკვე ხუთი ადამიანის მზერა დავიმსახურე. ლიკა, ლიზა და დეა თვალებით მჭამებ. ალბათ იმდენი კითხვა აქვთ ჩემთან... და მეც ძალიან ბევრი კითხვა ნიკასთან, რომელიც ისევ ჩემსკენ მოემართება. ან შეიძლება მე ვფიქრობ ასე. უეცრად მის წინ ვიღაც დგება და საუბარს უბამს. ნიკა ბოლოჯერ მანათებს თავის მწვანე თვალებს და მის წინ მდგომ კაცთან იწყებს საუბარს. მზერა ისევ სამ გოგონაზე გადამაქვს, ეს ყველაფერი წამებში ხდება. მათ გაოცებულ სახეს, რომ ვუყურებ, ვფიქრობ, ჯობს სწრაფად გავეცალო. - მისი ასისტენტი ვარ. ახლა კი უნდა დაგტოვოთ. გნახავთ... - ვაბობ და საბასკენ მივდივარ. ლოყაზე ნაზად კოცნით ვესალმები. ისევ ლიკაზე, ლიზაზე და დეაზე მეფიქრება. კიდევ კარგი ვუთხარი ნიკას ასისტენტი, რომ ვარ. დარწმუნებული ვარ, სხვა შემთხვევაში, რომელიმე წვეულების დამთავრებამდე მომკლავდა. - როგორ ხარ ჩემო მშველელო? - ამბობს და მიღიმის. ვიღაცის მწველ მზერას ვგრძნობ. დარბაზში მყოფ ხალხს ვაკვირდები. თურმე ეს ვიღაც ნიკაა, მის წინ მდგომ ადამიანებს ესაუბრება, თან მე მიყურებს. როგორც კი მისკენ გავიხედე თვალი ამარიდა. სახეზე ეტყობა გაბრაზება და დაძაბულობა. - წამოდი ვიცეკვოთ. - საბას ხელს ვგრძნობ ჩემს ხელზე და მისკენ ვიხედები. - რა მითხარი? - ვეკითხები, რადგან ნიკაზე გადართულმა მისი ვერც ერთი სიტყვა გავიგე. - ვიცეკვოთ სანამ ანა მოვა, მერე მას აღარ მოვშორდები და მანამდე შენ დაგაჯილდოვებ ჩემი მომაჯადოებელი ცეკვით. - მის სიტყვებზე ორივე ვიცინით, დარბაზის ცენტრში მივდივართ, ხალხის ბრბოს ვერევით და ცეკვას ვიწყებთ. ნელა აუჩქარებლად ვცეკვათ. საბა მართლაც საოცრად მოხერხებულად ცეკვავს. ნიკაზე ფიქრს ვიწყებ. როგორი საშინელი ადამიანია. ბაბნიკია? არა, ბაბნიკი არ გამოდის. ყველას თუ მოსწონს რა მისი ბრალია. თუმცა მე კი კარგად გამაცურა. თურმე მეც და ლიზასაც ერთად გვეარშიყებოდა. თუმცა არა... ლიზამ რაც მოყვა ერთი თვის წინ მოხდა. მე კი ამდენი ხანია არაა რაც ვიცნობ. ანუ ეს ყველაფერი ჩემ გაცნობამდე ხდებოდა. - შეიძლება მასთან ცეკვა? - ჩამესმის ნაცობი ხმა, თუმცა ფიქრს არ ვწყვეტ. ანუ ნიკასთან შანსი მაქვს? შეიძლება სწრიოზულად ფიქრობდეს ჩემზე? ალბათ ასეა. - როგორც ხედავ ჩენთან ერთად ცეკვავს. - არც საბას ამ სიტყვებს ვაქცევ ყურადღებას. ცეკვას ვაგრძელებ და ფიქრსაც. ნიკას მართლა მოვწონვარ? მაგრამ ის ხომ... ვგრძნობ, რომ საბას ხელები მშორდება. წამშივე ვცდილობ გავიგო რა მოხდა და მას შევცქერი. მისი სახისკენ ძლიერად მიმავალ მუშტს ვხედავ, რომელიც ხვდება და წამიერად საბა დაბლა ენარცხება. - კარგად ხარ? - ვამბობ შეშინებული და მისკენ მივრბივარ. ტუჩი აქვს ოდნავ გახეთქილი. სახეზე აშკარად ეტყობა გაბრაზება. ზემოთ ვიყურები. მაინტერესებს რომელმა იდიოტმა ჩაიდინა ასეთი რამ. ისევ ნიკა შემრჩა ხელში. საითაც არ უნდა გავიხედო, კარგი ხდება თუ ცუდი, ყოველთვის ის არის მოქმედი პირი. საბა დგება და ნიკსკენ მიდის დასარტყამად. ინსტიქტურად მეც ვდგები და მათ შორის "ვეჩხირები." ნიკას ზურგით ვუდგები და საბას თვალებში ვუყურებ. საშინლად გაბრაზებულია. მისი ნიკასთვის გაქანებული მუშტი ლამის მე მომხვდა. - საბა გთხოვ არ გინდა. - მისკენ ვიწევი და ძლიერად ვეხვევი. ვგრძნობ, ნელ-ნელა მშვიდდება. ნიკას ვაკვირდები ახლა ის არის გაბრაზებული. ცოტაც და მეორედ დაარტყავს საბას. მალე ჩევენსკენ მომავალ ანას ვამჩნევ. - გთხოვ მიხედე, მე მივდივარ. - ვეუბნები და ახლაღა ვამჩნევ ჩვენსკენ მომართულ უამრავ თვალს. ნიკასთან ახლოს მივდივარ, ცოტა ხნით ვჩერდები თვალებში ვუყურებ და შემდეგ გასასვლელისკენ მივიწევ. უნდა მიხვდეს, რომ მისი ქმედებით ძალიან ვარ გაბრაზებული. საერთოდ რა საქციელია? რატომ დაარტყა საბას? არაფერი მომხდარა, რომ მომხდარიყო მეცოდინებოდა. უეცრად ნიკა მაჯაში ხელს ველურივით მკიდებს და თავისკენ მატრიალებს. - მტკივა! - ვყვირი და ვცდილობ ხელი გავაშვებინო. - საით? - აქ ყოფნა აღარ მინდა. ხელი გამიშვი! -ისევ ვუყვირი. ნიკა ხელს მიშვებს თუ არა მაშინვე გარეთ გავდივარ. უკვე დაბნელებულა და ცოტა ცივი ამინდია. რამ ჩამაცვა ეს სიფრიფანა კაბა? მოკლე და თან ზურგიც ამოღებული აქვს. გზაზე მივდივარ და ლამისაა ყინულად ვიქცე. ხელებს ტანზე ვაწყობ, რომ სითბო მაქსიმალურად შევინარჩუნო. ცოტა ხანში უკვე კანკალი მეწყება. უეცრად სითბოს ვგრძნობ. მხრებზე ვიღაც პიჯაკს მაფარებს. მადლობა მას. ძლივს გამოჩნდა ჯელტმენი, რომელმაც გაყინვისგან მიხსნა. ბიჭი ჩემს გვერდით დგება. მისკენ ღიმილიანი სახით ვიხედები, ნიკაა. გაბრაზებული სახით ვუყურებ, მოსაცმელს ჩემს მხრებს ვაშორებ და პირდაპირ სახეში ვესვრი. სწრაფი ნაბიჯით მივდივარ გაჩერებისკენ და ნიკას არ ვიმჩნევ. სახლში ამ დროს, რომ მივიდე დედა რაიმეს იეჭვებს და კითხვებს დამაყრის. მე კი ნამდვილად არ ვარ განმარტებების ხასიათზე. თანაც ქარი უკვე ჩაწყნარდა. წინ სასრიალოებს და საქანელებს ვხედავ. პარკისკენ მივიწევ და შიგნით არსებულ ერთ-ერთ სკამეიკაზე ვჯდები. ფიქრებში ვეშვები. ჩემი გრძნობები ნიკას მიმართ ცალმხრივია? მგონი ასე არ უნდა იყოს. რამდენჯერ მაკოცა, რამდენჯერ მომექცა თბილად. მაგრამ ახლა რაღა ეტაკა? საბას რატომ დაარტყა? რა მოხდა? ნუთუ... ნუთუ ის ნიკა იყო... ნუთუ მან თხოვა საბას ჩემთან ცეკვის ნებართვა და მან ისე უპასუხა... ამის გამო იჩხუბა? ჩემს გამო? ოდნავ მეღიმება და ეს პროცესი რეალობაში მაბრუნებს. ჩემს გვერდით ვიღაც ზის, მისკენ ვიხედები. ისევ ნიკა. მოუშორებელი ჭირივითაა. ისიც ჩემს მსგავსად მშვიდად ზის და ფიქრობს. თვალს ვარიდებ, რომ მიშტერება არ გამომივიდეს. თავს ვატრიალებ და გარემოს ვაკვირდები. ჩემი თვალები ხედავს ჩემსკენ მომავალ ბურთს. დიდი სისწრაფით მოდის ჩემსკენ და მალე მომხვდება კიდეც. ინსტიქტურად თავს გვერდით ვწევ, ნიკას მხარეს. მაინც რა არის ეს გადარჩენის ინსტქტი. სწორედ ახლა ბურთისგან მიყენებულ ჩალურჯებას გადამარჩინა. თვალები შიშისგან დამიხუჭავს, მხოლოდ ახლა ვაცნობიერებ და ვახელ. ჩემი და ნიკას სახეები ძალიან ახლოსაა ერთმანეთთან. თავის მწვანე თვალებით მიყურებს, შემდეგ კი მზერა ჩემს ტუჩზე გადააქვს. - აქლა გაკოცეფს. - მესმის პატარა გოგონას ჭყიპინა ხმა და სიცილი. მისკენ ვიხედები, ხელები პირზე აქვს აფარებული და დაგვცინის. ძალიან საყვარელია და თან პატარა. ნიკას ვშორდები და ბავშვისკენ მივდივარ. - მოდი ჩემთან პატარავ. - ვამბობ და ხელებს ვუწვდი. ისიც მალევე მოდის ჩემსკენ და კალთაში მიხტება რასაც ქვია. იმხელა ლოყები აქვს ვერც წარმოიდგენთ და ღიმილზე საუბარს აღარც კი დავიწყებ. - რამდენი წლის ხარ? - ეკითხება ნიკა და ჩემი კალთიდან ბავშვს იყვანს და თავის ფეხებზე ანაცვლებს. - ოლის ვალ. და თქვენ შეკვალებულიბი ხალთ? - ბავშვის სიტყვებზე მე და ნიკამ ერთმანეთს შევხედეთ. მე დაბნეული ვარ, ნიკას აშკარად არ ეტყობა დაბეულობა. - არა. - პასუხობს ნიკა. მის სიტყვებზე გული მწყდება, მაგრამ ეს ხომ სიმართლეა! ასე ძალიან რატომ მტკივა ამ სიტყვების მოსმენა? - ალ მჯელა და კიდე უნდა მეთქვა ბოდიში. - ამ სიტყვეზე თავს დაბლა ხრის. - რისთვის? - ვეკითხები და ლოყაზე ვკოცნი. საყვარელი! - ბულთი ლო კინაგამ გაგატყი. - არაუშავს, საყვარელო. შენ ის მითხარი დედა სად არის? - ვეუბნები ბავშვური ხმით. რაზეც ნიკა სიცილს იწყებს, მე კი ვიბუსხები და ძლიერად ვარტყამ ხელს მხარში. - ნუ ცემ გოგო შენ შეყვარებულს! ალც შენ გყავს დედა? და მაგიტო არ იცი? მე არ მყავს დედა, მაგლამ ვიცი. მე ლო მეყოლება შეყვარებული არ დავარტყავ. ხოდა ალც შენ უნდა დაარტყა. - ამბობს ბავშვური ხმით გოგონა, როგორც შემდომ გავიგე ნინი. მას რა დედა არ ჰყავს? ანუ ბავშვთა სახლში ცხოვრობს? ასეთი პატარა უდედოდ იზრდება? იმედი მაქვს მამა მაინც ყავს. ისეთი საყვარელია, როგორ შეიძლება დედას მიეტოვებინა? ალბათ გარდაიცვალა. - აქ ვინ მოგიყვანა, იმასთან არ წაგვიყვან? - ნინი ნიკას კალთიდან ჩამოხტა. მისი ხელი დაიჭირა და ჩემს ხელს მოაკიდებინა. შემდეგ კი ადგილიდან დაიძრა და ახალგაზრდა ქალბატონთან მიგვიყავანა. - ნინი, სად დაიკარგე გეძებდი პატარავ?! - ამბობს თბილი ხმით ქალი. ბავშვი კი იმდენად არის ემოციებში გადართული, ქალის სიტყვები არც ესმის. ალბათ იკითხავთ რა ემოციებიო. როდესაც აქამდე მოვაღწიეთ ნიკამ ღუტუნი დაუწყო. სიმართლე, რომ ვთქვათ ნიკას უხდება ბავშვები. ზუსტად ვიცი კარგი მამა იქნება, ძალიან კარგი. ღმერთო ეს მე გავიფიქრე? ნინი და ნიკა დანარჩენ ბავშვებს უერთდებიან და თამაშს იწყებენ. - ეს საყვარელი გოგონა ბავშვთა სახლში ცხოვრობს? დიდი ხანია იქ არის? - თავს ვერ ვიკავებ და პირში ვახლი სათქმელს. - დიახ. დიდი ხანია ბავშვთა სახლში ცხოვრობს. სულ რამდენიმე დღის იყო, როდესაც იპოვეს და ჩვენთან მოიყვანეს. ვერ ვხვდები ასეთი პატარა ბავშვი სახლის კართან როგორ უნდა დატოვო ზამთრის სუსხიან დღეს? ძლივს გადავარჩინეთ ბავშვი. ასეთი პატარა გაცივდა, მაგრამ რაც მთავარია გადარჩა. ის ძალიან ძლიერი და საყვარელი ბავშვია. - ამ ქალის სიტყვებზე ძალიან ცუდ ხასიათზე ვდგები. ნინის დედა საერთოდ ადამიანია? როგორ შეიძლება ასეთი გულქვა იყო? ბავშვი თითქმის მოკლა! თანაც ასეთი პატარა და საყვარელი. მას მაინც რაღას ერჩოდა? ბავშვებისკენ ვიხედები. დაჭერობანას თამაშობენ და ნიკა იჭერს. ყველა ძალიან ხალისობს და ბედნიერია. ნინი თავისთვის კისკისებს, როცა დაინახავს, რომ ნიკა დასაჭერად მისდევს. ჩემი ვითომ შეყვარებული კი დაბალი სიჩქარით მისდევს, რომ ვერ დაეწიოს. მათი შემხედვარე მეღიმება. ძალიან საყვარლები არიან! ****** საღამოსკენ ბავშვები აღმზრდელმა ბავშვთა სახლში წაიყვანა. მე სახლში წასვლა გადავწყვიტე, ნიკამ კი ჩემი გაცილება. ჩუმად მივუყვებით გზას. არც ერთი ვსაუბრობთ. პირქუში ზეცა ალბათ მალე ტირილს დაიწყებს. გული გამალებით მიცემს, ნიკასთან სიახლოვისას. მინდა საუბარი წამოვიწყო, თუმცა თემას ვერ ვპოულობ. - საყვარელი ბავშვები არიან. - ვამბობ ბოლოს და ნიკას ვუყურებ, ჩაფიქრიანებული დგას და მიყურებს. - საყვარლები და მარტოსულებიც. ხმას აღარც ერთი ვიღებთ. ნელა მივუყვებით ქუჩას და ხუთ წუთში უკვე ჩემს კორპუსთან ვართ. - ნახვამდის. - ვბობ და პადიეზდისკენ ვდგამ ნაბიჯებს, თუმცა ნიკას სიტყვა "ბოდიში" მაკვირვებს და ერთ ადგილას მყინავს. - ბოდიში რისთვის? - ვამბობ და მისკენ ვტრიალდები. მისი მწვანე თვალები მწუხარებას გამოხატავენ. - დღეს რაც ჩავიდინე, საბას, რომ ვეჩხუბე. უბრალოდ თავი ვეღარ შევიკავე. შენც ხომ გაიგე რა მითხრა? ისე უხეშად მომმართა... - არაუშავს. - ვამბობ და ისევ თვალებში ვუყურებ. ჩემი სიტყვები ახარებს. არ მინდა საუბარი დავასრულოთ, მაგრამ როგორც ჩანს ჩემს ოცნებას ასრულება არ უწერია. ნიკა ჩემსკენ მოდის და ლოყაზე ნაზად მკოცნის. სახეს ჩემთან ახლოს აჩერებს. - ელეგანტურად გამოიყურები. - ამბობს და მიდის. გამოშტერებული ვუყურებ მის ზურგს. ბოლოს ტრიალდება, უკანასკნელად მავლებს თვალს და მიდის. მეც მალევე ავდივარ ბინაში. - მოხვედი? - მესმის ლიზის და დედას ხმა ერთდროულად. - კი მოვედი. - ვამბობ ხალისიანი ხმით და მათთან მივდივარ. - აბა მოგვიყევი ამბები, მშვენიერო ლედი. - ამბობს ლიზი და სიცილს იწყებს. - ლიზი შემომხედე და მომბაძე, არ გაწყენდა სრულყოფილება. - ვბობ და ახლა მე ვიწყებ სიცილს. "ნუ დასცინი სხვასაო გადაგხდება თავსაო." სწორედ ასე დაემართა. - მიდი მოგვიყევი რა მოხდა. - ახლა დედამ დაიწყო საუბარი. მე კი პასუხი არ მაქვს. სიმართლე, რომ ვუთხრა რამეს გადამარტყავს თავში. დედაჩემი სასტიკი წინააღმდეგია ჩემს ასაკში ვინმეს მოწონების ან მით უმეტეს შეყვარების. ბიჭებთან მიშლის ისეთ ურთიერთობას, როგორიც ნიკასთან მაქვს. ამიტომ მაქსიმალურად ვეცდები ეს საიდუმლო არ გამჟღავნდეს. უკვე ტყუილის თქმას ვაპირებდი, როდესაც ტელეფონმა დარეკა. ელეა, ალბათ მასაც იგივე კითხვა აქვს. მას ვუთხრა სიმართლე? ოთახში შევდივარ და დაღლილი საწოლზე ვეცემი. - გისმენ ელე. - რაღაც გამოგიგზავნე და ნახე. - მისი ხმის ტემბრი მაშინებს. რაღაც ცუდი მოხდა, მაგრამ რა? ელე ტელეფონს თიშავს. მე კი მის მესიჯს ვნახულობ და თვალები მიფართოვდება. როგორ? რატომ? საიდან? ტელეფონს ვუყურებ და გაუაზრებლად მცვივა ცრემლები. ____ შემდეგი თავი დაიდება 15 მოწონებაზე. ველი თქვენს აზრს. რას ფიქრობთ ევაზე? მე პირადად ძალიან შემეცოდა. გუშინ ვაპირებდი ატვირთვას, მაგრამ ვერაფრით მოვახერხე. იმედია ისიამოვნებთ კითხვით.(ჩემს მსგავსად) :დდდდ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.