შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ესპანელი მაფიოზები ●12●


9-02-2020, 10:57
ავტორი წერო:)
ნანახია 1 145

მიყრუებულ გზაზე მანქანას მიაქოლებდა და სიბნელეს შხუილით კვეთდა მატიასი.
გზაში ნაცნობ ექიმს დაურეკა რომელსაც მუდამ დახმარებას სთხოვდა როცა ვინმე
დაჭრილი იყო და საავადმყოფოში არ მიესვლებოდა.
_გისმენ მატიას_ფერნანდოს ხმა გაისმა ტელეფონში
_ფერნანდო!_ნერვიულად უპასუხა მატიასმა_შენი დახმარება მჭირდება ძალიან!
_ასეთი ანერვიულებული არასოდეს ყოფილხარ რა ხდება?_ფერნანდო შეშფოთდა
_ახლა გზაში ვარ და ერთი გოგო მომყავს.ფეხში და ხელზე დანითაა დაჭრილი ცოტათი ნაცემიცაა_მატიასმა კბილები გააღრჭიალა_უგონოდაა, სისხლი დაკარგა ალბათ გადასხმა დაჭირდება არ ვიცი რა ჯგუფია.ჭრილობებს შეიძლება გაკერვაც დაჭირდეს და გთხოვ მითხარი რომ ბარსელონაში ხარ და მადრიდში ჯერ არ გადასულხარ_ერთი ამოსუნთქვით მიაყარა მატიასმა ისე რომ ფერნანდომ გონზე მოსვლა ვერ მოასწრო
_მე...რა?აა მე..ხოო კი ბარსელონაში ვარ არ ვიცი სისხლი თუ დამრჩა მაგრამ ახლა სტუმრები მყავს აქ ვერ მოხვალ მე შევაგროვებ საჭირო ნივთებს და შენთან წამოვალ.ხომ ისევ იმ სახლში ხარ?
_კი!მადლობა ფერნანდო_მატიასმა შვებით ამოისუნთა
_კარგი წავედი._მატიასმა ტელეფონი გადადო და სარკეში ლიზას გახედა.გული შეეკუმშა იმის დანახვაზე თუ როგორ ჩვარივით მიფენილიყო სავარძელზე და თავი ჩამოვარდნოდა.დიეგო კიდევ ერთხელ დაწყევლა და სიკვილით დაემუქრა გონებაში და გაზის პედალს ფეხი მიაჭირა.
***
მანქანა ეზოში მუხრუჭების ხჭრიალით შევარდა.მატიასი გადმოვიდა და ლიზა ისევ ხელში აყვანილი წაიყვანა მის ოთახში.საწოლზე ზეწრები გადააფარა და ლიზა ზედ დააწვინა თავქვეშ ბალიში ამოუდო.ამასობაში მისაღებში,კარზე ბრახუნიც ატყდა.მატიასმა კართან მიირბინა სწრაფად გამოაღო.ფერნანდო მაშინვე სახლში შემოიჭრა თან კარგა მოზრდილ მედიკამენტების ყუთს მოაფრიალებდა.კაცი სააბაზანოსკენ გაემართა.ხელებს გულმოდგინედ იბანდა და თან მატიასს სწრაფად ესაუბრებბოდა
_ისევ უგონოდააა ხო?
_კი!
_ვინაა?
_ახლა ამის დრო არ არის ფერნანდო_ფერნანდომ ხელების ბანა დაამთავრა და მატიასიც ლიზას ოთახისკენ გაუძღვა.ექიმმა ყუთი სკამზე დადო ხელთათმანები ჩაიცვა და ლიზას მდგომარეობის შეფასებას შეუდგა.ლიზა შეტოკდა და წარბები შეკრა
_სანდრო არა..._ამოიგმინა ლიზამ_სანდრო...გთხოოვ!ყველაფერს შეგისრულებ მატიას...ეს არ გააკეთო..._ლიზა ქართულად ბოდავდა მაგრამ მატიასმა ნამდვილად გაიგონა რომ მისი სახელი თქვა.ფერნანდომ შუბლზე ხელი დაადო
_ჯანდაბა სიცხეც აქვს!_მატიასმა ლიზას გამოფხიზლება დაიწყო
_ლიზა!გამოფხიზლდი,მიდი რა!ლიზა!_ფრთხილად აჯანჯღარებდა.ეშინოდა მისთვის უარესად არ ეტკინა.გოგომ თვალები გაახილა და მაშინვე ცრემლები წამოუვიდა
_გთხოვ არ გააკეთო ეს_ისევ ქართულად სლუკუნებდა_გევედრები მის მეტი არავინ მყავს_მატიასმა ცრემლები მოსწმინდა
_დამვშიდდი ლიზ...საფრთხე არ გემუქრება აქ ვარ...
_საფრთხე შენ ხარ!_ამოიტირა გოგონამ ამჯერად ესპანურად და მატიასს გულში თითქოს რაღაც ჩასწყდა.ფერნანდო სპირტიანი ბამბით მიუახლოვდა ლიზას
_მე ფერნანდო ვარ,ექიმი.დაგეხმარები ლიზა_გაუღიმა კაცმა მისი მკლავი აიღო და ჭრილობის გაწმენდას შეუდგა.ლიზამ ტუჩები მოკუმა და ეცადა სპირტის წვა დაეიგნორებინა
_ეს გასაკერი არაა_ჩაილაპარაკა ექიმმა რამდენიმეწუთიანი წმენდის შემდეგ.ყუთიდან ბინტი ამოიღო და ლიზას ხელი შეუხვია
_მაინც დიდ ძალას ხელს ნუ დაატან_გაიღიმა ფერნანდომ და ახლა ფეხს დახედა
_აი აქ კი ეჭვი მეპარება_ამოიხვნეშა მან_შარვალი უნდა გაიხადო ლიზა სხვანაირად ჭრილობას ვერც გავწმენდ და ვერც შევახვევ_უხერხულად გაუღიმა ექიმმა.ლიზა დაიბნა
_რა?
_უკაცრავად მაგრამ უნდა გაიხადო
_არა!_რამდენადაც მისუსტებული ხმა უფლებას აძლევდა ლიზამ იმდენად მტკიცედ უთხრა.მატიასს ტუჩის კუთხე ჩაუტყდა
_ლიზა როგორ არ გესმის..._დაიწუწუნა ფერნანდომ_ექიმი ვარ ბოლობოლო!
_არა!შარვალს არ გავიხდი!შარვლის ტოტი შემაჭერით იქამდე სადაც ჭრილობაა!_ფერნანდომ უკმაყოფილოდ ამოიფრუტუნა.მატიასს ჩაეცინა ,ლიზა კი ისევ ბალიშებზე მიესვენა და თვალები დახუჭა.ფერნანდომ შარვალი დაუდევრად შეაჭრა და ჭრილობა დაათვლიერა.ნამდვილად რთულად იყო საქმე.ჭრილობის ადგილი ნაჯიჯგნს გავდა.სისხლი ზედ დამხმარიყო.გაკერვა გვერდს ვერ აუვლიდნენ.ფერნანდომ ღრმად ჩაისუნთქა და ჭრილობის დამუშავებას შეუდგა. სპირტიანი ბამბით წმენდდა თან ლიზას თერმომეტრიც მიაწოდა სიცხის გასაზომად.მატიასი ოდნავ დაშორებით იდგა და ყველაფერ ამას თვალს ჩუმად ადევნებდა.ჯერ კიდევ გონებაში ყვიროდა სიტყვები "საფრთხე შენ ხარ!" და ყოველ გამეორებაზე თითქოს ცეცხლში გადიოდა.
ათწუთიანი სიჩუმის შემდეგ სიჩუმე ისევ ფერნანდომ დაარღვია
_ლიზა_გოგონამ თვალები ზანტად გაახილა.ფერნანდომ ლიზა შეათვალიერა
_უი თერმომეტრი!დამავიწყდა_ლიზამ თერმომეტრი მიაწოდა
_ოცდათვრამეტი და რვა.დამწევს მოგცემ._ფერნანდო წამოდგა და ყუთში ჩაძვრა_ლიზა იმის თქმა მინდოდა რომ ჭრილობა აუცილებლად გასაკერია მე კი საანესთეზიო მასალა არ მაქვს._ლიზას წამალი და წყალი მიაწოდა.გოგონას სახე წაეშალა
_ეს რას ნიშნავს?
_ეს ნიშნავს რომ ფხიზელს უნდა გაგიკერო ჭრილობები და ძალიან გეტკინება_ფერნანდომ ლიზას თვალი აარიდა.ლიზამ თვალები ისევ დახუჭა და ღრმად ჩაისუნთქა.რამდენიმე წამის მერე ნახევრად გაახილა და ბედსშეგუებული უიღბლოსავით თქვა
_მზად ვარ_ფერნამდომ თავი დაუკრა.სამედიცინო ნემსი და ძაფი უკვე გაემზადებინა
_მისმინე...ვეცდები ნაკლებად მტკინვეულად გავაკეთო კარგი?ვიცი ჩემთვის სათქმელად ადვილია მაგრამ ეცადე გონებით სხვა სამყაროში გადაეშვა,რამე კარგზე იფიქრე_ლიზამ თავი დაუქნია და გონება მოიკრიბა.ფერნანდომ ფრთხილად დაიწყო ჭრილობის გაკერვა.ლიზამ წამოიკივლა.მატიასი ლიზას წინ ჩამოჯდა ისე რომ ფერნანდოს ჩამოეფარა ლიზას მტევანი თითებში მოიქცია და ნაზად მოუჭირა
_მელაპარაკე ლიზ,მე მიყურე..._მეორე ხელით გაოფლილ შუბლზე მიკრულ ქერა თმებს უწევდა და ხელის ზურგით ეფერებოდა.ლიზას ცრემლები წასკდა. ნემსის ყოველ გაყრაზე კიოდა
_მტკივაა!
_ვიცი,ვიცი რომ გტკივა ლიზა ცოტა გაუძელი ლიზ_მატიასი ერთობ უცნაური ადამიანი იყო საუბრის საკითხში.უბრალოდ წარმოუდგენელი იყო რომ კაცს ერთდორულად მსოფლიოში ყველაზე ცივი ტონი ჰქონდა და თან კრიტიკულ მომენტშიდამამშვიდებლად თბილი ჩურჩული შეეძლო._მესაუბრე,ყურადღება გადაიტანე...
_დღეს ჩემი დაბადების დღეა!_მატიასი წამით გაშეშდა,მერე ისევ ლიზას ფერება განაგრძო
_რამდენი წლის გახდი ლიზა?
_ოცდახუთის_კივილს ამოაყოლა ლიზამ,მატიასმა თითები კისერზე მოხვია
_დიდი გოგო ხარ უკვე!ასე ტირილი გეკადრება?_ლიზამ კიდევ ერთხელ დაიკივლა.
_მტკივააა!
_მაპატიე ლიზა სხვანაირად არ გამოდის_ამოიბუტბუტა ფერნანდომ
_ეს ჩემი საუკეთესო დაბადებისდღე ნამდვილად არაა...
_ამისთვის ბოდიშს გიხდი ლიზა_მატიასმა თავი დახარა_დილით ამიტომ იყავი კარგ ხასიათზე?შენი დაბადების დღე რომ იყო?
_ჰოო დილით ვერ წარმოვიდგენდი თუ საღამოს ისევ აქ ასეთ სიტუაციაში ვიქნებოდი.ღმერთო ძალიან მტკივა!_კიდევ ერთხელ იკივლა ლიზამ და ცრემლები წასკდა.მატიასმა უფრო ახლოს მიიჩოჩა ლიზას მკლავები მოხვია და გულში ჩაიხუტა
_ჩშშ ლიზა... მალე დამთავრდება!
_არ მთავრდებაა..!_ბავშვივით ამოისლუკუნა ლიზამ_რატომ მეხუტები?არ მინდაა!შენს გამოა! მომშორდიი!_მატიასი ისევ გულში იკრავდა მაგრამ შიგნიდან დსმსხვრეული იყო.თავიდანვე ძალიან კარგად იცოდა რომ ლიზას მდგომარეობაში წვლილი მასა ც საკმაოდ მიუძღვოდა მაგრამ აღიარება არ უნდოდა და ყველაფერს მთლიანად დიეგოს აბრალებდა მაგრამ ლიზას ტუჩებიდან მოსმენილმა მწარე სიმართლემ ლამის შიგნიდან დაამსხვრია,გაანადგურა...არც იცოდა ლიზა ასე მნიშვნელოვანი მისთვის როდის გახდა.
_მოვრჩი!_საზეიმო ხმით გამოაცხადა ფერნსნდომ.ლიზამ ქვითინი ნელნელა შეწყვიტა მატიასი მოშორდა და ფერნენადომ ფეხის შეხვევა დაიწყო.
_ხუთი ნაკერი დაგადე.სისხლის გადასხმა მთლად აუცილებელიც არაა რადგან ასე თუ ისე მაინც გონზე იყავი მითუმეტეს რომ არ ვიცით რა ჯგუფი გაქვს და პირველი დადებითი გამითავდა.ნელნელა შენითაც აღიდგენ ლიზა ოღონდ იწექი და ბევრი საჭმელი ჭამე და წყალი სვი.სიცხე სანამ არ დაგიწევს ეცადე არ დაიძინო_თან ელაპარაკებოდა ფერნანდო
_შეგიძლიათ გამაყუჩებელი მომცეთ?ფეხზე თითქოს ტონიანი ურო მაწევს ისე მტკივა.
_ახლავე ლიზა_ფერნანდო დაფაცურდა და გამაყუჩებალი ამოძებნა.მთელი შეკვრა დაუდო ლიზას
_როცა ძალიან დაგჭირდეს დალიე უბრალოდ ბევრი ერთად არ დალიო_გააფრთხილა მან.ლიზამ თავი დაუქნია და ერთი აბი გამოართვა.

მატიასი ოთახიდან შეუმჩნევლად გავიდა და ეზოში შემოცვენილ ენდრიუს და დაცვის ბიჭებს შეხვდა
_როგორ ხართ?ყველანი ხართ?
_ერთი მოკვდა_ამოიღრინა ენდრიუმ _ერთი დაჭრილია_მატიასმა დაცვის ბიჭებს გახედა
_აქ ექიმია.ოთახში გაიყვანეთ._დაცვამ თავი დაუქნია და მათ მოშორდა
_როგორ მოხდა ყველაფერი?
_შენ სად გაქრი?_კითხვით უპასუხა ენდრიუმ
_ლიზა წამოვიყვანე.ახლაც მობრუნებას ვაპირებდი მაგრამ მომასწარით
_მეჩვენება თუ თავს იმართლებ?_წარბი ასწია ენდრიუმ
_სიმართლეს გეუბნები_მკაცრად უპასუხა მატიასმა_და კითხვაზე პასუხი გამეცი
_რაოდენობაში გვაჯობეს_ისევ დაიღრინა ენდრიუმ_თან ძალიან გვიტევდნენ.დიეგოს ვერც კი მივუახლოვდით თავდაცვას ვახერხებდით მხოლოდ.
დიეგო მხარში დავჭერი და მალევე გაიქცა.მერე ჩვენც როგორღაც გამოვიქეცით თორემ ორჯერ მეტნი მაინც იყვნენ ყველა დავიხოცებოდით_ მატიასს ყბები დაეჭიმა და ისევ აუტანელმა სიბრაზემ აიტანა.თვალები აუელვარდა ენდრიუს ზურგი აქცია სახლში შევარდა და პირველი მსხვრევადი ნივთი რაც ხელში მოხვდა კედელს შეანარცხა
_მაგის დედა მოვ**** ეგ ნაბიჭ**რი! მაინც ვერ გამექცევა ეგ ნაბო**რი !_ღრიალებდა მატიასი ენდრიუ კი მოშორებით იდგა და ჩუმად უყურებდა რადგან იცოდა რამდენადაც შეურაცხადი იყო როცა ბრაზს ანთხევდა და იმასაც კარგად ხვდებოდა რომ როცა მის სიბრაზეს მხოლოდ ნივთები ეწირებოდნენ მატიასის გაჩერება არ ღირდა.

აი ახალიიც.როგორ ფიქრობთ როგორია?



ძალიან მომეწონა ეს თავი

 


№2  offline წევრი წერო:)

სიყვარული გულს გვტკენს
ძალიან მომეწონა ეს თავი

დიდი მადლობა innocent

 


№3  offline წევრი Rin Nohara

გადასარევი! ძალიან მომწონს უბრალოდ შაბათ კვირას გელოდე და დღეს უბრალოდ რომ გადავამოწმე და იდო სიხარულისგან კინაღამ ტელეფონი გამივარდა ????

 


№4  offline წევრი sofo_sofia13

ვგიჟდები მე შენზე დაამმოტხრობაზე

 


№5  offline წევრი წერო:)

Rin Nohara
გადასარევი! ძალიან მომწონს უბრალოდ შაბათ კვირას გელოდე და დღეს უბრალოდ რომ გადავამოწმე და იდო სიხარულისგან კინაღამ ტელეფონი გამივარდა ????

კვირას დილით გადავაგზავნე საიტზე და ორშაბათს გამომიქვეყნა :((((
დიდი მადლობააა გაახარე relaxed

sofo_sofia13
ვგიჟდები მე შენზე დაამმოტხრობაზე

მეც ვგიჟდები თქვენზე და თქვენს კომენტარებზე♡♡დიდ სტიმულს მაძლევს♡♡♡

 


№6  offline წევრი Imagination88

ძალიან მომეწონა ეს თავი ყოჩაღ❣️❣️❣️ აუ ლიზა ძაან შემეცოდა გთხოვ მალე დადე შემდეგი❣️❣️ მოუთმენლად ველიი ახალ თავს❣️❣️

 


№7  offline წევრი წერო:)

A.N.A
ძალიან მომეწონა ეს თავი ყოჩაღ❣️❣️❣️ აუ ლიზა ძაან შემეცოდა გთხოვ მალე დადე შემდეგი❣️❣️ მოუთმენლად ველიი ახალ თავს❣️❣️

დიდი მადლობაა♡♡

 


№8  offline წევრი Imagination88

წერო:)
A.N.A
ძალიან მომეწონა ეს თავი ყოჩაღ❣️❣️❣️ აუ ლიზა ძაან შემეცოდა გთხოვ მალე დადე შემდეგი❣️❣️ მოუთმენლად ველიი ახალ თავს❣️❣️

დიდი მადლობაა♡♡


როდის დადებ?? ❣️❣️

 


№9 სტუმარი მარუსაა

მალე დადე რა ახალი თავი რახანია ველოდები ????????????

 


№10 სტუმარი მარიიი

აუ საოცრებააა და ძალიან საინტერესო მალე დადეე♡♡♡

 


№11 სტუმარი სოფო სოფო

ეს დაწყება და შუა გზაში გაწყვეტა მაგარი იცით!!!

 


№13  offline წევრი Imagination88

აუ არ მითხრა რომ შეწყვიტე გთხოვ რაა

 


№14  offline წევრი sofo_sofia13

როდდისს დადეეებ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent