შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენი ჩვენი სიყვარულის ღმერთი ხარ!


9-02-2020, 19:40
ავტორი ამილია
ნანახია 1 167

საათობით ვიჯექი სარკის წინ და ჩემს თავს ვუყურებდი...
ვერ ვცნობდი,მეცოდებოდა.
არ ვიცი,ვერ ვხედავდი იმ თვალებს ისეთივეს როგორიც იყო.
საკუთარ სახის ნაკვთებს ვერ ვცნობდი...
მეუცხოებოდა!
მეცოდებოდა!
მებრალებოდა!
მაგრამ უცებ ვხედავდი საიდანღაც წამოსულ, პატარა იმედის ნაპერწკალს და მეღიმებოდა...
მიხაროდა,
მაგრამ ისევ ვბრუნდებოდი რეალობაში,ისევ სარკის წინ,ისევ ბნელი თვალების მიღმა ვტოვებდი იმ იმედს და ვუყურებდი ჩემს თავს...

მებრალება ეს გოგო!

***
ზაფხული,მდინარე,ტბა,სიმინდები,ცეკვა,თამაში,დალევა,ჩხუბი,გათენება... ყოველი ზაფხულის ჩვეულებრივი მოვლენა იყო ჩვენთვის,მზიუს ბავშვებისთვის...
რატომ მზიუ?! ყოველ ზაფხულს ჩვენს დეიდასთან,მზიუსთან ჩავდიოდით სოფელში და იქ იწყებოდა არანორმალური ზაფხული... მთელი ბიძაშვილები,დეიდაშვილები,მამიდაშვილები ვიკრიბებოდით და მზიუსთან მივდიოდით...იქაური ჩვენი ტოლი ბავშვებიც მთელი გულით გველოდებოდნენ.
მზიუ მთელი ამბებით და ფაცი-ფუცით გველოდა... გათოვილი არ გახლდათ მზიუ,მაგრამ იმდენად დახვეწილი და ლამაზი ქალბატონი იყო,50 წლის ასაკშიც კი შენარჩუნებული ჰქონდა უწვრილესი წელი,დიდი თეძოები,მოყვანილი ტანი,მაღალი.
შავი,გრძელი თმები ჰქონდა აქა-იქ შეპარვოდა ჭაღარა.თაფლისფერი,დიდი თვალები,პატარა ტუჩები,სწორი პატარა ცხვირი და გამოკვეთილი ღაწვები...
მას მამსგავსებდნენ,მზიუს ტანი და ცხვირ-პირი აქვსო მეუბნებოდნენ და მიხაროდა.
მზიუ არასდროს ლაპარაკობდა მის ცხოვრებაზე. დედამ მიამბო,თურმე ყმაწვილქალობაში სატრფო ჰყოლია,ცოლად უნდა გაჰყოლოდა მიჯნურს,მაგრამ არ დასცალდათ.
ომში მოუკლეს! მას შემდეგ,მზიუს არავისკენ გაუხედავს. ფიცი დადო,რომ არ გათხოვებოდა და ეს ფიცი შეასრულა.
ყოველ წელს ჩავდიოდით მზიუსთან და ყოველ წელს უამრავი მოგონებებით და მომავალი წლის მოლოდინით სავსეები ვბრუნდებოდით დედაქალაქში.
და აი დადგა ის დღე როდესაც მზიუსთან მივდიოდით ყველა. დიდი გეგმებით და მოლოდინით.
იქ ჩასულს ჩემი ბავშვობის მეგობრები დაგვხვდნენ. ყველაზე მეტად ბარბარეს ნახვა გამიხარდა...ის იყო ჩემი მესაიდუმლე,ჩემი მეგობარი,და-ქალი,იმედი...
-თეთე,ბეთო ჩამოვიდა.
-ბეთო?!
-ჰო,ბეთო.
"თეთე,ბეთო ჩამოვიდა" თავში უამრავი კითხვა მიტრიალებდა... ბეთო,ბეთუნა,ბეთქილ...
სად იყავი?! სად გაქრი ჩემო ცხოვრების ვარსკვლავო,სად დამეკარგე,სად წახვედი.
-სად არის?!
-ბიჭებთან ერთად დავინახე დღეს,მდინარეზე. 2 დღეა ჩამოვიდა.
-ჰაჰ,როგორია?! შეცვლილია?! ისევ ისე იღიმის?! ან ისევ ისე სასაცილოდ აქვს თმები?!
-თეთე,ძალიან შეცვლილია! როგორც შენ!
რაც ჩამოვიდა მის სახეზე ღიმილი არ მინახავს,არც ისე აქვს თმები როგორც ადრე. შეცვლილია შენი ბეთო!
-"ჩემი"?!
-არ მოგენატრა?!
-ხუმრობ?! ყოველ ღამე მოგონებებს ვეფერები.
-არ ნახავ?!
-არა.
ჩემი ნათქვამი 1 დღეც ვერ შევასრულე,იმის გააზრება,რომ ის სადღაც აქვე იყო,რომ შემეძლო მისი დანახვა შორიდან მაინც,მრღრნიდა. ავდექით და მდინარეზე წავედით. დიდი ხანი ვფიქრობდი წავსულიყავი თუ არა...ვიცოდი რომ ბეთოს ვნახავდი და ეს გამანადგურებდა,ცუდად გამხდიდა,მაგრამ მაინც წავედი!
ჩემი ბეთო,გაზრდილი,ჩამოყალიბებული,21წლის ბეთო. როგორ მომნატრებია...
შემომხედა,დამინახა. ადგილზე გავქვავდი,ვერ ვინძრეოდი,მეშინოდა.
ის აქ იყო. მხოლოდ 10 ნაბიჯი გვაშორებდა.
ცოტა ხნის წინ რომ გეკითხათ,ყველანაირ წყენას დავივიწყებდი ოღონდ მენახა...მასთან გავიქცეოდი და ჩავეხუტებოდი.დავუკოცნიდი სახის თითოეულ ნაკვთს,მოვუყვებოდი მის არყოფნაში რა მოხდა,მოვუყვებოდი თუ როგორ მაკლდა და გავათენებდით ღამეს საუბარში.მაგრამ ასე არ მოხდა,ვიდექი გაქვავებული და ვუყურებდი მას! აზრზე მოვედი და მდინარისკენ წავედი. ჩემი გულის ხმა მესმოდა,თითქოს საგულედან ამოვარდნას ლამობსო.
კოცონი დავანთეთ და უბრალოთ ვიჯექით უამრავ ხალხში პირისპის,თითქოს მხოლოდ მე და ის ვიყავით. მიყურებდა,მაკვირდებოდა,მთელი საღამო თვალი არ მოუშორებია. ხმის ამოღება საჭირო არ იყო. თვალები მესაუბრებოდნენ!
გადიოდა დღეები,ყოველ ღამე ვიკრიბებოდით ბავშვები და ყოველ ღამე ვხედავდი მას და არ მჯეროდა. 3 წლის შემდეგ მისი აქ ყოფნა არ მჯეროდა!
ერთ-ერთ საღამოს დალევა და კოცონის დანთება გადავწყვიტეთ.
-ბარბარე,მგონი ტელეფონი დავკარგე
-სად დადე ბოლოს
-წავალ მოვძებნი და მალე დავბრუნდები
-კარგი,ფრთხილად
ტელეფონის მოსაძებნად იმ ადგილებში წავედი სადაც იმ დღეს ვიყავი.
-გამარჯობა,თეთე
უკნიდან ნაცნობი,თან უცნობი და მონატრებული ხმა შემომესმა.
გავიფიქრე"ბეთო". არ შევმცდარვარ,ჩემს უკან, ჩემი მონატრებული ბეთო იდგა
-გაგიმარჯოს,ბეთო!
-როგორი შეცვლილი ხარ. დახვეწილი,გალამაზებული. ქალი ხარ რა!
-ჰო?! აი შენ არ შეცვლილხარ! ისევ ისეთი მატყუარა ხარ!
არ ვიცი ამას რატომ ვამბობდი,იმ მომენტში სიბრაზე მომერია და რაც ენაზე მომადგა ის ვუთხარი. რა თქმა უნდა ასე არ იყო.
-ვიცი,რომ ასე არ ფიქრობ და ნუ იტყვი ამას. შენც კარგად იცი რომ ასე არაა!
-სად იყავი?! სად გაქრი ეს 3 წელი?! შენ გგონია შენ ზღაპრებს დავიჯერებ?!
ვწუხვარ,ზღაპრების ასაკიდან უკვე გამოვედი... არაფერი გამოგივა!
-თეთე!
ისეთი ხმით იღრიალა ირგვლივ ყველაფერი შეაზანზარა და დააფრთხო. ხელში ჩამავლო და მანქანაში წამიყვანა.ვეწინაღმდეგებოდი,არ მინდოდა მასთან რაიმე სიახლოვე მქონოდა.მანქანაში ჩამტენა,კარი ჩამიკეტა,თვითომ მანქანას მოუარა და საჭესთან დაჯდა. გზაში ვყვიროდი,ვწიოდი,ვემუდარებოდი დავებრუნებინე,მაგრამ ამაოდ. 1 საათი გზაში ვიყავით ამ 1 საათის მანძილზე კი მუდარა,ყვირილი და წივილი არ შემიწყვიტავს ის კი ჩუმად იჯდა უემოციოდ და სადღაც მივყავდი. ბოლოს სადღაც ტბაზე მიმიყვანა,ირგვლივ სულ ტყე იყო.
-გადმოდი!
-...
-თეთე,მეტჯერ ნუ მათქმევინებ. გადმოდი!
-...
-როგორც ჩანს სიჯიუტე შეგრჩენია!
კარი გამოგლიჯა,მაჯაში ჩამავლო და გამომიყვანა.
ტბის პირას ვიყავით,ჩვენს მეტი არავინ იყო.
-ახლა გისმენ,რაც გინდა ის მითხარი. თუ გინდა იყვირე,თუ გინდა იტირე... რაც გინდა ის ქენი ბოლოს კჯ ჩემს სათქმელს გეტყვი.
-რა უნდა გითხრა,ბეთო?! რამეს ელოდები?!
ახლა რომ დავჯდე და ვიტირო...შვებას ვიგრძნობ დამდვილად,მაგრამ არა! თავს არ მივცემ იმის უფლებას,რომ შენს გამო ჩემი ერთი წვეთი ცრემლი დავღვარო. არ ხარ ამის ღირსი! მე აღარ ვარ ადამიანი. არ ვგავარ!
ჩემს სულში,რომ ჩაიხედო აქვითინდები.
მისი ცეცხლი დაგწვავს და გატკენს. ჩაიხედე ჩემს თვალებში და თუ ერთ იმედს მაინც დაინახავ,სულში ჩამაფურთხე... არანაირი იმედი არ არსებობს!
მე მტკივა და ამას შენ ვერ გრძნობ,ვერ ხედავ!
ეშმაკმაც დალახვროს...როგორ მიყვარხარ,მაგრამ ეს არაფერს ცვლის,არა! თვალებში მიყურე,მიყურე! მაინტერესებს ჩემი დანგრეული თვალების დანახვისას შენ როგორ იქნები.

ვღრიალებდი,მაგრამ არა,ეს ღრიალზე მეტი იყო!

-თეთე,დამშვიდდი გთხოვ. არ მეგონა თუ...
-რა არ გეგონა?! ის, რომ ცუდად ვიქნებოდი?!
ის,რომ მომენატრებოდი?! თუ ის,რომ მიყვარდი?!
-იქნებ მეც მომისმინო,იქნებ მეც მკითხო რატომ?!
-კარგი,რატომ?!
-მოკლეთ...
-გისმენ
-3 წლის წინ დიდ შარში გავეხვიე. დიდი პრლბლემები შემექმნა...ვერ გეტყვი რა პრობლემებზეა საუბარი,არ მაქვს უფლება.
ყველას დატოვება მომიწია და საზღვარგარეთ წასვლა! შენ გგონია არ მენატრებოდი?! შენ გგონია მე არ მტკიოდა?! ყველაფერი თქვი,მაგრამ ამის თქმა არც გაბედო.
ჩემო თეთუნა!
მომიახლოვდა,სახეზე ხელები მომკიდა.
"თეთუნა" მხოლოდ ის მომმართავდა ასე და სულ ვუბრაზდებოდი,ნუ მეძახი-თქო.თურმე როგორ მონატრებია
-შენი აზრით ამას დავიჯერებ?! კარგი ვთქვათ დავიჯერე.რატომ არ მოხვედი და რატომ არ ამიხსენი რა სიტუაცუა იყო! მხოლოდ შენ რატომ წყვეტ ჩვენს ურთიერთობაში რა უნდა მომხდარიყო,მოსულიყავი და მოგეყოლა ყველაფეერი... გგონია ვერ გავიგებდი?! მაგრამ არა!ყველაფერი ისე გააკეთე როგორც შენ გინდოდა და ყველაფერს წერტილი დაუსვი!
-ასე იყო საჭირო,თეთე!
-სახლში დამაბრუნე!
დინჯად ჩავჯექი მანქანაში და ბეთოს დაველოდე. იდგა და ტბას გაჰყურებდა,რაღაცნაირად სევდიანი იყო. ასეთი ბეთო არასდროს მენახა!
იმ ღამეს ვერ დავიძინე,ბეთოზე და ბეთოს ნათქვამზე ვფიქრობდი"პრობლემები შემექმნა..." რა პრობლემები ბეთო?!
გადიოდა დღეები და კვირები...ყოველ ღამე რაღაცას ვაკეთებდით,ვმაიმუნობდით... თითქოს ბეთოს ვაპატიე. თვალებით ვეკონტაქტებოდით მხოლოდ და ეს ჩვენთვის საკმარისი იყო!
ზაფხულის ბოლო დღეს კი ქალაქში წამოვედით,დავტოვე ყველა მოგონება იქ და წამოვედი. მეგონა თბილისში მაინც მოვისვენებდი. უნივერსიტეტი დამეწყო და რეჟიმში ჩავდექი,ბარბარეც ჩამოვიდა ჩემთან და ახლა უკვე ერთად დავიწყეთ უნივერსიტეტში სიარული. გადატვირთული გრაფიკის და გადაღლის მიუხედავად გართობას მაინც არ ვიკლებდით. უნივერსიტეტში ბეთო დავინახე,თურმე მასაც აქ დაუწყია სწავლა. გამიხარდა!
დრო გადიოდა მე და ბეთო კი ისევ ჩვეულად,თვალებიტ ვკონტაქტობდით,არც ერთს გვინდოდა სიტყვებით საუბარი,არ იყო საჭირო.
5 ნოემბერი.
ჩემი დაბადების დღე!
უნივერსიტეტიდან გამოსული მე და ბარბარე სახლის გზას გავუდექით... ამ დღის აღნიშვნა არ მინდოდა. რაღაცნაირად აფორიაქებული ვიყავი,ცუდის მოლოდინი მქონდა! მე და ბარბარემ ფილმის ყურება გადავწყვიტეთ,მოვკალათდით როდესაც ტელეფონი აწკრიალდა,უცხო ნომრიდან ვიღაცა მირეკავდა...ვუპასუხე,მაგრამ ხმას არავინ იღებდა,სიჩუმე იყო. ყურადღება არ მივაქციე და ტელეფონი გვერდზე გადავდე.
2 წუთში ისევ ვიღაცა მირეკავდა,ვუპასუხე და ისევ დუმილი,ხმას არავინ იღებდა. გავბრაზდი და ტელეფონი ისევ გვერდზს გადავდე... ნახევარი საათის შემდეგ კი იგივე ნომრიდან ისევ მირეკავდნენ. ისევ ვუპასუხე.შემზარავი და ბოხი ხმა ჩამესმა ყურში... რაღაც მისამართი მომცა და მითხრა მოდიო! სხვა დროს რომ ვინმეს ასე დაერეკა და დავემარებინე გავუთიშავდი და ხუმრობაში გავატარებდი,მაგრამ რატომღაც ჩავიცვი მოვემზადე და იმ ადგილას წავედი სადაც იმ კაცმა დამიბარა.
ნანგრევები იყო ირგვლივ.ბარბარე დაბრუნებას მთხოვა,მაგრამ დავიჟინე არსად წავალ-თქო. ხმაური შემომესმა და იმ ადგილკსკენ წავედი საიდანაც ხმები მოდიოდა. ნაცემი ბეთო ეჭირათ ხელში,ვიღაც მსუქანი კაცი სავარძელში იჯდა და საზიზღრულად იცინოდა
-ბეთო!
-თეთე,წადი არ მოხვიდე,გაიქეცი!
ამ დროს გაისხმა საზარელი ხმა რომელმაც ცა და მიწა გააერთიანა,რომელმაც თავზე დამამხო ყველაფერი.
და ვხედავდი დაგდებულ ბეთოს,ირგვლივ აღარვინ იყო. მომიკლეს?! ბეთო,ჩემი ბეთო?! გაუაზრებლად მივვარდი და ფერება დავუწყე
-ბეთო,ბეთუნა შემომხედე,გთხოვ!
-თეთუნა,ჩემო ვარსკვლავო... უზომოდ რომ მიყვარხარ ხომ იცი?!
-მეც,ბეთუნა... არ დამტოვო,გთხოვ!

რა მოხდა შემდეგ?! არაფერი,ჩემი ბეთო წავიდა,დამტოვა და მეც გავაყოლე ჩემი სული მას. თვალწინ მომიკლეს!
ვნანობ ყველაფერს,მაგრამ ვაი რა დროსია. 18 წლის მე და 21 წლის ბეთუნა...
ჩემს საკუთარ დაბადების დღეზე მომიკლეს ჩემი ერთადერთი სიყვარული! და თქვენი აზრით მე ცოცხალი ვარ?! ჰაჰა,რა სასაცილოა ბედისწერა არა?!
ყველაფერს ვნანობ...
თითოეულ არნათქვამ სიტყვას!
თითოეულ არნათქვამ "მიყვარხარ"-ს ვნანობ!
ფუჭად ჩავლილ დროს ვნანობ!

ჩემო სიხარულო...
როგორ მენატრები!
ისე რომ ყოველ ღამე შენ გხედავ სიზმრად...
ყოველ ღამე ჩემი სტუმარი ხარ...
შენ ხარ ჩემი სიზმარი!
ჰო...
სიზმარი!
რადგან მხოლოდ სიზმარში მაქვს შესაძლებლობა
მოგეფერო...
გიყურო...
გესაუბრო...
გაკოცო...
მოგითხრო თუ როგორ ზეაღმატებულად მიყვარხარ...
რეალურად კი,რა?!
არაფერი...
არც მოფერება,
არც შენი ყურება,
არც შენთან საუბარი,
არც კოცნა და არც სიყვარული...არანაირი სიყვარული,არანაირი ტკბობა შენით!
ხო მართლა როგორ ხარ?!
იმედი მაქვს კარგად...

მენატრები სულიერად...
მთლიანად მენატრები...

ჰო,ალბათ იტყვი "დღეს მნახაო..." მაგრამ ცდები ჩემო სიყვარულო...
ცდები თუ ფიქრობ რომ შენი ნახვა ჩემთვის საკმარისია...ჰაჰ, ძალიან ცდები ეს არ მაკმაყოფილებს.მინდა,რომ მოვიდე, ჩაგეხუტო,მოგეფერო...
და შენ რა ამით?!
ვერც კი გაიგებ ნაძირალავ რას ვგრძნობ...
ვერასდროს!
რადგან მე ძალიან ჯიუტი,ეგოისტი,მესაკუთრე ადამიანი ვარ,ამიტომ ვერ გაიგებ რას ვგრძნობ ჩემი გრძნობები,ტკივილი,სიხარულიც კი! მხოლოდ ჩემია! არავის მივცემ,არავის დავანახებ!
შენ რომ ჩემი იყო...არ მოგცემდი იმის უფლებას რომ იქ იყო სადაც ხარ!მთებს გადავდგამდი,ცას ჩამოვაქცევდი,ოკეანეს დავაშროდბი,ვულკანებს ჩავაქრობდი...მაგრამ შენ არ დაგთმობდი ჩემო სიყვარული!

ხო მართლა როგორ ხარ?!
მენატრები ძალიან...

'იმდენჯერ მიყვარხარ რამდენი ვარსკვლავიცაა ცაზე'


საათობით ვიჯექი სარკის წინ და ჩემს თავს ვუყურებდი...
ვერ ვცნობდი,მეცოდებოდა.
არ ვიცი,ვერ ვხედავდი იმ თვალებს ისეთივეს როგორიც იყო.
საკუთარ სახის ნაკვთებს ვერ ვცნობდი...
მეუცხოებოდა!
მეცოდებოდა!
მებრალებოდა!
მაგრამ უცებ ვხედავდი საიდანღაც წამოსულ, პატარა იმედის ნაპერწკალს და მეღიმებოდა...
მიხაროდა,
მაგრამ ისევ ვბრუნდებოდი რეალობაში,ისევ სარკის წინ,ისევ ბნელი თვალების მიღმა ვტოვებდი იმ იმედს და ვუყურებდი ჩემს თავს...

მებრალება ეს გოგო!




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent