შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დარაბებს მიღმა (თავი 1)


12-02-2020, 00:22
ავტორი chelo10
ნანახია 10 233

ზაფხულის ბოლო თვე იყო, აგვისტოს დასაწყისი. თბილისში ყოფნა გაუსაძლისი იყო ამ პერიოდში. ჯერ სკოლის გამოცდები, შემდგომ ეროვნულები. ამას დამატებული სამუშაო, რომელიც პირველი იყო მისთვის და ის აღფრთოვანება რაც 18 წლისას გეუფლება რასაც სრულწლოვნება ჰქვია. თავად რა უნდოდა ან სად უნდოდა არც კი იცოდა, რადგანაც სარეჟისოროზე ვერ შეძლო საბუთების შევსება, ამიტომ ინტერესი უნის მიმართ მთლიანად დაკარგა, ნათესავმა ჩაუწერა ფაკულტეტები. ხო და ასე და ამგვარად სეუში მოხვდა ტურიზმზე. ოჯახის ეგრედწოდებული ბრძანება იყო, რომ იმ წელსვე შესულიყო უნიში, ამიტომ წინააღმდეგობა არ გაუწია არავის და მიყვა ცხოვრების დინებას.
***
მთავარი პერსონაჟი : თათია მეტრეველი
***
ოჯახი?
დედა, მამა, ძმა და დეიდა. ბიძამ უარი თქვა მის ოჯახზე მას მერე რაც ცოლი მოიყვანა..უფროსწორედ მის მერე რაც მამამისი გაკოტრდა, ოჯახი გაღარიბდა და სოციალურის სტატუსის მქონე დარჩა. ბებია ბაბუა გარდაცვლილი ყავდა.. მამისმხარე კი დედის უარყოფის გამო ბავშვებსაც უარყოფდა, მარტო თავიანთი ვაჟი უნდოდათ ცოლშვილის გარეშე.. ძმა ავადმყოფი, შიზოფრენიით იყო დაავადებული.. 20 წლის ბიჭის საგიჟეთში ჩაბარება ოჯახს არც უფიქრიათ, ვერც შეძლებდა დედა მის მიტოვებას, ამიტომ ასე ცხოვრობდნენ ერთ პატარა სახლში, უკანონოდ, გაუფორმებელ მიწაზე ერთ ქუხულაში..
***
მეგობრები?
როგორ გგონიათ ყავდა მას მეგობარი ?
გოგოს რომელსაც ასეთი ცხოვრებით უწევდა ცხოვრება?
ყავდა ისიც იმ ცხოვრების მეორე მხარეს სადაც ბედნიერი ლაღი და უდარდელი იყო.. სახლიდან მოცილებული, ფიქრებისაგან და დარდისგან შორს. ყავდა მისივე კლასელი ანო.. ის იყო ერთადერთი მისი მეგობარი. ბავშვობის მეგობრები ცხოვრებამ ჩამოაცილა, უბრალოდ მათი გზები გაიყო.. ზოგი სხვაგან გადავიდა, ზოგი გათხოვდა ან დაინიშნა.. ასე გაფრინდა წლები.. თათია მეტრეველი ყოველთვის მალავდა ამ საიდუმლოს.. არავის უმხელდა მის ძმაზე, მის სიღარიბესა და თავად მის ცხოვრებაზე..
***
ახალი მთვარე..
-მეზიზღება გესმით! მეზიზღება! ტირილით ამბობდა ძმის მიმართულებით. - მერამდენედ უნდა დამარტყას? მერამდენედ მითხარით? ამის მოსაკლავად გავჩნდი ამ დედამიწაზე? ის დღე დაიწყევლოს როცა მე მოვევლინე ამ სამყაროში.. რა დავაშავე ასეთი. ატირებულმა აიღო ჩანთა და სახლიდან გავარდა.. დეიდამისიც უკან გაყვა..
-თათია ხომ იცი ახალი მთვარის ბრალია ამ პერიოდში ეწყება ხოლმე ეს მოვლენები. წამალიც არ დაულევია.. შენც ნუ გასცემ ხმას შეეშვი ამ დროს.
-დავიღალე! ძალიან დავიღალე.. ცრემლები მოიწმინდა. - მინდა, რომ წავიდე გადავიკარგო საერთოდ დამავიწყდეს ჩემი არსებობა.
-ნუ სულელობ.. შენ შენი ცხოვრება გაქვს და აი ნახე ბედნიერი იქნები..
სახლში მისულს ნიკა მიუჩოჩდა საწოლზე დაწოლილს.
-ბოდიში.. არ მინდოდა ძალით..თავზე აკოცა. ხომ იცი მიყვარხარ..
***
უნივერსიტეტი...
მაინც სხვა არის პირველად, რომ მიდიხარ უნიში..
დაბნეული შევიდა უზარმაზარ შენობაში. აუდიტორიას ეძებდა. პირველი აკადემიური წერა ქონდა. სწორედ ამ ლექციაზე გაიცნო სალი და თათია, მისი მოსახელე, უსაყვარლესი გოგონები.
უხაროდა კიდეც უნის დაწყება სახლს, რომ შორდებოდა, თითქოს სხვანაირად იწყებდა სუნთქვას.. რამოდენიმე კვირა შეჩვევის ეტაპზე იყო.
***
დახასიათება :
მეტრეველი, ლაღი, ბავშვობაში ჩარჩენილი, უბრალო, ჩვეულებრივი გოგო იყო, დიდი მწვანე თვალებით. საშვალო სიმაღლის სრული არც მსუქანი და არც გამხდარი. პოზიტივით აღსავსე დააბიჯებდა ცისფერ დედამიწაზე. პეპელასავით დაფარფატებდა ამ სამყაროში.
***
ახლა კი დავიწყოთ ისტორია.. დარაბებს მიღმა... გაზაფხულია..
-სალ როგორ ხარ ? აუდიტორიაში შსვლისთანავე სალოსთან დაჯდა.
-არამიშავს. შენ როგორ ხარ ?
-ვარ რა.. როდის მიდიხარ შენ დედულეთში?
-ახალწლებზე წავალ ქუთაისში.. ჯერ დავასრულო ეს სემესტრი. შენ რატომ არ დადიხარ ? ეს პერიოდი უნიში არ ხარ..
-არ მქონდა უნის ნერვები.
-მუშაობ?
-არა, წამოვედი.. მერე მოგიყვები.. აუდიტორიაში შემოსულ ლექტორს გაუღიმა.
-აუ ძაან დამაგვიანდა?
-არც ისე თათუშკები... იმ წამს შემოსულ გოგოს მიესალმა.
-პრეზენტაცია გვაქვს ამაში გასაკეთებელი.
-ამ კვირას გავაკეთოთ
-ხო თორე ჩამჩა და ეგაა.
-არ ჩაგჩება !
-იმედია
პირველი სემესტრი წარმატებით დაასრულა. თუ ერქვა წარმატებით დასრულება, რამოდენიმე საგნის ჩარჩენას იმ შეთხვევაში. რთული პერიოდი ქონდა და ამ გაცდენებმა დაღუპა. მეორე სემესტრში პირობა დადო, რომ აღარ გააცდენდა. სალოსთან ერთად აირჩია საგნები და თითქმის სულ ერთად ატარებდნენ დროს. ახალი სემესტრი ახალი იმიჯით დაიწყო. თმები შავად შეიღება, კეტებიდან მაღალქუსლიანებზე გადავიდა და ასე თავისი ჭკუით გახდა ვიდიანი გოგო.. იმდენად უხაროდა ახალი სტილი ჭკუაზე არ იყო. მენეჯმენტის ლექციაზე სალოსთან ერთად შევიდა. მომცინარმა გამოსწია სკამი და მხიარულად დაჯდა.
-დაინახე ?
-ვინ? მზერა ლექტორიდან სალოზე გადაიტანა
-წინ ის ბიჭი.. ნახე იქ, რომ ზის..
-კუნთიანი ?
-არა მაგის გვერდით მისი ძმაკაცი.. ის ქერა.. ხო სიმპათიურია?
-ხო რავი..კუნთიანს ვაკვირდებოდი. დაჟინებული მზერა იგრძნო აშკარად და სწორედ იმ მხარეს გამოიხედა საითაც მეტრეველი იჯდა. დაბნეულმა აარიდა თვალი..
-მოგეწონა? გაეცინა სალოს
-კაი ბიჭია.
-სვანები არიან.
-გაგირკვევია უკვე.
-ამ საგნის ჯგუფი ხომ გვაქვს და იქ ვნახე. ის კუნთიანი გეგვე დადვანია აი ის ქერა კი დათა გასვიანი.. ორივე გადმოსულია ალასანიიდან, წესით მეორეკურსელები არიან.
-შენ რა იცი ? გამეცინა
-პირველ ლექციაზე მობრძანებულიყავი და გაიგებდი.. ცხვირი აიბზუა
-მე ბოდიში. თავი ღიმილით გავაქნიე.
ის დღე იყო და დადვანი იმდენად ჩამივარდა თვალში, რომ მისი ამოგდება ვეღარ შევძელი. საითაც არ უნდა გამეხედა იქ იყო. მარჯვნივ, მარცხნივ, ზევით თუ ქვევით ყველგან მას ვხედავდი. განსაკუთრებით ის მომენტი იყო აღსანიშნავი, რომ სვანებზე იმ პერიოდში გადამეტებულად ვაფრენდი.. სვანეთზე ხომ საერთოდ.
-პრივეტ.. დადვანის ხმა გავიგე და სწრაფად ავხედე.. აუდიტორია დაცლილი იყო მხოლოდ მე, დადვანი და მეგი ვიჯექით აუდიტორიაში. მეგი ნადირაძე მოდელი იყო.. უნიში ზედმეტად პოპულარული გახლდათ.
-პრივეტ, როგორ ხარ ? მეგისკენ მიმართული მისალმება არც ნადირაძეს დაუტოვებია პასუხ გაუცემელი.
-სავარჯიშოდ არ მოდიხარ დღეეს ? მის გვერდით დაიკავა ადგილი სვანმა.
-კი.. ამოვალ ლექციების მერე..
-რა სახით ხარ რამე მოხდა? სალო მომიჯდა გვერდით
-არა არაფერი.. შენ რა გჭირს?
-დამატება გავუგზავნე
-რაქენი?
-მეგობრობა გავუგზავნე გასვიანს
-მერე?
-არ დამიმატა
-ნაგავი.. თავის თავი დიდივინე გონია.. იდიოტია ზედვე არ ეტყობა. დაიბღინძება აქეთ იქეთ. არა უნდა ადგე მოაცილო თვალიდან ის რეიბანები და სუ თავში უნდა ურტყა. სვანი პატენტი. გაბრაზებულმა გავხედე იმ წამს შემოსულს, რომელიც ცხვირზე დასკუპებულ სათვალეებს იხსნიდა.
რამოდენიმე კვირა იყო გასული რაც ლექციაზე მეტრეველი არ იმყოფებოდა. გარკვეული ოჯახური პრობლემების გამო ვერ მოახერხა მისვლა. სალომ უკვე იცოდა მისი სიმპათიები გეგვეს მიმართ, ამიტომ დადვანს ჩუმად უღებდა ფოტოებს და მესენჯერში უგდებდა ხოლმე. ესეც კმაყოფილი ადევნებდა შორიდან თვალს იმ ბიჭს, რომელიც პირველად მოეწონა.



№1 სტუმარი ნიცა

გააააააგრძეეეელეეეე❤️

 


№2  offline აქტიური მკითხველი grafo

ეს ისტორია ძალიან ადრეც იდო ხო?

 


№3  offline წევრი chelo10

grafo
ეს ისტორია ძალიან ადრეც იდო ხო?

რამოდენიმე დღის წინ დავიწყე ამ ისტორიის წერა და შესაბამისად ვერანაირად ვერ იქნებოდა ეს ისტორია ადრე დადებული ))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent