შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქიმერიონი


12-02-2020, 18:14
ავტორი რევოლუცია
ნანახია 766

სოფელში დავიბადე, ჩემს სახლში თითქმის ყველას შინაური ცხოველი ბინადრობდა, ყველას სახელი ერქვა, ქათამი, ქოჩორა თავზე ხელაღებული იყო, ქათმების ტომიდანადაც გააგდეს და ცალკე ეძინა, ხან სად ვპოულობდით მე და მამა და ხან სად, ბევრჯერ გადაურჩა მეზობლის ძაღლის კბილს, მაგრამ ძალიან იღბლიანი იყო, ერთ ღამეს როცა, ყველა ძილის სამყაროში ვიყავით გადასულები, ძაღლების ყეფამ, და შემზარავმა ხმამ გაგვაღვიძა, მამაჩემი სასწრაფოდ წამოხტა ლოგინიდან სანათით ხელში გაიქცა გარეთ, და მეც რა თქმა უნდა უშიშრად უკან მივყვებოდი, ხმა საქათმიდან ისმოდა გული მეპარებოდა, ვნერვიულობდი გადავფითრდი, გარშემო ჩემი ერთგული ძაღლები დარბოდნენ და ყეფდნენ, სასწრაფოდ შევარდა მამაჩემი საქათმეში, და ის იყო მეც უნდა შევსულიყავი, მამაჩემმა იმხელა მიყვირა არ შემოხვიდე იპიო, ეს სახელი ერთად გადაწყვიტეს დედაჩემმა და მამაჩემმა ისინი ისტორიკოსები არიან,და ძალიან მოსწონთ ანტიკური მითოლოგია, ოდესღაც მათ მიატოვეს ქალაქი და ფერმის გაშენება გადაწყვიტეს.. ადგილზე გავქვავდი, მიხვდი რაც მოხდა, ჩემს მეგობრებთან ქოჩორასთან, ზოროსთან, და ქათამ ნადიასთან, და სხვა ქათმებთან, უხსენებელი დედოფალა შესულიყო და ორ ქათამისთვის თავი წაუცლია, ეს იყო ჩემი პირველი შეხვედრა სიკვდილთან, გული მეტკინა ისე ძლიარად მეტკინა რომ მეგონა გასკდებოდა, ქოჩორა ამჯერადაც გადარჩა მაგრამ ძალიან შეშინებული იყო, მე ერთი კვირა ძალიან ცუდად ვიყავი, არც ვჭამდი და არც ვსვამდი, ჩემი მშობლები ძალიან ნერვიულობდნენ, ასე ძალიან რომ ვიყავი ცხოველებზე დამოკიდებული.. ჩემი ძაღლები, ჩემი უერთგულესი მეგობრები, ჯერი, ბოლტო, და ლედი, მელოდებოდნენ როდის გამოვიდოდი გარეთ, და პროტესტის ნიშნად ისინიც არ ჭამდნენ საჭმელს, ჩემი კატა გრაფილდიც რომელსაც საჭმელი ყველაზე და ყველაფერზე მეტად უყვარდა ისიც არ ჭამდა და მელოდებოდა, ჩემი ცხენი სპირიტიც რომელიც შავი და ტანწერწეტა იყო მოწყენილი მელოდებოდა, უფ რამდენს დავთარეშობდით მინდვრებში, წინ მე და სპირიტი მივქროდით ხოლმე და უკან მთელი არმია, ყველა ცხოველი მელოდებოდა, მათ მომცეს ძალა რომ გარეთ გამოვსულიყავი, და უფრო საიმედო საქათმე და და იზოლირებული ფერმა მქონოდა, ხუთი წლის მე, მამაჩემს გიჟივით დავყებოდი და ვეხმარებოდი ყველაფერში, რაც საჭირო იყო, ფიცრებიდან დაწყებული, აგურით დამთავრებული როგორც შემეძლო ყველაფერს ვწევდი რა თქმა უნდა ჯერი ბოლტო და ლედიც მეხმარებოდა, გრაფილიდიც დაიზლაზენებოდა იმპერტორივით, და მასაც როგორც შეეძლო, გვეხმარებოდა, გრაფილდი კნუტი იყო ქუჩაში რომ ვიპოვეთ მე ძალიან მიყვარდა კინო გრაფილდი და მის საპატივცემულოდ დავაქრვი ეს სახელი, ძაღლებთან ერთად გაიზარდა, ერთხელ დაამტკიცა კიდევაც რომ ძაღლია, გადაგდებული ბურთი ჰაერში დაიჭირა და კბილებით უკან მომიტანა, გაშტერებულები ვიყავით ყველა, ჯერისაც კი ყბა ჩამოვარდა, ისინი ბუნების კანონებს არ ემორჩილებოდნენ, ძაღლს და კატას ერთად ეძინა, არც გრაფილდი და არც ძაღლები, წიწილებს ხელს არ ახლებდნენ, პირიქით მათთან ერთად თამაშობდნენ, და თვალს ადევნებდნენ რომ საიდანმე მეზოლის ძაღლი ან კატა არ შემოსულიყო და არ შეეჭამა ისინი, ჩემი თუთიყუშებიც რომლებიც სიგიჟემდე მიყვარდა ჩიკოც და ტასოც, თავს დაცულად გრძნობდნენ მათთან ერთად, ეს ნიშნავს იმას რომ, სიყვარული ყველას და ყველაფერს გაადაგვარებს.
ყველაფერი იდეალურად იყო ვიზრდებოდი, ჩემს მეგობარ ცხოველბთან ერთად სანამ ექვსი წლის არ გავხდი და სკოლაში მივედი...
თეთრს ბაფთაში გამოწყობილი და გამოწკებეპილი გამოვედი სახლიდან, რა თქმა უნდა ყველა ცხოველმა გამომაცილა ყველა ცხოველმა...
სკოლაში მისულს საზარელი რელობა დამხვდა, მე ცხოველების ერთგულებას მიჩვეული ადამიანებში ამოვყავი თავი, ეს საშინელი იყო, რაც დრო გადიოდა უფრო მეტად ვაფასებდი, ცხოველებს და უფრო ნაკლებად მჯეროდა ადამიანების.
ძალიან უგულოდ და ზერელედ დავდიოდი სკოლაში ერთი სული მქონდა როდის დავბრუნდებოდი, სახლში, ერთმა შემთხვევამ საერთოდ გადამაწყევიტინა რომ აღარ მევლო სკოლაში,ახალი წელი მოდიოდა ჩემმა კლასელემა, ანნამ თვქვა რომ ახალ წელს მამამისი ქათამს დაკლავდა და ჩახოხბილს გააკეთებდა, ეს იყო საშინელება, დავიბენი, და ტირილი დავიწყე როგორთუ დაკლავდა? ვყვიროდი როგორ დაკლავდა, როგორ გაიმეტებდა, ყველა გაშტრებული მიყურებდა, მასწავლებელი კლასში გიჟივით შემოვარდა, ხელი მომკიდა და კლასიდან გამიყვანა, ბავშვები კი მიყვიროდნენ შენ რა სულელი ხარ ქათამი რაა, ეს გოგო ნამდვილად, გიჟია ყველა კუთხეში რეპლიკები მესემოდა, მე ვღრიალებდი ბოლო ხმაზე ვღრიალებდი, ძლივს დამამშვიდეს, და ექიმის ოთაში ჩამეძინა, არ ვიცი რამდენ ხანს მეძინა მაგრამ რომ გავიღვიძე დედაჩემი იყო მოსული და ექიმს ელაპარაკებოდა არ იცოდნენ რომ გავიღვიძე და ლაპარაკს მომესმინა, ექიმი ეუბნებოდა ჯერ ბავშვია გაიზრდება, და ყველაფერს მიხვდება დედაჩემი თავდახრილი იდგა ჩუმად, შემამჩნიეს,
-გაიღვიძე საყავარელო წავიდეთ.
მთელი გზა ვფიქრობდი რომ ჩემმა კლასელმა ვისთან ერთადაც ვარ, ერთ ოთახში გამომწყვდეული საათები, ქათმის ყურებაა და შეჭმა შეეძლო.

ალბად გიკვირთ შენ ხომ ფერმა გაქვს როგორ, თქვენ არ დაგიკლავთ ცხოვლი, დიახ ჩემს ოჯახში ცხოველი არ დაკლულა და სერთოდ თუ ცხოველი იკვლება არ ვიცოდი ექვს წლამდე, აზრადაც არ მომსვლია, 21 წლის ვარ და ხორცს არ ვჭამ არც ახლა ვიცი როგორ ჭამენ..
სახლისკან მიმვალ გზაზე დედაჩემს ვეკითხებოდი რა არის ის რაც მათ საქციელს გაამართლებს რა?
ხმას არავინ იღებდა
ახლა ვიყვირე
რა არის ის რაც რომ გავიზრდები მერე გავიგებ.
მიპასუხეეთ
მიპასუხეთ
უფრო მეტად ვყვიროდი და ვტიროდი
არც ერთი ხმას არ იღებდა.
ბოლოს დავიღალე და ისევ დამეძინა.
რომ გავიღვიძე, თოვლი იყო გარეთ ჩემი მეგორები გარეთ მელოდებოდნენ ზუსტად იცოდნენ რომ რაღაც მჭირდა და ძალიან ნერვიულობდნენ, უკვირდათ რომ გარეთ თოვლია და მე ყიჟინით არ გავედი გარეთ, ფანჯრიდან ვხედავდი მათ მოწყენილ სახეებს მაგრამ თვალებაში ვერ ვუყურებდი, ან როგორ შევხედავდი რომ ადამიანი მათ ხორცს ჭამს.



გავაგრძელო მეგობრებო?




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent