* * * (3 თავი)
- აუ თებუშ დილით რომ გაიღვიძებს ამას თაფლი "აყლაპე" რაიქნება.- აროხროხდა ლექსო. - აუ გოგო ჩვენთან რა სიმპო ბიჭები გადმოვიდნენ იციი კარის მეზობლად. დილას რომ გავიცანით პირი დამრჩა ღიაა. - მართლაა? როგორები იყვნენ? მაღლები თუ დაბლები?- უცბათ აუდიტორიის კარი იხსნება და ალექსანდრე და ნიკუშა ლექტორთან ერთად შემოდიან. -აი ასეთები.- ანიმ ალეწილი სახით უპასუხა. - ანუ ზე სიმპათიურები?- ლილემ მონუსხულმა შეხედა მათ, ლექსომ კი თავში ხელი წამოარტყა და გაუბრაზდა. - არა გოგო ესენი არიან ალექსანდრე და მეორემ რაო რა მქვიაო?- გაოცებული თვალებით შემომხედა ანიმ. - ნიკუშაო.- ანი კი გაოცებული და პირ დაღებული უყურებდა ნიკუშას, რომელიც თვალს არ აშორებდა და შიგადაშიგ თვალსაც ჩაუკრავდა. - ანი გავიგე თსუ-ში ბუზები მომრავლდაო და დახურე ეგ პირი.- ფეხზე ვუჩქმიტე და გავუცინე. - იი ხუმარავ. აუ სიმპატიურია თუ მეჩვენება?- მთელი ტანით შემოტრიალდა ჩემსკენ. - კი ქალო. გიყურებს.- ჩავიკისკისე. - მართლა? ანდაც რა, დადგეს და მიყუროს იქიდან, დატკბეს ჩემი სილამაზით. - კაი გაჩუმდი აქეთ მოდიან. - გამარჯობა.- ერთი მე მომიჯდა გვერდით, მეორე ანის. -გაგიმარჯოთ.- ისე ვუთხარით არც კი შეგვიხედავს და ტელეფონში ჩავძვერით. ანის ყურში ვუჩურჩულე ყურადღებას არ ვაქცევთქო და თავი დამიქნია, ესეც ასე დაიწყო თქვენი წამება, იმდენს ვიზამთ რომ თავს შეგაყვარებთ. გულში ჩემს სიტყვებზე ერთი გვარიანად ვიცინი და ლექტორის მოსმენა დავიწყე. ძაან გაიწელა ეს ლექცია, თან მხოლოდ ამ დებილი ქალის ლექცია გვქონდა, მგონი თვითონაც არ იცის რას გვასწავლის. ეს იმბეცილებიც ხმას არ იღებენ, რამე მაინც გვკითხონ. ერთუჯრედიანები. მათ ლამაზი სიტყვებით ვამკობ, რომ ტელეფონზე თვით საბა ბუჩუკური მწერს(ლილეს ძმა). - თებუსა რას შვები? - აუ საბა ხომ იცი რომ ვერ ვიტან როცა თებუსას მეძახი რა უბედურებაა.-ნერვები ამეშალა და გვერდით გავიხედე და წამით დავიჭირე როგორ უყურებდა ნიკა ანის ტელეფონში. ავფხუკუნდი.- არაფერს შენ რას შვები. - თქვენ გელოდებით უნივერსიტეტის ცენტრალურ შესასვლელთან. მეორე მხრიდან არ გახვიდეთ. - ოუ საბ. კაია ძაან ძლივს გნახავთ. - ხო. რომ არა ის ფაქტი რომ სახლში ყოფნა მომბეზრდა ალბათ არც გამოვიდოდი. - იმბეცილო.- და სიცილის ემოჯი გავუგზავნე. - მეც მიყვარხარ. ჩემს პატალა დაიკოს უთხარი თავის ლოვჩოსთან ერთად გარეთ გამოეძონძოს. -სიტყვები საბა სიტყვები.- სკამით უკან გადავიწიე რომ უკან სხდომი წყვილისთვის მეთქი, რომელიც სიყვარულით იყვნენ დაკავებულები. არ უტყდებათ მაინც? - აე ჩემი ძმა და დავ ორ წამს მორჩით ერთმანეთის ლოღვნას.- გამეცინა და ალექსანდრეც ამყვა სიცილში. მჰ ტუტუცი მისმენს, იქნებადა რას ვეუბნევი.- შენმა ძმამ ასე გადმოგცა რომ ცენტრალურ შემოსასვლელთან დგას და გველოდება. - ჩემმა ძმამ უნივერსიტეტში მოგვაკითხა? ჩემმა ძმა? დარწმუნებული ხარ? არ მჯერა. ოჯახის ექიმს უნდა დავუკავშირდე ჩემს ერთადერთ ძმას რამე ხომ არ ჭირს და მიმალავენ.- სიცილს ძლივს იკავებდა. - ჩემს გამო ხოიცი ყველაფერს იზამს.- თმები გვერძე გადავიყარე. - კაია. კიდევ დიდხან იკოტავე მაგ სკამზე და გადაყ...- სიტყვა არ ქონდა დამთავრებული რომ სკამს ფეხი მოუსრიალდა და ხერხემალით დავენარცხე დაბლა. აუდიტორიის ყურადღებაც მივიპყარი. ყოჩაღ თებეა ახვლედიანო. ანი იფხრიწება სიცილით და თან მუშტს მაგიდაზე ურტყამს. მე კი... აი მე კი მგონი მოლეკულებად დავიშალე. ხელი, ფეხი, წელი და თავი ერთდროულად მტკივა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.