ერთხელ იტალიურ ეზოში [სრული]
თავი 1 გაქცევასაც თავისი დანიშნულება აქვს. ყველაფერს აქვს თავისი დანიშნულება და მიზეზი. მათ შორის იმ დღესაც... 13.07.2024... არ ვიცი დაწყევლილია თუ არა ეს თარიღი... ფაქტია ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს... სამი დაქალი ვართ. მე, ანჩო და მანჩო. მე ვარ ნანა. იმ დროს 21 წლის ვიყავი და ანჩო გახლდათ 19 წლის... ისევე როგორც მანჩო <3 თსუ-ს წინ ვდგავარ და ველოდები ორი ბატი როდის გამოვა ლექციიდან რომ სახლში წავიდეთ... ვდგავარ წვიმაში და ამ დროს ერთი ძალიან სიმპათიური ბიჭი მიახლოვდება: -მე ვაჩე ვარ. გაცნობა შეიძლება?-მეკითხება და იღიმის. -მე ნანა... -მეც ვუღიმი დებილივით . - ძალიან ლამაზი სახელია – გაიღიმა და სალაპარაკო თემა გამოილიაა... არვიცოდი რა მეთქვა. დებილებივით ვიკრიჭებოდით. ამ დროს თსუ-დან ორი ტიპი გამოდის. - სდაროვა ბიჭებს – ხელი აუწია ვაჩემ ბიჭებს. - ჟიზნ ვარამ – გაიღიმა ქერამ. - გამარჯობა გოგონი, მე გუკა ვარ. - მე ნანა, - ვუთხარი და ვაჩეს გავხედე. - ხოო, - მითხრა ვაჩემ. - ესენი ჩემი ძმაკაცები არიან, ეს გუკაა, - მანიშნა ქერა ბიჭზე, ეს კი დემნაა, მანიშნა რეიბანის სათვალიან ბიჭზე. ამ დროს გოგონები გამოვიდნენ თსუ- დან და შემომიტიეს. - აქ რა ხდება? - იკითხა მანჩომ. - ვერ ხედავ მანჩიტ? - გაიღიმა ანჩომ – 3 სიმპო ტიპი გვიკრეჭს ბოლო დონემდე – თქვა და ბიჭებს გაეცნენ ორივე. არვიცოდი რა შეძლებოდა მეთქვა. დავიბენი და გაქვავებული ვიდექით ყველა. ბოლოს ვაჩემ გვითხრა: - სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა. იმედია კიდევ შევხვდებით ოდესმე. - იმედია... - ვუთხარი და გავუღიმე... გული დამწყდა რომ მიდიოდნენ... როდესაც წავიდნენ მანჩოს და ანჩოს ყველაფერი მოვუყევი და სახლისკენ დავიძრით. პატარა ორ ოთახიან სახლში ვცხოვრობდით, აბანოთუბანში... თავი 2 მიყვარს ღამე. მისი იდუმალება, მისი სიბნელე და ამავდროულად მისი სინათლე... მიყვარს მთვარე და მის გარშემო წყლის წვეთებივით განლაგებული, ბრწყინვალე დაისზე მოკაშკაზე ვარსკვლავები... მე და გოგოები აივანზე ვიჯექით... იტალიური ეზო იყო... მე მთვარეს ვუყურებდი და ვფიქრობდი: თუ რამეა მე აუცილებლად ვნახავ კიდევ ვაჩეს. უცბად ტელეფონი რეკავს. ამ ბინის პატრონი იყო. - გამარჯობა ნანა. მე რამაზი ვარ, ბინის პატრონი. - გამარჯობა რამაზი ძია, როგორ ხართ? - შვილო მე კი კარგად ვარ, მაგრამ აბა ჩემს ძმის შვილს რა ვუყო? -რა ხდება? ხომ მშვიდობაა? - აქ სწავლობს, თსუ-ში და ბინა არ აქვს სადაც შეიძლება რომ დარჩეს. ახლა გირეკავდი უკანა სამი ოთახი ხომ არ მომიქირავებია თქვენზე? ანუ ცარიელია და თქვენს განკარგულებაში ორი ოთახია ხომ? -დიახ რამაზი ძია. -იმ სამ ოთახს ჩემი ძმის შვილი გამოიყენებს . - დიახ, არაა პრობლემა. - ვუთხარი და საუბარი დავასრულეთ. მოულოდნელად ჭიშკარი იღება. შემოდის სამი ტიპი. და ჩვენს სახლშ შედიან. - ეს ჩვენი სახლია – იყვირა ანჩომ. - ანჩო? - თქვა ვიღაცამ. - ვინ ხართ? - იკითა მანჩომ - ჩვენ აქ უნდა ვიყოთ,უკანა სამ ოთახში ალბად რამაზიმ დაგირეკათ ხომ? - იკითხა ვიღაცამ, რომლის სახესაც სამწუხაროდ ვერ ვხედავდი. - დიახ, მითხრა... კარგით მიბრძანდით – ვუთხარით და ჭორაობა გავაგრძელეთ. - გოგო, აუ ის გუკა რა კაი ტიპი იყოო.. - გაიღიმა მანჩომ. - გევასაააა? - სიცილი ავტეხე მე. - რა გიხარია, გგონია ვერ შევამჩნიე ვაჩეს როგორ უყურებდი? - გაიღმა მანჩომ – ან შენ ანჩო, რამხელაზე უკრეჭდი იმ სიმპატიურ ბიჭს. - დემნა ქვია იმ ბიჭს დეეეემნააააა – იყვირა ანჩომ და გავიცინეთ. ამ დროს სახლიდან ხმა გამოვიდა: - გისმენთ. - ჩვენ გვისმენ? - ჰკითხა ანჩომ. - თქვენ დამიძახეთ დემნაო ხო? -არაა, მე სხვა დემნაზე ვსაუბრობდი. - გაიღიმა ანჩომ და რადგან ეზოში ნათურა არ იყო და ისეც ბნელოდა ვერ დავინახეთ ეს ბიჭი. ერთმანეთსაც კი ვერ ვხედავდით. ჩემდა საუბედუროდ ანჩომ და მანჩომ ნათურა სახლში გადაწვეს და ბიჭების ოთახში კი ჯერ დასაყენებელი იყო. მთელი ღამე უშუქოდ. არადა ღამის გათენებას ვაპირებდიიით. ნუ კარგი რაც იყო იყო... სადღაც მივდივარ მაგრამ ვერ ვხედავ სად. აი ჩემი ლოგინიც, მგონი :დ დავწექი, პიჟამო ჩავიცვი ზევიდან, ქვევიდან ჩაცმა არ მიყვარს, მირჩევნია ზევიდან დიდი ზომის მაიკა მეცვას. მოკლედ რომ ვთქვა ჩავეხუტე ბალიშს რომელიც ჩემსას არ ჰგავდა, ალბად მანჩოსია ან ანჩოსი... მოკლედ თვალები დავხუჭე. და ანჩოც მომიწვა მარჯვნიდან. ჩემი დაიკოააა... და მანჩო მარჯვნიდან უნდა დაწოლილიყო მაგრამ ალბად ჯერ საჭირო ოთახში იყო. მივედი და ჩავეხუტე ჩემს დას. - ჩემო, მგონი ძაან გასუქდი. - ვუთხარი მე. -მმმ... - ჩემი სიკალულიიი... ჩამეხუტე რაააა... - ვუთხარი მე. ისიც გადმოტრიალდა და ჩამეხუტა... ასე დაგვეძინა. მანჩო კი მგონი რომ არ მოსულა. თავი 3 გათენდა დილა. თვალები ჯერ კიდევ დახუჭული მაქვს. როგორც ჩანს, მე და ანჩოს ასე ჩახუტებულებს დაგვეძინა. :დ - ანჩოო, გავიჭყლიტე , - გავიცინე მე და თვალების გახელა მეზარება. - ოო.. -შენ რა ფეხებზე თმები გაქვს? - ვიკითხე მე როდესაც ფეხი მიმერტყა მის ფეხზე და თმა ვიგრძენი. თვალები გავახილე და ააააააააა. ვიკივლე ბოლო დონეზე. რაზეც ორმა ბიჭმა კარზე ბრახუნი ატეხა. ვაჩე მშვიდობაა?- აი ამ კითხვით. აქედან კი ბიჭი პასუხობს კიიიი. არარსებობს, სიბნელეში საწოლი ამერია და ვაიმე ვაჩე? ვიკითხე დაბნეულმა... - ვა ნანა? - დილამშვიდობისა, როგორ ხარ?- ვკითხე მე. - კარგად შენ? - რავი, კარგად მეძინა – დავიწყე სიცილი. - ხო მეც -გამიღიმა მან. - ბოდიში რა, სიბნელეში ოთახი ამერია.. - გავწითლდი მე. - არაუშავს, თუ გინდა ხვალაც აგერიოს – დავიწყეთ სიცილი. - ცოტა უხერხულად ვარ , მარტო მაისური მაცვია და საცვალი , ამიტომაც მე გავალ კარგი?-ვიკითხე მე. ამ დროს ბიჭებმა კარი შემოაღეს და სულ სხვა რამე იფიქრეს, ეს ბიჭები კი დემან და გუკა იყვნენ, თურმე. - აუ, ბოდიშით – ღიმილით გატრიალდა გუკა და დემნაც მიჰყვა. -მოიცადეთ, ეს... - სიტყვა ვერ დაამთავრა ვაჩემ... - ვაჩე გთხოვ გოგოებს ნუ ეტყვი რა – ვთხოვე მე. მან გამიღიმა თანხმობის ნიშნად და მომიახლოვდა. ჩამეხუტა და მითხრა - გამიხარდა რომ კიდევ გნახე... არ ვიცი რა მოხდა... რა მომივიდა.. თითქოს ჩავიკეცე, რაღაც გრძობაა ეს... და ასე ვიდექით... სუნთქვა შეკრულები. მაისურით მე და შორტით ის. ამ დროს გოგოებმა შემოიხედეს და რომ დაგვინახეს კივილი მორთეს. ვაჩემ გამიღმა, სიგარეტს ნაფაზი დაარტყა და ოთახიდან გავიდა. ისინი კიოდნენ, მაგრამ მარტო ერთ წერტილს მივშტერებოდი... გავქვავდი. არ ვიცოდი რა მეთქვა ან კი თუ მეთქვა რაიმე საერთოდ. - რა მოხდა? როგორ? როდის? ვაჩე აქ საიდან? გუკა და დემნაც აქ არიან? კარგად გამოვიყურებით?- დამაყარეს კითხვები. მე დებილივით მეღიმებოდა და ერთ წერტილს მივშტერებოდი. შემდეგ კი ნელი ნაბიჯით ოთახიდან გავედი... - ეს ნახეე.. რა მოუვიდა? - ანჩოს ჰკითხა მანჩომ. - ოოო. მოიცა რაა. რაო? დემნაც აქააო? - მას არაფერი არ უთქვამს. -თქვა – გაიღიმა ანჩომ და თმის სწორებას შეუდგნენ. არვიცოდი ამ ადამიანის დანახვისას რა მემართებოდა... უბრალოდ ვიკეცებოდი და ვშტერდებოდი. ნეტავ ამ ამბის მერე როგორ უნდა შევხედო? მისი ჩახუტების შემდეგ როგორ უნდა შევძლოთ ერთ ჭერ ქვეშ ცხოვრება? - კარგად გამოვიყურები ნაან? - მეკითება ლოყებგაწითლებული და პომადა გადათხაპნილი მანჩო. - მანჩო, საყვარელო რა ხდება? -კაი მოგიყვები, ოღონდ არავის უთხრა და საღამოს ანჩოს მე ვეტყვი – მითხრა და კალთაზე ჩამომიჯდა. - მოკლედ დღეს დილას, რომ გავიღვიძე დიდი საროჩკა მეცვა,,, კაცის. სიბნელეში ამერია და გუკას საროჩკა ჩავიცვი. და ის იყო ვიხდიდი რომ უნდა გამომეცვალა, გუკას ოთახი აერია და ლიფ-ტრუსში მომისწრო ... სასწრაფოდ გამოვგლიჯე ჟილეტი რომელიც ხელში ეჭირა და ავიფარე. მას ეცინება. თვალს მიკრავს... მიახლოვდება. თავს ჩემი თავისკენ წევს და... მე უკან -უკან მივდივარ. ბოლოს შენს კარადასთან მივედი და ვეღარ ვინძრეოდი. მან მკითხა: - შეიძლება გაკოცო? მე კი ვერ მოვითმინე და.... ერთი 2 წუთი ვკოცნიდი, მერე მან ჟილეტი გამომართვა, თვალი ჩამიკრა და ოთახიდან ღიმილით გავიდა. მანჩომ ამბავი რომ დაასრულა შოკში ვიყავი და ორი სიტყვა ვუთხარი - გეფიცები, გამოვშტერდი. - და სიცილი ავტეხეთ. ამ დროს ანჩოც მოვიდა და ისიც შოკში ჩავარდა როდესაც ეს ისტორია მოუყვა მანჩომ. შუადღე დადგა... მე წიგნს ვკითხულობდი. ამ დროს ვხედავ რომ დემნა ეზოს გარეთ ბოლთას სცემს (აქეთ-იქით დადის). მერე კიდევ ისეთი რამ დავინახე რომ გამოვშტერდი და ალბად სულ გამოშტერებული დავრჩები ამის მერე. კიბეზე ჩამოდი ანჩო, აი ძალიან გადაპრანჭული და დემნას ესალმება. დემნა მიდის და სახეში უღიმის რასაც ქვია. -გამარჯობა? ხომ არ გადაიფიქრე – ჰკითხა დემნამ ანჩოს. - არა დემნა არა.. წავიდეთ? - რათმაუნდა -გაუღმა დემნამ და გზას გაუდგნენ. როდესაც სახლში დაბრუნდნენ ანჩოს ყველაფერი მოვაყოლე. - მოკლედ – დაიწყო მან. ხოლო მე და მანჩომ შევასწორებინეთ – არა გრძლად... და მან მოყოლა დაიწყო.- მოკლედ ამ უშუქობის ღამემ ყველა გადაგვრია... აბაზანაში შევედი და ნუ შუქი არ იყო. ხოდა ნუ გავიხადე. წყალი მოშვებული დამხვდა და საპონი ამოღებული. ნუ კი გამიკვირდა მაგრამ ასე რომ ვთქვა დავიკიდე და დავიწყე ბანაობა, მაგრამ აი ვერაფერს ვერ ვხედავ. ის იყო ბანაობა დავამთავრე და პირსახოცი უნდა ამეღო რომ სადაც დავკიდე იქ აღარ იყო მაგრამ უცებ მეორე მხარეს შევეხე პირსახოცს და ის მოვიხვიე. საიდან გაჩნდა იმ დროს იქ არვიცი მაგრამ ნუ ესეც დავიკიდე და ამ დროს ხო შუქი მოვიდა და თქვენ ყველა უკვე გეძინათ, სადღაც დილის 4-5 საათი იქნებოდა და რას ვხედავ ჩემს წინ პეპლებიან პირსახოცში გახვეული დემნა და მე კიდევ მესის ,,ფოხანში“. თურმე სიბნელეში ერთმანეთი ვერ დავინახეთ და იმხელა აბაზანა გვაქვს რომ ვიბანავეთ ერთად ისე რომ არც კი შევხებივარ. აგვიტყდა სიცილი. მერე მოვწესრიგდით და დემნამ მითხრა: -არ მეძინება გინდა სადმე გავიდეთ? - იცი ეხლა ძაან ბნელა, მოდი შენ რომ ჩემი ლიფი არ ჩაგეცვას შემთხვევით ამ სიბნელეში და მე შენი ტრუსი, დღეა აქ ვიყოთ და ხვალ გავისეირნოდ. -კაი აზრია – მითხრა მან და გავიცინეთ. მერე რომანტიულ კინოს ვუყურეთ. და მე მის მხარზე დამეძინა, კიდევ კარგი გუშინწინ რომ ვიხვრინე ეხლაც ასე არ მომივიდა თორემ გაგიჟდებოდა ჟიგულივით ხმას რომ გავუშვებდი. :დ მერე რომ გათენდა შუბლზე მაკოცა და მითხრა - ლამაზო, შენს პირობას შეასრულებ? -რომელ პირობას? ის დაიხარა და მაკოცა. ძალიან გავოგნდი მაგრამ მეც სიამოვნებით ვკოცნიდი. - რომელს და რომ უნდა გაგვესეირნა. - კაი – ვუთხარი მე და ხელები კისერზე მოვხვიე, მან წელზე ხელი მომხვია, თავისკენ მიმწია და კიდევ მაკოცა... - და შენ რა ქენი? - ვკითხე გაგიჟებულმა. -ფეხი ავწიე. - თქვა ანჩომ – ხო ეს ხომ ჩემი ოცნება იყო, კოცნისაც ფეხის აწევა... მერე კი რუსთაველზე ვისეირნეთ. ეს იყო და ეს. ამ დროს ბიჭები გამოვიდნენ და ნარდი გამოიტანეს. თავი 4 ვაჩე მიყურებდა. ოღონდ უბრალოდ არა... რაღაცნაირად... -ნარდი გინდა? - მკითხა მან. - არვიცი.. - გასწავლი -გამიღიმა მან. - არა არვიცი ვითამაშო თუ არა. - გავუღიმე მე... - მგონი სალაპარაკო გვაქვს-მითხრა მან. -რამე ხდება? - გავარკვიოთ – მითხრა მან, ხელი ჩამკიდა, გოგოებს ბოდიში მოუხადა და გამიყვანა მის ოთახში, ხოლო კარზე დაკიდა წარწერა :,, ვინც შემოვა ვაი მაგის პატრონს“ და სმაილები. - რა ხდება? - ვკითხე მე. პასუხი არ გამცა და მიახლოვდებოდა მე კი უკან ვიხევდი. - ეგ შენ უნდა მითხრა. გოგოების საუბარი მოვისმინე როგორ ამბობდნენ რომ როდესაც ჩაგეხუტე ძალიან გახარებული იყავი. რატომ იყო ასე? რატომ გაგიხარდა ეს? მაინდამაინც ჩემს ჩახუტებაზე. ამბობდა და იღიმოდა, თან მიახლოვდებოდა და მე უკან ვიხევდი სრულიად წითელი. -იცი, ეს შეეშალათ მათ.. სულაც არ გამიხარდა. -აა., ანუ რომ გეხუტები რეაქცია არ გაქვს? -არა. -ვცადოთ? - მკითხა და გაიღიმა. - არა, - შემეშინდა მე რადგან ვიცოდი რომ მკლავებში ჩავიკეცებოდი თუ ჩამეხუტებოდა... არვიცი რატომ მაგრამ როდესაც მეხებოდა შემეძლო საუკუნე ასე ვყოფილიყავი. ის მოვიდა და ძალიან ფრთხილად ჩამეხუტა...თავზე ხელს მისმევდა და მეუბნებოდა რომ დავმშვიდებულიყავი. - შენი გული ძალიან ჩქარა ფეთქავს, წინაზეც ასე მოხდა. რატომ? - მკითხა და თან მეხუტება. - არვიცი ,მართლა არ ვიცი. - დამშვიდდი კარგი?! - მითხრა ვაჩემ. - დამშვიდდი, ნუ გეშინია, გთხოვ. მე ჩავისუნთქე და დავმშვიდდი. -აი ასე. ახლა გული კარგ მდგომარეობაშია, მაგრამ კიდევ ერთი ფაქტორია... - რა? - ვკითხე მე. - მაინტერესებს რა მოხდება და რა მოუვა შენს გულს თუ გაკოცებ. - აი ლოყა და მაკოცე – გავიცინე მე. -არა ლოყა არ მიგულისხმია – მითხრა მან და გავჩუმდით. - არა. -ვუთხარი მე. - რატომ? -არა და ვსოო. კარგად, -ვთქვი და ოთახიდან გამოვდიოდი როდესაც ხელი მომკიდა მკლავზე და ისევ გულში ჩამიკრა. - გთხოვ გამიშვი რა, აღამ მინდა აქ.- მწარედ ვიცრუე მე, - არ მინდა შენი კოცნა – აი ესეც ვიცრუე. რადგან მინდოდა თუნდაც ძალით ეკოცნა ჩემთვის. - რატომ მატყუებ? - მკითხა მან. - არვიცი – წამომცდა მე, მას კი სიცილი აუტყდა , მეც გამეცინა. - შეიძლება გაკოცო? - მკითხა მან. - არა . - რატომ? - არვიცი... - თავი დავხარე მე. -თუ მე მინდა? ძალიან თუ მინდა რა ვქნა? - მკითხა მან და თვალი თვალში გამიყარა. მის მზერას ვეღარ ვუძლებდი... - არვიცი – ვუთხარი დაბნეულმა. - რადგან გუშინ ერთად გვეძინა ამიტომ არ იცი?- მითხრა მან. - არა ეგ რა შუაშია... - ვიცრუე მე. -მაშინ სურვილია რომ მაკოცო. -არაააა. -გამეღიმა მე და კარისკენ წავედი. - იცოდე ოდესღაც გაკოცებ – მომაძახა და გავედით ისევ ბავშვებში. - აბა რა ხდებაა? - იკითხა ვაჩემ. - სიმართლე და მოქმედება ვაჩე... - გაუღიმა გუკამ. -სთუმ მანჩო – თამაში გუკამ დაიწყო. -ს. -გუშინ რომ გაკოცე რა იგრძენი? ეს კითხვა ყველასთვის მოულოდნელი იყო... - დავიბენი .- უპასუხა მანჩომ. -კაი დასვი შეკითხვა. - მე დავსვამ რაა – დაიწყო ლაპარაკი ვაჩემ. -კაი მიდი,. - უთხრა მანჩომ და მე გამომხედა ღიმილით. -- სთუმ ნანა -მითხრა ვაჩემ. - ს. - გინდა რომ მაკოცო? დავიბენი და აქ დასრულდა ჩემი ისედაც განწირული სიცოცხლე. კი რომ მეთქვა ჯერ ჩემ ორ წურბელას რა გაუძლებდა ( მანჩო-ანჩო) , მერე კიდევ ვაჩე.... არა რომ მეთქვა სიცრუის დედექტორზე ვიყავით ყველანი შეერთებულნი, დემნამ მოათრია 125 ლარად მეორადებიდან ამ დღისთვის. -კი მინდა – ვუთხარი მე და გავწითლდი. ვაჩემ გამიღიმა და მანიშნა რომ გავიდოდა გავყოლოდი. - კაიი მაშინ სთუმ ანჩო.- ჰკითხა დემნამ. - ს . - ოკ, კოცნა მოგეწონა? - კი, - დაიმორცხვა მან. ამ დროს ვაჩემ მოიბოდიშა და საპირფარეშოში გავალო თქვა. მეც მანიშნა მალევე გავყოლოდი. - კიდევ გამარჯობა. - მითხრა მან როდესაც ცალკე გავედით. - პრივეტ. - მაკოცე – მითხრა მან. - არა. - ხომ გინდა? -კი -მერე? -არ შემიძლია. -რატომ? -იმიტომ? -გიყვარვარ? -არა - ტყუი -მითხრა მან. -არა. -კი -არა თქო. და საერთოდ დაასრულე ესეთი ლაპარაკი და უაზრო ჩახუტებები ჩემთან. 2 დღეა სახეზე გიცნობ მხოლოდ და სხვა არაფერი არც ვიცი შენზე. რატომ უნდა შემიყვარდე? ეს ხომ აფსურდია? მერე რა რომ ერთი ღამე უბრალოდ შენს საწოლში მეძინა? ამიტომაც ენა მოკეტე და ცოტა კორექტული იყავი გასაგებია? - საკმაოდ მაღალი ტონით მომივიდა მე. ასე არ უნდა მეთქვა. მიყურებდა. ძალიან გაბრაზდა. - ჩვენ აღარასოდეს ვისაუბრებთ. დღეს ისედაც უნდა მეთქვა რომ ხვალ, მე, დემნა და გუკა მოსკოვში მივდივართ დილის 6 საათზე და მინდოდა უბრალოდ მეკოცნა ჩემი საყვარელი ქალისთვის. ფაქტია ის არ ყოფილხარ ვისაც ჩემს გვერდით ყოფნა უნდა. კარგად. მითხრა და წავიდა. ძალიან მოულოდნელად ტირილი დავიწყე. არვიცი რა მოხდა. თითქოს მნიშვნელოვანი ვიღაც დავკარგე... არვიცი რა მოხდა. იმ წამს ყველაფერი გაშავდა და გაუფასურდა ჩემთვის... მოსაღამოვდა. - მანჩო ! გუკა გეძახის – უთხრა ვაჩემ. - ახლავეე. - გისმენ გუკა! - მანჩ! მისმინე მე ხვალ დილის 6 საათზე 5 წლით მივდივარ მოსკოვში ბიჭებთან ერთად. იქ ოჯახი მყავს. - ოჯახი? -იკითხა მანჩომ - არა არა, დედა, მამა , ძმა , და და ნათესავები. - აა. -მისმინე მე მინდა შემოგთვაზო ჩემთან ერთად წამოსვლა. - უთხრა გუკამ. მანჩო რამდენი წლის ხარ? - მე, მე 19 ის. -მეც. ამიტომ.. - გუკა ჯიბეში რაღაცას ეძებდა და ამოიღო ბეჭედი. ის მუხლებზე დადგა და ამ დროს ვაჩემ რაღაც რომანტიკი მუსიკა ჩართო. - ამიტომ... მინდა გკითხო: ცოლად გამომყვები? მანჩომ კი რატომღაც პასუხი დააყოვნა... გუკა წამოდგა. - რა ხდება?- რატომ არა იღებ ხმას? - იკითხა დაბნეულმა. - იცი, მე, მე იცი ... - რაააა? ამოღერღე – განერვიულდა გუკა. - მე სულ მინდოდა რომ ... - რა გინდოდა მანჩო? გინდა ცალკე გავიდეთ? -კი. ისინი ცალკე გავიდნენ მაგრამ ჩვენ ჩუმად უკან ავედევნეთ. - სულ მინდოდა რომ თბილისში, ერთ პატარა და საყვარელ იტალიურ ეზოში ამეწყო ლამაზი და სიყვარულით სავსე ცხოვრება, საოცნებო მამაკაცთან და საყვარელ შვილებთან ერთად. ერთს კოლი ერქმეოდა და მეორეს შონი. ჩემი საყვარელი მსახიობისა და მომღერლის სახელები... შენი შემოთვაზება კი.... - ანუ არა ხო? - გთხოვ მაპატიე კარგი? -არა ვერ გაპატიებ. - თქვა გუკამ. მანჩომ ტირილი დაიწყო და გუკა კი ჩემოდნებთად წავიდა , რათა შეემოწმებინა ხომ ყველაფერი ჩადო. -ანჩო. გამომყევი – უთხრა დემნამ. -ეხლავე. ანჩო და დემნაც გავიდნენ. - ანჩო, მეც იგივეს კითხვას ვაპირებდი იცი?! - დაიმორცხვა დემნამ. ანჩო დემნას ჩაეხუტა და უთხრა: - გამოგყვებოდი , და მეც მინდა ეს, მაგრამ აქ მეგობრები და ოჯახი მყავს, ასე უბრალოდ მათ ვერ დავტოვებ. მაპატიებ? - კი , რათქმა უნდა. - გაუღიმა დემნამ,მაგრამ თვალებზე ცრემლები აწვებოდა. - მაშინ გთხოვ ერთ ღამეს. - რას მთხოვ? -არა არა, ერთი ღამე გაათენე გთხოვ ჩემთვის და ვილაპარაკოდ და გავერთოდ. ყველანი ბავშვები... გთხოვ. - აა, კარგი ოღონდ რაღაცა მინდა რომ გთხოვო... - მიდი, -მცხვენია – უთხრა ანჩომ – მაგრამ ახლა ძალიან ძალიან მინდა რომ გაკოცო. დემნას გაეცინა, დაიხარა და აკოცა ანჩოს. გუკა ბარგს ალაგებდა. მანჩო ტიროდა, მე ვაჩეზე ვფიქრობდი, ვაჩე კი მე მიყურებდა. თავი 5 ღამის 12 საათი იყო... მანჩო გუკასთან მიდის და ეუბნება : - მიყვარხარ. - რაა? -წამოდგა გუკა და ლუდი დადო. - როგორც ჩანს ვერ გაიგე. მაშინ გაგაგებინებ. - თქვა მანჩომ, გუკა სკამზე დასვა, კალთაში ჩაუჯდა და მააგრად აკოცა. ამაზე ერთი ამბავი და ვაუს ძახილი, სიცილი ატეხეს ბიჭებმა და ანჩომ. მე კი არ მეცინებოდა. ვაჩეს ვუმზერდი... - წამოხვალ? - ჰკითხა გუკამ მანჩოს. - არა. - აბა? - დაგელოდები, წადი და ოჯახი ჩამოიყვანე. -აა, ვერა. იქ უნდათ, აქ არ ჩამოვლენ – უთხრა გუკამ. შენ რო წამოხვიდე? მანჩო ოთახში ავიდა. - დემნა! - დაუძახა ანჩომ დემნას. - ჰოუ! - მინდა რამე ისეთი მოხდეს რომ დაგვამახსოვრდეს. - კაი 10 წუთში ოთახში გამო. -კაი. 10 წუთში ანჩო მართლაც გავიდა. რომ მივიდა სულ სიბნელე იყო. ისმოდა მხოლოდ რომანტიკული მუსიკის ხმა და უცებ ვიღაცამ ხელი მოკიდა ხელზე. მისკენ მიიზიდა და წელზე მოჰხვია ხელი. შუბლზე შუბლი მიადო. მაშინ ანჩომ კისერზე მოჰხვია ხელები დემნას და მუსიკაზე აყოლა დაიწყეს ნელი და მშვიდი მოძრაობებით. დემნამ მას საფეთქელზე აკოცა, შემდეგ ლოყაზე, შემდეგ კი ტუჩთან ახლოს, ბოლოს კი ტუჩებში. ირგვლივ ლამაზი სანთლები იყო, ორი ლამაზი წყვილი კი სანთლის შუქზე ცეკვავდა. ისინი მშვიდად საუბრობდნენ და ერთმანეთს ეხვეოდნენ, კოცნიდნენ. ორივეს სურდა ერთმანეთთან ყოფნა, მაგრამ... (პ.ს. აბა გეუბნებოდით ეს რუსეთი ოკუპანტია თქო რაა ) გადიოდა წუთბი, წამები, საათები... ისინი კი ერთად ირხეოდნენ, ისე როგორც სიო ქროდა და ვასკვლავების ფონზე ულამაზესნი იყვნენ... ამ ყველაფრის ფონზე კი დემნამ მისი სიყვარული დაამტკიცა: - ანჩო! მე შენ მიყვარხარ. მისმინე.. მე აქ დავრჩები... შენთან. არ წავალ მოსკოვში გპირდები... ოღნდ იმ შემთხვევაში თ გამომყვები ცოლად. ანჩო ჩაეხუტა დემნას და უთხრა: - დემეტრე! მე ვიქნები შენი ცოლი, ოღონდ აქ დარჩი ჩემთან. - მაშინ შენთან ერთი თხოვნა მაქვს... - გისმენ?! -თუ ჩემი ცოლი უნდა გახდე,,, რაც ძალიან მალე იქნება და თან აქ ვრჩები და გთხოვ ეს ღამე მაჩუქე. - ხომ გაჩუქე. როგორც მითხარი შენთან ერთად ღამეს ვათევ. - გაიღიმა ანჩომ. - მე სხვა გაგებით ვიგულისხმე. ეს პირველად ვთხოვე გოგოს და ძალიან წითელი ვარ უბრალოდ სიბნელეში ვერ მხედავ :დ - მოიცა, სხვა გაგებით? ანუ... - ხო. გპირდები თუ შემისრულებ ამ თხოვნას აქ დავრჩები, სამუდამოდ შენს გვერდით ვიქნები. - და მაინც და მაინც ახლა რატომ? - ჰკითხა ანჩომ. - რომანტიკული მომენტია და მხოლოდ ჩვენ ორნი ვართ, სიბნელეში და მუსიკაში მარტონი. ანჩომ გაიღიმა და მას ჩაეხუტა... ეს თანხმობა იყო? არვიცი, მაგრამ ის ვიცი, რომ ეს დიალოგი ფანჯარაში ჩაკვეხებულებმა მოვისმინეთ ჩუმად მე და მანჩომ. ხოლო როდესაც დავინახე, რომ დემემ უკვე საროჩკა გაიხსნა გამოვედით, შეგვრცხვა. იმედია კარგ დროს გაატარებენ :დ პირველი საათი იქნებოდა. გუკა და ვაჩემ უნდა წასულიყვნენ 5 საათში... დემე ანჩოსთან რჩებოდა. აი ნამდვილი სიყვარული... ამ დროს გუკა გამოვიდა. იქვე იყო ვაჩე. ბარგს ამოწმებდა. მე და მანჩო ვიჯექით და ვლაპარაკობდით. დემეს და ანჩოს არ ეცალათ ჩვენთვის :დ - მანჩო... ახლავე წამოდი – იყვირა გუკამ, რაზეც მანჩო საკმაოდ გაბრაზდა და უთხრა: - ტონს დაუწიე, მექალთანე იდიოტო. გუკამ ხელი მოკიდა და თავის ოთახში წაათრია. - მაპატიე... - უთხრა გუკამ. - არ მინდოდა #ნაჩოს რამე ეეჭვა... - გასაგებია და რაგინდა? -კოცნა. - რა კოცნა იდიოტო? გაგიჟდი? - თქვა მანჩომ და აშკარაა მაგრად უნდა რომ აკოცოს . - მივდივარ 5 საათში. თუ ჩემს ერთ დიდ სურვილს აასრულებ, მაშინ წავალ და ოჯახს ჩამოვიყვან. - რაა? შენ ჩემს გამო? და თუ არ ჩამოვლენ? - იკითხა დაბნეულმა მანჩომ. - მაშინ მე ჩამოვალ. დავტოვებ იქაურობას...- გაუღიმა გუკამ – ახლა კი მოდი ჩემთან ჩემო შეყვარებულო. - მოიცა... -უთხრა მანჩომ – მოდი რა ტუჩებში გაკოცო :დ - მოოოდი -გაიღიმა გუკამ და აკოცეს. - რო რამე დაწვებოდი ჩემთან? - იკითხა გუკამ. - მმმმმ.... - რააა? - რანაირი კითხვაა? - აუ რავი ჩვეულებრივი. ჩემთან დაწვებოდი თუ არა? - ანუ? - გაიღიმა მანჩომ. - ვაააახ, ,მაინც და მაინც ის სიტყვა გინდა რომ ვიხმარო რაა. კაი, ჩემთან სე.. - კაი კაი.. კაი... მოიცა. ეხლა? - სიცილი აუტყდა მანჩოს. - ხოო რაა? <3 მე მზად ვარ – თქვა გუკამ და საწოლზე დაწვა. - აეთრიე შე გარყვნილო – სიცილი ატეხეს ორივემ. - მოდი, მოდი, მაინც ჩემი ცოლი უნდა იყო და მოგიწევს – გაიღიმა გუკამ და საწოლზე დაიწვინა მანჩოც. გადავწყვიტე გამოვსულიყავი, რადგან გუკას და მანჩოს ტრაკების დანახვა არ მინდოდა :დ ეჰ, #ანმე და #გუნჩო... მაგარია... მე? ტყლააა... აი ასე ვარ. დილის ხუთი საათია. ერთ საათში, მხოლოდ ვაჩე წავა, რადგან გუკამ დარეკა და უთხრა ცოლი მომყავსო. ანმე და გუნჩო სეირნობენ. ვაჩემ მითხრა, რომ ერთი წუთით ცალკე გავსულიყავით. ანმე და გუნჩო რომ გავიდნენ რაც მოხდა ყველამ ვიცით, ხოდა მეც დიდი შერიგების იმედი მქონდა. - რაღაცეები მინდა გითხრა,- მითხრა ვაჩემ - მაინც? - ვკითხე მე. - აი , მინდა აივანზე გავიდეთ. - წამო.- ვუთხარი მე. - ღამე ჩემთვის განსაკუთრებულია. რომ თენდება, საერთოდ ვერ ვიტან. მაგრამ, ეს გარდამავალი პერიოდი სხვანაირია... უყურე, ჯერ არ გათნებულა, მაგრამ ცა უკვე ლურჯია. ხედავ? სადღაც შორს ჰორიზონტზე... თითქოს იისფერი ადევს ქალაქს. ლანდად მოჰყვება ყველა ხეს, ყველა მოსახვევს... ყველა ქუჩას... ჩემი ფერია. ხვდები? ჩემი ეტაპია- დაღამებიდან-გათენებამდე რომ აუცილებლად უნდა გაიარო. გთხოვ დააკვირდი... ნუთუ ასეთი ფერი აქვს ჯერ არ დაწყებულ გათენებას? ხედავ? სასწაულია არა? იისფერია ხომ? მითხარი რომ იისფერია... რომ შენც ხედავ... შენც ხომ ჩემსავით აღიქვამ... მითხარი.... მითხარი, რომ ბევრჯერ შეხვდები დღის ამ პერიოდს, თუნდაც უჩემოდ. მარტო მე გაგახსენდები, ეს ფერები, ეს ღამე და ყველაფერი... მითხარი რომ არასოდეს დაგავიწყდები... საუკუნეც რომ გავიდეს! მითხარი...! . მითხარი, გთხოვ! ახლა რომ პირველად და უკანასკნელად გაკოცო, რა იქნება? მითხარი... უკანასკნელად მითხარი!... მე ცრემლები მომერია და ვუთხარი: -მაკოცე. ის მომიახლოვდა და მაკოცა, ნაზად და ფრთხილად. შემდეგ მითხრა: - საუკუნეც რომ გავიდეს, ამ ფერებთან ერთად გამიხსენე. - გამიღიმა, შემდეგ შეტრიალდა, ბარგი აიღო და ეზოდან გავიდა. თავი 6 ვაჩე წავიდა. გაქრა, ისევე როგორც თვალებზე ჩაუქრება მტირალს, ტკივილიანი ცრემლი, მაგრამ გულში ყოველთვის ცეცხლი გიზგიზებს და გწვავს. ვაჩეს აღარც შევხვედრილვარ იმ დღის 16.07.2024-ის მერე. 13 რიცხვიდან 16 რიცხვამდე ვხედავდი. შემდეგ კი წავიდა... ჩვენ შეგვიყვარდა ერთმანეთი, მაგრამ... წყვილები კი დაქორწინდნენ... ახლა 2027 წელია. ყოველ დილას ვხვდები ,,ვაჩეს გათნებას“ ასე ვეძახი ახლა. ვცხოვრობ მთაზე და ყოველი დღე გავჰყურებ იასამნისფერ გათნებას, რადგან იმედი მაქვს, რომ სადღაც ვაჩეც დგას და ამ მომენტითა და ჩემზე ფიქრით ტკბება, ისევე როგორც მე. სადღაც, შორს, სიზმრებში... ჩვენ ისევ იტალიურ ეზოში ვართ... ერთხელ მოხდა ეს მხოლოდ და მეტჯერ აღარ განმეორდება. ერთხელ იყო, ერთხელ. ერთხელ იტალიურ ეზოში... დასასრული |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.