შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სხვისი შვილები (IX)


16-02-2020, 02:21
ავტორი nitanita
ნანახია 1 872

ანოს გარდა მართლა არავინ არ იცოდა რამხელა შრომის ფასად დაუჯდა უნივერსიტეტის წარმატებით დასრულება. ოჯახს საამაყოდ ჰქონდა საქმე, შვილმა წითელ დიპლომზე დაამთავრა უნივერსიტეტი და ანოსაც უხაროდა. მართალია ძველებურად კარგი ურთიერთობა ვეღარ ჰქონდა ნონასთან, მაგრამ გასულ თვეებთან შედარებით უკეთ იყვნენ. უკვე ცივილურად გვერდი-გვერდ ჯდომა შეეძლოთ და გარკვეულ საკითხებზე საუბარიც. მართალია ნონა ისე იქცეოდა თითქოს დემეტრე და ალექსანდრე საერთოდ არ არსებობდნენ, მაგრამ ანოსთვის ისიც შეღავათი იყო დედა რომ ელაპარაკებოდა, არ ჰქონდა მნიშვნელობა რაზე, უბრალოდ ელაპარაკებოდა. წითელმა დიპლომმაც მის სასარგებლოდ შემოაბრუნა საქმე. დიდი ხნის შემდეგ პირველად სახლში მისულს დედა გაღიმებული გადაეხვია და ბედნიერმა წამოიძახა ვამაყობ შენითო. საღამოს კურსელები უნივერსიტეტის დამთავრებას აღნიშნავდნენ და როგორც ყოველთვის ანოს ახლაც ეზარებოდა გამოპრანჭვა და სადმე საქეიფოდ წასვლა. მხოლოდ იმ იმედით წავიდა რომ ადრე გამოპარვას და დიდი ხნის უნახავი დემეტრეს და სანდრის ნახვას შეძლებდა.
თითქოს ყველაფერი კარგად იყო; კარგად ერთობოდა, დემეტრეს ნახვაზეც კი არ უფიქრია ბევრი, მხოლოდ 1 ჭიქის ჩაცლის შემდეგ იგრძნო დემეს მონატრება. მანამ კურსელი ბიჭები თავგამოდებით სვამდნენ ერთგულების სადღეგრძელოს თიკამ და სალომემ მოსაწევად გარეთ გაყოლა სთხოვეს. ვერ მიხვდა ზუსტად რა მოხდა, მაგრამ კარებში გასვლისას საშინელი დაძაბულობა იგრძნო. უკვე შენობაში შემოდიოდნენ კარებთან ძალიან ნაცნობი სახეები რომ დაინახა და ადგილზე მიიყინა. სასამართლოს შემდეგ არც ერთი არ ყავდა ნანახი. მაშინაც გაფრთხილებული იყო, რომ მათკენ არ მიეხედა. ახლა პირისპირ ედგა და არ იცოდა ზუსტად რა ექნა. თავიდან ეგონა მოეჩვენა, მაგრამ მალევე მიხვდა, რომ ლევანის დედა მას ელაპარაკებოდა და მთელი ენერგია მოახმარა მისი სიტყვების გულდასმით მოსმენას.
-დღეს ლევანიკოს კლასის ბანკეტია. კლასში ერთ-ერთი თითით საჩვენებელი ბიჭი იყო, ყველას უყვარდა და ყველა პატივს სცემდა... მასწავლებლებიც კი გიჟდებოდნენ, იცი შენ? მასწავლებლებიც კი! ლევანიკოს გარეშე ბანკეტი ვერ წარმოედგინათ. ჩემთან მოვიდნენ და წამომიყვანეს თუ ჩვენი ლევანჩიკა არ იქნება თქვენ მაინც გაგვახარეთ იქ ყოფნითო. - ლევანის დედა უკვე შემზარავ ხმაზე კიოდა. დედის დატირებას გავდა მისი მოთქმა. თიკა და სალომე გაშეშებულები იდგნენ, ვერ ხვდებოდნენ რა უნდა ექნათ. სულ ორი წამით გაჩუმდა ქალი და ისღა მოიფიქრა თიკამ რომ ანო იქიდან გაექცია. მკლავში სწვდა და ძალით გაიყოლა 1-2 ნაბიჯი, მანამ თამარმა მეორე მკლავი არ დაუჭირა. - სად მიდიხარ? არ მოგწონს ლევანის ამბების მოსმენა? შენ ხო კარგად ყვებოდი ყველასთან რა ცუდი ბიჭი იყო? ჩვენთვისაც გეკითხა, მოგესმინა, იქნებ რას გეუბნებოდით? იქნებ რა კარგი ბიჭი იყო? რისთვის დაუნგრიე ცხოვრება იცი მაინც? რისთვის ხარ შენ აქ, უნივერსიტეტი დაამთავრე? ხო დაამთავრე და აღნიშნავ... ჩემმა შვილმა რა ქნას უნივერსიტეტში ჩაბარებაც კი რომ არ ეღირსა შენ გამო? იმან რა ქნას ახლა თავის მეგობრებთან რომ არაა და ღმერთმა უწყის კიდე რამდენ ხანს არ იქნება... იმან რა ქნას ჰა? - უფრო და უფრო ძლიერად უჭერდა თამარი ანოს ხელს, მაგრამ ანოს დაეფიცებოდა ახლა მხოლოდ გული სტკიოდა. ხმაურზე ანას მეგობრებიც შემოგროვდნენ გარშემო და ფაქტობრივად ძალით გამოგლიჯეს თამარს ფერდაკარგული გოგო ხელიდან.
ბუნდოვნად ახსოვს ანოს როგორ მიიყვანეს სახლში, მშობლების შეშინებული სახეები ახსოვს და ჯგუფელი გოგოების ტირილის ხმა. ვერაფრით ხვდებოდა ისინი რატომ ტიროდნენ. არ იცოდა რატომ, მაგრამ სიბინძურის შეგრძნებას ვერაფრით იშორებდა. მაგ დღის ბოლოს ის ახსოვს ნონა თბილად ელაპარაკებოდა...

***
48 საათის განმავლობაში ერთი ლუკმაც კი არ დაუღეჭავს ანას. ხან კახა ეხვეწებოდა, ხან ნონა, თუმცა უშედეგოდ. ისევ ისეთი ანო ხდებოდა სულ პირველად რომ მივიდა სახლში დაჩის სიკვდილის შემდეგ და ადამიანს აღარ გავდა.
სამზარეულოში იჯდა ნონა თავჩაქინდრული და კახას სამსახურიდან დაბრუნებას უცდიდა. ერთი აზრი ჭამდა დილიდან და აუცილებლად უნდა ეკითხა კახასთვისაც. კარების ხმაზე მხნედ წამოდგა, სირბილით მივიდა იქამდე და პატარა ბავშვივით ხელჩაკიდული გააქცია კახა სამზარეულოში. ისე დაკეტა სამზარეულოს კარი გეგონებოდა ანო ეს ორი დღე სულ არ იყო თავის ოთახში ჩაკეტილი და ახლაც დედ-მამას ლაპარაკში ხელს შეუშლიდა.
-კახა, დაჯექი. ნახე, ცივი ყავა გაგიკეთე შენ რომ გიყვარს. -საოცრად ცმუკავდა ნონა.ერთი სული ჰქონდა როდის ჰკითხავდა ქმარი რა ხდებაო.
-ნონაჩკა, ანოზე ნერვიულობაც მეყოფა, ახლა შენც ნუ დამაფიქრებ, პირდაპირ მითხარი რა ხდება.
-მეც ვნერვიულობ ანაზე და ზუსტად მაგაზე უნდა ვილაპარაკოთ.
-ისედაც მაგაზე არ ვლაპარაკობთ, შე ქალო? ერთმანეთიც კი არ მოგვიკითხავს მგონი ორი დღეა ამ ბავშვზე დარდით.
-ხო, მაგრამ მე რაღაც მოვიფიქრე მგონი.
-ამოთქვი, ნონა, ზოგჯერ კი ვხვდები რაც გინდა ხოლმე მაღაზიაში, მაგრამ შენ ფიქრებს ჯერ მაინც ვერ ვკითხულობ. -თავისივე ხუმრობაზე ოდნავ ჩაეცინა კახას და მერე ისევ სერიოზული სახით ახედა ცოლს.
-დაჩის ამბების მერე როგორ იყო ხო გახსოვს? ახლანდელის არ იყოს მაშინაც არ ჭამდა, არ სვამდა, არ ეძინა და საერთოდ ადამიანს აღარ გავდა, დედა რომ მოუკვდეს მაგას... მაგრამ მერე წავიდა ყაზბეგში და შეხვდა თურმე იმ დემეტრეს. მე სულ არ მომწონს შვილიანი რომაა, არც იმაში ვარ დარწმუნებული რომ კარგი უნდა რამე ჩემი შვილისგან, მაგრამ იქნებ მე ვცდები ჰა? ღმერთმა ქნას ვცდებოდე. მაგ ბიჭის გაცნობის მერე მობრუნდა ცოტა ამ ქვეყნისკენ და მაგას მაინც ვერ დავუკარგავ. ხო არ მომწონს, მაგრამ ანოს თუ უშველის შევხვდები მაგ ბიჭს და ავუხსნი რაც ხდება. იქნებ მოვიდეს, იქნებ მაგან მაინც უშველოს ამ ბავშვს? - წამით ისეთი სიჩუმე ჩამოწვა ოთახში ნონას შეეშინდა ცუდი ხოარ ვქენი დემეტრეს სახლში მოყვანა რომ შევთავაზეო. -ჰა, კახა, ამოიღე ხმა დამელია სული ნერვიულობით.
-ახლა რაღაცას გეტყვი და არ გაბრაზდე შენ, კარგი?
-ცუდად იღიმი, იცოდე კახა ძალიან ცუდად იღიმი. რა დააშავე დროზე მითხარი?!
-დაიმახსოვრე გთხოვე არ გაბრაზდე მეთქი. დემეტრეს დილით ველაპარაკე და ავუხსენი რაც ხდება. ვთხოვე საღამოს მოსულიყო ჩვენთან. ჯერ მე მინდა რომ დაველაპარაკო კარგად და მერე შევუშვებ ანოსთან.
-აჰა, კაი. და შენ რანაირად ელაპარაკე?
-დილით ანოსთან რომ შევედი მაშინ ურეკავდა. ვკითხე უპასუხებ მეთქი, მაგრამ უღიმღამოდ გაიქნია თავი; ხოდა რაც შენ ეხლა მოგაფიქრდა ის მომაფიქრდა მე დილით. ამოვიწერე იმ ბიჭის ნომერი და სამსახურში მანამ მივიდოდი დავურეკე რა.
-და იმან რაო?
-ახლავე გამოვალო. არა-მეთქი, ჯერ ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ და მაგის მერე ელაპარაკე ანოს-მეთქი. შენ კიდე რას მაჭორავებ ამხელა კაცს რა იყო? - უცებ არ მოეწონა ცოლის კითხვებზე პასუხის გაცემა რომ უწევდა.
-არ გაჭორავებ კაი, რაც გინდა ის ქენი. -აშკარად უკმაყოფილომ ააცალა მაგიდიდან უკვე ცარიელი ჭიქა და გარეცხვა დაიწყო.
-ნონა, რა ხდება? - ქმრის ხმაზე მიხვდა ცუდად რომ მოიქცა. ხშირად არ ბრაზობდა კახა, მაგრამ, როცა რაღაცაზე ძალიან ბრაზდებოდა ხმა ეცვლებოდა, უფრო უბოხდებოდა. არასდროს არ ყვიროდა, უბრალოდ თუ კარგად იცნობდი ზუსტად ამ ხმის ტემბრით მიხვდებოდი რომ გააბრაზე ან აწყენინე. - ამ წამს შენ თვითონ შემომთავაზე ის ბიჭი სახლში მოვიყვანოთო, ერთი ეგღა დაგვრჩა მხსნელადო და მეც ზუსტად მაგას ვაკეთებ. რა არ მოგეწონა მითხარი აბა?
-მე ჯერ შენ შეგითანხმე, გკითხე აზრი შენ კიდე პირდაპირ მოიპატიჟე. არ ვარსებობ მე ამ ოჯახში? მე თუ დავფიქრდი იმაზე ჩემი ქმარი რას იფიქრებს იქნებ სულ არ უხარია ამ ბიჭის სახლში მოყვანა-მეთქი, შენც რომ გეფიქრა რა იქნებოდა?
-ნონა, მანდ გაჩერდი. უკვე წელიწადზე მეტია შვილი ცოცხლად მაკვდება ხელში. რა არ ვცადეთ ჩვენ ვერაფერი ვუშველეთ და დემეტრე ფაქტია დაეხმარა. სულ არ მაინტერესებს შენ მოგწონს თუ არა, ეგ კი არა მე მომწონს თუ არა მაგასაც კი არ ვუყურებ. ოღონდ ანოს მოწონდეს, ოღონდ ანო იყოს კარგად და ჩვენ ვინ გვეკითხება ვისთან იქნება? ეწყინა ქალბატონს თურმე მაგაზე როგორ არ ვიფიქრე... ჩემ შვილზე ვფიქრობდი და აი მასე არ ვიფიქრე შენზე. იჯექი ახლა და მიყურე გაბუსხულმა. მე ეზოში უნდა ჩავიდე და სტუმარს დავხვდე.

****
სადარბაზოდან ახალი გასული იყო დემეტრე რომ დაინახა. უფრო სწორედ, ალექსანდრე იცნო და ასე მიხვდა დემეტრე რომ იქნებოდა. დიდხანს არ ულაპარაკიათ. კახამ მოკლედ მოუყვა ანოს ამბები, დემეტრემაც არ შეიმჩნია თითქოს უკვე არ იცოდა ირაკლისგან. ბოლოს სანდრის მიუბრუნდა.
-ამ პატარა კაცს მე ვეთამაშები თუ გამიჩერდება თორე ახლა ანო რომ ნახოს ისე შეეშინდება ცხოვრებაში აღარ გაეკარება.
-ანამო? - ანოს სახელის გაგონებაზე ინტერესით დაიწყო თვალების ცეცება. ვერსად რომ ვერ იპოვა ისევ მამას გახედა და ახლა უფრო მოწყენილმა ჩაიბურტყუნა - ანამო.
-არ მგონია გაჩერდეს, ცოტა უცხოობა იცის.
-ხო, მაგრამ იმდღეს გავიცანით ერთმანეთი და მგონი სულ ცოტათი მოვეწონე. -ისევე იგრძნობოდა ცოტა სიამაყე და დიდი სიხარული ამ სიტყვებში როგორც იმ დღეს, როცა სანდრი გაიცნო.
ცოტა ჭირვეულობის და ბევრი თამაშის შემდეგ სანდრიმ თავის ახალ მეგობართან ერთად შოკოლდის ნაყინის ჭამაზე უარი ვეღარ თქვა. სახლში შესვლისთანავე ანიშნა კახამ ანოს ოთახისკენ და თვითონ ალექსანდრე სამზარეულოში შეიყვანა, დაპირბული ნაყინი უნდა ეჭამათ.

*****
ანოს ეგონა ეჩვენებოდა დემეტრეს ნაბიჯების ხმა რომ გაიგო და მერე მისი სურნელიც რომ იგრძნო. ხო დემეტრეს ნაბიჯებს სცნობდა და მის სუნსაც 10000 კაცში გამოარჩევდა. არც ერთი წამით არ უფიქრია, რომ დემეტრე მართლა მის ოთახში იქნებოდა. იმის დაშვება უფრო გაუმარტივდა, რომ ჰალუცინაციები დაეწყო, ვიდრე იმისი რომ ახლა დემეტრე მართლა მის წინ იყო ჩაცუცქული და ღმერთმა უწყის უკვე მერამდენე ცრემლს უმშრალებდა. ზედმეტდ ცხადად იგრძნო როგორ მიაჩოჩა საწოლზე დემემ, როგორ მიუწვა გვერდით და მთელი ძალით მოხვია ხელები. ძლივს გასაგონად თქვა ანომ არ მეჩვენებიო და თვითონაც მაგრად ჩაებღაუჭა დემეს მაისურს, ზუსტად ისე ტირილისგან დაღლილმა ალექსანდრემ რომ იცის ხოლმე.
ზუსტად იცოდა დემეტრემ, რომ ახლა არ უნდა ელაპარაკა, საერთოდ არაფერი არ უნდა ეთქვა ანოსთვის, მაგრამ მერე აუცილებლად მოაყოლებდა. საკუთარი ინტერესის გამო არა, ეგეც ანოსთვის. ფაქტები ისედაც იცოდა, უნდოდა ანოს თავის გრძნობებზე ელაპარაკა, იმაზე რა სტკიოდა და როგორ. გულწრფელად სჯეროდა დემეს რომ ეს სულ ოდნავ დაეხმარებოდა ანოს მდგომარეობის გაუმჯობესებაში.

***
ნონა ჯერ შუბლშეკრული უყურებდა კახას და ბუთქუჩა ლოყებიან და უამრავ ნაკეციან ბავშვს, რომელიც ინტერესით სწავლობდა ქალის თითოეულ მოძრაობას. მერე თითქოს იგრძნო რაღაც რიგზე რომ ვერ იყო და ისევ კახას მიუტრიალდა სათამაშოდ, რომელიც არაფრის დიდებით არ იმჩნევდა ნონას უარყოფით აურას. ერთი ხელით მაცივრის გაღება და ნაყინის გამოღება არ გასჭირვებია, მერე ბოდიშის მოხდით დასვა სკამზე ალექსქნდრე ცალი ხელით მე ამ შეფუთვას ვერ გავხსნიო და ბოლოს თვალებაციმციმებულ სანდრის თვითონ არანაკლებ ბედნიერმა გაუწოდა ჭამეო.
-გახსოვს ნონაჩკა ანეტოს რომ ვაჭმევდით ხოლმე ასე ნაყინს?-გაბრწყინებული სახით გააყოლა თვალი სანდრიმ კახას მზერას და მორცხვად შესცინა უკვე ძალიან მოთხუპნული პირით ნონას.
-მე ეგეც მახსოვს და ისიც ეზოში რომ ჩაგყავდა და ჩუმად აჭმევდი ხოლმე სადილამდე. ორივეს რომ გეგონათ მიმალავდით, არადა ერთმენთზე უფრო მოსვრილები იპარებოდით სახლში თითქოს არაფერი მომხდარაო. -ნონა იცინოდა, აი ისე ადრე რომ იცოდა, მანამ ყველაფერი თავდაყირა დადგებოდა. კახას აღტაცებას საზღვარი არ ჰქონდა პირველად რომ გამოელაპარაკა ნონაჩკა ალექსანდრეს. ცოტახანს შეძლეს პატარასთან გამკლავება, მაგრამ მხოლოდ ერთი საათი აცადათ სანდრიმ დემეს და ანოს მარტო ყოფნა. ჯერ სანდრის ტირილის ხმა გაიგეს, მერე კახას დაკაკუნება ანოს ოთახის კარზე ძალიან მოწიწებით. გაოცებულმა დაიძახა შემოდითო და კიდევ უფრო გაოცებულმა შეათვალიერა ანომ მტირალი სანდრით ხელში კართან აყუდებული მამამისი.
-ბოდიში, ვცადეთ დაგვემშვიდებინა, მაგრამ ერთი ამოიტირა მამაო და აღარ ჩუმდება.
-სცადეთ? - თ-ზე აქცენტი აშკარად შეინიშნებოდა ანას კითხვაში.
-ხო, მე და ნონა ვეთამაშებოდით და უცებ მამა მოუნდა. -კიდე უნდოდა კითხვების დასმა, მაგრამ გაახსენდა დემეც იქ რომ იყო. სანდრი უკვე მამასთან იყო, ისევ ღაპა-ღუპით სცვიოდა ცრემლები, მაგრამ ნელ-ნელა მოთქმით ტირილი ჩუმ სლუკუნში გადადიოდა. სულ ერთი წამით მოკრა გოგოს თვალი და მამის კისრიდან გაღიმებულმა ამოყო თავი.
-ანამო! - თავის პატარა თითს ანამოსკენ იშვერდა თან ხან მამას უყურებდა, ხან ანოს. ჯერ დასრულებულიც კი არ ჰქონდა ანოს კითხვა მოხვალ ჩემთან თუ მამასთან დარჩებიო, როგორც კი მისკენ გაშვერილი ხელები დაინახა, მაშინვე გადაბობღდა მამის კალთიდან და ანოს მიუცუცქდა. თავი მუცელზე დაადო და პერიოდულად ეშმაკური ღიმილით უყურბდა გოგოს; თითქოს ამოწმებდა ყურადღებას აქცევდა თუ არა. კახა ისე გავიდა ვერც გაიგეს. დემეტრე ისევ ანოს გვერდით იყო მიწოლილი და ორივე დაუღალავად მუშაობდნენ ალექსანდრეს გართობაზე. მალევე მიხვდა ანო, რომ მეტი აღარ შეეძლო. უჭირდა სანდრის ხელში დაჭერა და პანიკური შიში დაეწყო ხელიდან არ გამივარდესო. ისე უნდოდა ძალიან, ძალიან მაგრად ჩახუტებოდა ბუთქოს, მაგრამ მეტი ძალა მართლა არ ჰქონდა. გრძნობდა როგორ ეპარებოდა სისუსტე ხელებში და თამაშის ენერგიაც ეკარგებოდა.
-დემე, შეგიძლია სანდრის ხელი მოკიდო? - უზომოდ შერცხვა დემეტრეს კითხვისნიშნიანი გამომეტყველება რომ შეამჩნია.
-მეშინია... ხელებში ძალა... მეშინია, რომ გამივარდება, ხელი მოკიდე რა, დემე. - ცრემლიანი თვალებით და გამწყდარი ხმით ძლივს დაამთავრა წინადადება.
-დამშვიდდი, ნახე მიჭირავს. თან დიდი ბიჭია უკვე შეუძლია თავის გამაგრება. სასწრაფო გამოვიძახოთ გინდა? - არმოეწონა ანოს თავის გაქნევა, მაგრამ აქ მის დასახმარებლად იყო და გადაწყვეტილი ჰქონდა ყველაფრის ისე გაკეთება როგორც ანოს ენდომებოდა. - არ მომწონს შენი პასუხი, მაგრამ კარგი. მე შემიძლია რამით დაგეხმარო?
-არა, გადამივლის. უბრალოდ ცოტა სუსტად ვარ.
-ანო, გახსოვს რაზე შევთანხმდით? -ისევ თავი გააქნია ანომ. - შენ დამპირდი, რომ როცა ცუდად იქნებოდი მეტყოდი. თუნდაც ის არ გეთქვა რატო იყავი ცუდად და მე დაგპირდი, რომ ზედმეტ კითხვებს არ დაგისვამდი. უბრალოდ შენთან ვიქნებოდი და ყველაფერს გავაკეთებდი იმისთვის რომ გეგრძნო მარტო არ ხარ.
-ხო, მახსოვს.
-ხოდა, აქ ვარ ანო, მაგრამ არის სიტუაციები, როცა სულ არაფერი თუ არ ვიცი მარტო ჩახუტებით ვერ გიშველი.
-მაგალითად, ეს სიტუაცია ხო?
-ხო. არ მინდა რამე დაგაძალო, არ მინდა რამე არასწორად გავაკეთო, არ მინდა ძალით ამოგგლიჯო პირიდან სიტყვები. მარტო ის მინდა, რომ კარგად იყო და მაქსიმალურად ვცდილობ ხელი შეგიწყო, მაგრამ ფაქტია ჩემი გვერდზე გადგომა და შენი სიჩუმე უკეთ გახდომაში არ გეხმარება. იმდენად დიდ სტრესში ხარ შენი ორგანიზმი ვეღარ უძლებს, თან მერამდენედ უკვე. მოკვდები ასე და ეგ გინდა? -ჩუმად უსმენდა ანო და ორ წამში ერთხელ ცრემლებს იწმენდდა. სულ ოდნავ გაეღიმა სანდრი რომ აეკრა გულზე და დიდი მონდომებით დაუწყო სახეზე ხელების წასმა ცრემლების შესამშრალებლად. რაც კი ძალა ჰქონდა მის ჩასახუტებლად გამოიყენა და დარცხვენილმა ახედა შუბლშეკრულ დემეტრეს.
-მე ხვალ ექიმთან წავალ გინდა?
-კი მინდა, მაგრამ მე რა მინდა ეგ არაა მნიშვნელოვანი, შენ უნდა გინდოდეს.
-წავალ. საღამოს რომ შენთან მოვიდე შეიძლება?
-ღირსი ხარ ახლა შენსავით თავი გავიქნიო. რა კითხვებია, ანო?
-ხო, მოვალ მაშინ საღამოს შენთან. ხოდა რომ მოვალ და სანდრი რომ დაიძინებს ვილაპარაკოთ. ვეცდები მოგიყვე...არა...მოგიყვები რა მოხდა, რატო ვარ ასე. დემე, ვიცი რომ უნდა გელაპარაკო, მაგრამ არ ვარ მიჩვეული. სულ ჩემით ვუმკლავდებოდი ყველაფერს და არასდროს არავისთან ლაპარაკი არ მჭირდებოდა. თან ბოლოს დაჩის ამბავზე ხმამაღლა რომ ვილაპარაკე ისტორიის მოყოლას ნახევარი სიცოცხლე გავატანე. არ მიყვარს გახსენება, არ მინდა გახსენება. -ისე ოსტატურად ააცალა ალექსანდრე გულიდან და თავისი უხეში ტორები ისე შემოხვია აზრზე ვერ მოვიდა.
-რაღაცას გეტყვი და არ გაბრაზდე, რა. -მუდარა იგრძნობოდა დემეტრეს ხმაში და დანაშაულის გრძნობა. -დაჩიზე ვიცი, ანუ ვიცი უშუალოდ რაც მოხდა. ვიცი ყველაფერი რომ გააკეთე დასახმარებლად და მაინც რომ მოკვდა. მაგ ნაწილის მოყოლა არ მოგიწევს.
-საიდან იცი?
-მაგას ხვალ მოგიყვები.
-დემეტრე, საიდან იცი?
-ირაკლის მოვაძიებინე შენზე ინფორმაცია პირველად რომ შევხვდით. -დანაშაულის გრძნობა უკვე სახეზეც ეწერა. არაადმიანური შიში იგრძნო რომ ანო მიატოვებდა. -ამაზე მაინც მითხარი რამე, მიბრაზდები?
-არ წავალ მე, დემე, ნუ გეშინია. - ანოს ძალიან ნაწყენი, ჩამწყდარი ხმით ნათქვამი სიტყვები და ყელში დატოვილი კოცნა იმაზე მეტს ნიშნავდა დემეტრესთვის, ვიდრე ანო ოდესმე გაიგებდა.


________
ვიცი ძალიან, ძალიან დიდი ხანია არ გამოვჩენილვარ. ისიც ვიცი, რომ შუა გზაში მივატოვე ისტორია, რაც ძალიან არასწორია. იმაშიც კი არ ვარ დარწმუნებული, რომ ვინმეს ახსოვს ეს ისტორია. ???? მე თვითონ არ მიყვარს, როცა ისტორიის გაგრძელებას უშედეგოდ ველოდები. ისიც არასწორი მგონია ახლა მთელი რიგი მიზეზები ჩამოგითვალოთ რატო არ ვწერდი, უკვე მეასედ გამომივა თავის მართლება. ამიტომ უბრალოდ ბოდიში დაგვიანებისთვის. დიდი არაფერი არაა, უფრო სწორად საერთოდ არაფერი არაა იმის გათვალისწინებით როგორც დავიგვიანე, მაგრამ ვცდილობ გამოვასწორო ჩემი შეცდომა. შემდეგ - ბოლო თავს ამ დღეებში დავდებ გპირდებით.

დიდიიი სიყვარულით და პატივისცემით,
ნიტა. ????



№1  offline წევრი LI_BE

არ მჯერააა!!!!!!


heart_eyes heart_eyes blush blush

წავიკითხე და დავბრუნდი blush

მოკლედ, ნიტანიტა, თითქმის ერთი წელია გელოდები, თითქმის ერთი წელია, ძალიან ხშირად შემოვდივარ და ვამოწმებ, ბოლოს როდის იყავი საიტზე.

ძალიან, ძალიან დიდი ინტერესით ველოდებოდი გაგრძელებას, მაინტერესებდა დაჩის ამბები, მაინტერესებდა ნონას რა სჭირდა, მაინტერესებდა დემე რას მოიმოქმედებდა ანოსთვის, ძალიან მენატრებოდა ბუთქო heart_eyes heart_eyes

სხვა არ ვიცი, მაგრამ, მე რომ გელოდებოდი, ეს ვიცი და... მოკლედ, ძალიან გამახარე relaxed relaxed

 


№2 სტუმარი სტუმარი მანანა

ძალიან კარგია, გამიხარდა, რომ დავინახე , წარმატებები .

 


№3 სტუმარი ემი

ნიტა, როგორ გამიხარდი.

დაგვიანების მიზეზს არ ვკითხულობ და არც მაინტერესებს. მთავარია გამოჩნდი.

გთხოვ, არასოდეს შეწყვიტო წერა!!!!!

 


№4 სტუმარი სტუმარი nancho

როგორ გამიხარდაააა
მახსოვს და ,აი მოლოდინიც გამართლდა,წარმატებები დამთავრებაში ისტორიის,ძალიან კარგია,

არაფრის ახსნა არაა საჭირო.მთავარია დაბრუნდი.

 


№5  offline აქტიური მკითხველი grafo

გამორჩეულად თბილი ნიტანიტა :*.
როცა ისტორიის წერას იწყებ და მერე ქრები, მაგ დროს მხოლოდ შენზე ვნერვიულობ, რადგან...
და ყოველი დაგვიანებული გამოჩენით, მგონია რომ ისევ ყველაფერი რიგზე გაქვს.
ამიტომ, ისტორიის გაგრძელებას უფრო ველოდები თუ შენს გამოჩენას ვეღარ გამიგია :)).

 


№6  offline წევრი LI_BE

მგონი სათაურის არსს ჩავწვდი smile (მგონი! ეჭვი მაქვს და არ მინდა შევცდე!)

პ.ს. გელოდებით heart_eyes heart_eyes

 


№7 სტუმარი ევვ

აუ სად ხარ? გელოდები იცი? ან ყველაზე კარგი რო ხარ ის თუ იცი? და შენი ყველაფერი რო გადავღეჭე? მალე დაბრუნდი რა ან ის მაინც გვითხარი რომ კარგად ხარ <3

 


№8  offline წევრი OKI ME

მე მაინც იმედს არ ვკარგავ და ველოდები რომ გააგრძელებ ამ ისტორიას :P

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent