შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სხვისი შვილები (VIII)


6-03-2019, 02:19
ავტორი nitanita
ნანახია 2 025

დემეტრეს მკერდზე ედო თავი და მთელი არსებით ცდილობდა არ დაძინებოდა. ოჯახში არსებული სიტუაცია არაფრით არ იცვლებოდა. ნონა ისევ გაბრაზებული უყურებდა ყოველ დილით, თითქოს საკუთარი შვილის რცხვენოდა, კახა კი, კახა ისევ ჩუმად იყო. ერთი ადამიანიც არ ეგულებოდა, ვისთანაც თავის გრძნობებზე ლაპარაკს შეძლებდა. დემეტრე, როგორც თავდაპირველად, არც ახლა განიხილებოდა იმ ადამიანთა სიაში, ვისთვისაც შეიძლებოდა გული გადაეშალა. ეგონა სულ ცოტა ხანიც რომ გაეგრძელებინა ასე ვეღარ გაუძლებდა. დამატებითმა სტრესმა ისევ უძილობა გამოიწვია და 2 ღამის გათენება თავისას შვრებოდა. არადა, ძილიც ისეთივე კოშმარული იყო მისთვის ახლა, როგორც უძილობა. არ უნდოდა დემეს ისევ იმ მდგომარეობაში ენახა. იცოდა, რომ ადრე თუ გვიან მოუწევდა ყველაფრის ახსნა. დეტალებში ახსნა, თორე რაღაცები იცოდა აშკარად, მაგრამ ამ დღეს ვერ აუხსნიდა... ზოგადად ეს დღეები ვერავის ვერაფერს ვერ აუხსნიდა ისე იყო დაღლილი.


*****
დემეტრე ბიჭებთან ერთად სვავდა და ყურებამდე გაღიმებული უყვებოდა ალექსანდრეს და ანოს ურთიერთობაზე. არ ახსოვდათ ბიჭებს ბოლოს ასეთი ბედნიერი ალექსანდრე როდის ნახეს. მოგვიანებით სიგარეტის მოსაწევად გასულ ირაკლისთან ლაპარაკისასღა მიხვდა, რომ ყველაფერი არც თუ ისე კარგად იყო როგორც ერთი
შეხედვით ჩანდა. მართლა ბედნიერი იყო, მაგრამ ანოს ცუდად ყოფნა, უფრო სწორედ ჩუმად ცუდად ყოფნა აგიჟებდა.
-ანო რატო არ წამოიყვანე? - ირაკლიმაც არ იცოდა ზუსტად როგორ უნდა ეკითხა დემეტრესთვის ელაპარაკა თუ არა ანოს დაჩიზე.
-გამოაცხადა მე და სანდრის საქმეები გვაქვს და ვერსად ვერ წამოვალთო.
-და დარდიანი ღიმილი რატო? კარგია ერთმანეთს რომ უგებენ, არა?
-კი, კარგია. უბრალოდ ზოგჯერ მგონია, რომ ცალკე სამყაროშია ანო ჩაკეტილი სანდრისთან ერთად. ყველაზე ბედნიერი მაგასთანაა, მაგრამ მაინც არაა კარგად.
-ელაპარაკე?
-არა, არ ვიცი რა ვუთხრა. თვითონ ხმას არ იღებს. 2 დღის წინ ვიპოვე სანდრის საწოლთან ჩაძინებული და ხელში აყვანა რომ ვცადე ისე შეეშინდა ძლივს დავამშვიდე. მაინც არ მითხრა არაფერი.
-არაა მარტივი, დემე, დაგელაპარაკება. მარტო ვერ ატარებს მაგ ამბავს მთელი ცხოვრება.
-რაც მალე მით უკეთესი თორე მგონია გაქრება მალე დარდისგან. ვგრძნობ, რომ რაღაც ხდება კიდე და არც მაგაზე მელაპარაკება.
-დემე, პარანოია არ დაიწყო რა. საკმარისზე მეტი პრობლემები აქვს, შენც ნუ გააგიჟებ.
-არა, მაგას არ ვგულისხმობ. რაღაც აწუხებს, რაღაცაზე ნერვიულობს.
-ჩემ მაგიერ თვითონ ანოსთან ლაპარაკზე თუ გიფიქრია? - ღიმილი ვერ შეიკავა ვერც ერთმა. -მოგისმენ და როგორც შევძლებ დაგეხმარები, მაგრამ მაგ გოგოს ცხოვრებაში ვერაფერს ვერ ამოვქექავ, არ შემიძლია. დაელაპარაკე, კითხე რა აწუხებს. რა იცი, იქნებ ზუსტად მაგ კითხვას ელოდება.
-არაა, იმ ერთ თხოვნასაც ვნანობ. მგონია ზედმეტად არასწორად ვაფათურე ანოს ცხოვრებაში ხელები, მეტად მიქარვა აღარ მინდა.
-სულ რომ გინდოდეს მე ვეღარ დაგეხმარები, ზედმეტად სუფთაა ანა სამაგისოდ. - სიცილით დაუქნია თითი და სიგარეტის ნამწვავები ნაგვის ურნაში ჩაყარა. -დაელაპარაკე, კითხე რა ჭირს. შენ აქ დარდობ, ის იქ და ასე ვერაფერს ვერ უშველით.
ოთახში შებრუნებული მიხვდა, რომ ანო ძალიან ეკლდა და ყველაფერს მისცემდა ახლა მისი და სანდრის თამაშის სანახავად. ბიჭებს ხმა არ ამოუღიათ ყურებამდე გაღიმებულმა რომ შეაპარა უნდა წავიდეო. ენატრებოდათ დემეტრესთან ერთად დალევა, მაგრამ მისი ბედნიერება უფრო მნიშვნელოვანი იყო ვიდრე ერთი კათხა ლუდი.

****
ალექსანდრეს უკვე ღრმად ეძინა და ანო სახლის ყველა კუთხეში მიმოფანტულ სათამაშოებს ალაგებდა. შორიდანვე შეატყო დემეტრემ როგორი დაღლილი იყო.
-გაგაწამა ხო სანდრიმ? - ანოსთვის სანდრის ასე მიგდებით გამოწვეული დანაშაულის გრძნობის დაფარვა შეუძლებელი იყო.
-არაა, პირიქით, გავერთეთ ძალიან. იცი როგორ დაბაჯბაჯებდა?! უკვე მთელი სახლი აქვს ათვისებული. - გაბრწყინებული უყვებოდა ალექსანდრეს თავგადასავლებს, მაგრამ ეს ის ღიმილი მაინც არ იყო დემეს ასე ძალიან რომ უყვარდა.
-იცი როგორი დაღლილი სახე გაქვს? ვნერვიულობ, ანო, მეშინია ცუდად არ გახდე. შენ ხო ჩემზე კარგად იცი რომ არ ხარ კარგად.
-დემე, არა, გთხოვ. კარგად ვარ! -მთელი გულით ნატრობდა რომ დემეტრეს ზედმეტი კითხვები არ დაესვა. ტყუილის თქმა არ შეეძლო და არც უნდოდა. არადა, სიმართლის თქმას უფრო ვერ შეძლებდა.
-ვიცი რომ არ ხარ კარგად, ანო! ვხედავ! თუ არ გინდა კიბატონო ნუ მომიყვები რა ხდება, მაგრამ ყოველთვის, როცა შემოგხედავ ნუ მიღიმი და მეუბნები რომ კარგად ხარ. თავს ინადგურებ მაგით.
-ასე ვარ მიჩვეული მე.- იმდენად ჰქონდა ხმა ჩამწყდარი ძლივს შეძლო დემეტრემ სიტყვების გარჩევა. მთელი ძალით ჩაიხუტა, უნდოდა ასე მაინც შეემსუბუქებინა ანოს ტკივილი.
-შეიძლება სხვებთან კი, მაგრამ გთხოვ, ჩემთან არა. მე მინდა ვიცოდე რეალურად როგორ ხარ. არ მინდა თავს მაჩვენებდე თითქოს ყველაფერი კარგადაა. რომ არ მითხრა რა გაწუხებს, არ გავბრაზდები. უბრალოდ შეგიძლია თქვა რომ ზოგჯერ კარგად არ ხარ და ყველაფერი იდეალურად არაა. - იმაზე მეტს ნიშნავდა ეს ანოსთვის, ვიდრე დემეტრე ოდესმე წარმოიდგენდა. მთელი არსებით იგრძნო ანოს პატარა ხელები როგორ შემოეჭდო მთელი ძალით კისერზე და სიამოვნების ტალღამ დაუარა მთელ სხეულში ყელზე ანოს თბილი ტუჩების შეხებაზე.
-არ ვარ კარგად, მაგრამ მალე ვიქნები. - პატარა, დაჩაგრული ბავშვივით ჩაიბურდღუნა და ეცადა კიდევ უფრო ძლიერად ჩახუტებოდა.

*****
ეზოდანვე შეამჩნია განათებული სამზარეულო. დედამისს უფრო ელოდა, ვიდრე კახას. ხელით რომ ანიშნა შემოდიო მაგან კიდევ უფრო გააკვირვა. ბოლო დროს საერთოდ აღარ ელაპარაკებოდა შვილს და არ იცოდა უნდა გახარებოდა თუ არა მამის საქციელი.
-ჩაის ხო დალევ ჩემთან ერთად? - ხმის ამოღება ვერ შეძლო და უბრალოდ თავი დაუქნია. მშვიდად გააკეთა კახამ ორი ფინჯანი ჩაი და ერთ-ერთი ანას წინ დაუდგა.
-დაჯექი, დაიღლები დიდხანს ასე დგომით.
-ანუ მელაპარაკები?
-როდის არ გელაპარაკებოდი? -ისე გაიოცა თითქოს რაღაც არარსებულზე ელაპარაკებოდა ანო.
-მაგალითად დღეს დილით?!
-არა, მა, მე ხო იცი რაჭველი ვარ და ცოტა გვიან გადავხარშე ყველაფერი, თორე სულ გელაპარაკებოდი. -მამის ეშმაკური ღიმილი ცოტა აშინებდა კიდეც.- ნუ მიყურებ ასე გაოცებული. დაჯექი, ჩაი დავლიოთ.
-კახა, რა ხდება?
-მიბრაზდები, მა, რამეზე?
-არა, რაზე უნდა გაგიბრაზდე?! უბრალოდ მიკვირს.
-რავიცი, მამა, სახელს მარტო მაშინ მეძახი, როცა რამეზე მიბრაზდები. - საწყლად აიჩეჩა მხრები და ისევ ისე ეშმაკურად შესცინა.
-რა ხდება მეტყვი?
-არაფერი არ ხდება, მა. დიდი ხანია არ გვილაპარაკია და ვიფიქრე წავეჭორავები მეთქი.
-კახა, ახლა მართლა გავბრაზდები.
-კარგი ხო, მინდა რომ დემეტრეზე მომიყვე.
-შენ მართლა ჭორაობა გდომებია.- ნერვიული სიცილი უფრო იყო, მაგრამ თავი მაინც ვერ შეიკავა.
-ხო, რა იყო, ვიფიქრე პირველი წყაროსგან გავიგებ სასიძოზე ყველაფერს-მეთქი.
-არაა სასიძო.
-დაშორდით? -მამის აღშფოთებამ და გულწრფელად შეწუხებულმა ხმამ კიდევ ერთხელ გააოცა.
-არა, მაგრამ სასიძო მაინც არაა.
-აბა ვინაა?
-უბრალოდ დემეტრე და ნუ დამცინი კახა!
-რა ვქნა , მა, ბავშვობაში ნონას საყვარელი ვაზა რომ გატეხე და ჭარხლისფერი იხდიდი ბოდიშს აი ისეთი სახე გაქვს ახლა დემეტრეს ხსენებაზე და თავს ვერ ვიკავებ. - თავისდაუნებურად იტაცა ლოყებზე ხელი, თითქოს ასე დაფარავდა აღჟღაჟებულ ლოყებს.
-მომიყევი რა დემეტრეზე. როგორი ბიჭია?
-მამა, რა ხდება მართლა? რას გგონია რომ მიაღწევ ამ ლაპარაკით?
-არაფრის მიღწევას არ ვცდილობ, ანეტო. ახალი ამბავი რომ გავიგე არც თუ ისე კარგი რეაქცია მქონდა და ვცდილობ შეცდომა გამოვისყიდო.
-ხო შეგვიძლია არც თუ ისე კარგი ვუწოდოთ მაგ რეაქციას.
-ანეტო, აქამდე თუ ვერ მიხვდი ბოდიშის მოხდას ვცდილობ და ნუ მაწვალებ რა,მა. - მამისგან ბოდიშს პირველად ისმენდა, რეალურ ბოდიშს და ცოტა შერცხვა. არ იცოდა ზუსტად რა უნდა ეთქვა ან გაეკეთებინა. ზოგადად ასეთი ჩვევა ჰქონდა მასთან როგორი შეცდომაც არ უნდა დაგეშვა გულწრფელად მოხდილ ბოდიშზე უპატიებლობა გამორიცხული იყო. ისევ კახამ დაარღვია უხერხული სიჩუმე. - კაი, ნუ დაიმორცხვე. არ მომწონს რომ არ გელაპარაკები, მა. მინდა, რომ გავიგო ვინაა დემეტრე, როგორია. დეტალებში ნუ მომიყვები, ზოგადად მითხარი რა და როგორაა.
-კარგია დემეტრე, ძალიან კარგია. შვილი ყავს ალექსანდრე. დედას არ უნდოდა ბავშვი, დემეტრეს დაუტოვა და მარტო ზრდის. მეგობრები ეხმარებიან და ახლა მეც. არც თუ ისე კარგი ძიძა ყავდა, ამიტომ აღარ ენდობა არავის და როცა თავისუფალი დრო მაქვს მე მივდივარ და ვიტოვებ. მა, არ მიყენებს დემეტრე.
-ცუდად არ გეუბნები, მაგრამ თუ ასეთი კარგი ბიჭია, იმ ქალმა რატო დატოვა?
-იმ ქალისთვის სასურველი ფინანსური მდგომარეობა არ ჰქონდა.
-და მაგის გამო დატოვა?
-კი, მამა! აბორტის გაკეთება უნდოდა, მაგრამ დემეტრემ არ მისცა უფლება. ფაქტობრივად საკუთარი შვილი იყიდა. მთელი ორსულობა ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობაში გაატარა დემეტრეს ხარჯზე, გააჩინა ბავშვი და წავიდა.
-საწყალი ბავშვი, მამი, მაგან რა დაუშავა ესე მიგდება როგორ შეიძლება?!- აღშფოთება ვერ დამალა კახამ. მაინც ეჭვი ეპარებოდა ისტორიის ავთენტურობაში, მაგრამ თითქოს გული მაინც კარგს უგრძნობდა. ანეტოს ცუდი ბიჭი არ შეუყვარდებოდაო თავს იმხნევებდა.
-არაფერი არ დააშვა. ყველაზე კარგი ბავშვია ვინც კი ოდესმე მინახავს, მართლა! - მამის ღიმილიანმა სახემ ოდნავ დაამშვიდა.
-რაღაცას გკითხავ და არ გაბრაზდე კაი? - თანხმობის ნიშნად ანომ თავი დაუქნია. - ბავშვთან რომ ხარ სულ, უნივერსიტეტში ხელი არ გეშლება?
-არა. ისევ ისე ვსწავლობ, სხვათაშორის ახლა ვხურავ სემესტრს თან საკმაოდ წარმატებულად. მე თავისუფალ დროს ვეძახი იმ დროს, როცა სასწავლი არაფერი არმაქვს.
-ყოჩაღ, მიხარია. მთავარია სწავლას არ მოაკლო ყურადღება და ჩემი ეჭვების და დედაშენის ბუზღუნის მიუხედავად, გენდობი. მჯერა რომ არასწორ გადაწყვეტილებას არ მიიღებ. - როგორც ბავშვობაში იცოდა ხოლმე ისე აკოცა შუბლზე და სამზარეულო დატოვა მანამ ანო ხმის ამოღებას შეძლებდა.
ეგონა ერთ ამოსუნთქვას ამოაყოლა მთელი დარდი. კახას გვერდში დგომა და გაგება ბევრს ნიშნავდა. რამდენიმე დღის განმავლობაში პირველად შეძლო მშვიდად დაძინება.

*****
ახალი მისული იყო დემეტრე სამსახურში უფროსმა თავისთან რომ დაიბარა. მოკლედ აუხსნა სიტუაცია და ბათუმის ფილიალში წასვლა სთხოვა ერთი კვირით ახალ ინვესტორებთან შესახვედრად. თავიდან ეგონა არჩევანის საშუალება ჰქონდა, მაგრამ მალევე დარწმუნდა რომ პასუხი ყველა ვარიანტში თანხმობა უნდა ყოფილიყო. უფროსმა პერიოდულად სამსახურში დაგვიანებების და დროზე ადრე ოფისის დატოვების გამოსწორების შანსი იქნება შენთვისო. ადრე ქალაქის დატოვება პრობლემა არ იყო, მაგრამ ახლა ალექსანდრე ყავდა და წარმოდგენა არ ჰქონდა რა უნდა ექნა.
ანოს არ ეცალა, გამოცდისთვის მეცადინეობდა ამიტომ კაცების საღამო მოაწყვეს დემეტრესთან. შუაში ალექსანდრე ეჯდათ, აქეთ-იქით ბიჭები ჩამწკრივებულიყვნენ და მთელი ეშხით უყურებდნენ ფეხბურთს. შესვენების დროს მილიონი ბოდიში მოუხადა დემეტრემ ირაკლის. სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრა მას სთხოვა ალექსანდრეს დატოვება.
-კიდე ერთხელ ბოდიშს თუ მომიხდი აღარ დავიტოვებ იცოდე. - მართლა ბრაზობდა ძმაკაზე ირაკლი. - მეც, თათაც და ნიკოლაც ვგიჟდებით ალექსანდრეზე. ერთი კვირა კი არა ერთი წელი დავიტოვებთ თუ გინდა.
-ერთი წელი მე ვერ გავძლებ სანდრის გარეშე და მოდი ერთ კვირას დავჯერდები.
-ანომ იცის?
-არა, დღეს ნორმალურად ვერ ველაპარაკე. გამოცდა აქვს ხვალ და არ მინდოდა შეწუხება. ხვალ ვნახავ და ვეტყვი.
-დაუმშვიდობებლად არ წახვიდე ისევ გული არ გაუხეთქო. -ისევ თითის ქნევით გააფრთხილა მეგობარი.
-იცოდე ვეჭვიანობ უკვე და მგონია რომ ჩემი კი არა ანოს მეგობარი ხარ.
-კიი ანო გჯობია, დემე.
-ანამო! - გაბრწყინებული თვალებით ამოთქვა მამის ფეხებთან მიბაჯბაჯებულმა სანდრიმ და ხელები გაუწოდა ამიყვანეო.
-ხო, ბურთო, ანამო.
-როგორ გავხარ მამას სანდრი. ესეც შენსავით ბუნჩულა იყო ბავშვობაში. -ამ წინადადების გაგების შემდეგ ბიჭებს სიცილი არ შეუწყვეტიათ. ერთმანეთის შავბნელ წარსულს იხსენებდნენ და თან დრამატულად აფორმებდნენ ისტორიებს. მხოლოდ ალექსანდრეს დაძინების შემდეგღა მოახერხეს ჩაწყნარება.
მეორე დღეს ანოსთან დამშვიდება გაუჭირდა და მისმა მზრუნველობამ და გამგებმა ხასიათმა უკვე ვეღარც მოთვლიდა იმდენჯერ გააკვირვა. როგორც კი ახალი ამბავი გაიგო დაამშვიდა დემეტრე, სანდრიზე არ ინერვიულოვო. ირაკლისთან და თათიასთან კი რჩება, მაგრამ თუ რამე დასჭირდება მეც აქ ვარ და მაშინვე იქ გავჩნდები, სადაც მეტყვიანო.
ათბობდა ანო და მისი მზრუნველობა.

****
ღამე 3 საათზე აწკიალებულმა ტელეფონმა ცოტა შეეშინდა. ეგონა გამოცდაზე აგვიანდებოდა და მაღვიძარის ხმა იყო. გვიან მიხვდა რომ რეალურად ირაკლი ურეკავდა. მრავალი ბოდიშის მერეღა უთხრა ალექსანდრეს გამო გირეკავო. გაუჩერებლად ტიროდა და ვერაფრით ვერ ამშვიდებდნენ ირაკლი და თათია. ეზოში უცდიდა ირაკლი ალექსანდრესთან ერთად. ანოს სუნი რომ იგრძნო ნელ-ნელა უკლო ტირილს. დიდი ხნით მამასთან განშორება გაუჭირდა ბუთქოს. ძალიან ერიდებოდა ირაკლის, მაგრამ ანომ დაარწმუნა ჩემთან დავიტოვებ, ხვალ მაინც ბრუნდება დემეტრეო. სახლში ჩუმად შეაპარა ალექსანდრე და თავისი საწოლი უყოყმანოდ დაუთმო. წამითაც კი ვეღარ მოხუჭა თვალი. ხან იმის ეშინოდა ისევ არ გაეღვიძოსო, ხან საწოლიდან არ გადმოვარდესო და მთელი ღამე სადარაჯოზე იდგა.
დილით ანოს თმასთან თამაშში გართულმა სანდრიმაც კი იგრძნო ოთახში უცებ ჩამოწოლილი დაძაბულობა. გაღებულ კარში ნონა იდგა ცოტა გაოცებული და ცოტაც გაბრაზებული. ანოს ღიმილი სახეზე შეახმა და მანამ რამის თქმას შეძლებდა კარის გაჯახუნების ხმა გაიგო. ერთი წუთიც არ იყო გასული კარზე მსუბუქი კაკუნის შემდეგ კახამ რომ შემოყო ოთახაში თავი.
-შეიძლება?
-თუ არ იჩხუბებ შემოდი.
-რაზე უნდა გეჩხუბო, მა?
-არვიცი, დედა რაზეც გაბრაზდა.
-არ გეჩხუბები. -ანოს მკერდზე მიხუტებული ალექსანდრე ჩუმად აპარებდა თვალს კახასკენ და პერიოდულად ეშმაკურად უღიმოდა. -ალექსანდრე, ხო?
-ხოო, ეს არის სანდრი.- ღიმილით აუჩეჩა ანომ პატარა ქოჩორი. ნელ-ნელა წამოიწია ალექსანდრე და კახას კისერზე ჩამოკიდული ჯვრისკენ გაიწია.
-მგონი მოვეწონე- აღფრთოვანებულმა გამოაცხადა და უფრო ახლოს დაიხარა სანდრისკენ, ჯვართან მიწვდომა რომ გამარტივებოდა.
-მა, პატარა ბავშვივით გიხარია. - სიცილი ვერ შეიკავა ანამ.
-არც თუ ისე დიდი ვარ, მა. - თავმომწონედ გახედა შვილს და ისევ ალექსანდრეს მიუბრუნდა. - მა, აქ საიდან გაჩნდა ეს ბავშვი? ღამე რომ გელაპარაკე მარტო იყავი ოთახში. ახლა არ მითხრა სადმე ვმალავდიო.
-ღამე გაუჩერებლად ტიროდა და დემეტრეს მეგობრებმა დასახმარებლად დამირკეს. მერე ჩემ ხელში ჩაეძინა და შემეცოდა ისევ უკან გასაბრუნებლად ამიტომ აქ ამოვიყვანე.
-მამა მოენატრა?
-არვიცი, არუთქვამს, მაგრამ მგონი კი.
-ნუ შემაჩვიე შენ ენა. - ვერც ერთი იკავებდა სიცილს. - დედაშენსაც მალე მოულბება გული აი ნახე. -დამაიმედებლად გადაუსვა თავზე ხელი და სასწრაფოდ დატოვა ოთახი სამსახურში მაგვიანდებაო.
სანდრის გვიან გაღვიძებამ ხელი შეუწყო. მანამ ჭამა გაახსენდებოდა დემეტრემ დაურეკა ჩამოვედი და 15 წუთში შენ სახლთან ვიქნებიო.
დემეტრეს და ალექსანდრეს შეხვედრა იყო საოცარი. ალექსანდრე გაუჩერებლად ბურდღუნებდა "მამას" და დემეტრე გაუჩერებლად უკოცნიდა ბუთქუნა ლოყებს. ანოს ეგონა გული საგულედან ამოუვარდებოდა დემეტრეს ხელები რომ იგრძნო წელზე. აჩქარებულ გულისცემას მთელ სხეულზე დავლილი ბუსუსები დაემატა.
დემეტრეს ჩუმად ნათქვამი მადლობა და ანოს მომენატრე ყველა ემოციას იტევდა.



___________

მოკლედ, დავბრუნდი.
ვიცი ძალიან დიდ ხანს არ ვჩანდი და გულწრფელად ვიხდი ბოდიშს. ზოგიერთმა მომხმარებელმა იცის ჩემი ამბები. მაქვს პერიოდები, როდესაც საერთოდ ვერ ვწერ და მაქვს პერიოდები, როდესაც ვწერ, მაგრამ უშედეგოდ. ეს თავი ალბათ ოთხჯერ მაინც დავწერე და წავშალე. ახლა პირდაპირ ვტვირთავ წაუკითხავად და შეცდომების შეუსწორებლად. არ მინდა ისევ წავშალო და კიდევ უფრო დიდბხანს გალოდინოთ. მე ჩემ თავთან ვმუშაობ ამ "პრობლემის" მოსაგვარებლად და ძალიან ვეცდები რომ შემდეგი თავიც მალევე დავდო.
კიდევ ერთხელ ბოდიში დაგვიანებისთვის და ასევე შეცეომებისთვის.



№1  offline წევრი LI_BE

ესე იგი, არც მელანდება და არც მეჩვენება?! ნამდვილად შენ ხარ?????

როგორ მენატრებოდა ბუთქო blush blush

 


№2  offline აქტიური მკითხველი grafo

ამ სუსხიან გარიჟრაჟზე მომენტალურად რა გამათბობდა თუ არა შენი ისტორია :D :D.
ზოგადად, ხომ არის ავტორი როცა დაგვაინებით დებს ახალ თავს წინა თავის გადაკითხვაა საჭირო, რომ რაღაცეები გაიხსენო. აი, შენი ისტორიები კიდევ სულ შუიდან რომ დაიწყო კითხვა, ან ერთი აბზაცი წაიკითხო იმდენად უბრალო და თბილია, გამახსოვრდება და სიუჟეტის განვითარების მოლოდინი არ მაქვს ხოლმე, მთავარია ემოცია ხომ დამიტოვა.
მიიხარია რომ გამოჩნდი და...კიდევ გმადლობ :*.

 


№3 სტუმარი სტუმარი nancho

სულ გელოდით,რა კარგია რომ დაბრუნდით,

 


№4  offline წევრი kora

გამიხარდი, მჯეროდა ასე დაუსრულებულს არ დატოვებდი. თან იმდენად გამორჩეული ხელწერა გაქვს, რომ ამხელა პაუზის მერე წინა თავის გადაკითხვა აზრადაც არ გამივლია, ისე წავიკითხე თითქოს წინაც გუშინ მქონოდა წაკითხული ❤️
--------------------
kira.G

 


№5 სტუმარი სტუმარი ლია

კარგად წერ.მომწონს შენი მოთხრობები. მიხარია რომ დაბრუნდი.
აღარ დააგვიანო.ველოდები ახალ თავს❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent