შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვალენტინა -1- (+18)


16-02-2020, 21:01
ავტორი Moonlight17
ნანახია 7 732

ახლადშეღებილ კედლებს შორის ტელეფონი გამაბრუებლად რეკავს. საწერ კალამს წვერით მაგიდაზე ნერვიულად ვაკაკუნებ და ხელშიდაჭერილ ფურცელზე ასოების ამოკითხვას უკვე მეხუთედ ვცდილობ. ნერვებმა მიმტყუნა.
- ქეროლ, უპასუხე ამ დაწყევლილ ტელეფონს!
-ახლავე მის ფორბს. - დაბნეულმა ქერამ ხელის კანკალით აიღო ყურმილი. თვალები ავატრიალე და ფურცლებს დავუბრუნდი. როგორც იქნა გავიაზრე რაც ეწერა ამ დაწყევლილ სამ ფურცელზე და სათითაოდ კუთხეში ხელი მოვაწერე.
- ქეროლ ესენი გადაგზავნე.
თავაუწევლად ვუთხარი თანაშემწეს, რომელიც კვლავ ტელეფონზე საუბრობდა. ვგრძნობდი დაბნეულ თვალებს როგორ მანათებდა, მაგრამ არაფრის დიდებით არ ვაპირებდი თავის აწევას. თვითონ მოინდომა აქ მუშაობა, იცოდა თავს სადაც ჰყოფდა, ახლა კი უკან დახევას თუ მოინდომებდა, ისედაც იცოდა რომ ჩემი ოფისის ლურჯად გადაღებილი კარი მშვენივრად იხსნებოდა.
- მისტერ ბლეიკმა თქვენი ხვალინდელი შეხვედრა გააუქმა. - ხმა უკანკალებდა. სწორიც იყო. ბრაზი მომებჯინა კისერში. კბილები ერთმანეთს მყარად დავაჭირე და გაფითრებულ სახეზე დავაკვირდი. მუხლები ერთმანეთთან შეეტყუპებინა და სადაც იყო დაძაბულობისგან ყველა მყესი ერთიანად დაუსკდებოდა.
- კარგი, დაწვრილებით მითხარი რა გითხრა მაგ ნა#იჭვარმა. - ხელი ავიქნიე. თავისუფალი თითებით თვალები უხეშად მოვისრისე და ფანჯრიდან გავიხედე. როგორი მშვიდი ჩანდა გარედან მთელი ქალაქი...წყეულიმც იყოს ყველაფერი!
- მივლინებაში მიდის, ასე მითხრა რომ ჩამოვა თავად შეგეხმიანებათ.
- სად მიბრძანდება, ეგეც ხომ არ უთქვამს?
თავი სწრაფად გააქნია უარის ნიშნად და თვალები დაახამხამა. ახლა დავაკვირდი მის ნაკვთებს და აბრეშუმივით ნაზ კანს, რომელზეც წვეთი მაკიაჟი არ იყო. ალბათ რამდენიმე წლით უმცროსი თუ იქნებოდა ჩემზე მხოლოდ.
- და ჩემი საქმე? გადაიხდის თავის წილს ?
- რაც შეეხება მაგას... - მსუბუქად ჩაახველა და ისე ჩამოჯდა, თითქოს თვალებით ნებართვას მთხოვდა. - დილის ათ საათზე სურს რომ ელ-ფოსტა შეამოწმოთ.
- აქეთ მოთხოვნები აქვს, არა?!
მსუბუქად ჩავიცინე და გონებაში სამი სხვადასხვა ვარიანტი დავსახე, როგორ ვუჭერდი ნავარჯიშებ კისერზე ჩემს თლილ თითებს. როდესაც ჩემს წარმოსახვაში თვალები დაუწითლდა და პირიდან დორბლების ყრა დაიწყო, მაშინღა ჩამოვფრინდი მიწაზე.
- ყოველთვის, როდესაც გადახდას მოვთხოვ მივლინებას იღებს. შენი აზრით ნორმალურია ეს ქეროლ?
- არა მის ფორბს, რათქმაუნდა.
- კარგი გეყოფა. - ორივე ხელი ავუქნიე და სპეციალურად ჩემთვის დამონტაჟებული მაგიდის ქვედა მაცივრიდან ორი ბოთლი გამაგრილებელი გაზიანი სასმელი ამოვიღე. ჭიქებში ნელა ჩამოვასხი. ქეროლი ყველაფერს ზედმიწევნით ადევნებდა თვალს. ვხვდებოდი, რომ ზედმეტად მყავდა დაშინებული ეს გოგო ჩემი ხასიათის გამო. - თითქმის ტოლები ვართ. ვალენტინა დამიძახე.
- კარგი, ვალენტინა. - უხერხულად გაიღიმა და რამდენიმე ყლუპი მოსვა. - კიდევ რაიმეს ხომ არ ინებებთ?
- კომპანიონობას ამღამ, რათქმაუნდა თუ წინააღმდეგი არ ხარ.
- მაპატიეთ, ვერ მიგიხვდით. - საშინლად დაიბნა. ცალი ხელი კეფასთან ძალიან ნელა შეიცურა და მოიზილა.
- სამუშაო საათები ნახევარ საათში გისრულდება. - მეტი დამაჯერებლობისთვის კედელზე დაკიდებულ, მეტალის ისრებიან წიკწიკას შევხედე. - ამღამ განტვირთვას ვაპირებ, სადმე. მარტო წასვლა ნამდვილად არ მინდა. თუ წინააღმდეგი ხარ, არაუშავს. ამის გამო მაინც არავინ გადაგიხდის.
რათქმაუნდა მივხვდი, რომ ბოლო სიტყვები ზედმეტი იყო, მაგრამ არ მინანია. დამრგვალებული თვალებით რამდენიმე წუთი მომჩერებოდა. შემდეგ თავისი ჭიქა დააცარიელა და გამიღიმა.
- წამოვალ. უბრალოდ... - საკუთარ თავს შეხედა. მუხლებამდე შავი ქვედაბოლო და თხელი, ნაქსოვი ზედა ეცვა.
- ჩემთან გავიაროთ. დარწმუნებული ვარ, რაიმე მოიძებნება ჩემს გარდერობში.
- მის ფორბს, ვფიქრობ არ შემიძლია.
- ხომ გითხარი ვალენტინა დამიძახეთქო. ხანდახან შეიძლება ნამდვილი გველეშაპი ვარ, მაგრამ არც ასეთი ცუდი ვარ.
- მაგაში გეთანხმებით.
- იმედი მაქვს, ბოლო ოთხ სიტყვაზე დამეთანხმე. წინააღმდეგ შემთვევაში ახალი თანაშემწის აყვანა მომიწევს.
ფართოდ გავუღიმე ქეროლს. დაბნეული, ხმაჩავარდნილი წამოდგა და შუშას გასცდა.
არასდროს მიყვარდა ოფიციალურად ფეშენებელური კაბინეტები. ამიტომაც, საკუთარი ოფისი შუშებით მქონდა გადატიხრული. ფაქტიურად, საპირფარეშოსა და პატარა სამზარეულოს გარდა, ოთახი არ არსებობდა. ასისტენტი, ყოველთვის ვალდებული იყო, იქამდე დარჩენილიყო ოფისსში, სანამ მე არ გავადგამდი ფეხს, მაგრამ არც ისე გვიან ვტოვებდი ჩემს პოსტს.
მარტო დარჩენილმა, როგორცვე დავრწმუნდი რომ ქეროლი ჩემს მიერ მიცემულ საბუთებს გზავნიდა, ორივე ხელი ლოყებზე მოვისვი და საბოლოოდ თითები აბურდულ თმებში შევიცურე.
"ჯანდაბასაც წაუღიხარ ბლეიკ! მაინც მივიღებ ჩემს წილს!"

***

დაბნეული ქერა ძლივს დავითანხმე, რომ ჩემს ოროთახიან ბინაში შემოსულიყო. მისაღებიდან ფეხს არ ადგამდა და თითქოს საკუთარ თავს სუნთქვის უფლებასაც უკრძალავდა.
- ნუ ხარ დაძაბული, ეს ჩაიცვი. ვფიქრობ მოგერგება. რას იტყვი?
- შესანიშნავია, მაგრამ...
- არავითარი მაგრამ. საპირფარეშო მარჯვნივაა. - ყურებამდე გავუღიმე. მაჯაში ხელი ჩავჭიდე და ბორდოსფერი მომდგარი კაბა მივაჩეჩე. სიხარულისგან თვალებში ცრემლები ჩასდგომოდა. საკუთარი ახალგაზრდობა გამახსენდა, როდესაც ახალი კაბის ყიდვისგან აჟიტირებულს, აღარ ვიცოდი სიხარული როგორ გამომეხატა ხოლმე. ალბათ ვაჩუქებდი კიდეც. ოღონდ ამას ყველაფერი რომ ჩაივლიდა, მაშინ ვეტყოდი, თორემ უეჭველი იყო, არ წამომყვებოდა.
სხეულზე მჭიდროდ მომდგარი თეთრი პერანგი როგორც იქნა გავიხადე. წითელ ქვედაბოლოს შავი ნახევრად გამჭირვალე ბლუზი შევუხამე და მაღალქუსლიანზე შევდექი. მიყვარდა ასეთი საკუთარი თავი. სარკეში ჩახედვისას თვითშეფასებას მმატებდა.
ამასობაში, ქერა პრინცესაც მოწესრიგდა. როგორც ვვარაუდობდი, მშვენივრად ერგებოდა ეს კაბა. მე კი თითქმის არც ვხმარობდი. ორჯერ მეცვა, ისიც ბლეიკთან პაემნებზე სიარულისას, ამიტომაც ნამდვილად აღარ მჭირდებოდა.
კლუბის შესასვლელი ხალხით იყო გატენილი. დაცვა ყველას საბუთებს უმოწმებდა. ქეროლს ხელი მაგრადჩავჭიდე და ბრბოში სწრაფად გავიკვლიე გზა. უამრავი სალანძრავი სიტყვა წამოგვაძახეს, რაზეც ქეროლი სულ ბოდიშებს იხდიდა.
- ლუკ, მეგობართან ერთად ვარ. - გავუღიმე დაცვის კაცს, რომელიც კარგად მიცნობდა. იმიტომ არა, რომ აქაურობის ხშირი სტუმარი ვიყავი, ზოგადად კლუბებში და ბარებში ძალიან იშვიათად დავდივარ. მაშინ, როდესაც ვატყობ საკუთარი თავი მწყობილებიდან როგორ გამოდის და განტვირთვა მესაჭიროება ხოლმე. ლუკი მამაჩემის ნდობით აღჭურვილი პირია და ფაქტიურად სკოლაში სიარულის პერიოდში, ჩემი პირადი დაცვა იყო.
- აქ ხშირად დადიხართ? - დარცხვენილმა იკითხა ქეროლმა და სხვადასხვა ფერის შუქებით განათებულ დარბაზს თვალი მოავლო.
- ეგ ასაკი გამოვიარე ქეროლ. აქაურობა საკუთარი თავის შესახებ მავიწყებს. - მხრები დაღვრემილმა ავიჩეჩე. კომპანიონი მესაჭიროებოდა, მაგრამ არა იმიტომ რომ საკუთარი თავი დამესევდიანებინა. - რას დალევ?
- რასაც თქვენ. - ლოყებშეფარკლულმა მიპასუხა და თვალი ჩემს უკან მდგარ ახმახ ბიჭს შეავლო. ეს არ გამომპარვია. ფრთხილად გამოვეცალე და მეორე მხრიდან დავუდექი, რომ უფრო ახლოს მიწეულიყო ჩემი ქერა თანაშემწე ახმახთან.
- ჩემი არ მოგერიდოს, აქ ზოგადად არაფრის უნდა მოგერიდოს.
- სიმართლე გითხრათ, ვერ ვხვდები აქ რატომ ვარ და... არც ვერც იმას ვიგებ, რაზე მესაუბრებით.
- ეგ არაფერი, ბლეიკის ამბებმა ზედმეტად გამაჭედინა. დალევა მჭირდება. მე კიდევ, სახლში ალკოჰოლს არ ვიჩერებ. ჩვენში დარჩეს და ცოტა უნებისყოფო უფროსი გყავს, შეიძლება ალკოჰოლიკიც გავხდე. - გადავიხარხარე, თუმცა ის შეშინებული აცეცებდა კვლავ თვალებს. - ღმერთო, მართლა გველეშაპს გვავარ ქეროლ?!
- არა, რას ამბობთ!
- რამდენი წლის ხარ?
- 25-ის მის ფორბს. - თვალები დავუბრიალე. მანაც მოწრუპული სასმელი ჭიქაში ჩააბრუნა და ენა პირში დაიტრიალა. - მაპატიეთ, ვალენტინა.
- ასე უკეთესია. შენზე 4 წლით უფროსი ვარ ქეროლ, მაგრამ ნერვები მწყობრში მაქვს, ასე თუ ისე.
- შეიძლება რაღაც გკითხოთ?
- მკითხე. - თავი ღიმილით დავუქნიე შეშინებულ გოგონას. იქნებ, ასე მაინც მოხსნოდა ის შიშები, რაც თვალებში გაუჩერებლივ დაურბოდა.
- ასე ძალიან რატომ ვერ იტანთ ბლეიკს?
- რა მოხდა, შებმა ხომ არ გადაწყვიტე? - ხასიათზე მოსულმა, მეორე ჭიქას დავტაცე ხელი და პირი დავისველე - სიმპატიური ნაბი#ვარია, ამას ნამდვილად ვერ დავუკარგავთ. მაგრამ...სანამ საკუთარ ოფისს გავხსნიდი, მე და ბლეიკი ერთად ვმუშაობდით საქმეზე. კერძოდ მკვლელობაზე. გამოძიებას მე ვედექი სათავეში, მიუხედავად იმისა, რომ ადვოკატობა უკეთესად გამომდის. ასე გავიცანი ბლეიკი. შემდეგ დავახლოვდით, ხომ იცი, როგორც ხდება ხოლმე. საქმე რომ გავხსენით, რამდენიმე ჭიქა ამის აღსანიშნავად დავლიეთ და ასე აღმოჩნდა ჩემი პარტნიორი. სამწუხაროდ, მხოლოდ საწოლში გამოდგა კარგი. თუმცა, არც ისე კარგი. - მხრები ავიჩეჩე და მეორე ჭიქა დავაბოლოვე. ქეროლი ყბამოქცეული მიყურებდა. ალბათ ჯერ კიდევ იაზრებდა ჩემს ნათქვამს და უნდოდა ეკითხა რატომ დაშორდითო. პასუხის გაცემას, რა თქმა უნდა არ ვაპირებდი. ჩემი საყვარელი მუსიკა ჩაირთო. ვგიჟდებოდი აქაურობაზე. არც ერთხელ გამცრუებია იმედი და ყოველთვის მშველოდა. ვინმე იფიქრებს, ასეთი ადგილებისთვის უკვე ზედმეტად ბებერი ვარ, მაგრამ ნურას უკაცრავად. ცხოვრება მაშინ დავიწყე, რაც ბლეიკს ჩამოვშორდი. ანუ, უკვე სამი წელია.
- მორჩი ერთ ადგილზე პრანჭვას, მიდი გამოელაპარაკე იმ ახმახს.
- თქვენ შეამჩნიეთ...
- დაკვირვებული ქალი ვარ, ვერ დამიკარგავ.
დამაჯერებლად გავუღიმე. მანაც თავი ღიმილით დამიქნია და სანახევროდ შებრუნდა უცნობისკენ. შემაღლებული სკამიდან თინეიჯერივით ჩამოვხტი და მაღალქუსლიანის კაკუნით გზა დარბაზის შუაგულამდე გავიკვლიე. ხელები ჰაერში ავწიე და მუსიკის რიტმზე ჩემთვის ცეკვა თვალდახუჭულმა დავიწყე. ყოველთვის ასე ხდებოდა, მუსიკა კი მეორდებოდა და მეორდებოდა. თითქოს მხოლოდ ჩემთვის აკეთებდნენ ამას. მეც ფეხებატკიებული ვბრუნდებოდი ხოლმე სახლში და საწოლზე დამხობილი, პატარა ბავშვივით ვითიშებოდი. ეს შემთხვევა განსაკუთრებული აღმოჩნდა. ალბათ მარცხენა ფეხზე ვიყავი ამდგარი. საკუთარ სიამოვნებას უხეში ხელების წელზე მოხვევამ მომწყვიტა. უსიამოვნოდ გავახილე თვალები და ჩემს წინ ერთი თავით მაღალ კაცს თვალი გავუსწორე. განათების მიუხედავად დავინახე დიდი ლურჯი თვალები როგორ უელავდა და სანახევროდ იღიმოდა. თავი დავხარე და გავიღიმე. სახე ახლოს მივუწიე, ყურის ბიბილოსთან ტუჩებით მსუბუქად მოველამურე და ჩავჩურჩულე:
- მხოლოდ ვიცეკვოთ...
დამემორჩილა. ხელები შემომხვია და მეც საკუთარი მის კისერს შევჭიდე. თვალები კვლავ დავხუჭე. მელოდიას ავყევით. რიტმულად. სიმართლე რომ ვთქვა, არც მიშლიდა ეს სიტუაცია ხელს რომ ტკბობა გამეგრძელებინა. მანამ, სანამ გავარვარებულ ტუჩებს ჩემსაზე არ ვიგრძნობდი.
დავდნი!
ჰორმონებმოზღვავებული გოგონასავით დამეჭიმა მთელი ორგანიზმი. გაბრძოლებას შევეცადე, მაგრამ საკუთარმა ჰორმონებმა აშკარად მაჯობეს და წამებში მოიცვა ჩემი სხეული მწველმა ვნებამ. კოცნა უფრო და უფრო გავაღრმავეთ და ახლა ვხვდებოდი, ჩვენ კი არა, ჩვენი ენები ცეკვავდნენ ერთმანეთის პირში. მეტ-ნაკლებად უსიამოვნო გრძნობა იყო, რადგან კაცთან საქმიანი ურთიერთობის გარდა ბლეიკის შემდეგ კავშირი არ მქონია. ალბათ დრო იყო და სიტუაციაც შესაფერისი, რომ საკუთარი დაძაბული სხეული ერთხელ მაინც მომესროლა ვნებებით სავსე მორევში და ერთჯერადი ურთიერთობა ცხოვრებაში ერთხელ მაინც გამომეცადა.
წარმოდგენა არ მაქვს, როგორ გავცდით მუსიკის ჰანგებს. გონზე რომ მოვედი, გამთენიის გრილი ნიავი სხეულზე მეფერებოდა. თვალები ოდნავ შევხსენი და კვლავ უცნობი ლურჯი თვალები რომ დავინახე გამეღიმა.
- მე ვთქვი, მხოლოდ ვიცეკვოთთქო.
- არაუშავს, მეც ბევრ რამეს ვამბობ ხოლმე.
ბოხი ხმით ამოიდუდუნა და შუბლით მომეყრდნო. მის გამოსუნთქულ ცხელ ჰაერს ტუჩებზე ვგრძნობდი, რაც ერთიანად მათთრთოლებდა და გონებას მირევდა. თვალები კვლავ მიმენაბა. უცნობი კი ჩემი კისრის დაგემოვნებით ზედმეტად იყო დაკავებული. მის მკვრივ სხეულს მთელი ძალით ჩავბღაუჭებოდი, იმის იმედად, რომ სიამოვნებისგან მალე ფეხები არ მომეკვეთებოდა.
- წავიდეთ...
- ჩემთან ავიდეთ. აქვე ვარ... - ძლივს ამოვილაპარაკე. სანამ სახლის კარამდე მივიდოდი, საკუთარ თავს იმის გამო ვტუქსავდი, რომ ქეროლი მარტო დავტოვე, სრულიად უცხო ხალხით სავსე გარემოში. მაგრამ მეორეს მხრივ, საკუთარი ვნებამორეული ორგანიზმისთვის წინააღმდეგობის გაწევა ნამდვილად არ შემეძლო.
კარები პირდაპირი მნიშვნელობით შევგლიჯეთ. სწრაფად მიხურა და მასზე ამაკრო. ყველგან ასწრებდა ხელების ფათურს და მეც კვლავ მის სხეულს მიწებებული ვუკოცნიდი მთელს სახეს. საწოლამდე მისვლა არ გაგვჭირვებია. შუქის ანთებაზეც არ შევიწუხეთ თავები. წამებში გაქრა ზედმეტი მატერია ჩვენი სხეულებიდან.კერტები უფრო და უფრო მეჭიმებოდა და მებერებოდა. ბრჭყვიალა ფოლგის ანარეკლმა თვალი წამებში მომჭრა და უკვე ვიაზრებდი რაც ხდებოდა. დაჭიმული სხეული ქოშინით შევაგებე გამკვრივებულ ასოს და ამოვიკვნესე. ზანტად დაცურავდნენ ნაზი კოცნები ჩემი კისრიდან ლავიწებამდე და შინაგან ჰარმონიას მირღვევდნენ. ვგრძნობდი ჩემი თავაწყვეტილი ვაგინა, როგორი სიხარულით ვიბრირებდა პენ#სის კონუსზე და ჩემი იოგები კატასავით კრუტუნებდა. მთელ სახეს, სხეულს მიკოცნიდა. თითქოს მხოლოდ მისი სიამოვნება არ ყოფილიყო მთავარი. ვცდილობდი, ქვასავით გაუნძრევლად არ ვყოფილიყავი და წვლილი მეც შემეტანა, მაგრამ სველი კოცნებისგან გაბრუებულს, უბრალოდ ხელის ამოძრავებაც არ შემელო. ფაქტიურად ენის გარდა ვერაფერს ვამოძრავებდი, ისიც მის პირში. ათრთოლებულებმა, ერთდროულად მივაღწიეთ ორგაზმს და ჩვენი რიტმული ხმები ოთახის დახუთულ ჰაერს შეერწყა. თვალებ მინაბულს, გახელა არც მიფიქრია, ისე გადავბრუნდი გვერძე და გავითიშე...

***
დილის ჩვეულებას, როგორც ყოველთვის არც ახლა ვუღალატე და უშაქრო ყავით გავბოდიალდი აივანზე. საინტერესო ყოფილა ერთჯერადი ურთიერთობა, დილით სახლში არ დამხვდა. პარანოიით შეპყრობილმა ორჯერ გადავამოწმე, რაიმე ხომ არ მომპარამეთქი, მაგრამ ყველაფერი თავის ადგილზე დამხვდა. ერთდაერთი რაც ერთჯერადი ნახვისთვის დამენანა, მისი ლურჯი თვალები იყო. სიზმარშიც კი მათ ვხედავდი, ჩემს ჩაბნელებულ ოთახს როგორ ანათებდნენ და რამდენიმე საათით როგორ გადამავიწყეს ჩემი აბლაბუდებით სავსე ცხოვრება.
ტელეფონი მოვიმარჯვე, კონტაქტებში მახსოვდა რომ მეყოლებოდა და არც შევმცარვარ.
- გამარჯობა ლუკ, ვალენტინა ფორბსი ვარ.
ხმა როგორც შემეძლო გავინაზე. რაც უფრო თავაზიანი ვიქნებოდი, ჩემთვის სასარგებლო ინფორმაციას უფრო მალე მივიღებდი. ეს ყველა სფეროში ჭრიდა, გამონაკლისებს თუ არ ჩავთვლით.
- ვალ, ყველაფერი რიგზეა?
- კი, დამშვიდდი. პატარა თხოვნას ამისრულებ?
- გისმენ.
შევატყვე რომ გავაღვიძე. ბოხი ხმის ჩაწმენდა ჩახველებით სცადა. გაბადრული სახით გადავყურებდი აივნიდან იმ კლუბის შესასვლელს, საიდანაც გუშინ ლურჯთვალება გამოვიყვანე.
- გუშინდელი ვიზიტორების სიას იშოვი?
- ვიშოვი, გააჩნია რაში გჭირდება.
- ღმერთო, მაინც და მაინც მოთხოვნის ორდერით უნდა გადაგდე?!
სახლში შებრუნებულმა, ცარიელი ჭიქა ნიჟარაში ხმაურიანად ჩავდე და საათს შევხედე.ათი სრულდებოდა, რაც იმას ნიშნავდა რომ ბლეიკის შეტყობინება უნდა მომსვლოდა, შემდეგ კი ნახევარ საათში სამსახურში უნდა ვყოფილიყავი.
- უბრალო დაცვის წევრი ვარ, ვინ მომცემს მე მაგას. თუმცა გავიკითხავ.
- ჩათვალე გამოძიების ნაწილია.
- ასეა?
- არა, მაგრამ მაინც იშოვი სიას. საღამოს დამირეკე.
პასუხის გაცემა არ დავაცადე, ისე გავუთიშე. სანამ ლეპტოპი ჩაირთვებოდა, შესაფერისად შევიმოსე. თმა კოსად ავიწიე და მოკლე თმები წინ ალაგ-ალაგ ჩამოვიყარე. ქეროლის გამო, თავს ისევ დამნაშავედ ვგრძნობდი. უყოყმანოდ გადავურეკე. როგორც ყოველთვის აკანკალებული ხმით მიპასუხა.
- ქეროლ, როგორ ხარ?
- ვალენტინა, კარგად თქვენ...გუშინ ვეღარ გიპოვეთ.
- ეგ არაფერი, საქმე გამომიჩნდა და წასვლა მომიწია. თუ გინდა, გამოგივლი და ერთად მივიდეთ ოფისსში.
- უკვე აქ ვარ მის...
- რა გაეწყობა, შეხვედრამდე ქეროლ. უშაქრო ყავა დამახვედრე მაგიდაზე, თხოვნა იქნება.
აბა ვნახოთ ბლეიკ, რა ჩაიფიქრე. საკუთარ კისერს ცალი ხელით ვაწვალებდი. მეორე კი მაუსზე მედო და გამოგზავნილ შეტყობინებებში ბლეიკისას ვეძებდი. ვიპოვე. როგორი ზუსტი იყო, არც მეტი არც ნაკლები ზუსტად 10საათზე იყო შეტყობინება მოსული. გაოცებისგან ლამის საკუთარ თავს კისერზე ხელი წავუჭირე, როდესაც ჩემს ანგარიშზე ჩარიცხული თანხის რაოდენობა დავინახე.
- ხუმარა ნაბი#ვარი ხარ, ბლეიკ...
ჩეკს თან დართული შეტყობინებაც ჰქონდა, რომელიც ერთ პარაგრაფს არ აღემატებოდა, მაგრამ ჩემში მაინც დიდი აღტაცება გამოიწვია ამ ფაქტმა. ნერწყვი მძიმედ გადავუშვი სიახლისგან გამომშრალ ყელში და კითხვა დავიწყე:
“იმედი მაქვს, ჩარიცხული თანხით ახლა მაინც დაშოშმინდები და მოეშვები შენი ‘პრიკაზების’ გამო, ყოველ კვირა მთელი ოფისის თავდაყირა დაყენებას. პირადი თხოვნა იქნება, მივლინება მშვიდობით ჩამამთავრებინო და ზედმეტად არ შემაწუხო. აქვე აგიხსნი ანგარიშზე არსებული დამატებით ხუთი ნულიანის მიზეზს. ეს ის გასამრჯელოა, რომელიც შენი მომავალი საქმისთვის მიიღე. თუ ყველაფერი ისე წავიდა, როგორც ვვარაუდობ, დანარჩენი საბუთები ფოსტით მოგივა. სოციალურ ქსელებს და ელექტრონულ ფოსტას ნაკლებად ვენდობი. ვიცი, იმედს არ გამიცრუებ და ისიც ვიცი, რომ ჩვენი განცალკევება ჩემი ახირების გამო მოხდა. არაფერს ვნანობ ვალენტინა, უბრალოდ ეს ერთი საქმეც ჩაამთავრე. შენს გარდა ამას ვერავის ვანდობ და შემდეგ საერთოდ მოვშორდები შენს ცხოვრებას.
‘სიყვარულით’ შენი ბლეიკი. “

თავი მეორე

მოულოდნელობისგან მოზღვავებული ადრენალინი ცუნამივით დამატყდა თავს. ვგრძნობდი, უხილავი, ცივი ოფლი როგორ მასხამდა და მხედველობის უნარს მიქვეითებდა. გულაჩქარებულმა, შეტყობინება კიდევ ერთხელ გადავიკითხე და ლეპტოპი ცალი ხელით ჩავხურე. სწრაფად დავტოვე სახლი. წარმოდგენა არ მაქვს, ათ წუთზე ნაკლებ დროში როგორ აღმოვჩნდი ჩემს ოფისსში, სადაც ჩვეულებრივ 15 წუთს ვანდომებ მისვლას. ლიფტში ფეხებს ერთ ადგილას ვერ ვაჩერებდი, ცოტაც და ბრაზის გადმოყრას ნამდვილი გველაშაპივით დავიწყებდი. მალე ყველას სალაპარაკო იქნებოდა, რომ ცნობილი ჟურნალ-გაზეთი "ფორბსის" წარმომადგენლის შვილი, რომელმაც მემკვიდრეობაზე უარი საკუთარი კარიერის გამო განაცხადა, ადვოკატი - ვალენტინა ფორბსი საბოლოოდ შეიშალა.
მანამ, სანამ წინასწარი სტატიების დოსიას ვადგენდი გონებაში, ლიფტმაც ამიყვანა სასურველ სართულზე. ღრმად ამოვისუნთქე, ყველანაირად უნდა მეცადა მოზღვავებული ემოციები თანამშრომლებზე არ ამომენთხია.
- ქეროლ, ჩემი ყავა გთხოვ.
- მაგიდაზეა მისს.
თავი დავუქნიე, მისთვის თვალის შევლება შორიდან მოვასწარი. არა-ჩასიებული თვალები იმის მომასწავლებელი იყო, რომ ჩემს შემდეგ მანაც მალევე დატოვა კლუბი და გამოძინება მოასწრო. რასაც ჩემზე ნამდვილად ვერ ვიტყოდი. მამაჩემის პრესის გახსენებამ, უარეს გუნებაზე დამაყენა. საკუთარ სავარძელში მოწყვეტით ჩავეშვი, ქალაქს კედლისტოლა ფანჯრებიდან გადავხედე და ყავა მოვსვი.
- ჯანდაბა, ბლეიკ... ჯანდაბა!
ჩემთვის ამოვიბურტყუნე და ფოსტა კიდევ ერთხელ შევამოწმე, თუმცა შეტყობინება არ გამიხსნია. თვალი კვლავ თანხის ოდენობაზე მქონდა გაშტერებული.
- რაიმე მითხარით, ვალენტინა?
- შემოდი, ქეროლ...
ხელით ვანიშნე, ისე რომ თავი არ ამიწევია კომპიუტერიდან. ყავა მაგიდაზე დავაბრუნე, მხრებში გავსწორდი. ღრმად ჩავისუნთქე და მხოლოდ ამის შემდეგ გავუსწორე თვალი. როგორც ყოველთვის, დაბნეული თვალებით შემომყურებდა.
- ბლეიკის ოფისთან დამაკავშირე, სასწრაფოდ.
- კარგი, კიდევ რაიმე?
- ბოლო თვის ამონაწერი მოიძიე, სად მუშაობდა, რა კავშირები ჰქონდა და საერთოდ, როგორ მიდიოდა მის ოფისსში საქმეები.
- კი მაგრამ, თქვენ ხომ ადვოკატი ხართ, ამის უფლება კანონით არ გვაქვს...
- ჯანდაბასაც წაუღია კანონი, ქეროლ! საგამომძიებლო საქმეებში ბლეიკმა ჩამითრია. თუმცა დაავიწყდა რომ კატამ ლომს ხეზე აძვრომა არ უნდა ასწავლოს...
თვალები უხეშად მოვისრისე და დღევანდელ საბუთებს დავხედე, როლებიც განსახილველად მელოდა. სამი ადამიანის ადვოკატი ერთდროულად ვიყავი. მსუბუქი საქმეები იყო, ამიტომაც დიდი ძალისხმევა არ მჭირდებოდა.
- უკაცრავად, ვერ მიგიხვდით.
- ტელეფონთან ყურადღებით ვიქნები. ბლეიკის ოფისთან დამაკავშირე და რაც გითხარი, ეცადე. ვინმეს პრობლემა თუ ექნება, ჩემთან გამოუშვი. ერთხელ მაინც გამოვიყენებ მამაჩემის გავლენას და ეგ იქნება...
თავი უხმოდ დამიქნია და დაბალი ფეხსაცმლით, კაკუნით გადაინაცვლა საკუთარ სივრცეში.
სანამ კლიენტების საბუთებს ჩავკირკიტებოდი, ოდნავი შვებაც ვიგრძენი მთელი ზურგის არეში. მოდუნება ნამდვილად მესაჭიროებოდა. ამ უქმეებზე აუცილებლად წავიდოდი სპა ცენტრში. კისერი ნერვიულად დავიზილე. ერთს ქურდობის გამო ასამართლებდნენ, მეორეს ძარცვის, მესამეს კი ძალადობასთან ჰქონდა პრობლემები. ასეთ საქმეებს ყოველთვის წვრილმანებს ვეძახდი. მახსოვს თავიდან რომ ამ განხრით გადავწყვიტე ცხოვრების გაგრძელება და მუშაობა, როგორ მიჭირდა. პირველად, თვალებში ცრემლებიც კი ჩამადგა, როდესაც ოჯახური ძალადობის მსხვერპლი მომადგა, საკუთარი 'თავგადასავალი' მიამბო და ადვოკატად დადგომა მთხოვა. 'მთხოვა' პირობითად, თორემ ისე რა თქმა უნდა ყველაფერს ფასი აქვს ამ ცხოვრებაში. ასე, წვრილმანებით დავიწყე და უკვე იმდენად ვიყავი მსგავს საკითხებს მიჩვეული, შემეძლო თვალდახუჭულსაც მემუშავა მათზე. რაც შეეხება მამაჩემს, მასთან იმ დღის შემდეგ არ მაქვს კონტაქტი, რაც მისი ბიზნესის სადავეების აღებაზე უარი განვაცხადე. მითხრა, სულელი გოგო ხარ, ადვოკატობით თავს ვერ გაიტანო... მაგრამ, აი მეც აქ ვარ. ბლეიკის წყალობით, თუმცა მაინც, უკვე საკუთარი ოფისი გამაჩნია და შემოსავალიც არც თუ ისე ცუდი მაქვს წლიურად....
შემოსავალზე კვლავ ბლეიკის 'გამონათება' გამახსენდა ამოვიხვნეშე. ქეროლმა არ დააყოვნა და თავი ჩემს კაბინეტში შემოყო.
- რა ხდება?!
- ოფისში ავტომოპასუხეა ჩართული... ვერაფრით ვუკავშირდები.
- მეხუმრები, ხო? დავიჯერო, მთელი ჯგუფი მივლინებაში გაიყოლა და ოფისი ასე უბრალოდ დახურა?!
- არ ვიცი, ვალენტინა....
ამოვიხვნეშე და ჩანთაში ქექვა დავუწყე მობილურს. ბლეიკის ნომერი, რომელიც ჩემი კარგი მეხსიერების გამო კვლავ ზეპირად მახსოვდა, სწრაფად ავკრიფე და გადავრეკე. ვგრძნობდი, სხეულის თითოეული ნაწილაკი თანმიმდევრობით როგორ მეჭიმებოდა და სუნთქვას მიკრავდა.
- გამორთულია, აქაც ავტომოპასუხეა ჩართული.
- ე-მეილი მიიღეთ?
ხმადაბლა გადამამოწმა ქეროლმა. ჩამეცინა. ოღონდ ეს სიმწრის სიცილი უფრო იყო.
- იცოდი, რომ აქაურობა ბლეიკმა მაჩუქა? - მოგონებების გახსენებისას გამეღიმა, მაგრამ მალევე დავაწყვე მიმიკები და ქეროლს თვალები დავუბრიალე. - ვიცი, რომ არ იცოდი, არ მიპასუხო...
ხელი ჰაერში ავუწიე. მანაც სანახევროდ გახსნილი პირი კვლავ მოკუმა.
- ვფიქრობ ბლეიკი გამირბის.
ნიკაპი მსუბუქად მოვიზილე და საზურგეს მივეყრდენი. ქეროლი კვლავ დაბნეული შემომცქეროდა. საკუთარი წნევის ცვალებადობას იმდენად მკაფიოდ ვგრძნობდი, ცოტაც და ვიღრიალებდი.
- შემდე კვირას სამი დღით დაგასვენებ, თუ ახლა ბლეიკის მისამართს გამომართმევ, მანქანაში ჩაჯდები და მაგ თავგასიებულს აქ მომიყვან.
- მაგრამ მე...
- ბლეიკის გეშინია?! დამიჯერე, საშიში არაფერია. ძალის ხმარება ზოგჯერ აქეთ მიწევდა.
ქეროლის დამშვიდებას ვეცადე, მაგრამ მივხვდი რომ ამით საქმე უფრო გავართულე, როდესაც სახიდან ფერი საერთოდ გაუქრა.
- წავალ და თქვენი კაბა მოგიტანეთ.
- რაც შეეხება მაგას, დაიტოვე. მაინც არ ვიყენებ....
- ვალენტინა, არ შემიძლია იცით..
- კარგი რა ქეროლ, სამ დასვენების დღეს გპირდები შემდეგ კვირას, კაბას გჩუქნი და მეწუწუნები?! იცი ვინც შენამდე მყავდნენ რას იზამდნენ? წარმოდგენაც არ გაქვს. ცოტა საკუთარი თავის ფასი ისწავლე. აიღე ის რასაც გაძლევენ და არ გააპროტესტო .
საუბარი რომ დავამთავრე, ყურებამდე დამაჯერებლად გავუღიმე. თავი ყოყმანით დამიქნია. თუმცა, დარწმუნებული ვიყავი ჩემს ნათქვამს ჯერ კიდევ იაზრებდა. ფურცელზე გაკრული ხელით დაწერილი ბლეიკის მისამართი მივეცი. იმ სახლში მისვლა ჩემი ფეხით ნამდვილად არ მინდოდა. უამრავი მოგონება მაკავშირებდა, რომელთა ამოტივტივების შემთხვევაში, სახლს ნარწყევით მოვურთავდი. უცნაური რამეა ეს ურთიერთობები. მაშინ, ვინმეს რომ ეკითხა, გაგიჟებით ვიყავი შეყვარებული ბლეიკზე. მაგრამ, როგორც ჩანს ვნებაარეული გატაცება იყო. თანაც, საკუთარი კარიერისთვის მაწყობდა. მოკლედ რომ ვთქვა, მატერიალური ურთიერთობა გვქონდა. რასაც მთავაზობდა არაფერზე ვამბობდი უარს. ბლეიკის დახმარებით მივაღწიე იმ საფეხურს, სადაც ახლა ვარ. გავლენიან ადვოკატებს შორის სახელგანთქმული ვარ და უსაქმოდ არასდროს ვრჩები. მაგრამ რათქმაუნდა ყველაფერ კარგს, თავისი უარყოფითიც მოყვება. მაგალითად ბლეიკის ნაბიჭვრულ-ბავშური საქციელები.
მახსოვს თავისი ბინიდან ბავშვური დაჟინებით, საკუთარი ჰალსტუხით თვალახვეული როგორ გამომიყვანა. მანქანის კარი ჯელტმენივით გამიხსნა და შიგნით ჩამსვა. ღვედიც კი თვითონ გადამიჭირა, რადგან მე ვერაფერს ვხედავდი. თავი მსახიობი მეგონა, რომელიც მოტაცებულის როლს თამაშობდა. თავს დაუცველად ვგრძნობდი, ცოტა არ იყოს. ბლეიკისგან კი ასეთი საქციელები იშვიათი იყო.
- კარგი ბლეიკ, რა ხუმრობაა ეს?
ხელები უძლურად გადავაჯვარედინე და თავი საზურგეს მივაყრდენი.
- მუდამ უკმაყოფილო ვალენტინას, მინდა რომ სიურპრიზი გავუკეთო.
- არ მიყვარს სიურპრიზები.
- ნუ ბავშვობ, ყველა ქალს უყვარს.
- ყველა რომ ყველაა მაგის ფიქრი დაგღუპავს, ბლეიკ.
- ყველა ამბობს, რომ ის ის არაა. რომელი მოსაზრება დავიჯერო?
- რათქმაუნდა ჩემი!
სახეზე ღიმილი გადამეკრა, რადგან საპასუხოდ არაფერი შემომიბრუნა. ალბათ ათი წუთი ვმგზაავრობით ხმის ამოუღებლად. სიჩუმეს მხოლოდ ქუჩიდან მანქანაში შემოღწეულ მანქანების ხმები და ბეიკის შიგადაშიგ ღრმა ამოსუნთქვა არღვევდა. ძრავარომ გაჩერდა, მაშინაც უხმოდ გადმომიყვანა. შევბარბაცდი, რადგაც მაღალქუსლიანზე ვიდექი. მკლავზე დავეყრდენი დაინვალიდვით ავყევი სადღაც. თან მაფრთხილებდა, ფრთხილად კიბეებიაო. მე კიდევ დავცინოდი, ფეხს მომტეხავ და ისევშენი მისახედი გავხდებითქო. მოკლედ რომ ვთქვა, აკაი დაოჯახებული წყვილივით ვიქცეოდით, ბავშვური საქციელებით. უცნაური იყო, ყველაფერი თავიდანვე უცნაური იყო.
თვალები რომ ამიხილა, ჩემს წინ ჩვეულებრივი, ლურჯი კარები იყო. რომელიც ისეთ მძაფრ საღებავის სუნს აფრქვევდა, მხოლოდ რამდენიმე დღის გადაღებილი თუ იქნებოდა. სამაგიერდ, არაჩვეულებრივი ვერცხლისფერი აბრა ამშვენებდა, რომელზეც მკვეთრად იყო ამოტვიფრული "ადვოკატი - ვალენტინა ფორბსი"¨
რამდენიმე წამი გაშტერებული ვუყურებდი. არანაირი ემოცია არ მქონია, თუმცა ეს მხოლოდ გარეგნულად. გარეგნობა ხომ მოჩვენებითია...თვალებში შემდეგ ცრემლებიც კი ჩამადგა, როდესაც გავიაზრე რა ხდებოდა. მე საკუთარი ოფისი მექნებოდა. საქმეს ისე წავიყვანდი ამიერიდან, როგორც მე მენდომებოდა და ცნობადი სახე გავხდებოდი. ასეთი რამ ჩემთვის არავის გაუკეთებია. ოჯახი რომ ოჯახია, ოჯახის წევრსაც კი შოკოლადებისა და წიგნების მეტი არაფერი უჩუქებია ჩემთვის... თაყვანისმცემლებს რაც შეეხება, ისინი როგორც ყოველთვის, ბანალურად, ყვავილებით შემოიფარგლებოდნენ ხოლმე. Ბლეიკმა კი... ბლეიკმა ცხოვრებაში ახალი ნაბიჯი გადამაგმევნა....თუმცა საქმე მხოლოდ ოფისის ჩემზე გადმოფორმებას არ ეხებოდა...
გულმა ვერ გამიძლო. ქეროლს ჩუმად გავყევი საკუთარი მანქანით უკან. დიდი შავი სათვალე საგულდაგულოდ გავიკეთე და თავზე შავი შარფი შემოვიხვიე. ერთი სიტყვით, მუსულმანის ცოლს დავემსგავსე. საჭეს ხელები მთელი ძალით მოვუჭირე,როდესაც ბლეიკის სახლის კიბეები ფრთხილად აიარა. სახსრების ტკივილისას საკუთარ ხელებს რომ დავხედე, სულ გამთეთრებოდა, ფრჩხილები კი გამყვითლებოდა. ოდნავ მოვდუნდი. ღრმად ამოვუსუნთქე და საათს ნერვიულად დავხედე. შიგნით შევიდა..
- აბა შენ იცი ქეროლ, შენი იმედი მაქვს....
ვიაზრებდი, რომ საკუთარ თანაშემწეს ჯაშუშად ვიყენებდი. მაგრამ ბლეიკის სახლიდან ოცი მეტრის დაშორებითაც კი გულისრევა მინდებოდა. შიგნით შესვლისას კი ალბათ... ცოტა ვინანე, რომ არ ვუთხარი ქეროლს ჩემი ნაჩუქარი ეგვიპტური ლარნაკი წამოეღო, მაგრამ ამას შემდეგ მოვაგვარებდი, როდესაც ვაჟბატონი წინ დამიჯდებოდა, ან მივლინებიდან დაბრუნდებოდა. თუმცა, როგორც ვთქვი, ნაკლებად მჯეროდა იმ მოსაზრების რომ მივლინებაში მიდიოდა...
დაწყევლილი ნახევარი საათი გავიდა. მე კი სიგარეტის მერამდენე ღერს გავუკიდე, სათვალავიც ამრეოდა. დაბურულ ფანჯრებს დაბლა არაფრის დიდებით ვწევდი. ერთი პროცენტიც არ უნდა მიმეცა ბლეიკისთვის იმის შანსი რომ შევემჩნიე. კვამლი მანქანაში საშინლად დაგუბდა და გამწოვიც აღარ შველოდა. ზოგადად, არ ვარ მწეველი, თუმცა ასეთი სიტუაციებისთვის საკუთარი თავის დასაწყნარებლად, ყოველი შემთხვევისთვის ყოველთვის ვატარებ ჩანთით სიგარეტს.
ღერი სწრაფად ჩავწვი, როდესაც ქეროლმა კიბეები ისე ჩამოირბინა, რომ ლამის ბოლო საფეხურზე ასფალტს აკოცა. სახიდან ფერისაერთოდ გადალოდა და ტუჩები ისე გალურჯებოდა, მეგონა მოჩვენება დახვდა იმ წყეულ სახლში. მანქანა დავქოქე, დამივუახლოვდი. საკუთარ მანქანასთან თავჩახრილი იდგა. ცალი ხელი გულზე მიებჯინა და სწრაფად სუნთქავდა. არა, ბლეიკი მასზე ძალას არ იხმარდა. რაღაცაშია საქმე. უფრო ახლოდან შევავლე თვალი ბლეიკის სახლის ფანჯრებს, რომლებიც პირდაპირ ცენტრალურ ქუჩას უცქერდნენ. ფარდები ჩამოფარებული იყო, უცნაურია. მას ყოველთვის ეზიზღებოდა სიბნელე სახლში. სულ მიმეორებდა, მიწაშიც მეყოფაო...
- ქეროლ, ჩაჯექი. - მსუბუქად მივუსიგნალე გულამოვარდნილ თანამშემწეს და ფანჯარა სანახევროდ ჩავწიე. მივხვდი, რომ უარესად დავაბნიე შავი მზის სათვალე მოვიხსენი და თვალები დავუბრიალე. როდესაც მიცნო, საკუთარ მანქანას ხელი უმწეოდ შეუშვა და დაჯდა. ჯერ კიდევ ვხედავდი მკერდი როგორ ადი-ჩაუდიოდდა.
- რამე დაგიშავა?
თავი გააქნია, ისე რომ არც განძრეულა. წინ, გზას მიშტერებოდა. ღრმად ამოვისუნთქე. არ მინდოდა ჩემი სიტყვებით უარესად შემეშინებოდა. მანქანა დავძარი და უახლოესი კაფისკენ ავიღე გეზი.
- ვალენტინა მე...
- სადმე დავსხდეთ და იქ მომიყვები ყველაფერს.
ხმა არ გაუცია, მეც არ გამიხედავს მისკენ ისე ვუმატე სიჩქარეს და ხუთ წუთში კაფეს წინ გავჩერდით.
- გთხოვთ, არ მინდა კაფეში შესვლა.
- ქეროლ, კარგად ხარ? გეფიცები ხელი თუ დაგაკარა, ან რაიმე ზედმეტ თუ გითხრა, ჩემი ხელით გამოვასალმებ სიცოცხლეს!
ვთქვი თუ არა, თვალები აემღვრა და ცხვირი ცალი ხელით მოიწმინდა.
- ჯანდაბა ქეროლ! ამოღერღე რა ხდება! ხომ იცი, არ გამოვირჩევი მოთმინების უნარით.
- არ დაგჭირდებათ...
- უკაცრავად?! - საშინლად დავიბენი. სახე ამეშალა და საჭეს ხელები უფრო ძლიერ მოვხვიე.
- ის ვიგულისხმე რომ... ჯანდაბა.
-მგონი შენგან პირველად ვისმენ ლანძღვას, ქეროლ.
-მაპატიეთ, ვიგულისხმე რომ სიცოცხლის გამოსალმება არ დაგჭირდებათ. ის უკვე...
- რა უკვე, ქეროლ?!
- წუხელ, საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვნეს.



№1  offline წევრი Hickie

დაბრუნდიიი??? არ მჯერა!!! როგორ მომენატრა შენი ისტორიებით ნებივრობა, დიდი ფუმფულა თავები და როგორ მომენატრე შეენ.
აბა შენ იცი, დაგვაწყვიტე ნერვები სასიამოვნოდ როგორც ჩვევია ხოლმე ❤️

 


№2  offline მოდერი Moonlight17

Hickie
დაბრუნდიიი??? არ მჯერა!!! როგორ მომენატრა შენი ისტორიებით ნებივრობა, დიდი ფუმფულა თავები და როგორ მომენატრე შეენ.
აბა შენ იცი, დაგვაწყვიტე ნერვები სასიამოვნოდ როგორც ჩვევია ხოლმე ❤️

მადლობა საყვარელო <3 ვნახოთ, როგორ მოგეწონება ჩემი გადარეული ვალენტინა <3

 


№3  offline წევრი amalia

Moonlight17
Hickie
დაბრუნდიიი??? არ მჯერა!!! როგორ მომენატრა შენი ისტორიებით ნებივრობა, დიდი ფუმფულა თავები და როგორ მომენატრე შეენ.
აბა შენ იცი, დაგვაწყვიტე ნერვები სასიამოვნოდ როგორც ჩვევია ხოლმე ❤️

მადლობა საყვარელო <3 ვნახოთ, როგორ მოგეწონება ჩემი გადარეული ვალენტინა <3

მაგარიია მეც მომეწონა heart_eyes kissing_heart

 


№4  offline მოდერი Moonlight17

amalia
Moonlight17
Hickie
დაბრუნდიიი??? არ მჯერა!!! როგორ მომენატრა შენი ისტორიებით ნებივრობა, დიდი ფუმფულა თავები და როგორ მომენატრე შეენ.
აბა შენ იცი, დაგვაწყვიტე ნერვები სასიამოვნოდ როგორც ჩვევია ხოლმე ❤️

მადლობა საყვარელო <3 ვნახოთ, როგორ მოგეწონება ჩემი გადარეული ვალენტინა <3

მაგარიია მეც მომეწონა heart_eyes kissing_heart

მადლობა <3

 


№5 სტუმარი სტუმარი ლილე

კარგია კარგიააა
ზედმეტად ჩახლართულ ამბავს თავისი ხიბლი აქვს. ისეთი ისტორიაა რომ ვერ წარმოიდგენ რა შეიძლება მოხდეს. მე ბლეიკი მაინც ცოცხალი მგონია და ვნახოოთ

 


№6  offline მოდერი Moonlight17

სტუმარი ლილე
კარგია კარგიააა
ზედმეტად ჩახლართულ ამბავს თავისი ხიბლი აქვს. ისეთი ისტორიაა რომ ვერ წარმოიდგენ რა შეიძლება მოხდეს. მე ბლეიკი მაინც ცოცხალი მგონია და ვნახოოთ

ბლეიკი ბლეიკი. ვნახოთ როგორ გაგიმართლდება იმედები :დ <3

 


№7  offline წევრი ვიპნი

ეს მოთხრობა მახსოვს ადრინდელია ,მაგრამ დასასრული არ მახსენდება ეტყობა ნახევრად იდო,წარმატებები :*

 


№8  offline მოდერი Moonlight17

ვიპნი
ეს მოთხრობა მახსოვს ადრინდელია ,მაგრამ დასასრული არ მახსენდება ეტყობა ნახევრად იდო,წარმატებები :*

ორი თავი მედო მხოლოდ, ახლა გაგრძელება იგეგმება. ვნახოთ, როგორ მოგეწონება ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent