შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დარაბებს მიღმა (თავი 4)


17-02-2020, 01:24
ავტორი chelo10
ნანახია 1 265

წითელი სარაფანი ეცვა, თეთრი კოპლებით დამშვენებული. თმა დაწნული, ცალ მხარეს გადაგდებული, შავი ჩანთა გადაეკიდა და სწრაფი ნაბიჯებით მიდიოდა მზეს, რომ გაქცეოდა.
ივნისის დასაწყისი იყო. საშინლად ცხელოდა თბილისში.
მესამე კურსის დასასრულს უახლოვდებოდა. პირველად ქონდა სურვილი რაც შეიძლება დითხანს, რომ გაწელილიყო ეს სემესტრი.
მესამე სემესტრის დასაწყისმა ბრწყინვალედ ჩაიარა. დასასრულსაც არ უჩანდა ცუდი ფინალი. დადვანის ყურადღებებმა იმდენად იმატა მის მიმართ, რომ უნივერსიტეტში ბედნიერებისგან კი არ დადიოდა დაფარფატებდა. ერთადერთი ის ფაქტი აშინებდა, რომ გეგვე დადვანი იმ წელს ამთავრებდა უნივერსიტეტს. ნუ ასე გამოდიოდა პირველ კურსზე სალოს თქმით, რომ დადვანი მეორეზე იყო მაშინ. დადვანის და გასვიანის ბოლო წელი იყო.
-სად ხარ გოგო აქამდე? ლინა შეეგება უნივერსიტეტის წინ.
-საცობი იყო... საშინლად ცხელა
-ნუ იტყვი. იწვის ყველაფერი..
ლიფტში შევიდნენ, ბიბლიოთეკაში უნდა ასულიყვნენ სამეცადინოდ. მეექვსე სართულზე ვიღაცამ გამოიძახა.
-ახლა მოუნდება ყველას ეს ლიფტი და ასე გააჩერებენ მე-16 სართულამდე. თვალები აატრიალა ლინამ.
-გასვიანი. უცებ თქვა და გვერდით გადგა ბიჭი, რომ შეეტარებინა ლიფტში.
მეტრეველის დანახვაზე წამიერად შეჩერდა, უცნაურად შეათვალიერა და თათიას წინ დადგა.
-დღერს პროექტი გავაკეთოთ ვაშაყმაძის.
-მაგის პროექტს მე მივხედავ ლინა შენ არ იდარდო მაგაზე.
-რა მადარდებს შენ მყავხარ აგერ.. სიცილით მიეხუტა.
კარი როგორც კი გაიღო დათა გასვიანი გვერდით გაიწია და გოგოს ხელით ანიშნა, რომ გასულიყო. ლამის ყბა ჩამოუვარდა გაოცებისგან. წინა სემესტრის ქმედებები გაახსენსდა.
-დაინახე?
-მეც შოკში ვარ.
-ტვინი გადაუბრუნდა აშკარად.
-დადვანის გავლენაა. ჩაიცინა. -ისე რას შვება? ახალი არაფერია?
-მხოლოდ და მხოლოდ თვალით კონტაქტი. სიცილით გამოსწია სკამი და დაჯდა.
საღამომდე გასტანა თურქულის მეცადინეობამ. უკვე ისე იყვნენ დაღლილები სახეზე ფერი არც ერთს ედო. ბიბლიოთეკა დაცარიელებული იყო და მათ გარდა არავინ არ იმყოფებოდა სტუდენტი.
-ვინც თურქულზე ამბობს ადვილიაო უნდა დაიჭირო და გატყიპო კარგად. თავი მაგიდაზე დადო ლინამ და ისე ბურდღუნებდა.
-ეს გრამატიკა შემიწირავს.
ბიბლიოთეკის კარის გაღების ხმაზე გაიხედა შემოსასვლელისკენ. დადვანი იყო, ვიღაც გოგოსთან ერთად.
გეგვემ როგორც კი თათია დაინახა იმწამსვე მისკენ წავიდა.
-გეგვე აქ დავჯდეთ? წინ უკვე კომპიუტერთან მჯდომმა მიმართა ბოლოში მყოფ მამაკაცს.
-მანდ არა აი აქ ვჯდებით! ზუსტათ მეტრეველის გვერდით მდგომ კომპიუტერთად დაჯდა. გოგო უკმაყოფილო გამომეტყველებით ადგა და დადვანისკენ წავიდა.
-რაღა ამ ბოლოში ვჯდებით.. იქ ხომ არის კომპიუტერები?
-ლიკა ბევრს ნუ ლაპარაკობ. დაჯექი!
მეტრეველი გულ აჩქარებული იჯდა და ხმას ვერ იღებდა.
მალევე დაასრულეს კომპიუტერთან მსხდომებმა თავიანთი საქმე და ფეხზე წამოიმართნენ. თათია წიგნს ჩაჩერებოდა და თავს ზევით არ წევდა. მაინდამანც ახლა იყო ლინაც გასული აივანზე ჰაერის ჩასასუნთქად..ქალბატონმა მხოლოდ მაშინ ინება თავის აწევა როცა დადვანი ზუსტად მის წინ დადგა და მის უკან მთლიან კედელზე დაკიდებულ სარკეში დაიწყო თეთრი მაისურის, შავი ტყავის ქურთუკის, საათისა და თმის შესწორება.
-გეგვე არ მოდიხარ?
-მოვდივარ ლიკა ლიფტი გამოიძახე.
-კარგი, გარეთ გელოდები.
-თათუ არ წავიდეთ? იმ წამს შემოვიდა ლინა რა წამსაც დადვანი თათიასკენ გადაიხარა და მაგიდას ორი ხელით დაეყრდნო, თანაც გაღიმებული.
დადვანმა რაღაც თქვა სვანურად და ბიბლიოთეკიდან გავარდა.
-ეს რა იყო? სახეზე ინიავებდა ხელს მეტრეველი.
-ღმერთმა დამსაჯოს. ძლივს შეირხა ეგ დონდლე და მე მაინდამაინც მაშინ შემოვიჭერი. შუბლზე ხელი მიირტყა.
-ლინა
-ვიცი მოსაკლავი ვარ, მაგრამ რა ვიცოდი, რომ მცოდნოდა ეგ შენთან მოვიდოდა თანაც ასე ახლოს, სულ ავორთქლდებოდი აქედან. არა აშკარად უნდა ეკოცნა. ბიჭი როგორი იდგა, ვაიმე რა სახით შემომხედა დაინახე? ახარხარდა...
-ნუ კაკანებ შენი ჭირიმე ოღონდაც და ნუ იგონებ რაღაცეებს.
-მე ვიგონებ ?.. ესეც ჩემი ფანტაზია იყო ხო ალბათ?
-მორჩა ამაზე საუბარი!
მას მერე დადვანი ორჯერ ნახა, კაფეტერიაში იჯდა თავის სათაყვანო საძმოსთან ერთად. რა თქმა უნდა მას მეტრეველი არც კი შეუმჩნევია..
ასე დაასრულა მესამე კურსი.
მაკოსთან და მიასთან განშორებით. თათიასთან დაცილებით, რომელიც ბათუმში გადავიდა საცხოვრებლად. დადვანთან დაუსრულებელი, არეული და დაურქმეველი გრძნობებით.
უბრალოდ ასე, მარტივად დასრულდა მესამე კურსი და დაიწყო დასვენების სრული სამი თვე.
***
რა ხდებოდა დარაბებს შიგნით?
გაუსაძლისი ცხოვრების აღქმა. ყოველი დღე რომელიც ყვირილით, ჩხუბით, პრობლემებით იწყებოდა.
დარაბებს შიგნით იყო თათია მეტრეველი დაფლეთილი სულით, რომელსაც სუნთქვაც კი უჭირდა ამ სამყაროში.
***
მეოთხე კურსის დასაწყისი..
მონატრებული კურსელები, ლექტორები, უნივერსიტეტი და ყველაფერი ის რასაც უნი იტევს.
კაფეტერიაში შესულმა იმ მხარეს გაიხედა საითაც მუდამ იჯდა გეგვე დადვანი და მისი სასტავი. ცარიელ სკამებს თვალი მოავლო და ლინას შეხედა.
-მეგონა, რომ მომწერდა.
-მეც. რატომღაც იმ ამბის შემდეგ უფრო ველოდი მისგან აქტიურობას.
-რაღა აზრი აქვს ლაპარაკს? უბრალოდ მორჩა!
-უბრალოდ არაფერი არ ხდება ამ ქვეყნად.
-უბრალოებაში გადადის ყველაფერი ის რაც უმოქმედოა. დაამთავრა, დაასრულა ხვდები?
-შენ რა იცი? ასე დაზუსტებით რა იცი? ფბ მთლიანად დაკეტილი ააქვსო შენ არ მითხარი?
-დაკეტილი აქვს.
-მაშინ შენ საიდან გაიგე, რომ დაასრულა?
-პირველ კურსზე, რომ ვიყავი ეგ მეორეზე იყო. არ მინდა ამაზე საუბარი.. დავივიწყოთ, დადვანიც და მისი ბანდაც. ლიფტის მოლოდინში იყვნენ - შენ შაბათს სწავლობ?
-არა არ ამიღია შაბათს ლექცი
-არც არასოდეს აიღო გამოცდილებიდან გამომდინარე გეუბნები.
-მეტყვი აბა რა იქნება რაც უნი დაიწყო არ ყოფილხარ შაბათის ლექციებზე.. ზარმაცო
-სამჯერ გავაცდინე მხოლოდ
-ეგ სამი გაცდენა სულ რაღაც სამი კვირაა
-ნუ იცინი ლინა..ნუ მაჭერ სუსტ ადგილას წიხლს. თათიასაც ჩაეცინა.
***
კაფეტერიაში ისხდნენ, ყავას სვამდნენ და როგორც ყოველთვის კურსელებს წყვილებად განიხილავდნენ. მეტრეველი ლაღად კისკისებდა მისი კურსელის შემხედვარე. სიცილი სახეზე შეახმა კაფეტერიაში კოჭლობით შესული გეგვე დადვანი, რომ დაინახა. ლინას ლამის ყავა გადასცდა. გაოგნებულები უყურებდნენ ბიჭს. თათია დითხანს ვერ გამოფხიზლდებოდა ლინა, რომ არ მივარდნოდა და ფეხზე არ წამოეგდო. ისე გააქროლა კაფეტერიიდან კურსელებმა თვალი ძლივს მოკრეს.
-აბა დაამთავრაო? მორჩა ყველაფერიო? დასრულდაო?
-შენც დაინახე ხო? ჰალუცინაცია არ იყო ანუ ?
-მეც დავინახე კი. გეგვე დადვანი ჩალურჯებული სახით, ნატკენი ფეხით ვიღაც გოგოსთან ერთად მოხარხარე. ნეტა ვინ მიბეგვა ასე ?
-რა დროს ეგაა ლინა ? ის აქაა ! ისევ აქაა! თან ვიღაც გოგოსთან ერთად.
-ახლა შემოუტია ამას პანიკებმა . ხელი ზევით აღმართა. -ღმერთო ტვინი მიეცი რა სუ ამხელა. საჩვენებელი და ბერა თითი ერთმანეთს მიაახლოვა მინიმალურად. - სუ სუ ამხელა.. კაი ეგეც თუ არა ის სვანი მოახედე ღმერთო ამისკენ.
-ლინა ნერვებს ნუ მიშლი ისედაც რა დღეში ვარ.
-შენ ამბობდი წავიდაო.. არა და ბიჭი ისევ უნიში დააბოტებს.. ახლა მე მაცადე..
-რას აკეთებ?
-შენი ხმა არ გავიგო!
-ლი..
-ხმა!
რამდენიმე წუთში ერთ ერთ თავისუფალ აუდიტორიაში ცისფერთვალება ბიჭის წინ იჯდნენ. ლინა ისე აკვირდებოდა თითქოს ბიჭს დაწვას უპირებდა..
-ბოლოს და ბოლოს იტყვი რა გინდა?
-რანაირად მელაპარაკები ლევანიკო?
-ნუ მეაფერისტები ლინა
-როგორ გეკადრება
-დაიწყე
-მთელი.. მთელი 12 წელი.. მე და შენ ერთ მერხზე გავატარეთ.. ტკბილ მოგონებებში გადაშვებულმა არ არსებული ცრემლი მოიწმინდა თვალიდან და ფეხზე წამოდგა.. - ჩემო საუკეთესო კლასელო, საუკეთესო კურსელო, მეზობელო, უნივერსიტეტელო ლევან მაჩაიძე მე უნ...
-მორჩი ამ მასკარადს და პირდაპირ მითხარი რა გინდა სანამ თავს ამატკიებ. თავი გვერდით გადაწია და მომცინარ თათიას ანიშნა შენი დაქალი უბერავსო.
- ხო კარგი კარგი საქმეზე გადავალ.. მომისმინე ახლა ყურადღებით..
-თქვი!
-გეგვე დადვანი
-ვერ მივხვდი
-რას ვერ მიხვდი ბიჭო ? გეგვე დადვანზე მინდა ყველანაირი ინფორმაცია
-რატომ?
-ახლა დაგარტყამ და მერე მიხვდები რატომაც..
-ძალადობაზე გადმოდიხარ?
-ლევან მაჩაიძე ირაკლის ძევ, ერთადერთო მემკვიდრევ სანამ უშვილოდ დამიტოვებიხარ ჯობს ხმა ამოიღო..
-ქაჯი!
-ლევან ჯობია დაიწო მოყოლა
-ჯანდაბა თქვენ. რა საქმე გაქვთ დადვანთან?
-შენი საქმე არაა
-ხო და არაფერს ვიტყვი. ხელები გადააჯვარედინა და ფანჯრისკენ გაიხედა.
-მე მომწონს! ხო და მანტერესებს მის შესახებ ინფორმაცია.. თათიამ მაჩაიძეს გახედა.
-აჰაა რაში ყოფილა საქმე. ეშმაკურად ჩაიცინა. - ბევრი არაფერი არ ვიცი. მხოლოდ საძმაკაცოდან ვიცი, რომ მოკრივეა. თანაც ერთ ერთი საუკეთესო. 25 წლისაა, მესტიიდან. თავისი ტურისტული კომპანია აქვს და ფიტნეს ინსტრუქტორია. ი ვსო.
-საუკეთესო ხარ.. ლინა მივარდა ლოყაზე აკოცა, თათიას ხელი მოკიდა და ქარბორბალასავით გავარდა აუდიტორიიდან..ნუ სანამ გავარდებოდა მანამ მიაძახა თუ ვინმეს ეტყვი ზემოთ ხსენებულ მუქარას შევასრულებო.. წავიდა და დატოვა ლევან მაჩაიძე გაოგნებული ცარიელ აუდიტორიაში.



№1  offline წევრი nigita

რომელ უნივერსიტეტს აღწერ მაინტერესებს, რადგან სეუს აქვს 16 სართულზე ბიბლიოთეკა.... საინტერესო ინსტორიაა გააგრძელე

 


№2  offline წევრი alienbaby

გააგრძელე საიტერესო ჩანს❤️❤️❤️

 


№3 სტუმარი მარო

როდის დაიდება შემდეგი თავი?????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent