Je t'aime (თავი 10)
დილით მზის სხივებმა გამაღვიძეს. ჩემს წინ ალექსანდრე იჯდა, წელსზევით შიშველი, წინ კი მოლბერტი ედგა და რაღაცას ხატავდა. -დილამშვიდობის ძილისგუდა -დილამშვიდობის -როგორ გეძინა? -კარგად, შენ? -ნორმალურად -რასაკეთებ? -ვხატავ -არვიცოდი თუ ხატავდი -ხო ბოლო დროს დავიწყე.. ნუ, პატარაობაში ვხატავდი თუმცა შემდეგ შევეყვიტე და ახლა ისევ გამიჩნდა სურვილი -რას ხატავ? -როცა დავასრულებ ნახავ -მე ახლა მინდა -არშეიძლება წამოვდექი და ახლა გამახსენდა რომ სრულიად შიშველი ვიყავი, გადასაფარებელი მაშინვე ავიფარე და დავიმორცხვე. თვალებს კი აქეთ-იქით ვაცეცებდი, რომ რამე ჩასაცმელი მეპოვნა. ჩემს ამ ქმედებაზე სანდროს გაეცინა, ჩემსკენ წამოვიდა და წამში საწოლში ჩემს გვერდით აღმოჩნდა. როგორც კი თითები შიშველ სხეულზე შემახო მაშინვე ჟრუანტელმა დამიარა და დავიხორკლე. -როგორ ძალიან მიყვარს ყოველ ჩემს შეხებაზე ასეთი რეაქცია, რომ გაქვს. სულ რომ წითლდები და თვალებში ვერ მიყურებ მაგას ცალკე ჭკუდიდან გადავყავარ.. -საზიზღარი ხარ! -მინდა შეგჭამო -რატო კანიბალი ხარ? -არა, ტკბილი ხარ -როგორც შოკოლადი ხო? -ძალიან ტკბილი და გემრიელი შოკოლადი მისი ძლიერი ხელები მჭიდროდ ჩამკიდა და მისკენ მიმიზიდა, თავი კი თმებში ჩარგო და ხარბად ისუნთქავდა -სანდრო -რაიყო პატარავ? -ამდენი ემოცია აღარ ვიცი სად წავიღო.. რასმიკეთებ? და როგორ შეგიძლია? -რასგულისხმობ? -ჩემი თვალები მუდამ შენ გეძებს, ყველგან შენ გხედავ. ჩემი გონება მუდამ შენზე ფიქრობს, ვერცერთი წუთით და წამით ვერვწყვიტავ შენზე ფიქრს, უბრალოდ არ შემიძლია. ჩემი გული შენს დანახვაზე, შეხებაზე იმდენად ძლიერად ფეთქავს, რომ ვგრძნობ და მესმის. ჩემი სხეული შენს ოდნავ შეხებაზეც კი რეაგირებს და ვერც კი აგიღწერ თუ რასვგრძნობ ამდროს. -ბარბარე მაგიჟებ!!! ჭკუიდან გადაგყავარ!! მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ სიგიჟემდე.. უფალის და შენი მშობლების მადლიერი ვარ რომ ასეთი საოცრება და სისაყვარლე შეგქმნა, რომელიც ჩემთვის დაიბადა. ყოველი შენი ამოსუნთქვით მაბედნიერებ ბარბი! ჩემი სახე მის ხელებში მოიქცია და მთელი სახე დამიკოცნა. თითებს ნაზად და ნელა დაასრიალებდა ჩემს სხეულზე მე კი ვერაფერს ვაკეთებდი უბრალოდ მის გახშირებულ გულისცემას ვუსმენდი. -ახლა ცოტხანი დამაცადე პატარავ, უნდა დავასრულო ნახატი -კარგი იქვე ალექსანდრეს მაისური დავინახე და გადავიცვი, წამოვდექი და საძინებლიდან გასვლას ვაპურებდი, როდესაც შემაჩერა -სადმიდიხარ ბარბი? -არსად, უბრალოდ საძინებლიდან გავდივარ -არ გახვიდე -რატო? -მუზა გამიქრება -დამაცადე მალე მოვალ, მშია -ცოტახანიც და მოვრჩები. მეც მშია და ერთად ვჭამოთ, გუშინდელის მერე ორივე მოშიებულები ვიქნებით (იღიმის) -კარგი საწოლზე ჩამოვჯექი და ვაკვირდებოდი სანდროს.. ძალიან სიმპატიური და სექსუალური იყო!! გამომხედავდა და მიღიმოდა, მეც იმავეთი ვპასუხობდი -სან -გისმენ -ხომ სამუდუდამოდ ერთად ვიქნებით? -სამუდამოდ! -ხომ სულ გეყვარები? -რა თქმა უნდა, ჩემო პატარავ. ძალიანაც რომ შევეცადო და ძალიანაც რომ მინდოდეს ვერასდროს შევძლებ შენს გადაყვარებას!! სიცოცხლის ბოლო წუთამდე მეყვარები ამ სამყაროში და სიკვდილის შემდეგაც, თუმცა სხვა სამყაროში.. -მეც მიყვარხარ -კარგი ბარბი მოვრჩი, შეგიძლია ნახო თვალებს არ ვუჯერებდი, ეს მე ვიყავი და თან საოცრად კარგად ხატავდა.. -ძალიან კარგად ხატავ -ჰოო? -კი ძალიან -ხო შევეცადე, თუმცა არვიცი რამდენად გამომივიდა -ძალიან კარგად გამოგივიდა, მომწონს -კარგია დრო გადიოდა და ჩვენ ყოველდღიურად უფრო და უფრო ვახლოვდებოდით, ჩვენს შორის ყოველწუთს ძლიერდებოდა სიყვარული. დღეს ბავშვები ვიკრიბებოდით, დიდიხანია სადმე ერთად არ მოგვიყრია თავი და დრო ერთად არ გაგვიტარებია. პატარა საყვარელ კუსკუსა კაფეში წავედით, ძალიან მყუდრო გარემო იყო და განწყობაც ამაღლებული, თუმცა განსაკუთრებით კარგ ტალღაზე ლილე და დემეტრე იყვნენ, რისი მიზეზიც ჯერ-ჯერობით არვიცოდით -აუ ცოტა არ დავლიოთ? (ლაშა) -დავლიოთ (მე) -აუ მე ვერ დავლევ (ლილე) -რატო? (დეა) -რავი, უბრალოდ ვერ დავლევ -სასმელზე არასდროს ამბობ უარს და რახდება? მოიცა.. მგონი ვხვდები (მე) -შენ ჩემი მიხვედრილი გოგო ხარ (ლილე) -აუუ რა მაგარია, გილოცავთ (მე) -მოიცადე ასე უთქმელად როგორ ხვდები? (დემეტრე) -რაღა უთქმელად, საკმაოდ კარგად ვიცნობ და არჭირდება დაკონკრეტება (მე) -მოიცა ახლა იმის თქმა გინდა რომ შენზე ნაკლებად ვიცნობ ჩემ ცოლს? (დემეტრე) -რავი ეგრე გამოდის (მე) -არა რატო, შენ უბრალოდ დაიბენი როცა გითხარი რომ მამა გახდებოდი და შვილი გეყოლებოდა და ვერგაიაზრე რაგითხარი (ლილე) -ნახე როგორ დაიცვა ცოლმა (დეა) -ნუ რაგინდა მართალი თქვა (ლაშა) -კარგით ამის დროა ახლა? მალე მშობლები გახდებით და პაწაწუნა გეყოლებათ, გილოცავთ, ძალიან გამიხარდა.. (სანდრო) ყველანი ბედნიერები ვიყავით ამ ფაქტით და ავღნიშნეთ. გვიან დავიშალეთ და სახლში მივედით -წამო ჩემთან, თორე შენს გარეშე ვეღარ ვიძინებ (სანდრო) -კარგი, მაგრამ ძალიანაც ნუ შეეჩვევი (მე) -რატო? -სულ ხომ არ დავრჩებით ერთმანეთთან -მე თუ სულ შენთან მინდა? -არაუშავს თავი სანდროს მკერდზე მედო და ვფიქრობდი ჩვენზე, ჩვენს მომავალზე.. -აუ რაკარგია დემეს და ლილეს ბავშვი რომ ეყოლებათ (მე) -კი ძალიან, ხალისს და ბედნიერებას შემოიტანს -ხო პაწაწო -ჩვენი შვილი წარმოიდგინე როგორი საყვარელი იქნება -ჩვენი შვილი? -ხო რაიყო, რატო გაგიკვირდა -არა უბრალოდ -კიდევ გაწითლდი, ძალიან საყვარელი ხარ ჩემო პატარავ.. -რატო? -იმიტომ.. გოგო თუ გვეყოლება შენსავით საოცრება იქნება და ბიჭი თუ გვეყოლება მამას დაემსგავსება -ხოო კი შენსავით სიმპატიური იქნება -კარგი დაიძინე ხვალ ადრე უნდა ავდგეთ, შენ უნივერსიტეტი გაქვს მე კი სამსახურში უნდა წავიდე უნივერსიტეტში შუალედურების დროც დადგა, და სანდროსაც სამსახურში ბევრი საქმე ჰქონდა და სახლში საკმაოდ გვიან მოდიოდა ამიტომ ერთად დიდხანს ყოფნას ვეღარ ვახერხებდით და როგორც ყოველთვის მენატრებოდა. დროში ვერ ვემთხვეოდით ერთმანეთს, როცა ცოტახნით მე ვიყავი თავისუფალი მას არეცალა და პირიქით. დათო როგორც იქნა, შემეშვა მიხვდა რომ აზრი აღარ ჰქონდა მის არანაირ მცდელობას. შუალედურებს წარმატებით ვაბარებდი, ხვალ ერთი საგანი მქონდა და მოვრჩებოდი. სანდროს დავურეკე -რას შვები საან? -ვმუშაობ პატარავ, შენ -ვმეცადინეობ და ახლა ცოტახანი ვისვენებ -კარგია -იციი ხვალ შუალედურებს ვამთავრებ და მერე თავისუფალი ვიქნები -ხოო ეგ კარგია, მაგრამ მე ჯერ ვერმოვიცლი, პროექტის დამთავრება უნდა მოვასწროთ თვის ბოლომდე -აუ თვის ბოლომდე კიდე ვერგნახავ ნორმალურად? -ყველანაირად შევეცდები რო ადრიანად გავნთავისუფლდე ხოლმე რომ გნახო, თორე მეც ძალიან მენატრები -საღამოს სამსახურიდან რომ მოხვალ დაღლილი მე ბევრს გაკოცებ, ჩაგეხუტები და თმებზე მოგეფერები -ერთი სული მექნება ხოლმე სახლში როდის მოვალ და გნახავ!! ბოლო გამოცდაც ჩააბარე და ახლა ჩიტივით თავისუფალი ვიყავი. ახლა ერთადერთი ის მაწუხებდა, რომ სანდრო ძალიან მენატრებოდა.. გადავწყვიტე, რომ მასთან სამსახურში წავსულოყავი, თანაც შესვენება მალე ექნებოდა. ბედნიერი მივდიოდი მასთან და წინასწარ ვფიქრობდი თუ როგორ გავჭ....ტდი ჩახუტებისგან, ნუ ის უფრო გამჭ....და თუმცა მაინც. მივწერე რომ მასთან მივდიოდი, თუმცა არუპასუხია ალბათ არეცალა. მასთან ადრეც ვიყავი ნამყოფი ამოტომ ვიცი სადაც იყო მისი ოფისი და პირდაპირ მისი ოთახისკენ გავეშურე. კარი ოდნავ შეღებული იყო ხმა გამოდიოდა, ვიღაც გოგო იყო შიგნით, თუმცა არმესმოდა რას აბობდა, კარი ბოლომდე გავაღე. თითქოს ფეხქვეშ მიწა გამომეცალა, მეგონა მთელ სამყაროში მარტო ვიყავი. ვგრძნობ რომ მთლიანად ავიშალე. მთელ სხეულში უწონადობა ვიგრძენი ეს იყო წარმოუდგენელი დარტყმა, სტრესი. იმდენად მეტკინა, ამ ყველაფრის დანახვას მერჩივნა მკვდარი ვყოფილიყავი. სანდრო და ვიღაც გოგო ერთმანეთს კოცნიდნენ. გოგო ზურგით იყო და მის სახეს ვერ ვხედავდი, ჩემი შესვლა გაიგეს და ორივემ გამომხედეს. ეს ელენე იყო! -ბარბარე? (ელენე) უკან მოუხედავად წამოვედი. მთელ სხეულში მაკანკალებდა და სუნთქვა მიჭირდა. მკერდზე სიმძიმეს ვგრძნობდი, თითქოს უხილავი ლოდი დამადეს და სუნთქვა კიდევ უფრო გამიჭირდა. ვგრძნობდი, როგორ მესობოდა წვრილი ნემსები სხეულის ყოველ წერტილში. მტკიოდა, ძალიან მტკიოდა, გაუსაძლისად. ცრემლები მომდიოდა და მივდიოდი, თუმცა სად არვიცოდი. ვიღაცის ხელმა შემაჩერა ეს სანდრო იყო. -ბარბარე აგიხსნი -რაუნდა ამიხსნა? -მისმინე, ის რაც დაინახე.. -არ მაინტერესებს, წადი -ბარბარე -... -ბარბარე გამოვიქეცი, ვერ ვუყურებდი მას.. ვერვიტანდი. ის.. მე, ის.. მე მის გამო ვსუნთქავდი.. მე ის მიყვარდა, ეს როგორ შეეძლო? ეს როგორ გამიკეთა?! ვგრძნობდი როგორ კვდებოდა ჩემი გული და როგორ მიჭკნებოდა სული. მინდოდა მესუნთქა თუმცა არშემეძლო, ცრემლები თავისით მოდიოდა და ვერვჩერდებოდი, მთლიანად ვკანკალებდი. საერთოდ ცოცხლებში არვეწერე. თავზე ჩამომექცა მთელი სამყარო. მინდოდა გავმქრალიყავი, მიწას ჩავეყლაპე, მინდოდა მოვმკვდარიყავი. ელენე და სანდრო.. ელენე.. ისევ ელენე. რა დავაშავე? გულწრფელად მაინტერესებდა რა დავაშავე? ეს ტკვივილი მაშინდელს ვერც შეედრებოდა.. განადგურებული ვიყავი.. რატომ? ეს რატომ ხდება ჩემსთავს? როგორ ვერ ვამჩნევდი? როგორ ვერ ვხვდებოდი? სანდრომ ეს როგორ გააკეთა, როგორ შეეძლო? ვერვხვდებოდი რახდბოდა.. ტელეფონი განუწყვეტლივ რეკავდა, ამჯერადაც მეგონა სანდრო იყო, თუმცა უცხო ნომერი იყო.. დიდხანს დავშტერებოდი ტელეფონს და ვერვპასუხობდი, ამასობაში შეტყობინება მომივიდა იმავე ნომრიდან და გავხსენი -ელენე ვარ, ყაზბეგზე წითელ ბაღში ვარ და მოდი, მინდა დაგელაპარაკო და ყველაფერი გითხრა, აუცილებლად მოდი, ვიცი დაგაინტერესებს თვალებს ვერ ვუჯერებდი, ნუთუ ეს მართლა ჩემს თავს ხდებოდა.. მივედი, შორიდანვე ვიცანი და ახლოს მისვლა არ მინდოდა, თუმცა მაინც მივედი -ბარბარე -გისმენ -სანდროსთან არც თუ ისე დიდიანია ვმუშაობ, სტაჟიორი ვარ და შედარებით ახალივარ, მას ვეხმარები ასე ვთქვათ. იცი არვიცოდი თუ შეყვარებული ყავდა, თანაც შენ. არვიცი ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს, ვწუხვარ, მაგრამ მეც ცუდად ვარ რადგან მეგონა ვუყვარდი. რაც მუშაობა დავიწყე იმ დღიდან მეფლირტავებოდა, მეც ძალიან მომეწონა მაშინვე და მალევე შემიყვარდა კიდეც, ახლა კიდე. მეუბნებოდა, რომ ვუყვარდი, სიყვარულს მეფიცებოდა.. არვიცი ისეთ სიტყვებს მეუბნებოდა, ისეთ რაღაცეებს აკეთებდა, როგორ არ დამეჯერებინა? ვერ ვიჯერებდი, ვერგეტყვით რას ვგრძნობდი, დიდ, ძლიერ ტკივილს ვგრძნობდი, რომელიც უფრო მძაფრდებლდა და ამ ტკივილს დასასრული აღარ უჩანდა. -რაა? -ხო სიყვარულს მეფიცებოდა. აგვისტო.. მთელი აგვისტო ერთად ვიყავით, ისე საოცრად ვატარებდით დროს. რატომღაც მანამდე დიდად არ დავდიოდით სადმე, თუმცა აგვისტოში სამსახურში ხომ ერთად ვიყავით და შემდეგ სახლშიც, ხან ბუნებაში, ხან კაფეებში. მაგრამ სახლში მასთან, მისი სახლი ყველაფერს მერჩივნა -ამას რატომ მიყვები? -რატომ?? რადგან ვხვდები მეც ისეთივე მოტყუებული ვარ როგორც შენ და ძალიან ვწუხვარ. ხოო რასვამბოდი?? ხოო... მართლა მჯეროდა მისი, ჯანდაბა ისე კარგად ვიყავით, ისეთი კარგი ურთიერთობა გვქონდა, ისეთი ცხელი და მხურვალე სექსი.. მის თვალებში მის ჩემდამი სიყვარულს ვხედავდი. ამის მოსმენა აღარ შემეძლო, ამიტომ წამოვედი.. მისი სიტყვები, ელენეს სიტყვები. აგვისტო, სამსახური. აგვისტოს შემდეგ რატომღაც გამოუჩნდა სანდროს საქმეები. საცაა გული გამისკდებოდა.. ეს ყველაფერი ტყუილი იყო? ეს როგორ გააკეთა? როგორ გამიკეთა? მისი სიტყვები? მისი ქცევა? რასნიშნაავდა? მაშინ ეს ყველაფერი რასნიშნავდა? ის ისეთ საოცარებებს მეუბნებოდა, ნუთუ ეს ყველაფერი ტყუილი იყო!? მე ხომ ასე მჯეროდა მისი? ნუთუ არმაქვს ბედნიერების უფლება? ნუთუ არშემიძლია ვინმეს ვენდო? რატომ? ღმერთო რა დაგიშავე? რა დავაშავე? ასეთი ტკივილისთვის როგორ გამწირე.. აღარ შემიძლია, ამდენი აღარ შემიძლია, ვეღარ გადავიტან!! სიკვდილი მინდოდა.. მარტოობა მინდოდა, მინდოდა ამ სამყაროდან გავმქრალიყავი.. წასვლა მინდოდა, თუმცა არვიცოდი სად წავსულოყავი. რა მოხდებოდა საერთოდ არ შეგხვედროდი. ასეთი სიცარიელესთვის როგორ გამიმეტა? სრული სიცარიელე, სიბნელე.. ასეთი სიმძიმე ჯერ არ მიგვრძვნია. იმდენად მძიმე იყო ეს რომ ემოციებს ვერაფერს ვშველოდი. ასეთი ტკივილისთვის როგორ გამიმეტა? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.