შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გიხაროდეთ, ჩვენ ერთად აღარ ვართ.


2-05-2017, 12:18
ავტორი Together
ნანახია 2 120

2 თავი
თითქმის ყველა გაკვეთილზე მას ვხატავდი, ფურცელს მაშინ ვდებდი როდესაც მასწავლებელი გვიახლოვდებოდა ეს კი ძალიან ხშირად ხდებოდა. მეხუთე და ბოლო გაკვეთილი სპორტი იყო, ზოგადად 20 ბავშვიდან 19 ფეხბურთს ან იშვიათად კალათბურთს თამაშობდა ხოლმე მიუხედავდ იმისა გოგო იყო ის თუ ბიჭ ი ან იცოდნენ თუ არა თამაში, ის 1 ბავშვი კი რომელიც არ თამაშობდა და შორს იყო მათგან სკამებზე დამჯდარი მე ვიყავი. ხელში ფურცლებით და ფანქრებით ხელში რაღაცეების რომ ხატავდა და არავის აჩვენებდა. ახლაც არ დავარღვიე წესი და სკამზე დავჯექიფურცელი ავიღე ფანქარი მოვიმარჯვე და სანდროს პორტრეტის დასრულება დავიწყე. რამდენიმე წუთში სანდრო გვერდით მომიჯდა და მითხრა : - შენს ნახატებს მაჩვენებ?
-კარგი რაა, ჩემი ნაჯღაბნების ნახვას ჯობს შენც მათთან ერთად ითამაშო. - ვუთხარი და ფურცელს მივუბრუნდი სადაც ბოლო მოხასმებსღა ვაკეთებდი.
-მაჩვენე და მეც გაჩვენებ ჩემს ნახატებს. - მითხრა და თავისი ჩანთიდან ფურცლები ამიოღო
-შენც ხატავ?
-კიი. რას იტყვი მაჩვენებ?-მითხრა და თავისი ნახატები გამომიწოდა
-კარგი- ვუთხარი და ნახატები გავცვალეთ, ერთმანეთის ნახატებს ვათვარიელებდით როდესაც იდიოტმა ლაშამ ბურთი გვესროლა მეორე იდიოტმა ბექამ კი ფურცლები წაგვართვა და მთელს დარბაზში მომიგვიფანტა.
-თქვენი დედ.. - დაიწყო სანდრომ მაგრამ აღარ დაამთვრა უცებ გაჩუმდა და ფურცლების კრეფა დაიწყო. მეც მას მივბაძე.
-რაო სალი კარგი დაქალი გაიჩინე არაა?! - თქვა იდიოტმა ლაშამ დანარჩენები კიაყაყანდნენ "უნიჭო მხატვარი,.. სანდრაა.." ყვიროდნენ და იცინოდნენ.
- ოეე უნიჭო ფიროსმან. ეს დაგრჩა! - თქვა ლაშამ და სანდროს პორტრეტი მაჩვენამე ძალიან გავბრაზდიტირილი მინდოდა და ლაშასკენ გავიწიე მაგრამ სანდრომ დამიჭირა ჩანთები და ფურცლები აიღო და გასახდელში შემიყვანა კარი ჩაკეტა სკამზე დამსვა ჩემს წინ ჩაიმუხლა და ჩემი დამშვიდება სცადა, ტირილი დავიწყე და თავი ხელებში ჩავრგე თავიც ავმტკივდა, უცებ ლაშას ხმა გავიგე და წამოვხტი მინდოდა მომეკლა მაგრამ სანდრომ დამიჭირა კარებსრომ ვეცი და ჩამეხუტა, მაშინ თითქოს მთელი სამყარო გაქრა. ბავშვების სიცილი , ყვირილი, მასწავლებდლის ჩხუბი რომ გამოვსულიყავით და რომ ისინი დაეწყნარებინა ბურთის კარებზე მიხეთქების ხმა. ყველაფერი, ყველაფერი გაქრა, დადუმდა.
ზარი რომ დაირეკა და სახლში წასვლის დრო დადგა მხოლოდმაშინ გამოვედით გასახდელიდან. ჩანთა რომ ავიღე და ცრემლები მოვიწმინდე სანდრომ ხელი მომკიდა და გაცილება შემომთავაზა. მე კატეგორიულ უარზე ვიყავი ადამიანებს იოლად ვეღარ ვენდობი, ჯერჯერობით ეგ მაინც მასწავლა ცხოვრებამ.
- სალი ცუდად ხარ, ასე ვერ გაგიშვებ! - მითხრა სანდრომ
-სანდროო კარგად ვარ მართლა, ნუ ღელავ ჩემზე, ხვალ გნახავ. კარგად.
-კარგი რაა. სერიოზულად..
-სანდრო კარგად! - არ დავამთავრებინე ვუთხარი და წავედი.
მართლა ცუდად ვიყავი მაგრამ ნახატის დაბრუნებამ და სანდროს ასე თბილმა ლამაპარაკმა გამახარა, გზაში მეღიმებოდა, სახლში რომ მივედი პირდაპირ ჩემს ოთახში შევედი, სანდროს პორტრეტი კედელზე მივამაგრე, პირველად ჩემს ცხოვრებაში ჩემი ნახატი რომ ასე გამოვაჩინე, ვუყურებდი და მეღიმებოდა, უცებ ანდრიას ტირილის ხმა მომესმა და მასთნ მივედი, ოთახში მარტო იყო თავის საწოლში იწვა და ტიროდა, ოთახიდან გავედით და ნატას ძებნა დავიწყე, ნატა პირველ სართულზე სამზარეულოში იყო ტელეფონზე ლაპარაკობდა და თან საჭმელს ამზადებდა. ანდრია რომ დაინახა მაშინვე გათიშა ტელეფონი და მისკენ წამოვიდა. მე ანდრიას რძის ბოთლი გამოვართვი თბილად გავახვიე ადიელაში და ეზოში გავიყვანე. შემდეგ ბაღში ჩავიყვანე და ცოტახნით სკამზე დავჯექი. რძის ბოთლი პირთან მივუტანე ის მაშინვე ეცა და ტუჩები ააცმაცუნა. ამ დროს ვიღაც "კაი ბიჭები" გამოიარეს და იქვესკამზე დასხდნენ. შემდეგ ერთ-ერთი ჩემსკენ წამოვიდა სკამს ფეხი დაადო მუხლს დაეყრდნოდა მკითხა
-შენი შვილია? ძალიან საყვარელია არ დამაჭერინებ?
-არა. გთხოვ შემეშვი. - ვუთხარი და უფრო მივიხუტე ანდრია
-კარგი რაა, ცოტახნით მომიყვანე არაფერს დავუშავებ - მმითხრა და სახეზე ხელი მომკიდა მე უცებავდექი მაგრამ მხარზე ხელი მომკიდა და უკან დამსვა
-პრობლემები გაქ ბრატ? -ვიღაცის ხმა გავიგე უკნიდან და სასიამოვნოდ მაგაჟრჟოლა
-შენ ვიღა ხარ? შეგვეშვი რაა, ხომ ხედავ გოგონას ვესაუბრები! -უთხრა იმ ვითომ კაი ბიჭმა
-პატარა ბიჭი, გირჩევნია დაახვიო აქედან თორემ მე და ჩემი ძაღლი დიდხანს არარ მოგისმენთ- უთხრა სანდრომ და ძაღლიც ღრენით გაიწია წინ!
-მეტი არაფერი იცი შეენ? აბა სიტყვით მომერიე! - უთხრა იმ ვითომ კაი ბიჭმა და ფეხი ჩამოსწია
-ბაზარი არაა. წამო აბა გვერდზე გავიდეთ.
-სანდ არ გინ.. - დავიწყე მაგრამ სანდრომშემაწყვეტინა
-ჩუმად სალი! - მითხრა მან და ცოტა მოშორებიტ დადგნენ
რამდენიმე წუთში სანდროს დაარტყა იმ ბიჭმა სანდრომ კი მთელი ძალით მოუქნია მუშტი და სახეში იმდენად მაგრად დაარტყა რომ ძირს დავარდა ის დანარჩენი ორიც წამოიწია წინ მაგრამ ძაღლმა მათკენ გაიწია.
- დაახვიეთ ეხლა აქედან! თქვენი დედები ... -შეიგინა სანდრომ და ჩემსკენ მოვიდა. - კარგად ხარ? - მითხრა მე
- კიი მაგრამ შენ არ უნდა იყო კარგად. წარბი გაქვს გახეთქილი, ხელიც სისხლიანი გაქვს
-არაფერია კარგად ვარ. ეს ჩემი სისხლი არ არის - გაეცინა და მათ თვალი გააყოლა.
-გმადლობ რომ დამიცავი. მაგრამ არ უნდა გეჩხუბა ჩემს გამო.
-წამოდი სახლამდე გაგაცილებ კიდევ სადმეს რომ არ გადაგეყარონ.
- მაინცმაცილებ ხოო?! - გამეცინა და სიცილ სიცილით გავუყევით გზას.

-------------------------------------------------------------
როგორია? ღირს გაგრძელება?



№1 სტუმარი Guest Keta

Kiii dzalian dzalian kargia magram iseti satauri aqvs......mgonia boloshi ertad ar datoveb an ragac cudi moxdeba

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent