თავდავიწყებით შემიყვარდი (თავი 12)
ნელი ნაბიჯით ავუყევი კიბეებს. გზაში ახლო მომავალზე მეფიქრებოდა. რას მეტყვის დედა? ან მე რა უნდა ვუთხრა? თავი როგორ ვიმართლო? მესამე სართულზე, როგორც კი დავდგი ფეხი, მაშინვე გაიღო ჩემი სახლის კარი. დედაჩემის გაბრაზებულ სახეს შევეჩეხე. ნელი ნაბიჯით და მობეზრებული სახით მივუახლოვდი კარს. დედას ლოდინი მობეზრდა და კარს მიღმა გაუჩინარდა. შიგნით შევედი და მაშინვე ოთახების თვალიერება დავიწყე. სამზარეულოში არაამქვეყნიური სახით შევდივარ, როგორც ჯოჯოხეთში შევიდოდა ადამიანი. სწორედ ამ ოთახში ვხედავ დედაჩემს, რომელიც ონკანთან დგას. წამის მეასედში ჩემსკენ ტრიალდება და გაბრაზებულ მზერას მაპყრობს. ნელი ნაბიჯით მოდის ჩემსკენ. მხოლოდ ახლაღა ვაკვირდები დანას, რომელიც ხელში უჭირავს. აჰჰ... კუჭ-ნაწლავ-ღვიძლიანად თრევა კი არა, უარესი გეგმა მოუფიქრებია. იმ სულელური სტატიის გამო აპირებს ჩემს მოკვლას? ნუთუ დედა შეძლებს საკუთარი სისხლის და ხორცის მოკვლას? მის გაბრაზებულ სახეს, ვაკვირდები. არა. გამორიცხულია ეს ლამაზი, კარგად გალესილი დანა პირდაპირ მუცელში გამიყაროს. კი, მაგრამ ასე რამ გააბოროტა? ამ ყველაფრის გაფიქრებას წამებში ვასწრებ. ჯერ სამი ნაბიჯი ძლივს ექნება გადმოდგმული. ოდნავ უკან ვიწევ და მაშინვე ცივი სხეულის შეხებას ვგრძნობ ზურგზე. უკან ვიხედები. კედელი ყოფილა... ისევ დედაჩემზე გადამაქვს მზერა. დანას ხელში ატრიალებს. კიდევ ერთ ნაბიჯს დგამს ჩემსკენ და მაგიდასთან ახლომდებარე სკამზე თავსდება. კარტოფილის დასაჭრელად დომებია ეს დანა, მე კი რა აღარ ვიფიქრე. ჰაჰ... - რას გავს შენი საქციელი? შენ არ თქვი წვეულება ეწყობაო? ვინ არის ის ბიჭი? - დედა. მე... არ მომიტყუებიხარ. კორპორაციულ საღამოზე ვიყავი გუშინ. უბრალოდ მომბეზრდა და მალევე წამოვედი. ნიკა კი ჩემი უფროსია და ასე გვიან მარტო ვერ გამომიშვებდა. - ვუთხარი ჩვეული ტონით და მზერა ავარიდე. არ შემიძლია ასეთ გაცეცხლებულ მდგომარეობაში მისი სახის დანახვა. - ის უბრალოდ შენი უფროსია? თქვენს შორის არაფერი ხდება ხომ ასეა? - ამბობს გაბრაზებული ხმით. ისეთი ტონი აქვს ლამისაა ავტირდე. გული გამალებით მიცემს შიშისგან და საშინელს სიცხეს ვგრძნობ ახლა რა უნდა ვუთხრა? თავადაც არ ვიცი ჩვენს შორის რა ხდება. აშკარაა ვერ ვეტყვი სიმართლეს. - რა უნდა ხდებოდეს დედა? ჩემში ეჭვი გეპარება? ის უბრალოდ ჩემი უფროსია. მე თავადაც სახტად ვარ დარჩენილი იმ სტატიის გამო და ახლა შენ გამხნევების მაგივრად დაკითხვას მიწყობ? - მეც გაბრაზებული ტონით ვიწყებ სუბარს. - ის ბიჭი საავადმყოფოშიც იყო. ქეთოს საიდან იცნობს? - აი თურმე ვის დავემსგავსე ცნობისმოყვარეობით. სანამ ყველა კითხვაზე პასუხს არ გავცემ ვერ მოისვენებს. - ნიკა და გიორგი კლასელები არიან. ქეთო ცუდად, რომ გახდა მე და გიორგი ნიკამ მოგვიყვანა საავადმყოფოში. - ნიკა სკოლაში სწავლობს? რამდენი წლის არის. - ზუსტად არ ვიცი... მგონი ჩვიდმეტის. - ვამბობ ცოტაოდენი ფიქრის შემდეგ. რა საკვირველია, პასუხი ზუსტად ვიცი, მაგრამ ასე სჯობს. დედა იფიქრებს, რომ მასზე ბევრი რამ არ ვიცი და არც მაინტერედებს. ნუ, იმედია... - არასრულწლოვანი თუა შენი უფროსი ვერ იქნება. რატომ მატყუებ მარიამ? - მის სიტყვებზე საშინლად ვბრაზდები. - დედა გთხოვ, ნუ მაბრალებ რაღაცებს და ნურც მატყუარას მიწოდებ. ნიკა ჩემი უფროსია, თან გიორგის კლასელია და ჩვენს შორის არაფერი ხდება. თუ მეტი კითხვა არ გაქვს ჩემს ოთახში შევალ. - ვამბობ და სამზარეულოდან გავდივარ, იმის იმედით, რომ დაკითხვა დასრულდა. დღეს აშკარად საშინელი დღეა ჩემს ცხოვრებაში. - იმ ადამიანისგან შორს დაიჭერ თავს გასაგებია? - დამიჯერე ზუსტად მაგას ვაპირებ დედა. ნუ ღელავ. მისგან ისედაც შორს ვიჭერ თავს. - იცოდე მსგავსი აღარ განმეორდეს გასაგებია? - დედას თავს ვუქნევ თანხმობის ნიშნად და ჩემს ოთახში შევდივარ. იმდენად ვარ გადაღლილი მაშინვე ლოგინზე ვიშხლართები და სიზმრების სამყაროში ვეშვები. ****** დილით ადრე მეღვიძება. ზანტად ვდგები ფეხზე და ტანსაცმელს ვიცვამ: თეთრ ბოტასებს, შავ მოტკეცილ შარვალს და კანისფერ ტოპს. სახლიდან ისე გავდივარ არავის ვცემ ხმას. ნელი ნაბიჯით, ფიქრებში გართული მივუყვები ქუჩას სკოლისაკენ. გუშინ დედაჩემს მარტივად გადავურჩი. იმედია მეორედ ასეთ სიტუაციაში აღარ ჩავვარდები ნიკას გამო. მის გამო უკვე ძალიან ცუდი რაღაცები მოხდა. დედაჩემის ნდობა დავკარგე, ალბათ ანა და საბაც გაბრაზებულები არიან ჩემზე. იმ ჩხუბის მერე საბასთან არ დავრჩი, წამოვედი და თან ნიკაც ჩემთან ერთად იყო. ალბათ ვეღარ მიტანენ. მათ მსგავსად ვერც ლიკა, ლიზა და დეა მიტანენ. მგონი ასე ქვიათ. ასევე ნიკას გამო ეკასაც ვეჩხუბე. ამ ბიჭის გამოჩენამ ყველაფერი არია. ყველასთან გამიფუჭა ურთიერთობა და ესეც არ იკმარა. გონება ამირია, ფიქრებში და გულში შემომეჭრა. სკოლის წინ ვდგავარ, უკვე რამოდენიმე წუთია. ვფიქრობ შევიდე თუ არა? ბოლოს გადაწყვეტილებას ვიღებ და ნელი ნაბიჯით შევდივარ შიგნით. ანალოგიურად იქცევიან, როგორც გუშინ. ზოგი მლანძღავს, მაკრიტიკებს, ზოგი მაქებს- ყოჩაღია მდიდარი ბიჭი ჩაიგდო ხელშიო. მოკლედ, რომ ვთქვათ არავინ მტოვებს უკომენტაროდ და ყველა თვალი ჩემსკენ არის მომართული. მათი მზერა კი ძირითადად მტრულია. თოთოეულს ვაკვირდები, ზოგს ვიცნობ კიდეც, თუმცა ვის რაში აინტერეაებს ვინ ვარ, როდესაც ასეთი საჭორაო ჩაუვარდათ ხელში. ჩემსკენ მომართულს თვალებს შორის ეკას მზერას ვაწყდები. თვალს ვარიდებ და ნაბიჯებს ვუსწრაფებ. ის ისაა კლასში უნდა შევიდე, რომ ვიღაც მაჯაზე ძლიერად მჭიდებს ხელს და სადღაც მიმათრევს. სახეს ვერ ვხედავ, თუმცა ის აშკარაა თავში ტვინი, რომ არ აქვს. რომელი ჭყუათმყოფელი წამათრევდა მაშინ, როდესაც გაკვეთილის დაწყებამდე ორი წუთია დარჩენილი?! აშკარად გოგოა, მხოლოდ მის მუქ ყავისფერ თმას ვამჩნევ. ისე სწრაფად მიმათრევს, რომ უკვე მუცელში ყველაფერი ამენჯღრა. ბოლოს უკან იხედება, მის თაფლისფერ თვალებს ვაწყდები და უკვე ვხვდები ვინც არის. - ეკა სად მიმათრევ? ერთ წუთში გაკვეთილი იწყება. - ვცდილობ ხელი გავაშვებინო, თუმცა ამაოდ. ეკუნა ჩემს სიტყვებს ყურადღებას არ აქცევს და გოგოების საპირფარეშოში მიმათრევს. შიგნით შეგდებულს ისეთი სახით მიყურებს, როგორც მგელი ხაფანგში მომწყვდეოლ ცხვარს. - რა გინდა? გამიშვი! - ვამბობ და კარისკენ მივიწევ. თუმცა ეკა წინ მეღობება. ისეთი გაბრაზებული სახე აქვს, მეშინია მალე ამ ემოციისგან არ აფეთქდეს. - საშინელი ადამიანი ხარ. მეგობრად გთვლიდი. შენ კი რა გამიკეთე? ხომ იცოდი ნიკა მომწონდა, მაგრამ მას მაინც დაუახლოვდი. - ყვირის ბოლო ხმაზე და თან ხელს მკრავს წამის შესვენებებით, მე კი ბარბაცით მივდივარ უკან და უკან. შიში მიპყრობს. არ მინდა რაიმე დავუშავო. აშკარაა ისიც იმავეს არ ფიქრობს ჩემზე. მის სიტყვებზე პასუხის გასაცემად საუბრის წამოწყებას ვცდილობ, მაგრამ ვინ გაცდის? - გაჩუმდი ჯერ მე უნდა ვისაუბრო. სად გავჩერდი? ხო გამახსენდა. მე შენ ჩემი საიდუმლო გაგანდე. შენ იცოდი, რომ ნიკა მოწმონდა. თუმცა არაფრად ჩამაგდე. მას მაინც დაუახლოვდი და ამით ჩემს გრძნობებზე ითამაშე. ერთხელ უკვე ვისაუბრეთ ამ თემაზე. წესით უნდა გახსოვდეს ის ჩხუბი. მაშინაც გაგაფრთხილე, რომ ნიკა მიყვარდა, მაგრამ ისევ ფეხებზე დამიკიდე. მას ფულის გამო დაადგი თვალი? ამოტომ გინდა ამახიო? ვერ ვხვდები ასე რატომ მომექეცი. - საკმარისია ჩემი ლანძღვა. მე ნიკა შენამდე გავიცანი გასაგებია? პირველად, რომ დაინახე ტუჩზე ნაკბენი ჰქონდა გახსოვს? ის ჩემი გაკეთებული იყო. მე კი არ ვაკოცე, თავად მაკოცა. მისგან გათავისუფლებას, რომ ვცდილობდი, სწორედ მაშინ ვუკბინე. თავი ასე დავიხსენი მისგან. მას შენ არ აინტერესებდი, მისი ყურადღება მე დავიმსახურე. შემდეგ შენ გამოჩნდი და ნიკა მოგეწონა, თუმცა მას უკვე ჩემზე ჰქონდა თავლი დადგმული. მას მე მოვეწონე და არა შენ. გაიგე? - ყვირილს, რომ ვასრულებ მხოლოდ მერეღა ვაანალიზებ ჩემს წარმოთქმულ სიტყვებს. ეკა გამწარებულია, თვალებიდან ცოფებს ყრის. ჩემსკენ მოდის, თმაში მწვდება და ჩემს აქეთ-იქით ნჯღრევას იწყებს. არ მინდა რაიმე დავუშავო, თუმცა არც დჟეჟილობები მინდა სახეზე. ისაა ხელი უნდა ჩავკიდო და მეც ანალოგიურად ვაჯანჯღარო, რომ ვიღაც ეკას უკან ექაჩება. - ეკა რას აკეთებ? როგორ შეიძლება ასე მოქცევა? სულ გაგიჟდი. - ევამ გადამარჩინა. მას უნდა ვუმადლოდე, რომ ჯერ ისევ ლამაზი ვარ. - ევა შენც მისკენ ხარ? შენც აპირებ მიღალატო? არა და შენც ჩემს მეგობრად გთვლიდი. - შენი მეგობარი არ ვარ. შენ ჩემით მანიპულირებდი და მიყენებდი. გინდოდა გაჩითული ყოფილიყავი და შენი საკუთარი სასტავი გქონოდა. მეც ამისთვის მიყენებდი. კარგი გარეგნობა მაქვს, შენგან განსხვავებით. ცდილობდი ბევრი ადამიანი გამეცნო, პოპულარული გავმხდარიყავი და შენც ეს სტატუსი გქონოდა, როგორც ჩემს ახლო მეგობარს. ყოველთვის ცდილობდი შენს ჭკუაზე გეტარებინე. ბოლომდე მაინც ვერ ვხვდები შენ მიზნებს. მარიამმა კი, შენსგან განსხვავებით სრულიად უცხო ადამიანს დახმარების ხელი გამომიწოდა. ჩემი ტკივილი გაიზიარა და გამამხნევა. მან დამიმტკიცა, რომ ადამიანია. მას გულში ქვა ნამდვილად არ უდევს. შენგან განსხვავებით. მარიამის ყოველთვის გშურდა ხომ ასეა? მას ემეგობრებოდი, რადგან ის ძალიან გულუბრყვილოა. არ შეეძლო შენი, როგორც მეგობრის დაკარგვა, ამიტომ ყველა სულვილს გისრულებდა. შენც მეტი რა გინდოდა. რაიმე გასაჭირი თუ გქონდა მარის აგვარებინებდი. მასთან წუწუნებდი და ის გეხმარებოდა. ნიკაც შენი ახალი აკვიატებაა. ალბათ, ახლაც ფიქრობ, რომ ბიჭს დაგითმობს. თუმცა შენი ქცევებით თქვენ ორის ურთიერთობა გააფუჭე. მარი შენ აღარ დაგეხმარება. დარწმუნებული ვარ ამის შემდეგ მეგობრადაც აღარ ჩაგთვლის. ვფიქრობ ამის ღირსი ხარ კიდეც.- ევას სიტყვებს ჩუმად ვისმენდი, თან თვალებიდან ცრემლები ღაპაღულით მცვიოდა. ეკა ჩემს მეგობრობას იყენებდა და ამას ვერ ვამჩნევდი. ნუთუ რაც ევამ თქვა სიმართლეა? - სისულელეს ნუ ამბობ. მე კი არა მარი მექცევა ცუდად. ცილს რატომ მწამებ ვერ ვხვდები. - ეკას კიდევ უნდა საუბრის გაგრძელება და თავის დაცვა თუმცა გასამართლებელი არაფერი ახსენდება. - ვერაფერს ამბობ არა? არც მიკვირს. უგულო ხარ. ცუდად იქცევი და რამდენიც არ უნდა იფიქრო გასამართლებლად ვერაფერს იტყვი. ახლა კი დროა კარგად დაფიქრდე. ვინ ხარ? რატომ გაქვს გულის ნაცვლად ქვა და რას გაძლევს ეს ფაქტი, თუ არა ცუდს? - ევა ჩემაკენ მოდის, ცრემლებს მწმენდს და საპირფარეშოდან გამოვყავარ. მთელი ცხოვრება ვცდილობდი ძლიერი და მხიარული გამოვჩენილიყავი. საკუთარ ტკივილს არავის ვაჩვენებდი. ვერავინ ბედავდა ჩემს გამოყენებას კი არა, ცუდი რამის თქმასაც კი. მეგონა სრულყოფილად ვასრულედბი ამ ყველაფერს. თუმცა რა გამოვიდა? საკუთარი მეგობარი მიყენებდა და მატყუებდა. ის, რომელსაც ვაღმერთებდი და ყოველთვის მხარში ვედექი. რით დავიმსახურე ასეთი ქცევა? თუმცა კი, ღირსი ვარ. ყოველ შეცდობას ვპატიობდი, რასაც ჩემთან მიმართებაში უშვებდა. დანაშაულს ვპატიობდი და არასოდეს ვაკრიტიკებდი. აი ეს იყო ჩემი უდიდესი შეცდომა, რომლის გამოც ახლა ვისჯები. უამრავჯერ მომხდარა მსგავსი სიტუაცია. ელე და ეკა საპირისპირო ისტორიებს ყვებოდნენ და ერთმანეთს აბრალებდნენ მომხდარს. და ესინციდენტი ყოველთვის ჩემს პირად ცხოვრებაზე ცუდად ისახებოდა. ყოველ ჯერზე თვალს ვხუჭავდი, რადგან არც ერთის დაკარგვა მინდოდა. ეს უდიდესი შეცდომა იყო ჩემს განვლილ ცხოვრებაში. თუ კი მეგობარს ტყუილში და ფარისევლობაში გამოიჭერთ, ბოლომდე გამოიძიეთ მომხდარი. ორი ადამიანის ურთიერთ საპირისპითო აზრის გამოხატვისას ერთი აშკარად ტყუის. კარგად დააკვირდით მომხდარს და ის ადამიანი გაუშვით საკუთარი ცხოვრებიდან, რომელმაც მოგატყუათ. ***** მთელი დღე სულელურად გაიწელა. გაკვეთილები დასრულდა თუ არა მაშინვე გარეთ გამოვედი და ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე. შორიდან ეკას მოვკარი თვალი და ჩემი ყოველი უჯრედი ზიზღმა და ბრაზმა მოიცვა. სწრაფი ნაბიჯით დავტოვე იქაურობა და ნიკას ოფისისკენ გავეშურე. საშინელი დღის საშინელ გაგრძელებას მალე ვიხილავ. ნელი ნაბიჯით შევდივარ ოფისში და მომღიმარ ანას ვაწყდები. მაშინვე მისკენ მივიწევ. - როგორ ხარ საყვარელო? - მიღიმის და ძლიერად მეხუტება. გაბრაზება, რომელსაც ორი წუთის წინ განვიცდიდი, ახლა სრულებით ვეღარ ვგრძნობ. მეგონა ჩემზე გაბრაზებული იქნებოდა, მაგრამ არაა. - არც ისე კარგად შენ? - რა მოხდა? - ანას ყველაფერი მოვუყევი. სტატიიდან დაწყებული ეკას ამბით დასრულებული. თითქოს მხრებიდან ტვირთი მომხსნესო. - ყველაფერი გამოსწორდება საყვარელო. ეკა საერთოდ თავიდან ამოიგდე. არ არის შენი დარდის ღირსი. - მე და ანამ ცოტა ხნით კიდევ ვისაუბრობთ, შემდეგ კი ჩემს კაბინეტში შევდივარ. სკამზე ფრთხილად ვჯდები და სახეზე ხელებს ვიფარებ. მაინც და მაინც მე რატომ მაქვს ასეთი საშინელი ცხოვრება? უეცრად ტელეფონის გამაყრუებელი ხმა გაისმის. მეც დაუფიქრებლად ვპასუხობ. - მარიამ. - ნიკას ხმის გაგონებისას მთელს ტანში ჟრუანტელი მივლის. - გისმენ? - ჩემი ათრთოლებული ხმით წარმოთქმული სიტყვა კითხვას უფრო ჰგავს. - შემოდი. - ისეევ მისი ბრძანებები. ტელეფონს თავად თიშავს და მეც ნელი ნაბიჯით მივდივარ "ნომერი 404"- კენ. კარს ხმაურიანად ვაღებ და შიგნით შევდივარ. ნიკა გაოცებული დახით მიყურებს. მისი სახე ბრწყინავს ბედნიერებისგან. მას სტატია არ უნახავს, თუ სრულებით არ დაინტერესდა მისით?! - რა გჭირს? - მისი ხმა ოდნავ სერიოზულდება. ალბათ ჩემი უხასიათობის გამო, რომელიც სახეზე მკვეთრად აისახება. - არაფერი. - თითქმის ჩურჩულით ვამბობ და მზერას ვარიდებ. - მინდა რაღაც გითხრა. - ამბობს მშვიდი ტონით და მიახლოვდება. მისი სიახლოვისგან სუნთქვა მიხშირდება და სიცხის ტალღა ყველა უჯრედს წამებში ედება. - დღეს რესტორანი დავჯავშნე ჩვენ ორისთვის, სამსახურის შემდეგ წავიდეთ. - ამ სიტყვებს მბრძანებლური ტონით მეუბნება და მიღიმის. მგონი ჩემგან თანხმობასაც არ ელოდება. უკვე გადაწყვეტილი აქვს ყველაფერი. - რა? - გაკვირვებული სახით ვეკითხები და ლამისაა ავტირდე. თვალები მიწყლიანდება და ცრემლების შესაკავებლად ცოტა ხნით ვხუჭავ. მან რა სტატიის შესახებ არაფერი იცის? მე კი მოჭორავე ბრბოსგან ამდენი დამცირება ავიტანე. - სერიოზულად ამბობ? - უეცრად ტირილი მინდება, მაგრამ ამის ნაცვლად ისტერიული სიცილი მიტყდება. ბედიც, რომ მე მეღადავება. ტელეფონს ვიღებ და ნიკას ვუწვდი სტატიის წასაკითხად. - ვიცი. ვნახე. დაიკიდე რა. - ამბობს ზერელე ტონით და ტელეფონს უკან მიწვდის. ლამისაა გავგიჟდე. "დავიკიდო? რას მეუბნები საერთოდ თუ ხვდები? იცი ამ სტატიის გამო რა გატავიტანე? იცი სკოლაში ბავშვები ჩემზე რას ამბობდნენ? იცი როგორ დამამცირეს? იცი ამ სტატიის გამო ეკასთან მეგობრობა გავწყვიტე?! ამ სტატიის გამო ჯოჯოხეთი გამოვიარე. შენ კი ასე უბრალოდ ამბობ, რომ დავიკიდო. "- წარმოვიდგენ თუ როგორ ვახლი ამ სიტყვებს ნიკას, თუმცა ამას არ გავაკეთებ. არ მინდა მას ვეცოდებოდე! არ მინდა სუსტი გამოვჩნდე! - არ შემიძლია ამ ყველაფრის დავიწყება და არც შენთან ერთად რესტორანში წამოსვლას ვაპირებ. - ვამბობ გაბრაზებული ტონით და კარისკენ მივდივარ. ჩემმა გონებამ გულს აჯობა და ამ სანატრ შემოთავაზებაზე უარი განაცხადა. კარს ვაღებ, თუმცა მას ნიკას ძლიერი ხელი იმ წამსვე ხურავს. მისი ძალა ჩემს ძალას ბევრად აღემატება და კარები ძველ მგომარეობას უბრუნდება. - ნინის და ბავშვთა სახლის სხვა ბავშვებს ფულს ჩავურიცხავ და მშობლების პოვნაში დავეხმარები. მხოლოდ ერთი პირობით... თუ რესტორანში წამომყვები. - მის სიტყვებზე ვბრაზდები. ვერ გავიგე ეს რა საქციელია? აპირებს ძალით წამიყვანოს პაემანზე? - მემუქრები?- თავს ვერ ვიკავებ ამ კითხვის დასმისგან და მის სახეს ვაკვირდები. ისევ სიცილი დასთამაშებს მის ბაგეებს. საშინლად გამაღიზიანებელი მისგან ასეთი ქმედება. - არა,ბავშვების დახმარების შანსს გაძლევ. - ამბობს ჩვეილებრივი ტონით. ლაპარაკისას თავის ადგილს უბრუნდება და ისე იქცევა თოთქოს მე კი არა კედელს ესაუბრება. გაბრაზებული ვაღებ კარს და იმხელა ხმაზე ვაჯახუნებ გამოსვლისას, თავადაც მიკვირს. ამხელა ძალა თუ მქონდა აქამდე რატომ არ ვიცოდი? - დაფიქრების საშუალებაა მოგცემ. - მესმის ნიკას დაბალი ხმით წარმოთქმული სიტყვები. სინამდვილეში ალბათ ჰყვირის კიდეც, თუმცა დაკეტილი კარი მისი ხმის ტემბრს მკვეთრად ახშობს. ნელი ნაბიჯით ჩავდივარ პირველ სართულზე. თვალები მიწყლიანდება და წამის შესვენებებით ვიწმენდ ლოყაზე ჩამოგორებულ ცრემლებს. ანას გაოგნებულ სახეს ვაიგნორებ, ხელს მკავში ვჭიდებ და საპირფარეშოსკენ მივათრევ. იქამდე ვიწყებ ამბის მოყოლას სანამ თვითონ მკითხავს რაიმეს. - საყვარელო უარს რატომ ამბობ? თან ვფიქრობ შენც გინდა მასთან ერთად პაემანზე წასვლა. - ამბობს ანა და ხელს მხარზე ნაზად მადებს, თანაგრძნობის ნიშნად. მასთან ერთად რესტორანში წასვლა სიკვდილამდე მინდა. დროს ერთად თუ გავატარებთ მაგას რა სჯობია, თუმცა ეს სწორი საქციელი იქნება ჩემი მხრიდან? - თან მინდა და თან არა. დიდი სიამოვნებით წავიდოდი, მაგრამ ჩვენს ურთიერთობას მომავალი არ აქვს. ის სხვა საზოგადოების წარმომადგენელია, მე სხვის. მასთან ერთად წასვლა რესტორანში არ იქნება სწორი საქციელი. წარმოიდგინე კიდევ, რომ გადაგვიღონ ფოტოები რა ამბები ატყდება. - ვამბობ და უკვე იმაზე ვფიქრობ დედაჩემი რა დღეში ჩამაგდებს. ჯერ მიყვირებს, გამომლანძღავს და მერე კიდე კუჭ-ნაჭლავით მითრევს აქეთ-იქით. არამგონია ტვინში მის გადატრიალება მოხდეს და დანით გამომასალმოს სიცოცხლეს. ისეთ ჯოჯოხეთს მომიწყობს, ეშმაკიც რომ ვერ აჯობებს. - მართალი ხარ სიხარულო, კარგი არაფერი მოხდება. მაგრამ ნიკა არ დაუშვებს ვინმემ გული გატკინოს. ვერ ამჩნევ? შენზე სერიოზულად ფიქრობს. აქამდე ნებისმიერი გაგდებული ეყოლებოდა შენს ადგილას. წინა ასისტენტი, იმიტომ გააგდო, რომ ყავაში ზედმეტი შაქარი ჩაყარა. შენ კი წიწაკიანი დაალევინე, მაგრამ მაინც აქ ხარ. - ეგ მართალია, მაგრამ მუქარა რაღა საჭირო იყო? ჯერ მარტო ნიკას ჯინაზე უბდა ვთქვა უარი ვახშმობაზე. - ვამბობ და ფიქრებში ვეშვები. წავიდე? არ წავიდე? რომ წავიდე ბავშვებს დავეხმარები, თან მასთან ერთად დიდ დროს გავატარებ. ნიკას გვერდით ყოფნაც კი სასიამოვნო იქნება, მეტი რომ არაფერი. მაგრამ ეს მუქარა რაღა საჭირო იყო? რატომ გონია, რომ მუქარით ყველაფერზე დამითანხმებს? რა გავაკეთო? დავთანხმდე თუ არ დავთანმხდე? საპირფარეშოდან ელვის სისწრაფით გავრბივარ. - რა გადაწყვიტე? - ყურში ანას სიტყვები ჩამესმის, რომელსაც ვაიგნორებ და მძიმე ნაბიჯებით ავდივარ კიბეებზე. წავიდე თუ არ წავიდე? წავიდე თუ არ წავიდე? ვერ ვწყვეტ. ცხოვრებაში ყველაფერს დედაჩემი წყვეტდა ჩემს მაგივრად და აი შედეგიც. გადაწყვეტილების მიღება საშინლად მიჭირს. მოდი წავალ. ძალიან მინდა მასთან ერთად ყოფნა. რა ვქნა თუ გულს ნიკასთან უნდა? მაგრამ, არა. დამემუქრა, თან რითი? ობოლი ბავშვებით. საშინელი ადამიანია. არ იმსახურებს თანხმობას. ნიკას კაბინეტის კართან ვდგავარ და ვცდილობ საბოლოო გადაწყვეყილება მივიღო. გავყვე თუ არა? " რა სულელი ხარ მარიამ. გადაწყვეტილების მიღებაც არ შეგიძლია. " - იძახის ჩემი მეორე მე. რამდენი ხანია ჩემს ნერვებზე არ უთამაშია. ახლა რაღატომ გამოჩნდა? გაბრაზებულმა კარის სახელურს ხელი ძლიერად ჩავჭიდე და შემთხვევით შევაღე კიდეც. ეს მხოლოდ მაშინ გავაცნობიერე, როდესაც ოთახში ინერციით შევვარდი. წელში გავსწორდი, ჩემი ქმედებით გამოწვეული გაკვირვება დავმალე და სახე დავასერიოზულე. - რა გადაწყვიტე? - ჩამესმა ნიკას ირონიული ხმა. როგორ შეიძლება ადამიანმა ასე სწრაფად ჩაანაცვლოს გაკვირვება ცინიზმით? " მიდი, მარიამ უთხარი არა. ერთი უბრალო სიტყვაა, ერთი უბრალო არაა. სხვა ხომ არაფერია?"- ვამხნევებ საკუთარ თავს და ვცდილობ ხმის ამიღებას, თუმცა უშედეგოდ. ბოლოჯერ ვუსვამ საკუთარ თავს კითხვას - გავყვე თუ არა სავახშმოდ? - კარგი, წამოვალ. - ჩემმა თავდაჯერებულმა ხმამ ოთახში მშვიდად გაიჟღერა და საოცრად გამაკვირვა. ეს მე ვთქვი? ისევ იგივე განმეორდა. ისევ გულმა აჯობა გონებას! - ძალიან კარგი. მაშინ შეგიძლია წახვიდე და მოემზადო. ამ დღის დანარჩენი ნაწილი მხოლოდ ჩვენ გვეკუთვნის. მე და შენ. - ნიკად გაკვირვებული სახით ვუყურებ. აბა სამუშაოს დასრულების შემდეგო? - კი მაგრამ სამუშაო საათები ჯერ არ დასრულებულა. მამაშენი გაბრაზდება. - ვახსენებ იმას, რისი შეხსენებაც წესით არ უნდა მჭირდებოდეს. - ნუ ღელავ, მამას მნიშვნელივანი შეხვედრა აქვს. დღეს აღარ დაბრუნდება. ვერც კი შეამჩნევს ჩვენს აქ არ ყოფნას. სახლში წადი და მოემზადე, დანარჩენი მე მომანდე. ერთ საათში გამოგივლი. იმედია ეს დრო გეყოფა. - ვიცი შეწინააღმდეგებას აზრი არ აქვს, ამიტომ ვნებდები. - რა თქმა უნდა. - ვამბობ თავდაჯერებულად და კაბინეტს წამებში ვტოვებ. რა სულელი ვარ! ერთ საათში მომზადებას როგორ მოვასწრებ? ჯერ ტანსაცმელიც არ მაქვს არჩეული. იმედი მაქვს მოვასწრებ! ******* სახლის კარზე უკვე მეორედ ვაკაკუნებ და ძლივს აღებს ორი საათის შემდეგ ჩემი და. - ლიზი, უნდა დამეხმარო! კაბა მაქვს ასარჩევი. - ვამბობ და ბინაში შევრბივარ. არამგონია დრო მეყოს მომზადებაში. - მგონი არჩევა არცაა საჭირო. - ჩემს ოთახში შევდივარ და საოცრებას ვხედავ. - ეს ვინ გამოგზავნა? - ალბათ იმან, ვისაც პაემანზე მიჰყვები. ნიკაა ხომ? - ლიზის ვუყურებ. ისეთი ინტერესიანი სახე აქვს, რომ აღარ ვიცი რა ვთქვა. მას ჩემი ოთახიდან ვაგდებ და მომზადებას ვიწყებ. ნიკას გამოგზავნილ წითელ კაბას ნაზად ვიღებ ყუთიდან და ვაკვირდები. საოცრებაა. არც ზედმეტად გადატვირთულია და არც სადა. ისეთი სათუთი ნაჭერია მეშინია ჩაცმისას არ გავხიო. ახლა შავ ფეხსაცმელს ვაკვირდები. ისეთი წვრილი ქუსლი აქვს ამას, რომ ჩავიცვამ უეჭველად გატყდება. ნეტა ამ ქუსლიანებით გავივლი? სარკის წინ ვდგავარ და ჩემს სრულყოფილ ვერსიას ვაკვირდები. ნიკას გამოგზავნილ კაბა, ვაღიარებ, ძალიან მიხდება. ეს ქუსლიანი ფეხსაცმელი კი ნამდვილად დამღუპავს. სანამ ნიკა მოვა ამით სიარული უნდა დავამუღამო. ოდნავ მსუბუქი მაკიაჟი ჩემს ცისფერ თვალებს კიდევ უფრო მეტად კვეთს. ყავისფერი დასწორებული თმა ლამაზად მაქვს შეკრული, თუმცა წასვლისას დაშლას ვაპირებ. გაშლილი თმა უფრო მიხდება. ლოყაზე მკვეთრად ჩანს ხაზი, რომელიც ყურიდან ტუჩისკენ იკვლევს გზას და ლოყას ორ არათანაბარ ნაწილად ყოფს. ეს ხაზი ბუნებრივია და არა მუქი ტონალურით გამოკვეთილი, რაც ძალიან მახარებს. (მარიამი ისე გამოიყურება, როგორც მთავარ ფოტოზეა) აქეთ-იქით ვიწყებ სიარულს. ნიკას კი არ ველოდები, ქუსლიანებზე სიარულს ვსწავლობ. ისეთი წვრილ ქუსლებია, საღამოს ალბათ გადატეხილები დაბრუნდებიან. მანქანის სიგნალის ხმამ მამცნო, რომ უკვე წასვლის დრო დადგა. თმას ნაზად ვიშლი და პატარა შავ ჩანთას ვიმარჯვებ ხელში, რომელიც მხოლოდ ტელეფონის ხათრით მიმაქვს. - ცხოვრებავ, გთხოვ ერთი დღე მომეცი ბედნიერებისთვის კარგი? - ვამბობ და თან ზემოთ ვიყურები. სახლიდან გავდივარ და კიბეზე ვეშვები. მიხარია, ამ კიბეებზე ყოველგვარი ხიფათის გარეშე, რომ ჩამოვედი. თუმცა სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა. სამი კიბეღა მქონდა დარჩრნილი, რომ უეცრად ფეხი დამისტა და ინერციით წინ წავედი. რომ არა ჩემი სწრაფი ხელები ახლა იატაკზე ვიქნებოდი გაშხლართული. მოაჯირს ხელი გავუშვი და ქუსლების შემოწმება დავიწყე. კიდევ კარგი, ჯერ ისევ ადგილზე არიან. კიდევ უფრო ფრთხილად ვდგამ ნაბიჯებს. ნიკას სილუეტს ვლანდავ და მისკენ ღიმილიანი სახით მივიწევ. - საოცრად გამოიყურები. - ძლივს ამბობს ჩემი შემხედვარე, რითაც თავისი სიტყვებს მიმტკიცებს. ნიკას ყურადღება ოდნავ მაწითლებს. თვალებაციმციმებული ბიჭი ჩემს თვალიერებას ძლივს წყვეტს და მანქანის კარს მიღებს. - გთხოვთ. - სიცილით მივდივარ მისკენ და მანქანაში კომფორტულად ვთავსფები. ******* ნიკა მანქანას აჩერებს. ფანჯარას ოდნავ დაბლა ვწევ და გარემოს ვათვალიერებ. ზუსტად იმ მდიდრული რესტორნის წინ ვდგავართ, რომელში ვახშმობაც ყოველთვის მინდოდა. სიმართლე, რომ ვთქვა ჩემი აუხდენელი ოცნება იყო. ფიქრებს მაშინ ვწყდები, როდესაც ნიკა კარს მიღებს და ხელს მიწვდის. მეც ჩემს ხელს ვჭიდებ და მანქანიდან გადავდივარ. რა უხერხულად გამოვიდა... თითქოს ველოდებოდი მის ჯენტლმენურ საქციელს... - კაბა მანამ გაგზავნე სახლში სანამ დაგთანხმდებოდი. რა იცოდი, რომ წამოგყვებოდი? - ვამბობ უხერხული სიტუაციის განსამუხტად. ნიკა კი გასაღებს ვიღაც კაცს აწვდის და მანქანა წამის მეასედში ქრება ჩემი თვალთახედვიდან. - ვიცოდი. - ამბობს თავდაჯერებული ხმით და საყვარლად მიღიმის. - საიდან? - ინტუიცია საყვარელო. - მის წარმოთქმულ ზედმეტსახელზე ტანში ჟრუანტელი მივლის და ოდნავ ვხურდები. - ასე ნუ მომმართავ. - ვამბობ დარცხვენილი და მზერას ვარიდებ. არ შემიძლია ამ მომენტში მის მზერას ჩემი გავუსწორო. - კარგი პატარავ. - ისეთი საოცარი ხმით მომმართავს მეორე ზედმეტსახელს ლამისაა ჩავეხუტო სიხარულისგან. ამისგან თავს ვიკავებ, თუმცა სიცხის საშინელ შეგრძნებას უფრო მეტად ვგრძნობ და ტანზე ტაო მაყრის. - ნიკა! - ვყვირი, რომ ერთხელ და სამუდამოდ მოშორდეს ჩემს სახეს პომიდვრის ფერი. - გისმენ. - ისე ამბობს თითქოს ვერაფერს ხვდებოდეს. თან ეს ზევით აწეული, ჰაერში გაჩერებული ხელები კიდევ უფრო უცოდველ იერს სძენს მის პიროვნებას. - შეეშვი ზედმეტსახელებს. - რატომ? მე მომწონს პატრავ. - კიდევ იგივე ზედმეტსახელი და იგივე ფერი ჩემს სახეზე. მგონი ეს კაბა ჩემს დღევანდელ კანის ფერს შეუსავაბა. მეც არ გამიკვირდა რაღა მაინც და მაინც წითელი კაბა აარჩია-თქო?! - შენი პატარა არ ვარ. - ვამბობ მკაცრი ტონით და ერთი სული მაქვს, როდის დავაღწევ თავს ამ უხერხულობას. - გინდა დაგიმტკიცო, რომ ჩემი ხარ? - ამბობს, წელზე ხელს ნაზად მხვევს და თავის სხეულზე მაკრავს. კიდევ კარგი, მეტ სიწითლეს და სიმხურვალეს ჩემი კანი ვეღარ იტევს, თორემ უკვე ცეცხლად გადავიქცეოდი. - არ მინდა. შემეშვი. - უხეშად ვიშურებ ნიკას ხელს და დისტანციას ვიჭერ ჩვენს შორის. ამაზე ნიკა ოდნავ იშმუშნება. აშკარაა ჩემი ქმედებით არაა მოხიბლული. - შევიდეთ. - ხელს წელზე კიდევ ერთხელ მხვევს და რესტორნის შესასვლელისკენ მიდის. ძალაუნებურად მას მივყვები. სწრაფადვე შევდივართ შიგნით. - აბა სად დავსხდეთ? - მეკითხება გვერდით მდგომი ზესიმპატიური, მწვანეთვალება ბიჭი და ზემოდან დამყურებს. რესტორნის ინტერიერს ვათვალიერებ. მდიდრულად არის გაფორმებული და რატომღაც ყველა მაგიდა თავისუფალია. კაცის ლანდიც კი არ ჩანს. აქ ყოველთვის ხალხმრავლობა იყო, ახლა რაღა ხდება? - მხოლოდ ჩვენ რატომ ვართ? - ვეკითხები ნიკას და როდესაც ყველაფერს ვაცნობიერებ ჩემს ბაგეებს მხოლოდ ერთი სიტყვა წყდება - "ვაუ". თავად დაგეგმა, რომ მარტო ვყოფილიყავით? მხოლოდ მე და ის? ნიკა მაცდურად იღიმის და ერთ-ერთ მაგიდასთან ახლომდებარე სკამს ოდნავ უკან სწევს და მელოდება. მეც სწრაფად მივდივარ მასთან და სკამზე ვჯდები. ისიც ჩემს პირდაპირ იკავებს ადგილს. - რას მიირთმევ საყვარელო? - ამბობს და ამაყად იწყებს მენიუს თვალიერებას. წამიერად ტუჩის კუთხე უტყდება, თუმცა მაშინვე ასერიოზულებს სახეს. - ასე ნუ მომმართავ, თორემ წავალ. - ვაფრთხილებ და ახლა ჩემს თავს ვუსვამ კითხვას. მართლა შევძლებ აქედან წასვლას? ამ საოცნებო ადგილის და საოცნებო ბიჭის მარტო დატოვებას შევძლებ? - კარგი პატარავ. - თითქოს ნიკამ ჩემი ფიქრები გაიგო და ახლა ცდილობს პასუხის გაცემაში დამეხმაროს. მისი ცინიზმით გაჟღენთილი ხმა მესმის და მაშინვე ფეხზე ვდგები. არც იფიქროთ, რომ ამ საოცნებო ადგილიდან წასვლას ვაპირებ. ვიცი, რომ ნიკა აუცილებლად გამაჩერებს. გულში სამამდე ვიწყებ თვლას. ერთიი... ორიი... ვგრძნობ ნიკას ხელს ჩემს ხელზე. სამამდე დათვლაც არ მაცადა. როგორი სწრაფი ყოფილა! თავდაჯერებული ღიმილით ვუბრუნდები ჩემს ადგილს. - რას მიირთმევ? - ამბობს და მიღიმის. ჩამჭრელი კითხვაა. ისიც კი არ ვიცი აქ რა კერძებს ამზადებენ და გემოზე ხომ საერთოდ აღარაფერს ვამბობ. - იგივეს რასაც შენ. - ვიმედოვნებ კარგი გემოვნება აქვს. ნიკა მიმტანს ეძახის და რაღაცებს უკვეთავს. - კომპანიაში რატომ მუშაობ? შენ ხომ არასრულწლოვანი ხარ? - უხერხულ სიტუაციას ვფანტავ და თან ცნობისმოყვარეობასაც ვიკმაყოფილებ. - თითქმის უკვე სრულწლოვანი ვარ, სამ დღეში ვხდები. - ისე ამბობს თითქოს მის დაბადების დღეზე კი არა ქათმის ხორცზე ლაპარაკობს. ქათმის ხორცი რატომ გავიფიქრე არ მკითხოთ! თავადაც არ ვიცი. - მართლა? მაგარია. იხდი? - ჩემს ემოციებს არც კი ვმალავ. ისე მიხარია ნიკას დაბადების დღის მოახლოვება, როგორც ჩემი გამიხარდებოდს. - არა. - ამბობს პირქუშად. არა და უკვე იმაზე დავიწყე ფიქრი, თუ რა უნდა მეჩუქებინა. - რატომ? - არ მინდა. დაბადებისდღეებს არასდროს ვიხდიდი და არც წლევანდელი წელი იქნება გამონაკლისი. - კარგი. - ვამბობ უემოციოდ და უკვე იმაზე ვიწყებ ფიქრს მისი დაბადებისდღის სულელური რუტინა როგორ დავარღვიო. ბავშვებს ვეტყვი და ერთად მოვაწყობთ სიურპრიზს. სწორედ ამ დროს მიმტანი მოდის. ორ თეფშს მაგიდაზე ანთავსებს და შავ ღვინოს ჭიქებში გვისხამს. საჭმელს დავყურებ, პირდაპირ ფერთა პალიტრა მიდევს წინ. უამრავი ფერი ირევა ერთმანეთში. ჩანგალს ვიმარჯვებ და ვცდილობ ამოვიცნო კერძის შემადგენელი კომპონენტები. ყველაზე დიდი ადგილი ხორცს უჭირავს. აქვეა მრავალი ბოსტნეული მათ შორის პომიდორი. - ამას ვერ შევჭამ. - ვამბობ და სახეს ვმანჭავ. თეფშსაც ოდნავ უკან ვწევ. - რატომ? - მეკითხება და პასუხის მოლოდინში მზერას არ მაშორებს. ოდნავ ვხურდები მისი ასეთი საქციელით. - ჰმმ... არ მომეწონება. ნახე პომიდორი აქვს და თან იმდენი რამე შიგნით შერეული... არა, ამას ნამდვილად ვერ შევჭამ. - ვამბობ და მომაბეზრებლად დავყურებ თეფშს. ნიკა ხორცს ჭრის, ხელიდან ჩანგალს მართმევს, კერძს არჭობს და ჩემი პირისკენ მოაქვს. უარის ნიშნად თავს ვაქნევ, თუმცა ვის რაში აინტერესებს? ნიკა პირველ ლუკმას ძალით მტენის პირში. საკმაოდ გემრიელი ყოფილა. პომიდვრებს ჩემი თეფშიდან თავისაზე აწყობს და ჩანგალს მიწვდის. - ახლა შეგიძლია განაგრძო. - საიდან მიხვდა, რომ მომეწონა? ალბათ ჩემი მიმიკებიდან გამომდინარე დაასკვნა. კერძს მივირთმევდი და შიგადაშიგ ღვინოს ვწრუპავდი. ნიკას ყურებაში ისე სწრაფად გაქრა ჩემი ჭიქიდან წითელი სითხე, რომ გააზრებაც ვერ მოვასწარი. - კიდევ მინდა. - ნიკას ღვინოზე ვანიშნებ და ტუჩზე საკუთარ ენას ოდნავად ვატარებ. ამ ღვინომ არ დამათრო, თუმცა გამბედაობა აშკარად შემმატა. - დაგისხავდი, მაგრამ მეშინია არ დათვრე. - ამბობს სიცილით და ჭიქას ხელიდან მაცლის. თან ოფიციანტს უხმობს. ნიკას სიტყვებზე ვბრაზდები. ორ ჭიქაში ვინმე თვრება? - ჩემზე ნუ ინერვიულებ, ორ ჭიქაში არ ვთვრები. - შეიძლება ასეცაა, თუმცა ეს ღვინო განსხვავებულია და იმაზე სწრაფად ათრობს ვიდრე წარმოგიდგენია. - მის სიტყვებზე უხერხულად ვიშმუშნები. ანუ ამით რას ამბობს? დაბალი ფენის წარმომადგენლებს არ გვაქვს შესაძლებლობა მათრობელა ღვინო დავლიოთ? ანუ ამით გამოყო განსხვავება მდიდრულ და ღარიბულ წრეებს შორის? მიმტანი მაგიდას მოუახლოვდა და ჭიქები ღვინით შეავსო. სითხე მაშინვე ცხვირთან მივიტანე და მკრთალად დავსუნე. საოცრებაა, სუნიც კი ათრობს. ფიქრები მოვიშორე და ჭიქიდან ერთი ყლუპი მოვსვი. საოცრად ტკბილი ღვინო, მხოლოდ გადაყლაპვის შემდეგ აჩენდა თავის რეალურ სახეს. ანუ სიმწარეს, რომელიც მის მსგავს სითხეებს ახასიათებთ. საზურგეს მივეყუდე და ფეხებიც კომფორტულად მოვათავსე სკამზე. გარემოს თვალი მოვავლე, აქ არავინ არის ჩვენს გარდა. მხოლოდ მე, ნიკა და შავი ღვინო. - კიდევ მინდა. - წარმოვთქვი რამოდენიმე წუთში და ჭიქა ნიკას გავუწოდე. ვერც მეორე ჭიქამ დამათრო. ყველაფერი მსგავსადაა გარდა ჩემი თავდაჯერებულობისა. - არა. მგონი უკვე მთვრალი ხარ. - ჭიქას მართმევს და ჩემგან შორს ანთავსებს. მაჯებით მაგიდას ვეყრდნობი, თავს ჩემს ხელებზე ვაწყობ და ნიკას ყურებას გაუცნობიერებლად ვიწყებ. ის ყურადღებას არ მაქცევს. ფაქიზად ჭრის ხორცს და ყოველ ლუკმას ისე აგემოვნებს, თითქოს პირველი იყოს. - მიშტერება უზრდელობაა. მგონი ერთხელ უკვე მაქვს ნათქვამი. - ამბობს ჭამის დასრულებისთანავე. არ ვიცი ამის შემდეგ რა უნდა ვუთხრა ან თავი როგორ ვიმართლო. ამითომ მის სიტყვებზე სიცილს ვიწყებ და მალევე ნიკაც მყვება. დღეს დავასკვენი, რომ სასაცილო სიცილი მაქვს. - ნიკა შეიძლება რაღაც გკითხო? - ვამბობ შეპარვით. რაზეც ნიკა თანხმობის ნიშნად თავს მიქნევს. ისე საყვარლად იღიმის ფიქრებს თავს ვეღარ ვუყრი. შედეგად კითხვის დასმას ოდნავ ვაყოვნებ. - უკვე მოფიქრებული გაქვს კითხვა თუ ჯერ ისევ პროცესში ხარ? - მის სიტყვებზე ორივეს გვეღიმება და ვცდილობ ისევ "ამ სამყაროში" დავბრუნდე. - გიორგიმ ყველაფერი მომიყვა სალომეზე. ისიც მითხრა, რომ ამ პრობლემის მოგვარებაში შენ დაეხმარე. სალომე თავიდან როგორ მოიშორე? - ნიკას სახე დაეძაბა. ამ თემის წამოჭრა აშკარად არ ესიამოვნა. - მარიამ ამ საქმეში არ ჩაერიო კარგი? სალომე გზიდან ჩამოგვშორდა. რატომ და როგორ, ამას უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს. - ამბობ ნიკა და ხელზე ხერლს ნაზად მიჭერს, თან მიღიმის. - ახლა კი სჯობს შენზე მომიყვე რაიმე. - მაცდურად მიღიმის ნიკა და წარბების თამაშს იწყებს. ჩემს ცხოვრებაზე უნდა, რომ მოვუყვე? ანუ ცდილობს უკეთ გამიცნოს? რამდენიმე წუთი ვცდილობ მისი ნათქვამი გადავხარშო და მხოლოდ ამის შემდეგ ვიწყებ საუბარს. - მოსაყოლი არც არაფერია. ერთფეროვანი ცხოვრება მაქვს... - გქონდა. - ნიკა საუბარს მაწყვეტინებს და ისევ იცინის. გაუგებრობაში ვარ. მის ბაგეებს მოწყვეტილი სიტყვა როგორ უნდა გავიგო? რას გულისხმობს? - რა? - ვეკითხები ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად. 'მე და ჩემი ინტერესი.' - ერთფეროვანი ცხოვრება მანამ გქონდა სანამ მე გამიცნობდი. სიურპრიზებით ვარ აღსავსე და ზუსტად ვიცი ვერასდროს წარმოიდგენ იმას რასაც ვაკეთებ. არ შეგიძლია ჩემი მოქმედებები გამოიცნო და შესაძლოა ზოგჯერ გაანალიზებაც გიჭირდეს. - ისეთი თავდაჯერებული ტონით ამბობს ტყუილიც, რომ იყოს მაინც დაიჯერებს ადამიანი. თან ეს კმაყოფილი ღიმილი მის სახეზე მთლად მაგიჟებს. - საკუთარ თავში დარწმუნებულ იდიოტს გავხარ.- დაუფიქრებლად ვამბობ იმას რაც პირველად თავში მომდის. ის კი ჩემს ნათქვამზე მაცდურად იღიმის და თან სახეს ოდნავ გვერდით ატრიალებს. - თან რაც გააკეთე იმის შემდეგ საერთოდ არ უნდა ამბობდე ამას. - ვაგრძელებ დაუფიქრებლად. არ ვიცი ჩემი წარმოთქმული ბოლო ორი წინადადება ერთმანეთთან შინაარსობრივად თუ ჯდება. ის კი ზუსტად ვიცი მის ასეთ საქციელს მაინც შევახსენებ და გავიგებ ასე რატომ მოიქცა. - რა გავაკეთე? - ისეთივე გაკვირვებული სახე აქვს, როგორც ნებისმიერ უცხო ადამიანს შეიძლება ჰქონდეს ჩვენი მოსმენის შემდეგ. ნუთუ მართლა ვერ ხვდება? - ძალით წამომიყვანე რესტორანში. ობოლი ბავშვებით დამემუქრე. თუ წამომყვები მათ დავეხმარებიო. - მართალია. მაგრამ მათ დახმარებას ისედაც ვაპირებდი. მინდოდა წამომყოლოდი ეს, ამიტომაც გავაკეთე. ისე კი მარტივად მოტყუვდი. - სერიოზული სახით მიყურებს ნიკა. წამიერად ტუჩის კუთხე უტყდება და მის გამომეტყველებას ღიმილი ეპარება. მე კი საშინლად ვარ გაბრაზებული. მარტივად მომატყუა არა? ახლა ვნახოთ ვინ აღმოჩნდება მოტყუებული. - კარგი მაშინ წავალ. - ვამბობ და ფეხზე ვდგები. - სერიოზულად? - გაკვირვებულ სახეს მანათებს. მართლა ფიქრობს, რომ მის დატოვებას ვაპირებ? - შენც მარტივად ტყუვდები საყვარელო. საპირფარეშოში მივდივარ. - სიცილით ვაგრძელებ გზას. ცოტა ხანში უკან ვიხედები და ნიკას ვუყურებ. ისიც იცინის, თან ჩემს თითოეულ მოძრაობას აკვირდება. თავს ისევ წინ ვატრიალებ და მოულოდნელობისას ხმადაბლა ვკივი. ჩემს წინ არსებულ სკამს გვერდს ვუვლი და სწორედ ამ დროს ნიკას სიცილის ხმა ყურებს მიბურღავს. სულელი! საერთოდ რატომ დამცინის? საპირფარეშოში შევდივარ, ოდნავ ვფხიზლდები და ისევ უკან ვბრუნდები. ნიკა ფულს მაგიდაზე ტოვებს და ჩემსკენ მოდის. - წავიდეთ. - წელზე ხელს მხვევს და გასასვლელისკენ მიბიძგებს. მისი ნათქვამი ცუდ ხასიათზე მაყენებს. უკვე მივდივართ? არ მინდა წასვლა. ისევ ნიკასთან ერთად ყოფნა მინდა. რატომ მივდივართ ასე მალე? ცოტა ხანი კიდევ, რომ დავრჩენილიყავით რა მოხდებოდა? კარს მიღებს. მეც ზლაზვნით ვჯდები მანქანაში. ნიკაც მალევე იკავებს ადგილს და იქაურობას ელვის სისწრაფით ვტოვებთ. ასე ძალიან თუ ეჩქარებოდა ჩემი სახლში მიყვანა, მაშინ საერთოდ რატომ წამომიყვანა? გზაში ხმას არცერთი ვიღებთ. გარემოს თვალიერებაში ვერც კი ვამჩნევ სახლთან, რომ მივედით. ის ისაა უნდა გადავიდე, რომ ნიკა კარს კეტავს. - გამიშვი. - მინდოდა მშვიდად წარმომეთქვა ეს სიტყვა, თუმცა ისე ხმამაღლა ვთქვი თავადაც გამიკვირდა. საიდან ამდენი სითამამე? მით უმეტეს, რომ ოდნავმა სიმთვრალემ უკვე გადამიარა. ალბათ ნერვების ბრალია. - გეგონა სახლში მოგიყვანდი და ამიტომ ხარ გაბრაზებული? - მის სიტყვებზე პირი ღია მრჩება. რას ნიშნავს მეგონა? იქაურობას თვალს ვავლებ. სად ჯანდაბაში ვართ? - რა? არა. რა სისულელეა. - ვამბობ თავდაჯერებულად და მეტი დამაჯერებლობისთვის დამცინავ ღიმილსაც ვამატებ. - კარგი. ვითომ მჯერა. - ნიკა კარს აღებს და ორივენი გადავდივართ მანქანიდან. ჩვეულებისამებრ წელზე ხელს მხვევს და გაურკვეველი მიმართულებისკენ მიბიძგებს. წამებში თვალებზე ხელებს მაფარებს და ახლა ასე ვაგრძელებ გზას. რთულია ორიენტაცია მაშინ, როდესაც თვალდახუჭული ხარ. აქედან გამომდინარე ერთი-ორჯერ ნიკას ძლიერმა მკლავებმა მიხსნა მიწაზე გაშხლართვისგან. - მოვედით. თვალები გაახილე. - ამბობს და ხელებს მაშორებს. სერიოზულად? ეშმაკის ბორბალი? მე და ნიკამ ძალიან ბევრი ვიცინეთ და ვიმხიარულეთ. ჯერ ეშმაკის ბორბალზე ვისხედით, შემდეგ მანქანებზე. ნიკა სულ მე მეჯახებოდა. ყველა ჩვენ გვიყურებდა. ალბათ გიჟები ან სულელები ვეგონეთ. მალევე მოსაღამოვდა. ხალხიც წავიდა გასართობი პარკიდან. მე და ნიკა კი ისევ იქ ვიყავით და დაჭერობანას ვთამაშობდით. - იჭერ. - ხელს ნიკას ნაზად ვახებ მხარზე და სწრაფად მივრბივარ. ის კი მე მომსდევს. ახლა ის მომენტი გამახსენდა პირველად, რომ ნიკას შევხვდი. თასმა ძალით შევაკვრევინე და მაშინაც ისე მომსდევდა, როგორც ახლა. ვერ ვხვდებოდი საით წავსულიყავი. ერთი პატარა შენობისმაგვარი რაღაცისკენ გავიქეცი და მას შემოვუარე. მეგონა ნიკა უკან მომსდევდა და წინ შემეჩეხა. - იჭერ. - ხელი დამადო და გაიქცა. ძლივს ვსუნთქავდი, თუმცა მაინც გავეკიდე. - ააააა. - დავიყვირე და მიწაზე ნაზად დავჯექი. ხელები ფეხს მივკიდე და "სლუკუნი" დავიწყე. სახეზე თმა მეფარებოდა. ამრიგად, ნებისმიერი იფიქრებდა, რომ ფეხი სასტიკად დავიზიანე. - ჰეი კარგად ხარ? - მესმის ნიკას ხმა შორიდან. ჩემი პოზა არ იცვლება. აუცილებლად მოვა, აუცილებლად. ისევ ტირილისმაგვარ სლუკუნს განვაგრძობ. შიგადაშიგ სიცილი მეწყება, თუმცა ისეთი ხმმა მაქვს ამ დროს ტირილისგან ვერ განასხვავებ. - მარიამ. - ნიკას ხმა ახლოდან მომესმა. შემიძლია დავიფიცო, რომ ჩემს გვერდით დგას. - იჭერ. - მისკენ ვიწევი, ფეხზე ხელს მსუბუქად ვარტყამ და გავრბივარ. თუმცა ჩემს უბედობაზე ხომ გსმენიათ? სირბილისას ფეხი მიბრუნდება და ისევ ნიკას ძლიერი მკლავებია ჩემი მშველელი. - იჭერ. - ნიკა ფეხზე მაყენებს და გარბის. მას მივსდევ, ჩვენ შორის მანძილს ვამცირებ, თუმცა მას მაინც ვერ ვიჭერ. ცივი ჰაერი სახეზე მეხეთქება, გული ამოვარდნას მაქვს. უკვე აღარ შემიძლია. მისკენ მივრბივარ და ზურგზე ვახტები. ნიკა მოულოდნელობისგან და ჩემი სიმძიმისგან თავს ვერ იკავებს და ორივენი მიწაზე ვიშხლართებით. თვალებს ვახელ და ვაცნობიერებ, რომ ნიკას ზურგზე ვარ გაშხლართული. საწყალი. ძირს, რომ დაეცემი რა საშინელებაა და თან მე, რომ ვინმეს დავეცემი მთლად კატასტროფა. მის გვერდით ვწვები და ხმამაღლა ვიწყებ სუნთქვას. ნიკა კი ჩემს ზემოდან ექცევა და თვალებით კონტაქტს არ წყვეტს. ამ მწვანე ფერში ღრმად ვიძირები. ნიკა თავს უფრო და უფრო მიახლოვებს. ის ისაა უნდა მაკოცოს, რომ მკერდზე ხელს მსუქად ვადებ და ჩემგან შორს ვწევ. მისი კლანჭებიდან თავდახსნილი ამაყად ვდგები და ზემოდან დავყურებ. მალე ისიც დგება და გასასვლელისკენ ისე მიდის სიტყვის თქმის კი არა შემოხედვის ღირსადაც არ მთვლის. როგორც ჩანს ჩემმა საქციელმა გააბრაზა. მე კი დამღალა ასეთმა სიტუაციებმა. თითქმის ყველაფერი სრულყოფილადაა, თუმცა ერთმანეთზე გაბრაზებას მაინც ვახერხებთ. ნიკა თავისი მანქანისკენ მიდის. ნამდვილად არ მინდა ახლა ჩვენი ერთ მანქანაში ჩასხდომა, ამიტომ მის მანქანას გვერდს ვუვლი და ქუჩას ნელი ნაბიჯით მივუყვები. - საით? - ყვირის ნიკა და თან ჩემსკენ მორბის. უეცრად შეჯახებას ვგრძნობ და ხელიდან ჩანთას ვიღაც მაცლის. ვინ არის ეს იდიოტი ჩემს გაქურდვას რომ ბედავს? - კარგად ხარ? - ნიკას კითხვას კიდევ ერთხელ ვაიგნორებ, ქუსლიან ფეხსაცმელებს ვიხდი და ნიკას ვაჩეჩებ. - რას აკეთებ? - ჩემს საკუთრებას ვიბრუნებ. - ვამბობ და ქურდის მიმართულებით მივრბივარ. ნიკა წამებში აანალიზებს სიტუაციას და მხოლოდ შემდეგ მორბის ჩემი მიმართულებით. სწრაფად მივრბივარ და იმ ტკივილს ვაიგნორებ, რომლებსაც ქუსლებზე ვგრძნობ. ნიკა მალევე დამეწევა, მე კი ქურდს დავეწევი მალე. მთელ სიჩქარეს ვიკრებ და კიდევ უფრო სწრაფად მივსდევ. მანძილს კიდევ უფრო მეტად ვამცირებ. ქურდი შენობაში შედის და კიბეებხე იწყებს ასვლას. არც მე და ნიკა ვაყოვნებთ და მივსდევთ. ორ-სამ კიბეს ერთად ვახტები. ქურდთან ძალიან ახლოს ვარ, მისკენ ხელს ვიშვერ დასაჭერად, თუმცა ხელიდან მისხლტება. წამით თვალი იატაკისკენ გამირბის და თაგვს ვხედავ, რომელიც წამებში უჩინარდება თვალთახედვიდან. ყვირილს ვიწყებ და ნიკას სხეულზე ვახტები. ხელებს და ფეხებს მჭიდროდ ვხვევ, რომ არ ჩამოვვარდე. - თაგვია, იქ თაგვია, თაგვია. - ვყვირი და შიშისგან კანკალი მეწყება. ხმამაღლა სუნთქვას ვიწყებ, ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ორგანიზმს ჟანგბადი აღარ მიეწოდება. ხელები მეყინება. ნიკას უფრო მჭიდროდ ვეკვრი, ისიც ხელს ძლიერად მხვევს მხრებზე და მიხუტებს. მისი სხეულის სითბო ჩემს სხეულზე ვრცელდება და სიცივე თანდათან ქრება. თუმცა აუტანელი კანკალი და შიშის შეგრძნება ისევ ჩემთან რჩება. ნიკა სახეზე ხელებს მხვევს და ოდნავ უკან მაწევინებს. წამით თვალებში მიყურებს, შემდეგ მზერა ჩემს ტუჩებზე გადააქვს და ჩემს ბაგეებს ისეთი სისწრაფით ეწაფება ამოსუნთქვასაც ვერ ვასწრებ. ტანში შიშის გრძნობას ბედნიერების გრძნობა ანაცვლებს. ელექტროობა მთელს სხეულში ერთიანად ვრცელდება, თითქოს დენი დამარტყესო. კოცნაში ვყვები და მასთან სიახლოვის გამო გული წამში ათასჯერ მიცემს. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოდ კანქვეშ გახურებული სისხლი მოძრაობს. ნიკა კიდევ უფრო მჭიდროდ მაკრობს თავის სხეულზე. ხელს ოდნავ ქვევით აცურებს და ბარძაყზე უმოწყალოტ მიჭერს ხელს. მის ამ ქმედებაზე ოხვრა წყდება ჩემს ბაგეებს, ტვინი საქმეში ერთვება, გულს ამარცხებს და მეც ნიკას სხეულიდან ჩამოვდივარ. ახლა ტვინი თაგვის ამბავს ხარშავს გონებაში და მეც მისი ბრძანებით ისევ ბიჭის სხეულზე ვხტები. ნიკა ჩემს საქციელზე სიცილს იწყებს და თან ხტუნვა-ხტუნვით ჩადის კიბეებზე. ვიცი, ასე ჩემს ჯინაზე იქცევა. ნიკას კიდევ უფრო მეტად ვეხვევი, რომ არ ჩამოვვარდე. გულის ფეთქვას ყურებში ვგრძნობ და ვიმედოვნებ მხოლოდ მე. ძლივს გავდივართ შენობიდან. ლამაზი ცის დანახვისთანავე ნიკას სხეულიდან "ჩამოვდივარ" და ჩვენს შორის დისტანციას ვიცავ. მისი მწვანე თვალები ჩემს მთელს ტანს აკვირდებიან. ამის დანახვაზე ოდნავ ვწითლდები. - მაგარია კაბა ამირჩევია. თურმე ფერებს იცვლის. როცა ვიყიდე წითელი იყო, ახლა შავია. - კაბას ვაკვირდები. სრული კატასტროფაა. ტალახში ნაბანავებს ვგავარ. ისევ ნიკას ვუყურებ, სიცილით კვდება. მეც სიმწრის სიცილს ვიწყებ. - გიჟი ხარ. რატომ მაკოცე? - ვამბობ და მანქანაში ვჯდები. ნიკა კი სიცილს იწყებ. - პანიკური შეტევისგან გიხსენი და შენ კოცნაზე ღელავ. - მინდა გაბრაზებული სახით შევხედო, თუმცა ღიმილი მაინც მეპარება. ნიკა ქუსლიანებს მაწვდის და მეც წამებში ვიცვამ. ისე ვარ დაღლილი ხმის ამოღების თავიც აღარ მაქვს. არც ნიკა იღებს ხმას. მანქანის ტარებაზეა კონცენტრურებული და არც მე ვუშლი ხელს. მალე მანქანა ჩემი სახლის წინ ჩერდება. კარის გასაღებად ხელს ვწვდი, თუმცა ნიკა რის ნიკაა ტრადიციულად თუ არ ჩაკეტა? - ლამაზად გამოიყურებოდი. - ამბობს და ჩემს ტალახიან კაბაზე მიმანიშნებს. სიცილის მიტყდება. არ ვიცი ამ "კაბიანი ტალახის" ბრალია თუ ნიკას კომპლინეტის. - მადლობა. ახლა კი გააღე. - ვამბობ რობოტივით და კარის სახელურს ხელს არ ვუშვებ, იმის იმედით, რომ გააღებს. - არ დამემშვიდობები? - ნიკას მაცდური ხმა ჩამესმის ყურებში. - კარგად. - ვამბობ მობეზრებული ხმით. ნიკა კარს აღებს. უკვე გადასასვლელად ვემზადები, მაგრამ ვინ გაცდის? ნიკას სავსე მოულოდნელობებით. - ასეთ დამშვიდობებას ვერ ვიტან. მეგონა უკვე ხვდებოდი. - ჩემს სახეს მისკენ ატრიალებს და ბაგეებზე ვნებიანად მაცხრება. ისევ ვგრძნობ სიცხეს, ჟრუანტელს და სურვილს მუდამ ასეთ მდგომარეობაში ყოფნისა. რამოდენიმე წამში ნიკა კოცნას წყვეტს და სახეს უკან წევს. მე კი გაუცნობიერებლად მისკენ მივიწევ. ის ისაა მის ბაგეებს უნდა შევეხო, რომ ნიკა სახეს ატრიალებს. - მგონი ვიღაცას ისე ეჩქარებოდა დამშვიდობებასაც არ აპირებდა. - ამბობს და მაცდურად იღიმის. გაკვირვებული ვუყურებ. უკვე მეორედ გამიჩალიჩა მსგავსი რამ. - ისევ? - ვეკითხები და მისი პასუხის მოსმენამდე გადმოვდივარ მანქანიდან. მინდა უკან გავიხედო და ბოლოჯერ დავინახო მისი სრულყოფილი სახე, თუმცა ჩემს თავს ვტანჯავ და ვაიძულებ სურვილს შეეწინააღმდეგოს. კორპუსში შევდივარ და მანქანის ბორბლების ხმა მესმის. 'ნიკა უკვე წავიდა.' სახლში ავდივარ და კარზე ვაკაკუნებ. მალევე აღებს ჩემი და და გაკვირვებული მიყურებს. - გიხდება. - აღნიშნავს ჩამი კაბის მშვენიერებას და სიცილს იწყებს. გეზს ჩემი ოთახისკენ ვიღებ. დღევანდელ დღეს ვიხსენებ და მხიარული სახით ვაღებ კარს. შესვლისას ღიმილი სახეზე მეყინება. - ისევ? _______ ცოტა გავთამამდები, შემდეგი თავი დაიდება 30 მოწონებაზე. (თან მანამდე შემდეგის დაწერასაც მოვასწრებ. :დდდდ) აბა როგორია? რას ფიქრობთ რა ხდება ისევ? ( დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში. :დდ <3) ცოტა დამაგვიანდა დადება. მინდოდა მსუყე თავი გამოსულიყო, შედარებით მაინც. მაპატიეთ ასოების შეცდომებისთვის სიხარულებოო. <3 <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.