შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყვავილობა შენში (სრულად)

18-02-2020, 22:01
ავტორი K. I.
ნანახია 8 430

თვალებს ვახელ და საოცარ სიმსუბუქეს ვგრძნობ, უწონობას განვიცდი. ასეთ ადგილას არასოდეს მოვხვედრილვარ. ირგვლივ პლანეტების გაუჩერებელი მოძრაობა, ქარები და შიშინია. ხმაც უცნაური ჩამესმის. ამგვარი ჯერ არაფერი გამიგონია. თითქოს უზარმაზარ სივრცეში გავიჭერი და პლანეტების, ვარსკვლავების და სხვადასხვა ციური სხეულების ტრიალში ადგილს ვერ ვპოულობ. გონება ისეთი თავისუფალია, თითქოს მეხსიერების ველი ალესილი ცელით გამიკაფეს და მხოლოდ ალაგ-ალაგ, შეცდომით ან განგებ შემორჩა ძირეული ფრაგმენტები. შიში? არა, ამ გრძნობას უფრო გაურკვევლობას დავარქმევდი. ჩემმა სხეულმა რამდენიმე წუთის წინ დედამიწა შხუილით დატოვა და ცდილობს, დაადგინოს ზუსტად სად იმყოფება. ვბედავ, ჰაერში ლივლივს თავი დავაღწიო და აქეთ-იქით ვიყურები. ვხედავ, როგორ ბრუნავს ქაოტურ გარემოში ყველაზე ფერადი პლანეტა „დედამიწა“ და უმალ თვალებს ვხუჭავ, არ მინდა რამეს შევასკდე. ეს ხმა და ქარები თავგზას მირევენ...
ვყვირი, მაგრამ ჩემი ხმა თავადაც არ მესმის. კოსმოსში ბგერებს ვერ ვავრცელებ, თითქოს ვაკუუმში ვარ მოქცეული.

***
მატარებელი ლიანდაგებიდან გადასულიყო და მგზავრებით დატვირთული ვაგონები მიწაზე მძიმედ გადაწოლილიყვნენ. შემთხვევის ადგილზე ახლად მისული პოლიციელები სერიოზული სახეებით დადიოდნენ და საქმის ვითარებაში ერკვეოდნენ. ექიმების ნაკადი დაშავებულებს პირველად სამედიცინო დახმარებას უწევდა, უსიცოცხლო სხეულებს კი სინანულით დაჰყურებდა და მათში გადამალულ ცოცხლად მყოფებს ეძებდა.
-აქ ორსულია!- ვიღაცამ გამყინავი კივილით გაჰკვეთა ჰაერი და კოლეგებს დასახმარებლად მიუხმო.
ახალგაზრდა ქალს გარდაცვლილი მამაკაცისთვის ხელი ძლიერად ჩაეჭიდა და ოდნავღა სუნთქავდა.
-პულსი სუსტად, მაგრამ მაინც ისინჯება!-იყვირა ექიმმა და წყვილის ერთმანეთზე გადაჭდობილი თითები სასწრაფოდ დააშორა ერთმანეთს.
პაციენტმა ძლივს მიატანა სული საოპერაციო მაგიდას.
ერთი, ორი, სამი...
სიშავე უდრტვინველად მიიწევდა მისკენ.
ოთხი, ხუთი, ექვსი...
გარეთ უკანასკნელი ზამთრის ფანტელები დაფრინავდნენ და მკაცრ სიკვდილს თოვლის სახით ეყრებოდნენ.
შვიდი, რვა, ცხრა...
სიშავემ საავადმყოფოს ფანჯრები ზრიალით შელეწა და ფერადოვნებას სასტიკად გაუსწორდა, მთლიანად ჰპოვა მათში განფენილობა...
მომაკვდავმა ბოლოჯერაც ამოისუნთქა და მერე ყველა ფ ე რ ი წაიშალა, დარჩა მხოლოდ თეთრი!
სამყაროს პატარა გოგონა ტირილით მიესალმა.
ექიმმა ოფლისგან დაცვარული შუბლი მოიწმინდა და სევდანარევი ხმით სიკვდილის და დაბადების დრო ერთდროულად გამოაცხადა.

***
მზის შტორმში ჩაკარგული მის სიმღერას ვისმენ. ვგრძნობ, როგორ დავცოტავდი და მტვრის ნაწილაკზე პატარად ვიქეცი. უხილავი, უსუსური და უმწეო გავხდი, თუმცა სადღაც, რაღაც დოზით მაინც ვარსებობ. მამაშენს ვეძებ, მაგრამ ვერსად ვპოულობ, არ იძებნება... ალბათ, ისიც მეძებს და ვერსად მპოულობს... აქაურობა ძალზედ დიდია, მაგრამ იმედს ვიტოვებ, მოძრაობაში სადმე გადავიკვეთებით. სწორედ ისე, როგორც ეს დედამიწაზე მოვახერხეთ... მხოლოდ იმაზე ფიქრი მამშვიდებს, რომ ახლა, როცა ფიზიკური არსებობა შევწყვიტეთ და უზარმაზარ სამყაროში თითქმის აღარ ვჩანვართ, შენში ყველაზე ლამაზი ყვავილის პატარა მარცვლებივით ჩავიკარგებით, გავიზრდებით, ფესვებს გავიდგამთ, გავყვავილდებით და სულიერ წალკოტს გაგიშენებთ.
გ ა გ ი შენებთ!..

№1 სტუმარი სტუმარი ნინო

როგორი ემოციური იყო ქეთო..საოცარი ხარ❤

№2  offline ახალბედა მწერალი K. I.

სტუმარი ნინო
როგორი ემოციური იყო ქეთო..საოცარი ხარ❤

მადლობა ❤️
--------------------
When nothing goes right, go left!

№3  offline წევრი ნანა73

თავად ფაქტი, უდროოდ შეწყვეტილი სიცოცხლის საშინელებაა, აუნაზღაურებელი დანაკარგი, მაგრამ დატოვებული სიცოცხლე უდიდესი სტიმული, რომ იარსებო და დროთა გნმავლობაში ბედნიერებაც შეიგრძნო. არ ვიცი ამის დაწერა რამ შთაგაგონა, მე ჩემებურად გავიგე... ❤️❤️❤️

№4  offline ახალბედა მწერალი K. I.

ელპინი
ვახ, ასეთი ემოციური ქარიშხალი როგორ ხარ?
დავსევდიანი, ისედაც არ მაკლდა. :)
მიყვარხარ! ❤️

სათაური რომ წინასწარ ვიცოდი ეს შენც იცოდი. შინაარსი, რომ მოცულობით პატარა და სევდიანი იქნებოდა ეს მხოლოდ მე ვიცოდი...
პატარა მოთხრობები ჩემი სტილი არ არის, მაგრამ ესეც ვიცოდი, რომ ამ ამბავს ბევრი სიტყვები ძალიან გააზედმეტებდა.
მეც მიყვარხარ და მადლობა, რომ გაეცანი! heart_eyes kissing_heart

ნანა73
თავად ფაქტი, უდროოდ შეწყვეტილი სიცოცხლის საშინელებაა, აუნაზღაურებელი დანაკარგი, მაგრამ დატოვებული სიცოცხლე უდიდესი სტიმული, რომ იარსებო და დროთა გნმავლობაში ბედნიერებაც შეიგრძნო. არ ვიცი ამის დაწერა რამ შთაგაგონა, მე ჩემებურად გავიგე... ❤️❤️❤️

შთაგონება გონებაში წამოტივტივებულმა სათაურმა მოიტანა, მერე მოჰყვა სურათი და დიდი ხნის შემდეგ სიტყვებიც გამოიძებნა...
არაფერი განსაკუთრებული წინაპირობა, უბრალოდ ასე გამოვიდა... ❤️
--------------------
When nothing goes right, go left!

№5 სტუმარი სტუმარი ელისო

თითქოს სევდამ სევდა გადაფარა იმედში :)

№6  offline ახალბედა მწერალი K. I.

სტუმარი ელისო
თითქოს სევდამ სევდა გადაფარა იმედში :)

ჰო, ზუსტად ასეა, ელისო !.. ❤️
--------------------
When nothing goes right, go left!

№7  offline წევრი მე-ოცნებე

ძალიან დიდი მადლობა ამ პატარა "გრძნობების თაიგულისთვის"

№8  offline ახალბედა მწერალი K. I.

მე-ოცნებე
ძალიან დიდი მადლობა ამ პატარა "გრძნობების თაიგულისთვის"

მადლობა თქვენ, რომ წაიკითხეთ! ❤️❤️❤️
--------------------
When nothing goes right, go left!

№9  offline წევრი ninnnnnnnoooooooo

მეცმომწონს წარმატებები

№10  offline ახალბედა მწერალი K. I.

ninnnnnnnoooooooo
მეცმომწონს წარმატებები

დიდი მადლობა! თქვენც ასევე წარმატებები!❤️❤️❤️
--------------------
When nothing goes right, go left!

№11 სტუმარი სტუმარი nancho

ემოციური იყო,ქეთი რომ დაგინახე ძალიან გამიხარდა,მეთქი დაბრუნდაააა.პატარა და მგრძნობიარე.თანაც რეალური.გელოდები კიდევ ახალი ისტორიით.წარმატებები.

№12 სტუმარი სტუმარი თაკო

გთხოვ ახალი ისტორიისთ დაგვიბრუნდი რა.. ეს შესანიშნავი იყო

№13  offline ახალბედა მწერალი K. I.

სტუმარი nancho
ემოციური იყო,ქეთი რომ დაგინახე ძალიან გამიხარდა,მეთქი დაბრუნდაააა.პატარა და მგრძნობიარე.თანაც რეალური.გელოდები კიდევ ახალი ისტორიით.წარმატებები.

მადლობა, ნანა ❤️

სტუმარი თაკო
გთხოვ ახალი ისტორიისთ დაგვიბრუნდი რა.. ეს შესანიშნავი იყო

ვნახოთ როგორ მომცემს მუზა ამის საშუალებას და აუცილებლად დაგიბრუნდებით ❤️
--------------------
When nothing goes right, go left!

№14  offline წევრი TamoTi

როგორც ყოველთვის საოცრებაა❤️❤️❤️

№15  offline წევრი Kathara

ვაიმე ვტირი ძალიან ემოციური იყო, შესანიშნავი იყო, ასეთ პატარა ისტორიაში ჩაატიე ისეთი ემოციები რაც შეიძლება ერთი წიგნის კითხვით მიიღო, ძალიან მომეწონა, იმედია ახალი ისტორიით დაგვიბრუნდები მალე, თავიდან შენი სახელი რომ დავინახე ძალიან გამიხარდა, გელოდები, წარმატებები ყველაფერში♥️

№16  offline ახალბედა მწერალი K. I.

Tamuna Gogaladze
როგორც ყოველთვის საოცრებაა❤️❤️❤️

თამუნა ❤️
გამიხარდა შენი გამოჩენა ❤️

Kathara
ვაიმე ვტირი ძალიან ემოციური იყო, შესანიშნავი იყო, ასეთ პატარა ისტორიაში ჩაატიე ისეთი ემოციები რაც შეიძლება ერთი წიგნის კითხვით მიიღო, ძალიან მომეწონა, იმედია ახალი ისტორიით დაგვიბრუნდები მალე, თავიდან შენი სახელი რომ დავინახე ძალიან გამიხარდა, გელოდები, წარმატებები ყველაფერში♥️

წარმატებები შენც, ჩემო კარგო ადამიანო ❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️
--------------------
When nothing goes right, go left!

№17 სტუმარი სტუმარი ნესტანი

წარმატებები გისურვებთ კარგი იყო მომეწონა მადლობა

№18  offline ახალბედა მწერალი K. I.

სტუმარი ნესტანი
წარმატებები გისურვებთ კარგი იყო მომეწონა მადლობა

დიდი მადლობა ❤️
ძალიან ბევრს ნიშნავს თქვენი და თითოეულის სიტყვები ჩემთვის ❤️❤️❤️
--------------------
When nothing goes right, go left!

№19  offline მოდერი guroo

შენი ვალი მაქვს. ჯერაც არ შემისრულებია დანაპირები. მაპატიე, კარგი?

დიონისე შემოგიძვრა სხეულში, ალბათ. ვიცი, რომ შენც იცი, რა კარგად გააკეთე ყველაფერი და რა ლამაზად დაგვიწერე დიდი, მსუყე, სევდიანი ემოცია.
ისიც გეცოდინება, ახალ ბილიკებს რომ კვალავ შენსავე შემოქმედებაში და მე ის უფრო მიხარია ამის გამო რომ უცნაურად აღელვებული და ბედნიერი ხარ.

ბოდიში, რომ წინა ისტორია შუა გზაში მიგიტოვე. ზაფხულის ჟამს წავიკითხავ.
ისევ ბოდიში.

№20  offline ახალბედა მწერალი K. I.

guroo

მადლობა, რომ გაეცანი და შეფასებაც დატოვე. საბოდიშო კი არაფერია!
--------------------
When nothing goes right, go left!

№21  offline წევრი amalia miyvarxar

guroo
შენი ვალი მაქვს. ჯერაც არ შემისრულებია დანაპირები. მაპატიე, კარგი?

დიონისე შემოგიძვრა სხეულში, ალბათ. ვიცი, რომ შენც იცი, რა კარგად გააკეთე ყველაფერი და რა ლამაზად დაგვიწერე დიდი, მსუყე, სევდიანი ემოცია.
ისიც გეცოდინება, ახალ ბილიკებს რომ კვალავ შენსავე შემოქმედებაში და მე ის უფრო მიხარია ამის გამო რომ უცნაურად აღელვებული და ბედნიერი ხარ.

ბოდიში, რომ წინა ისტორია შუა გზაში მიგიტოვე. ზაფხულის ჟამს წავიკითხავ.
ისევ ბოდიში.

მაგარია წარმატებები შენ მემომეწონა ეს და საეგაგრძელე წერა

№22  offline ახალბედა მწერალი K. I.

amalia miyvarxar
guroo
შენი ვალი მაქვს. ჯერაც არ შემისრულებია დანაპირები. მაპატიე, კარგი?

დიონისე შემოგიძვრა სხეულში, ალბათ. ვიცი, რომ შენც იცი, რა კარგად გააკეთე ყველაფერი და რა ლამაზად დაგვიწერე დიდი, მსუყე, სევდიანი ემოცია.
ისიც გეცოდინება, ახალ ბილიკებს რომ კვალავ შენსავე შემოქმედებაში და მე ის უფრო მიხარია ამის გამო რომ უცნაურად აღელვებული და ბედნიერი ხარ.

ბოდიში, რომ წინა ისტორია შუა გზაში მიგიტოვე. ზაფხულის ჟამს წავიკითხავ.
ისევ ბოდიში.

მაგარია წარმატებები შენ მემომეწონა ეს და საეგაგრძელე წერა

დიდი მადლობა, ამალია ❤️
მთავარია, მუზა იყოს და აუცილებლად დავწერ:)))
--------------------
When nothing goes right, go left!

№23  offline წევრი redd

როცა მინდა ხოლმე, რომ ემოციებმა მთლიანად შემიპყროს, ზუსტად მაშინ შემოვდივარ შენს ველზე და მგონი, პირველად გიწერ კომენტარსაც. არ არის შენი ისტორიები, ერთი ამოსუნთქვით წასაკითხი. ალბათ, ამიტომაც მიზიდავს. სადღაც უნდა გაჩერდე, ამოისუნთქო, იფიქრო და შემდეგ განაგრძო.
ძალიან მომეწონა და მომწონხარ შენც, შენი ინდივიდუალურობიდან გამომდინარე!

№24  offline ახალბედა მწერალი K. I.

redd
როცა მინდა ხოლმე, რომ ემოციებმა მთლიანად შემიპყროს, ზუსტად მაშინ შემოვდივარ შენს ველზე და მგონი, პირველად გიწერ კომენტარსაც. არ არის შენი ისტორიები, ერთი ამოსუნთქვით წასაკითხი. ალბათ, ამიტომაც მიზიდავს. სადღაც უნდა გაჩერდე, ამოისუნთქო, იფიქრო და შემდეგ განაგრძო.
ძალიან მომეწონა და მომწონხარ შენც, შენი ინდივიდუალურობიდან გამომდინარე!

"სადღაც უნდა გაჩერდე, ამოისუნთქო, იფიქრო და შემდეგ განაგრძო." -სიტყვები, რომლებიც ოქროს ასოებით ჩამრჩა გონებაში. ჰო, ზუსტად ამისთვის ვწერ, რომ ემოციები მივიღოთ, ვიფიქროთ, ერთად ვიმსჯელოთ, რაღაც ვისწავლოთ კიდეც და ერთად გამოვიტანოთ ჭეშმარიტება.
ძალიან დიდი მადლობა ამ სიტყვებისთვის. ერთგვარი ძალა იყო, რომ ახალი ნაწარმოების დაწყებაზე მეტი მეფიქრა heart_eyes
--------------------
When nothing goes right, go left!

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent