მექანიკურად! (3 თავი)
თათა ძალიან გაბრაზებული და ნაწყენი წამოვიდა კატოს სახლიდან.ერთი სული ჰქონდა მოშორებოდა ამ ადგილს,ისე წავიდა კატოს გაღვიძებას არც დალოდებია,წერილი მისწერა და მოკლედ აუხსნა რომ ეჩქარებოდა.სახლში გაღიზიანებული შევიდა -დილამშვიდობისა საჭმელს მიაყოლე?-ჰკითხა დედამისმა,შვილს,რომელიც ისე შევიდა სახლში,არ მისალმებია არც დედამისს და არც მამინაცვალს,რომლებიც მისაღებში საუზმობდნენ -შენი შვილი ცოტა უკულტურო რომ არის ახლა შეამჩნიე?-ირონიულად აღნიშნა კახამ,თეამ უკმაყოფილოდ ტუჩები დაპრუწა -დილიდან იგესლები?-არანაკლებ ირონიულად მიუგო თათამაც -მორჩებით?-ჩაერია თეა,სანამ უფრო მწვავე ფაზაში გადავიდოდა მათი კამათი,ისე როგორც წინათ მოხდა,ერთ უბრალო ხუმრობას აყვნენ და სერიოზულად იჩხუბეს,ისე რომ თეა აშველებდა თათას და კახას. თათამ თვალები აატრიალა და თავისი საძინებლისკენ განაგრძო სვლა.თვითონაც არ იყო ამ დილით კახასთან კამათის ხასიათზე,უკვე საკმარისად დათრგუნა ლევანთან მომხდარმა. -ღმერთო,როგორ დავიღალე ამ სიტუაციით-სინანულით ამოიოხრა საწოლზე წამოწოლილმა თათამ. მე-9 კლასში იყო თათა,მისი მშობლები ერთმანეთს რომ გაშორდნენ.მიზეზი მარტივად ახსნეს-ერთმანეთს ვეღარ ვუგებთ და ყველასთვის ასე სჯობსო. თათამ ძნელად გადაიტანა მათი დაშორება.ძალიან განიცდიდა,მაგრამ სხვებთან არ იმჩნევდა,სულ მხიარული იყო და ცდილობდა მისი დარდი სხვებს არ შეემჩნიათ,არც ერთი წამით. მამასთან ურთიერთობას ჩვეულებრივ განაგრძობდა,თემოც ძალიან მზრუნველი მამა იყო და ცდილობდა მის შვილს არაფერი დაკლებოდა,მისი ზრუნვის ჩათვლით. მისი მშობლები უბრალოდ ერთად არ ცხოვრობდნენ,თორემ სხვა მხრივ თათას მშობლების დანაკარგი არ ჰქონდა. მეორე შოკი 2 წლის წინ მიიღო,როცა დედამისმა პირდაპირ გამოუცხადა,რომ თხოვდებოდა. მაშინაც არ გამოუთქვამს უკმაყოფილება,უთქმელად დამორჩილდა ბედს და შეეგუა სიახლეს,რომელზეც აზრი არავის უკითხავს. თავისი მამინაცვალი კახა,თავიდანვე არ მოეწონა,იყო მასში რაღაც ამოუცნობი,რაც მის გვერდით ყოფნის დროს დისკომფორტს შეგიქმნიდა. თავიდან ჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდათ. არც ზედმეტად თბილი და არც ზედმეტად ცივი,მაგრამ ბოლო პერიოდში ბევრი რამე არ მოსწონდა მასში. პირველად კახასთან ურთიერთობა მაშინ დაეძაბა , როცა დედამისს ხელი გაარტყა,დედამისმა კი ეს აპატია. ამის შემდეგ ხშირად ჩხუბობდნენ თეა და კახა,მაგრამ საბოლოოდ მაინც ერთად იყვნენ. ვერ ხვდებოდა თათა,რა მოსწონდა დედამისს ამ კაცში და რატომ იტანდა მის ასეთ დამცირებას. ამის გამო დედასთანაც ხშირად მოსდიოდა კამათი, ის კი მარტივად მოშორებდა თავიდან-რაც შენი საქმე არ არის იმაში ცხვირს ნუ ჩაყოფო.თათაც საბოლოოდ ნებდებოდა,რადგან იცოდა აზრი არ ჰქონდა. შუადღე იყო თავისი ოთახიდან რომ გამოვიდა. კახა უკვე წასულიყო,დედამისი ყავას სვამდა და თან ტელეფონში რაღაცას კითხულობდა. -დღეს რა ბზიკმა გიკბინა?-ისე ჰკითხა,ტელეფონიდან თავი არ აუწევია -დედა,ახლა კამათის ხასიათზე არ ვარ-დაღლილმა უპასუხა -როდის იყო კამათი გეზარებოდა?-ირონიულად ჰკითხა და ცალი წარბი ასწია -და შენთან კამათს აზრი აქვს?-დაღლილმა ამოიოხრა -კახას წესიერად მოექეცი-მიადგა მისთვის მნიშვნელოვან საკითხს-შენი ასაგდები არაა და ტონი შეარჩიე ხოლმე მასთან საუბრისას-თათამ თვალები მობეზრებულად აატრიალა -ვეერასდროს ვხვდებოდი და ვერც მივხვდები რა ნახე მაგ კაცში ასეთი განსაკუთრებული-ზიზღით წარმოსთქვა-ყველაზე საშინელი კაცია ვისაც კი ვიცნობ-პირში მიახალა სათქმელი -წესიერად მეთქი-დაუყვირა და ტელეფონი მაგიდაზე დაახეთქა-იცოდე არ მოგითმენ მსგავს ლაპარაკს-თითი დაუქნია -არაკაცია შენი კახა!-დაუყვირა თათამაც-არ მესმის მისგან ასეთ დამცირებას როგორ იტან? ისე გექცევა როგორც ჩვარს,როცა უნდა გიყვირის,გირტყამს,ეს ნორმალურია? მიპასუხე დედა ეს ნორმალურია?-თან ყვიროდა და თან ცრემლები მოსდიოდა გამწარებულს.თეაც გააგიჟა მისმა სიტყვებმა,გაავებული წამოხტა და თათას სილა გააწნა,ცხოვრებაში პირველად.თათას გაოცებისგან თვალები შუბლზე აუვიდა,ხმა ვერ ამოიღო და ცრემლები გადმოსცვივდა. ეტკინა ლოყაც და გულიც ,მაგრამ ყველაზე მეტად ეს უკანასკნელი -სიყვარული იცი რა ხილია საერთოდ?-უყვირა თეამ-მე მიყვარს ეს კაცი-მერე ცოტა დამშვიდებული ხმით გააგრძელა-თუმცა შენ რა იცი როგორია სიყვარული საპირისპირო სქესისგან,ცალხმრივად ხარ შეყვარებული შენი დაქალის ძმაზე-უხეშად,საოცარი ზიზღით მიახალა თათას,თათამ ეს გაიგო თუ არა ეგონა ფეხქვეშ მიწა გამოეცლებოდა,საიდან გაიგო? ეგრევე ეს კითხვა აამოუტივტივდა -რა...შენ... საიდან მოიტანე?-გაოგნებულმა,გატეხილი ხმით ჰკითხა.თეას გაეცინა -შტერი სულ იყავი,არც ახლა შეცვლილხარ -თეა!!-დაუყვირა თათამ-საიდან მოიტანე რომ ლევანი მიყვარს? -შენს ღიურში წავიკითხე,ასე გამალებით რომ მალავ ლეიბის ქვეშ-მხრები აიჩეჩა -ჩემს დღიურთან რა გესაქმებოდა,მითხარი თეა რატომ? რატომ წაიკითხეე?რატომ?რატომ?-დაიყვირა და ჭიქა,რომლითაც თეა ყავას მიირთმევდა კედელს შეალეწა-ვინ გეკითხებოდა? -დამშვიდდი,არ მეგონა ასე თუ გიტყდებოდა ცალმხრივად სიყვარული-მხრები აიჩეჩა უკვე დამშვიდებულმა -შენ რანაირი დედა ხარ? არც ერთი წამითაც არ შეგიძლია უთანაგრძნო შენს შვილს ხომ? რჩევა მისცე,როგორ გაუმკლავდეს ამ ყველაფერს? არ შეგიძლია ხომ? რა თქმა უნდა არ შეგიძლია-ძალიან გულნატკენმა თვითონვე გასცა თავის შეკითხვას პასუხი -იმედები ძალიან გამიცრუე დედა,ძალიან-უთხრა თუ არა,ეგრევე საძინებლისკენ გაიქცა,ჩანთა და ტელეფონს ხელი დაავლო და უკანმოუხედავად გაიქცა სახლიდან. *** თავის მხრივ,ლევანიც საშინლად გაბრაზებული იყო თათაზე.ვინ ეკითხებოდა?რა უფლებით ჩაერია მის პირადში ეს ქარაფშუტა გოგო?მთელი დღე ცუდ ხასიათზე იყო სამსახურში. საღამოს ნიკამაც,მისმა უახლოესმა მეგობარმა აღნიშნა მისი უხასიათობა -რა გჭირს შენ დღეს? შუბლი არ გაგიხსნია-ჰკითხა უხმოდ მჯდარ ლევანს,რომელსაც თვალი ვისკის ჭიქისთვის გაესწორებინა -ო,დაიკიდე რა-მოკლედ უპასუხა და ვისკი მოსვა -ქალის ამბავია?-სხვათაშორის მაინც ჩაეძია,ლევანმა ამოიოხრა -თათამ მომიშალა ნერვები,როგორც ყოველთვის -რატომ? რატომ გეშლება მაგ გოგოზე ნერვები?-ინტერესით ჰკითხა -ხომ იცი რომ არ მევასება,ისედაც ძლივს ვიტან,დღეს დილით კიდევ ისეთი რამ მკითხა რაც არ უნდა ეკითხა -მაინც რა? -ეკას რატომ დაშორდიო -რაში აინტერესებდა?-გაეცინა ნიკას -მე რა ვიცი,ხანდახან ისეთ არაადეკვატურ რამეს იკითხავს ან გააკეთებს,მინდება მივახრჩო -ზედმეტად დიდ მნიშვნელობას ანიჭებ ამ ყველაფერს ლევან,მგონი ერთადერთი გოგოა ვინც ასე გაღიზიანებს და მიზეზი შენ თვითონაც არ იცი -როგორ არ ვიცი?-გაღიზიანებულმა მიუგო-ვერ ვიტან მის ქცევებს, დაუდევარ ლაპარაკს და იმას,სულ რომ იცინის,შეუფერებელ მომენტშიც კი. რაღაცნაირად ნიტო გოგოა რა-მოკლედ აუხსნა რაც არ მოსწონდა და ვისკი მოსვა -ო, სერიოზული მიზეზი გქონია-ისევ გაეცინა ნიკას და მანაც მოსვა ვისკი-ყველა შენი ნაშების უმრავლესობა მასეთი იყო,მაგრამ მაგათ მიმართ ამდენ ზიზღს არ აფრქვევდი -მაგათთან ურთიერთობას ვიწყებდი და მალევე ვამთავრებდი,ამ გოგოს კი თითქმის მთელი ცხოვრებაა ვიტან -ისე,დიდ ჩხუბს დიდი სიყვარული მოსდევსო თუ როგორაა მაგი?-წარბები აათამაშა ნიკამ და ზუსტად იცოდა რომ ძალიან გააბრაზებდა ლევანს -იცოდე გცემ ეგ რომ კიდევ ერთხელ თქვა-თითი მიუშვირა გამაფრთხილებლად -როგორ შემაშინე-თავი გადააქნია ნიკამ -მართლა გცემ კიდევ ერთხელ რომ მეხუმრო ასე-ისევ სერიოზული იყო ლევანი -კარგი,ვღადაობ შეჩემ ა,რას ატყდი ახლა-თვითონაც დასერიოზულდა -მაგ გოგოზე ასეთი ხუმრობები არ შემიძლია და საერთოდაც,არ მინდა მაგაზე ლაპარაკი,თემა შევცვალოთ-უთხრა და ამით მორჩნენ იმ საღამოს თათაზე ლაპარაკს, ცოტატი მოეშვა ლევანი და ბარს თვალი მოავლო,იქნებ ვინმე სათავისო ენახა. ვიცი რომ პატარა თავებია,მაგრამ ვცდილობ მალ-მალე ავტვირთო და უფრო მეტს ვერ ვახერხებ. მაინტერესებს თქვენი აზრი, როგორ მოგწონთ?<3 ყველას დიდი მადლობა ვინც კითხულობთ და აზრს გამოხატავთ <3 <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.