შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მექანიკურად! (4 თავი)


19-02-2020, 15:49
ავტორი nia_93
ნანახია 2 211

თათამ ცოტა ხანი უმისამართოდ იარა ფეხით და თან ფიქრობდა. ყველაფერს ერთად განიცდიდა. ცდილობდა ეს განწყობა მოეშორებინა და ისევ უდარდელობა აეკრა სახეზე. საღამოსკენ კატოს შეეხმიანა.სახლში იყო. მანაც გადაწყვიტა მისთვის აეკითხა.

-სად გამექეცი ამ დილით?

-დედაჩემი გადიოდა სახლიდან,გასაღები ვერ უპოვნია და მე მომიწია მისვლამ,ჩემი რომ მიმეცა-ურცხვად იცრუა,ვითომც არაფერიო

-აუ,დღესაც გაბრუებული ვარ,მაინც ვერ გამოვიძინე წესიერად-დაიწუწუნა კატომ

-შენ ოდესმე ძილით კმაყოფილი იქნები?-გაეცინა თათას

-ალბათ არც არასდროს-კატოსაც გაეცინა-ყავას მოვამზადებ,ხომ დალევ?-თათამ უბრალოდ თავი დაუქნია

-კატოო-მიაძახა სანამ გავიდოდა-ლევანი სახლშია?

-კი,თავის ოთახში იყო წეღან-ცოტათი გაკვირვებულმა უპასუხა

-კარგი,მე ერთი წუთით მასთან შევალ,რაღაცას ვეტყვი სანამ შენ ყავას მოამზადებ-წამოდგა ისიც

-ხომ მშვიდობაა?

-კი,კი,რაღაც წვრილმანი მაინტერესებს-ჩვეულებრივად უპასუხა და ორივემ ერთად დატოვა კატოს საძინებელი.კატომ სამზარეულოსკენ აიღო გეზი,თათამ ლევანის ოთახისკენ.

ფრთხილად დაუკაკუნა კარზე და პასუხს დაელოდა,მხოლოდ ამის შემდეგ შეაღო ოთახის კარი.ლევანი საწოლზე წამომჯდარიყო, ლეპტოპი ედო მუხლებზე და მუშაობდა.თათა რომ დაინახა გაოცებულმა შეხედა

-შეიძლება?-მორიდებით ჰკითხა თათამ.ლევანმა წარბი ასწია

-ისედაც თითქმის შემოხვედი-ცოტათი უხეშად უთხრა-მოდი-თქვა და ლეპტოპში რაღაცის წერა გააგრძელა.თათა რამდენიმე წამს ჩუმად იყო,რადგან ლევანს ელოდებოდა,ეგონა მორჩება საქმეს და ყურადღებას მომაქცევსო

-გისმენ თათა-ჰკითხა ისე,თავი არ აუწევია ლეპტოპიდან

-ა,ჰო. მე.. ბოდიშის მოსახდელად მოვედი-უთხრა და რამდენიმე წამი პაუზა გააკეთა,მიხვდა ლევანი მისკენ გამოხედვას რომ არ აპირებდა და ისევ განაგრძო-მაპატიე რა, არ უნდა მეკითხა ამ დილით ის, რა ჩემი საქმე იყო,ვინ მეკითხებოდა

-მართალი ხარ,არავინ გეკითხებოდა-სხვათაშორის უპასუხა და ისევ განაგრძო რაღაცის ბეჭდვა

-ლევან-ხმა სულ ოდნავ გაუტყდა,როცა ამას მიხვდა,ეცადა თავი უფრო მხნედ დაეჭირა-ვიცი რომ არ გსიამოვნებს ჩემს საზოგადოებაში ყოფნა და ძალიან გაღიზიანებ,მართალია არ ვიცი რატომ,მაგრამ მე,ასეთი არ ვარ

-ასეთი როგორი?-უინტერესოდ ჰკითხა

-ქარაფშუტა-უთხრა და ლევანს დააკვირდა,რომელმაც როგორც იქნა ინება და თავი ამოსწია კომპიუტერიდან და გახადა თათა მისი მზერის ღირსი

-ნუთუ?-ირონიულად ჩაეკითხა

-ხო,ლევან. ვიცი ასეთად მთვლი,მაგრამ დამიჯერე,ცდები. მართალია შეიძლება ხანდახან შეუფერებელ რამეებს ვიძახი და ისეთ კითხვებს ვსვამ,რომელსაც არ უნდა ვსვამდე,მაგრამ ამით ვცდილობ რომ დავმალო ჩემი..-აქ ხმა გაუწყდა-უბრალოდ მაპატიე რა- მიხვდა რომ ცოტა სხვა გზით წავიდოდა ასე საუბარი და დროულად გაჩერდა,რადგან მშვენივრად იცოდა,რომ ლევანს მისი განცდები ფეხებზე ეკიდა-არ მინდა ვინმეს უაზროდ ვძულდე და მითუმეტეს ეს შენ იყო,ჩემი საუკეთესო დაქალის ძმა.ამიტომ,იქნებ ნორმალურად მომესალმო ხოლმე,ზიზღის და ირონიის გარეშე? ან თუ გინდა საერთოდაც არ მომესალმო,ოღონდ ნუ მაგრძნობინებ რომ ასე გძულვარ,გთხოვ-ძლივს უთხრა რისი თქმაც უნდოდა და არც დალოდებია ლევანის პასუხს ისე დატოვა მისი ოთახი,ლევანი კი ერთ ხანს ჩაფიქრებული დატოვა.

-მმმ, ვგიჟდები ყავის სუნზე-ნეტარე ხმით შევიდა თათა სამზარეულოში კატოსთან.თითქოს წეღან არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარიყო და ლევანთან ასე მისთვის ემოციური საუბარი არ ჰქონოდა

-მერამდენე ჭიქაა ეს შენთვის დღეს?-გაეიცნა კატოს,რადგან იცოდა როგორ გიჟდებოდა თათა ყავაზე

-არ დამითვლია,მაგრამ დაახლოებით მე-4 ან მე-5- მხრები აიჩეჩა

-შაქარი არ ჩამიყრია,შენით ჩაიყარე,ვიცი სიროფი გიყვარს-თათამ 3 კოვზი შაქარი ჩაყარა და კარგად მოურია.

თათას ტელეფონმა დაურეკა.ნომერს რომ დახედა, არც უფიქრია ეპასუხა,უბრალოდ შეწუხებულმა თავი გააქნია

-დამანებოს რა თავი,დამანებოს-ლამის ამოიტირა თათამ

-ისევ გიგაა?-დამანჭულად ჰკითხა კატომ,რადგან ცხელი ყავა მოსვა და პირი აეწვა

-ხო-ამოიოხრა-აღარ ვიცი რანაირად მოვიშორო,ყველანაირად ვბლოკავ ამ ბიჭის საქციელებს,მაგრამ მაინც არ მანებებს თავს

-ეგ ბიჭი სრულ ჭკუაზე არაა,მე როდის ვთქვი ეგ. აი, ვერ ვხვდები გოგომ ამდენჯერ უარი გითხრას და თავს მაინც არ ანებებდე,თავმოყვარეობა არ გააჩნია ვაფშე?-კატოსაც მობეზრებული ჰყავდა ეს გიგა

-რამე საბაბს რომ ვაძლევდე კიდევ მესმის. რადგან მარტო ვარ და შეყვარებული არ მყავს,ჰგონია რომ შანსი აქვს

-რაო?-გაეცინა

-ხო,ერთხელ მითხრა,შენი გული რადგან თავისუფალია,მე ვიბრძოლებ მისთვის ყველანაირ ფასადო-ახლა თათასაც გაეცინა

-ოო,სერიოზული შანსი ჰქონია-სიცილს არ წყვეტდა კატო-მაშინ სასწრაფოდ შეყვარებული უნდა გაიჩინო,ეგ რომ თავიდან მოიშორო-უცებ დაასკვნა კატომ

-ხო კატო,აი ახლა ასე ვიტყვი შეყვარებული უნდა გავიჩინოთქო და ეგრევე გამიჩნდება-თითი დაატკაცუნა თათამ

-შენ არ გაგიჭირდება,ისეთი ლამაზი ხარ თათა. უბრალოდ შენ არ გინდა რატომღაც

-არაა მასე რა, ასე უბრალოდ არ მინდა ფლირტები,ძალიან მომბეზრდა. ცოტა სერიოზული ურთიერთობა მჭირდება-თათა ურთიერთობებს სხვანაირად აღიქვამდა,არ მოსწონდა დროებითი უაზრო ფლირტები.არ მოსწონდა გოგოები,რომლებიც ბიჭებს უბრალოდ იმისთვის წერდნენ,მერე რომ ეტრაბახათ მე ამდენი ბიჭი მწერს და ამდენს მოვწონვარო.მას ნამდვილი სიყვარული და სერიოზული ურთიერთობა უნდოდა.სიყვარულზე ცოტათი გულნატკენიც იყო. ჯერ მისი მშობლების დაშორება და იმის დაჯერება რომ მათ თურმე ერთმანეთი იმ დონემდე არ ჰყვარებიათ ან საერთოდ უყვარდათ რომ ერთმანეთი?მერე დედამისი და კახას ურთიერთობა,სადაც ასევე ვერ ხედავდა სიყვარულის ნატამალს, მერე მისი ცალმხრივი სიყვარული ლევანის მიმართ და მოკლედ ეს ყველაფერი ერთად აღბული,თათას ურთიერთობების და სიყვარულის შიშს უჩენდა.ამიტომაც იკავებდა თავს არასერიოზული ურთიერთობებისგან.
ან იქნებოდა სიყვარული ისეთი,როგორიც თათას სწამდა და სჯეროდა, ან საერთოდ არ იქნებოდა.

-თუ ვინმეს შანსი არ მიეცი,როგორ გაიგებ სერიოზულია თუ არა?-ამ ფაქტით სულ აღშფოთებული იყო კატო

-ჰა,ხომ არ დავფიქრდე და მივცე გიგას შანსი?-გაიხუმრა თათამ.კატომ კი ხის მაგიდაზე დააკაკუნა,ღმერთმა გადიფაროსო.ამაზე ორივეს გაეცინათ.

კიდევ ცოტა ხანი დაჰყო კატოსთან და მერე უნდოდა თუ არ უნდოდა სახლში წავიდა. მისდა საბედნიეროდ არც დედამისი და არც კახა,სახლში არ იყვნენ.ცოტა ამოისუნთქა და აბაზანაში წავიდა წყლის გადასავლებად.

ლევანი თათას სიტყვებმა ცოტათი დააფიქრა,სულ სულ ცოტათი,გულის სიღრმეში.ოდნავ დაეთანხმა თათას. რა ბავშვობა იყო ამხელა აგრესიის და ზიზღის გამოხატვა ამ გოგოს მიმართ? მართლა რა დაუშავა ასეთი? ქარაფშუტა თუა იყოს,თვითონ თათაა ეგეთი და არა ლევანი. მისი რა საქმეა? უბრალოდ დისტანცია დაიჭიროს და მეტი მასთან არანაირი შეხება არ ექნება-გამარჯობა- ნახვამდის და მორჩა. დაფიქრდა და მიხვდა რომ მართლა რაღაცნაირად გამოსდიოდა ამხელა ზიზღის ფრქვევა თათასადმი. ამიერიდან,ცოტათი მაინც შეეცდება სხვებს არ აჩვენოს მისი ამხელა აგრესია ამ გოგოს მიმართ და მხოლოდ გულში იფიქროს ასე, ან საერთოდაც არ იფიქროს ამ გოგოზე და ამით მორჩება ყველაფერი. რატომღაც,თავისი გადაწყვეტილებით მშვიდად დაეძინა.
იმ საღამოს არც ერთი წამით აღარ გახსენებია თათა და არც ის, რომ ის ქარაფშუტა იყო.

თათასთან სახლში დაძაბული ატმოსფერო იყო. თითქმის არ ლაპარაკობდა არც დედამისთან და არც კახასთან. დილით ადრე მიდიოდა სახლიდან და გვიან ბრუნდებოდა დასაძინებლად.ოღონდ მათთვის არ ეყურებინა და ყველანაირად ცდილობდა რაიმეთი დაკავებულიყო და ათას საქმეს გამოიჩენდა ხოლმე.
კატოსთან ხშირად დადიოდა.მისდა გასაკვირად,ლევანი რამდენჯერაც ნახა,უბრალოდ მიესალმა,ჩვეულებრივ და ამის მეტი არც ენახვებოდა. ცოტათი მოეშვა.გაბრაზებულ მისალმებას და ბრაზის თათაზე ნთხევას, ეს მშრალი,არაფრისმთქმელი გამარჯობა ბევრად ჯობდა.

გიგა ისევ არ ანებებდა თავს,სულ ურეკავდა,წერდა.თათა კი მაქსიმალურად მშვიდად იტანდა მის იერიშებს,მანამ სანამ ერთ საღამოს,კატოსგან გამოსულს სადარბაზოსთან არ დახვდა გიგა.თათას გაოცებისგან თვალები შუბლზე აუვიდა.

-გიგა?-აქ რას აკეთებ?-გაოგნებულს აღმოხდა

-შენ გელოდებოდი-თითქოს ჩვეულებრივი მოვლენა ყოფილიყოს ისე ახარა ეს ფაქტი გიგამ და გაუღიმა

-მე რატომ მელოდებოდი გიგა?!-მკაცრად ჰკითხა-ხომ მილიონჯერ აგიხსენი რომ ასე არ უნდა მოიქცე და შანსები არ გვაქვს?

-და მეც მილიონჯერ გიპასუხე რომ შანსები ყოველთვის არის-გაუღიმა და თმაზე ხელი ჩამოუსვა,თათამ უხეშად მოიშორა მისი ხელი და განზე გადგა

-თავი დამანებე და ნუ მაიძულებ პოლიციაში გიჩივლო!-ამაზე გიგა ახარხარდა

-უცებ არ შემაშინო პოლიციით

-გიგა,არ მიყვარხარ,არც არასდროს შემიყვარდები,რატომ არ გინდა თავი დამანებო?

-რატომ არ შეგიყვარდები ვითომ? შენი დასაწუნი რა მაქვს

-ჩემი დასაწუნი არაფერი გაქვს მართლა,უბრალოდ გულს ვერ უბრძანებ ხომ იცი არა?-უთხრა სტანდარტული ფრაზა

-შანსი მომეცი,ვცადოთ,იქნებ და გამოგვდის?

-არაფერი გამოვა გიგა. მე სხვა მიყვარს-მიახალა უცებ,რადგან მიხვდა რომ გიგა დანებებას არ აპირებდა.გიგას თვალები შუბლზე აუვიდა

-რა?

-ხო,რაც გაიგე

-ვინ არის?მასაც უყვარხარ?ერთად ხართ?-მიაყარა კითხვები,რადგან მსგავსი რამ პირველად გაიგო თათასგან

-რა მნიშვნელობა აქვს შენთვის?გითხარი რომ სხვა მიყვარს

-რომ გეუბნები ესე იგი აქვს-დაუყვირა გიგამ

-ხო,ერთად ვართ!-ურცხვად მოატყუა

-ვინაა?

-მაგას არ გეტყვი!

-თათა,იცოდე თუ არ მეტყვი,ვიფიქრებ რომ ამ გზით უბრალოდ ჩემს თავიდან მოცილებას ცდილობ და არ შეგეშვები იცოდე

-გიგა..

-მაგრამ,შენ თუ ახლა მეტყვი ვინ არის ის ვინც შენ გიყვარს და მასაც უყვარხარ, თუ დამარწმუნებ რომ შეყვარებული ნამდვილად გყავს და ერთმანეთი გიყვართ,კაცობას გეფიცები თავს დაგანებებ და თვალით ვერ მიხილავ-ეს ისეთი ხმით უთხრა გიგამ,თათას თვალები გაუფრთოვდა,ეგონა მომესმაო,მაგრამ შემდეგ დარწმუნდა რომ მართალს ამბობდა.რა უნდა ექნა? ვისზე უნდა მოეტყუებინა? რეალურად ასეთი ხომ არავინ იყო.

არ იცის ასეთი დამთხვევები მხოლოდ ფილმებში ხდებოდა თუ რეალურადაც შესაძლებელი იყო,მაგრამ სწორედ ამ დროს გაჩერდა ლევანის მანქანა სადარბაზოსთან.ის იყო გადმოვიდა მანქანიდან,თათას ბევრი არც უფიქრია,როგორც სჩვეოდა.ამ მომენტში მხოლოდ გიგას თავიდან მოშორებაზე ფიქრობდა.მერე დანარჩენი გონებასთან ახლოს არ მიუშვია ისე გაიქცა ლევანთან და ისე ძლიერად ჩაეხუტა,ლევანმა გონს მოსვლაც ვერ მოასწრო

-გემუდარები,კატოს გაფიცებ ამყევი,არაფერი თქვა და მთელი ცხოვრება შენთან ვალში ვიქნები-ჩასჩურჩულა ლევანს,რომელიც ჯერ კიდევ გაოგნებული იდგა და მისი სიტყვების ბოლომდე გააზრება არ აცალა, ისე მიუბრუნდა გიგას და უთხრა

-ეს არის გიგა ის, ვისზეც გეუბნებოდი-ლევანს,რომელიც ჯერ კიდევ შოკში იყო და აზრზე ვერ მოსულა რა ხდებოდა,ხელი ჩაჰკიდა და გიგას თვალი თვალში გაუყარა-ეს არის ჩემი შეყვარებული!-შეეცადა ომახიანად ეთქვა სათქმელი.უეცრად თვალები დახუჭა და არც კი უნდოდა ეფიქრა რა მოხდებოდა იქ,იმ საღამოს!

აბა,როგორია? <3
მაქსიმალურად ვცდილობ მალ-მალე ავტვირთო.
ძალიან მახარებს თქვენი კომენტარები <3 <3



№1  offline წევრი n.k.

vaime saocreba ar mkofnissss male dadeee

 


№2  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

აუუ რა დროს გაწყდა ისტორია.. მგონი ლევანის ყვირილს მთელი ქალაქი გაიგებს,საწყალი თათა :( იმედია ცოტა შევა ლევანი თათას მდგომარეობაში ❤️

ablabudaa
აუუ რა დროს გაწყდა ისტორია.. მგონი ლევანის ყვირილს მთელი ქალაქი გაიგებს,საწყალი თათა :( იმედია ცოტა შევა ლევანი თათას მდგომარეობაში ❤️
რა მაგარი გოგო ხარ ახალი თავი ასე ადრე რო დადე

 


№3  offline წევრი დარინა

აი ძალიან მომწონს თათას პერსონაჟიი, ჯერჯერობით არავინ არ ყავს ისეთი ვინც დაეხმარება და მცირეოდენ სითბოს აგრძნობინებს, კატოც კი მიუხედავად მეგობრობისა იმასაც ვერ ხვდება რომ მისი ძმა უყვარს, წყვილი ძალიან მომწონს მაგრამ მე ველოდები როდის მიხვდება ლევანი რომ თათა ისეთი არ არის როგორიც გონია, მინდა რომ თავისი ყველა სიტყვა თუ მოქმედება ინანოს.

 


№4 სტუმარი სტუმარი ლიკა

აუ, აიი ძაალიან მამწონს ეს ისტორია, ყველაზე მეტად კი ის, რომ სულ მოულოდნელად და მალე დებ ხოლმე ❤ ვიმედოვნებ, რომ ლევანი თავს მოერევა და დაინდობს თათას. ნუ რავიცი, მე ძალიან მომწონს. პირველად დაგიწერე კომენტარი, რაღაც უფრო მეტს ველოდებოდი და აი ისიც ))) კარგი გოგო ხარ და წარმატებები. ძალიაან დიდი ინტერესით ველოდები შემდეგ თავს

 


№5  offline წევრი alienbaby

აუ მალე დადე რა ახალი თავიიი❤️❤️❤️

 


№6  offline წევრი ვიპნი

კარგია რომ მოასწრო ლევანის გაფრთხილება,თორემ ლევანის ყვირილს იმ სამყაროდან ამ სამყაროში გავიგონებდით ,????????????

ვიპნი
კარგია რომ მოასწრო ლევანის გაფრთხილება,თორემ ლევანის ყვირილს იმ სამყაროდან ამ სამყაროში გავიგონებდით ,????????????

სმაილიკებს რატომღაც არ აღიქვამს :(

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent