Kirkwood (თავი 3)
რათქმაუნდა ომის შემდეგ ცხოვრება გაგრძელდა,მაგრამ იმ მეომრების სისხლს რომლებმაც იცოდნენ,რომ სიკვდილი გარდაუვალი იყო,მაგრამ მაინც უყოყმანოდ წავიდნენ სამეფოს დასაცავად,ვერ აინაზღაურებდნენ,მათ შეაკავეს მტერი სიცოცხლის სანაცვლოდ,ისინი გმირულად დაკრძალეს და თითოეულ მათგანს გმირის სახელი მიანიჭეს. დრო სწრაფად გადიოდა.თვე დღედ მოგეჩვენებოდა,მაგრამ ამავდროულად ძალიან ნელიც იყო დროის სვლა. ზაფხულთან დამშვიდობების დრო მოვიდა,ხეებს ოქროსფერი,წითელი,ყვითელი და სტაფილოსფერი ფერები შეეპარათ.ისე ეპარებოდა ფოთოლს წითელი ფერი,თითქოს იმ გმირების სისხლი ყოფილიყო რომლებიც სამეფოს დასაცავად მტერს შეაკვდნენ,ან იმ მტრების სისხლი რომლებიც სამეფოზე მოდიოდნენ.სეზონის ცვლილება თრანდუილის გვირგვინსაც დაეტყო,ის უკვე ლამაზი მინდვროს ყვავილების გვირგვინის ნაცვლად კენკრის და წითელი ფოთლების გვირგვინს ატარებდა. ლეგოლასი წიგნით ხელში დადიოდა სასახლის დერეფნებში და მამამისს ეძებდა,დიდი ხის კარები შეაღო და აივანზე გავიდა.თრანდუილიც იქ იყო,ის გაჰყურებდა ღამის სიჩუმეში და ვარსკვლავებში ჩაფლულ ტყეს,ცაზე მთვარე ვარსკვლავებს შორის დაცურავდა,ამ სიჩუმეს მხოლოდ ღამის ფრინველების და ცხოველების ხმა არღვევდა: -მამა-ახედა ლეგოლასმა მამამისს-შეგიძლია წიგნი წამიკითხო? -ახლა არა. -ჰო მაგრამ... -არავითარი მაგრამ,შენს ოთახში წადი-ლეგოლასი წიგნით ხელში თვალებ აცრემლებული წავიდა ოთახისკენ,თრანდუილმა ეს შენიშნა და შვილს უკან გაყვა,მის გვერდით დაჯდა ერთხანს ჩუმად გაჰყურებდა ცის ჰორიზონტს,მერე შვილს მიუბრუნდა: -ბოდიში შანსს არ მომცემ?-ლეგოლასმა გაიღიმა,მამამისს ჩაეხუტა და წიგნი მიაჩეჩა.თრანდუილმა წიგნი გადაშალა და მთვარის შუქზე კითხვას შეუდგა: "დათქმულმა ჟამმა მოაწია,სამი საუკუნე გავიდა და ვალარებს მელკორნთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მიეღოთ.მელკორნმა იხილა ვალარები და შეშურდა მათი,იხილა ელფები და შეძულდა ისინი,ხოლო ძვირფასეულობის ხელში ჩაგდება განიზრახა...მანუე მიენდო მელკორნს,რადგან მასში არანაირი ბოროტება არ იყო და ვერ ხედავდა მის სიავეს,რადგან იცოდა რომ მელკორნი ილუვატარის თავდაპირველ განზრახვაში მისგან არაფრით განსხვავდებოდა...ფეანორი არ ენდობოდა მელკორნს,უფრო მეტიც სძულდა ის.ფეანორი პირველი იყო რომელმაც მას მორგოთი შავი მტერი უწოდა..." მალე კარები ინიალოსმა შემოაღო: -მეფეო,ჯუჯების მეფე თალანილი გეახლათ. თრანდუილი წამოდგა,ლეგოლასს წიგნი მიაწოდა,დაპირდა რომ კითხვას გააგრძელებდა და სატახტო ოთახისკენ წავიდა.თალანილი უკვე იქ იყო მსახურითურთ,თრანდუილმა გვირგვინი მოირგო და მივიდა: -აქ რამ მოგიყვანა თალანილ?-იკითხა და ტახტზე მოხერხებულად დაჯდა -აქ არასდროს მოვიდოდი... -ეგ გამოვტოვოთ-გააწყევტინა თრანდუილმა,ამაზე თალანილს ბრაზი დაეტყო-პირდაპირ საქმეზე გადადი. -დახმარება დახმარების სანაცვლოდ.სმაუგის გამოღვიძების დრო დგება,ის ჩემს სამეფოს ემუქრება თუ დამეხმარები... -ეს სისულელეა!რითი აპირებ დრაკონის შეჩერებას თალანილ სულ გაგიჟდი?!-თრანდუილმა ტახტი დატოვა და ოთახიდან გასვლისთვის მოემზადა,მაგრამ თალანილმა შეაჩერა -იმას მიიღებ რაც ელფებს გეკუთვნით,გირიონის ზურმუხტებს-თრანდუილი ერთხანს ჩუმად თალანილისგან ზურგშექცევით იდგა შემდეგ იკითხა -რა ვიცი რომ არ მიღალატებ? -შენ არ გგავარ,პირობას ვასრულებ. -ჯუჯები ძალიან ფიცხები და ჯიუტები ხართ. -ყოველ შემთხვევაში,ელფებივით ხარბები და გაუმაძღრები არ ვართ! -თავი შეიკავე,ეს თხოვნაა არ დაგავიწყდეს რომ ელფების სამეფოში იმყოფები-თალანილმა სასახლე დატოვა,თრანდუილო კი ტახტზე დაჯდა და ფიქრს მიეცა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.