მექანიკურად! (5 თავი)
თათამ თვალები ნელა გაახილა,რადგან ჯერჯერობით სამარისებური სიჩუმე იყო. ჯერ გიგას გაფართოებული თვალები მოხვდა და მერე ლევანს გახედა,რომელიც გიგას მიმართულებით იყურებოდა და სახეზე არანაირი ემოცია არ ეწერა -ოღონდ ახლა არ იყვიროს,ღმერთო,ოღონდ ახლა არა-ფიქრობდა თათა და გული ძალიან სწრაფად უცემდა .თავიდანვე მიხვდა რა სულელეც ჩაიდინა,მაგრამ ნათქვამ სიტყვებს უკან ვერ წაიღებდა,ახლა მხოლოდ ლევანის იმედად იყო,რომელიც ნაკლებად ჰქონდა -რა ხდება აქ?-თათასგან გასაოცრად სრულიად მშვიდად იკითხა ლევანმა-თათა,ვინაა ეს ბიჭი?-ახლა თათას მიუბრუნდა -ეს...ეს...გიგაა-ნაწყვეტ-ნაწყვეტ უპასუხა -და? ვინაა გიგა?-ისევ განაგრძო კითხვის დასმა.თათას უნდოდა ეპასუხა ამ დროს გიგა რომ ჩაერია -მე გიგა ვარ,თათას ძველი ნაცნობი-თვალი თვალში გაუყარა,აქვე დავინახე და მივესალმე-იცრუა გიგამ, რადგან არ სურდა თათასთვის პრობლემები შეექმნა ,,შეყვარებულთან’’ -შენ მე მელოდებოდი ხომ თათა?-ახლა თათას მიუბრუნა ლევანი ირონიული ღიმილით და მხარზე ხელი გადახვია.თათამ უბრალოდ თავი დაუქნია,ჯერ კიდევ შოკში იყო,რომ ლევანი არ ყვიროდა და თან თამაშში აჰყვა-კარგი,ავიდეთ მაშინ ჩემთან ხომ? თორემ ცივა. აბა კარგად გიგა-დაემშვიდობა და თათაზე ხელგადახვეული შევიდა სადარბაზოში.გიგამ ერთხანს უყურა ,,წყვილს’’ და მერე ადგილს მოსწყდა.საინტერესოა,დაიჯერა კი? თათა სუნთქვაშეკრული მიჰყვებოდა ლევანს -ლევან.. მე..მაპატიე-უთხრა როგორც კი ლიფტში შევიდნენ და მიხვდა რომ ხმის ამოღება შეეძლო -ამ დღეებში მერამდენედ მთხოვ პატიებას დაითვალე მაინც?-ჯერ კიდევ მშვიდად ირონიული ხმა ჰქონდა ლევანს.თათა მიხდა რომ ემოციებს ძლივს იკავებდა და სადაცაა ბრაზს ამოანთხევდა. -არც კი დავფიქრებულვარ ისე მოვიქეცი-თავი ჩახარა -როდის ფიქრობ რო?-ხმას ცოტათი აუწია.ამასობაში ლიფტიდან გამოვიდნენ და სახლში შევიდნენ-სულ ასე დაუდევრად იქცევი-ამოიყვირა როცა სახლში შევიდნენ.მათ ხმაზე კატო და ალექსი გამოვიდნენ -რა ხდება?-ორივემ ერთხმად იკითხა -თათა? შენ ხომ წახვედი?-გაოცებულმა ჰკითხა კატომ -მიდიოდა,სანამ ,,შეყვარებული’’ არ ნახა-დაიყვირა ლევანმა -რა? რა შეყვარებული,თათა რას ამბობს?-გაოცდა კატო, -იცი მაინც რა ჩაიდინა შენმა ჩერჩეტმა დაქალმა?-ხმის დაწევაზე არც ფიქრობდა ლევანი -რა ნამიოკებით ლაპარაკობთ,თქვით რა მოხდა-ალექსიც ჩაერია -გიგა დამხვდა ქვემოთ-ხმადაბლა თქვა თათამ -რაო??-თვალები გაუფართოვდა კატოს-აქ რა უნდოდა მაგას? -არ ვიცი, დამხვდა და დამიწყო როგორც ჩვევია ისე, მერე ისე მოხდა,დაუფიქრებლად ვუთხარი სხვა მიყვარს და ერთად ვართ მეთქი. იქნებ ამან გაჭრასთქო.მერე ჩამეძია მითხარი ვინ არის თორემ ისე არ მჯერაო.რა თქმა უნდა არ ვაპირებდი არაფრის თქმას,მაგრამ ამ დროს-ლევანს შეხედა-ლევანის მანქანა დავინახე და ბევრი არ მიფიქრია ისე მივვარდი და გიგას ვაჯახე ჩემი შეყვარებულია მეთქი-დაასრულა მოყოლა. ალექსს სიცილი აუტყდა,ცოტა ხანი ვერ მოსულიერდა.კატო ვერ იჯერებდა რომ ეს მართლა მოხდა და მერე მასაც გაეცინა -და შენც აყევი თამაშში ლევანიკო?-სიცლით ჰკითხა ალექსმა.ლევანმა დაუბღვირა ძმას,რითაც ანიშნა გაჩუმებულიყო -სასაცილო რა არის აქ?-ხელები გაშალა გაბრაზებულმა-ფაქტის წინაშე დამაყენა ქალბატონმა და იქ რა უნდა მექნა? -მაპატიე რა... -არა,ისე კი იყავი ღირსი მანდვე მომესვი შენს ადგილას და შენი ტყუილი გამომეაშკარავებინა-ღვარძლიანად მიახალა თათას.ჯერ კიდევ არ სჯეროდა რომ ამ გოგომ ეს მართლა თქვა და თავი მის შეყვარებულად გაასაღა,რაც უფრო მეტს ფიქრობდა ამ ფაქტზე,ბრაზი უფრო მოსდიოდა -კარგი,ლევან,რა მოხდა ამ ერთი უწყინარი ტყუილით-ჩაერთო კატოც-სამაგიეროდ იმედია მოიშორებს გიგას თავიდან -მე ამ თამაშის გაგრძელებას არ ვაპირებ. არ მაინტერესებს რა და როგორ,მეტად შენს შეყვარებულად არ გამასაღო,თორემ ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ!-მკაცრად უთხრა ლევანმა და მისაღები დატოვა.თათამ ამოიოხრა -ასეთი შტერი რატომ ვარ-ხელები უღონოდ ჩამოყარა და დივანზე დაჯდა -კარგი თათუს რა მოხდა ასეთი-გაამხნევა ალექსმა-ჩემი ძმაა ზედმეტად უჟმური,თორემ მე რომ ვყოფილიყავი მსგავს სიტუაციაში,სიხარულით დაგთნხმდებოდი ხომ იცი-თვალები აათამაშა და გაუღიმა,თათასაც გაეღიმა მის გულწრფელობაზე -შენ კლოუნი ხარ-ხელი გაჰკრა ძმას კატომ და თათას მიუჯდა -მართლაა რაა სანერვიულო,გადაუვლის მაგასაც.მთავარია გიგამ დაიჯეროს და თავი დაგანებოს-გაამხნევა დაქალი -არ ვიცი.იმედია დაიჯერა მაინც და მეტჯერ აღარ გამოჩნდება,თუ თავს არ დამანებებს მიხვდება რომ მოვატყუე და ისევ თავიდან დაიწყებს-მხრები აიჩეჩა თათამ და ცოტა აკლდა რომ არ ეტირა,მაგრამ აქ,სხვების თვალწინ არაფრის დიდებით არ იტირებდა-წავალ ახლა,ისედაც ბევრ უსიამოვნებას ვქმნი-წამოდგა ფეხზე და ჩანთა აიღო -დარჩენილიყავი დღეს -მოდი,შენი ძმის ნერვებზე უარესად აღარ ვითმაშებ-ეცადა გაეცინა-შეგეხმიანები-გადაკოცნა ორივე და დაემშვიდობა. -აუ ჩემი, რა ჭირს ამ ბიჭს -თავისთვის დასვა შეკითხვა ალექსმა,დივანზე ჩამოჯდა და ტელევიზორის პულტი ხელში აათამაშა. კატო ლევანთან შევიდა -კიდევ გაბრაზებული ხარ?-მის ოთახში შევიდა და საწოლზე ჩამოუჯდა -გაბრაზებული არ ჰქვია იმას,მე რომ ვარ-კატეგორიული ტონით უთხრა -კარგი რა,ერთი უწყინარი ტყუილი რას დაგიშავებს-მხრები აიჩეჩა -არანაირი სურვილი არ მაქვს,ვინმეს ამ გოგოს შეყვარებული ვეგონო კატო! -რატომ?რატომ ლევან?მართლა ზედმეტი მოგდის-ახლა კატოც გაბრაზდა-თათა ჩემი საუკეთესო დაქალია და შენ უფლება არ გაქვს ასე გალანძღო,თანაც უმიზეზოდ,შენთვის მას არასდროს არაფერი დაუშავებია და რატომ ვერ იტან ასე ძალიან მართლა არ მესმის. -არ მომწონს! აი ასე,უბრალოდ,არ მომწონს და მორჩა! არავისთან არ ვაპირებ ამის გამო თავის მართლებას! და გაბრაზების სერიოზული საფუძველი მაქვს ამ საღამოს და ამაზე არც კი იფიქრო რომ შემეკამათო!! -თათა ცუდი გოგო არ არის, მართლა.პირიქით,ის ძალიან მგრძნობიარეა.მართალია ჩვენ არ გვაჩვენებს თავის სუსტ მხარეს და ცდილობს უდარდელობის იმიჯი მოირგოს,მაგრამ ამას ყველაფერს ჩვენს დასანახად აკეთებს,სინამდვილეში კი ძალიან მგრძნობიარეა და ყველაფერი გულთან ახლოს მიაქვს -თათას ყველაფერი ფეხებზე ჰკიდია. სულ იმას აკეთებს და ამბობს რაც უნდა. ის კი არ აინტერესებს სხვები რას ფიქრობენ! -ასე არაა! -ასეა,კატო,ასე. დღევანდელი მაგალითიც იმის დადასტურებაა.ამ საღმოსაც ისე მოიქცა როგორც თვითონ სურდა.არც კი დაფიქრებულა რომ ამით ორ ადამიანს უხერხულობაში აგდებდა, პირველი-მაგ ბიჭს,რომელსაც გული ძალიან ატკინა თავისი დაუდევარი საქციელით და მეორე- მე,რომელიც საშინელ მდგომარეობაში ჩამაგდო და თავი ძლივს დავიძვრინე -გიგა თვითონ ტკენს საკუთარ თავს. თათას მისთვის იმედი არასდროს მიუცია,სულ თავს არიდებდა,გეფიცები,ერთხელაც კი არ გაუღიმია მისთვის,ისე რომ მას რამე სხვანაირად ეფიქრა,მაგრამ ეს მაინც არ ანებებდა თავს.არ ვიცი რატომ,მაგრამ იმედი ჰქონდა,რადგან თათა მარტო იყო და არავინ ჰყავდა,ეგონა შანსი ჰქონდა,ამიტომ ეპოტინებოდა იმ მცირეოდენ იმედს და ვფიქრობ ამ საღამოს მერე თათას იმდენად აღარ შეაწუხებს-მოკლედ უამბო გიგა და თათას ამბავი ლევანს,რომელსაც დიდად არც აინტერესებდა -ჩემთვის სულ ერთია.მე არ გამრიოს ამ ამბავში და რაც უნდა ის ქნას! -ლევან,ერთ რამეს გთხოვ რა-შეეხვეწა კატო.ლევანმა ინტერესით შეხედა -გთხოვ, გიგა თუ თათას შენზე რამეს ჰკითხავს,მიეცი უფლება ისე მოგიხსენიოს როგოც შეყვარებული და ასე თავს დაანებებს -გაგიჟდი? -შენ ამით არც არაფერი დაგაკლდება და არც მოგემატება. უბრალოდ სიტყვის მასალად იქნები მისი შეყვარებული, კარგი?გთხოვ-ხელები ერთმანეთს მიატყუპა და ნიკაპთან მიიდო თხოვნის ნიშნად-შენ ასეთი გულქვა ხომ არ ხარ, არა? ცოდვაა თათა,მართლა... -არა კატო! -ლევან?-ისევ იმ პოზაში იჯდა კატო-მართლა არ შეგიძლია ასეთი უგრძნობი იყო-თავი გააქნია -მე მაინც არაფერს მეკითხება ისე აკეთებს და არც ახლა დასჭირდება ჩემი ნებართვა-თვალები აატრიალა -შენ რომ წინააღმდეგი არ იქნები,უფრო თავისუფლად მოაჩვენებს შენს თავს შეყვარებულად -მე არაფერში გამრიოთ,ამის გამო ვინმემ არ შემაწუხოს ზედმეტად და რაც გინდათ ის ქენით!-ეს ირიბად მაინც თანხმობას ნიშნავდა.კატო ღიმილით წამოდგა -ჩემი მკაცრი და გულის სიღრმეში ძალიან მგრძნობიარე ძმა-მიუახლოვდა ლევანს,ლოყები სასაცილოდ გაუწელა, აკოცა და მისი საძინებლიდან გავიდა. ლევანი კი ცდილობდა ამ საღამოს მომხდარზე არ ეფიქრა და ისევ არ მოშლოდა ნერვები. მერე წყალი გადაივლო და დაიძინა *** -სად დადიხარ შენ?-სახლში შევიდა თუ არა თათა მაშინვე გაბრაზებულმა ჰკითხა დედამისმა-ამ ბოლო დროს სახლში თითქმის არ ხარ! -უკვე საკმაოდ დიდი ვარ იმისთვის,რომ ანგარიში გაბარო-მკვახედ მიუგო -ტონი შეარჩიე ჩემთან საუბრისას,ნუ გავიწყდება ვინ ვარ! -ეს შენ გავიწყდება დედა,რომ მე შენი შვილი ვარ -სად იყავი?-ტონი არ შეუცვლია თეას -კატოსთან! -ყოველდღე კატოსთან დადიხარ?-ეჭვით ჩაეკითხა -თეა,რა გინდა? კატოს გარდა სხვა მეგობრებიც მყავს და როგორმე ვანაწილებ დღეებს მათთან შესახვედრად -ვიღაცას ხვდები ხომ? და მატყუებ?-ისევ ეჭვით ჩაეკითხა -არავის ვხვდები და ასეც რომ იყოს, არავის საქმე არაა,ჩემს თავს როგორღაც მე თვითონ მივხედავ-გაღიზიანებულმა დაიყვირა,რადგან უკვე საკმარისზე მეტად ეშლებოდა ნერვები დედამისის უსაფუძვლო უნდობლობაზე -რამე შარს არ გადაეყარო,ყურადღებას ვერ გაქცევ დ არ აიშვა და ოჯახი არ შეარცხვინო-სხვათაშორის უთხრა და ტელეფონი აიღო.თათას გაეცინა,მერე ახარხარდა,ასე იცოდა როცა ცდილობდა ნერვიულობა დაეფარა -ყურადღებას როდის მაქცევდი რო?-სიცილით მიუგო,უფრო სიმწრის სიცილი იყო-არ გინდა ეს მოჩვენებითი მკაცრი დედის როლის თამაში,თითქოსდა ჩემზე წუხდე. მე არასდროს გავაკეთებ ისეთ რამეს რაც ოჯახს შეარცხვენს,ოჯახს,რომელიც არ არსებობს. შენ არასდროს ინტერესდებოდი მე რა მაწუხებდა,რა მინდოდა,რას ვაკეთებდი და ნურც ახლა ნუ შეიწუხებ თავს, ახლა არა, ახლა არ მჭირდება-უკვე დასერიოზულებულმა მიახალა და თეა მარტო დატოვა. ცოტა ნელა კი ვითარდება მოვლენები,მაგრამ ძალიანაც ვერ დავაჩქარებ. იმედია მოგწონთ <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.