შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მექანიკურად! (6 თავი)


21-02-2020, 13:17
ავტორი nia_93
ნანახია 2 261

ამ ამბების შემდეგ ერთი კვირა გავიდა.თათა კატოსთან არ გასულა,მხოლოდ მიმოწერებით თუ მოიკითხავდნენ ერთმანეთს. ლევანსაც ცოტათი გადაუვიდა გაბრაზება,ან უბრალოდ არ იმჩნევდა.გიგა არ გამოჩენილა თათას სიახლოვეს,რაც ძალიან უკვირდა და ელოდებოდა კიდეც,რომ გამოჩნდებოდა,რადგან ის ასე მარტივად არ დაანებებდა თავს,მიუხედად იმისა რომ ,,შეყვარებული’’ ჰყავდა თათას.

ოჯახში ისევ დაძაბული სიტუაცია ჰქონდა. საერთოდ არც კი საუბრობდნენ ერთმანეთთან.
სამსახურიდან დაღლილი გამოვიდა და თავის საყვარელ კაფეში გადაწყვიტა მარტო წასულიყო და მშვიდად ეფიქრა,ცხელ ამერიკანოსთან ერთად. ასეც მოიქცა.კუთხეში,თავის საყვარელ ადგილას დაჯდა. ამერიკანო და შოკოლადის ტორტი შეუკვეთა.სანამ შეკვეთას მოუტანდნენ,ჩანთიდან ბლოკნოტი ამოიღო და წერას შეუდგა.მას შემდეგ,რაც დედამისმა მისი დღიური წაიკითხა,სულ თან დაჰქონდა ჩანთით.ახლაც გადაწყვიტა თავისი განცდები თავისი დღიურისთვის მოეყოლა და ცოტა დაცლილიყო. იმავე კაფეში ლევანი და ნიკაც ისხდნენ,რომლებიც თათას არც კი შეუმჩნევია,რადგან მთელი არსებით გადართული იყო რაღაცის წერაში. შეკვეთა რომ მიუტანეს,მხოლოდ მაშინ ამოხედა მიმტანს,გაუღიმა და მადლობა გადაუხადა. შოკოლადის ტორტის პირველი ლუკმა ნეტარებით გადაყლაპა და ცხელი ყავა მიაყოლა,მერე ისევ ბლოკნოტს მიუბრუნდა

-ეს გოგო მგონი ლატარეაში მოვიგე-მისი დანახვისას ამოიოხრა ლევანმა.ნიკას გაეცინა

-ხშირად იკვეთებით ერთად და მგონი შენი ბედია!-სერიოზულმა უთხრა ნიკამ და რომ არ გასცინებოდა ლუდი მოსვა,მაგრამ ლევანის სახეზე თავი ვერ შეიკავა და მაინც გაეცინა-ხუმრობაზე აცრილი ხარ შენ?

-მორჩი რა-ხელი უაზროდ აიქნია და თვითონაც მოსვა ლუდი

-ისე,ლამაზია ხომ იცი შენ?-ხელი ნიკაპზე მოისვა ნიკამ და თათას გახედა-თან ძალიან-თავის კითხვას თავადვე გასცა პასუხი

-ქერა გოგოები სულ გევასებოდა შენ-ჩაეცინა ლეანს და ისევ მოსვა ლუდი

-არა რატო, შეხედე,მართლა ლამაზი ნაკვთები აქვს,მარტო ქერა თმები ხომ არაა-მხრები აიჩეჩა ნიკამ-არა,აღიარე ახლა,რომ ფიზიკურად უნაკლოა!-თითი მიუშვირა ლევანს

-არ ვიცი,არ დავკვირვებულვარ ისე,რომ აღმექვა მისი სილამაზე-უკმაყოფილოდ ჩაიფრუტუნა

-ხოდა ახლა დააკვირდი-მხრები აიჩეჩა-რა პრობლემაა

-ო,შემეშვი ახლა.მეტი საქმე არ მაქვს-თქვა და ლუდი მოსვა ყურადღების გადასატანად. მერე თემა გადაუტანა და უაზრო რამეებზე ლაპარაკობდნენ. ლაპარაკის პროცესში თვალი ბლოკნოტში თავჩარგული თათასკენ გაექცა და მის თვალიერებას შეყვა.თათა ამ ორისგან პროფილით იჯდა,თმები მსუბუქად ჰქონდა შეკრული,წერისას ხელი რომ არ შეეშალა. ლამაზი ფორმის ცხვირი,პროფილში კიდევ უფრო ლამაზი იყო. თათა აქაურობას არ ეკუთვნოდა ისე იყო გადართული წერაზე,თითქოს იმ კაფეში მის გარდა არავინ იყო.მერე ერთი მომენტი კალამი გვერდზე დადო,ტორტის ნაჭერი კიდევ შეჭამა და ყავა მოსვა.სანამ ბლოკნოტს მიუბრუნდებოდა,რამდენიმე წუთი ნაღვლიანად ჩაფიქრებული იჯდა და უბრალოდ ფიქრობდა. სახეზეც ეწერა რომ უგუნებოდ იყო. ლევანი ისე შეყვა თათას თვალიერებას,ვერც მიხვდა. რომ არა ნიკას ხელის აფრიალება სახესთან,კიდევ გააგრძელებდა ყურებას

-ლევან, არ გესმის ბიჭო?-ხელი აუქნია თვალთან

-ჰა,რას ამბობდი?-მხოლოდ ახლა მიაქცია მას ყურადღება

-არ მისმენდი?-უკმაყოფილოდ ჰკითხა

-გისმენდი,უბრალოდ ბოლოს რა მკითხე ვერ გავიგე

-ჰა,გამოტყდი, თათას უყურებდი ხომ?-სიცილით ჰკითხა-რომ გკითხონ მისი დანახვა არ გსიამოვნებს და თვალი არ მოგიშორებია-კვლავ დასცინოდა

-რა თვალი არ მომიშორებია,რეებს იგონებ,უბრალოდ ჩავფიქრდი-იუარა-რას მეკითხებოდი?-ისევ შეცვალა თემა.ნიკამ უკმაყოფილოდ გააქნია თავი

-კვირას დათას დაბადების დღეზე ხომ წამოხვალთქო, ამას გეკითხებოდი

-რავიცი,წავიდეთ-მხრები აიჩეჩა, ის იყო ნიკას რაღც უნდა ეკითხა,თათას მაგიდისკენ გაექცა ორივეს მზერა,სადაც მიმტანს, რომელმაც მეორე ჭიქა ყავა მიუტანა,შემთხვევით ჭიქა დაუვარდა და თათას ფეხებზე გადაასხა. თათას საშინლად აუწვა ფეხები ცხელმა სითხემ და ცრემლები მოადგა თვალებზე.მიმტანი გოგონა კი გამალებით ცდილობდა ბოდიშის მოხდას და ძალიან ნერვიულობდა,თან ხელსახოცებს უსვამდა ფეხზე,რომ სითხე მოეშორებინა. მერე თათა გონს მოვიდა. მკრთლად გაუღიმა მიმტანს და ხელსახოცი გამოართვა

-არაუშავს,მე თვითონ ვიზამ-დარჩენილი წვეთები თვითონ მოიწმინდა,მაგრამ საშინლად ეწვოდა და აწითლებულიც ჰქონდა

-ვაიმე ,ეს როგორ დამემართა წარმოდგენა არ მაქვს,ძალინ ვწუხვარ,მე..მე-ტირილით ეუბნებოდა გოგონა

-დაწყნარდი რა,არ ინერვიულო.ეს სამყაროს დასასრული არაა-კვლავ ეცადა გამამხნევებლად გაეცინა მისთვის-შენ ეს მოასუფთავე და ჩემს თავს მე მივხედავ-გუღიმა,ჩანთა აიღო და საპირფარეშოსკენ გასწია.სახეზე ტკივილი აღბეჭდვოდა,დამწვრობით გამოწვეული.
ამ ყველაფერს ლევანი და ნიკა ხმაამოუღებლად უყურებდნენ. ყავა რომ გადაესხა,ლევანს ეგონა ახლა აწივლდება და კივილით აიკლებს აქაურობასო,მაგრამ შეცდა და ცოტათი გააოცა თათას საქციელმა.არ ეგონა ამდენად მომთმენი და ლმობიერი თუ იქნებოდა.
-არ წავიდეთ?-უცებ იკითხა ლევანმა

-მოიცა არ დაველოდოთ როგორ იქნება?

-რა მოუვა?-გაეცინა

-ლევან,რა უგულო ხარ?!სხვა თუ არაფერი შენი დის დაქალია და საერთოდ არ გადარდებს მისი ბედი?

-ნიკა,რას აზვიადებ, ყავა გადაესხა,ვერ ხედავ მშვენივრადაა,იქეთ ამშვიდებდა მიმტანს

-აუ,ისე,წარმოიდგინე,ეს რომ ეკას დამართნოდა-უცებ ეკა გახსენდა ნიკას და გაეცინა,ლევანმა შუბლი შეკრა-მთელს კაფეს ჰაერში აწევდა და იქამდე არ მოისვენებდა სანამ ამ გოგოს არ გააგდებინებდა

-რა საჭირო იყო ახლა მაგისი გახსენება-უკმაყოფილოდ თქვა ლევანმა

-არაფერი,უბრალოდ პარალელი გავავლე,შენ ხომ ორივეს ვერ იტან-გაეხუმრა ლევანს.მერე ლევანსაც ჩაეცინა

-ხო,ვერც ერთს ვერ ვიტან,მაგრამ ამ შემთხვევაში ერთი ქულა თათას-სხვათაშორის თქვა და მიმტანს დაუძახა ანგარიშის მოსატანად. ნიკას უცნაურად ჩაეღიმა,თითქოს რაღაც დასკვნებს აკეთებდა გონებაში.

კვირა დღე მალე მოვიდა.ცოტათი ეზარებოდა რესტორანში წასვლა,მაგრამ მეგობარმა დაპატიჟა და არ წასვლა არ გამოდიოდა. ნიკა და ის ერთად წავიდნენ. დაახლოებით 20 კაცამდე იყო სუფრა. ლევანი იშვიათად სვამდა,თუ დალევდა,ბოლომდე სვამდა,გათიშვამდე.დღეს კი არ იყო დალევის ხასიათზე და უბრალოდ არ დაულევია,არც ერთი ჭიქა. ასეთი იყო ის,თუ არ უნდოდა,ვერავინ დააძალებდა,ერთს იტყოდა და მაგას არ გადავიდოდა.სხვები ნელ-ნელა შეთვრნენ. ლევანს ტელეფონმა დაურეკა,სამსახურის თობაზე ურეკავდნენ. ამ ხმაურში ვერაფერს გაიგებდა,ამიტომ გარეთ გავიდა სასაუბროდ. ამ დროს,იქვე დარბაზში სხვა მაგიდასთან გიგა ქეიფობდა თავის მეგობრებთან ერთად და და შეუმჩნეველი არ დარჩენია ლევანი,რომელმაც რესტორანი დროებით დატოვა. მერე ფეხზე წამოდგა ბანცალით და იმ მიმართულებით წავიდა სადაც ლევანი. სანამ გიგა გარეთ გავიდა,ლევანს უკვე დასრულებული ჰქონდა საუბარი ტელეფონზე და უბრალოდ იდგა და ეწეოდა. ამ დროს გიგა გავიდა და წინ დაუდგა

-შენ თათას შეყვარებული ხომ?-თითი თვალთან აურტიალა.თან ერთ ადგილას ქანაობდა,სასმლისგან გაბრუებული

-ბატონო?-უცებ ვერ მიხვდა და მერე კარგად რომ დააკვირდა გაახსენდა ადრინდელი ინციდენტი ამ ბიჭთან,თათამ ვის წინაშეც შეყვარებულად გაასაღა

-გამარჯობა გიგა-უემოციოდ მიესალმა და ბოლი გამოუშვა.

-შეყვარებული სად დატოვე?-შეყვარებულს ხაზი გაუსვა და პირდაპირ ჰკითხა

-ანგარიში უნდა გაბარო?-ირონიულად გაეცინა

-რას ბრძანებ,უბრალოდ მაინტერესებდა-ხელები მაღლა ასწია.ლევანს პასუხი არ გაუცია,მშვიდად განაგრძობდა მოწევას.

-ისე,არ მესმის,ასეთი გოგო გყავდეს და შენ მარტო დადიოდე საქეიფოდ-ისევ დაიწყო გიგამ,აშკარად რაღაცას ცდილობდა.ლევანმა ისევ არ მიაქცია ყურადღება და მისმა სიჩუმემ გიგა გააღიზიანა

-იცი რას გეტყვი?-თითი მიუშვირა- მე ასე ადვილად არ დავნებდები!-კატეგორიული ხმით განაცხადა.

-და?-მხოლოდ ამის მერე შეხედა ლევანმა ცინიკური მზერით

-მე მისთვის ვიბრძოლებ,ასე მარტივად თავს არ დავანებებ..არა,არა, ვერ დავანებებ. მე..ის.. მე მართლა მიყვარს და ყველაფერს გავაკეთებ რომ ის ჩემი გახდეს-ძალიან კატეგორიული ტონით ლაპარაკოდბდა გიგა.ლევანს სასაცილოდ არ ჰყოფნიდა. ნამდვილი შეყვარებული რომ ყოფილიყო,წესით ახლა მისთვის მინიმუმ თავ-ყბა უნდა გაეერთიანებინა ჩემს შეყვარებულზე რეებს ბაზრობო,მაგრამ ახლა მისთვის ცოტათი სულ ერთი იყო რასაც გიგა იძახდა. საბოლოოდ მაინც არ მისცა მისმა გულმა უფლება ასე დაუნდობლად მოქცეოდა მისი დის დაქალს და გამოემჟღავნებინა სიმართლე,რომელიც უფრო გაუხსნიდა გზას ამ ტიპს.

-როცა გოგოს არ უნდიდხარ, არანაირ ასპქეტში, მისთვის კუდში დევნა რომ ს*რობაა მე გასწავლო თუ შენითაც ხვდები?-ბოლო ნაფაზი დაარტყა და სიგარეტი იქვე,სანაგვეში ჩაასრირა

-ომში და სიყვარულში ყველა გზა დასაშვებია-მხარზე ხელი დაარტყა

-ამ ფრაზით მხოლოდ თავს იმშვიდებ-მოკლედ მოუჭრა,მისი ხელი უხეშად მოიშორა და მის პასუხს არ დალოდებია ისე შევიდა დარბაზში.

ვიცი,რომ პატარა თავია,მაგრამ რაც მოვასწარი ეგაა.დღეს საღამოს ან ხვალ დღის პირველ ნახევარში ავტვირთავ სავარაუდოდ ახალს.
იმედია მოგწონთ და იმედებს არ გიცრუებთ :))



№1  offline წევრი LI_BE

უუფ, რა კარგი ბიჭია ლევანი heart_eyes relaxed relaxed

ეჭვი მაქვს, გიგა იმდენს იზამს, რომ თათას ინტერესს გაუჩენს ლევანს.

 


№2  offline წევრი დარინა

ძლივს რა ცოტა რაღაც ინტერესი დავინახე ლევანის მხრიდან, ხოდა ძალიანაც კარგი გიგა თუ არ მოისვენებს და ამით ლევანის თათას მიმართ უფრო დიდ ინტერესს გამოაჩენიებს. მე ძალიან მომწონს თათას პერსონაჟი .

 


№3  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

შოკში ვარ ლევანის რქების სისქოს დ ასიდიდისაგან, ტიპი რა ინდიფერენტულია გადავირიე,ერთი სული მაქ როდის მოარჯულებს თათა :დდდ

 


№4  offline წევრი ვიპნი

ყინულმა ლღობა დაიწყო :)

 


№5 სტუმარი ტუტა

რა ვქნა არ ვიცი ასჯერ გამოწმებ ხო არ დადოთქო .რო ვნახავ ვცქმუტავ ბავშვივით რო წავიკითხო ბედნიერმა .მერე უცებ რო მთავრდება არ მომწონს ისევ გელოდები ისევ მინდა რო დამხვდეს რო შემოვალ <3

 


№6  offline წევრი alienbaby

მალე დადე ახალი თავი❤️❤️❤️❤️

 


№7  offline წევრი martorqa

საინტერესოა სულმოუთქმელად ველი გაგრძელებას <3

 


№8 სტუმარი სტუმარი ნესტანი

იცი როდის სამთავრო და თან იცი როგორ ფაძაბო სიტუაცია,ცნობისმოყვარეობას ამ ძაფრებ მადლობა საინტერეხოა

 


№9  offline წევრი sofo_sofia13

რააკარგია ნიკა მომწონსს

 


არის რა, ვერ ვიტყვი რომ მომწონს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent