მექანიკურად! (7 თავი)
გიგა ძალიან დაიბოღმა ლევანის სიტყვებზე.ვერ ეგუებოდა რომ თათა ვიღცის შეყვარებული იყო.ამდენი იწვალა მის მოსაპვებლად,ამდენი წელი სდია და თათამ მაინც სხვა აირჩია? არა! ეს შეუძლებელია.ამას ასე არ დატოვებს.დარბაზში რომ შებრუნდა,ცოტა გამოფხიზლებული ჩანდა,მეტი აღარ დაუმატებია სასმელი, ლევანს თვალს არ აშორებდა და ერთი სული ჰქონდა გარეთ გასულიყო. ამასობაში ლევანის ამგიდასტან დაშლა დაიწყეს. ლევანი დანიკაც წამოდეგნენ და გასასვლელისკენ წავიდნენ,გიგამ ეს დაინახა თუ არა ეგრევე გაყვა. გარეთ რომ გავიდნენ ეგრევე ლევანს ეცა და მუშტი დაარტყა.ეს ყველაფერი წამებში მოხდა,ლევანი მოულოდნელობისგან შეტორტმანდა. მერე თვითონაც დაარტყა. ნიკა უცებ ვერ მიხვდა რა ხდებოდა და ამ ორის შუაში ჩადგა -შენ შიგ ხომ არ გაქვს?-დაუყვირა ნიკამ გიგას და ხელით დაუჯიკავა.ლევანმა ტუჩიდან წამოსული სისხლი მოიწმინდა და ნიკა ხელით გააჩერა -გოგო აგეხა და საქმის მოგვარება მუშტებით გადაწყვიტე?-ირონიულად ჩაეცინა.გიგა ისევ იწევდა,მაგრამ ნიკამ არ გაუშვა -არ მესმის თათამ შენში რა დაინახა. მე მას ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები შევწირე!არ შეიძლება ასე უბრალოდ შენ შეყვარებოდი-ყვიროდა გიგა -ეგ შენი პრობლემაა და არა თათასი!-ირონიულად ელაპარაკებოდა ლევანი -მე მას ასე ადვილად არ დავთმობ-თითი მიუშვირა,მისკენ იწევდა მაგრამ ნიკა ისევ ამაგრებდა -მიდი! სცადე! მხოლოდ შენ დაზარალდები-სარკასტულად მოუგო ლევანმა-ნიკა,შეეშვი თუ ძმა ხარ და წავიდეთ-მობეზრებულმა მიაძახა ნიკას. ნიკამ ხელი უხეშად შეუშვა, ერთი შეიგინა და ლევანს გაყვა უკან. -ეს რა იყო?-მანქანაში ჩასხდნენ თუ არა მაშინვე ჰკითხა ნიკამ ლევანს -ამასთან გამომაცხადა ქალბატონმა შეყვარებულად და დაიბოღმა-გაბრაზებული ჩანდა ლევანი -აუ რა *ლეა-გაეცინა ნიკას-საქმეს გირჩევდა ამის გამო?-აფხუკუნდა-ტუჩი შეგისივდა ისე ხომ იცი?-ლევანს შეხედა.ლევანმა სარკეშ ჩაიხედა და თავის გახეთქილ ტუჩს თვალი შეავლო -ფუ მე მაგის-შეიკურთხა,სარკე გაასწორა და მანქანა ადგილს მოსწყვიტა. ნიკა სახლში დატოვა და მერე თვითონაც სახლში წავიდა. სახლში მისულს კატო და თათა მისაღებში დახვდნენ,ფილმს უყურებდნენ და პოპ-კორნს ჭამდნენ, თან იცინოდნენ.ლევანის მისვლა ორივემ შეამჩნია,თათა წამში დასერიოზულდა. ლევანი უბრალოდ მიესალმა მათ და საძინებლისკენ წავიდა გამოსაცვლელად.რამდენიმე წუთში უკან გამოვიდა და გვერდით დაუჯდა გოგოებს. -როგორი დრო გაატარე-ჰკითხა კატომ ისე, რომ თვალი არ მოუშორებია ტელევიზორისთვის -ნორმალური-მოკლედ მოუჭრა.თათა თავს ძალიან შებოჭილად გრძნობდა.პოპ-კორნის ჭამაც შეწყვიტა და თვალი უაზროდ გაუშტერა ტელევიზორს. -რა დეტალურად აღწერე-გაეცინა კატოს და ლევანს გახედა- ლევან?!- წამოიყვირა-ტუჩზე რა დაგემართა?-პოპ-კორნის ჯამი გვერდზე გადადო და მას მიუჯდა გვერდით -თათას ხომ არ ჰკითხავდი?-ირონიულად უპასუხა-თათას და კატოს ორივეს თვალები გაუფართოვდა -რა?თათა რა შუაშია?-დაიბნა კატო,თათამაც კითხვისნიშნიანი თვალებით შეხედა -ახლა რა დავაშავე?-გაოცებულმა ჰკითხა. -მაგ შენი უწყინარი ტყუილის დამსახურებაა ეს-ტუჩისკენ წიღო თითი-თათას სუნთქვა შეეკვრა -რაო?-ისევ ვერ მიხვდა კატო -რესტორანში ამისი თაყვანისმცემელიც სვამდა. მოვიდა და საქმე გამირჩია,თათას თავი როგორ წამართვიო-ირონიულად ყვებოდა-და აჰა,შედეგიც-თათა გაფითრდა,ხმა ვერ ამოიღო. რამდენიმე წამი ასე გაშეშებული იჯდა,მერე ხელები სახეზე აიფარა და ამოიოხრა -ეს რა მოუშორებელი ჭირია-ლამის ამოიტირა,როცა ხმის ამოღება შეძლო.ლევანი კვლავ ცინიკურად უყურებდა -ახლა ხომ ხვდები,დაუფიქრებლად რომ არ უნდა იძახო რაღაცები?! -ბოდიში,მართლა მექანიკურად მომივიდა,არ მეგონა ასე ღრმად თუ შეტოპავდა-ნაღვლიანად საუბრობდა -ხო,შენ ზოგადადაც მექანიკურად ფიქრობ და მექანიკურად მოქმედებ,მხოლოდ შემდეგ უფიქრდები თუ რა ჩაიდინე-ისევ ირონიული იყო ლევანის ხმა -გამოვასწორებ. ვეტყვი რომ მოვატყუე და შენ არასდროს შეგაწუხებს-ტკივილიანი ხმით ამოილაპარაკა-მართლა არ მეგონა ამ დონემდე თუ მივიდოდა. ხვალვე ვნახავ და ყველაფერს ვეტყვი და რაც უნდა ის ქნას-ხმა გაუწყდა და თავი დახარა -რა?არც იფიქრო მაგას რამე აუხსნა-კატოც ჩაერია-გიჟია და რამე არ დაგიშავოს-შეშფოთდა -ჩემს თავს უკვე აღარ ვჩივი კატო,არ მინდა სხვები გავრიო და რამე დაუშავოს ჩემს გამო-მხრები აიჩეჩა -ამაზე მანადე უნდა გეფიქრა-მკვახედ მიუგო ლევანმა -ახლავე დავურეკავ და ყველაფერს ავუხსნი-უცებ ფეხზე წამოხტა და ტელეფონს ხელი დაავლო -თათა,სისულელე არ გააკეთო-კატო მის გაჩერებას შეეცადა -არა კატო,სისულელე მისი მოტყუება იყო-ხელი აუქნია და სხვა ოთახში გავიდა -ლევან-სასოწარკვეთილმა დაუძახა კატომ-გთხოვ რა, არ დაარეკინო გიგასთან,უთხარი რომ არაუშავს,გემუდარები რა-თითებით ყელი გამოწელა და ისე ევედრებოდა-გთხოვ... ლევანმა თვალები აატრიალა,კატოსთვის პასუხი არ გაუცია ისე გაყვა უკან თათას,რომელიც ტელეფონს ხელში ათამაშებდა და დასარეკად ემზადებოდა,უჭირდა,მაგრამ მზად იყო. -არ გინდა, ნუ აუხსნი-მშვიდად უთხრა ლევანმა-არ ღირს მასთან თავის მართლება -ის ზღვარს გადავიდა ლევან...სჯობს ავუხსნა რომ მოვატყუე და შენ თავი დაგანებოს,მას საქმე მხოლოდ ჩემთან აქვს -და რა გინდა ახლა,ქალის კალთას ამოვეფარო? -რა შუაშია.შენ გაუგებრობაში აღმოჩნდი და შენი ბრალი არაფერი არ არის -მეც შემეძლო მეთქვა,რომ ერთად არ ვართ -ხო,შეგეძლო გეთქვა-მხრები აიჩეჩა-ტუჩის გახეთქვას აიცილებდი თავიდან -ნუ,როგორც არის. ისე მომიშალა ნერვები,არ ჩავთვალე საჭიროდ რამე ამეხსნა მისთვის -არაუშავს,მე ავუხსნი-მკრთალად გაუღიმა და ისევ ტელეფონს მიუბრუნდა.ის იყო უნდა დაერეკა ლევანმა რომ წაართვა -და გინდა რომ ჩემი ტუჩის შეწირვა ტყუილუბრალო იყოს?არა,გმადლობთ-უთხრა და მისი მობილურიანად გავიდა მისაღებში.თათა კი გაურკვევლობაში დატოვა -ეს მიეცი რომ გამოვა და უთხარი ისევ რამე არ მიქაროს -ანუ არ დაურეკოს?-თვალები გაუბრწყინდა კატოს -რაც იყო,იყო. ამაზე უარესი რა უნდა მოხდეს?-მხრები აიჩეჩა და დასაძინებლად წავიდა.ეს თანხმობას ნიშნავდა და კატომაც გახარებულმა ხტუნვა დაიწყო -ვერ მოვასწარი დარეკვა-უკმაყოფილოდ გამოვიდა თათა. -არც მოგიწევს-ღიმილით უთხრა და ტელეფონი მიაწოდა -რა? -ხო,რაც იყო იყოო,ანუ აღარ არის დარეკვა და ახსნა საჭიროო-გაუღიმა -მაინც ცუდად გამოდის ლევანთან -კაი,დაიკიდე რა, ძლივს რაღაცაზე დაგვთნხმდა და რაღას წუხხარ-ხელი აიქნია კატომ და ამით დაასრულეს იმ საღამოს ლაპარაკი გიგაზე. თათამ მთელი ღამე თვალი ვერ მოხუჭა. სულ ამ ფაქტზე ეფიქრებოდა. გიგას საქციელი აცოფებდა. ვერაფრით რომ ვერ შეაგნებინა ვერაფერი. მერე ლევანის საქციელიც გაახსენდა და უნებურად გაეღიმა.პირველად შეძლეს და დიალოგი ჩხუბის გარეშე ჩაამთავრეს,თანაც დახმარებაც გაუწია და უფლება არ მისცა გიგასთვის სიმართლე ეთქვა,ამ ფაქტმა ცოტათი გააბედნიერა,ეს მისთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა იმ ურთიერთობის ფონზე,რაც მასსა და ლევანს ჰქონდათ. დილით ლევანი არ უნახავს,ადრიანად წავიდა სამსახურში. კატომ და მან ისაუზმეს და მერე თათაც სამსახურში წავიდა. ამასობაში ერთი თვე გავიდა. ცხოვრება ჩვეულებრივ ტემპში მიდიოდა,არაფერი განსაკუთრებული არ ხდებოდა.თათა ისევ დილით გამოდიოდა სახლიდან და გვიან მიდიოდა,მხოლოდ დასაძინებლად,ისიც ხანდახან კატოსთან რჩებოდა ღამით. ამ ერთი თვის განმავლობაში მაკუნა გააცილეს გერმანიაში,მაგისტრატურაზე სასწავლებლად. გასაცილებელი საღამო მოუწყვეს და კარგად გაერთნენ,მაგრამ ნაღვლიანები იყვნენ,მათი მეგობარი ორი წლით რომ ტოვებდა მათ. გიგაც უჩვეულოდ არ ჩანდა.მისგან არაფერი ისმოდა,რაც თათას ძალიან უკვირდა. ოჯახში მდგომარეობა არ გამოსწორებია.ძირითადად ვერ ხედავდა. მამამისს მხოლოდ ტელეფონით ესაუბრებოდა და ერთი სული ჰქონდა როდის ჩამოვიდოდა ამერიკიდან. უკვე 3 წელი იყო რაც მანდ იმყოფებოდა და მასაც ერთი სული ჰქონდა სამშობლოში დაბრუნებულიყო. ერთ საღამოს,თათა სამსახურიდან გვიან გამოვიდა.გარეთ გამოსულს გიგა დახვდა მანქანასთან.მის დანახვას ნამდვილად არ ელოდა.ეცადა გვერდი აევლო -თათა გთხოვ-ძალიან ნაღვლიანი ჩანდა გიგა-2 წუთით დამელაპარაკე -შენთნ სალაპარაკო არაფერი ამქვს გიგა!-მკაცრად მიუგო -მე მაქვს! მინდა ბოდიში მოგიხადო მაშინდელი ჩემი საქციელის გამო -ნუთი?-წარბები ირონიულად ასწია-თავს რომ დამანებებ ის იქნება ჩემთვის ბოდიშიც და ყველაფერიც!ახლა კი ნახვამდის-ზურგი აქცია.ელოდა გიგა მსგავს ქცევას, და სწორედ ამიტომ, ის იყო წასვლას აპირებდა თათა,გიგა უკნიდან მიეპარა,ცხვირზე რაღაც ნაჭერი ააფარა,რამაც ეგრევე გათიშა.მერე მანქანაში ჩატენა და სწრაფად მოსწყდა ადგილს. ქალაქს ახალი გამცდარი იყო,თათა რომ გამოფხიზლდა,თავი ძლივს წამოსწია.ჯერ ვერ მიხვდა რა ხდებოდა. რომ გაიაზრა მანქანაში იჯდა და თან საჭესთან გიგა იყო,ყველაფერი მიყოლებით დაალაგა და სწორად აღიქვა, რაც ხდებოდა -გიგა სად მივდივართ?-დაუყვირა გიგას,როცა მიხვდა რომ ქალაქს გასცდნენ -გიტაცებ!-უემოციოდ უპასუხა -რა?შენ ხომ არ გაგიჟდი? გააჩერე ახლავე მანქანა-გამწარებულმა დაიყვირა.გიგას რეაქცია არ ჰქონია-გიგა,ნუ მაგიჟებ,ახლავე გააჩერე,თორემ საშინელებას ჩავიდენ -თათა დაწყნარდი -მანქანა გააჩერე! -დაწყნარდი მეთქი! -გიგა გააჩერე!!-ისე დაიყვირა,ხმა ჩაუწყდა -არა! -გიგა გააჩერე ახლავე-მისკენ წაიწია და ეცადა ხელი შეეშალა.გიგამ ძლივს მოიშორა თათა -არა,ხომ?კარგი-შეშლილი სახე ჰქონდა თათას.მერე მანქანის კარი გამოაღო -თათა რას აკეთებ?- დაიყვირა სასოწარკვეთილმა გიგამ-ახლავე დაბრუნდი უკან. თათა მიხვდა,რომ გიგა დანებას არ არა პირებდა,ამიტომ მერე ბევრი არ უფიქრია ისე გადახტა სწრაფად მიმავალი მანქანიდან. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.