მოულოდნელი მოლოდინი (თავი 4 )
მეორე დღისით რომ მეგონა კარგად გამოვიძინებდი ბავშვზე ადრე გამეღვიძა. ვიფიქრე ძილს შევიბრუნებთქო, რვა საათც არ იყო,მაგრამ ვერაფრით. გონებრივ შესაძლებლობებს ადამიანები არასოდეს ვაფასებთ, არადა წამებში რამდენი რამე შეიძლება გაიაზრო ადამიანმა და ისე უცბად აღმოჩნდე ერთი ფიქრიდან მეორეზე მესამეზე და ასე... დავიწყე ფიქრი თუ რას ვიზავდი, სად წავიდოდი, გამახსენდა ქეთა, დედამისი სავადმყოფო და ერეკლე, გამახსენდა მისი ერთი ფოტო რომელზეც მკაფიოდ ჩანს მისი აღნაგობა,გამახსენდა მისი საუბარი და ჰოპ მე მასზე ვფიქრობ. სწრაფად ავდექი საწოლიდა, ხალათი მოვისხი და აბაზანაში შესვლამდე ჩაიდანი დავდგი გაზქურაზე. არ ვიცი მითია, ფსიქოლოგიური მომენტი თუ რეალობა, მაგრამ დილა, გამოფხიზლება და ყავა ერთი თემაა. ბავშვსაც გაგვიძებოდა და კარებში დამხვდა ოთახის. როგორც 21 საუკუნის ყველა ბავშვი თუ არა უმეტესობა ბავშვებისა, კომპიუტერში მულტფილმების ყურება უყვარს, თავისი პატარა ხალათ მოვაცვი სავარძელში ჩავსვი და ვიდრე დილის პროცედურებს შევუდექი. ის იყო ადუღებული წყალი უნდა დამესხა ჭიქაში და მობილური აწკრიალდა. - ამ დილა უთენია რამ გაგაღვიძა?- ნინა იყო,მისი ნაადრევიზარი ძალიან გამიკვირდა,ის ძირითადად საღამოდან დილამდე ცხოვრბდა სამუშაოც ისეთ ჰქონდა ღამითმუშაობდა. ცუდი არაფერი იფიქროთ უბრალოდ აზარტული თამაშების სფეროშჰი იყო. - შენ ის მკითხე გეძინათქო? სად ხარ სახლში? ყავა გამიკეთე 10 წუთში მანდ ვარ. - იქნებ სახლში არ ვარ?! - ოოო კაი რა,აბა სად უნდა იყო... კაი მოვდივარ. მეორე ფინჯანიც გადმოვიღე, თომას ჩავაცვი, კომპიუტერთანვე მივუტანე საუზმედა კარი გავაღე. -ალოოოო- ხმაურით შემოვიდა ნინა -თუ იცი რო სახლში ვარ რაღას იძახი, მოდი სამზარეულოში ვარ -ეს იმის ნიშანია რომ მოვედი და იქნება რას აკეთებ და შორიდანვე დაგიძახე..- გადამკოცნა -თუ შეილება რამე ისეთს ვაკეთებდე რაღას დამადექი ამ დილაუთენია - ჩვენი საუბარი პირდაპირი მაგრამ არა აგრესიული იყო- რას შვები მუშაობდი? -არა გოგო- სიგარეტს გაუკიდა -წუხელ გიორგისთან დავრჩი და სახლში წასულას გამოვლა ვარჩიე -რაო? იჩხუბეთ თ მშვიდად ჩაიარა შეხვედრამ? -არ იცი ჩემი ხასიათ?.. როცა მშვიდობაა გამიჩირდება მიზეზის ნახვა რომ ავურიო??-გაეღიმა ირონიულად მაგრამ საყვარლად - ნუ შენ ეგეთები არ გეზარება და არ გეშლება- ნინა საკმაოდ ხისტი, ცივი და უხეში იყო. პირადად მე ბიჭი რომ ვყოფილიყავი მსგავსი ტიპაჟის გოგოს არ ვისურვებდი,ფიზიკურად არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა, მაგრამ ხასიათ ჰქონდა დამღლელი, რთული და მომაბეზრებელი, მაგრამ ალბათ ეს იმათი პრობლემა უნდა ყოფილიყო ვისაც ხვდებოდა, მაგრამ არაჩვეულებრივი მეგობარი იყო. - 4 საათ მეძინა მეტი არა, შენ რას შვები? - მოგისწრია მაინც ძილი..- გამეცინაგულიანად - ვერ ხედავ სახლში ვარ ხალათით - ვაიმე მაგას ვხედავ მარა ვაფშე რას აპირებ დღეს? - რავი გოგოები უნდა ვნახო, საღამოს ქეთის დედა ვინახულო... წამო შენც -აუ არა რა, ხო იცი ეს ტრადიციული და უაზრო მოვალეობითი მოქმედებები არ მევასება - კარგი ხო მე მაინც შემოგთავაზე - ისე მოვიკითხავ გათენდეს ცოტა და მივწერ ქეთისმთლად უყურადღებობა არ გამოვიდეს... შენსკენ არაფერია სიახლე?- ზუსტად ვიცოდი ჩემს პირადულს გულისხობდა - აუ არა ჩვეულებრივად ყველაფერი, სირებით არის გადატენილი მთელი ქვეყანა მემგონი... მიცემა რო დაგენანება..- ისტერიულად აგვიტყდა სიცილი. კარგად მიცნობდა ნინა და იცოდა რომ ჩემთვის მამაკაცური თვისებები სხვანაირად აღიქმებოდა. ზოგადად ძლიერი პიროვნება ვიყავი და ვთვლიდი რომ კაცს რომელსაც ქალი თუნდაც აზროვნებით აჯობებს ან საქციელებით ის კაცი საცემო არ იყო. არც ის რომ ცემა-ტყეპა, მაგრამ შენი მეორე ნახევრის სიტყვა, უბრალოდ სიტყვაც კი საკმარისი უნდა ყოფილიყო იმისთვის რომ მისი დომინანტობა გამჩენილიყო და ამ სიტყვას ძალა თავად უნდა შეემატებინა. რომ მე თავდაჯერებული, დამოუკიდებელი, ძლიერი და ჯიუტი „მოვერჯულებინე“. მობილური ისევ აწკრიალდა -ხო მაკ, რა იყო დღეს ჩემი წყალი გადმოგესხათ ყველამ ადრე რომ გაიღვიძეთ?! - ეტყობა მასეთი დღეა..- პოზიტიურიდა ნაზი მაკო- გოგო ადექი? ყავა მინდა და მარტო მეზარება და გადმოვალ..- ჩემს მეზობლად ცხოვრობდა - მოდი ნინაც აქააა.. - აუ ლილეეე, თეონასაც წამოვიყვან რა ხო იცი გაუტყდება - მიდი ამოდით დავდგავ ყავას. დაახლოებით 20 წუთში, თომა ნაჭამ ნასვამი ჩაცმული ოთახში თამაშობდა, სამზარეულოში მე,ნინა, მაკო და თეო ყავას ვწრუპავდით და ვაბოლებდით. - რა კაი ამინდებია,, წავიდეთ სადმე რა?... ნეტა ესე გაგრძელდეს -- თეონა - გოგო არამგონია.. აღდგომებზე მაინც აურევს წვიმები წავა და მერე გვეშველება --მე - ნინა დადე ეგ მობილური ცოტა ხანი.. არ არსებბს სიტუაცია და ვერავინ ვერ დამაჯერებს რომ როდესაც მდედრობითი სქესი ( რა თქმა უნდა რაღაც ასაკიდან ასაკამდე),იკრიბება, არ ჩნდებოდეს თემა მამაკაცები. ნუთუ მამაკაცების შეკრებაც ასე ქალების განხილვაშია? თუ ფეხბურთი და მანქანა მარტო? მაგრამ განსხვავება ალბათ ის არის რომ ქალები მარტო ფიზიონომიურ განხილვას არ ვაწყობთ ხოლმე, ჩვენ უფრო ღრმად აღვიქვამთ, მაგალითად ხასიათი საქციელი. ნეტავ თუ ხდება მათთან ვინმე კონკრეტული ქალის განხილვა ერთმანეთში? და კიდევ, სულ მგონია რომ მამაკაცები ერიდებიან სამეგობროში იმ სისყსტის გამომჟღავნებას რასაც ქვია მიჩვევა, კარგად ყოფნა ან ლტოლვა. ალბათ ეს მათთვის შეურაწმყოფელია და ამის აღიარებით ალბათ ჰგონიათ რომ სამეგობროში სუსტად აღიქვამენ? რავიცი რავიცი. ეს ალბათ მათ გაგებას ეწინააღმდეგება რადგან რაც მეტი ქალი გყავს რაც მეტს მოწონხარ და რაც მეტს გაჟიმავ უფრო მაგარი ტიპი ხარ, ესეთი ტენდენცია შემოვიდა, და ზუსტად რომ ჩვენ ამ საკითხს განვიხილავდით. „მამაკაცებს“. -კარგი რა -- მაკო-- თავიდან ყველა მაგარია და მერე ისე ჩააჯვავენ სიტუაციაში აქეთ შენ გამოდიხარ დამნაშავე. - გეთანხმები, ბევრი შემიძლია გავატარო მაგრამ ერთმა ელემენტარულმა შეიძლება ისე შემიცვალოს უცებ წარმოდგენა, ესემესიც კი დამენანოს არამც თუ სხვა რამე- ვთქვი მე და ატყდა სიცილი. - ყველასთვის სხვადასხვა რამეა ურთიერთობა უბრალოდ ჩვენ განვსხვავდებით და ამიტომ სხვადასხვა რამეს ველით კაცებისგან - თეონა - მე მაგრად, მთავარია მე ვიყო კარგად - ეს კი უხეში ნინა -შენ ხომ ინდივიდუალიზმი ხარ -- მე, და ისევ სიცილი - სიყვარულის გჯერათ? - თეონა - არ მიფიქრია მაგაზე - ნინა -მე კი - მაკო - მე არა, მიჩვევა და ეგოიზმია ყველაფერი- მე - აუ ისეთ განსხვავებული პასუხები იყო რა უნდა ვიფიქრო რავი..- გაოგნებული თეონა და ისევ სიცილი -ის რაც შენ გგონია, დააკვირდი გადახედე გამოიტანე დასკვნა - მე გოგოები დაიშალნენ. მეც თომას მოვკიდე ხელი და სასეირნოდ გამოვედით. მერე ქეთის დაუკავშირდი და სავადმყოფოში ერთად წავედით.ნონა დეიდა თავს კარგად გრძნობდა, უბრალოდ გარემოება და მდგომარეობა უფრო ხდიდა ცუდად, აბნევდა და აშინებდა. მეც სეძლებისდაგვარად დავამშვიდე. პალატაში თითო თითოს გვივებდნენ და მე მალე გამოვედი რომ ქეთი შესულიყო თან თომა დიდხანს არ გაჩერდებდა უჩემოდ. მოსაცდელში ჩამოვედით და იქ ველოდებოდით ქეთის. - ამაზეუკეთესი ხმა არ არსებობს შესახვედრად - მომესმა ერეკლეს ხმა - ხო, ამაზე უკეთესს რომანტიულს და უცნაურს რას ინატრებ - გავუღიმე და გადავკოცნე - შენია?!- ბავშვზე მიმითითა და თთქოს დაიბნა - კი ჩემია - გგავს ხომ? - უი არა კოპიო მამაა - თითქოს შენ გგავს..- მიესალმა ბავშვს როგორც ხდება - შენ დღეს ხომ ისვენებ? - კი უბრალოდ რაღაც საქმე მაქ და შემოვიარე - მოკლედ შენი ბედი ვარ რა - გავიხუმრე თითქმის უტაქტოდ - ლილე მეჩვენება თ მეფლირტავები?- ისევ ეს კითხვა და ძალიან გამჭოლი მზერა - გეჩვენება... უბრალოდ პირდაპირი ვარ- გავუღიმე - საინტერესოა... ყველაფერი რიგზეა?- ისევ თავად გადაიტანა თემა რაზეც მადლობელი ვიყავი. - კი ქეთი ჩამოვა და.. - მანქანით ხარ? - არა ტაქსით - გაგიყვანთ.. ოღონდ არ დაიწყო ვაიმე არ შეწუხდე და ეგეთები - კარგი,ჩამოვიდეს და.. - ეწევი? კითხვა მოულოდნელი - კი..რატომ მეკითხები? - წამო გარეთ მოვწიოთ და იქ დაველოდოთ.- თომა გარეთ უფრო კარგად გაერთო ჩვენ კი ფილტვებს „ვიჭვარტლავდით“-როგორც დედაჩემი იტყოდა. ხმას არ ვიღებდით არცერთი და ბოლოს მაინც მე დავარღვიე სიჩუმე რადგან ძალიან უხერხულად ვგრძნობდი თავს - ტქვი აბა რამე.. მოყევი რამე - აბა რა გითხრა, სამსახური სახლი სამსახური სახლი და ასე, შენ მომიყევი როგორ ატარებ ცხოვრება - მე სამსახური სახლი მეგბრები ბავშვი აქეთ იქით სიარული და ასე - საინტერესო ცხოვრება გქონია - ალბათ - დიდი ხანია გაშორდი ქმარს? - რამოდენიმე თვეა - საბოლოოდ გაშორდი თუ უბრალოდ იჩხუბეთ? - გავშორდით, ჩვენ ცოტა სხვანაირი სიტუაცია გვაქ და არ მიყვარს ამაზე ლაპარაკი - არა მე დეტალებში არც ვეძიები უბრალოდ დავაზუსტე- ჰოპ ეს უკვე ვერ მივხვდი, არადა ისეთი თავდაჭერილი იყო და ისეთი ორ აზროვანი ლაპარაკშიც და საქციელებშიც, ვერ ვერკვეოდი რა მეფიქრადა რა არა - და შენთვის რამე მნიშვნელობა აქვს? - არანაირი, უბრალოდ ქმარი თუ გყავს ჩვენს მეგობრობას ვერ გაიგებს - და სიტყვაზე შევრიგდით ან არ ვარ გაშორებული მერე რა მოხდა მე მყავს ბიჭი მეგობრები და მყავდა მასთან ერტადაც რომ ვიყავი - ხო რავიცი, მე მაგალითად ცოლი საყვარელი მეგობარი გოგო თუ ვინც არ უნდა იყოს როცა გვერდით მყავს მე ეგეთები არ მესმი, - ანუ ჩვენ ვერ ვიმეგბრებთ?- გამიკვირდა - ჩვენ კლასელები ვართ - აი ეს განმარტება მართლა ვერ გავიგე.სიგარეტი ჩავაქრე ის იყო ახალი კითხვა უნდადამესვა და ქეთიც გამოჩნდა, ის ხომ დროულად ჩნდება ))). - ოჰ ამას ვის ვხედავ- ისე აშკარად ეტყობოდა ქეთის სიხარული მეც გამიკვირდა? როგორ ხარ?- გადაკოცნა და მე გამომხედა- მუშაობ? - არა რაღაც საქმე მქონდა დაშემოვიარე და მივდივარ - აი ამას ქვია ბედი,, ლილ ხომ იცი გამოთქმა.. - ქეთ ერეკლე გაგვიყვანს მანქანით არის..- პირში ჩავუხტი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ვიცოდი რაღაცას იტყოდა ისეთს ერეკლე კი კარგად გამოძვრებოდა მე კი უხერხულობაში ჩავვარდებოდი - ძალიან კარგი წავედით. ჩავსხედით მანქანაში. მე წინა სავარძელზე აღმოვჩნდი ასე გადაწყდა, გზაში ქეთი უფრო ლაპარაკობდა ალაგ ალაგ ვერეოდით მეც და ერეკლეც,თომა წყნარად იჯდა. ჯერ ქეთი მივიყვანეთ, შემდეგ მე და სანამ სადარბაზოში შევიდოდი - ყავაზე გეპატიჟები სადაც გინდა - სადაც გინდა? ეს სიფრთხილეა?- ისევ წავეფლირტავესავით - ვერ მივხვდი?- მართლა გაიკვირვა - იცი, როდესაც კაცი არჩევანის უფლებას შენ განდობს, საკუთარ თავში თავდაჯერებულობის ნაკლებობის ნიშანია - რატომ?- კიდევ უფრო გაიკვირვა და მივხვდი დააინტერესა - აი შენ რომ უბრალოდ ყავა შემოგეთავაზებინა და ადგილი შენ შეგერჩია შეგეშინდა ინიციატივის აღბა? - არა, უბრალოდ არჩევანის საშვალება მოგეცი - იმიტომ რომ ფიქრობ საინტერესო ადგილს ვერ შემომთავაზებ? - ოჰო..- ჩაიღიმა- რამხელ განმარტებას აძლევ ჩემს სიტყვებს?! იქნება მე უბრალოდ ვთქვი ან „ჯელტმენობა“ გამოვიჩინე შენთვის დამეთმო არჩევანი - მე მიტაცებს ფსიქოლოგია დაზოგადად ვფიქრობ რომ ნებისმიერი ფრაზა თუნდაც გაუთვალისწინებლად ნათქვამი მაინც თავის ახსნას პოულობს - და შენ დაასკვენი რომ მეშინია? - არა მაგრამ თავდაჯერებულობა გაკლია - მოდი შეგისწორებ.. ნაწილობრივ დაგეთანხმები ნაწილობრივ არა... ვფრთხილობ - გასაგებია.. და რატომ? - ლილე მეფლირტავები?- ისე საყვარლად გაიღიმე და ისეთი საყვარელი გამოხედვა ჰქონდა, ის სურვილი რაც სავადმყოფოში დამემართა რომ მისი ფიზიკური შეგრძნება მინდოდა ისევ ის გრძნობა მომაწვა. - გეჩვენება - მაგრამ ისე გავუღიმე აშკარად მიხვდა ჩემს მოწოლილ შეგრძნებებს - ანუ ყავაზე თანხმობაა?? - ნუუუ... კი - კარგი ადგილს და დროს მერე შევარჩევთ. პ.ს. მაინტერესებს ეთანხმებით თუ არა ამ თავში მოსაზრებას მამაკაცებზე? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.