მექანიკურად! (8 თავი)
გიგამ უსწრაფესად გააჩერა მანქანა, შეშლილი სახით გადმოვიდა და თათასთან მივარდა,რომელიც უგონოდ იყო და ხელებზე და სახეზე სულ ნაკაწრები ჰქონდა -თათა... თათა შემომხედე თათა-სახეზე ხელებს უსვამდა და ცდილობდა გონს მოეყვანა,თათა კი თვალებს არ ახელდა-ვახ ჩემი-თავზე ხელი წამოირტყა-თათა კიდევ ერთხელ დაუძახა და ისევ შედეგი რომ არ ჰქონდა,ფრთხილად აიყვანა ხელში,მანქანის უკანა სავარძელზე ნელა დააწვინა,მერე თვითონაც სასწრაფოდ მოკალათდა საჭესთან,მანქანა მოატრიალა და საავადმყოფოსკენ გააქანა. უსწრაფესად დაფარა მანძილი მცხეთიდან პირველ საავადმყოფომდე -ჩქარა,ჩქარა საკაცე.. ექიმს დაუძახეთ-ყვირილით შევარდა საავადმყოფოს მიმღებში. ექიმებიც მალევე გამოჩნდნენ.თათა საკაცეზე დააწვინეს -რა დაემართა?_თან ეკითხებოდნენ თან საკაცეს მიაგორებდნენ -მანქანიდან გადმოვარდა-მოკლედ აუხსნა -თქვენი აქ შემოსვლა არ შეიძლება-ხელით გააჩერა ექთანმა,გიგა,რომელიც შეყოლას აპირებდა -ხომ კარგად იქნება? ექიმო ხომ არაფერი მოუვა?-ექიმი მოაბრუნა და გამტყდარი ხმით ჰკითხა -გამოკვლევებს ჩავუტარებთ,ასე პირდაპირ არაფრის თქმა არ შემიძლია-მოკლედ მოუჭრა ექიმმა და გიგა დერეფანში დატოვა. უსაშინლესად გაიწელა მომდევნო ერთი საათი.გიგას ცხოვრებაში ამდენი არ უნერვიულია, რაც იმ ერთი საათის განმავლობაში. მის გამო გოგოს სიცოცხლეს,რომელიც სიგიჟემდე უყვარს,საფრთხე შეექმნა. ვერც კი წარმოიდგენდა თათა ამას თუ გააკეთებდა. ანუ იმდენად ვერ იტანს გიგას,რომ სიკვდილისთვისაც მზად იყო,რადგან დაუფიქრებლად გამოაღო მანქანის კარი და გადახტა.გიგა თავს ვერ პატიობდა -ოღონდ კარგად იყავი, ოღონდ..-ხმადაბლა ჩაილაპარაკა და თავზე ხელები შემოიწყო. გიგა ფიქრებში იყო წასული,ექიმი რომ გამოვიდა. -როგორ არის ექიმო?-ფეხზე წამოხტა -საშიში არაფერია. ხელის მოტეხილობა და მსუბუქი ტვინის შერყევა. დღეს და ხვალ დავაკვირდებით მაინც და ზეგ გამოვწერთ. გილოცავთ. თუ სურვილი გაქვთ შეგიძლიათ ნახოთ-ყველაფერი ერთიანად მიაყარა ექიმმა,მერე მხარზე ხელი დაკრა და გზა გააგრძელა. გიგამ შვებით ამოისუნთქა.მთავარი იყო,საფრთხემ ჩაიარა. ფეხს ძლივს მიათრვდა თათას პალატისკენ. მერე გამბედაობა მოიკრიბა და ფრთხილად შევიდა.თათა გონზე იყო. გიგა დაინახა თუ არა,თვალები ჩაუწითლდა -თათა...-ხმა ძლივს ამოიღო -შენი დანახვა არ მინდა გიგა! აქედან გადი!-რაც შეეძლო ზიზღით უთხრა -თათა,არ ვიცი პატიების თხოვნას რამდენად აქვს აზრი,მაგრამ მაპატიე-ჩახლეჩილი ხმით უთხრა გიგამ-მე ასე არ მინდოდა -ხო,შენ ჩემი მოტაცება და ცოლად მოყვანა გინდოდა-ირონიულად მიუგო -შენთან ძალიან შევცდი და დავაშვე.თათა მაპატიე, გპირდები შენს ცხოვრებაში საერთოდ აღარ გამოვჩნდები-თათას პასუხი არ გაუცია -ისე შემეშინდა მანქანიდან რომ გადახტი,ისე ძალიან,რომ მივხვდი,ამ ქვეყნად არაფერი მიღირს თუ შენ რაიმე დაგიშავდება-თათას მოუახლოვდა და მისი ხელი ხელში აიღო.თათამ ხელი უხეშად გამოართვა -გიგა!-მკაცრად მიუგო-ნუ მეხები თუ შეიძლება! -თათა, დღეს უანასკნელად მხედავ,სადმე შემთხვვით თუ არ შეგხვდი,გეფიცები,მეტად არ მოგიახლოვდები. მივხვდი,რომ იმდენად გეზიზღები,ჩემთან ყოფნას სიკვდილი გირჩევნია. მე კიდევ არ შემიძლია, არ მინდა ამის მონაწილე ვიყო-თვალებში უყურებდა და ისე ეუბნებოდა,მერე ცალი თვალიდან წამოსული ცრემლი ხელით მოიწმინდა- თუ გინდა მიჩივლე,რაც გინდა ის გააკეთე. ჩემთვის მართლა სულ ერთია -მარტო დამტოვე, არ მინდა გხედავდე-უთხრა და თავი გვერდზე მიაბრუნა -ბედნიერებას გისურვებ თათა-ნაღვლიანმა უთხრა. რამდენიმე წამი სახეზე დააკვირდა და პალატა დატოვა. ცოტა ხანში ექთანმა შემოაკითხა -თავს როგორ გრძნობთ?-ღიმილით ჰკითხა -ცოტა გაბრუებული ვარ და ნაკაწრი მეწვის-დამანჭვით უთხრა თათამ -ეგ მალე გაგივლით. ეს იმ ბიჭმა დაგიტოვათ,ვინც აქ მოგიყვანათ-უთხრა და მისი ჩანთა მიაწოდა.თათამ მადლობა გადაუხადა და ეგრევე ტელეფონი მოიძია. კატოს წერილი და დანარეკი ნახა. მერე უკან გადაურეკა -სად გაქვს ეს ტელეფონი,სად-უსაყვედურა კატომ როგორც კი თათამ დაურეკა -კატო, საავადმყოფოში ვარ -მანდ რა გინდა? -მანქანიდან გადავხტი-მოკლედ მოუჭრა -რააააა?-ისეთ ხმაზე იკივლა კატომ,სავარაუდოდ მთელმა კორპუსმა გაიგო-გააფრინე?რატომ?რა მოხდა? როგორ ხარ მერე?-ყველაფერი ერთიანად მიაყარა -ხელი მაქვს მოტეხილი და ტვინის შერყევა -რომელ საავადმყოფოში ხარ? ახლავე წამოვალ-თათამ უთხრა თავისი ადგილსამყოფელი და ტელეფონი გათიშა კატოს კივილზე ლევანი და ალექსი გამოვარდნენ ოთახებიდან -რა გაყვირებს გოგო ამ საღამოს,ნორმალური ხარ?-შეუღრინა ლევანმა -სასწრაფოდ საავადმყოფოში უნდა წამიყვანოთ რომელიმემ,თათასთან-სწრაფად მიაყარა ძმებს -თათას საავადმყოფოში რა უნდა-გაოცებულმა ჰკითხა ალექსმა -მეც წესიერად არ ვიცი,მანქანიდან გადავხტიო,მხოლოდ ეს მითხრა -რაო?-თვალები გაუფართოვდა ორივე ძმას -ნორმალური რომ არ იყო თავიდანვე ეტყობოდა -ახლა მაგის დრო არაა ლევან,მითხარით რომელი წამიყვანთ? -მე საჭესთან ვრ დავჯდები,რამდენიმე ჭიქა მაქვს დალეული-თქვა ალექსმა-ლევან შენ წაგვიყვანე.ლევანმა ამოიოხრა,სხვა რა გზა ჰქონდა. კატო უსწრაფესად მოემზადა და მალევე გავიდნენ სახლიდან. საავადმყოფომდე მისასვლელად დიდი დრო არ დასჭირვებიათ,რადგან გზა თითქმის ცარიელი იყო. მალევე გაიგეს რომელ პალატაშიც იყო და ეგრევე მის სანახავად ავიდნენ. -ვაიმე თათა-პალატის კარი შეაღო და თაბაშირიანი, სახეზე ნაკაწრებიანი თათა დაინახა თუ არა,ეგრევე შეჰყვირა კატომ და საწოლზე მიუჯდა.თათას გაეღიმა.ბიჭებიც უკან მიყვნენ კატოს -ვახ ჩემი,ეს რა მოგსვლია თათ-ალექსმა თბილად ჰკითხა და თვითონ მეორე მხარეს მიუჯდა-იმედია რამეს არ გატკენთ ხო?-ჰკითხა როცა გვერდით ჩამოუჯდა.თათამ თავი გააქნია. ლევანი იქვე ფანჯარასთან მდგარ სკამზე ჩამოჯდა და ხმა არ ამოუღია -მოყევი ჩქარა რა მოხდა-კატეგორიულად ჰკითხა კატომ.თათამ ამოიოხრა, ძალიან არ უნდოდა ამ თემაზე საუბარი,მაგრამ სხა გზა არ ჰქონდა -გიგამ მომიტაცა-ამის გაგონებაზე კატომ და ალექსმა ერთხმად შეყვირეს. ლევანს გაოცებისგან თვალები გაუფართოვდა,მაგრამ არაფერი უთქვამს. თათამ დეტალებში მოიყვა რა როგორ. კატო ემოციებს ვერ მალავდა,ისე ბრაზობდა,თათა აქეთ აწყნარებდა. -ჩივილს როდის აპირებ? -ჩივილს არ ვაპირებ-მშრალად მიუგო -რას ჰქვია არ უჩივლებ,ისევ იგივე რომ გაიმეოროს?!-შეშფოთდა კატო -არამგონია,ძალიან იყო შეშინებული და ეტყობოდა რომ ნანობდა თავის საქციელს. ისე დამემშვიდობა,ვფიქრობ არასდროს გამოჩნდება ჩემს ცხოვრებაში -მაგას ნუ დაიჯერებ! ჯობს უჩივლო და დაიჭირონ! -არა,კატო,არაა საჭირო,ყველაფერმა ჩაიარა. მართლა მგონია რომ აწი არაფერს იზამს -თათა... -მოდი არ გვინდა ამაზე ლაპარაკი რა-დაღლილმა ამოიოხრა-უბრალოდ დედაჩემმა არ მინდა ამის შესახებ გაიგოს, ვეტყვი რომ კიბიდან დავგორდი ან რამეს მოვიფიქრებ-კატომ თვალები აატრიალა და ტუჩები დაპრუწა,შენ როგორც გინდაო. ლევანიც გაოგებული იყო გიგას საქციელით,ნამდვილად არ ეგონა აქამდე თუ შეტოპავდა. წამიერად თათას მგომარეობაში შევიდა. ალბათ რამხელა სტრესი მიიღო.გოგო იმ მდგომარეობამდე მივიდა,რომ სიცოცხლე გარისკა,ოღონდ მასთან არ ყოფილიყო. თათას მდგომარეობაზე დაფიქრდა და ძალიან შეეცოდა. მერე სახეზე დააკვირდა.წარბთან გახეთქილი იყო, სახეზე და შუბლზე, რამდენიმე ადგილას ნაკაწრები ჰქონდა. თათას გულში საოცრებები ხდებოდა, კარებში ლევანიც რომ დაინახა მის სანახავად მისული, მუცელში ყველაფერი დაუტრიალდა.ძალიან ესიამოვნა მისი დანახვა,მაგრამ მეორე მხრივ, ძალიან არ უნდოდა ლევანს ასეთ მდგომარეობაში ენახა. ჯერ ისედაც ვერ იტანდა და არანაირ სიმპათიას არ აღძრავდა ლევანში და ახლა ხომ მითუმეტეს,ზედაც არ შეხედავდა ბიჭი. თათასდა გასაკვირად კი, ლევანი აკვირდებოდა და ამ მდგომარეობაში მხოლოდ იმას ფიქრობდა თუ როგორ უხდებოდა თათას ეს ნაკაწრები და ასეთ მდგომარეობაშიც კი როგორ საოცრად ლამაზი იყო. მერე,რომ გაიაზრა რაზეც ფიქრობდა,თავი გააქნია და აბეზარი ფიქრები მოშორა. ისევ უემოციოდ გახედა თათას,რომელიც ძალიან ჩვეულებრივად ესაუბრებოდა კატოს და ალექსს. თათას წამიერად მაინც რომ ჰქონოდა წარმოდგენა თუ რას ფიქრობდა იმ მომენტში ლევანი,თავს ყველაზე ბედნიერ ადამიანად იგრძნობდა მთელს დედამიწაზე. მეგობრებო, ფაქტობრივად დილა-საღამოს გამომდის ახალი თავის დამატება და იმაზე სწრაფად მგონი შეუძლებელია <3 დიდი მადლობა, რომ კითხულობთ და რომ მოგწონთ. ძალიან მახარებს თქვენი კომენტარები ამ ისტორიაზე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.