სიცარიელე {5}
უკვე იანვარი მიწყრულიყო. დრო სწრაფად გარბოდა, ყოველდღიურობა კი უფრო მეტად უწყობდა ამაში ხელს. დილით გაღვიძებულს სამუშაოდ წასვლა უწევდა, ახალ პროექტში ჩართვა და უამრავ ხალხთან საუბარი. თავისი გავლენებით თავის მხარეს გადმობირება სხვადასხვა კომპანიის, ჰორიზონტიდან მტრების მოშორება და გვერდზე ამოყენება. დამღლელი დღის შემდეგ სახლში მიდიოდა, თუ ხასიათზე იყო სოფისთან ერთად უყურებდა ფილმს დივანზე წამოწოლილი, სოფის არ ყოფნის შემთხვევაში კლუბში მიდიოდა მეგობრებთან და მის ცოლებთან ერთად, ან კიდე გადაღლილი წყლის გადავლების შემდეგ საწოლზე მიწვებოდა და წამებში ითიშებოდა. კვირა დღე იყო, სოფისთან ერთად ბოულინგის სათამაშოდ იყო წასული და ქალიშვილს თამაშს ასწავლიდა. იქიდან კი დიმიტრისთან აპირებდნენ წასვლას. სოფი ფორთოხლის წვენს მიირთმევდა, თან თვალს აპარებდა გვერდზე მჯომი ბიჭისკენ, რომელიც მიშტერებული უყურედა. ბურთს გააგორებდა, ყველა კეგლს წააქცევდა, მერე კი შეუმჩნევლად თვალს უკრავდა მენაბდეს. იცნობდა ანდრიას, 14 წლის ბიჭი იყო, სკოლაში თავის კლასელებს ყველას მოსწონდათ, თან ერთი წლის გადმოსული იყო. შეყვარებულიც ჰყავდა, თავის პარალელური თიკო, მაგრამ სოფის სულ აბრაზებდა. მენაბდესთვის რომ გეკითხათ ვერ იტანდა, გამაღიზიანებელი და თავხედი იყო. ყოველთვის როცა თიკოსთან ხედავდა და ანდრია გამოხედავდა უბღვერდა, ის კი მის ბავშვურ ქცევაზე იცინოდა. -რაზე ჩაფიქრდა ჩემი პრინცესა? - სავარძლის სახელურებს დაეყრდნო ხელით მენაბდე, სოფის კი წვენი გადასცდა მამის უეცარი მოქმედებისგან. - რა დაგემართა ტო, კარგად ხარ? - ზურგზე დაუსვა ხელი თან შუბლზე აკოცა. -ჰო. -ნიკოლოზ მენაბდე. - მხიარული ხმა მოესმა გვერდიდან ნიკოლოზს და სწრაფად შეტრიალდა. - რას ვიფიქრებდი აქ თუ გნახავდი. - ხელებ გაშლილი გაიწია მენაბდესკენ, ნიკოლოზმაც ღიმილი აიკრა სახეზე ძველი მეგობრის დანახვისას. -დათოო! - სწრაფად მოეხვია, თან ხელი მიარტყა ზურგზე რამდენჯერმე. - აქ რა გინდა შე ჩემა? იტალიაში არ იყავი? - უკან გასწია გაბუნია და სრულიად შეცვლილი მთლიანად შეათვალიერა. -ერთი წლის წინ ჩამოვიყვანე ცოლ-შვილი… მე წინდაუკან დავდიოდი და ვეღარ მოვახერხე შენი ნახვა… ბიჭო თხუთმეტი წუთია უკვე გიყურებ და ვერ მივხვდი შენ იყავი თუ არა, ვაბშე შეცვლილი ხარ ტო. -მე არც გამომიხედია, მე და ჩემი გოგო ვთამაშობდით… სიფი მოდი მა. - ხელით ანიშნა სავარძელში მჯდომს თვალები რომ გაფართოვებოდა. -გამარჯობა. - ხელი გაუწოდა ლოყებ შეფარკლულმა, დათომ კი მტევანზე აკოცა. -გამარჯობა პატარა… ეს ჩემი ბიჭია, ანდრია… ეს ნიკოლოზია, ჩემი ძველი მეგობარი და მისი ქალიშვილი სიფი. -სასიამოვნოა. - ხელი ჩამოართვა მენაბდეს, ნიკოლოზს კი გაეღიმა. -მამაშენი რომ არ გაქცეულიყო იტალიაში მე უნდა ვყოფილიყავი შენი ნათლია. - მხარზე დაარტყა ხელი ბიჭს. -მართლა? - თვალებ გაფართოვებულმა ჯერ ნიკოლოზს შეხედა, შემდეგ მის გვერდზე მდგომ სოფის და ღმერთს მადლობაც კი გადაუხადა ნიკოლოზი მისი ნათლია რომ არ იყო. -ჰო. -მე ანდრიას ვიცნობ მამა, ჩემს სკოლაში სწავლობს. -მართლაა? აქამდე რატომ არ ვიცოდი. - გაკვირვებულმა შეხედა ანდრიას, მის მზერას დააკვირდა რომელიც სიფისკენ იყო მიმართული და ცოტა არ ესიამოვნა კიდეც. - ესეიგი ჩემს გოგოს ახლობელიც ჰყოლია სკოლაში, სანერვიულო აღარ მაქვს ვინმემ რომ რამე უთხრას და ანდრია მიაქცევს ყურადღებას ხომ? -კი, რა თქმა უნდა. - ყურებამდე გაიღიმა ბიჭმა და მენაბდეს ისე ახედა. -მამა! არავის ყურადღება არ მჭირდება! - ქვევიდან უყურებდა წარბშეკრული სოფი, ნიკოლოზმა კი თავზე აკოცა. -გჭირდება. -ჩვენი შვილებიც დამეგობრდნენ ნიკო… მოდი აქ დაჯექი, მომიყევი რა ხდება, როგორ არის რუსა? -გავშორდი რუსას, ერთ წელზე მეტია უკვე, ერთი თვის წინ ოფიციალურად გავეყარეთ. -რას ამბობ ტო? მერე სოფი ვისთანაა? -ჩემთან. -ვაა, მაგრად გამიტყდა. -დაი.იდე… - ხელი აიქნია მენაბდემ, დათომაც მხრები აიჩეჩა. - ხვალ კლუბში მივდივართ და წამოდი შენც, წამოიყვანე ნინა. -ხვალ რა რიცხვია. -ხუთი, ხომ იცი ყოველ ხუთ რიცხვში ვიკრიბებით, წესს არ ვარღვევთ. -ვაახ ჩემი, რამდენი დრო გავიდა. -ხოდა თუ დაბრუნდი დაგვიბრუნდი ჩვენც. - მხარზე მიარტყა ხელი და ფეხზე მდგომ ბავშვებს ახედა. სოფი ებღვირებიდა, ანდრია კი ღიმილით ელაპარაკებოდა. მერე ლოყაზე უჩქმიტა და რაღაც ისეთი უთხრა ლოყები შეეფარკლა პატარა მენაბდეს. -მე და სოფი დავზავდით. - უცებ გადახვია ხელი ანდრიამ და უფროსების წინ გაჩნდა. - რადგან თქვენ მეგობრები ხართ, ჩვენც ვიქნებით და სოფიკოც აღარ გამიჭედავს რამეს რომ ვეტყვი. -ნუ მეძახი სოფიკოს! -კარგი ხო. - სიცილით თქვა, მერე ისევ მამამისს შეხედა. -ძალიან კარგი. - ტაში შემოკრა დათომ, ანდრიამაც ხელი მოაშორა სოფის, იქვე დაჯდა და ტელეფონი ამოიღო, მერე კი მესიჯობა დაიწყო. - შეყვარებული ჰყავს და თავს ვერ ვაყოფინებთ ტელეფონიდან. - თავი გააქნია გაბუნიამ. -მამაა… - თვალების ტრიალით ახედა წამით დათოს, შემდეგ ისევ ტექსტის წერა განაგრძო. -იცნობ შენ სოფი? -კი, კარგი გოგოა, მე მომწონს. - მხრები აიჩეჩა, თან თვალი მომღიმარ გაბუნიასკენ გააპარა. დიდხანს იყვნენ შენობაში, დათო ნიკოლოზს ესაუბრებოდა, ლამის მთელი თოთხმეტი წელი მოუყვა, ანდრიას კი მოეხერხებინა სოფის ხასიათის გამოსწორება და თამაშში იყოლებდა. ალბათ კიდევ დიდხანს დარჩებოდნენ რომ არა უცხო ნომრის ზარი რომელმაც ნიკოლოზის ტელეფონი აამღერა. წარბ შეკრულმა დახედა ნომერს, სახელი არ ეწერა, მაგრამ ისედაც იცოდა ვის ეკუთვნოდა. გაუკვირდა, თან ძალიან. უცებ გადაატარა სენსორს თითი და მობილური ყურზე მიიდო. - რა გჭირს? - ანას ხმაზე ოდნავ შეცბა, წარბები უფრო დააახლოვა, თან დათოს წამით გახედა. - სად ხარ?.. დამელოდე მოვალ… არსად წახვიდე, მოვალ მალე. - გათიშული ტელეფონი ჯიბეში დააბრუნა და სოფის ანიშნა მასთან მისულიყო. -ყველაფერი რიგზეა? -კი, ჩემი მეგობარია ცუდად და დახმარება სჭირდება, არაფერი სერიოზული… ჩაიცვი და წავედით მა. -აუუ ცოტახანიც კიდე რა… -კვირაა, ხვალ სკოლაში მიდიხარ, ვერ ადგები, დაგაგვიანდება და მერე შენმა დამრიგებელმა მე უნდა მირეკოს. - თან ქურთუკის ჩაცმაში ეხმარებოდა, თან საუბრობდა, შემდეგ ლოყაზე აკოცა და დათოსკენ შებრუნდა. - ხვალ მისამართს გამოგიგზავნი, მოდით შენ და ნინა. -აუცილებლად. დამშვიდობების შემდეგ სწრაფად დატოვეს შენობა, მანქანაში ჩასხდნენ და დიმიტრი მენაბდის სახლისკენ აიღეს გეზი. ხმას არ იღებდა ნიკოლოზი, ანაზე და მის ხმაზე ფიქრობდა. უკვე ორ კვირაზე მეტი იყო გასული ბოლო ნახვიდან და ცოტა უცნაურად გრძნობდა ახლა თავს. თითქოს მონატრებოდა კიდეც მისი სახის დანახვა და საუბრის მოსმენა. *** -რამდენ ხანში მოხვალ? -არ ვიცი მარიამ, მგონი ჯობია საერთოდ არ მოვიდე. - ზურგზე იწვა საძინებლის დიდ საწოლზე, ჭერს მიშტერებოდა და გაშლილი თმის ბოლოებს წვრილი თითებით აწვალებდა. -არ გამაგიჟო ახლა ანა! ლევანი არ არის აქ, არც მოვა დღეს და რომც იყოს რა? როდემდე უნდა დაემალო? - დაქალის ქცევით წყობიდან გამოსულმა ხმამაღლა ჩაილაპარაკა, ანამ კი თვალები აატრიალა. -არ ვემალები. უბრალოდ არ მინდა მისი ნახვა… კარგი მოვალ, ჩემს გოგოს მაინც ვნახავ. -გელოდები. როგორც კი გათიშა ტელეფონი მაშინვე წამოდგა, სწრაფად მოემზადა და ბინაც დატოვა. როგორც ყოფელთვის ახლაც არაშვეულებრივად გამოიყურებოდა. მუხლს ჩაცდენილი ტანზე მომდგარი ქვედაბოლო ეცვა, ზევიდან ტოპი, ყელიანი შავი სვიტერი მოერგო, ქუსლიან ფეხსაცმელზე მოხერხებულად შემომდგარიყო, გრძელი პალტო შემოეცვა და თეძოების რხევით მიუყვებოდა გზას. მალე ტაქსიც გააჩერა, შიგნით მოთავსდა, მძღოლს მისამართი უკარნახა, თვითონ კი ფანჯრიდან შენობებს გახედა. ფიქრობდა იმაზე თუ რა იქნებიდა ლევანის რომ შეხვედროდა, რას, ან როგორ ეტყოდა. ზუსტად იცოდა ისიც მივიდოდა, საბას დაბადების დღეს არ გამოტოვებდა. ეგონა დავიწყებული ჰყავდა, სიბრაზესაც გაევლო, მაგრამ მისმა ჩამოსვლამ ყველა ემოცია გაახსენა. არეული იყო, ვერ ხვდებოდა რას გრძნობდა, თან ცალკე ნიკოლოზზე ეფიქრებოდა, რომელიც თავისი ქცევით, სიტყვით თუ შეხებით სულ აბრუებდა, ახალ სასიამოვნო გრძნობებს სძენდა და შესამჩნევად აშტერებდა. ლევანისთან ასე არ იყო. სისაურთან ჯერ მეგობრობა აკავშირებდა, შემდეგ კი ყველაფერი სიყვარულში გადაიზარდა. აღარ ჰყოფნიდათ ის სიახლოვე რაც მეგობრობისას ჰქონდათ, უფრო მეტი სურდათ, ამის გამო ერთ საღამოს აივანზე ლევანის წინ მდგომმა სრულიად გაუაზრებლად, სურვილებს მინდობილმა სისაურს აკოცა. მაშინ პირველი ნაბიჯი ანამ გადადგა და ახლაც არ ავიწყდებოდა ლევანის გაბრწყინებული სახე. მას შემდეგ ერთი წელი გაატარეს ერთად, ერთი დაუვიწყარი წელი. ყოველ დღეს ერთად ატარებდნენ, ერთად დადიოდნენ სხვადასხვა ადგილებში და ერთად ყოფნით ტკბებოდნენ. ყველა ის წუთი ახსოვდა და უყვარდა წიკლაურს. ყველა ლევანთან გატარებული წუთი, მაგრამ იმ ყველაფერს ვერ ივიწყებდა და არც არასდროს დაივიწყებდა. მალე მივიდა დაქალის კორპუსთან, მძღოლს მგზავრობის ფული გადაუხადა, მანქანიდან გადასული სადარბაზოში შევიდა, ლიფტით მეექვსე სართულზე ავიდა და მალე ბინის წინ ატუზულიც აღმოჩნდა. შიგნიდან ხმები ესმოდა, ხმამაღალი სიცილნარევი ხმები და უკვე თვითონაც ეცინებოდა. ზარი დარეკა, კარი კი წამებში გაუღო მარიამმა და ხელები მაგრად მოხვია. -კიდევ კარგი მოხვედი! - ლოყაზე აკოცა, მერე კი სახლში შეიპატიჟა. ნათლიის დანახვაზე მაშინვე გამოქანდა პატარა კიკინებიანი გოგო და ანამაც ჰაერში ააფრიალა. -ჩემო პატარა. - ლოყები დაუკოცნა, შემდეგ ჩანთიდან ბავშვის საყვარელი შოკოლადები ამოაძვრინდა და ჩუმად გაუწოდა. - გაიქეცი დედიკომ არ დაგინახოს. - უკანალზე მიარტყა და ზურგით მდგომ მარიამს მიუახლოვდა. შემდეგ მასთან ერთად შევიდა მისაღებში და სამეგობროს თვალი მოავლო. იქ არ იყო ლევანი. არ იყო და ანასაც სხეული მოუდუნდა. -სად ხარ აქამდე ტო, ვიფიქრე გადამაგდო და აღარ მოვათქო. - ფეხზე წამოდგა იუბილარი, ხელები მოხვია ანას და ლოყაზე აკოცა. -როგორ გეკადრება, საჩუქრის არჩევას შევყევი. შემოსასვლელში დავდე და მერე ნახე. გილოცავ. - მთელი ბუნებრივობით გაუღიმა, შემდეგ სხვები გადაკოცნა, მოიკითხა და საუბარი გააბა. შინაგან ფორიაქს გრძნობდა, იცოდა რომ დღეს აუცილებლად შეხვდებოდა სისაურს და ვერ ისვენებდა. არც შემცდარა. სიცილით მიდიოდა სამზარეულოსკენ ახლად შემოსულ მაღალ სხეულს რომ შეასკდა და ორი ჭიქით გაბრუებულს წონასწორობა დაერღვა. მალევე იგრძნო წელზე მოხვეული ხელი, რომელმაც სხეულზე აიკრა. სუნთქვა შეეკრა როგორც კი ნაცნობი სურნელი იგრძნო, ქვევიდან ახედა მომღიმარ ლევანს და თითქოს მერე მოეგო გონს. სწრაფად მოშორდა, როგორც კი მყარად დადგა ამაყად ახედა ისევ ისე მომღიმარ სისაურს. მერე მიხვდა როგორი სიწყნარე იყო ოთახში, ამიტომ უხერხულობა რომ არ შეექმნა ყურებამდე გაუღიმა კაცს. -ლევან! როგორ ბრძანდები? -თავად როგორ გიკითხოთ ქალბატონო? - გაეცინა. კარგად იცნობდა ანას, ისიც იცოდა ახლა რას გრძნობდა და ხვდებოდა როგორ უჭირდა იქ დგომა, იმ მომღიმარი ნიღბის აკვრა და თავის მოჩვენება თითქოს მისი დანახვა არ აფორიაქებდა. -შესანიშნავად. - ისევ გაუღიმა, თან თვალებიც აუბრჭყვიალდა, თითქოს მიიღო ის რაც სურდა, თან ნიკოლოზის სიტყვები ახსენდებოდა. - მიდი შენ, პიცას შევათბობ, ნახევარი საათის წინ მოიტანეს და გაცივდა. -ჰო, შენ ხომ ცივი არ გიყვარს. - ჩაიღიმა, თან თვალს არ აშორებდა მის ცისფერებს. -ხო, რაღაცები არ იცვლება. - მხარზე მიარტყა ხელი და სამზარეულოში შევიდა. სამზარეულოს ზედაპირზე ხელის გულებით დაყრდნობილი მიკროტალღურ ღუმელში შემდგარ პიცას უყურებდა როგორ ტრიალებდა და წამებს ითვლიდა როდის მორჩებოდა გაცხელებას. -ანა. - მარიამის ხმა შემოესმა და ფიქრებში გართული მოულოდნელობისგან შეხტა. -ჩავფიქრდი. -კარგად ხარ? -არ ვიცი… არ ვიცი რა ვიგრძნო ან რას ვგრძნობ. - სახეზე ჩამოისვა ხელი, შემდეგ პიცა გამოიღო და ანერვიულებულმა უკბიჩა. - ალბათ ნიკოლოზი რომ არ გამოჩენილიყო ასე ადვილად ვერ გავუღიმებდი. -შეიცვალე ცოტა. - თვალებ მოჭუტულმა შეხედა დაქალს. -არ ვიცი, მე ვერაფერს ვამჩნევ იმის გარდა რომ ნიკოლოზი მიზიდავს, ძალიან მომწონს და მგონი მომენატრა. - ბოლოს თვალებ დამრგვალებულმა ახედა დაქალს, მარიამი იყო ის ვისთანაც ყველა გრძნობაზე თავისუფლად ილაპარაკებდა, უბრალოდ ზოგჯერ ნერვებსაც უშლიდა. -მაგას მეც ვატყობ. - თვალები აატრიალა. - დღე არ გავა სახელი ნიკოლოზი რომ არ ახსენო. -ძალით კი არ მინდა. - ჩაიცინა, შემდეგ თეფშს მოკიდა ხელი და პიცის ჭამით გავიდა სამზარეულოდან. როგორც ყოველთვის ახლაც მოხდენილად მიაბიჯებდა, ღიმილი აეკრა სახეზე, თან მარიამს ესაუბრებოდა. თეფში მაგიდაზე დადო, გიოს გვერდზე მოთავსდა და ამ დროის მანძილზე ნაცნობი მზერა ისევ დააიგნორა. იგრძნო ჩამოწოლილი დაძაბულობა და მეგობრები მოათვალიერა. - ძალიან გთხოვთ ისე ნუ ზიხართ თითქოს ბომბის აფეთქებას ელოდებით. დიდი დრო გავიდა, ლევანიზე გაბრაზებამ გადამიარა, წარსულში დარჩა და საერთოდ არ მინდა ყოველ ჯერზე ერთად ყოფნისას ასეთი დაძაბულობა ჩამოწვეს. ვერც ლევანის გააგდებთ ჩემს გამო და ვერც მე ლევანის გამო… შესანიშნავი მოგონებები გვაკავშირებს, მაგრამ ჩვეულებრივ ნაცნობებად დარჩენაც შეგვიძლია, არა ლევან? - ისე მოულოდნელად გახედა, სისაური დაიბნა. უყურებდა და უკვე ხედავდა ცვლილებებს. ირონიულ მზერასაც ამჩნევდა, სხვები ვერა, მაგრამ ლევანი ამჩნევდა. -მართალია, დაძაბულობა საჭირო არაა. თავიდან ჩვენც მეგობრები ვიყავით. -არ გინდა? - პიცაზე ანიშნა თვალებით. ცდილობდა ჩვეულებრივი ყოფილიყო, სხვების თვალში გამოსდიოდა კიდეც, მაგრამ ლევანის რას მოატყუებდა. -წიწაკით არ მიყვარს. -ჰო, დამავიწყდა… მეორეც არის. - უცებ მოუძებნა წიწაკის გარეშე და მომღიმარს გაუწოდა. რომ მიხვდნენ ბომბი მართლაც განეიტრალებული იყო ისევ დაიწყეს გართობა, ანა და ლევანიც ჰყვებოდნენ სიცილში, ძველ ამბებს იხსენებდნენ და ბოლო ხმაზე ხარხარებდნენ. სასმელის მოქმედების და მოწოლილი ემოციების გამო აივანზე გასვლა და მოწევა გადაწყვიტა. წვრილი ღერი თითებს შირის მოიქცია და დიდი ნაფაზის შემდეგ ფილტვებიდან ამოშვებული კვამლი ჰაერში გაფანტა. -შეგცივდება. - მოულოდნელად გაჩენილმა ლევანიმ მხრებზე მოახვია პლედი და გვერდზე ამოუდგა. არაფერი უთქვამს ანას, იღიმოდა, უფრო ნაღვლიანი ღიმილი ჰქონდა აკრული და ჰორიზონტს გაჰყურებდა. - შეცვლილი ხარ. - ისევ ლევანიმ აიღო თავის თავზე საუბარი, ანამ კი თავი ჩახარა. -სამი წელი გავიდა, 28 წლის ქალი ვარ, ისევ ისეთი როგორ ვიქნები, მითუმეტეს მას შემდეგ რაც მიმატოვე, გული მატკინე, ყველაფერი დამიმსხვრიე და წახვედი… ისევ ისეთი რომ ვყოფილიყავი ის უნდა გაგკვირვებოდა. - ისევ ჩაუშვა ფილტვებში ცხელი კვამლი, შემდეგ ქვევიდან ახედა სისაურს. -მოწევა როდის დაიწყე? -შენი აზრით? - ისევ ჩაიცინა, ლევანი კი თვალ მოუშირებლდ უყურებდა და მის ყველა სიტყვას თუ მოქმედებას აკვირდებოდა. - არ გკითხავ რატომ დაბრუნდითქო, უნდა დაბრუნებულიყავი კიდეც, აქ, მშობლებთან და მეგობრებთან, მაგრამ ეს საუბარი რა საჭიროა ლეო? მაშინ ყველაფერი გარკვევით მითხარი და ახლა თავს დამნაშავედ გრძნობ თუ რატომ ვსაუბრობთ წარსულზე, ან შეცვლილ თვისებებზე? -შეიძლება ვგრძნიბ კიდეც, ვნანობ და შეიძლება მომენატრე, ის დროც მომენატრა… არ შეიძლება? - ანასკენ შებრუნდა, წელზე მოხვია ხელი და თავისკენ მისწია. -ეგ ყველაფერი ისედაც უნდა გეგრძნო ლევან. - მკერდზე მიადო ხელი და უკან გაწევა სცადა, მაგრამ სისაური ისევ ისე დასცქეროდა ზევიდან. -მაპატიებ? - ანას სახესთან ახლოს დაიხარა, თვალებში უყურებდა და გონებას ურევდა. -არ გინდა. - ისევ უკან გასწია თავი, მაგრამ თვალები მისი ტუჩებისკენ მაინც გაექცა. -მინდა. - ყბის ძვალზე შეახო ათრთოლებული ტუჩები და თვალები თვითონ მიენაბა. მონატრებული ჰქონდა მისი ნაზი კანის შეხება, მასთან სიახლოვე და თვითონ ანა ენატრებოდა. -ლევან… - სხეული დაეჭიმა როცა კოცნით ტუჩისკენ გაიკვალა გზა სისაურმა, ბოლოს კი მისი რბილი ტუჩებიც იგრძნო თავისებზე. იგრძნო როგორ დაუარა ტანში ჟრუანტელმა კაცს, მაგრამ თვითონ ის ვერ იგრძნო რასაც ადრე გრძნობდა. ის მუხტი არ მოდიოდა რასაც ნიკოლოზთან გრძნობდა. ისევ თვითონ მოშორდა, უკან გაიწია და თვალებში ჩახედა. - ზოგჯერ მგონია რომ მეგობრობა სიყვარულში ავურიეთ ლევან… - იცოდა რაც მოხვდებოდა გულზე და ზუსტად ის უთხრა, სისაური კი შეკრთა. -ეგ აღარ თქვა… შენც იცი რომ ეგრე არ არის. -ჯანდაბა, ისე მიყვარდი… - შუბლი მიადო მკერდზე და ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა. - ისე მიყვარდი ახლაც, ამდენი ტკივილს შემდეგ ვერ გიბრაზდები. -ანა… -ვიყოთ უბრალოდ ნაცნობები ლევან… -ხომ იცი რომ არ გამოვა. - გაეღიმა, თან თმაზე მიეფერა. ქალის სურნელი ღრმად შეისუნყქა და საფეთქელზე აკოცა. -ერთი კაცი გავიცანი… - თვალ დახუჭულმა თქვა და გაიგო როგორ გაჩერდა სისაურის გული, ის ხელიც გაუჩერდა თმაზე რომ ეფერებოდა. - მომწონს, ძალიან. რომ მიყურებს ისე ვიბნევი… ასე არასდროს დავბნეულვარ. მერე იცინის, ჩემს უნებურ მოქმედებებზე ხალისობს… უცნაურია, ღრმა, ნაცრიფერი თვალები აქვს. რომ შეხედავ ცარიელი გეგონება, თითქოს გრძნობები არ გააჩნია, მაგრამ როცა მიყურებს თვალები უნათდება. შეიძლება თვითონაც ვერ ამჩნევს, მაგრამ მე ვამჩნევ და ზუსტად მისი მნათობი თვალები მაშეშებს. -ანა. - ხმა ჩამწყდარმა თქვა მისი სახელი, უკან გასწია და თვალებში ჩააშტერდა. -არ მინდა ერთმანეთის ნახვა გვეტკინოს ლევან, მე უკვე აღარ მტკივა, შენი საქციელი აღარ მტკივა და არ მინდა შენ გეტკინოს. მიუხედავად ყველაფრისა მეგობარი იყავი და ის სიყვარული მაინც შემრჩა ალბათ და ამის გამო ვდგავარ ახლა შენს წინ. ვიცი შენც შეხვდები ვინმეს, შეიყვარებ ისე როგორც უნდა გიყვარდეს და ერთ დღეს, როცა შევხვდებით ღიმილით, ტკივილის გარეშე გავიხსენებთ იმ დროს რომელიც ერთად გავატარეთ. - არ იცოდა რატომ ამბობდა ამ ყველაფერს, მაგრამ ამის დასრულება უნდოდა. ყველაფრის მიუხედავად მეორე შანსის მიცემა სურდა. შანსის რომელიც მეგობრად მაინც დატოვებდა. ნელა აკოცა ლოყაზე, შემდეგ მოშორდა, გაუღიმა და შიგნით შებრუნდა. - უნდა წავიდე. -იჩხუბეთ? სად მიდიხარ კარგი რა… -არა გიო, გეფიცები მოვგვარდით, უბრალოდ უნდა წავიდე, ვიღაც უნდა ვნახო. -ვინ? - წარბები შეკრა გიორგიმ, ანას კი გაეცინა. -მერე გეტყვით. - გაიღიმა, ყველას დაემშვიდობა და სახლიდან გავიდა. ანერვიულებული, ემოციებით დამუხტული დაეშვა კიბეებზე. ლიფტით ჩასვლა აზრადაც არ მოსვლია. კაკუნით ჩადიოდა კიბეებზე და მოწოლილ ემოციებს ძლივს აკავებდა. ტირილი უნდოდა. თვალებიც ემღვრეოდა წინააღმდეგობის მიუხედავად და ნელ-ნელა მხედველობაც უჭირდა. გარეთ გასულმა ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა, გრძნობდა, იცოდა რომ ლევანი ისევ აივანზე იდგა და უყურებდა. მოიტყუა. მაინც გრძნობდა ტკივილს, მაგრამ ამის გამომჟღავნება ახლა ყველაზე მეტად არ უნდოდა. ტაქსი გააჩერა, თან ირაკლის მიერ ტელეფონში ჩაწერილ ნიკოლოზის ნომერს დახედა. რამდენჯერმე დააპირა დარეკვა, მაგრამ გადაიფიქრა. ბოლოს ვაკის პარკთან გააჩერებინა მანქანა მძღოლს, სწრაფად გადავიდა და შიგნით შესული ერთ-ერთ სკამზე ჩამოჯდა. სახე ხელებში ჩარგო, ემოციებს გარეთ გამოსვლის საშვალებაც მისცა, მაგრამ მაინც აიღო ტელეფონი და აღარ დაფიქრებულა ისე გადაურეკა მენაბდეს. -ნიკოლოზ. - ჩამწყდარი ხმით თქვა, ვერ დამალა ემოციები რომლებიც ასე ერთიანად აწვებოდა. - ცუდად ვარ… ვაკის პარკში… ცივა აქ… კარგი. - ტელეფონი ჩანთაში დააბრუნა, პალტო უკეთ შემოიკრა ტანზე და სკამის საზურგეს მიყრდნობილმა თვალები დახუჭა. მალე სიცივეც გადაავიწყდა, გაუნძრევლად იჯდა და ლევანიზე ეფიქრებოდა. მის თვალებზე, უცნაური, ნაღვლიანი მზერით რომ უყურებდა და არ მოსწონდა. ყველაფრის მიუხედავად არ სურდა მასაც სტკენოდა. ვერ მიხვდა რამდენი დრო გავიდა, მაგრამ მოულოდნელი შეხებისგან შეხტა, შეშინებულმა ახედა თავზე წამომდგარ მენაბდეს, ისიც უცებ წამოდგა და მკლავები კისერზე მოხვია. -კარგად ხარ? - ქალის ქცევამ ცოტა გააკვირვა კიდეც, მაგრამ ხელები თვითონაც მოხვია. -არა. - უფრო მჭიდროდ მუჭირა მკლავები, ცხვირი კი მის ყელში ჩარგო. ნიკოლოზმაც უკვე იცოდა მიზეზი. მიზეზი იმის თუ ვინ მიიყვანა ქალი ამ მდგომარეობამდე. - მაპატიე ამ დროს აქ რომ მოგიყვანე… ყველა ჩემი მეგობარი იქ იყო, თან… -თან ჩემთან საუბარი გერჩივნა იმათთან საუბარს. - მომღიმარმა გააწყვეტინა სიტყვა, თავზე გადაუსვა ხელი, სახე უკან გასწია და ამღვრეულ ცისფერებში ჩახედა. - საერთოდ არ გიხდება ტირილი. - გაუაზრებლად თქვა, თმა ყურს უკან გადაუწია, თან ლოყაზე მიეფერა. - წამოდი, წავიდეთ. ნელა მოშორდა, მერე თავის თითებში ახლართულ თითებს დახედა და ისევ გაეღიმა. -უცნაური არ არის შენთან ჩემს ყოფილზე საუბარი? - უკან აედევნა მენაბდეს, მისი სიახლოვე ძალიან სიამოვნებდა, ყველა უარყოფით აურას უქრობდა. -ისევ თუ გიყვარს ალბათ კი, თუ აღარ, მაშინ არა. - მანქანის კარი გაუღი, ანიშნა ჩამჯდარიყო, შემდეგ თავისი ადგილი დაიკავა და მანქანა ადგილიდან დაძრა. - სად წავიდეთ? -არ ვიცი… მე იქაც კარგად ვიყავი. -სიცივე არ მიყვარს, ასე რომ რამე თბილი გარემო გვჭირდება. ამიტომ მივალთ ჩემთან, მომიყვები ყველაფერს, თან ერთ ჭიქა ღვინოს მიაყოლებ, მეტი არ შეიძლება შენთვის. -ნუ დამცინი, ცუდად ვიყავი. - წარბ შეკრულმა გადახედა, ნიკოლოზს კი ისევ გაეცინა. -ბავშვივით ხარ, ფაქტიურად ბავშვი ხარ ჩემს ასაკთან შედარებით. -რამდენის ხარ? - ეჭვნარევი მზერა მიაბყრო, ნიკოლოზმა კი მომღიმარმა გადახედა. -38. -მარტყუებ. - გაოცებულმა წარბები მაღლა აზიდა, ნიკოლოზს კი ისევ გაეცინა. -პირადობა განახო? -შენზე არაფერი ვიცი, სულ მე ვლაპარაკობ. -გინდა რომ იცოდე? -მინდა. -და მაინც რას ფიქრობ ჩემზე ანა? - შუქნიშანზე გაჩერებულმა ნაცრისფერები შეანათა და ქალიც ადგილზე გააშეშა. -ვიღაც მილიონერი ნიკოლოზ მენაბდე ხარ, რომელიც მარტოობისგან დაღლილი უემოციობაში შეიჭრა. სიცარიელემ გშთანთქა, შენც უფლება მიეცი და ახლა ხარ ის, რაც ხარ. სხოვრების რიტმით დაღლილს არაფრის ხალისი აღარ გაქვს, საკუთარ თავში ჩაკეტილი კაცი ხარ, რომელსაც ვიღაც სჭირდება, ვიღაც ვინც გონზე მოიყვანს, გამოაფხიზლებს, დაეხმარება ცხოვრების გაგრძელებაში და უამრავ ფერს შესძენს მის უფერულ ცხოვრებას. -და შენი აზრით ეს ვიღაც შენ ხარ? - მომღიმარმა ჰკითხა. მთავარი იყო ის შესძლი რაც სურდა. ყურადღება სხვა რამეზე გადაატანინა და შედარებით ხასიათზე მოიყვან, ახლა კი თვითონ აპირებდა მისით გამხიარულებას. -შეიძლება მე ვარ, შეიძლება სხვა. ვერ გაიგებ. - ლოყებ შეფარკლულმა გასცა პასუხის, თან გზას გახედა. -შეიძლება. - თავის ქნევით ჩაილაპარაკა. ხმის ამოუღებლად მივიდნენ კორპუსანდე, მანქანა ისევ თავის ადგილზე დააყენა და ლიფტით ავიდა ბოლო სართულზე ანასთან ერთად. სახლში შესულმა ერთ-ერთი ძვირად ღირებული ღვინის ბოთლი გამოიღო თავისი კოლექციიდან, ორ ჭიკას მოკიდა ხელი და სოფისთვის ნაყიდ შოკოლადებს რამდენიმე ამოაცალა. დივანზე მჯდომს მიუახლოვდა, გვერდზე მიუჯდა და შუშის მაგიდაზე დადებულ ჭიქებში ღვინო ნახევრამდე ჩამოასხა. ერთი ჭიქა ანას გაუსწოდა, რომელიც მის ყველა მოქმედებას თვალყურს ადევნებდა. - გაგვიმარჯოს. - ჭიქის ერთი მხარე ანას ჭიქას მიადო და ცოტა მოსვა. -გემრიელია. - მაშინვე თქვა როგორც კი დააგემოვნა, შემდეგ ერთი მოყუდებით ჩაცალა, ფეხები ქუსლიანი ფეხსაცმლისგან გაინთავისუფლა და თავი დივნის საზურგეს მიადო. - დღეს ლევანი ვნახე. -მივხვდი. -ისე ველაპარაკე ჩემი თავის გამიკვირდა. ის ვუთხარი რაც ვიცოდი ატკენდა, მაგრამ ენა ვერ გავაჩუმე. ახლა თავს ცუდად ვგრძნობ. არ მინდა რომ ტკიოდეს. მე მას ყველაზე კარგად ვიცნობდი, ვიცი როდის იტყუება, როდის არა. როდის სტკივა, როდის უხარია. მაშინ, იმ ღამეს რომ მითხრა გშორდებიო… მის თვალებში ვერაფერი დავინახე და ყველაზე მეტად ეს მეტკინა. ვწუხვარ ყველაფერი ასე რომ მთავრდებაო, მივხვდი რომ იტყუებოდა და ყველაზე მეტად ამან დამანგრია. შემეძლო ღალატი მეპატიებინა, მითუმეტეს დანიშნულები ვიყავით, მაგრამ მის თვალებში გამქრალი გრძნობები და სხვისით შეპყრობა ვერ ვაპატიე. ახლა, ვუყურებდი და ვხედავდი მწუხარებას, რაც წლების წინ არ დამინახავს. -და ახლა რას გრძნობ ანა? -მეცოდება. - თვალი გაუსწორა ნიკოლოზს. უყურებდა ნაცრისფერებში და კიდევ უფრო მეტად გრძნობდა მიზიდულობას. - მაკოცა. - ისე თქვა თვალი არ მოუშორებია მენაბდესთვის. დაინახა როგორ აენთო ის ნაცრისფერები და ამით უდიდესი სიამოვნება მიიღო. -მერე? - თვალი მოარიდა ყბებ დაჭიმულმა. სულ გაუფუჭდა ხასიათი ამ ყველაფრის წარმოდგენისას. ვერ იტანდა ასეთ რაღაცებს. ქალი რომელიც ამდენი ხნის მერე სულ სხვანაირად მოეწონა, მისმა კოცნამ სხვანაირი გრძნობებით დამუხტა, ახლა ისეთ რაღაცას ეუბნებოდა რაც ჭკუიდან შლიდა უფრო და უფრო ჩაღრმავებისას. -თვითონ მაკოცა. - ეგოისტურად სიამოვნებდა ნიკოლოზის ამ სიტუაციაში დანახვა, მაგრამ მეტჯერ გამეორებაც აღარ სურდა. - მაგრამ ვერაფერი ვიგრძენი. - უცებ დაამატა როცა შეამჩნია მუხლზე ხელს როგორ იჭერდა. წამსვე ახედა მენაბდემ, ცისფერებში ჩახედა და მიხვდა რომ ქალი მართალს ამბობდა. - საერთოდ ვერაფერი. - ოდნავ გადაიხარა ისედაც ახლოს მყოფი მენაბდისკენ, ტუჩები აეწვა ისე უნდოდა ეკოცნა. - უბრალოდ… - ნიკოლოზის ტუჩებთან მიახლოვებულმა ჩაილაპარაკა, შემდეგ თვალებში ჩახედა. - შენ გამახსენდი. - ოდნავ შეეხო კაცის ბაგეებს. მის თვალებში წამსვე ათამაშებულ სხივსაც მოჰკრა თვალი. ხედავდა როგორ უღიმოდნენ თვალები და კიდევ უფრო მეტს ელოდნენ ქალისგან. - შენ და შენი წყეული ყუჩები. - ბოლოს გაუაზრებლად თქვა და თავისი სიამოვნებისთვის თვითონ აკოცა. ჟრუანტელმა დაუარა საპასუხო კოცნა რომ მიიღო, ლოყაზე მოკიდებული ხელი თმაში შეუცურა და მისი თითებიც იგრძნო ქვედაბოლოს ქვეშ, რომლებიც ნელა მიუყვებოდნენ ზევით, ქვედაბოლოს ბოლოებსაც იყოლებდნენ და ნელ-ნელა უკანალს უახლოვდებოდნენ. წელზე მოხვეული ხელით უცებ გადაისვა მუხლებზე როგორც კი ტანზე მომდგარი კაბა უკვე წელამდე აეწია და თითებით საჯდომზე ეხებოდა. კოცნაც გააღრმავა. უკანალზე მოკიდებული ხელით თავისკენ უფრო ახლოს მისწია, მეორე ხელი კი ტოპის ქვეშ ზურგზე აატარა. სასწაულად სიამოვნებდა მისი ნაზი კანის შეგრძნება. მონატრებულიც კი ჰქონდა ეს გრძნობები, გრძნობები რომელიც ქალის შეხებისას ატყდებოდა თავს. მართალი იყო ანა, უფერულიბაში ფერები შეჰქონდა. ყველა ქალი უფერული ეჩვენებოდა, ანა კი თითქოს ოთახსაც ანათებდა. ტუჩებს მოშორებული ლოყიდან ყელისკენ ჩაუყვა კოცნით, ლავიწებზე მიაკრო ტუჩები, თან მისი სურნელიც შეისუნთქა. სჭირდებოდა, ანა სჭირდებოდა თავისი ყველაფრით და ამას იქ, თავის სახლში, თავის დივანზე, თავის კალთაში მოთავზებული ქალის სიახლოვისას მიხვდა. ისე სწრაფად რეაგირებდა ჰორმონები მისი შეხებისას თავის თავზე ეცინებოდა. ასეთი რამ ჯერ არასდროს დამართნოდა, ახლა კი თავის შეკავება ისე უჭირდა როგორც 15 წლიანი პატიმრობიდან გამოშვებული კაცი, ქალის სითბოს მონატრებულს მისი შეხებისგან გონება რომ ებინდებოდა. გულს უჩქარებდა სვიტერის ქვეშ შემძვრალი წვრილი თითების მკერდზე შეხება. უცნაურ მუხტებს რომ სძენდა და ისიც ჭკუიდან გადადიოდა. სულ გამოეთიშა იქაურობას როცა ქალის ტუჩები იგრძნო ყელზე, რონელსაც ცხელი ენა მიჰყვა და მიხვდა რომ ქალბატონი ეთამაშებოდა. თანაც ისე რომ თვითონაც ვერ იაზრებდა. თვითონაც აჰყვა თამაშში, ზურგიდან მკერდისკენ გადაიტანა ხელი და თითები მკერდზე მოუჭირა. მაშინვე შემოესმა ქალის კვნესა და კმაყოფილმა კბილები ბიბილოზე გამოსდო. გრძნობდა მის სხეულში დავლილ ტალღებს, სუნთქვას რომ უკრავდა ქალს და ფეხების შეტყუპებას აიძულებდა. კარგად იციდა რა ხდებიდა მისი საცვლის ქვეშ, მაგრამ არც თვითონ გამოიყურებოდა კარგად. გრძნობდა როგორ აწვებოდა სასქესო ორგანო შარვალს და თავის მდგომარებაზე თვითონაც ეცინებოდა. ქამრისკენ რომ წაიღო ხელი და მისი შეხსნა დააპირა იგრძნო როგორ შეკრთა ქალი, წამით თვალებში ჩახედა და რომ მიხვდა ჯერ ამ ყველაფრისთვის მზად არ იყო უცებ გადასვა დივანზე ჯერ ისევ გონება დაბინდული, ფეხზე სწრაფად წამოდგა და სწრაფი ნაბიჯებით წავიდა საპირფარეშოსკენ რადგან გრძნობდა მეტის გაძლება აღარ შეეძლო. ანა კი იგივე პოზაში მჯდომი, ჯერ კიდევ ვნებას აყოლილი ერთ ადგილს მიშტერებოდა და ისევ ვერ იაზრებდა მომხდარს. გული ისე სწრაფად უცემდა ეგონა გაუსკდებოდა, ფეხებს შორის სისველეს გრძნობდა და არაკომფორტულობის გამო ადგილიდან ვერ იძვროდა. როგორღაც მოახერხა, სავარძლიდან წამოდგა და უხერხული სიარულით დაიწყო მეორე აბაზანის ძებნა. რომ მოწესრიგდა სარკეში ჩაიხედა, ჯერ ისევ არეულ სახეს უყურებდა და ეცინებოდა. -ჯანდაბა… - ხელები ჩამოისვა სახეზე, შემდეგ სახე დაილაგა და სააბაზანო დატოვა. ნიკოლოზი უკვე იქ იყო, ძველ ადგილას იჯდა ღვინის ჭიქით ხელში და მომღიმარი ათვალიერებდა აწითლებული ანას სხეულს. -მგონი დაგვერხა ანა, რას იტყვი? - მიახლოვებულს მკლავზე მოკიდა ხელი და წამებში თავის მუხლებზე დაისვა. ყბის ძვალზე გადაატარა ცერი ლოყებ შეფარკლულს, შემდეგ ნიკაპზე მოკიდა ხელი და ტუჩებზე დახედა. - მეორედ აღარ მისცემ იმას კოცნის უფლება, თორემ გავბრაზდები. - მოწყვეტით აკოცა, შემდეგ დაბნეულ თვალებში ჩახედა. - არ მიყვარს როცა სხვა ეხება იმას რასაც მე ვეხები. - ცერი დააჭირა ქვედა ტუჩზე, შემდეგ ისევ აკოცა და მის ამღვრეულ ცუსფერებზე გაეცინა. -გავითვალისწინებ. - თმაში შეუცურა თითები, თან სახე შეუთვალიერა. - მინდა რომ ბილომდე ამოგხსნა. - ქვედა ტუჩზე იკბინა მომღიმარმა, მერე უცებ გადაჯდა ნიკოლოზის ფეხებიდან დივანზე, ღვინო ჭიქაში დაისხა, ფეხები ზევით აკეცა და მაგიდაზე დადებული პულტი ნიკოლოზს გაუწოდა. - ჩართე რამე, ვუყროთ. - თვითონაც გაეცინა მის სიცილზე, მერე ფეხი მიარტა რომ გაჩუმებულიყო. -მოისვენე. - საჩვენებელი თითი დაუქნია, შემდეგ ტელევიზორში ფილმი ჩართო და ანას კალთაში მომარაგებულ შოკოლადებს რამდენიმე ააცალა. . |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.