შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყაყაჩოს იმპერია (ლიქორისის ზმანება)


23-02-2020, 00:08
ავტორი angry strawberry
ნანახია 9 244

ქაოტიკას მიწა დამძიმებულია ყაყაჩოთა სიწითლით. როდესაც ოკეანის მონაბერი ჰაერი დაკრავს მათ სისხლისფერ ბაგეებს, გრძნობ, რომ ჯერ კიდევ ცოცხალი ხარ. რაც მთავარია, მიწა მდიდარია ბუჩქებით, რომელთაც ყურადღებას არავინ აქცევს და არც არავინ იცის მათი ფასი. უფლის ეს მაგიური შემოქმედება, ლიქორისის სახელით არის ცნობილი, მე კი მას მარტოობის, ან განშორების ნაყოფს ვეძახი, რადგან მისი გამოყენება ცნობიერში ტოვებს კვალს. გგონია, რომ სული სხეულს შორდება.
ლეგენდის მიხედვით, არსებობდა ორი სული. ღმერთებმა მათ დაავალეს ლიქორისის პატრონობა. ერთს ყვავილი შეხვდა, მეორეს - ფესვი. გავიდა დრო, სულებმა დატოვეს ადგილები, შეხვდნენ ერთმანეთს და შეუყვარდათ. განრისხებულმა ღმერთებმა გადაწყვიტეს ისინი ვეღარასდროს შეხვედროდნენ, ლიქორისის ფესვში კი ჩასახეს თხელი, ბლანტი მასა. თუ ვინმე ეცდებოდა მის გამოყენებას, იგი მოწყდებოდა რეალობას ნახევარი დღით. თუმცა ღმერთების ეს სასჯელი, ჩემთვის ყველაზე ძვირფასი საჩუქარი აღმოჩნდა.
ბალის გამართვამდე ერთი კვირაა დარჩენილი. შეწითლულ მდელოზე ვარ და ოკეანის მარილიან ჰაერს ხარბად ვისუნთქავ. მოუთმენლობისგან ვგრძნობ, როგორ მიკანკალებს მარცხენა ფეხის ნერვი და როგორ მიგროვდება მკერდში მასა, რომელსაც ვერ ვიშორებ. ყელში დიდი ბურთი მაქვს გაჩხერილი, ნერწყვის დაგროვებას და გადაყლაპვას ვცდილობ, თუმცა უშედეგოდ, ხელები ერთიანად მიკანკალებს და ცივი ოფლი დაძარღვულ სხეულზე, ხერხემალს მიუყვება.
ქარიანი საღამოა, მაგრამ როგორღაც ვახერხებ კოცონის დანთებას. მონარჩენ, გამხმარ ლიქორისს თხელ ქაღალდში ვახვევ, ცეცხლს ვუშვერ, შემდეგ ბაგეთა შორის ვიქცევ და ნერვულად ვექაჩები ფილტვებისკენ, რომლებიც კვამლით მევსება. მომენტალურად მეხსნება მკერდიდან მასა, ყელიდან ბურთი, ცივი ოფლი ორთქლდება, კანკალი წყდება. დაისია, თუმცა ყაყაჩოთა სიწითლე ასე მძაფრად არასდროს აღმიქვამს. მინდორში სულსწრაფად გავრბივარ. დავრბივარ, დავრბივარ და ვერც კი ვხვდები როგორ გადის დრო. გრძელ, ვანილისფერ კაბას მუჭში ვიქცევ, მუხლებამდე ვიწევ და ვტრიალებ, უაზროდ და გაუჩერებლად.
გონს რომ მოვედი ვიგრძენი, თუ როგორ მაბრმავებდა უკუნითი სიბნელე, თუმცა ვიცოდი, რომ სადღაც უკან, მთვარე გამინათებდა გზას ლიქორისამდე. ბუჩქებში ვიკარგები და რვა ნაყოფს კაბის კალთაში ვინახავ. სასწრაფოდ მივდივარ სასახლისკენ. ყველამ იცის რომ სეირნობა ჩემი ცხოვრების ნაწილია, ამიტომ არავინ მისვამს არასაჭირო კითხვებს.
ოთახი, რომელშიც უკვე ოცი წელია ვცხოვრობ, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მეფის საძინებლის გვერდზეა, მისივე მოთხოვნით და სავსეა მცველებით. ოთახში უზარმაზარი საწოლის, წიგნების თაროსა და ბუხრის გარდა არაფერია. კალთიდან მცენარის ნაწილებს ვიღებ, წვრილად ვჭრი და დიდ წიგნში ვყრი. წიგნს ბუხრის თავზე ვდებ, რათა კარგად გამოშრეს. სრულ გახმობამდე დაახლოებით სამი დღე სჭირდება და რადგანაც ბალი ერთ კვირაში იმართება, დროს იდეალურად ვარეგულირებ.
სასახლეში გამოყოფილია უზარმაზარი დარბაზი დიდი ღრმულით, გალაკული ცისფერი ზეთით და სავსე ცხელი წყლით. დარბაზში შესვლა ნებადართულია მხოლოდ მეფესთან დაახლოებული პირებისათვის და ერთ-ერთი ასეთი ვარ მე.
განსატვირთად გამზადებული ამ ოთახისკენ მივემართები. კართან დაცვა დგას, თავს მიკრავს და შიგნით მიშვებს, თუმცა დარბაზში არავინაა. გრძელ და გამაღიზიანებელ კაბას სხეულიდან ვიშორებ, ცხელ წყალში მდორედ ვეშვები და ვგრძნობ, რომ ამ მომენტში ცხოვრება მშვენიერია, ვცხონდი! თხუთმეტი წუთი წყალში ვნებივრობ, შემდეგ კი კარგად მესმის, თუ როგორ იღება კარი, თუმცა არ ვღელავ, აუჩქარებლად ვაბრუნებ თავს შემოსასვლელისკენ და ვხედავ, ვხედავ მის უდიდებულესობას, ბავშვობის მეგობარს, უდიდეს მტერსა და ერთადერთ სიყვარულს, ლადოსს!



№1 სტუმარი სტუმარი მოიისფრო

საინტერესოა, თავები გაზარდე აუცილებლად <3 და ასევე აუცილებლად გააგრძელწ.

 


№2 სტუმარი angry strawberyy

სტუმარი მოიისფრო
საინტერესოა, თავები გაზარდე აუცილებლად <3 და ასევე აუცილებლად გააგრძელწ.

მადლობა მოტივაციისთვის! მჭირდება და მნიშვნელოვანია ჩემთვის ♥️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent