შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მექანიკურად! (9 თავი)


23-02-2020, 16:04
ავტორი nia_93
ნანახია 2 332

-რანაირად დაგემართა კი მაგრამ?-ცოტათი შეშფოთებული ეკითხებოდა დედამისი თათას.

-დედა, ხომ აგიხსენი? სამსახურის კიბეებიდან ჩამოვდიოდი და ფეხი ამისრიალდა-თვალები აატრიალა თათამ-რამდენი ბრუნი გავაკეთე დაცემისას ეგეც გაინტერესებს?

-აი ვერ წარმომიდგენია,ასე დაუფიქრებლად რანაირად ჩამოდიოდი,რომ ასე დაეცი-უკმაყოფილოდ წუწუნებდა

-კარგი რა-ამოიოხრა თათამ

-გტკივა?-მერე შერბილებული ხმით საწოლზე ჩამოუჯდა და თათასდა გასაკვირად მზრუნველი მზერით შეხედა

-არა,გამაყუჩებლები მაქვს დალეული და საერთოდ ვერ ვგრძნობ ტკივილს

-ექიმს ველაპარაკე და ხვალ გამოგწერენ-თათამ არაფერი არ უპასუხა,უბრალოდ ამოიოხრა და თვალები დახუჭა. დედამისი დიდ ხანს არ გაჩერებულა,საქმეები მაქვსო და მალევე დატოვა თათა.

თათა იწვა და მთელი დღე მომხდარზე ფიქრობდა. წარმოდგენაც არ უნდა რა მოხდებოდა მანქანიდან რომ არ გადმომხტარიყო,ახლა ალბათ გიგას ცოლი ერქმეოდა, მაგრამ ზუსტად იცოდა,რაც არ უნდა მომხდარიყო,გიგასთან არც ერთი წუთით არ გაჩერდებოდა და რა მომენტიც ჩაუვარდებოდა იმ წამსვე გამოიქცეოდა მისგან. მისდა საბედნიეროდ ამ ზომამდე არ მისულა საქმე და ახლა მხოლოდ მოტეხილობას და ტვინის შერყევას ებრძვის,მაგრამე ეგ არაფერია იმის ფონზე,რაც შეიძლება მომხდარიყო.

ცოტათი ამოისუნთქა. მერე კატო,ალექსზე და ლევანზე დაფიქრდა. კატო და ალექსი შეშინებული თვალებით რომ შემოვარდნენ,ლევანი კი როგორც ყოველთვის უემოციოდ იყო,მიუხედავად ამისა,გაეღიმა ლევანის გახსენებაზე,მთავარი იყო რომ პირვევლივე ღამეს მის სანახავად მოვიდა,მერე რა, რომ თუნდაც კატოს გამოყვა, მთავარი იყო რომ ის მოვიდა.

მეორე დღეს გამოწერეს კატო. კახამ და დედამისმა წაიყვანეს. მას დიდად არ სურდა სახლში მათთან ერთად ყოფნა,მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა,უნდა აეტანა,სანამ გამოჯანმრთელდებოდა. კატომ რამდენჯერმე ინახულა, თათა ძირითადად იწვა,ტვინის შერყევის გამო და უკვე მეტი აღარ შეეძლო. ერთი სული ჰქონდა ჩვეულებრივ ცხოვრებას დაბრუნებოდა.

2 კვირაში თავს უკეთ გრძნობდა.სამსახურშიც დაიწყო სიარული. მართალია თაბაშირიანი ხელით მუშაობა ცოტა უჭირდა, მაგრამ თავს მშვენივრად ართმევდა.
სამსახურის მერე კატოს გაუარა,მოენატრა მისი სახლი. თათა გიჟდებოდა კატოსთან ყოფნაზე. იმ სახლში რაღაც ძალიან დადებითი და თბილი აურა სუფევდა და თავს გაყვარებდა. ადამიანებზე ხომ საუბარიც ზედმეტი იყო.ყველა მისთვის ძვირფასი ადამიანი მანდ ცხოვრობდა.

-ლამის ერთი თვეა აქ არ ყოფილხარ-კარი გაუღო თუ არა ჩაეხუტა თათას-მოენატრე სახლს-გაუღიმა

-მეც მომენატრა-თათამაც გაუღიმა და მისაღებში შევიდნენ.

-მარტო ხარ?

-კი,ალექსი წყნეთში ავიდა მეგობრებთან ერთად და იქ დარჩება რამდენიმე დღე,ლევანი ჯერ არ მოსულა-გააგებინა ძმების ასავალ-დასავალი-ყავას ხომ დალევ?-თათამ თავი დაუქნია.კატო სამზარეულოში გავიდა ყავის გასამზადებლად. ამასობაში ლევანი მოვიდა

-გამარჯობა თათა-მიესალმა,როცა მისაღებში დივანზე მჯდარი თათა დაინახა

-ლევან? გამარჯობა-თავისდაუნებურად გაუღიმა

-როგორ ხარ?-ჰკითხა და მის წინ დივანზე ჩამოჯდა

-მადლობა,უკეთ. მხოლოდ ამისი მოხსნაღა დამრჩა-თაბაშირიან ხელზე მიუთითა

-კარგია, მაინც მსუბუქად გამოხვედი-რატომღაც ძალიან მშვიდად და შინაურულად ესაუბრებოდა ლევანი.ალბათ იმის ბრალი იყო,რაც თათას გადახდა და არ უნდოდა ისედაც ტრავმირებული გოგოსთვის თვითონაც დაემატებინა.

-ხო-მოკლედ უპასუხა თათამ და ტელეფონს დახედა,თავს უხერხულად გრძნობდა

-რომელი საუკუნეა გოგოს რომ იტაცებ-მოულოდნელად ისევ დაიწყო ლევანმა და გაეცინა-აშკარად ძველი დროიდან არის ეგ შენი გიგა-ცოტათი ირონიულად მიუგო

-ჩემი არა!-უკმაყოფილოდ შეუსწორა.ლევანმა ხელები ასწია დანებების ნიშნად.ამასობაში კატოც გამოვიდა

-ვა, ლევან მოხვედი-ჰკითხა და ყავა დაუდგა თათას-დალევ შენც?

-არა,დავლიე წეღან წამოსვლამდე-კატომ როგორც გინდაო და ისიც ჩამოჯდა დივანზე

-როდის უნდა მოიხსნა?-თათას თაბაშირზე ჰკითხა

-შემდეგ კვირას უნდა მივიდე და მომხსნის.უკვე ძალიან მაწუხებს-დაიწუწუნა თათამ. ლევანი ტელეფონში ათვალიერებდა რაღაცებს

-ეს ქეთა ნაკანი როგორი გოგოა?-სხვათაშორის ჰკითხა კატოს ისე,რომ ტელეფონიდან თავი არ აუწევია

-მოდელი როა?-დააზუსტა კატომ

-ხო,ეგ

-რავიცი,ცოტა ქარაფშუტა იყო ეგ-გაახსენდა კატოს თავისი ძველი ნაცნობი,ცეკვაზე ერთად დადიოდნენ სკოლის პერიოდში,მაგრამ გულზე არადროს ეხატებოდა-და რამ გაგახსენა ახლა ეგ?

-facebook-ზე გამომიგდო მისი ფოტო, ნიკას ბიძაშვილს ჰყავს მონიშნული.კაი ვიდზეა ისე,ხომ იცი შენ-სხვათაშორის ჩაილაპარაკა.თათას გულზე მოხვდა მისი სიტყვები.მერე რა რომ ლევანი აზრზე არაა თათას გრძნობებზე,მერე რა რომ თათას წინაშე არანაირი ვალდებულება არ აქვს, მაინც არ ესიამოვნა სხვა გოგოზე ასე დადებითად რომ საუბრობდა. ცოტა იეჭვიანა,არა,ცოტაზე მეტი.

-არის რა- ტუჩები დაპრუწა კატომ და თათას დაეჯღანა

-ისე,შენ როდის უნდა იყოლიო ვინმე?-საერთოდ არ მორიდებია კატოს თათას თანდასწრებით ასეთი რამ რომ ეკითხა ლევანისთვის.თათას შინაგანად შეახურა-ეკას მერე რამდენი ხანია სერიოზული არავინ გყოლია

-როცა საჭირო იქნება მეყოლება-მოკლედ მოუჭრა-და მაგ გოგოს ნუ მიხსენებ თუ შეიძლება!

-რა იყო,გრძნობები შემოგრჩა და გულს გტკენ?-გაეცინა.ლევანი ებღვირებოდა

-რაც შენი საქმე არაა,მაგაში ცხვირს ნუ ჰყოფ კატო. ჩემი და ეკას ურთიერთობა დიდი ხნის წინ მორჩა და თუ დავაკმაყოფილებ შენ ეგოს გიპასუხებ რომ არა, არანაირი გრძნობები არ მაქვს მის მიმართ შემორჩენილი და საერთოდ არ მაღელვებს ეკას ხსენება!-დაგაკმაყოფილა პასუხმა?-კატოს კი ესაუბრებოდა,მაგრამ ქვეცნობიერად თათას გასაგონადაც იძახდა,ადრე რომ შეეკითხა ეკაზე.თათა აწითლებული იჯდა და ადგილს ვერ პოულობდა,რადგან თვითონაც მიხვდა,ლევანმა მასაც რომ ჩაუნამიოკა. რას არ გაიღებდა ახლა აქ რომ არ მჯდარიყო და კატოს მისთვის ეს არ ეკითხა.

-ჩემი ეგო კმაყოფილია-სიცილით უპასუხა კატომ და ყავა მოსვა-არ გეწყონოს და არასდროს მომწნდა ეგ გოგო-ისევ ეკაზე ჩაურტყა

-რატომ?-გაეცინა ლევანს და თან დააინტერესა.ისე საუბრობდა და-ძმა,თითქოს ოთახში მარტო იყვნენ

-ამპარტავანი და ყეყეჩი იყო.ყველას ზევიდან უყურებდა

-მაგიტომაც ვერ შევეწყვეთ-თვალი ჩაუკრა ლევანმა დას,მერე წამოდგა და გოგოები მარტო დატოვა.

თათამაც დაიკმაყოფილა ცნობისმოყვარეობა,სულ აინტერესებდა ლევანი და ეკა რატომ დაშორდნენ,ჰქონდა თუ არა მის მიმართ გრძნობები ისევ. დღეს კი მათი დიალოგით თავადვე გამოიტანა დასკვნა,რომ ლევანს ეკა აღარ უყვარდა,რადგან როცა ისევ უყვართ, ასე თავისუფლად და სულ ერთია ტონით მათ წარსულ ურთიერთობაზე ვერ ლაპარაკობენ.

მეორე კვირას თათამ თაბაშირი მოიხსნა. დაუბრუნდა ისევ სრულფასოვან ცხოვრებას. ისე შეეჩვია ამ ერთი თვის განმავლობაში ცალი ხელით ყველაფრის კეთებას, ორი ხელით მუშაობა უკვირდა კიდეც და ძალიან დიდ შვებას გრძნობდა.
განსაკუთრებული არაფერი მომხდარა.

ისევ იგივე რუტინა. სამსახური-მეგობრები-სახლი. სახლი ისევ იმ რეჟიმით,დილით რომ გადიოდა და საღამოს შედიოდა.
ლევანთან ურთიერთობა სტაბილურად მშვიდად იყო,რაც ძალიან აკვირვებდა თათას. ზედმეტ რეპლიკებს აღარ ისროდა მისი მისამართით,მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში. თათა ცოტათი დამშვიდებული იყო,რადგან სიტყვების კონტროლი აღარ უწევდა იმის შიშით,რომ ლევანი რამეს ცინიკურად ეტყოდა.

ერთხელ,კატო ლევანი და თათა ერთად გავიდნენ კაფეში. კატო მთელი დღე წუწუნებდა,აჭარული ხაჭაპური მინდაო.ლევანმა კი,რომელიც სახლში იყო და ისვენებდა,გოგოებს შესთავაზა წავიდეთ,აჭარულზე დაგპატიჟებთო.თათას ეგონა მოესმა,მაგრამ კატო გახარებული რომ გაიქცა ჩასაცმელად.,მიხვდა რომ ლევანი მართლა პატიჟებდა მათ.
განა ხაჭპურის საჭმელად თვითონ და თათა ვერ წავიდოდნენ? მაგრამ ლევანის დაპატიჟება ძალიან გაუხარდა.

შეკვეთას ელოდებოდნენ რესტორანში, ეკა რომ შემოვიდა ვიღაც კაცთან ერთად. ლევანი რომ დაინახა,მისკენ წამოვიდა,თან მამაკაციც გამოიყოლა

-ლევან,როგორ ხარ?-ჰკითხა ეკამ და თან გადაკოცნა.კატოს თვალები გაუფართოვდა.თათას არ ესიამოვნა მისი დანახვა.ლევანი ფეხზე წამოდგა და მიესალმა

-კარგად,შენ როგორ ხარ ეკა?-ჩვეულებრივად მიუგო,როგორც ჩანს ცივილურად დაშორდნენ და სადმე თუ შეხვდებოდნენ ერთმანეთს ესალმებოდნენ და მოიკითხავდნენ კიდეც

-მეც კარგად. გაიცანი,ლადო,ჩემი საქმრო-ღიმილით გააცნო-ლადო,ეს ლევანია,ჩემი ყოფილი-აუღელვებლად წარმოთქვა. ლადოს დიდად არ გახარებია ლევანის ნახვა და მშრალად მიუგო სასიამოვნოაო.ეკამ გოგოებს გადახედა,კატო იცნო და უბრალოდ მიესალმა

-ჩემს დას იცნობ-ლევანმა ეკას მზერა რომ დაინახა გოგოების მიმართ გადაწყვიტა მათთვისაც გაეცნო-ეს კი თათაა-თათასკენ გაიხედა-ჩემი შეყვარებული-ამის გაგონებისას თათამ ფერი დაკარგა და ნერწყვი ძლივს გადაყლაპა.კატოც არანაკლებ გაოცებული იყო,მაგრამ ცდილობდა არ შეემჩნია,დაახლოებით მიხვდა რა თამაშსაც თამაშობდა ლევანი

-სასიამოვნოა-მკრთალად გაუღიმა ეკამ-დაგემშვიდობებით აბა-ხელი დაუქნია და ლადოსთან ერთად მათგან მოშორებულ მაგიდასთან დასხდნენ.

ლევანი უემოციო სახით მიუჯდა მაგიდას,თათა ჯერ კიდევ ეიფორიაში იყო. ძალიან ესიამოვნა ლევანის ნათქვამი,მაგრამ თვიტონ ხომ იცოდა რომ მოიტყუა

-ვაუ ლევან,ეს რა შოუ დადგი- თითი აუწია კატომ

-ერთხელ მეც ხომ უნდა მესარგებლა ამისი ,,შეყვარებულის’’ სტატუსით-თათას მიუბრუნდა და თვალი ჩაუკრა. თათას ყველაფრის მიუხედავად გაეღიმა და თავი გააქნია.ვერაფერი თქვა
-ახლა ბარი-ბარში ვართ-მხრები აიჩეჩა ლევანმა და მიმტანს მადლობა გადაუხადა,რომელმაც იმ წამს მიუტანათ ცხელი აჭარული ხაჭაპური.



№1  offline წევრი დარინა

დამპალი ლევანიიმაინც არ იქნება მაგისი გამოსწორებაა, ველოდები როდის გადარევს თათაა, ცოტა დაიკიდოს ეს ბიჭი რაა, როგორი სათნო დაუბრალოა.

 


№2  offline წევრი alienbaby

აუუ როგორ გამახარე ესე მალე რო დადე ახალი თავი❤️❤️❤️ესე გააგრძელე❤️❤️❤️❤️❤️

 


ვაიმე გამაგიჟებს ეს ბიჭი

 


№4  offline წევრი ვიპნი

თათას გასაგონად ნათქვამი სიტყვები,,მერე ვითომ შეყვარებულობა ,ძალიანაც კარგი ,კიდევ ბევრი ესეთები რა :)
მადლობა ამ კვირა დღეს ჩვენთვის რომ გაისარჯე :*

 


№5  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

ხო ასე ხშირად დებ ახალ თავებს, კიდევ ვერ ვისვენებ სულ მინდ ა ვიკითხო, თათა იმსახურებს ბედნიერებას თან ძალიან, ლევანი ნელ-ნელა ტრიალდება მისკენ მგონი ბოლო ნაწილმა ხოს აერთოდ შოკში ჩამაგდო აისბერგი დაძირვას იქყებს :დდდ ❤️❤️❤️

 


№6  offline წევრი LI_BE

ხო, ეს გოგო რომ მექანიკური იყო, კი შევატყვე თავიდანვე, ისე მექანიკური ქცევები ქონდა. მე მაინც ლევანს ვგულშემატკივრობ და ჯერჯერობით შეცდომა არ დაუშვია და ამიტომ ძალიან მომწონს. თათა სულ შეცდომებით მოვიდა აქამდე და ამის შემდეგ რა იქნება, ვნახოთ.

პ.ს. ცოტა უფრო მეტი რომ მოვიყვე თათას ცხოვრებაზე, გარდა კატოსთან ურთიერთობისა და მასთან სტუმრობისა, კარგი იქნება. მხოლოდ მშობლების პრობლემაა მიზეზი, თუ რამე სხვაც არსებობს, მისი ასეთი გულჩათხრობილი მდომარეობის გამომწვევი. ალბათ სხვა ადამიანებიც, მეგობრებიც, თანამშრომლებიც არსებობენ მის ცხოვრებაში.

 


№7 სტუმარი mariami

dzaann magariaaa

dzaann magariaaa

 


№8  offline წევრი Tako_elizbarashvili

შემდეგი როდის დაიდება ((( ძალიან მომწონს

 


№9 სტუმარი სტუმარი ნესტანი

იქნებ თაფლი აჭამონ ლევანს რომ დატკბეს თორე ცოდოა გოგო

 


მომკალი და არ მომწონს, ღმერთო ჩემო, იმას კი არ ვამბობ ცუდათ წერ ან რამე, უბრალოდ არ მომწონს რა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent