ჭირვეული (თავი 3)
დამღლელი დღის შემდეგ ტელეფონის ზარის ხმამ გამოაფხიზლა, მამამისი იყო ნუგზარი - ხო მამა, უპასუხა დაღლილი ხმით ლეევანმა - რას შვები ლევან - არაფერს დაძინებას ვაპირებდი - ხვალ სამსახურის შემდეგ რა გეგმები გაქვს ? - ჯერ არაფერი - შენს მეზობლად ვართ დაპატიჟებული, კატოს მშობლები ჩამოდიან , მინდა წამოხვიდე და გაიცნო. - არ მეცლება სავარაუდოდ - ლევან.. ხმა გაუმკაცრდა ნუგზარს - ხომ იცი არ მიყვარს სტატუსით ურთიერთობები - არც მე მიყვარს მაგრამ ეს ეგ შემთხვევა არ არის, კარგი ხალხია და მე მსიამოვნებს მათთან ურთიერთობა ხვდები ? - მამა , არ მეცლება - როდის გეცლება იმ დროისთვის გადავდოთ მაშინ . - კარგი ცოტა ხნით წამოვალ ხვალ, ოღონდ ცოტა ხნით. ლევანი მობეზრებუილი სახით გავიდა აივანზე, უკვე სადაც მიიხედავდა ყველგან კატო ესმოდა, არ უნდოდა ამ გოგოზე ფიქრი მაგრამ სხვა გზა არ რჩებოდა. აივანზე კატო და მისი მეგობარი რაღაცაზე წყნარად საუბრობდნენ, - იქნებ გეჩვენება- მოწყენილი სახით უთხრა ანკამ. - აუ არ ვიცი რა , ნუგზარი იცი რა მაგარი კაცია, მის ცოლსაც ვიცნობ, სულ მეუბნებოდნენ შვილი უნდა გაგაცნოთ დაუმეგობრდებიო, და დღეს მამამ რომ მითხრა შენი მეზობელიაო მაგრად გამიტყდა რა. - აუ არ მგონია ეგეთი ტიპი და რავი - როგორი ტიპია ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ რაღაცნაირად არ ვეხატები გულზე, გამარჯობაც კი არ გვითქვამს ერთმანეთისთვის და მგონია რომ რაღაცნაირად ვყავარ ამოთვალწუნებული. მის მეგობრებს კი მგონია რომ ქერა ცანცარა გოგო ვგონივარ, და ეგ ფაქტი უფრო მაღიზიანებს რა, ხო ვხვდები რა დამოკიდებულებითაც არიან ჩემს მიმართ. აი როგორ მინდა მშვიდი ცხოვრება, აი ახლა მეზობლის ატანა რომ გიწევს რა... ჩაიბუტბუტა კატომ, ლევანს მეტის მოსმენა აღარ უნდოდა, მართალს ამბობდა კატო.. თუმცა გოგონების საუბარს მაინც ვერ მოწყდა - რომ უთხრა შენებს და ხვალ სადმე გახვიდე როცა მოვლენ - ჩემები ხომ იცი რა ტიპებიც არიან, მოვატყუოებ რამეს , რამე უნდა მოვიფიქრო რომ სახლიდან გავიდე, თუ არადა მომიწევს იმ უჟმურის ყურება და თავაზიანი ღიმილი. - ე რავი , იქნებ მაინც გაგეცნო, შეიძლება სულ არ არის ეგეთი - ეგეც მართალია, ჩაილაპარაკა კატომ. ლევანმა გადაწყვიტა ხვალინდელ შეხვედრაზე , კატოზე შთაბეჭდილება მოეხდინა და ეს დამოკიდებულება შეეცვალა, გამოიპრანჭა, როგორც ყოველთვის სოლიდურად გამოიყურებოდა და მისი სუნამო კიდევ უფრო მამაკაცურს ხდიდა. კატოს ოჯახს ესტუმრნენ, ლევანს თვალები სხვა ოთახებისკენ ეჭირა საიდანაც კატოს გამოსვლას ელოდა, თუმცა ტყუილ უბრალოდ, ცოტა ხანში ზაზამ სტუმრებს აუხსნა რომ კატოს სამსახურის საქმეზე მოუხდა გასვლა, ლევანს სიმწრით ჩაეღიმა, თუმცა მაქსიმალური მონდომებით ცდილობდა ზაზასთან უშუალო დამოკიდებულება გამოემჟღავნებინა, საღამო სულაც არ გავდა სტატუსით ურთიერთობას,პირიქით არაჩვეულებრივად იგრძნო ლევანმა მათ გარემოცვაში თავი. კატო გახარებული შევიდა ბარში და მიუჯდა მეგობრებს, იქვე მჯდომი ლაშა არც კი შეუმჩნევია და სიხარუით ახარა გოგოებს , როგორ მოატყუა მშობლები და დატყდა ამ საღამოდან . ლაშას გაეღიმა , ტელეფონი ამოიღო და ძმაკაცს მიწერა - " მაგრად დაგედო დღეს ხო ?" დდ - ???? - კატო ჩემს უკან ზის ბარში გოგონებთან და ყვება როგორ მოტყდა სახლიდან ლევანს აღარაფერი მიუწერია. ბრაზი მოერია, წამოდგა თავაზიანად დაემშვიდობა კატოს მშობლებს, პატიება ითხოვა და ბარისკენ გაემართა. ბარში შესული ბიჭებს მიესალმა, ლაშა გაკვირვებული უყურებდა ძმაკაცს,ლევანმა კატო თვალებით მოძებნა და ხმამაღლა წამოიძახა - კატოო ?? შენ აქ რას აკეთებ ? კატომ დაბნეულად გახედა ლევანს და ცოტა არ იყოს დაიბნა ლევანი ახლოს მივიდა გოგოებს ხელი ჩამოართვა და გაეცნო შემდეგ ისევ კატოს მიუბდრუნდა - ახლა შეხვედრაზე არ უნდა იყო ? - უკვე დასრულდა და წამოვედი , სწრაფად იცრუა კატომ - იტყუები.... ვერც მე ვერც ნუგზარი და ვერც შენი მშობლები ტყუილს ვერ იტანენ , იცი ? - თუნდაც ვიტყუებოდე, ეგ თქვენ ნამდვილად აღარ გეხებათ, მკვახედ მიუგო კატომ, - მეხება, იმიტომ რომ შენი საქციელი ჩემი ოჯახის უპატივცემულობაცაა არა თუ შენი ოჯახის, საინტერესოა რას იტყვის ნუგზარი როცა ამას მოვუყვები. - თუ ასე გაინტერესებს შეგიძლია წახვიდე და მოუყვე, ჩემთან საუბარში დროს ნუ დახარჯავთ. - მე სად წავალ და რას მოვყვები შენი საქმე არ არის, უბრალოდ მინდა გითხრა რომ უპასუხისმგებლო გატუტუცებული გოგო ხარ, რომელიც თავს არიდებს ყველანაირ სიტოაციას და პასუხისმგებლობას იმისთვის რომ თვითონ კომფორტის ზონიდან არ გამოვიდეს, თავხედი ხარ და ეგოისტი, რომელმაც კაკ მინიმუმ მშობლების პატივისცემა არ იცის, ალბათ სამსახურშიც ამ დამოკიდებულებით აღწევ წარმატებას ? სავარაუდოდ კი, ბევრი შენზე ნიჭიერი ახალგაზრდა დადის უმუშევარი, შენ კი მშობლებით გადიხარ ფონს, მერე ასეთ ბარებში სიარულით ირგებ სტატუს და საკუთარ ეგოს იკმაყოფილებ, და მაინც ამ ყველაფრის ფონზეც კი , არ შეგიძლია მშობლების ნებას სცე პატივი და იმ ადამიანებს იმედი არ გაუცრუო რომლებიც გენდობიან. - საკმარისია , ჩემი შეურაცხყოფის უფლება არანაირად არ გაქვს, ამ ტექსტებით სადაც გინდა იქ წადი და იქ ისაუბრე ჩემზე, მაგრამ, ჩემთან მეორედ ასე საუბარი არ გაბედო. - და რას იზამ რომ გავბედო, შენ ლაწირაკი გოგო, მემუქრები მე 35 წლის კაცს ? - არ გემუქრები, უბრალოდ გაფრთხილებ, თუ მოვიტყუე ჩემი ობიექტური მიზეზები მაქვს, რომელიც შენ არ გეხება. - მიზეზი რომ გქონდეს, აქვე დაიწყებდი თავის მართლებას - თავის მართლებას არ დავიწყებ რადგან ისედაც ვიცი რომ მართალი ვარ - ყველაფერთან ერთად ჯიუტი და ამბიციური ხარ, ყველა ნეგატიურმა თვისებამ შენში მოიყარა თავი როგორც ვხედავ- ამრეზით უთხრა ლევანმა და ბიჭებისკენ წავიდა, ძალიან უნდოდა კატოს გამოწვევა, უნდოდა კატოსაც მიეყენებინა შეურაცხყოფა და ლევანისთვისაც ის ეთქვა რასაც დილით ანკას ეუბნებოდა მასზე თუმცა ვერ მოახერხა, კატო ძალიან გაწონასწორებული აღმოჩნდა, ლაშა გაოცებული უყურებდა ძმაკაცს, ყველას ეგონა გოგონები მალე წამოდგებოდნენ და წავიდოდნენ ბარიდან თუმცაღა შეცდნენ. კატომ პრინციპულად არ დატოვა იქაურობა, გოგონებთან სუაბარი და სიიცლი განაგრძო რაზეც უფრო ნერვები ეშლებოდა ლევანს. ლაშან ლევანი მოსაწევად გაიყვანა - ყველა შენი საქციელი რაცას კი აკეთებ, იმას ამტკიცებს რომ ეგ გოგო გევასება - აი საიდან მოგაქვთ ეს ყ*ური დასკვნები ? გაბრაზდა ლევანი - არ მოვიდა? შენც ხომ არ გინდოდა მისი ნახვა, უნდა გაგხარებოდა პირიქით, მაგრამ იცი რა გაგიტყდა, შენ რომ მიხვედი იმან კი დაგადო, იმდენად აითვალწუნე ეგ გოგო, ვეღარ მალავ, მანაც კი შეამჩნია. თუ გევასება ნუ გიტყდება და თქვი, ირაკლიც დაოკდება და შენც მშVიდად იქნები - არ მევასებათქო ბიჭო, ეგეტ გოგოს ზედ არასდროს შევხედავ რა ვერ გაიგეთ? ტიპური ჩურჩუტი მამიკოს განებივრბეული გოგოა, - აი მე კი სვხანაირად მგონია, ეგრე რომ იყოს, წეღან მაგდენს არ მოგითმენდა და თავზე დაგამხობდა ყველაფერს, არც მას აქვს შენზე კარგი წარმოდგენები და პირში მოგახლიდან მაგრამ შენგან განსხვავებით საკუთარ თავს სცა პატივი, და ჩემი აზრით მაგრად მიგაბანძა, გგონია ვერ ვხვდები რას ცდილობდი - ხოდა მაგაზე უფრო ვგიჟდები, გოგოს სინდისი და ნამუსი ვაბშე არ აქვს? წყობიდან ვერ გამოვიყვანე ისევ ზის და კისკისებს, - ყოჩაღ კატო.. გაეცინა ლაშას , ისე არ მეგონა 35 წლის ასაკში თუ ერთი ციდა გოგო ასე მოგსვამდა. გაეცინა ისევ ლაშას... ისე დაგინახავ ჩემთან მოსულს, სიგიჟემდე მიიყვარსო ერთ დღეს რომ იტყვი - აი როგორი შანსი არ არის იცი ... აი გამორიცხულია, ქვეყანაზე ქალი რომ დაილიოს მაგისნაირ გოგოს ზედ არ შევხედავ - ვნახოთ ვნახოთ. გვიან დაიშალნენ გოგონებიც და ბიჭებიც, კატომ მანქანის დაძვრა სცადა თუმცა ტყუილუბრალოდ, საბურავი ბოლომდე დაშვებული დახვდა, ესეც დღის სასიამოვნო დასასრული... გაეცინა კატოს. გოგონებს ტაქსი გამოუძახა და გაუშვა, მანქანას მე მივხედავო თქვა, ძალიან არ სურდა მანქანის დატოვება, თან საბურავის გამოცვლის გამოცდილება უკვე ქონდა,საბარგულიდან ბორბალი და ინსტრუმენტები გადმოიღო და თავისი ხელით გამოცვალა, ლაშამ ბოლო წუთებში დაინახა და დასახმარებლად მივიდა - მადლობა ლაშა , უკვე დავასრულე. გაეღიმა კატოს - ძალიან მაგარი გოგო ხარ, მისდაუნებურად უთხრა ლაშამ , ხო მართლა ლევანის მაგივრად გიხდი ბოდიშს დღეს რაღაც არ იყო მწყობრში - იმის გამო რაც შენ არ დაგიშავებია ბოდიშს ნუ მომიხდი,ისე კი გულწრფელად გითხრა ძალიან განსხვავდები მათგან და ვერ ვხვდები რა საერთო გაქვს ლევანთან და მის სამეგობროსთან. ლაშას ჩაეცინა - ასეთები ჩანან, მაგრამ ცუდი ტიპები მართლა არ არიან რა, ლევანს რაც შეეხება უბრალოდ ეწყინა დღეს შენგან და წყენა ბრაზში გადაუვიდა - საქმეც ის არის რომ წყენის ამბავზე მეტად პატივმოყვარეობის ამბავი მგონია. მშვიდობიან ღამეს გისურვებთ ლაშა. - ღამემშვიდობისა ლაშას დაემშვიდობა და იქაურობას გასცილდა. კატო არ იმჩნევდა მაგრამ ძალიან განიცდიდა ყველაფერს, მეორე დღეს გადაწყვიტა ნუგზართან მისულიყო და ბოდიში მოეხადა - ბატონო ნუგზარ შეიძლება ? - კატო შვილო შემოდი. - როგორ ხართ ? - კარგად , გული დაგვწყდა გუშინ რომ არ დაგვხვდი - ვიცი, გუშინდელზე მინდოდა მეთქვა, მეც დამწყდა გული და იქნებ დღესაც გვესტუმროთ, - ლევანს არ სცალია დღეს თორემ სიამოვნებით. - მე თქვენ გპაიჟებთ, თქვენ და თქვენს მეუღლეს, ძალიან გთხოვთ , შეეხვეწა კატო, ნუგზარმაც უარი არ უთხრა და იმ საღამოსაც ესტუმრნენ, თუმცა დღეს ლევანი არ იყო, კატოც არაჩვეულებრივად გრძნობდა თავს. ლევანმა სახლში მისვლისას ეზოში მამამისის მანქანა რომ დაინახა გაუკვირდა - მამა სად ხარ- დაურეკა მაშინვე ნუგზარს - კატომ გვთხოვა მე და ლეილას დღეს მესტუმრეთო, შენ სად ხარ? - ახლა მოვედი სახლში - მაშინ შემოგვიერთდი - დაღლილი ვარ მამა. - კარგი როგორც გინდა ლევანი დაფიქრდა, კატომ იცოდა რომ დღეს ლევანი მეგობრებთან მიდიოდა და არ ეცლებოდა. - ასე არ უნდა ჩემი ნახვა ? თუ რაღაც თამაშს თამაშობს, ფიქრებში აჭრილიყო ლევანი. შემდეგი შეხვედრები ლიფტში იქნებოდა ეს, ბარში თუ ქუჩაში, აივანზე თუ სადმე სხვაგან ერთმანეთის იგნორით იწყებოდა და იგნორითვე მთავრდებოდა. კატო იმდენად არ იმჩნევდა ლევანის არსებობას, თითქოს უბრალოდ ჰაერი იყო, ლევანი ამჩნევდა და დაჟინებულ მზერას არ აშორებდა ხოლმე, ვერ ხვდებოდა როგორ შეეძო კატოს აგრესიის თუ ბრაზის იმდენად მოთოკვა რომ ხმა არ გაეცა ლევანისთვის, მას შემდეგ ხშირად უწევდათ ოჯახებთან ერთად ბიზნეს ლანჩებზე თუ სხვადასხვა ღონისძიებებზე სიარული, კატო სრულიად გაწონასწორებულად თამაშობდა ორივეს მშობლების თვალწინ და თავაზიანად მოიკითხავდა ხოლმე ლევანს, ხოლო როგორც კი მშობლებს თავს დააღწევდა და ახალგაზრდებში გაერეოდა , მაშინვე ივიწყებდა ლევანის არსებობას. ლაშამ მომხდარზე მოუყვა ირაკლის, ახსნა განმარტებების გარეშეც ცხადი იყო რომ ლევანს ინტერესი გააჩნდა ამ გოგოს მიმართ, ამიტომ ირაკლი საერთოდ შეეშვა კატოს, თუმცა ლევანს მაინც ცდილობდა ეეჭვიანა იქნებ ასე მაინც გამოეტეხათ თუნდაც საკუთარ თავთან. მაინც არასდროს არ წყვეტდნენ კატოზე საუბარს, ლევანი კი ცდილობდა ბრაზი მოეთოკა. ასე გავიდა რამდენიმე კვირა, უნდოდათ თუ არა ერთი წრე გამოუჩნდათ სადაც ხშირად უწევდათ ინტერაქცია, კატო მარტივად ხიბლავდა მისი ინტელექტიტ ყველას, ყველგან მასზე საუბრობდნენ , ყოველთვის სასურველი სტუმარი იყო, და მაშინვე ატყობდნენ თუ იგვიანებდა ან არ მოიდოდა, ყოველთვის ყველა მას კითხულობდა. ლევანს ეს ფაქტი უფრო აღიზიანებდა, ანალოგიურად იყო ლევანი გგოგონებისთვის, ყველა ეფლირტავებოდა და მასთან დაახლოებას ცდილობდა, ლევანიც შანს არ მაზავდა და ცდილობდა ხშირად მოხვედროდა კატოს თვალში, ანალოგიურად ცდილობდა კატოს დაენახა რომ ლევანს ფეხებზე ეკიდა , მისი არჩეული გოგონები ლევანის გემოვნებას უსვამდნენ თითქოს ხაზს, გრძელფეხება და ნაზი მიხვრა მოხვრის პატრონები იყვნენ. ლევანისგან განსხვავებით კი კატო ყველა მამაკაცს იშორებდა და ცდილობდა ყველასთან დისტანციური ყოფილიყო. დიტო საქართველოში ახალი დაბრუნებული გახდათ, ბრიტანეთში დაამთავრა სკოლაც დ აუნივერსიტეტიც, აქ კი მშობლების ბიზნესის გასაგრძელებლად და თავისი ახალი საქმეების დასაწყებად დაბრუნდა, 31 წლის სიმპატიური ყმაწვილი გახლდათ, თითქოს კონკურენციასაც კი უწევდა ლევანს, თავიდან მასაც მოსწონდა გოგონების კეკლუცი მაგრამ დროთა განმავლობაში კატოს დისტანციურობამ და ინტელექტმა მისი ინტერესიც გამოიწვია. დრო სწრაფად გადიოდა, ეს ინტერესი კი ღრმავდებოდა, კატოს გარშემო ყოფნა ვეღარ აკმაყოფილებდა და მუდმივად ცდილობდა მასთან განმარტოებას, ურთიერთობებში კარგად გამოცდილი იყო, ამიტომ არ უჭირდა ისეთი სიტოაციის შექმნა კატოს რომ არც ეჭვი აეღო არც თავი ეგრძნო ცუდად, ან უბრალოდ რაღაცეებზე უარის თქმა შესძლებოდა. ლევანის ეს დამოკიდებულება მხედველობიდან არ გამოჰპარვია. ლევანის წარმოდგენებიც იცვლებოდა ნელნელა კატოს მიმართ. აშკარად ატყობდა რომ დამოუკიდებელი გოგო იყო, და წარმატებასაც მისი შრომით აღწვდა, თუმცა არანაირი სურვილი არ ქონდა რამე გამოესწორებინა, ისღა აკლდა გოგოსთვის ბრძოლა დაეწყო. დიტო კი გამალებით იბრძოდა და კატოსთან განმარტოვების შანს ხელიდან არ უშვებდა. ლევანს შექმნილი სიტოაცია არ მოსწონდა, და მისდაუნებურად ცდილობდა მათთვის მარტო ყოფნის საშუალება არ მიეცა. - დღესაც ფეხით ხარ? კატოს კითხა დიტომ - კი მანქანა ისევ პროფილაქტიკაშია - მაშინ მე გაგიყვან თან გზაში ყავას დავლევდით - არ არის საჭირო- მე და კატო მეზობლები ვართ და მე წავიყვან- საუბარში ჩაერია ლევანი. კატოს წინააღმდეგობა არ გაუწევია, არ სურდა სხვებზე დაენახებინა მათ შორის რომ რაღაც რიგზე ვერ იყო, თან თანდათან გრძნობდა დიტოს ინტერესს , ისიც მიხვდა რატომ ჩაერია ლევანი ამიტომ დიტოს უარი უთხრა და ლევანს გაყვა. მანქანაში დუმილი კატომ გაარღვია , - მადლობა . - რისთვის - რომ წამომიყვანე - მეგონა ხელი შეგიშალეთ კატომ დაკვირვებულად გახედა ლევანს, უნდოდა ეკითხა რაში შემიშალე ხელიო, ან ეთქვა პირიქით გადამარჩინეო მაგრამ თავი შეიკავა. აღარაფერი უთქვამს, ჩუმად ავიდნენ მერვე სართულზე და დაემშვიდობნენ ერთმანეთს. მეგობრებო გთხოვთ გამიზიაროთ შთაბეჭდილებები |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.