მექანიკურად! (10 თავი)
თათას მადა გაუქრო ლევანის სიტყვებმა. ჩანგალს უაზროდ ატრიალებდა ხაჭაპურში. რა კარგად ჟღერდა ლევანის მიერ წარმოთქმული სიტყვები-,,ეს კი თათაა,ჩემი შეყვარებული’’.თათას ამ სიტყვების გახსენებაზე ჟრუანტელმა დაუარა,მერე რა,რომ ეს ფარსი იყო და ლევანმა მხოლოდ ეკაზე შთაბეჭდილების მოხდენის მიზნით თქვა, მაინც გააბედნიერა,ერთმა ტყუილმა ფრაზამ. ეიფორიამ რომ გადაუარა,მერე გული დაწყდა,როცა გაიაზრა რომ ტყუილი იყო, რადგან ყველაზე ძალიან ამ ქვეყნად ის უნდოდა,ლევანი მართლა მისი შეყვარებული რომ ყოფილიყო. -რატომ არ ჭამ?-ფიქრები კატომ გააწყვეტინა,რომელიც გემრიელად ილუკმებოდა -რა ვიცი, რაღაც მადა არ მაქვს-ძლივს გამოერკვა თათა კატომ რა ჰკითხა და უაზროდ გასცა პასუხი. ლევანს უცნაურად ჩაეღიმა -უგემრიელესია, ამისი არ ჭამა შეიძლება?-პირგამოტენილმა უთხრა. -ხო,შევჭამ,კი-ის იყო უნდა ეჭამა ლევანმა ხელი ხელზე დაადო და გაუღიმა,თათას ადგილზე თავბრუ დაეხვა -ეკა გვიყურებს და ცოტა შეყვარებული კაცის იმიჯი მინდა შევიქმნა-ისე უთხრა,სახიდან ღიმილი არ მოუშორებია.თათა გონს მოვიდა -მესმის,ლევან-გაუღიმა,როცა მიხვდა რაშიც იყო საქმე და თვითონაც დაადო ხელი იმ ხელზე,რომელიც თავისაზე ედო. ლევანს რეაქცია არ ჰქონია,თვალებში უყურებდა და უბრალოდ უღიმოდა,ეკას საჩვენებლად. კატო კი გაშტერებული აკვირდებოდა როლში შესულ ,,წყვილს’’ -მშვენივრად უხდებით ისე-სიცილით წამოაყრანტალა კატომ. ამის გაგონებაზე თათას ღიმილი სახეზე შეახმა, ლევანმა უხმოდ მოაშორა ხელი -მგონი აღარ გვიყურებს-ისე თქვა თათასთვის არ შეუხედავს და ხაჭაპურის ჭამა განაგრძო -მსახიობი ძმა მყოლია და არ ვიცოდი-ხუმრობას განაგრძონდა კატო-საუკეთესო შეყვარებული მამაკაცის როლის შესრულებისთვის ოსკარი გადაეცემა ლევან ბერიძეს!-არტისტულად შესძახა კატომ. ამაზე ყველას გაეცინა. დიდი ხანი არ გაჩერებულან,ცოტა ხანი ისე ისხდნენ და უბრალოდ საუბრობდნენ. თათასთვის ეს ერთ-ერთი დასამახსოვრებელი დღე იყო,იმ დღეებიდან,სადაც ის და ლევანი ასე მშვიდად ისხდნენ ერთ მაგიდასთან და ძალიან ჩვეულებრივად საუბრობდნენ. ბოლო პერიოდში დაუთბათ ურთიერთობა და ეს დღე ჯერჯერობით ერთადერთი ყველაზე თბილი და ემოციებით დატვირთული დღე იყო იმ დღეებიდან,რაც ლევანთან გაუტარებია. -მეჩვენება თუ თათას აღარ კბენ?-სახლში შესვლისას ჰკითხა კატომ ლევანს -ასე ფიქრობ?-სერიოზულად შეეკითხა -კი არ ვფიქრობ,ასეა -რა აზრი აქვს მასზე ვიყარო ჯავრი, თვითონ არის როგორიც არის და თუ რამე თვითონ წაიმტვრევს კისერს-მხრები აიჩეჩა -თათას კისრის წასამტვრები არაფერი ჭირს-უკმაყოფილოდ უპასუხა -ხო,რა ვიცი,თქვენ უკეთ იცით-გაეცინა -დედამ ზაფხულში ჩამოვალთ ალბათო-მოწყენილმა უთხრა კატომ. მათი მშობლები, საზღვარგარეთ მოღვაწეობენ. თორნიკეს, მათ მამას, იქ ბიზნესი აქვს და მას ხელმძღვანელობს. შვილებთან წელიწადში რამდენჯერმე ჩამოდიან. მათაც შესთავაზეს გერმანიაში გადასულიყვნენ და იქ ეცხოვრათ,მაგრამ ამათ დაიჟინეს ჩვენ საქართველოში გვინდაო. და-ძმებს შორის,ყველაზე ხშირად ლევანი აკითხავს ხოლმე მათ,გერმანიაში. -სააღდგომოდ უნდოდათ,მაგრამ ვერ ახერხებენ,მამას საქმეები აქვს მოსაგვარებელი-უთხრა ლევანმა -ნეტავ სულ აქ იყვნენ-სევდიანად ამოიოხრა კატომ -მალე იქნება ეს დროც კატო,მალე-დაამშვიდა და -იმედია-სუნთქვას ამოაყოლა ეგ ფრაზა. იმ საღამოს მშობლებზე მეტი აღარ უსაუბრიათ. *** -შენ რომ გიყვარს ისეთია-სამუშაო მაგიდაზე დაუდო ცხელი ამერიკანო თათას სანდრომ,მისმა თანამშრომელმა, რომელიც დიდი ხანია ეფლირტავება,მაგრამ უშედეგოდ. -მადლობა სანდრო-ღიმილით გააუხადა მადლობა-ეს ზედმეტი არასდროსაა ჩემთვის-ყავაზე მიუთითა -ვიცი!-თვალი ჩაუკრა-ამის გარდა კიდევ ბევრი რამ ვიცი შენზე-ინტერესით დააკვირდა -სანდრო... -ბევრი რამ ვიცი,მაგრამ უფლებას არ მაძლევ გამოვავლინო ხოლმე-მის თმას წაეთამაშა-სასწაული ფერია-თემა უცებ გადაიტანა და თმაზე მიანიშნა-წავედი საქმეს მივხედო-გაუცინა,თმას ხელი ფრთხილად მოაშორა და თავისი სამუშაო მაგიდისკენ აიღო გეზი -უი დამავიწყდა-მოუბრუნდა-თათ, ახალი პროექტის თავდაპირველი ხელშეკრულება გამომიგზავნე რა, მე დამეკარგა -ოქეი, ახლავე-უთხრა და კომპიუტერს მიუბრუნდა,ფაილი რომ მოეძებნა. სწრაფად იპოვა და სანდროს გაუგზავნა -მადლობა, ძალიან ოპერატიული ხარ-დაუბრუნა პასუხი სანდრომ.თათამ უბრალოდ ღიმილის სმაილი მისწერა. სანდრო ძალიან კარგი ბიჭია,ჭკვიანი,განათლებული,მშრომელი და ძალიან პერსპექტიული. თათა სამსახურის დაწყების დღიდანვე მოეწონა. ჯერ მისმა ვიზუალმა საოცრად მოხიბლა და მერე ახლოს რომ გაიცნო, შეუყვარდა. თათა კი ჩვეულ ამპლუაში იყო. არავის იკარებდა და თავიდანვე დიდი ზღვარი გაუვლო სანდროს და მიანიშნა, რომ ის მას როგორც კარგ მეგობარს და თანამშრომელს ისე აღიქვამდა. სხვას ალბათ ნებიმიერს შეუყვარდებოდა სანდრო,მისი ქცევებიდან გამომდინარე,მაგრამ არა თათას, რადგან ჯერ ერთი რომ თათას ასე მარტივად არ უყვარდებოდა და მეორეც,მისი გული უკვე დაკავებული იყო. *** თათა დღესაც სახლში გვიან მივიდა. სიჩუმეს მხოლოდ ტელევიზორის ხმა არღვევდა. მისაღებში კახა იჯდა და ტელევიზორს უყურებდა. არაფერი უთქვამს ისე აუარა გვერდი და თავის ოთახსი შევვიდა.როგორც ჩანს დედამისი სახლში არ იყო. კახას თათას უზრდელობა ყელში ამოუვიდა და უკან გაყვა -როდემდე უნდა იქცეოდე უზრდელი ბავშვივით?-მისი ოთახის კარებთან დადგა და მხრით კარის ჩარჩოს მიეყრდნო -სანამდეც მომინდება-მოკლედ მოუჭრა -დედაშენს ნერვებს უშლი შენი ქცევებით!-მკაცრად მიუგო -არაუშავს, მეც ბევრ რამეზე მეშლება ნერვები,მაგრამ არავის აინტერესებს-მკვახედ გასცა პასუხი თათამ -ხოო? და მაინც რაზე?-ირონიულად შეეკითხა -ამ სახლში არსებულ სიტუაციაზე... შენზეც მაგალითად-ზიზღით მიუგო.კახას ამის გაგონებისას ბრაზისგან თვალები ჩაუწითლდა -როგორ ბედავ ლაწირაკო?-ხმას აუწია-შენი თავი ვინ გგონია რომ ასე მელაპარაკო?უკვე ყელში ხარ ამოსული შენი უზრდელური ქცევებით -მე საერთოდ იმის მომხრე ვარ,რომ არ გელაპარაკო,მაგრამ მაიძულებ! -ძალიან თავხედი და თავნება ხარ! გეტყბა რომ აღზრდა დაგაკლეს შენმა ძვირფასმა მშობლებმა-ამის გაგონებისას თათა ძალიან გაბრაზდა -შენ არავინ გკითხება!-მაინც ეცადა თავი მოეთოკა და ბოლომდე არ აფეთქებულიყო -თუმცა სად ეცალათ შენს მშობლებს შენთვირ,ორივე თავის კარიერას იყო გადაყოლილი-ისევ განაგრძო კახამ,ცდილობდა თათა მოთმინებიდან გამოეყვანა,რადგან უკვე ყელში ჰყავდა ამოსული ეს გოგო და მისი თავიდან მოშორება უნდოდა,რადგან თათა ერთადერთი მიზეზი იყო,რომელიც ცოლთან ურთიერთობას უფუჭებდა,ირიბად,მაგრამ მაინც -კახა,შენთან ამის განხილვას არ ვაპირებ და გადი ჩემი ოთახიდან!-მკაცრად მიუგო -შენზეც კი არ იფიქრეს...-აგრძელებდა სისინს-მამაშენმაც მიგატოვა და დაგტოვა მარტო -მამაჩემს არ მივუტოვებივარ!-ეცადა მტკიცედ ეთქვა -ხო,როგორ არა,რამდენჯერ გირეკავს ხოლმე მოსაკითხად?-ირონიულად ჩაეკითხა -კახა! -დიდი ვერაფერი კაცია მამაშენი, დედაშენისაირი ქალი ვერ დააფასა და მაიტოვა-ტუჩები დანანებით გასწია გვერდზე -არაკაცი ხარ!-მოთმინებადაკარგულმა დაუყვირა თათამ. ამის გაგონებაზე კახას თვალები გაუფართოვდა -რაო?რა თქვი გაიმეორე?-ყურთან ხელი მიიდო,თითქოს ვერ გაიგო -არაკაცი ხარ მეთქი-უყვირა ისევ-შენ კაცობაზე როგორ უნდა ლაპარაკობდე როცა თვითონ არ ვარგიხარ კაცად! შენ ვისზე რას ამბობ საერთოდ? ქალს რომ ხელს დაარტყამ მანდ მთავრდება კაცობა...ის იყო კიდევ უნდა გაეგრძელებინა მისი ლანძღვა, სახეში მწარე ხელის დარტყმა რომ იგრძნო. კახა გაავებული უყურებდა.თათა შოკში ჩავარდა. ვერ დაეჯერებინა რომ კახამ ეს გააკეთა გაფართოებული თვალებით უყურა და მერე მთელი ხმით დაიღრიალა -როგორ გაბედე არაკაცო...-მივარდა და თან მუშტებს ურტყამდა მკერდზე.კახა მის გაკავებას ცდილობდა-აქედან გაეთრიე და არ დამენახო,არასდროს-კიოდა თათა ჩასისხლიანებული თვალებით -რა ამბავია?-ყვირილზე თათას ოთახში შემოვარდა თეა,რომელიც სახლში ახალი მოსული იყო-რა ხდება?-დაიყვირა თვითონაც -შენმა ქმარმა ხელი დამარტყა-იყვირა თათამ და ცრემლები უხეშად მოიწმინდა -რა?-თვალებგაფართოებულმა იკითხა თეამ?-კახა ეს მართლა ქენი?-მიუბრუნდა კახას -შენი შვილი უზრდელია და რაც დაიმსახურა ის მიიღო!-ზიზღით თქვა კახამ-მოთმინებიდან გამომიყვანა! -კი მაგრამ,ასეთი რა დააშავე?-გაოცებულმა ჰკითხა. თათას ამ შეკითხვაზე თვალები კაკლისოდენა გაუხდა -რა?..დედა რას მეკითხები ხვდები??-ხმა გაუტყდა-რა მნიშვნელობა აქვს რა ჩავიდინე, ხელი უნდა გაერტყა ჩემთვის?გეკითხები თეა, ხელი უნდა გაერტყა?? ამართლებ მის საქციელს?-ყვიროდა თათა -ტონს დაუწიე,რა გაღრიალებს!!-გააჩუმა თეამ-მნიშვნელობა როგორ არ აქვს რა ჩაიდინე?-მშვიდად დაიწყო- აბა კახა ისეთი უკონტროლოა რომ ტყუილად გაერტყა ხელი?-განაგრძობდა ლაპარაკს თეა და თათას ლამის გული აერია დედამისის სიტყვებზე. ასეთი რამ მოხდა,მისმა ქმარმა მის შვილზე ხელი ასწია და ეს მშვიდი სახით დგას და იძახის ტყუილად არ დაგარტყამდა და ეტყობა დაიმსახურეო -ანუ შენ იმსახურებ ხელს რომ გირტყამს ხოლმე?-გაშტერებულმა ჰკითხა -თათა, სიტყვები აკონტროლე!-თათას სიტყვებზე შეცბა თეა -ყველანაირად არ დამიკარგო შენზე წარმოდგენა დედა... გთხოვ-გულნატკენმა უთხრა თათამ -უკანასკნელი სიტყვებით გამომლანძღა!-ჩაერთო კახაც, მეც ვერ მოვითმინე და გავარტყი-ვითომ არაფერიო ისე ჩაილაპარაკა,თათას მის ამ ტონზე უფრო მოეშალა ნერვები -თათა-თათას გახედა დედამისმა-ბოდიში მოუხადე!-ექოსავით გაისმა მისი ხმა.თათას ეგონა რომ მომესმაო,მაგრამ დედამისს სახეზე რომ შეხედა,მიხვდა არაფერიც არ მოესმა -ბატონო?-გაკვირვებულმა ჰკითხა-ბოდიში,რომელიც არ მჭირდება,აქეთ უნდა მომიხადოს! -თათა,უფროსების პატივისცემა უნდა იცოდე!-კატეგორიული იყო თეა.თათას ეგონა ამ ოთახში დედამისის მაგივრად სხვა ქალი იდგა -დედა... -თათა! -ეს მან უნდა მომიხადოს ბოდიში და საერთოდაც,მოვითხოვ რომ ამ კაცმა ჩვენთან არ იცხოვროს! მინდა აქედან წავიდეს!-მტკიცედ განუცხადა თათამ -სისულელეებს ნუ ბოდავ!კახა ჩემი ქმარია!- კახას ჩაეღიმა და ნიშნისმოგებით გადახედა თათამ -მე ამ კაცთან ერთ ჭერქვეშ არ ვიცხოვრებ თეა! -როგორც გინდა!-მხრები აიჩეჩა -ანუ, ეს კაცი არ წავა ხომ ამ სახლიდან?-კიდევ ჩეკითხა -არა, რა თქმა უნდა!-კატეგორიული იყო თეაც.თათას ირონიულად ჩაეცინა -კარგი, გასაგებია-ამოიოხრა- მაშინ მე წავალ ამ სახლიდან-ირონიულად მიუგო.თათას გულის სიღრმეში იმედი ჰქონდა,რომ დედამისი არჩევანის დროს შვილს აირჩევდა, ყველაფრის მიუხედავად მაინც სჯეროდა ამისი. საბოლოო იმედი კი თეას უემოციო სიტყვებმა გადაუწურა -დიდი გოგო ხარ! შენი გადასაწყვეტია-მოკლედ მოუჭრა და კახასთან ერთად დატოვა თათას ოთახი. თათას გული იმაზე მეტად ეტკინა,ვიდრე წარმოდგენა შეეძლო. დედამისის სიტყვებმა, მისმა შეუბრალებლობამ ბოლო მოუღო. შემდეგ, ბევრი არ უფიქრია,ისე გადმოიღო მცირე ზომის ჩემოდანი, რამდენიმე ხელი ტანსაცმელი და აუცილებელი ნივთები სასწრაფოდ ჩაყარა. მერე კარი მაგრად გამოიჯახუნა და სახლი უკანმოუხედავად დატოვა. ცოტა დაიძაბა ვითარება:დდ მადლობა რომ კითხულობთ! <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.