შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მექანიკურად! (11 თავი)


25-02-2020, 12:22
ავტორი nia_93
ნანახია 2 421

თათას აღარ შეეძლო ამდენის გაძლება. სულ ასეთი უბედური იყოს ადამიანი შეიძლება? სახლს რომ გასცდა,რომელიღაც სკვერში ჩამოჯდა,სადაც მხოლოდ რამდენიმე ადამიანი იჯდა,მისგან მოშორებით.
დაჯდა თუ არა ეგრევე ცრელმები წამოუვიდა. ძალიან,ძალიან ბევრი იტირა,სანამ გული არ მოიოხა. რომ დაწყნარდა,მხოლოდ შემდეგ დაიწყო ფიქრი,რა უნდა ექნა?სად წასულიყო? მამამისი მაინც იყოს აქ,მასთან იცხოვრებდა,მაგრამ მამამისი კიდევ რამდენიმე თვე ვერ ჩამოვიდოდა საქართველოში. მის სახლში მამამისის გარეშე ვერ მივიდოდა,მარტივი მიზეზის გამო- გასაღები არ ჰქონდა. მამამისს კიდევ ვერ დაურეკავდა და ამხელა მანძილზე ნერვებს ვერ მოუშლიდა. რა უნდა ექნა?
ბინას იქირავებდა, მაგრამ სანამ ბინას მოძებნიდა,სადმე ხომ უნდა წასულიყო. ამიტომ სხვაგან სად წავიდოდა თუ არა კატოსთან, მაგრამ არ იცოდა რამდენად იყო მზად კატოსთვის ყველაფერი მოეყოლა.

სხვა გზა არ ჰქონდა. თავის პატარა ჩანთას ხელი დაავლო,ტაქსი გააჩერა და კატოს მისამართი უკარნახა.

-სადმე მიდიხარ თუ საიდანმე მოდიხარ?-გადაკოცნა თუ არა, ჩანთის დანახვისას ეგრევე ეგ ჰკითხა კატომ თათას

-მოგიყვები-მშრალად მიუგო,ჩანთა მისაღებში დადო და დაღლილი დივანზე ჩამოდა-მარტო ხარ?-თვალი ოთახს მოავლო

-ლევანიცაა,მაგრამ სძინავს. ხომ მშვიდობაა?-ეჭვნარევად ჰკითხა

-მოგიყვები და შენ გადაწყვიტე მშვიდობაა თუ არა-თათამ ღრმად ამოიოხრა.

-სახლიდან წამოვედი!

-რა? რატომ?-გაუკვირდა

-ბოლო დროს ძალიან დამეძაბა სახლში ურთიერთობა დედაჩემთან და კახასთან-შესავალი გაუკეთა-ვერ ვიტან მაგ კაცს!-ზიზღით თქვა-დედაჩემს ძალიან ამცირებს,დედაჩემი კი ამ ყველაფერს იტანს, მიზეზად კი სიყვარულს ასახელებს-თავი გააქნია

-რა უნდა კი მაგრამ?-შეშფოთდა კატო,რადგან არასდროს გაუგია მსგავსი რამ თათასგან

-არ ვიცი,მაგრამ ბუნებით აშკარად მოძალადეა ეგ კაცი

-მერე?

-დედაჩემს რამდენჯერ ვეჩხუბე,რატომ იტან ამ ყველაფერს, გაშორდი,სანამ სიცოცხლეს გაგიმწარებსთქო,თვითონ კი სულ მაჩუმებდა შენი საქმე არაა და ცხვირს ნუ ჰყოფო-თათა ძლივს ლაპარაკობდა,სულ ცოტა აკლდა აღრიალებამდე.ძალიან უჭირდა ამ თემაზე ვინმესთან საუბარი- დღეს პიკი იყო- ცრემლებმა მის დაუკითხავად იწყეს დენა-კახას ვეჩხუბე..საშინელებები მითხრა და მეც არ დავაკელი, მერე კი... მერე.. იმან -ხმა გაუტყდა და- იმან ხელი გამარტყა-ამის თქმა და ხმით აუტყდა ტირილი.კატო მოსმენილისგან შოკში იყო

-თათა-სხვა ვერაფერი უთხრა,უბრალოდ მასთან მივიდა და ჩაეხუტა

-დედაჩემს ვუთხარი ეს კაცი თუ არ წავა,მე წავალ მეთქი...-სლუკუნებდა- მან კი...მან... როგორც...გინდაო-სლუკუნით ნაწყვეტ-ნაწყვეტ საუბრობდა- გესმის კატო? დედაჩემმა ისევ მას დააფარა ხელი. ის კი არა, ბოდიში მოუხადე ცუდი რამეები რომ უთხარიო-არც უფიქრია გაჩერება. მთელი ძალით ტიროდა და ცრემლებისგან იცლებოდა. კატო ვერაფერს ეუბნებოდა. ჩახუტებული იყო მასთან და თმაზე ეფერებოდა. მოსმენილის და ნანახისგან,არანაკლებ შოკურ მდგომარეობაში იყო ლევანი,რომელის ლაპარაკის ხმამ გააღვიძა. მერე ხმა ეუცნაურა, ოთახიდან გავიდა და მოსმენილმა და ნანახმა ისიც არანაკლებ გააოცა. ჯერ ერთი რაც გაიგონა საშინელება იყო და მერე მეორე,ცხოვრებაში პირველად ხედავდა თათას მოტირალს და ასეთ განადგურებულს.
მის მდგომარეობაში შევიდა.
გაუგო და ძალიან შეეცოდა.
მერე მიხვდა რომ დიდხანს იდგა ერთ ადგილას გაშეშებული. გოგოებს ჯერ კიდე ვარ შეუმჩნევიათ მისი იქ ყოფნა,ამიტომ გადაწყვიტა უხმოდ გაბრუნებულიყო თავის ოთახში,ისე თითქოს არაფერი გაუგია. თათას ალბათ არ ენდომებოდა ლევანს გაეგო მის პირადში რა ხდებოდა, ამიტომ უხერხულობა რომ არ შეექმნა მისთვის, ისე უჩუმრად გაუჩინარდა,როგორც გამოჩნდა.

-ახლა რას აპირებ?-ჰკითხა კატომ,როცა ტირილს მორჩა და გული ცოტათი დაიმშვიდა

-ზუსტად არ ვიცი,მაგრამ ბინა უნდა ვიქირავო,სანამ მამაჩემი ჩამოვა. მერე მასთან ვიცხოვრებ-მხრები აიჩეჩა და ჩახლეჩილი ხმით უპასუხა

-მოიცა,ბინა რატომ უნდა იქირავო? აქ ვერ გაცხოვრებ?-იწყინა კატომ

-შენ ხომ არ ჩაგისახლდები კატო-სახეზე შერჩენილი ცრემლები მოიშორა-კი მერიდება,მაგრამ რამდენიმე დღე შემიფარე რა,სანამ ბინას ვიპოვი

-აბა ახლა ასეთები არ იყოს-გაუწყრა კატო-შენ ჩემთან დარჩები იმდენ ხანს,რამდენ ხანსაც საჭიროდ ჩათვლი,თუ გინდა სულ აქ იცხოვრე-გაუცინა

-რამდენიმე დღით, მერე რამეს ვიპოვი და გადავალ-მხრები აიჩეჩა

-არა თათა! ბინაში ფული რატომ უნდა დახარჯო?თუ მერე მამაშენთან აპირებ ცხოვრებას, მანამდე ჩემთან იცხოვრე.

-არა,არა, თქვენ ამდენი ხანი ვერ დაგაწვებით კისერზე. შენი ძმები რას იტყვიან ამაზე?-გაჯიუტდა-თან არ მინდა რომ გაიგონ რაც შემემთხვა-ძალიან ხმადაბლა უთხრა

-რა აუცილებელია მათ მიზეზი ავუხსნათ-მხრები აიჩეჩა-ჩემი ძმები არაფერს არ იტყვიან და მიზეზი რომ იცოდნენ, პირიქით თვითონვე შემოგთავაზებდენ ამას

-ხო,მაგრამ მაინც არ მინდა რომ ვუთხრათ-თხოვნით მიმართა

-არა,კაცო,რა სისულელეა. ეს ისე ვთქვი მაგალითისთვის თორემ არაფერს არ ვეტყვი-იუარა კატომ-ისე,ძალიან გაუხარდებათ-გაეღიმა. ზუსტად იცოდა ალექსი თათაზე გიჟდებოდა და ახალი ამბით ძალიან გახარებული იქნებოდა,აი ლევანის ამბავი კი არ იცოდა,რას მოიმოქმედებდა

-ხო,განსაკუთრებით ლევანს გაუხარდება-შეეცადა გაეცინა

-რა გამიხარდება?-ინტერესით შეეკითხა გოგოებს ლევანი,რომელიც ახლახანს ხმაურით შემოვიდა მისაღებში. თათა დაიბნა, არ ელოდა ლევანს

-თათამ ცოტა ხანი ჩვენთან უნდა იცხოვროს და შენ რამე პრობლემა გექნება?-პირდაპირ ჰკითხა კატომ,თათამ თვალებით ანიშნა პირდაპირ რას აჯახეო

-მე რა პრობლემა უნდა მქოდნეს?-მხრები აიჩეჩა

-დიდ ხანს არ შეგაწუხებთ,მხოლოდ ცოტა ხნით-ხმადაბლა თქვა თათამ

-კატოს მოუწევს შენთვის თავისი საწოლის გაზიარება და თვითონ მან იკითხოს-უშუალოდ გაუცინა ლევანმა

-მე მზად ვარ გაგინაწილო ჩემი საწოლი!-ომახიანად წამოიძახა კატომ.თათას და-ძმის შემხედვარე გული გაუთბა და გაეღიმა

-მადლობა-უთხრა და თავი ჩახარა

- წამოდი,ოთახში გავიდეთ და ცოტა დაისვენე,დაღლილი ხარ- ხელით უბიძგა კატომ თათას საძინებლისკენ. თათამ ჩანთა აიღო და კატოს გაყვა. ლევანმა თვალი ჩაფიქრებულმა გააყოლა გოგოებს.
მერე მისი ფიქრები თათას მამინაცვალს გადასწვდა.
როგორ ძულდა მოძალადე კაცები. სიამოვნებით ამოხდიდა სულს ცემაში.

თათამ მთელი ღამე თვალი ვერ მოხუჭა.

ფიქრები მოსვენებას არ აძლევდა. შიგადაშიგ ტიროდა კიდეც,ოღონდ ჩუმად, რადგან კატოს გაღვიძება არ უნდოდა. გამთენიისას მიხუჭა თვალები. სულ რაღაც 2 საათი ეძინა.
თვალი რომ გაახილა,კატო საწოლში არ დახვდა.

ლოგინი გაასწორა. ტანსაცმელი ჩაიცვა. ხელ-პირი დაიბანა და მისაღებში გავიდა, კატოს მოსაძებნად,მისაღებში რომ არ დახვდა,სამზარეულოში წავიდა, სადაც მხოლოდ ლევანი იყო და ყავას სვამდა.

-დილამშვიდობისა-ჩახლეჩილი ხმით მიესალმა თათა

-დილამშვიდობისა-გაუღიმა ლევანმა

-კატო არ არის?-ჰკითხა და სკამზე ჩამოჯდა

-მართვის მოწმობის გაკვეთილზე წავიდა.მალე დაბრუნდება

-ააა- ჩაილაპარაკა თავისთვის და საფეთქლები დაიზილა.თავი უსკდებოდა.
სახეზეც არ გამოიყურებოდა კარგად.მთელი ღამის უძილარს და ნამტირალევს,შეშუპებული და ჩაშავებული ჰქონდა,რაც არც ლევანს არ გამოჰპარვია.

-გინდა ყავა გაგიკეთო?-მოულოდნელად შესთავაზა ლევანმა. თათას გაუკვირდა

-იყოს,მე თვითონ გავიკეთებ-მხრები აიჩეჩა

-მოდი,სანამ გთავაზობ შეირგე, მერე ისედაც სულ შენ მოგიწევს გაკეთება-სიცილით წამოდგა ლევანი და ყავის გამზადებას შეუდგა.

თათას კი უკვირდა ზოგადად ლევანის საქციელი. გუშინ არც ზედმეტი კითხვები არ დაუსვამს თუ რატომ რჩებოდა თათა ამდენი ხნით მათთან.ამ დილით კი ისე მიესალმა,თითქოს საუკეთესო ურთიერთობა ჰქონდათ და თან ყავასაც
უმზადებდა. სასწაულების არსებობა დაიჯერა თათამ.

-შაქარი რამდენი?

-3- ლევანს გაეცინა

-უნდა გადაეჩვიო ასეთ ტკბილ ყავას, მართლა არ შეიძლება-უთხრა და ყავის ჭიქა წინ დაუდგა

-მადლობა. დიდი პატივია-მიანიშნა ყავაზე. მერე ტელეფონი აიღო, ჯერ ყავის ჭიქას გადაუღო ფოტო,მერე ჭიქა ხელში დაიჭირა,ცოტათი მაღლა ასწია და მასთან ერთად სელფი გადაიღო-ლევანი პირდაღებული უყურებდა თათას მოქმედებებს. ჯერ ხომ საერთოდ არ იმჩნევდა თუ რა ხდებოდა მის თავს და ახლა კიდევ ყავასთან სელფს იღებდა

-ეს დღე კალენდარშია აღსანიშნი-აუხსნა თათამ სიცილით-ცხოვრებაში პირველად გამიმზადე ყავა,თან შენი სურვილით-უთხრა და საოცარი ღიმილით გაუღიმა. ლევანსაც გაეცინა.მერე თათას დააკვირდა,რომელიც საოცარი ღიმილით იღიმოდა და რომელიც ძალიან წრფელი იყო იმ მომენტში. გონებაში კი ერთი ფრაზა ამოუტივტივდა- ,,როგორ უხდება ღიმილი’’.


ეს პატარა თავია რაც მოვასწარი.
ვეცდები,შემდეგი თავიც მალე დავდო.



№1  offline წევრი დარინა

ძალიან კარგი ძლივს მოლბა ლევანი და ახლა უფრო დაიკვირდება თავის გრძნობებს, ლამაზი წყვილია და მომწონს ველოდები როდის დაუთბებათ ურთიერთობააა.

 


№2  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

ოჰო ლევანი ხშირად ამბობს კომპლიმენტებსნგულში, მომწონს თათას ძლიერი ხასიათი რომ არ იმჩნევს ტკივილს ❤️❤️❤️

 


№3 სტუმარი სტუმარი ნინიკო

Dzaan kargiaa male dade shemdegic ????

 


№4  offline წევრი ვიპნი

უფ,როგორ გამათბო ამ თავმა :*

 


№5 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან კარგი იყო,მომეწონა ეს თავი რაღაც დათბა მა თ შორის სიტუაცია გაგრძელებას ველოდები მადლობა ????????????????????????????

 


№6 სტუმარი Ele

კარგია, ველოდები შემდეგ თავს❤️

 


ისტორიული მომენტი ლევანმა თათას ყავა მოუმზადა

 


№8 სტუმარი სტუმარი თაკო

აუ ახალი ძაან გთოვთ მალე დადეთ რაა

 


№9 სტუმარი სტუმარი Strangergirl

Gtxov male dade shemdegi tavi❤️

 


№10 სტუმარი სტუმარი თაკო

აღარ აპირებ დადებას ?

 


№11  offline წევრი sofo_sofia13

ღმერთო ვგიჯდები მე აამათზე

 


ახლა უკვე შეიძლება ითქვას, არც ისე ცუდია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent