შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დარაბებს მიღმა (თავი 6)


25-02-2020, 17:37
ავტორი chelo10
ნანახია 1 206

გეგვე დადვანმა მთელი ღამე კლუბში გაატარა. სასმელს ნელ-ნელა სვამდა და მოცეკვავე საზოგადოებას თვალს ადევნებდა. მობილურით გასვიანს მიწერა და ისიც მალევე გამოჩნდა ჰორიზონტზე.. დათა გაღიმებული შევიდა კლუბში და დადვანისკენ ცეკვა ცეკვით დაიძრა.
-რას ზიხარ ბიჭო ადე ვიცეკვოთ, დავბოლდეთ ნაშები ავყაროთ და ჰაიდა ბაითზე.. სიცილით გამოართვა ხელში დაჭერილი ჭიქა და ოდნავ მოსვა, მასში დარჩენილი სასმელი.
-იქნებ და დაჯდე ჯერ და მომისმიენო..თვალები მობეზრებულად აატრიალა და ცარიელი ჭიქა ხელიდან წაგლიჯა.. -კიდევ დაასხი. ბარმენს მიუტრიალდა.
-რამე მოხდა? თვალები დააწვრილა გასვიანმა და წინ დაუჯდა დადვანს. -მეტრეველი? ჩაიცინა, მერე სახეზე რამოდენიმე ფერმა ერთიანად გადაუარა, ემოციები იცვლებოდა და ბოლოს მაინც შიშისა და სევდის ნაზავი შერჩა. -გაგიჟდი გეგვე? ხელი ბარის მაგიდაზე დაარტყა. -შენ მართლა შეიშალე? დადვანის თვალებში გამოსახული სხივის შემჩნევისთანავე დაიძაბა.- ადექუ წამოდი..
კლუბიდან გავიდენენ. უხმოდ ჩაჯდა გეგვე გასვიანის ავტომობილში და ასევე სიჩუმეში გალიეს სახლამდე დარჩენილი მანძილი.
-ამოხვალ? მანქანიდან გადასული კარებს დაეყრდნო და წელში მოხრილმა შეხედა საჭესთან მჯდომს.
-ამოვალ. გასაღები ხელში აათამაშა და ავტომობილიდან სწრაფად გადავიდა..- უნდა ვილაპარაკოთ.
ლიფტში შესული დადვანი სიცილით უყურებდა ანერვიულებულ გასვიანს.
-მგონი ჩერდება.. ეშმაკურად აკვირდებოდა თვალებ დახუჭულ ბიჭს.
-მოკეტე!
-ლიფტის როგორ გეშინია ამხელა კაცს. გაეცინა ლიფტის გაღებისთანავე, რომ გახტა გარეთ.
-უჰაერობის შეგრძნება მაწუხებს, მგონი კლაუსტროფობია მაქვს. ყელზე ხელი მიიდო და სარუჩკის საყელო დაქაჩა.
-მაშინ რატომ არ გაქვს უჰაერობის შეგრძნება როცა ვიღაც ნაშასთან ერთად ხარ პატარა სივცეში? გასაღები კარს მოარგო და გადაატრიალა.
-ეგ სხვა პონტია. ხმით გაიცინა და სახლში შეიჭრა. შუქი აანთო და ადგილზე გაშეშდა -რა უბედურებაა ბიჭო სახლს არ ალაგებ? აქეთ იქეთ მიყრილ ტანსაცმელს უყურებდა.
-სახლში არ ვყოფილვარ ეს დღეები და როგორ მივალაგებდი? მიმოფანტული ტანსაცმლელი აიღო და ოთახში საწოლზე დაყარა.
-სად ეგდე? ეჭვის თვალით აათვალიერა. -ნაშებთან ეგდე ? ცალი წარბი აწია და ცოლივით გაჭედა.
-როგორ შეურაცხმყოფ ამ პატიოსან ბიჭს. სიცილით ჩაჯდა გასვიანის წინ მდგომ დივანზე.
-ისემც შენ რა გითხარი. სიგარეტს მოუკიდა. - რაო აბა მეტრეველთან რა ხდება?
-მომე მეც ერთი ღერი.
-როდის იყო შენ ეწეოდი ან სვამდი გეგვე?
-დღეს დავლიე ხო და ახლა მოვწევ კიდეც. ხელიდან ააცალა სიგარეტი.
-მალე იმასაც მეტყვი წამო გავიჩხიროთო და აი ეგ იქნება ბოლო წვეთი. სიგარეტი ხელიდან წაართვა და აივნიდან მოისროლა. -გამაგებინე რა გჭირს ტო? რა გემართება?
-მიყვარს. თავზე ხელი გადაისვა - მეტრეველი მიყვარს.. ამაზე მეტი რა უნდა დამემართოს დათა?
-შენც კარგად იცი მაგას რაც მოჰყვება. ნერვიულობით აქეთ იქეთ დაიწყო სიარული. -რამოდენიმე თვეღა დარჩა.. ეს თვეები გაძელი მერე მესტიაში წახვალ და თათიაც გაქრება.
-ვერ გაქრება.. სიყვარული არ ქრება.. როგორ გეტყობა არავინ, რომ არ გყვარებია. გაიცინა.
-მიყვარდა.
-პროსტა შეყვარებული იყო რომელსაც რატომ უწოდე შეყვარებული თავადაც არ იცი. ეგეც ორ თვეში მოგბეზრდა და იმის გამო მიატოვე, რომ ვითომ მან სხვას დაუწყო ფლირტი. ეგეც რანაირად გააჩალიჩე მაგრად მიკვირს, რადგან ის გოგო მართლაც არ იყო ეგეთი ტიპი.
-ჰმ..დანაშაულზე წასწრებული ბავშვივით აიბუზა დადვანის წინ.-როდიდან მიჩხრიკავ სიყვარულის ამბებს ?
-უბრალოდ დაზუსტების გამო გადავავლე თვალი შენს ვითომ სიყვარულს. ნიშნის მოგებით შეხედა. -შეგიყვარდება და მერე დაგერხევა.
-ახლა ისე მეუბნები გეგონება 60 წლის იყო. დივანს დაუბრუნდა, ფეხი მოხარა და კოჭი მეორე ფეხის მუხლზე შემოდო. -მე და შენ სიყვარულის ამბებში გამართლება არ გვაქვს, ამიტომ უბრალოდ უნდა მივყვეთ ცხოვრებას.
-როგორ მძულს ეს დაწესებული საზღვრები ნეტავ იცოდე. მაიკა გადაიძრო და ფეხსაცმელიც იქვე მიყარა.
-იძინებ?
-არა უნდა დავიბანო, სასმლის სუნით ვყარვარ და უკვე გული მერევა ჩემს თავზე.
-რა გიშველო გეგვე? რა გავაკეთო, რომ დაგეხმარო?
-და მე რა გავაკეთო შენ, რომ დაგეხმარო?
-თავი, რომ მოვიკლათ? სიცილით კითხა გასვიანმა, მაგრამ მარტო ამ ორმა იცოდა ამ სიცილის მიღმა რაც იმალებოდა.
-ეგ ჯერ ადრეა.. თავში ხელი წამოარტყა. -დარჩები?
-ხო აბა ახლა სად წავალ. გეგვეს საძინებელში შევიდა საწოლზე დაყრილი ტანსაცმელი ძირს გადაყარა და თავად მოთავსდა მათ ადგილას. -გელოდები საყვარელო მალე გამოდიიი.
-ხომ იცი მაგაზე მაგრად, რომ გცემ. გაბრაზებული დადვანი წვდა ყელში და სიცილით გადაბჟირებულს ბალიში თავში ჩაარტყა.
***
სადარბაზოში უნდა შესულიყო ვიღაცამ მკლავში, რომ ჩაჰკიდა ხელი და უკან შეაბრუნა. შიშისგან წამოიყვირა და ბიჭის გულ მკერდს მიეხეთქა.
-გაგიჟდი? გაბრაზებულმა შეხედა თავისზე მაღალს. -მთვრალი ხარ ლევან მაჩაიძე? თვალები გაუფართოვდა. -დებილიხარ შენ ადამიანო? ფეხზე ძლივს დგახარ და მანქანით დაბოდიალობ? რა გაცინებს შე საცოდაო.. გაკაპასებული უყურებდა ბიჭს, რომელიც თვალს არ აცილებდა ლინას და გასხივოსნებული სახით უყურებდა. -ხელი გაწიე ლევან და თავი დამანებე. ხელის მოცილებას ეცადა..- რეგვენო შემეშვითქო.. ბიჭს ხელი კრა. მაჩაიძემ თავი ვერ შეიკავა და ძირს დავარდა. -ლევან..ლევან კარგად ხარ?
-ხელი გამიშვი მე თვითონ. წამოდგომას შეეცადა.
-დეგენერატი ხარ. ძირს დავარდნილს უყურებდა.
-ვიცი.
-იდიოტიც.
-ეგეც ვიცი.
-მომკიდე ხელი ვერ ხედავ, რომ ვერ დგები? გაბრაზება უკვე პიკს აღწევდა. -ლევან ნერვებს ნუ მიშლი. სადარბაზოში ვდგავართ..
-არ მინდა მე შენი დახმარება.
-მე მინდა. ხელი ჩაავლო მკლავში და წამოყენებას შეეცადა. -მაჩაიძე აეთრი ახლა მაქედან თორემ აქ დაგტოვებ.
-უნდა დაგელაპარაკო.
-აქ აპირებ საუბარს ამ მდგომარეობაში? სადარბაზოში გათხლეშილი?
-ავდგები.. აჰა აი ავდექი.. ბარბაცით წამოდგა და კედელს ზურგით მიეყუდა.
-გამარჯობა.. სადარბაზოში შესულმა მეზობელმა დაკვირვებით აათვალიერა გოგო და ბიჭი და ლიფტს დაელოდა.
-გამარჯობა ნანა დეიდა. ლინა მიესალმა უბნის მთავარ ჭორიკანას. -სტუდენტები გავერთედ და ლევანს ზედმეტი მოუვიდა. სიცილით სცადა სიტუაციის გამოსწორება.
-ასეა შვილო ახალგაზრდობა. გაეღიმა ქალს. -თქვენც შემოხვალთ? ლიფტში შესულმა კითხა.
-არა.. ჩვენ..ჩვენ მერე ამოვალთ. ლევანმა ქალს უთხრა და კარიც დაიკეტა.
-ჯანდაბა ლევან. ჯანდაბა შენს თავს. ხვალ უკვე ჩვენზე დაიწყებენ ჭორაობას.
-დაიწყონ.
-ხო შენ არაფერი არ გადარდებს.
-მადარდებს.
-ნეტავ რა ?
-შენ.. მისკენ გადაიწია, კეფაში ხელი წაავლი და ტუჩებში აკოცა. ლინამ ხელის კვრით მოიცილა.
-რას აკეთებ ? მე შენი სათამაშო ვარ მაჩაიძე? ქალი ვერ ითრიე და მე მომადექი თუ რა არის ეს.. ეს რა საქციელია, რას გავავს? განრისხებული უყურებდა შეშლილი გამომეტყველებით.
-არასწორედ გაიგე.. ლინა მოიცადე. კიბისკენ მიტრიალებულს მაჯაში ჩაავლო ხელი. -გთხოვ.
-რა ჯანდაბა გინდა ? ცრემლები ვერ შეიკავა.
-უბრალიდ მომისმინე. წამოდი.
-ძლივს დადიხარ სად უნდა წამიყვანო? თავიდან მომწყდი ლევან და ხვალ ვილაპარაკოთ.
-ახლავე უნდა გითხრა. უბრალოდ მანქანაში ჩავჯდეთ.
-ლევან მაჩაიძე ხვალ, რომ გამოფხიზლდები მოგკლავ. ღაწვებზე ჩამოგორებული ცრემლეების კვალი მოიცილა. -წამოეთრიე.. სადარბაზოდან გავიდა..
-დღეს თუ გადავჩები ჯერ ის თქვი. ჩუმად ჩაიბურდღუნა და ბანცალით მიყვა უკან.
-დალევა თუ არ შეგილია არ უნდა დალიო ისე, რომ იცოდე. საჭესთან მჯდომს ზედაც არ შეხედა ისე თქვა.-მომინდომა აქ დალევა..
-ცოტახანი გაჩუმდი ლინა ტვინს მირევ. თავი გოგოსკენ მიაბრუნა.
-რამდენი ჭიქა დალიე თუ გახსოვს? ლინაც ბიჭისკენ შებრუნდა.
-არ მახსოვს..
-ვისთან ერთად იყავი?
-გეგვესთან ერთად დავლიე კლუბში.
-ის რეგვენიც შენნაირად არის?
-რომ წამოვედი არ იყო და ახლა არ ვიცი. ცუდად ვარ.. ფანჯარა ჩამოსწია.
-არ უნდა დაგელია ამდენი ლევან. შეწუხებული სახით შეხედა მაჩაიძეს. -ნაბეღლავს ვიყიდი აქ იყავი. მანქანიდან გადავიდა.
-აუ ჯიგარი ხარ. ნაბეღლავის ბოთლი მოიყუდა.
-როგორ მინდა ეგ ბოთლი თავში გირტყა.
-მოესწრები მაგასაც. ჩაიცინა. -დღეს გეგვეს ველაპარაკე და იცი რას მივხვდი?
-რამე საოცრებას აღმოაჩენდი. ირონიულად თქვა და თმები კოსად შეიკრა.
-ხო.. ცოტახანს გაჩუმდა და მერე ლინას თვალებში ჩახედა. -საოცრებაა ნამდვილად შენი სიყვარული.
-რეებს ბოდიალობ? ნერწყვი მძიმედ გადააგორა სასულეში.
-მოეშვი შენი გრძნობის დამალვას. ხომ ხედავ, რომ ვერ ვმალავთ?
-ლევან არ მესმის რაზე ამბობ.. თავი დახარა და თვალები დახუჭა.
-კარგად იცი რასაც ვამბობ.. შემომხედე ლინა.. შენ კარგად იცი მე და შენ, რომ ერთმანეთით ვართ შელყრობილები. უკვე, რომ ვერ ვსუნთქვათ უერთმანეთოდ ეს შენ კარგად იცი.
-ხომ იცი ამ გრძნობის გაგრძელებას რა მოჰყვება?
-ვიცი.. ან ჩვენ გავიმარჯვებთ ან ისინი.
-არ გვეპატიებენ. ცრემლები თავისთავად ჩამოუგორდა თვალებიდან. -ჩემი ოჯახი როგორც სიძეს არ მიგიღესბს ხომ იცი? დედაჩემი გააფრენს. როგორც შვილი ისე უყვარხარ. ბავშვობიდან ერთად ვართ, ერთად გვეძინა, ერთად ვიზრდებით, ერთად ვსწავლობდით. ჩემი ძმა არ გაპატიებს... მამაჩემი ხომ საერთოდ. მოღალატედ იქნები გამოყვანილი. ოჯახში სადაც როგორც ოჯახის წევრი ისე ითვლები იქ სიძე ვერ გახდები. სიმწრით ჩაეცინა. -ამაზე ლაპარაკიც არ ღირს ლევან. თანაც დედაშენს ვძულვარ. ვერ მიტანს ბავშვობიდან, იმის გამო, რომ ქურთი ვარ. ჩვენ განსხვავებულები ვართ სხვა წესებითა და ტრადიციებით. არ გამოვა ლევან. ეს სიყვარული თუ გასკდება ყველას ეტკინება და მე ბედნიერი ამით ვერ ვიქნები. მანქანის კარი გამოაღო და დატოვა გონება არეული ლევან მაჩაიძე, სრულიად მარტო მტანჯველ ფიქრებთან ერთად.

***
რამოდენიმე დღე გავიდა იმ ამბის მერე რაც მეტრეველს გული წაუვიდა კაფეტერიაში. მაჩაიძე ყოველ დღე ურეკავდა და ბოდიშებს უხდიდა. ესეც გატანჯული ერთი და იგივეს უმეორებდა, რომ მისი ბრალი არ იყი.
ლინას ელაპარაკა იმ ღამითვე ლევანისა და მის სიყვარულზე.. ყველაფერი უამბო. ატირებული ძლივს აბამდა სიტყვებს. თათიაც მის დამშვიდებას ცდილობდა. ცალკე ლევანს აწყნარებდა, რომრლიც თავ გზა არეული დაიდიოდა მთელი დღეები. ამ ორის გამო ისე იყო დაძაბული და ანერვიულებული გეგვე დადვანიც კი გადაავიწყდა.
გადავიწყება თუ ერქვა იმასაც.
რამოდენიმე კვირა გაატარა საწოლში მწოლიარემ . საბაკალავროს წერდა, ლექციების საკითხებსაც იგებდა და სწავლიბდა. უნივერსიტეტს, როგორც კი დაუბრუნდა მაშინვე აანაზღაურა გაცდენილი ლექციები. სწავლაზე იყო გადართული და ყურადღებას აღარაფერს აქცევდა. ბოლო წელი იყო.. ბოლო რამოდენიმე ლექცია. სულ ბოლო და სამუდამოდ დატოვებდა უნივერსიტეტს.
გეგვე დადვანი იმ ფაქტის მერე გაქრა.. არ უნახავს, არსად შეხვედრია, არსად გამოჩენილა. ფბც გაუქმებული ქონდა. თითქოს მიწამ ჩაყლაპა. ისე გაქრა თითქოს თათია მეტრეველის ცხოვრებაში არც კი გამოჩენილა სვანი ჭაბუკი.
-ლევან როგორ ხარ? უნივერსიტეტის წინ მდგომმა მისკენ მიმავალ ბიჭს კითხა.
-რავი.. მხრები აიჩეჩა და გოგო გადაკოცნა.. -ვინმეს ელოდები?
-ლინას ვუცდი.
-მე შევალ მაშინ.
-რატომ გარბიხარ?
-იცი შენ.
-გაქცევით რამეს უშველით?
-რა გავაკეთო?
-არ ვიცი. თუ გიყვარს თავადვე მოიფიქრე რაც უნდა ქნა. თვალი ჩაუკრა და გაეცალა.
გაღიმებული მიდიოდა შორიდან გამოჩენილი ლინასკენ, ვიღაც ბიჭი წინ, რომ გადაუდგა. დაბნეულმა სცადა გვერდი აეარა, მაგრამ ვერ შეძლო.
-უკაცრავად იქნებ გამატაროთ.. ცისფერ თვალებს მიაჩერდა.
-„სი ხი მიშგვი თემიშ ნარი..მი ისგვარ დეშ ხვიგენი“ ბიჭმა ორჯერ გაუმეორა ეს სიტყვები, მერე თვალი ჩაუკრა გაოგნებულს, ფართოდ გაუღიმა და სწრაფად გაეცალა.
-იმას რა უნდოდა? ლინა მიუახლოვდა მეტრეველს.
-სვანურად რაღაც მითხრა თან დააყოლა გეგვემ გადმოგცაო და ისე სწრაფად აორთქლდა ვერც მოვასწარი რამის კითხვა.
-დაიმახსოვრე რაც გითხრა?
-კი..გონებაში იმეორებდა სვანურად ბჭის ნათქვამს..
-ანანოს ეცოდინება იმას ვკითხოთ..
აუდიტორიაში წიფიანი მოძებნეს და მის გვერდით დაჯდნენ.
-ანანო სვანური ხომ იცი?
-რა თქმა უნდა.. გაუღიმა გოგომ და სიამაყით ასწია თავი.
-მაშინ გვითარგმნე რას ნიშნავს ეს ფრაზა.. ლინამ თათიას ანიშნა თქვი რაც გითხრა იმ ბიჭმაო.
-„სი ხი მიშგვი თემიშ ნარი..მი ისგვარ დეშ ხვიგენი“
-ვინ გითხრა ეგ? გაეცინა
-რამე ცუდია?
-არა პირიქით.. „შენ ხარ ჩემი თვალის სინათლე.. მე შენს გარეშე ვერ გავძლებ“-ო
ლინამ გახედა თვალებში ცრემ ჩამდგარ გოგოს, რომელიც აუდიტორიიდან სწრაფად გავიდა.
-წყალსაც წაუღიხარ გეგვე დადვანო. ლინაც უკან გაყვა მეტრეველის ნაკვალევს.
რა ძნელია გიყვარდეს ადამიანი.. იცოდე, რომ ის სწორედ ის ერთადერთია რომელსაც გინდა, რომ მთელი ცხოვრება უყურო, ეფერო, გიყვარდეს, აფასებდე, უფრთხილდებოდე, მაგრამ იყოს ჩარჩოები რის გამოც გეკრძალებოდეს ამ ერთადერთის სიახლოვეს ყოფნა.
მაგრამ ყველაზე საშინელი ის ფაქტია როცა ფიქრობ, რომ ამ ჩარჩოებს ვერ გადალახავ, ვერ გატეხავ, ვერ შეაბიჯებ იმ ჩარჩოს მიღმა და ვერ შეძლებ ამ ჩარჩოების, წესების, საზღვრების დარღვევასა და დანგრევას.



№1 სტუმარი მარო

საინტერესოდ ვითარდება მოვლენები❤ველოდები ახალ თავს????

 


№2 სტუმარი სტუმარი უცნობი

ამ ისტორიას დასასრული არ აქვს?????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent