მე შენ და ცხოვრება (თავი 8)
თვითმფრინავში ვიჯექი და ვფიქრობდი რა მეთქვა დადასთვის,როგორც იქნა დაფრინდა,საბერძნეთის მიწაზე ფეხი როგორც კი დავდგი, აეროპორტიდან გავედი, ტაქსიში ჩავჯექი და დადას სახლისკენ ავიღე გეზი..სახლთან რომ მივედი ტაქსს კუთვნილი თანხა გადავუხადე, ერთი ღრმად ამოვისუნთქე და კარზე ზარი დავრეკე..კარი მზიკომ გამიღო სახლის დამხმარემ. -მზიკო როგორ ხარ ჩემო ფუნთუშა? -ჩემო გადარეულო ბიჭო როგორ მომენატრე.. -მეც მომენატრე მზიკო ძალიან.-დადა სადაა?მზიკო მშია მაჭმევ რამეს? -ახლავე გავშლი მაგიდას და დაგიძახებ, შენ ადი კაბინეტშია დადა. მეორე სართულის კიბეები ავირბინე,დავაკაკუნე და კარიც შევაღე.დადა სავარძელში იჯდა და გაზეთს კითხულობდა. -მოვედი. -ბათა ჩემო ვაჟკაცო როგორ ხარ? ადგა,ჩამეხუტა და ბეჭზე ხელის დარტყმით შემოვიფარგლეთ. -დაჯექი. -ახლავე. -რახდება აბა მითხარი ასე სასწრაფოდ რომ ჩამოხვედი?-მირა ხომ არის კარგად? -კი,კი,ყველაფერი კარგადაა.-აქეთ რა ხდება? -ნაკაშიძე დედას იტ*ნავს. -რა უნდა? -ასე პირდაპირ არაფერი, მაგრამ ხმები მომდის,რომ მის შვილს მირა უყვარს და შორიდან ეტრფის, ადრე თუ გვიან გამოჩნდება მირას ცხოვრებაში და მინდა მის გვერდით იყო. -მირაზე სალაპარაკოდ ჩამოვედი. ერთი ამოვისუნთქე, სახეზე ხელები ჩამოვისვი და თვალებში შევხედე დადას. -მოხდა რამე? -შეყვარებული ვარ. -მერე მაგას რა ჯობია? გამიღიმა და გადამეხვია. -ხო არაფერი არ ჯობია მაგრამ... -რა მაგრამ არ უყვარხარ?-ვინ გიწუნებს ბიჭო შენ?მანახე ერთი. -დადა მაცადე გითხრა. -გისმენ ხო. -აქ,ამ სახლში 5 წელი გავატარე. -კი ეგრე იყო. -შვილივით მიმიღე. -კი. -და შენ გყავდა ქალიშვილი მიმი. -კი მყავდა და მყავს. -და მე ერთხელაც არ მყავდა ის ნანახი.-ხო? -ხო ეგრე იყო!მოიცა მერე? რა გინდა რომ მითხრა? დადა დაიძაბა და ყბები დაეჭიმა. -მიყვარს. -გავიგე რომ გიყვარს,მაგრამ ვინ გიყვარს?ან მიმი რა შუაშია? დაფიქრდა.-შენ გინდა მითხრა, რომ მიმი,შენ ჩემი მიმი....... -ხო დადა, მე შენი მიმი მიყვარს, რომ დავინახე იმ წამიდან და აზრზე არ ვიყავი,რომ მირა მიმი იყო.მაგიტომ ჩამოვედი,რომ მეთქვა. ცოტახნით გაჩუმებული იყო,დავიძაბე საშინლად და ისევ მე დავიწყე საუბარი. -რამე მითხარი, ჩუმად ნუ ხარ რა,ან დამარტყი, ან მიყვირე,რამე თქვი ოღონდ.-მართლა არ ვიცოდი თუ შენი შვილი იყო,რომ გავიგე ბევრი ვეცადე მასზე არ მეფიქრა,მაგრამ არ შემიძლია,მის გარეშე არ შემიძლია. -მან ჯერ არ იცის,თუ წინააღმდეგი იქნები მოვკვდები მის გარეშე,მაგრამ შენ წინააღმდეგ არ წავალ. -ასე ძალიან გიყვარს? -სიცოცხლეზე მეტად. -იცოდე გული რომ ატკინო მოგკლავ. -ანუ? სიხარულისგან გავიბადრე. -ანუ ის,რომ შენზე უკეთესს სიძეს ვერც ვინატრებ.-გაუფრთხილდი. -ყველაფერს გავაკეთებ,- ახლა მთავარია მასაც შევუყვარდე. -შეუყვარდები!- ის ჩემი შვილია,ვიცნობ და შენც გიცნობ,ამიტომ შეუყვარდები. -ძაან მიყვარხარ ტო!ყველაზე ჯიგარი ხარ შენ. -უხ შე გადარეულო.-წამოდი ჩავიდეთ ქვემოთ, მზიკო სუფრას გააწყობდა. -ხო ძალიან მშია. -ჩემი ცოლი არ ბრძანდება სახლში,დავურეკავ,რომ გაიგებს ჩამოხვედი გაგიჟდება სიხარულისგან. -მე რა უნდა გავაკეთო საქართველოში რომ დავბრუნდები? -ოთო ნაკაშიძე თუ სადმე გამოჩნდა მირამდე არ უნდა მიუშვა.-აწი ვიცი ოთოს კი არა არავის მიუშვებ მიმიმდე მაგრამ მაინც. ბეჭზე ხელი დამკრა და ქვემოთ ჩავედით.სუფრასთან დავსხედით,მივირთვით და ჩემს კუთვნილ საძინებელში ავედი დასასვენებლად. მირა. მეორე დღეს,რომ გავიღვიძე, წინა ღამე მიტრიალებდა ისევ თავში.რა გავაკეთო?ძაან დაბნეული ვარ, ვერ გავიგე რა მინდა,ან ვინ მინდა..რა გავაკეთო ბათას გარეშე?!მართლა რომ წავიდეს?მართლა რომ ვეღარ ვნახო?ფიქრებში ვიყავი გართული სანამ არ გავიაზრე, რომ შეიძლება შევშლილიყავი.აბაზანაში შევედი, წყალი გადავივლე,თეთრი კედები,ჯინსის ტანზე მომდგარი მაღალწელიანი შარვალი და თეთრი ზედა ჩავიცვი,თმა გავიშალე, მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე და დუდუსთან და გიოსთან წავედი ბარში.კაბინეტში დაუკაკუნებლად შევაჭერი, კიდევ კარგი ორივე იქ დამხვდა.. -ბიჭებო როგორ ხართ? -ვახ ამას ვის ვხედავ, რა ქარმა გისროლა? -დაბადებისდღის ქარმა გიო! ერთ კვირაში ჩემი დაბადებისდღეა.-ოო არ მითხრათ რომ დაგავიწყდათ. წარბები ავწიე გაბრაზების ნიშნად და შემდეგ მოვიწყინე. -მოიცა ტო,რა სახე ჩამოგტირის,შენს დაბადებისდღეს რა დაგვავიწყებს?ყველასი რომ დაგვავიწყდეს შენი არასდროს. ორივე მოვიდა და ჩამეხუტა. -მართლა? -მართლა ტო.-ხო არ ღადაობ მაგას რა დაგვავიწყებს..-რა უნდა აბა ჩვენს ლომ გოგოს თქვას. -აუ ნუ მეძახით რა ამ ლომს რაღა იყოთ? -რატო ტო? -გავიზარდე და იმიტო.-ქალი ვარ უკვე. -ოო ნუ ატრაკებ რაა,ჩვენთვის სულ პატარა იქნები შენ.-რა გინდა შენს დღეს რომ გავაკეთოთ? -არაფერი განსაკუთრებული,ეს ბარი დამითმეთ. -მეტი არაფერი? -არა.-ნუ მანქანა მინდა კიდევ. -კიდევ? -ხოო კიდევ!აბა ჩემს ბიჭს ვერ შეველევი. -ხოო?!რომელი უნდა საქალბატონე მირას? -X6 -კაი მართლა? -აუუ მინდაა. -კარგი ხოო გავიგეთ რომ გინდა,მაგრამ არ გამოვა. -აუ რატო დუდუ? -შარშანაც მანქანა გაჩუქეთ.-სხვა რამ აირჩიე. -არ მინდა მაშინ არაფერი და რაც თქვენ გენდომებათ ის იყოს. -კარგი. -კარგი წავალ ახლა სახლში და ერთ კვირაში აქ ვარ, ჩემს მეგობრებთან ერთად. -ბაზარი არაა. დუდუს და გიოს დავემშვიდობე და სახლში წავედი, გზაში იკომ დამირეკა.. -მირა რაშვები? -სახლში მივდივარ.-თქვენ რაშვებით? -ახლა მოვდივართ თბილისში,ნინის საქმე აქვს რაღაც აუცილებელი და მე ამოვალ შენთან.-მომენატრე. -მეც მომენატრე, ამო გელოდები. სახლში როგორც კი შევედი ტანზე გამოვიცვალე, ყავა მოვიდუღე და იკოს მოსვლას დაველოდე..კარებზე როგორც კი გაისმა ზარი ეგრევე გავედი,გავაღე და იკოს შევაფრინდი კისერზეე. -მომენატრე იკ. -მეც მომენატრე ჩემო პატარავ. ჩამეხუტა და თმაზე დამიწყო ფერება. -წამო დავსხდეთ.-მომიყევი რა ხდება შენს თავს. მისაღებში შევედით,იკო დივანზე დაჯდა,მეც მის გვერდით დავჯექი და კალთაში ჩავუდე თავი,მისი ხელი ავიღე და თმაზე დავიდე. -მომეფერე თმაზე რა. -ცუდად ხარ ხო?-კი ტო უეჭველი ცუდად ხარ,თორემ ისე, ამას არ მთხოვდი. -ცუდად ვარ,თან ძალიან,ცხოვრებაში პირველად ვარ ასე. -რატომ? -მიყვარს იკო. -ვინ გიყვარს მირა?ღადაობ ხო?შენ და სიყვარული?ჰაჰაჰაჰა არ არსებობს,არა რა არ მჯერა,მოიტანე ვიდეო კამერა ეგ უნდა ჩავიწერო. -იკო მორჩები და მომისმენ?-მართლა შეყვარებული ვარ. -ვისზე ტო?ნუ გამაგიჟებ. -შენ რა გაგიჟებს ერთი? -აქამდე რომ არ ვიცოდი ის. -აქამდე მეც არ ვიცოდი. -იტყვი ახლა ვინაა.? -ბათა ყიფიანი. -ყიფიანი? იკომ გაიოცა და ლამის თვალები გადმოყარა ამის გაგონებისას. -ჩვენი ბათა ტო? -ხო ეგ ბათა!ბათა! ბათა ყიფიანი. -იცის კიდევ ვინმემ? -არავინ. -რას აპირებ?ან როდის მოასწარი შეყვარება? -აუ იკო რა გინდა?შემიყვარდა. ძალიან მიყვარს,მთელი დღეა არ მინახავს და უკვე ცუდად ვარ.-რა გავაკეთო?არვიცი სადაა, რას აკეთებს, ვისთანაა.აუუუ არ შემიძლია!მინდა რომ სულ ჩემთან იყოს და არ ვუშვებდე. -შენ ძაან შეყვარებული ხარ! მომწონხარ ასეთი,საგოლ ყიფიანო.. იკომ თქვა და გადაიხარხარა. -მოკეტე ახლა და მითხარი რა ვქნა? -პირველ რიგში კლუბში წავიდეთ, გავერთოთ,დავლიოთ და ცოტახანი განიტვირთე. -უხ ჩემო ჭკვიანო როგორ მიყვარხარ.რამდენიხანია არ ვყოფილვარ კლუბში, ყიფიანის გადამკიდე აღარ ვიცი როდის ვიყავი ბოლოს. ჩვენი საუბრის მერე, იკო,ნინი,თაკო,აკო,დათა,ნია და მე წავედით კლუბში.ბათასთან დავარეკინე იკოს, მაგრამ გამორთული ქონდა ტელეფონი.კლუბში როგორც კი შევედით თამბაქოს და ალკოჰოლის სუნი მეცა, ეგრევე სახე დავმანჭე და ბართან მივედი,დანარჩენები კი მაგიდასთან დასხდნენ, რამე უნდა დამელია თორემ ფიქრისგან შევიშლებოდი. -ორმაგი ვისკი. -ახლავე. ბარმენმა ვისკი დამისხა და ერთი გადაკვრით დავლიე, ყველაფერი ჩამიწვა ორგანიზმში, მაგრამ არ მაინტერესებდა იმდენად მინდოდა გავთიშულიყავი. -ერთიც კიდევ. გავუმეორე,ბარმენმა გაკვირვებულმა შემომხედა, მხრები აიჩეჩა და უსიტყვოდ ჩამომისხა. -პრობლემა გაქვთ? გვერდიდან მომესმა ხმა, გავხედე და ვიღაც სიმპათიური არსება შემრჩა ხელში. -მგონი მაქვს. -და ეგ გიშველის? -უკაცრავად? -ოთო ნაკაშიძე. ხელი გამომიწოდა და გამიღიმა. -მირა ნაკანი. -შეიძლება შემოგიერთდეთ? -ჭკუის დარიგებას თუ არ დამიწყებთ პრობლემა არაა. -როგორ გეკადრებათ.არ ვაპირებ, უბრალოდ გაცნობა მინდოდა ისეთი მშვენიერი ხართ. -კარგი ახლა არ გამაწითლო..-და ეს ,,თ,, არ გვინდა რა. -როგორც იტყვი მირა. -აი ეს მომწონს ოთო. -რა პრობლემა გაქვს?ვერ დაგეხმარები? -ოო არ მგონია შეძლო,- ვფიქრობ თავად პრობლემა უნდა დამეხმაროს. -ესეიგი პრობლემა მამაკაცია? -სიყვარული. -ცოტა რთულადაა ხო? -იმაზე რთულად ვიდრე წარმოგიდგენია. იმდენად გავიხსენი ოთოსთან,რაღაც მომენტში ბათაც დამავიწყდა.ოთოს ცისფერი თვალები გიწვევდნენ რომ შიგ ჩაკარგულიყავი,მაგრამ ბათას თვალებთან ვერც მივიდოდა. -ოთო სასიამოვნო იყო შენი გაცნობა,ახლა უნდა დაგტოვო,მეგობრებთან ერთად ვარ და მათ უნდა შევუერთდე. -ჩემთვისაც სასიამოვნო იყო შენი გაცნობა,თუ წინააღმდეგი არ იქნები, ნომერი მომეცი და შევხვდეთ კიდევ, ყავა მივირთვათ ერთად და ვისაუბროთ. არვიცი რატომ მაგრამ ნომერი მივეცი. -კარგი. ნომერი ჩავაწერინე,დავემშვიდობე და ჩემების მაგიდასთან მივედი. -სად იყავი? -ბართან ვისკი მივირთვი. -მერე მოგეშვა? -რა ქონდა მოსაშვები ხდება რამე და არ ვიცით?იკითხა აკომ. -ო აკო ისეთი ხდება რომ ვერ წარმოგიდგენიათ. -რა ხდება? ყველა მობილიზდა და ინტერესიანი თვალებით მომაჩერდნენ. -შეყვარებული ვარ. -კაი ტო ღადაობ?-იკო ღადაობს ხო? დაიწყო აკომ როგორც იცის ისე. -მირა მართლა?იკითხა დათამ. -აუ არ არსებობს რა მაგარიააა. წამოიძახეს გოგონებმა. -კაი, კაი მოიცადეთ.-თქვი ვინაა ის უბედური? -გელაშვილო ნერვებს მიშლი.უბედური ის კი არა მე ვარ.შემიყვარდა ადამიანი,რომელიც არ ვიცი რას ფიქრობს ჩემზე და ამასთანავე სხვა ყავს. -ვინაა იტყვი? წარბებ შეკრულმა მკითხა დათამ. -ვიტყვი და რომელიმემ,რომ რამე შეიმჩნიოთ დაგბრიდავთ. -დაჟე ვიცნობთ? -კიი იცნობთ-მოღუშული სახით ვთქვი,ერთი ჩავისუნთქე ამოვისუნთქე,იკოს გავხედე და ვთქვი. -ყიფიანი!ბათა ყიფიანი. იკოს გარდა ყველამ გაოცებული თვალებით შემომხედა. დათას ხველება აუტყდა, გოგოები ხმას ვერ იღებდნენ.დავიგრუზე მათ სახეებზე, რადგან ერთმანეთს უყურებდნენ და ვერ გავიგე რას ფიქრობდნენ, სანამ აკომ ტაში არ შემოკრა პატარა ბავშვივით და არ წამოიყვირა როგორც იცის ისე. -მაგარია ტო!ძალიან მაგარია!ბათა მაგარი კაცია და მასზე მაგარ როჟას სამეგობროში ვერასდროს გაგვიჩითავდი,თან სიძეთ ტო.. გელაშვილის სიტყვებმა გამახარა. ისე მინდოდა ბათა მენახა იმ წამს. ასე როდის შემიყვარდა?ასე როდის გავგიჟდი,რომ სიგიჟემდე მენატრებოდა,ჰაერივით მჭირდებოდა მისი დანახვა. -რას აპირებ? -არვიცი დათა, უბრალოდ მიყვარს,დაველოდები მოვლენებს როგორ განვითარდება. -ჩვენ შენს გვერდით ვართ,ყველგან,ყოველთვის და ყველაფერში. -ვიცი და მიტომ ხართ ჩემი ძმები..-წავიდეთ რა სახლში აქ ხმაურია, დასვენება მინდა. იქედან ყველა სახლებში წავედით. სახლში რომ მივედი შხაპი მივიღე, საწოლში ჩავწექი, ლეპტოპი ჩავრთე და ბათა ყიფიანის ძებნა დავიწყე სოციალურ ქსელში,ვეძებე და ვიპოვე კიდეც.არვიცი რამდენხანს ვნახულობდი მის ფოტოებს, მაგრამ სიგიჟემდე მინდოდა,რომ მისი ხმა გამეგონა.ამიტომ დამატება გავუგზავნე,მალევე მივიღე დასტური.ხელები მიკანკალებდა იმდენად მინდოდა მიმეწერა, დითხანს ვებრძოდი ჩემს თავს, მაგრამ ვერ მოვერიე და მივწერე. -როგორ ხარ? -კარგად მირა. -კარგია. ნახა და აღარ მომწერა, ისე გავბრაზდი, რომ ცრემლები მომადგა თვალებზე,შევიშლებოდი მისი ხმა რომ არ გამეგონა.ამიტომ კიდევ მივწერე. -შეგიძლია დამირეკო? -მშვიდობაა? -კი. -არ მცალია მირა ახლა, თუ მშვიდობაა მერე დავრეკავ. საბოლოოდ ამომაჯდა გული, ამ სიტყვების წაკითხვისას, აღარაფერი მიმიწერია.ლეპტოპი დავხურე და ცრემლებს უფლება მივეცი დაცლილიყვნენ. არვიცი რამდენხანს ვტიროდი, მაგრამ გული რომ ამოვარდნას მქონდა და უკვე ვსლოკინებდი,ეგ კი ვიცი. ტელეფონმა რომ დამირეკა ფეხზე ავდექი,სარკეში ჩავიხედე,ჩემი თავი მეუცხოვა, სუსტ, უსუსურ არსებას ვგავდი,ისეთი ვიყავი როგორიც არასდროს.არ მინდა ეს სიყვარული, თუ ასეთი უნდა ვიყო.მასუსტებს და ძალას მართმევს,მეზიზღება ასეთი ჩემი თავი,მაგრამ ვერაფერს ვახერხებ.ვხვდები,რომ მასთან ვიქნები,მხოლოდ მასთან,ასეთი სუსტიც და ყველაზე ძლიერიც. ტელეფონს დავხედე,საბერძნეთის ნომერი რომ დავინახე ეგრევე ვუპასუხე ჩამწყდარი ხმით,ძაან არ მინდოდა მამას გაეგო ,რომ ვიტირე, მაგრამ ხმაზე აშკარად დამეტყობოდა, რადგან ჩახლეჩილი მქონდა. -ხო მაა.-არ მაქვს ახლა ლაპარაკის თავი ,გთხოვ ხვალ დამირეკე ცუდად ვარ.უცებ მივაყარე. -მირაა? ტელეფონიდან ბათას ხმა რომ მომესმა ტანში ჟრუანტელმა დამიარა. ხმა ვერ ამოვიღე. -მირა კარგად ხარ? -........ -მიპასუხე ამის დედაც კარგად ხარ? ხმას მაინც ვერ ვიღებდი. -მირა გთხოვ უბრალოდ ხმა გამაგონე. ძალები მოვიკრიბე რაც შემეძლო და ხმა გავეცი. -რატომ მირეკავ? -მითხარი დამირეკეო და იმიტომ. -ახლა მე არ მცალია,მადლობა რომ დარეკე.კარგად. -მოიცადე! -რა? -კარგად ხარ? -შესანიშნავად. -მირა! კარზე ზარი გაისმა და მეც გასაღებად წავედი. -ერთი წამი კარზე ზარია უნდა გავაღო. -კარგი დაგელოდები. კარი გავაღე და ზუკა შემრჩა ხელში. -პატარავ კარგად ხარ?-თვალები რას გიგავს შენ რა იტირე? ქოთქოთს მოყვა ზუკა და სულ დამავიწყდა,რომ ტელეფონზე ბათა იყო. -არა ზუკა.-გრიპი მაქვს და ცრემლები მომდის ისე ცუდად ვარ.-შედი მისაღებში და მოვალ. -აქ ხარ? -კი აქ ვარ.-წავედი მირა, პატრონი გყავს უკვე,მოგხედავს.-სასიამოვნო საღამოს გისურვებ და იმ გრიპისგან თავის დაღწევას, ვინც შენს თვალებს არ უფრთხილდება და ცრემლებს გაღვრევინებს. ბოლოს ეს სიტყვები მითხრა და ტელეფონი ისე გამითიშა, სიტყვის თქმაც ვერ მოვასწარი. გაბრაზების თავიც აღარ მქონდა, მისაღებში შევედი და ზუკას გვერდით ჩამოვჯექი. -გთხოვ არაფერი თქვა.-დღეს არა რაა. მახსოვს რომ ეს სიტყვები ვთქვი ბოლოს,დილით კი ჩემს საწოლში გამეღვიძა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.