მექანიკურად! (12 თავი)
თათა მარტივად ადაპტირდა კატოს ოჯახში,მაგრამ ისე თავისუფლად მაინც ვერ გრძნობდა თავს,როგორც საკუთარ სახლში. ცოტათი ერიდებოდა ბიჭების და ცდილობდა ძალიან შესამჩნევი არ ყოფილიყო მისი იქ ყოფნა. ალექსს ძალიან გაუხარდა,როცა გაიგო,რომ თათა გარკვეული ხანი მათ სახლში იცხოვრებდა. მარტივად შეეგუვნენ თანაცხოვრებას. -ისევ,ჩემზე ადრე წავიდა-ამოიბუზღუნა თათამ,როცა მიხვდა რომ კატო უკვე გასულიყო-კარს რომელი დაკეტავს ნეტავ?-ალექსს იცოდა რომ ეძინა და შუადღის 2 საათამდე მინიმუმ არ გაიღვიძებდა. მერე ლევანის შესამოწმებლად წავიდა,თუ სალხში იყო. მის საძინებელთან მივიდა და კარზე დაუკაკუნა. -მოდი- დაიძახა შიგნიდან ლევანმა -ლევან,მე გავდივარ და კარს ჩაკეტავ?-შეაღო თუ არა კარი,მაშინვე უთხრა ლევანს,რომელიც ჰალსტუხის შეკვრას ამაოდ ცდილობდა შეწუხებული სახით -კი,კი,მეც გავდივარ მალე ისედაც-უპასუხა და ჰალსტუხი ხელებში აბლანდა-ამისი შეკვრის გაგეგება რამე?-შეწუხებულმა ჰკითხა თათას სანამ გავიდოდა -გინდა შეგიხვიო? -ხო,თუ იცი -კი,მოდი-ჰალსტუხი ხელებში მოიქცია,ნაზად შემოახვია კისერზე და მის შეკვრას შეუდგა -მილიონში ერთხელ მიწევს გაკეთება და ეგ დღე დღესაა-დაიწუწუნა ლევანმა-ვერაფრით დავუმუღამე-მხრები აიჩეჩა. თათას გაეღიმა და ოსტატურად შეუხვია -გაიხარე,მადლობა-მადლობა გადაუხადა ლევანმა და თათას გაყვა,რომელიც ოთახიდან გადიოდა. ლევანი თათას მიმართ ძალიან შეიცვალა. აგრესიულად და ირონიულად ლაპარაკს გადაეჩვია მისი მისამართით. ხანდახან მოიკითხავდა კიდეც,ხომ კარგად იყო და ხომ არაფერი სჭირდებოდა. თათას ძალიან უკვირდა მისი საქციელი,მაგრამ ვერაფერს ეკითხებოდა.უკვირდა,მაგრამ ამავდროულად ძალიან ბედნიერი იყო,შეცვლილი ლევანით. -კატო,შენ ძმას რამე ხომ არ სჭირს?-ერთხელ შეეკითხა თათა კატოს -რატომ მეკითხები?-გაეცინა -რა ვიცი,უკვე მიტანს და ირონიულადაც აღარ მელაპარაკება ხოლმე -მიხვდა ალბათ,რომ ტყუილად იქცეოდა ასე -რავიცი,შეიძლება-ჩაფიქრებულმა გასცა პასუხი თათამ ლევანის ცვლილება რამ გამოიწვია? ალბათ მოსმენილმა, თათას და კატოს დიალოგმა,როცა თათა სახლიდან წამოვიდა. ისეთი განადგურებული იყო,ძალიან შეეცოდა. ლევანი ადამიანი იყო და ადამიანური გრძნობები გააჩნდა.. მაშინვე უთანაგრძნო გოგოს და სურვილი არ გასჩენია მეტად რამე გადაკვრით ეთქვა მისთვის და მისი ცუდად ყოფნის ერთ-ერთ მიზეზად ისიც დამატებოდა. ყოველ დილით ჩვეულებრივად ესალმებოდა,ყავასაც ერთად სვამდნენ ხშირ შემთხვევაში. 1-2-ჯერ სამსახურშიც გაიყვანა. თათას ეს წვრილმანი რამეები ისე აბედნიერებდა, სახეზე ანათებდა და ბედნიერი თათა ორმაგად ლამაზი იყო. -თათ, შეყვარებული გყავს?-ერთ დღეს მოულოდნელად ჰკითხა სანდრომ თათას.თათამ ბეჭდვას თავი დაანება და სანდროს შეხედა -საიდან მოიტანე?-გაუკვირდა -დავინახე რამდენჯერმე სამსახურში რომ მოგიყვანეს და მაგიტო-მხრები აიჩეჩა.თათას გაეცინა. -ეგ ჩემი დაქალის ძმაა-მოკლედ აუხსნა -ა,ნუ თუ დაქალის ძმაა მაშინ კარგი-გაეცინა სანდროს.მართალია ეჭვები ვერ მოიშორა,მაგრამ აღარ ჩაეძია,რადგან იცოდა როგორ ვერ იტანდა თათა მის პირადში უხეშად რომ ერეოდნენ,ამიტომ გაჩუმება არჩია. საღამოს თათა სამსახურიდან ცოტა დაგვიანებით გამოვიდა. დაახლოებით 10 საათი იყო სახლში რომ მივიდა. სახლში შესულს,მისაღებიდან ხმაური შემოესმა.პირდაპირ იქეთკენ წავიდა. მისაღებში ლევანი,ნიკა და მისი კიდევ 2 მეგობარი ისხდა, ლუდს მიირთმევდნენ და თან რაღაც სასუსნავები ედოთ. -გამარჯობათ-მიესალმა თათა. ბიჭებიც მიესალმნენ.ნიკას რატომღაც გაეღიმა თათას დანახვაზე თათას ხელის შეშლა არ უნდოდა,ამიტომ საძინებელში შევიდა. ფეხსაცმელი გაიხადა,რომელმაც ფეხი ძალიან ატკინა. ფლოსტები ჩაიცვა და სამზარეულოში გავიდა,ყავის მოსამზადებლად. კატო სახლში არ იყო. წყლის მადუღარაში არსებული წყალი გადაღვარა, ახლიდან აავსო და ჩართო. სანამ წყალი ადუღდებოდა,ჭიქა გამოიღო და ყავა ჩაიყარა. -ყავას იმზადებ?-მოულოდნელად შემოსულმა ლევანმა მყუდროება დაურღვია ჩაფიქრებულ თათას -ხო-გაუღიმა -თუ არ შეგაწუხებ, ჩვენც გაგვიმზადებ?-მუდარით თხოვა-კატო არაა სახლში -კი, რა პრობლემაა-უცებ მიუგო თათამ -კარგი, მე უშაქრო და ბიჭებისთვის შაქარი გამოიყოლე, ისინიც სიროფს სვამენ შენსავით-გაეცინა ლევანს -კარგი ბატონო-თათასაც გაეცინა წყალი მალე ადუღდა. ჭიქებში ჩაასხა. ლანგარზე მოათავსა 4 ჭიქა და მისაღებში გაიტანა. ბიჭებს ჩამოურიგა მადლობა ყველამ სათითაოდ გადაუხადა. -თათა ფეხბურთი არ გიყვარს? თუ გინდა შემოგვიერთდი-შესთავაზა ნიკამ.ლევანმა თვალები აატრიალა,რადგან მიხვდა ნიკა,რასაც ცდილობდა. ნიკა სულ ეხუმრებოდა ლევანს,მაგ გოგოს მიმართ რაღაცას გრძნობო,რაზეც ლევანს სულ ეცინებოდა და ნიკას სრულ ჭკუაზე ეჭვი ეპარებოდა. მერე შეეჩვია მის ასეთ რეპლიკებს და ყურადღებას არ აქცევდა -ადრე მიყვარდა ყურება, დიდი ხანია რაც არ ვუყურებ-მხრები აიჩეჩა -მოდი,საკაიფო თამაში იქნება,მაგრად გაგისწორდება-არ მოეშვა ნიკა -კარგი,ჩემს ყავას გამოვიტან და ცოტა ხანი მეც ვუყურებ-გაუღიმა თათამ და თავისი ყავის მოსატანად წავიდა. საინტერესო თამაში იყო,დაძაბული მომენტებით და ბევრი სახიფათო დარტყმებით. თათა ისე შეიყოლია ყურებამ, ემოციებს ვერ მალავდა მნიშვნელოვან მომენტებზე. ბიჭებს ხანდახან ეღიმებოდათ თათას ასეთ ჩართულობაზე,ლევანი კი დიდად არ იმჩნევდა თათაც რომ მანდ იყო, არ უნდოდა ნიკასთვის სალაპარაკო მიეცა,რომელიც მიკროსკოპით აკვირდებოდა მის ქცევებს. თამაში რომ მორჩა ძლივს ამოისუნთქეს,რადგან იმ ანგარიშით დამთავრდა,რაც ბიჭებს აწყობდათ. თამაშის დამთავრების მერე ბიჭებმა დაშლა დაიწყეს. ჯერ გეგა და დათო წავიდნენ, ყველაზე ბოლოს კი ნიკა -ლევა, გამაცილე ერთი-უთხრა წასვლამდე სიცილით. ლევანი კარებამდე მიყვა. ამასობაში თათამ მისაღების მილაგება გადაწყვიტა. -ეს თათა ჩემთვის მომწონს-კარები გააღეს და სადარბაზოში გავიდნენ თუ არა,მაშინვე მიახალა ნიკამ ხმადაბლა. ლევანს თვალები გაუფართოვდა -რას ბოდავ?-ოთახში შეიხედა და ეგრევე კარები გამოიხურა, თათამ არ გაიგოსო, -მართლა ძალიან საყვარელია. შენ როგორც ჩანს მართლა არ გაინტერესებს,ადრე რომ დაგცინოდი,ხოდა მინდა ვცადო ფლირტი -ნუ სულელობ! არაა ეგ გოგო შენი სტილის!-ძალიან არ მოეწონა ეს ფაქტი ლევანს -ზუსტადაც რომ ჩემი სტილია,ძალიან ლამაზი,საყვარელი, უშუალო,მხიარული და კეთილი-მიაყარა ეპითეტები თათას -წესიერად არ იცნობ და საიდან დაასკვენი როგორია-უკმაყოფილოდ ჰკითხა ლევანმა -ერთი ნახვაც საკმარისია რომ მიხვდე როგორია!-კატეგორიული იყო ნიკა -არა ნიკა,შანსი არ გაქვს რომ იცოდე! -რატომ ვითომ? -ჩემი დის დაქალია!-რაც პირველი მოადგა ენაზე,ის უპასუხა -ხოდა მითუმეტეს-არ ნებდებოდა ნიკა-უფრო ხშირად შემიძლია ვნახო,თან ახლა თქვენთან ცხოვრობს -ჩემთან მოსვლას გიკრძალავ ამიერიდან!-ლევანი ეცადა გაეხუმრა და ის იყო კიდევ უნდა ეთქვა რაღაც,ნიკამ ხარხარი ატეხა,რადგან მიიღო სასურველი რეაქცია და პასუხი -ვღადაობ შეჩემ ა, ვღადაობ-მხარზე ხელი დაკრა.ჯერ კიდევ აზრზე ვერ მოსულ ლევანს -რა? -რომ გკითხონ ფეხებზე გკიდია და ახლა შენი თავისთვის რომ შეგახედა რა სახე გაქვს...-სიცილს ვერ იკავებდა- მგონი შეგძულდი კიდეც და ჩემი ცემა გინდა რაც გითხარი იმის გამო,ხოდა დროზე ავახვიე-კიდევ ერთხელ დაარტყა მხარზე ხელი და სწრაფად ჩაირბინა კიბეები-ხვალამდე ლევან- სიცილით მიაძახა კიბეებიდან. მადლობა,რომ ელით ამ ისტორიას და გიხარიათ მისი ახალი თავის დანახვა <3 <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.