შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ახალი სიცოცხლე (სრულად)


28-02-2020, 00:15
ნანახია 5 951

დადიანების საგვარეულო შტოს გამგრძელებელი ერთადერთი მემკვიდრე,ეჟენი დადიანი.თბილისის მახლობლად,კიკეთში დიდ სამ სართულიან სახლში ცხოვრობდა,არ გაგიკვირდეთ ისინი ხომ თავადები იყვნენ და შესაფერისი სამყოფელი სჭირდებოდათ.ჩვენი ეჟენი კი პატარა პრინცესა,თეთრი თოვლივით მკრთალი კანით,ქერა წელამდე დაყრილი დალალებით და დიდრონი ცისფერი თვალებით,ამ ცივ და მივიწყებულ სასახლეს სიცოცხლეს მატებდა. მისი დღე თითქმის ყოველთვის ერთნაირად იწყებოდა და მთავრდებოდა.
სახლში ზარის წკარუნი გაისმა,რასაც საპასუხო რეაქცია მოჰყვა თეთრი ფაშფაშა მოახლესგან,კიბეზე სწრაფად აირბინდა და კარებთან გაჩნდა.
- დიახ ქალბატონო,რით დაგეხმაროთ?
-შემოდი ძვირფასო ნინო
-ჩემო ლამაზო,თმების დავარცხნა გსურს?თქვა მოახლემ და სახეზე ღიმილმა გაუდაურბინა.
-დიახ, ხომ შემისრულებთ ამ თხოვნას? ხომ იცით დედა ყოველთვის უარს მეუბნება,არადა როგორ მიყვარს,როდესაც ჯაგრისით თმებს რბილად ეხებიან და თითიეულ ღერს რიტმულად ცხოვრების უფლებას აძლევენ. სახე მოეღრუბლა და სევდიანი თვალებით გადაიტანა მზერა ჯაგრისზე.
-კარგი ჩემი ქალბატონო,თვქენ არ მოიწყინოთ და მე აუცილებლად დაგეხმარებით სურვილის ასრულებაში.ნინო ეჟენს მიუახლობდა და მისი თეთრი პუტკუნა ხელები აბრეშუმივით თმებს შეახო.ეჟენმა თვალები განაბა თითქოს ამ სამყაროს მოსწყდა და სხვა განყოფილებაში გადაინაცვლა მისმა ფიქრებმა,სადაც თავს გაცილებით ბედნიერად და დაცულად გრძნობდა. ნინომ თმები ლამაზი წითელი ბანტით შეუკრა,რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა სიფრიფანა ლედისთვის,რადგან ის მშობლებმა აჩუქეს პირველ დაბადების დღეზე,როდესაც ძალიან პატარა იყო და მის ვარცხნილობას მხოლოდ ოქროსფერი ბუსუსები შეადგენდა,რომელიც სასაცილოდ აბურძგვნოდა.უკვე წლებია ჩვევად ან თუნდაც ტრადიციად გადაექცა,რომ ყოველ 8 აგვისტოს უნდა ამშვენებდეს მის ლამაზ თმებს ეს თმისამაგრი.დღეს ეჟენი 18 წლის გახდა, თუმცა ეს არ იქნება ის სანუკვარი პერიოდი მისთვის,რომელსაც თინეიჯერების 99% ელოდება და შემდეგ მთელი ცხოვრება მისტირის იმ წლებს.რადგან ეჟენი აპირებს სწავლა კვლავ სახლში გააგრძელოს და ცოტათი მეტი თავქარიანობა,თავგადასავლები,მძაფრი შეგრძნებები არ შეურწყას მის ცხოვრებას.როგორც იქცევა თავისუფლებას მოწყურებული თინეიჯერი.
ნინომ დაასრულა თავისი საქმიანობა,თავზე ნაზად გადაუსვა ხელი საყვარელ ქალბატონს, გაბრწყინებული თვალებით გადასცა პატარა ყუთი და დაბადების დღე მიულოცა.
-ჩემო ძვირფასო,აი ეს პატარა საჩუქარი ჩემგან და ბიძია გიორგისგან,ხომ იცი ძალიან გვიყვარხარ,18 წელია ამ სახლში ვმუშაობთ და ოხაჯის წევრად გთვლით.სულ პატარა რომ მოგიყვანეს იქედან ვზრუნავ შენზე და მიყვარხარ. ეჟენმა ფართოდ გაუღიმა საყვარელ მოახლეს,სავარძლიდან წამოხტა და თეთრი ხელები მჭიდროდ მოხვია ყელზე.ფრთხილად გახსნა ლამაზად შეფუფული ყუთი და პატარა ბაჩუჩები ამოიღო,იმდენად პატარა რომ ხელის გულზე დაეტია.ეჟენმა გაკვირვებით შეხედა მიანიატურულ საჩუქარს და შემდეგ ნინოს შეავლო მზერა.
-ალბათ გაგიკვირდა ჩემო ქალბატონო ეს უცნაური საჩუქარი,მაგრამ აგიხსნი რატომ მაინცდამაინც ეს.მინდა ყოველთვის გახსოვდეს შენი პირველი ნაბიჯები,როდესაც მყარად შეძელი დადგომა ფეხზე,მაგრამ ამავდროულად ყველას მზერა შენკენ იყო მოპყრობილი შიშნარევი თვალებით,რომ არ წაქცეულიყავი და რაიმე არ დგეშავებინა.მინდა ამ ცხოვრებაში მუდამ მყარად გედგას მიწაზე ფეხი,ისე მყარად,რომ სხვასაც გაუწოდო დახმარების ხელი და თუ ოდესმე რამე შეგემთხვევა არავითარ შემთხვევაში არ გაბედო წაქცევა და იმ ადამიანებს არ გაუცურუო იმედი,რომლებსაც ასე ღრმად სწამთ შენი და მუდამ იმედის თვალით გიყურებენ,მათი ლოცვა კი მუდამ თან გსდევს და გეხმარება.ნინომ თვალები ჭერს აღაპყრო თითქოს ლამაზად მოჩუქურთმებული ჭერის იქეთ იხედებოდა და ზეცას მადლობას უხდიდა, მისი კეთილი თვალებით. თვალებაცრემლიანებული მიუახლოვდა ეჯენს და მაგრად ჩაიკრა გულში.
-ძვირფასო როდესაც დაასრულებ მომზადებას ქვემოთ ჩამოდი შენთვის ლამაზი სუფრა გავაწყვე,ყველამ ერთად აღვნიშნოთ შენი იუბილე.ეჟენმა თავი დაუკრა და სარკისკენ იბრუნა პირი.კიბეზე ფეხის ხმა გაისმა,ახალგაზრდა ქალბატონი მოაბიჯებდა,სასწულად ლამაზი იყო. მის თვალისმომჭრელ გარეგნობას კიდევ უფრო ამშვენებდა წითელი ნაზი კაბა და შესაფერისი ფეხსაცმელები. მისაღებ ოთახში დიდი მაგიდა იყო გაშლილი და ზედ ათასგავარი გემრიელი კერძი იყო განთავსებული.ეჟენი მაგიდასთნ მივიდა და მშობლებს სათითაოდ ჩამოუარა, მათაც გულში ჩაიკრეს ერთადერთი ქალიშვილი. სუფრის თავში მოკალათდა და ღიმილით გადახედა საყვარელ ადამიანებს. ნინო და გიორგი კარებთან იდგნენ თვალებზე ცრემლმომდგარი, რომელსაც დიდი ძალისხმდვით მალავდნენ და ნაზად იღიმოდნენ.ეჟენმა საყვარელ მსახურებს შეხედა და სთხოვა მათთან ერთად ევახშმათ.ისინიც დასთანხმდნდნ და შეუერთდნენ სევდიან მხიარულებას.


*
ეჟენი 18 წლის გახდა,მაგრამ მის ცხოვრებაში არაფერი შეცვლილა,ნება რომ მიგეცათ ალბათ არც არაფერს შეცვლიდა. ამიტომ მის საყვარელ ადამიანებს უნდა ემოქმედათ,რომ რეალობა ფართოდ გახდლილი თვალებით დაენახა. ნინომ გადაწყვიტა ახალი მასწვლებელი დაექირავებინა მისთვის და “მცირედი” სიახლე შეეტანა ეჟენის ცხოვრებაში. ბევრი ძებნის და რეკომენდაციების შემდეგ მიაგნო ახალგაზრდა მასწავლებელს,რომელიც ახლახანს ჩამოვიდა ლონდონიდან და დიდხნიანი სწავლის შედეგად მზად იყო ნაყოფიერად გამოეყენებინდა თავისი ცოდნა და დახმარებოდა ისეთ ადამიანებს,რომლებსაც ეს ნამდვილად სჭირდებოდათ. დემეტრე ახვლედიანი,მაღალი,შავგვრემანი,შავთვალა,სასიამოვნო გარეგნობის ბიჭი,რომელმაც საქართველო 10 წელია დატოვა და ჭაბუკობის წლები კარიერას შეალია.24 წლის ასაკში დაბრუნდა საქართველოში. როდესაც მისმა ლექტორმა გაიგო ეს ამაბვი სასწრაფოდ დაურეკა და შეატყობინა,რომ ახალგაზრდა „მოსწავლე“ ჰყავდა მისთვის,რომელიც გამორჩეული და განსაკუთრებული იყო,ხოლო მის გარდა ვერავინ შეძლებდა დახმარებას. დემეტრეს ბევრი არც უფიქრია,რადგან ეს მისთვის სიახლე იყო და სიამოვნებით დათანხმდა შემოთავაზებას.
*
დილით ენერგია მოზღვავებულმა გავიღვიძე, საოცარი ამინდი იყო. მზის სხივები თვალისმომჭრეად ანათებდნენ ჩემს აივანს და თეთრი თხელი ფარდების რხევა ეხმარებოდა იასამანს რომ მისი საამო სურნელი მთელს ოთახს გადასცემოდა. სურვილმა შემიპყრო გარეთ გავსულიყავი,რადგან საოცრად მიზიდავდა ეს აურა,საწოლიდან წამოვხტი და კარებს მივაშურე,მოაჯირს დავეყრდენი და ეზოს თვალი მოვავლე, ჭიშკარი იყო ღია. ჩემდა გასაოცრად ნინო ვიღაცას ელაპარაკებოდა,რომელსაც სახეზე სცემდა მზის სხივები და ვერ ვარჩევდი მის ნაკვთებს.გამიკვირდა,რადგან ეს კარები ბოლოს 10 წლის წინ გაიღო და მას შემდეგ აქედან არც არავინ გასულა და არც შემოსულა. მსახურები ეზოს უკანა კარებს იყენებდნენ ყოველთვის. თითქოს ბრაზი მომერია,მაგრამ ვიფიქრე, რომ ნინოს ამის მიზეზი ექნებოდა და ტყუილად არ გამანაწყენებდა. გადავწყვიტე სტუმარი ახლოდან მენახა და მისი ვინაობა გამეგო. სასწრაფოდ ჩავიცვი ტანზე და აბაზანას მივაშურე. დავამთავრე ჩემი რუტინა და ხმაურით დავეშვი კიბეებზე. უეცრად თავი გამიბრუვდა,ფეხები ერთმანეთში ამეხლართა და საშინელი ტკივილი ვიგრძენი. შემდეგ ბუნდოვნად მახსოვს არეული სახეები ნინო,ძია გიორგი,ვიღაც უცნობი ბიჭი, თავზე მადგნენ. შეშფოთებული სახეები და აცრემლებული თვალები ირეოდა ერთმანეთში.

თავი ტყვიასავით მაქვს დამძიმებული, ზუსტად რომ შესაფერისი შედარებაა ჩემი მდგომარეობის გამოსახატავად. თავის აწევა მინდა მაგრამ არ შემიძლია, ძლიერ ტკივილს ვგრძნობ. ნელ-ნელა თვალებს ვახელ და ვხედავ რომ ექიმი მიყურებს ინტერესის თვალებით და რაღაცას ჩამძახის. თუმცა ყრუდ მესმის ხმა და მისი ტუჩების მოძრაობით ვხვდები რასაც მეუბნება.
-თავს როგორ გრძნობ ძვირფასო?
-საშინლად მტკივა თავი ექიმო,რა მოხდა იქნებ ამიხსნათ?
-კიბიდან დაგორდი და ტვინის შერყევა გაქვს, მაგრამ ნუ გეშინია მალე გამოკეთდები. გამაყუჩებელს გაგიკეთებს ექთანი და ტკივილიც გაგივლის. გინდა შენი მოახლე ნახო, მთელი დღეა ელოდება შენს გაღვიძებას.
როდესაც ექიმმა კითხვა დამისვა თავში ათასმა ფიქრმა ერთად გამიარა, კადრები ერთმანეთს ცვლიდნენ და მთლიანი სურათი ნელ-ნელა მიდგებოდა თვალწინ.
-მოახლე,მოახლე... ჩუმად ბუტბუტებდა ეჟენი.
-მაგრამ ჩვენი მოახლე იქ არ იყო... და უცებ წამოიყვირა.
-ვაიმე,დედა,მამა,ჩვენ ხომ ავარიაში მოვხვდით. ექიმო გთხოვთ მითხარით ჩემი მშობლები,როგორ არიან. მახსოვს სისხლის გუბეები იდგა,მახსოვს ძალიან სტკიოდათ,ცრემლები სდიოდათ და თვალებით დახმარებას მთხოვდნენ. ექიმო მითხარით,რომ კარგად არინ ,მითხარით,რომ ყველაფერი კარგადაა.
ეჟენი ბოლო ხმაზე ყვიროდა,თვალები ჩასისხლიანებოდა,სახე აწითლებოდა. იმ პატარა სიფრიფანა გოგოსგან არაფერი დარჩენილიყო. დაჭრილ ნადირს ჰგავდა,თურმე როგორ ცვლის მწუხარება ადამიანს. სულისშემძვრელი იყო მისი გამომეტყველება, თითქოს ათი წლის ნაგროვებმა ცრემლებმა ერთიანად გადმოლახეს ჯებირები და წყევლასავით დაატყდნენ გვალვა ნახულ ბაგეებს. მწუხარებამ შეძრა და გაანადგურა. ეჟენს სული გაუმწარდა და ტკივილმა ერთიანად შეშალა მისი ცნობიერი. ამ ყვირილზე ნინო და გიორგი შემოცვივდნენ და ეჟენის დამშვიდება სცადეს მისი გულში ჩაკვრით, მაგრამ ის მაინც არ ცხრებოდა. ექთანმა დამამშვიდბელი შემოიტანა,მილში შეიყვანა და რამდენიმე წუთში ეჟენი კვლავ დაუბრუნდა პირვანდელ სახეს და ფერმიხდილი დაესვენა ლოგინზე. ექიმმა და მოახლეებმა დატოვეს პალატა და დასვენების შესაძლელობა მისცეს სიკვდილამდე განადგურებულ ქალბატონს. ექიმი გაოცებული თვალებით უყურებდა ნინოს და გიორგის, გაკვირვებას ვერ მალავდა და ცდილობდა თავი მოეყარა სათქმელისთვის.
-როგორც ჩანს,ეჟენი გამოერკვა ილუზიიდან და რეალობას დაუბრუნდა, რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს ათი წლის განმავლობაში არანაირმა მკურნალობამ არ გამოიღო შედეგი და პატარა ტვინის შერყევამ კი სასწაული მოახდინა. ათი წლის განმავლობაში ილუზიაში ცხოვრობდა და ლანდებს ელაპარაკებოდა, თითქოს მათ მართლა ხედავდა და გრძნობდა. ვერცერთმა ფსიქოთერაპევტმა ვერ შეძლო მისი განკურნება და ახლა, როდესაც თავისით მოეგო გონს ძალიან გაუჭირდება რეალობის აღქმა,მაგრამ ჩვენი და დემეტრეს დახმარები ყველაფერი წარსულს ჩაბარდება. ექიმი ფიქრიანად ისვამდა შუბლზე ხელს.
-დღეს დაველაპარაკები დემეტრეს და ავუხსნი სიტუაციას.მინდა იცოდეთ, რომ ის საოცარი ფსიქოთერაპევტია და შეგიძლიათ ბოლომდე ენდოთ მას. ეჟენს აუცილებლად გამოიყვანს ამ შოკიდან.
ნინო და გიორგი იმედისთვალით უყურებდნენ ექიმს, როგორც მხსენლად მოვლენილ ანგელოზს. ეჟენს ღრმა ძილით ეძინა, ვინ იცის იქნებ სიზმრად მაინც ესტუმრნენ გარდაცვლილი მშობლები და გულში მაგრად ჩაიკრეს ერთადერთი ქალიშვილი. ეჟენის ბაგეზე გადარბენილი ღიმილი იქნებ მართლაც მშობლებს ეკუთვნოდათ, მათ მონტრებას და სიყვარულს. ერთი კვირის შემდეგ,როდესაც ეჟენი ფიზიკურად გამოჯანმრთელდა, მაგრამ სულიერად კვლავ სნეული იყო, საავადმყოფოდან გამოწერეს და კიკეთში წაიყვანეს, სადაც მშობლების ლანდები მას აღარ ელოდა. საძინებელ ოთახში ატარებდა მთელ დღეს და ჩუმად ქვითინებდა დარდისგან. ვერ აცნობიერებდა,რომ ასეთი მწარე იყო რეალობა და მას უნდა შეგუებოდა. საჭმელს არ ჭამდა და ისედაც ფერმკთალი სხე უფრო გაუთეთრდა. ნინო ძალიან დარდობდა ქალბატონის მდგომარეობას, არ იცოდა მისთვის დარდი როგორ შეემსუბუქებინა.


*

კარზე ზარის ხმა გაისმა. ნინო სასწრაფოდ გაეშურა სტუმრის შესაგებებლად.
-მობრძანდით,კეთილი იყოს თქვენი ფეხი. თქვენი იმედი მაქვს,ჩათვალეთ რომ ჩემს თვალისჩინს გაბარებთ, რადგან მე და გიორგის მის მეტი არავინ გვყავს.
-დიდი მადლობა ქალბატონო ნინო ნდობისთვის, ვეცდები თქვენი მოლოდინები გავამართლო.
-კარგით,მაშინ წამომყევით ეჟენის ოთახამდე მიგაცილებთ.
ფუსფუსა მოახლე წინ გაუძღვა დემეტრეს და ლამაზი ხის კარებამდე მიაცილა. დემეტრემ თავი დაუკრა,მადლობა გადაუხდა. ოთახის კარებზე ფრთხილად დააკაკუნა და პასუხს დაელოდა.
-მობრზანდით. გაისმა მისუსტებული ხმა. დმეტრემ კარები გააღო და ეჟენს თავი წარუდგინა.
-გამარჯობა ეჯენ. მე დემეტრე ვარ,შეგიძლია დემე დამიძახო. დღეიდან ჩვენ მეგობრები ვართ და ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ.
ეს თქვა და გაუღიმა. ეჟენი უტყვი იყო,როგორც ამ სახლის კედლები,რომლებსაც ბევრი ენახათ და მოესმინათ. ოთახი მორთული იყო იასამნის ლამაზი ყვავილებით, საამური სურნელი ტრიალებდა. გაზაფხულის სითბო და ყვავილების სურნელი ჰარმონიულად ერწყმოდა ერთმანეთს. დემეტრემ სკამი აიღო და ეჟენთან ახლოს ჩამოჯდა.
-ერთ კითხვას დაგისვამ და გთხოვ მიპასუხე. ყვავილი რომ ყოფილიყავი რომელ ყვავილად ყოფნას აირჩევდი?
-იასამნად.
-და რატომ?
-იასამანი,თავისმხრივ წვრილი ლამაზი ყვავილებისგან შედგება. ისინი ერთად ყვავილს ჰქმნიან და არსს აძლევენ ერთმანეთს. ხოლო თუ დაიფანტებიან მათი არსებობა უკვე არა რად იქცევა. ასეა ჩემი ცხოვრებაც, თუ მე დამავიწყდება ჩემი წარსული, თითოეული წუთი და მოგონება მე ის ადამიანი აღარ ვიქნები,რაც ახლა ვარ. რადგან ყოველი წამი ჩემს ისტორიას წერს და ერთად კრავს. სამარადისოდ ავსებს ჩემს არსებობას. მე თუ ის ნაწილი დავკარგე რასაც წარსული ჰქვია მე ის ეჟენი აღარ ვიქნები. ვიცი აქ რატომაც მოგიყვანეს. ჭკუა უნდა დამარიგო და ყოველ დღე ერთი და იგივე მიმეორო, რომ ჩემი მშობლები ცოცხლები აღარ არიან და მე ამ ფაქტს უნდა შევეგუო. მაგრამ შენ არ იცი, როგორი ძნელია ეს ჩემთის, შენ არ იცი მე რას ვგრძნობ,როგორ ვიტანჯები და მტკივა.
ეჟენის თითოეული სიტყვა გულს უკლავდა დემეტრეს. თითქოს მის გრძნობას ამხელდა ეჟენის ბაგეები. თავი ჩახარა და ოთახში სიჩუმემ დაისადგურა.

-კარგი ეჟენ ვფიქრობ დღეისთვის საკმარისია. ხვალ ისევ დავბრუნდები, გთხოვ კარგად იკვებე და დაისვენე. დემეტრე ფეხზე წამოდგა და ჩაფიქრებულმა გაირა ოთახი. გარეთ ნინო ელოდებოდა იმედის ნაპერწკლით აელვარებული თვალებით.
-ბ. დემეტრე რას იტყვით რთული მდგომარეობაა?
-ქ. ნინო არ მინდა მოვლენებს წინ გავუსწრო,ამიტომ მივყვეთ დროის დინებას. მკურნალობა თავის შედეგს გამოიღებს,უბრალოდ დრო არის საჭირო.
ნინომ უსიტყვოდ გააცილა დემეტრე სახლიდან. ეჟენი თავს უმწეოდ გრძნობდა, ყოველი ნივთი მშობლებს ახსენებდა,ჭრილობებს უახლებდა,ტანჯავდა. ფიქრობდა თუ მათ საფლავებთან იტირებდა და დაელეპარაკებოდა ამით შვებას იგრძნობდა და ცხოვრებას სხვა თვალით შეხედავდა. გადაწყვიტა ჩუმად გაპარულიყო სასაფლაოზე, რომელიც მის სახლთან არც თუ ისე შორს იყო. ჩაიცვა და შეუმჩნევლად გავიდა სახლის უკანა კარიდან. ფეხით მიუყვებოდა გზას, თან ცდილობდა არავის შეემჩნია. როდესაც მიაღწია მშობლების საფლავებთან და მომღიმარი სურათები დაინახა, ტირილი წასკდა და ცრემლები ღაპა-ღუპით სდიოდა. ტირილისგან გული ამოუჯდა ყელში, სუნთქვა ეკვროდა და საცოდავი ხმით ქშინავდა, რომ ტვინს ჟანგბადი მიწოდებოდა და გონება არ დაეკარგა. საფლავზე დაემხო თვალებდასიებული, ისინი კი მშვიდი სახით უცქერდნენ ცივი,შავი მარმარილოს ქვებიდან. ბევრს იტანდა მისი პაწაწინა გული, რამდენიმე დღეში ჩამოეშალა „ცხოვრება“ , „ბედნიერი“ ილუზიები ერთიანად დაემსხვრა.
*
ნინოს გემრიელი ვახშამი მიჰქონდა პატარა ქალბატონისთვის. კარებზე რამდენჯერმე დააკაკუნა, მაგრამ ხმას არავინ იღებდა. ბოლოს ფრთხილად შეაღო კარები,მაგრამ იქ არავინ დახვდა. შიშმა ერთიანადა შეიპყრო, მთელი ტანი აუცახცახდა, ვენებში სისხლი გაეყინა. თავში ათასი ფიქრი აერია. აივანს მიაწყდა, მაგრამ იქ არავინ დახვდა. სააბაზანოს გარები შეაღო, მაგრამ თეთრი კედლების გარდა ვერაფერი დაინახა. მთელს ხმაზე დაიწყო ყვირილი, ეჟენის პასუხი არსით არ ისმოდა. სახეშეშლილი ჩავიდა პირველ სათულზე. გიორგი მის დანახვაზე შეკრთა.
-რა ხდება ნინო,რატომ ხარ ასე განერვიულებული?
-ეჟენი გიორგი,ეჟენი ვერსად ვნახე. ბავშვმა თავს ხომ არაფერი დაუშავა,ნეტა სად წავიდა,სად გაქრა. არ ვიცი სად მოვძებნო ან ვინ დაგვეხმარება. უცებ წაომიყვირა.
-დემეტრე, დემეტრეს დავურეკოთ იქნებ მან იპოვოს გამოსავალი.



*
დემეტრე აივანზე ბოლთას სცემდა, თითქოს რაღაც არ ასვენებდა და გონებას უწამლავდა. რაც დადიანების სახლი დატოვა მას შემდეგ მოსვენება დაკარგა, ადგილს ვერ პოულობდა . მისი გონება ერთიანად მოიცვა ეჟენზე ფიქრმა, ეს პატარა არსება მის გულს შეეხო და წარსულს გადასწვდა. არ ავიწყდებოდა ბოლო დიალოგი და აცრემლებული დარდიანი ცისფერი თვალები. თითქოს ხვდებოდა რა სენითაც იყო შეპყობილი, მაგრამ ბოლომდე ვერ იაზრებდა მის სიმპტომებს. ტელეფონის ხმამ გამოარკვია ფიქრებიდან, მობილურს უცებ დასწვდა თითქოს ამ ზარს ელოდებოდა.
-ბ.დემეტრე, თქვენი დახმარება გვჭირდება,არ ვიცოდით ვისთვის დაგვერეკა.
-გისმენთ ქ. ნინო რა ხდება, რით შემიძლია დაგეხმაროთ?
-რა თქმა უნდა, საქმე ეჟენს ეხება. თქვა ნინომ აკანკალებული ხმით. დემეტრეს ეჟენის გაგონებაზე თითქოს რაღაც ჩაწყდა გულში და ერთიანად დაიძაბა.
-ეჟენი დაიკარგა და ვერსად ვპოულობთ,იქნებ თქვენ შეძლოთ ჩვენი დახმარება.
-კარგით,ახლავე მანდ გავჩნდები.
დმეტრე რეტდაცემული იყო, სასწრაფოდ გამოვიდა სახლიდან და დაძრა მანქანა. ელვის სისწრაფით მიჰქროდა, მაგრამ სიჩქარეს ვერ გრძნობდა. დიდ ალაყაფთან შეჩერდა და სასწრაფოდ შეაბიჯა სახლში.
-ქ. ნინო იქნებ მითხრათ სად არის ბ.და ქ. დადიანების სასაფლაო. ჩემი აზრით,ეჟენი მანდ წავიდოდა,რადგან მის ადგილას მეც ასე მოვიქცეოდი.
ნინომ აუხსნა გზა სასაფლაოსკენ და დემეც სწრაფად გაემართა. მანქანა შეაჩერა და შორიდანვე დაინახა ეჟენის სხეული, თუ როგორ უმწეოდ იყო მისვენებული ცივ მიწას. მიუახლოვდა და თანაგრძნობით შეხედა, სიტყვაც არ უთქვამს მისთვის,რომ ეჟენი მოულოდნელად ალაპარაკდა.
-უცნაურია ეს ცხოვრება, დღეს ხარ ხვლ არა, დაიკარგები ისე, როგორც ფერფლი და გაიფანტები ისე, როგორც ნისლი. მაგრამ შენი სურნელი ყოველთვის დარჩება და სწორედ მაშინ მოუღიტინებს ცხვირში ადამიანს,როდესაც შენზე ტკბილ მოგონებას გაიხსენებს და თვალებს აუცრემლიანებს. ცრემლი გადმოგორდება, თეთრი გამჭვირვალე სითხე აუწვავს ბუსუსებ დაყრილ ატმისფერ ღაწვებს, შემდეგ ხელით უხეშად მოიწმენდს, რომ არავინ დაინახოს და გულში ყრუდ აქვითონდება. სუნთქვა გაუჭირდება, თითქოს ვინმე ძლიერად უჭერდეს გულზე ხელს და კისერი აეწვება. შემდეგ დამშვიდდება და ღრმად ამოისუნთქავს. ასე გაივლის წლები, მაგრამ მისთვის უკვე არაფერი შეიცველბა. იქნება მხოლოდ ცრემლი,ტანჯვა და მოგონება. მე გამოვედი ამ ილუზიიდან და ახლა უკვე ძალიან მეშინია, რადგან ვიცი ეს სამი გრძნობა ბოლოს მომიღებს. შემდეგ ჩაფიქრდა და ჩუმად ჩაილაპარაკა.
-არადა მაინც რა ეგოისტია ეს ადამიანი, ახლაც კი ჩემს თავზე ვფიქრობ.
ეს ნაზი და თხელი არსება კიდევ უფრო მოიკუნტა და თავი ფეხებში ჩარგო. ერთი მუჭა გადაიქცა, მისი შემხედვარე დემეს გრძნობა უმძაფრდებოდა დაცვის, უნდოდა მთელი სხეულით გადაფარებოდა და მისი ყოველი ნაკვთი შეეგრძნო. არ შეეძლო ეჟენის ტანჯვისთვის ეყურებინა, რადგან თავის მხრივ ეს მას ტანჯავდა.
-ეჟენ ძვირფასო, მინდა ერთ ადგილას წაგიყვანო, შემდეგ კი მიხვდები თუ როგორ კარგად მესმის შენი. მიხვდები, რომ ჩემს გარდა შენი დახმარება არავის შეუძლია. მინდა გაჩვენო ის ადგილი,რომელიც ჩემი ახალი ცხოვრების დაწყების მიზეზი გახდა. ეჟენმა გაკვირვებული თვალები მიაპყრო დემეტრეს და ხმაამოუღებლად წამოიმართა. დემემ სასწრაფოდ ჩაკიდა ძლიერი ხელი მისუსტებულ სხეულს და მანქანის კარები გაუხსნა. ნინოს დურეკა უთხრა, რომ ყველაფერი კარგად იყო და არ ენერვიულა. მანქანა სასაფლაოსთან გააჩერა და ეჟენს უხმოდ ანიშნა, რომ გადმოსულიყო. საფლავებს შორის გზას მიიკვლევა, უცებ შეჩერდა. სიკვდილივით აღმართულიყო შავი, ქვები თეთრი წარწერით დავით ახვლედიანი, თინათინ მინდელი. დემეტრე ჩაიმუხლა და უსიცოცხლო სახეებს ჩამოუსვა მზრუნველი ხელი. ყველაფერი ნათელი გახდა ეჟენისთვის, თურმე დემესაც დაუკარგავს მშობლები, ისიც ობოლი იყო.
-ათი წლის წინ... დაიწყო სევდანარევი ხმით. ათი წლის წინ დავკარგე მშობლები. სოფლიდნ მოვდიოდით,ძლიერი ქარი იყო. გზაზე ხეები წაიქცა და ჩვენს მანქანას დაეცა. მე უკანა სავარძელზე ვიჯექი და გადავრჩი. დედა და მამა კი ადგილზე გარდაიცვალნენ. უცებ გადმოვძვერი ფანჯრიდან და გზაზე დავდექი დახმარების სათხოვნელად. ხელებს ვიქნევდი,ვყვიროდი, წვიმის წვეთები ჩემს ცრემლებს ერთვოდა. ამ დროს ერთი მანქანა გაჩერდა და ცოლ-ქმარი გადმოვიდა დასახმარებლად. ხელში ამიყვანეს და მანქანაში ჩამსვეს მათ ქალიშვილთან ერთად. დახმარება მოვიდა,პოლიციამ უცნობებს თხოვა შინ წავეყვანე. წავედით და ერთი უბედურებიდან მეორე უბედურებაში ამოვყავი თავი. საპირისპირო მხარეს სატვირთო მოდიოდა, საჭე ვერ დაიმორჩილა და შეგვეჯახა. ცოლ-ქმარი დაიღუპა. მათი ქალიშვილი და მე გადავრჩით. ეჟენს მკვდრისფერი დაედო სახეზე.
-მოიცადე, როდის მოხდა ეს ყველაფერი?
-ზუსტად ათი წლის წინ, რვა აგვისტოს.
-ღმერთო, ნუთუ ეს სიმართლეა. ნუთუ შენ ის ბიჭი ხარ, გზაზე სასოწარკვეთილი დახმარებას, რომ ითხოვდი. დემეტრემ ხელი შეახო მის სუსტ მტევანს და დამშვიდებას ეცადა.
-კი ეჟენ, მე ის ბიჭი ვარ წვიმაში სისხლიანი რომ ვიდექი და ვტიროდი. იმ ავარიის შემდეგ, როდესაც ყველაფერი გავაანალიზე ძალიან ცუდად გავხდი და ბიძაჩემმა ლონდონში წამიყვანა.მალე რეალობას გავუსწორე თვალი და სწავლა გავაგრძელე. დრო და დრო ვკითხულობდი შენს ამბავს, თუ როგორ იყავი. შემდეგ გავიგე რომ მძიმე ფსიქიკური აშლილობა გქონდა,სწორედ ამიტომ გადავწყვიტე რომ ფსიქოთერაპევტი გავმხდარიყავი და ადამიანებს განკურნებაში დავხმარებოდი. როდესაც სწავლა დავამთავრე და საქართველოში დავბრუნდი, ჩემი ლექტორი დამიკავშირდა და შენზე მიამბო, რომ დახმარება გჭირდებოდა და როგორც მასწავლებელი ისე უნდა მოვსულიყავი შენთან. მაგრამ იმ დღეს როდესაც თქვენი სახლის კარი გავაღე, შენ კიბეზე დაგორდი და ამ შემთხვევამ გამოგარკვია ილუზიიდან.
ეჟენი გაკვირვებული უყურებდა დემეს და აანალიზებდა მის მონათხრობს. არ იცოდა როგორ მოქცეულიყო, ემოცია როგორ გამოეხატა, ამიტომ ცხელი ცრემლები უსველებდა შეფაკლულ ღაწვებს. დემე მისკენ გადაიხარა და ფრთხილად ჩაიკრა გულში. ყურთან ნაზად ჩასჩურჩულა.
-მე ეს შევძელი, ახლა კი შენი ჯერია. მინდა ახალი სიცოცხლე გაჩუქო.




მეგობრებო,ეს ჩემი პირველი ისტორიაა. მინდა გულწრფელად შემიფასოთ და კომენტარებში დააფიქსიროთ თქვენი აზრი. თითოეული მკითხველის აზრი ჩემთვის მნიშვნელოვანია. ველოდები თქვენს კომენტარებს. სიყვარულით ცას გამოკერილი მეოცნებე.



№1 სტუმარი სტუმარი თამუნა

პატარა და აზრიანი სასიამოვნოდ საინტერესო წასაკითხი იყო

 


№2  offline წევრი Likundra

ოჰოჰო... რა კარგიი რამეეა♥️♥️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent