მექანიკურად! (13 თავი)
ნიკას საქციელმა ნერვები მოუშალა. ვერ იტანდა როცა ასე ეღადავებოდა და თავისებურ დასკვნებს აკეთებდა. ცოტათი გაღიზიანებული შებრუნდა სახლში.თათა მაგიდის ალაგების პროცესში იყო, უკვე ასრულებდა -ყოფილიყო,მე ავიღებდი-ბრაზმორეულმა უთხრა.თათას დიდი ხანია მისგან ეს ტონი არ გაუგია და ცოტათი ეუცნაურა -რა პრობლემაა,ავალაგებ -შეეშვი, მე თვითონ ვიზამ-ცოტა უხეშად გამოართვა ჭიქები ხელიდან და თვითონ წაიღო სამზარეულოში.თათამ აღარ იცოდა როგორ მოქცეულიყო. რა ჯანდაბა ეტაკა რამდენიმე წუთში? თათაც მიყვა სამზარეულოში -რამე მოხდა?-გვერდით მიუდგა ლევანს,რომელიც ჭურჭლის დარეცხვას ცდილობდა-რამე არასწორად გავაკეთე?-გულწრფელად აინტერესებდა -თათა, რა გინდა?უბრალოდ შემეშვი და ჭურჭელს გავრეცხავ -არ მოგეწონა შენს მეგობრებთან ერთად მეც რომ ვიყავი ამ საღამოს? -ეს რა შუაშია?-ცოტათი მოლბა ლევანი, როცა მიხვდა თათაზე ტყულად იყრიდა ჯავრს,რა მისი ბრალი იყო ნიკას ეჭვები? -რა ვიცი,აქამდე თითქოს არაგვიშავდა ისე ვსაუბრობდით და ახლა...-ხელები გაშალა.ლევანმა ჭიქა ონკანში ჩააბრუნა,ხელზე გადაივლო და ონკანი დაკეტა -ბოდიში თათა, უბრალოდ დღეს ცუდი დღე მქონდა-ბოდიში მოუხადა და მოკლედ ეცადა აეხსნა მისი ცვლილების მიზეზი -არაფერია, უბრალოდ ვერ მივხვდი რამე დავაშავე თუ არა,თორემ შენგან ეს ტონი კი არ გამკვირვებია -მხრები აიჩეჩა თათამ და ლევანი მარტო დატოვა. ლევანს უარესად მოეშალა ნერვები. მეორე დღეს ალექსმა ოჯახის წევრებს გამოუცხადა რომ ცოტა ხნით მშობლებთან მიდიოდა გერმანიაში. -რამ გადაგაწყვეტინა ასე უცებ?-ჰკითხა ლევანმა -ცოტა ხნით დასვენება მინდა,თან იქაური მეგობრები მენატრებიან -რამდენი ხნით აპირებ გაუჩინარებას?-ახლა კატომ ჰკითხა -ზუსტად არ ვიცი.დაახლოებით 2-3 თვე -მომენატრები მასხარა-უთხრა და ძმას ჩაეხუტა. იმ საღამოს ფილმს ერთად უყურეს. თათაც მათთან ერთად იყო. არც ლევანი და არც თათა არ იმჩნევდნენ მომხდარს. ლევანი სამზარეულოდან ტკბილეულით სავსე ჯამით გამოვიდა. გვერდით მჯდომ თათასაც მოაწოდა.თათამ ერთი ცალი შოკოლადი აიღო და მადლობა გადაუხადა -არაფრის-თვალი ჩაუკრა ლევანმა და თვითონაც გაიქანა შოკოლადი პირში. ასე თუ ისე,დალაგდა მათი ურთიერთობა. ამასობაში ალექსიც გაამგზავრეს გერმანიაში. თათას დედამისისგან არაფერი სმენია მას შემდეგ,რაც სახლიდან წამოვიდა, ერთხელად კი არ მოუკითხავს თუ სად წავიდა,რას აკეთებდა,ვისთან ცხოვრობდა. არანაირი ინტერესი არ გამოუჩენია და თათას აგიჟებდა ასეთი ფეხებზე მკიდი ა დამოკიდებულება დედამისისგან.თვითონ სცადა რამდენჯერმე დაერეკა,მაგრამ რამდენჯერაც ტელეფონი ხელში აიღო,იმდენჯერ გადაიფიქრა. მამამისს ჩვეულებრივად ელაპარაკებოდა, არ აგრძნობინებდა რომ რამე პრობლემა ჰქონდა. ჩამოსვლას ჯერ ვერ ახერხებდა დაუმთავრებელი საქმეების გამო,რაზეც თათა უარესად წუხდა. როდემდე უნდა გაეგრძელებინა ცხოვრება კატოსთან? ყველაფერს ჰქონდა საზღვარი, ამ ოჯახის სტუმართმოყვარეობასაც. იმ საღამოს შემდეგ,თათა ცდილობდა ზედმეტად არ გაჩხეროდა ლევანს თვალში,როცა მისი მეგობრები სახლში იყვნენ.ძირითადად ოთახში იკეტებოდა ხოლმე.ლევანი მიხვდა მის ამ განწყობას და ერთ საღამოს როცა მასთან ნიკა იყო,გადაწყვიტა თათასთვის დაეძახა თავისებურად შემოსარიგებლად.კატო აბაზანაში იყო,როცა ლევანი თათასთან შევიდა -ნიკა თავს იგიჟებს, თათას გაკეთებული ყავა ისე მომეწონა მაშინ, იმედია არ შევაწუხებ და ამ საღამოს კიდევ გამასინჯებსო-დაკაკუნების შემდეგ რომ შევიდა ოთახში,პირდაპირ უთხრა თათას. თათას გაეღიმა.ძალიან მოსწონდა ნიკა. პოზიტივს აფრქვევდა ეს ბიჭი და თათას სულ კარგ განწყობაზე აყენებდა. -კარგი,გამოვალ და გავუკეთებ-ფეხზე ფლოსტები ჩაიცვა და ლევანს გაყვა -საღამო მშვიდობის-მიესალმა ნიკას და გადაკოცნა -პრივეტ-მიესალმა ნიკაც -მე გავალ,გავაკეთებ ყავას ხომ?-გეზი სამზაეულოსკენ აიღო-შენც დალევ ?-ლევანსაც შეეკითხა,სანამ ოთახიდან გავიდოდა -თუ არ გეზარება გამიკეთე,მე რომ მიყვარს ისეთი-უშუალოდ უთხრა და გაუღიმა.თათასაც ჩაეცინა. 2 ჭიქა გადმოიღო.ორივეში ჩაყარა ყავა და ორივე ჭიქაში 3 კოვზი შაქარი ჩაამატა,თან გულში ეცინებოდა,ლევანის სახეზე. ძალიან ტკბილ ყავას რომ დალევდა. პატარა შურისძიება გადაწყვიტა. -აუ შეგაწუხე რა-დაიწყო წუწუნი ნიკამ,როცა თათამ ჭიქა დაუდო -არა,რა შემაწუხე-იუარა თათამ და მეორე ჭიქა ლევანს დაუდო -აი უგემრიელეს ყავას ამზადებ-სული შეუბერა დაეგრევე მოსვა ცხელი ყავა ნიკამ-სუპერ-ცერა თითი აჩვენა. ლევანმაც მოსვა ყავა და სახე ძალიან დამანჭა. მგონი ცხოვრებაში პირველად დალია ასეთი ტკბილი ყავა -მეც შაქარი გამიკეთე?-ეცადა დიდად არ შეემჩნია,მაგრამ ბოლომდე არ გამოუვიდა -აუ არ გინდოდა?-ოსტატურად შეწუხდა თათა -მგონი მთელი ქილა შაქარი აქ ჩაყარე-გაეცინა - არ მახსოვდა ზუსტად როგორი გიყვარდა, ამიტომ ჩემი გემოვნებით გავაკეთე-მხრები აიჩეჩა-თუ არ მოგწონს ახლიდან გაგიკეთებ -არა,იყოს მადლობა-ძალით გაუღიმა -კარგი,როგორც გინდა-უთხრა და ბიჭები მარტო დატოვა. ნიკა ფხუკუნებდა -რა გაცინებს? -მე როგორი მიყვარდა ახსოვდა-თვალები სასაცილოდ აათამაშა -დიდი ამბავი ახლა-ლევანს გაეცინა და კიდევ ერთი ყლუპი მოსვა- საშინელებაა,ამას როგორ სვამთ-თქვა და ჭიქა ადგილზე დადო. მეტი აღარ დაულევია. ნიკა ცოტა ხანი კიდევ ეღადავა და მერე დროულად წავიდა,სანამ გააბრაზებდა. კატო სააბაზანოდან გამოვიდა თუ არა,გრევე დაწვა,ისე დავიღალე მხოლოდ ბალიში მელანდებაო. თათა გვიანობამდე მაინც ვერ იძინებდა. თავისი ყავის ჭიქა გაიტანა სამზრეულოში და გარეცხა -მეტჯერ აღარ გამიკეთო ყავა რა- შემრიგებლურად გაეხუმრა სამზრეულოში ახლადშესული ლევანი და გვერდით მიუდგა -კარგი,არ გაგიკეთებ-მშვიდად მიუგო თათამ -თათა,ჩემზე ნაწყენი ხარ?-ინტერესით ჰკითხა -არა- ლევანი თათას მიუბრუნდა,ხელებით ნიჟარასა და თავის შუა მოიქცია,ისე რომ თათას გასვლა არ შეეძლო.თათა შეცბა. ასე ახლოს ლევანთან არასდროს ყოფილა -არა? მე კი მგონია რომ ხარ?- სახე ცოტა ახლოს მიუტანა და თვალებში ჩახედა.თათას ლამის სუნთქვა შეეკრა. -არ ვარ ლევან-ძლივს ამოილაპარაკა -აბა თავს რატომ მარიდებ? -ვცდილობ დისტანცია დავიცვა. შენს ხასიათებზე დამოკიდებული ვერ ვიქნები,ხან მიცინი,ხან კიდევ მეჩხუბები-ძლივს უთხრა სათქმელი.ლევანს გაეცინა მის ახსნაზე -ყავა სპეციალურად გამიკეთე ასეთი!-ეს კითხვა არ ყოფილა,დარწმუნებულმა უთხრა -ასე არაა, მართლა არ მახსოვდა-შეეცადა თავი დაეხსნა მისგან და ხელები მკერდზე მიაბჯინა,რომ გაწეულიყო -არ გახსოვდა არა?-გაეღიმა ლევანს. მისი ხელები მკერდიდან მოიშორა და თავის ხელებში დაიჭირა.ერთ ხანს თვალებში უყურა, მერე უცებ თავისკენ მიიზიდა და ლოყაზე აკოცა. თათა გაშეშდა..თავბრუ დაეხვა... დედამიწას არ ეკუთვნოდა - ბოდიში მაშინ რომ გეუხეშე-ყურთან ხმადაბლა უჩურჩულა, მერე ხელი ფრთხილად შეუშვა და გასასვლელისკენ წავიდა -ხო მართლა,ყავა საშინელება იყო-ღიმილით უთხრა და აზროვნებადაკარგული თათა სამზარეულოში დატოვა. თათას თავი სიზმარში ეგონა. ეს რას მოესწრო? ლევანი მის მიმართ შეიცვალა.აღარ ეუხეშებოდა, ბოდიში მოუხადა და თან..თან აკოცა. ამისი მხოლოდ წარმოდგენა თუ შეეძლო თათას.ძლივს დააჯერა თავს რომ რეალობა იყო. მართლა ძალიან შეიცვალა ლევანი.ძალიან თბილი გახდა მის მიმართ. ეს არავის დარჩენია შეუმჩნეველი,არც კატოს და მითუმეტეს არც ნიკას,რომელიც სულ ეშმაკურად უღიმოდა ლევანს,როცა ერთად იყვნენ,თათას გარემოცვაში. ერთი ასეთი საღამო იყო. ლევანთან იყვნენ შეკრებილები,კატო,ლევანი,ნიკა და თათა. ჯოკერი ითამაშეს და ძალიან გაერთნენ. წყვილებში თამაშობდნენ. ნიკა და თათა ერთად მოხვდნენ და მცირე სხვაობით მოუგეს ლევანს და კატოს. ნიკა და თათა ძალიან გახარებულები იყვნენ და სიცილით აღნიშნავდნენ გამარჯვებას -მე ვარ ჯოკრის მამა!-სიამაყით განაცხადა ნიკამ-და შენ ჯოკრის დედა-სიცილით მიუბრუნდა თათას და თითით ანიშნა.ლევანმა თვალები აატრიალა.ნიკა ძალიან ,,ტრიპაჩი’’ იყო ასეთ საკითხებში.უყვარდა ტრაბახი,როცა საქმე ისე მიდიოდა,როგორც მას უყვარდა,მაგრამ ეს ისე სასაცილოდ გამოსდიოდა,არ არსებობდა არ გაგცინებოდა. -ოო,მორჩი ახლა,სულ ცოტათი გვაჯობე და თავი ნუ მოგაქვს-უთხრა კატომ -მთავარი შედეგია გენაცვალე-თვალი ჩაუკრა -ჩვენ კარგი გუნდი ვართ თათ-ისევ თათას მიუბრუნდა,აწი სულ შენ აგარჩევ ჩემს მეწყვილედ -მეც მომეწონა შენთან თანამშრომლობა-თათამაც თვალი ჩაუკრა. ლევანს არ გამოპარვია მისი ეს ქმედება. ცოტათი გაღიზიანებული იყო,რადგან მთელი საღამოს განმავლობაში,ნიკა და თათა ისე შეხმატკბილებულად საუბრობდნენ და იცინოდნენ, ნერვები ეშლებოდა. ნიკას არ გამორჩენია ლევანის ხასიათის ცვლილება. გულში ფეიერვერკებს უშვებდა. როცა გოგოები ცოტა ხნით სამზარეულოში გავიდნენ საჭმლის მოსამზადებლად, ნიკამ ლევანი მოიხელთა -წამო აივანზე, მოვწიოთ-შესთავაზა და ლევანიც ეგრევე გაყვა -ორივემ მოუკიდა სიგარეტს და გააბოლა. -რა გჭირს შენ?რაღაც ცუდ ხასიათზე დადექი-სხვათაშორის ჰკითხა ნიკამ და ბოლი გაუშვა -რა უნდა მჭირდეს?-მხრები აიჩეჩა -ახლა დავიჯერო ჯოკერი რომ მოგიგეთ მაგის გამო შეგეცვალა ხასიათი?-გაეცინა -ხო ნიკა,ზუსტად გაარტყი-გაუცინა ლევანმაც. ნიკა რამდენიმე წამი ჩუმად იყო -ეჭვიანობ!-დაზუსტებით უთხრა და კიდევ ერთი ნაპაზი დაარტყა -ბოდავ!-მოკლედ მოუჭრა -მორჩი ახლა, არ ვბოდავ და შენც კარგად იცი რასაც გეუბნები-დარწმუნებულმა უთხრა-მაგრამ შენც მშვენივრად ხვდები, რომ ჩემზე არ უნდა იეჭვიანო,თათას როგორც კარგ მეგობარს, დას და მომავალ რძალს-ბოლო სიტყვაზე ეშმაკურად გაეცინა- ისე ვუყურებ და ისიც ასეა, მეგობრად აღმიქვამს -არ ვეჭვიანობ-ბოლომდე მაინც არ დანებდა,მაგრამ სიმტკიცე დაეკარგა-თან რა იცი შენ,ის როგორ აღგიქვამს?-მაინც ვერ მოითმინა და წამოსცდა. ნიკას გულით გაეცინა -ვგრძნობ. თანაც თათას შენ მოსწონხარ!-მხრები აიჩეჩა -საიდან მოიტანე? -მაგას მხოლოდ შენ,ვერ ამჩნევ,თორემ მე ვინ რას გამომაპარებს?-წარბები აუთამაშა.ლევანიც ჩაფიქრდა ნიკას სიტყვებზე. ნუთუ შესაძლებელია რომ თათასაც მოსწონდეს? -იცი რა მაინტერესებს? თათას რატომ არაფერს არ ეტყვი?-მაინც თავისას მიაწვა ნიკა -ნიკა,ახლა აქ ამაზე საუბარი არ მინდა!-იცოდა ნიკა არ მოეშვებოდა და მაინც ათქმევინებდა იმას,რაც უნდოდა რომ გაეგო -კარგი,მხოლოდ აღიარე რომ თათა მოგწონს და შეგეშვები!-გაეცინა-მანამდე შანსი არ გაქვს-თითი გააქნია უარის ნიშნად.ლევანი ძალიან დაიღალა ამდენი უარყოფით,თანაც მას რას გამოაპარებდა? ერთი ამოიოხრა და ნიკას მიუბრუნდა,თვალებში ჩახედა და ისე უპასუხა -დარხეული მაქვს!-მერე სახეზე ხელები მოისვა და ღრმად ამოისუნთქა-საშინლად მომწონს!-სუნთქვას ამოაყოლა ბოლო ფრაზა -ეგ შენზე ადრე ვიცოდი-თვალი ჩაუკრა სიცილით ნიკამ,სიგარეტის ნამწვი იქვე მდგარ ნაგვის ყუთს მიასრისა, შიგ ჩააგდო და მერე ლევანს მიუბრუნდა -მერე,იმოქმედე ძმაო,რაღას უცდი-მხარზე ხელი დაკრა და შიგნით შევიდა. ვეცადე ცოტა დიდი თავი დამეწერა. შეფასებები თქვენთვის მომინდია <3 <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.