შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აპრილის დაბადება დეკემბერში -თავი 7-


29-02-2020, 19:24
ავტორი Marrieakh
ნანახია 727

ფანჯრიდან ცალი თვალით უყურებდა გომბეშო მანქანიდან გადმომავალ ვიკას, რომელიც შავთმიანმა,ახოვანმა მამაკაცმა მოიყვანა სამსახურში.
მანქანიდან გადმოვიდა, ქალბატონს კარი გაუხსნა და თბილი ჩახუტებით გამოემშვიდობა, თან დააყოლა
-იცოდე თუ რამე ან ვინმე შეგაწუხებს მირეკავ.
ვიკამ ღიმილიანი სახით დატოვა დაჩი და სამსახურის კარში შევიდა.
როგორც ყოველთვის საკუთარი კაბინეტისაკენ აიღო გეზი, კარის სახელური უნდა ჩამოეწია, რომ უკნიდან გაიგონა ის ხმა, რომელიც ცდილობდა ვიკას ერთი დღე ჯოჯოხეთად ექცია, ან არა მხოლოდ ერთი.
-ვიქტორია ჩემს კაბინეტში! არც გონებაში გაუვლია რაიმე ცუდი და არც წუწუნი დაუწყია თავის თავთან, რადგან უკვე გააანალიზა, რომ არც წუწუნი უშველია და არც გონებაში მისი ლანძღვა.
შებრუნდა და ბატონი გეგას კაბინეტში შევიდა. როგორც კი კარი დახურა, ვიკას თვალებში შეეფეთა ოდნავ მსუქანი სახე და ცისფერი,საშინლად ცივი თვალები.
-გამარჯობა ბატონო გეგა. სურდა საუბარი თავაზიანად დაეწყო, რათა სიტუაციის დაძაბვის მიზეზად შემდეგში ბატონ გეგას ვიკა არ დაესახელებინა. მართალია ღიმილი, რომელსაც დააყოლებდა ხოლმე ნათქვამს, ხელოვნური იყო, მაგრამ როგორც ადრე აღვნიშნეთ ბატონ გომბეშოს ეს ჭკუას უკარგავდა და მომავლის იმედს უსახავდა.
-როგორი სასიამოვნოა დილიდანვე ასეთი შემართებით დაწყება. უთხრა და უფრო ახლოს მიიწია ვიკასთან.
ყველანაირად ცდილობდა თავის შეკავებასა და ნერვების დამშვიდებას. არ უნდოდა აჰყოლოდა მას და მისი მოცილების გეგმაც გაეფუჭებინა, ამიტომ გადაწყვიტა მაქსიმალურად თავი შეეკავებინა მის ქმედებებსა და საუბარზე.
-ბატონო გეგა საქმე გქონდათ, უთხრა ღიმილიანი სახით და ერთი ნაბიჯით უკან დაიხია.
კიდევ მიუახლოვდა, ვითომ მეგობრულად წაიღო ხელი მისი წელისაკენ და ნელ-ნელა ქვემოთ და ქვემოთ დაუწყო ხელის ჩაცურება, თან ამოისისინა
-დღეს 7-ზე იცოდე ვერ დამიძვრები ხომ გახსოვს?
ახლა უკვე უხეშად გამოეცალა ხელიდან, თავი დაუხარა შემოთავაზების თანხმობის ნიშნად, გავიდა კარიდან და ხმაურიანად დაკეტა.
შევიდა კაბინეტში და ოთახში მდგომ სავარძელზე ჩამოჯდა, თავი უკან გადააგდო და ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი. არ სურდა ფიქრი საღამოზე, არ სურდა მისი სახის დანახვა, მისი ხმის მოსმენა, უბრალოდ ერთი სული ჰქონდა მალე მოსულიყო დაწყევლილი 7 საათი და დრო მალე გასულიყო, დაბრუნებულიყო სახლში და თინისთან ერთად ცხელი ყავა დაელია, ელაპარაკა თავის ფიქრებზე და გაეგო თინის ამბები.
წამოდგა და საქმეს შეუდგა, დილიდან ხასიეთი აემღვრა. ასეა, როგორც დაიწყებს დილას მთელი დღე ისე გადის ხოლმე, ამიტომ ყოველთვის ცდილობს ყოველი ახალი დღე ახალი შემართებით დაიწყოს, მაგრამ ხანდახან საკუთარი პატარა გეგმების განხორციელებაში ხელს უშლიან და ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც მას სურს.
***
მუშაობის პროცესში ყოველთვის მალე გადის დრო მისთვის, საათს რომ დახედა უკვე შვიდი ხდებოდა. წამოდგა, კომპიუტერი გათიშა, პიჯაკი მოიცვა და კაბინეტი დატოვა. კარში ბატონი გეგა შეეჩეხა მომღიმარი სახით.
-დაღლილი სახე გაქვს, სწორად შევარჩიეთ სავახშმო დრო, ახლა ზუსტად ეს გიშველის.
-თქვენც ხომ მხოლოდ ჩემს პატივისცემაზე ფიქრობთ, დასაფასებელია. უთხრა და გზა განაგრძო.
გომბეშომ თავი ამაყად ასწია მაღლა, ნათქვამი ძალიან ესიამოვნა, გაჰყვა ქალბატონ ვიქტორიას უკან.
***
-რას შეუკვეთავთ ქალბატონო ვიქტორია, ამოსწია თავი მენიუდან და მიაშტერდა მის წინ მჯდომ ქალს.
ვიკას ყოველი შემთხვევისთვის ედო მენიუ წინ, თან თეფშს აკვირდებოდა, რომელსაც აქეთ-იქიდან უამრავი სხვადასვა ზომისა და ფორმის დანა-ჩანგალი ედო.
გონებაში ფიქრობდა თუ რამდენად ამაზრზენი იყო ასეთი ადგილი მისთვის. სრულიად შეუსაბამო მისი ხასიეთისათვის, სულ არ იყო მისი სტილი ისეთ რესტორნებში სიარული, სადაც ერთი კერძის ფასი დაახლოებით 200 ლარიდან იწყებოდა.
-უბრალოდ ფინჯან ყავას დავჯერდები ბატონო. მიუგო და მის წინ გადაშლილი მენიუ დაკეცა.
-როგორ?! გაიკვირვა ბატონმა გეგამ. -მთელი დღეა სამსახურში ხარ და არ გშია?
-არა გმადლობთ, სავსებით საკმარია ჩემთვის ერთი კაპუჩინო დარიჩინით.
-რა გაეწყობა. მხრები აიჩეჩა, თავად კი იმდენი რაღაც შეუკვეთა, რომ დაგენახათ იფიქრებდით, რომ ამ სუფრაზე 10-15 კაცი იყო კიდევ მოსასვლელი.
-როგორ არიან შენი მშობლები, ჰკითხა მხოლოდ იმიტომ, რომ საუბარი რამენაირად წამოეწყო, შემდეგ დააყოლა უსირცხვილოდ, თითქოს ადამიანი არ ყოფილიყო და გრძნობების შესახებ არც არაფერი ჰქონოდა გაგებული. -გადაიტანდნენ ალბათ შენი დის ამბავს არა? ორი წელი კი საკმარისია ადამიანის დასავიწყებლად, ხომ მართალი ვარ.
აშკარად ცდილობდა ეს თავხედი ვიკას ნერვებზე თამაშს, საიდან აღმოაჩნდა ამ გოგოს ამდენი მოთმინება თავადაც ვერ გაეგო, ახლა დიდი სიამოვნებით შეაზელდა მის წინ მდგარ პასტას სახეზე, ვაშლს კი შემწვარი გოჭივით პირში "გასთხრიდა" მისი უწესობის გამო, მაგრამ მომთმენი აღმოჩნდა, ამიტომ მშვიდად მიუგო.
-მშობლები კარგად არიან, მაგრამ ,ვფიქრობ, თქვენ ვერასდროს გაიგებთ ადამიანს რამდენის გადატანა შეუძლია და რას ივიწყებს მალე ან არასდროს. ამიტომ სჯობს თემა შევცვალოთ.
გაიკვირვა ბატონმა გეგამ, რომელიც უკვე დესერტის ჭამაზე გადართულიყო, ვიკას კი თავისი კაპუჩინო ნახევრადაც არ ჰქონდა დალეული.
-რამე გაწყენინე? მაპატიე თუ ასეა. ყბების ტრიალი შეაჩერა და თავი დაბლა დახარა, თოთქოს თავის შეცდომას მიმხვდარიყო.
-არ იდარდოთ, ხომ გითხარით თქვენ ვერ მიხვდებით და არც გირჩევთ რომ გამოსცადოთ მსგავსი რამ.
ასე ელაქუცებოდა კარგახანს გომბეშო ქალბატონს, რომელსაც მობეზრებული ჰქონდა ყველაფერი, რაც იმ გარემოში ტრიალებდა. ღიმილიანი სახით იჯდა და ისეთი გამომეტყველება ჰქონდა მიღებული, თითქოს ძალზე საინტერესო ამბებს ისმენდა. კარგი მსახიობიც ყოფილა ქალბატონი, ესეც მაშინ გაიგო როცა გომბეშოს გვერდით აღმოჩნდა რესტორნის მაგიდაზე. როგორც იქნა მოითხოვა ანგარიში და ათასობით ლარი დატოვა 1 წყეული საათისათვის. სახლამდე მიაცილა ვიკა და ძალიან აღფრთოვანებულმა დატოვა. ძლივს აიზლაზნა ქუსლიანი ფეხსაცმელით ვიქტორია სადარბაზოს კიბეებზე, რომელიც ამდენი ლაპარაკის მოსმენით გადაიღალა და ახლა მისი მთავარი საფიქრალი იმ წუთების დავიწყება და განადგურება იყო.



№1  offline წევრი ნაამა

რა გიქნა ახლა მე შენ? ჩგკოცნო თუ მოგკლა? ნუ არ ვიტყვიცუდი იყო თქო (არ იყო და მიტო) მაგრამარ მეყოოო. მალე დადე რა ძალიან გთხოვ❤️❤️

 


№2  offline წევრი Marrieakh

ნაამა
რა გიქნა ახლა მე შენ? ჩგკოცნო თუ მოგკლა? ნუ არ ვიტყვიცუდი იყო თქო (არ იყო და მიტო) მაგრამარ მეყოოო. მალე დადე რა ძალიან გთხოვ❤️❤️

ვაიი ვაიი ვაიი❤️❤️❤️მადლობაა...დავდე ახალი თავი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent